ინერცია
მთელი გზა ცდილობ შენი ბანძი იუმორით გამომიწვიო. ბოლოს რომ შევხვდით მახსოვს მაგრად ვიჩხუბეთ. მართალი იყავი, ცოტა ამაყი და გამაღიზიანებლად მბრძანებლური ტონი მაქვს მაგრამ ამან იმიტომ გაგაღიზიანა, რომ თავად ხარ ძალიან ამპარტავანი. გინდა რაღაც დამიმტკიცო. საყვარელი ხარ. არ მომწონხარ. ვიცი არ მოგწონს ჩემი ფართხუნა კაბები და უცნაური ქუდები, როგორ ვქანაობ როცა მუსიკას ვუსმენ და როგორ ვუცინი ყველაფერს, მაგრამ მაინც ახლოვდები და ახლოვდები. ვიცი, გინდა გაიგო რატომ ვიცინი არაფრის გამო. გეუბნები, რომ ვერ გაიგებ. არვიცი რა გინდა, არვიცი რა მინდა. თითქმის ვერ გამჩევდი, მთელი გზა როგორ ცდილობდი ჩემს გაღიზიანებას. არვიცი არაპროგნოზირებადი ხარ თუ არ ხარ. მაგრამ თამამი ხარ და ეგ მომწონს. მეც თამამი ვარ, მაგრამ როცა მინდა. და შენ არ მოგწონს რომ ჩემს ყურადღებას გზა იპყრობს. ერთ გოგოს ვეუბნები რომ გზა ყველგან მიდის და ჯობია მას დაადგე, ვიდრე იმ უნივერსიტეტში ჩააბარო დედამისი რომ ყოველდღე ტვინში აწვეთებს. ნუ რაღაც ასეთს, მაგრამ უფრო ფილოსოფიურად. შენ იცინი და ამბობ რომ უბრალოდ ვუბერავ. მე გეფლირტავები, მაგრამ ჩემებურად, ამიტომ ვერ ხვდები. ყველა მეუბნება, რომ თასმები მაქვს გახსნილი. შენს გარდა. თასმები ფილოსოფიაა და მე ყოველთვის გახსნილი მაქვს. მთაზე ავდივართ, კოცონს ანთებთ. ცდილობ ყველაფერი მარტომ გააკეთო: ახლოს არავის უშვებ, გამაღიზიანებელი და სასაცილო ხარ ერთდროულად. ვცდილობ ხელი შეგიშალო, რადგან მომწონს როგორ ბრაზდები. მპირდები, რომ ეს კარგად არ დასრულება. შუქი რომ ჩაქვრა უბრალოდ რაღაც მოხდა. სიტუაციას არ ვაკონკტროლებდი და ეს სულ კარგი იყო. რატომ მეძებდი სიბნელეში? ან მე რატომ გიჭერდი? ახლოს რატომ გიკრავდი, როცა შენ მირტყავდი, როცა მე თითებს შენს ყელზე ვამჭიდროვებდი? ეს უბრალოდ თამაში იყო, ბავშვებმა მოიფიქრეს. შუქი ინთებოდა, შენ მშორდებოდი, ან მე, რავიცი. რატომ ვერ აღვწერ იმას, რასაც ვგრძნობდი რომ შენც გრძნობდი? შენს ტუჩებსაც არ შევხებივარ. ძალიან ბავშვური და ძლიერი ინერცია იყო. ეს უბრალოდ თამაში იყო, შენ მოიფიქრე. და აქედანვე ვამბობ, რომ ხორციელი სიახლოვის წყურვილი უკანასკნელი იყო, რასაც იმწამს ვგრძნობდი. მე მთვრალი, შენ - თამამი. თუმცა არცისე, რომ არ გვახსოვდეს ეს საიდუმლო რომც გავთქვათ, არავინ დაგვიჯერებს. არც ჩემი მოლურჯო ყელის და შენი დაკაწრული კისრის ჯეროდა ვინმეს დილას. ველური ვიყავი, მართალი ხარ. დაჭერობანა, ოღონდ ვცდილობთ ერთმანეთი მოვიშოროთ, იმ მკლავებიდან გავძვრეთ რომლებიც სასიკვდილოდ გვიჭერენ, სახიფათოდ ახლოს, საკუთარ სხეულს ვიწვევთ თუ მოშორდება იმ სხეულს, რომელსაც ასე სასოწარკვეთილი ეძებს რომ ატკინოს. და აქ წვეთი არ არის მეტაფორისა; ჩემი პასუხი სიცილი იყო. მერე რაღაც გამოგონილ ისტორიას ყვებოდი ვიღაც გამოგონილ ან იქნებ ნამდვილ გოგოზე რომელიც არასდროს მომხდარა. მართლა არ მახსოვს რა იყო... რომ მეეჭვიანა მემახსოვრებოდა. არავინ გისმენდა. ყველა თავის ციფრულ სივრცეში გაუჩინარდა. ჩვენს წინ წყობიდნა გამოსული რობოტებივით ბჟუტავნდნე, მე ვუყურებდი ჭერს და ვხედავდი ცას, შენ კი თავი ჩემს მუცელზე გედო - საპირისპიროდ გადებულმა ხაზებმა ერთმანეთი გადაკვეთეს. ფართხუნა შორტებიდან ბარძაყებზე მეფერებოდი, უბრალოდ და ზემოდან ქვემოთ, ან პირიქით.| მთხოვე მეც მომეყოლა რამე, ალბათ ჩემგანაც რამე გამოგონილ ისტორიას ელოდი. გითხარი, რომ ბავშვობაში უცხოპლანეტელებმა მომიტაცეს და არ გამიცინია. შენ ირონიით იყავი სავსე, მაგრამ აღარ მადარდებდა. უკანა სავარძელზე რომ მომიჯექი, გითხარი თავი ჩემს მხარზე დაგედო, რადგან 'დორსს' ვუსმენდი და ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი მწვანე ბალახზე ირიბად დაცემული ოქროსფერი და თეთრი სინათლის გამო. ვხედავდი, გეძინებოდა და შენც უბრალოდ თავი დამადე, ვითომ აქამდე დასანახად ვერ მიტანდი. ეგ კარგი იყო; მანამდე ცოტახანს ვფიქრობდი, ეს როგორ გაიჟღერებს-მეთქი, მაგრამ მაინც გითხარი, რადგან უბრალოდ და მარტივად, მინდოდა მოგეკეტა და უბრალოდ ახლოს მოსულიყავი, რასაც არ ბედავდი. მთელი გზა რატომ ვცდილობთ ერთმანეთს შევხებოდით?არც მე არ მოგწონდი, არც შენ არ მომწონდი. გოგონებზე და ბიჭებზე ვლაპარაკობდით,მითხარი რომ კარგი ძმაკაცები გყავს და ცუდია, რომ არ გამოგყვნენ. მეთქი მე დაქალების აერთოდ არ მყავს, შენ მეხუმრე, მერე ბიჭი რომ მოგეწონება ვინ უნდა მიგითითოს კაი ტიპია თუ არაო. მეთქი ზუსტად მაგიტომ არ მყავს. თავი ისევ ჩემს მუცელზე გედო. უსმენდი ჩემს სუთქვას, მე არაფერი მესმოდა. თითებით ისევ ჩემს კანზე ცეკვავდი და ალბათ ფიქრობდი იმაზე, რომ უჩვეულოა ასე დაუახლოვდე გოგოს, რომელსაც სულ რამდენიმე თვეა იცნობ და ეს რამდენიმე თვეც გეზიზღებოდა. მე სიტუაცია მართობს. თავი მატრასიდან გადავკიდე, ათ წუთში ბიჭებთან ერთად ქვემოთ უნდა ჩასულიყავი. მაგარი სექსისტი ძმაკაცები გყავდა ისე, თუ უნდათ ეწყინოთ. განა რამე, შეგვეძლო გათენებამდე გველაპარაკა.ან უბრალოდ ისევ და ისევ გადმოწეულიყავი ჩემი გადაკიდბეული თავისკენ, მზრუნველად მაგრამ შენებური დაცინვით გეთქვა ტვინში სისხლი არ ჩაგექცესო და თავი გაესწორებინა ჩემთვის. ახლა ეს საყვარლობად ჩანს, მაგრამ მეზიზღება როცა მიმითითებენ რა გავაკეთო: ჰოდა ახლაც უბრალოდ შენი ხელი მოვიშორე, ბენდენა მოვიხსენი, რომელიც სალომეს წავართვი ან მის დას და ხელები თავზემოთ შეგიკარი. რაღაც თავისთავად... არ მეწინააღმდეგებოდი, თითქოს გართობდა თან გაბნევდა ჩემი იმპულსური ქმედებები, ცალყბად მიღიმოდი როცა შეკრული ხელები თავზემოთ დაგიჭირე, მერე ლოყაში გაგარტყი, როგორც Have Or Have Not-ში სლიმი გაარტყავს ჰარის კოცნის შემდეგ: ნეტავ მიხვდი რომ ეს იყო ჩემთვის კოცნასავით? შენ იღიმი და თავს აბრუნებ. მერამდენედ გაგარტყი ჯერ კიდევ ლურჯი ავტობუსიდან. დამპირდი რომ ღამე დადგებოდა და მაგრად მცემდი. რა არასადისტური დამოკიდებულებაა არამაზოხისტის მიმართ! მეთქი მოდი. თმაში გჭიდებ ხელს და შენს თავს ჩემს მუცელზე ვაბრუნებ, რომელიც დარტყმის გამო გაწიე. გათავისუფლებულ ხელს ჩემსკენ წევ რომ პირზე ხელი ამაფარო როცა ხმამაღლა ვკისკისებ, მაგრამ თითებზე გკბენ. გულწრფელად მეკითხები თუ რატომ ვერ ვგრძნობ ტკივილს. ვიცინი და არ გპასუხობ, ან გპასუხობ რაღც ისეთს, რაზეც რატომღაც ეჭვიანობ, მაგრამ იმიტომ არა, რომ იეჭვიანო. საერთოდ, უკვე მაგრად , როცა თავს წევ და წავედიო, ამბობ. მაგარი გაბრუებული ხარ. მეც. გკითხე, დალიე-მეთქი? მარიტამ რაღაც ძაააან საზიზღარი კონიაკი მოიტანა, მაგრამ როცა ალკოჰოლზე დმაოკიდებული ნიმფეტი ხარ ეგ ბლანტი შოკოლადის გემოც გკიდია. არა, რა დავლიეეე ნეტავ შენ თვითონ რატომ არ გაღიზიანებს შენი ამპარტავნული ტონი. ვიგულისხმე, რამდენი დალიე-მეთქი ცოტააა, რა ჰო, მეც მასე. ახლა გაჩუმდი და იგრძენი ჩემი გულისფეთქვა. მოგწონს იმაზე ფიქრი რომ ეს მხოლოდ ჩვენ შორის არსებობს, თანაც მხოლოდ ერთი ღამით, ერთ კონკრეტულ ადგილას, მზის ჩასვლის შემდეგ, არანაირი მიზეზის გამო? მეორე დღეს ყურადღებას არ მაქცევ და კარგად გამოგდის ხაზის გასმა რომ დაკავებული ხარ. მე უფრო არ გაქცევ ყურადღებას და კიდევ ბევრი სხვა უნიკალური მიზეზის გამო ისე ვიწყენ რომ ტირილსაც არ ვერიდები. ჰო ეს რაღაც სირობა პიროვნული მახასიათებელი მაქვს. ვამბობ კიდეც, მე თუ მოვიწყენ, ვერც თქვენ გაერთობით-მეთქი, მაგრამ ისედაც ვერავინ ერთობა. შემიძლია გაგართოთ, მაგრამ უბრალოდ არ ამყვებით. ამიტომ და სხვა იმიტომაც უკანასკნელ სამ ლარიანს ღია ბაზარში საპნის ბუშტების გასაბერზე ვხარჯავ და მთელი გზა ბუშტები შენს შავ თმაზე სკდება. შენ დამცინი, საყვარლად მიღიმი, მეხუმრები, რაღაც და რაღაც კიდევ, მაგრამ ჩვენ შორის კონკაქტი არ მყარდება. ვამბობ რომელიმე მოტელში გავჩერდეთ მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებს: ყველას სახლში უნდა. არ მოვიტყუები, მე კი მინდა უბრალოდ ვილაპარაკოთ. არაფერზე, უბრალოდ მინდა ისევ ჩამოაგდო უკანა სკამებიდან შენი გოგოები რომ მე მომიჯდე და მთელი გზა ერთმანეთს...რა? არაფერი. არვიცი. ისევ ცდილობდე ჩემს ამოცნობას და ყოველი ახალი კარის გაღების შემდეგ კიდევ ერთ კარის დანახვაზე ნებდებოდე. არადა არ გეპრანჭები, მართლა. ისეთ ნამდვილი ვარ როგორც არასდროს. ვტირი კიდეც, მაგრამ შენ გამო არა. საუბარს ვიწყებ თავიდან და შენ ისევ სადღაც იკარგები. როცა მე ვიკარგები - მიბრაზდები. ვიცინი, არ მეცინებაო ამბობ. მომწონს იმაზე ფიქრი რომ იმ სიბნელეში ბავშვები ვერასდროს ხვდებოდნენ, მე და შენ ერთმანეთს რატომ ვეძებდით. ან სპეციალურად ჩემთვის რატომ მოიფიქრე ეს თამაში. ყველა ამბობდა, რომ ამისთვის უკვე დიდები ვიყავით. მაგრამ ყველას არ ესმოდა. ერთმანეთის სახელის ჩურჩულს მოყვება ჩემი წასვლა, შენი გამოკიდება. მე ხელიდან გისხლტები რადგან შენ უნდა დამიჭირო, მაგრამ როგორც კი დამიჭერ მე აღარ გიშვებ. ეს თამაში შენ იმაში გეხმარება რომ დამიახლოვდე, ჩემთვის კი ეს ნამდვილი თამაშია თავისი აზარტით, სისწრაფით და სიბნელით და რათქმაუნდა ინერციით, ვთამაშბ ისე, თითქოს მართლაც ამ სიბნელეზე და უეცარ შუქზე ვითარცა სირენაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლე, რადგან ყველაფერი ზუსრად ამ თამაშივითაა ჩემთვის, ვთამაშობ, რომ უბრალოდ გამართოს, იატაკზე თავბრუსხვევასავით ვმოძრაბ და შენ თავბრუ გესხმის, როგორც ღამე სხეულზე მიკრავ, ჩემს ტანსაცმელს შენი ტანსაცმლის მსგავსად ცეცხლი ეკიდება, თუმცა ეს ცეცხლი არ გვაწუხებს. ეს ნაჭრები ყველაზე დიდი ბარიერია ყველაზე დიდ ბარიერებს შორის, მაგრამ ორივემ ვიცით, მათ იქეთ არაფერია, მათ იქეთ არსებული კიდევ უფრო დიდი სამყარო არც გვაინტერესებს კარგა ხნის შემდეგ თითქოს ჩხუბით იღლები და მატრასსა და საწოლს შორის დატოვებულ კუთხეში მიმათრევ. მე გკაწრავ და გეუბნები რომ გამიშვა, უნდა დავიმალო რადგან თამაში მინდა, შენ კი ცდილობ მშვიდად ისუნთქო ჩემი ულმობელი ნაკაწრების გამო, მპრესავ და მპრესავ უჰაერო სივრცეში შენს ქვემოთ და ისეთი დაბალი ხმით მეუბნები გაჩუმდი, უკვე დამალული ხარო რომ გაქცევა აღარ მინდა. ცოტახანს ასე უბრალოდ ვწევართ. არ ვგრძნობ, არც მესმის ჩემი ან შენი გულისცემა რომელიც პიკშია. ვგრძნობ მხოლოდ იმას, რომ არაფერი ვიცი და ეს მომწონს. შენ ყელში მკოცნი, როგორც მხოლოდ მზის სხივებს შეგიძლია აკოცო, მკბენ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ეს შენს ჩვევად აქციე, გეუბნები, რომ შეუძლებელია მატკინო, ოხრავ და არაფერს მეუბნები. ხვალ არცერთს გვემახხსოვრება. არა, უფრო სწორად, ხვალ ამის ახსნას ვეცდებით, თვალებმოჭუტული საკუთარ თავებს ვკითხავთ ეს რა იყო და მერე ნელნელა დაგვავიწყდება. ჩემნაირი რომანტიკოსი კი ალბათ ამას სადმე ჩაიწერს და ნერვები მოეშლება რომ მაინც ბოლომდე ვერ გამოხატავს იმ ცეცხლს რომელიც იმ ღამეს შეეხო. ვიტყუები, როცა ვამბობ, რომ ამას არაუშავს. თუ მექნებოდა არჩევანი ამ ყველაფრის თავიდან განცდასა და ისე აღწერას შორის, რომ ყველას გაეგო ამაზე ახლა რატომ ვწერ, მეორეს ავირჩევდი. არვიცი რატომ, არც შენ იცი. თითქოს ფიზიკური სიახლოვე უნდა ანადგურებდეს იმ სულიერ კავშირს რაც იყო და არს. მაგრამ ასე არაა. შენთვის შეიძლება არის, ჩემთვის არ არის. ალბათ მაინც ვბრაზობდი შენზე, სადღაც გულის სიღრმეში, როგორც შენ ჩემზე და ბრაზმა იპოვა ფორმა, ძალიან უცნაური, რომ ეს მოვყვეთ და ვინმემ გაიგოს, მაგრამ შენ უნიკალური იყავი იმით რომ იმ ღამეს მხოლოდ ჩემი იყავი. ყველას ესმის, ვერავინ ხვდება. სხვების რა გიკვირს, შენც კი ვერ ხვდები, მაგრამ თამამი ხარ მეთქი და ეგ არ გაინტერესებს, უბრალოდ მომენტით სარგებლობ. მე მთელი დარჩენილი ცხოვრებაც მეყოფა ამაზე საფიქრელად, ამიტომ იმ მომენტში არც მე ვფიქრობ. მაგრამ ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ ვხვდები, რომ არ მენატრები. ჰოდა მეორე დღეს განწყობას, რომელიც არ მაქვს, უბრალოდ ფსკერისკნე უშვებ. ჩემზე უფრო უყურადღებო ხარ. არვიცი როგორ უძლებ ჩემს თვალებს, რომლებსაც მთელი გზა ეძებდი, შენი თვალებიც ლამაზია, როგორღაც მათით იღიმი. მხოლოდ მათით, შენი ტუჩები მკცარია. სულაც არ მაწუხებს რომ მე თვითონ ვიწყებ შენთან საუბარს,ან კი არ ვიწყებ, გეფლირტავები, მაგრამ შენ იჯღანები. კარგი მატყუარა ხარ,მაგრამ ახლა არ გამოგდის. რაღაცის თქმა გინდა ,ყოველ ჯერზე, მაგრამ სხვა მხარეს მიდიხარ და ისეთი შეგრძნება მრჩება თითქოს ყველა ასე იქცევა. არა, ეგ მართლაც ასეა: პირდაპირ აუტანელი ვარ და ამას მხოლოდ სალომე არ მიმავალს. მადლობა მას ამისთვის. სალომეს და საყვარელია, სულ უკან დამყვება რა, უფროსწორად გვერდით. როცა ქალაქის მაღალ ბორცვებზე წონასწორობის შენარჩუნებით ვხტუნავ სადაც ეს არ შეიძლება და დანარჩენებისგან ძალიან შორს, ის ცოტას ყოყმანობს მაგრამ მაინც მომყვება. მერე ვიღაცები ქვემოდან გვეძახიან რომ მანდ სიარულია რ შეიძლება და ის უკან ბრუნდება, მე გზას განვაგრძნობ და მოკლეზე ვჭრი იქ საიდანაც დავიწყეთ, თუმცა ეს გამიმართლა, არვიცოდი სად მივდიოდი. უბრალოდ ცოტა დამაქანა და გამახსენდა რომ როცა ჯოჯოხეთში ხარ უბრალოდ წვა უნდა განაგრძო, ეს რმელიცღაც მაგარ წიგნში წავიკითხე. ბავშვებიდან ზოგი ციხის შესასვლელში მხვდება, ზოგი ჯერ კიდევ შიგნითაა. შენ მეგობრებთან ერთად ზიხარ და ქალაქს გადაჰყურებ, თან მსაყვედურობ რომ მარი დაიკარგა. მაგრამ მე არ მელაპარაკები, რაღაც შენებურად იბღინძები. არ მოგწონვარ, არ მომწონხარ. მერე ბორჯომში მთელი გზა ყველას ელაპარაკები ჩემს გარდა. ეს ემატება იმ ფაქტს რომ ვეღარ ვერთობი, ტყუილად დავბოდიალებთ და არვიცით რა ვქნათ, უფრო სწორად ვიცით მარა ფული გვითავდება, მოტელები გადაჭედილია და ვიფანტებით ნელ-ნელა. ჩემს გარდა ყველა ცდილობს რამე მოიფიქროს: ჩემი ბავშვი მე კი უბრალოდ ბუშტებს ბერავს და ბავშვივით უხარია როცა ბუშტები ბევრი და სწრაფია. სალომე დამცინის, შენც. მე შენც და სალომეც. მერე ავტობუსში ისევ მელაპარაკები. მარის ეუბნები გადაჯდეს რომ ჩემს გვერდით მოიწიო რომ ვერავინ დაინახოს როგორ ითვლი ხუმრობით ჩემს ნეკნებს. რაღაცის პასუხად გეუბნები, რომ სუსტი გული გაქვს და ჩემთან არაფერი გამოგივა. შენ იცინი და მეუბნები, რომ სამაგიეროდ მე სუსტი ნეკნები მაქვს. თითქოს მთელი ცხოვრებაა მათ ეხები. თითქოს მიცნობ. ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული და ჩემს კაბას რომელიც მაღლა აიწია ქვემოთ ქაჩავ. მე ვიცინი და ისევ მაღლა ვწევ, თუმცა სანამ შენ შეეხებოდი სულაც არ ვაქცევდი ყურადღებას. შენც იცინი შენი სახასიათო სიცილით რომელიც რაღაც საყვედურს გამოხატავს, თან საყვარლობაა. წვები და თავს ჩემს კალთაში დებ. თმაზე გეფერები, უფრო სწორად გქაჩავ. აუტანელი ვარ, აუტანელი ხარ. ჩემს საეჭვიანოდ სალომეს მხარზე ხვევ ხელს, ისევე როგორც ჩემს მხარზე გედო. ბავშვური ხარ, ეს მომწონს. ხელს გიგრეხ, მაგრამ არ ვბრაზობ. სალომეს შორდები, ისე სუსტი ხარ, მაგრამ ეგეც მომწონს. მომწონს რომ დედაშენზე კარგად საუბრობ, ზედმეტად კარგადაც კი. ისიც მომწონს რომ ძალიან ცდილობ გაარკვიო ვინმე თუ მომწონს, ვინმესთვის თუ მიკოცნია აქამდე და ვინ არის ის ჩემი მეგობარი ბიჭი რომელსაც შემთხვევით ვახსენებ (მართლა შემთხვევით). მერე ამბობ, გახსოვს აქამდე ერთმანეთი რომ გვეზიზღებოდაო? მიკვირს ეგ ''აქამდე''. გეუბნები, რომ არსდროს მეზიზღებოდი, რაც სიმართლეა. თუმცა მეტს აღარაფერს გიხსნი. ქალაქში ვბრუნდებით, დაშლის დროა. შენ ჩემი ხელი გიჭრავს და კოცნი: ხუმრობით, რათქმაუნდა, მაგრამ უცებ ტკბილი ხარ, ძალიან თბილი. მთელი ზაფხული ვეღარ გნახავ, ამბობ ისე თითქოს დარწმუნებული ხარ რომ ზაფხულის მერე მნახავ. ამიტომ უნდა გაკოცოო მეუბნები, მაგრამ მე ვიწევი. არ მინდა შენი კოცნა. მართლა არ მინდა. შეიძლება თავად გაკოცო თუ ოდესმე მომინდება. მაგრამ ახლა ისევ ვიწყენ... ისევ შენთან თამაში მინდა. წვიმდა, პირდაპირ ლურჯად ასხამდა რიკოთამდე რომ რაღაც როდჰაუსის მსგავსში გავჩერდით. ჰო მე რაღაც დორსს და ნენსის ვრთავდი მარა უბრალოდ ვერ იგებდი რაა. მაგის გამოც მოვიწყინე. ბოთლი კბილებით გაგიხსენი და იქედან ვსვავდით შენ, მე და სალომე, რაღაცაზე ვსაუბრობდით. სალომეზე არ ვეჭიანობდი, არც მაშინ ჩემგან ზურგშექცევით რომ იჯექი და არცისე საინტერესო, მაგრამ მშვენიერი დიალოგი გქონდათ, როცა მე ყოველთვის უხეშად მომმართავდი. მაინც რა სულელი ხარ როცა ყველაფერს, რაც არ მოგწონს პასუხობ ''შენთვის არ მიკითხავს''. მერე ამბობ, რომ უბრალოდ ''ვუბერავ'' არ გეწინააღმდეგები. როცა ვიშლებოდით ჯერ სალომე წავიდა. ბენდენა არ დავუბრუნე,რადგან მე უფრო მიხდებოდა. სალომეს მერე წახვედი შენ, ცოტაღა დავრჩით ნიკას ავტობუსში. შენ ძალიან სულელი ხარ. იმ ღამეს ბევრს ვფიქრობდი შენზე, მაგრამ არა იმაზე, შენც ფიქრობდი თუ არა ჩემზე. მერე აღარ მახსოვდი. ახლა ის მენატრება, რომ ეს მხოლოდ ჩვენ შორის არსებობს, თანაც მხოლოდ ერთი ღამით, ერთ კონკრეტულ ადგილას, არანაირი მიზეზის გამო. არ მახსოვხარ, არ გახსოვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.