შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერი 2


9-08-2023, 14:52
ავტორი mainc
ნანახია 695

2 თავი
- არა, მაინც სად მომყვები! რამდენჯერ გაგაფრთხილე! შენსას რატომ არ იშლი მეა!? ასე არ შეიძლება, ყველგან ვერ გამომყვები სადაც წავალ, მითუმეტეს, რომ არა მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა, შენი დაცვაც ისევე მომიწევს და საბოლოოდ ვერაფერსაც ვერ შევძლებ! ორივე ერთად გავეხვევით ხათაბალაში და გავუხეთქავთ მშობლებს გულს! არც ისეთი პატარა ხარ , რომ ეს ყოველივე არ გესმოდეს! მაღაზიისკენ გზას სწრაფად მიუყვებოდა და თან მეას ესაუბრებოდა იმაზე, რაც ისედაც ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი და არც ერთხელ არ გაუთვალისწინებია.
- აუ, არ მოგბეზრდა ამდენი საყვედური? ქეთა ხარ მეორე! დამტანჯე უკვე! განა სკოლაში არ დავდივარ? მაშინ, არ გამიშვათ სკოლაში და დამტოვეთ უცოდინარი! პარალელურად ებუზღუნებოდა მეა.
- მასეც მოვიქცევით , თუ შენს სიანცეს არ გადაეჩვევი და ჭკუით არ მოიქცევი! იცოდე ეს და ახლა სწრაფად გამოადგი ფეხი! უბღვერდა ნეა და თან უკვე გამომუშავებული ჩვევით , ირგვლივ ყველა კუთხე-კუნჭულს ათვალიერებდა. მაღაზიამდე მივიდნენ თუ არა , სწრაფად აიღეს ის პროდუქტები, რომელიც სჭირდებოდათ და აგრეთვე სწრაფად გაემართნენ გასასვლელისკენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, როცა კარიდან გასულ ნეას, რაღაცის ხმა მოესმა , მსწრაფლ ზემოთ აიხედა და მისმა თვალებმა ერთ-ერთი იმ ბატონთაგანი ამოიცნო, რომელიც მთელ "ფსკერს" განაგებდა. ტანში გასცრა, როცა გაიაზრა, რომ ამ წუთას მეა სწორედ ამ ბატონს დაეჯახა. მალევე მოეგო გონს და შეშინებული მეა საკუთარ ზურგს ამოაფარა! თავი მაღლა ასწია და შეეჩეხა ბატონის შავ , სიბნელითა და იდუმალებით მოცულ თვალებს, რომლის გამყინავი სიცივე კარგს არაფერს უქადდა. გავიდა ერთი წუთი და ეს წუთი ნეას მთელ საუკუნედ ეჩვენა. ამ ერთი წუთის განმავლობაში კი ბატონი ლუკა , ირონიულ მზერას არ აცილებდა ჩვენს ქალბატონს! ასევე ირონიული მზერით აათვალიერა მისი სხეული და აპირებდა რაღაც ეთქვა, რომ არ დასცალდა და წამსვე ნეას ხმა გაისმა.
- თუ ნებას მოგვცემთ ,წავალთ! ამ სიტყვების წარმოთქმის განმავლობაში ჯიქურ უცქერდა ბატონის მზერას და არც ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგაც არ მოუცილებია ეს არაფრისმთქმელი თვალები მისთვის. არც თუ ისე რთული შესამჩნევი იყო ბატონი ლუკას განცვიფრება და გაოგნება ამ გოგოს სითამამით, რომელიც თითქოსდა პატივისცემით მიმართავდა ამ უკანასკნელს, სინამდვილეში კი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით , რომ არა შეშინებული მეა, ამ ბატონის წინაშე თავს არ დახრიდა და მისი ნებასურვილი სულაც არ დააინტერესებდა! კარგად ვიცით ეს ჩვენ და ასევე მიხვდა ბატონი ლუკა! აღფრთოვანდა ამ გოგოს თავდადებით , რომელიც თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა ,მისი ქმედებები კი სულ სხვას გადმოსცემდა! სულ მცირე თუ მოიძებნებოდა " ფსკერში" ღირსება და თავდადება, რომ შეენარჩუნებინა და ახლა ერთ-ერთი მათგანი მის წინ იდგა და დიდი სითამამითა და მოთმინებით ცდილობდა დაეხსნა საკუთარი და ამ მონსტრებისგან! და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა , რომ არა ბატონის პასუხი ნეას კითხვაზე , რაც თანხმობას ნიშნავდა მათ შინ მშვიდომით დაბრუნებაზე, რომ არა მეას ამოოხვრა , იგი ყველანაირ სასჯელს მიიღებდა საკუთარი დის ნაცვლად , რასაც კი მის წინ მდგომი მიუსჯიდა. სწორედ ეს დაინახა ბატონმა მის უძირო თვალებში და სწორედ ამან იხსნა მათი ბედი იმ მწარე და სასტიკი ცხოვრებისგან, რომელშიაც უკვე ორი წელია ცხოვრობენ ბედს დამორჩილებულნი , ამასაც თუ ცხოვრება ჰქვია... უკან ბრუნდებოდნენ, როცა როგორც იქნა შეძლო მეამ ხმის ამოღება
- მე , ბოდიში , რომ მსგავს სიტუაციაში ჩაგაგდე და მადლობა, რომ ჩემს გამო თავი გასწირე. დაასრულა თუ არა თავი დახარა და მის თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა. ნეამ მის ამ გულუბრყვილობაზე გაიღიმა მისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა.
- სულელო, მაინტერესებს მთელი გზა , ამ წინადადებას აწყობდი?! შეძლო და გაიღიმა, ისევ და ისევ საკუთარი დის გამო. თავში კი უამრავი კითხვა უტრილებდა! "ფსკერის" ბატონმა იგი სითავხედისთვის არ დასაჯა და მეტიც, სიტყვის უთქმელად გაუშვა. ამ ყოველივეს კარგი პირი არ უჩანდა! ბოლოს და ბოლოს ამ უკანასკნელმა ნეასა და მეას სახე დაინახა ,არა წამიერად არამედ მთელი სამი წუთის განმავლობაში უცქერდა და ცხადია დაიმახსოვრებდა კიდეც... სიფრთხილე მართებდა და უმჯობესი კი არა საუკეთესო ვარიანტი იყო მას აღარ გადაჰყროდა, რაც ასე რთული იყო ამ ქალაქში! " ფსკერში" ხომ შეუძლებელია მისი პატრონი მოითხოვდეს და არ მიიღოს! რა მოხდებოდა ერთ დღეს სწორედ ნეა მოესურვებნა და არა სხვა ვინმე! იგი დარწმუნებული იყო , რომ თავის ღირსებას სამარის კარამდე დაიცავდა...



ესეც, მეორე თავი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent