შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბელიაშვილის 125


10-06-2023, 21:19
ავტორი φιλενάδα
ნანახია 952

გული, იხლიჩება. ეჭიდება სასვენ ნიშნებს, უნდა გამოტოვოს რამდენიმე ფეთქვა, მაგრამ შემდეგ ისევ აგრძელებს ჩვეულ რიტმში ცემას. აღარაფერს აღარ მოსდევს ნათელი ფერები. რჩები მარტო და სრულდება ღიმილიც. ოცდათორმეტივე კბილს სუდარასავით ეფინებიან ტუჩები და თითქოს სამუდამოდ ეხებიან ბაგეები ერთმანეთს. ნეტავ, მლაშე წვეთები მაინც მოედინებოდნენ თვალებიდან...
ცრემლებს არ ვუწოდებ, რადგან ასე ტირილთან ასოცირდებიან, მაგრამ გულის რომელიღაც კუნჭულში ყველამ იცის, რამდენად დიდი შვებაა, თავისუფლების დაუძლეველი განცდა და ნანატრი სიმსუბუქის შეგრძნება. თუკი დაშრებიან ? თუკი გული გაქვავდება?
ყოველი შეხება, გამოხედვა, ფიქრი მხოლოდ ერთი ობიექტისკენაა მიმართული, ან სუბიექტის. ცდილობ გააქრო , წაშალო, გამაფრთხილებელი ნიშნით გადაუსვა ხაზი და გააგრძელო, ჩვეულებრივ. გაექცევი ? - არა.
არა თუ ვერა? ან რას უნდა გაექცე? სუბიექტს?
არ გაექცევი პასუხისმგებლობას, ამ ტკივილს ზურგზე შემოიგდებ ტვირთად, შენ დაიმართე. თითოეული ჟრუანტელი, ცახცახი, დაბინდული მზერა და გაორმაგებული გულისცემა - თავად არჩიე ცხოვრების მშვიდ რიტმს.
შეიძლება გაექცე ისევ საკუთარ ფიქრებს , ახლაც კი რომ კითხულობ და თვალწინ გიდგას უკანასკნელი შეხვედრა. სუბიექტს კი საერთოდ არ მიუძღვის ბრალი, არაფერში, იაზრებ ამას, ხვნეშას ამოაყოლებ თან და მიუხედავად რამდენიმე წუთის წინ წარმოთქმული გაფრთხილებისა, ხელახლა გახსნი მიმოწერას. დაგხვდება სიცარიელე, ისევ არაფერი. მოგაგონდება უთქმელი ფრაზები , შესაძლოა პანიკური შეტევაც კი დაიმართო ამდენი ფიქრით. იყვირებ? - არ გექნება სათანადო ძალა. დაეყრდნობი? - ვის? - შენს თავს.
გაწონასწორებულ ადამიანად გიცნობენ, შენ კი ღამით, ძილიც კი არ გაქვს მშვიდი.
უღმერთოდ დარჩები, არადა ოდესღაც ისე ცდილობდი ღმერთთან ახლოს ყოფნას. მაშინ ყველაფერი სხვანაერად იყო. თავს არც ლოცვას არიდებდი, ნანობდი და უმკლავდებოდი მძიმე შეცოდებებს. ახლა აღარ უარყოფ, აღარც თავს იჭერ შორს და აღარც სახელის დარქმევას ჩქარობ დანაშაულისთვის.
შეეშინდებათ, დაგინახავენ ჩამქრალს. ან, იმდენად კარგი მსახიობი აღმოჩნდები - ვერც შეამჩნევენ, რომ შენში საკუთარი მე გარდაგეცვალა და გლოვობ.
ზოგნი დაგამშვიდებენ, გეტყვიან, რომ ესმით, გაგიგებენ.
შენ მხოლოდ ცრემლებს ინატრებ, წვიმის შეგშურდება და გენდომება ბოლომდე გათელო საკუთარ სხეულში მოქცეული უცნობი არსება. სული? ნაფათურები ხელებით? რას მოუხერხებ?
მოგისმენენ და გონებაში გაუჩნდებათ კითხვა, როდის დაიწყო ეს ამბავი.
იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე თავად გაიაზრებდი, მაგრამ ვერ ეტყვი რომ ამდენად მწარე რეალობას ვერ ამჩნევდი, შეგრცხვება შენი გულუბრყვილობის.
თავიდან გსიამოვნებდა, როცა გისმენდა, ინტერესდებოდა შენით . ამინდის პროგნოზსაც კი თვითონ გაგებინებდა , შენ რომ დაეცავი წვიმისაგან. დაღლილსა და მითიშულს საკვებს გთავაზობდა, ზრუნავდა. გეღიმებოდა შენც, თუმცა ვერ ხვდებოდი რომ სწორედ მაშინ გადაწყვიტეს შენი მონადირება, თვალი დაგადგეს.
ახლაც ისე აიფარებ ხელს სახეზე, როგორც იმ დღეს, ბოლოჯერ რომ იჯექი მის კალთაში. გაგახსენდება, დღეს ან ხვალ კი არა, ყოველთვის. გეტკინება, საკუთარი ტკივილი.
ვერ მიხვდები, საიდან გეყო ძალა წამოსულიყავი მისგან, უკან არცკი შებრუნებულიყვი ისე დაგეტოვებინა. არადა, მაშინაც გინდოდა გულში ჩაეკარი, და ახლაც გინდა.
უკან არ დაბრუნდები, აღარც კი შეხედავ შენობას, საითაც აქამდე გული მოგიწევდა ...





პირველი ისტორიაა, თუკი გექნებათ სურვილი, განვაგრძობ(მივიღებ შენიშვნებსაც) <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent