გამომაფხიზლებს ღამე
ფიქრებში გართულს დრო გამეპარა და მიკაკუნებს ღამე ფანჯრებზე! წვიმს... ცა ღვრის უმანკო ცრემლებს და ქარი კვდება ვიწრო რაფებზე! აპრილის წვიმებს რა შეაჩერებს, რა შეაჩერებს მთრთოლვარე ბგერებს?! გრძნობის ნიაღვარს გადაუთელავს მოგონებების ბაღები... მეძებს! გარეთ ქარი შლის სუსხიან ხელებს, თითქოს სურვილში თანხმობა მეთქვას… მე განვუდგები ცხოვრების დენას, შევაჩერებ დროს და გულის ფეთქვას! დავტოვებ სხეულს, ვიგრძნობ სილაღეს და შევაფასებ სხვა თვალით ჩემებს, ახალი ძალით, ახალი მუხტით დავუბრუნდები დანისლულ ხედებს, ცითმოტანილი გასხივოსნებით გავახალისებ მინორულ ჟღერას, ვიგრძნობ შეხებას ცივი ნიავის, ყურს ვუგდებ იის საამურ ფეთქვას და გამიტაცებს გიჟური ღელვა, თითქოს სამყარო სიხარულს მაძლევს, მოვუსმენ ჩვილის საამურ ტიკტიკს და გამოვიხმობ დაფარულ აზრებს, კვლავ ვიარსებებ მარცხში, დარდებში, შემომეჭდობა მტკიცე სარტყელი... და გამომიჭერს გრძნობის თარეშში გული წმინდა და სული ნათელი! ზურგს ვაქცევ ყველას, ვნავარდობ ველად, ვითვლი ყვავილთა რიგებს და კოცნას... გამომაფხიზლებს კვლავ ღამე მკვეთრად: აზრზე მოდიო - მკარნახობს მოცდას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.