შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუპრისფერი თვალები (თავი 1)


9-06-2023, 01:32
ავტორი Yedam
ნანახია 970

თავი •1•

| პროლოგი |

•ლამაზი თვალები ყოველთვის კარგს ეძებენ სხვა თვალებში.• - ოდრი ჰეპბერნი.

ამბობენ, რომ შავი ან მუქი ყავისფერი თვალები - ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფერია. ადამიანი ასეთი თვალებით დაბადებულია ლიდერად. მას სასიამოვნო ხასიათი აქვს. მასთან მოლაპარაკება ადვილია და საიმედო, სანდო ადამიანად ითვლება. ასეთი თვალების ადამიანს სწრაფი რეაქცია და ღრმა აზროვნება აქვს.

ცისფერი თვალები - ეს თვალის ფერი ყველაზე მომხიბვლელად ითვლება. ასეთი ადამიანი ცნობისმოყვარეა, თუმცა ამავდროულად უცხო ადამიანების გარემოცვაში თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს. ასეთ ადამიანს გულის გადაშლა უჭირს ახლობელი ადამიანებისთვისაც.

ნაცრისფერი თვალები - ცისფერი თვალების იშვიათი ვერსიაა, მისი მფლობელები მშვიდები და ჭკვიანები არიან. მათ ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირთ, თუმცა ახლობელ ადამიანებს ძალიან აფასებენ.

ჭრელი თვალები - "ქამელეონი" თვალების მქონე ადამიანი დამოუკიდებელია, თავისთავში დარწმუნებული და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისკენ მიდრეკილი. მას არ ეშინია რისკის და ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების.

ყავისფერი თვალები - ყველაზე გავრცელებული ფერია. ასეთ ადამიანს საზოგადოება პატივისცემით ეპყრობა, ის ერთგულია, ადვილად ეგუება სიახლეებს და თვითსრულყოფისკენ სწრაფვა ახასიათებს. აქვს სტილის კარგად განვითარებული შეგრძნება.

მწვანე თვალები - საკმაოდ იშვიათი ფერია, მისი მფლობელები გამოუცნობ ადამიანებად ითვლებიან. მათი ქცევის წინასწარ განჭვრეტა ძნელია, ვერ მიხვდები მათ შემდგომ ნაბიჯებს და გეგმებს. ამასთან ერთად, მათ შემოქმედებითი აზროვნება აქვთ და მდგომარეობიდან იშვიათად გამოდიან.

ამბობენ, რომ ქალის სილამაზე არც მოხდენილ სხეულსა და ლამაზ ვარცხნილობაშია, არც ძვირფას სამოსში. ის თვალების ბრწყინვალებაშია. თვალები გულისაკენ მიმავალი გზის გასაღებია, აღებს მას და სიყვარულს შიგნით უშვებს. ზოგადად, ფიქრობენ, რომ ქალების ოცნება თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცია, ამაში არის რაღაც სიმართლის მარცვალი, თუმცა მთლად ასეც არ არის. ქალები გაცილებით პრაგმატულები, რაციონალური და მიწიერი არსებები არიან. სხვათა შორის, მამაკაცებს უფრო ახასიათებთ ღრუბლებში ფრენა და მითების ზეგავლენით ცხოვრება. ეს ის მარადიული კითხვაა, რომელიც ყოველთვის აწუხებდა კაცობრიობას. ბუნებრივია, ყველა კაცს უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე – რა სურთ ქალებს. თუმცა იშვიათია მამაკაცი, რომელიც ქალს თვალებში ჩახედავს და ისე მოახერხებს, ჩასწვდეს მის შინაგან სამყაროს. მოკლედ რომ ვთქვათ, თვალებს შეუძლიათ იმდენი რამ, რაც სხეულის ვერცერთ ნაწილს შეუძლია, თვალებით შეგვიძლია ვიკონტაქტოთ, ემოციები გამოვხატოთ, ესა თუ ეს პიროვნება მოგვეწონოს. ხომ გაგიგიათ ერთი ნახვით შეყვარება?! მსგავსი რამ მხოლოდ და მხოლოდ თვალებს შეუძლიათ, მათი ვხედავთ, მათი ვგრძნობთ და ეს ყველაფერი ნელ-ნელა ხდება ჩვენს თავს, ჯერ დავინახავთ პიროვნებას, ვასკანერებთ მას ჩვენი თვალებით, კარგად რომ შევათვარიელებთ, შემდეგ გუგები გვიფართოვდება, ტვინს იმ წამსვე გადაეცემა სიგნალი, შემდეგ გული გვიჩქარდება, სუნთქვა გვეკვრის და ვხვდებით, რომ იწყება... ჩვენ ის აღვიქვით და მოგვწონს, ჯდება ის ჩვენს გემოვნებაში, სურვილი გვაქ ურთიერთობის, რაღაცის მოლოდინი ჩნდება და ნელ-ნელა ბუდეს იკეთებს ჩვენში, იმ ბუდეს, რომელშიც სამომავლოდ ისევ და ისევ მასთან ყოფნა იგეგმება, მასთან ცხოვრება და მისით ტკბობა.

***************************************************************************************

2022 წლის აპრილია, ის რიცხვია, რომლის გახსენებაც გოგონას დამერწმუნეთ, არაფრის დიდებით არ უნდოდა, ან რატომ მოუნდებოდა, ზუსტად პირველი აპრილი იყო თვრამეტი წლის წინ 2004 წელს მშობლებმა რომ ბავშვთა სახლს მიაბარეს და უკან არც მოუხედავთ, ისე ჩასხდნენ მანქანაში და სადღაც შორს გაუჩინარდნენ.
ყოველ წელს, როდესაც ეს რიცხვი მოდიოდა, ის უარს ამბობდა ბავშვებთან თამაშზე, საკვების აკრძალვას იწყებდა და ფანჯარასთან შემოსკუპებული ელოდა მანქანის სიგნალს, ორს თუ არა, ერთ სილუეტს მაინც, იმ იმედით რომ რომელიმე მათგანი მაინც მობრუნდებოდა მის წასაყვანად, თუმცა უიმედოდ, არც კი დაურეკავთ და უკითხავთ, გააშვილეს თუ არა, ან რა ბედი ეწია გოგონას, იქნებ სულაც ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. არც მან და არც სხვა ვინმემ იცოდა მიზეზი მისი ბავშვთა სახლში დატოვების, იქნებ ვერ გაწვდებოდნენ ჩემს გაზრდას, იქნებ რა უჭირდათ, იქნებ როდესაც შეძლებენ მოვლენ და წამიყვანენო, გამუდმებით ეკითხებოდა მის მასწავლებელს, თუმცა მან რა იცოდა? მოუყვანეს ახალშობილი, კალთაზე დაუწვინეს და ისე წავიდნენ, არც სქესი, არც დაბადების რიცხვი... იმდენად დუმდნენ სახელიც კი არ უთქვამთ, რა ერქვა, ან რისი დარქმევა სურდათ, ჩანდა რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ მასზე ეზრუნათ. წყვილი იმდენად უცნაურად იქცეოდა, ქალს გაუკვირდა კიდევაც, სახეზე ორივეს შავი ნაჭერი ეკეთა, ქალი ოდნავ შეყოყმანდა როდესაც ფიქრიას ბავშვი მიაჩეჩა ხელში, გაბრუნებისას კი ნამდვილად აღარც მოუხედავს. ფიქრიას ბავშვის ფეხზე ძალიან მკრთალად შავი მარკერით დაწერილი ტექსტი რომ არ დაენახა, ის ინფორმაციაც არ ეცოდინებოდა, რაც იცოდა და რაც მოუყვა გოგონას.
ქალს რომ მისი დაბანისას ეს წარწერა არ შეემჩნია, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, მართლაც არაფერი ეცოდინებოდათ, რადგან წყალი ჩამორეცხავდა ყველაფერს და უსახელო, ორმაგად იმედგაცრუებული დარჩებოდა გოგონა. ნანას ისიც ეყოფოდა რაზეც გამუდმებით ნერვიულობდა, ახლა კიდევ სახელიც რომ არ სცოდნოდა და დაბადების დღე, გული ძალიან დაწყდებოდა. გამუდმებით ფიქრობდა მის სახელზე, გარეგნობაზე, ვერ ხვდებოდა ვის გავდა, წლების მანძილზე ცდილობდა მისი გარეგნობით წარმოედგინა მამამისი, ან დედამისი, ნეტავი რომელს გავდა, ეს რომ სცოდნოდა გული ერთი პროცენტით მაინც დაუმშვიდდებოდა. მისი გარეგნობა ყოველთვის კითხვის ქვეშ იდგა, არც ქართველს ჰგავდა, არც ევროპელს, ვერ ხვდებოდა მის იერს, ნეტავი რა ერის წარმომადგენელი შეიძლება ყოფილიყო. ნუთუ ოსი? იქებ კიდევ უფრო იქით? მისი ვიწრო თვალის ჭრილი და დიდი ყურების ფორმა ეჭვებს იწვევდა მასში, არა... ნამდვილად არ აქვს ქართველის იერი, ასეთი მაღალი, ლამაზი ფორმებით, თეთრი, ნაზი კანით, თმის ერთი ღინღლიც რომ არ აქვს ხელზე, გრძელი, მუქი ფერის თმა, თან იმდენად კარგი სტრუქტურა, დაგდებული, აბრეშუმის ნაჭერივით პრიალა და ნაზი, ტუჩის ასეთი ბუნებრივი ფერიც კი იშვიათობა იყო, მოვარდისფრო, მოატმისფროში გადასული და შავი ბრჭყვიალა თვალები... შავი? ნუთუ შავია ნამდვილად. იმდენად მუქი ფერის თვალია, ძალიან თუ არ დააკვირდი, ვერც მიხვდები ფერს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამიტომაც იწვევდა ხალხში დაბნეულობას, ამას მისი სახელიც ემატებოდა, "ნანამი", ასეთი სახელის დარქმევა რატომ მოუწია წყვილს, ეს კიდევ მეტ კითხვას აჩენდა, თუმცა ვაღიაროთ რომ მის გარეგნობას ეს სახელი ერთი ერთში უხდება.

-ნანა! - ქალის მჭექარე და ამავდროულად სიცილ შეპარული ხმა გაისმა მთელს შენობაში.

როგორც თავად ქალბატონი ფიქრია ამბობს, საშუალო ასაკის ვარო. საშუალო ასაკს, სადღაც 45-50 წლამდე ეძახდა. ღია მოყავისფრო, სადღაც თხილისფერსა და ნუშისფერს შორის, შიგადაშიგ ამოსული ჭაღარა თმა, ტანით დაბალი, ოდნავ მოპუტკუნო და ნაცრისფერი, მანათობელი თვალებით. აი ისეთი ქალი ჩანდა შორიდან რომ იფიქრებდი ერთს ეტყვი და ათას სიტყვას მოგიბრუნებსო. თუმცა ნამდვილად არ იყო მასეთი ქალი. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან მშვიდი, კეთილი, მზრუნველი, გაწონასწორებული და ნდობით აღჭურვილი პირი იყო ჩვენი ფიქრია. ბავშვებს ისე ზრდიდა, როგორც საკუთარს გაზრდიდა, უშვილობის გამო ქმრის ოჯახს რომ არ გამოეგდოთ სახლიდან. საწყალი ქალი... სადაც სიმშვიდეს ეძებდა და ბავშვების სიყვარულს, იქ დასახლდა, თან მისი ამბავიც რომ იცოდა ყველამ?! ბევრი ადამიანი ფიქრობდა თუ რატომ უნდა დამართნოდა ასეთ კარგ, საყვარელ და ლამაზ ქალს ასეთი ამბავი, მისი ბავშვებთან მუშაობის ხალისს, მათზე უანგარო ზრუნვას, ამხელა სიკეთის დათესვის სურვილს რომ ხედავდნენ მასში, სხვა გზა არავის რჩებოდა რომ არ შეყვარებოდათ ეს ადამიანი და ის მთავარი მიზეზი რის გამოც ამას აკეთებდა "უშვილობა" რომ იყო ეს კიდე ზემოდან ემატებოდა. ამიტომაც ნანას ძალიან უყვარდა ის, რომ გეკითხათ მასზე მეტად ვის ენდობოდა, პასუხია რომ მთელ დედამიწაზე მისი საუკეთესო მეგობრის შემდეგ, არც არავის ენდობოდა, მითუმეტეს ფიქრიაზე მეტად.

-ქვემოთ ვარ მასწავლებელო. - მეორე ხმა იმდენად ნაზი და სასიამოვნო მოსასმენი იყო, გეგონებოდა ბულბული გალობსო. ვერ აგიხწერთ რამდენად უცნაური ხმა ჰქონდა, ან შეიძლება მისი აქცენტი ეუცნაურებოდა ყველას.

-ოხ ნანა, ისე გაიქეცი ქვემოთ, გეგონება ვინმე გიჭერდეს... - ამოიხვნეშა ქალმა კიბეზე ნელ-ნელა ჩასვლისას, თან ხელს ვერ უშვებდა კიბის სახელურს, არ წავიქცეო. - ხომ იცი რომ ვბერდები და ისევ ისე ვერ დაგიწყებ დევნას. - გაიცინა ქალმა და როგორც იქნა ბოლო საფეხურს ჩასცდა.

-რა ვქნა მასწავლებელო, ერთი სული მაქვს წავიდე სახლში, ძალიან მინდა, ცხოვრებაში წამები არ დამითვლია ახლა ვდგავარ და ვითვლი. - გაიღიმა გოგონამ და ოფლიანი ხელები ხან ერთ მხარზე გაისვა, ხან მეორეზე.

თვრამეტი წელი, მთელი თვრამეტი წელი გაატარა ამ შენობაში და ფიქრიას გარდა, თუ კი ვინმე დატოვა შიგნით, მისაბრუნებლად არავინ უღირდა რომ ეფიქრა, ხომ არ შევბრუნდე და დავემშვიდობოვო. უკვე ჩაბარგებულიყო და სულ ერთი ზურგჩანთა აეკიდებინა მხარზე, მძიმეც კი არ იყო, რადგან თუ კი რაიმე ჰქონდა მიღებული მთავრობის ყოველთვიური დაფინანსებით ჰქონდა და იმ შემთხვევაში თუ რაიმეს მიიღებდა, ისიც შემდგომში დაპატარავებისთანავე გადაეცემოდა მასზე პატარას, ამიტომ ბევრი ნივთით არ გამოირჩეოდა.
ორი წყვილი ფეხსაცმელი, ორი მოკლე კაბა, რამდენიმე კოლგოტი, სამი მაისური და ჰიგიენური ნივთები, როგორებიცაა ტანის, სახის და კბილის მოვლის საშუალებები. დამატებით, ფიქრია ყოველ წელს მისი ანაზღაურებით უძენდა, ტუჩსაცხებს, თვალის ჩრდილებს, ტუშს და მსგავს მაკიაჟის სხვა და სხვა ნივთებს, რასაც მთავრობა არ აფინანსებდა.

-მესმის შვილო, მაგრამ დამშვიდდი, დღეს შეგისრულდა თვრამეტი წელი ტორტი მაინც მოგვეტანა, თან ასეთი დღეა. - სევდიანი თვალებით გახედა გოგონას, რომელიც თითქოს სულ არ უსმენდა მას. - ეჰ... - ისე ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, სადღაც გულის სიღრმეში გაკრავდა ხოლმე სურვილი, ნეტავი არ წავიდეს და დარჩენა გადაწყვიტოსო.

მაინც რა არის ადამიანი არაა? სულ ამბობდნენ მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. იმდენად მიეჩვია გოგონას ამდენი წლის მანძილზე ასე ახლოს რომ ყავდა, ამდენი ბავშვიდან მხოლოდ ის რომ შეუყვარდა ასე ძალიან და მისი გაშვება ამდენად რომ უჭირდა, უბრალოდ ვერ ატანდა თავს ძალას იმაზეც ეფიქრა, რომ ის ადრე თუ გვიან წასვლას აუცილებლად გადაწყვეტდა. არა და სულ აფრთხილებდნენ სხვა მომვლელები, ფიქრია ძალიან უახლოვდები, ოდესღაც მისი გაშვება მოგიწევსო, თუ წაიყვანა ვინმემ და იშვილა, თან ხომ არ გაყვებიო, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე ყველა წყვილი ვინც კი ბავშვთა სახლის ზღურბლს მაინც უახლოვდებოდა, ყველა ცდილობდა მათ რომ დამსგავსებოდა ისეთი ბავშვი წაეყვანათ, სამომავლოდ რომ კითხვები აერიდებინათ და არავის გასჩენოდა ეჭვი, რომ ბავშვი მათი არ იყო.
აი ნანა კი იმდენად განსხვავდებოდა მისი თვალების მოყვანილობით, ქართველს კი არა საერთოდ ევროპელობის არაფერი ეტყობოდა. თვალის ვიწრო მოყვანილობა, ჭრილი, ფერიც კი სულ სხვანაირი იყო, ასეთი მუქი თვალები მოსახლეობის ძალიან დაბალ პროცენტს თუ ჰქონდა, კარგად რომ არ დაკვირვებოდი შავი ფერიაო იტყოდი.

ფიქრიამ კიდევ კარგა ხანს უყურა გოგონას, უყურებდა როგორი მოუთმენლობით ელოდა უცნობს, საათს ჩასცქეროდა და ხელებს ხშირ-ხშირად იწმენდდა მაისურზე, ნერვიულობისგან რომ დასველებოდა სულ მთლად. დიდხნიანი ფიქრის და დუმილის შემდეგ, ძლივს დაარღვია სიჩუმე მისი ხმით.

-ნანა, შვილო. - გოგონამ იმ წამსვე დაანება თავი საათის ციფერბლატების ყურებას და მთელი ყურადღება ქალზე გადაიტანა.

-დიახ, გისმენთ მასწავლებელო. - ფიქრია ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას, მისი ოფლიანი, ცხელი ხელი მის ხელში მოიქცია და მეორე ხელით თითები ნაზად ჩამოუსვა კუპრისფერ თმაზე.

-მინდა რაღაც გითხრა. - ეს იყო და სულ დადნა ქალი გოგონას თვალებს რომ შეხედა. მასში ჯერ ისევ პატარა ნანას ხედავდა, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი რომ იღლებოდა მშობლების ლოდინში. - თუ კი, ოღონდ თუ კი ოდესმე გადაწყვეტ უკან დაბრუნებას ჩემი სახლის კარი და ამ შენობის კარი, ყოველთვის ღია იქნება შენთვის, მინდა ეს იცოდე. - გოგონამ აწყლიანებული თვალები დაანათა და ის იყო თავი ნაზად რომ დაუქნია, ეგრევე ღვარღვარით წამოუვიდა ცრემლები.

-მასწავლებელო, მე არასდროს დამავიწყდებით, აი ნახავთ, როგორც კი ყველაფერი საკუთარი მექნება, აქ ჩემი ორი ფეხით მოვალ და ჩემით ძალიან იამაყებთ. - ეს სიტყვები როგორც კი აღმოხდა პირიდან, ვერც ფიქრიამ შეიკავა თავი და ისიც საპასუხოდ ატირდა. როგორც კი ერთმანეთს მოეხვივნენ, ეგრევე გაისმა მანქანის საბურავების ხმა ეზოში, ჭიშკართან კი ნაცნობი სახე გამოჩნდა.

-ნანამიიი! - გრძელთმიანმა ბიჭმა ეგრევე გააღო მანქანის კარი, გოგონას ხელი დაუქნია, მის გვერდით კი ფიქრია რომ დაინახა სულ გაენაბა სახე.

-ოხ ეს მოუსვენარი ბიჭი, რამხელა გაიზარდა, უკვე მანქანაც რომ ყავს. - გაეცინა ქალს მის დანახვაზე ხელების ქნევა რომ დაიწყო ბიჭმა, რაღაც ამოუცნობ მოძრაობებს აკეთებდა, რასაც ფიქრია დიდად ვერ ხვდებოდა და სიცილით პასუხობდა. - რას აკეთებს?! - მის კითხვაზე ნანასაც გაეცინა.

-რას და გულებს გიგზავნის ხელებით. - თავადაც გულების გაკეთება დაუწყო ჭიშკართან მდგომ პიროვნებას.

-მაიმუნი. - ხელი დაუქნია მომღიმარე, მონატრებულ ბიჭს და გოგონასკენ მიბრუნდა. - მიდი გელოდება, არ ალოდინო და გაიქეცი. - ნანამ თავი დაუქნია მის საყვარელ მასწავლებელს და ძლიერად მოეხვია ქალს.

-მასწავლებელო არ დაგივიწყებთ. - ქალმა სახეზე ნაზად შეახო ხელები, ოდნავ ჩამოსწია გოგონას ლამაზი სახე და შუბლზე ნაზად მიადო ტუჩები.

-წარმატებები ჩემო გოგო, ბედნიერებას, სილაღეს, სიყვარულს, ახალ სიახლეებს და მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობას გისურვებ. დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერს შეძლებ. - ნანას სულ გაუნათდა სახე, თითქოს გაბრწყინდა ქალის სიტყვებზე, უცებ მოეხვია და მანქანისკენ უკანმოუხედავად გაიქცა.

-მასწავლებელო მიყვარხართ! - გაქცევასთან ერთად ქალს ბოლოჯერ მიუბრუნდა და შორიდან იმხელაზე დაუყვირა, ფიქრიას ძალაუნებურად გაეცინა გოგონას საყვარელ საქციელზე. ნანა აღარ შეყოვნებულა, იმ წამსვე გაეშურა ჭიშკრისკენ.

-გამარჯობა ლამაზო! - ბიჭი ხელგაშლილი დახვდა გოგონას, ისიც არ მორიდებია ეგრევე მისკენ გაიქცა და მონატრებულად ჩაეხუტა მეგობარს.

-ნოა ძალიან, ძალიან მომენატრე! - გოგონა ბედნიერებისგან ვეღარ გრძნობდა რამდენად უჭერდა ხელებს ბიჭის კისერს.

-ნანამი ნუ დამახრჩობ. - გაეცინა ნოას მის საქციელზე. გოგონა სწრაფად მოცილდა მეგობარს და გაბრწყინებული თვალები მიანათა დიდი ხნის უნახავ ბიჭს.

-მეგონა აღარ მოხვიდოდი.

-მე დაგპირდი... - მარჯვენა ხელი თავზე დაადო და კუპრისფერ თმაზე დაუწყო მოფერება. - ... მე კი პირობას ყოველთვის ვასრულებ.

-წავიდეთ? - აჟიტირდა გოგონა.

-წავიდეთ.

***************************************************************************************

გზაში ორივემ სიჩუმე არჩია, არც ერთს დაურღვევია სიმშვიდე, არც მეორეს, გოგონა იმდენად ყველა მცირე დეტალს აკვირდებოდა, თითქოს პირველად ყოფილიყო გარეთ, არა და ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მთავრობის ხარჯზე პატარა ექსკურსიები დაეგეგმათ და გასვლა გამოსვლოდათ ბავშვებს, ხან ყაზბეგში, სვანეთში, სამეგრელოში, სად აღარ გასულან, თუმცა ასე თავისუფლად თავს პირველად გრძნობდა. ნანას თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან, ჰაერი რომელიც სახეზე ეხეთქებოდა, სულ სხვანაირი ეჩვენებოდა, ბალახი ბევრად უფრო მწვანე, გზა ბევრად სუფთა და სარკეს რომ უყურებდა, თავისი თავიც კი ბევრად ელამაზებოდა ბუნების ფონზე.
ნოამ რამდენჯერმე გახედა ნანას და გაახსენდა ექვსი წლის წინ, სულ მარტომ როგორ დატოვა ბავშვთა სახლი, როგორ უყურებდა ისიც ყველაფერს ასე დაკვირვებით და რამდენად გაუჭირდა ცხოვრების აწყობა იმ დონეზე, რაც ახლა ჰქონდა. ბიჭს ყველაზე მეტად სახლი უნდოდა. ბავშვთა სახლის მინუსი ის იყო რომ ბავშვებს პირადი სივრცე არ ჰქონდათ, ხან ერთ ოთახში ხუთ-ექვს ბავშვს ეძინა, ხან უფრო მეტს, რაც ბავშვებს გაზრდასთან ერთად უფრო აწუხებდათ, რადგან ყველას მარტო სურდა ყოფნა, ნოაც ამ ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამ ყველაფრის გამო, იმდენი იმუშავა მაინც აისრულა სურვილი და როგორც კი სახლის მშენებლობა დასრულდა და დამოუკიდებლად საკუთარ სახლში ცხოვრება დაიწყო, ეგრევე გაახსენდა გოგონასთვის მიცემული პირობა, რომელიც ექვსი წლის წინ მისცა და ელოდებოდა როდის შეუსრულდებოდა თვრამეტი წელი, რომ მისულიყო და წამოეყვანა. გოგონაც ამ ხნის განმავლობაში უკვე არა დედ-მამას, არამედ ნოას ელოდებოდა, იმ დროს ელოდებოდა, თუ როდის მოაკითხავდა და წაიყვანდა, თუმცა იყო მომენტები რომ სადღაც გულის სიღრმეში ეჭვები ღრღნიდა, იქნებ მანაც დამტოვა და სულ არ მობრუნდესო. თუმცა, ნოა სიტყვის კაცი იყო, პატარა ნანას სახე არ ამოსდიოდა თვალებიდან, როდესაც ცრემლიანი, ჩაწითლებული თვალებით ემშვიდობებოდა ბიჭს, სანამ ბავშვთა სახლს ოფიციალურად დატოვებდა.
გოგონას ნოა ძალიან უყვარდა, ის მისი საყრდენი იყო ბავშვთა სახლში, ნოა არავის აძლევდა უფლებას ნანასთვის რაიმე ეთქვათ, ან ეწყენინებინათ, მითუმეტეს რომ მათ შორის ექვსი წელი იყო სხვაობა, სულ სხვა სამეგობრო წრე ჰყავდა ნოას, ნანას კი სულ არ ჰყავდა მეგობრები, ბევრჯერ დაუწყიათ სხვა ბავშვებს მასთან ჩხუბი განსხვავებული გარეგნობის გამო, თუმცა ბიჭი ისე უვლიდა, როგორც საკუთარ დას, ძალიან უყვარდა გოგონა, იმდენად რომ სულ უცხო ადამიანთან სახლში ცხოვრებაზე უარი არცერთი წამით არ უთქვამს, ან როგორ იტყოდა, ის ხომ წყალივით გამჭვირვალე იყო მისთვის. ნანა მის თვალწინ გაიზარდა, სულ პატარა იყო საკუთარ საკვებს რომ უზიარებდა, ახალ წელს მისალოც ბარათებს ჩუქნიდა და დაპატარავებულ მაისურებს აძლევდა, ამიტომ უცხო ნამდვილად არ იყო, პირიქით, ისინი ყველაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ფიქრია მისი ტელეფონით ეკონტაქტებოდა ბიჭს, ისიც სულ იმ დროს რეკავდა ნანას რომ ოთახიდან გამოსვლა არ შეეძლო, მაგრამ ფიქრია ეუბნებოდა, აუცილებლად მოგაკითხავს, წაგიყვანს, უბრალოდ მოთმენით დაელოდეო, დროს რაც უფრო დააკვირდები, მით უფრო გაიწელებაო. ყველაფერი კარგი, მაგრამ ნოას ადგილას სხვა რომ ყოფილიყო ზუსტად მის ადგილას ალბათ იგივეს არ იზავდა, რადგან შესაძლოა ნდობა ასე ამგვარად არ გასჩენოდათ ნანას მიმართ, განსხვავებული ადამიანების ყველას ეშინია, თუმცა ნოას ზუსტად ამიტომ უყვარდა, მისი განსაკუთრებული ხასიათების და განსხვავებული გარეგნობის გამო.
ნოა სულ რაღაც სამი წლის იყო ფიქრიამ რომ ნახა კარებთან დატოვებული, ცრემლებად ქცეულიყო და შიმშილისგან ხან მარჯვენა ხელის ცერა თითს წოვდა, ხან მარცხენა ხელისას, მართალია ნანასავით ახალდაბადებული არ იყო, მაგრამ მათი ისტორია იმდენად ემთხვეოდა, ნანას ფეხის გულზე დააწერეს სახელი და დაბადების რიცხვი, ნოას კი ფურცელი ჰქონდა გამობმული ხელზე, სადაც მისი სახელი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე და თხოვნა ეწერა, რომ მისთვის კარგად მიეხედათ. მოკლედ ნოა ფიქრიას გაზრდილი იყო, ამიტომ მისი ეს კარგი და დადებითი თვისებები ასევე ფიქრიასგან მოდიოდა. ბიჭი იმდენად გადაეშვა ფიქრებში, სულ დაავიწყდა გვერდით მისი მეგობარი სიჩუმეში რომ დაიკარგა, რამდენიმე წუთიანი დუმილი ისევ ნოამ დაარღვია, თორემ ნანა კიდევ კარგა ხანს იჯდებოდა ასე ჩუმად.

-ნანამი... - როგორც კი ბიჭმა მისი სახელი თბილი ხმით წარმოთქვა, გოგონამ იმ წამსვე შეანათა ლამაზი თვალები. - სულ დამავიწყდა რომ მეთქვა, ტელეფონი გიყიდე. - გაუღიმა ბიჭმა.

-მართლა? - სახე გაუნათდა გოგონას. - სად არის? - იმ წამსვე გარშემო მიმოიხედა, თუმცა ვერ მიაგნო, ან რას მიაგნებდა, ნივთი მანქანაში არ იმყოფებოდა, სანამ ნანა იქაურობას ყირაზე დააყენებდა და ძებნას დაიწყებდა, ბიჭმა იმ წამსვე შეაწყვეტინა.

-მოიცა მოიცა, აქ არ არის, სახლშია. - გაეცინა ბიჭს მის საქციელზე. - უბრალოდ გითხარი რომ გიყიდე. სახლში რომ მივალთ, ჯერ კარტა გადავჭრათ, მერე რომ უცებ ჩავსვათ, ნომრები გავცვალოთ, ხომ უნდა დამირეკო ხოლმე რამე რომ დაგჭირდეს. - ნოა ისეთი თბილი ხმით ესაუბრებოდა გოგონას, გული სულ გამალებით უცემდა, ბიჭისგან ამხელა ყურადღება და სითბო ძალიან სიამოვნებდა. ფიქრობდა როგორ გაუმართლა მისნაირი ადამიანი რომ შეხვდა.

ნოამ გზის კუთხეში მოაბრუნა მანქანა, გზა უფრო მეტად დამოკლდა თითქოს ვიდრე აქამდე იყო, კორპუსებით სავსე ქუჩა ბავშვებით გარემოცვული, ზოგი ბურთით თამაშობს, ზოგი ცარცით ფიგურებს ხატავს, ზოგი კი ერთმანეთს დასდევს "დაგასტუკე" და შემდეგი შენ იხუჭებიო. იმდენად სასიამოვნო იყო ეს ქაოსი, ნანას ეღიმებოდა. გამოზაფხულის დღეები, ბავშვები, მოხუცი ხალხი, ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები, ძალიან სასიამოვნო აურა ტრიალებდა ამ სამეზობლოში, თითქოს ყველა ყველას იცნობდა.

-ნოა, შენი სახლი რომელია? - აღელვებულმა გახედა ბიჭს.

-უნდა გეთქვა, "ჩვენი სახლი". - გაუღიმა ნოამ და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, "ბ კორპუსის" აბრასკენ გაიშვირა. - ეს კორპუსია, მეორე სართული. - გოგონამ ზუსტად იმ აივნისკენ გაიხედა, რომელ აივანზეც ყვავილები დაინახა ქოთნებში. გულში გაიფიქრა, ნეტავი ვისი აივანია ასეთი მორთულიო. ბიჭი მიხვდა რომ დაბნეულობა შეეპარა გოგონას. - ეგ აივანი რომელსაც ასე უყურებ, ჩვენია. - ეს თქვა თუ არა, ნანას სახე უფრო მეტად გაებადრა. უყვარდა მცენარეები, რადგან სადაც აქამდე ცხოვრობდა, იქ სხვა საქმე არაფერი აბედნიერებდა ისე, როგორც ბაღში მცენარეებთან საუბარი და მათი მოვლა, შეეძლო დილიდან საღამომდე მჯდარიყო და მათთვის გაენდო გრძნობები.

-ძალიან ლამაზია, მართლა.

-აი აქ დავაყენებ მანქანას და ავიდეთ. - გაუღიმა ბიჭმა და მანქანა შავი მერსედესის გვერდით მიაყენა. - ვსო, მზად ხარ? - კარი გაუღო, გოგონას ხელი გაუწოდა და როგორც კი მიხვდა რომ ვერ ახერხებდა ძალის მოკრეფას ამდენ ხალხში უბრალოდ გადასულიყო, თან ასე თავისუფლად, მისკენ დაიხარა. - რაზე ფიქრობ?

-ნოა რას იფიქრებენ ჩვენზე? გაიგებენ იმ ფაქტს, რატომაც ერთად უნდა ვიცხოვროთ? არ მინდა რამე ჭორები აგიგონ. - ბიჭს ელდა ეცა ამ კითხვაზე, ბევრი არ უფიქრია, ეგრევე პასუხი დაუბრუნა, თან ისეთი რომ გოგონას გული საგრძნობლად დაუმშვიდა.

-ვიტყვი რომ ჩემი პატარა და ხარ, თუ რავი რაიმე მკითხეს. - გოგონას ყურებამდე გაეღიმა, არ დააყოვნა და იმ წამსვე გადავიდა მანქანიდან.

ეზოში რამდენიმე სკამი ხანში შესულ მეზობლებს ჰქონდათ დაკავებული, დანარჩენები კი თითქმის სულ უბნის რძლები და ბავშვები იყვნენ, პარკთან კი ახალგაზრა ბიჭები და გოგონები ისხდნენ. ნოა თითქმის არავის იცნობდა, იმის მიუხედავად რომ უკვე ერთი წელი ხდებოდა იქ თანაცხოვრების, სახლში იშვიათად თუ რჩებოდა, სამსახურიდან კი იმდენად გვიან ბრუნდებოდა, სახლში მოსულს გარეთ არავინ ხვდებოდა. ბიჭის დანახვაზე მხოლოდ ერთი ქალი წამოდგა და მისკენ გაემართა, მისი მეზობელი მანანა ბებო, რომელიც თუ კი გაიგებდა რომ ნოა სახლში იყო, მაწვნისგან გამომცხვარი გემრიელი ალადიკები და მისი გაკეთებული საკვები მიჰქონდა, თან მის მეუღლეს ეუბნებოდა, ბიჭი მარტო ცხოვრობს და ვინ იცის ბოლოს როდის დააგემოვნა სახლში გამომცხვარი და გაკეთებული საჭმელიო.
ქალს შვილი საზღვარგარეთ ყავდა გაშვებული, გვიან გაუჩნდათ და ნანატრ შვილს ცოლ-ქმარი ყველაფერს უსრულებდა, თუ კი რაიმეს საშუალება იყო ყველაფერს ცდილობდნენ, ბოლოს გოგონამ უთხრა რომ საზღვარგარეთ სწავლა უნდოდა, იწვალეს, იშრომეს და მაინც აუსრულეს სურვილი ცოლ-ქმარმა. გაუშვეს გოგონა თუ არა, ეგრევე მარტო დარჩნენ, რაც იმდენად გაუგებარი იყო ნოასთვის. ის წლები ნატრობდა მშობლების ვინაობის გაგებას, რომ იქნებ რა მიზეზით დატოვეს და იქნებ სულაც არ უნდოდათ და ძალა დაატანა ვინმემ, ამ გოგონას კი ახლოს ყავდა ორივე მშობელი და ისე შორს წავიდა და მიატოვა ყველაფერი, მისი გული როგორ უძლებდა არ იცოდა. მოკლედ მანანა ბებო და მისი მეუღლე ნიკო პაპა მარტო ცხოვრობდნენ, შვილი რომ გვერდით არ ჰყავდა და მას ვერ ეფერებოდა, ამის გამო განსაკუთრებით ცდილობდა ნოასთვის მიეხედა და ხშირად დაეპურებინა მისი გემრიელობებით. არც ნიკო პაპა იყო წინააღმდეგი, უხაროდა ბიჭთან ერთად სუფრასთან ჯდომა და მისი ძველი ამბების მოყოლა, ნოაც ყურადღებით ისმენდა მის სოფლად ცხოვრების ამბებს და იმდენად შეუყვარდათ წყვილს ბიჭი, თითქოს წლები იყო გასული რაც იცნობდნენ მას.

-ნოა, ბებო. - დაუძახა ქალმა როგორც კი გრძელი სკამიდან წამოდგა მისასალმებლად. - როგორ ხარ შვილო? - ბიჭს ყურებამდე გაეღიმა ქალის მიმართვაზე. ფიქრიას გარდა შვილოთი არავინ მიმართავდა, ახლა მანანა ბებო დაემატა.

-კარგად მანანა ბებო, თქვენ როგორ გიკითხოთ? - ის იყო ბიჭისთვის ხელი უნდა გაეწოდებინა, რომ წაბორძიკდა ქალი და აფორიაქებული ნანა მივარდა ხელის მისაშველებლად.

-ფრთხილად. - ნარნარა ხმით მიმართა ქალს და ლამაზი შავი თვალები მიანათა საყვარელ მოხუცს.

-მადლობა შვილო, სულ დავბერდი და ფეხებსაც ძლივს ვიმორჩილებ, ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე. - გოგონამ თბილად გაუღიმა და ისევ ნოას უკან მიიმალა, ეგრევე იგრძნო შორიდან რამდენიმე ადამიანის გამჭოლი მზერა, თუმცა ვერ ხვდებოდა მზერის შინაარსს. - ნოა შვილო, ეს ლამაზი გოგონა ვინ არის? - ნოამ გოგონას ხელი ხელზე ჩასჭიდა, წინ გამოსწია და მთელი თავდაჯერებულობით განუცხადა.

-ეს ნანაა, ჩემი უმცროსი და, ახლახანს ჩამოვიდა და დღეიდან ჩემთან იცხოვრებს. - ნანა უხერხულობისგან სულ მთლად დაპატარავდა, ნეტავი თუ დაიჯერებს, სულ არ ვგავართ ერთმანეთსო ფიქრობდა.

-ნანა, რა ლამაზი სახელია. როგორი ლამაზი დაიკოც გყავს, ისეთივე ლამაზი სახელია. - გაიბადრა გოგონა მოხუცის სიტყვებზე. რაც უფრო მეტს საუბრობდა ქალი, მით უფრო ქრებოდა უხერხულობაც.

-დიდი მადლობა. - ნანას მის სიტყვებზე სულ დაუარა ეკალმა, ამდენი კომპლიმენტი ერთბაშად არ მოესმინა. ყურებამდე გაეღიმა, ქალი გოგონასკენ რომ გაიწია და ხელი მხარზე ჩამოუსვა.

-ძალიან გაგიმართლა რომ ასეთი კარგი და ზრდილობიანი ძმა გყავს. ყველას ისე თბილად ესალმება, ისეთი მორიდებულია, თვალებშიც კი ვერ უყურებს ვერავის. - ნანას ძალიან ესიამოვნა ეს სიტყვები, ზუსტადაც რომ! ნოა ნამდვილად ისეთი ადამიანია, როგორადაც აღწერა მანანამ. მართალია ფიქრიას სულ არბენინებდა ხან სად გარბოდა ხან სად, ხან ფეხმოტეხილი მოდიოდა, ხან ყბა გატეხილი მაგრამ ქალს ის მაინც ძალიან უყვარდა. როგორც მშობელი დედა ვერ არჩევს შვილებს, ასე ვერ გაარჩევდა ფიქრია ნანას და ნოას.

-კარგით რა მანანა ბებო, ახლა გავწითლდები. - ისე მოერიდა ბიჭს სად წასულიყო არ იცოდა.

-კარგი შვილები ხართ ბებო, კარგები! - გაეცინა ქალს და თავის ადგილისკენ გაემართა. - მოგვიანებით, როდესაც დას მიხედავ, აუცილებლად ჩემთან შემოდით, გემრიელ ჩაიზე გეპატიჟებით. - დაუბარა ქალმა და ნელ-ნელა მოსცილდა ახალგაზრდებს.

-ძალიან საყვარელი ქალია, მართლა... - ნანას ძალიან მოეწონა ქალი, იმდენად რომ თანახმა იყო გვიან მასთან გასვლაზე, ზოგადად ასე ადამიანი რომ მოეწონოს ძალიან იშვიათია. - ... თან ღია თაფლისფერი თვალები აქვს. - გაუცინა ბიჭს.

-ნამდვილად, მისი თვალები მეც შევამჩნიე, ახლა კი წავიდეთ. - ნანამ თავი დაუქნია იმ წამსვე და ერთად გაეშურნენ კორპუსში შესასვლელი კარისკენ.

სახლში რომ ავიდნენ, ნანამ ეგრევე ფეხსაცმლის გახდა დაიწყო, ბიჭს გაეცინა და იქვე მდგომი სათავსოდან ახალი შავი ჩუსტები გადმოუღო ვარდისფერი, საყვარელი ფისოებით. გოგონამ
რომ დაინახა ვერ დამალა გაოცება, ჯერ მოირგო, ორი კრუგი მოარტყა სახლს და როგორც კი მორჩა გემრიელად მოეხვია მონატრებულ ბიჭს.

-ნოააა... - წაიბუზღუნა გოგონამ და გაეცინა.

-რა? - ბიჭმაც ვერ დამალა ემოციები მის საყვარელ გამოხტომაზე.

-ძალიან მანებივრებ. - ჯერ ერთ ჩუსტს დახედა, შემდეგ მეორეს.

ნოამ ყველა ოთახი აჩვენა გოგონას, ნივთების ამოლაგებაში დახმარებაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, ბევრი არაფერი ჰქონდა და რაში უნდა დახმარებოდა, ნანა მარტოც თავისუფლად გაუმკლავდებოდა. ბიჭი იმ წამსვე დატრიალდა და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო, ხან მაცივარი გამოაღო და თუ კი რაიმე ჰქონდა, ყველაფერი გამოალაგა, ხან კარადები შეამოწმა, ხან კი ტელეფონში დაიწყო სწრაფი კვების ობიექტების ძებნა, ვაი თუ არ გამოსვლოდა ის რაც უნდოდა. ბევრს ფიქრობდა რა გაეკეთებინა, ხან რისი კეთება მოისურვა, ხან რისი. ბოლოს მაინც მოაბა თავი და სანამ გოგონა შხაპს იღებდა, მაგიდაც გააწყო, საკვებიც მიიტანა და გამაგრილებელი სასმელიც შემოულაგა სუფრას. გოგონა რომ გამოვიდა გრძელი, კუპრისფერი თმის მშრალებით, გაოცებული დარჩა, არავის აქამდე არ მოემზადებინა მისთვის ამდენი რამ, თან ასე მცირე დროში. ნანას გული საგრძნობლად გაუთბა, ვეღარ მალავდა გრძნობებს, თვალები აუწყლიანდა და ეცადა არაფრის დიდებით არ ეტირა, მითუმეტეს ამ სიტუაციაში, ბედნიერი უნდა ყოფილიყო რომ ვიღაც ასე ძალიან ზრუნავდა მასზე. ნოამ ხელით ანიშნა რომ მალე მისულიყო მაგიდასთან, მანაც არ დააყოვნა და როგორც კი სკამზე მოკალათდა, ეგრევე გადახედა ყველაფერს, რითი დაეწყო არ იცოდა, რა მიერთვა, ან რომელი სასმელი დაელია პირველად.

-თითო ჭიქა ღვინო ხომ არ დაგველია? - შესთავაზა ბიჭმა, რადგან გოგონას აქამდე არანაირი ალკოჰოლური სასმელი არ ჰქონდა გასინჯული.

-გავსინჯავ. - გაუღიმა გოგონამ და ღვინის ჭიქა გაუწოდა ბიჭს, მანაც გამოართვა, მცირე რაოდენობის ღვინო მოათავსა ჭიქაში და თეფშის გვერდით დაუდო მომღიმარე გოგონას. - ჰმ ვნახოთ... - ნაზი, გრძელი თითები შეახო ჭიქას, ტუჩებთან მიიტანა და სულ ერთი წვეთი მოსვა, რომ შეჭმუხნული წარბები მოადუნა, გაკვირვება კი მალევე დაეტყო სახეზე. - ...მმ... მე რთულად დასალევი მეგონა, ახლა გასაგებია ფილმებში ასე გემრიელად რატომ სვამენ.

-ხო, უბრალოდ არ უნდა მიეჩვიო, მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია ხოლმე, არ მიყვარს როდესაც ბევრს სვამენ, გემოს კი საერთოდ არ ატანენ. - თავი დაუქნია ნანამ, პირობა იყო ერთგვარი, რომ მხოლოდ იმიტომ მისცა დალევის უფლება, რომ გემრიელი იყო და უბრალოდ უხდებოდა სიტუაციას.

-არა, გპირდები ბევრს არც დავლევ ხოლმე, უბრალოდ ინტერესი დავიკმაყოფილე.

-ჩვენ გაგვიმარჯოს! - ჭიქა ასწია ბიჭმა რაზეც გოგონას გაეცინა და მანაც მიბაძა ქცევაში.

-გაგვიმარჯოს.


***************************************************************************************

ნოამ და ნანამ მთელი დღე სახლში გაატარეს. ნოამ სამსახურშიც კი დარეკა, უფროსისთვის რომ ეთხოვა მისთვის თავისუფალი დღე მიეცა, პატარა და მესტუმრა დიდი ხნით და გადმოსვლაში ვეხმარებიო, მანაც უარი არ უთხრა, მისთვის იმდენად კარგი თანამშრომელი იყო, იცოდა ძალიან საგანგაშო თუ არ იყო, არაფრის დიდებით არ გააცდენდა სამსახურს. ხან ერთ ფილმს უყურეს, ხან მეორეს, ნოამ პოპკორნიც გაუმზადა გოგონას, დიდი ჭიქით გამაგრილებელი სასმელიც მიართვა და ყოველი შემთხვევისთვის, თუ კი შესცივდებოდა პლედიც მიუფინა დივანზე.
ისეთი ამინდები იყო, დილით რომ იწვოდა ყველაფერი და გვიან, ან წვიმდა, ან კი სუსხი მოეფინებოდა ქალაქს. ყველაფერი იმდენად ოჯახური და იდეალური იყო, სანამ ბიჭის ტელეფონზე ზარი გაისმოდა, სხვა რა გზა ჰქონდა, იმ წამსვე ბოდიში მოუხადა გოგონას, ტელევიზორს ხმა გამოურთო და ჩახველების და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა უპასუხა.

-დიახ ბატონო თენგო... დიახ, სახლში ვარ... არა, არსად გავსულვარ... არა, არა ცუდ დროს ნამდვილად არ მირეკავთ... - გოგონას დაძაბულობა შეეტყო სახეზე, ვინ იცის ჩემს გამო თუ შეექმნა სამსახურში პრობლემაო. -... დიახ, ახლავე გამოვალ. - ეს იყო და ეგრევე გათიშა კაცმა.

-რამე პრობლემაა? - მთელი გაოცებით კითხა ნანამ.

-დანადგარს შეექმნა პრობლემა და უნდა წავიდე... - ამოიოხრა ბიჭმა, თუმცა გოგონა ეცადა გაემხიარულებინა.

-კარგი რა მოხდა, მიდი და მიხედე, პატარა ხომ არ ვარ, ისედაც გააცდინე დღეს ჩემს გამო. - ბიჭს იმ წამსვე მოეშვა დაძაბულობა.

-კარგი, მაგრამ მალე მოვალ. - გოგონამ ხელი ხელზე დაადო და მთელი გულწრფელობით გაუღიმა.

-მე კარგად ვიქნები, წადი.

-კარგი. - ჯიბიდან გასაღების აცმა ამოიღო, ერთი გასაღები მოხსნა და წამოდგა თუ არა, თავის ოთახში გაუჩინარდა. გოგონა რამდენიმე წამი ელოდა ბიჭს, ისიც მალე გამოჩნდა, თან უკვე ბრელოკზე აცმული გასაღებით. - ეს შენი გასაღებია, ვაი და დამაგვიანდეს, კარი გასაღებით ჩაკეტე და დაიძინე, მე კი რომ მოვალ გავაღებ. კარგი? -გასაღები ხელის გულზე დაუდო და შუბლზე მიადო ცხელი ტუჩები. - მიყვარხარ.

-მეც. - ყურებამდე გაეღიმა გოგონას.

ნოა წავიდა თუ არა, ნანამ იმ წამსვე კარი ჩაკეტა, უცხო სამეზობლოში მაინც ვერ იყო ჯერ ლაღად, გაახსენდა ბიჭმა რომ უთხრა გასაღები მაქვსო და ბევრი არ უფიქრია ჩაეკეტა თუ არა, როგორც კი გააცილა ბიჭი, იმ წამსვე გადაკეტა კარიც. თან არ იცოდა მარტოს რა ექნა, გადაწყვიტა რასაც აქამდე აკეთებდნენ ის გაეგრძელებინა და ისევ დივანზე ჩამოჯდა, ფეხები შემოალაგა და ფილმის ყურება განაგრძო, რომლის ყურების დროსაც დარეკა ნოას უფროსმა. რამდენიმე წუთიანი სევდიანი მომენტის შემდეგ, კარგი დასასრულიც იხილა, რაც ძალიან მოეწონა, გოგონა დაიღალა სულ სევდიანი ამბების მოსმენით, უსახლკარო ბავშვების ამდენი წელი ყურებით და კარგი დასასრული უბრალოდ გულს უმშვიდებდა. განა რა იყო, უბრალო ფილმი, რომელიც დიდი ალბათობით რეალურ ისტორიაზეც არ იყო საფუძნებული, თუმცა მაინც წვდებოდა გულს. უკვე ის იყო რამე სხვა უნდა ჩაერთო, რომ გარედან რაღაც ხმები მოესმა, თითქოს ყურადღება არ მიაქცია, არ მადარდებსო, მაგრამ გაუჩერებლად რომ დაიწყო ხმებმა მისი ყურადღების გაფანტვა, ინტერესის ფონზე წამოდგა და ნელ-ნელა გაემართა აივნისკენ. უკვე გადასულიყო მზე ციდან, მთვარესთვის დაუთმია ადგილი და რამდენიმე ვარსკვლავიც ბჟუტავდა შორიდან. გოგონას კვლავ მოესმა ხმა, ახლა უფრო მკვეთრად და თვალი ციდან ახლა მიწაზე გადაიტანა. კორპუსის უკანა ეზოში, ლეღვის ხის ქვეშ, სადღაც მისი აივნიდან რამდენიმე მეტრში, სკამებთან მისი ასაკის ბავშვები დალანდა. სამი მაღალი, შავებში ჩაცმული ბიჭი ფეხზე იდგა, აქედან ორი სიგარეტს ეწეოდა, ერთს კი ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ისე იცინოდა, მის სიცილზე სხვებსაც ისტერიული სიცილი ეწყებოდათ. დანარჩენი ექვსი კი სკამებზე იყვნენ გადანაწილებულები. ერთ სკამზე ორი გოგო და ერთი ბიჭი, ხოლო მეორეზე ერთი გოგო და ორი ბიჭი იჯდა.
გოგონამ ტელევიზორს ხმა ჩაუწია რომ კარგად მოესმინა მათი საუბარი, აინტერესებდა ასე გამალებით რაზე იცინოდნენ რომ ფილმის ყურებაში ხელს უშლიდნენ, ან უშლიდნენ რომ?

-ხვალ წავიდეთ ეგ არაფერი, ვერც ვერავინ გაიგებს მე თუ მკითხავ. - პირველი ხმაც შემოესმა გოგონას, ბოხი, ოდნავ სასიამოვნო, თუმცა მაინც უსიამოვნო ჟღერადობის ხმა ჰქონდა, რომ ვერ გაიგებდი მოგწონდა თუ არა, ეს ხმა კი სკამზე მჯდომ ბიჭს ეკუთვნოდა, რომელიც ორ გოგონას შორის იყო მოქცეული და ხან ერთის მხარზე ჰქონდა თავი ჩამოდებული, ხან მეორესი.

-დაჩი, შენ ხომ ყველა ვარიანტში მოდიხარ? - იქვე გაისმა ნაზი, ბავშური ხმა, ნანა უფრო მეტად მიუახლოვდა მოაჯირს უკეთ რომ დაენახა გოგონა, როდესაც ზემოთხსენებული წამოდგა და ბიჭს ნელ-ნელა მიუახლოვდა, ბინგო! და აი ისიც გამოჩნდა.

-ნია რას ეკითხები? - გაეცინა შავთმიან, მწვანეთვალებიან ბიჭს. - აბა რას იზავს?

-თოკა მართალია, როდის არ წამოსულა, ახლა რომ არ წამოვიდეს? - სიგარეტის ნარჩენი ძირს დაახეთქა, ფეხი დააბიჯა და ჩაქრობა სცადა, თუმცა ნამწვავისგან მაინც გამოდიოდა კვამლი. ბიჭი ძალიან გამხდარი, მაღალი, სისხლისფერი ტუჩებით და შავი კუპრისფერი თვალებით იყო. ყველაზე ამოუცნობი ამ გარემოცვაში, არა და ცუდი ბიჭი ნამდვილად არ გახლდათ, უბრალოდ ყველა არიდებდა თავს მასთან საუბარს.

-ვატო, მგონი არც შენ და არც თოკას არ ვეკითხები დაჩი მოდის, თუ არა, იქნებ აცადოთ ადამიანს თავად საუბარი. - გოგონა საკმაოდ გაბრაზდა თუმცა საგანგაშო არაფერი იყო, ასე ბევრჯერ დამართნიათ.

-არა, მართალია ნია, ზუსტად არ ვიცი, ვერ დაგპირდე... - სიტყვის დასრულება არ აცადეს, როდესაც მიწაზე რაღაცის გასკდომის ხმა გაისმა, შეშინებულმა, სულ მთლად ისტერიკებში ჩავარდნილმა გოგონამ ვერ გაიაზრა აივნიდან რაღაცამ როგორ ისკუპა, კიდევ კარგი რომ მხოლოდ თიხისგან დამზადებული ქოთნის დასადები გადმოვარდა და სხვა არაფერი, თუმცა ხმაურზე სულ დაფრთხა, ბიჭი ეგრევე აივნისკენ დაიძრა, გოგონამ კარგად ეცადა დამალვა, თუმცა უიმედოდ.

-დაჩი რა ხდება? ვინ ისროლა ეს რაღაც? - დაჩი სულ გაშეშდა ოთხად მოკუნტული გოგონა რომ დაინახა, თვალები რომ გაახილა ნანამ, ვერაფრის დიდებით წამოდგა, იმავე პოზაში ჩახედა, რა პოზაშიც აქამდე იჯდა ცნობისმოყვარედ და ბიჭს იმ წამსვე თვალი თვალში გაუყარა, ვსო, ნამდვილად დაინახა... - დაჩი... ვინ არის? - გოგონა არაფრის დიდებით ეშვებოდა ბიჭს. ნია ცნობისმოყვარეობას ვერ უხერხებდა ვერაფერს, ნანა კი ხელებით ანიშნებდა ბიჭს არ თქვაო. ბიჭის მზერა ვერაფრით სცილდებოდა გოგონას, თუმცა ნიას სიახლოვე არ აწყობდა ბიჭს, იმ შემთხვევაში თუ კი გოგონა მასთან ახლოს მივიდოდა, ნანა იმ წამსვე დაიწვებოდა.

-არაფერი, კატა დავინახე აივანზე, თათი კრა ქოთანს და გადმოაგდო. - თქვა თუ არა ნანას იმ წამსვე გულიდან რაღაც სიმძიმე მოეშვა, ოღონდ ასეთ უხერხულობას ნუ გადაეყრებოდა, როგორია დგახარ და მათ პირად საუბარს ისმენ, ძალიან უხერხული იქნებოდა ეს ყველაფერი. ბიჭმა თვალი ჩაუკრა გოგონას, ყურებამდე გაიღიმა და სკამისკენ დაიძრა ნიასთან ერთად. ნანა კი დატოვა გაკვირვებული მისი საქციელით, ვერ გაიგო რატომ მოიტყუა, რატომ დაეხმარა და ლოცულობდა ნეტავი ხვალიდან აღარსად შემეფეთოსო, თუმცა... არავინ იცოდა ვის რას უმზადებდა ცხოვრება.



№1 სტუმარი სტუმარი ირა

ძალიან მომეწონა, ახალ პერსონაჟებზე მეტ ინფორმაციას ველი იმდენად საინტერესოა რომ ერთი სული მაქ წავიკითხო შემდეგი თავი ????

 


№2 სტუმარი არსუ

მომეწონა და ველოდები მეორე ნაწილს

 


№3  offline წევრი Yedam

სტუმარი ირა
ძალიან მომეწონა, ახალ პერსონაჟებზე მეტ ინფორმაციას ველი იმდენად საინტერესოა რომ ერთი სული მაქ წავიკითხო შემდეგი თავი ????



ვეცდები მალე დავდო ????

არსუ
მომეწონა და ველოდები მეორე ნაწილს


მადლობა ❤️ ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent