ტრფობის ალში გახვეულნი
თავი 1 მზე უკვე დიდი ხანია რაც ბუმბერაზი მთის კალთებში მიიმალა და მის მაგივრად ახლა ცაზე თეთრი მთვარე ჩამოკიდებულა და ჩვეული სიჩუმით და იდუმალებით დაჰყურებს ქალაქ ს-ს.რამდენი რამ უნახავს დიად მთარეს.საუკუნეებია რაც ასე მდუმარედ დაჰნათის ქალაქებს.რამდენი ადამიანის ისტორიას ინახავს იგი.წარმოიდგინეთ მას რომ საუბარი შეეძლოს რამდენ შემზარავ და სულისშემძვრელ ამბავს მოგვითხრობდა.მას ხომ ყველაფერი აქვს ნანახი.მან ყველაფერი იცის. ძალიან მშვიდი საღამოა ქალაქ ს-ში.საამო ნიავი ქრის და თან მოაქვს ახლად აყვავილებული ატმისს სურნელი.ალბათ უკვე შუაღამეს გადასცდა.ქალაქი წყვდიადში ჩაძირულა.არცერთი სახლის ფანჯრიდან არ იღვრება სანთლის თბილი შუქი.ყველამ თავის თბილ სარეცელს მიაშურა.ყველამ?არა,მოიცადეთ.მთვარის მკრთალ შუქზე უცნობი პიროვნების სილუეტი მოჩანს.ხიდის მოაჯირს ერთი ახალგაზრდა დაყრდნობია და მდუმარედ ჩაფიქრებული ჩასცქერის ჩაბნელებულ მდინარეს რომელზეც ღამის ცა ირეკლება.ვინ არის ეს ახალგაზრდა ჭაბუკი და რას აკეთებს იგი ამ ღამით აქ? ხომ არ განუზრახავს?მისნაირი ახლაგაზრდა სულელები მსგავს სისულელეს ხშირად სჩადიან.მგონი თვითმკვლელობა მოდაში შემოვიდა.ნუთ ისიც?თუ ასეა დასანიანა,არადა რა ლამაზი ჭაბუკია.ოქროსფერი კულულები შუბლზე და სახეზე ჩამოჰყრია.თვალები ზურმუხტს მიუგავს,ისეთი მწვანე რომ შეხედავ უმალ დიდი ვრცელი მწვანე ველი ამოგიტივტივდება გონებაში.ოდნავ ჩაჭრილი ტუჩები მაგრად აქვსს მოკუმული,წარბები ოდნავ შეუჭმუხვნია.აშკარად ძალზედ ჩაფიქრებულია.არა მაინც ძალიან საინტერესოა რად დასცქერის ასე დაჟნებით შავბნელ მდინარეს?რა ფიქრებს შეუპყრია მისი გონება? ,,რა დაუნდობლები არიან,მხეცები,ტირანები.ოჰ...საბრალო ლეოპოლდ.არადა რაკარგი ყმაწვილი იყო.ხშირად გაგვიტარებია დრო ერთად,თუმცაღ მე და მისი ძმა ვიქტორი უფრო ახლოს ვართ.ოჰ,თქვე მხეცებო,დაუნდობლებო.როგორ შეუძლიათ კაცს ასე მოექცნენ?ჯერ თავს მოაწონებენ,წაეკეკლუცებიან,გაერთობიან და ბოლოს ხელს კრავენ.ეს ახალგაზრდა ბიჭბუჭებიც რა სულელები არიან.დაინახავენ ლამაზ ბანოვანს და მაშინვე სისხლი აუჩქარდებათ,ყველაფერს ივიწყებენ და მხოლოდ იმ ერთზე ფიქრობენ.ამან იმსხვერპლა კიდევაც საბრალო 17 წლის ვიქტორი.მას ხომ ჯერ ცხოვრება არც კი ენახა.თუმცა ასე მაინც არუნდა მოქცეულიყო.უარი უთხრა ცოლობაზე? თავი გაენებებინა,მასზე უკეთესს სად იპოვიდა ის გოგო?თანაც ასეთმა ბავშვმა,ასეთმა ახალგაზრდამ რა იცოდა რა იყო სიყვარული?განა მე ვიცი? არა,არც მე არვიცი,მასზე გაცილებით უფროსი ვარ,მაგრამ მეც არვიცი რადგან არც არასდროს მყვარებია და არც შევიყვარებ.არ მჯერა მე ამის.გრძნობები,სიყვარული..ეს ყველაფერი ხომ წარმავალია.ეს ყველაფერი დროებითი და მოჩვენებითია.ჩემი აზრით ეს მხოლოდ და მხოლოდ აღტაცება და ლტოლვაა,რასაც მხოლოდ დროის რაღც გარკვეულ მომენტში გრძნობენ ერთმანეთის მიმართ.მათ თავი გამოტენილი აქვთ რომანებით და სასიყვარულო ამბების კითხვით და ისინიც სწორედ ამას ეძებენ.ეძებენ სიყვარულს რომელიც მხოლოდ ადამიანების მიერვეა მოგონილი.ჭაბუკობისას მასაც უოცნებია,ოჰ ბევრჯერ უოცნებია რომ ვინმეს ყვარებოდა,ის ხომ სულ მარტო იყო.მარტო ამ სისატიკით და სიბინძურით მოსილ სამყაროში.-ირონიულად გაიღიმა,როცა კი ახსენდებოდა მისი ჭაბუკური ოცნებები ლამაზმანებთა თუ სიყვარულთან დაკავშირებით ყოველთვის დასცინოდა საკუთრ თავს.თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩიმარა.ახლა ის სულელი ბიჭი აღარაა,რომელსაც ამ აბდაუბდების სჯერა.ღრმად ჩაისუნთქა გაზაფხულის ოდნავ გრილი ჰაერი,მოაჯირს მოშორდა და ქალაქის მეორე ნაწილში გადავიდა,თუ რატომ ეს თავადაც არ იცოდა.აქ ყველაფერი განსხვავებულია.ქუჩები სუფთაა,ლამაზი ქვებითაა მოკირწყლული.მაღაზიის აბრები,ფანჯრები ყველაფერი სუფთაა.ქალაქი ს დიდი ხის ხიდით ორ ნაწილადაა დაყოფილი.ხიდის მარცხენა მხარეს დაბალი ფენის წარმომადგენლები და გლეხები ცხოვრობენ,მარჯვეა მხარეს კი საშუალო და მაღალ საფეხურზე მდგომები ბინადრობენ.როგორ შეიძლება ჩვენ გლეხებთნ და ჩვენზე უფრო დაბალი წოდების მქონეებთნ ერთად ქუჩში ვიაროთო.სულ გავიდნენ თავს ეს ლორდები და გრაფები.ლორდმა კ-მ გლეხების გადასახადსაც აუწია,რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა,თუმცა მეამბოხეები მალევე დაშოშმინდნე,რადგან ვინც კი ხმამაღლა გაბედა პროტესტის გამოთქმა უგზო უკვლოდ დაიკარგა ან რამდენიმე დღის შემდეგ მდინარემ გამორიყა.ასე რომ არავის სურდა მათი ბედი გაეზიარებინა,ამიტომაც ენას კბილს აჭერენ.მოდით ისევ ჩვენს ახალგაზრდა მოხეტიალეს დავუბრუნდეთ.ბნელ ქუჩებში მიაბიჯებს.ძალიან ნელა და ჩმა,მისი ფეხის ნაბიჯების ხმაც კიარ ისმის,ეს მისდა უნებლიეთ გამოსდის.აქ პირველად როდია,მას ხშირად უწევს ქალაქის ამ მხარეს გადმოსვლა მისი ხელობიდან გამომდინარე.ის ხომ მხატვარია.მას კი დიდებული გრაფები,გრაფინიები და სხვა ბურჟუაზები ხშირად აძლევენ პორტრეტების შეკვეთებს.საკმაოდ მწირი შემოსავალი აქვს,თუმცაღა სებასტიანისთის ფული და სიმდიდრე პრიორიტეტი არც არასდროს ყოფილა.მას მოსწონდა ხატვა,უყვარდა ხელოვნება.იგი არხატავდა ფულისთვის,ხატავდა საკუთრი სიამოვნებისთის.რადგან როცა კი ფუნჯს ხელში იღებდა ენით აღუწერელ აღმაფრენას და აღტაცებას გრძნობდა.,,აი სწორედ ეს არის ჩემთის სიყვარული.ხელოვნებაა თავად სიყვარული.მართალია მე არც ლეონარდო დავინჩი ვარ და არც მიქელანჯელო,თუმცა მე მიყვარს ხელოვნება,მიყვარს ჩემი საქმიანობა.მამაჩემის სურვილი იყო ვექილი გავმხდარიყავი,რადგანაც ვექილები ფრიად პატივსაცემი ხალხნი არიან და გარდა ამისა დიდი სიმდიდრის მფლობელნიც.ამიტომ მამაჩემმა სასწავლებელში გამგზავნა მ-ს ინსტიტუტში .მას სურდა მისი ერთადერთი ვაჟი სახელოვანი და მდიდარი კაცი დამდგარიყო.მე კი ეს არ მსურდა.მინდოდა ჩემი ხელობა მევე ამერჩია.არ მომწონდა ეს პროფესია,არც რაიმე გამეგებოდა ამის.ხოლო როცა მამაჩემი გარდაიცვალა (რაც სულ რაღც 1 წელიწადში მოხდა ჩემი ფლორენციაში გამგზავრების შემდგომ)მე მაშინვე მივატოვე აკადემია და სამხატვრო აკადემიაში სასწავლებლად გავემგზავრე ფლორენციაში .სწავლის დასრულების შემდგომ ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩმოვედი და ამის შემდეგ აქ ვარ.მართლაც რომ კარგი მხატვარი ვარ,ყოველშემთხვევაში ყველა ამას მეუბნება,კმაყოფილნი არიან დამკვეთნი ჩემი ნამუშევებით და მეც ვთვლი რომ ასეა.ნამდვილად კარგი მხატვარი ვარ." სებასტიანი არა მხოლოდ პორტრეტებს ხატავს,არამედ რამდენიმე პეიზაჟიც აქვს სესრულებული.ახლაც სურს რამე დახატოს,მაგრამ შტაგონების წყარო დაშრა.არიცის რა დახატოს.ახლა თვის ნამუშევრებს რომ უყურებს ბევრ ნაკლს ხედავს,ბევრ ხარვეზს რაც ხელოვნებაში გაურკვეველთთვის შეუმჩნეველია,ის კი,ის ყველაფერს ამჩნევს.ეს კი იმის შედეგია,რომ იზრდება,ვითრდება და სულ უფრო და უფრო მეტს სწავლობს.მას უნდა რომ შექმნას შეუდარებელი,დაუვიწყარი,უნდა შექმნას ისეთი ნამუშევარი რაც საუკუნოდ ისტორიას დარჩება,რაც მის სახელს არ წაშლის.უნდა დატოვოს რაიმე ღირებული,ისეთი რაც მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ საუკუნეებს იარსებებს.,,შევძლებ კი?შევძლებ საკუთრი თვის ისტორიაში შეტანას?არა,არა,მე დიდებისკენ არ მივისწრაფვი,უბრალოდ არმინდა ჩმმა ცხოვრებამ ფუჭად და ამაოდ ჩიაროს,არმინდა ადამიანთა გონებიდან გავქრე,მინდა რომ ისინი ჩემი ნამუშევრით ტკბებოდნენ და იტანჯებოდნენ,მინდა რომ ტილოზე ფიქრი მათ გონებაში მუდამ არსებობდეს.მინდა უკვდავება მოვიპოვო...'' ახალგაზრდა სებასტიანის ოცნებები ერთმა რამემ გაწყვიტა.თუ რაიყო ეს ამას მალე გაიგებთ. *** წყვდიადით მოცულ ქუჩაში გულის გამაწვრილებელ სიჩუმეს დაესადგურებინა.უეცრად ფიქრებსა თუ ოცნებებში ჩძირულ სებასტიანს გაზაფხული თბილი ნიავი მიელამუნა სახეზე,ტკბილად მოეფერა მის ოქროსფერ კულულებს და მის ყურში ფორტეპიანოს ჩუმი ხმა შეაპარა.იგი შეკრთა.საიდან ეს ხმა?ვინ უკრავდა ასე გვიან?მის გარდა კიდევ ვის არ ეძინა?ფიქრები განდევნა და ერთ ადგილას შეჩერდა.რამდენიმე წამს შედგა თუმცა მერე არაფერი გაუგონია.ალალბედზე განაგრძო გზა,რადაც არუნდა დასჯდომოდა უნდა ეპოვა ის ვინც ასე ტკბილად უკრავდა.მარჯვნივ მარცხნივ წინ უკან.დაუდევრად მიდის,თითქოს უკვე სასოწარკვეთილებამ შეიპყრო.უცებ გაჩერდა და ისევ იგრძნო თბილი ნიავის შეხება და ისევ ის ჰანგები,ამჯერად უფრო მკაფიოდ.იქითკენ დაიძრა საიდანაც ქარმა დაუქროლა.ჩაუარა ლამაზ მაღაზიებს,დაცარიელებულ დახლებს,სამკერვალოს და მდიდრულ სახლებსა თუ სხვა ნაგებობეს,როცა საბოლოოდ მიაღწია დანიშნულების ადგილს.მისს წინ უზარმაზარი სასახლე წამომართულიყო.ირგვლივ ქვის გალავანი ერტყა,მასზე ალბატ ოციოდე სანტიმეტრით მაღალი.მერე უცებ გაახსენდა ეს ვისი სასახლეც იყო.აქ ცხოვრობდა ქალაქის მთავარი ლორდი ბუკინგემი.მარჯვნივ წაავიდა და გალავან სემოუარა.მეორე სართულზე ერთ-ერთი ოთახიდან სინათლის თბილი შუქი იღვრებოდა და ამ შუქზე ოდნავ მოჩანდა წელში გამართული ახალგაზრდა ქალბატონის სილუეტი.მერე უცებ მეორე ლანდიც გამოჩნდა და სინათლე ჩაქრა.თითქოს გულში ლახვარი ჩასცესო,ისეთი გრძნობა გაუჩნდა სებასტიანს.უნდოდა კიდევ მოესმინა,სურდა ისევ ეყურებინა იმ ლანდისთვის...ფეხის ხმა შემოესმა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. "არა,არა,სისულელეა.მე უბრალოდ მისი შესრულება მომეწონა.მუსიკაში მართალია ვერ ვერკვევი თუმცა,ის მართლაც სესანიშნავად უკრავდა.მგონი ლორდის ასული იყო.ჰო,უდაოდ ის იქნებოდა." "და მერე შენ რა?-შემოესმა უცნობი ხმა."ჰეი,ძმობილო,გაიღვიძე,ნუთ გგონია რომ.." "არაფერიც არმგონია,კარგად ვიცი რისი თქმაც გსურს.მე მხატვარს,მდაბიოს ლორდის ასული როგორ შემიყვარებს არა?მაგრამ ერთი რამ დაგავიწყდა სულელო.მე სიყვარულს არ ვეძებ.მე სიყვარული არმჭირდება.მანამ კარგად ვიქნები სანამ ხელში ფუნჯი მექნება და შტაგონების წყარო არ დაშრება." იდუმალი ხმა დადუმდა.აი უკვე თავის ბიანასაც მოადგა.ზლაზვნით აიარა 40 საფეხური,შეაღო კარი და ღონემიხდილი დაესვენა საწოლზე. თავი 2 -არა,კიდევ საინტერესოა რამდენ ხანს გააგრძელებ ძილს,არადა ამდენი წელია გიცნობ და ყოველთვის ჩემზე ადრე დგებოდი,დღეს რაღა დაგემართა?-ამ სიტყვებზე ისევ შეანჯღრია სებასტიანი,რომელმაც როგორც იქნა თვალები გაახილა.ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვიდა,ერთ წერტილს მიშტერებოდა,ვიქტორმა კი იფიქრა თვალგახელილს ჩაეძინაო,ამიტომაც ხელისგული ამოაბრუნდა და მარჯვენა ლოყაზე სთხლიშა,თუმცა არც ისე მწარედ რომ ამ ფაფუკი და წითლად მოღაჟღაჟე ლოყებისთის რაიმე ზიანი მიეყენებინა.ამ დარტყმამ შედეგი გამოიღო და ახლაგაზრდა მხატვარი გონზე მოვიდა. -ოჰ,მისმა აღმატებულებამ ინება გამოღვიძება.როგორც იქნა.არადა რამდენი საქმე გვაქვს.კოსტიუმები,ნიღბები.. -მოიცა რა?რა კოსტიუმებზე და ნიღბებზე ლაპარაკობ?-იკითხა დაბნეულმა სებასტიანმა. -რას და იმას რომ ჩვენი აღმატებულება ლორდი ბუკინგემი მართავს მასკარადს.და მეც მიპატიჟებული ვარ. -ძალიან კარგი.იმედი მაქვს კარგად გაერთობი.-უპასუხა გულგრილად. -მოიცა ძმაო,მარტო კიარ მივდივარ.შენც,ჩემო სებასტიან,შენც ჩმთნ ერთად მოდიხარ. -კი მაგრამ მე იქ ვინ შემიშვებს? -ბავშვო,ნიღბები რისთვისაა?გარდა ამისა არამგონია იქ შემოწმება და გამოკითხვა დაიწყონ,ეს ხომ მასკარადია და არა მეჯლისი ან წვეულება.ასე რომ სწრაფად ჩაიცვი და საქმეს შევუდგეთ.ხვალ საღამოს იმარტება ეს მხიარულება.-სანამ სებასტიანი იცვამდა ვიქტორი გაუჩერებლად ლაქლაქებდა,რაც ცოტა არიყოს გამაღიზიანებელიც კი გახლდათ.ბოლოს,ტყავის ჩექმებში გაყო ფეხი და გავიდნენ გარეთ,სადაც ცხენებშებმული ეტლი ელოდათ. -ჰეი ჯო,-დაუძახა მეეტლეს ვიქტორმა,-მისტერ ლივინგსტონის მაღაზიისკენ გააჭენე ეს ბედაურები.მეეტლემ არისო უპასუხა და ცხენებს მათრახი გადაუჭირა.ამასობაში ვიქტორი იმაზე ლაპარაკობდა თუ როგორი ნიღაბი ან სამოსი სურდა ხვალინდელი საღამოსთის,სებასტიანი კი გუშინდელ საღამოზე ფიქრებს შეეპყრო.თუ ის მართლა ლედი ელიზაბეტი იყო,ლორდი ბუკინგემის ასული,მაშ გამოდის მის ნახვას მასკარადზე შეძლებდა,მაგრამ როგორ გაერჩია იგი სხვებისგან?ეს საკმაოდ რთული იქნებოდა.და რომ ეპოვა?რასიზამდა?რასეტყოდა?არა,არა სებასტიანს მასთან უბრალოდ...უბრალოდ ერთი ღამის გატარება სურს."ეს აბსურდია,-ამოსძახა ხმამ,-მართლა გგონია,რომ ის ახლოს მიგიკარებს?"არეტყვის,არეტყვის ვინარის,მხოლოდ ერთი კოცნა ესეც საკმარისი იქნება."ჯანდაბა,რა შეყვარებული ადამიანივით ვფიქრობ,რაც იქნება ის იქნება.საერთოდაც არ მადარდებს".ამასობაში მაღაზიასაც მიაღწიეს.ეს იყო საოცრად დიდი ოთახი,სადაც გამოფენილი იყო უამრავი სხვადასხვანაირი კოსტიუმი,მამაკაცებისთვისაც და ქალებისთისაც.დიდხანს,ძალიან დიდხანს არჩევდა ვიქტორი.მისთის ჩცმულობა პრიორიტეტს წარმოადგენდა.შენივე ჩაცმულობა მეტყველებს შენზე.ასეთი იყო მისი ფილოსოფია. ბოლოს იპოვა ის რაც მას სურდა.აი ნამდვილი შაჰ-აბასი.ნამდვილად,ნამდვილად.ოღონდ წვერი და მრისხანე გამოხედვაღა აკლდა.რატომღაც სპარსული ჩცმულობა აირჩია."მიჰქარავს",-გაიფიქრა სებასტიანმა.ნიღაბი კი მართლაც საუცხოო აირჩია.თითქოს ლურჯი იყო,მაგრამ არც მთლად,მწვანე ფერშიც გადადიოდა იმისდა მიხედვით რა მხარეს მიატრიალებდი.ზემოთ ბოლოებში კი ორივე მხარეს უზარმაზარი იისფერი ბუბმბულები ჰქონდა დამაგრებული.აი რაც შეეხება სებასტიანს.ვინაიდან ის მოკრზალებული პიროვნება გახლდათ,ტანსაცმელიც შესაბამისი შეარჩია.თთღი პერანგი,შავი მაუდის შარვალი და შავი პიჯაკი.როცა გასახდელიდან ასე ჩაცმული გამოვიდა,მისმა ელეგანტურობამ და სილამაზემ ყველა დაადუმა და დაატყვევა.საკუთრ გამოსახულებას სარკეში შეხედა და ტუჩის კუთხე ოდნავ აეპრიხა.მართლაც რომ მისი სტილი. -ეს,თვქნე ფრანგულ ყაიდაზე ჩაგიცვამთ ბატონო.ვფიქრობ ეს მოგიხდებათ,-და სახეზე მოარგო ნიღაბი,რმელიც მხოლოდ წარბებსა,ოდნავ შუბლსა და თვალის არეს უფარავდა.კვლავ გაოცებით შეჰყურებდენ ამ საოცრად ლამაზ ყმაწვილს.მაღაზიაში რამდენიმე მანდილოსანიც შემობრძანებულიყო და ისინიც მონუსხულნი შეჰყურებდნენ ახალგაზრდა ჭაბუკის გამოსახულებას."ნუთუ ასეთი სილამაზეც ვერ მიიპყრობს მის ყურადღებას?ჰა მიდი მიპასუხე!"მაგრამ ხმა დადუმებულიყო,კმაყოფილმა სებასტიანმა კვლავ გასახდელს მიაშურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.