შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მლაშე ცრემლების კვალდაკვალ(სრულად)


27-07-2023, 14:06
ნანახია 3 939

(ტრადიციებს შეწირული ქალის ისტორია)
(I თავი)
ჩემი ბავშვობიდან სილაღისა და ფრთაგაშლილობის ფრაგმენტები მთლიანად ამოჭრილია- ფიქრობდა ქუჩაში მარტოდ მიმავალი . მლაშე ცრემლები ივლისის წვიმას უერთდებოდა. თითქოს შვება იგრძნო , ფიქრს მიჰყვა, წარსულის კადრები წვიმის წვეთებივით ცვლიდნენ ერთმანეთს, ცრემლი მოერია, კალაპოტი გადმოხეთქა და თქრიალით დაეშვა ფერმკრთალ ლოყებზე .
მანქანა გააჩერა, გადმოვიდა.სახე წვიმას შეუშვირა.
,,, საოცარი სიმსუბუქე იგრძნო სულში, სხეულზე. როგორ უნდოდა წვიმას გაჰყოლოდა უსასრულობაში.
მალე მისი დაბადების დღეა. არ უყვარს ეს დღე:
,, აღარ ზეიმობს აგვისტოს თვეს,
სისხლის, ცრემლების, ტკივილის მდენს!
ალბათ, ტელეფონს დილიდანვე გამორთავს. ამ დღეს განსაკუთრებით სურს სიმშვიდე. .
ბევრი მისი თანატოლი, როცა მონატრებით გაჰყურებს წარსულს - წლებს ბავშვობისას,სიხარულით, სილაღით იგონებს, სასიამოვნო ფრაგმენტებს , ხედავს მათ, თვალებში როგორ უბრუნდებათ წამიერად ბავშვური სილაღე, უდარდელობა, ფრთაგაშლილობა და ცრემლები ყელში ებჯინება.
თითქოს დაბადებიდანვე დააჭრეს ფრთები, ვერ იხსენებს ვერაფერს ლამაზს.
შემდეგ, შემდეგ პოეზიას შეაფარა თავი. ახსოვს როგორ ამოუჯდა გული ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილების კითხვისას, როგორ ესალბუნა მისი სულიერი მდგომარეობა: ,,, ვინც მაღალი სულის მექონი მეგონა იგი ვნახე უგულო, ვისი სულიც განვითარებული მეგონა მას სული არა ჰქონია"...წამით მოუნდა მაიკო ორბელიანის ნაცვლად თავად ყოფილიყავი იმ წერილების ადრესატი.
ეწაფებოდა ტერენტი გრანელის, გურამ რჩეულიშვილის , ანა კალანდაძის და სხვათა პოეზიას, რომელსაც სხვა სამყაროში გადაჰყავდა,სამყაროში სადაც უამრავი ფერი იყო , ოღონდ არ იყო შავი.... ,,
II თავი.
გრძნობების სიყალბე
ერთხელაც სცადა ლექსი დაეწერა, დაწერა რაღაც, ლექსის მსგავსი,( ლექსს როგორ უწოდებდა?) მაგრამ , წერამ სიმშვიდე მოჰგვარა, მოეწონა. შემდეგ ისევ დაწერა, ისევ, და ასე ნელ ნელა , მისმა კალამმა , მისსვე სულში აიდგა ფეხი..
ეწერებოდა და წერდა, ეცრემლებოდა და ფურცლები ინახავდნენ ცრემლის საიდუმლოს. წერდა და ხევდა, წერდა და ხევდა. ან ვის გაუმხელდა?, ან ვის ეცალა მისთვის?....
სტუდენტი რომ გახდა 90-ანი წლების უმძიმესი პერიოდი იდგა.
არც მაშინ უთქვამს წერაზე უარი. წერდა მაშინდელ სტუდენტურ ცხოვრებაზე, გაუსაძლის ყოფაზე, შიმშლილზე, სიყვარულზე, სიხარულზე. ტკივილზე , მაგრამ წერდა და ხევდა ..
.შემდეგ ? დიდი ალბომი იყიდა და თავისი ,,ლექსად აკინძული სევდა“ შიგ გამოამწყვდია,. წერდა და ელოლიავებოდა ყველაზე უტყვ და სანდო მესაიდუმლეს.
ერთხელაც აღმოაჩინა რომ მშიშარაა.. ძალიან მშიშარა. ადამიანების თვალებში ჩახედვის ეშინია.მასში იმ სიყვარულის ვერ დანახვის ეშინია, თავად რომ გრძნობს მათ მიმართ.
უყვარდა ყველა , მათი ღირსების, წოდების, ტიტულების, დამსახურებების მიუხედავად. ადამიანები უყვარდა. იქნებ იმაზე მეტადაც ვიდრე იმსახურებენ. ჭირდებოდა გამოეშვა სხეულიდან დაუხარჯავი სითბო, მოუფერებელი გულის სიყვარულით შევსება სურდა ყველაზე მეტად. სურდა თავად გაეცა და ცოტათი მაინც გაეთბო ის ცივი სამყარო, სადაც არსებობა უწევდა .
არ უყვარდა, დღესაც არ უყვარს სიცივე, არ უყვარს ყინვა, ზამთარიც კი შეიძულა სუსხის გამო, თუმცა თეთრი ფერი, ო, ეს თეთრი ფერი, სისუფთავის, სიწრფელის, ყველაზე მეტად უყვარს.
დიახ, უყვარდა ყველა, ვიდრე ყური მოჰკრა ასეთ დიალოგს: ვითომ კეთილი გოგო!, რატომ გასცემს ამდენ სითბოს და სიყვარულს, რა კეთილშობილი ფერიას როლს ირგებს, ალბათ გამოელის რამეს!“.,,
რამეს!“.,,ამ სიტყვებმა მორალურად დაანგრია, მიწასთან გაასწორა მისი სულის სინატიფე, მაინც არ დაუყრია ფარხმალი,
შემდეგ?
შემდეგ ცნობილი ადამიანი შეუყვარდა. გამოუტყდა კიდეც სიყვარულში. გულისსწორმა შეხედა და გაკვირვებული სახით უთხრა: გიყვარვარ?, ჭკვიანი გოგო ხარ ,კარგად შეგირჩევია სიყვარულის ობიექტი, რომ ჩემისთანა კარგი კაცი შეგყვარებიაო...
ო, როგორ ერთ წამში დაიმსხვრა ყველა ოცნება და სიფაქიზე, რაც მას პირქუშ სამყაროში ყოფნას უადვილებდა.როგორ შეუძლია ადამიანს ერთ წამში ჩვენი ყველა ოცნება და მომავალი გაანადგუროს, ფაქტობრივად მოგვკლას. განა სიყვარული არჩევით მოდის?
განა შესაძლებელია სიყვარულის ობიექტი სურვილისამებრ შეარჩიო? სიყვარული ხომ ყველა კანონზომიერებას არღვევს დროსა და სივრცეში?,
და, შეეშინდა! ძალიან შეეშინდა ადამიანების! სიყვარულის, გულწრფელობის, სიკეთის, საკუთარი თავის, ადამიანების ყალბი თვალების დანახვის შეეშინდა და გაიქცა...გაურბოდა ადამიანებს.
,, ვერ ვპოვე სულის საყრდენი
ვგავარ ქარს მოხეტიალეს“.
მხოლოდ ლექსებში იპოვა შვება. ლექსი გახდა მისი ნავსაყუდელი,,,,
,, ლექსია სულის მწიფე აკიდო
ჩემი ცხოვრების ფერთა გამაში
თავი III.
პირველი მამაკაცი პირქუშ სამყაროში
...და შექმნა სამყარო, სადაც დაიწყო ცხოვრება მარტო. ცხოვრობდა, ფერადი ., ოცნებებით, სიკეთის სამყაროში . ,, გაეცი ანგარების და ანგარიშის გარეშე, რათა გხედავდეს და შეგიწიროს უფალმა!“, ფიქრობდა. ბედნიერებაა სხვის თვალებში დანახული სიხარული , რომლის მიზეზიც შენ ხარ, რომელიც შენ გამოიწვიე მასში.“
შემდეგ კი, შემდეგ გამოჩნდა ის, ვინც მის სხეულს, მის სულს ფრთები საბოლოოდ დააჭრა, რომელმაც,მიუხედავად უარისა, არ მიყვარხარო, პასუხად უთხრა : მე მიყვარხარ ისე,რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო!
ო, რა მტკივნეულად დაანარცხეს მიწაზე...რა მტკივნეულად გამოაბრძანეს თავისი ოცნების სამყოფელიდან ამ სნეულ ქალაქში, სადაც სიყვარულს უკურნებელი სენი აქვს შეყრილი.. ზეციდან ისე მწრედ და მტკივნეულად დაანარცხეს ამ დამპალ დედამიწაზე , დღემდე ვერ იშუშებს ნაიარევს. ეს იყო მისი ყველაზე დიდი და უსიამოვნო შეხვედრა პირქუშ სამყაროსთან.
ნაწერ-ნალოლიავები ლექსების ალბომი ბუხარს შეუკეთა, ზედ კოსმეტიკური ჩანთა, ქალიშვილობის ტანსაცმელიც მიაყოლა:- აწი აღარც ერთი აღარ დაგჭირდებაო.
-დასრულდა! დღეიდან მე ვარ შენი ლექსიც და კოსმეტიკური საღებავებიც. არც ქალიშვილობის დროინდელი ,, ბოზური“ ტანსაცმელი დაგჭირდება აწი!
გიზგიზებდა ბუხარი . იწვოდა ქალის სული და სხეული. ყველაზე თავზარდამცემი იყო ეს შეფასება, რადგან ჯერ კიდევ მამა არ აძლევდა უფლებას , მუხლამდე კაბაც კი არასდროს ჩაუცვამს და დეკოლტეებზე და ზედმეტ გამომწვევ, ვულგარულ ჩაცმულობას ხომ თვითონაც არ აკადრებდა საკუთარ თავს. საკმარისად ჰქონდა უფლისგან მომადლებული სილამაზე რომ დამატებითი ფორმების მანიპულირებით ყურადღება არ მიექცია.
ბავშვობაზე ფრთებდაჭრილს ეხლა ლამაზ, საოცნებო მომავალზეც, ბედნიერებაზეც დააჭრეს ფრთები.
ეს იყო მისი ,,მამაკაცური უპიურატესობის“ყველაზე გულის ამრევი გამოვლინება და ქალს შეზიზღდა საკუთარი უსუსურობა, შეზიზღდა მთელი სამყარო, ყველა და ყველაფერი რაც მის გარშემო იყო. თუ აქანდე პირქუში ადამიანების სევდა აკვირვებდა, ახლა ადამიანების მხიარულება უკვირდა. რატომღაც ფიქრობდა რომ ყველა მასავით უბედური იყო ამ სამყაროში.რა აცინებდა, რა ახარებდა ამ ხალხს ვერ გაეგო.
სახე უღიმილოდ, სარკე კი უფუნქციოდ დარჩა, პირველი რაც გააკეთა სარკე კედლიდან ჩამოხსნა და ფანჯრიდან გადააგდო , რომ აღარასოდეს აღარ ეხილა საკუთარი თავის უღიმილო, უბედური ანარეკლი.
ამას მოჰყვა პირველი სერიოზული ჩხუბი ჯერ კიდევ 2 დღის შექმნილ ოჯახში


(თავი IV.სიკვდილთან თამაში)
ამასობაში გაჩნდენ შვილები, იმ იმედით რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ითმენდა უხმოდ. ცრემლებით, ტკივილით,
სოფელში ხშირად სმენია დიალოგი ქალებისგან: სად იყო სიყვარული ჩვენ დროს, ზოგჯერ ქმარს საწოლში იცნობდა ქალი. ოჯახს სიყვარული კი არა, მატერიალური კეთილდღეობა ჭირდება. შვილები რომ ჩნდება მათ აღზრდაში გადადადის ყურადღება , მათით უნდა იცოცხლო, იხარო და შევეჩვიო ქმარსო.
მაშინ ბავშვი იყო და არ ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა, ისე კი აოცებდა ასეთი გულგრილი დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ . ახლა კი, ნუთუ მასაც იგივე ბედი ელოდა როგორც იმ უსულგულო ქალებს , რომლებიც ასე საუბრობდნენ ასეთ ფაქიზ თემაზე.
. არა, არა, ჯერ თავად ქალი უნდა იყო ბედნიერი, სულიერად ჯანმრთელი, რომ შვილის ჯანსაღად და სრულფასოვან ადამიანად აღზრდა - ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი . შეუძლებელია სხვაგვარად!
ერთ დღესაც ამაო ყოფით დაღლილმა, ბავშვები დააძინა და თავშესაფარი მტკვარს თხოვა.,,განა ამდენი სისხლის, საიდუმლოს, ტკივილის მნახველი და მესაიდუმლე მტკვარი მის ტკივილსაც უხმოდ ვერ გაიგებს და საუკუნოდ ვერ ჩაიხუტებს,?,,, ოჰ, როგორ დაისვენებს ამ გაუსაძლისი ყოფით! საკუთარმა ფიქრმა სიხარული მოჰგვარა,,, მეტი არაფერი ახსოვს. გონს რომ მოვიდა ნაპირზე იწვა თავით ფეხებამდე სველი და თავს უცნობი შუა ხნის ქალი დასტრიალებდა..
თურმე შემთხვევით ნაგვის გადასაყრელად გამოსულა, დაუნახავს , გონებადაკარგული წყლიდან გამოუთრევია და ელოდებოდა გონს როდის მოვიდოდა.
შერცხვა, ო, როგორ არ უნდოდა იმ წამს თვალის გახელა ისევ ამ სამყაროში, რომელზეც თავისი ნებით თქვა უარი რამდენიმე წუთის წინ...
(თავი V. მხოლოდ ღმერთშია სიმშვიდე)

შემდეგ სულიერი კრიზისის , პრობლემების დასაძლევად ტაძარში დაიწყო სიარული.
შაბათი იყო. ბინდდებოდა, ლოცვა დამთავრდა. სახლში ცოტა სულდამშიდებული წამოვიდა. მოულოდნელად ტაძრისკენ მომავალ გზაზე ნაცნობი სილუეტი შენიშნა , სილუეტი ნელ-ნელა უახლოვდებოდა . მეუღლე იყო, სახეალეწილი, შეშლილი სახით და ჩქარი ნაბიჯით : .
-სად დაეთრევი, ამ შუა ღამეს, ალბათ მღვდელთან დადიხარ,?! , ეხლავე გავარკვევ ყველაფერს!-თქვა და ტაძრის შესასვლელისკენ გაემართა, ტაძრიდან თეთრი წვერით, მაღალი 70 წლამდე ასაკის, სათნო სახის მოძღვარი გამოვიდა.ეზოში დარჩენილ მრევლს დაემშვიდობა და სატრაპეზოსკენ წავიდა.
ცოტახანს უყურა. . შემობრუნდა და უხმოდ წამოვიდა. ასე უხმოდ მივიდნენ სახლამდე იმ დღეს,,,,,,,,,.შუა ღამით რაღაც ხმაურმა გააღვიძა,,,, ხატების კუთხესთან პირველად დაინახა სანთლით ხელში, თვალებში ცრემლჩამდგარი ქმარი, რომელიც პირჯვარს იწერდა და რაღაცას ბუტბუტებდა,,,,
მერე მესამე შვილი დაიბადა, პატრიარქს მოანათლინეს.
ამან თითქოს რაღაც გარდატეხა მოახდინა მის ეგოზე და ცოტა დაწყნარდა. . მაგრამ ეს დროებითი იყო, ნათქვამია, ეჭვიანობა ერთადერთი ავადმყოფობაა რომლის სამკურნალოდ ჯერ არაფერი მოუგონია მეცნიერებასო, ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე, ძმაზე, მეგობარზე, ნათესავზე, ყველაზე ვინც კი მათი ოჯახის ზღურბლს გადმოაბიჯებდა.
-ქალს არ სჭირდება მეგობარი და დაქალი, ტვინს გადაუბრუნებს, ათას სისულელეს აფიქრებინებს!! - ასეთი იყო მისი მსჯელობისა და აზროვნების ხარისხი. ...
(თავი VI. გამოსავლის ძიება ოჯახის და სულის გადასარჩენად)

არა, არა, გამოსავალი უნდა ვიპოვო, უნდა არსებობდეს რაღაც ოჯახის გადასარჩენად, ჩემი მომავლის, საკუთარი სულის გადასარჩენად და მე უნდა ვიპოვო იგი!- თქვა ერთ დღეს და დაიწყო ზრუნვა რათა დაეძლია ქმარში ,, ეჭვიანობის , ძალადობის, არასრულფასოვნების კომპლექსი“. კითხულობდა უამრავ ინფორმაციას, ელექტრონულად კითხვებს უსვამდა კომპეტენტურ პირებს და რჩევებს ითვალისწინებდა.
დაადგინა ცუდ ქცევის გამომწვევი მიზეზები და დაგეგმა მისაღწევი მიზნები, რომელიც კარგი ქცევით ჩანაცვლდებოდა. : პირველ რიგში საჭირო იყო ქმარში თვითშეფასების ამაღლებაზე ზრუნვა. ცდილობდა გამოეწვია მასში კარგი თვისებები და ასე ნაბიჯ ნაბიჯ დაიწყო ზრუნვა არა მარტო მასზე,არამედ საკუთარ თავზე, ოჯახის სრულყოფილების შესაქმნელად, ზრუნვა შვილების გამო, რადგან ისინი იზრდებოდნენ და მათთვის საჭირო იყო სრულფასოვანი ოჯახი- ორივე მშობლით, აურზაურის, მუდამ ცრემლიანი დედის და ეჭვიანი მამის გარეშე,,,
ერთ ერთი აღსარებისას მოძღვარმა დახმარება შესთავაზა, შეთანხმდნენ, რომ :- როგორმე მოიყვანდა წირვაზე ქმარს .
იმ დღეს ,, ეჭვიანობაზე ‘’იქადაგა. ქმრის გახევებული სახე დღემდე ახსოვს , როცა ტაძარში ქადაგებას უსმენდა, ხედავდა როგორ შფოთავდა, როგორ ნელ ნელა უბრუნდებოდა ადამიანის სახე. ქალის გული პირველ გამარჯვებას ზეიმობდა. იგი გრძნობდა რომ მის ცხოვრებაში რაღაც სასიკეთოდ აუცილებლად შეიცვლებოდა ,

(თავი VIIშეხვედრა წარსულთან.)
ფიქრებიდან რუპორის ხმამ გამოარკვია:
- ტოიოტა , სამარკო ნიშნით SA ***EX მარჯვნივ გადავიდეს და უაფრთხოდ გააჩეროს!
ისევ ჯარიმა! უხალისოდ გადააქნია თავი. წინააღმდეგობა არ გაუწევია. მალევე გააჩერა მანქანა.
სპორტული აღნაგობის, საკმაოდ ჭაღარაშერეული, მამაკაცი მანქანას მიუახლოვდა . ქუდი ისე ჰქონდა შუბლზე ჩამოფხატული , ფაქტობრივად, ნახევარ სახეს უფარავდა.

-გამარჯობათ. საპატრულო პოლიცია. გთხოვთ, წარმოადგინოთ მართვის მოწმობა და ტექპასპორტი.
-ახლა რაღა დავაშავე?-ირონიულად გახედა ავტომობილთან მდგომ პატრულ -ინსპექტორს და საბუთები მიაუწოდა .
- თქვენ გადაკვეთეთ შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადახვედით და მოძრაობდით საპირისპირო მიმართულებით , რის გამოც დაჯარიმდებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125-7 პრიმა 3 მუხლით.

ღმერთო , რა ნაცნობი ხმაა ! ეს ხმა, ეს საუცხოო ხავერდოვანი ბარიტონი თითქოს წარსულის მოგონებებს აღძრავდა მასში. პოლიციელი ჩუმად შეათვალიერა: არა, არა, შეუძლებელია. გაიფიქრა გულში და თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა.
მამაკაცმა საბუთები ჩამოართვა , დახედა პირადობას ...შემდეგ ქალს გახედა . გახევდა. შუბლი ცივი ოფლით დაეცვარა. თითქოს პარალიზებული გახდა, სხეულს ვეღარ გრძნობდა...
-დროზე ბატონო, ახლა სწავლობთ კანონებს? ამომიწერეთ ჯარიმა, მეჩქარება !- ბრაზი გაერია ქალს ხმაში.
მამაკაცი ქალის ხმაზე გამოერკვა, საპატრულო პოლიციის ავტომობილისკენ წავიდა.
მარიამმა უკანა ხედვის სარკეში დაინახა თუ როგორ ჩაჯდა საპატრულო ავტომობილში, საიდანაც რამოდენიე წუთში დაბრუნდა. ეტყობოდა, საშინლად ნერვიულობდა. ხელები უკანკალებდა, ხმა უთრთოდა. გაუბედავად მიაწოდა საბუთები და საჯარიმო ქვითარი, სტანდარტული ტექსტით : ,, ჯარიმის გასაჩივრების ვადა 10 დღე, გადახდის ვადა 30 დღე ნებისმიერ ბანკში. არც კი დაემშვიდობა ისე სწრაფად იბრუნა პირი და გაეცალა.
სულელები...ადამიანზე მონადირე უსაქმური იდიოტები, ჩაიბუზღუნა მამაკაცის უცნაური ქცევით გაოცებულმა. ,ფურცელი სავარძელზე დააგდო და მანქანა დაძრა.
ორას მეტრში ბანკი შენიშნა. ჯარიმის გადახდა დააპირა, მანქანა დაამუხრუჭა და ქვითარს დაწვდა. დახედა და თითქოს ეკალს შეეხოო სასოწარკვთილმა იკივლა...
,, მარიამ, ჩემო ძვირფასო მარიამ, ხვალ ამ მისამართზე დაგელოდები.“- იტყობინებოდა ,, ჯარიმის ქვითარი“. მისამართის ქვეშ პატარა ვარდი ეხატა.

- ოჰ, ღმერთო!რატომ ღმერთო? ამდენი წლის შემდეგ... რატომ? ნუთუ არ გეყო ჩემი გამოცდა? რა საჭირო იყო ახლა ეს განსაცდელი, როცა თითქოს ყველაფერი დავალაგე, ო, ღმერთო! როგორ ვერ ვიცანი!- ქვითინებდა საბრალო ქალი და წერილს გულში იხუტებდა

(თავი VIII.პატრულის ოფიცერი-გიგა დადიანი
90-იანების ბოლო პერიოდი იდგა. საქართველოში ფეხს იკიდებდა ,, დემოკრატია“, ამ სიტყვის სრული ქართული დატვირთვით: ქალები გახდაში, სიშიშვლის დემონსტირებაში უფრო ეჯიბრებოდნენ ერთურთს ვიდრე ჩაცმაში.
გიგამ უნივერსიტეტში შესვლის პირველივე დღიდან შენიშნა ლამაზი, სიფრიფანა, მორიდებული გოგონა, ფილოსოფიის ფაკულტეტიდან, რომელიც თავისი კდემამოსილებით და ჩაცმის სტილით ყველას ყურადღებას იქცევდა.
დიდხანს აკვირდებოდა შორიდან . ერთხელ გაბედა და ვითომ კარში შემთხვევით შეეჩეხა ,სანამ გოგონა აზრზე მოვიდა ლამაზი წითელი ვარდი შავ კულულებში ხელის უსწრაფესი მოძრაობით ჩააბნია და სტუდენტებს შეერია. გოგონა დაიბნა. გულმა სასიამოვნოდ დაუწყო ძგერა. ამის შემდეგ ყოველი დილა ერთი ლამაზი ვარდით იწყებოდა მარიამისთვის . არც ერთი სიტყვა სიყვარულზე, არც ერთი უხამსი ქმედება, რომელიც მათ საოცარ სიყვარულს გააუბრალოებდა. მხოლოდ ვარდები იყვნენ მოწმე სიყვარულის საოცარი ისტორიისა, რომელიც ბედის სასტიკ წიგნში მათი სახელების გასწვრივ იწერებოდა.
ერთ დღეს გოგონა უნივერსიტეტში აღარ მოვიდა, არც მეორე დღეს, კურსელებიც დუმდნენ რატომღაც. ორი კვირის შემდეგ კი მეუღლესთან ერთად გამოცხადდა .
არ ახსოვს როგორ დაეშვა უნივერსიტეტის კიბეებიდან .გარბოდა შორს, რაც შეიძლება შორს , უმისამართოდ...
იმ დღის შემდეგ გიგა უნივერსიტეტში აღარ გამოჩენილა.
მარიამს თითქოს უხაროდა ბიჭის გაუჩინარება , რადგანაც ძალიან ეშინოდა ქმრის, იგი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, თუ ამ ამბავს შეიტყობდა ისედაც გაუბედურებულ ყოფას ჯოჯოხეთად უქცევდა.
(თავი IX. სიყვარულის უკვდავება)
**********************************************************
ვერ დაიძინა. კადრები კადრებს უსწრაფესად ცვლიდა გონებაში. ძილი გაუკრთა. ისე დაათენდა ვერც შეამჩნია.
ქმარი ადრე წავიდა სამსახურში, როგორც წინა წლებში არც დღეს გახსენებია მეუღლის დაბადების დღე.
სამაგიეროდ შვილებს გაახსენდათ, უთენია წამოცვივდნენ საწოლებიდან და პატარ პატარა სიურპრიზებით დედას გული აუჩუყეს.
მხოლოდ თქვენთვის და თქვენ გამო მიღირს სიცოცხლე!- ჩაეხუტა ბავშვებს და თვალები აუწყლიანდა.
-ალ იტილო დე, თოლე ლამაზი თვალები გაგიფუწდება- უთხრა ნაბოლარამ და დედას ყელზე მოეხვია. მარიამმა პირჯვარი გადასახა შვილებს და ამ დღის გალამაზებისთვის მადლობა გადაუხადა....
<3 დღეს გიგა უნდა ნახოს. ამდენი ხნის შემდეგ ... ღმერთო, არა, არა, არ წავა, ვერ წავა, როგორ წავა, გათხოვილი ქალი ქმრის ზურგს უკან სხვა მამაკაცს რატომ უნდა შეხვდეს? არ იკადრებს, არ წავა! არა! არა! სულს უღრღნიდა აშლილი ფიქრები.
დიდხანს ებრძოლა საკუთარ თავს. ბოლოს მაინც ჩაიცვა. დაიბარა , საკვებს მოვიტან და მალე დავბრუნდებიო და წავიდა.
-პირველად იცრუე შვილებთან!
უნამუსო! უნამუსო!
შენ რა დედა ხარ?
სად მიდიხარ? ვისთან მიდიხარ? მოსვენებას არ აძლევდა შინაგანი ხმა. ქალს კი არც სურვილი ჰქონდა, აღარც ძალა შესწევდა რომ დღეს ,, სინდისის ხმას“ გამკლავებოდა- მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას.
მალე მივიდა აღნიშნულ მისამართზე. ირგვლივ სასაფლაოების მეტი არაფერი იყო. დაიბნა. ის იყო ფურცლის ამოღება და მისამართის გადამოწმება გადაწყვიტა გიგაც გამოჩნდა.
-მოხვედი?....
-ჰო....
უხერხული პაუზა ისევ ბიჭმა დაარღვია:
-წავიდეთ! ხელი ჩაჰკიდა როგორც პატარა ბავშვს და სასაფლაოზე შეიყვანა. ერთ ლამაზ სასაფლაოსთან შეაჩერა.
-მოვედით!- თქვა და მარიამს სევდიანი მზერა აარიდა .
მხოლოდ ახლა დაინახა გიგას თვალები, ოჰ, ეს თვალები რამდენჯერ დასიზმრებია, ვერდატეული სევდა იდგა გიგას თვალებში.
სასაფლაოზე კი წითელი ვარდები ჰყვაოდა. სურათი წითელი ვარდის გამოსახულებით და ეპიტაფიით:,, აქ განისვენებს გრძნობა გულისა, ნატანჯისა“და დანაცრულისა“ (1998-1999 წ) ‘’.
-შენ ... შენ... მე დამასაფლავე?-ხმის კანკალით აღმოხდა ქალს, თავი ვეღარ შეიმაგრა, იქვე ჩაიკეცა, ერთად მოასკდა წლების განმავლობაში ნაგროვებ-ნაგუბები ცრემლი, აქვითინდა. ტიროდა ქალი ყველაფერს, თავის გაუბედურებულ დღეებს, გაუხარელ ცხოვრებას, უსიყვარულო ყოფას, დღევანდელ დღეს, ყველაზე მეტად გიგას ერთგულებას ტიროდა...
დიდხანს იტირა. ცრემლებმა შვება მოჰგვარა. მამაკაცს ხელი არ შეუშლია , არ მისულა, არ წამოუყებენია, იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა.
შეშლილი მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია. ამოდიო უპასუხა გიგამ ყურმილში.
მალევე გამოჩნდა უცნობი მამაკაცი , ხელში დიდი ყუთი ეჭირა. გოგონას მიესალმა , ნივთი იქვე მდგარ მაგიდაზე დადო და წავიდა. გიგამ გახსნა:
შიგ წითელი ვარდებით მორთული ულამაზესი ტორტი იდო.
ამოიღო,ზედ სანთლები დაანთო:
-დაბადების დღეს გილოცავ მარიამ!- წარმოთქვა მამაკაცმა.
-შენ...შენ, ნუთუ ჩემი დაბადების დღეც გახსოვს?-ცრემლებით სავსე თვალები შეანათა მამაკაცს.
-განა შემეძლო დავიწყება ? თქვა და ქალის აცახცახებული , ძალაგამოცლილი სხეული გულზე მიიკრა.ერთხანს ასე იდგნენ , მხოლოდ ერთმანეთის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდნენ...
*****.
-კარგად ხარ, მარიამ?
-ახლა კი. შენ?
-მეც. უპასუხობა მამაკაცმა და უფრო ძლიერ მიიკრა ქალი მკერდზე....ეხვეოდა , თითქოს ბოლო სუნთქვას სტოვებდა მასთან.
- დამპირდი რომ აღარ მიმატოვებ !
-ქალი დუმდა.
-დამპირდი , გთხოვ!
- . მე ოჯახი მყავს, შვილები მყავს, მათ ჩემს ღირსეულ ნაკვალევზე უნდა იარონ, აუცილებლად.
-მესმის მარიამ .
- შენ, შენც ხომ გყავს შვილები?
-არა! მხოლოდ შენ მყავხარ მარიამ, სხვა არავინ, სხვა არავინ, არც მყავს და არც არავინ მინდა. ჩემთან დარჩი გთხოვ!. ჩვენთვის ვიყოთ...ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად... ვერავინ გაიგებს. ჩურჩულებდა ათრთოლებული ხმით მამაკაცი და ქალს ცრემლიან თვალებს უკოცნიდა.
ქალი მიხვდა, რას გულისხმობდა მამაკაცი.
უეცრად გამოერკვა. ირგვლივ მიმოიხედა. უკვე ბინდდებოდა.
-ეს შეუძლებელია გიგა. დღეს ჩემი რეალობა ჩემი შვილებია. ჩემი ოჯახი. ჩემი ოჯახის სიწმინდეს, რომლის გადარჩენას, რომლის შენებასაც ყველაზე ძვირფასი წლები შევალიე, ვერ შევრყვნი, ვერ შევურაწვყობ, მაპატიე გიგა, მაპატიე., თქვა და მამაკაცს მოშორდა...
-მშვიდობით გიგა!
-ნახვამდის მარიამ! <3

********ეპილოგი******
აგვიტოს ხვატი იდგა თბილისის ქუჩებში.
წვიმდა მხოლოდ ქალის თვალებში. კოკისპირულად წვიმდა. უკვე მეორედ კარგავდა საყვარელ მამაკაცს და ორივეჯერ თვითონ იყო ამის მიზეზი...
ტოიოტა სამარკო ნიშნით SA xxx EX მტკვრის სანაპიროს ზლაზვნით მიუყვებოდა:
-და ვის ჭირდება ეს, სუფთა, უმწიკვლო, კდემამოსილების ნიღაბი?-გამუდმებით ჩასძახოდა ქალს მის სულში არსებული შინაგანი ხმა.
-იმ საზოგადოებას , რომელშიც ცხოვრობ, მათ სჭირდებათ, მათ!
-მერე, შენ ამით ბედნიერი ხარ მარიამ?
-მე არა, ისინი არიან ბედნიერები .... ისინი...



№1 სტუმარი ია

ფუფ, მახინჯი ტრადიციები, უთქმელობა, მორალური ზიანი, რამდრნი მსხცერპლი ჰყავს და ,,კეთილშობილების ნიღაბს ვინ იცის

. გულისამაჩუყრბელია. მრავალი ქალი იტანჯება ასეთი ადამიანების გვერდით .
გაგრძელებას ველოდები. თამამს და საინტერესოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent