შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუპიდონი (სრულად)


21-05-2023, 21:04
ავტორი lukatabatadze
ნანახია 5 275

ურთიერთობა რომელზეც ვწერ აღარ არსებობს”

28 ივლისს დაიბადა ანა, ზაფხულის უმშვენიერეს თვეში და თითქოს მაქედანვე დასდევდა ლანდივით აკიდებული საზოგადოება და სადაც არ უნდა წასულიყო, არასდროს თმობდა. უყვარდა ხალხი მანამ სანამ… 17 მაისი იყო. ამინდები აპრილის ბოლოდან გაფუჭდა და შესაბამისად ქუჩაში ძალიან ციოდა. 17-ში ნაშუადღევს გარეთ გავიდა და აი, სწორედ მანდ სრულდება, მისი ისტორია. უცებ ხმაური გაისმის...
- ავარიაა!
ხალხი გაძარღვული მირბის მისკენ და ცდილობენ უშველონ.
- პაციენტის მდგომარეობა მძიმეა!
ექიმები იმედს არ იძლეოდნენ რომ გადარჩებოდა და მორჩა… სიჩუმემ დაისადგურა და ყველაფერი მოიცვა. ნუთუ ასეთი მტანჯველია სიკვდილი? მაშინ ვისურვებდი ანა ბოლო ადამიანი იყოს, ვინც ასე დაიტანჯა. უნდოდა სკოლა დაემთავრებინა ეს სურვილი ფუჭად დარჩა ბოლოს. მაისის ბოლოს მის სკოლაში მისი კლასელების გვერდით არ იქნება და მხოლოდ პერანგი დარჩება თეთრი…
.................................................
ჩემი მონოტონური რუტინა მზისხივების ამოსვლისთანავე დაიწყო, თავი წამოვწიე და თვალი სინათლეს გავაყოლე ჩემი ეს რეპლიკა და მაღვიძარას დარეკვა ერთი იყო. ავდექი მოვწესრიგდი და ქუჩას დავუყევი, არა რაც მართალია მართალია, ბათუმი მართლაც მშვენიერია განსაკუთრებით შემოდგომას, ფიქრებისკენ გაჩერების ნიშანმა და ავტობუსის მოსვლამ გამომარკვია. ჩავიფრუტუნე და ხალხით გატენილ ავტობუსში ავედი.
კუთხეში დავდექი და ხალხს დავაკვირდი, მოპირდაპირე სკამზე მოთავსებული კაცი სერიოზულ შეხვედრაზე მიდის, მაგრამ ასე ხშირად არ აცვია. შარვალ-კოსტუმი მისი არ არის. მაჯებზე ოდნავ დიდი აქვს, თავს უხერხულად და ცუდად გრძნობს. შეიძლება ეს მისთვის პირველია. ყოველ წუთს ჰალსტუხს ექაჩება. ასე თუ გააგრძელა, იმ შეხვედრამდე სრულყოფილს ვერც მიიტანს. ვინ იცის, იქნებ პატრონმა რაიმე ანაზღაურებაც დაუწესოს. მას კი ბეჭედი უკვე დალომბარდებული აქვს. მარჯვენა ხელის არათითზე სიმკრთალეს ვამჩნევ. ცოლიანია, საშუალო სტატისტიკის მამაკაცია. ჩემი გაჩერებაც მოახლოვდა, ჩავედი და ქუჩას ნელი ნაბიჯებით ჯერ კვლავაც ნახევრად მძინარე გავუყევი.
საათს რომ დავხედე უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო, ზამთარში ღამე გრძელდებაო ამბობენ თურმე მართალაც ასეა. ღერს მივუკიდე და ფეხით წასვლა გადავწყვიტე, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სამიოდე სილუეტი შევამჩნიე, თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ თანდათან მანძილი იფარებოდა და უფრი მკვეთრად შეიძლებოდა გარჩევა. ორი მამაკაცი მიდიოდა ჩემს წინ კიდევ უფრო წინ კი გოგო.
- ჩემი პრობლემა არ არის. ერთმა მამაკაცმა მეორეს რაღაც გადაუჩურჩულა, უცაბედად სიტუაციის სიმძაფრეს ჩავწვდი, ეს ორი ახოვანი მამაკაცი ამ გოგონას აედევნა. ინსტიქტმა მძლია და ჩქარი ნაბიჯებით გვერდი ავუარე ორ მამაკაცს და გოგონას გვერდით დავუდექი. შეცბა და ცოტა შეეშინდა კიდეც, გულის სიღრმეში მეწყინა ნუთუ ფსიქოპატს ვგავარ?
- რატომ არ დამელოდე? ვუთხარი ხმამაღლა იმ კაცების გასაგონად, ლოყაზე ფრთხილად შევეხე და ჩავჩურჩულე - ამყევი! შემდეგ მზერით უკან მიმავალ მამაკაცებზე ვანიშნე. გაიხედა. არ ვიცი მიხვდა თუ არა მაგრამ არაფერი უთქვამს, უკვე საკმაო მანძილი გვქონდა გავლილი უკან რომ
მიიხედა აღარავინ იყო ჩვენს გარდა.
- არაფრის. უცებ გავჩერდი და გავუღიმე
- დახმარება არ მითხოვია. ძალიან მკაცრი ტონით უფრო მიყვირა ვიდრე მითხრა.
- ჩავთვალე რომ დახმარება გჭირდებოფა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თავიდან არ ავირიდე, უხეშობა საჭირო არ არის. ერთხანს მიყურა არაფერი უთქვამს შემდეგ კი ჩაილაპარაკა:
- რატომ გგონიათ რომ ქალები ჩვენით ვერ შევძლებთ საფრთხის თავიდან არიდებას?
- გინდა მითხრა რომ იმ ორ მეტრიან ტიპებს გაუმკლავდებოდი? შენ? თანაც მარტო. ირონია გავურიე ხმაში.
მგონი ეწყინა, წინ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით.
- ისე შენი ნომერი მომეცი იქნებ ისევ გადაგეყაროს ვინმე მანიაკი და ჩემი დახმარება დაგჭირდეს თუ უი სულ დამავიწყდა შენ ხომ მარტოც მშვენივრად გაუმკლავდები.
- 577 77 00 100 შენზეა დამოკიდებული თუ დაიმახსოვრებ. მომაძახა პირდაპირ და სიბნელეში გაუჩინარდა.
გონებაში ვიმეორებდი ციფრებს სწრაფად ამოვიღე ტელეფონი და დამახსოვრებული ციფრები კონტაქტებში შევიყვანე.
- იმედია რომ სწორია. იმედი მაქვს.
..................................
"მე მაინც შენთან მომდურავი ვარ ღმერთო, ათასობით გაჩენილ სიცოცხლეს შორის ერთი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე შენს კისერზეა"
უსიამოვნო შეგრძნებებს მოეცვა ჩემი მთელი სხეული, ვერ გავერკვიე სად ვიყავი და რატომ. გონზე ვიყავი მაგრამ არა იქ სადაც ახლა ანას სხეული ესვენა და ირგვლივ უამრავი ხალხი დასტრიალებდა არამედ უფრო შორს, იქ სადაც სიკვდილის მარწუხები არ სუფევდა.
სახლში ბევრი ადამიანი იყო, ისინი ტიროდნენ, მოგონებებს იხსენებდნენ და მათთვის კიდევ უფრო მტანჯველი იყო ის, რომ უწევდათ იმ ოთახში შემოსვლა, სადაც ის უგონოდ იწვა და ხმის ამოღების ძალა არ ქონდა. ვეღარ გავუძელი ამ მელანქონლიას და ეზოში გავედი გასაბოლად, მზიანი დღე იყო ვიღაცისთვის ბედნიერი, ვიღაცისთვის უბედური ჩემთვის კი გლოვის დღე. ერთად როცა ვატარებდით დროს, ვყვებოდით ათასნაირ სისულელეს და ერთად ვიცინოდით. მაშინ წამითაც არ მიფიქრია რომ დროს უქმად ვკარგავდი და ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ფუჭი კარგვა იყო. ერთხელაც არ მინანია არცერთი დღე, რადგან ვგრძნობდი როცა ის ჩემთან იყო სამყარო გაცილებით უფრო უკეთესი მეჩვენებოდა ვიდრე იყო.
ფიქრებიდან ნინის ნაბიჯებმა გამომიყვანა. გვერდით მომიჯდა, სიგარეტი წამართვა და გადააგდო.
- მე და ბარბარე უკვე მივდივართ შენ დარჩები თუ წამოხვალ?
- წეროები სად მიდიან? დავსვი არათემატური კითხვა ისე რომ მისთვის არც შემიხედავს.
- შორს.
- რამდენად შორს?
- არავინ იცის.
- წეროები ძალიან ლამაზები არიან. მოდიან, გვენახებიან, თავს გვაწონებენ და მერე მიფრინავენ ხოლმე. გვტოვებენ. არც კი განიცდიან ისე გვტოვებენ
- ჰო... არც განიცდიან. ჩვენ განვიცდით ხოლმე, რომ მიფრინავენ.
- გაფრენას კი არა დაკარგვას განვიცდით და მონატრებას.
რამდენიმე წუთი დუმილში გავატარეთ, გარშემო ხალხს ვუყურებდით რომლებსაც შავი ტანსაცმელი ეცვათ და სახეზე სევდა დაჰკვროდათ ან მოჩვენებითი სევდაც კი ვინ იცის...
- გჯერა რომ ისევ შეხვდებით? მკითხა დუმილის გასაფანტად.
- მჯერა რომ სხვა ცხოვრებაში აუცილებლად შევხვდებით.
- ხე რომ იყო ან ყვავილი?
- მე ფრინველი ვიქნები ან ფუტკარი.
- ძალიან ცოტაა ჩვენი წლები ლუკა, ამას ახლა მივხდი.
- ზედმეტად ცოტაა.
- რას აპირებ წამოხვალ თუ დარჩები? წეღანდელი კითხვა ისევ გამიმეორა.
- თქვენ წადით მე დარჩენა მინდა.
ისეთი გაბზარული ხმა მქონდა მე თვითონაც ძლივს ვარჩევდი ჩემს სიტყვებს. რაც არ უნდა მუხის ხესავით მაგარი ჩანდეს ადამიანი შიგნიდან მაინც ბაბუაწვერასავით დაუცველი და სუსტია, და არამარტო სულის შებერვამ არამედ საკუთარმა ამოსუნთქვამაც შეიძლება გაფანტოს.
მომბეზრდა მოჩვენებით სევდიან სახეებზე ცქერა დარწმუნებული ვარ მათ არ ადარდებთ, მათ არავინ ადარდებთ საკუთარი თავების გარდა, შეიძლება წამიერად გაიფიქრონ "დასანანია ასეთი ახალგაზრდა" მაგრამ დამერწმუნეთ მხოლოდ წამიერად. ოთახში შევდივარ ირგვლივ სიკვდილის სუნი ტრიალებს, ამ გრძნობას იქვე დაწყობილი ყვავილები მიჩენს, უცებ გვერდიდან ხმა მესმის: "სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა."

..............................................

სახლში მოვედი თუ არა მაშინვე ნომრების ბაზაში ჩავწერე ნომერი, არ ვიცი ასე ძალიან რატომ დამაინტერესა ამ უცნობმა გოგომ მაგრამ ფაქტი იყო რომ ჩემი ყურადღება მიიპყრო. სახელი და გვარი უმალ ამოვარდა ბაზაში. ანა გვასალია ანა გვასალია… რამდენჯერმე გავიმეორე გონებაში ესეიგი ანა არა? ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, ლეპტოპი მოვიმარჯვე და ფეისბუქის ძებნაში სახელი და გვარის კომბინაცია ჩავწერე. ძალიან ბევრი ამოაგდო, ჩემს გულმავიწყ მეხსიერებას თუ გავითვალისწინებთ ცოტათი გამიჭირდება პოვნა მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ პირველივე ანა გვასალიას და მე 58 საერთო მეგობარი გვყავდა, ფოტო გავხსენი და კარგად დავაკვირდი, მგონი ის არის. საერთო მეგობრების ჩამონათვალს თვალი მოვავლე ერთერთი ჩემი ძმაკაცი სერგი იყო. სწრაფად მოვიმარჯვე ტელეფონი და სერგისთან გადავრეკე.
- შიგ ხო არ გაქ? ღამის ორ საათზე მოსაწევის ლომკა არ გაძინებს თუ შიმშილი . მიპასუხა ნამძინარევი ხმით
- არც ერთი და არც მეორე. მისმინე, ერთ გოგოზე მინდოდა მეკითხა.
- რა იყო მოგაკლდა ნაშები?
- არა ეს სხვა თემაა
- რამდენად სხვა თემა?
- ტვინს ტყნავ ძმა.
- კაი კაი… ვინ გოგოა ვიცნობ?
- ანა გვასალია, საერთოებში ყავხარ.
- ჩემი კლასელია რა იყო?
- კაი გასაგებია, არაფერი.
- არასერიოზულ ურთიერთობას თუ ეძებ ეგ გოგო არ გამოგადგება, არც მარტივია და არც ადვილად დასაკერი მარა თუ კაი “ზავიდენიას” იკისრებ დაგეხმარები.
- უბრალოდ გაცნობა მინდა ცუდი ზრახვები არ მაქვს.
- ხვალ ჩემთან დავუძახებ მაგის სასტავს და შენც ამოდი თუ გაწყობს.
- კაი სერგი მადლობა.
სერგის გავუთიშე და ბაგე კმაყოფილმა ღიმილმა გამიპო. ვნახოთ ხვალ რას იზამ მამაცო გოგო.

...................................

'ყველა დღე რომელიც უშენოდ მოდის მტკივა"
მექანიკურად ვაღებ სახლის კარებს, პირველი რასაც ვეჩეხები სიცარიელეა, გრძნობა რომელსაც ვერცერთი ძალა ვერ ამოავსებს. ის იყო ჩემი საყრდენი წერტილი. სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ერთად ვიჯექით ხავერდოვან დივანზე და საშიშ ფილმს ვუყურებდით. დღეს კი რა ხდება? ამ სახლში ყოფნა მარტო მიწევს, უშენოდ...
ახლა ვფიქრობ მეტი რომანტიკა რომ გვქონოდა იქნებ უფრო ადვილი ყოფილიყო რაღაცეები მაგრამ მახსენდება რომ სხვა შემთხვევაში არ მეყვარებოდი ასე. ჩვენ ისევ ერთ ქალაქში ვართ, იმ განსხვავებით რომ ბუნების კანონმა დაგვაშორა. ჩვენ სხვებისნაირები არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთი კონკრეტული ადგილი არ გვქონდა ამოჩემებული. ყველა ადგილი ჩვენი იყო სადაც გავივლიდით. ჩვენ არასდროს ვგავდით სხვებს და მაინც სხვებივით მოვრჩით. სიყვარული ილუზიაა, თავს ვიტყუებთ რომ რაღაც ამბავი შეიძლება გაგრძელდეს. არც ერთ ამბავს ბედნიერი დასასრული არ უწერია.
არ იმსახურებდი ამას - თვალებს გაყინული, შეწითლებული თითებით ძლიერად ვისრეს. შენ ხარ ერთადერთი ვინაც ერთდროულად შემავსო და სიცარიელე მომიტანა. ახლიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, პირველივე დღეს მოგძებნიდი. ისე წახვედი როგორც არავინ არასდროს წასულა, იმდენი კითხვა და სიტყვა დამიტოვე, იმდენი ბრაზი და სიხარული. არაფრად აღარ ღირს ეს ცხოვრება, არ ვიცი ეს უშენობით მომწყდარი ადამიანის სიტყვებია თუ სასოწარკვეთილის მაგრამ ამ ჯოჯოხეთში ვეღარაფერს ვხედავ საოცარს. ის რაც ადრე შენთან ერთად მიხაროდა მაღიზიანებს, ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ადამიანის ღიმილი სახეზე. სულის სიღრმეში ყველას თავისი წილი ბედნიერების დასასრული აქვს.
......................................
რვის წუთები იყო სერგისთან რომ ავედი, კარები გაბმული რეკვის შემდეგ ძლივს გააღო.
- კეთილი იყოს ძმა. მხარზე მეგობრულად დამარტყა. - შემო. მისაღებში შევედი და ახალგაზრდებს თვალი მოვავლე, მალევე შევამჩნიე ნაცნობი ობიექტი და მედიდურად ჩამეღიმა. შემომხედა. მიცნო.
გაოცება იკითხებოდა მის თვალებში.
- გაიცანით ჩემი მეგობარი და თანაგუნდელი ლუკა ტაბატაძე.
ყველას მივესალმე და ანას გვერდით დავჯექი (ალბათ სერგის გათვლა იყო თავისუფალი სკამი ანას გვერდით)
- დამთხვევების გჯერა? ჩავჩურჩულე ცოტახნის შემდეგ.
- არა.
- მაშინ გეტყვი რომ წინასწარ დაგეგმილი დამთხვევაა. გაოცებული მზერით მიმზერდა აშკარა იყო რომ ვერაფერს ხვდებოდა.
- 577 77 00 100 კარგი მახსოვრობა მაქვს, ისევე როგორც ინფორმაციის გაგების სწრაფი უნარი, ნუ დაიჯერებ რომ ახლა ეს მომენტი დამთხვევაა, შემთხვევით არაფერი ხდება. მგონი ძალიან შევაშინე, წამოდგა და მისაღები დატოვა ბოდიშის მოხდით სუფთა ჰაერზე გავალო. მეც უკან გავყევი. ცოტახანში ორივენი ეზოში ვიყავით.
- ჩემგან რა გინდათ?
- ცუდი არაფერი, მეგობრობა.
- არც კი გიცნობთ რა უფლებით იჭრებით ჩემს პირად სივრცეში?
- დრამას ნუ მიდგამ კარგი? კეთილი განზრახვით ვარ შენთან. სხვათაშორის ჩემთან ვალში ხარ არ დაგავიწყდეს.
თვალები აუცრემლიანდა. რა ჯანდაბაა ისეთი არაფერი მითქვამს.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ. ეს თქვა და სახლში გაბრუნდა. შევიკურთხე. ფანჯრიდან სერგი ხელის მოძრაობით მეკითხებოდა რა მოხდაო ხელი გავაქნიე არაფერი მეთქი და ნელი სვლით დავიძარი მისაღებისკენ. ამჯერად მოშორებით დავჯექი. მას შევხედე.
- აბა ლუკა რაზე აბარებ? მზერა ანას მოვაშორე და კითხვის ავტორისკენ გადავიტანე.
- ფსიქოლოგიურზე.
- აჰა, ანუ ადამიანის ფიქრებში ქექვა გიყვარს?
- გააჩნია.
- რას?
- ადამიანს. ეს ვუთხარი თუ არა ფარული მზერა მივაგებე ანას რომელიც როგორც ჩანს მე მიყურებდა.
- ლუკა განათლებულ პიროვნებასთან ერთად ასევე ძალიან კარგი მოთამაშეა.
- როდის იყო რომ ასე მაქებდი სერგი? გამეცინა.
- მაცადე დადებით შთაბეჭდილებებს ვუტოვებ ამ ხალხს შენზე. და ანასკენ მანიშნა.
- დავაი ბავშვებო დალიე და უპასუხე ვითამაშოთ. სერგის ძმაკაცმა თამაშია სურვილი გამოთქვა. ყველამ მოიწონა ეს იდეა.
- მაშინ მე დავიწყებ. ვთქვი მე. - ოდესმე უცნობს გადაურჩენიხარ? ანას გავხედე.
- კი. უპასუხა შეკითხვას. ახლა მისი ჯერი იყო.
- ფსიქოპატი ძმაკაცები გყავს? სერგის კითხა. ეს კითხვა ვის გამოც დასვა გასაგებია.
- უხხ, რამდენიც გინდა ლამაზო. გაიცინა სერგიმ.
- ლუკა, ამჟამად ვინმეზე სერიოზულად ფიქრობ? არაფერი მიპასუხია დალევა ვამჯობინე.
- ასეც ვიცოდი რაა, მუღამში შესულ ადამიანს იმედს უცრუებ რანაირი კაცი ხარ შენ.
სადღაც 11 საათი იყო, რომ ყველანი
ნელ-ნელა დავიშალეთ. მანქანებში გადანაწილდნენ.
- ლუკა მანქანაში ადგილი აღარაა და შენ და ანა რომ ტაქსით დაუყვეთ? ანას შევხედე აშკარა იყო რომ ჩემთან ერთად მგზავრობა არ უნდოდა მაგრამ მე ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი ამიტომ უთქმელად დავთანხმდი. მივდიოდით მე ანა და მთვარე გზაზე ტაქსის საპოვნელად.
ორი მეტრის რადიუსით იყო ჩემთან დაშორებული.
- არ ვიკბინები ნუ გეშინია
- ჩემი მისამართი საიდან გაიგეთ?
- ხომ გითხარი გავლენები მამაცო გოგო… თუ მომესურვება ყველაფერს გავიგებ.
- იქნებ თქვენც მანიაკი ხართ?
- გამეცინა. ვგავარ ახლა მე მანიაკს
- რატომაც არა? სიმპათიური მანიაკებიც ხომ არსებობენ. ბოლო სიტყვები ჩუმად თქვა მაგრამ ჩემს ყურს მაინც მისწვდა. გამეღიმა, მას კი ძალიან შერცხვა.
- ტაქსის ვხედავ. დაღმართისკენ მიმითითა, გაჩერებული ტაქსისკენ დავიძარით, ჩვენს ბედზე თავისუფალი აღმოჩნდა.
- ესეიგი სიმპათიური ვარ არა? ჩავჯექი თუ არა ეს ვუთხარი. კვლავ დუმილი… ტაქსისტს მისამართი ვუკარნახე და ნელი სვლით დავიძარით დანიშნულების ადგილისკენ. ღამე ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. ტაქსი ანას სახლთან შეჩერდა.
სანამ გადავიდოდა შევაჩერე.
-კიდევ მხვდება წილად შენი ნახვის ბედნიერება.
- იმედი მაქვს რომ არა.
- არ დაგავიწყდეს რომ ვალში ხარ. ამის გაგონებაზე თვალები აატრიალა და მანქანიდან გადავიდა.
ვნახოთ რა იქნება მამაცო გოგო.

............................

“შენ ერთადერთი ნათელი ვარსკვლავი იყავი ჩემს ბნელ ცაზე…”
ნეტავი ვინმეს ესწავლებინა ჩემთვის რომ ხელები ფართოდ არასოდეს უნდა გაშალო არასოდეს უნდა გახვიდე მეორე ადამიანთან ერთად ზღვაში. ხელები გაშლილი გაქვს და წყლიანი თვალებით საიდანაც სიყვარული ღვარად გადმოგდის უყურებ „მას“ ამ დროს კი „ის“ თავისი ლამაზი, ნაზი თითებით გულს გაცლის. არავის უთქვამს რომ „ის“ ქარიშხლის დროს გკრავს ხელს და მიგატოვებს შუა ზღვაში. შენ კი იძირებიი და იძირებიი.. ჰაერი არ გყოფნის მაგრამ იქ შენს გარდა არავინაა ვინმემ რომ ხელი გამოგიწოდოს. „ის“ კი გიყურებს და ჩანთაში შენს გულს უდიერად აგდებს. ნელნელა გშორდება და ბოლოს მხოლოდ ლანდი ჩანს ჩამავალი მზის ფონზე... ლამაზი ლანდი. სახლიდან გამოვდივარ და მანქანას უდიერად ვქოქავ, მთელი სისწრაფით ვწყდები ადგილს, წინ ძაღლების ჯოგი ჩანს კიდევ უფრო ვაჭერ პედალს და ვხდები რომ ვეღარ ვუძლებ ამ ძაღლების იმედიან თვალებს, ის ძაღლები პირდაპირ შუა გზაზე წვანან. მუხრუჭი! ვერ ვასწრებ, მარჯვნივ ვაგდებ მანქანას რაღაცას ვეჯახები, ცა იქცევა ისე წვიმს. გადმოვდივარ და შუა გზაზე გრძელ ბეწვიანი ძაღლი ამყავს, ნეკნებიღაა დარჩენილი, გზის ნაპირზე გადმოვდივარ, მანქანას ვეყუდები და ძაღლს ვიკრავ გულში. ძლივსღა სუნთქავს. მე რომ კარგი ვიყო ახლა დავამთავრებდი მის ტანჯვას მაგრამ მეც ადამიანი ვარ. ბოლომდე უნდა ვაწამო! ბოლომდე უნდა ვაცოცხლო! გამოდევნებული გალუმპულული ძაღლების ენაგადმოგდებული ჯარი შემომესია გარს. თავიდან იმედიანად მიყურებდნენ. მერე ჩამოწვნენ იქვე სადაც იდგნენ, თითქოს ჩემსავით გლოვობენო, ყველას ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა... გულისცემა ძალიან შემცირდა, ვუყურებ და ვხდები ბოლო სუნთქვას ატანს დარდს და მოგონებებს ადამიანზე რომელსაც ის უყვარდა! სუნთქვა შეწყვიტა.
სად ხარ ღმერთო? ჩემთან მოდი და წამიყვანე, ყველაზე მეტად მჭირდები… ჩვენ არაფერი დაგვიშავებია სიყვარულის გარდა.
შენთან მინდა ანა, არ მინდა აქ…
არ მინდა აქ.
სამყაროში რომელშიც შენი თავი წამართვეს.
წამიყვანე.
.........................................................

უკვე 1 კვირა გავიდა სერგისთან შეკრების მერე მას შემდეგ ანას არ შევხვედრილვარ, არც თვითონ შემხმიანებია რათქმაუნდა. დიდხანს ვფიქრობდი ჩემსა და ანას ურთიერთობაზე, თუ შეიძლებოდა, რომ ამას ურთიერთობა რქმეოდა რათქმაუნდა, ჩემი გონება და გული 50/50-ზე იყო. გონება მეუბნებოდა რომ თავი უნდა დამენებებინა და ჩემს გზაზე წავსულიყავი გული კი პირიქით მეუბნებოდა რომ ხელიდან არ გამეშვა. მე როგორც ექსტრემის მოყვარული ადამიანი ყოველთვის თავგადასავლებს ვანიჭებ უპირატესობას ჰოდა ამ ამბავშიც არ ვაპირებდი რომ ბოლოს დაბეჩავებული გამოვსულიყავი. ერთი სიტყვით ის რაც მინდოდა ანა იყო, პირველი ნაბიჯები გადადგმული მქონდა თანაც ჩემთან ვალში იყო, ახლა მხოლოდ მოქმედებაა საჭირო მეტი არაფერი. საკუთარ სურვილს და თავდაჯერებულ ბუნებას ვყვები, მანქანის გასაღებს ვიღებ და დანიშნულების ადგილისკენ მივემართები როგორც კი ვჯდები სიმღერას მაღალ ხმაზე ვუწევ. იდეალური ქალაქი კომფორტის ზონიდან გამოდის, თითქოს გრძნობს რომ ვიღაცამ მისი მყუდროება დაარღვია, მისი რუტინა უარყო და ასე თამამად იქცეოდა. მანქანას ანას სახლის გვერდით ვაყენებ, ტელეფონს ვიღებ და ანასთან ვრეკავ. ცოტახნის ლოდინის შემდეგ ყურმილს იღებს.
- გისმენთ
- მე ვარ
- რატომ მირეკავთ?
- ვაა, არ ველოდი რომ მიცნობდი ნუთუ ასე გაინტერესებ?
- თქვენ თვითონ მირეკავთ, ცალსახად აშკარაა ჩვენს შორის ვის ვინ აინტერესებს.
- შენი სახლის წინ ვარ, ან გამოხვალ ან შენს სახელს ვიყვირებ, მე ორივე მაწყობს. ჩვეული მშვიდი ტონით ვუთხარი.
- ხუმრობთ ხომ?
- რასაკვირველია არა.
- შეგიძლია ფანჯრიდან გამოიხედო და დარწმუნდე.
ყურმილი დაკიდა. 5 წუთის შემდეგ ჭიშკრიდან გამოდის და მანქანისკენ მოემართება. სარკეს ვწევ.
- დაჯექი
- ორი წუთი გაქვთ, დროზე მითხარით რა გინდათ.
- ორი რამ მინდა. პირველ რიგში ის რომ მანქანაში ჩაჯდე და მეორე ის რომ თქვენობითი ფორმა შენობითით შეცვალო.
- აქედან მხოლოდ ერთ კრიტერიუმს დავაკმაყიფილებ.
- შენ მაიძულე. მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოვდივარ და წინა სავარძელზე ვსვამ.
- გაგიჟდი ხომ? რას აკეთებ? რა უფლება გაქვს? პოლიციაში დავრეკავ.
- ნუ კივიხარ. წინააღმდეგობა რომ არ გაგეწია ასე არ მოხდებოდა. უბრალოდ ის მინდა რომ ულამაზესი ხედი გაჩვენო
- მე არ მინდა.
- შენთვის არც მიკითხავს.
იცინის. - ჩემს გაოცებას აგრძელებ, შენნაირ ავადმყოფს არასდროს შევხვედრილვარ, შეპყრობილი ხარ! ფსიქიატრს გაესინჯე.
- კაი. გაოცებული მიყურებს
- მართლა ავად ხარ.
- ისეთ ლამაზ ადგილას მივდივართ, ცოტახანში ეგ სიტყვები სანანებელი გაგიხდება.
- ასე მშვიდად როგორ საუბრობ? ღამის
11 საათზე უცხო მამაკაცთან ერთად რომელმაც მომიტაცა სადღაც უცნობ ადგილას მივდივარ, დაუჯერებელია!
- ძალიან რომანტიულია
- ციხეშიც მასე იხუმრე ხოლმე
- არ ვაპირებ მანდ მოხვედრას.
როგორც იქნა მივედით და აღარ მომიწევდა ანას ლაყბობის მოსმენა, მანქანიდან გადმოვდივარ წრეს ვარტყამ და კარებს ვუღებ და ხელს ვუწვდი. ხელს არ მაგებებს და უხეში მოძრაობით მიშორებს. ღმერთო რა რთულია! ხელით ვანიშნებ საითაც უნდა წავიდეთ. და აი ისიც ჩვენს წინ ულამაზესი ბათუმის ხედი იშლება, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი განსაკუთრებით ლამაზია.
- ულამაზესია. აღფრთოვანებას ვერ მალავს ანა.
- ხომ გითხარი არა? მოდი აქ დავსხდეთ.
დიდიხანი დუმილში დავყავით, მხოლოდ ვუყურებდით განათებულ ქალაქს.
- მიყვარდა. უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ვიდრე მე მითხრა, ახლა ნათელია რატომ აქვს ჩემს მიმართ ესეთი ცივი დამოკიეებულება, არ უნდა რომ
მეორედ განიცადოს იმედგაცრუება და ტკივილი. - ამ სიტყვას წარსული ფორმა არ აქვს, ან ახლაც გიყვარს ან არც არასდროს გყვარებია.
- დღემდე ვერ ვეგუები რომ ასე უყველაფროდ დამტოვა.
- ადამიანებს, რომელთაც წასვლა შეუძლიათ უკანმოუხედავად, როგორც წესი, თამამად დაბრუნებასაც ახერხებენ. მათ არაფრად უღირთ სხვისი გრძნობები და შგრძნებები. ისინი ეგოისტები არიან, რომელთათვისაც საკუთარ სურვილებზე ღირებული არაფერია ქვეყნად. მიდიან, გტოვებენ, შემდეგ კი ბრუნდებიან და თუ შენ მას ასეთს იღებ, გამოდის რომ არ გყვარებია ან საერთოდ არ გამოგიცდია გრძნობა სახელად სიყვარული.
ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი ხომ მაინც გიყვარს, ამიტომაც არ უნდა იყო ისეთი სუსტი, რომ ასეთ ადამიანს მეორე შანსი მისცე. და თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, მაშინ იმ ვიღაცის შეყვარება როგორ მოახერხე?
- არ მეგონა ამას თუ ოდესმე ვიტყოდი მაგრამ მართალი ხარ. გამეცინა.
- ბევრ რამეში ვარ ხოლმე მართალი.
- ჩემთან მიმართებაში მხოლოდ აქ იყავი მართალი
- არ მიცნობ.
- ადამიანის გაცნობა საჭირო არ არის პირველადი წარმოდგენის შესაქმნელად.
- ერთი შეხედვით ადამიანის განსჯა არაადეკვატური საციელია მითუმეტეს როცა დღევანდელ დროში ცხოვრობ. იმაში გეთანხმები რომ ხანდეხან ჩემს საქციელებს სახელი არ აქვს მაგრამ ხვალ რა მოხდება არ ვიცი, მირჩევნია გავაკეთო ვიდრე არ გავაკეთო და მერე მთელი ცხოვრება იმაზე ვიფიქრო ნეტავ გამეკეთებინა თქო.
- მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ.
ამ პასუხმა ცოტა არ იყოს დამაფიქრა, ის მართალი იყო წინა პლანზე სულ ჩემს ინტერესებს ვაყენებდი დანარჩენი უმნიშვნელო იყო.
- სახლში წამიყვანე. უხმოდ ავდექი და მანქანა დავქოქე.

..............................

"ნეტავ რამდენ ხანში ივიწყებ იმ ადამიანის სურნელს რომელსაც უყვარდი? ან სიყვარული რამდენ ხანში ქრება?"- ანა გავალდა
ძაღლს მინდორში ვასვენებ და ჩემს ქურთუკს ვაფარებ. უმისამართოდ და უღმერთოდ მივუყვები ქუჩებს, შენობებს უშენოდ, ვერ ვიგებ სად ვარ ან რატომ ვარ. ყველაფერი უცხოდ მეჩვენება საკუთარი ქუჩაც, სახლიც, ეზოც. ჩემი კორპუსის კიბეებზე ვჯდები, იმის თავიც კი არ მაქვს რომ რამდენიმე სართული ავიარო, ემოციურად გამოფიტული ვარ. ტელეფონის ვიბრაცია მაფხიზლებს. ნინია. რობოტივით ვუსვამ თითქს ეკრანს.
- სად ხარ?
- სახლში. დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ხმა მე მეკუთვნის.
- არსად წახვიდე საქმე მაქვს.
უპასუხოდ ვთიშავ და მანქანაში ვჯდები. ხვალ მას ბოლო გზაზე მიაცილებენ, ბოლოჯერ უნდა ვნახო. იმის ძალაც კი არ მაქვს რომ საკუთარი თავი ვზიდო. ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებ, მინდა რომ დასრულდეს. მომაკვდავი ვდგები კიბეებიდან და მანქანაში ვჯდები. ვქოქავ. ესესაა ადგილიდან უნდა დავძრა როცა წინ ნაცნობ ფიგურას ვხედავ. ვუსიგნალებ.
- გადადი. არაადამიანურად ვღრიალებ, ადგილიდან არ იძვრება.
- გზიდან ჩამომეცალე! ვყვირი და გაუჩერებლად ვასიგნალებ.
- არ გავიწევი. რას იზამ? გამიტან? ამაზეც კი წამსვლელი ხარ უკვე?
- რა გინდა ნინი?
- გადმოდი. ნუ მაიძულებ ყველას დავურეკო.
ვიცოდი რასაც გულისხმობდა, ნამდვილად არ მინდოდა ბიჭების ლექციების მოსმენა აქ და თანაც ახლა. ძრავას ვაქრობ და გადმოვდივარ.
- რას გიგავს თვალები, საერთოდ გეძინა? მოდი დაჯექი აქ.
ახლა მხოლოდ ის მინდა რომ გავქრე მეტი არაფერი.
- მისმინე ლუკა... რაც არ უნდა გააკეთო, ანას ვერ დააბრუნებ. ღამეები რომ ათენო ფიქრში, გარესამყაროს ზურგი აქციო, დამნაშავეები ეძებო, საკუთარი თავი დაადანაშაულო მაინც არაფერი შეიცვლება. ანა აღარ არის. ანა გარდაიცვალა ლუკა.
- არ მომკვდარა ის მოკლეს, მას არ უნდოდა სიკვდილი აიძულეს რომ ამქვეყნიური მისამართი შეეცვალა. მთელი ძალით ვყვირი, ჩემს შიგნით დასუფებულ ემოციებს უფლებას ვაძლევ რომ გარეთ გამოვიდეს.
- არცერთი ისტორია მთავრდება გაურკვევლად, თავისი სიმართლით, ტყუილით, კარგი ან ცუდი მხარით. ყველა ისტორიას სჭრიდება ფინალი ზოგჯერ დასასრული იმაზე ახლოსაა ვიდრე გგონია. მაინც მოგიწევს იმ რეალობას შეეჩეხო რომელსაც გაურბიხარ გეშინია, უარყოფ მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს იმ თემების გახსნა რომლის გახსნაც არ გინდა რადგან ადრე თუ გვიან თავის გზას ყველა ასრულებს. შენ არ ძალუძს რომ რამე შეცვალო, ანას ისტორია დასრულდა, შენსასაც ნაადრევად ნუ დაასრულებ ისე იცხოვრე რომ მაგალითი იყო სხვა ადამიანებისთვის. ახლა კი ადექი, სახლში ადი, სახეზე წყალი შეისხი ადამიანს დაემსგავსე და ხვალ აუცილებლად მოდი სასაფლაოზე, თორემ მერე ძალიან ინანებ. და ჰო კიდევ, არ გაბედო და რამე სისულელე არ გააკეთო საკუთარ თავზე თუ არა დედაშენზე მაინც იფიქრე.
წამოდგა და როგორც მოვიდა ისე წავიდა, მის ნათქვამზე ვფიქრობდი. ნინი ერთადერთი ადამიანი იყო რომელსაც ყოველთვის შეეძლო ასეთ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ჩემი გამხნევება. სახლში ავედი წყალი გადავივლე და მკვდარივით მივესვენე საწოლზე, არაფრის თავი არ მქონდა.

.......................

ანას სახლში ვტოვებ. ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. ტელეფონი რეკავს, ნინია. ნინი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ვფიქრობ ჩემი ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამართლება, მისი სახით საყრდენი წერტილი მყავს ცხოვრებაში.
- ალო
- სად ხარ დაკარგულო?
- საქმეები მქონდა შენ რას შვები ნინი?
- შენს დებილ ძმაკაცს ვუძლებ
- რა ქნა?
- ყველგან დავბლოკე და ახლა სადარბაზოსთან დგას, ლერმონტოვის სასტავს უნდა ვაცემინო.
- ბავშვები ხართ რაა, მეცინება რო გიყურებთ
- მე არა ისაა ბავშვი უთხარი წაეთრიოს.
- კაი კაი დაველაპარაკები მიდი აბა.
- აბა ჰე.
დიმა ჩემი ძმაკაცია, ნინი უყვარს დიდიხანია ნინი კი ცივ უარზეა ხოდა ასეთი სიტუაცია გვაქვს. დიმას ვურეკავ.
- გისმენ
- რა ამბებში ხარ ბიჭო შენ?
- რა ამბებში?
- რა გინდა ნინის სადარბაზოსთან
- ამხსნას ბლოკი და წავალ.
- რა გეშველება? მანდ უნდა იდგე ახლა მთელი დღე?
- მთელი დღე არ დამჭირდება რაღაც მოვიფიქრე.
- რა?
- გუშინ გასულები ვიყავით, უფროსწორად ეგ გავიდა და მე უკან გავყევი ლაქიასავით თავიდან მიშორებდა მაგრამ მეთქი მასე ადვილად არ დაგნებდები...
- აღარ მოყვე გთხოვ
- მომისმინე. ხოდა მერე მაღაზიაში რო შევედით რაღაც ტანსაცმელი მოეწონა მაგრამ მაგის დარჩენილი ზომა მხოლოდ მანეკენს ეცვა და მეთქი რა პრობლემაა გავხდი, დავიწყე მანეკენის გახდა და ყველა ჩვენ გვიყურებდა, ნინი მიყვირის შეეშვიო და ბოლოს კაი მეთქი როგორც გინდათქო.
- ცუდად ვარ შენ მაგრად გძმარავს ხო?
- დაგეგმილი მაქვს ეგ ტანსაცმელი მივუტანო მანეკენიანად.
- დროდადრო უფრო და უფრო მაოცებთ.
- უთხარი ხვალ გამოვიდეს ერაზე და მეც მოვალ ოღონდ არ უთხრა მეც რო ვიქნები.
- კაი მივწერ ხვალ.
- კაი. "ამათ რა ენაღლებათ მე მაქვს სადარდებელი ერთი გოგო" გავიფიქრე და მანქანა სახლთან მივაყენე. სახლში ავდივარ და მომდევნო მომნუსხველი დღისთვის ძალების მოკრებისთვის ვიძინებ.
მეორე დღეს როცა ირიჟრაჟა ანაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რა ნაბიჯები უნდა გადამედგა? იქნებ ნინისთვის მეთქვა და რჩევას მომცემდა, ისიც ხომ ქალი იყო. მოსაღამოვდა თუ არა ნინის გავუარე და ერაზე გავედით, დიმას თხოვნა გავითვალისწინე და ნინის არაფერი ვუთხარი ფარული შეხვედრის შესახებ. დიმას მივწერე რომ მოვდიოდით და იქ დაგვხვედროდა.
- აბაა რა ხდება?
- რა?
- სად იყავი ეს დღეები?
- საქმეები მქონდა.
- კერძოდ რა და ვის ეხება ეს საქმეები?
- მოკლედ ერთი გოგოა...
- ლუკა, ეს ფრაზა უკვე ყოველ კვირას მესმის ერთიდაიმავე კონტექსტით, არ დაიღალე?
- არა ეს სხვანაირი თემაა.
- ესეც ყოველ კვირა მესმის, რამე სიახლე გვჭირდება.
- ახლა მოგიყვები და იცოდე არ შემაწყვეტინო!
ყველაფერს ვუყვები წვრილმანებში.
- ლუკა მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება ამის მერე.
- რა კითხვა?
- ავად ხარ? ვიღაც გოგოს ღამის კოშმარად ექცა ტიპი და კიდე აქეთ მეკითხება რა კითხვაო.
- არ დაიწყო ახლა...
- რა არ დავიწყო ბიჭო დებილი ხარ? არ აქვს მნიშვნელობა არასერიოზული ზრახვები გამოძრავებს თუ სერიოზული არცერთ შემთხვევაში არაა ნორმალური გოგოს სტალკერად რომ ექცევი, თავი დაანებე სანამ არ ჩაგაჯინეს.
- აბა როგორ მოვიქცე?
- ყოველ შემთხვევაში მაჩოსავით არა.
- ანუ?
- ანუ შენებურად არაფერი არ ქნა, ცოტა დისტანცია შეინარჩუნე და სასურველ მომენტს დაელოდე.
- კაი, დაგიჯერებ.
- იქ ჩააყენე თავისუფალი ადგილია.
გადმოვდივართ და თვალებით დიმას ვეძებ. ქანდაკებასთან დგას. ნინი მალევე ხვდება სიტუაციას და მკვლელი სახით მიყურებს.
- სერიოზულად მაინტერესებს ორ ავადმყოფთან ერთად აქ რას ვაკეთებ.
- გეგონა დაბლოკვა დამაოკებდა?
- რა გინდა შვილო მაინცდამაინც ვინმეს უნდა ვაცემინო შენი თავი?
- შვილო არა ბიძაშვილო კიდევ.
- მეგობრებო მეც აქ ვარ სხვათაშორის. როგორც იქნა ხმის ამოღება მოვახერხე.
- შენს ძმაკაცს უთხარი ფეიკით ნუ მაფოლოვებს "აჯპსჯა"
დაიწერა მეტი კრეატივი არ ეყო.
- მე არ ვარ ნამდვილად
- არაუშავს, არ ვამატებ უცხო აქაუნთებს, მითუმეტეს ესეთებს.
- მე რომ ვყოფილიყავი "მაგრად მოგტ****დი" ან რამე ეგეთი მექნებოდა ინგლისურად.
- მეცოდები.
- დაასრულეთ? მობეზრებულად ვკითხულობ.
- კი მე დავასრულე, ნერვებს აღარ ავიშლი ზედმეტი სიტყვა და ლუკას ნაშებს გირტყამ თავში
- ბევრნი არიან მოვკდები.
- არა მგონი ერთი ყავს და ნამდვილი უკვე.
- რაოო? რა ხდება ლუკა?
- არაფერი. თვალებს ვუქაჩავ ნინის იმის ნიშნად რომ არაფერი თქვას, ახლა დიმას ღლიცინის თავი ნამდვილად არ მაქვს.
- მე რას მიმალავ კაი რაა ბიჭოო.
- მოგიყვები მერე.
- ამას უყვები და მე არა ხოო? ხარაშო.
- "ამას" არ ვარ დიმა.
- ბლოკს რომ მომხსნი მერე დაგდებ სახელით მომართვის პატივს.
- ვერ ეღირსები!
- მაგასაც ვნახავთ...
- რამე არ ვჭამოთ? ძაან მომშივდა რაღაც, რას იტყვით? იდეა შევთავაზე ორ დაპირისპირებულ მხარეს.
- კიი რა, ისე მშია დუჟი მდის.
- მმმ, მაგარს მოგწმინდავდი.
- ამ ავადმყოფმა მადაც კი დამიკარგა.
- მადა კი არ დაგიკარგე უბრალოდ ნერვიულობის ფონზე ჩემს წინ ვერ შეჭამ, ანუ გიყვარვარ აღიარე ახლა.
- კაცის მოკვლაზე რამდენი წელია ციხე?
- გააჩნია მუხლს მაგრამ 25 წელი მგონი. ვპასუხობ სიცილით.
- 25 წელში გამოვალ და ცხოვრებას ამ ავადმყოფის გარეშე თავიდან დავიწყებ.
- ცხრა სიცოცხლე მაქვს ნინი.
- ათჯერ მოგკლავ დიმა.
- არც რო გბეზრდებათ რაა, წამოდით ვჭამოთ.
- არა მე ამ ავადმყოფთან ერთად ერთ სუფრასთან არ დავჯდები.
- გეყოთ ახლაა, მომბეზრდით უკვე. ამ ყვირილში ტელეფონმა დამირეკა, დავხედე და რას ვხედავ? ანა აწერია კონტაქტს. ათასი აზრი გადამიტრიალდა თავში. რა ხდება? რისთვის რეკავს? ან ჩემი ნომერი საიდან აქვს?
- არ უპასუხებ ლუკა? 2 წუთიანი მიშტერების მერე მეკითხება ნინი. უცებ ვერკვევი და მოშორებით გავდივარ.
- გისმენ
- გამარჯობათ. ბოდიში რომ გაწუხებთ, თქვენი ნომერი სერგის გამოვართვი, იმ დღეს როცა ერთად ვიყავით სამაჯური დავკარგე და შეიძლება თქვენს მანქანაში დამივარდა, შეგიძლიათ რომ ნახოთ? თუ მანდ არის მოვალ და ავიღებ 2 წუთს წაგართმევთ მხოლოდ მართლა.
- კი რა პრობლემაა თუ აქაა ვნახავ და მოგიტან, ახლა მანქანასთან ახლოს არ ვარ როცა ვიქნები გადმოგირეკავ.
- მადლობა, მოტანა არ არის საჭირო მე თვითონ მოვალ და ავიღებ.
- ნუ მეწინააღმდეგები, გეუბნები მოგიტან თქო, ჩემს ზარს დაელოდე. მანქანასთან მივდივარ. ვაღებ და სამაჯურის ძებნას ვიწყებ, მალევე ვპოულობ უკანა და წინა სავარძლებს შორის არის მოყოლილი. დიმასთან და ნინისთან ვბრუნდები.
- მოკლედ გვრიტებო მარშუტი შეგვეცვალა სადღაც უნდა გავიარო და მერე ვჭამოთ.
- სადა?
- ანასთან.
- მე შენ რა გითხარი? ეგრევე წამოენთო ნინი.
- თვითონ დამირეკა. არ დავაყოვნე. - სამაჯური დაეკარგა ჩემს მანქანაში და ახლა უნდა მივუტანო.
- უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ მაგრამ ანა ვინ არის?
- ერთი გოგოა დიმა, მერე მოგიყვები.
- მეც მოვდივარ მაგ შენ ანასთან.
- დავაი მეც გამაცანი ლუკა.
- შენი შეეშინდება შვილო ტყიური ხარ რამეს დამართებ გოგოს.
- რეებს მაბრალი?
- დიმა, გრამატიკაში რა გყავდა?
- ეგ ისაა ცალხაზიანი რვეული რომ უნდა გქონდეს?
- დამღალეთ უკვე! წავედით.
ანას სახლს როცა მივუახლოვდით ტელეფონი ამოვიღე დასარეკად, ნინიმ გამაჩერა.
- მისამართი საიდან?
- გავლენები...
- აა, თუ გავლენები მაშინ კაი. ეჭვისთვალი არ დამაკლო.
სამაჯური ავიღე და ანას დავურეკე.
- შენს სახლთან ვარ ჩამოდი.
- კარგით. რამდენიმე წუთში უბრალო კაბაში თმებ გაშლილ ანას ვხედავ მსუბუქი მაკიაჟით რომელიც ჩვენსკენ მოემართება. - მანქანიდან უმალ გადმოვდივარ, ნინი და დიმაც მბაძავენ. უკვე ანა ჩემს პირდაპირ იდგა.
- ბოდიში რომ შეგაწუხეთ.
- რა შეწუხებაა, აი აიღე.
- ლუკა ეს გოგო ძაან მეცნობა. - საუბარში ჩაგვერთო ნინი.
- მეც მეცნობით. - შენ ის არ ხარ გუგა მახარაძის დაბადების დღეზე რო იყავი? ანანოსთან ერთად?
- დიახხ... თქვენც იყავით გამახსენდით, გუგა ჩემი ბიძაშვილია. გაოგნებული მივჩერებივარ ნინის და ანას, აღმოჩნდა რომ ერთმანეთს იცნობენ. - გუგა ვინაა ნინი? დიმამ კბილები გამოაჩინა. გამეცინა. - ბავშვობის მეგობარია ჩაიფსი ერთი.
- წესიერად გოგო! - ვაიმე ეს გოგო არ იდგეს აქ ხო იცი არა რასაც გეტყოდი.
- მშვიდად მეგობრებო. სულ ნუ დააფრთხეთ ეს გოგო. ანას გაეღიმა ჩემს ნათქვამზე. მეც გავუღიმე.
- ანა ჩემთან მივდივართ და წამოდი შენც, უკეთ გაგიცნობთ თან. - გამიკვირდა. არ ველოდი ნინისგან ამ შეთავაზებას მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
- არა გმადლობთ არ შეგაწუხებთ.
- რა შეწუხებაა წამოდი, მარტო ვარ თან. - შევატყე რომ ანა ძალიან ყოყმანობდა და ნინის თვალით ვანიშნე თავი დაენებებინა, ნინიმ უარის ნიშნად თავი გააქნია. - ლუკასი თუ გეშინია მართალიც იქნები, გოგოს გაუპატიურებისთვის იჯდა 5 წელი მერე ამნისტია შეეხო უბრალოდ... ეს თქვა და როცა ჩვენს გაოცებულ მზერებს გადააწყდა უცებ დაამატა - ხო კაი ვიხუმრე რა 5 წელი მაგდენი წლისაც არ არის. - რამდენს ლაპარაკობ ნინი? - გავბრაზდი მე. - წამო ანა ცოტახანი და მერე მე წამოგიყვან ამ ველურს არ გაგაკარებ, გავერთობით ცოტას. ბევრი ხვეწნის მერე როგორც იქნა დაითანხმა ნინიმ და უკან დასხდნენ, წინ მე და დიმა დავჯექით. საჭესთან მე.
- ისე ნინი... - ვსო დაიწყეს უკვე... - შენებთან რომ მივიდე და მამაშენს ვუთხრა შენზე მიყვარს თქო რას გააკეთებ?
- სახლში არ შემოგიშვებ, ჩემებს ვეტყვი რომ ავად ხარ.
ანა ვერ მიხვდა სიტუაციის შინაარს მალევე ნინიმ წაიკითხა მისი აზრები და უთხრა... - ეს მანიაკი თვეებია თავს არ მანებებს ხან რით მემუქრება ხან კიდე რით, ვერ შეიგნო ერთხელ და სამუდამოდ რომ არასდროს შევიყვარებ. - მაგასაც ვნახავთ. თვალი ჩაუკრა დიმამ. ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ ორი ბილეთიანი გიჟია - ვუთხარი მე. - შენ უბილეთო ხარ ხო ლუკა?
- აბა... არ მომიყვებით როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და ლუკამ? - იკითხა დიმამ.
- სერგის შეკრებაზე ვიყავით ერთად. - უცებ უპასუხა ანამ რომ არაფერი მეთქვა. - უკანა ხედვის სარკიდან ვაკვირდებოდი და მერე გავუღიმე. მანაც შემომხედა.
- წინ იყურე ლუკა! - კარგი ნინი როგორი შეუვალი ხარ. გამეცინა.
.......................................................................
კარზე კაკუნის ხმა მაღვიძებს, გაბრუებული ვარ. როგორც ჩანს გუშინ ზედმეტი დოზა ალკოჰოლი მომივიდა. გვერდით ვიხედები, ვიღაც ქერა გოგო მიწევს. ალბათ გუშინ გავიცანი. ვდგები. ხმაზე მასაც ეღვიძება, თვალით ვანიშნებ რომ შეუძლია წავიდეს. სწრაფად ვიცვამ და კარის გასაღებად მივდივარ. კარს ვაღებ და ნინი მხვდება ცელოფნით ხელში. ქერა გვერდს უვლის და სახლს ტოვებს, ნინიმ ჯერ ქერას გააყოლა თვალი მერე მე შემომხედა და მობეზრებულად შემოვიდა სახლში. ცელოფანს მაგიდაზე დებს და ჯდება. ერთხანს ჩუმად ზის და არაფერს ამბობს მერე ხმამაღლა აჟღერებს სიტყვებს. - ყოველ დღე ახალ ადამიანებთან ერთად იღვიძებ და ვერ ხვდები საერთოდ რატომ ხარ მათთან. დგები, იცმევ და მიდიხარ. ტოვებ მარტოს თეთრ აბრეშუმის საწოლზე ქერას, შავგრემანს, წითურს. რომლების არც სახეები გახსოვს, არც სახელი და არც ასაკი. ისევე როგორც არ გახსოვს დღეს ვინ იყო ეს ვიღაც ქერა. - არაფერს ვამბობ, უხმოდ ვუსმენ. - მხოლოდ თმის ფერს იმახსოვრებ და მერე ცისარტყელასავით ანაცვლებ გონებაში. ვიღაცამ რომ გკითხოს - რა გინდა ყველაფერს მოგცემო. ეტყვი რომ არ იცი. გირჩევნია ყოველ ღამეს მარტო არ იყო და სიკვდილმისჯილივით გინდა დილით მარტომ არ გაიღვიძო. - ვფიქრობ რა უნდა ვუთხრა, ან შეიძლება კი რამე ვთქვა? ის მართალია. ჩემი ცხოვრება გაუფერულდა დავკარგე რეალობის ფერებში აღქმის უნარი, ვიღაცამ ფერადი ფანქრები წამართვა რომ ფერებში არ დამენახა ყველაფერი: წითელი, თეთრი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე. ცისარტყელაც კი მხოლოდ შავ ფერში ჩანს. აბსოლუტურად ყველაფერმა აზრი დაკარგა, მგონია რომ აღარ ვიქნები ისეთი მხიარული, ისეთი თავნება, თავაშვებული და ხალისიანი, როგორც ადრე. ვიღაცამ ფერადი ფანქრები წამართვა, რომ მეხატა სამყარო ისეთი, როგორიც მე მინდოდა შენთან ერთად.
- რამდენჯერ მოკვდი და გადარჩი ლუკა?
- ამ სამყაროში?
- ამ სამყაროში.
- ამ სამყაროში უკვე მკვდარი დავიბადე...
- არჩევანი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?
- თავს მოვიკლავდი.
- ახლა არ შეგიძლია?
- რაღაც მიშლის ხელს, რაღაც მნიშვნელოვანი.
- იქნებ შიშია.
- არა, რაღაც სხვა არის.
- იქნებ იმედი, უკეთესის იმედი.
- ჩვენ ხო ორივემ ვიცით რომ უკეთესის იმედი ილუზიაა ნინი, რომ დროებით რაღაცეები კარგად იქნება.
- არ გიფიქრია რომ ერთ დღეს, როცა სიკვდილი აღარ გენდომება, ზუსტად მაშინ მოვა. ახლა მას დასდევ და ისიც შეშინებული გაგირბის ლუკა, იცის რომ მისი არ გეშინია.
- ფიქრობ ოდესმე სიცოცხლე მენდომება?
- მაშინ დაფიქრდი რა არ გაძლევს სიკვდილის უფლებას.
- დაუსრულებელი საქმეები ალბათ, ასე მგონია ხოლმე, სხვა ადამიანებისთვის დავიბადე და სიკვდილის უფლებაც კი იქამდე არ მექნება, სანამ მათი დრო არ მოვა. მაშინ შეძლებს დამაჩოქოს და იქამდე უბრალოდ ელოდება რომ გამტეხავს.
- ერთ რამეს გეტყვი ლუკა, შვებას რომელსაც ახლა სხვადასხვა ქალებში ეძებ შენს ტვინში ბუდობს და არა მათში, ეცადე იპოვო.

..................................

ნინისთან ასვლის შემდეგ მისაღებში შევედით საიდანაც ყვითელ ფრთება გამოფრინდა რომელიც ანასკენ მიემართებოდა, ანამ კივილი მორთო მივხდი რომ ეშინოდა. უცებვე დავიჭირე პატარა არსება და ხელში მოვიმწყვდიე.
- ამის რა გაშინებს? - გაეცინა ნინის.
- ყველა ცხოველის მეშინია ბავშვობიდან.
- ნინისიც? - დიმა რის დიმაა ნინი რომ არ ეხსენებინა.
- ჰა ჰა ჰა “სასათსილო” ხარ დიმიტრი. - რას იყურებით დაჯექით… შენ კიდე ბიჭო ეს თუთიყუში მომეცი აქ! ისედაც ბარტყია და გული გაუხეთქე. - თუთიყუში გამომართვა და გალიაში შეიყვანა მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. - მოდი ფილმს ვუყუროთ მოვიტან რაღაცეებს.
- ისე ნინი განუყრელი თუთიყუში უნდა ვიყიდო.
- მაშინ ორი უნდა იყიდო დიმიტრი…
- ერთს ვიყიდი და გაყრილი იქნება. - ანა ძალიან ხალისობდა მათ დიალოგებზე, აშკარა იყო რომ თავს უცხოდ აღარ გრძნობდა მაგრამ ჩემს შემთხვევაში დამოკიდებულება არ შეცვლია. ნინიმ სასუსნავები მოიტანა და ფილმი ჩართო, ფილმში მთავარმა პერსონაჟმა თავის ცოლს უღალატა და ცოლმა გამოიჭირა.
- ფრაზა “კაცია და ეპატიება” არ მგონია კაცების პრივილეგიებზე მიუთითებდეს. ანუ კაცია, დებილია, იდიოტია, ბევრს ვერაფერს მოთხოვ და ეპატიება. ეს იგულისხმება ხო?
დიმამ თავი გააქნია. - ნინი უბრალოდ ფილმია, ხო შეგიძლია ერთხელ მაინც უყურო როგორც ფილმს და არა როგორც ფილოსოფიურ საზრისს. - ქალებს ცხოვრება მხოლოდ ის გონიათ, ვიღაცაზე გათხოვდე, შვილები გყავდეს, აღზარდო და მოკვდე. ყოველთვის ვიღაც “სხვა” გამოჩნდება რომელიც უნებართვოდ ერევა პირად სივრცეში, უკანონოდ გიზღუდავს თავისუფლებას და ამის არგუმენტად მხოლოდ ის მოაქვს რომ შენს მიმართ გრძნობები გაუჩნდა. - ისე უცებ თქვა ანამ ეს სიტყვები გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ ჩემზე საუბრობდა, ერთხელ ვიღაცამ თქვა ეშმაკი ქალია და ვეთანხმები. ისე მელაპარაკებოდა და იქცეოდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ასე ბასრ კლანჭებს გამოაჩენდა და დამსერავდა.
- ნამიოკებს გიწონებ ანა! ხედავ ლუკა? აი ასე უნდა!
- კი ვხედავ, კიდევ ბევრ რამეს ვხედავ.
- ანუ ეგ ყველაფერი კაი მარა სერიოზულად, ვერ ვხდები როგორ მიხვდა იმ კაცმა, რომ ვიღაც სხვა ქალი მოეწონა?
- შენ ძმა ხმა აღარ ამოიღო.
- დიმა დედი, მისმინე, ბევრი ვარიანტია აი თუ გინდა ადამიანი ხშირად ნახო, მასთან დრო გაატარო, შეეხო და ასე შემდეგ ანუ მოგწონს. იმიტომ რომ მე შენთან მსგავსი არაფერი მინდება, ესეიგი ძმა ხარ და არა ნაშა ბიჭი.
- ქალიშვილივით რატო იქცევი, თითქოს არავინ არასდროს მოგწონებია.
- ბოლოს ვინ მომეწონა აღარც მახსოვს. ლუკა შენ გახსოვს?
- მე უნდა ვიმახსოვრო შენი მოწონებული სასტავი? ავად ხარ გოგო? - ხო ისე, შენ შენი ნაშების სახელებსაც არ იმახსოვრებ, ბევრი ყავს ისე. - ანას გასაგონად ხმამაღლა თქვა და მინდოდა ადგილზე ჩამეცხრილა.
- ანა რჩევას მოგცემ ძვირფასო რაც დარწმუნებული ვარ რომ ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგება. არასდროს მოგეწონოს შენზე ჭკვიანი ბიჭი ცხოვრებაში.
- აუცილებლად გავითვალისწინებ ნინი. - გაეცინა ანას.
- მოდით ყავა დავლიოთ ახალგაზრდებო.
- გიმკითხავებ რა.
- არა!
- კი
- დიმა იცოდე გზა დაგვილოცეს ჩაგირთავ ახლა თუ არ გაჩერდები.
- გთხოვ
- მე გიმკითხავებ. - უცებ ჩაერთო საუბარში ანა.
- კი რაა, ოღონდ ეს მომაშორეთ გთხოვთ.
- დავიმახსოვრებ როგორც მომიხსენიებ.
- ვიღაც ბიჭს ვხედავ. - გაეცინა.
- ვინ ბიჭს? - ეჭვიანად იკითხა დიმამ.
- ყველაზე მეტად რაც არ მჭირდება ამ ცხოვრებაში ეგ რატომ დაინახე ანა?
- დიმა საკუთარ თავზე ეჭვიანობ? შენს გარდა ვინ უნდა იყოს. - გავეხუმრე მე.
- რას გაუგებ ნინია.
- უკაცრავად? რატო გამომიწერეთ რომ დიმა არის და არა სხვა?
- იმიტომ რომ ჩემს იქით გზა არ გაქვს.
- კაი. - არ მინდა არაფრის მკითხაობა ჩემს ნევროზს აღარ უნდა ზედმეტი ტრავმა, ისედაც აგერ მყავს ერთი ტრავმა.
- მივდივარ თბილისში და მერე ვნახოთ ვის დააბრალებ შენს ცუდად ყოფნებს.
- იმის იქით წასულხარ. მომეცი ანა მეც გიმკითხავებ. ანა თამამად აწვდის ჭიქას.
- ოჰოო მოკლედ ვნების ქარცეცხლები გელოდები მზად იყავი, ვიღაც სიმპატიური თვალს დაგადგამს.
- არამგონია ვინმე ეგეთი შემოვუშვა ცხოვრებაში. გაიღიმა ანამ. - ხო რათქმაუნდა თუ უკვე არაა შენს ცხოვრებაში.
- ნიშნის მოგებით უთხრა ნინიმ. - ისე სიყვარულზე რას ფიქრობთ? - წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვიკითხე.
- "ისე" ლუკა შენ მაგას არ უნდა კითხულობდე, შენ რომელსაც სიყვარულის არაფერი გაგეგება.
- სამაგიეროდ სისუსტეები გამეგება, ნინი, სიყვარული კი ყველაზე დიდი სისუსტეა, რაციონალურ აზროვნებას გაკარგვინებს.
- თავმოყვარეობასაც, ხომ ეგრეა დიმა?
- იი საღოლ ძაან კომიკური ხარ.
- მთელი ცხოვრება ვკითხულობდი და არამხოლოდ ვკითხულობდი ვწერდი კიდევაც, მაგრამ ვერასდროს შევიძინე ისეთი თავდაჯერებულობა როგორიც იმ ადამიანებს აქვთ ვითაც არაფერი წაუკითხავთ კომიქსების გარდა, ეს ფაქტი მთელი ცხოვრება ხელს მიშლიდა და მე მიუხედავად იმისა რომ საუბრის თემა შესანიშნავად ვიცოდი, ღრმა პატივისცემით განზე ვდგებოდი ხოლმე, მათ გზას ვუთმობდი.
- იქნებ პრინციპების და კომპლექსების ბრალია?
- რომ მიცნობდე მაგას არ მკითხავდი?
- რატომ?
- მე მდორე ცხოვრებით ვცხოვრობ თუ სინანულით სავსე სიბერე არ მომელის შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
- რაზე აპირებ ჩაბარებას?
- ფსიქოლოგიურზე. შენ ანა?
- იურიდიულზე
- რა უბედურებაა ახალგაზრდებო? ყველა ამ ორ პროფესიას როგორ ირჩევს.
- გვაცადე საუბარი ნინი! თბილისში აპირებ ჩაბარებას თუ აქ?
- თბილისში ვფიქრობ. შენ?
- მეც. კარგი მე წავედი თორემ ძაან დამიგვიანდება სახლში, მადლობა ყველაფრისთვის, ძაან გავერთე და კარგი დრო გავატარე თქვენთან.
- მე მიგიყვან. - წამოვდექი მე.
- არ არის საჭირო არ შეგაწუხებთ.
- არ ვწუხდები პირიქით.
- დარჩენილიყავი ცოტახანი რაა.
- არაა, მართლა უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო შენთან დროის გატარება ნინი.
- რა გაეწყობა მაშინ ლუკა წაგიყვანს, მომსახურე პერსონად დავიქირავე და ჩემი სტუმრები სახლამდე მიყავს. - ყველას გაგვეცინა.
- რა გაეწყობა მაშინ კარგი.
მანქანაში ვისხედით, დუმილი მე დავარღვიე. - გინდა ხვალ სადმე წავიდეთ მარტო მე და შენ?
- ეს პაემანია?
- როგორც გინდა ისე გაიგე.
- გგონია შენნაირ ადამიანთან ერთად სადმე წავალ?
- კიარ მგონია ზუსტად ვიცი, და ახლაც ჩემს გვერდით ხარ თანაც სრულიად მარტო, რამის დაშავება რომ მინდოდეს აქამდე ვიზამდი, უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა და მინდა, რა არის ამაში ისეთი რომ მანიაკის იარლიყი ამაწეპე? - გაჩუმდა, ალბათ მიხვდა რომ ამჯერად მართალი ვიყავი.
- დუმილი თანხმობის ნიშანია - ხმადაბლა ჩავილაპარაკე.
- არ ვიცი ვერ დაგპირდებით, ბევრი საქმე მაქვს.
- დაგირეკავ.

...............................................
"ერთი ადამიანი მყავდა ადრე.
თვალებით ვარსკვლავები დაჰქონდა და ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა. პატარა თითები ჰქონდა და სულ თბილი.
მისი ღიმილი უკეთ რომ აღვწერო ასე ვიტყვი:
ისეთი ღიმილი ჰქონდა სულში მზესუმზირებს ამოგიყვანდა. გარდამეცვალა.
მის მკერდზე დაკრეფილი ხელები,პატარა გაყინული თითები,დახუჭული ლამაზი თვალები მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩა. ვერ ავიტანე ჩარშოში გამომწყვდეული მისი სახე და ფოტო გავანთავისუფლე ,ასე მგონია სუნთქვა გავუმარტივე. სასაფლაოზე
მისი გადაშლილი გაყინული მკერდიდან მომავალ წელს იასამანი გადაიშლება. ადრე ერთი ადამიანი მყავდა,მერე გარდამეცვალა და ჩემი გულიც მასთან ერთად მიწაში დაიმარხა.
მიწის ქვეშ ორნი არიან.
ის და ჩემი გული.
მარტო ყოფნის სულ ეშინოდა,თანაც ძალიან.
.............................................
ჩემთვის შვებას არაფერი წარმოადგენს.
- მისმინე ლუკა. - გვერდით დამიჯდა. - ბავშვობაში რომ მომიკვდა თუთიყუში, ნაწილებად დავიშალე, გამოვაცხადე საყოველთაო გლოვა. სადარბაზოს კედლებიც ყველა სართულზე მთლიანად მოვხატე წარწერებით და მისი ხსოვნისთვის მიძღვნილი, საშინლად უნიჭო ლექსებით. მერე გავიდა დრო და მოვიყვანე რადგან დღეს შეცდომად ვთვლი ურთიერთობის ბედნიერებაზე უარის თქმას შიშის გამო, რომ ის როდესმე შეიძლება შეწყდეს.
- ეს რატომ მომიყევი ახლა?
- იმისთვის რომ გაიაზრო რომ ანათი არც დაწყებულა შენი ცხოვრება და არც დამთავრდება, იმის თქმა მინდა რომ უკვე 1 თვე გავიდა და არ უნდა შეგეშინდეს რაღაც ახლის დაწყების.
- ეს არც კი განიხილება. ჩემთვის წარმოუდგენელია მასზე მეტად ვინმე შემიყვარდეს ოდესმე, ან საკუთარ თავს მოვატყუებ მთელი ცხოვრება ან იმ ადამიანს მოვატყუებ რომ მიყვარს. ალბათ მეყვარება კიდეც თავისებურად, მაგრამ როგორ შეიძლება რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო, როცა მასთან ერთად ერთ საწოლში დავწვები. ნუთუ შეიძლება რომ ანაზე არ ვიფიქრო და ჩემს უბადრუკ სიცოცხლეზე? ყველა მხიარულ წუთზე როგორ შეიძლება არ გამახსენდეს და საკუთარი თავი არ შემზიზღდეს, რომ მის გარეშე კარგად ვარ.
- ზოგჯერ ტრავმა, ტვინის პატარა მონაკვეთს იტევს. მაგრამ ძალიან დიდ მანძილს ანდომებს, დასავიწყებლად. ზოგჯერ, საერთოდ არ მიდის არსად. შეიძლება ყველაფერი გადალახო, დაივიწყო, წარსულს ჩააბარო. მაგრამ ტრავმა, რომელსაც მიიღებ არ განიკურნება არა? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცხოვრებაზე ხელი უნდა ჩაიქნიო, არ უნდა ჭამო, არ უნდა სვა, ყველაფერი სულერთი არ უნდა გახდეს. მაშინ ფსიქოლოგს უნდა მიმართო. როგორც კი აღმოაჩენ რომ სამყაროში ყოველთვის მარტო არ ხარ, ვინც არ უნდა გახლდეს თან. როგორც კი გაიაზრებ რომ შენს ცხოვრებაში კიდევ ბევრი ადამიანი მოვა და წავა, მაგრამ შენ არ მოკვდები. მაშინვე სიმძიმე ჩამოგეხსნება მხრებიდან.
...............................................

ჩემი და ანას გუშინდელი დიალოგიდან ერთი დღე იყო გასული როცა დავურეკე და პასუხის გაგება მოვთხოვე. დარწმუნებული ვიყავი რომ დამთანხმდებოდა. დამთანხმდა. მყუდრო კაფე შევარჩიე დავჯავშნე და ანას დავურეკე იმის სათქმელად რომ მალე მივაკითხავდი. რესტორანში მივედით და დავსხედით.
- რას მიირთმევთ? - გვკითხა მიმტანმა.
- თქვენს არჩევანს ვენდობით და ყველა კარგი კერძი მოგვიტანეთ. - გავუღიმე მიმტანს.
- შენ ჩემზე ყველაფერი იცი მე კიდევ არაფერი, მომიყევი შენზე. - საუბრის ინიციატივა გამოიჩინა ანამ.
- არც თუ ისე საინტერესო ცხოვრების მქონე ყმაწვილი გახლავარ, როგორც ყველას მშობლები ასევე ჩემი მშობლებიც ჩემს უმაღლესში მოწყობას ელოდებიან. ფსიქოლოგია ძალიან მიყვარს, მგონია რომ იმისთვის დავიბადე რომ ეს მეცნიერება შემესწავლა.
- ძალიან კარგია როცა რაღაც გიტაცებს, მე ხატვა მიყვარს, გრაფიკულ დიზაინს ვაპირებდი მაგრამ ბოლოს მაინც სამართალზე შევჯერდი, მიზერული ხელფასია გრაფიკულ დიზაინზე თანაც მივხდი რომ სამართალი უფრო მომწონდა.
- მიზერული ხელფასის გამო არასდროს დაიხიო უკან.
- ვიცი. ეგ უბრალოდ ვახსენე თორემ ინტერესი ფულზე არ გადის რათქმაუნდა.
- რაღაცის კითხვა მინდა.
- მიდი, გისმენ ანა.
- მაინცდამაინც მე რატომ როცა ამდენი ადამიანია?
- ანუ.
- მე რატომ დაგაინტერესე.
- უცნაური ადამიანი ვარ, ბოლომდე ვერც მე შევიცანი საკუთარი თავი, თუ რამე მოვინდომე აუცილებლად შევასრულებ.
- ანუ მიზანდასახული ხარ.
- კი.
- და თუ არ წავა ისე როგორც გინდა?
- მაშინ ბედისწერის ამბავი ყოფილა რადგან მე მაქსიმუმს გავაკეთებ. რესტორნიდან გამოვდივართ და მანქანაში ვსხდებით.
- ჩემთან ავიდეთ, და ნინის დავუძახოთ თუ გინდა.
- გვიანია არ შეგაწუხებთ.
- აქვე ცხოვრობს არ შეწუხდება, გავერთობით თან.
- კარგი ცოტახანი გავჩერდები მაშინ.
ნინის ვურეკავ და სიტუაციას ვუხსნი, თან ვეუბნები რომ ჩიფსი გამოიყოლოს და ჩემთან ავდივართ. სავარძელში ვჯდები თვითონ სკამზე ჯდება.
- ნინი და დიმა ერთად რატომ არ არიან?
- ნინის არ მოწონს, რას გაუგებ ნინია შეიძლება ყველაზე იდეალურ ტიპსაც გაა**ევინოს მარტო იმიტომ რომ მას არ მოეპრიანა.
- ან იქნებ უბრალოდ არ არის მისი ტიპაჟი?
- იდეალური მამაკაცი?
- არა, დიმა ვიგულისხმე.
- არ ვიცი, შეიძლება ან ისიც შეიძლება ვივარაუდოთ რომ ბავშვია და არ სურს გასერიოზულება. ანამ ოთახს თვალი მოავლო და მზერა გიტარაზე შეაჩერა...
- უკრავ?
- კი. ვმღერი კიდევაც
- სიამოვნებით მოვისმენდი...
- ერთ დღესაც შენ იქნები ჩემი სიმღერის მუზა და დარწმუნებული ვარ რომ ლამაზ სიმღერას მოგიძღვნი
- ანა რაღაცის თქმას აპირებდა უცებ კარზე კაკუნი რომ გაისმა.
- შემო.
- აბა ბავშვებო რას შვებით? ძაან ხო არ დავაგვიანე?
- არა მოდი.
- ლუდი წამოვიღე.
- აგაშენა ღმერთმა! გაასწორებს ახლა.
- რაზე ლაპარაკობდით?
- შენზე და დიმაზე.
- უიმეე. რამე წესიერი თემა ვერ იპოვეთ? რაო რა ილაპარაკეთ...
- გეტყოდი ახლა რასაც გულწრფელად ვფიქრობ შენზე და დიმაზე მაგრამ გინებას დამიწყებ.
- არ დაგიწყებ, თქვი.
- გადაწყვეტილებებს კი არ იღებ არამედ დინებას მიყვები.
- ეგ რა შუაშია?
- შუაშია. ცდილობ მაგარი გოგოს იმიჯი შეინარჩუნო და ამ დროს რა გინდა? ვისთან გინდა ყოფნა? რა სამსახური გინდა? მაგას არ აქვს მნიშვნელობა მთავარია ხალხმა იფიქრობს რომ თავნება ხარ და ყველაფერი გკიდია. ჩემთვის კი ეგ ყველაზე დიდი სიმხდალეა. დიმასთან ძალიან აფუჭებ.
- მოდი ამ ვითომ დასკვნისეულ გამოხტომაზე არაფერს გეტყვი, ხოლო რაც შეეხება ჩემსა და დიმას პირადს, ეგ შენი განსახილველი არ არის და არც გეხება.
- მოდით მე ვინ ვარ ვითამაშოთ. ანამ მიხვდა რომ სიტუაცია კონტროლს მალე დაკარგავდა და გართობა შემოგვთავაზა.
- ეგ ისაა თავზე რომ იწეპებ ფურცელს და ფურცელზე რაც წერია ეგ, რომ უნდა გამოიცნო?
- კი ეგაა.
- ვითამაშოთ მაშინ.
ფურცლები მოვიმარჯვეთ და წერა დავიწყეთ, ჩემი ფურცელი ანას მოუწია, ჩემი სახელი დავაწერე უფრო სახალისო რომ ყოფილიყო, თან მეცინებოდა. როცა დავასრულეთ ჩვენს ადგილებს დავუბრუნდით.
- ადამიანი ვარ? - დაიწყო ანამ.
- ზოგჯერ კი. - ნინის საყვედურით გადავხედე.
- მე ადამიანი ვარ?
- არა ლუკა ადამიანის გარდა ყველაფერი ხარ.
- ანუ?
- ანუ არ ხარ ადამიანი.
- მე ვერ გავიგე ადამიანი ვარ თუ არა?
- კი ანა ადამიანი ხარ. - გამეცინა მე.
- ცნობილი ადამიანი?
- არა იცნობ უკვე.
- ერთერთი ჩვენგანი ხომ არ ვარ?
- რა სწრაფად ხვდები.
- კი თუ არა?
- კი
- ნინი ვარ?
- არა. მე რომ იყო ჯერ ნებართვაა მაგისთვის საჭირო.
- ლუკა ვარ?
- გამოიცნო. ყოჩაღ.
- აბა ლუკა ახლა შენ თუ მიხვდები რა ხარ.
- რა ცხოველი ვარ?
- გარეული.
- ლომი?
- ახლოს ხარ...
- ვეფხვი?
- არა
- მგელი?
- ძაან ახლოს ხარ
- ტურა?
- კი ეგ არის. - ოვაციის ტაში შემოკრა ნინიმ
- მე ადამიანი ვარ თუ ცხოველი აბა?
- არცერთი არ ხარ ნინი. - სიცილს ძლივს იკავებდა ანა.
- ფრინველი ვარ?
- კიი..
- მტრედი ვარ?
- არა.
- გუგული?
- გუგული არა ჭუკი კიდევ... - გამეცინა.
- ლუკა მაგრად შუტკაობ კი.
- თუთიყუში ვარ?
- კიი შენი თუთიყუში ჩიკო ხარ.
- ხედავ ანა? გამოვაცნობინეთ. - ანასთან გადავჯექი და მუშტები ერთმანეთს დავაჯახეთ გამარჯვების ნიშნად, ორივეს გაგვეცინა. ნინიმ ერთხანს გვიყურა მერე ჩაფიქრდა და უეცრად წამოიწყო... - რა კარგია ვინმეს ყოლა, ვისაც გრძელი დაღლილი დღის მერე ესაუბრები. შეგიძლია მოუყვე როგორი საშინელი დღე გქონდა ან პირიქით და მერე მანაც გააკეთოს იგივე. რა კარგია როცა იცი ყოველი დღის დასასრულს ვინმესთან გაიზიარებ, როგორც სარეცელს სიყვარულით. და ეს იმაზე მეტად ეროტიულია ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. როცა იცი რომ გყავს ვიღაც ვისაც აინტერესებ.
- მგონი დიმას შანსს აძლევს.
- ეგ რა შუაშია? დიმა უკანასკნელი ადამიანია ვისთან ყოფნასაც მოვინდომებ, დამიჯერე...
- ნინი დიმა რატომ არ მოგწონს?
- ჩვენც ეგ კითხვა გვაქვს უკვე წლებია ანა...
- იმიტომ არ მომწონს რომ ჯერ ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული, არ მაქვს ბოლომდე გათვიცნობიერებული რას ნიშნავს მოგწონდეს ადამიანი და ისიც იმავეს განიცდიდეს შენს მიმართ, ზედაპირული არაფერი მიყვარს, ყველაფერში ბოლომდე დარწმუნებული უნდა ვიყო...
- ძაან სერიოზულად უდგები უბრალოდ მოგეწონება იმასაც მოეწონები და მორჩა რა რათ უნდა ფილოსოფიური დებატები...
- ეგრე მარტივად ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არის, არ მინდა მერე სანენებელი გამიხდეს.
- ვფიქრობ მართალი ხარ ნინი, ურთიერთობა არ არის სახუმარო თემა. - უპასუხა ანამ და უცებ წამოდგა.
- კარგი დრო გავატარეთ მაგრამ ჩემი წასვლის დროა მადლობას გიხდი ლუკა მასპინძლობისთვის.
- დარჩენილიყავი კიდევ ცოტახანი.
- არაა იყოს მადლობა...
- ანა მეც მოვდივარ და ბარემ ერთად გავიდეთ
- მე წაგიყვანთ ჩემი მანქანით
- არ არის საჭირო ლუკა, ფეხით გავიაროთ თუ რათქმაუნდა ანა არ იქნება წინააღმდეგი...
- არაა. პირიქით ფეხით სიარული მირჩევნია.
ნინი სახლამდე მივაცილეთ ვინაიდან ახლოს ცხოვრობდა და მერე მე და ანამ გავუდექით გზას...
- ნინის სიტყვებზე რას ფიქრობ?
- რომელ?
- სიყვარულზე... ფიქრობ რომ სერიოზულად უნდა ჩაუღრმავდე თუ უბრალოდ ინსტიქტებს მიჰყვე? ჩემთვის უპირატესობა მეორეა, არ მინდა დავფიქრდე რა არის სწორი და რა არა და ამაში დრო დავკარგო, მირჩევნია მომენტით დავტკბე...
- ვფიქრობ რომ თან სერიოზულად უნდა მიუდგე თან უნდა გსიამოვნებდეს ურთიერთობა... რაციონალურად უნდა გადადგა საღი ნაბიჯი... - წამიერად გავაჩერე და მივუახლოვდი, თვალებში ჩავხედე... - ნუ დაეძებ რომანტიკას. ის უკვე აქ არის, შეხებითაც იგრძნობ, მე უკვე ვიგრძენი. არაფერს მოვითხოვ. არ მიყვარხარ და არც თავის მობეზრებას გიპირებ მომდევნო დღეებში. უბრალოდ ორივეს შეგვიძლია დავტკბეთ ამ მომენტით და მოდი საკუთარი ხელით ნუ დავანგრევთ ამ ბედნიერებას უბრალოდ იმის გამო რომ რაღაცეებს ფორმალობა სჭირდება... მე ბედნიერი ვარ ახლა შენს გვერდით. დავიხარე და ნაზად ვაკოცე. მე, ანა, მთვარე და ისევ ისეთი ღამე იყო როგორიც ჩვენი პირველი შეხვედრისას...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
გამარჯობა ლუკა, ეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები არ არის. ადრეც გითხარი, მე შენს სიმღერებში ვიცოცხლებ. იცი? ადამიანების სურვილის მიუხედავად ცხოვრება სწრაფი მდინარეა რომელიც თავისთავად მიედინება, რაც უფრო მეტად გაუგებ ამ მდინარეს, რაც უფრო მეტად მოერგები ამ მდინარეს, რაც უფრო მეტად მოერგები მის დინებას, მეტად ჰარმონიაში იქნები საკუთარ თავთან. ეს არის ბედნიერების და წარმატების პირველი ნაბიჯი მაგრამ ცხოვრებასთან შეგუება დანებებას არ ნიშნავს, ბევრი ადამიანი შორიდან უყურებს ცხოვრებისეულ ბოროტებას და მხოლოდ ჩივის მას, ნუ იქნები მაყურებელი რომელიც მხოლოდ აკვირდება და წუწუნებს. გახდი ის ძვირფასი ადამიანი რომელიც სიბრძნითა და გამბედაობით აღუდგება ბოროტებას და შეებრძოლება. ხანდეხან თავს კარგავ ამ რთულ ბრძოლაში, იბნევი, არ იცი რა გზით წახვიდე... ასეთ დროს გჭირდება ძალა რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებს... ცაზე გაუნძრევლად მდგომი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩნდება ხოლმე ლუკა, მას ცისკრის ვარსკვლავს უწოდებენ, გზააბნეული მოგზაურები ამ ვარსკვლავს აკვირდებიან და გზას პოულობენ ხოლმე... სიბრძნე და გამბედაობა ადამიანისთვის ცისკრის ვარსკვლავია. გამოიყენე შენი გონება და გამბედაობა არ დაგავიწყდეს ხელოვანი ხარ, ხელოვნება ტკივილისგან იბადება, ვინც არ იტანჯება ვერასდროს გაგიგებს... მათ საკუთარ გულის ნადებს ნუ გაუზიარებ, შენი გზით იარე. ჩემთვის ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი ხელოვნების ნიმუში ხარ რომელიც გავაცოცხლე, გზას დაგილოცავ, არ დამივიწყო... გამეღვიძა. ეს მხოლოდ სიზმარი იყო... მხოლოდ სიზმარი, მხოლოდ სიზმარში მაქვს შენი ნახვის ბედნიერება, ხმის გაგონების, სურნელის... სხვაგან არსად...
მადლობა რომ მაქციე ადამიანად და მადლობა რომ დედამიწაზე დამანახე ღმერთი, კერძოდ კი, შენს თვალებში. მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი, რომ შენზე ვისაუბრო. ბევრი რამ მახსენდება, როცა შენზე ვფიქრობ. ყველაზე ხშირად კი, ის თუ როგორ ვგეგმავდით ერთად დაბერებას სადღაც ხის ქოხში. დამიჯერე, როცა სხვასთან ერთად ვიქნები ბედნიერი, აუცილებლად გამახსენდება ერთ დღეს ის ხის ქოხი, რომელშიც სიყვარულით უნდა გვეცხოვრა მე და შენ და ძალიან მეტკინება რაღაც... ამ მიტოვებამ შემძრა, ამაკანკალა და ლამის ბოლომდე დამამსხვრია, მაგრამ ხომ გახსოვს მე როგორი ძლიერი ვარ? შენ ხომ ამ თვისების გამო შეგიყვარდი... ნუ გეშინია ამის მერე ვერაფერი ვეღარ გამტეხს წელში, რადგან ჩემგან ჩემი ღმერთის წასვლას წელგამართული შევხვდი... და მაინც მგონია რომ სადღაც არ ვიცი რომელ სამყაროში, არსებობს კუპიდონი რომელმაც ერთმანეთთან ღვთიური ძალით დაგვაკავშირა...

მაგრამ ჩვენ ხო ვიცით.

ყველა ამბავს, წერტილი აქვს ბოლოში.



№1  offline წევრი მარიამ. ნ

ძალიან საყვარელი და სევდიანი ამბავი იყო ♥️ მაგრამ იმდენად მძიმე იყო შენი ემოციები ვისურვებდი მხოლოდ მოგონილი ყოფილიყო ♥️ ნამდვილად ძლიერი ხარ ♥️

 


№2  offline წევრი lukatabatadze

დიდი მადლობა შეფასებისთვის და ამ სიტყვებისთვის❤️

 


№3 სტუმარი ბაბილინა

პირველიაო და საუცხოოა.პირველ რიგში რაც მომეწონა გამართულად წერთ და საინტერესოდ მოგვიყევი სევდიანი ისტორია. წარმატებებს გისურვებ!დარწმუნებული ვარ მომდევნოები კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

 


№4  offline წევრი lukatabatadze

დიდი მადლობა❤️ მომდევნოზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს, იმედი მაქვს გაამართლებს

 


№5 სტუმარი ციცინო დეიდა

სევდიანი რეალობა.... მაგრამ რას იზამ... ცხოვრება გრძელდება... სამწუხაროა ძალიან ახალგაზრდის წასვლა ამ ქვეყნიდან, რაც ასე მომრავლდა ჩვენს ქვეყანაში.... გამართული ნაწერია გრამატიკულად და აზრობრივად, კარგად გადმოცემთ გრძნობებს და განცდებს(თუ ეს საკუთარ თავზე გამოცადეთ, გასაკვირი არცაა, ახლაგაზრდები არ უნდა იღუპებოდნენ.....) წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით ახალს!!!!

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

ვერ გეტყვი, ზუსტად მესმის ახლა რასაც გრნობ მეთქი, თუმცა 1 წლის წინ ბოლო ზარზე შეწყვეტილმა სოცოცხლემ ჩემს ცხოვრებასაც დაუკარგა ფერი,გავიდა დრო და ხალხს თუ დავუჯერებთ ,,დრო ყველაფრის მკურნალია" ტკივილი ნელდება და ასე შემდეგ... თუმცა ვფიქრობ, ეს მათ თვალში, თორემ ერთადერთი რაც იცვლება ისაა რომ გაუსაძლის ტკივილს გაუსაძლისი მონატრების შეგრძნებაც ემატება. ღამის 4 საათს გადასცდა, ვზივარ და მაინც მასზე ვფიქრობ ,,მესაფლავე" კიდევ ჯიუტად ამტკიცებს რომ ადამიანები გარდაცვალების შემდეგ გვავიწყდება.... ვინ იცის? იქნებ გვავიწყდება კიარა უფრო მეტადაც კი გვიყვარდება ვიდრე მისი გულის გაჩერებამდე...
შენ კი გამძლეობას გისურვებ, ცხოვრება უნდა გააგრძელო, ძალით არ დაიღუპო თავი, რადგან ისე არ ეტკინოთ შენს ახლო ადამიანებს, როგორც შენ გტკივა ანას ამქვეყნიდან წასვლა.
წერაში კი წარმატებები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent