შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება III


17-08-2023, 23:37
ავტორი ელი
ნანახია 1 221

თბილისს შემოდგომა დაუდგა.
წელიწადის დროებს შორის შემოდგომა ყველაზე მეტად მხიბლავს. ზაფხულის ხასხასა სიფერადეებისა და სიმწვანეების შემდგომ,ბუნების მოდუნება და მზადება მილევისთვის, საოცარ პეიზაჟებს ხატავს. სიძველის ფერებში მორთული იყო თბილისიც, ციდან შემოდგომის ფიფქები ცვიოდა. მიწამდე საოცარი სიმსუბუქით, სინავარდით -თითქოსდა შვებით ესვენებოდნენ. ყვითელად, ოქროსფრად, წითლად შეფერილ შემოძარცვულ ხეებს ნიავის დაბერვისას საოცარი მელოდია გაუდიოდათ, ფოთლების შრიალში,ყურს თუ დაუგდებთ,თითქოს ნაცნობ ბგერებსაც წააწყდებით, თითქოსდა ერთმანეთს განვლილი დღეების ისტორიებს ეჩურჩულებიან,მანამ სანამ შეივერცხლებიან და ზამთრის სიცივეები შემუსრავენ.

წიგნის კითხვას,ჩემი ფანჯრის წინ, ჭადრის ხის შრიალმა მომწყვიტა.უეცრად დაბერილმა გრილმა სიომ ღიად დატოვებული ფანჯრიდან გამხარი ფოთლები შემომიფრინა საძინებელში.
შემოდგომით, ჩემი ჭადრის ხე,ალბათ ყველაზე მეტად მიყვარდა, მახსოვს როგორ მიყვებოდა ბაბუ,რომ როდესაც ამ სახლში გადმოვიდნენ, ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო და მასსავით პატარა იყო ჭადრის ხეც, რომელიც დღეს,მთელ კორპუსს თითქოს ფარად აკვროდა.
ბაბუს ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ეკავა ყოველთვის.უმამოდ გაზრდილს-უამამობას არასდროს მაგრძნობინებდა. საათობით ვისხედით ხოლმე ფანჯრის რაფაზე მე,ბაბუ და ჩვენი ჭადრის ხე, ვასუბრობდით უამრავ რამეზე, მიყვებოდა თავის მოგონებებს,სიყვარულის ამაბებს...
შემოდგომის საღამო იყო, თავი ბაბუს მუხლებზე მედო. ისევ ჩვენს ადგილას ვისხედით, მე, ბაბუ და ჭადრის ხე. გაშლილ თმაზე, მე რომ მიყვარდა,ისე მეფერებოდა. „მე რომ წავალ ბაბუ, შენ და ჩვენი ჭადრის ხე რომ დარჩებით, ჩემთვის მოსაყოლი მას უამბე ბაბუ, იცოდე რომ სადღაც, მეც აქ ვიქნები და ყველაფერს გავიგებ. მასთან ერთად გავიზარდე, ჩემო ლალუ, ჩემო თვალის ჩინო, მე თუ ვერა , მას შეუძლია იყოს შენთან კიდევ ძალიან ბევრი წელი, შენს დაქალებასაც მოესწორს და შენ გათხოვებას, შენ დედობას ბაბუ და შენც რომ ჩემი ხნის იქნები, მაინც აქ დაგხვდება, არსად წავა და არ დაგტოვებს...-თმაში ოქროსფერი ჭადრის ფოთოლი ჩამიბნია.
მაშინ არ ვიცოდი, ის საღამო ბოლო რომ იყო ჩემ ბაბუსთან,არ ვიცოდი რომ მას შემდეგ, მხოლოდ მე და ჩვენი ჭადრის ხე ვიქნებოდით...
ფეხზე ვდგები, წიგნების თაროდან ერთ-ერთს ვიღებ და ბოლო გვერდზე შენახულ იმ ჭადრის ფოთოლს ვიღებ,მაშინ ბაბუმ თმაში რომ ჩამაბნია...
ფანჯრიდან ვიხედები, ჩვენს ჭადრის ხეს ძირი ოქროსფრად მოურთავს და მეც სახლიდან გავრბივარ.
სანამ ირიჟრაჟებდა უნდა მომესწრო და „მეხრაშუნა“ ოქროსფერებში, სანამ მეეზოვეები წაიყვანდნენ...

დილით დედას კოცნა მაღვიძებს, რომელიც მორიგეობიდან დაბრუნებულიყო.
არ ვიცი არაბულს რაიმე კავშირები ჰქონდა თუ არა იქ, ზემოთ,მაგრამ იმ საღამოს შედეგ, 2 დღეში ლადომ დამირეკა, რომ გარკვეული დროით საზღვარგარეთ უწევდა წასვლა და ისე მოხდა,რომ უნებლიედ ვასრულებდი არაბულის მოთხოვნას.

მე და თათა უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით, ცა ისე იყო მოქუფრული, საცა იყო გაწვიმდებოდა და თანაც როგორ...
გზის მეორე მხარეს ნაცნობი სილუეტი რომ დავინახე, მთელს სხეულში გამაკანკალა.
თეთრ თხელ პერანგში გამოწყობილი დათა არაბული, თავის მანქანას იყო მიყრდნობილი, მშვიდად ეწეოდა და დაჟინებულ მზერას არ მაშორებდა. ზუსტად ვიცოდი, რომ იქ მე მელოდა.
არ ვიცი, რანაირად შეიძლება იყოს ადამიანი არაფრით ყველაფერი,მაგრამ არაბული იყო.
გზას თათასთან ერთად ვკვეთ, პირდაპირ მისკენ მივდივარ.
ვხედავ მის ოდნავ შესამჩნევ ღიმილს და ჩემს გულისცემას ყელში.
- როგორ ხართ გოგონებო?- ისე კითხულობს თვალს არც კი მაშორებს.
- კარგად არაბულო, თავად?- ჩემ გვერდით მდგარი თათა მისკენ იხრება გადასაკოცნად.
მეც მის მსგავსად ვიქცევი და ვგრძნობ როგორ მეწვის ქვედა ყბაზე მისი ნაკოცნი ადგილი.
- კარგად, კარგად. ჩასხედით, გაგიყვანთ- თათას მანქანის კარს უღებს და მისი ჩაჯდომის თანავე მსუბუქი მოძრაობით ხურავს.- თქვენ წინ დაბრძანდით ქალბატონო. მანქანას უვლის და მეც ჯელტმენურად მიღებს კარს.არ მეპარება მისი ღიმილი,რომელითაც თავისი ადგილისკენ მიემართება.- ყაზბეგზე ხო თათა?
- აჰამმმ- სავარძლებს შორის ნახევარი ტანით გამომძვრალი თათა, მუხლებს იდაყვებით ეყრდნობა და 32 კბილით იკრიჭება.
მალევე დაიწყო კოკისპირული წვიმაც. ყაზბეგის დასაწყისში, შუქნიშანზე ვიყავით გაჩერებული, კედლის ძირში პატარა გაწუწული არსება რომ შევამჩნიე.
- ვაიმე დათ, მარჯვნივ მიაყენე მანქანა გთხოვ რა- ჩემ მზერას აყოლებს თვალს და წამში მანქანიდან ისე გადადის სიტყვის დაწევასაც კი ვერ ვასწრებ და უკან გულზე მიხუტებული პატარა თოვლის გუნდათი, მთლად გალუმპული ბრუნდება და მანქანაში ნაუცბათებად ჯდება. სიგნალების ხმა ისმის და ისიც ადგილიდან იძვრის. შეშინებულ თოვლის გუნდას მუხლებზე მისვამ.
ჟაკეტის ღილებს ვიხსნი და გუნდას შიგნითვე ვახვევ
- დამირეკე ნინო რომ გამოგაგდებთ, საწოლი გაშლილი მექნება- კარგად იცის თათამ, დედაჩემს კატების გარდა ყველა სულიერი რომ უყვარს, მე კი პირიქით,ჯერ კატები მიყვარს და მერე ყველა დანარჩენი. ღმერთმა იცის, მთელი ბავშვობა სადაც კნუტს დავინახავდი, ყველას სახლში მივარბენინებდი, გამოვასუქებდი და მერე ნინო გააჩუქებდა ხოლმე.
- ჩემს ოთახში დავმალავ და ვერ გაიგებს, მორიგეა დღეს თან- აწყობილ გეგმებს თათას წარბების თამაშით ვუმხელ და გუნდას უფრო ძლიერად ვიკრავ გულში, რომელსაც უკვე ჩემ მკლავებში კრუტუნი დაეწყო.
- შენ ჩემთან ამომსვლელი აშკარად აღარ ხარ- თათას კორპუსთან ვართ უკვე გაჩერებულები,ლოყაზე ხმაურით რომ მკოცნის, დათას მადლობას უხდის და წვიმაში თავპირის მტვრევით შერბის სადარბაზოში.
ჩემი სახლისკენ ვიძვრებით.
გზაში არცერთი ვიღებდით ხმას, ყურადღება გუნდაზე მქონდა მეც გადატანილი და ვცდილობდი პერიოდულად „ნაგრძნობი“ მისი მზერები არ შემემჩნია.თავი მხოლოდ მაშინ ავწიე მანქნა რომ ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა.
- ამოხვალ?- მისკენ ვბრუნდები და მკლავებში მოქცეულ კნუტს თავზე ხელს ვუსვამ, თითქოს მინდა იფიქროს, კნუტის გამო მინდა ამოვიდეს და არა რაიმე სხვა მიზეზით,სხვა თუ არაფერი, გუნდა ხომ სწორედ მან გადაარჩინა.
ერთხანს საჭეზე ათამაშებს თითებს, თითქოს ვერ გადაეწყვიტოს დამთანხმდეს თუ არა, ბოლოს ძრავს აქრობს და -ავიდეთო
სახლის კარს ვაღებ და გეზს პირდაპირ ჩემი საძინებლისკენ ვიღებ.
ისიც უკან მომყვება.
-ჩამოჯექი- საწოლზე მივუთითებ და კნუტსაც მის გვერდით ვსვავ. კარადაში თავით ვერჭობი და გამოსაცვლელებს ვიღებ.- ეს გაბოს მაისურია, კარგად გექნება, გადაიცვი, თორემ გაცივდები, მეც გამოვიცვლი და ახლავე მოვალ.-მაისურს ვაწვდი და ოთახიდან თავპირის მტვრევით გამოვდივარ. სააბაზანოში უცებ ვიცვლი და საძინებელში ვბრუნდები.
დათა ჩემს საწოლთან იდგა, ჩემგან ზურგით. წელს ზემოთ შიშველი, ხელში მაისურით-ვბრუვდები.
ჩემს მზერას იჭერს და ჩემკენ ბრუნდება.
მის მხარს იმ ღამის ნაიარევი შემორჩენოდა.
სუნთქვა მიხშირდება და კარის სახელურს მთელი ძალით ვებღაუჯები.
ეღიმება...
მე უფრო ვბრუვდები.
ჩემკენ მოდის და ხელს თმაში მიცურებს, მოწყვეტით მკოცნის ტუჩებზე და მაისურს იცვამს.
- დავბანოთ გუნდა?- მეკითხება ისე, თითქოს 2 წამის წინ არაფერიო და გაბრუებიდან „გამოვყავარ“
სასაცილო გუნდა სააბაზანოში შეგვყავს და ნიჟარაში ვსვავთ.როგორც კი წყლის შეხებას გრძნობს ნიჟარიდან ამოხტომას ცდილობს და დათას მტევნებზე აფრინდება.
დასველებული გუნდა ჩაიჩუტა და კიდევ უფრო დაპატარავდა, არაბულის ხელებში სულ უფრო ციცქნა გამოჩნდა. გასუფთავებულს პირსახოცში ვავხვევ და გულში ვიკრავ.
- აშკარად ბრაზიანია- დათას დაკაწრულ ხელებს ვუყურებ და კარასად ვაღებ, გადაისივი მაინც, მალამოს ვაწვდი და შეფუთული გუნდა გამყავს.
საწოლზე ვჯდები და გუნდას გამშრალებას ვიწყებ.
არაბული ფანჯარის რაფაზე ჯდება
- შეიძლება აქ მოვწიო?
- მოწიე, მანდაა გვერდით საფერფლეც- ოდნავ შემშრალებულ გუნდას პუფში ვსვავ და მეც არაბულის გვერდით ვჯდები, სიგარეტს ვუკიდებ.
- ლადო ჩამოვიდა, მაისურაძე- ჩემს ჭადრის ხეს უყურებდა.
- არ ვიცოდი
- უნდა გცოდნოდა, ლალო?- ჩემკენ ბრუნდება
- ამიტომ მოხვედი დღეს?- ჩაიცინა- მხოლოდ მაშინ ჩნდები, როცა რაღაც ხდება. გამაბრუებ და მერე ქრები,ამმ... არ გამომრჩეს აკრძალვებსაც მიწესებ, როგორც ლადოსთან. რა არის ეს ყველაფერი დათა?
- რა უნდა იყოს?
- ანუ ის რაც მაშინ წყნეთში იყო, რაც ჩემს სადარბაზოში იყო და რაც 15 წუთის წინ აი იქ, კართან- არაფერი არ იყო დათა?- ხმა მიტყდება
- რაც უნდა ყოფილიყო, ის იყო ლალო
- ესე ვერ გავაგრძელებ დათა, იმას ვერ გავაგრძელებ რაც არც არის. უბრალოდ თუ ამ ყველაფერს შენთვის მნიშვნელობა არ ქონდა, აღარ გინდა ეს გამოჩენები რა, არც არაფერში ჩაერიო, ლადო იქნება ეს თუ ტატო- თავს გვერდით ვაბრუნებ, არ მინდა რომ ჩემი ცრემლები დაინახოს.
- ასე მარტივად არაა ლალო
- როგორ გიყვართ ბიჭებს ეს სიტყვები- სიმწრით მეცინება და მზერას ვუსწორებ- ვხედავ როგორ კრთება ჩემი ჩაწითლებული თვალების დანახვისას- მარტივი იცი რა არაა დათა? ჩემი გრძნობებით თამაში. მკოცნი და მეორე დღეს სხვა გოგოსთან ერთად ხარ და ასე დაუსრულებლად მომდევნო კოცნამდე, წრეზე დავდივართ.შენთვის თუ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის ძალიან ბევრია გესმის? ჯერ კიდევ იქედანაა შენზე ფიქრები ჩემს თავში, როდესაც შენთვის ლაწირაკი ვიყავი, გახსოვს საერთოდ ის დღე?
- წყნეთში
- არ მეგონა საერთოდ, იქ მეც რომ ვიყავი თუ გახსოვდა- ვოცდები- გახსოვს რამდენი ხნის წინ იყო? ხოდა იქედან დათა, სწორედ იქედან დღემდე გესმის?
- იქედან რა ლალო?
- იცი, ერთხელ ძალიან მატკინა თათას ნათქვამმა სიმართლემ გული ,ზედ უნდა შეაკვდე არაბულოსო რომ მკითხა-სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავსრისე და ჩემზე მოშტერებულს ავხედე- არ მინდა რომ უიმედოდ, არაფერზე შეგაკვდე დათა, ან ყველაფერი იქენება და ან არაფერი, ასე ვერ დაგელოდები, როდის გამოჩნდები და მერე ვერ ვიქნები მარტო შენს ლოდინში უპასუხოდ.თუ მოხვედი დარჩი ან ისე წადი რომ აღარ დაბრუნდე.
ხელებს მთელი ძალით მხვევს და გულში მიკრავს. არ დარჩება
თმაში თითებს მიცურებს. ჩემს მკერდზე ვგრძნობ მის გამალებულ გულის ცემას.არ დარჩება...
- მე რომ დავრჩე ლალო, ყველაფერს უარესად აგირევ- ყურთან მეჩურჩულება გაბზარული ხმით.- მე რომ დავრჩე ისე გაგაქრობ ვერ გაიაზრებ- თმაზე მკოცნის- რომ დავრჩე დაგახრჩობ...- ჩემს სახეს ხელებში იქცევს და მისკენ მაწევინებს, ცერა თითებით ცრემლებს მწმენდს.
ცერებზე ვიწევი და ვკოცნი.არ მინდა რომ წავიდეს,არ მინდა რომ გაქრეს.
წელზე ხელებს მხვევს და მთელ სხეულზე მიკრავს.გაშმაგებით მიკოცნის ტუჩებს.იატაკს მაშორებს და ფეხებს წელზე ვხვევ. ჩემიანად საწოლისკენ მიდის.ზურგით სირბილეს ვგრძნობ და ჩემზემოთ იდაყვებზე დაყრდნობილ არაბულს ვხედავ, თვალები მთლად ჩაწითლებოდა. ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. კისერზე ხელს ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.
კოცნით ლავიწებიდან გზას მკერდისკენ მიუყვება და ვგრძნობ როგორ მითრთის სხეული თითოეული მისი შეხებისას.
კოცნას წყვეტს, სახით ჩემს გულმკერდში ეფლობა, მძიმედ სუნთქავს.
- უნდა გავჩერდეთ ლალო-ხრიწიანი ხმით მეუბნება და გვერდით წვება. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს.
- ახლა არ წახვიდე გთხოვ
სხეულზე მიკრავს, თავს მის მკერდზე მადებინებს და მესმის, როგორ გამალებით უცემს გული.
- არ წახვიდე დათა- ხელებს მკერდზე ვავლებ და ვცდილობ ისე დავიჭირო, ჩემი მარწუხებიდან დაღწევა რომ ვერ შეძლოს.
კისერზე ძარღვები ეჭიმება, შუბლზე ტუჩებს მაკრობს...

დილით მარტოს მეღვიძება, კარის ხმაზე
- ლალო, ღია კარში გეძინა- მესმის დედას ხმა და ჩემს საძინებელში შემოდის- ლალო, რა მოხდა დე, საწოლზე ჯდება და თმას მიწევს.
- წავიდა დე...- ხელებს მთელი ძალით ვხვევ და ხმით ვტირი.
მაშინ არ ვიცოდი, საღამოს გავიგე თათა რომ ამოვიდა. არაბული იმ დილით ჩემი საძინელიდან კი არა ქვეყნიდან წავიდა.
იმ ღამით, არ მძინებია.
მერე როგორც გავიგე, გაბოსთან ჩასულა. მერე მე და გაბო იმდენად ხშირად აღარ ვსაუბრობდით.
თათა აქედან მეკაპასებოდა, ჩემს აზრზე მოყვანას ცდილობდა.
ლადო, შეხვედრას მთხოვდა.
შემოდგომა იწურებოდა. ფანჯარაში ვიჯექი და ვეწეოდი, ლადოს უნდა გამოევლო და თათასთან ავსულიყავით.
- ჩამოო- რომ დამირეკა.
- ცივაა- მანქანაში ხელების ფშვნეტით ჩავჯექი და ხმაურიანად გადავკოცნე.
ჩემსა და ლადოს შორის არაფერი ისეთი არ ხდებოდა, რაც ლადოს უნდოდა, მე არა. უბრალოდ საკმაოდ ხშირად იყო ჩემს ყოველდღიურობაში. გრძნობდა, რომ მის მიმართ ისეთი გრძნობები არ გამაჩნდა, როგორიც მას სურდა, საკითხი არც არასდროს დაუყენებია, თუმცა ორივე ყველაფერს კარგად ვხვდებოდით.
უბრალოდ ერთად თავს კარგად ვგრძნობდით და სხვა არაფერი.
მთელი საღამო უხასიათოდ იყო. თათაც კი ვერ ახერხებდა მის გამხიარულებას.
გვიან დავიშალეთ.
- ლადო, რა გჭირს?- ჩემს სადარბაზოსთან გაჩერებული მანქანიდან გულში ხინჯად გადებული მისთვის არადამახასიათებელი უხასიათობა არ მაძლევდა წასვლის უფლებას.
- ლალო, დათა არაბულთან რა ურთიერთობა გაქვს?
- არაბული რა კავშირშია ლადო?- გაკვირვებული ვეკითხები.
- კითხვაზე მიპასუხე ლალო
- არ მაქვს,მხოლოდ გრძნობები- ჩემს ჭადრის ხეს გავხედე
- მას?
- რომ ჰქონდეს, ახლა აქ იქნებოდა
- მაშინ რატომ მითვლის მოკითხვებს ლალო? რამე უნდა ვიცოდე?
- ვერ მივხვდი?- მისკენ გაკვირვებული ვბრუნდები.
- თქვენს შორის რამე მოხდა ლალო,ან ხდება?
- ლადო არ გვინდა რა
- ლალო, მისმინე- მთელი ტანით ბრუნდება ჩემკენ და ვხვდები როგორ უჭირს ხმის დაჭერა- მშვენივრად ვხვდები, რომ მეგობრობის იქეთ ვერ აღმიქვამ. დარწმუნებული ვარ, შენც კარგად იცი,რომ მე მეგობრად პირველივე წამიდან არ მიმიღიხარ. ზედმეტს არც არაფერს ვცდილობდი და მითუმეტეს არაფერი მომითხოვია. თუმცა, ლალო ,ერთია იყო მეგობარი, რომელსაც არ აქვს შენს მიმართ გრძნობები და მეორე, როდესაც ადამიანი,რომელთანაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებ სხვასთან იყოს არა მხოლოდ გრძნობებით, არამედ ურთიერთობებით კავშირში. კარგად ვიცი არაბული, მაგრამ „ჩემის“ სტატუსით მისი მხრიდან შენ თუ მოიაზრებოდი ეგ ნაღდად არ ვიცოდი. არ ვარ ის ტიპი რომ შენ გრძნობებში ხელები ვაფათურო, რომ ვხედავდე რომ არ გიყვარს, ისე ვიზავდი აქ რომ ფეხი ვეღარ ჩამოედგა მაგ ტიპს. მაგრამ ახლა, როცა ვხედავ შენს რეაქციას მისი სახელის ხსენებისასაც კი, მე მანდ ვერ ჩავდგები ლალო. არა იმიტომ რომ დავითა მითვლის, იმიტომ რომ შენ გცემ პატივს და ჩემ თავს.- ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის- თუ რამე დაგჭირდეს, ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.იცოდე რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ და შენი თავის ფასი გახსოვდეს ყოველთვის.
მანქანიდან ტირილით გადმოვდივარ და სახლში ავრბივარ.
მიუხედავად ყველაფრისა, ლადო ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო და არის. ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით სრული გააზრებით, ყველანაირი მოთხოვნის გარეშე იდგა.იმ საღამოს კი დავკარგე.
გუნდასთან ერთად ვიჯექი ფანჯრის რაფაზე, პლედ მოხვეული და ვეწეოდი.საშინლად მაღიზიანებდა ჩემი სისუსტე, ჩემი უთავმოყვარეობა და ჩემი გრძნობები არაბულის მიმართ. მე რომ შემძლებოდა, ჩემზე რომ ყოფილიყო, ამ გრძნობის ნახევრის მიცემა მაინც რომ შემძებოდა ლადოსთვის, რომელიც ვიცოდი რომ ამას ნამდვილად იმსახურებდა,მისი შეყვარება რომ შემძლებოდა, ალბათ ლადოთი ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა.
მაგრამ არ შემეძლო. განა მარტივია გულს უბრძანო?!
სიბრაზე და ტკივილმორეული ტელეფონს ვიღებ და გაბოს ვურეკავ. დაგვიანებით მპასუხობს.
- ლალო, მშვიდობაა ამ დროს რომ მირეკავ?
- არა გაბო, მშვიდობა ნაღდად არაა...
- რა ხდება?- აივანზე გადის
- არაბულს გადაეცი, მიაღწია საწადელს,გააქრო ჩემი ცხოვრებიდან ლადო, იმის მიუხედავად რომ ვუთხარი, ვუთხარი თუ წავიდოდა სულ უნდა წასულიყო და გამქრალიყო, მაგრამ როგორც ჩანს არ მომისმინა. -გამოს გახედვაზე ვხვდები რომ დათასაც ესმის ჩემი ხმა, ცრემლებს ვიწმენდ- უთხარი რომ ვერ ვიტან, იმდენად რამდენადაც დარჩენას ვთხოვდი. გადაეცი რომ ყველა მის მიმართ ამდენი ხნის ნაგროვები გრძნობა მიმიფურთხებია მისთვის. გადაეცი რომ მისგან განსხვავებით ლადო, არ გაქცეულა მაინც ჩემგან და იმდენი გამბედაობა ეყო,რომ ყველაფერი აეხსნა. აღარ გაბედოთ არცერთმა ჩემ ცხოვრებაში ჩარევა.
ტელეფონს ვთიშავ.
ვგრძნობ, როგორ ამოვიღე სათქმელით ჩემში დანთებული ცეცხლი და როგორ ვმსუბუქდები.
15 წუთში კარზე ზარის ხმაა, ვიცი თათაა
კარს ვაღებ და იქ ატუზული თათა მხვდება. მაშინვე მთელი ძალით მხვევს ხელებს.
მის მუხლებზე მიდევს თავი, თმაზე მეფერება...
- ძალიან მტკივა თათ
- ვიცი ჩემო პატარავ,ვიცი
- ვერვხვდები თათ, მაშინ რატომ არაა ჩემს გვერდით, რამდენჯერ უნდა დამტოვოს თათ...რატომ არ მიდის მაშინ საერთოდ...
- თავად დამირეკა მე და გამოსვლა მთხოვა
- ვერ ვხვდები. მითხრა არ შემიძლიაო, აგრევო, გაგაქრობო, ვერ დავრჩებიო. მაშინ რატომ არ მანებებს თავს? ასე ძალიან, ასე სულელურად როგორ შევიყვარე თათ, ასე ძალიან,ბედნიერების მაგივრად მხოლოდ ტკივილის რატომ ვგრძნობ?
იმ ღამით ჩემთან ერთად ტიროდა თათო და ხელებს ისე ძლიერად მხვევდა ნიავს არ აძლევდა უფლებას შემხებოდა.

**
ვხედავდი ჩემი მდგომარეობა დედასაც არ რჩებოდა შეუმჩნეველი.
რომ გავიგე ამის გამო უარს ამბობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე თურქეთში, მაშინ ყველაზე მეტად ვიგრძენი, მასაც არანაკლებად ვტკენდი.
დიდხნიანი საუბრისა და მტკიცების შემდეგ როგორც იქნა დავითანხმე 2 თვით წასვლაზე.
სახლში მარტო მყოფი კი უფრო მეტად დავიზაფრე, რომ არა თათა, არ ვიცი რა მეშველებოდა. ფაქტობრივად ჩემთან გადმოსახლდა და მარტო არ მტოვებდა.

ახალ წელს ჩემთან ვხვდებოდით.
კურსელებიდან რამდენიმე ჩვენთვის გამორჩეული დავპატიჟეთ, თათოს დეიდაშვილები და გიო და ლადოც.
ყველა ერთად ვშლიდით სუფრას.
სახლში მთელ ხმაზე გვქონდა ჩართული საახალწლო მელოდიები.
12მდე უკვე კარგად ვიყავით შემთვრალი ყველანი, ძველ წელს ვაცილებდით.
-დედას მივულოცავ სანამ გაგიჟდება ხაზები- ტელეფონს ვიღებ და საძინებელში შევდივარ
- დეე-
-ჰოუ, ლალო
-დე, გილოცავ ! ყველაზე ბედნიერი ვარ რომ მყავხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ
- მეც გილოვაც ლალო, მიყვარხარ დე ძაან. სულ სულ ბედნიერ წელი გქონდეს დე !
ცრემლები მეპარება მისი მონატრებით.
უცებ მესმის მაშხალების ხმა და ღია ფანჯრიდან ულამაზეს ფერებს ვუყურებ.
- გაკოცე დე
დავემშვიდობე, თავზე საახალწო ქუდი შევისწორე და მისაღებში შევრბივარ
- გილოცავთ !- ვყვირი და მუჭებში მოქცეულ კამფეტებს ჰაერში ვყრი.
ოთახში მყოფთ, მზერა ჩემს უკან გადააქვთ.
მიბრუნებულს ჩემს სახლში ასვეტილი არაბული და გაბო მრჩება ხელში.
ერთიანად მაწვება მონატრება და ბრაზი.
ცრემლებს ვასწრებ და საძინებლისკენ გავრბივარ, კარს მთელი ძალით ვაჯახუნებ.
მესმის როგორ იღება კარი.
-ლალო- გაბოს მონატრებული ხმა მესმის- გთხოვ ასე ნუ შემხვდები ამდენი ხნის შემდეგ
-მეგონა გაგიხარდებოდი
თავს ვეღარ ვიკავებ, ფეხზე ვდგები და მთელი ძალით ვხვევ ხელებს.
-როგორ მომენატრე- ჩურჩულებს და თავზე მკოცნის. ხელებს ისე ძლიერად მხვევს, მგონია ძვლებს ჩამიმტვრევს.- მოიწმინე სულელო ეგ ცრემლები და გავიდეთ,შენი მეგობრები იქ გელოდებიან. შუბლზე მაკორბს ტუჩებს და ცხვირზე უცებ მკბენს
- უხ შე ჯმუხო !- მკერდზე მივარტყი და კვლავ შემოვხვიე ხელი- საუკეთესო საჩუქარი ხარ ამ ახალი წლის.

მისაღებში ხელგადახვეულები გავდივართ და ჩვენკენ გამოქცეული თათას შეჯახებისგან ძლივს ვიკავებთ თავს.
- გაბრიელო, ამხელა მთა კაცი, ისე როგორ ჩამოხვედი რომ მე ვერაფერი გავიგე ჰა?- ხელებს ძლიერად ხვევს გაბოს და ქვითინებს
- რას დამტირი შე სულელო, კი არ მოვკვდი- თავზე დებილი ბავშვივით უსვამს ხელს და გულში იკრავს- დაბერდი და ამოვარდი ფორმიდან.
- მეხს დაგცემ შე დებილო, მაცადე ჯერ გული ვიჯერო შენი მონატრებით.
გაბოს და თათას შეხვედრის დღიდან ვიცი,რომ ერთად ყოფნა უწერიათ. მაგრამ იმდენად ტლანქი იყო ამ საკითხში ორივე, მხოლოდ ჩემი ანდერძის აღსრულებისას თუ შეძლებდნენ გრძნობებში გამოტყდომას...
არა და ზედ აწერია ორივეს ყველაფერი...
ღიმილით ვუყურებ ერთმანეთზე აკრულებს, ჯერ კიდევ იმის გააზრებაში მყოფი რომ 3 წლის შემდეგ ეს დეგენერატი ჩამობრძანდა.
აივნიდან არაბული და ლადო ერთად რომ შემოდიან იქ მეწყება ყურებში წუილი.
- აბა, არ დავლოცოთ ახალი წელი?- ინიციატივით გამოდის გაბო და მაგიდასთან ჯდება.
- ჭიქებს მოვიტან- სამზარეულოში გავდივარ და დახლს ხელებით ვეყრდნობი.ვცდილობ დავმშვიდდე.ნაბიჯების ხმა მესმის.
ვიცი რომ ისაა. წელში ვსწორდები და ჭიქებს,თეფშებსა და დანა-ჩანგალს ვიღებ.
უკან მიბრუნებულს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, თავჩახრილი არაბული მხვდება.
- ლალო-ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მესმის მისი ხმა.
- ახლა არ მსურს შენთან საუბარი- გვერდს ვუვლი და მისაღებში ყალბი ღიმილით შევდივარ.
გვიან დაიშალნენ ბავშვები. ბედის ირონიით ,ჩემ წინ მჯდომი არაბულსგან მთელი დრო ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, თუმცა თვალსაც არ ვუსწორებდი.
- დარჩი რა ამაღამ, თათოც აქ რჩება - დივანზე მისვენებულ შეზარხოშებულ გაბოს ვუყურებ და თან სუფრას ვალაგებ.
- ტეხავს დათასთან ლალო
- ჩემთან არ ტეხავს სტუმარივით რომ უნდა წახვიდე?- ვერ დავმალე არაბულზე ეჭვიანობა, რომელიც ის იყო აივნიდან შემოსულიყო.
- დარჩი გაბო, გავალ მე
- ხო არ ღადოაბ, ვის უნდა მიადგე ამ შუაღამით, ავიდეთ წყნეთში ყველა ერთად ჰა?
- ეციება იქ საშინლად, მისადგომის პოვნა კი არ მგონია გაუჭირდეს ზოგიერთს- თათოს ხელზე პწკენას არ ვიმჩნევ და სამზარეულოში ჭიქები გამაქვს.
ოთახში დაბრუნებულს არაბული აღარ მხვდება
- რა საქციელი იყო ლალო?- წყენა იგრძნობოდა გაბოს ხმაში
- რასაც იმსახურებდა- მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს და თავს კარგად ვგრძნობდი ჩემი საქციელით, თუმცა ყველაფერი პირიქით იყო.
იმ ღამით სამივე ჩემს საწოლში ვიწექით, ისე როგორც ვიცოდით ხოლმე.
შუაში უშველებლი გაბო გვყავდა ჩაწოლილი და მონატრებულს მთელი ძალით ვხვევდით ხელებს.
- როგორ მაკლდით პროსტა, ვერც კი წარმოიდგენთ- შუბლზე გვკოცნის ორივეს
- კაიიი, რას იძახი გოლიათო- გამოს თითებს თავის ხელში იბღუჯაბს თათა და ხელზე კოცნის.
- თქვენ აქ ერთმანეთი გყავდათ, მეკიდე პანჩურ ამორტყმული, მარტო ვიყავი
- ვინ გაძალებდა მერე წასვლას?
- გაისუსე ახლა და დაიძინე, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს ძააან ბევრი
- არაბულთან დაკავშირებულს ყველაფერს რომ ჩამოაშორებ, რაზეც არანაირად არ მინდა საუბარი, გრჩება რამე იმ ძააან ბევრიდან ცოტა მაინც?
- აუ, როგორ აირტყავ ლალო, შენ აზრზე არ ხარ
- მიდი დაიძინე, გალეწილი ხარ ამხელა კაცი.- ოდნავ ვიწევი, ორივეს ვკოცნი და თვალებს ვხუჭავ.

არაბულზე ფიქრსა და ნერვიულობაში არ ვიცი როდის ჩამეძინა.

დილით პირველს გამეღვიძა.
ისე სასაცილოდ იყვნენ ერთმანეთში ახლანჯულები გაბო და თათა, ფხუკუნით გადავუღე ფოტო და საძინებლიდან გავიპარე.
ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი მოსაწევად.
ტელეფონზე ლადოს შეტყობინება დამხვდა.
„ სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებ, კარგად დაფიქრდი და წინ გაიხედე. ყველა სიტუაციაში შენ გვერდით ვარ იცოდე <3 P.S. ჩემი და არაბულის „ერთად შემოსვლაზე“ არ ინერვიულო “

ისევ გამოჩნდა და ისევ ის ნაკოწიწები, საკუთარი თავისთვის მოჩვენებითი სიმშვიდე თავზე ჩამომამხო დათა არაბულმა.
ისევ ყველაფერი ამოაყირავა ჩემში და ყველა გრძნობა ხელახლა გამოაღვიძა.
ვერაფრით გადაგორებულმა არაბულმა...

ბაჯბაჯით გამოდის საძინებლიდან გაბო, რომელსაც ჩემი უმსუქნესი გუნდა უჭირავს ხელში.
- როგორ ეტყობა შენს კატასაც კი, ამ სახლში კაცის ყოფნას რომ არაა შეჩვეული. თათებს მირტყავდა თავში-ყურზე სასაცილოდ ურტყავს თითს და ძირს სვავს
- ძალიან მაკლდი გაბ- ვეხვევი და ყელში ვკოცნი.
- თუკი რამ გამიკეთებია ლალუ, მხოლოდ იმის ცდაში რომ შენ კარგად ყოფილიყავი, რაც შენი მხრიდან არა, თუმცა ზოგადიდ მხრიდან გამომდიოდა. ვიცი როგორც იყავი და ისიც ვიცი ახლა როგორც ხარ.ნეტავ მაშინ, ჩემთვის დაგეჯერებინა და არ გეფიქრა დათაზე ამდენი.
- ნეტავ მართლა დამეჯერებინა გაბ
- მაგრამ, იმ იდიოტს რომ აქვს გრძნობები შენ მიმართ, ეგეც დავინახე და დიდიხანია თან, უბრალოდ მე ორივეს მოგისმინეთ და ახლა ნეიტრალურში ვარ, იცით ორივემ რომ ძალიან ძვირფასი ხართ ჩემთვის და თავად უნდა გაერკვეთ ერთმანეთში. მანდ მე მეტს ვეღარ ჩავერევი.

იმ საღამოს წყნეთში, გაბოს აგარაკზე ავიბარგეთ.
მთელი მისი საძმაკაცო და საახლობლო ამოგვადგა.
საძინებელში ვიყავი, ფანჯარაში შემომჯდარი და ვეწეოდი. იმ საძინებელში, სადაც არაბულს ტყვია ამოვაცალე,სადაც ყველაფერი და ამავედროს არაფერი დაიწყო.
მესმოდა მისაღებიდან გამომავალი ბავშვების როხროხი და მხიარული შეძახილები ძველი ისტორიების გახსენებისას.
კარგად გავიგე „ეს ვინ მოსულაო“ შეძახილებით რომ შეხვდნენ და მისი ხმაც. დათა იყო არაბული.
საშინლად არ მინდოდა გასვლა და მისი ნახვა.
ისიც ვიცოდი,რომ ვერსად გავიქცეოდი და თუ არ გავიდოდი გაბოს რომ ვაწყენინებდი და თანაც,ძალიან.
-ლალო- საძინებელში თათა შემოვიდა,ხელებს მხვევს- დააწყდა იმ უბედურს თვალები შენ ძებნაში
-გავიდეთ სანამ გაბოც შემოვარდა-ხელებს ვუკოცნი თათას და ფანჯრიდან ვხტები.
მისაღებში ჩახუტებულები შევდივართ და პირდაპირ არაბულის მზერას ვაწყდები.
აშკარად ეტყობოდა,რომ მოსვლამდეც კარგად იყო შეზარხოშებული და იმ წამსაც ჭიქა ჰქონდა ხელში მომართული. არ გამომპარვია ჩუმად შეპარული ღიმილი მის სახეზე, თუმცა ვეცადე არ შემემჩნია.
-როგორ ჩამოცხაა-ვინ იქნებოდა თუ არა საბა ტაბატაძე, გაბრიელის მთელ საძმაკაცოში ყველაზე მასხარა ადამიანი, ენას ძვალი არა აქვსო, თუმცა ტუმცა საბას ენის მეტი არაფერი ჰქონდა.
- საბა-მის სავარძელს,სახელურზე ჩამოვუჯექი და კითხივს ნიშნებით ავსებულ საბას,გადაპარსულ თავზე ხელი გადავუსვი- რა ქნა ნიაკომ, დაგადო საბოლოო ჯამში?- მთელი ინტერესით ვკითხე,ნიაკოზე, რომელსაც ზუსტად ორი წელი გადაკიდებული ჰყავდა ეს რეგვენი
ოთახში ჯერ სიჩუმე და შემდეგ ფხუკუნის ხმები რომ გაისმა მხოლოდ ერთის მანიშნებელი იყო
- 1-1-ია შენ ძმობას ვფიცავარ- ხითხითებდა გაბო.
- არ მინდოდა თორე...- თავის მართლებას ცდილობს საბა წარბებს კრავს.
- კაი, კაი არ იდარდო, ვის არ მოსვლია- თავზე ვკოცნი და უცებ ვხტები მისგან,რათა საპასუხო მანევრი ავიცილო და გაბოს ზურგს ვეფარები.
- ოხ ლალო, ნეტა ერთი მაგ რქებს წაგატეხავდეს ვინმე რა,ძლიერი, მაღალი...- არაბულისკე იყურებდა საბა
- რქების არ ვიცი, მაგრამ -დაიგრგვინა არაბულმა და მეც გაბრიელის უკან ჩავიმალე
- კარგით ხო, რა იყო-ფარხმალს ყრის საბა
არაბული ჭიქაში შემორჩენილ სასმელს ცლის და ოთახიდან გადის.
- ნეტა სტოპი ისწავლო შენ რა-მის გვერდით მჯდომი თიკა კეფაში მსუბუქად არტყავს საბას.
იმ ღამით ძალიან გვიან დავიშალეთ, არაბული დარჩა და ალბათ, ეს იყო მიზეზი ვერაფრით რომ ვერ დავიძინე.
ტერასაზე გავდივარ.
მოაჯირს ხელებით ვეყრდნობი და სიგარეტს ვუკიდებ.
უამრავი მოგონება მქონდა ამ სახლთან დაკავშირებული, მთელი ჩემი ბავშვობის ყველა სეზონი.
თითქოს აქ ყოფნისას, სხვა არაფერი არსებობდა, ყოველთვის ,როდესაც აქ მოვდიოდით, ყველაფერს ქალაქის სიბინძურეში ვტოვებდით და აქ, ჩვენს „უკაცრიელ კუნძულზე“ მხოლოდ ბედნიერებით ვივსებოდით.

ახლაც, ისე იყო ბურუსში გახვეული მთელი არემარე, თითქოს ჩვენი ეზოს იქეთ არაფერი იყო. ქალაქიდან სინათლეებიც კი მხოლოდ ოდნავ, მკრთალად ბჟუტავდნენ ბურუსში.
-შეიძლება?
უკან მიბრუნებულს წელს ზემოთ შიშველი არაბული მხვდება.
-გაიყინები მასე და სიცხეს მოქცემს-მზერას ვაშორებ და ვბრუნდები.
ჩემ გვერდით მოაჯის ზურგით ეყრდნობა და სიგარეტს ისიც უკიდებს.
- მომენატრე - თითქოს ძლივს ნაპოვნი სიმამაცით ამოთქვამს ამ ერთ სიტყვას.
- შენ მასეთებიც იცი?
- არ გინდა ლალო, რა... ხო იცი რო არაა ეგ შენი
არაფერი მითქვამს.
- არ იცი რა რთულია-ერთხანს ჩერდება- არ მინდა რომ იმედები გაგიცრუო, რომ არ აღმოვჩნდე ის, ვინც შენ, მანდ გულში გყავს. არ მინდა რომ ინანო, შენი თვალები რომ ჩავაქრო.ისე რომ შემეშალოს რომ ვეღარ დავბრუნდე შენთან.
- შენი აზრით, ახლა არ მტკენ დათა? ახლა არ მიცრუებ იმედებს შენი ქცევებით? იმ ღამით ჩემთან, ყველაფრისთვის მზად ვიყავი შენთვის. მაინც გადავუარე ჩემს თავმოყვარეობას და დარჩენა გთხოვე, შენ კი? საერთოდ ქვეყნიდან წახვედი.- ვგრძნობ როგორ დაცურავენ ჩემი თვალები ცრემლებში.
- შენთან რამე რომ შემეშალოს ლალო, ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ.-ხელს წელზე მიცურებს და ზედ მიკრავს, სახეში კი მის ცხელ სუნთქვას მაფრქვევს,გამაბრუა.- მაგრამ ეს გრძნობა. ეს გრძნობა, რომლისაც პატარა ბავშვივით მეშინოდა.ეს ვნება, რომელიც შენ მიმართ მაქვს, შენი სურვილი, შენი ყველა შეხების, კოცნის, შემოხედვის.ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის შენგან შორს ყოფნა,აი აქ, ამ თავში, მხოლოდ შენ მეფიქრები და ჭკუიდან ვიწევი.-ყველა ძარღვი ეჭიმება სხეულზე - მინდა რომ ვცადოთ, ახლავე, ამ წამიდან მინდა რომ ვცადოთ- ჩემკენ იხრება და ცხვირზე მკოცნის, შუბლს შუბლზე მადებს და ცხვირს ჩემს ცხვირზე მიხახუნებს, ეღიმება- იმის ცდაში ვიქნები გამუდმებით რომ ყველაფერი ცუდი, ჩემიდან მომდინარე შენ აგაცილო.-ჩურჩულებს და ტუჩებზე მეხება.
- ამ სიტყვების შემდეგ არაბულო, ისევ რომ გაქრე, ისევ რომ წახვიდე. შენს მიმართ, ჩემ ყველა გრძნობას გეფიცები, რომ უკან აღარ დაბრუნებდი- ვეჩურჩულები კოცნიდან კოცნამდე და მთელი ძალით ვხვევ ხელებს გაყინულ მხრებზე.
- გავიყინებით, შევიდეთ- ძლივს წყდება ჩემს ტუჩებს და სახლში შევდივართ.
- ჩემთან დაიძინე რა- საძინებლის კართან ხელს არ მიშვებს და მეც მის ნებას დაყოლილი მივყვები.
მის მკერდზე მიდევს თავი, ხელები ჩემ წელზე აქვს შემოხვეული და ისე, როგორც აქამდე არასდროს, ჩემი მშვიდი სუნთქვისა და მისი გულის ფეთქვის ხმაზე მეძინება.

**
დილით მის კისერში სახეჩაფლულს მეღვიძება, ჯერ ისევ ძინავს.
იმის შეგრძნება რომ ახალ დღეს ისევ მის გვერდით ვიყავი და არა მარტო. იმაში დარწმუნება, რომ გასული ღამე არც სიზმარი და არც ჩემი ილუზია ყოფილა, არაბულის მშვიდად მძინარე სახე მარწმუნებდა. მიყვარდა მისი თითოეული ნაკვთი, გატეხილი მარცხენა წარბი, შუბლის ჭრილი და დაბალზე გადაპარსული ჩალისფერი თმა. სულ ოდნავ მოზრდილი წვერი. საოცრად ვარდისფერი ტუჩები, ოდნავ,მკვეთრად გამოყვანილი ყბები.
მის შემხედვარეს უნებლიედ მეღიმება, გაბრუებული თვალს ვერ ვაშორებ.
-დილა მშვიდობის - ძილისგან დაბოხებული ხმით ჩურჩულებს და ჩემკენ ბრუნდება.
ზანტად ახელს თვალებს და ტუჩებს ცხვირზე მაწებებს.
- მჩხვლეტს შენი წვერი
- უნდა მიეჩვიო -ოდნავ იწევა და მთელ სახეს ღიმილით მიკოცნის -აბა, კიდევ გჩხვლეტს?
- კიი - ნათქვამი არ მაქვს ისევ მკოცნის დაუსრულებლად.

და მაინც, რა მცირედით შეიძლება იყოს ადამიანი ცამდე ბედნიერი. როგორ მარტივად შეუძლია შენთვის ძვირფას ადამიანს გაგაბედნიეროს და მოღუშულ სახეზე ბედნიერება გამოგსახოს.
არ ვიცოდი რა იქნებოდა.არ ვიცოდი გამართლდებოდა თუ არა დათას „შიშები“, რამდენ ხანს გატანდა ჩემი ბედნიერება- ჩვენ, თუმცა იმ წამს,არაფერი მინდოდა სხვა. მხოლოდ ის წამი და მხოლოდ ის ადამიანი - დათა არაბული, ჩემი ბავშვობის სიყვარული.
იცით?! გვერდიდან ალბათ ბევრი გააკრიტიკებდა ჩემს არჩევანს, არაბულსაც და მეც ცალკე. მთლიანად „ჩვენ“-ს არსებობას, ყველა ნათქვამ სიტყვას, ყველა წასვლას, დარჩენასა და დაბრუნებას. სხვისთვის, ყველაფერ ამაზე, შეიძლება მეც მთელი დასტა ამეფარებინა კრიტიკის. იყო თუ არა საკუთარ თავზე გადაბიჯება?- იყო , ეგოიზმი?- იყო, უთავმოყვარეობა?- იყო.ცუდი არჩევანი?- შეიძლება. მაგრამ, როდესაც გიყვარს, როდესაც შენში ეს გრძნობაა, თავს კარგავ, ივიწყებ პრინციპებს. როგორც ქორწინებაში, ურთიერთობის ამ საფეხურზე, არის რაღაცები, რაც უნდა გადაყლაპო, მოითმინო, გეტკინოს. მარტივი საქმე არაა ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის,თუნდაც იდენტურის (შეძლებისდაგვარად) ერთად ქცევა, ერთ არსებად გარდასახვა. მხოლოდ რქებით წინ მიმწოლი ვერ იქნები ვერანაირ ურთიერთობაში. მთავარია ადამიანს ეს ყველაფერი გიღირდეს, მთავარია ამ ყველაფრის ნაყოფი მოიმკო. ყველა ურთიერთობა ვერ იქნება იდეალური, მხოლოდ ერთი ზოგადი გაგებით. იმდენი საფეხურია, იმდენი ლაბირინთია. ღმერთო, როგორ შეიძლება იდეალურობა სტანდარტებში ჩასვა, ან თუნდაც ურთიერთობა. ვიცი, რომ ჩემი გრძნობები და ურთიერთობა ბევრი თქვენგანის სტანდარტებში ვერ ჩაჯდება, მაგრამ ყველა წინააღმდეგობაზე, ყველა ტკივილზე ჩემი სიყვარული არაბულის მიმართ, იმდენად მძაფრდებოდა, იზრდებოდა. როცა გიყვარს, როცა გაბრუებული ხარ მისით, მერე ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, შენი ტრფობის ობიექტზე აუგს არავის ათქმევინებ. მახოსვს, დედა არასდროს მაძლევდა ხალხში საყვედურს, ყველა შეცდომაზე ჩემ გვერდით იდგა, მაგრამ როცა ჩვენ ვიყავით,ზუსტად მიმითითებდა რა ჩემეშალა, ზოგჯერ ისე გამაკრიტიკებდა, მიწის გასკდომა მერჩივნა. ვფიქრობ ურთიერთობაც ასეა...
მაგრამ მაინც, მთავარი ის იყო, რომ მთელი გრძნობით, მთელი არსებით მიყვარდა დათა არაბული და წერტილი.

**
სამზარეულოში ერთად შესულებს რედგენზე გვატარებენ გაბო და თათა.
- კურთხევას არ იღებთ უვიცებო?- გრგვინავს გაბრიელი,რომელსაც ორ წამში ეღიმება
- ამხელა კაცი და მასხარა,ყავას დალევთ გვრიტებო?- მიღიმის თათა
- ჰიიი, „გვრიტებო“ - აჯავრებს გაბრიელი და შორდება თათას.
ტერასიდან, სარწეველა სკამში, არაბულის მუხლებზე მედო თავი და ყავას ვსვავდით.
- ნუ მიყურებ მასე- მიცინის არაბული, ჩემკე იხრება და ტუჩებზე კოცნას მატოვებს.
- საერთოდ აღარ შემოგხედავ- თვალს სივრცეს ვუსწორებ, გაბუტული და ვხედავ როგორ ბარდნის.- ვაიმე- ფეხზე წამოვტი და ტერასიდან ხელები გავიწვდინე ფიფქების დასაჭერად - დათ, შეხედე როგორ ბარდნის დათ
ჩემს ბავშვურობაზე დაუმალავად ეცინება და ზურგიდან მეკვრის.
ერთიიანად მითბება სხეული
- ჩავიდეთ რა, წამო- პასუხს არც კი ველოდები ისე ვჭიდებ ხელს და ქვედა სართულზე ვეშვები- თათაა , გაბოო - მთელ ხმაზევყვირი და ფილმის ყურებაში გართულებს ვაფეთებ- გარეთ ბარდნის, იცით რამხელა ფიფქები ცვივა? გავიდეთ ჩქარა.

ის წამები იყო ჩვენი, ოთხივეს ერთად,პირველი ყველაზე ბედნიერი წამები.
ხელ-ფეხის გათოშვამდე ახალ დადებულ თოვლში სირბილი, კისკისი და გუნდაობა.
იმ მომენტში ყველაზე გულწრფელი იყო ჩვენი, ოთხივეს ბედნიერება. ვარსკვლავებათამაშებული თვალები.

***
საახალწლო არდადეგები სრულდებოდა.
გაბოს ვაცილებდით, მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიყავით.
ისე არ მინდოდა მისი კვლავ გაშვება, ისე ძალიან მიჭირდა.
მხოლოდ მისი ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა თავში „ზაფხულამდე მხოლოდ და მერე მორჩა“
თითებზე ვითვლიდი თვეებს, კვირებსა და დღეებს მის ნახვამდე დარჩენილს და სული მეკუმშებოდა.
უკვე ესკალატორზე იყო.
თათა მთელი ძალით მეხვეოდა და ცრემლების დამალვას ცდილობდა.
უკან ბრუნდება მხრებში მოხრილი გაბო, წამში ისე ჩამორბის ესკალატორიდან, თათას ხელებს ვუშვებ მე და ჩემ სანაცვლოდ გაბო იკრავს მთელი ძალით გულში. მოწყვეტით კოცნის ტუჩებზე ჩუმად ნათქვამ „მიყვარხარ“ უჩურჩულებს და ისე მიდის, უკან აღარ ან ვეღარ იყურება.
გამოშტერებულ თათას კვლავ ხელებს ვხვევ, ვუყურებთ როგორ ფრინდება გაბრიელის თვითმფრინავი.


**
- ლალო რომელია?- ჩემთვის უცხო ბიჭი შემოდის აუდიტორიაში და აშკარად მე მკითხულობს.
- მე ვარ, რა ხდება?- დაბნეული ძლივს ამოვთქვამ
- არაბული გელოდები ქვემოთ- ისე გადის, თვალსაც ვერ ვაყოლებ.
- ხო მშვიდობაა?- თათა მეკითხება გვერდიდან.
- არ ვიცი, ჩავალ მე, სანამ შემოვიდა ლექტორი და დამირეკე რომ გამოხვალ.
ნივთებს ვიღებ და აუდიტორიას ვტოვებ.

უნივერსიტეტის შემოსასვლელში, როგორც ყოველთვის, თხელი, ფარატინა ზედით დგას არაბული და ეწევა.
- მშვიდობაა?- ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია ჩვენს შორის დარჩენილი
მიახლოვებულს ხელს მხვევს ღიმილით და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- დათა, ნუ მაშინებ, რა ხდება, რას იღიმი სულელო
- ძალიან, ძალიან მინდოდა შენი ნახვა და ჩახუტება- თმას ყურზე მიწევს და ლოყაზე მკოცნის.
- სულელი ხარ, გამისკდა დათა გული
- არ გინდა ერთად გადავიდეთ?
- რა?
- ხო, ერთად გადავიდეთ. ესე ვეღარ ვძლებ უშენოდ,საღამოდან საღამომდე, მინდა რომ ყოველ წუთს ჩემთან იყო.-ისევ მკოცნის
- ხო იცი, რომ მე ნინო გამიგიჟდება და შენ დედაშენი?
- ასე, ეგენი სულ გაგიჟდებიან
- სულელო-ყურს ვუწვალებ, ჩემ ჩვევას მიჩვეული კი არც კი იმჩნევს- ისედაც ჩემთან არ ხარ სულ, დედა რომ მორიგეა?
- ყველა დღე მინდა
- ოუფ, ვაფშე ყველა?
- ხო და კიდევ ყველა ღამე, ყველა დილა და საერთოდ ყველა წამი- უცებ მკოცნის ტუჩებზე და ჩემს დამორცხვებაზე გულიანად იცინის.
- ნუ იცი ესე დათა, კაი რაა
- ხო და გადავიდეთ ერთად
მკავებიდან ვუსხლტები და მანქანაში ვჯდები.ჩაწეულ მინას ეყრდნობ და თავს შიგნით ყოფს.
- საით?
- ცვლაშია ნინო დღეს- ვეკრიჭები და ისიც მანქანაში ჯდება. ჩემს ხელს თავის თითებში იქცევს და მკოცნის, მანქანას ძრავს.როგორ მიყვარდა, ჩემი სხეულის თითოეული წერტილი, სადაც კი მის ტუჩებს მიუღწევიათ.


სააბაზანოდან პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ.
ჩემზე მოშტერებული არაბულის მზერა რომ დავიჭირე თავის მართლებას მოვყევი
- გამოსაცვლელების შეტანა დამავიწყდა, ისე ვჩქარობდი.
- ანუ დაგავიწყდა
- ხო, დამავიწყდა-მისი ამღვრეული თვალები მათამამებს და საწოლზე მჯდომს წინ ვუდგები. ვხედავ როგორ ირევა და იშლება ჭკუიდან.
- ლალო, ძალიან ცელქობ- მზერას ვერ მწყვეტს.
მის კალთაში ვჯდები, მხრებზე დაყრილ სველ თმას უკან ვიწევ. ვუყურებ როგორ აყოლებს თვალს ჩემ თითოეულ მოძრაობას.
- აი აქ- ხელს ლავიწზე ვიდებ- მაკოცე დათ. წაშლილ მზერას მისწორებს,იმდენად ღრმად სუნთქავს, მეტი რომ აღარ არის შესაძლებელიი, ალმოდებულ ტუჩებს მაკრობს ლავიწზე.- ახლა აი აქ - ხელით მხარზე მივუთითებ და ისიც დაყვება ჩემს სურვლებს- აი აქაც მინდა- ხელს ყელზე ვიდებ და ისიც მხურვალე ტუჩებით სველ კოცნას მჩუქნის.ჩემს სურნელს ისრუტავს და სახეს მისწორებს.ჩემ თვალებში რაღაცას ეძებს და წამის მეასედში მაცხრება ტუჩებზე.
- ლალო-დახშულ ყურებს შორიდან წვდება მისი ხმა
პირსახოცი მეძარცვება სხეულიდან.
დაბინდული თვალებიდან ვხედავ ჩემ ზემოდან მოქცეულს.
მაისურის კიდეებს გაუაზრებლად ვწვდები და ვუწევ.იხდის.
მთელ სხეულზე ვგრძნობ მის მთრთოლვარე სხეულს.
ყველა წერტილში ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას.
- მიყვარხარ- ტკივილს მისი სიყვარულითა და ვნებით სავსე ხმა მიამებს.
მისი პირველად ნათქვამი მიყვარხარ და ჩემი მთელი გამოძახილი სხეულით.

თავი ჩემს შიშველ მკერდზე ედო და სუნთქვის დამშვიდებას ცდილობდა.
მთელი სხეული მიკრთოდა განუზომელი სიამოვნებისგან, გულისცემა ყელში მაჭერდა.

- ყველაზე ბედნიერი ვარ შენთან -თავს წევს და ამღვრეულ მზერას მაპყრობს- ძალიან მიყვარხარ
ერთიანად მეკვირის სუნთქვა მის სიტყვებზე.

დილით მისი კოცნა მაღვიძებს
- ლალო- ქუთუთოებზე კოცნით ცდილობს ჩემ გაღვიძებას.- გავდივარ, საცაა მოვა ნინო
თვალებს ვახელ და მოშიშვლებულ მკერდზე საბანს ვიწევ,რის გამოც დათას ეღიმება.
- მიბრუნდი, ჩავიცვამ-იქვე დაგდებულ პირსახოცს ვიღებ- დათა მიბრუნდი გთხოვ.
- ჩემი მორცხვი გოგო- ზურგს მაქცევს და და მეც უცებ ვიხვევ პირსახოცს სხეულზე და ფეხზე ვდგები. ართიანად დაბუჟებული მაქვს სხეული და წონასწორობას ძლივს ვიჭერ.კარადისკენ მივდივარ და თხელ სარაფანს კარს ამოფარებული ვიცვამ ტანზე.
მოულოდნელად კისერში ვგრძნობ მის ტუჩებს.
- დათა- იმდენად მრცხვენოდა, მზერას ვერ ვუსწორებდი
- შემომხედე ლალო- ჩემს სახეს ხელებში იქცევს- შენ...- ხმა უწყდება- ხომ არ ნანობ?
ვგრძნობ როგორ უჭირს ამ სიტყვების თქმა.
ვნანობდი თუ არა? ყველაფერი ალბთ სხვაგვარად წარმომედგინა, თუმცა სინანულით ნამდვილად არ ვნანობდი, ყველაზე დიდ ფიზიკურ სიახლოვეს მასთან.
- რაც არ უნდა მოხდეს არაბულო, არასდროს ვინანებ ამ ღამეს,არასდროს ვინანებ არცერთ „ჩვენ“-ს
ერთიანად უბრწყინდება სახე.ნაჩქარევად მკოცნის და მიდის, მანამ სანამ ნინო მოვა.

რამოდენიმე წუთში მესმის უკვე ნინოს ხმაც.
- ლალო, სახლში ვარ -საშინლად ჰქონდა ხმა გადაღლილი
მთელი ძალით ვხვევ ხელებს და ლოყებს ვუკოცნი დედას
- თუ გგონიათ, რომ ვერ ვამჩნევ ჩემი მოსვლისას ,როგორ გადის ვაჟბატონი აქედან, ძალიან ცდებით.-ნიშნის მოგებით მეუბნება და პირსახოცით აბაზანისკე მიიწევს.- სანამ სულ აქ გადმოსახლებულა, იქნება გამაცნო მაინც?
- დედა... თვალებს ვქაჩავ და სირცხვილით აჭარხალებული სამზარეულოში ყავის გასაკეთებლად შევდივარ.

„მგონი ნინომ გაგვფაქტა“ -მომდის შეტყობინება, რომელსაც წამის შუალედით მეორეც მოყვება „ საშინლად მომენატრე“
ტექსტს ვკრეფ და ვუგზავნი „მიყვარხარ“





№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მაგარია. ველით გაგრძელებას

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ამხელა თავი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მგონი და მაინც არ მეყო... საოცარი ისტორიაა.

 


№3 სტუმარი სტუმარი Kkk

Ar mkopniss imena eksheniaaaa kidev mindaa

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო და საოცარი სიყვარულით ემოციებით სავსე ნაწარმოებია კარგი წყვილებით იმედია დათა იმედს არ გაუცრუებსვდა ერთად დარჩებიან ეს ორივე ველოდები ელახალ თავს მადლობა წარმატებები????♥️

 


№5 სტუმარი tako

კიდევ ხომ დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent