შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 8)


27-07-2023, 00:10
ავტორი goldmundi
ნანახია 514

უკვე ბინდდებოდა.რაც უფრო ქვემოთ მიიწევდა მზის დისკო,მით უფრო წითლდებოდა ჰორიზონტი და მის სიამის მომგვრელ სხივებს ახლა იდუმალი ღამე და მოვერცხლისფრო,ნამგალა მთვარე ანაცვლებდა.მიწყდა ჩიტების საამო ჟღურტული და ახლა დამყარებულ სიჩუმეს ნიავის ნაზი ქროლვაღა არღვევდა.რა საოცარი რამაა ქარი.მან ყველაფერი იცის.უმისამართოდ დახეტიალობს მთელს დედამიწაზე.რამდენი ამბავი იცის ქარმა,რამდენ ისტორიას ყვება იგი,თუმცა ადამიანებმა მოსმენა არიციან.ისინი საკუთარ თავსაც კიარ უსმენენ.თავიანთ გულისთქმას ყურს არ უგდებენ,პატარა ბავშვებივით ყურს თითებით დაიცობენ და ყვირილს მოჰყვებიან.თუ ყურს კარგად მივუგდებთ ქარის ყოველ ჩაქროლვას,გაიგონებთ მის გმინვას,ოხვრას.რატომ გმინავს ქარი?პასუხი მარტივია.ადამიანების გამო.მას ეცოდება ეს საცოდავი,უმწეო არსებები,რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რათა კიდევ ერთი დღით გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.იგი დასაბამიდან დაეხეტება დედამიწაზე და ყველა დროსა და ეპოქაში უარსებია.იგი საუკუნეებია შეჰყურებს ადამიანთა ცხოვრებას.უყურებს როგორ მეორდება ისტორია.როგორ უსვებენ ადამიანები ერთსა და იმავე შეცდომებს და ვერაფერს სწავლობენ.იგი ოხრავს და დარდობს რადგან მრავალი უბედურების მიზეზი გამხდარა და ახლაც ასეა.რამდენი გემი ჩაძირულა ზღვაში მისი სიბრაზის გამო,რამდენჯერ გამოსულა წყობილებიდან და დაუნგრევია ამ საცოდავი არსებების მიერ აგებული სახელი თუ შენობები.რამდენისთვის მოუსწრაფვია სიცოცხლე.ძალიან მარტივია მისი გაბრაზება.რომ გაბრაზდება შემდეგ გაჩერება აღარ შეუძლია,მანამ არ შეჩერდება სანამ გულს არ მოიოხებს,სანამ არ წალეკავს და არ დაანგრევს ყველაფერს.რა ქნას?!ასეთია მისი ბუნება.კი ბრაზდება მათზე,მაგრამ მერე ნანობს კიდევაც თავის საქციელს და გმინავს,ოხრავს,რომ ამდენი უბედურება დააწია ამ უმწეო არსებებს თავს.ზოგიერთ ადამიანში საკუთარ თავსაც ხედავს ხოლმე.ისინიც მასსავით ფეთქებადნი და ბრაზიანნი არიან.პატარა რამეზე ბრაზდებიან და ათას საზარლობას სჩადიან.აი ეს აქვს მას ადამიანებთან საერთო.მეტი კი არაფერი...თუმცა არის მათში რაღაც მომხიბვლელი და მიმზიდველი.ალბათ ეს მათი თვისებებია,რომლითაც ბევრი მათგანი ვერ დაიკვეხნის:სიყვარული,სიკეთე,მეგობრობა,ერთგულება,სილამაზე,მომხიბვლელობა და ა.შ.მაგრამ მგონია,რომ შორს წავედით.აჯობებს კვლავ ჩვენი მოთხრობის გმირებს დავუბრუნდეთ.
სანამ სებასტიანი და ვიქტორი სასმელს მშვიდად მიირთმევდნენ,ლორდ ბუკინგემს მოულოდნელი სტუმარი ეწვია.მოხუცი ლორდი და ახლადგაფურჩქნილი ვარდივით მშვენიერი ელიზაბეტი სასტუმრო ოთახში ოქროსფერ დივნებზე ისხდნენ და წიგნებს ჩაჰკირკიტებდნენ.მამას დანტეს "ღვთაებრივი კომედია" ეჭირა,ხოლო შვილი ჰომეროსს ჩაჰკირკიტებდა.უეცრად მსახური შემოვიდა,რომელიც საკმაოდ აღელვებული ჩანდა.
-ლორდო ბუკინგემ...სტუმარი გეწვიათ...სერ ჰენრი ჯეიმს შელბი..და..ქალბატონი შელბი..-წამით ბუკინგემსაც სახე გაუფითრდა.ამას კი ნამდვილად არ ელოდა.არც კი გაუფრთხილებიათ,განა ასე ჩამოსვლა შეიძლებოდა?!ეს ხომ ყოველგვარ წესს ეწინააღმდეგებოდა!თავიდან მოულოდნელობისგან გაფითრდა,ახლა კი უკვე ბრაზისგან დაკარგა ფერი.ელიზაბეტის შეკრთა.ვერ იტანდა ამ თავზეხელაღებულ ჰენრის და ვერც მის ღვარძლიან და შურიან დედას.ან ეს მათი გაუფრთხილებელი ჩამოსვლა რაღას ნიშნავდა?!ლორდი მალევე გამოერკვა გაოგნებისა და განცვიფრებისგან და მოულოდნელი სტუმრების დასახვედრად გაემართა.ელიზაბეტიც უკან მიჰყვა,გზაში კაბა გაისწორა და სარკეში თვაიც შეათვალიერა,ხომ კარგად გამოვიყურებიო.ოჰ ეს მანდილოსნები.მუდამ თავის გარეგნობაზე ფიქრობენ.მხოლოდ გარეგნულ სილამაზეზე ზრუნავენ და არა სულიერზე.არადა ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ სულიერი სილამაზეა?!ჯერ ყველამ თავისი შინაგანი სამყარო უნდა გაალამაზოს,უნდა იზრუნოს სულიერი სილამაზისთვის და მხოლოდ შემდგომ გარეგნულისთის.ვინაიდან გარეგნული სილამაზე და ამქვეყნიური სიამოვნებანი მხოლოდ დროებითი და წარმავალია,აი სული კი უკვდავია.როგორც კი სხეული და სული განცალკევდებიან,იგი მარადისობაში გადაეშვება.ის ან ზევით ავა,ან ქვემოთ.მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორია თავად სული...რამდენად სუფთა და ლამაზი იყო ის.მაგრამ მარადისობა გარდაუვალია.ან ქვემოთ გადაეშვება უსასრულო ტკივილისა და ტანჯვის მორევში,რომელთანაც ამქვეყნიური ტკივილი სახსენებელიც კი არაა,ანარადა მოიპოვებს საუკუნო სიმშვიდეს...დავბრუნდეთ კვლავ ბუკინგემის სასახლეში.ბაღში გავიდნენ და სტუმრებიც იქ დახვდნენ.ჰენრი მაღალიხოდნავ გამხდარი,მაგრამ საკმაოდ ძლიერი ყმაწვილი იყო,ასე 24-25იოდე წლის იქნებოდა.შავი ხშირი თმა ჰქონდა,რომელიც მუდამ აჩეჩილი ჰქონდა,რაც უფრო მეტ ეშხსა და ელეგანტურობას სძენდა.ყორანივით შავ თვალებს მუდამ ეშმაკურად აქეთ-იქით აცეცებდა.ოდნავ დიდი,მაგრამ სწორი ცხვირი ჰქონდა,რაც თან უხდებოდა და თან არა.როცა ბრაზდებოდა ან გაცხარებულად საუბრობდა,მისი ცხვირის წვერი ზემოთ-ქვემოთ ოდნავ მოძრაობდა.დიახ,სასაცილოა,მაგრამ ერთხელ წვეულებაზე ერთმა ჭაბუკმა ამაზე დასცინა,ჰენრი კი ისედაც წყობილებიდან გამოსული იყო,ამან მთლად ჭკუიდან გადარია და მასხრად ამგდები დუელში გამოიწვია,რომელიც ჰენრის გამარჯვებით დასრულდა.აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჰენრი საკმაოდ ზუსტად ისროდა მიზანში და საოცრად კარგი მოფარიკავეც გახლდათ.მართალია ელიზაბეტი მას უხეშად და თავზეხელაღებულად თვლიდა,მაგრამ რეალურად ჰენრი ასეთი ნამდვილად არ იყო.უბრალოდ ზედმეტად პირდაპირი,მგრძნობიარე და ადვილად ფეთქებადი ხასიათი მქონე ჭაბუკი იყო.თუ ვინმე ეჯავრებოდა ან ვინმე აწყენინებდა,პირდაპირ ან ქარაგმულად მაინც გასცემდა შესაბამის პასუხს.რაც შეეხება დედამისს.მის შელბი მართლაც,რომ ღვარძლიანი და შურიანი ქალი ბრძანდებოდა.თავის შვილზე გაგიჟებით იყო შეყვარებული,მისთვის კარგი საცოლის მოძებნა უნდოდა.ისეთის რომელიც მის შვილს დედასავით მოუვლიდა.(ამ საკითხში კი ჰენრის აზრს არ ითვალისწინებდა,ყურსაც კიარ უგდებდა მის საუბარს)ძალიან უხეში ქალი იყო.მარტივად ითვალწუნებდა ყველას და არც კი მალავდა ზიზღს მათ მიმართ.მისი კეთილგანწყობის მოპოვება რთული იყო,რასაც ძალიან ცდილობდნენ ის გოგონები,რომლებიც ჰენრიზე შეყვარებულები იყვნენ.მათ იცოდნენ,რომ ჰენრის დედა იღებდა გადაწყვეტილებას და რომ მასთან უნდა გამოეჩინათ თავი და არა ჰენრისთან.ქმარი ჯერ კიდევ მაშინ გარდაეცვალა როდესაც ჰენრი 7 წლის იყო,ამიტომ მამა კარგად არ ახსოვს.
როგორც კი მასპინძლები დაინახეს,მაშინვე მათკენ გაემართნენ.ჰენრი მაშინვე ელიზაბეტისკენ გაემართა და ხელზე ნაზად ეამბორა.ლორდ ბუკინგემს კი ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.მის შელბიც ეახლა მათ.ელიზაბეტი ზანტად გადაკოცნა,ხოლო ლორდ ბუკინგემს ხელი გაუწოდა და თან სახეზე ოდნავ ზიზღი გამოესახა.
-გვაპატიეთ ასე გაუფრთხილებლად,რომ გეახელით,ალბათ ძალიან აგაფორიაქეთ,მაგრამ მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი საფრანგეთიდან და გულმა თქვენსკენ გამომიწია მისტერ და მისის ბუკინგემ.
-აბა რა საბოდიშოა.პირიქით მეც და ელიზაბეტსაც ფრიად გვასიამოვნეთ თქვენი სტუმრობით.ცოტას გავერთობით მაინც,აქ საშინელი მოწყენილობაა.
-თქვენნაირ ბატონს ასეთ მოწყენილ ქალაქში ყოფნა არ სეეფერება.არ გიფიქრიათ მისი აღმატებულებისთვის გეთხოვათ და შედარებით უფრო მხიარული ქალაქის მმართველად დაენიშნეთ?-ჰკითხა ჰენრიმ.
-ჰო,მიფიქრია მაგრამ,აქაურობას ძალიან შევეჩვიე,გარდა ამისა ელიზაბეტიც მალე გათხოვდება და..
-უკაცრავად?!-გაისმა ელიზაბეტის მკაცრი ხმა,რომელშიც გაოცებასაც მარტივად შენიშნავდით,-მგონი ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია მამა.ასე არ არის?!
-ჰო,მაგრამ შენ ხომ...კარგი ახლა ამის განხილვის დრო არ არის.მობრძანდით,-მიმართა სტუმრებს,მერე ოდნავ გაუღიმა და სასახლეში შეუძღვა,-ალბათ მოშიებულები იქნებით,ახლავე მაგიდას გავაშლევინებ,-ამის თქმა და ლივრეაში გამოწყობილი მსახურის გამოჩენა ერთი იყო.ბრძანების მიღებისთანავე სწრაფად გაუჩინარდა,-სანამ სუფრა გაიშლება სასტუმრო ოთახში შევიდეთ.ზალიან მაინტერესებს ჰენრი საფრანგეთის ამბები,-ფართო ოთახში შევიდნენ,იქ სადაც მათ მოსვამდე მასპინძლები იმყოფებოდნენ.წიგნები ისევ ისევე ელაგა როგორც მკითხველებმა დატოვეს.ჰენრიმ ჰომეროსს თვალი მოჰკრა და ოდნავ გაეღმა.
-მოდი გამოვიცნობ,ჰომეროსს თქვნე კიტხულობთ არა ლედი ელიზაბეტ?-მაგრამ ბუკიგმემმა ელიზაბეტს პასუხის გაცემა არ აცალა.
-ჰომეროსი მერე იყო.ახლა საფრანგეთზე მომიყევი.რა ვიტარებაა?როგორც ვიცით საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და რევოლუციაზეც კი საუბრობენ.
-ჰო,ასეა.მეფე ლუი XVI-ს საქმე ნამდვილად ვერა აქვს კარგად.მისმა ასე ვთქვათ ხაზინადარმა ნეკერმა გააკეთა ის რაც ადრე არასდროს არ მომხდარა.გამოაქვეყნა მეფის ფინანსური ანგარიში და აღმოჩნდა რომ ხაზინა ცარიელია და რომ სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზეა.მეფე უაზროდ ფლანგავს ფულს,ფუფუნებას არიკლებს და ამავდროულად ამდენი ბრძოლა გაიმართა,ამასაც ხომ თავისი ხარჯები აქვს არა?ხალხს სურს ამ რთული მდგომარეობიდან ამოსვლა და ერთადერთ გზად გენერალური შტატების ამოქმედება მიაჩნიათ.გენერალურ შტატებზე დიდ იმედებს ამყარებს სამივე ფენა,ოღონდ სხვადასხვანაირად.ფეოდალები მეფის ძალაუფლების შებოჭვას,მაგრამ თავიანთის გაზრდას მოელიან,ბურჟაზები-პოლიტიკური უფლებების მოპოვებას,ხოლო გლეხები-ფეოდალების მარწუხებიდან გაქცევას ლამობენ.
-ჰო.მართლაც,რომ მძიმე სიტუაციაა.ვფიქრობ საქმეს რევოლუცია დააგვირგვინებს.შენ როგორ ფიქრობ ჰენრი?
-მეც ასე მგონია,სერ.ხალხს რევოლუცია სურს,ძველის წასვლა და ახლის მოსვლა,მაგრამ იმაზე კი აღარ ფიქრობენ,ახალი მმართველი როგორი იქნება.იქნებ ტირანი გამოდგეს?ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე,ნათქვამია,-ამასობაში მსახურიც შემოვიდა და სადილზე მიიწვია ბატონები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent