შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ქორწილის დღე


6-09-2020, 02:34
ავტორი Light moon
ნანახია 1 317

თბილისში ცხოვრობდნენ შეყვარებულები ანნა და ალექსანდრე. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ძალიან გავდნენ ერთმანეთს. ორივე იყო ქერა და ცისფერთვალება. ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ერთ დღეს ანნამ გაიგო, რომ 6 თვის ორსული იყო მაგრამ მისი აღნაგობის გამო ვერ გაიგო.ანნას ძალიან გაუხარდა და მაშინვე ალექსანდრეს დაურეკა.
-ალექსანდრე სად ხარ?
-სახლიდან გამოვედი ამწუთას.
-შეგიძლია გამომიარო და მნახო? საქმე მაქვს.
-მოხდა რამე?
-ცუდი არაფერი, რომ მოხვალ გეტყვი.
-კარგი თხუთმეტ წუთში მოვალ.
ალექსანდრე ანნასთან ზუსტად თხუთმეტ წუთში მივიდა. ანნა მას სადარბაზისთან ელოდებოდა და, როცა ალექსანდრემ დაინახა, რომ ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა დამშვიდდა. ანნა მანქანაში ჩაჯდა და ალექსანდრეს სთხოვა ყავა დაელიათ. კაფეში, როდესაც მივიდნენ ცოტახანს ორივე ჩუმად იყო და ანნა ძალიან ბედნიერი ჩანდა ბოლოს დუმილი ალექსანდრემ დაარღვია.
-ანნა რა მოხდა?
-რაღაც სასიხარულო გავიგე და მინდა შენც იცოდე.
-მიდი მომიყევი გისმენ.
-ორსულად ვარ.
-სერიოზულად?
-კი.
ალექსანდრე ძალიან გახარებული იყო. ანნაც და ალექსანდრეც ბედნიერებისგან ცაში დაფრინავდნენ.ორივეს ძალიან უნდოდა შვილი, სახელიც კი მოფიქრებული ჰქონდათ.
იმ დღესვე ქორწილის თარიღი დათქვეს და მშობლებს აცნობეს ორი სასიხარულო ამბავი.
ქორწილი ორ თვეში უნდა ჰქონდათ. და აი დადგა ნანატრი ქორწილის დღეც ანნა ძალიან ლამაზი და ბედნიერი იყო.მუცელი ოდნავ დატყობოდა. ალექსანდრეც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა. როდესაც ალექსანდრემ ანნა დაინახა ცრემლები წამოუვიდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. უთხრა ალექსანდრემ ანნას.
-შენც არაგიშავს.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. ალექსანდრე საჭესთან დაჯდა ანნა კი მის გვერდით. ანნას ყურებაში გართულმა ალექსანდრემ მისკენ მიმავალი სატვირთო მანქანა ვერ დაინახა და შეეჯახა.ალექსანდრე კარგად იყო მაგრამ ანნა ძალიან მძიმედ იყო.
სასწრაფოს მანქანაში მყოფი ანნა ალექსანდრეს იმ დროს ბოლოჯერ ელაპარაკა.
-ჩემო სიყვარულო ერთი თხოვნა მაქვს.
-გისმენ.
-თუ კი მოხდა ისე, რომ ჩემსა და ჩვენს შვილს შორის არჩევნის გაკეთება მოგიწია გთხოვ ჩვენი შვილი აირჩი რადგან მე მის გარეშე მაინც ვერ ვიცხოვრებ. გთხოვ დამპირდი იმას,რომ ჩვენს შვილს ანამარიას დაარქმევ და მასზე მთელი ცხოვრება იზრუნებ.
-კარგი საყვარელო მაგრამ მე მჯერა, რომ შენც ჩვენთან ერთად იქნები.
-კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვო და უარი არ მითხრა ძალიან გთხოვ.
-გისმენ ძვირფასო.
-თუ მე მოვკვდი დამპირდი, რომ ცოლს მოიყვან და ანამარიას დედის სიცარიელეს შეუვსებ. ძალიან გთხოვ…
-იმას ვერ დაგპირდები,რომ შენს მერე ვინმეს შევიყვარებ და მასზე დავქორწინდები.
-ეს ჩემი უკანასკნელი სურვილია და გთხოვ გულ დამშვიდებული გამიშვი იმ ქვეყნად და დამპირდი, რომ ცოლს მოიყვან.
-კარგი გპირდები.
ამ დროს ალექსანდრემ ტირილი დაიწყო.
როდესაც სავაადმყოფოში მივიდნენ ექიმმა თქვა, რომ ანნას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. 20 წუთში ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან და ალექსანდრე ძალიან რთული არჩევნის წინაშე დააყენა.
მას უნდა აერჩია ან ბავშვი ან შეყვარებული.
მას ანნას სიტყვები გაახსენდა,უკანასკნელი სურვილი შეუსრულა და ბავშვი აირჩია. ანამარია ძალიან ლამაზი იყო,მას მუქი ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა.
ანნა მოკვდა მაგრამ მან თავისი ნაწილი დაუტოვა ალექსანდრეს. ალექსანდრესთვის ძალიან რთული იყო იმ აზრთან შეგუება,რომ ანნას ვეღარასოდეს ნახავდა.ანნას დასაფლავების შემდეგ ალექსანდრე ძალიან ცუდად იყო,კლინიკაში დაწვენა და მკურნალობა დასჭირდა. იმ დროის მანძილზე ანამარიასთან ანნას მეჯვარე ლიზა რჩებოდა და უვლიდა. სამი თვის შემდეგ ალექსანდრე კლინიკიდან გამოწერეს და ლიზა თავის სახლში დაბრუნდა. ერთ დღეს ანამარია ავად გახდა. ალექსანდრემ შეშინებულმა დაურეკა ლიზას და დახმარება სთხოვა.ალექსანდრე ძალიან შეშინებული იყო. ლიზა ათ წუთში ალექსანდრეს თან მივიდა წამლებით ხელში და ანამარიას სამ დღე და ღამე საწოლთან უჯდა. ანამარია სამ დღეში მომჯობინდა და ლიზამ სახლში წასვლა გადაწყვიტა. ლიზა ალექსანდრესთან დასამშვიდობებლად მივიდა და ალექსანდრემ დალაპარაკება სთხოვა.
-ლიზა ერთი წუთით.
-რა მოხდა?
-რაღაც მინდა შემოგთავაზო.
-გისმენ.
- სანამ ანნა მოკვდებოდა მან მთხოვა, რომ ცოლი მომეყვანა და ანამარიასთვის დედის სიცარიელე შემევსო.ანამარია ძალიან მოგეჩვია და ძალიან უყვარხარ და შენზე უკეთესი დედობა ვინ უნდა გაუწიოს ანამარიას. მოდი ანნას სურვილი გავითვალისწინოთ და დავქორწინდეთ.
ლიზა თავიდან შოკში იყო შემდეგ კი ანამარიას გამო დათანხმდა ალექსანდრეს წინადადებას.
დაქორწინდნენ. მათ მართლა შეუყვარდათ ერთმანეთი. სამი ულამაზესი შვილი კიდევ ეყოლათ. ერთი გოგო და ორი ბიჭი. გოგოს ანნა დაარქვეს. ანნა მათ არასდროს დავიწყებიათ და ყოველთვის ლოცულობდნენ მისი სულისთვის. სასაფლაოზე კი კვირაში ერთხელ აუცილებლად მიდიოდნენ ბავშვებთან ერთად.



№1 სტუმარი სტუმარი სალო

ლამაზი პატარა ისტორიაა მაგარია სევდიანიც მარა კარგია

 


№2  offline წევრი Light moon

მადლობა შეფასებისთვის❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent