ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 4)
-დილამშვიდობისა ლედი ელიზაბეტ. -სალამი,აგნეს. -შევასრულე თქვენი ბრძანება და საკმაოდ მიმძიმს ამის თქმა... -რა?ვინ არის?ოჰ,ოღონდ ვინმე უღირსი,ქურდი და ავაზაკი არიყოს.გთხოვ სწრაფად მაუწყე ვინარის. -მისი სახელია სებასტიანი და ის..ის მხატვარია ლედი. -მხატვარი?-რამდენიმე წუთს ჩაფიქრებული იჯდა,მერე აგენსს შეხედა თვალებგაბრწყინებულმა,-ახლავე კაცი აფრინე მასთან და აქ მომგვარე. -რა ჩაიფიქრეთ ქალბატონო? -იცი,ჩემი ასაკის სხვა ქალბატონებს უკვე აქვთ თვიანთი პორტრეტი.მამაჩემიც მთხოვდა,ამგრამ უარს ვეუბნებოდი...ახლა კი..ახლა კი მსურს რომ სებასტიანმა დამხატოს.აგნესი გავიდა,ის კი მარტო დარჩა.ისევ და ისევ თალწინ უდგებოდა ის ღამე..ცეკვა,შეხება.სებასტიანის ელვარე თვალები,მისი კულულები,-უეცრად ფეხის ხმა შემოესმა და კარებიც ფართოდ გაიღო და გამოჩნნდა მამამისი თან ახალგაზრდა მოხმიბვლელი ჭაბუკი. -აი,ისიც,ელიზაბეტ შვილო გაიცანი ლორდი ვიქტორ დექსჰეიმერი,-ვიქტორი მიუახლოვდა დაიხარა და ელიზაბეტის ხელს ნელა ეამბორა.ლორდმა სკამი შესთავაზა და ისიც ელეგანტურად დაჯდა ლედი ელიზაბეტის პირდაპირ,ლორდი ბუკინგემი კი ქალიშვილის გვერდით ტახტზე ჩამოჯდა.ვიქტორი ელიზაბეტს თვალს არ აცილებდა,ამ შემოხედვამ ელიზაბეტს წინანდელი ღამის ფიქრები აუშალა ისევ. -მოიცადეთ,ნუთუ თქვენ იყავით ის ვინც პირველმა გამიწვია გუშინ საცეკვაოდ? -დიახ,ლედი მე გახლდით,-თქვა და ეშხიანად გაუღიმა,თან მის თვალებში ვნება ცეცხლის ალივით გამოკრთა.ახალგაზრდა ლედის ლოყები შეეფაკლა და თავი მორცხვად დახარა."არის მასში რაღც მომხიბვლელი,რაც თავბრუს მახვევს.იქნებ ეს გამბედაობა?არ ვიცი,არვიცი." -ელიზაბეტ,შვილო,გავიგე მხატვრის მოყვანა გიბრძანებია რათა შენი პორტრეტი დახატოს. -დიახ,მამა.და საკმაოდ კარგი მხატვარიც ვიპოვე. -მართლა?და ვინ არის იგი? -მალე თავად მოვა და საკუთრი თვალით იხილავთ.დრო თითქოს გაიყინა.თითოელი წამი სამივეს მარადისობა ეგონა.ოთახში ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო,რომ ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდით.ვიქტორს სურდა რაიმე თემაზე საუბარი წამოეწყო,თუმცა ვერაფერი მოიფიქრა.საბოლოოდ როგორც იქნა კარზე კაკუნი გაისმა და აგნესი შემოვიდა. -ქალბატონო,მხატვარი გეახლათ. -შემოვიდეს,-თქვა ელიზაბეტმა და ოდნავ ხმა აუთრთოლდა.ის რომ არ ყოფილიყო?სებასტიანი რომ არ ყოფილიყო ის მხატვარი?აგნესი ასე შეცდებოდა?და აი,კვლავ გაიღო თეთრი,მოჩუქურთმებული კარები და ოთახში შემოვიდა ის ვისაც ელიზაბეტი ასე ელოდა.სებასტიანი.დიახ,იგი მთელი თავისი დიდებულებით წარსდგა მათ წინაშე.რამდენიმე წამს ყველა მონუსხული შესცქეროდა მას.სებასტიანმა ოთახში მყოფ პირებს თვალი მოავლო და შეკრთა როცა ვიქტორი დაინახა."აქ რას აკეთებს?არასდროს უთვამს თუ ლორდ ბუკინგემთნ სტუმრად დადიოდა.არა,აქ რაღც რიგზე ვერ არის." -მოგესალმებით,-თქვა ძალიან ხმადაბლა. -მაშ,შენ ხარ ის ვინც ჩემი ქალიშვილი უნდა დახატოს? -დიახ,მე გახლავართ. -ლორდო ბუკინგემ,მე სებასტიანს ძალიან კარგად ვიცნობ და გამოგიტყდებით,რომ ის შესანიშნავი მხატვარია.მას მრავალი ქალბატონი თუ დიდი ბატონი დაუხატავს და საკმაოდ კარგადაც. -ჰმ...ხატვა სად ისწავლე? -ფლორენციაში. -მჰმ,კარგია.როდის დაიწყებ მუშაობას? -როცა კი თქვენი ბრწყინვალება მეტყვის. -მაშ,კარგი დღეიდან დაიწყეთ და რაც შეიძლება სწრაფად მორჩით გასამრჯელოდ კი..40 ოქრო.ლორდო ვიქტორ,თქვენ კი მე გამომყევით კაბინეტში,საქმე მაქვს თქვენთნ.ოთახში მხოლოდ ორნი რჩებიან.სებასტიანი და ელიზაბეტი.ელიზაბეტი მას ისევ მონუსხული შესცქეროდა,მერე მიხვდა რომ აჯობებდა რაიმე ეთქვა,თორემ ასე თავს გასცემდა. -დავიწყოთ?-ჰკითხა ხმადაბლა.სებასტიანი თითქოს გამოფხიზლდა,სკამზე მოკალათდა,ტყავის შავი ჩანთიდან სქელი რვეული და ნახშირი ამოიღო,ღრმად ჩაისუნთქა და ელიზაბეტს შეხედა. -სებასტიაან.მე არმსურს რომ ჩემი პორტრეტი დახატო. -მაშ რა სურს თქვენს ბრწყინვალებას? -მინდა დამხატო მე,მაგრამ არა მხოლოდ ჩემი სახე,არამედ მინდა რაიმე ნამუშევარი შექმნა სადაც მთავარი ფიგურა მე ვიქნები.გაიგე? -დიახ,ქალბატონო.ახლა მე თქვენი სახის ჩანახატებს გავაკეთებ,ხვალ კი სახელოსნოში მეწვიეთ ნებისმიერ დროს,-ლედიმ თავი დაუქნია,სებასტიანმაც საქმე განაგრძო. *** "აარა,ამას ვერც კი წარმოვიდგენდი.მიცნო?ალბათ კი,ისე მიცქერდა,მისი თვალები მეუბნებოდნენ"ოჰ სებასტიან ვიცი რომ შენ ხარ ის ვინც გუშინ მაკოცა."ჰო,ჰო,აშკარა მიცნო.თუმცა ამას არიმჩნევს,აჯობებს მეც ისევე მოვიქცე თითქოს ის ღამე არც არსებულა."ამ ფიქრებში იყო და თან სახელოსნოსკენ მიდიოდა.კართან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დახვდა.საკმაოდ შელახულად ეცვა,ალბათ მათხოვარია,გაიფიქრა სებასტიანმდა,თუმცა უცნობს ხელში წერილი ეკავა. -თქვენ მხატვარი სებასტიანი ბრძანდებით? -დიახ,მე ვარ.რაგნებავთ? -ეს წერილი თქვენთვისაა,-წერილი გამოართვა და ვერცხლის შილინგი მისცა ბიჭს.ვნახოთ რა ეწერა. "ძვირფასო სებასტიან მოგესალმები არა ფლორენციიდან,არამედ უკვე ინგლისიდან.ამჟამად ქალაქ ლონდონში ვიმყოფები.ფლორენციიდან წამოსვლა მომიწია,რადგან ჩემი სახელოსნო გადაიწვა,ვფიქრობ აქ მტრების ხელი ურევია.ამიტომაც გადავყწვიტე დახმარება ჩემი ყოფილი მოწაფისა და ერთგული მეგობრისგან მეთხოვნა.ჰო,სულ დამავიწყდა მეთქვა,რომ ჩემი ქალიშვილი ევაც თან მახლავს.ასე რომ,შენსკენ მოვემართებით.ნუ შეწუხდები ჩემი დახვედრით თავადვე მოვალთ სახელოსნოში.სამშაბათს გველოდე. ოსტატი ლორენცო. სებასტიანმა წერილი დაკეცა,შარვლის ჯიბეში ჩაიდო და სახელოსნოში შევიდა.თავში სულ ელიზაბეტის სურვილი უტრიალებდა.უნდა რომ მისი ნიჭი აჩვენოს,ამიტომ რაიმე განსაკუთრებული უნდა გამოსახოს ტილოზე.საღებავები აკლდა,ამიტომ გადაწყვიტა საღებავების საყიდლად წასულიყო.კარისკენ გაემართა და უცებ კარი გაიღო და ვიქტორი შემოვიდა,მისი ჩვეული მომხიბვლელი სიარულის მანერითა და ღიმილით. -საით გაგიწევია ძვირფასო სებასტიან? -საღებავები უნდა ვიყიდო.რისთვის მოსულხარ? -ეჰჰ,ჩემო სებასტიან,რომ იცოდე რა ნაღველი მოაწვა ჩემს გულს. -შენც ტრფობის ალში ხარ გახვეული ცხონებული ლეოპოლდივით? -ლეოპოლდი..ის უბრალოდ ბავშვი იყო,რომელიც ვნებებს აჰყვა და ასეთ სულელურ ნაბიჯამდე მივიდა...ეს კი..არა სებასტიან,ეს ვნება არ არის.მე იგი მიყვარს.ო,როგორ ძლიერ... -და ვინ არის ის ბედნიერი?-გააწყვეტინა მოუთმენლად სებასტიანმა. -ლედი ელიზაბეტი.გუშინდელის მერე მასზე ფიქრები არ მასვენებს,თვალწინ სულ მისი სახე მიდგას,ის არის ახლა ჩემი დარდიც და ბედნიერებაც.არა,არ შემიძლია მე მის გარეშე.ის ჩემი გახდება.უსათუოდ,ასე იქნება. -ეჭვიც არ მეპარება.ახლა კი მაპატიე უნდა წავიდე,-ვიქტორმა გაკვირვებით შეხედა.რატომ იქცეოდა ასე სებასტიანი>რით დაიმსახურა უახლოესი მეგობრისგან ასეთი გულგრილობა?რაიმე აწყენინა?ალბათ წუხელ ყურადღბა რომ არ მიაქცია?"არა,არა აქ რაღც სხვა ამბავია"-გაიფიქრა და ეტლში ჩაჯდა.სებასტიანი კი ფეხით გაუდგა გზას.ნელა მიდიოდა,ფიქრებში ჩაძირული.გულზე რაღც მძიმე შემოაწვა,რაც სულს უხუთავდა."ნუთუ ეს სიყვარულია?ნუთუ ასეთი საშინელი და სულის შემხუთველი გრძნობაა.ჯანდაბა,რატომ მაინცდამაინც ის.ჰო,ვიქტორ ნუ ღელავ,მშვენიერი ელიზაბეტი მართლაც რომ შენი გახდება.აი ჩემი კი ვერ.მე არც მიდარი ვარ,არც გავლენიანი და არც გვარიშვილობა მაქვს.ოჰ ბედისწერავ...რა დაუნდობელი ხარ,რად გამწირე ასე?რისთვის მაქციე უიმედო სიყვარულის მსხვერპლი?ო,მშვენიერო ელიზაბეტ,ნეტავ იცოდე როგორ შემიყვარდი,მე ვინც დავცინოდი და მასხრად ვიგდებდი ამ გრძნობას და მისისთ შეპყრობილებს,მეც თვად მისი მსხვერპლი გავხდი.ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემივე მეტოქე გახდა.თუმცა რა მეტოქეობაზე ვსაუბრობის მე ზედაც კიარ შემომხედავს.მე ხომ მისტის ჭიანჭველა ვარ,მეტი არაფერი.ასე რომც არიყოს,არავინ მოგვცემს ჩვენ ორს ერთად ყოფნის უფლებას.ო,ელიზაბეტ..."და უცებ გონებაში გაჩნდა იდეა.თუ ის ამ იდეას ხორცს შეასხამდა,თუ ის ამას შეძლება,მოიპოვებდა უკვდავებას,სახელს,პატივისცემას,რომელიც ასე ძვირად ფასობს და რომლის მოპოვებაც საკმაოდ რთულია.მოდით აქ მივატოვოთ სებასტიანი და ლორდი ბუკინგემის სასახლეში შევიხედოთ.ვნახოთ რახდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.