ტყუილებს მიღმა (ნაწილი 1)
*ბედის ირონიაა არა?! როცა ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საწადელს მივაღწიოთ, თითოეულ ნაბიჯს მოწიწებით ვდგამთ მიზმნდე, ბოლოს კი იმედგაცრუებულები ხელს ვიქნევთ, ერთი წამით ეჭვი გვეპარება საკუთარ თავში, ამდენ შრომას, ამდენ ნაწვალევს, უბრალოდ წყალში ვყრით და ბუუუმ... ყველაფერი თავისთვის ლაგდება, უდაბურ ტყეში, სინათლის ერთი ნაპერწკალი ღვივდება და ტყის მთელი სილამაზე თვალწინ გეშლება, ზამთრის დაუნდობელი სიცივე, ისე თბება, თითქოს არც არასდროს გაუყინავს შენი ღაწვები და ხვდები, რომ არსებობს რაღაც, რის წინაშეც ყველაზე დიდი აიზბერგიც კი უძლურია, თუმცა ზამთრის სუსხისგან დაქამცულს და სულ მთლად გათოშილს გინდა კი, ისევ იმ ხიდზე გაიარო, რომელმაც უკვე გიმტყუნა?!* -ვივიენ უკვე მოხვედი? დავითის ასისტენტი შემოეგება, ზღვა საბუთებიდან თავი ამოყო და დიალოგი წამოიწყო. -როგორც ჩანს მოვედი, რამე ახალია? -ბატონმა დავითმა გიკითხა, როგორც კი მოვა ჩემთან შემოვიდესო. -გასაგებია. ნაკვთის შეუცვლელად დაუქნია თავი, მანქანის გასაღები მაგიდაზე მოისროლა და მუქი, ძველი მუხის კარი ცალი ხელით შეაღო. -მეძებდით, ბატონო დავით? -დიახ,შემოდი. -თუ საქმე წინა დავალებას ეხება, ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო. თქვენ კარგად იცით, საქმეში სადაც იარაღი შემოდის, მე გავდივარ! დაუკითხავად მოთავსდა სავარძელში და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. -არა! ეგ თემა დახურულია, ახალი დავალება მაქვს. მაგიდის ზედა უჯრიდან ცისფერი საქაღალდე ამოიღო და ვივიენს გაუწოდა. -გურამ დევდარიანზე რამე გსმენია? -როგორც ვიცი მსხვილი მეწარმეა, სიღრმისეულად არა, თუმცა ძნელია არაფერი იცოდე კაცზე, რომელზეც მთელი ქალაქი საუბრობს. -არამარტო მეწარმე, მასზე და მთელ მის ოჯახზე ინფორმაცია ფაილშია, თუმცა ამჯერად გურამი უბრალოდ პაიკია, საქმე მის შვილს გიორგი დევდარიანს ეხება, წინა კვირას ნიშნობა ჰქონდა, მისი საცოლე, ანა აბაშიძე, დღეს ღამის 1საათში ვენაში მიფრინავს დედამისთან 1თვით, 28აგვისტოს კი ქორწილია დანიშნული, ასე რომ ზუსტად 3თვე გაქვს. შენი დავალება უნცროსი დევდარიანია! ეს ქორწილი ნებისმიერი რამის ფასად უნდა ჩაიშალოს, გააკეთე ყველაფერი რის გაკეთებასაც საჭიროდ ჩათვლი. წვდომა გექნება ყველაფერზე რასაც საჭიროდ ჩათვლი, ინფორმაცია გექნება მისი დღის განრიგზე, ფორმალური თუ არაფორმალური შეხვედრები, საყვარელი საჭმელი, ფერი, ფილმი, მუსიკა, მოკლედ შენი ცოდნის გარეშე ტვალეტშიც ვერ შევა თუ საჭიროდ ჩათვლი. ყველანირი ინფორმაცია ფაილშია. 28აგვისტოს მხოლოდ ქორწილის სურვილი კი არ უნდა გაუქრეს დევდარიანს, არამედ ეს ქალი მთლიანად უნდა წაიშალოს მისი გონებიდან, გასაგებია ვივიენ? -კიდევ ერთი სასიყვარულო სამკუთხედი! -კარგად მომისმინე! მინდა ჩემი საუბრის 100% გაიაზრო და ისე გახვიდე ამ კაბინეტიდან, ეს სახუმარო თემა არ არის! და ნუ მანანებ, რომ შენ გადმოგეცი ეს საქმე, ან შეასრულებ, ან არადა სამსახურიდან გაშვებას არ დავკმაყოფილდები, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს შენი ჩაგდებული დავალება. ახლა გასაგებია?! გაღიზიანებულმა მძიმედ დაარტყა ხელი მაგიდას და ბუდიდან გადმოგდებული ცისფერი დიდი თვალები, რომლებიც ვივიენს ყოველთვის მამამისისას აგობენდა,მრისხანედ მიმართა ქალისკენ. -გასაგებია! ოდნავ შეკრთა, მიუხედავად იმისა, რომ დავითი მუდამ მკაცრი იყო, მისთვის ასე უხეშად არასდროს მიუმართავს. ფეხზე წამოდგა და მშვიდი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი. ***** -ვინ სვამს დილის 8საათზე ყავას, ბარში, რომელიც მისი სახლიდან 3კილომეტრითაა მოშორებული, თითქოს გიჟებთან ურთიერთობის დეფიციტი მქონდეს. უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ჯერ კიდევ გუშინდელზე გაღიაზიანებულმა და მიმტანი იხმო. -ორმაგი ესპრესო თუ შეიძლება. ესეც მეორე სიკეთე, მის საყვარელ მაკიატოზე უარის თქმა, არ იყო ადვილი ამ დილა ადრიან -დიახ ბატონო დავით. სწრაფად უპასუხა ტელეფონს -დიახ ადგილზე ვარ, ჯერ არ გამოჩენილა, ყველაფერს გავეცანი, ვიცი, კარგით! ტელეფონი გათიშა თუარა შავი Rangerover-ი გაჩერდა გზის მოპირდაპირე მხარეს. კარებიდან მხარბეჭიანი ახმახი გადმოვიდა, ბარისკენ გადმოკვეთა გზა და ზუსტად ვივიენისკენ სახით მოთავსდა ერთ-ერთ მაგიდაზე, თუმცა ერთხელაც არ გაპარვია მზერა ქალისკენ. 25წლამდე ქერა ლამაზნაკვთებიანი მიმტანიც გამოჩნდა ვივიენის ყავასთან ერთად, დაუდგა თუარა ფინჯანი მაშინვე, ყურებამდე გაკრეჭილი გაემართა გიორგი დევდარიანისკენ. -დილა მშვიდობის, ბატონო გიორგი. სახეზე ღიმილი ისე მყარად ქონდა აკრული, ძნელი წარმოსადგენი იყო მის გარეშე ეს ლამაზთმიანი ქალი. -დილამშვიდობის! მდარედ გაუღიმა კაცმა -ისევ ორმაგი ესპრესო, როგორც ყოველთვის,ხომ? არაფრის დიდებით არ ნებდებოდა მისი ანთებული ღია წაბლისფერი თვალები კაცის უგულოდ მოგდებულ ორ სიტყვას. -დიახ, მადლობა. -ახლავე. მაშინვე დაიძრა, კვლავაც 32-ვე კბილით მომღიმარი. -უკაცრავაად.... შაქრის მოტანა დაგავიწყდათ. ყურადღების დეფიციტში მყოფმა ვივიენმა, სიტყვა შეაწია ლამაზთმიანს, ყურადღებამაც არ დააყოვნა, წამსვე შემოესია 2წყვილი თვალი, შაქრის 3პაკეტი შეუმჩნევლად ამოდო ფინჯნის ქვეშ, გიორგის წამიერი მზერა მყისედ დააიგნორა და მიმტანს გაუღიმა -უკაცრავად, ახლავე მოგიტანთ. თავი დაუქნია გოგომ და გზა გააგრძელა -აქ ამ დროს პირველად გხედავთ... წარბშეკრულმა აათვალიერა სოლიდურად გამოწყობილი ქალი და ურცხვად გამოელაპარაკა -დიახ, დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ ასევე ურცხვად გასცა პასუხი ვივიენმა, ირიბად გაუღიმა და ყავის ფინჯანი მიიყუდა, როცა გაახსენდა, რომ ეს მისი, ტკბილი, რძიანი მაკიატო არ იყო, უკვე შადრევანს აფრქვევდა პირიდან. -ჯანდაბააა! დამავიწყდა, რომ უშაქრო იყო. თითქოს ვალდებული იყო რამე აეხსნა,დააბნია გიორგის მზერამ. ისე ქონდა ცალი ტუჩის ზედა მხარე აწეული, გეგონება ამაზე მეტი საძაგლობა არაფერი ენახოს. არ შეიმჩნია ადგა და მაისურის წმენდით გაემართა საპირფაროშოსკენ. ***** -დიახ, ბატონ.... ტელეფონს უმალვე უპასუხა -თუ მასთან ახლოს ხარ, სახელით არ მომმართო. -კარგი -ვივიენ, იცი მაინც რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც დავალება მიიღე? -დღეს მეხუთე დღეა. -ძალიან კარგი, ისიც გეცოდინება, რომ 1კვირის მანძილზე, დილის 8საათზე ყავის დალევის მეტი არაფერი გაგიკეთებია -ბატონო და... -გითხარი სახელით არ მომმართო მეთქი! -დიახ, მე უბრალოდ.. -უკვე ვნანობ, რომ ეს დავალება შენ მოგეცი! -მე კი ავიღე და ვთქვი, რომ შევასრულებ! უკვე თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ვივიენი და იმასაც ხვდებოდა, რომ მის მოპირდაპირედ მჯდომი დევდარიანი, მისმა ხმამაღალმა ტონმა დააინტერესა -ძალიან კარგი თუ შეასრულებ, მაშინ სანერვიულოც არაფერი მქონია, 11საათზე ოფისში იყავი! კიდევ ერთი ბრძანება გასცა უფროსმა და ტელეფონი გაუთიშა. -რაკი ვამბობ, რომ ყველაფერს ვაკონტროლებ, ესეიგი ასეც არის, დილით ყველაფერი მზად იქნება! ვივიენი აგრძელებდა გამოგონილ ადრესატთან საუბარს -მაგრამ მე ხომ... უცებ ხმა გაუტყდა ტელეფონს დახედა და მარცხენა ხელი მაგიდას მძიმედ დაარტყა, მერე ფეხზე წამოდგა, თვალები მძიმედ დახუჭა, დევდარიანს სანტიმეტრებით აუარა გვერდი და საპირფარეშოსკენ დაიძრა, ზუსტად იცოდა უკან რო აედევნა, თუმცა იოტის ოდენაცად არ შეუმჩნევია, საპირფარეშოს კარი ძლიერად მიკეტა და მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ მარტო იყო, ტირილი მორთო. 100%ით იყო დარწმუნებული რომ დევდარიანი კარის მეორე მხრიდან მის ქვითინს ისმენდა, შეამოწმა კიდეც, მუხლებზე დადგა და კარის ქვედა ღრიჭოდან მის ფეხსაცმელს მოკრა თვალი, მერე ადგა, თვალებიდან ნიანგის ცრემლები მოიწმინდა, მაკიაჟი ოდნავ შეისწორა და ისევ თავდაჯერებული ქალის იერით გაკაკუნდა გარეთ. გიორგი ისე იჯდა სკამზე, როგორც გასვლამდე დატოვა, თითქოს სანტიმეტრითაც არ შერხეულა. ვივიენი მაგიდას მიუახლოვდა, ქურთუკს და ჩანთას ხელი დაავლო, საფულედან 10ლარიანი ამოაძრო, ფინჯნის ქვეშ შესამჩნევად ამოდო და დაიძრა. -ქალბატონოო... თითქოს ოდნავ უხერხულად, თუმცა მაინც მკაცრი ტონით დააგრძელა დევდარიანმა სიტყვა -ვივიენი, ვივიენი მქვია. მიუხვდა ტრიუკს, და ოდნავადაც არ შეუცვლია მიმიკა ისე გახედა გიორგის -რამე გინდოდათ? -მეც გასვლას ვაპირებ თუ ფეხით ხართ შემიძლია გაგიყვანოთ. ფინჯნის სათითეს ოდნავ შეეხო, გააჩერა და ქვევიდან ახედა ქალს -მიუხედავად იმისა, რომ 15წლის კარგა ხანია აღარ ვარ, ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, რომ უცნობებს მანქანაში არ უნდა ჩავუჯდე, თუმცა მაინც გმადლობთ შემოთავაზებისთვის, მანქანით ვარ. ეს არ იყო ფლირტი, არც რაიმე მსგავსი, უბრალო თავაზიანობამ თუ კეთილშობილებამ იყივლა კაცის სხეულიდან, ვივიენსაც სწორედ ეს სურდა. მთავარი ის იყო, რომ ახლა, ამ წამიდან, ამ კაცისთვის ინტერესის ობიექტი გახდა. ოდნავ გაუღიმა გიორგის, შეტრიალდა და მანქანისკენ აუჩქარებლად წავიდა. ***** -ანუ უცხოს მანქანაში არჯდებით, მაგრამ უცნობის სახლში სტუმრობაზე უარს არ ამბობთ არა? -უკაცრავად?! თითქოს აღშფოთებულმა მიუტრიალდა კითხვის ადრესატს ვივიენი -თქვენ რა მითვალთვალებთ? -ანუ ჩემს სახლში თქვენ ხართ და კიდევ მე გითვალთვალებთ? -თქვენ აქ ცხოვრობთ? -არა მარტო ვცხოვრობ, ვფლობ კიდეც -მაპატიეთ არ ვიცოდი. მეგობარმა დამპატიჟა მეგონა მისი სახლი იყო. -მეგობარმაა... ვინ გყავთ ისეთი მეგობარი, რომელმაც ჩემს სახლში მოგიპატიჟათ? -ლილუ ქვია, დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ და აქაც ცოტა არ იყოს უხერხულად ვარ, მგონი ჯობია წავიდე. თქვა თუ არა ჩანთას დაავლო ხელი, თუმცა გიორგიმ დააკავა, ორი წამით დახედა ვივიენმა მის ხელზე დევდარიანის ხელს და უხერხულად ახედა კაცს, მანაც სწრაფად გაუთავისუფლა ხელი -ლილუ? ლილუ ჩემი დეიდაშვილია.. და თქვენ საიდან იცნობთ? ეჭვნარევი თვალები შეანათა ქალს - მართლაა? რამოდენიმე დღის წინ გავიცანი გამოფენაზე, შესანიშნავი მხატვარია, დიდი ხანია ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს ასე არ მოვუხიბლივარ. -ანუ გამოფენაზე გაიცანით. -დიახ, გამოფენაზე... სიტყვა გააწყვეტინა არსაიდან უცებ გამოჩენილმა ლილუმ -უკვე გაგიცნიათ ერთმანეთი, არადა მინდოდა ეს პატივი მე მრგებოდა. ხუმრობით შემოხვია დეიდაშვილს ხელი -ბოდიში ლამაზო უყურადღებოდ არ უნდა დამეტოვებინე, იმედია მისი უჟმური ხასიათის გამომჟღავნება ჯერ ვერ მოასწრო! ყურებამდე გაეკრიჭა დეიდაშვილს და გაჯავრებით აუწია წარბები -გიუშ იცოდე ეს გოგო არ გამიბრაზო.. საჩვენებელი თითი დაუქნია და ვივიენს გახედა -ვივი ეს გიორგია, ჩემი დეიდაშვილი... გიო, ეს ვივია, უფროსწორად ვივიენ გამყრელიძე, იცი რა ჭკვიანია? გაფრინდაშვილს 2წუთში მოაკეტინა, მისი სახე უნდა გენახაა ოდნავ უბიძგა დეიდაშვილს ლილუმ და ისევ გაეკრიჭა, ვივიენმა კი ვითომდა დარცხვრნილად აწია დიდი ალისფრად მოელვარე თვალები და დევდარიანს ჩააშტერდა -მოიცა 2წუთი, მალე მოვალ, გიო მიხედე კარგიი... ისე გაიქცა ლილუ, არც დაუხედავს წყვილისთვის,თოთქოს ვიღაც ნაცნობი დაინახა და მისკენ დაიძრა -ჯერ კიდევ ბავშვია... ზერელედ, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ -23წლის ადამიანს, ბავშვს აღარ ეძახიან -მისი ასაკი მის ჭკუას არ წყვეტს! -ხო მაგრამ, ის რომ შუა ხნის, საკუთარ თავში გამოკეტილი ხალხივით, თავშეკავებული და სულ დაღვრემილი არ დადის, იმას არ ნიშნავს რომ ბავშვია -ზუსტად მაგას ნიშნავს! -სადახარ , 2საათი რად უნდა ლუდის მოტანას. კარგი აღნაგობის წაბლისფერთმიანი ბიჭი ამოუდგა დევდარიანს გვერდით -გამარჯობათ ხელი გაუწოდა ვივიენს და მოჯადოებულმა აათვალიერა ქალი -გამარჯობა ღიმილნარევი სახით, მანაც გაუწოდა მამაკაცს ხელი -ნაცნობს მოვკარი თვალი და შევყოვნდი -ხო, რატო არ შეყოვნდებოდიი... ისევ არ აცილებდა თვალს ვივიენს -მე არ გამაცნობ მაგ ნაცნობს? -მეც ახლახანს გავიცანი, შეგიძლია თვითონ გაიცნო თქვა თუარა, მყისვე გაეცალა წყვილს -მიდი მიდი ლუდი არ დაგავიწყდეს. სიტყვა შეაწია ცოტნემ, თუმცა მისკენ არც გაუხედავს, ახლა მისი ყურადღების ობიექტი სულ სხვა იყო. ***** ძლივს დაუსხლტა ხელიდან იმ ყბედს, უკვე თავი ტკიოდა, ლილუ რომ მოვიდა, ეგონა მეშველაო, თუმცა ისე ოსტატურად მოიშორა ცოტნემ მის მერე აღარც გამოჩენილა, ახლა თვალებით გიორგის ეძებდა, დიდი ხანია მისი თვალთახედვის არეალიდან გაქრა. ვერც სასტუმრო ოთახში ხედავდა ობიექტს, ვერც ეზოში. ან სადმე გავიდა, ან ისვენებდა. წავიდა ყველა ოთახს შემოუარა, უკვე გვიანი იყო ყველა ოთახში სინათლე იყო დატოვებული, თუმცა მიაგნო იმ ოთახსაც სადაც სინათლის ნატამალიც არსაიდან ჩანდა, იგრძნო მისი იქ ყოფნა, სინათლის ჩამრთველს დაუწყო ძებნა, შემდეგ ვითომდა უშედეგო ძიების შემდეგ, ტელეფონის ფანარი გამოიყენა, კარადასთან მივიდა, ზედა თაროდან ყველაფერს შეეხო, შემდეგ თავზე ხელი მაგრად შემოიჭდო და საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა -როგორ შეიძლება ამხელა სახლში ერთი ტკივილ გამაყუჩებელი არ მოიძებნოს, ჯანდაბა! როგორ მტკივა თავი... -ამ ოთახში წამლებს ნამდვილად არ ვინახავ. ისე შეხტა, გეგონება ვერასდროს წარმოიდგენდა დევდარიანის ამ ოთახში ყოფნას -ბატონო გიორგი, მე... ტუმბოდან დაწყებული ყველაფერს ფეხი წამოკრა, მგონი რაღაცები გატეხა კიდეც, მაშინვე დაიხარა და იატაკზე მოფენილი ნივთების აკრეფას შეუდგა, თავის მართლებასაც. -არ ვიცოდი აქ თუ იყავით, წამალს ვეძებდიი... -მივხვდი მხოლოდ ახლა წამოდგა გიორგი და სინათლე აანთო -მგონი ასე ჯობია -არ ვიცი რა ვიფიქრო, ჯერ ჩემს საყვარელ კაფეში გამომეცხადეთ, მერე ჩემს სახლში, ახლა საერთოდ ჩემს ოთახში ხართ. ირონიულად გაუღიმა ქალს -რააა? რას იძახით! შეიცხადა ვივიენმა, თითქოს ამაზე დიდი შეურაწყოფა ჯერ არავის უკადრებია -საერთოდ არ ვიცოდი თქვენი სახლი თუ იყო და ოთახზე მითუმეტეს წარმოდგენაც არ მქონდა, თქვენ რა გონიათ რომ მე... ხმა გაებზარა, თვალები აემღვრა, წამიც არ დაჭირვებია დევდარიანს მიმიკის შესაცვლელად, ის შეურაწმყოფელი მზერა ისე გაქრა მისი ნაკვთებიდან თითქოს არც არასდროს ყოფილა, ვივიენი საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები ძლიერად აიფარა -არ მინდოდა მართლა... ვიხუმრე! მის წინ ჩაიმუხლა დევდარიანი -უბრალოდ ტაქსი გამომიძახეთ სლუკუნით გამოათავისუფლა სახე ხელებიდან და მის წინ ჩამუხლულ გიორგის დახედა -არ ვიცი მანქანის ტარებას რამდენად შევძლებ, მართლა ძალიან მტკივა თავი კრავის თვალებით და ანგელოზის ხმით აქადაგდა ქალი -მე მიგიყვანთ, ღამის 3საათია! -არა არ არის საჭირო! -მომეცით უფლება დანაშაული გამოვისყიდო -რა დანაშაული, მართლა არ არის საჭირო მირჩევნია მარტო წავიდე... -წავედით! ქურთუკი აიღო დევდარიანმა და კარი დაუკავა ვივიენს გასასვლელად -მოდიხართ? -რახან არ იშლიით... ***** მთელი გზა ხმა არ გაუღია არც ერთს, ვივიენმა მხოლოდ მისამართი უკარნახა და ახლა იმაზე ფიქრით იყო გართული, როგორ დამშვიდობებოდა დევდარიანს. -მოვედით. მანქანა გააჩერა გიორგიმ -ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. როგორც ჩანს არჩევანი დამშვიდობებასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა -ჯანდაბაა... ვერ ვიხსნიი უიმედოდ წაებღაუჭა საქამრეს -მოიცა ახლავე. სწორედ ეს უნდოდა ქალსაც, ახლა მარტო მის თვალებს კიარ ჩასჩერებოდა საქამრისკენ რესკად დახრილი დევდარიანი, უკვე ტუჩებისკენაც გაურბოდა თვალი, თუმცა მალევე გახსნა, ვითომ გაჭედილი ქამარი და მშვიდად დაემშვიდობა ვივიენს, ქალიც უმალ გადავიდა მანქანიდან და სახლში შევიდა. წამით შეავლო ორსართულიან საკმაოდ დიდ სახლს თვალი და მანქანა დაძრა. ღიღინ-ღიღინით შევიდა სახლში, კმაყოფილი მისი პროგრესით. ფეხსაცმელები, რომლებმაც უკვე ტერფები მოკვეთეს, გასახდელშივე მიყარა ქურთუქთან და ჩანთასთან ერთად, პირდაპირ მისი ოთახისკენ დაიძრა. მივიდა თუ არა დანიშნულების ადგილზე, ლოგინზე მოწყვეტით დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრებში ბევრჯერ ქონდა ადგომის მცდელობა, ვერ ადგა, სულ რამოდენიმე წამი დაჭირდა გათიშვისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.