შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 5)


23-07-2023, 22:36
ავტორი goldmundi
ნანახია 491

თავი 5
-შვილო,ჩემო ელიზაბეტ...
-არა,მამა,მე ამის წინააღმდეგი ვარ.ჯერ ხომ მხოლოდ 20 წლის ვარ?რა საჭიროა?
-შვილო,მისმინე.მე უკვე 63 წლის ვარ,მოვხუცდი.ახლა აგერ ცოცხალს მხედავ,მაგრამ რაიქნება ხვალ დილით რომ ვეღარ ვიხილო დღის სინათლე?
-მაგას ნუ ამბობ ნუ გთხოვ მამი.ჯერ რა დროს შენი სიკვდილია.40 წლის მამაკაცივით გამოიყურები,-ამაზე ლორდმა გადაიხარხარა და თბილად მიეფერა ქალიშვილის ხელს.
-ელიზაბეტ,არმინდა ისე მოვკვდე,რომ შენს ქორწილს არდავესწრო და ერთი შვილიშვილი მაინც არ მაჩუქო,შვილო დამიჯერე მე ხომ შენთვის მხოლოდ საუკეთესო მსურს.
-შენ უკვე არჩეული გყვას არა საქმრო?
-ჰო,სწორად მიხვდი.ლორდი ვიქტორ დექსჰეიმერი.რა მომხიბვლელი და ელეგანტური ყმაწვილია.გარდა ამისა მდიდარიც არის,ბევრ მიწას ფლობს,ლამაზი სახლი აქვს ქალაქში და საკმაოდ ღირსეული ყმაწვილია.თანაც,მგონი უყვარხარ,ისე გიყურებდა დღეს დილით,გარდა ამისა სიმამაცე ეყო და პირველმა გაგიწვია გუშინ საცეკვაოდ.ჰა,რას იტყვი?-"ისე ცუდი ვარიანტი არაა.მართლაც რომ მომხიბვლელია.ლამაზი თვალები აქვს,ზღვასავით ლურჯი.ჩაცმულობასაც ყურადღებას აქცევს,კარგი მანერები აქვს.ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირს.რატომაც არა?მაგრამ...სებასტიანი?ო,კარგი რა,სად ვიქტორი და სად სებასტიანი,სად ლორდი და სად მხატვარი.სებასტიანი ჭიანჭველაა ვიქტორთან შედარებით,ოღონდ წარმომავლობით და ქონებით.აი სილამაზითა თუ ელეგანტურობით აშკარად სებასტიანი სჯობს.თუმცა მე ვიქტორის გარდა სხვა არჩევანი არაცა მაქვს.მამაჩემი უმალ მოაკვლევინებს ჯალათებს სებასტიანის თვას,რომ გაიგოს მე რომ მიყვარს.ამიტომაც,მაპატიე მშვენიერო სებასტიან.."
-ჰო,მამა მართალი ხარ.მართლაც რომ მშვენიერი და ელეგანტური ყმაწვილია.მაგრამ აჩქარება არ გვარგებს.უკეთესად გავიცნოთ.მხოლოდ გარეგნულად ნუ შევაფასებთ.გავიგოთ როგორი ადამიანია.იქნებ ლოთია?ან სულაც ჩემი მემკვიდრეობის გამო ვუნდივარ?აჩქარება არაფერს გვარგებს.
-კარგი შვილო,როგორც შენ იტყვი.ხვალ საუზმეზე მოვიწვიოთ რას იტყვი?
-შესანიშნავი აზრია.


***
-მაპატიე სებასტიან,ვიცი გაწუხებთ,მაგრამ იქნებ როგორმე დროებით შეგვიკედლო.
-არა რა შეწუხება,რას ბრძანებთ ოსტატო,პირიქთ ძალიან გამიხარდა თქვენი ჩამოსვლა,დარჩით რამდენ ხანსაც გსურთ.
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.ღმერთი ყოვლის მხედველია,კეთილი და სამართლიანიც.იმედი მაქვს მალე მოუვლენს სასჯელს იმ არამზადებს ვინც ყველაფერი წამართვა.
-თვითონ კია სამართლიანი,მაგრამ დედამიწაზე ვერ დაუმყარებია სამართლიანობა.მას კეთილს უწოდებთ,მაგრამ აბა ერთი გადით ქუჩაში,ჰო,გადით და ნახეთ ხალხი რა მდგომარეობაშია.ძლიერებს სუსტები ყავთ დაჩგრულები.გაიხედეთ რამდენი ბავში,ქალი თუ კაცი წევს ქუჩაში და მათხოვრობს.კარგად დააკვირდითთ ადამიანთა ყოფას.ხალხი ეკლესიებში დადის რათა მოუსმინონ თუ როგორ ქადაგებს რწმენაზე,მოთმენაზე,ვნებების დათრგუნვაზე ერთი გასქელებული,ქონიანი კაცი,რომელსაც ის ქონება არ ჰყოფნის რასაც მას დიდგვაროვნები ჩუქნიან და ახლა უკვე უტიფრად იღებენ ეკლესიის შესაწირს და იმასაც თავიანთი მუცლების გასასქელებლად იყენებენ.მაშ,ეს არის სამართლიანობა?თუ ის ხედავს თავისი მსახურების მსგავს საქციელს,რატომ არ სჯის მათ და სრულიად უდანაშაულოებს რატომ ჩაგრავს?!მე მჯერა რომ ღმერთი არსებობს,მაგრამ ყოველდღიურად ამდენი უსამართლობის და ბოროტების დანახვის შემდეგ არ შემიძლია ვირწმუნო,რომ ის კეთილი და სამართლიანია.
-მაგას ნუ ამბობ შვილო,ღმერთს რომ ამქვეყნად სრული სამართლიანობა,სიკეთ და ჰარმონია დაემყარებინა,მაშინ არც ცოდვა და არც ბოროტება არ იარსებებდა.შენ მხოლოდ ცუდს ხედავ,მაგრამ ფართოდ გაახილე ეგ მომნუსხველი თვალები და ყველაფერს სხვა მხრითც შეხედე.ბოროტება და უსამართლობა ოდითგანვე არსებობდა,სწორედ ბოროტმა ეშმაკმა არ შეაცდინა ადამი სწორედ იქ სადაც სამართლიანობა სუფევს?!ყველაფერი იდეალური ვერ იქნება შვილო,სებასტიან,ბოროტება და სიკეთე,სამართლიანობა და უსამართლობა ისევეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული,როგორც სინათლე და სიბნელე.ორივე მათგანი არსებობს,თუმცა იმ ოდენობით,რომ ერთმანეთის თანაბარი იყოს და წონასწორობა არ დაირღვეს.სასწორი მაშინ არის გაწონასწორებული,თუ ორივე მხარეს თანაბარი წონის ტვირთი დევს.შენ მართალი ხარ,ბოროტება ფესვები ღრმად გაიდგა,მაგრამ ყველაფერი სიბნელეში ჯერ არ შთანთქმულა.შენ სამართლიანობა გსურს,სამართიანობა კი აი იქ დაგვხვდება სებასტიან,-თქვა ჭაღარა წვერიანმა მოხუცმა და გრძელი,გამხდარი საჩვენებელი თითი მაღლა აიშვირა,მერე კი პირჯვარი გამოისახა.
-ხანდახან მგონია,რომ ღმერთი ადამიანებს დასცინის და მათით ერთობა.აი თუნდაც საკუთარი მაგალითი აიღეთ.ის რაც ამდენი შრომისა და წვალების შედეგად მოიპოვეთ და მოაგროვეთ კეთილმა ღმერთმა ყველაფერი წაგართვათ და თქვენ მაინც მისი იმედი გაქვთ.ალბათ ის ადამიანთა სწორედ ამ თვისებას დასცინი.რაც არუნდა სასჯელი მოუვლინოს უფალმა,ისინი მაინც მისი ერთგულნი და მორჩილნი დარჩებიან...
-და ამისთვისაც მოიპოვებენ ადგილს ცათა სასუფეველში,სებასტიან,-გააწყვეტინა მოხუცმა,-ღმერთი ადამიანს ყოველ განსაცდელ უველნს იმისთვის რომ რწმენაში გამოსცადოს.და ეს განსაცდელი ერთგავრი გამოცდაა.ის ისეთ გამოცდას არმოუვლენს ადამიანს რომელსაც ვერ გადალახავენ.ამ დროს სასოწარკვეთაში კიარ უნდა გადაეშვა,არამედ სულის სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო და ღმერთს მადლობა უნდა შესწირო ამაზე უარესი განსაცდელი რომ არ მოგივლინა.პირველივე შეხვედრაზე ნუ ვიკამათებთ,ძვირფასო,იმას სჯობია მითხრა საქმეები როგორ მიგდის?
-არაშავს რა.
-სებასტიან,კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს შენთნ.შეძლებ ჩემს ქალიშვილს რაიმე სამსახური უშოვო?
-რა საჭიროა,ჩემი ხარჯებითაც იოლად გავალთ.
-ო,არა,არა შვილო.დიდი მადლობა,მაგრამ არა.კმარა,მეტს ნუღარ მეტყვი,შეეცადე რაიმე მარტივი სამსახური უშოვი,კარგი?
-ერთი მეგობარი მყავს,ლორდია,გავლენიანი და მდიდარი,ის დაგვეხმარება.ახლა კი,მაპატიეთ,მაგრამ სამუშაოს უნდა მოვკიდო ხელი.თქვენ დაისვენეთ.ჩემი სახელოსნო,აი ეგერ მოპირდაპირე ქუჩაზეა,გარეთ აბრასაც ნახავთ.მოკლედ,დროებით.
ჩქარი ნაბიჯით გაუყვა სახელოსნოსკენ მიმავალ გზას."არა,მაინც მასთან მიწევს მისვლა,მაინც მას უნდა ვთხოვო დახმარება.ის ვინც ადრე ჩემი მეგობარი იყო,ახლა ჩემი მეტოქე გახდა?მეგობარი?კარგი მეგობრები კი ვიყავით.სულ მეჯიბრებოდა.ყველაფერში მეწინააღმდეგებოდა.ყოველთვის ხაზს უსვამდა ჩვენს შორის განსხვავებას.მუდამ შურდა ჩემი.მასზე ლამაზი ვიყავი და ვარ,ამას არა მე,არამედ ხალხი ამბობს,როცა ჩვენ ორს ერთდ გვხედავენ.ის მხოლოდ ერთ რამეში მჯობნის.ჩემზე მდიდარი და უკეთესი წარმომავლობისაა.ესარის მისი მთავარი იარაღი."ამასობაში სახლოსნოში შევიდა.მოლბერტზე გამზადებული ტილო მოათავსა და დიდხანს შესცქეროდა.მის თავში ყველაფერი თანმიმდევრობით იკვეთებოდა:ფერები,პერსონაჟთა ემოციები,მოქმედებები.ის მზად იყო.ფუნჯი მოიმარჯვა და ხატვას შეუდგა.მისი ხელები ნელა და ფრთხილად მოძრაობდნენ.ფუნჯს საოცარი ოსტატობით ასრიალებდა ტილოზე,რომელიც თანთადანობით ლამაზი ფერებით ივსებოდა.ემოციების მოზღვავებას გრძნობდა.ასე პირველად ხდებოდა.ხატვისას ყოველთვის სიმშვიდეს გრძნობდა,ახლა კი რაღაც უცნაურ გრძნობებს შეეპყრო.უნდოდა ხატვა შეეწყვიტა,მაგრამ ხელს ვერ აცერებდა,ის თავისით მოძრაობდა.მერე კი სებასტიანი უბრალოდ ენდო საკუთარ თავს და შეწყვიტა ემოციების წინააღმდეგ ბრძოლა.შეჩერდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია,რომ შეეხედა:
-ეს..საოცარია სებასტიან.ფერები შესანიშნავია.ტილოზე არა უბრალოდ ფერები,არამედ ემოციებია.ადამიანი შეხედვისთანავე გრძნობებით შეპყრობილი გახდება.წარმომიდგენია რა იდეალური ნამუშევარი გამოგივა როდესაც საბოლოო სახეს მისცემ,-ოსტატი ლორენცო უკვე დიდი ხანი იყო რაც აქ იმყოფებოდა და ყოფილი მოსწავლის მუშაობას აკვირდებოდა,იგი ფრიად აღაფრთოვანა ბიჭის ცოდნამ და ნიჭმა.ხვდებოდა,რომ ეს არიყო უბრალოდ დამკვეთისგან მიღებული ნამუშევარი,ხვდებოდა რომ ის ამ ნახატში ბევრად მეტს გამოსახავდა და ჩააქსოვდა ვიდრე სხვა რომელიმეში უქნია.თვით ოსტატსაც კი გაუჭირდებოდა ფერები ასე აემეტყველებინა.დიახ,დიახ,ისინი თითქოს მეტყველებდნენ და თავიანთ გრძნობებს ხმამაღლა წარმოსთქვამდნენ.საოცარი იყო მართლაც.
-გმადლობთ,ოსტატო,-ფუნჯი დადო და ხელების დასაბანად გავიდა."თუ ოსტატს ასე მოეწონა,ესეიგი მართლაც კარგია."რომ დაბრუნდა ნახატს ისევ შეავლო თვალი,მართალია ჯერ ცოტა რამ იყო გამოსახული,თუმცა მართლა დიდ ემოციებს აღძრავდა ის მცირედიც.
-ახლა,ჩემს მეგობართან წავალ და ვკითხავ იქნებ თქვენი ქალიშვილისთვის რაიმე მსუბუქი სამსახური გამონახოს.
-კარგი შვილო,-თქვა და წამოდგა.
-ოსტატო,თუ გნებავთ,სეგიძლიათ დახატოთ.საღებავები,ფუნჯები,ტილოები,ყველაფერი საკმარისია.ნურაფრის მოგერიდებათ,-მოხუცს სიხარულისგან თვალები აუციმციმდა და აუწყლიანდა.მადლობაო უთხრა და სებასტიანიც გავიდა."ამდენი ხანია რაც ეს მოხუცი დედამიწაზე ცხოვრობს,მორწმუნეა,კეთილი,ცუდი არავისთვის არასდროს არც გაუკეთბია და არც უსურვებია და როგორი უბედურება დაატყდა თავს."ირონიულად ჩაიცინა,რადგან ამდილანდელი საუბარი გაახსენდა."შეუძლებელია ადამიანმა ღვთის რწმენის გარეშე იცოცხლოს.რაცარუნდა დიდი უბედურება დაატყდეს თავს,მაინც ღმერთს სთხოვს დახმარებას.მის ადგილას მე ეს ყველაფერი მომბეზრდებოდა და ადამიანებს თავს გავანებებდი.მაგრამ ისევე როგორც მშობელს დედას უყვარს თავისი შვილი და ამ სიყვარულის გამო ყველაფერს პატიობს,ღმერთიც ასეა,უყვარს თავისი ქმნილება,ამიტომ გაწირა მან თავისი ვაჟი,რომ განვეთავისუფლებინეთ ჩვენი ცოდვებისაგან.ჩვენი ცოდვილი სულების ხსნისთვის ავიდა მაცხოვარი ჯვარზე.და მაინც ჩვენ შორს ვართ მისგან.მაინც არ გვწამს ისე როგორც საჭიროა,ისე როგორც ის მოელის ჩვენგან."
ამასობაში ვიქტორის სახლსაც მიუახლოვდა.მცველებმა გაატარეს.ვრცელი ბაღი სწრაფი ნაბიჯით გაიარა.ირგვლივ ჩიტების საამო ჟღურტული ისმოდა,ჰაერში კი იასამნის ნაზი სურნელი იფრქვეოდა.დააკაკუნა.კარი ლაქიამ გაუღო.რომელიც მდუმარედ შეუძღვა მხატვარს თავისი ბატონისკენ.ლორდი ვიქტორი თავის კაბინეტში იმყოფებოდა,ტახტზე მოკალათებულიყო და სექსპირს კითხულობდა.
-ო,სებასტიან,ჩემო ძვირფასო,რით დავიმსახურე შენი სტუმრობა?-მის ხმაში ოდნავ ირონია გაკრთა,თუმცა სებასტიანმა ამას ყურადღება არ მიაქცია.
-სათხოვარი მაქვს შენთან,ვიქტორ.დღეს ჩემი ოსტატი მეწვია ფლორენციიდან,სამწუხაროდ რაც კი გააჩნდა ყველაფერი დაკარგა,სახლი გადაუწვეს,,ამიტომ ახლა დროებით ჩემთან რჩება.მას 18 წლის ქალიშვილი ჰყავს და იქნებ მისთვის რაიმე მსუბუქი სამსახური გეშოვა?ვუთხარი არ არის საჭირო მეთქი,მაგრამ არდამიჯერა მოხუცმა.მოახერხებ რამეს?
-ჩემთან რომ იმუშაოს?
-შენთან?კი მაგრამ შენ ხომ გყავს უკვე მოახლეები?
-ჰო მაგრამ ერთი მოახლე მჭირდება იმისთვის,რომ ჩემი კაბინეტი დაალაგოს.ესენი ხან ალაგებენ,ხან ვერ ვასწრებთო და ათას მიზეზს იგონებენ,ამიტომაც მინდა ერთი კონკრეტული ადამიანი დილით და საღამოს დღეში ორჯერ ალაგებდეს ჩემს კაბინეტს.თვეში 15 ოქროს მივცემ შენი პატივისცემით,მაგრამ კარგი იქნება თუ გააფრთხიებ,რომ სხვა მოახლეებთან თქვას რომ 8 ოქროს ვუხდი,თორემ ესენი ამიჯანყდებიან.
-გასაგებია,დიდი მადლობა.
-მადლობა რა მოსატანია.ჰო მართლა,იცი ლორდმა ბუკინგემმა საუზმეზე მიმიწვია.
-ჰოო?შესანიშნავია,-უპასუხა გულგრილად.
-სებასტიან,რა ხდება?
-რას გულისხმობ ვიქტორ?
-არვიცი,შენი გულცივობა მაკვირვებს.მასკარადამდე ასე არიყავი.უფრო მეტს მესაუბრებოდი და არც ასეთი გულგრილი იყავი.
-ალბათ გეჩვენება.
-მე კი ასე არმგონია.მგონი შეყვარებული ხარ,-სებასტიანმა ორი წამით შეხედა მერე კი სიცილი აუტყდა.იცინოდა და იცინოდა,მანამ სანამ ხველება არ აუტყდა.მერე დამშვიდდა,თავი ხელში აიყვანა და უთხრა:
-შეყვარებული?კარგი რა,= ვიქტორ.არმიცნობდე მაინც.მშვენივრად იცი ჩემი დამოკიდებულება.
-მაშ შენი ცვლილება რას მივაწერო?
-უბრალოდ ძალიან გადაღლილი ვარ,გარდა ამისა ლედი ელიზაბეტმა არა პორტრეტის დახატვა არამედ შედევრის შექმნა მთხოვა.ეს კი ასეთი მარტივი როდია ჩემო მეგობარო.
-აი თურმე რა.ნუ დარდობ სებასტიან,ყველაფერს ადვილად გაუმკლავდები.შენნაირი ნიჭის მქონე ადამიანი ამაზე არ უნდა დარდობდეს,-ადგა და კარადასთან მივიდა,გამოაღო და ბოთლი წითელი ღვინო გამოიტანა ჭიქებითურთ.მაგიდაზე დადგა და სასმელი ჩვეული სიდინჯითა და სიზუსტით ჩამოასხა.მერე სებასტიანს ანიშნა დაჯექიო(ის მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხზე იდგა) და ჭიქიდან ღვინო მოსვა.სებასტიანმაც მოსვა და უთხრა უნდა წავიდეო,თხოვნის მიუხედავად არ დარჩა.ჩქარი ნაბიჯით დატოვა ვიქტორის სამყოფელი და სახლისკენ გაემარტა.მამა შვილი იქ დახვდა.მოდი ცოტა რამ ევას შესახებაც ვთქვათ,მასაც გარკვეული როლი უჭირავს ამ მოთხრობაში.ევა 18 წლის ლამაზი,მომხიბვლელი გოგონა გახლავთ.საშუალო სიმაღლისაა,თითქმის ელიზაბეტის სიმაღლის,გრძელი,ლამაზი ხელები აქვს,ხორბლისფერი კანი და მისი ზღვასავით ლურჯი თვალები საოცარ კონტრასტს ქმნის.შავი სწორი,მბზინავი თმა აქვს,რომელსაც მუდამ ვარდის დამათრობელი სურნელი ასდის.მორცხვი გოგონაა.სებასტიანისთვის თვალის გასწორებასაც კი ვერ ბედავს.საერთოდაც ძალიან წყნარი და მშვიდი გოგონაა.რის გამოც უმეტეს შემთხვევაში შეუმჩნეველი ხდება.მისი სილამაზით მრავალი ფლორენციელი ყმაწვილი ყოფილა დატყვევებული,მაგრამ იმავე გრძნობით არასდროს არცერთისთვის არ უპასუხია.
-აი მეც დავბრუნდი.იმედი მაქვს არ მოიწყინეთ.ახლა მოვდივარ სწორედ ჩემი მეგობრის სახლიდან და მინდა კარგი ამბავი გითხრათ.
-გისმენთ შვილო აბა გაგვახარე.
-მოკლედ ჩემმა მეგობარმა მიტხრა,რომ მას სჭირდება მოახლე,რომელიც ყოველდღე დღეში ორჯერ,დილას და საღამოს,მის კაბინეტს საგულდაგულოდ დაასიფთავებს.გასამრჯელოდ კი 15 ოქროს მიიღებს.მაგრამ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ ევა,რომ სხვა მოახლეებს იგი 8 ოქროს უხდის,(მაგრამ რახან ჩემი ახლობელი ხართ,გასამრჯელოს მოგიმატებთ)სხვა მოახლეებთან არუნდა თქვათ რომ ლორდი ვიქტორი მათზე მეტს გიხდით.მიმიხვდით?
-დიახ,სებასტიან.უღრმესი მადლობა,რომ ვერდში გვიდგახართ და გვეხმარებთ,-თქვა მორცხვად გოგონამ,თან იატაკს მისჩერებოდა და ამაოდ ცდილობდა სეფაკლული ლოყების დამალვას.
-ღმერთმა დაგლოცოს სებასტიან.დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
-რას ბრზანებთ ოსტატო.იმედი მაქვს დღეს ხატვით თავი შეიქციეთ და ისიამონეთ,-უთხრა და თნ მოხუცს თავაზიანად გაუღიმა.
-ო,დიახ ნამდვილად ვისიამოვნე.ამჯერად ღვთისმშობლის დახატვა განვიზრახე.
-თამამი გადაწყვეტილებაა.
-დიახ,ნამდვილად.
-ჰო,მართლა ისადილეთ?
-არა,სებასტიან,ევამ თქვა სებასტიანს დაველოდოთო.
-დიდი მადლობა,მაგრამ მეტჯერ ასე არარ მოიქცეტ თორემ მერწმუნეთ მშივრები დარჩებით,მე შეიძლება შუაღამემდეც კი ვერ მოვიდე,ხომ არ იშიმშილებთ?
-მაშ,შვილო ევა,მიდი მაგიდა გააწყვე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent