შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნის ყდა


28-06-2023, 02:00
ავტორი naala
ნანახია 1 131

1941 წელი. თბილისი
აქაური მცხოვრები ტიფლისს ჯერ იდევ მოიხსენიებდნენ. ეს ქუჩები კი ბევრი რამითაა ცნობილი. გმირებით, ყაჩაღებით, არისტოკრატებით, წვეულებებით, გაზეთებით, რომლებსაც ბავშვებს უკრძალავენ კითხვას, მთვრალი ქალებითა და მოძალადე ქმრებით. სუმბათაშვილის ქუჩაზე ისმოდა ყვირილი, სიცილი, კისკისი, ტყვიის ხმებიც კი, რომლის გაგონებისას ფანჯრებსა და კარებს სწრაფად კეტავდნენ. აქაურობა მრავალფეროვნებით იყო სავსე. საშიში თუმცა პატარა ცხრა წლის გოგონასთვის ამის ხილვა მისი ერთადერთი ფანჯრიდან ჩვეულებრივ ამბად იქცა. მის წინ თითქოს შავ-თეთრი ტელევიზიიდან, ფერადში გადაინაცვლა. როგორც წინაზე ვახსენე, არა მხოლოდ ტიფლისი, სუმბათაშვილის ქუჩა ცნობილი იყო მრავალფეროვნებით.
სწორედ ამ ქუჩაში მდებაროებოდა ერთ-ერთი სახელგანთქმული ბორდელი, რომელიც XVIII-ე საკუნიდან აშენდა. წლების წინ და ახლაც, აქაურობას ქალბატონი მედეა პაპადოპულოსი ხემძღვანელობდა. ქალბატონი მედეა ტანწერწეტა, ხშირწარბებიანი, ულამაზესი სწორი ცხვირი, ოდნავი კეხით, ულამაზესი შავი თვალებითა და თხელი ტუჩებით გამოირჩეოდა. მამა ბერძენი ყავდა, დედა ქართველი. მისი ბავშვობის ისტორია არავინ იცოდა, არც თავად იყო დაკავებული თავისი წარსულის გახსენებით და სხვასთან მოყოლით. არავინ იცოდა რთული ბავშვოა ჰქონდა თუ ლაღი. იყო ერთი ულამაზესი მეძავი ქალბატონი, რომელიც დიდ პატივსცემას ბევრი მამაკაცის თვალში, თავისი მომხიბვლელობის დამსახურებით იმსახურებდა. არ ჰქონდა მნიშვნელოაბა მდიდარსა თუ ღარიბის თვალში. წარმოუდგენელია, მაგრამ არაერთხელ იყო მიწვეული მდიდარი არისტოკრატების წვეულებაზე, სადაც ულამაზესად ასრულებდა უამრავ ბერძნულ სიმღერებს.
ერთ დღესაც, როდესაც გაიგო, რომ ორსულად იყო საშინელი დეპრესიის პერიოდი დაეწყო. ამისდა მიუხედავად ამ ყველაფერს ნაყოფისთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. იჯდა თავის კაბინეტში და უბრალოდ ფიქრობდა, ფიქრობდა ბევრ რამეზე მაგალითად, ვინ იყო ბავშვის რეალური მამა? თვალები აატრიალა. კაბინეტში მასთან უამრავი დაბენული გოგონა შედიოდა და გამოდიოდა. დახმარებას ითხოვდნენ. ხან უკვე შეკვეთილი ოთახები შევსებული დახვდებოდათ, ხან კლიენტს არ გადაეხადა, ხან ჩხუბი ხდებოდა, ხანაც კი მთვრალი მამაკაცები შეურაცხყოფას აყენებდნენ გოგოებს და ა.შ.
მედეას მიზნად არასდროს ჰქონდა დასახული ბავშვის ყოლა, მითუმეტეს თავს ყოველთვის იცავდა მსგავსი შემთხვევებისგან მამაკაცთან ურთიერთობის დროს. მაგრამ გონებაში წარმოიდგენდა ხოლმე მის პატარა ხელებს, მის პატარა სხეულს, მის ტირილს, სუნთქვას, სუნს. ცალმხრივ უნდოდა შეეგრძნო როგორი იყო დედობა, მაგრამ თვლიდა, რომ არა მზად იყო, არამედ შვილისთვის დიდი წნეხი იქნებოდა დედა, რომელიც სინანულის გარეშე ყიდიდა სხეულს. ეშინოდა მისი შვილი თანატოლებს არ დაეჩაგრა. უკვე იმაზე ფიქრში იყო გადართული, რომ საკუთარი შვილი შეიძულებდა. თვალზე ცრემლი მოადგა მედეას. ყველაფრის მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა უერყო მისი ნაყოფი, მაინც იცოდა, რომ სიგიჟემდე შეუყვარდებოდა. მართალია ყველა დედას არ უყვარს საკუთარი შვილი მაგრამ მაინც, რომელ დედას არ უყვარს მისი შვილი.
მაისის თვე იყო, როდესაც მედეამ ფეხებს შორის ცხელი წყლის შეხება იგრძნო. გაჩერდა, კალამს და ფურცელს თავი მიანება და გაჩერდა. შოკურ ფონზე კისკისი დაიწყო. პარალიზებული იცინოდა, შემდეგ ღრმა სუნთქვა მოჰყვა. ისევ განაგრძო სიცილი, რომელიც კივილში გადაეზარდა. მთელი ქუჩას, მთელ ბორდელს ესმოდა მისი კივილი. და დაიბადა პატარა ქეთათო.
***
ქეთათო დედაზე ღრმად მიჯაჭვული იყო. მის გარეშე არასდროს ჭამდა, არასდროს იძინებდა. ტირილს, რომ დაიწყებდა იქვე მომსახურე გოგონები ბავშვს ვერაფრით აწყნარებდნენ. მედეასთვის რთული გამოდგა დედობა, ბავშვი თითქმის არსად უშვებდა. გოგონებთან მისი დატოვება წამითაც კი შეუძლებელი იყო. დიახ, ძნელი იყო, მაგრამ ახარებდა კიდევაც, გულს უჩქარებდა, ნუთუ ბავშვი ასე ძლიერ გრძნობდა დედასთან კავშირს. პატარა ქეთათო დედას იყო მიჯაჭვული.

***
გოგონა იზრდებოდა და მის ოჯახის წევრად დედამისის გარდა, ის გოგონები იყვნენ ვინც მანდ მუშაობდა. ხუთი უახლოესი ქალი, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო, უყვარდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.
ერთ-ერთი დერეფანში გასვლას კი მედეა სასტიკად უკრძალავდა. თუმცა ქეთათო ყურად არ იღებდა დედამისის თხოვნას. რატომ უკრძალავდა? რა იყო ისეთი საინტერესო იმ დერეფანში, რომ მედეას სახე უწითლდებოდა, როდესაც ბავშვს აფრთხილებდა. ღამე იყო. არავინ არ იდგა, რომ მისთვის შენიშვნა მიეცათ და შეეჩერებინა.
დერეფანს, რომ გასცდა, ხელმარჯვნივ ისევ უსასრულოდ დერეფანი დახვდა. პირველ კარს მიუახლოვდა და სახელური ჩამოსწია. კარებთან ეგრევე გულო დეიდა დახვდა. თვალები გაუფართოვდა , როდესაც შვიდი წლის ბავშვი ამ დერეფანში ასე თავისუფლად დადიოდა. წითელი ხალათი ტანზე მჭიდროდ მოიხვია და ქეთათოს მაჯაზე ხელი ჩაკიდა. ბავშვს სწრაფად მიათრევდა ისე, რომ ახსნა-განმარტებაც არ მოუთხოვია. მის ოთახში აიყვანა და საწოლში ჩააწვინა
- დაპირდი, რომ აღარასდროს გაივლი იმ დერეფანში! - ბავშვს შეშინებული თვალები
ჰქონდა. არ მოელოდა ასეთ მკაცრ რეაქციას უფროსებისგან.
- კარგი გულო.
მშვიდი ღამე იყო.
- გულო, რატომ არ გცალია ხოლმე დღისით? მინდა, რომ თოჯინები შენთან ერთად
ვითამაშო - ნახევრად მძინარე ქეთათომ ამოილუღლუღა. გვერდით კი გულო ეწვა და ზღაპარს უკითხავდა. მოულოდნელი კითხვის დასმისას კითხვა შეაჩერა და ბავშვს გახედა
- გულო დეიდას საქმეები აქვს ხოლმე პატარავ - თავზე მოეფერა - თან სხვა დეიდებს
არ გინდა, რომ დაუძახო მასეთ დროს?
- არა არ მინდა. ნინომ საერთოდ არ იცის, როგორ უნდა ითამაშოს. წინაზე თოჯინას
თავი მოაძრო და კინაღამ ვიტირე.
- რას იზამ ჩემო გოგო, გაიზრდები და მიხვდები ყველაფერს. ახლა მაინც დაიძინე,
ძლივს ლაპარაკობ
- რომ გავიღვიძებ ჩემთან ხომ იქნები?
- კი ვიქნები. - თავზე აკოცა. გულომ სანთელს სული შეჰბერა. თვალები მოხუჭა ორივემ.

***

ზაფხულის დილაა. გოგონას მთელი საღამო არ ეძინა. ფანჯრის რაფაზე იჯდა და ვარსკლავებს აკვირდებოდა. მითუმეტეს იმ პერიოდში ზაფხულის ღამე ძალიან ცივი იყო. აღარავის უკვირდა, როდესაც ხედავდნენ ქალაბტონებს ქუჩაში თბილი ლაბადები,რომ შემოესხათ და როგორც სჩვეოდათ წელში გასწორებულები, თავაწეული ამაყად მიაბიჯებდნენ ქუჩებს, სადაც ლამპიონებში აგიზგიზებული სანთლები ცივ ქარს ჩაექრო. ბნელოდა იქაურობა. არაფერი არ ჩანდა იმ ქუჩაზე, სადაც ნაწანვებიანი გოგონა ცხოვრობდა, თავის დედასთან ერთად. უხაროდა რომ ასეთ სიბნელში ჰქონდა შესაძლებლობა ვარსკლავები დეტალურად დაენახა. ამის გარდა, არც არავის გამოუვლია, რაც მისთვის სასიხარულო იყო, აერიდებინა უცხო ხალხის თვალი რომელსაც ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ უცნაურ გოგონას ხედავდნენ. ამის არც რსცხვენოდა, უბრალოდ დედამისისგან იღებდა შენიშვნებს. ქალბატონ მედეას ლამის გული გაუჩერდა, მისი ერთადერთი შვილი მეოთხე სართულის რაფაზე ასე თავისუფლად, რომ იჯდა.მკაცრად გააფრთხილა, რომ მეორედ ესეთი რამ არ გაეკეთებინა. მაგრამ არ ესმოდა. ამ აბავის უკან, ყოველი მოკაშკაშე ვარსკლავის უკან სჯეროდა, რომ სხვა სამყარო არსებობდა. თავში აზრად არ გაუვლიდა, რომ არა პატარა თეიმურაზ ქართველიშვილის ტყუილები.
თეიმურაზი კი ნამდვილად პატარა ჭკვიანი ქართველი გახლდათ. ქეთათოზე ერთი წლით უფროსი იყო. მისი ტყუილები ქეთათოს მიმართ მართლაც, რომ გააზრებული და შეგენბული იყო. თეიმურაზი გარდა ფრანგულისა, არითმეტიკისა და ფიზიკის მცოდნეობაში გამოირჩეოდა არამედ, უსაზღვრო ფანტაზიის უნარითა და ემოციური ინტელექტითაც იყო დაჯილდოვებული. ათი წლის ბავშვისთვის კი მართლაც ძალიან ძნელი იქნებოდა მსგავსი სწავლება, მაგრამ ყველამ კარგად იცის თუ როგორ ზრდიან მდიდრები მათ შვილებს. ეს უბრალოდ სიამაყისა და თავმოწონების ამბავია. მისი მშობლები მდიდარი არისტოკრატები გახლდნენ. ორივე მშობლები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები. ისინი ყველაზე უდარდელ მდიდრებად იყვნენ ცნობილები. ქეთათომ მისი წარმომავლობა საერთოდ არ იცოდა. დაიანახვდა ხოლმე თეიმურაზს ქუჩაში, როგორ თამაშობდა და შეურთდებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ მისი დამცირებით ერთობოდა პატარა ბიჭუნა, ქეთათო გულს ბურთის თამაშით იჯერებდა. რამდენჯერ ჰკრა ფეხი, რამდენჯერ დაუძახებია მეძავის შვილი, რამდნეჯერ მოარტყა ბურთი სახეში მთელი ძალით, რამდენჯერ მიუქსია სხვა ბავშები, რომ აბუჩად აეგდოთ, თუმცა პატარა გოგონა შეყვარებული იყო. მისი პატარა გული კი მისთვის ძგერდა სწრაფად.

***
რაც წლები გადიოდა და იზრდებოდნენ, თეიმურაზის სისატიკეც იზრდებოდა ქეთათოს მიმართ. თმები დაიწნა, ყვითელი კაბა ჩაიცვა და ბაზარში ჩავიდა ვაშლის ამოსატანად.
- მეძავის შვილო! - დაიყვირა მის უკან მდგომმა ბიჭმა - ბაზარშიც როგორ ბედავ
გამოსვლას, შენს ადგილას საკუთარი თავის შემრცხვებოდა. - უკან მიიხედა. მის წინ ფართო მხრებიანი, მაღალი, ცისფერთვალება თეიმურაზი იდგა. ცდილობდა მკაცრი გამომეტყველება შეენარჩუნებინა, მაგრამ ტუჩის კუთხეები სცემდა, რომელიც ფართოდ გაღიმებისგან თავს ძლივს იკავებდა
- რამდენი წლის ხარ თეიმურაზ? რით ვერ გაიზარდე? ეს და მხოლოდ ერთი სერიოზული
კითხვა მაქვს და სხვა დანარჩენი არ მაინტერსებს. - ზურგი აქცია და ვაშლის გამყიდველს მიუბრუნდა - წითლები შემირჩიეთ, ცოტა რბილებიც. გაუკვირდა სიჩუმე რომ მიიღო. ახლა იმასღა ფიქრობდა ამ წამს თეიმურაზს სახეზე რა გამომეტყველება ჰქონდა მასეთი, რომ პასუხი ვერ გასცა. შოკირებული იყო? ეწყინა? გაბრაზდა? ვაი თუ გაბრაზდა.
მოხუცმა გამყიდველმა თეიმურაზს ახედა. ორივე წარბები წამში ასწია, აშკარად იცნო ვინც იდგა მის წინ. თავი დახარა და ვაშლების გარჩევას შეუდგა.
- აქ შენს გამო დავდივარ. რომ გნახო. - გოგონას მიუხალოვდა და ხელებით მაგიდას
დაეყრდნო, სადაც ვაშლები არეულად იყო გადანაწილებული. ახლა ნამდვილად არ იღიმოდა უფროსწორედ, სახეზე დამცინავი ღიმილი აღარ ეტყობოდა. თეიმურაზი მხოლოდ მისი პროფილის ცქერით იყო დაკავებული.
- კარგი. - სიტყვას მოუჭირა და სწრაფად გაეცალა მის გვერდით მდგომს. ბიჭი კი არ
განძრეულა. იდგა და შეჰყურებდა.
გული სწრაფად უცემდა. უკან მოხედვისაც ეშინოდა. ეშინოდა მისი აჩქარებული გულის ცემა არ გაეგო და ამ ამაღელვებელ მომენტში მისი თეთრი ბეწვის ჩანთა დავიწყებოდა ვაშლებთან. საშინლად უჭირდა ახლა შემოტრიალება.
თეიმურაზი კი იქ იდგა, ხელში მისი ბეწვის ჩანთითა და მისი ულამაზესი ღიმილით, რომელიც გოგონასკენ იყო მიმართული.

***

- ეს გამომართვი შვილო - მედეამ გოგონას თავშალი გაუწოდა ხელთ. - კარგად შეიკარი ან
მომეცი მე შეგიკრავ.
ეკლესიის ზარმა დარეკა.
- შევიდეთ, შევიდეთ.
რამოდენიმე საათის შემდეგ ქეთათო დედამისის უკან იდგა. მედეასა და მღვდლის საუბრას ისმენდა.
- ხვალაც მოდი ახლა ხომ იცი, შენ სწორ გზას დაადექი. ილოცე, ილოცე შვილო და
ცოდვებისგან განიწმინდები
- როგორ განიწმინდება იგი ცოდვებისგან თუ სინანული არ გააჩნია? - ხელმარჯვნივ
ქალის ბოხი ხმა გაიგონა
- ქალბატონო ნინა, დამერწმუნეთ მე სინანულით სავსე ვარ, როგორც სხვა დანარჩენი
ცოდვილი. - მედეამ წარბშეკრული გასცა პასუხი, მაგრამ მისი ტონი ისევ მშვიდი იყო
- მაშინ გაწუხებდათ სინანული, როდესაც ათასი ხალხის წინ ბერძნული სიმღერებით
გვიმშვენდით ყურებს, მის მიღმა კი ხორციელს შეურაცხყოფდით - მისი ხუჭუჭა არეული თმები ხელებით გაისწორა და თავშალი უკეთ ჩამოიცვა
- მოგახსენებთ წარსულში ჩაძიება და წარსული ცოდვების სინანული ცოდვაა. მე ამას
განვიცდი, თუმცა ვცდილობ თავი დავაღწიო ამ ბნელს. ახლა მაპატიეთ, მაგრამ ჩემი შვილის წინაშე ბევრის თქმის უფლებას ვერ მოგცემთ
- თქვენი შვილი ერთ დღესაც გაიგებს რასაც სჩადიოდით, ნუთუ ამ ყველაფერს აქვს აზრი
ქალბატონო მედეა? დარწმუნებული ვარ მთელი ცხოვრება სირცხვილით ივლის, ასე კი ბავშვს ფსიქიკას დაუნგრევთ
- მოდი შევწყვიტოთ, ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის განჯის უფლება. ნინა, კარგი რაა,
ამისთვის მოხვედი გოგო? ენასაც შეუძლია ცოდვის ჩადენა. დავიშალოთ ახლა. - მღვდელმა ქეთათოს დაბნეული სახე, რომ შენიშნა მაშინვე გაჩერებისკენ მოუწოდა.
როგორც გახსოვთ უამრავი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ქეთათომ შეისმინა უფროსებისგან, რომ დერეფანს არ მიჰკარებოდა. ამ საუბრის მოსმენის შემდეგ მოსვენება დაკარგა. სახლში დაბრუნებულმა, სწრაფად გაეშურა თავისი ოთახისკენ და ფიქრი დაიწყო. გული უმძიმდა, გული ერეოდა და წუხდა. ნუთუ თეიმურაზის სიტყვები მართალი იყო. ნუთუ მართლად მეძავის შვილი იყო. ნუთუ ის დერეფანი კლიენტებისა იყო სადაც... არა, არა. მეტის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. დედამის უნდა დალაპარაკებოდა პირდაპირ, მაგრამ არ შეეძლო. არ უნდოდა თავი ცუდად ეგრძნო, რადგანაც უკვე ნანობდა მის ცოდვებს.
მთელი ორი კვირა დედამისთან ისე ატარებდა დროს თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. მაგრამ ვინ იცოდა მის გულში რა ტრიალებდა. როგორ უჭირდა და როგორ განიცდიდა. ვინ იცოდა ყოველ ღამე, როგორ ცდილობდა ტირილისას ხმა დაეხშო, რომ ხმაური არ გამოეწვია. მაშინ, როდესაც მედეას მშვიდად ეძინა იმის გააზრებით, რომ წარსულს თავი დააღწია, ცოდვებს თავი დააღწია და შვილისთვის უკეთეს ცხოვრებას აპირებდა, ქეთათო იწვა და მის წარსულში იქექებოდა. ტიროდა და მისი დამამშვიდებელი არავინ იყო. ვერც მის დეიდებს ვერ ხედავდა. ალბათ მათთან უფრო მარტივად იქნებოდა ყველაფერი.

სადილის დროს მედეამ შეამჩნია შვილის ჩაწითლებული თვალები. ხელები სწრაფად ჩაავლო შვილს სახეზე და ქუთუთოებზე ნაზად გადაუსვა. ამ ქმედების პარალელურად ქეთათოს ცრემლებმა ვერ შეძლეს ცრემლების შეკავება
- რა გატირებს ჩემო მშვენიერო?
- სიმართლეა დედა?...სიმართლეა ის ყველაფერი რასაც თეიმურაზი მიყვება?
- რა შვილო? რას გიყვება?
- ის, რომ მეძავის შვილი ვარ!
გული გაუჩერდა ლამის მედეას. ტემპერატურამ აიწია მის გარშემო. თავბრუე ეხვეოდა და გული უჩქარდებოდა. ცხოვრებაში ასე არასდროს უგვრძნია თავი. ეს რაღაც სხვა გრძნობა იყო. ბევრად მეტი ვიდრე წუხილი, დარდი, წყენა, ბრაზი, იმედგაცურება...ეს ორმაგად საშინელი გრძნობა იყო. უნდოდა იქვე მომკვდარიყო ვიდრე ენახა მისი ერთადერთი შვილის ცრემლები, რომელიც დედის გულისთვის ტიროდნენ. ნეტავ თავად მედეას უტირია ამდენი თავისი სინანულის დროს, რამდენიც ქეთათოს ლამაზ თვალებს?! სახეზე ხელი ჩამოისვა ისე, რომ ტყავის გადაძრომა უნდოდა. არ იმსახურებდა მის შვილს, მის ერთ ცრემლს არ იმსახურებდა.
დატოვა მისაღებ ოთახში მარტო. თვითონ თავის კაბინეტში ავიდა და იქიდან საათოობით აღარ ჩამოდიოდა. შვილს თვალებში ვერ ჩახედავდა. არა, არ შეეძლო. ეს ზედმეტად ძნელი რამ იყო.
ოთახში ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა.
- არაფერსაც არ გპატიობ - მედეამ თავი ასწია და შვილს შეხედა. მის წინ იდგა. თმები
გაშლილი ჰქონდა და ისევ ის ლამაზი ყვითელი კაბა ჩაეცვა - შენ უკვე აპატიე შენს თავს, მე როგორ უნდა გაპატიო ის, რაც წარსულში მოხდა. მაშინ, როდესაც არც კი ვაარსებობდი. მაშინ, როდესაც გადარჩენის ერთ-ერთ მიზნად ამის გაკეთება გიწევდა. მე შენ მიყვარხარ. ჩემი პატიება კი არაფერში გჭირდება. ხომ გესმის დედა? ხომ მიგებ?

***

გაიზარდა ქეთათო. უკვე ოცი წლის ზრდასული გოგონა გამხდარიყო. სავსე ტუჩები. დედამისივით სქელი წარბები არ ჰქონდა, თუმცა მისი სახისთვის შესაფერისი იყო. სავსე ტუჩები და დიდი წამწამები. ხორბლისფერი კანი. ისე დამშვენდდა, ისე გალამაზდა. ის უკვე დიდი გოგო იყო, დიდი იყო უსიტყვოდაც გაეგო ყველაფერი, მიმხვდარიყო და გაეაზრებინა. უკვე იმისთვისაც იყო დიდი, რომ ნამდვილი სიყვარული შეეგრძნო მის ცხოვრებაში, გაეგო მისი არსი. ამაში კი ერთი მანდილოსანი ნამდვილად დაეხმარებოდა, რომელიც კარებს უკან ისევ მისი დაჩაგვრისთვის იყო მზად.



№1  offline წევრი naala

თავი პირველი!!!!!!!!! დამავიწყდა მითითება!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent