შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-11]


1-08-2023, 16:57
ავტორი L.G-25
ნანახია 880

ემა მისაღებ ოთახში იჯდა, ცდილობდა ყველაფერი დაელაგებინა, რაც ბავშვის ამბავი გაიგეს ცოტნემ ნარკოტიკების მიცემა შეწყვიტა და ნელ-ნელა ემა თავის გონებაზე დაბრუნდა, ახლა უკედ აღიქვამდა იმ სიტუაციას რაშიც გაეხვია, ხვდებოდა რომ ასე ვერ გააგრძელებდა, ცოტნე გიჟი ფსიქოპატი იყო და მასთან ერთად ოჯახის შექმნა შეუძლბელი იყო, მაგრამ მისგან გაქცევა შეუძლებელი იყო, ამდენი წელია მას იცნობს და კარგად იცის რომ მისგან ჯერ არავინ გაქცეულა, მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა ცოტნე ციხეში უნდა გაეშვა თუ მას მოიშორებდა მერე ქვეყნიდან წასვლასაც შეძლებდა.
ოთახში ცოტნე შემოვიდა და ემას გვერდით მიუჯდა, მუცელზე ხელი დააადო და ფერება დაუწყო.
- მამას პატარა როგორ გრძნობს თავს?!
- კარგად არის. - ემამ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.
- მშვენიერია. ემა დავფიქრდი და აქ ბავშვს ვერ აღვზრდით.
- რას გულისხმობ?
-აქ მე მუდამ პოლიცია დამზდევს, ბავშვისთვის ეს კარგი არ არის, მინდა სადმე მშვიდ და კარგ ადგილზე გაიზარდოს, სადაც ნორმალური ბავშვი იქნება ხომ ხვდები?! ხო და გადავწყვიტე აქ ყველა საქმე მოვაგვარო და სხვაგან გადავიდეთ მე შენ და ჩვენი პატაარა, იქ წაგიყვან სადაც ორივე უსაფრთხოდ იქნებით, აბა რას ფიქრობ?
-ეს ძალიან კარგი აზრია. - სინამდვილეში ემას ეს აზრი სულაც არ მოეწონა, თუ სანდროსგან შორს წავიდოდნენ მაშინ ცოტნეს დაჭერის შანსიც კი აღარ ექნებოდა, ერთადერთი ვინც ცოტნეს დაჭერას შეძლებდა ეს სანდრო იყო.
-შენც მოგწონს არაა?! Ძალიან კარგი მაშინ შევეცდები ყველაფერ მალე მოვამთავრო.
ცოტნემ ემას მუცელზე აკოცა, შემდეგ შუბლზეც და ბედნიერი გავიდა ოთახიდან, ვერც შეამჩნია ემა როგორ გააღიზიანა ამ ამბავმა. თუმცა ემა ვის ადარდებდა ახლა ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ცოტნეს უნდოდა, მას გზაზე ვეღარავინ გადაეღობებოდა, ვერც ის სანდრო. თავის კომპანიაში წავიდა ცდილობდა ყველაფერი სწრაფად მოეგვარებინა.
ამ დროს კი სანდრო სხვა საქმეებზე მუშაობდა, დროს არავინ აძლევდა რომ ცოტნეზე ეფიქრა, როცა რამე საქმეს დახურავდა მაშინვე რაღაც ახალს ტენიდნენ, ამ ქალაქში გაუხსნელ საქმეებს რა დალევს, ახლაც რაღაც მკვლელობაზე მუშაობდა, საქმეს სწავლობდა თავის კაბინეტში, უცბად ტელევიზორში რაღაც რეპორტაჟი გავიდა, თავიდან ყურადღება არც მიუქცევია, თუმცა შემდგომ თვალი მოკრა რაღაც ნაცნობს, კი ეს ის მწვანე თვალები იყო, ნამდვილად ის ქალია კახას სახლთან რომ შეხვდა, საბუთები გვერდთ გადადო და რეპორტაჟის მოსმენა განაგრძო, ეს ქალი უბრალო ვინმე ნამდვილად არ აღმოჩნდა, მხოლოდ ამ ქალაქში კი არა მთელ ქვეყანაში ცნობილი ბიზნესმენი იყო, მაღაზიების და რესტორნების ცნობილ ბრენდებს ფლობდა და ამას პლიუს ცნობილი ადვოკატი იყო, სანდრო ამან უფრო დააინტერესა, ასთი მდიდარი და ცნობილი ადამიანი კახასთან რას აკეთებდა?!
სანდრომ ამ ქალზე ინფორმაციის მოძიება ცადა, თუმცა მის წარსულზე ბევრი ვერაფერი გაიგო, უფრო სწორად მასზე არაფერია ცნობილი 18 წლამდე, ზუსტად ამ ასაკში გახდა ყველა კონპანიის მფლობელი,ვიღაც მდიდარმა კაცმა მას მთელი ქონება გადასცა, თუმცა ამ კაცს ქალიშვილი არ ჰყოლია, მხოლოდ ვაჟი ყავდა, რომელიც მამის გარდაცვალებამდე მოკვდა, ეს ყველაფერი სანდროს უფრო მეტ კითხვას უჩენდა. Სანდროსაც ვერ გაეგო ეს ქალი ასე რატომ დააინტერესდა, მაგრამ მასზე ფიქრს ვერ წყვეტდა, უნდა გაეგო ვინ იყო და კახასგან რა უნდოდა.
სანდროს ბევრი არც უფიქრია ამ ქალის სანახავად წავიდა, მთელი დღე მისი სახლის წინ უცდიდა, ელოდა როდის გამოჩნდებოდა, როცა მოსაღამოვდა, მართლაც გამოჩნდა მანქანა, ჭიშკართან შეჩერდა, მანქანის კარი გააღო მძღოლმა და იქიდან ქალი გადმოვიდა, ის იყო, ეს ის ქალია. Სანდროსკენ წამოვიდა, ღმერთო როგორ მოდიოდა, ამაყად, მყარ ნაბიჯებს დგავდა, თითქოს იცოდა რომ სამყაროში ყველაზე დიდ ძალას ფლობდა, რომლითაც ყველას დაიმონებდა და არც უშინდებოდა ამ ძალის გამოყენებას, სანდროც კი გაქვავდა მის დანახვაზე. ოდნავ ნიავი ქროდა და ქალის თმებს ეთამაშებოდა, თუმცა ეს არ აბრკოლებდა მაინც წინ მიიწევდა. Სანდროს წინ შეჩერდა ხელი გამოწია და ოდნავ ჩაიღიმა, თითქოს იმ ცივ თვალებში პატარა სითბო აგიზგიზდა.
-გამარჯობა ბატონო სანდრო.
სანდრომ ხელი ჩამოართვა. - თქვენ იცით ვინ ვარ?!
-დიახ ვიცი თქვენზე კახასგან მსმენია, რით დავიმსახურე თქვენი ნახვის პატივი?!
-მე... მე უბრალოდ თქვენთან გასაუბრება მინდოდა ქალბატონო ლილი თუ ნებას მომცემთ.
-რა თქმა უნდა, ჩემი სახლის კარი თქვენთვის მუდამ ღიაა, მობრძანდით.
ორივე ეზოში შევიდნენ, ქალი წინ მიდიოდა, სანდროს მიუძღვებოდა, ბაღში გადავიდა და ხის ქვეშ მდგარ მაგიდასთან მივიდა, სკამისკენ ნაზად გაიშვირა ხელი და სანდროს თავის დაკვრით დაჯდომა შესთავაზა, სანდროსაც არ უყოყმანია მაშინვე ქალის წინ ჩამოჯდა, ქალმა მოსამსახურეს ჩაის მოტანა სთხოვა და ასე სულ მარტო დარჩნენ ამ ხის ქვეშ, სანდრო თვალს ვერ აცილებდა ქალს, თითქოს ის მისი მწვანე თვალები უფსკრულისკენ ითრევდნენ, მაგრამ მაინც ვერ ეწინააღმდეგებოდა მათში ჩავარდნას.
-აბა, ბატონო სანდრო რაზე გსურთ საუბარი? - ქალმა სიჩუმე დაარღვია და სანდრო აიძულა თავისოუცნებებიდან გამოფხიზლებულიყო.
-მე უბრალოდ მსურდა გამეცანით და თქვენზე გამეგო ცოტა რამ.
-მაშინ სწორ ადამიანთან მოსულხართ, ჩეზე კარგად მაგაზე პასუხს ვერავინ გაგცემთ, მკითხეთ ნებისმიერი რამ.
-ქალბატონო ლილი მაინტერესებს იმ დღეს კახასთან რას აკეთებდით? გთხოვთ უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ ამ კითხვას რომ გისვამთ.
-ქალბატონოს ნუ მეძახით შეგიძლიათ უბრალოდ ლილი დამიძახოთ, აქ ყველა ქალბატონოს მეძახის ეს მოსაბეზრებელია, მინდა ერთმა ადამიანმა მაინც მომმართლოს სახელით. Რაც შეეხება თქვენ კითხვას ამაში ცუდი არაფერია ჩვენ ადამიანებს ყველას გვაქვს ეგ სენი, რასაც ,,ინტერესი,, ჰქვია. მასთან იმიტომ ვიავი რომ მისი ადვოკატი ვარ და ჩემთან თავისი ანდერძის განხილვა სურდა.

-გასაგებიია და კიდევ ერთი კითხვა თუ ნებას მომცემთ.
-ბრძანეთ.
-როგორ გახდით ამხელა ქონების პატრონი?
ლილიმ ჩაიცინა - ოჰ, ღმერთმა იცის ეს კითხვა ჩემთვის რამდენჯრ დაუსვიათ, თუმცა ამაში საიდუმლო არაფერია, მე ძველმა პატრონმა მიშვილა და როცა მისი ვაჟი გარდაიცვალა გადაწყვიტა რომ მე მისი მემკვიდრე უნდა ვყოფილიყავი, რადგან მისთვის შვილივით ვიყავი.
-და მის ვაჟს რა დაემართ, როგორ მოკვდა?
აქ ლილი ცოტა ხანს შეჩერდა, თითქოს ამ კითხვამ აანერვიულა და თან დაასევდიანა. - როცა მდიდარი ხარ მტრები ხშირად გყავს, ვიღაცამ მკვლელი დაიქირავა და მისი ვაჟი მოკლეს.
-და ვინ მოკლა?
-არავინ იცის, მკვლელი დღემდე ვერ იპოვნეს, სამწუხაროდ კარგად დაგეგმეს ყველაფერი.
-ვწუხვარ, იმედი მაქვს ამ კითხვით თავი ცუდად არ გაგრძნობინეთ.
-არა რას ამბობთ, მე ის ძალიან მიყვარდა და მასზე საუბარი სასიამოვნოა, მისი გახსენების საშუალება ხშირად არ მეძლევა. და თქვენზე რას იტყვით, როგორ გახდით პოლიციელი?
-ეს მოსაწყენი ისტორია.
-ღარიბი ბიჭი, რომელიც ცნობილი პოლიციელი გახდა, ეს ამბავი მოსაწყენად სულაც არ ჟღერს.
-ოჰ თქვენ ეს ძალიან ხატოვნად აღწერთ, სინამდვილეში ასეთი გასაოცარი ამბავი არცაა.
-მაშ როგორაა?
-მე ამ ქვეყნის კვალობაზე ნორმალური ბავშვობა მქონდა, ჩვენი ქვეყანა ინგრევა და აქ ბევრ ბავშვს ჩემზე უარესი ცხოვრება აქვს, ამიტომ ვთვლი რომ ჩემი ცუდი ბავშვობა არცისე ცუდი იყო, ამასთანავე მე სწავლის უფლება მაინც მქონდა, ზოგს ამის უფლებასაც არ აძლევენ, ალბათ მამაჩემს ჩემი ცხოვრება რომ არ აინტერესებდა ეს პლიუსიც იყო.
-ჰმმ, ალბათ მართალი ხართ ამ ქვეყანაში ნორმალური ოჯახები ძალიან ცოტაა, საერთოდ სიტყვა ნორმალური ამ ქვეყნისგან შორსაა.
-თქვენ ბავშვობაზე რას იტყვით, სანამ გიშვილებდნენ?
-სათქმელი ბევრი არაფერია დედა მზრდიდა, მამა არც მახსოვს.
-და როგორ გიშვილეს?
-ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით და გადაწყვიტა დამხმარებოდა, სამსახური მომცა ბოლოს კი ისე შვეჩვიეთ ერთმანეთს, რომ მიშვილა.
-ალბათ კარგი ადამიანი იყო, რადგან ასე დაგეხმარათ.
-კი ის ძალიან კარგი კაცი იყო, ჩემთვის მამასავით იყო.
-ის რით გარდაიცვალა? როგორც ვიცი შვილის დაკარგვიდან მალევე გარდაიცვალა.
-კი 8 თვეში ისიც დავკარგე, მისი დაყაჩაღება სცადეს და ამ დროს შემთხვევით შემოაკვდათ.
-შემთხვევით?! თქვენ გჯერათ რომ ეს შემთხვევით მოხდა?
-მე რის მჯერა ამას რა აზრი აქვს, პოლიციამ რაც თქვა იმას გეუბნებით.
-და თქვენი აზრით ისინი სიმართლეს ამბობენ? იმას ვგულისხმობ რომ შვილი და მამა ერთმანეთის მიყოლებით მოკვდნენ ეს უცნაურია.
-იმედი მაქვს არ გგონიათ რომ მე დავხოცე ისინი, რადგან ისინი ჩემი ოჯახი იყვნენ და მე ამას არასდროს გავაკეთებდი.
-არა თქვენზე არ ვვეჭვობ, მე მგონია თქვენი მამობილი იგივე ხალხმა მოკლა ვინც მისი ვაჟი.
-არ ვიცი შეიძლება, მას მერე დიდი დრო გავიდა ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო, ეს ისედაც მტკივნეულია.
-მომიტევეთ თუ ჩემი კითხვებით გული გატკინეთ.
-არა არაუშავს მესმის რომ გაინტერესებთ.
-კარგით მაშინ თავს აღარ შეგაწყენთ და დაგტოვებთ.
-არა რას ამბობთ გამიხარდა თქვენი გაცნობა, კიდევ მეწვიეთ.
-აუცილებლად.

ქალი ფეხზე წამოდგა და გასასვლელამდე მიაცილა, სანდრო ქალს თავის დაკვრით გამოემშვიდობა და სახლში წავიდა. Შეიძლება ამ ქალს ცოტნეს საქმესთან კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ მის ამბავშვი მაინც იყო ბევრი უცნაურობა და თავს ვერ იკავებდა, რომ ყველაფერი გაეგო ამ ქალზე, ის ნამდვილად რაღაცას მალავდა და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გადაწყვიტა პირდაპირ სახლში წასულიყო და ყველაფერზე კარგად დაფიქრებულიყო, თუმცა სახლის კართან მისულს რაღაც ყუთი დახვდა, თავიდან შეჩერდა იფიქრა რამე სახიფათო არ იყოსო, თუმცა ბოლოს ინტერესმა ძლია და ყუთს თავსახური ფრთხილად მოხადა, შიგნით რაღაც საბუთები და დისკები ეწყო, ზემოდან წერილიც იყო, სანდროს ბევრი არ უფიქრია ყუთს ხელი მოკიდა და სახლში სწრაფად შევიდა, კარი ჩაკეტა, სამუშაო მაგიდას მიუჯდა და წერილის კითხვა დაიწყო.



,, ძვირფასო სანდრო, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადო ყველა იმ ქმედების გამო რაც ჩავიდინე, ვიცი ეს ყველაფერი უპატიებელია, მაგრამ მაინც მსურს ბოდიშის მოხდა, ვწუხვარ რომ შენნაირ კარგ ადამიანს ცოტნესნაირი მონსტრი ვარჩიე და მას გავეკიდე, ვწუხვარ რომ გატყუებდი და ყველაზე მეტად იმის გამო ვწუხვარ რომ შენნაირ კარგ მეგობარს თავი შევაძულე. მე საშინელი ადამიანი ვარ, რაც შენ და ტომს გაგიკეთეთ ეს უპატიებელია და მინდა ყველაფერი გამოვისყიდო. ცოტნე სულ გაგიჟდა, ახლა ის ძალიან უკონტროლოა, აღარ ვიცი რა ვქნა, აქედან წასვლა გადაწყვიტა, ის თუ აქედან წავიდა ჩათვალე მას ვეღარ დაიჭერ, ამიტომ ახლა რასაც მაგ ყუთში ნახავ ყველაფერი გამოიყენე და ის მალე შეაჩერე, დროს ნუ დაკარგა, რადგან ბევრი დრო არ გაქვს. ამ ყუთში ბევრი მტკიცებულებაა ცოტნეს წინააღმდეგ და მათი გამოყენებით მის დაჭერას შეძლებ, მე მათ უკვე დიდი ხანია რაც ვაგროვებ, მას შემდეგ რაც დათო მოკვდა, გაავწყვიტე რაღაცები მომეძიებინა და სულ ეს ვნახე, ვწუხვარ დათოს შესახებ ვერაფერი ვნახე, მაგრამ სხვა ბევრი საქმე ამოვქექე, ახლა ცოტნეს შედარებით თავისუფლად ვყავარ და ისე ვეღარ მაკონტროლებს, ამიტომ ამ ყუთის მოტანა ჩემს მოსამსახურეს ვთხოვე, გთხოვ ეს საიდუმლოდ დატოვე, თქვი რომ ისინი მე მოგეცი, რადგან თუ ცოტნემ გაიგო იმ საბრალოს მოკლავს. თავს მიხედე და ყველაფერი გააკეთე მის დასაჭერად, მინდა რომ ციხეში დიდი ხნით ჩაჯდეს, არ გეგონოს რომ ამას სიძულვილი მაკეთებინებს, არა მე ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ, ცოტნეს სიყვარულის არა, ამ ამბავში კიდევ არის ვიღაც ვის გამოც მიღირს ამის გაკეთება და მის გამო მე ცოტნეს წინააღმდეგაც წავალ, უკვე აღარაფერი მადარდებს, მხოლოდ ის არის მნშივნელოვანი, მე მხოლოდ მისი დაცვა მინდა ცოტნესგან და ვაპირებ ის ცოტნესგან ყველაზე შორს წავიყვანო, ისე შორს სადაც ის ვერასდროს მოვა.

Საჩუქარი შენი შტერი მეგობრისგან, ემასგან.”



სანდრო ამ წერილმა ააღელვა, დასასრულში ბევრი ვერაფერი გაიგო, ვერ მიხვდა ემა ვის გულისხმობდა ან სად მიდიოდა, მაგრამ ახლა მტკიცებულებები ჰქონდა, ყველაფერი ამოალაგა ყუთიდან, იქ უამრავი ფოტო,ვიდეო და კონტრაქტი იყო, იყო ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებდნენ სანდროს კავშირს ტრეფიკინგთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკებთან, ხალხის მკვლელობასთან, ერთ ვიდეოში კი საერთოდ ის ჩანდა თუ როგორ კლავდა ცოტნე 3 ადამიანს. ეს ყველაფერი სიგიჟე იყო, ემას ამდენი რამ საიდან ჰქონდა ან თუ ჰქონდა ასე უცბად რატომ გადაწყვიტა ცოტნეს ღალატი, თუმცა საფიქრელი ბევრი არაფერი იყო, ახლა მთავარი იყო სწრაფად ემქომედა, რადგან თუ ცოტნე მართლაც წავიდოდა ქალაიდან მაშინ ვეღარაფერს იზავდა, სასწრაფოდ განყოფილებაში წასვლა გადაწყვიტა, ნინის და ზისაც ყველაფერი გააგებინა და გადაწყვიტა განყოფილების უფროსისთვისაც ეთქვა, რადგან არ უნდოდა უკანონოდ დაეკავებინა ცოტნე, მისგან დამალვა მხოლოდ პრობლემებს გამოიწვევდა, ეს საქმე კი დღესვე უნდა მოგვარებულიყო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
ემა სახლში იყო, ნერვიულად დადიოდა, ვერ გაეგო სანდრომ უკვე ნახა თუ არა მისი ამანათი, სანამ ცოტნე რამეს გაიგებდა მანამდე უნდა დამთავრებულიყო ყველაფერ ეს ასე უნდა მომხდარიყო, რადგან თუ ცოტნე გაიგებდა ცოცხალი აღარავინ დარჩებოდა. უკვე გვიანი იყო ღამის პირველი საათი იყო, გარეთ ძალიან ბნელოდა, არც ცოტნე ჩანდა და არც სანდრო, ემას ეს ფაქცი უფრო ადარდებდა, სანდრო კი მოვა მაგრამ ცოტნე სადღა დაიკარგა, ამ ფიქრებში იყო გართული როცა ცოტნე სახლში ანერვიულებული შემოვარდა, თავის კაბინეტში შევარდა და რაღაც საბუთების წამოკრეფა დაიწყო, შემდგომ ემას მივარდა მკლავში ხელი მოავლო და კარისკენ წაათრია,ემა შეეწინააღმდეგა.

-რას აკეთებ?! მტკენ!
-ხომ გინდოდა წასვლა, ხოდა გაგიმართლა ახლავე მივდივართ.
-კი მაგრამ რა გეტაკა, ასე გვიან სად უნდა წავიდეთ?
-რა მნიშვნელობა აქვს დროს ახლავე მინდა წასვლა და წავალთ.
-რატომ? Რა მოხდა?
-რა მოხდა და ის შენი პრინცი ახლა ჩვენს დასაჭერად მოდის, ამიტომ აქედან მივდივართ.
ემა ვეღარც შეეწინააღმდეგა, ახლა რომ შეწინააღმდეგებოდა ყველაფერი აშკარა გახდებოდა და ცოტნე მიხვდებოდა ემამ რაც გააკეთა, მაგრამ ამ ნაბიჭვარმა როგორ გაიგო სანდროზე, როგორ გაიგო რომ მის დაჭერას აპირებს, მას მართლაც ყველგან ყურები და თვალები აქვს. გარეთ გავიდნენ და ცოტნემ რაღაც საბუთების ჩაწყობა დაიწყო საბარგულში, ახლა დრო იყო, სწორედ ახლა უნდა ემოქმედა ემას, მეტი გზა არ იყო ან ახლა ან სამუდამოდ ცოტნეს ყურება მოუწევდა. ემამ ერთ-ერთ დაცვას იარაღი ამოაცალა, დაცვამ მოტრიალებაც ვერ მოასწრო, ემა ტყისკენ ისე სწრაფად გაიქცა, დაცვამ მაშინვე დადევნება გადაწყვიტა, თუმცა ცოტნემ შეაჩერა.

-თქვენ აქ დარჩით და ამ საბუთებს მიხედეთ, თუ ვინმე მოვა დაწვით, მას მე მოვიყვან.

ცოტნე ემას გაეკიდა, ეს დევნა ძალიან უშლიდან ნერვებს, მაგრამ ემას აქ ვერ დატოვებდა, მას ცოტნეს ბავშვი ჰყავდა თან, ამიტომ ემას გაშვება არ უნდოდა, მისი შვილი მისთვის მნიშვნელოვანია და თუნდაც მთელი ტყის ფეხით შემოვლა მოუწიოს მაინც მიაგნებდა ემას.

-ემაააა საყვარელოო რატომ გამირბიხარ? მე ამ ყველაფერს შეთვის ვაკეთებ, გთხოვ მორჩი ამ თამაშებს, მესმის გეშინია, მაგრამ მე ყველაფერს მოვაგვარებ, მენდე გთხოვ.

ემა ამ სიტყვების გაგონებაზე კიდევ უფრო სწრაფად გარბოდა,ირგვლივ ბნელოდა და გზას ვერც ხედავდა, როგორც უკვე ვახსენე ცოტნეს სახლი ქალაქის გარეთ იყო და ტყე ესაზღვრებოდა, ასევე მასთან ახლოს ხევი იყო და მის ქვემოთ მდინარე მიედინებოდა, ემა სწორედ ამ ხევის თავში იდგა და გზის გაკვლევას ცდილობდა, როცა პოლიციის სირენის ხმა მოესმა, ეს სანდრო იყო, კი ნამდვილად ის იყო, ახლა საჭირო იყო სანდრო აქამდე მოეყვანა რათა ცოტნე დაეჭირათ, ემამ იარაღი ზეცისკენ აღმართა და ორჯერ გაისროლა, ამის ხმა სანდრომ გაიგო და თავისი დანაყოფიანად ტყისკენ წავიდა, თუმცა სამწუხაროდ თოფის ხმა მარტო სანდროს არ გაუგონია, ცოტნემაც გაიგონა და ახლა ზუსტად იცოდა ემა სადაც იყო. ახლა ყველა ემასკენ მიემართებოდა, მისი მტრებიც და მეგობრებიც, ემა კი ხევის თავში იდგა და უცდიდა, უცდიდა იმას თუ ვინ მოვიდოდა აქ პირველი, ლოცულობდა რომ ეს სანდრო ყოფილიყო, თუმცა მისი ლოცვა არავინ შეისმინა, მალე ბუჩქებიდან ცოტნე გამოვიდა და ემასგან სულ 15 მეტრი აშორებდა, ემას შეშინდა მის დანახვაზე, თუმცა უკვე გასაქცევი აღარსად ჰქონდა.

-ემა ჩემო სულელო, ხომ იცი არაფერს დაგიშავებ უბრალოდ წამომყევია.
-არ მომიახლოვდე, მომშორდი.
-გიჟივით ნუ იქცევი, მორჩი ამ დრამების დადგმას და წამოდი.
-ჩემს გარეშე წასვლა მოგიწევს, რადგან მე არსად წამოვალ.
-შენს გარეშე არსად წავალ, შენ ჩემი ბავშვი გყავს და მის აქ დატოვებას არ ვაპირებ.
-ის ჩემი ბავშვიცაა და მე არ მინდა რომ შენთან იყოს.
- ემა ნუ მაბრაზებ ახლავე წამოდი, ხომ იცი რომ მიყვარხარ და შენზე ვიზრუნებ.
-იზრუნებ?! Ჰაჰ, გიყვარვარ?! რეებს ბოდავ, რაც შენ გამიკეთე ეს სიყვარული არ არის. ადრე მეგონა რომ მართლა გიყვარდი ახლა უკვე აღარ ვიცი, რადგან შენი ნამდვილი სახე დავინახე, არა ცოტნე შენ სიყვარული არ შეგიძლია, შენ არ იცი რა არის სიყვარული, შენ არასდროს გყვარებივარ, უბრალოდ შენი სათამაშო ვიყავი და ახლა პატარა ბავშვივით ხარ, არ გინდა ეს სათამაშო დაკარგო.
-ეს ტყუილია, მე შენ მიყვარხარ, დაგავიწყდა როგორ გადაგარჩინე იმ ღამით, მას შემდეგ შენზე ვზრუნავ და ახლა ისე იქცევი თითოს მე შენზე არასდროს მიზრუნია.
-მე სულელი ლაწირაკი ვიყავი, მეგონა გიყვარდი, მაგრამ შენ უბრალოდ მიყენებდი, ღმერთო რა იდიოტი ვიყავი, ვისურვებდი რომ იმ დამპალ ღამეს არ შეგხვედროდი და სიცივისგან მოვმკვდარიყავი.
-მაგას ნუ ამბობ გულს მტკენ.
-და მე რომ მატკინე გული ის არ გადარდებს?! არა, რა თქმა უნდა, არ გადარდებს, შენ მარტო შენი თავი გაინტერესებს, სხვებს რა ტკივათ ეს უმნიშვნელოა. ღმერთო როგორ მიყვარდი, მე შენთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლო შენ კი ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია.
-მითხარი რაც გინდა ყველაფერს მოგცემ.
-მინდა რომ გამიშვა.
-ამას ვერ ვიზავ.
-აი ხედავ შენ ისევ შენ თავზე ფიქრობ, არ გაინტერესებს რომ მე შენთან უბედური ვარ, მთავარია შენ იყო ბედნიერი.
-არა ემა ეს ასე არ არის, იმ დღიდან როცა შეგხვდი შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე, შენ ჩემი ბნელი ცხოვრების ნათელი მხარე ხარ, ნუთუ არ გესმის, შენ თუ გაგიშვებ ყველაფერი დაბნელდება, მე ისევ იმ სიბნელეში ცხოვრება მომიწევს.
-მაპატიე, მაგრამ მეყო შენი გადარჩენა და შენს ბედნიერებაზე ფიქრი, ახლა მინდა რომ მე ვიყო ბედნიერი.

ამ ლაპარაკში იყო ორივე გართული, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ, მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და ვერ ამჩნევდნენ ერთმანეთს შორის არსებულ დაშორებას, ვერ ხედავდნენ ბზარი როგორ იქცა უფსკრულად, ახლა მათ შორის დიდი უფსკრული იყო და ეს მათ ურთიერთობას ანგრევდა, ანადგურებდა.
იმ ღამეს ძალიან ბნელოდა, მთვარეს ღრუბლები ეფარებოდა, ქარი ქროდა და თითქოს სამყაროც ხვდებოდა რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო. ზურგიდან 6 პოლიციელი ცოტნეს ისე მიუახლოვდა, რომ არაფერი გაუგია,თუმცა ამ დროს ცოტნემაც დაიწყო სვლა ემასკენ, სანდრომ ვეღარ მოიცადა, შეეშინდა, ემასთვის რამე არ დაეშავებინა, ამიტომ ცოტნესკენ სწრაფად გაიქცა და დაიყვირა.

-გაჩერდი, ერთი ნაბიჯიც აღარ გადადგა.
-სანდრო, ახლა არ გინდა გმირობანას თამაში, ნება მომეცი ემა წავიყვანო და წავიდე, გპირდები აღარაფერს დავაშავებ თუ ამის უფლებას მომცემ.
-არ ვაპირებ შენთან შეთანხმებების დადებას, გაინძრევი და გესვრი.

ცოტნე გაშეშდა, ემას და სანდროს შორის იდგა, უცბად სრულიად მოულოდნელად ემას ცრემლები წასკდა, ცოტნეს უყურებდა თვალს არ აცილებდა, შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო, მას ძალიან მშვიდი ხმა ჰქონდა.

-ცოტნე, იცი რა არის ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა?! მე შენ მაინც მიყვარხარ, იქ სადღაც გულის სიღრმეში მე მაინც მინდა რომ ბედნიერი იყო და ამის გამო ჩემი თავი მძულს, ღმერთო როგორ მინდოდა რომ ერთად ბედნიერად გვეცხოვრა, მაგრამ ჩვენ დამნაშავეები ვართ, ჩვენ უამრავი ადამიანი დავხოცეთ და ალბათ არ ვიმსახურებთ ბედნიერებას, ალბათ ეს ყველაფერიც ამიტომ ხდება. ვიცი მე შენ გიცნობ, კარგად ვიცი რომ შენ მე არასდროს გამიშვებ, თუნდაც ციხეში წახვიდე, შენ მე მაინც არ მომასვენებ, Მძულხარ მთელი გულით მძულხარ, მაგრამ ამასთანავე მიყვარხარ, თუმცა არის ვიღაც ვინც შენზე მეტად მიყვარს, ამიტომ მისთვის ბევრი ვიფიქრე და ვიპოვე გზა თუ როგორ დავიცვა ის შენგან, მივაგენი ადგილს სადაც შენ ვერ მოგვწვდები, ამიტომ ახლა მე იქ წავალ და მასაც თან წავიყვან. - ემამ ხელი გაამოძრავა და ამ ხელის შუბლისკენ წაღება დაიწყო, ხელში იარაღი ეჭირა, იღიმოდა, მგონი ბედნიერი იყო, მაგრამ ვინ იცის შეიძლება არც იყო. - მშვიდობით ცოტნე.

ესღა წარმოთქვა და სასხლეტს ხელი გამოკრა, თოფმა იგრიალა, იმ სიჩუმეში მხოლოდღა ამ გრიალის ხმა ისმოდა, ემას ბევრი არ უწვალია, მისი ტვინი სწრაფადვე გაითიშა, ორი ნაბიჯიღა გადადგა უკან და ხევში გადაეშვა, თითქოს ცოტნესგან მხოლოდ მისი სიცოცხლის მოშორება არ ეყო და უნდოდა მისი მკვდარი სხეულიც მისგან შორს ყოფილიყო. ცოტნე მისკენ გაიქცა, სულ აღარ ახსოვდა სანდროს გაფრთხილება, რომ ადგილიდან არ განძრეულიყო, გარბოდა ემასკენ, თუმცა უკან სანდრო წამოეწია და ძირს დააგდო, ხელბორკილები დაადო და ფეხზე ისე წამოაგდო გეგონება პატარა ბავშვი აწიაო. სანდრო ამას არ ელოდა, არ ეგონა რომ ემას თავში ეს ტრიალებდა, ნეტავ რომ ცოდნონდა შეძლებდა რამის შეცვლას, თუმცა ახლა ამაზე ფიქრს აზრიც აღარ ჰქონდა. ცოტნეს მიათრევდა, ცოტნეს რომელიც უსულო სხეულად იქცა, მან ერთდროულად დაკარგა საყვარელი ქალი და შვილი.

-მანქანაში ჩაჯექი ცოტნე, ყველაფერი დამთავრდა.
-არც არაფერი დამთავრებულა.
-მაგასაც ვნახავთ.
-იდიოტი ხარ, ვერც ხვდები რომ ეს ამბავი ჩემით არ დაწყებულდა და არც ჩემით დასრულდება.
-რას გულისხმობ?
-მალე მიხვდები, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. ახლა ემა აღარ არის და არც შენთან თამაშს აღარ ვაპირებ.
-შენ მისი ცხოვრება დაანგრიე და კიდევ მასზე საუბრობ, გაჩუმდი და მანქანაში ჩაეგდე.
-შენ არ გესმის, შენ არაფერი გესმის, მე ის მართლა მიყვარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი სიყვარული საკმარისი არ იყო, ის არასდროს ყოფილა საკმარისი. ახლა როცა ის აღარ არის ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ შენთვის ჯერ არაფერი დამთავრებულა, შეიძლება ითქვას რომ ჯერ არც დაწყებულა და რანაირად დამთავრდებოდა.

ცოტნე მაშინვე ჩაჯდა მანქანაში, სანდრო მას მიშტერებოდა, ვერ გაეგო რას ბოდავდა ეს კაცი, ახლა რაღას იგონებდა. მანქანაში თვითონაც ჩაჯდა და განყოფილებაში წავიდა, გადაწყვიტა ამაზე ბევრი არ ეფიქრა, ახლა ცოტნე დაიჭირა და ეს იყო ყველაზე მთავარი.



№1 სტუმარი სტუმარი მირანდა

როგორ ველოდები ხოლმე ამ რომანს გამიხარდა რო დამხვდა და გული დამწყდა ემას გამო ცოტნე არ მეცოდება იმდენი ხალხი დახოცა მოუთმელნად დაველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი L.G-25

სტუმარი მირანდა
როგორ ველოდები ხოლმე ამ რომანს გამიხარდა რო დამხვდა და გული დამწყდა ემას გამო ცოტნე არ მეცოდება იმდენი ხალხი დახოცა მოუთმელნად დაველოდები შემდეგ თავს

მადლობა heart_eyes , აქამდე ვერ ვახერხებდი წერის გაგრძელებას, თუმცა ახლა მეტი დრო მაქვს, ასე რომ შემდეგ თავს მალე დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent