შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვაი, სულო რომ დამაგვიანდა...


14-02-2016, 00:10
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 441

მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე ვარ...
გაცოცხლებული ყველა სტრიქონი,
ჰო, შენ გეძღვნება, ჩემო მედეა!
დროა დაემხოს იერიქონი...
ატალახდება გრძნობის ზვირთები,
ცოდვის მორევში ვიღაც გაოცდა,
ციდან წამოთოვს ფრთათეთრ ფიფქებად
ცრემლები, ღაწვებზე რომ გაცოცდა...
მკვდრეთით აღმდგარი მეცამეტე ვარ...
ჰო, დამიგდია გრძნობის საფლავი,
ჯაჭვდაფლეთილი მე პრომეთე ვარ,
კვლავ გეძებ ჩემო ცოცხლად დამფლავო.
იმ მწუხარებით უკვე ავსილა
მარადიული განსასვენები,
თმენის ფიალა იქაც ავსილა
დავბრუნდი მარად მონასვენები...
ჰო, ტრისტანი ვარ მკვდრეთით აღმდგარი
და ჩემო მარად სათაყვანებო,
კვლავ შეყრის ჟამი თუა დამდგარი,
საუნჯევ, სულში დანავანებო...
ღმერთს მოციქული ყავდა თორმეტი,
მე, მეცამეტე მოველ გვიან და
დავკარგე მოძმე თანამცხოვრები...
ვაი, სულო რომ დამაგვიანდა...
მუხლდაჩოქილი დაგინთებ სანთელს,
ჩემი ცხოვრების ბოლო მესიავ..
ვეღარ ვიხილავ მე უკვე ნათელს,
დემონთა ჯარი შემომესია.
ერთსა გთხოვ მხოლოდ, ილოცე ჩემთვის,
სანამ შენ სუნთქავ მე არ მოვკვდები,
ბედმა გვიმუხთლა, ძვირფასო, ჩვენთვის
ფრაზები იქცა უცხო ბოდვებად...
და წამომდგარი ზე მეცამეტე
ვერ გნახავ ვერსად, კვლავ იქ ჩავწვები,
რისთვისაც სხვებმა ჩვენ გაგვიმეტეს,
აყვავდებიან ისევ ანწლები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent