შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თერაპია(IV)


13-07-2023, 06:47
ავტორი autamnlover
ნანახია 1 019

ოთახში რბილ ლოგინზე იწვნენ ელი და ანნა, ალექსანდრეს დატოვებულ ნივთს ანუ საჩუქარს, ახალ ეარპოდებს დაჰყურებდნენ ზემოდან და ყუთიდან ამოღებასაც კი ვერ ბედავდნენ.
-მართლა არ მესმის, რაღაც უცნაური არის ამ ამბავში.
-რაღაც? მთლიანად უცნაურია.-ისევ აიფოფრა ანნა.
-თავიდან მომიყევი, სულ უფრო და უფრო ვიბნევი.-ყელზე სამი თითი დაიკიდა ელიმ.
-მერამდენედ ელა! დილას სადღაც ათისკენ დამირეკა, შენს სახლთან ვარ გამოდიო, მეც ფეხზე ამოვიცვი და გავედი, იქამდე ტელეფონში რაღაც მითხრა მაგრამ არც მახსოვს რა, ჯერ კიდევ მეძინა. გავედი თუ არა ეს ეარპოდები გამომიწოდა, არ მინდა რამე იფიქრო ან საჩუქრად მიიღოო , უბრალოდ მაინტერესებს სტრესთან მუსიკით გამკლავებას როგორ შეძლებო და ამიტომ მოგიტანეო.
-და ფლეილისთი?
-თავის ფლეილისთი უკვე სახლში რომ შემოვედი მერე გამიზიარა. გარეთ თითქმის არც ულაპარაკია, უბრალოდ ეგ ამიხსნა მერე მეჩქარებაო და მანქანაში ჩაჯდა.
-ხო ნუ ალბათ მართლა არ არის საჩუქარი და მართლა როგორც ფსიქოლოგს ისე აინტერესებს, ესე თუ ვიმსჯელებთ ყველაფერი ლაგდება.
-ხო მაგრამ.. ეს იმაზე ძვირი ღირს ვიდრე ჩვენ ჩემ მასთან სიარულში ვიხდით და ანუ რა გამოდის? ჩვეულებრივი ყურსასმენი რომ ეჩუქებინა ნებისმიერი უბრალოდ დაბალ ფასიანი, კიდევ დავრწმუნდებოდი მაგ თეორიის სინამდვილეში, მაგრამ არ ვიცი , ახლა არ მესმის..
-კაი და ფლეილისთი რომ გაგიზიარა რამე არ მოგწერა?
-თუ ოდესმე არ გეცოდინება რას მოუსმინო , ეს ჩემი ფავორიტი სიმღერებია და გამიხარდება თუ რომელიმეს მაინც ცდი და მოგეწონებაო.
-ვააჰ, ვერაფერს ვხვდები..-ხმით ამოიხვნეშა ელიმ.

-გოგოებო , სადილი გავაკეთე, არ მოხვალთ?-ოთახის კარი მოულოდნელად შეაღო მაკამ, ელი და ანნა ერთმანეთს სახით შეასკდნენ ყურსასმენი რომ გადაეფარათ. რადგან დილის ვიზიტზე დაუმალა ანნამ მაკას, არც ამის თქმა გამოდიოდა.
-ცოტახანში გამოვალთ.-ხვნეშით გაიღიმეს სინქრონში.
-გელოდებით.-ოთახის კარი ასევე ღიმილით გაიხურა მაკამ , რაღაც უცნაურის სუნი კი სცემდა თუმცა არ ჩაძიებია, მისთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი რომ ანნა ახლა უფრო ხშირად იღიმოდა ვიდრე აქამდე.
-მგონი სანამ დროა მაკას უთხრა სჯობს, თვითონ იმისგან რომ გაიგოს უხერხული იქნება შენ რომ დაუმალე.
-იქნებ ვერ გაიგოს, ახლა ასე მირჩევნია.

ისადილეს, ცოტახანი მაკაც კი გაართეს ჭორაობით, შემდეგ კი ისევ ნაცნობ კაფეს მიაშურეს ყავის დასალევად რადგან ანნას ჰაერი ვერა და ვერ ჰყოფნიდა და მუდმივად გრძნობდა ყელში გაჩხერილ ბურთს.
-მასთან ერთად რომ ვარ თავს სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. მისი მზერა, მისი სიტყვები და დამოკიდებულება თავს ისე მაგრძნობინებს რომ კიდევ ათასი წელი ვიცხოვრებდი თუ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა და ხომ იცი ჩემთვის ეს რამდენსაც ნიშნავს?
-ატამო, არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ ფსიქოლოგის საქმეც სწორედ ეგ არაა რომ თავი ადამიანებს უკეთესად აგრძნობინოს? მე ვფიქრობ უბრალოდ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს და საბედნიეროდ კარგადაც გამოსდის. შენ კიდე მსგავსი რამ რომ არასდროს გქონია შესაძლოა რამე სხვა გრძნობაში გერევა, არ მინდა ოცნების კოშკები ააგო და შემდეგ იმედები გაგიცრუვდეს. ახლაც კი ამ დროსაც კი შესაძლოა ზის და რომელიმე მის პაციენტს ზუსტად იმ სიტყვებს ეუბნება რასაც შენ, ან შესაძლოა სხვასთან სხვა ნივთი მიაქვს სტრესთან გასამკლავებლად, ამიტომ სისულელე მგონია პირადულად რომ მიიღო მისი საუბარი ან საქციელები.-შეატყო როგორ ჩაუქვრა გაბრწყინებული თვალები ანნას მისი მოსმენისას, პირდაპირ უყურებდა როგორ ქვრებოდა მის თვალწინ მეგობარი, რომელიც სულ ცოტახანს ანათებდა ბედნიერებისგან.
-მართალი ხარ ელი, რეალურად მეც ვიცი რომ მისთვის რიგითი პაციენტი ვარ, საკუთარ გრძნობებს ავყევი და რაღაცები გამოვიგონე, სისულელეა..
ისევ კაფის დაკეტვამდე გაჩერდნენ გარეთ იმის მიუხედავად რომ ერთადერთი რაც ანნას უნდოდა სახლში წასვლა, საბნის ქვეშ შეძრომა და ტირილი იყო.. ელის არ უნდოდა წასვლა მეგობარს კი მარტოს ვერ დატოვებდა, ამიტომ გმირულად უმკლავდებოდა თვალებზე მომდგარ ცრემლებს და მთელი ის დრო ერთიც კი არ ჩამოვარდნია..

*
საკუთარ სახლში უცხოსავით დააბოტებდა ალექსანდრე, ვერსად პოულობდა ადგილს. ხან იღიმოდა, ხან იბღვირებოდა, ხან ბრაზდებოდა , ხან წყნარდებოდა, ხან ყვიროდა, ხან ჩუმდებოდა მაგრამ მაინც არაფრით ეუფლებოდა სიმშვიდის განცდა.
რამდენიმე საყვარელი ჭიქაც კი მოიქნია სიმწრისგან , შუშის ნამსხვრევები მთელს სახლში იყო მიმოფანტული მაგრამ პირველად ცხოვრებაში მამაკაცს არ აწუხებდა არეულობა. ალბათ იმიტომ რომ ყველაზე დიდი აურზაური საკუთარ ტვინში ჰქონდა და გარშემო ვეღარც ამჩნევდა ვეღარაფერს.
“არა ამას ვერ გავუძლებ! ვერ გავუძლებ რომ ჯერ კიდევ არ შევხებივარ, ვერ გავუძლებ რომ ჩემთან არ არის. ვერ გავუძლებ რომ ვერ ვუყურებ მაშინ როცა მინდა და სეანსებს უნდა დაველოდო მის სანახავად. არადა პიჟამოებში , თმა გაპუწული და პირ დაუბანელი ყოველ დილით მინდა ვნახო.. არა, ამას ვერ გავუძლებ!”-საკუთარი ფიქრები კიდევ უფრო აგიჟებდნენ და ამხეცებდნენ მამაკაცს.
ანნასთან სიახლოვე ისე სჭირდებოდა , იმდენად ილტვოდა მისი სხეული მისკენ რომ ერთ საათიანი ბოდიალის , მსხვრევის, მტვრევის და მუშტების რტყმის შემდეგ, ვეღარ გაძლო , მანქანის გასაღებს მანიაკივით ეცა და გარეთ გავარდა.
გონება მთლიანად ჰქონდა დაბინდული.ისე სწრაფად ატარებდა , როგორ სწრაფადაც მისი გული სცემდა და წამითაც კი არ უფიქრია რომ ეს ცუდი იდეა იყო. პირიქით, სიმშვიდე მხოლოდ მაშინ დაეუფლა როცა მანქანა დაქოქა და ანნას სახლისკენ დაიძრა.
შუქნიშნებსაც კი არაფრად აგდებდა ისე მიიჩქაროდა იმისკენ რაც ასე სწყუროდა.
ტელეფონის ზარმა თითქოს გონს მოიყვანა და რეალობას დაუბრუნა.
-ჩამოვიღე კარები , სად ხარ?-მაშინვე წუწუნს მოჰყვა ქალბატონი.
ალექსანდრეს კი მხოლოდ მაშინ გაახსენდა ნინასთან დაგეგმილი შეხვედრა, თავში ხელი შემოირტყა , საერთოდ რას ვაკეთებო.. მანქანა მოაბრუნა და სახლში წამებში გაჩნდა.
-სად იყავი?-კართან ატუზულ ნინას იმაზე მეტად დაღლილი სახე ჰქონდა ვიდრე რეალურად იყო.
-საქმეზე, შევიდეთ.
ხელი წელზე შემოხვია და თავით თმაზე მიეფერა.

ყველაფრით დაღლილები ლოგინზე ერთმანეთში გაკვანძულები იწვნენ და ერთიანად ოხრაობდნენ.
-დღეს დარჩი.-ვედრების თვალებით ამოხედა მანდილოსანს ალექსანდრემ და თითები სველი ენით აულოკა.
-დარწმუნებული ხარ?-სახე გაუბრწყინდა ნინას. უკვე წლებია ერთმანეთს ხვდებიან და ამ დრომდე არასდროს დათანხმებია მამაკაცი სრული ღამის ერთად გატარებაზე.
-რადგან ვამბობ , ესეიგი ვარ.
ეს ღამე შედარებით მარტივად გაატარა მამაკაცმა. ნინას გვერდიდან არ იშორებდა და თითქოს მისი ფორიაქიც სადღაც გაქრა, კუთხეში დასჯილი ბავშვივით მიიმალა.
დილის 7საათზე მაღვიძარამ ორივეს ყურები დაუხშო.
-გათიშე რა.-ძილბურანში ამოილაპარაკა ნინამ და მამაკაცის განიერ მკლავებს ხელები შემოხვია.
-უნდა ავდგე.-ხელი გააწევინა, თვალები მოიფშვნიტა და ფეხზე წამოსასდგომად მოემზადა ალექსანდრე.
-ყავას გაგიკეთებ.-ძლივს გაახილა ერთმანეთზე შეწეპებული თვალები ნინამ და ლოგინშივე გაიზმორა.

-აქ რა მოხდა?-სამზარეულოდან გამოსძახა ნინამ და ნამსხვრევებად ქცეულ ჭურჭელს ზემოდან დააცქერდა.
-გამოდი რამე არ გაიჭრა.-სააბაზანოდანვე უპასუხა ალექსანდრემ.
-ასე ხომ არ იქნება, მივალაგებ.-მამაკაცისთვის თავის მოწონებას შეეცადა ნინა.
-არა იყოს, დღეს მოდიან დასუფთავებიდან და ყველაფერს მიხედავენ.
-ვიფიქრე ყავას ერთად დავლევდით.-სახე მოეღუშა ნინას.
-გარეთ დავლიოთ, მიდი მოემზადე შენც.
ყავა ალექსანდრეს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე კაფეში მიირთვეს.
მამაკაცს ისევ სტუმრობდნენ ფიქრები ანნაზე , თუმცა მათ გამკლავებას მარტივად ახერხებდა როცა მარტო არ იყო.

-როდის გნახავ?-სანამ მანქანიდან გადავიდოდა ხელით განიერ ყბებზე მიეფერა მამაკაცს.
-დაგირეკავ.
-იცოდე რომ მარტივად ვერ დავივიწყებ შენს მკლავებში ძილს.-მომნუსხველად გაიღიმა ქალბატონმა და მანქანიდან გადავიდა.

-დღეს ბოლო შეხვედრა რომელზე მაქვს?-ოფისში შესვლისთანავე მდივანს მიაკითხა ალექსანდრემ.
-ექვსზე, ანნასთან, გადავიტანო?
-არა არა, დატოვე.
-ყავას შემოგიტან.
-მადლობა.თბილად გაუღიმა ახალგაზრდა ქალბატონს და კაბინეტს მიაშურა.
გაუხარდა რომ ერთმანეთის მიყოლებით ჰქონდა ვიზიტები ჩანიშნული , ასე ნაკლებად რჩებოდა დრო რომ ანნაზე ეფიქრა. თუმცა შიგადაშიგ მაინც ეპარებოდა თვალები საათისკენ, ერთი სული ჰქონდა როდის მოიცავდა ანნას ხმა არც თუ ისე პატარა კაბინეტს..

*
ანნას ღამით თითქმის არ უძინია, თითქოს გრძნობდა მისთვის სასურველი მამაკაცი სხვას რომ ეკვროდა მთელი ძალით. რაღაც ფარული და ამოუცნობი არ აძინებდა და მოსვენებას აკარგვინებდა.
ისევ ზემოდან დაჰყურებდა ჯერ კიდევ გაუხსნელ ყურსასმენებს , ხელით აქეთ იქით ათამაშებდა, ბოლოს უჯრაში შეინახა და თავად აივანს მიაშურა.
სკამზე გემრიელად მოთავსდა, უკვე თენდებოდა, მუქ ცას ნელ-ნელა ემატებოდნენ ნაცრისფერი ფერები, თვალი სივრცეში გაუშტერდა, ნიავი ატმისფრად შეფერილ ლოყებზე დასთამაშებდა. ჰაერზე ყოფნამ ოდნავ შვება მოჰგვარა და სკამზე ჩამომჯდარს იქვე მიეძინა.
დაახლოებით 12 საათი იყო როცა მაკა აივანზე გავიდა და სკამზე მიძინებული ქალიშვილი დაინახა. დარწმუნებული იყო რომ ოთახში ეძინა, ამიტომ შეხტა და შეშინებულმა შეჰკივლა.
-ანნა!
მის კივილზე მხოლოდ ყრუ თუ ვერ გაიღვიძებდა, თვალები ზანტად გაახილა ანნამ , წამით აშკარად თავადაც ვერ მიხვდა სად იყო და უაზროდ იყურებოდა აქეთ-იქით.
-ამ სკამზე რამ დაგაძინა. მიდი ოთახში გადაწექი.
-რომელი საათია?
-ჯერ ადრეა მიდი მიდი, გამოიძინე.
ლოგინში გადაწვა , თუმცა აღარ ჩასძინებია, ისევ ფიქრებში გადაეშვა.
5 საათზე მაკამ შეაკითხა, მომზადება დაიწყე თორემ დაგაგვიანდებაო, ისევ ზლაზვნით წამოდგა, პირველი რაც ხელში მოხვდა ზედ გადაიცვა და სამზარეულოს მიაშურა.
-მიდი ჭამე ისე არ წახვიდე, ყველაფერი მაგიდაზე დევს.
ანნას ჭამის თავიც არ ჰქონდა, უფრო ერთობოდა ბოსტნეულის თეფშზე გორაობით.
-ელის დღეს სცალია აქ რომ დარჩეს?-მორიდებით იკითხა მაკამ და ანნას წინ სკამზე ჩამოჯდა.
-არ ვიცი , რა არის?
-უკვე რამდენი ხანია ზურა მთხოვს სადმე წასვლას.. დღეს უარი ვეღარ ვუთხარი, 8ზე გამომივლის წავალთ და ხვალ 8ზე აქ ვიქნები..-ძლივს საუბრობდა მორიდებისგან მაკა , თუმცა მოსარიდებელი არაფერი იყო თავადაც იცოდა, უბრალოდ არ უნდოდა ქალიშვილის თვალებში კვლავ რისხვა და სიბრაზე შეემჩნია.-ვიცი რომ მარტო არ გიყვარს დარჩენა, ელიზე ამიტომ გკითხე.
-ხო , სავარაუდოდ ეცლება, შენ წადი, მაგაზე ნუ ინერვიულებ.-დედას თვალებით გაუღიმა და საჭმლით თამაში განაგრძო. რომ გაიაზრა რამდენიმე დღის წინ რამხელა ისტერიკებს მოაწყობდა ამ ტექსტზე, საკუთარი თავის თავად შერცხვა. ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ მაკაც ისევე იმსახურებდა ბედნიერებას, როგორც ყველა სხვა დანარჩენი და ამან თითქოს შვებაც კი მოჰგვარა..

ფეხით მიუყვებოდა გზას თერაპიამდე, გზად რამდენჯერმე შეჩერდა მაღაზიაში სასურველი პროდუქტის საყიდლად. კიბეებზე რაკეტასავით აირბინა, მიმღებში გოგონას პირველად მიესალმა ღიმილით და კაბინეტის კარზე ათრთროლებულმა დააკაკუნა, პასუხს არ დალოდებია, მაშინვე შეაღო და შიგნით შევიდა.
-გამარჯობა.-მორცხვად მიესალმა მამაკაცს და მის წინ სავარძელზე ჩამოჯდა.
-გამარჯობა ანნა.-თავისდაუნებურად გაუღიმა მთლიანი სახით, როგორც ყოველთვის ახლაც აქცენტი მის სახელზე გააკეთა და თმის ღერიდან ბოლომდე დაუარა ჟრუანტელმა.
შენთვის საჩუქარი მაქვს. პატარა ბავშვივით გაიცინა ანნამ და ქაღალდის პარკიდან ჯერ კიდევ გაყინული უშაქრო ნაყინი ამოიღო, მაგიდაზე დადო და მის წინ მჯდომ მამაკაცს ხელით გაუცურა.
ალექსანდრე მაქსიმალურად ცდილობდა ემოციების შეკავებას, თუმცა თვალებში მაინც აუბრწყინდნენ ნაპერწკლები.
“ეს ბავშვი ნამდვილად სხვა სამყაროდანაა..”-თავისთვის გაიფიქრა და ნაყინს ხელი დაავლო.
-მადლობა ანნა, საუკეთესო საჩუქარია რაც კი აქამდე მიმიღია.
-მალე თუ არ შეჭამ გადნება, ისედაც ძლივს მოვიტანე აქამდე.
ალექსანდრე უარზე იყო, მერე შევჭამო მაგრამ ანნას თხოვნით გაჟღენთილ თვალებს ისევ ვერ გაუძლო და მის სურვილს დანებდა.
-აბა , მოუსმინე მუსიკას?-ნაყინის შეფუთვა ნაგავში მოათავსა და ისევ ანნას მიუბრუნდა.
-სინამდვილეშიი.. -წამით გაჩერდა ანნა, ნაჭრის ჩანთაში ხელი ჩაყო, ყურსასმენი მალევე იპოვა, ამოიღო და მაგიდაზე დადო.-ამას ვერ მივიღებ.
-არც კი გაგიხსნია..-თითქოს წყენით ამოილაპარაკა ალექსანდრემ.
-მართლა ვერ მივიღებ.
-ანნა , ეს საჩუქარი არ არის რომ ვერ მიიღო.-ყუთს ხელი დაავლო და წამებში გაბრდღვნა და ახლა უკვე გახსნილი კვლავ გოგონას დაუბრუნა.

ბევრი ისაუბრეს, ალექსანდრემ მაინც მოახერხა ანნას დაყოლიება და ყურსასმენი მის ჩანთაში თავად მოათავსა.
ერთი საათი ახლა უკვე ორივესთვის ისე მალე გავიდა თითქოს მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარეს ერთად.
ოთახში გამეფებული ვნების სურნელი ორივეს თავბრუს ხვევდა და თავს აკარგვინებდა.
-აქ სიარული მართლა ბევრი რამის გადალახვაში დამეხმარა.-აღსარებასავით ამოთქვა ანნამ დამშვიდობებისას.
-ამაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი.-ღიმილით წამოდგა ფეხზე ალექსანდრე , კარი გაუღო და დააკვირდა როგორ ტანის რხევით გავიდა ანნა მისი კაბინეტიდან.
მუშტი ძლიერად შეკრა რომ მისთვის ხელის ჩაჭიდების და უკან კაბინეტში შეთრევის სურვილს გამკლავებოდა.
ხარბად შეისუნთქა ოთახში დარჩენილი ანნას სურნელი და სკამს დაუბრუნდა დარჩენილი საქმეების მოსაგვარებლად.

*
-გაგიჟდი ელი? ახლა თუ არ მოხვალ გამოდის რომ ღამე სულ მარტოს მომიწევს დარჩენა.-ხმა აუკანკალდა და წამით სიარულის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
-გუშინ რომ ფიქრებით სხვაგან არ ყოფილიყავი , ახლა ამ ამბავს ასე არ გაიკვირვებდი ანნა! გუშინაც გითხარი რომ დღეიდან ორი კვირა თბილისში არ ვიქნებოდი.
-მეზიზღები! -ტელეფონი ბრაზით გაუთიშა ერთადერთ მეგობარს და შეეცადა მაქსიმალურად გაეწელა ნაცნობ ადგილებში ბოდიალით სახლში მისვლის დრო თუმცა იცოდა რომ ამას მაინც ვერსად გაექცეოდა.
უკვე რომ შებინდდა , მაღაზიაში შეიარა, სნექები იყიდა და სახლისკენ გაემართა.
“პატარა ხომ აღარ ხარ? რა თქმა უნდა, შეძლებ სახლში მარტო დარჩენას!”-საკუთარ თავს აგულიანებდა როგორც შეეძლო.
ტელევიზორთან სავარძელში მოთავსდა, საჭმელი წინ მაგიდაზე მოილაგა და ათასჯერ ნანახი ფილმების კიდევ ერთხელ ყურებას შეუდგა.
ორ ფილმს უყურა უშფოთველად, შემდეგ გარედან შემოსულო პატარა ხმის გაგებამ მაშინვე ჭკუიდან გადაიყვანა, ერთიანად მოიცვა შიშმა და შფითვამ. სიმღერაც ჩართო, სხვა ფილმიც, საჭმელსაც მიუბრუნდა, ხან სნექებით ამოივსო პირი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა მის არცერთ ქმედებას.
რაც უფრო ღამდებოდა მით უფრო მეტად აუტანელი ხდებოდა მისთვის სახლში გაჩერება.
“არა არ შემიძლია, ვერ გავუძლებ” ისევ თავისთვის ამოილაპარაკა და თვალებიდან წვიმებივით ცრემლები წამოსცვივდა.
სახლიც კი ზანზარებდა მისი კანკალით.
ტელეფონს დახედა, საათი პირველს აჩვენებდა, ვეღარ მოითმინა და მის იმედს ,ალექსანდრეს შეტყობინება გაუგზავნა იმის იმედით რომ მასაც ეღვიძა და ანნას დამშვიდებას შორიდანაც შეძლებდა.
“ვიცი გვიანია, მაგრამ სახლში მარტო ვარ და შიშისგან მგონია მალე გული გამისკდება.”
“მარტო რატომ ხარ? დამშვიდდი არაფერი მოხდება.”
მაშინვე უპასუხა ალექსანდრემ და თავადაც ფორიაქისგან ლოგინიდან წამოხტა. ვერ იტანდა იმაზე ფიქრს რომ ანნა თავს ცუდად გრძნობდა და ის მის გვერდით არ იყო.
“მაკა თავის საქმროსთან ერთად წავიდა სადღაც, ელიც დასასვენებლადაა.. მარტო მომიწია დარჩენა, მეგონა გავუძლებდი, მაგრამ არ შემიძლია.”
ალექსანდრეს შეტყობინებაზე აღარ უპასუხია, ტანზე ჩაიცვა, მანქანამდე სირბილით მივიდა და ზუსტად 7 წუთში ანნას სახლის კართან იდგა, ჯერ დაკაკუნებას აპირებდა, მერე მიხვდა ისედაც ანერვიულებულს კიდევ უფრო რომ შეაშინებდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძრო.
“გამიღე, კართან ვარ.”
ანნას სხეულში იმხელა სითბო ჩაეღვარა შეტყობინების წაკითხვისას ეგონა გული გაუსკდებოდა ბედნიერებისგან, მისი განზრახვა ეს მართლა არ ყოფილა, უბრალოდ იფიქრა რომ მამაკაცი ტელეფონიდანაც შეძლებდა მის დახმარებას ,სხვა დანარჩენზე კი არც კი უფიქრია.
შეშინებულმა , ნაკალკალებმა და მამაკაცის ყურადღებით მოხიბლულმა, ვერ მოითმინა და კარის გაღებისთანავე ალექსანდრეს მაგრად მოეხვია. ისე ეხუტებოდა რომ სუნთქვა არცერთს აღარ შეეძლოთ , მის სურნელებას პირველად გრძნობდა ასე ახლოდან და თავს რეტი ესხმოდა სიამოვნებისგან.
მათი სხეულები ერთმანეთს ისე ეკვროდნენ თითქოს სამუდამოდ ერთმანეთთან გაერთიანება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
რამდენიმე წუთიანი ჩახუტების შემდეგ, ანნა მიხვდა ზედმეტი რომ მოსდიოდა და მამაკაცს მოშორდა.
-მაპატიე, უბრალოდ ძალიან მარტოდ ვგრძნობდი თავს და რომ დაგინახე..
-პრობლემა არ არის.-წინადადება გააწყვეტინა მამაკაცმა უხერხულობის გასაფანტად.
სახლში შევიდა ალექსანდრე და ვნებისგან გაოფლიანებულ ხელისგულებს შარვალზე ურცხვად შეწმენდას მოჰყვა.
-აქ დაჯდები?-სავარძელზე ხელით ანიშნა ანნამ.
-სადაც შენ თავს უკეთ იგრძნობ, ჩემთვის სულერთია.
თმაზე ხელი დაუსვა და თავზე ნაზად აკოცა. ანნა გაინაბა, დაპატარავდა, რომ შეძლებოდა ხელებში ჩაადნებოდა საყვარელ მამაკაცს.
ორივე სავარძელზე მოკალათდნენ გვერდულად რომ ერთმანეთის პირისპირ ყოფილიყვნენ.
-მართლა არ მინდოდა აქ ასეთ დროს მომეყვანე.. ალბათ ხვალაც რამდენი საქმე გაქვს.-თვალები აუწყლიანდა ანნას , ძალიან რცხვენოდა თავის საქციელის.
-მოდი ჩემთან.-თავისთან მიიხუტა დარცხვენილი და თმაზე რამდენჯერმე შეახო ტუჩები შემთხვევით, როცა მისი სურნელის მაქსიმალურად შესუნთქვას ცდილობდა.
ანნამ პირველად იგრძნო თავის სიცოცხლეში ამხელა სიმშვიდე, მკლავზე ხელები შემოხვია ალექსანდრეს და თვალები მიხუჭა.
ეს შეხვედრა , რა თქმა უნდა , არ გავდა იმ შეხვედრებს რაც აქამდე ჰქონიათ, მაგრამ ახლა არცერთს არ სურდა კითხვებით გამოეჭედათ თავი, ამიტომ გონების ხმა სადღაც უკან გადამალეს და ერთმანეთით ტკბობა განაგრძეს.
ანნას მალევე მიეძინა მამაკაცის მკერდზე. ალექსანდრე სახეზე ისე აშტერდებოდა იმასაც კი ფიქრობდა მზერით არ დავუფრთხო ძილიო..
აკვირდებოდა მის ხალებს სახეზე ისე , ამ დღის შემდეგ ძილშიც რომ გაგეღვიძებინათ დაუფიქრებლად მოგიყვებოდათ სახეზე პლანეტებივით განთავსებული თითოეული ყავისფერი ნამზეურის მდებარეობას. აკვირდებოდა მის ნესტოების მოძრაობას მშვიდი სუნთქვის დროს, მისი ტუჩების თრთოლვას..რამდენჯერმე ფრთხილად თითებიც კი ჩამოუსვა ატმისფერ ლოყებზე , თითქოს ამაზე მეტად რომ შეხებოდა ფაიფურის ჭურჭელივით დაიმსხვრეოდა მისი სახე.
ჯერ არასდროს უნახავს ასეთი ბავშვური სილამაზე , მონუსხული იყო ანნას ყველა ნაკვთით.
გოგონას თმებზე თამაშში გართული თავადაც მალევე მიეცა მონატრებულ მშვიდ ძილს და თვალები მაგრად დახუჭა , თუმცა სამწუხაროდ დიდხანს არ გასტანა მისმა სიმშვიდემ და ნეტარებამ.
დაახლოებით 6 საათი იყო თვალები რომ დააჭყიტა ალექსანდრემ, მაშინ ცხოვრებაში პირველად ეძინა ქალთან ისე რომ მასთან ფიზიკური კავშირი არ ჰქონია, ყველანაირ სიამოვნებაზე მაღლა იდგა ის რაც იმ ღამით რამდენიმე საათით უბრალოდ ანნასთან გვერდზე წოლით იგრძნო, გული ამოვარდნას ჰქონდა , პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ბედნიერებისგან. თუმცა მალევე გაიაზრა რომ ეს არცერთი საქციელი მას არ შეესაბამებოდა, გაახსენდა რომ 33 წლის ზრდასრული კაცია ანნა კი 18 წლის მისი პაციენტი, ყველაზე სწრაფად რისი მოფიქრებაც შეძლო სიტუაციიდან თავის გასაქცევად, გაქრობა იყო, ისე თითქოს ის ღამე საერთოდ არც ყოფილა..
გაუმართლა, ანნას საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონდა, შეტყობინებები წაშალა თავის და ანნას ტელეფონშიც გოგონას რომ ვერაფრის ნახვა მოეხერხებინა, თავის მკერდის ნაცვლად ბალიშს მიახუტა განაბული ანნა, წასვლამდე კიდევ რამდენჯერმე შეეხო ტუჩებით მის სათუთ სახეს , თმაზე მიეფერა და საბოლოოდ წამოდგა ფეხზე. იცოდა რა საშინელებასაც ჩადიოდა, იცოდა როგორ ეტკინებოდა ანნას გული როცა გაიაზრებდა რომ ეს ყველაფერი რაც რეალურად მოხდა, მისი წარმოსახვა იყო, ამ ტკივილისთვის არც ემეტებოდა, თუმცა იმ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, საკუთარ გრძნობებში გამოტყდომას არ აპირებდა და ეს ისე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი რომ თავს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
“მაპატიე” ყურში ჩუმად ჩაჩურჩულა , საბანი მიაფარა და სახლი ფეხაკრეფით დატოვა.
___________
ჰეი♥️მადლობა თუ წაიკითხეთ, არ დაიზაროთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი რას ფიქრობთ წყვილზე და როგორ წარმოიდგენთ მათი ურთიერთობის განვითარებას^^
პ.ს. ვეცდები უფრო გავზარდო თავები და ისე ავტვირთო, ამ ეტაპზე მხოლოდ ესაა რაც შემიძლია:(



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

რატომღაც მგონია ზე ვნებიანი და საყვარელი წყვილია

 


№2 სტუმარი Nino

Dzalian kargi istoriaa ase ganagrze ❤❤❤❤????

 


№3 სტუმარი ნანამია

რატომაც არა, შეიძლება მათი წყვილი შედგესდა ძალიან ბედნიერები იყვნენ... თუმცა ამ შემთხვევაში მათი მომავალი ავტორის გადასაწყვეტია...მე ბედნიერ დასასრულს ვისურვებდი...ნეგატივი რეალურ ცხოვრებაშიც ბევრია... ძალიან საინტერესოდ და საყვარლად წერ...გააგრძელე... მადლობა...

 


№4  offline წევრი autamnlover

მადლობა გოგოებო ♥️♥️დღეს გვიან ან ხვალ დილით დაიდება ახალი თავიი^^

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

შემეცოდა ორივე აგძალული კი არის პაციენტსადა ექიმის სიყვარული მაგრამ გულს ხომ ვერ უბრძანებ

 


№6  offline წევრი autamnlover

კიი ნამდვილად ვერ უბრძანებ ,თანაც რაც უფრო მიუწვდომელი და აკრძალულია, მით უფრო გიზიდავს და კიდევ უფრო რთულია ამასთან გამკლავება:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent