შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

... შენ მაიძულე მეცხოვრა ... (მეშვიდე თავი)


29-05-2023, 20:38
ნანახია 913

პარკებიდან ნაყიდი პროდუქტები ამოვალაგე. ზოგი კარადებში გადავანაწილე, ზოგი მაცივარში
შევინახე, ნაწილით კი ვახშამი მოვამზადე. მიყვარს სამზარეულოში ყოფნა და სადილების მზადება. კარგადაც
გამომდის. გამიგია ვისაც გემრიელად უყვარს ჭამა, ხელიც გემრიელი აქვსო. მეც ასე ვარ ალბათ.
ვივახშმე, სამზარეულო მივალაგე და დასასვენებლად დივანზე დავჯექი, ლეპტოპში იუთუბი გავხსენი ჩემი
საყვარელი სიმღერები ჩავრთე და თან ინსტაგრამზე გადავედი. მონაწერები დამხვდა, მეგობრები
მწერდნენ. ერთიც უცხო ადამიანის მონაწერი იყო . ვინმე BOSS ,შემდეგი შინაარსის ტექსტს მწერდა:
-რამდენი გეძებე და როგორღაც მოგაგენი!
როგორ ხარ?
მის გვერდზე გადავედი, არავის ნაცნობი, არავის საერთო.. ფოტოები სხვადასხვა ხედებით. თავად კი არსად
ჩანდა... მოვქექე და სადაც 500 ფოტოს შემდეგ ვიპოვე ნაცნობი ვიზუალით ადამიანი. თორნიკე ბოდბის ტურიდან.
მიწერა გადავწყვიტე, რადგან მომწერა გეძებდიო და ასე გაისარჯა ,პასუხის დაბრუნებას და მოკითხვას
ნამდვილად იმსახურებდა.
- გამარჯობა!
კარგად.
შენ როგორ ხარ?
პასუხი დავუბრუნე და გამოვედი საიტიდან. არ მიყვარს ჩათაობა, თავს ვარიდებ ყველანაირ
ურთიერთობებს, რომელიც არაფრის მომტანი და მომცემია ჩემს ცხოვრებაში. ან შეიძლება მე ვთვლი ასე. ჩემს
უახლოეს მეგობრებს ვიდეოზარით ვესაუბრე, წყალი გადავივლე და დავწექი. ძილი ჩემი მთავარი იარაღია
დაღლილობის წინააღმდეგ.
კვირის შემდეგი დღეები მიყოლებით გადავაგორე. საქმეში გართულმა ისე გავლიე კვირა ვეც მივხვდი. ჩემი
დღეები ერთმანეთს ჰგავს, ერთნაირად დატვირთული და რთულია. არც კი მახსენდება სხვა რაიმე. ეს ჩემი
გადაწყვეტილებაა, ისე ვიყო დატვირთული ფიქრისთვის და სხვა წარსულის უარყოფითი ემოციებისთვის აღარ
მეცალოს. თუმცა პარასკევი საღამო არის ის დრო, როცა ვაძლევ თავს უფლებას გავერთო, მეგობრებთან ან
ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. ჩემი გართობა გარკვეული დოზით ალკოჰოლის მიღებაა და ბევრი
სიცილი. დადებითი ემოციები რომელსაც ეს ადამიანები მაძლევენ შეხვედრებისას ძალიან მიყვარს. დღესაც
საერთო ჩატში ატყდა მიმოწერა, სად წავიდეთ. რომელ საათზე წავიდეთ. რის ჭამა დაგვავიწყებდა სტრესულ
კვირას... საბოლოოდ ბევრი მსჯელობის და აზრთა ჭიდილის შემდეგ ერთ- ერთი კარაოკე გადაწყდა.
სამსახურიდან სახლში ხალისიანად მოვირბინე, ცოტა შევჭამე ,შემდეგ აბაზანაში გადავინაცვლე, ცხელი
წყალი ჩემი ნარკოტიკია. ცოტახანს ვინებივრე შხაპის ქვეშ, მაკიაჟი და თმა გავიკეთე, შემდეგ კარადა გამოვაღე და
წინასწარ, ფიქრებში შერჩეული მუქი მწვანე ატლასის კაბა გამოვიღე. მომეწონა ანარეკლი სარკეში, მწვანე ფერი
ძალიან მიხდებოდა. კეკლუცად გავუღიმე ჩემს თავს სარკეში და გასართობად წავედი..



№1 სტუმარი ნასწია

მეორედ დავიწყე თავიდან ამ ისტორიის კითხვა ძალიან მომწონს მაგრამ პატარა თავებია თან ძალიან გვიან დებთ წარმატებებს გისურვებთ

 


მადლობა ,ძალიან დიდი. ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent