შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსკერი


8-08-2023, 19:53
ავტორი mainc
ნანახია 858

1 თავი
- დე, გავდივარ მე. თუ რამე გინდათ მითხარით, რომ წამოვიღო!
- არა, შვილო არაფერი! ყურადღებით იყავი დედი. ხომ იცი, დაზღვეულები არ ვართ "მათი" კლანჭებისგან.
- კარგი რა დეე! ასეთ ძლიერ გოგოს მაგას როგორ მაკადრებ, არ მიცნობდე მაინც.
- მიდი, მიდი ჭკვიანად იყავი! ნუ ლაზღანდარობ ერთი!
- წავედი, მე! ნეა, ფსკერის ერთ-ერთი მაცხოვრებელი გახლავთ, მისი ოჯახი, ოჯახთა იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც უნდა ეშინოდეთ იმ უბედურებებისა, რომელიც " ფსკერში “ ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას შესაძლოა თავს დაატყდეთ. სწორედ ამიტომ , სახიფათოა ნეას სილამაზის გასხივოსნება , იმ სილამაზის, რომლითაც სხვა დროს, სხვა ეპოქაში შეეძლო ბედნიერი ყოფილიყო, ახლა კი , ეს სილამაზე მას უბედურებას უქადის. ვინაიდან "ფსკერში" ფულით შესაძლოა იყიდო ის , რაც გინდა ! მათ შორის , ადამიანები, დიახ, სწორედ ადამიანები! აქ ხომ ყველაფერს ფული განსაზღვრავს. ფულია , ის ,რითაც ნებისმიერ ადამიანს , რომელიც არ მოგეწონება ისე გაანადგურებ, რომ გარდა ბრძანების გაცემისა არაფერი გევალება, ფულია, საწყისი ყოველი სიბინძურისა, ფულია მიზეზი ადამიანთა გაბოროტებისა, სიხარბისა, სიველურისა , სწორედ ამ ქაღალდს ძალუძს, ხალხის ფენებად დაყოფა, ის წყვეტს ვინ არის ბატონი და ვინ მონა, ადამიანებს , რომელთაც არ გააჩნიათ ეს უკანასკნელი, უწევთ მიმართონ ქურდობას, კაცის კვლას, ხდებიან უგულონი, უგრძნობნი და მაინც როგორ ადამიანს არ შეხვდებით აქ. " ფსკერში" ადამიანთა კატეგორიები არსებობს, და როგორ იქნებიან ისინი დაყოფილი თუ არა მატერიალური მდგომარეობით! ვის აინტერესებს შენი სიკეთე , აქ მთავარია საკუთარი თავი გადაირჩინო! და რაც შეეხება "ფსკერში" არსებულ კატეგორიებს: რა უნდა ვახსენო უფრო ადრე თუ არა ფული, ადამიანთა ბატონი და მმართველი! ხოლო შემდეგ შეგვიძლია თავისუფლად ვახსენოთ ადამიანები , რომლებიც ფულს ემორჩილებიან !უპირველესყოვლისა არიან, ბატონები, ისინი განაგებენ მთელ "ფსკერს" დაწყებული იმ მიწიდან ,რომელზეც დადიან და დასრულებული იმ ჰაერით , რომლითაც სუნთქავენ! მათ ყველგან და ყველაფერში მიუწვდებათ ხელი ,რაც კი რამ ხდება "ფსკერში" . და როგორი საკვირველიც არ უნდა იყოს ამ ადგილს, მსგავსი მხოლოდ ორი ჰყავს! ნუ იფიქრებთ ,რომ "ფსკერი" ბინძური ადგილია , ამ ქალაქზე სუფთა, მოვლილი ქალაქი მეორე არ მოიპოვება მთელს დედამიწაზე. უბრალოდ ,როგორც უკვე აღვნიშნე ადამიანთა სული დაბინძურდა ,დააბინძურა ფულმა , რომელიც განაგებს ყველაფერს! დააბინძურა იმდენად , რომ ადგილი სადაც ეს საზოგადოებაა თავმოყრილი ვეღარ იტევს მათ სიხარბეს და სიბოროტეს! თავის მხრივ "ფსკერი" ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა, არ არსებობს უბანი , რომელშიც ორიდან სამი მაღაზია არ ფუნქციონირებს, არის ვილები ბატონებისთვის და პატარა სახლები მაცხოვრებლებისთვის , "ფსკერის" ცენტრში შეხვდებით უამრავ კლუბს სადაც აგრეთვე ბატონები ნებივრობენ! და უამრავი სხვა რამ რაც ამ ქალაქშია "აბსტრაქტულ სიბინძურესთან ერთად" .დავუბრუნდეთ აქ მცხოვრებ კატეგორიებს! ბატონების შემდეგ უბრალოდ " უფროსები" ადამიანები , რომელთაც სრული უფლება აქვთ , "ფსკერში" ააგონ ის რაც უნდათ და მსგავსად დაიმკვიდრონ ადგილი ! მათ ბატონებთან კარგი ურთიერთობა აქვთ და ხშირად ხდება გაცვლა-გამოცვლა ! მესამე ადგილზე არიან ადამიანები, რომელთაც აკისრიათ მოვალეობა , რომ ბატონებისა და უფროსების მიერ მოწონებული ხელთ იგდონ , ხოლო დაწუნებული თავიდან მოიშორონ! დიახ , სწორედ მათ ევალებათ ბატონების ბრძანებების შესრულება და შესაბამისი ადგილიც უჭირავთ დამსახურების მიხედვით! ეს სამი კატეგორია , რომელთაც სული არ გააჩნიათ , არ აქვთ გრძნობები და იციან მხოლოდ ბატონობა , ეს უკანასკნელი მათ როგორც ხორციელ აგრეთვე სულიერ სიამოვნებას ანიჭებს. ადამიანთა ეს სამი კატეგორია არის გამანადგურებელი ზემოთხსენებული კატეგორიისა . ნეას ოჯახისა და მათი მსგავსისა! სილამაზით იხიბლებიან, ხელს დაადებენ , ბრძანებას გასცემენ და უმალვე გვერდზე ჰყავთ! ანადგურებენ, ხორციელსა თუ სულიერ ჟინს იცხრობენ და მობეზრებულებს პროსტიტუციას აიძულებენ, ეს არის მათი ფულის წყარო. ქალი, მისი სხეული და მისი ცრემლიანი , მაგრამ მომაჯადოებელი თვალები! აი, რატომ აფრთხილებს ყოველ ჯერზე ქეთა( ნეას დედა) თავის შვილებს ნეას და მის დას( მეას) , რომ გარეთ გასვლისას ფრთხილად უნდა იყვნენ ,რათა მათი სილამაზე არ გასაჯაროვდეს და ზემოთხსენებულმა ბატონებმა მათ ხელი არ ახლონ! ალბათ იფიქრეთ რომ ამით დასრულდა, მაგრამ არა სწორედ იმ მობეზრებულ ქალებზე მინდა მოგახსენოთ , მათ ნამდვილად ბოლო ადგილი უჭირავთ , ადამიანად არ ითვლებიან მათ მხოლოდ ხორციელი ჟინის დასაკმაყოფილებელ სათამაშოებად თვლიან და უკანასკნელად უმახინჯებენ სხეულსა და გონებას! მათი სიცოცხლე ან საწოლში სრულდება, ან თვითმკვლელობთ ან დაუკმაყოფილებელი ნაბიჭვრებით, რომელთაც არ ესმით მათი ხავილი და მავედრებელი ხმა , რომ გაჩერდნენ! ასეთი ქალები ყველაზე ბოლო კატეგორიას მიეკუთვნებიან.








სალამი.
როგორც იქნა, გადავდგი ნაბიჯი, რომ ამეტვირთა ეს ისტორია!
თავები ეტაპოპრივად დაიდება!
მადლობელი ვიქნები, თუ თქვენს აზრებს გამიზიარებთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent