შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების ნაწილი


7-07-2023, 22:56
ნანახია 1 263

ახლა:
მზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე,ჰაერში ნოტიო ზღვისა და მარილის სუნი იდგა, ჩემს ყურთასმენას ტალღების ხმა საამო ჟღერადობასავით ჩაესმოდა, ვგრძნობდი როგორ ისრუტავდა ჩემი სხეული მზის სხივებს,ტალღების მიმოცვლას თან კენჭების ჩხრიალის ხმა გასდევდა ფონად.
-წყალში ჩავიდეთ,თორემ დაიწვები-თავზე წამომადგა ნინი
-ჩადი და ჩამოვალ, ნუ მიჩრდილავ მზეს-დავუცაცხანე გოგოს
-გახმი გოგო მზეზე წოლით-ამის თქმა იყო და ცოტნემ ხელში ბუმბულივით ამაფრიალა და ზღვისკენ გამაქროლა, ჩემი ხელ-ფეხის ქნევისთვის ყურადღება არ მიუქცევია
ნინი სიცილ-კისკისით გამოგვეკიდა
მზეზე დიდი ხნის წოლისგან კანი უკვე გავარვარებული მქონდა, ზღვა სასიამოვნოდ მომედო, სიგრილე მესიამოვნა,მარილის სუნმა ცხვირი ამიწვა.ის ის იყო ცხოვრებით ტკბობას ვაპირებდი ცოტნემ რო წყალი შემომასხა, სახე არ დაგეწვასო
-პატარა ბავში-ავატრიალე თვალები და ტუჩები სასაცილოდ გამოვბზიკე
სახლში მისულმა ეგრევე აბანოს მივაშურე.გრილი წყალი მესიამოვნა
-ამაღლობელი დავრჩით მარილიანები,დიდი ხანი გელოდოთ?-ქეთიმ კარზე ბრახუნი ატეხა
-აჰა გამოვედი, შედი ახლა-დავეჭყანე გოგოს
-აბა ბუტერბროდები ვის გინდათ?-ლევანი ტრიალებდა სამზარეულოში
-მე ვკვდები მშიერი-ამოიგმინა ნინიმ
-მეც რა-თვალები ჩაასაწყლა ცოტნემ
-ბარბარე არ გშია რო არ იღებ ხმას?-გადმომხედა ეჭვის თვალით ლევანიმ
-კიკი მეც მინდა-გამოვერკვიე უცბად ფიქრებიდან
-დღეს ბოლო დღეა ჩვენი ბათუმში ყოფნის,ამიტომ უარი არ მიიღება ბოლომდე ვსვავთ ყველა-ნინიმ ბრძანება გასცა და ვინღა გაბედავდა შეწინააღმდეგებას.
მე და ლევანი მაღაზიაში წავედით სასმლის საყიდლად.
-ბარბი რაღაც მოწყენილი მეჩვენები-დაკვირვებით მომაცქერდა ბიჭი
-არა უბრალოდ დავიღალე-გავიღიმე
-ყველას მოატყუებ,მაგრამ ჩემთან მასეთები არ გაგივა ქალბატონო-წარბი აწია სასაცილოდ
-უბრალოდ...-ის იყო ლაპარაკი დავიწყე,რომ თვალები ამიცრემლიანდა და ყელში ბურთი გამეჩხირა.თვალების ფახულს მოვყევი იქნებ ცრემლები შევაკავოთქო
ლევანი გაჩერდა და ჩამეხუტა.ჩემზე ორი თავით მაღალ ბიჭს როცა მივეკარი, თავი უსაფრთხოდ,ბავშვობის მეგობრის ხელებში ვიგრძენი, სლუკუნი დავიწყე, თვალები ტირილისგან სულ ჩამიწითლდა, გაჩერება მიჭირდა.
-ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ-ამაოდ ცდილობდა ბიჭი ჩემს დაწყნარებას.
-ყველაფერი კარგად ვერ იქნება,ნიკას გარეშე ვერაფერი ვერ იქნება კარგად-ამოვთქვი ძვლივს ის რაც მაწუხებდა
-ნიკა და შენ კარგად იქნებით,თქვენი მჯერა
-ხოდა სულ ტყუილად გჯერა-ცრემლები მოვიწმინდე და მაღაზიაში შევაბიჯე.
მთელი საღამო ვსვავდით. ცოტახანი დამავიწყდა კიდეც ის რომ მე და ნიკა დავსრულდით. ცოტახანი უბრალოდ ის ბარბარე ამაღლობელი ვიყავი,რომელიც ნიკას შეხვედრამდე არსებობდა,ცოტახანი ნიკას შავი თვალებიც დამავიწყდა.სასმელმა ცოტახნით ძველი დრო გამაახსენა,ნოსტალგია შემომაპარა და შემდეგ ისევ მომაწვა მოგონებების ზღვა.
.
1 წლით ადრე:
-იაო უაო,იაო უაო,დღეს სოფელში მივდივართ,იაო უაო,იაო უაო ბებიასთან მივდივართ- აქეთ იქით სიმღერით დახტოდა ნინი
-გასკდა თავი გააჩუმეთ ვინმემ ეს გოგო,რა ენერგიაზეა ამ დილაუთენია-ახლა ცოტნე მოჰყვა ქოთქოთს
-არ დაგელია გუშინ ბევრი და შენც იქნებოდი ენერგიაზე-დაეჭყანა ნინი სასაცილოდ და ასკინკილით გააგრძელა ხტუნვა
-ამაღლობელი რა ვერ მორჩი ჩალაგებას,იქ დარჩენას და გათხოვებას თუ აპირებ და მზითვები მოგაქვს გაგვაბებინე წინასწარ-ქეთი მოყვა ბოლო ხმაზე ჩხუბს
-ეჰ კარგი მეგრული ქორწილი კარგი იქნებოდა-ამოიხვნეშა ცოტნემ
-ასე მარტივად მიმეტებ?-თავში ხელი წამოვარტყი ბიჭს
-აბა წავედით?!-ლევანიმ უცბად დასტაცა ჩემოდნებს ხელი
-ბავშვებო ქადები გამოგიცხვეთ გზაში შეჭამეთ და ბუტერბოდებიც ჩავუწყე ბარბარეს-დედაჩემი გამოვიდა სავსე პარკებით ხელში- ბებო არ გადარიოთ იცოდე-შუბლზე მაკოცა და კარებში გაგვაცილა
-რო ჩახვალთ დამირეკე რა მა-ახლა მამაჩემი შეუერთდა გაცილების სცენას
-რა დღეში ხართ ხალხო პირველად მივდივარ ლიაკოსთან?!-გამეცინა
შვებულების დაწყებისთანავე სამეგრელოსკენ ავიღეთ გეზი,ჩემს სოფელში, ლიაკოსთან ანუ ბებიაჩემთან,რომელიც არა მხოლოდ ჩემი, არამედ სამეგობროს საზიარო ბებიაც გახლდათ.
მანქანაში ცხელი ნაზუქის სუნი შემოიფრქვა,სიამოვნებისგან თვალები ვჭყიტე და ნაზუქის ჭამას შევუდექი.
-ლევანი თუ დაიღალე შეგეცვლები,კარგად გამოვიძინე-გადავხედე მეგობარს
-შენ რატო უნდა შეეცვალო კაცო აქ არ ვარ?-ცოტნემ გადმომხედა მედიდურად
-ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის-ქეთიმ სასაცილოდ აატრიალა თვალები
-რაო რაო რა მინდაო?-ახლა ბიჭმა ჭყიტა თვალები
-რაო და შე ლოთო გუშინ იმდენი დალიე რისი მანქანის მატარებელი ხარ შენოო - გადაუთარგმნა უცბად ნინიმ
ჩემს სოფელს,რომ მივუახლოვდით გულმა სხვანაირად დამიწყო ძგერა. თავი მანქანიდან გადავყავი და სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქე,გარშემო ბუნების სიმწვანემ თვალი მომჭრა.
-იაო უაო,იაო უაო-წამოიწყო ნინიმ
-გთხოვთ ვინმემ ეს გოგო გააჩუმეთ-საწყლად ამოიგმინა და თავში ხელები შემოირტყა ცოტნემ
ლიაკო ეზოში გამოგვეგება
-ჩემი პატარები მოვიდნენ-ყველას სათითაოდ ჩაგვეხუტა
-მოგვენატრეთ ლიაკო და ჩამოვედით ხო ხედავ-ცოტნე გამოვიდა სიტყვით
-მეც მომენატრეთ ცოტნიკო და როგორ გამახარეთ,ჩემი ბავშვები-აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა- ნინი კიდე დაიკელი გოგო?! არ გადამრიო ძვალი და ტყავია ეს ბავშვი, ცარიელი სახელი და გვარი დარჩენილი.დროზე ახლა ხელები დაიბანეთ და შედით ცხელ-ცხელი ღომი გელოდებათ-დაფაცურდა ბებო
.
-ლევანი შემოგვიერთდი ნუ იქნები წლის უჟმური-ნინი უყვიროდა თან ცდილობდა წრეშიბურთის თამაშისას ბურთი აეცილებინა.
-გაგჭერი ნინიკო გადი დროზე წრიდან-ცოტნე გაყვიროდა ბოლო ხმაზე
-მიდი გადი პასს დავიჭერ და შემოგიყვან-გავამხნევე სიბრაზისგან და სირბილისგან აწითლებული ნინი
-წლები გემატებათ ჭკუა არა,ისევ ის პატარა ბავშვები ხართ-დაგვცინოდა ლიაკო და თან საზამთროს მოაცუხცუხებდა-შეისვენეთ და ჭამეთ იცოდეთ არ გამაბრაზოთ
-აუ ხო რა შესვენება-ხვნეშოდა ქეთი-დავიღალე ვინ ხარ ასეთი რო ვერ გაგჭერით ამაღლობელი
ის იყო საზამთროს გემრიელად მივირთმევდით,ეზოს კარი ჭრიალით რომ გაიღო და კარში ჩემი მეზობელი გამოჩნდა,რომელთან ერთადაც ყოველ ზაფხული და მთელი ბავშვობა მქონდა გატარებული.
-გიო არარსებობსს-კივილით წამოვხტი და ბიჭს პირდაპირი მნიშვნელობით შევაფრინდი
-როგორ მომენატრე ბარბი-თმები ამიფუა და ისიც მთელი ძალით ჩამეხუტა
გიორგის უკან ნანა დეიდა გამოჩნდა
-ქალბატონო ბარბარე,რომ ჩამობრძანდი ჩვენს სანახავად არ უნდა გადმოსულიყავი ერთი?-მომეხვია ქალი
-შემოდით ნანა და გიო ცივი საზამთრო გვაქვს,ახლა დავჭერი ზუსტად-ლიაკო დაფაცურდა-გიორგი როდის ჩამოხვედი ბიჭო
-გუშინ ლიაკო
-ბარბის სანახავად გადმოვირბინეთ,ხვალ გიოს მეგობრები ჩამოდიან და ისეთი ამბები მაქვს სახლში,თავიდან ბოლომდე უნდა გავაწკრიალო-ახლა ნანა დეიდა მოყვა ქოთქოთს
-ბავშვებო ეს გიორგია,ფაქტობრივად ჩემი ძმა,ცოტნე და ლევანი არ იეჭვიანოთ იცოდე-გამეცინა-გიო ესენი ჩემი კლასელები არიან ლევანი,ნინი,ქეთი და ცოტნე
.
მეორე დილით მდინარის ნაპირზე ვიყავით გაწოლილები და გარუჯვას ვცდილობდით, მაშინ როცა ბიჭები ერთმანეთს თავით ხტომაში ეჯიბრებოდნენ.
-ცოტა ფრთხილად გადახტით თორემ გაყინული წყალი სულ ზედ მესხმევა-წუწუნებდა ნინი
-რამდენს წუწუნებ ნინიკო-ამის თქმა იყო და ცოტნემ გოგონა ხელში ააფრიალა და პირდაპირ მდინარეში მოისროლა
-უხეში,უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი-ჩხუბობდა ნინი
-რა გიჟები არიან-სიცილით მომიჯდა გვერდით გიორგი-საღამოს ჩემები ჩამოდიან და გადმოდით იცოდე ნანა აკეთებს ყველანაირი დასახელების კერძს
-კიკი გეწვევით აუცილებლად,მე ნანას კერძებზე უარს როდის ერთი ვამბობდი-გამეღიმა- ჩავედი მე მდინარეში თორე მომეკიდა ცეცხლი
მდინარე გაყინული იყო, სიცივისგან კბილები მიკაწკაწებდა,ცოტნე ნინის აყვინთავებდა, საპასუხოდ კი მისგან ბოლო ხმაზე ლანძღვას იღებდა.
-სჯობდა საღამოს ჩამოვსულიყავით-დამცინოდა ლევანი-ასე მაინც არ გავიყინებოდით
-საღამოს გარუჯვა სად გაგიგია-ვბუზღუნებდი მე
ქეთი და გიორგი რაღაცაზე მთელი გულისყურით ჭუკჭუკებდნენ
.
-ლიაკო გიორგისთან გადავდივართ ჩვენ-გავძახე ქალს
-მალე მოდით არ მაძებნინოთ თავი
უკვე მოსაღამებული იყო, გარშემო ნელ-ნელა ბინდდებოდა, ჭიშკარი შევაღეთ და მკაფიოდ გავარჩიე როგორ წყვეტდა ბიჭი ხიდან მსხალს. წამებში წინ გადავხტი ბიჭს ხელი მოვუქნიე და მსხალი გავაგდებინე.
-ქურდო-დავუცაცხანე გაბრაზებულმა
ამასობაში ეზოში ნანა დეიდა გამოვიდა
-მოხვედით ბავშვებო?გაიცანით ეს ნიკაა გიორგის მეგობარი-ჩემი ჭკუით ქურდი,რომ იყო იმისკენ გაიშვირა ხელი
ბავშვებმა სიცილი დაიწყეს, მე კი ისე ავწითლდი იმ სიბნელეშიც გაარჩევდით, ჩემი ლოყების ფერს.
-შედით შიგნით და შემოვალ მეც-ნანა დეიდა კარებისკენ გაგვიძღვა,მეც თავჩაქინდრული გავყევი უკან.
სახლის კარი გავაღეთ თუ არა ჯერ უგემრიელესმა კერძებმა მომჭრა თვალი, შემდეგ ჩემს გვერდით მდგომმა გიორგის სიმპატიურმა მეგობარმა,რომელიც შუქზე უფრო კარგად შევათვალიერე,მაღალი,ტანადი და ახოვანი ბიჭი გახლდათ,შავი თმა და ამავე ფერის თვალები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.თავიდან ფიქრები გადავიყარე და გიორგისკენ წავედი,ბავშვებიც უკან მომყვნენ.
-შემოდით -გიორგი წამოხტა და ყველა დაგვსვა მაგიდასთან,მე რა თქმა უნდა, ნიკას მიმასკუპა გვერდით.ბიჭი ღიმილით მიყურებდა და თვალს არ მაცილებდა.
-ეს ბარბია ჩემი ბავშვობის მეგობარი,ესენი ბარბარეს მეგობრები არიან ნინი,ქეთი ,ცოტნე და ლევანი-შემდეგ ჩვენსკენ შემოტრილდა-ესენი ჩემი მეგობრები ნიკა და დიტო არიან.
საღამო სასიამოვნოდ მიმდინარეობდა, თან მეგრულ ღვინოს ვწრუპავდი,თან ნანას კერძებს ვაგემოვნებდი, ალკოჰოლმა ლოყები შემიფაკლა. ნინი და ცოტნე ისევ არ ეშვებოდნენ კინკლაობას, ნიკამ გიტარა მოიმარჯვა და მეც სიმღერაში ავყევი, ულამაზესი წუთები იყო, საამო მელოდიითა და ჰანგებით.
ნიკა მიყურებდა და ეღიმებოდა
-სასაცილო რა არის-წარბაწეულმა გადავხეედე ბიჭს
-ქურდი რომ გეგონე მახსენდება და მეცინება-გამომიტყდა ბიჭი გულწრფელად
-ნერვებს მიშლი ნიკა-ავატრიალე თვალები
ბიჭმა საპასუხოდ გამიღიმა.
გარეთ გავედით და ცეცხლი დავანთეთ, ზაფხულის გრილი ამინდი იყო.
-მოვკლავ ნამდვილად მოვკლავ-ნინი ჩხუბობდა ცოტნეზე
ლევანი და დიტო გაცხარებით საუბრობდნენ სამსახურის თემებზე,ორივე ეკონომიკის სფეროში მუშაობდა და საერთო ენის გამონახვაც არგასჭირვებიათ.
ქეთი გიორგის ესაუბრებოდა,თან ისე ინაზებოდა გამეღიმა.
-მოსაცმელს მოგცემ თორე გაცივდები-გადმომიჩურჩულა გვერდით მჯდომმა ნიკამ
-არ მინდა მადლობა-თვალები ავატრიალე და გაბრაზებულმა შევხედე ბიჭს.
-წავიდეთ ლიაკო გაგიჟდება,თან გველოდება ალბათ არ დაიძინებს უჩვენოდ-ლევანიმ გამომიყვანა სიტუაციიდან
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-ღიმილით გადავხედე ბიჭებს,მაგრამ ნიკას მაინც გაბრაზებული სახე შევანათე,რომ გეკითხათ რაზე გაბრაზდიო მე თვითონაც ვერ გაგცემდით პასუხს.
-მშვიდობით მიიყვანეთ ეს სახლამდე-ჭიშკარში როცა მაცილებდა გიორგიმ შუბლზე სიცილით მაკოცა და ლევანის გადააბარა ჩემი თავი. ნიკა შორიდან მიყურებდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.
-ცოტათი ბევრის დალევა მომივიდა მგონი-გავიკრიჭე და ლევანის მივეყრდენი,ბიჭმა ხელში ამაფრიალა და სახლში ისე შემაპარა ლიაკოს რომ არ დავენახე.
.
-ჩემი აზრით ნიკა მოგეწონა და იმიტომაც დაუწყე როჟების კერვა-თავზე დამაცხრა დილაუთენია ნინი
-დიდიხანი ფიქრობდი მაგაზე?დამაძინე ნუ სულელობ-ვცადე გადავტრიალებულიყავი, მაგრამ ნინისგან დაძვრენა არცთუ ისე მარტივი საქმე იყო
-პახმელიაზე ხომ არ ხარ შემთხვევით-ქეთი მომიჯდა ახლა გვერდით
-დამაძინეთ-წუწუნს ვაგრძელებდი
-ძილი თბილისში გეყოფა,ადექი გოგო ყველა მამალმა იყივლა უკვე-ახლა ცოტნე დამაცხრა თავზე
-ჩაი მზადაა-ლევანიც შემოგვივარდა
-მე რო ყავა მინდოდა-საწყალი სახე მივიღე
-ყავა თბილისში, აქ ჯანსაღად ვიკვებებით-საწოლიდან ერთიანი ძალებით წამომაგდეს ბავშვებმა
-გუშინ რა გვიანობამდე იყავით,როდის მოხვედით კი ვერ გავიგე-ქოთქოთებდა ლიაკო, თან მაგიდაზე კვერცხიან პურებს გვიწყობდა-იცოდეთ დღეს გიორგის მეგობრები დაპატიჟეთ აქეთ რო გადმოვიდნენ, საოცარ ღომს გავაკეთებ
გუშინდელმა საღამომ თავში დამკრა და თვალები საწყლად ავატრიალე.
სანამ ლიაკო საჭმელების გაკეთებას ვერ აუდიოდა, თან ქეთი და ნინი დაყვებოდნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ,ბიჭები კი უკანა ეზოს კედელს ღებავდნენ, გიორგისთან გადასვლა და ბავშვების დაპატიჟება მე ვითავე.
ჭიშკარმა შეღებისას,ჭრიალის ხმა გამოსცა,ჰამაკიდან ბიჭი გადმოწია,რომ დავენახე და შავი თვალები შემომანათა.
-შენ მოიპარები სხვის ეზოში მალულად და მერე კიდევ მე მადანაშაულებ ქურდობაში?-გაეცინა ბიჭს
-როგორ გიკითხო ნიკა-გავუღიმე ბიჭს თავაზიანად
-კარგად თავად ქალბატონო ბარბარე?
-მეც ასევე.გიორგი სადაა
-ვინ მეძებს გააჩნია-ბიჭი კიბეებზე გამოჩნდა და მოგვიახლოვდა
-ლიაკომ გიორგი და გიორგის მეგობრები უთქმელად გაჩდნენ ჩემთან საღამოსო
-მაგაზე როგორ ვაწყენინებთ,საღამოს თქვანთან ვართ.შემო ყავა დავლიოთ-შემომიპატიჟა გიომ
-იყოს მივეხმარები ბარემ ლიაკოს თორე ვერ გამოვიყვანე მთელი დღეა სამზარეულოდან- გამეღიმა
გიორგი ისევ სახლში გაუჩინარდა მე კი ჩემ გზაზე წამოვედი.
ის იყო ჭიშკარში უნდა გავსულიყავი ნიკას ხმა რომ დამეწია
-საღამომდე ბარბარე-ბიჭმა გამიღიმა
დაბნეულმა საპასუხოდ მეც გავუღიმე და ჩემი სახლისკენ მიმავალ შარაგზას გავუყევი.
.
საღამომ მშვენივრად ჩაიარა.
ლიაკო სუფრაზე ცხელ-ცხელ ღომს ამატებდა.
-როგორი კარგიცაა გიორგი ისეთი კარგი მეგობრები ყავს- უღიმოდა ბიჭებს
-რა საყვარელი ქალია,შენ ვის დაემსგავსე ასეთი უჟმური-ჩუმად გადმომიჩურჩულა გვერდით მჯდომმა ნიკამ.
-ნერვებს თუ არ ამიშლი კარგს იზავ-თვალები დავუბრიალე ბიჭს
ნიკამ საპასუხოდ გამიღიმა.
ნინიმ კი წარბაწეული მზერა შემომანათა.
-დამალობანა ვითამაშოთ-გამოვთქვი იდეა
-დათვერი ბარბი?-გაეცინა ცოტნეს
-აუ ვითამაშოთ რა-ახლა ნინი შემომიერთდა და ერთიანი ძალებით ქეთიც ავაყენეთ სკამიდან.
-თანახმა ვარ-წამოხტა გიორგი- მთელი ბავშობა მაგით ვერთობოდით მე და ბარბარე
-ხო კარგით ამიყოლიეთ-ახლა ლევანი წამოდგა და ცოტნეც მოყვა უკან
ნიკამ ამ შანსს როგორ გამოვტოვებო და დიტოსაც წამოდგომისკენ უბიძგა.
ისეთი სიბნელე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდით,მაგრამ მე სხვებთან შედარებით პრივილეგია მქონდა,სულ ზეპირად ვიცოდი ყველა კუთხე და კუნჭული.
ჩუმად უკანა ეზოში მივიპარებოდი სადაც კარგი სამალავი მეგულებოდა,ჩემს უკან მომავალი ფეხის ხმა რომ გავიგე.შემოვტრიალდი და ჩემს უკან მომავალ ნიკას შევასკდი მთელი ძალით.
-ყველგან შენ შეიძლება იყო?-ვუთხარი მობეზრებულმა
-აქაც მე ვარ,იქაც მე ვარ იმიტომ რომ მზე ვარ მზე ვარ...-წაიღიღინა ბიჭმა
საპასუხოდ პირზე ხელი ავაფარე.
-თუ გვიპოვეს შენ გამო მოგკლავ გეფიცები-ავატრიალე თვალები
ღობეზე გადავძვერი და იქვე მდგარი ძველი ფარდულის კარი ჩუმად შევაღე, ნიკამაც იგივე მოქმედება გაიმეორა და უკან მომყვა.
-ნუ მომყვები-ჩავიდუდღუნე
-სამალავები შენზე უკეთ ვის ეცოდინება, სად მიშვებ-გამიღიმა და ფარდულში შეაბიჯა
-აქ ადრე ეზოს სამუშაო იარაღებს ინახავდა ბაბუაჩემი,ახლა აღარ ვიყენებთ -თვალი მოვავლე ხისგან შეკრულ ფარდულს,ხელით მტვერი გადავფერთხე და იქვე მდგომ ხის მაგიდაზე შემოვსკუპდი,ნიკამაც იგივე გაიმეორა და გვერდით მომიჯდა.
სასიამოვნო გრილმა სურნელმა ამიწვა ცხვირი.
-ასე ჩუმად ჯდომას აპირებ?-გადმომხედა ბიჭმა წარბაწეულმა
-აბა ვოკალური ნიჭით დაჯილდოებული შენ ხარ აქ და შეგიძლია იმღერო- დავეჭყანე საპასუხოდ
-შენც მშვენივრად ღიღინებდი, შეგიძლია ამყვე, ერთად კარგი დუეტი ვართ
გამეღიმა-სანამ ქულას არ მოგვცემენ აქედან გამსვლელები არ ვართ იცოდე
-არის სერ-შავი თვალები შემომანათა.
საუბრის წამოწყებაც ნიკამ ითავა
-მეგრული გვარი არ გაქვს,სოფელი კი სამეგრელოში გაქვს?-ჩაფიქრებული სახე მიიღო ბიჭმა
-დედის მხრიდან ვარ მეგრელი,ლიაკო დედაჩემის დედაა-ავუხსენი ბიჭს
არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ფარდულში,მაგრამ ყველა თემაზე საუბარი მოვასწარით.
-ახლა ჩემი კითხვის ჯერია, საყვარელი სეზონი?-ინტერსიანი მზერა მომანათა ნიკამ
-ზაფხული-თვალები პატარა ბავშივით გამიბრწყინდა- მზის სხივები რომ მელამუნება ვგიჟდები. ჰაერში ნოტიო სურნელი რომაა გაფრქევული. ზღვაზე და მდინარეზე ხომ საერთოდ, წყალი ჩემი სტიქიაა.
-მე ზამთარი მირჩვენია, გაყინული,რომ შემოხვალ და ბუხარს მიუჯდები
-ზამთარივით ცივი ხარ და გაუგე ალბათ-წარბები სასაცილოდ მოვჭმუხნე
-დიდხანს გაგიგრძელდა დატკბობა, დაბრუნდა ჩხუბისთავი ბარბარე-ღიმილის დროს ლოყა ჩაეტეხა
-სად ნახე ჩხუბი-ახლა უარესად დავუბღვირე ბიჭს
-ჩხუბის დროს მაგ წარბებს,რომ სასაცილოდ ჭმუხნი მაშინაც ძალიან საყვარელი ხარ ბარბი-შავ თვალებში ჩაძირვას არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი გავაგრძელებდი, ნინის წიკვინს რომ არ დავებრუნებინე რეალობაში
-ქულა გაქვთ ნიკა და ბარბარე, ჩამეხლიჩა ხმა ამდენი კივილით,იქნებ დამდოთ პატივი და გამოხვიდეთ
-გავიდეთ-ამოვილუღლუღე დაბნეულმა და მოთამაშეებს დავუბრუნდით
ნინი ისეთი სახით მიყურებდა ვიცოდი დაკითხვას ვერ ავცდებოდი.
გვიანი იყო ბიჭები,რომ წავიდნენ.
საწოლში შევწექი და გადასაფარებელში გავეხვიე. ნიკას სიტყვები მიტრიალებდა თავში.
უცბად ნინი წამომადგა თავზე ჩაიწიე გვერდზეო,ნინის ქეთი მოყვა.
-არაფერი არ ხდებოდა უბრალოდ ვსაუბრობდით-ვიმეორებდი მეათიათასეჯერ
-არა შენ მე ვინ გგონივარ? ასე მარტივად ვერ გამაცურებ ამაღლობელო- ქოთქოთებდა ნინი
-დაანეებე თავი არ გვეუბნება ნუ გვეუბნება, ჩვენ ხომ მაინც ვიცით მანდ,რომ კუპიდონია გარეული-ქეთი აყვა ბუტბუტში ნინის
-სულელები ხართ-დავიწყე სიცილი, გოგოებიც ამყვნენ და ღამის სიჩუმეს მარტო ჩვენი კისკისი აფრთხობდა.
.
მზეს ვეფიცხებიდი, როცა ზაფხულის გრილ სურნელს ნიკას გრილი სურნელი შეერია, უცბად მზე ვიღაცამ დამიჩრდილა,თვალები მოჭუტვით გავახილე. წამის მეასედში ნიკამ ხელში ამაფრიალა და მდინარეში განიზრახა ჩემი სროლა. ბიჭს მთელი ძალით ჩავებღაუჭე და მდინარეში ჩაგდებისას თან გავიყოლე.
-თავხედო-დავუწყე ჩხუბი
სხვები კი სიცილით გულს იოხებდნენ
ნაპირისკენ გავცურე და ის იყო უნდა ავსულიყავი,ნიკამ რო წელზე მომკიდა ხელი და უკან მდინარის შუაგულში გამიყოლა
-ნერვებს მიშლი მაჩაბელო-გაბრაზების ნიშნად ცალი წარბი ავწიე
-ჩემი გვარიც გაგიგია ამაღლობელო-გამიღიმა,როგორც იცოდა ისე
-ხელს გამიშვებ თუ ჩაგარხრჩო აქვე
-ეს მეგრული გენები მაინც თავისას შვრება, ნუ გაკაპასდი-გამიცინა ბიჭმა, ამის თქმა იყო და ნიკა მთელი ძალით ჩავაყურყუმელავე წყალში
-ეგ მეგრული გენები იქნება რო მოგისპობს სიცოცხლეს-ნიკას გაბრაზებული მზერა შევანათე და ნაპირისკენ გავცურე
არ გამომკიდებია,თმას ისწორებდა და თან ღიმილით თვალს არ მაშორებდა.
ნაპირზე ასული პირსახოცში გავეხვიე.
-ჩემი აზრით ჩემი ძაკაცის გული მოიგე-დიტომ გადმომხედა
-ნუ სულელობ, რაც აქაა ჩემი ნერვების მოშლის მეტი არაფერი გაუკეთებია-თვალები ავატრიალე
-ხოდა მეც მაგას გეუბნები-გაეცინა
-შენ კარგი ბიჭი ხარ, გიორგიც და იმას რას სჭირს ერთი
დიტო ღიმილით მიყურებდა ხან მე და ხან ასევე ღიმილით ჩემკენ მომზირალ ნიკას
-სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო, თუ როგორააო
-დიტო ის ხო შემომაკვდება და ზედ მიგაყოლებ იცოდე-თვალები დავუბრიალე ბიჭს
-რას მიშინებ ამ ძმაკაცებს-გიორგი მომიჯდა გვერდით
-რას უბრიალებ მაგ შენ დიდ თვალებს ჩემ დაქალს?-წარბი ავწიე
გიორგი კი დაიბნა, გაწითლდა ,ადგილზე გაშრა და თან ცალი თვალი ქეთისკენ გააპარა.
-თუ დახმარება დაგჭირდა მე აქ ვარ, ორივესთვის საუკეთესო მემეტება და კი ჯდებით ერთმანეთის გემოვნებაში
გიორგიმ ლოყაზე მაკოცა
-ყველაზე მაგარი ხარ ბარბი
.
ჰამაკში ვიწექი და წიგნს ვკითხულობდი,სიუჟეტმა ისე ჩამითრია ვერც კი მივხვდი ლევანი რომ მომიჯდა გვერდით.
-ამოყავი თავი წიგნიდან ბარბი
-ვაიმე როდის მოხვედი,ვერ გავიგე-წიგნი დავხურე და ლევანისკენ შევტრიალდი
-მოკლედ შენ არ იწყებ ლაპარაკს გელოდები გელოდები და გელოდები და დავიწყო მე?!-გამომცდელად შემომხედა ბიჭმა
ლევანი ის განსაკუთრებული ადამიანი იყო ჩემი მუდმივად და უთქმელად რომ ესმოდა. ხანდახან რაღაცის თქმის საჭიროებას არც კი ვგრძნობდი ,რადგან ვიცოდი უთქმელადაც იცოდა,ხანდახან კი ჩემზე ადრე ხვდებოდა იმას რასაც მე გვიანღა დავუშვებდი ხოლმე ჩემს გონებაში.
-ნიკა
-რა ნიკა-გაკვირვებული მზერა გავაპარე ჭიშკრისკენ
-აქ არ არის, ტყუილა აცეცებ მაგ დაჭყეტილ თვალებს-ჩაეღიმა-ნიკა მოგწონს ბარბარე და იმასაც მოსწონხარ
-ნუ სულელობ მეგობრები ვართ-ავატრიალე თვალები მობეზრებით
-მეგობრები?!-გაეცინა-ბიჭს თვალები ისე უელავს სიხარულისგან,რომ გიყურებს,პირდაპირ სიხარულის ნაპეწრკლებს ყრის და შენც არ აკლებ ქალბატონო. ოცდაოთხი სააათი რომ კატა-თაგვივით ჩხუბობთ მაგაზე ხომ აღარაფერს ვამბობ
-არა, არანაირი მე და ნიკა-უარზე ვიდექი
-რას ჭორაობ ჩემზე ამაღლობელო?-ნიკამ და დიტომ შემოაღეს ჭიშკარი
ლოყები წამის მეასედში ამიღაჟღაჟდა,ლევანის სიცილი წასკდა.
-გლანძღავ-ბიჭს თვალები დავუბრიალე,ლევანისაც არ დავაკელი და სახლში შევვარდი.
ფანჯრიდან გავიჭყიტე ბიჭები გამალებით იცინოდნენ რაღაცაზე.
-ბარბარე ამაღლობელო ამიხსენი აქ რა ხდება და რატო უთვალთვალებ „მისტერ უსიმპატიურეოსობა-არაფერი არ ხდება-ნიკას“-თავზე დამაცხრა ნინი
შიშისგან შევკრთი,ნინის თვალები დავუბრიალე.
-გული გამიხეთქე.მე კი არა ქეთევანს მოკითხე რას უბრიალებს იმ დიდ თვალებს ჩემ გიორგის-ქეთიმ მთელი ხმით შეიცხადა,მაგრამ უკვე გვიანი იყო ნინი ჩემგან ქეთიზე გადაერთო და ამოსუნთქვა არ აცალა გოგოს. თავზე დააცხრა და იმდენი კითხვა მიაყარა, ყველაფერზე პასუხს სანამ გასცემდა მთელი საღამო არ ეყოფოდა გოგოს.
ბიჭებთან გავედი,გიორგი და ცოტნეც შეერთებულიყვნენ და გაცხარებით განიხილავდნენ ფეხბურთს.
-ყავას დალევთ?
-ოქრო ხარ ბარბი, შენ რომ იცი ისეთ ცივ ყავას თუ გაგვიკეთებ კიდე უფრო ოქრო იქნები- მუდარით სავსე თვალებით შემომანათა ცოტნემ
-მლიქნველო-დავეჭყანე ბიჭს
სამზარეულოში ვფუსფუსებდი,კარი ჭრიალით რომ გაიღო
-მითხრეს,რომ აქ გიპოვიდი-ნიკას მომღიმარი სახე შემრჩა ხელთ
-დახმარების შემოთავაზებას აპირებ?-გამეცინა
-ჯერ შენ გაკეთებულ ყავას გავსინჯავ,ჩემსას მერე გაგასინჯებ-თვალი ჩამიკრა ბიჭმა- უხდები სამზარეულოს
-ამოღერღე მაჩაბელო რისთვის მოხვედი თუ ჯერ ვერ ამოგეწურა კომპლიმენტების მარაგი
-ვაიმე სულ დამავიწყდა, ბიჭებმა გამომიშვეს ბარბის უთხარი კარტი მოგცესო
მისაღებში გავედი და ნიკაც გამომყვა კუდში.კარტი თაროდან ჩამოვიღე და ბიჭს მივაწოდე.
-გმადლობთ-ის იყო გასასვლელისკენ დაიძრა,უცბად რომ შემოტრიალდა მაჩაბელი- და რომ იცოდე შენთვის კომპლიმენტების მარაგი არ ამომწურვია,მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დრო გვავქვს წინ-ლოყაზე ნაზად და ჰაეროვნად მაკოცა
-უკაცრავად?-შევხედე გაკვირვებულმა
ნიკამ ჩაიცინა და კარში გაუჩინარდა.
ნინიმ და ქეთიმ ისეთი ფხუკუნი ატეხეს,ვიცოდი ამათი ყბიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდოდი.
.
მთელი საღამო ჯოკერს ვთამაშობდით. მე და ნიკა წყვილში ვიყავით.
-თუ წავაგეთ მოგკლავ-ვჩხუბობდი და ბიჭს თვალებს ვუბრიალებდი
ამ დროს ლიაკო გამოვიდა, ხილი მოგვიტანა დაჭრილი
-რა დღეში ხარ ბარბარე,სტუმარს როგორ ემუქრები,თან რო არც სცხვენია -თვალები დამიბრიალა ლიაკომ
-ქალბატონო ლია მავიწროვებს თქვენი შვილიშვილი-დაჩაგრული სახე მიიღო ნიკამ
-ლიაკო დამიძახე, რა ქალბატონი ,ნიკა არ გრცხვენია?-ახლა მე გადმომხედა ბებიაჩემმა- ბარბარე დაანებე საწყალ ბიჭს თავი
ბავშები სიცილით კვდებოდნენ, მე კი გაბრაზებული ვაბრიალებდი თვალებს.
წაგებას ვერ ვიტანდი, აბა თქვენ წარმოიდგინეთ რა რექცია მექნებოდა,მე და ნიკამ რო წავაგეთ და თან მაღაზიაში გაგვიშვეს, სურვილის შესასრულებლად.
ფეხით მივუყვებოდით ჩაბნელებულ შარაგზას, სოფლის მყუდროებას მარტო ძაღლების გაბმული ყეფა არღვევდა.
-ნუ მიბრაზდები რა ბარბი-ტუჩები საწყლად ამოაბრუნა და პასუხის მოლოდინში შავი თვალები შემომანათა ნიკამ
-ნუ ლაპარაკობ,თორე უფრო ნერვებს მიშლი და იცოდე ჩაგმარხავ აგერ ფაცაციების კარების წინ
-შენი ბრალიც იყო,მარტო მე კი არ წავაგე-აქეთ შემომიტია მაჩაბელმა
-აუ ნიკა შემომაკვდები
-ლიაკოს ვეტყვი,რომ მჩაგრავ
ბიჭს გაბეზრებულმა შევხედე,ამასობაში მაღაზიასაც მივუახლოვდით,ბავშვების დაბარებული სასუსნავები ვიყიდეთ და სახლისაკენ გზას გავუდექეით.
-როდის აღიარებ,რომ სინამდვილეში მოგწონვარ და რეალური გრძნობის დასაფარად მეჩხუბები-შავი თვალები შემომანათა ბიჭმა
-თავი რამეს ხომ არ მიარტყი მაჩაბელო?-მთელი ხმით გამეცინა
- კარგი მაშინ მე დავუშვებ ჩემს თავდაცვით სისტემას პირველი და გამოგიტყდები-გულმა ისე ჩქარა დამიწყო ფრიალი,შეიძლებოდა მინი ინფარქტი მიმეღო იქვე-მომწონხარ ბარბარე,თან ძალიან,ვიცი გულის სიღრმეში შენც მოგწონვარ,ამიტომ მოთმინებით დაგელოდები-ბიჭმა ლოყაზე მაკოცა და ჩემი ეზოს ჭიშკრის კარში ჯერ მე შემატარა,შემდეგ კი უკან მომყვა.
-რა სახე გაქვს მოჩვენება დაინახე ბარბი?-გადმომიჩურჩულა ლევანიმ
-უარესი მგონი-ამოვილუღლუღე ჩუმად-მერე გეტყვი
ნიკა ჩვეული სილაღით მიყურებდა,თვალებში ჭინკები უხტოდნენ,მისი გრილი სუნამოს სუნი კი ცხვირს მიწვავდა,სავსე მთვარე დაგვნათოდა,ცა კი ათასფერი ვარსკვლავებით მოჭედილიყო.“ ნიკას მოვწონვარ,ნიკას მოვწონვარ,ნიკას მოვწონვარ...“ჩემი ტვინი მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა და გადახარშვა უჭირდა.
.
ჩანჩქერის სანახავად მივდიოდით მეორე სოფელში.ჩემს ანარეკლს თვალს ვავლებდი სარკეში,ნინი რომ დამაცხრა თავზე
-არ მოგიტაცოს ნიკოლოზმა მეშინია,ისე ლამაზად გამოიყურები ქალბატონო-ეშმაკური ღიმილი შემომანათა
-ნინი გამასწარი ახლა-დავუბრიალე გოგოს თვალები
-რაც აქ ჩამოვედით სულ რატო გვეჩხუბება ეს გოგო გამაგებინეთ ვინმემ-ამოიდუდღუნა ცოტნემ
-ჩვენზე იყრის იმ მიჯნურის ჯავრს-ქეთიმ ამოილაპარაკა სასხვათაშორისოდ
-შემომაკვდებით იცოდეთ-შემოვტრიალდი სიბრაზისგან აპილპილებული
კარის კუთხეშ ნიკას მაღალი,ტანადი და ახოვანი სხეული გამოჩნდა, თავისი ეშმაკური ღიმილი შემომანათა.
-მე მეგონა მარტო მე მეჩხუბებოდი,თურმე ბუნებრივად კაპასი ყოფილხარ ქალბატონო ბარბარე-ჩაიცინა,თვალებში ჭინკები აუთამაშდა,ვიცოდი მიწვევდა,ხოდა მეც მეტი რა მინდოდა.
ბიჭს უკან დავედევნე,ყველა ქვეშ-ქვეშად აპარებდა ჩვენსკენ თვალს...
-ლამაზად გამოიყურები ბარბი-გადმომიჩურჩულა უკვე მანქანაში ჩასხდომის მერე, ჩემს გვერდით მჯდომმა ნიკამ.
-შენც არაგიშავს-დავეჭყანე ბიჭს
მანქანაზე მჯდომმა გიორგიმ ეჭვის თვალით გადმოგვხედა.
ჩანჩქერი ულამაზესი იყო,ირგვლივ დიდ ლოდებს ხავსი მოსდებოდა,წყლის ხმა სხვა ყველა ხმაურს ფარავდა.
-რა ლამაზია-ჩანჩქერის სილამაზით ტკბობას განაგრძობდა ქეთი, გიორგი კი მისი სილამაზით ტკბობას დასჯერდა.ჩამეღიმა.
ნიკამ რაღაც უთხრა გიორგის,ჩანჩქერის ხმის გამო გამიჭირდა კარგად გაგება,გიორგიმ კი გაბრაზებულმა გადმოხედა.თვალებმოჭუტული მივშტერებოდი ამ ორის საუბარს და ამაოდ ვცდილობდი ყურის დაგდებას.
-დიტო-გვერდით ამოვუდექი ბიჭს
-იცი რომ საიდუმლოებებს ვერ ვინახავ და გინდა გამომტეხო ხო?-სახე აეწურა ბიჭს
-დიტო -თბილად გავუღიმე და ეშმაკური მზერა შევანათე
-კარგი ხო, გუშინ შენ გამო იჩხუბეს.გამოაცხადა ვაჟბატონმა ბარბარე მომწონსო და იმანაც კარგი მუშტი უთავაზა.
გაკვირვებისგან თვალები ვჭყიტე.
-ნორმალურები არიან?
-ახლა არ ჩამიშვა იცოდე,თორე აღარაფერს გეტყვი-მუდარით სავსე მზერით გადმომხედა დიტომ-თან შერიგდებიან,აცალე ცოტახანი.
ჩანჩქერის წინ წყალი დაგუბებულიყო,მაიკა და შორტი იქვე დავდე და წყალში ჩავედი, წყალი გაყინული იყო,სიცივემ მთელ სხეულში დამიარა, ნიკას გავხედე,თვალებში სიკეკლუცე შეპარვოდა და ნაპირიდან მადევნებდა თვალს.
-თქვენი ქიმიით და მუხტით თუ არ დაგვწვავთ და დაგვბუგავთ პატივსაცემ მარტოხელა საზოგადოებას კარგს იზამთ-გადმომიჩურჩულა ნინიმ. რას გამოაპარებდით,ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა.
ნაპირზე პლედები გავშალეთ,ჩანჩქერისგან წამოსული გრილი ნიავი და მზის სხივები სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს,თან ლიაკოს გამოტანებულ გემრიელობებს ვაგემოვნებდით.
-პირზე რაღაც გისვია-ნიკა ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩის გვერდით ცერა თითით მომაშორა-ჭამა არ იცი ამხელა გოგომ-გაეცინა
დავდნი,ელექტროობამ და მუხტმა მთელ სხეულში დამიარაა,ჩემი დიდი თვალები კიდევ უფრო გამფართოვებოდა. ძვლივს მოვეგე გონს და ჩემს თავს შევძახე საპასუხოდ რამე მწარე რეპლიკა დაუბრუნეთქო.
-ჩემი ტუჩების ყურების გარდა სხვა საქმე არ გაქვს მაჩაბელო?-გადავჩურჩულე ბიჭს,თან კბილები ტუჩებზე წავაპოტინე.
ნიკას ჯერ გაკვირვება დაეტყო,მერე კი შავი თვალები სიკეკლუცით აუთამაშდა.
-იმდენს ნუ იზამ,რომ აქვე ჩაახრჩოს გიორგიმ ეგ შენი ნიკა-გადმომიჩურჩულა ლევანიმ
გიორგი მართლაც წარბაწეული გვაკვირდებოდა.
მდინარეში ჩასვლა გადავწყვიტე,ბიჭები ნაპირზე დავტოვე,გოგოები იქვე ფოტოებს იღებდნენ.
-ფრთხილად ფეხი ცურავს მანდ ბარბი-გადმომძახა დიტომ და უცბად ვიგრძენი,როგორ გამისრიალდა ფეხი,ვეღარ დავიმორჩილე ტანი,პირდაპირ ჩასავარდნისკენ მიმაქანებდა წყლის ნაკადი,ცხოვრებამაც კი ჩამიარა თვალწინ,სანამ ძლიერი მკლავების მოხვევა ვიგრძენი.გრილმა სურნელმა თავი მშვიდად მაგრძნობინა.
-აქ ვარ,გიჭერ-ჩამჩურჩულა ნიკამ ყურში
ნაპირზე ამომიყვანა
-თხაჯანა,რომ დაიბადები,სად დაძვრები ამაღლობელი-ბუტბუტებდა ცოტნე
ბავშვებს ფერი არ ედოთ სახეზე.
-მადლობა-გადავხედე ნიკას და ამოვილუღლუღე,როცა თავი ნაპირზე უსაფრთხოდ ვიგრძენი და ხელი გავუშვი.
სახლში მისულები ბიჭებს დავემშვიდობეთ.ეზოში მივდიოდი გიორგი,რომ დამეწია.
დიტო და ნიკა მანქანიდან ყურადღებით გვაკვირდებოდნენ.
-მოგწონს?-მკითხა გიორგიმ
-ვიზე მეკითხები?-გავიკვირვე,ვითომც და არაფერი არ ხდებოდა ისე
-ბარბი მშვენივრად იცი ვიზე გელაპარაკები-ცალი წარბი ასწია ბიჭმა
ნიკა ღობის იქიდან თავის დიდ შავ თვალებს არ მაშორებდა
-არ ვიცი-ავხედე გიორგის დაბნეულმა
-მე კი მგონია,რომ ძალიან კარგადაც იცი-ჩაეღიმა,თმები ამიჩეჩა და ის იყო წასასვლელად გაემზადა,ჩემსკენ,რომ კიდევ ერთხელ შემოტრიალდა-კარგი ბიჭია ნიკა. „ორივესთვის საუკეთესო მემეტება და კი ჯდებით ერთმანეთის გემოვნებაში“-გაიმეორა ჩემი სიტყვები,თან თვალი ჩამიკრა და ჭიშკარში გაუჩინარდა.
.
თვალები ჭერისთვის გამეშტერებინა და ამაოდ ვცდილობდი დაძინებას,არაფერი გამომდიოდა. აქეთ-იქეთ ბორგვას მოვყევი,ვწრიალებდი,მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. ამ დროს ტელეფონის ვიბრაცია გაისმა.
„გძინავს?“ ,ნიკას მესიჯი დამხვდა.ჩამეღიმა რამდენიმე წუთი მოთმინებით ველოდე და პასუხის გაცემას შემდგომ შევუდექი.
„ვერ ვიძინებ“
„ვერც მე“-მალევე პასუხმაც არ დააყოვნა „გინდა გავისეირნოთ?“ მეორე მესიჯი მოყვა პირველს.
„ამ შუაღამეს მაჩაბელო?გინდა მეზობლების ყბაში ჩამაგდო?“
„სულ ცოტახნით,მეზობლები ვერაფერს გაიგებენ,ფეხაკრეფით ვისეირნოთ“
„კარგი ხო“
„10 წუთში ჭიშკართან დაგელოდები“
ღამის სიჩუმეს მარტო ჩემი გულის ბაგაბუგის ხმა არღვევდა.ნინის და ქეთის მშვიდად ეძინათ. საწოლიდან ფეხაკრეფით წამოვდექი და პირველივე შემხვედრი ტილოს სარაფანა გადავიცვი. ტელეფონი ავიღე და კარისკენ თითისწვერებზე მოსიარულემ მივაღწიე უხმაუროდ,ის იყო კარის ჭრაჭუნის ხმის ჩახშობას ვცდილობდი, ნინიმ რო წამოყო თავი.ჯერ თვალებმოჭუტული მომაქცერდა,მე დამნაშავესავით აწურული ვიდექი,დანაშაულის ადგილას,რომ წაასწრებენ ზუსტად ისე.
-იცოდეს ლიაკომ სად მიდის თავისი პატიოსანი შვილიშვილი ამ შუაღამისას-თავი გადააქნია- მომიკითხე ნიკოლოზი.ბევრი არ იცელქოთ იცოდე.
-მიგასიკვდილებ ნინი-გოგოს დავეჭყანე და კარში გავუჩნარდი.
ჭიშკარი შეძლებისდაგვარად უხმაუროდ გავაღე.ნიკა იდგა და მიღიმოდა,ამ სიბნელეშიც გაარჩევდით როგორ უელავდა შავი თვალები.
-მეგონა გადამაგდე-ჩაეღიმა ბიჭს
-ნინიმ წამაიჭირა გამოპარვისას,მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ მაგის ყბიდან-ამოვიხვნეშე
მდინარისკენ სეირნობით წავედით. ღამის სიმშვიდეს მარტო ჩვენი ფეხის ნაბიჯების და ალაგ-ალაგ ძაღლის ყეფის ხმა არღვევდა. გზაში ყველანაირ თემას შევეხეთ და ვისაუბრეთ.
-ბავშვობაში გამოვიპარეთ მე,გიო და ბავშვები მდინარეზე შუაღამეს.ბიჭები ხტებოდნენ და ბანაობდნენ,გოგოები არ ჩადიოდნენ.მარტო მე გავრისკე და ჩავხტი,სახლში კბილების კაწკაწით ავედი,ლამის შემოვაკვდი ლიაკოს-გამეცინა მოგონების გახსენებაზე
-მე კი არასდროს მიბანავია ღამით მდინარეში-მაცდური სახე შემომანათა ნიკამ
-არა,არა ახლა ჩასვლა არც კი იფიქრო.
-მე კიდევ უფრო გამბედავი და უშიშარი მეგონე-სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ნიკამ
-ცდილობ დამიყოლიო,მაგრამ ვერ მოგართვი
-თუ არ შეგიძლია არ გაძალებ-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-ნიკა გცემ
-სულ ცემაზე და ჩხუბზე როგორ იწევ?!კაპასო-თვალები აატრიალა ბიჭმა
ბიჭს ხელი ვკარი,მაგრამ ნიკა რისი ნიკა იყო თან რომ არ გავეყოლებინე და ორივე ასე აღმოვჩნდით მდინარის გაყინულ წყალში.
წყლიდან ამოვყვინთე,სველი კაბა ტანზე მომტმასნოდა,სიცივისგან ვცხაცხახებდი. ნიკაც ასეთივე დღეში იყო მაიკა და შორტი წყლით ჰქონდა გაჟღენთილი და ტუჩები მასაც გალურჯებოდა.უცბად ორივეს სიცილი აგვიტყდა.ბოლო ხმაზე ვხარხარებდით. იქაურობას მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა. თვალები ორივეს სიხარულისგან გვიელავდა.
-ბარბარე-ნიკას სახეც და ხმა დაუსერიოზულდა
-გისმენ ნიკა-ჩამეღიმა
-არ ვიცი შენნაირი კაპასი რამ მომაწონა,მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო ვგიჟდები შენზე.
ნიკასკენ წავიწიე და მთელი ძალით ვაკოცე,ნიკაც ამყვა.გაყინულ წყალში ერთმანეთს ვეკვროდით და საერთოდ ვერ ვგრძნობდით სიცივეს.
-ჩემი აზრით მაგარ შარში გაყავი თავი და ვერ ხვდები მაჩაბელო-გამეცინა
-ეს მეგრული და კაპასი გენები იქნება რო დამღუპავს ხო?
-ზუსტადაც-გამეცინა
სახლში სულ გალუმპული მივედი,ნიკამ გზა გააგრძელა,მე კი ფეხაკრეფით შეპარვა დავიწყე.
-ამ შუაღამეს სად დადიხარ და მოიცა სველი ტანსაცმელი რატომ გაცვია?-ლევანი მიყურებდა გაკვირვებული ძილბურანში მყოფი,რომელიც წყლის დასალევად ამდგარიყო.
-ხვალ ვილაპარაკოთ-ბიჭს ლოყაზე ვაკოცე და ოთახისკენ ფეხაკრეფით მსვლელობა გავაგრძელე
.
დილაუთენია ყველა თავზე დამახტა და ერთიანი ძალებით გამაღვიძეს.
-მეძინება.დამაძინეთ რა-ვწუწუნებდი ამაოდ
-შუაღამეს პაემანზე რო წატრაშუნდი მაგაზე მაშინ გეფიქრა-ნინიმ ჩამკივლა ყურში
-სანამ ყველაფერს არ მოგვიყვები თავს არ დაგანებებთ იცოდე-ახლა ქეთიმ გააგრძელა მუქარა.
-მითხრა რომ მოვწონვარ და მეც ასევე ვუთხარი,რომ მომწონს დამანებებთ ახლა თავს?- ამოვიდუდღუნე
-რაო??-შეიცხადა ნინიმ
-ამ აუღებლ ციხესიმაგრეს თუ ვინმე აიღებდა რას ვიფიქრებდი-ჩაილაპარაკა ცოტნემ
-აღსანიშნი ამბავია- წამოხტა ქეთი
-სულ გალუმპული რატომ იყავი?-ჩუმად ჩამეკითხა ლევანი,მაგრამ თქვენ ნინის რამეს გამოაპარებდით?!
-მდინარეში ჩავაგდე და გადამიყოლა
-თხაჯანა-ამოილაპარაკა ცოტნემ
-რა რომანტიკულია-ხითხითებდა ნინი
-სიძე მოსულა-ფარდა გადაწია ლევანიმ და ეზოში გაიხედა
-რამე არ შეიმჩნიოთ თორე მოგკლავთ-წამოვყავი თავი
-ბიჭები მოვიდნენ,ჩამოდით-ლიაკო ამოცუხცუხდა-რომელი საათია რატო წევხარ გოგო კიდე-ჩემს დანახვაზე წამსვე ქოთქოთი დაიწყო
ბავშვები ლიაკოს უკან მიყვნენ.
-ყავა დამიდგით რა-გავძახე
შორტი ამოვიცვი,თმა ავიკოსე და მეც კიბეებზე დავეში.
-ახლა ადგა ეს ძილისგუდა,ამ დრომდე რა აძინებს კი არ ვიცი -ჩხუბობდა ლიაკო
ნიკას ჩაეღიმა და მე ამაყოლა მზერა.
.
მზე ნელ-ნელა გადადიოდა,შედარებით აგრილებულიყო და ჩვენც თავს წრეშიბურთის თამაშით ვირთობდით.ცოტნეს მთელი ძალით ნასროლი ბურთი ისე მომხვდა ხელში ტკივილისგან ცოტახნით თვალებში დამიბნელდა.
-ვაიმე ძალიან მტკივა-ამოვიკნავლე საწყლად
ნიკა წამებში ჩემთან გაჩნდა
-მანახე რა გჭირს ბარბი
-მტკივა,ხელი არ მომკიდო თორე ჩაგმარხავ აქვე ცოცხლად-ვწკუმუტუნებდი
-ჩემი გალანძღვის თავი რო სულ აქვს თქვენც აფიქსირებთ ხო?-ამოიბუზღუნა ნიკამ
-აუ მთელი ცხოვრებაა აქეთ გვალურჯებ და გვცემ და რაღა ჩემმა ნასროლმა ბურთმა დაგაგდო,ადე ბარბი არ დამღუპო-ცოტნე მოყვა ქოთქოთს
ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება ქეთიმ მიიღო და სახლიდან ყინულებით გამოვარდა ხელზე უნდა დაგადოვო.
-არ გაბედოთ და ყინულები არ დამადოთ მეტკინება-ვწუწუნებდი საწყლად
-ნუ ბავშვობ ბარბი დაიდე ყინულები-ნიკა ჩემი ხელისკენ გამოიწია
ტუჩები ავატრიალე და ცრემლები ჩამომიგორდა-მტკივათქო რომ გეუბნები არ გესმის შე იდიოტო?
ამ დროს ლიაკო გამოვარდა სახლიდან ქოთქოთით
-ბავშვობიდან ხათაბალაა ეს ბავშვი -გადააქნია თავი-მანახე გოგო ხელი
სანამ ლიაკო ხელს მიმუშავებდა გიორგი ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ბავშვობის ამბებს იხსენებდა.
-ერთხელ ამ თხამ მეზობლის ეზოში გადაპარვა და მსხლის მოპარვა შემოგვთავაზა და აგვიყოლია ბავშვები,თვითონ გადასკუპდა კარგად მთელი დღეები ხეებზე და ჭიშკრებზე დაძვრებოდა მაიმუნივით,მე კიდე ეს წყნარი და დინჯი ბიჭი ჩამოვვარდი ამ ჭიშკრიდან,ფეხიც ვიღრძე და ტვინის შერყევაც დამემართა,თანაც იმ მეზობელმა სულ კინწისკვრით გამომაგდო ეზოდან.
ბავშვები კვდებოდნენ სიცილით
-ალბათ მაგისთვის მომეზღო საზღაური-დავიწუწუნე საწყლად.
საღამოს სულ ძალით გავაგდე ბავშვები მდინარეზე
-კარგად ვარ მართლა ჩამიცხრა ცოტა ხელი და აღარც მტკივა,ნუ დამყურებთ თავზე ნერვებს მიშლით უკვე წადით აქედან-დავუცაცხანე
ყველას წასვლის შემდეგ ჰამაკში მოვთავსდი გემრიელად და წიგნის კითხვა დავიწყე.
ლიაკოც მეზობლებში გადავიდა და დავრჩი მარტო.
ჭიშკარი ჭრაჭუნით გაიღო.
-პაციენტი მნახველებს იღებს?-ნიკას ბოხი ბარატონი გავიგე და შემდეგ მაღალი სხეულიც გამოჩნდა
-მდინარეზე რატომ არ ხარ ვითომ?
-მოვიწყინე უშენოდ და დაგიბრუნდი-ჰამაკში ჩამოჯდა ბიჭი და ლოყაზე ცხელი კოცნა დამიტოვა
-უნდა ჩამაგდო ხო მეგრელების ყბაში?
-ნუ გეშინია თუ ვინმემ დაგვინახა ვეტყვი ჩემი საცოლეათქო
-სულელი ხარ-ხელი მოვუქნიე ბიჭს მსუბუქად
-და შენ მაინც მოგწონვარ-თვალებში ჭინკები დაუხტოდნენ ბიჭს
-ცრუ ბრალდებას აქვს ადგილი
-ვითომ?-ჩემკენ გადმოიწია და მომიღუტუნა
ამის საპასუხოდ სიცილ-კისკისს მოვყევი
-არ გაცოცხლებ მაჩაბელო-ვდილობდი ბიჭის მოგერიებას
-დღეს რაღაც ძალიან მემუქრები ამაღლობელო
ცოტახანში,მას შემდეგ რაც დავმშვიდდით,ნიკას მხარზე თავი ჩამოვადე და გავიტრუნე
-გტკივა ხელი?
-ცოტა-შეწუხებული სახე მივიღე
-ქორწილამდე გაგივლის-თვალი ჩამიკრა ბიჭმა-ისე თუ გინდა,რო მალე მოგირჩეს შემიძლია ახლავე მოგიყვანო ცოლად
-სულელო-გამეცინა-რაღაც დღეს ნამეტანი ბერვჯერ მთხოვე შეფარულად ცოლობა და რა შარში ყოფ თავს ნეტა თუ იცი?
ნიკასაც გაეცინა.
ამასობაში უკვე კარგად მოსაღამოვდა,არ ვიცი რამდენი ხანი ვლაპარაკობდით მე და ნიკა მაგრამ ფაქტია ჩაგვეძინა.ჭიშკრის ჭრიალისა და ლაპარაკის ხმაზე უცბად შევხტი,ბავშვები მდინარიდან დაბრუნებულიყვნენ,ნიკამაც ჭყიტა თვალები.
-ოჰ გვრიტებო რას აკეთებდით?-ეზოში შემოსულმა ნინიმ გადმოგვხედა წარბაწეულმა
-საჭმელი მზადაა მოწესრიგდით და მოდით-ლიაკო გამოცუხცუხდა სახლიდან,თანაც ეშმაკური სახით გადმომხედა
-ნუ გეშინია მგონი მოვწონვარ ლიაკოს სასიძოდ-გადმომიჩურჩულა ნიკამ,ისიც ჩემსავით აწურული იდგა
-გცემ მაჩაბელო-თვალები დავაწვრილე და სიბრაზით გავხედე ბიჭს
.
შუაღამე იყო,გოგოებს ღრმა ძილით ეძინათ.საწოლში წრიალს მოვყევი,მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი.თითის ტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა.
საწოლიდან წამოვხტი და ხალათი შემოვიცვი,ფეხაკრეფით წავედი კარებისკენ
-პაემანზე მიდიხარ ბარბი?-ჩაიდუდღუნა ძილ-ბურანში მყოფმა ნინიმ
-წამალი უნდა დავლიო,მაცოცხლო ეგება ნინი-დავეჯღანე გოგოს
-არსად გადაუხვიო იცოდე-გაეცინა
ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და ლიაკოს ოთახის კარი ჩუმად შევაღე.
ბებომ თვალები გაახილა და გაკვირვებულმა გამომხედა
-რა ხდება ბებო?ხო კარგად ხარ ბარბი?-წამოიწია წამში ლოგინიდან
-კი ბე კარგად ვარ-ოთახში ფეხაკრეფით შევედი და ქალს მივუწექი და მივეხუტე-ცოტა თითი მტკივა,მარა დავლიე წამალი
-აბა მომიყევი თხაჯანა რა ხდება შენსა და იმ სიმპატიურ ყმაწვილს შორის-ეშმაკურად უელავდა თვალები
-ვიცოდი რო ყველაფერს მიხვდებოდი შენ რისი ლიაკო ხარ აბა ისე-ჩამეღიმა- ძალიან მომწონს და ნიკასაც მოვწონვარ
-მშვენიერი გემოვნება გაქვს ბარბი,მე არაფერს ვერჩი პირიქით ძალიან სასიამოვნო ყმაწვილია-ლიაკომ ლოყაზე მაკოცა-ბაბუაშენიც მასეთი სიმპატიური და მაღალი იყო. უნდა გენახა როგორ დამყვებოდა კუდში მე კიდე სულ ვეჩხუბებოდი,მერე კი მოიგო ჩემი გული-ღიმილით ფიქრებში გადაეშვა ქალი
-ხო თავიდან მეც ვეჩხუბებოდი მარა რათ გინდა-ჩავიდუდღუნე
-მიკვირს აუღებელი ციხესიმაგრის აღება,რომ მოახერხა-გაეცინა ქალს
-დაბნეული და არეული ვარ-ავატრიალე თვალები
-ეგ ნორმალურია ბარბარე.რო არ იყო ის უფრო გასაკვირი იქნებოდა.შეყვარებული ხარ ჩემო თხაჯანა-უცბად გადმომხედა-და საერთოდაც იქნებ მოეშვა ამ წრეშიბურთის თამაშს ვერ ხედავ გაიზარდე უკვე და დიდი გოგო ხარ
-არასოდეს-გამეღიმა-საუკეთესო ხარ ლიაკო-ლოყაზე მთელი ძალით ვაკოცე და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი
.
დილით ეზოში,რომ ჩამოვედი ელდა მეცა.ნიკა და ლიაკო ჩაის სვამდნენ და თან გამალებით საუბრობდნენ
-აქ რა შეკრება მოგიწყვიათ?-გავხედე გაკვირვებულმა
-ქალბატონო ბარბარე ექიმთან უნდა წაგიყვანო და რენტგენი გადაიღო-ამიხსნა სიტუაცია ნიკამ
-ხო ბე თითია მაინც საშიშია მოფრთხილება სჭირდება,თან ვერ ნახე გუშინ როგორ გტკიოდა და არ გაძინებდა?
-აუ არ მინდა-ამოვიხვნეშე
-ბარბი ნუ ბავშვობ ახლა არ გადამრიო-წარბი აზიდა ლიაკომ
-გთხოვ რა ბარბი-საწყალი ლეკვის თვალებით შემომხედა ნიკამ
-კარგი ხო 5 წუთში დაბლა ვარ-ავატრიალე თვალები.
რენტგენზე სერიოზული არაფერ ჩანდა,წამლები გამომიწერეს და გამომიშვეს.
მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია მე და ნიკას.
გზად ნაყინების ჭამა და ბუნებით ტკბობაც მოვასწარით.
სახლში რომ მივაღწიეთ უკვე საღამო იყო.
-მადლობა ნიკა-გარშემო მიმოვიხედე,თითისწვერებზე ავიწიე და ბიჭის ტუჩებს ჩემი ტუჩები მივაკარი.
-თქვენს სამსახურში მიგულეთ-ღიმილმა ლოყის კუთხე ჩაუტეხა ნიკას
-სიძეს გაუმარჯოს-ეშმაკური სახე შემოგვანათა ეზოში გამოსულმა ნინიმ
-როგორ გიკითხო ცოლის დავ?-აყვა ნიკაც
-ბარბარე ეს ბიჭი სიძედ მომწონს-თვალი ჩამიკრა და სახლში გაუჩინარდა გოგო
.
დილით ადრე გამეღვიძა,ქვევით ჩავედი და ყავის დალევა ეზოში გადავწყვიტე.
ეზოში მეზობლის ფისო შემოპარულიყო.
მზის სხივები ფისოს სასიამოვნოდ ელამუნებოდა,კრუტუნებდა და აქეთ-იქეთ ტრიალებდა.
-მოფერება გინდა პაწაწუნა??-ბავშვის ხმასსვით დავიწვრილე ჩემი ხმა და ფისოს თავზე მოფერება დავუწყე,ფისომაც კრუტუნი დაიწყო და მომეგლასუნა.
გვერდზე უცხო სხეული მომიჯდა,ფისოს მოფერება დაუწყო,ფისომ კი საპასუხოდ დაუფშუტუნა და ისევ მე მომეტმასნა
-შენ გგავს-მეცნო ბოხი ხმის ბარატონი
-კი ჩემსავით საყვარელია-გავიჯგიმე ამაყად
-და შენსავით ავი-ჩაეცინა ნიკას
-რას ვიზამთ ფისოსაც კი არ მოსწონხარ-მხრები ავიჩეჩე სასაცილოდ
-შენ მოგწონვარ სამაგიეროდ
-დარწმუნებული ხარ?-წარბი ავპრიხე
ბიჭმა წამის მეასედში ხელი დამტაცა და ჰაერში ამაფრიალა
-დამსვი ნიკა დაგივარდები-ვკისკისებდი ბოლო ხმაზე
-კიი ისეთი მძიმე ხარ-ამოიხვნეშა ნიკამ
-გცემ-ბიჭს ხელი მოვუქნია
-რა დღეში ხარ სიძე?-სახის მოქუფვრას და სერიოზულობას ეცადა სახლიდან გამოსული ცოტნე,თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა
-ვიტაცებ-გადმომხედა ეშმაკური თვალებით ნიკამ
-ველურო-ვუპწკინე ბიჭს
-ჩამალურჯა და კიდე მე ვარ ველური?-თავი მოისაწყლა ნიკამ
-ოღონდ ეს მოგვაშორე და დაგვასვენე და აქეთ მადლობებს გადაგიხდით-გამყიდა წამში ცოტნემ
-ჯერ კაბა არ ამირჩევია სად მიგყავთ რო მიგყავთ ეს გოგო-ახლა კიბეებზე ჩამოსული ახალგაღვიძებული ნინი გამოვიდა სიტყვით
-ამას ხო თავის თავის გარდა არავინ ადარდებს-თვალები გადაატრიალა ცოტნემ
-ამ დილაუთენია თუ დაგერიე ცოტნე ვერ გადამირჩები ცოცხალი-აბობოქრდა ნინი
-ეს დაქალები ბუნებრივად ხართ ასეთი ფიცხები?-ნიკამ იკითხა ჩაფიქრებულმა
-რაო დაქალები რაო?-ქეთი გამოვიდა ყავით ხელში,თან ცალი წარბი სასაცილოდ აებზიკა
-ნიკა ჩემო კარგო თუ ჭკვიანად არ იქნები და დაგერივნენ ესენი ძალიან კი მომწონხარ მარა ვეღარ გიშველი მერე-მხარზე ხელი დაარტყა ბიჭს ლევანიმ
ამასობაში ჭიშკარი დიტომ და გიორგიმ შემოაღეს
-აუ კიდევ კარგი მოხვედით თორე დამაშინეს ამხელა მთასავით კაცი-გადახედა ნიკამ მეგობრებს
-ბარბარე ამაღლობელი რო მოგეწონა მაშინ გეფიქრა მაგაზე,ბარბი ჩვენ ხელს არ შეგიშლით რაც გინდა უყავი-თმები ამიჩეჩა გიორგიმ
-აი ძმაკაციც ამას ქვია რა-ამოიხვნეშა ნიკამ
-პრიორიტეტებს სწორად ალაგებს ბავშვი შენ კი არ გგავს-გავიკრიჭე
-ჩემი პრიორიტეტი შენ თუ ხარ მაინც არასწორად ვალაგებ?
-აპ აპ გეყოთ ამ მარტოხელა საზოგადოებას ნუ გვაშურებთ-საჩვენებელი თითი დაგვიქნია ნინიმ
ნიკამ მიმიხუტა
-შენ მომიღებ ბოლოს ბარბარე ამაღლობელო
-თავადვე გამოუტანე შენს თავს განაჩენი მაჩაბელო-ჩამეღიმა
.
ბიჭები თბილისში მიდიოდნენ,ჩვენც მომდევნო დღეებში ვაპირებდით წასვლას.
დილით ადრე გამეღვიძა და მოუსვენრად ვწრიალებდი საწოლში.ფარდა გადავწიე და ეზოში ნიკას სილუეტი დავლანდე სხვებთან ერთად.კიბეებზე მთელი სისწრაფით დავეშვი.
-ბარბი ასე დილაუთენია რამ აგაყენა გოგო-ცოტნემ შემომხედა გაკვირვებულმა
-თქვენ შეგეკითხოთ როდის ავდგები და როდის დავწვები?-წარბები შევჭმუხნე სასაცილოდ და ჰამაკში ნიკას გვერდით მივუჯექი
-მწარე-თვალებიი აატრიალა ცოტნემ
-შემომაკვდები-გადავხედე გაბრაზებულმა
-მაცილებ ამაღლობელო?-გადმომჩურჩულა ნიკამ
ლოყები შემეფაკლა
-ცოტახნით ბარბის მოგტაცებთ-ნიკამ ჰაერში ამაფრიალა,ზურგზე გადამიკიდა და ჭიშკრისკენ დაიძრა
-მალე დააბრუნე ჩვენი გოგო-ლევანიმ გასცა ბრძანება
-გოგო ისეთია მიხედავს თავის თავს შენ დაბრუნდი მალე თორე დაგტოვებთ აქ და წავალთ შენ გარეშე-გიორგი გამოვიდა სიტყვით-ლიაკო ჩაგისიძებს და ეგაა
მე და ნიკა სიცილით გავუდექით შარაგზას.
მდინარესთან ჩამოვსხდედით,ჯერ კიდევ დილა იყო და გრილი ნიავი უბერავდა.
ნიკას მივეხუტე,საპასუხოდ კი თმებზე თამაში დამიწყო.
-ახლა ვის მოვუშლი ნერვებს-ავატრიალე თვალები
-თუ გგონია ასე მარტივად მომიშორებ ამაღლობელო ძალიან ცდები,თბილისში შევხვდებით-შუბლზე ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა ბიჭმა
ღრმად შევისუნთქე ბიჭის გრილი სურნელი და კიდევ უფრო მივეკარი.
ნიკასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი.დარწმუნებული ვიყავი,რომ ჩემი ადამიანი იყო.
.
-წაუვიდა პრინცი და ჩამოსტირის ცხვირ-პირი-ქოთქოთებდა ნინი
-დაანებე თავი დასიცხულია ბავში უბრალოდ-დამიცვა ქეთიმ
-ნუ ხარ გოგო შენ ბარბის კუდი,მარა პრინციპში შენც მისტირი იმ შენს გიორგის და დაიცავ აბა რას იზავ-არ ჩუმდებოდა ნინი,მე და ქეთი კი ვკისკისებდით ბოლო ხმაზე.
-ბარბის ვიღაც მოეწონა და რას დავეძებთ-ცოტნე გამოვიდა სიტყვით, საპასუხოდ კი ჩემგან კაი წკლიპურტი მიიღო-თხა ხარ გოგო კი არა უნდა გავაფრთხილო ნიკა სანამ დროა თავს უშველოს
-ეგ არ ქნა თორე დაგვრჩება მერე შინაბერა-ლევანი აყვა ბავშვებს
-შენ მაინც რა დაგემართა ,როგორ აგიყოლიეს-გაბრაზებული სახე შევანათე ბიჭს
დღეები სასიამოვნოდ გადიოდა და ჩვენი წამოსვლის დროც ახლოვდებოდა.
-ჭკვიანად იარეთ,მშვიდობით ჩადით ბავშვებო და როგორც კი მოიცლით ჩამოდით ეგრევე-გვემშვიდობებოდა ლიაკო,თან ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს გვილაგებდა მანქანაში
ბებოს მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მიყვარხარ ბე-ჩავჩურჩულე
-მეც ჩემო თხაჯანა.ჭკვიანად იყავი,არ გააბრაზო ის ბიჭი-თვალი ჩამიკრა ქალმა
-იაო,უაო,იაო,უაო-გზაში სიმღერა წამოიწყო ნინიმ
-შემომაკვდება ეს გოგო-თავში ხელი შემოირტყა ცოტნემ
.
თბილისში შემოდგომის თბილი ამინდი იდგა.სამსახურში უამრავი საქმე დაგროვებულიყო.ნიკა ჯერ კიდევ არ მყავდა ნანახი,მე რომ თბილისში ჩამოვედი ბიჭი ბებიამისთან სოფელში წასული დამხვდა.
სამსახურიდან სახლში დაქანცული და გამოუძინებელი მივდიოდი წინ რომ მაღალი სხეული ამესვეტა,ხელში იმდენი მინდვრის ყვავილი ეჭირა სახე ძვლივს უჩანდა.
-ნიკა,აქ რას აკეთებ?-გაკვირვებულმა შევხედე ბიჭს
-ეს ყვავილები,რომ დავინახე შენ გამახსენდი-თვალები სიხარულისგან ეშმაკურად უელავდა.
ბიჭისკენ მთელი ძალით გავიქეცი და ძლიერად მოვეხვიე. წუთის წინანდელი დაღლილობა უკვალოდ გაქრა.თავი მყუდროდ ვიგრძენი.
-როგორ მომენატრე-ბიჭმა ცხვირზე მაკოცა
-მე არა- დავეჭყანე სასაცილოდ
-შენ ხო ვერა და ვერ დაგატკბე რაა ბარბარე-ამოიხრა ნიკამ
ნიკას გრილმა სურნელმა ცხვირი ამიწვა.
-ცოტათი შენი ნერვების შლა მომენატრა მაჩაბელო-დავეჭყანე სასაცილოდ
-ვიცი,რომ მოგენატრე ამაღლობელო-ცხელი ტუჩების კვალი დამიტოვა ბიჭმა
-როდის ჩამოხვედი არ უნდა გეთქვა?-მუჯლუგუნი გავკარი ბიჭს
-მეგონა შენზე მეგრული გენები სამეგრელოში მოქმედებდა მხოლოდ,აქაც უნდა დამალურჯო ხო?-გაეცინა ბიჭს
-ნიკა,სერიოზულად გეკითხები-ცალი წარბი ავზიდე გაბრაზების ნიშნად
-დღეს დილით ჩამოვედი,სახლში არც მივსულვარ.დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა ქალბატონო ბარბარე?-გაეღიმა ნიკას
-დიახ ბატონო ნიკოლოზ-გამეღიმა მეც და ბიჭს მთელი ძალით მივეხუტე
.
მე და ნიკა სულ უფრო ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს,ჩხუბი არ მოგვიშლია,ისევ ისე ვაწამებდით ერთმანეთს.
მშობლებს გავაცანი და საღამომ იმაზე უკეთესად ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდი.
მამაჩემმა და ნიკამ რო გააბეს ფეხბურთზე ლაპარაკი ძვლივს მოვწყვიტეთ ერთმანეთს.
დედაჩემმა როცა გაიგო ნიკას მზარეულობა ეხერხებოდა გაბედნიერდა აღარ დაგვრჩება ეს გოგო მშიერიო.
ნიკას წასვლის შემდეგ საღამოს განხილვა დაიწყეს ნინამ და ზურამ.
-როგორი კარგი ბიჭია დე-აღტაცება გამოხატა დედაჩემმა
-გეთანხმები ნინა მეც მომეწონა,კარგი ხასიათი აქვს, გარეგნობას ვერაფერს დაუწუნებ და კარგ ოჯახშია აღზრდილი-აყვა მამაჩემი
-ვაიმე ზურა ამ ბავშვს თუ ვინმე თავს მოაწონებდა რას ვიფიქრებდი-თავი გადააქნია სასაცილოდ
-მეც,რომ მესმის თქვენი იცით იმედია-წარბი ავწიე
მამაჩემი და დედაჩემი დივანზე მოკალათებულიყვნენ და ისე ჭუკჭუკებდნენ,მეც გავიქეცი და შუაში ჩავუხტი,ორივე მომეხუტა.
-ჩემი ბარბი,ჩემი თხაჯანა-შუბლზე მაკოცა ნინამ
-მამას პრინცესაა,რა თხაჯანა რაებს ჰკადრებ ჩემ შვილს-თმები ამიფუა ზურამ
.
მეც გავიცანი მისი ოჯახი.ნიკას და ლილე და მისი შვილი ანიტაც იქ იყვნენ,ყველა მაჩაბელს ერთად მოეყარა თავი.
ნიკას დედას ეკატერინეს რაც შეეხება,ნამდვილი არისტოკრატი და დახვეწილი ქალბატონი ბრძანდებოდა,თუმცა ისე მიმიღო როგორც საკუთარი შვილი.ნიკას მამა, დავითი თბილი,მოსიყვარულე ქმარი და მამა იყო.ლილეც ძალიან საყვარელი,მარტოხელა დედა იყო და საოცრად კარგად აღეზარდა პატარა ანიტა.
-აბა ეკა მოგეწონა სარძლო?-გიორგი და დიტო შემოვიდნენ კარებში
ლოყები წამში წითლად შემეფაკლა,ნიკას ჩაეღიმა
-ეს რა გოგო გავიცანი,აქამდე სად იყავი რატო არ აჩენდი სად გვიმალავდი გიორგი- თბილად გამიღიმა ეკამ
-ჯერ არ გამოგივლენია შენი თხაჯანა სახე?-გადმომიჩურჩულა გიორგიმ და მეც მუჯლუგუნი ვუთავაზე
-დიტო და გიორგი არ გამაგონოთ არ ვსვამო დამილოცეთ ჩემი ბიჭი და ეს ულამაზესი გოგო-დავითმა ჭიქები შეავსო
„მთელი ოჯახი გადამირიე.რაც წახვედი სულ შენს ქებაში არიან კი არ იციან როგორ მჩაგრავდი სამეგრელოში“
სახლში შესულს ნიკას მესიჯი მომივიდა,ჩამეღიმა.
.

მე,ცოტნემ,ლევანიმ,ნინიმ,ქეთიმ,გიორგიმ,დიტომ და ნიკამ შეხვედრებს მოვუხშირეთ.
ერთად შევხვდით ბაკურიანში ახალ წელს და მთელი ღამე არ გავჩერებულვართ ვგუნდაობდით.
მთელი თმა თოვლით მქონდა დაფარული ნიკამ იმდენჯერ ჩამაგდო თოვლში,წამწამებზეც კი თეთრად მედო ფანტელები,თუმცა ბიჭს მაინც არ ვეპუებოდი და ვცდილობდი მოვრეოდი.
ამასობაში გიორგის დაბადების დღეც მოახლოვდა,ახალი წლის დღეებში იყო ბიჭი დაბადებული.
კარგად შეზარხოშებულმა მოიკრიბა ძალები და ქეთის გრძნობებში გამოუტყდა,ქეთიმ მეც მაქვს საპასუხო გრძნობებიო,მთელი ძალით ჩაეხუტნენ ერთმანეთს,ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდათ.
მეც მათი სიხარულისგან მეცხრე ცაზე მყოფმა ნიკას გადავხედე და ბიჭიც მომეხუტა მთელი ძალით და შუბლზე ცხელი კოცნის კვალი დამიტოვა.
-რას მერჩით აქ ამ მარტოხელა საზოგადოებას-დაიბღვირა ნინი,თუმცა შემდეგ გაიკრიჭა,ყველამ ვიცოდით მასაც ახარებდა ის ფაქტი,რომ როგორც იქნა ხმა ამოვადგმევინეთ წყვილს.
-ნინიკო შენღა დაგვრჩი მარტოხელა,ესენი ჩავაბარეთ პატრონს-ცოტნემ გადახვია გოგოს ხელი
-მანდ არ მომიყვანო ცოტნე,თორე განახებ პატრონის ჩაბარებას-გადავძახე ბიჭს
ყველას გაეცინა.
-ეს უცბად უნდა გავატანოთ ვინმეს,თორე თუ გაიცნეს ვინღა წაიყვანს,სადღა წაიყვანს-ჩაილაპარაკა ცოტნემ და საპასუხოდ ნინისგან კარგი სილაც მოხვდა,ბიჭს 5 თითის კვალი წითლად დაეტყო ლოყაზე-ხო ვიძახდი ველურია ეს გოგო-გააგრძელა ცოტნემ და თან ნინის გაეკიდა,ზურგზე მოიგდო და მთელი ბაკურიანის თოვლი აჭამა საწყალ გოგოს.
.
ლიაკო ყოველ კვირას რეკავდა და გვკითხულობდა,“თხაჯანა,ნიკას ხო არ მიბრაზებო“ არც ამის კითხვა ავიწყდებოდა.
ყველაფერი იმაზე კარგად იყო,ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.
ბავშვები ხშირად ვიკრიბებოდით,ლაპარაკით,წითელი ღვინოს სმით,გიტარაზე დაკვრითა და სიმღერით გულს ვიჯერებდით.
როდესაც ყველაფერი ასე კარგადაა დროც სწრაფად მიდის,ძვლივს ეწევი,ცდილობ ჩაეჭიდო და ჩაებღაუჭო ბედნიერ წუთებს..
ამასობაში გაზაფხული დამდგარიყო,ხეებზე ყვავილები აყვავებულიყო,მზიანი და თბილი ამინდები იდგა.
ზაფხულიც მოახლოვდა და წინასწარ ვემზადებოდით სამეგრელოში წასასვლელად. ლიაკოს ერთი სული ჰქონდა ისევ გაგვეცოცხლებინა მისი ეზო.
მე და ნიკა ბედნიერები ვიყავით.ყოველ დღე უფრო და უფრო იზრდებოდა ჩვნი გრძნობები,ჩვენს ჩხუბსა და ერთმანეთის წვალებას სიყვარულის გამოსახატად ვიყენებდით.
უბედნიერესი ვიყავი,ჩემი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა მაჩაბელს,თუმცა არც ამის წინააღმდეგი ვიყავი,პირიქით სამეგრელოში ჩასვლა და ნიკას გაცნობა ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
.
კლასელებმა შეკრება გადავწყვიტეთ და ტბის პირას ლამაზად მოწყობილი რესტორანი დავჯავშნეთ.
მაისის მზიანი დღე იყო.ზურგმოხსნილი ატლასის კაბა ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟიც არ დამწვიწყებია,თმა ტალღოვნად მედგა.
სარკეში ანარეკლს თვალი კმაყოფილმა შევავლე.
-ამაღლობელი მორჩა უკვე საღამო რაღა აზრი აქვს მისვლას-ცოტნემ გამომძახა მეორე ოთახიდან
-მზად ვარ-ოთახიდან მაღლების წკაპუნით გავედი
-არ მოგვტაცონ შენი თავი-დამატრიალა ლევანიმ
-ჩვენ რა ნიკოლოზმა იდარდოს-ცოტნე აყვა ბიჭს
-სადაა ის მეორე რა ვერ გაემზადა.ნინიი-დაუძახა გოგოს ცოტნემ
-მზად ვარ მეც-ნინი გამოვიდა ჩემი ოთახიდან
ცოტნეს თვალები დაეჭყიტა და სიტყვა ვერ თქვა,ანათებდა ჩვენი გოგო,სწორი თმა წელზე ჩამოყროდა,კაბა კი ფეხთან ჩახსნილიყო.
-ქეთის უნდა გავუაროთ წავედით-მუჯლუგუნი გაკრა ლევანიმ ცოტნეს
ქეთის თმა მაღლა აეწია,კაბა გრძელი ეცვა,თუმცა ტანზე მოტმასნოდა.
კლასელები გახარებულები შეგვხვდნენ.
საღამო სასიამოვნოდ მიმდინარეობდა.უამრავი ვიმღერეთ,ვიცეკვეთ,ბავშვობის დღეები გავიხსენეთ.
კიბეებზე ჩამომავალი ნიკას სილუეტი შევნიშნე,ჩვენსკენ დაიძრა.
წელზე ხელი შემომხვია და ლოყაზე ცხელი ტუჩის კვალი შემატოვა
-ულამაზესი ხარ ამაღლობელო-თვალები უბრწყინავდა
-შენც არაგიშავს მაჩაბელო-ჩამეღიმა,ლოყები შემეფაკლა,სასმელი ისედაც მომკიდებოდა-აქ საიდან გაჩნდი?
-სამსახურის საქმეებზე ვიყავი მოლაპარაკება გვქონდა-თავით უკან მიმავალ კაცებზე მიმანიშნა
ნიკამ ბავშვები ნახა,მოიკითხა,მიესალმა და თავის კოლეგებს უკან გაჰყვა.
„შენი თავი არ მომტაცონ მეშინია“-მომწერა ბიჭმა
მეც ჩამეღიმა.
-ეს ნიკა მაჩაბელი იყო ხომ?არ ვიცოდი თუ იცნობდი-გადმომილაპარაკა თიკამ,ჩემმა კლასელმა
-შენ საიდან იცნობ?-გაკვირვებულმა შევხედე გოგოს
-ჩემი დეიდაშვილი ნატალი ხო გახსოვს?მაგის საქმრო იყო,იჩხუბეს მერე და ჩაიშალა ქორწილი,მაგრამ იმ დღეს მითხრა ნატალიმ შეიძლება შევრიგდეთო,შეხვედრილან რამდენჯერმე ისევ ერთმანეთს
თიკას ხმა შორიდან ჩამესმოდა,გული გამალებით მიცემდა,პირი გამიშრა,გარშემო ყველაფერი გაიდღაბნა და უფრო ბუნდოვანი გახდა
-რამე ხომ არ გეშლება?დარწმუნებული ხარ,რომ ეგაა?-ვცადე ძვლივსძვლივობით და ამოვილუღლუღე
-კი გოგო რა უნდა მეშლებოდეს.საიდან იცნობ შენ?-მკითხა დაეჭვებულმა
-ჩემი ბავშვობის მეგობრის ძმაკაცია,შორიდან ვიცნობ-ვუპასუხე ძვლივსძვლივობით
სკამიდან ნელ-ნელა წამოვდექი და შევეცადე გასასვლელი მომეძებნა,ვგრძნობდი ფეხებს ძვლივს ვიმორჩილებდი,მითუმეტეს ამ მაღლებით.ლევანი თითქოს მიხვდაო,რომ მისი შველა მჭირდებოდა,დამეწია,ბიჭს დავეყრდენი და გარეთ გასვლაში დამეხმარა.
-ბარბი კარგად ხარ?-მკითხა დაბნეულმა
ლაპარაკის თავი არ მქონდა,უარის ნიშნად მხოლოდ თავი გავაქნიე.
ეზოში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა.“ნიკას საცოლე,შერიგება,შეხვედრა...“თიკას ნათქვამს იმეორებდა ჩემი ტვინი გააზრება კი უჭირდა.
ეზოში ნინი,ცოტნე და ქეთი გამოვარდნენ.ნინის წყალი მოჰქონდა.
-რა დაემართა?-გაკვირვებულმა გადახედა ქეთიმ ლევანის
-არ ვიცი ხმას არ იღებს ასეა-მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-კარგად ვარ-ამოვილუღლუღე-სახლში წავალ უბრალოდ
-შენ თავი ვინ გგონია ბარბარე ამაღლობელო და რამდენს გვიბედავ?მაგ ჭკუაზე ვართ ასეთი გოგო მარტო გაგიშვათ?-ჩამკივლა ყურში ნინიმ
-ვეთანხმები ნინიკოს,წავიდეთ დავიშალოთ უკვე,თორე ამოვიდა ყელში ზურაბაულის სადღეგრძელოები-ცოტნემ აატრიალა თვალები
ამასობაში საკმაოდ შეგვიანებულიყო და კლასის ნაწილი სახლებისკენ დაიძრა,ჩვენც შევუერთდით
გზაში ხმა არ ამომიღია,არაფერი არ მითქვამს.
-რა მოხდა ამოთქვავ ამაღლობელი?-მოთმინების ძაფი გაუწყდა ნინის
-დაანებე თავი ნინი,არ უნდა ხო ხედავ-ქეთიმ დაუბრიალა თვალები
-არაფერი ისეთი მართლა,უცბად ცუდად გავხდი რაღაც შეუძლოდ ვიგრძენი თავი-ბავშვებს დავემშიდობე და მანქანიდან გადმოვედი,ლევანი გადმომყვა
-კარგად ვარ სახლამდე ავალ-გამეღიმა და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ბიჭს
ოთახში შესულს მთელი დღის შეკავებული ცრემლები წამსკდა...
.
მთელი ღამე არ მეძინა ვფიქრობდი,ძალიან ბევრს ვფიქრობდი და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი,რომ ნიკასთან უნდა გამერკვია ყველაფერი,თანაც პირისპირ.ვიცოდი ნიკა ასეთ რამეს არ გამიკეთებდა,კარგად ვიცნობდი მაჩაბელს.ჩვენი ურთერთობა საკმაოდ სერიოზული იყო საიმისოდ,რომ ნიკას ჩემს ჩუმად საცოლე ჰყოლოდა,ნამდვილად რაღაც ეშლებოდა თიკას.
დილით გიორგიმ დამირეკა ყველანი ჩემთან ვიკრიბებით და აქ გაჩნდი საღამოსო.
სანამ წავიდოდი ნიკასთან ლაპარაკი მინდოდა,ამიტომ დავურეკე.
-ბარბი შეხვედრაზე ვარ,გვიან გამოვალ ცოტა,დიტო გამოგივლის და წაგიყვანს გიოსთან და მოვალ მეც-სხვა რა გზა მქონდა დავეთანხმე ბიჭს და გადაგვედო საუბარიც.
-მიყვარხარ ბარბი,გაკოცე საღამომდე-მითხრა ბიჭმა თბილი ხმით
-საღამომდე ნიკა-ყურმილი დავკიდე.გაურკვევლობაში ვიყავი.
საღამოს,როგორც ნიკამ მითხრა,დიტომ მომაკითხა და გიორგისთან წამიყვანა.
-როგორ არის ყველაზე მაგარი რძალი?-გაიღიმა ბიჭმა ჩემი დანახვისას
-ოჰჰ,ასე ოფიციალურად?-გამეცინა
-დიახ,შენს გარდა ჩვენ რძალს არ მივიღებთ,უნდა შეეგუო ბედს-გაიკრიჭა დიტო
შვება ვიგრძენი,როგორ დამეჯერებინა თიკასი,როდესაც გარემო საპირისპიროს მიმტკიცებდა?!
სანამ ნიკა მოვიდა უკვე კარგად შეზარხოშებული ვიყავი,ჯოკერს ვთამაშობდი ბიჭებთან ერთად,ნინი კარაოკეს მღეროდა,ცოტნე კი მის გაჩუმებას ამაოდ ცდილობდა.
ამასობაში ნიკაც შემოვიდა,მისი დანახვისას გამეღიმა,გადაღლილი იყო,შავი თმები აფუებოდა,ტილოს პერანგი ეცვა,ხელში პარკები ეჭირა,როცა თვალი თვალში გამიყარა,გაეღიმა და შავი თვალები გაუბრწყინდა.ვიცოდი,რომ საშიში არაფერი იყო,ნიკა იყო,ჩემი ნიკა და გულს არასდროს მატკენდა.
პარკები მაგიდაზე დააწყო და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა,ცხელი ტუჩები მომაკრო,პულსი გამიხშირდა.
-მომენატრე ამაღლობელო
-მეც მაჩაბელო-ჩამეღიმა და ცოტახანი დამავიწყდა კიდეც გაბრაზებული,რომ ვიყავი.
გადავწყვიტე საუბარი ცოტა ხანს გადამედო,ბავშვებთან უხერხულობას ხომ არ შევქმნიდი.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო სახლში უნდა წავსულიყავით.
ნინი და ცოტნე გაცხარებით კამათობდნენ,გამეღიმა და საჭირო ოთახისკენ დავიძარი. ალკოჰოლი საკმაოდ მომკიდებოდა და ვიფიქრე,რომ წყლის შესხმა მიშველიდა.
გიორგის ოთახიდან ბიჭების გაცხარებული კამათის ხმა გამოდიოდა,უნებლიედ მივაყურადე.ვიცოდი,რომ არასწორი იყო,მაგრამ მაინც მოვუსმინე.
-ბარბარეს სიმართლე უთხარი ნიკა-ხმას აუწია გიორგიმ
-კარგი დამშვიდდით ხმა გავა გარეთ-ამშვიდებდა დიტო
-ბარბარეს ნატალიზე ან შენით ეტყვი ყველაფერს ან მომიწევს მე ვუთხრა
-ვეტყვი
-შენი საცოლე...
მეტი არაფერი მესმოდა,თავბრუ დამეხვა,მაგრამ ამჯერად ალკოჰოლი არაფერ შუაში იყო,პირიქით წამში გამოვფხიზლდი.თიკა მართალი იყო,ნიკა მატყუარა და მოღალატე აღმოჩნდა.
ცრემლები წამსკდა,უკან ოთახში გავბრუნდი.
ლევანი ავინაზე იდგა და ეწეოდა.ბიჭთან მივედი.
-შეგიძლია სახლში წამიყვანო?
-კი ,რა თქმა უნდა,ნამწვავი გადააგდო ბიჭმა.ნიკა სადაა?-გაიხედა გაკვირვებულმა
-ნიკას დანახვაც არ მინდა,უბრალოდ ახლა სახლში წამიყვანე ისე,რომ ვერავინ გაიგოს გთხოვ-თვალებიდან ცრემლები წამსკდა ისევ
-კი,კი ახლავე-ლევანიმ ოთახში შესვლის შემდეგ ცოტნეს რაღაც გადაუჩურჩულა და გარეთ გამიძღვა
მანქანაში ბოლო ხმაზე მოვყევი ტირილს,ბიჭს ყველაფერი მოვყევი.
ლევანის ჯერ სახეზე დაბნევა აღებეჭდა,შემდეგ ლამის მანქანა მოატრიალა უნდა ჩავულეწო ყველა ძვალი ნიკასო,საბოლოოდ ძვლივს დავამშვიდე და ვუთხარი ,რომ არაფერი არ ეთქვა.
სახლში შესული საწოლზე დავწექი,ემბრიონის პოზაში მოვიკუნტე და მთელი ხმით ტირილს მოვყევი,ყველაფერი მიცახცახებდა და ვერ ვმშვიდდებოდი.
.
დილით როდესაც ტელეფონი ჩავრთე ნიკას გამოტოვებული ზარები და პასუხგაუცემელი მესიჯები დამხვდა.
ყველაფერი გამახსენდა,თავიდან გავხდი ცუდად.
ჩემს თავს ადგომისკენ ვუბიძგე,თუმცა ადგომის ენერგია ნამდვილად არ მქონდა.
-ბარბი,დე,დაგაგვიანდება სამსახურში-ნინამ შემოაღო კარები-ვაიმე ხო კარგად ხარ,რაღაც შენი ფერი არ მომწონს-შეიცხდა უცბად
-ცოტა სუსტად ვარ,მაციებს,day off_ს ავიღებ დღეს
-სიცხე ხო არ გაქვს დე?-შუბლზე ხელი მომადო ნინამ
-არა,არა.დავიძინებ და უკეთ ვიქნები რა-გადავტრიალდი და თვალები დავხუჭე
ძილი არ მომკარებია,ტელეფონი გათიშული მქონდა,ბნელი ფარდები ჩამოშვებული,ვერც ვდგებოდი,ვერც ვიძინებდი,მოკლედ არ ვიყავი კარგად და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ,რომ მაჩაბელს ვენდე.
ნინას ხმა მესმოდა,ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა,შემეშინდა ნიკა,ხომ არ მოვიდათქო და თავი მოვიმძინარე.კარის ხმა გაისმა,შემდეგ კი ბიჭის ჩუმი ხმა.
-გძინავს ბარბი?-ლევანი იყო
წამში გადმოვტრიალდი და თავი გამოვიფხიზლე,ბიჭს ტუჩი გახეთქილი ჰქონდა.
-ლევანი??რა გჭირს?-წამოვხტი უცბად.
მთელი დღის წოლისა და უჭმელობისგან თავბრუ დამეხვა,ბიჭმა შემომაშველა ხელი.
-დამშიდდი კარგადაა ყველაფერი
-მითხარი,რომ ნიკა არ გინახავს-ხმა ამიკანკალდა.
ვერ ვიტანდი,მეზიზღებოდა მაჩაბელი,მაგრამ იმაზე ფიქრიც კი მზარავდა,რომ შეიძლებოდა ვინმეს რამე დაეშავებინა მისთვის.
-არაფერი მომხდარა ვილაპარაკეთ უბრალოდ
-ესაა ლაპარაკი?როგორ გაბედე და ნიკას როგორ ეჩხუბე?-თვალები ამემღვრა
-არ გვიჩხუბია ბარბარე,ცოტა ვიკამათეთ.შენს გამო და გიორგის გამო შევიკავე ისევ თავი,თორე რისი ღირსიცაა იცი შენ
-არ მინდა არც ლაპარაკი მაგასთან,არც ნახვა.უბრალოდ მინდა,რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეს-ამოვთქვი და ვიგრძენი,როგორ მეტკინა თითოეული წარმოთქმული სიტყვა
-ზუსტად ეგ ვუთხარი მეც
ტირილი დავიწყე,მთელი სხეული მიცახცახებდა და ვეღარ ვჩერდებოდი
ლევანი მომეხუტა
-ყველაფერი კარგად იქნება ბარბი აი ნახავ
ამასობაში ბავშვებიც მოვიდნენ.
-იმ დეგენერატს იცი რას ვუზამ?ნაკუწებად ვაქცევ -გაჰკიოდა ნინი და მომეხუტა მთელი ძალით
ცოტნეს დაბნეულობა აღბეჭდვოდა სახეზე არ იცოდა რა ექნა.აი ქეთი კი უარეს გაურკვევლობაში იყო.
-იქნებ რაღაც შეცდომაა ბარბარე-ჩუმად მორიდებით იკითხა
-ამ თემაზე არ მელაპარაკოთ,სიტყვა არ დაძრათ.მაჩაბელი აღარ არსებობს ჩემთვის-გავაფრთხილე ბავშვები კატეგორიულად,ცრემლები შევიმშრალე და ნინის გადავხედე-ყავა მოადუღე გთხოვ-ვთხოვე გოგოს
ბავშვებმა სამზარეულოში გადაინაცვლეს.
ცუდად ვიყავი,ძალიან ცუდად.მაჩაბელი მძულდა,მეზიზღებოდა,მაგრამ მაინც მიყვარდა და კიდევ უფო ვბრაზდებოდი ჩემს თავზე.
.
-ახლა არა სძინავს-მესმოდა კარის იქიდან დედაჩემის მოგუდული და ნიკას მუდარით აღსავსე ხმა,რომელიც ჩემთან შემოშვებას ითხოვდა.
ბალიში სულ დავასველე ცრემლებით.
-გთხოვ ბარბარე ახსნის უფლება მომეცი- ვიგრძენი ხის კარს მძიმედ მიეყუდა და ჩაიკეცა ბიჭი- ვიცი,რომ გღვიძავს,ვიცი რომ ვერ მიტან,ვიცი რომ ჩემი ნახვის გარდა ყველს ნახვა გინდა ახლა მაგრამ გთხოვ ბარბი დამელაპარაკე.
მერე ლევანის მოგუდული ხმა გავიგე,ნიკას მძიმე სხეულიც მოშორდა კარს.
თავი ბალიშში ჩავრგე და ქვითინი ამოვუშვი.
ნიკა აქ იყო,მე და მას ერთი ხის კარი გვაშორებდა,მინდოდა მთელი ძალით ჩავხუტებოდი და არასდროს გამეშვა.ნიკა ისევ მიყვარდა,ამის გამო კი ჩემს თავზე უფრო და უფრო ვბრაზდებოდი.
შვებულება ავიღე და ლიაკოსთან წავედი მეგონა თავს უკეთ ვიგრძნობდი,თავიდან თითქოს მიშველა,მაგრამ შემდეგ ყველაფერი ზაფხულის მოგონებებს მიცოცხლებდა თავში.
„დაელაპარაკე ბებო,მოუსმინე,ახსნის საშუალება მიეცი,ასე როგორ შეიძლება“-მარიგებდა ლიაკო,
დარიგებამ რო არ გაჭრა ჩხუბზე გადმოვიდა-„შენნაირი ჯიუტი გოგო მე არ მინახავს,არ ხარ სწორი ბარბარე“
არც ამან გაჭრა.
.
თბილისში დავბრუნდი,ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,მაგრამ ნიკას გარეშე.
სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი სადარბაზოსთან ნაცნობი მანქანა და ზედ მიყრდნობილი ნაცნობი სილუეტი,რომ შევამჩნიე.ბიჭს გვერდი უთქმელად ავუარე.
-ბარბარე-ხელი მომკიდა ნიკამ ხელზე
ხელი წამში გავაშვებინე,ზედაც არ შემიხედავს ისე დავიძარი სადარბაზოსკენ
-ახსნის საშუალება მაინც მომეცი-ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში-როგორ მომენატრე- ჩუმად მაგრამ მაინც გასაგონად თქვა ბიჭმა
ისევ არ შევტრიალებულვარ,თუმცა მოწოლილი ცრემლები მახრჩობდა.
-მიყვარხარ ბარბარე,ყველაზე მეტად მიყვარხარ,შემომხედე,ვგავარ ადამიანს,რომელიც გიღალატებდა?!მაგას სიკვდილი მერჩივნა-ხმა გაუტყდა ნიკას
ადგილზე გავშეშდი,მოწოლილმა ცრემლებმა ურცხვად გაიკვლიეს ჩემს ლოყებზე გზა.ვიდექი გაშეშებული,ფერწასული,ნამტირალევი,თუმცა უკან მიტრიალება და ნიკასთვის თვალებში ჩახედვა არ შემეძლო
-ნატალი არავინაა ჩემთვის,დიდი ხანია დავშორდი და მასთან აღარაფერი მაკავშირებს-დაიწყო ბიჭმა ახსნა და მომიახლოვდა ნელ-ნელა
-არ მაინტერესებს ნიკა,შემეშვი და თავი დამანებე,აქ აღარ მოხვიდე-ბიჭს ცივი სახით შევხედე,საუბარი გავაწყვეტინე და სადარბაზოში შევედი
-არც მენდობი და არც მისმენ,აქ მოსულს ვეღარ დამინახავ გპირდები-გაეღიმა სიმწრის ღიმილით ბიჭს,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა
პირზე ხელი ავიფარე და ქვითინი მოვრთე,სადარბაზოსთან ჩავიკეცე,გავაანალიზე,რომ ყველაფერი მართლა დამთავრდა.
.
-ბარბარე ლევანია მოსული-გამომძახა დედაჩემმა მისაღებიდან
-იკადრე თბილისი, ჩამობრძანდი?-გამიღიმა ბიჭმა
-დიახ გიკადრეთ-გამეღიმა მეც
-ლიაკო მაინც ლიაკოა რა ,კარგად მოუყვანიხარ ფერზე
-იმედია მომატებული არ ვარ ხო?-შევიცხადე უცბად
-არა არა ,წადი ახლა გაემზადე საქმე მაქვს და გამომყევი რა-შემომხედა ბიჭმა მუდარით სავსე თვალებით
-რა საქმე,ამიხსენი წესივრად-წარბი ავბზიკე
-მიდი და გეტყვი გზაში,სამსახურის ამბავია
გავემზადე და ბიჭს გავყევი,ერთ-ერთ კაფესთან გააჩერა
-მაინც ვერ გავიგე სად მიგყავარ-ვბუზღუნებდი
შიგნით შესულებს ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი ლილე გვიქნევდა ხელს, გვანიშნებდა აქეთ მოდითო
-ესაა შენი საქმე?ნიკას და უნდა მაალაპარაკო?ნორმალური ხარ?-შევტრიალდი და ჩხუბი დავუწყე ბიჭს
-ბარბი გთხოვ ამ ერთხელ დამიჯერე და არ გაშალო შენი აფრები-მუდარით სავსე სახე შემოამანათა ლევანიმ
ლილესკენ დავიძარით
-გამარჯობა ბარბარე-გადამკოცნა გოგომ
-გამარჯობა ლილე-გავუღიმე
-მოკლედ ბარბარე არ მინდა გეგონოს,რომ სხვის ამბებში ცხვირის ჩაყოფა მიყვარს,უბრალოდ ნიკა ჩემი ერთადერთი ძმაა და რომ ვუყურებ როგორ ცუდად არის ასე უქმად ჯდომა არ შემიძლია.მე და ლევანიმ ვილაპარაკეთ,მგონია რო ტყუილა იტანჯავთ თავს შენ აქეთ,ის იქით.რახან ნიკას არ მოუსმინე ვიფიქრე იქნებ ჩემგან მანც მოგესმინა სიმართლე,ბევრ დროს არ წაგართმევ მართლა
-გისმენ ლილე,უბრალოდ რაც გავიგე იქიდან ჩემითაც კარგად გამოვიტანე დასვკვნა
-ბარბარე-დამიბრიალა ლევანიმ თვალები
-მოკლედ ერთადერთი რაც ამ ჩემს სულელ ძმას შეეშალა ისაა,რომ ნატალიზე უნდა მოეყოლა. ნატალი ნიკას შეყვარებული იყო,ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი,ნიკამ ხელიც კი სთხოვა,კი ვეუბნებოდით ყველა,რომ ადრე იყო და პატარები იყვნენ,მაგრამ ვის დაუჯერა.რამდენიმე ხანში გაირკვა,რომ ნატალიმ უღალატა,ნიკას თანამშრომელი და მეგობარი იყო ის ბიჭი.ნიკა ეგრევე დაშორდა ნატალის და საბუთები იტალიაში გადაიტანა და სწავლა იქ გააგრძელა.შემდეგ აქ ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო.ნიკამ ამ ამბების მერე ერთადერთელ ნახა ნატალი,როცა ჩამოვიდა,ნატალი მოვიდა და ბოდიში მოუხადა.ნიკა ისე ცუდად იყო არ მეგონა ვინმე თუ მოეწონებოდა,სანამ შენ არ გამოჩნდი.ძალიან უყვარხარ მართლა,რაც თავი მახსოვს ასე არც არავინ ყვარებია,ასე არც არავიზე უსაუბრია.ახლა დანარჩენი შენ გადაწყვიტე-დაამთავრა გოგომ საუბარი
ამდენი ინფორმაციისგან თავბრუ დამეხვა,ყველაფერი ამერია თავში.
-მადლობა ლილე-ძვლივს ამოვილუღლუღე-უნდა წავიდე
-მოიცა წაგიყვან-წამოდგა ლევანი
-არა,ჰაერი მჭირდება წავალ ჩემით
სახლში მივედი თუ არა დედაჩემის ოთახში შევედი და მთელი ხმით მოვრთე ქვითინი. ნინა შეშინებული წამოხტა
-რა ხდება ბარბარე,დე-თავზე მეფერებოდა ქალი
ძვლივს დავმშვიდდი და ნინას ყველაფერი მოვუყევი
-ჩემი სულელი გოგო,ვიცოდი,რომ რაღაცა გაუგებრობა იქნებოდა,შენ კიდე,როდის უნდა ისწავლო სხვისი მოსმენა.მთლიან ამბავს სანამ არ გაიგებ დასკვნა არ უნდა გამოიტანო დე არ გასწავლე მე შენ?-მეხუტებოდა ქალი
-ახლა რა ვქნა?-შევხედე ნინას დაბნეულმა
-რა უნდა ქნა დედიკო და მიხვიდე ნიკასთან და დაელაპარაკო.ერთმანეთთან ლაპარაკია მთავარი ურთიერთობაში ბარბი-მარიგებდა ქალი
.
საღამოს მოვწესრიგდი და გიორგის სახლისკენ წავედი,ჯერ ქეთისგან გავარკვიე,რომ სახლში იყო და თან ნიკას გარეშე.
-ბარბარე?-გაკვირვებული იდგა ბიჭი კარის ღრიჭოში
-გიო ბოდიში-შევხედე ბიჭს დანმაშავე სახით
გიორგი მთელი ძალით ჩამეხუტა და მეც ჩავეხუტე.
-ესეიგი ლილემ მოგიყვა ყველაფერი და ახლა გინდა ნიკას შეგახვედრო?-წარბი აბზიკა ბიჭმა
-კი რაღაც ეგრე
-ბარბარე,რომელიმესთვის,რომ მოგესმინა ან ნიკასთვის ან ჩემთვის ან დიტოსთვის ან ქეთისთვის მაინც ახლა ასეთ მდგომარეობაში ხომ არ იქნებოდი?
-ვიცი ხო,უბრალოდ ეგრე მითხრეს და მერე თქვენი საუბარი გავიგე და სხვა რა უნდა მეფიქრა
-სხვა ის უნდა გეფიქა,რომ მე რო მცოდნოდა ნიკა გღალატობდა ცოცხალს დავტოვებდი? და შენც მოგატყუებდი? ეგ როგორ იფიქრე?-გაბრაზებული იყო გიორგი
-გავბრაზდი და რა ვქნა
-ძაან კი გამინადგურე ძმაკაცი-თავი გადააქნია ბიჭმა-მარა ისევ შენ თუ მოაბრუნებ მაგას, წამო,წამო შეგახვედროთ
-მადლობა გიო-მთელი ძალით ჩავეხუტე ბიჭს
ნიკას სახლთან მივედით,გიომ ნიკას დაურეკა ჩამორიბინე საქმე მაქვსო.
სადარბაზოდან გამოვიდა,ძვლივს გავჩერდი ადგილზე,რომ არ გადავსულიყავი და არ ჩავხუტებოდი,მაშინ მივხვდი,როგორ მომნატრებია.გიორგისთან მივიდა და გადაკოცნა.
სწორედ ამ დროს მანქანიდან გადმოვედი,ჩემს დანახვაზე სახე აეშალა,უამრავმა ემოციამ გადაურბინა სახეზე,შემდეგ გიორგის შეხედა გაკვირვებულმა
-რა ხდება?
-დანარჩენში თქვენ მოგვარდით მე წავედი-მანქანაში ჩაჯდა ბიჭი და წავიდა
მე და ნიკა კარგა ხანი ჩუმად ვიდექით და მივშტერებოდით ერთამენთს.
სიჩუმე ბოლოს ისევ ნიკამ დაარღვია
-წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ,ასე ქუჩაში ხო არ ვიდგებით-მეც უხმოდ გავყვი მანქანისკენ
-როგორც უკვე გითხარი მე აღარ ვაპირებ არც შენ შეწუხებას,არც ლაპარაკის მცდელობას,ამიტომ გისმენ-ჩავსხედით თუ არა მითხრა უემოციოდ,თუმცა ვხედავდი,როგორ სტკიოდა ამ სიტყვების თქმა
-ბოდიში,რომ არ მოგისმინე-ხმა მიკანკალებდა,მივხვდი,რომ ჩემი წინასწარ დაწერილი ტექსტი სულ დამავიწყდა
-მარტო ამის სათქმელად მოხვედი?
-ლილეს ველაპარაკე მომიყვა ყველაფერი
-აი თურმე რა ხდება.მოკლედ ბარბარე უნდა მომეყოლა,ნამდვილად უნდა გცოდნოდა სიმართლე და არასწორი ვარ,რომ არ მოგიყევი.მაგრამ ჩემთვის,რომ მოგესმინა და ახსნა დაგეცადა ამ მდგომარეობამდე ხო არ მივიდოდით?
-რატომ არ მითხარი არაფერი ნატალიზე?ყოფილი შეყვარებული ერთია,მაგრამ ყოფილი საცოლე მეორე,უნდა მცოდნოდა ნიკა-ძვლივს ვიმორჩილებდი ხმას
-ჩემს თავზე ახლაც ვბრაზდები,რომ არ გითხარი.მიღალატა ალბათ მაგასაც გეტყოდა ლილე,თანაც ჩემს თანამშრომელთან.დამიჯერე ძალიან ცუდი შეგრძნებაა,დღემდე ვცდილობ ამ ფაქტს როგორმე გავექცე.შემეშინდა,რომ მეთქვა შენს თვალში არ დავმდაბლებულიყავი.საცოდავი ბიჭი,რომელსაც საცოლემ მეგობართან უღალატა-სიბრაზისგან ძარღვები დაებერა კისერზე
-მესმის ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის ახსნა-ღრმად ჩავისუნთქე და გავაგრძელე-მაგრამ,ნიკა ჯერ გავიგე რომ საცოლე გყავდა,რომელსაც ისევ ხვდებოდი,ვიფიქრე დაველაპარაკებითქო,არ დავიჯერე და შემდეგ თქვენ საუბარს მოვკარი ყური.საშინლად გავბრაზდი და მეტკინა,შენც უნდა გაიგო ჩემი-შევხედე ბიჭს
-კი,რომ გავიგე შენი ამიტომ მოვედი ამდენჯერ,რომ ახსნა მეცადა.მაგრამ როგორც სჩანს არ მენდობი,მე კი ვერ ვხვდები რა აზრი აქვს ურთიერთობას სადაც ერთმანეთს არ ენდობიან ან საუბარს და ახსნას არ აცდიან
-ნიკა-ყელში ბურთივით გამეჩხირა მოწოლილი ცრემლები-რა ვქნა ასეთი ხასიათი მაქვს,როცა ვბრაზდები და რაღაც მწყინს გავრბივარ,იზოლაციაში ვაქცევ საკუთარი თავს
-ბარბარე,იმიტომ,რომ შენ ერთხელ მაინც არ გადადე ეგ გვერდზე და არ მომისმინე ახლა ამ მდგომარეობაში ვართ.მეც არ მიყვარს ხალხის ხვეწნა,მაგრამ გეხვეწე,რომ მოგესმინა,იმიტომ რომ მიყვარხარ,ასე მესმის სიყვარული
-ნიკა მეც მიყვარხარ
-არ ვიცი ბარბარე,თუ გიყვარვარ სადაც ლილეს დაუჯერე,რომელიც ერთხელ ნახე სულ, მე უფრო მომისმენდი და დამიჯერებდი არა?ახსნის საშუალებას მაინც მომცემდი-სიმწრის ღიმილით გაიღიმა
-ნიკა მე-ცრემლებმა უკითხავად გაიკვლიეს ლოყაზე გზა
ნიკა ჩემსკენ გადმოიწია და ჩამეხუტა,მეც მივეხუტე და ქვითინი ამივარდა.ნიკას მკლავებში თავი ისევ მყუდროდ ვიგრძენი,მივხვდი რა მაკლდა მთელი ეს დრო
-გთხოვ დამშვიდდი-თმაზე მეფერებოდა ბიჭი
-ახლა რა იქნება?-შევხედე ბიჭს განაჩენის გამოტანის მოლოდინში
-არ ვიცი,ალბათ დრო გვანახებს
ნიკამ სახლში წამიყვანა,ხმას არცერთი არ ვიღებდით.მაგრამ ორივეს გვტკიოდა.
-კარგად ნიკა-დავემშვიდობე ბიჭს
-კარგად ბარბარე
სახლში,რომ ავედი და ფანჯრიდან გავიხედე ნიკას მანქანა ისევ იქ იდგა.
.
ამასობაში ჩვენი დაგეგმილი ბათუმის ტურიც მოახლოვდა
უკვე იმედი არ მქონდა,რომ ჩემი და ნიკას ურთიერთობის აღდგენა შეიძლებოდა. როგორ შეიძლება გატეხილი ნდობა და დანგრეული ურთიერთობა აღადგინო?!
.
ახლა:
ბათუმიდან ლიაკოსკენ დავიძარით ბავშვები
-იაო უაო იაო უაო-ღიღინებდა ნინი
-მოვკლავ ამ გოგოს-წუწუნებდა ცოტნე
ლიაკო ჭიშკართან შემოგვეგება
-აბა წამოდით ცხელ-ცხელი ღომია მზად
საღამოს გარეთ ვისხედით
ლიაკო ქოთქოთებდა-„აი ეგეთი ჯიუტი როგორ ხარ ბარბარე,რას ერჩოდი იმ ბიჭს რატო გააქციეო.“
ცოტნე და ნინი კინკლაობდნენ.
ლევანიმ გამიმხილა მგონი ლილე მომწონს,რაც შენი და ნიკას შერიგებას ვცდილობდით,იმის მერ ვწერთ და ვნახულობთ ერთმანეთსო.
ამ დროს ჭიშკარი გიომ შემოაღო,ქეთის გაუბრწყინდა სახე და მთელი ძალით ჩაეკრა ბიჭს.
ბავშვებს თვალი მოვავლე,ბედნიერი ვიყავი,თუმცა ამ ბედნიერებას რაღაც აკლდა,უფრო სწორად ვიღაც.
ამასობაში ჭიშკრის ჭრაჭუნის ხმა მომესმა,ყველამ ჩემსკენ გამოიხედა.ჭიშკართან ჩემი მაღალი,ტანადი და ახოვანი ნიკა იდგა.
ნიკა ჩემსკენ წამოვიდა,მეც წამოვდექი და გაკვირვებული მივაჩერდი.
-მიყვარხარ ამაღლობელო.შენი დაკარგვა არ შემიძლია-ამის თქმა იყო და ჩემს ტუჩებს მთელი ძალით დაეწაფა.სხეულში ელექტროობამ დამიარა,მუცელში პეპლები აცეკვდნენ.
-ვერ ისვენებ ხო?მაინცდამაინც მეგრელების ყბაში უნდა ჩამაგდო მაჩაბელო?-გამეღიმა
-ვიტყვი ჩემი საცოლეათქო-მომეხუტა მთელი ძალით ბიჭი-თან ტყუილიც არ იქნება,ადრე თუ გვიან ხო გამომყვები ცოლად
-მაინცადამინც ამ მეგრულმა და კაპასმა გენება უნდა დაგღუპოს ხო?-ვიცინოდი გულიანად
ბავშვები ჩვენსკენ გამოიქცნენ და მთელი ძალით ჩაგვეხუტნენ.
.
ერთი წლის შემდეგ:
ეზოდან ხმაური შემომესმა,ის იყო საბანი თავზე გადავიფარე,გადავტრიალდი და ძილის შებრუნება ვცადე,რომ ჩემს აივანს ჯერ ერთი ქვა მოხვდა,შემდეგ მეორე.საწოლში წამოვჯექი,ჩუმად მივაყურადე და ჩემ სახელსაც მოვკარი ყური.საწოლიდან ფეხაკრეფით წამოვდექი და აივანზე პერანგისა და ხალათის ამარა გავედი.
აივნის ქვემოთ ნიკა,გიორგი,ლევანი,ცოტნე და დიტო შეკრებილიყვნენ,ხელში ფიალები ეჭირათ.
„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია
ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია
...აქიმობას თუ გამიწევ მადლია
დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.“
დაიწყეს ბიჭებმა ერთხმად სიმღერა.ნინის,ქეთის და ლილეს კისკისი შემომესმა,ტელეფონით და ფოტოაპარატით შეიარაღებულიყვნენ და ყველაფერს კადრზე ასახავდნენ.
სახლში შემოვვარდი,სადარბაზოსკენ გავიქეცი და მთელი სისწრაფით კიბეებზე დავეშვი.დედაჩემის და მამაჩემის ძახილისთვისაც კი „სად მირბიხარ ამ ხალათით ამ შუაღამისასო“ არ გამიცია პასუხი.
-რას აკეთებთ არანორმალურები ხართ?-გავედი თუ არა სიცილით ვიკითხე-მაინც არ მეშვები მაჩაბელო უნდა ჩამაგდო ხო მეზობლების ყბაში?
ნიკამ თავისი ფიალა გიორგის გადააწოდა.
-ბარბარე ზურაბის ასულო ამაღლობელო-ამის თქმა იყო და ბიჭი ცალ მუხლზე დაიჩოქა- გამომყვები ცოლად?
თვალებიდან ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები,ყველა გაიანაბა ჩემი პასუხის მოლოდინში,აივანზე დედაჩემი და მამაჩემი გამოსულიყვნენ და ბედნიერი სახეებით მომჩერებოდნენ.
-კი მაჩაბელო-ამის თქმაზე მთელი ძალით მომეხვია ნიკა და ჰაერში ამაფრიალა-მზად ვარ მთელი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ შენ გიშალო ნერვები
მთელი ძალით დამეწაფა ტუჩებზე,თითზე ბეჭედი მომარგო.ბავშვები ყველა მხრიდან მოგვეხვივნენ და ამოსუნთქვუს საშუალება არ მოგვცეს.
.
მერე იყო ქორწილი...
შესანიშნავი,ულამაზესი ქორწილი...თეთრი კაბის ფრიალი...“თანახმა ვარ“..ლილეს ყვავილის დაჭერა და ლევანისკენ გაპარული ჩუმი მზერა...უამრავი ცეკვა და დალევა..
საღამო უკვე დასასრულს უახლოვდებოდა
-ლევანის გადაეცი თუ ჩემს დას აწყენინებს არ ვაცოცხლებ-გადმომიჩურჩულა ნიკამ
-თუ შენს დას აწყენინებს სანამ შენ მოხვალ აზრზე ნიკოლოზ,მე მოვუღებ იქამდე ბოლოს-გამეცინა.
გამეღიმა,როცა დავინახე როგორ ბედნიერად ცეკვავდნენ ლილე და ლევანი გვერდს კი ქეთი და გიორგი უმშვენებდნენ.დიტოს ჩემი კურსელი კესო გაეწვია საცეკვაოდ და გოგოს ღიმილით შესციცინებდა.
-ულამაზესი ხარ ბარბარე-ლოყაზე ცხელი კოცნა შემატოვა ნიკამ-ცოლში ნამდვილად გამიმართლა
-შენც არაგიშავს მაჩაბელო-გამეცინა
ამ დროს ტელეფონი აზუზუნდა,ამ შუა ქორწილში ვინ მაწუხებსთქო ვიფიქრე და ყურმილი ავიღე
-ბარბარე არ მომკლა ნინი ვარ,მე და ცოტნე თერჯოლაში მივდივართ,ცოტნეს ბებია-ბაბუასთან,გავიპარეთ-მიაყარა გოგომ სწრაფად
ასე აღმოვჩნდით თერჯოლაში ერთი ქორწილიდან-მეორეში.
-ამან როგორ დამასწრო,ეს როგორ გამიბედა-ჩხუბობდა გიორგი
-შენ დამშვიდდი გიორგი და თუ გინდა დღესვე გამოგყვები ცოლად-იცინოდა ქეთი
-თუ ძმა ხარ შენთვის რო მეცადა დავრჩებოდი უცოლო,სიყვარული ძვლივს აუხსენი ქეთის და ცოლობის თხოვნა მითუმეტეს.აგერ მე მივხვდი რო მიყვარდა დავავლე ხელი და კი აღმოჩნდით ყველანი რიგით მეორე ქორწილში
-შენი ქორწილი არ იყოს რას გიზამდი ნახავდი ცოტნე-დაუბრიალა გიორგიმ თვალები
-სიმართლე მწარეა ჩემო გიორგი-არ ცხრებოდა ცოტნე
-ისეთი კარგი გოგო გავიცანი ახლა ქორწილიდან გამოქცევა იქნებოდა?-ჩხუბობდა დიტო
-გაგაცნობ მერე ახლოს მაგ კარგ გოგოს არ ინერვიულო-დავამშვიდე ბიჭი
-მეტი არ მინდა მე და ბარბის საქორწილო მოგზაურობაში დაგვაგვიანდეს შენს გამო ცოტნე-ემუქრებოდა ნიკა
-დაგეცადათ თქვენც კიდე და წავსულიყავით ერთად-გამოთქვა ცოტნემ იდეა
-აქ ვერ მოგიშორე ბიჭო,ჩემი ქორწილიდან შენს ქორწილში გამომაქციე და საქორწილო მოგზაურობაშიც შენ გიყურო?-ბუზღუნებდა ნიკა
ამათი შემხედვარე ყველას გვეცინებოდა.
ლევანის ანიტა(ლილეს შვილი) მხრებზე შემოესვა და ეზოში დარბოდნენ,უკან ლილე მისდევდათ
ნინი და ცოტნეს ბებია სუფრას შლიდნენ,მთავარ რგოლს,მშობლებს ველოდებოდით შეშინებულები და აწურულები.
-ეს რა ოქრო გოგო მომიყვანე შენ შემოგევლე-ლოცავდა ცოტნეს ბებიამისი
-მაინც გადამიყვანა ჭკუიდან ბებო და მაინც,ამან შეიწირა ჩემი ნერვები და ბარემ მოვიყვან ცოლად და ისე მიშალოსთქო ვიფიქრე,არ ვარ მართალი?-გაიკრიჭა ცოტნე
-ვაიმე ახლავე დაგინგრევ ამ სიმწრით ნაშენებ ოჯახს ცოტნე,აქედანვე იცოდე ვინაა ოჯახში უფროსი-მთელი ძალით წამოარტყა ნინიმ ბიჭს თავში და გაიქცა
ცოტნე გოგოს გაეკიდა და ჰაერში ააფრიალა ბუმბულივით
-რაო ვინააო უფროსიო?
-დამსვი თორე დაგშორდები და თუ გგონია ჩემზე კარგ ვინმეს იპოვი ძაან ცდები ცოტნიკო-კისკისებდა ნინი
-ამათ უშველე ღმერთო მე არ მინდა არაფერი-ხელები ცაში აღაპყრო ქეთიმ
ყველას გაგვეცინა.
ამ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავი,ნიკას მთელი ძალით მივეხუტე
-მიყვარხარ ბარბარე ამაღლობელო მაჩაბელისა-გადმომიჩურჩულა ბიჭმა
-ჩემი ბედნიერების უდიდესი ნაწილი ხარ ნიკა-გამეღიმა და კიდევ უფრო მივეკარი ბიჭს
-მოიცა სხვა ნაწილებიც გყავს?-ეჭვის თვალით გამომხედა ბიჭმა
-ისინი-ბავშვებისკენ ვანიშნე ნიკას.ორივეს გაგვეღიმა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან ძალიან კარგი იყო????მომეწონა ძალიაან

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

როგორი თბილი ისტორია იყოო❤️ ერთი ამოსუნთქვის წასაკითხიი❤️

 


სტუმარი თაკო
ძალიან ძალიან კარგი იყო????მომეწონა ძალიაან

სტუმარი ნინი
როგორი თბილი ისტორია იყოო❤️ ერთი ამოსუნთქვის წასაკითხიი❤️

ძალიან მიხარიაა ❤️❤️❤️ მადლობაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent