შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასავით ლურჯი თვალები(ნაწილი 1)


18-08-2023, 03:00
ავტორი someone lost
ნანახია 1 137

უკვე მორიგი ისტორიით დავბრუნდი, ეს უფრო გრძელი და ემოციებით დატვირთული იქნება. იმედია მოგეწონებათ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი ღირს გაგრძელება თუ არა <3
---
ზღვის სანაპიროს შევცქერი, ამ წუთას შემიძლია ვთქვა რომ ვსუნთქავ, რომ თავისუფალი ვარ, ეს შეგრძნება მაცოცხლებს, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს ზღვა და მზის ჩასვლის ყურება. თუმცა ჩემი გონება და სული შვებას მაინც ვერ ჰპოვებს, ჩემი მთელი არსება დაკარგული და არეულია, ფიქრს ვერ ვწყდები. ვიხსენებ ყველაფერს, ჩემს გავლილ 22 წელს და მომენტებში ნერვულად მეცინება პატარა თებეაზე რომელსაც გულით სჯეროდა რომ გაიზრდებოდა და თავისუფლებას იპოვიდა. გადავეშვი ღრმა ბავშვობაში და ფიქრები თავისთავად შეჩერდა იმ დღეზე როდესაც პაპაჩემი გარდაიცვალა. ეს იყო დღე რომელსაც ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი, ამიტომაც სამუდამო ადგილი დაიკავა ჩემს სევდით მოცულ გულში. ვიხსენებ როგორ მოვიდა წერილი ბიძაჩემის სახელზე, ამ დროს თავად ბატონი ავთანდილი ციხეში იმყოფებოდა უკვე მეორედ თუ მესამედ, წერილი პაპაჩემმა ჩაიბარა. რას წარმოვიდგენდით ასეთი დიდი სიურპრიზი თუ დაგვხვდებოდა, ზემოთხსენებულ ბატონს ბანკში საკმაოდ დიდი რაოდენობის ვალი ჰქონია, რისი გადახდის საშუალება არც მთელ ოჯახს და განსაკუთრებით პაპიკოს არ ჰქონდა. ბიცოლაჩემი, ავთანდილის მეუღლე, სწყევლიდა და ერთ ამბავში იყო თუმცა როგორც ხდება მალევე მიწყნარდა სიტუაცია და ყველა სახლში შეიკრიფა, მხოლოდ პაპა დარჩა გარეთ. ეზოში ვაპირებდი გასვლას, უკვე კართან ვიდექი მისი სევდიანი ხმა რომ მომესმა და ადგილზე გავშრი, თავის თავს ელაპარაკებოდა
-ავდგები და თავს მოვიკლავ, სხვა რა გზა დამრჩა მე ამხელა თანხას ვერ გადავიხდი, ისედაც ტარიელს ტვირთად დავაწექი და სახლში შემოვეკედლე, მოვკვდები და ამ ჩემს შვილსაც დავასვენებ.
ადგილიდან ვერ ვიძვროდი, არ მჯეროდა იმის რაც მოვისმინე თუმცა ვიფიქრე რომ ემოციური ფონის გამო ამბობდა ამ ყველაფერს და მალევე ფიქრები აქეთ-იქით მივფანტე და ჩემს ძმიშვილთან სათამაშოდ ავედი. სამი დღე სრულ სიწყნარეში გავიდა უკვე აღარც ვფიქრობდი რომ პაპიკო თავის სიტყვას შეასრულებდა, თუმცა... გათენდა საბედისწერო დღე, საღამოხანი იყო ზუსტად ის დრო როცა მე და პაპა ქათმების სანახავად ერთად მივდიოდით ჩემი სახლის უკან მდებარე საქათმეში, რომელიც ზუსტად სასაფლაოს კართან იყო. გამოვედი აივანზე უნდა მეთქვა წავიდეთ მეთქი და თვალი მივაწვდინე თავჩახრილ პაპას რომელიც ნელა მიუყვებოდა საქათმისკენ გზას, ბევრი აღარ მიფიქრია, რა გაეწყობა რადგან უკვე წავიდა ხვალ გავყვები მეთქი და სასწრაფოდ შევბრუნდი გაბიკოსთან სათამაშოდ. ცოტახანში კი დედას ხმა გავიგე
-თებეე, ანა დე მაღაზიაში გადით ცოტახანს, სასაფლაოსთან და ჩვენი სახლის გარშემო პოლიცია და უამრავი ხალხია შეკრებილი ნეტა რა ხდება გავალ გავარკვევ და თქვენ იქ იყავით გთხოვთ
-კარგი დე.
ვუპასუხეთ ორივემ და გავედით მაღაზიაში, იქვე ჩვენი მეზობელი ხვიჩა იყო, რომელმაც მოულოდნელად გვითხრა შოკის მომგვრელი რამ
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
-რას ამბობ რა მწუხარებას იზიარებ. გაიცინა ანამ
-პაპათქვენი გარდაიცვალა
-რა? რას ხუმრობ
-არ ვხუმრობ, სერიოზულად არ იცოდით? იმიტომაა სასაფლაოსთან ამდენი ხალხი და პოლიცია შეკრებილი, უკვე მთელმა უბანმა იცის. ვწუხვარ რომ ჩემგან გაიგეთ...
ჩემი დის რეაქცია საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ მე უცებ გავიქეცი სასაფლაოსკენ, არც მიფიქრია კარს მივვარდი და იქვე გავჩერდი, ზუსტად პირდაპირ ვუყურებდი რამდენიმე მეტრის მოშორებით ხეზე თავით ჩამოკიდებულ პაპიკოს, გაუნძრევლად ეკიდა, არ მახსოვს ამ კადრს თვალმოუშორებლად რამდენხანს ვუყურებდი. გონზე პოლიციელის ხმამ მომიყვანა
-სასწრაფოდ გამოდი აქეთ პატარავ, აქ შენი ყოფნა არ შეიძლება
გამომიყვანა და მითხრა სახლში წავსულიყავი. მალე სახლი მეზობლებით აივსო, ვიდექი ერთ კუთხეში მიყუჟული და ვუყურებდი როგორ ხმით მოთქვამდა ანა, მეკი სახეგაყინული ვერც ვტიროდი, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი მომხდარს. 10 წლის ვიყავი... მხოლოდ 10 წლის პატარა გოგონა, რომელიც სულ რაღაც 1 საათისწინ თავისი პაპიკოს უმოძრაო, ხეზეჩამოკიდებულ სხეულს უყურებდა. მხოლოდ ერთიდაიმავეს ვიმეორებდი ჩემს თავში რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. პაპაჩემის გარდაცვალებაში დამნაშავე მე ვიყავი. მე ხომ 2 უდიდესი შეცდომა დავუშვი, პირველი ის რომ ვიცოდი მისი ფიქრების შესახებ და იმის ნაცვლად რომ ვინმესთვის მეთქვა და გამეფრთხილებინა გავჩუმდი და სათამაშოდ წავედი. მეორე კი ის რომ ჩვეულად არ გავყევი იმ დღეს პაპიკოს ქათმების სანახავად. მე რომ სათამაშდ არ სევბრუნებულიყავი და გავყოლოდი უკვე მიმავალს ეს ყველაფერი არ მოხდებოდა... სრულიად გადაკარგული ვიყავი ამ მტკივნეულ მოგონებებსი, ისე რომ ვერც კი შევნიშნე ადამიანის მოახლოება, უცებ ბოხმა, მაგრამ სასიამოვნო ხმამ გამომაფხიზლა და დამაბრუნა რეალობაში
-შეიძლება შემოგიერთდე?
ერთხანს თვალმოუშორებლად ავყურებდი საკმაოდ მაღალ, მიმზიდველ მამაკაცს ხორბლისფერი კანით, მსხვილი ტუჩბით, სულ ოდნავ კეხიანი ცხვირით, რომელსაც სახე სისრულეში მოყავდა და სრულყოფილებას ქმნიდა და... რაც მთავარია უძირო, ზუსტად ზღვისფერი მუქი ლურჯი თვალები, რომლებშიც ერთ წამს დავიკარგე კიდეც, თუმცა უცებ მოვეგე გონს და თავი დავუქნიე
-კი რა თქმა უნდა
ვეცადე მსუბუქად გამეღიმა
-მე დემნა ლომთათიძე ვარ
მანაც ღიმილით შეომხედა და ზღვისფერი თვალები შემომანათა
-თებეა ნოზაძე
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
-იმედია ხელი არ შეგიშალე... აშკარად ძალიან ღრმად იყავი ფიქრებში წასული...არვიცი რას ფიქრობდი მაგრამ ძალიან სევდიანი სახე გქონდა, ისე ვერ ჩაგივლიდი რომ არ მეკითხა რაგჭირდა
-არაუშავს ხელი არ შეგიშლია, პირიქით, მადლობა რომ ყურადღება გამოიჩინე
-შეგიძლია ზღვის ნაცვლად მე გამიზიარო გულის დარდი, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვს
ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ისევ მსუბუქად გამიღიმა. არვიცი რატომ მაგრამ იმ წამს დემნასგან საოცრად დიდ სითბოს და სიახლოვეს ვგრძნობდი, რაღაცნაირად დიდი ნდობა გამიჩნდა ამ ადამიანის მიმართ და მომინდა ყველაფერი გამეზიარებინა მისთვის. ნელა დავიწყე საუბარი და მოვუყევი ის ამბავი, რომელშიც ასე ვიყავი ფიქრებით გადაკარგული. ბოლოს სახე ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვისუნთქე
-12 წელი გავიდა და დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემს თავს...
-მისმინე... 10 წლის იყავი, სიცოცხლით სავსე პატარა ბავშვი და რა თქმა უნდა რომ გიხაროდა თამაში, ნუ იდანაშაულებ შენს თავს
-ძალიან ძნელია, ძალიან
-ვერ გეტყვი მესმის შენი მეთქი იმიტომ რომ ასეთი რაღაც არასდროს შემმთხვევია მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ რომ შენ არაფერ შუაში ხარ და უნდა შეწყვიტო თავის დადანაშაულება
-მადლობა...
სევდიანად გავუღიმე და თვალებში მივაშტერდი
-რისთვის?
-იმისთვის რომ მომისმინე... დიდიხანია არავინ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით და არავისთვის გამიზიარებია ჩემი ტკივილი... არვიცი სასაცილოა თუ სატირალი რომ ისევ უცხო ადამიანი დამიდგა გვერდში
-მადლობას ნუ მიხდი. გპირდები ამის შემდეგ თავს მარტო აღარ იგრძნობ, როცა მოგინდება ნებისმიერ დროს შეგიძლია დამიკავშირდე და მე შენს გვერდით გავჩნდები, მოგისმენ
-ნუთუ სასწაული ხარ?
ვკითხე ოდნავ მორიდებით და გაოცებულმა. მან კი ხარხარი დაიწყო თან თავი ოდნავ უკან გადახარა, იმ მომენტში ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო, ისეთი ბავშვური ამ თავის თეთრ ჩაწიკწიკებულ კბილებს რომ კრეჭდა მეც უცებ დადებითი ენერგიებით ავივსე და სიცილში ავყევი.
-კარგი საკმარისია ჩემზე ლაპარაკი და სევდიანად ყოფნა, ახლა შენზე მომიყევი რამე
- მე შენსავით რთული ბავშვობა არ მქონია, მუდმივად განებივრებული ბავშვი ვიყავი, თბილ ოჯახურ გარემოში გავიზარდე, სადაც ფაქტობრივად დაძაბულობა არ არსებობდა. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ორი პატარა და მყავს ელენე 18 წლის, ანუკა კი 7ის. პატარა იცი რა საყვარელია? ორივეს გაგაცნობ აუცილებლად. გაგაგიჟებს ანუკა იმდენ რამეს მოგიყვება და გეჭორავება სულ დაგავიწყებს შენს სახელსაც კი, პატარა ონავარია არ უნდოდა რომ ბათუმში წამოვსულიყავი ბიჭებთან ერთად და იმდენი იწუწუნა ვერ წამოვედით ღამის პირველ საათამდე სანამ წუწუნში არ ჩაეძინა.
-ღმერთო რა სასიამოვნოა, არ ვიტყოდი უარს მათ გაცნობაზე, განსაკუთრებით ანუკასი. ბავშვობიდან ვგიჟდები პატარებზე.
-ხოდა ძალიან კარგი.
ორივე ერთხანს გაღიმებულები, სასიამოვნო ენერგიით დატვირთულები შევყურებდით ზღვას, უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო და უცებ საოცარმა იდეამ დამკრა თავში
-ადექი მალე
ხელი ჩავკიდე და გაოცებული წამოვაყენე
-რახდება
-ახლა მე და შენ ჩემი ბავშვობის ოცნებას ავასრულებთ
პასუხს აღარ დავლოდებივარ პირდაპირ ზღვისკენ გავიქეცი პატარა ბავშვივით და თან ბოლო ხმაზე ვკისკისებდი წყალში შევვარდი და და ვბზრიალებდი, ისიც წამებში ჩემთან გაჩნდა და სახეში წყალი შემომასხა
-აჰჰ ასე არა ბატონო დემნა
-აჰამ
საყვარლად გაიცინა და კიდევ შემომასხა წყალი, მეც საპასუხოდ იგივე გავაკეთე და თან მისკენ მივცურავდი რომ უფრო კარგად გადამეხადა სამაგიერო, კარგახანს ალბათ მთელს ბათუმს ესმოდა ჩვენი მხრიარული, ბავშური სიცილი. ბოლოს მოულოდნელად მომიახლოვდა ხელები მაგრად მომხვია და ჩემთან ერთად ჩაყვინთა წყალში, ისევ გულზე მიკრული ამომიყვანა უკან და უთბილესი ღიმილით დამასაჩუქრა
-ესეიგი ეს იყო შენი ბავშვობის ოცნება?
-წლებია ვოცნებობ ღამით ზღვაში ბანაობაზე მაგრამ ვერასდროს ვბედავდი რადგან სიბნელის მეშინოდა.
-კიდევ ბევრი ოცნება გაქვს?
-უჰ ვერ წარმოიდგენ რამდენი, დაიღლები მოსმენით გადავიკისკისე ის კი თვალის მოუშორებლად მონუსხული მიყურებდა
-თითქოს თავისთვის ძალიან ჩუმად თქვა ყველაფერს გავაკეთებ სხვა ოცნებებიც რომ აგისრულოო, მე მიანც გავიგე და უზღვავი ენერგიებით ავივსე. არვიცი როგორ მოახერხა რამდენიმე საათისწინ გაცნობილმა ადამიანმა ჩემზე ამხელა გავლენა მოეხდინა.
-კარგი,დროა წავიდეთ პატარა ქალბატონო თორემ გაიყინები
მაშინღა ვიგრძენი რომ უკვე კანკალს ვიწყებდი, ღამე იყო და სველ ტანზე უფრო მეტად მციოდა
-მართალი ხარ, რომ გავცივდე ვერ გადავიტან ისე ცუდად ვხდები ხოლმე
გავიცინე, ორივე ერთად ამოვედით წყლიდან და გავეშურეთ სასტუმროსკენ, იქვე 10 წუთის გზაზე იყო სასტუმრო სადაც ვრჩებოდი. უკვე შესასვლელთან ვიდექით, მისკენ მივტრიალდი და მთელი გრძნობით გავუღიმე, არვიცი რამჭირდა მის გვერდით სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი
-მადლობა ამ საღამოსთვის დემნა, უკვე აღარც მახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი...მართლა
-მადლობას ნუ მიხდი, მეც არაჩვეულებრივი დრო გავატარე და მიხარია რომ გაგიცანი
უცებ ისეთი სურვილი გამიჩნდა მისთვის მეკოცნა თავი ვერ შევიკავე, მივვარდი ტუჩები ლოყაზე მაგრად მივაკარი და სასწრაფოდ გავიქეცი რომ ჩემი აწითლებული ღაწვები არ შეემჩნია. შევვარდი ნომერში და ზურგს უკან მიხურულ კარს ავეკარი, სუნთქვას ვირეგულირებდი და თან სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი. დასაძინებლად მოვემზადე თხელი, თეთრი პენუარი მოვირგე და საწოლზე მივწექი უცბად რომ გამახსენდა ისე გამოვიქეცი მისთვის საკონტაქტო ინფორმაციაც არ გამიცვლია. სახე მომეღუშა
-რა სულელი ხარ თებე, ნამდვილი სულელი ბავშვი, ასე როგორ გამოიქეცი აცნობიერებ რომ ახლა შეიძლება ვეღარასდროს ნახო?
-კარგი რა შენ მაინც ნუღარ მიმატებ ისედაც მივხვდი დებილი რომ ვარ
-ოჰ როგორ მოხდა მაგდენი რომ გააცნობიერე
დამცინოდა ჩემი მეორე მე და უარესად მიშლიდა ნერვებს. ემოციებისგან დატვირთულს მაინც ტკბილად ჩამეძინა.
----
ჩემი ბათუმიდან წამოსვლის დრო ისე მოვიდა ვეღარსად შევხვდი დემნას. გული ძალიან მწყდებოდა, ვფიქრობდი რომ მასთან გატარებული რამდენიმე საათი სიზმარივით იყო, რომელიც გამოღვიძებისთანავე წარსულს ჩაბარდა. თან ვბრაზობდი ორივეზე, კი მართალია მე გამოვიქეცი გიჟივით, მაგრამ მან იცოდა რომელ სასტუმროშიც ვრჩებოდი და შეეძლო მოსულიყო, ვბრაზობდი რომ ამდენ რამეს შემპირდა და აღარც კი გავახსენდი. თან გონებაში ვქოთქოთებდი და თან ბარგს ვალაგებდი ნახევარ სააათში ჩექ აუთი უნდა გამეკეთბინა. გამოვემშვიდობე ჩემს საყვარელ ზღვის ტალღებს და პირველ დღესთან შედარებით დამშვიდებული, მაგრამ ახლა დემნას გამოჩენა-დაკარგვით სულაფორიაქებული დავუბრუნდი დედაქალაქს.
საოცრად დაღლილმა შევაბიჯე ჩემს პატარა ბინაში სადაც მარტო ვცხოვორბდი სრულიად დამოუკიდებლად, არ მკითხოთ ამაზე მამაჩემი როგორ დავითანხმე. ძალიან რთული კაცი იყო მთელი ცხოვრება ყველაფერში მზღუდავდა და არადროს მაძლევდა თავისუფლებას. მუდმივად მაკონტროლებდა რომელ საათზე მოვიდოდი უნივერსიტეტიდან, მეგობრებთან დარჩენაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ათასში ერთხელ საჭიროების შემთხვევაში თუ მტოვებდა ჩემს საუკეთსო მეგობართან. მის გამო მეც აღარ მიცდია ახალი მეგობრების გაჩენა და უნივერსიტეტში ბავშვებთან უფრო ახლოს თავის დაჭერა, რადგან ვიცოდი ძალიან ხშირად მათთან ერთად გასართობად წასვლას ვერ მოვახერხებდი და ბევრ რამეს გამოვტოვებდი, ამიტომ ამდენ გულის წყვეტას და მეგობრებთან იმაზე კამათს რომ სტუდენტ, სრულწლოვან გოგოს მამა არ მისვებდა არსად მეგობრებთან ერთად მერჩვნა ისევ ჩემთვის მარტო ვყოფილიყავი. ძირითად დროს სულ სწავლაში ვატარებდი, ძალიან მონდომებული ვიყავი, ეს პროცესი მეც მსიამოვნებდა რადგან ვიცოდი ამით ჩემს მომავალს ვქმნიდი და ბევრი უნდა მეშრობა. ძალიან კარგი ქულები მყავდა ყოველთვის უნივერსიტეტში, ლექტორებსაც ვუყვარდი. შეყვარებული არ მყოლია ისევ და ისევ მამაჩემის ახირებებიდან გამომდინარე, რომ ყურადღება მხოლოდ სწავლისთვის უნდა მიმექცია. ამაში ნამდვილად ვეთანხმებოდი მე თავადაც დიდად არ მქონდა ბიჭებზე ნერვიულობის სურვილი იმ პერიოდში. მაგრამ ამ ყველაფერმა იქამდე მიმიყვანა რომ ახლა თავს სულ მარტოსულად ვგრძNობ, გავუცხოვდი ყველასთან და უკვე აღარც ვიცი საიდან დავიწყო ადამიანებთან კონტაქტი, ახალი ადამიანების გაცნობა და დამეგობრება. ერთადერთი ნათელი წერტილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დემნა იყო, ის ისე გაჩნდა მოულოდნელად ჩემს გვერდით ზედმეტი არც მიფიქრია, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. მან შეძლო ჩემში მიძინებული მხიარული თებეას გაცოცხლება, თუმცა ახლა აღარსად ჩანდა, მეკი მეშინოდა რომ ახლა უფრო მეტად ჩაკეტილი გავხდებოდი და ჭაობში საბოლოოდ ჩავიძირებოდი.
ვფიქრობდი ამ ყველააფერზე და თან სამზარეულოში ვფუსფუსებდი რომ ჩემთვის რამე მომემზადებინა სანამ შიმშილისგან გონებას დავკარგავდი, უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა
-შენი აზრით ვინ უნდა იყოს. ვკითხე ჩემს მეორე მეს
-შენი მეზობელი ნათელა იქნება სხვა ვინ მოგადგებოდა სახლში მოსვლიდან 5 წუთში
-მართალი ხარ ჩემო დაკვირვებულო, ერთი ეგაა მოცლილი უბნის ყველა დეტალს რომ აკონტროლებს ეფბიაივით
ვიცინოდით ორივე მე ხმამაღლა ის გულში
კარი გავაღე და ჩვენდა გასაოცრად ნათელა კიარა კურიერი იყო უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგულით ხელში, გაოცებულმა ვუთხარი
-ალბათ გეშლებათ
-თებეა ნოზაძე ხომ ბრძანდებით?
-დიახ
-ანუ არ მეშლება, აქ ხელი მომიწერეთ თუ შეიძლება
უცებ ჯერ კიდევ დაბნეულმა მოვაწერე ხელი
-მადლობა და ნახვამდის. მკრთალად გავუღიმე და კარი მივხურე, კარს მივეყრდენი და ვარდები დავსუნე, სასწაულ არომატს აფრქვევდა. უცებ პატარა ბარათს მოვკარი თვალი ავიღე და თვალები გაოცებულმა დავაჭყიტე
-„მაპატიე ეს დღეები პატარა ქალბატონო, დღეს მელოდე“
მაშინვე მივხვდი ვისგანაც იყო, კარგად მახსოვდა წამოსვლამდე ზღვაში რომ ვიყავით როგორ მომმართა პატარა ქალბატონოვო, სახე ღიმილმა გამიპო და ცოტახანს ასე ვიდექი სანამ მეორე მე არ დაიწყებდა უსიამოვნო წიკვინს
-გოგო რას მიბინდულხარ გამოფხიზლდი საიდან გაიგო სად ცხოვრობდი? რატომ აქამდე არ გამოჩნდა თუ შენს შესახებ ამდენი რამ გაარკვია? ან საერთოდ რას ნიშნავს „დღეს მელოდე“?? აქ მოსვლას აპირებს?უკვე საღამოს 8 საათია, საერთოდაც რატომ თეთრი ვარდები და არა ბანალუირად წითელი?
კითხვების კორიანტელი დამაყარა გონებაში გამოკეტილმა თებემ
-კარგი დაწყნარდი, რაც მთავარია გამოჩნდა და ვახსოვარ, დაველოდოთ და ყველაფერს გავიგებთ.
-კარგი კარგიიიი რაღაც მეც უცნაურად აღელვებული ვარ ხო იცი ე
გამეცინა ჩემს შინაგან ხმაზე, რაღაც ორივე უცნაურად კარგად ვგრძნობდით თავს. ვარდები ლამაზ მაღალ ლარნაკში ჩავაწყე და მისაღებში მაგიდის ცენტრში მოვათავსე, თვალი სიამაყით და სიამოვნებით შევავლე და ისევ სამზარეულოს დავუბრუნდი, იმ იმედით აღტკინებულმა რომ შეიძლება დღეს დემნა მოსულიყო საჭმლის მზადება ამჯერად 2 ადამიანისთვის გავაგრძელე. ჩემი საყვარელი პასტის სოუსი მოვამზადე, პასტაც მოვხარშე და ორივე ისეთ მდგომარეობაში დავტოვე რომ როცა მოვიდოდა უცებ შემძლებოდა მზადების დასრულება და ცხელ-ცხელს შემეთავაზებინა სტუმრისთვის. უცნაურად ბედნიერი ვიყავი და ვერ ვხსნიდი რატომ ვიყავი ასე ბავშვივით გახარებული იმ ადამიანი გამო, რომელიც ცხოვრებში მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე საათით მყავდა ნანახი ან საერთოდ ასე საგანგებოდ მომზადება და პასტის გაკეთება რა საჭირო იყო იქნებ დღეს საერთოდ არ მოსულიყო.
-შენ რას ფიქრობ მოვა?
-ახლა ტვინს ნუ წამიღებ რა, მოვა აბა სად წავა, ვერ ხედავ როგორი ვარდები გამოგიგზავნა?
პასუხის გაცემა ვეღარ მოვასწარი ჩემი მოერე მესთვის კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, წამოვხტი და გაღიმებული გავიქეცი კარისკენ იმაში დარწმუნებული რომ დემნა იქნებოდა, ისე გავაღე კარი ჭუჭრუტანაში არც გამიხედავს და კარი გავაღე თუ არა ღიმილი სახეზე შემაშრა. ნათელა იყო.
-როგორ ხარ შვილო,თებე. როგორ დაისვენე?
-კარგად ნათელა ბებო-შეძლებისდააგვარად გავუღიმე-უბრალოდ მგზავრობამ დამღალა ძალიან
-აჰ გასაგებია შვილო, მეც ასე ვიფიქრე საწყალ გოგოს საჭმლის მომზადების თავიც არ ექნება-მეთქი და ხაჭაპურები მოგიტანე, აი გამომართვი სულ ცხელცხელია
-ვაიმე ნათელა ბებო, რატომ შეწუხდი ასე, ძალიან დიდი მადლობა
ამჯერად მადლიერმა გავუღიმე და თბილად დავემშვიდობე. კარი მივხურე თუ არა მეც და მეორე თებემაც ბოლო ხმაზე გადავიხარხარეთ
-ოხ ნათელა, ნათელაააა, ეს რა გაგვიკეთე
-ნათელაvsდემნა-მიპასუხა შინაგანმა მემაც და ისევ ორივე ავხარხარდით. უცებ ცხვირის რეცეპტორებს ხელში დაჭერილი ხაჭაპურების სუნი მისწვდა და კუჭმაც არ დააყოვნა, მაშინმე გაგზავნა ტვინთან შიმშილის მანიშნებელი სიგნალები. ახლაღა გამახსენდა რომ არაფერი მეჭამა, რადგან სულელმა მე დემნასთვის დალოდება და მასთან ერთად ჭამა გადავწყვიტე. მაშინვე მოვკბიჩე გემრიელად ხაჭაპური და სიამოვნებისგან ამოვიგმინე
-არა რა ნამდვილად ვერ დავუკარგავთ საოცარი ხელი აქვს ამ ქალს.
გემრიელად ვჭამე და დივენზე მივესვენე სრულიად ლოდინის რეჟიმზე გადართული, უკვე ათის ნახევარი იყო ის კი არსად ჩანდა. ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა ქუთუთოები და გადავეშვი სიზმრების სამყაროში. ქვიშიან სანაპიროზე ვიდექი და უსაზღვრო ოკეანეს შევცქერდი, საოცარი სანახაობა იყო მზის ჩასვლის ფონზე ათასფრად აბრჭყვიალებული ცა როგორ ირეკლებოდა მოლივლივე წყალზე. უცებ ზურგიდან წელზე ხელების შეხება ვიგრძენი, ვიცოდი ის იყო, გაღიმებული შევბრუნდი და თვალში თვალი გავუყარე, ვუყურებდი მის მუქ ლურჯ ზღვასავით თვალებს და მთლაინად ვიკარგებოდი, პარალელურად ზარის ხმა მესმოდა რომელიც გამოფხიზლებისკენ მექაჩებოდა მაგრამ არ მეთმობოდა მისი თვალები, ვერ ვუბრუნდებოდი რეალობას, ის ისეთი კარგი იყო, იმდენად უძირო თვალებს შევყურებდი, ნამდვილი საოცრება იყო...ბოლო ზარმა საბოლოოდ მომწყვიტა საოცნებო სიზმარს და მაიძულა კარისკენ წავსულიყავი, არც კი ვიცოდი რომელი საათი იყო, მაგრამ ვგრძნობდი უკვე საკმაოდ გვიანი უნდა ყოფილიყო. კარი გავაღე და დავინახე ის... ჩემი დემნა ზურგით იყო შებრუნებული და უკვე კიბეზე დაშვებას აპირებდა უცნაურად მობუზული, კარი რომ გავაღე, უცებ შემობრუნდა და დამინახდა თუარა თვალები სასწაულად გაუნათდა, ათასობით ჭინკა დახტოდა დამეფიცება. უცებ გამოიქცა შემსკენ და ჩამეხუტა, მთლი ძალით. ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს, აშკარად ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზლებული მაგრამ მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელები. ფრთხილად გამწია უკან და სახეზე დამაკვირდა
-მომენატრე პატარა ქალბატონო
საოცარი ტემბრით წარმოთქვა სულ რაღაც 3 სიტყვა და შეძლო ცამდე გავებედნიერებინე.
-მეც მომენატრე ბატონო დემნა
სახლში შევიპატიჟე, მაგიდაზე დადგმულ თაიგულს მოჰკრა თვალი საპატიო ადგილას რომ იყო დაბრძანებული და გაეღიმა
-მოგეწონა?
-მომეწონა? ალბათ ხუმრობ ხომ? ასეთი ყვავილები არასდროს მიმიღია საჩუქრად, ულამაზესია, სურნელზე ხომ ვეღარაფერს ვიტყვი
-მიხარია თუ ასე მოგეწონა
-მადლობა დიდი დემნა...ისე რატომ მაინცდამაინც თეთრი ვარდები?
მაინც ვერ მოისვენა მეორე თებემ და ისე წარმომათქმევინა ეს სიტყვები გააზრებაც ვერ მოვასწარი. უცნაურად ჩაეციინა ჩემს კითხვაზე, მომიახლოვდა, ძალიან ფრთხილად ჩამომისვა ხელი სახეზე,შემდეგ მკლავზე და ჩემს კანზე მიმითითა
-ზუსტად შენნაირი ფითქინაა ის ვარდებიც...შენნაირი ლამაზი და ნაზი
თვალებში მიყურებდა, ისეთი მზერით ადგილზე დამატყვევა, ადგილიდან ვერ ვიძვროდი, ვერც ხმის ამოღებას ვახერხებდი, მხოლოდ მის უძირო ლურჯ თვალებს ვუყურებდი, ისეთი გრძნობებით მიმზერდა, იმდენი ემოციით...ამჯერად ცხადში. ფრთხილად შევახე სახეზე ხელი რომ გადამემოწმებინა მართლა ჩემს წინაშე იდგა თუ ისევ მესიზმრებოდა. უცებ თავი ვერ შევიკავე და ფიქრები ხმამაღლა წარმოვთქვი
-ანუ ნამდვილი ხარ...არ მესიზმრები.
-რაო, რაო? მესიზმრებიო?
უცებ გახალისდა და მეც გონს მოვეგე
-აბა მომიყევი რა სიზმარს გულისხმობთ ქალბატონო თებეა?
-აპ, აპ, ასე ადვილად არ გაგივა, რა დროს სიზმარია. გგონია დამავიწყდა როგორ დაიკარგე?ახლავე ყველაფერს მომიყვები თუ გინდა რომ ეს რამდენიმე დღე გაპატიო,ან საერთოდ ჩემი მისამართი საიდან გაიგე?როცა მიპასუხებ სიზმარზე შემდეგ ვისაუბროთ.
თვალები საყვარლად ავუფახუნე და შევცინე იმის ნიშნად რომ მზად ვიყავი მოსასმენად და ჩემს გვერდით სავარძელზე ხელი დავუტყაპუნე, ვანიშნე რას დგახარ დაჯექი მეთქი.
-იმ საღამოს ხელიდან ისე გამომეცალე გააზრებაც ვერ მოვასწარი, იდიოტივით გაღიმებული ვიდექი რამდენიმე წუთს ერთ ადგილას, შემდეგ ჩემი სასტუმროსკენ გავემართე და მაშინ გავაცნობიერე რომ შენი ნომერიც არვიცოდი. უკვე მიხვდებოდი რომ არაფრის გაგება გამიჭირდებოდა თუ მე ამას მოვინდომებდი ამიტომ ბევრი არც მიდარდია, ეს ყველაფერი მეორე დღისთვის გადავდე და მშვიდად დავბრუნდი ნომერში. დილით მამაჩემის ზარმა გამაღვიძა, ძალიან ანერვიულებული ხმა ჰქონდა, აღოჩნდა რომ ჩვენს კომპანიაში სერიოზული პრობლემები იყო და სასწრაფოდ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი. მამას განერვიულებული ხმა რომ გავიგონე ყველაფერი დამავიწყდა, ის ჩემი კუმირია, სამაგალითო ადამიანი, მის განერვიულებას და მით უმეტეს დაკარგვას ალბათ ვერასოდეს გადავიტან ამიტომ იმ წამსვე ქალაქში დავბრუნდი და რამდენიმედღე თითქმის არ მძინებია ისე ვაგვარებდი საქმეებს, იქამდე ვერ მოვახერხე გონების დასვენება და ჩემს თავზე ფიქრი სანამ ყველაფერი არ დალაგდა. მაშინვე ბიჭებს დავურეკე, ისინი კიდევ ზღვაზე იყვნენ და ვთხოვე შენთან მოსულიყვნენ სანამ მე ჩამოვიდოდი, მაგრამ შენ უკვე 1 საათის წასული იყავი. გადავედი გეგმა ბეზე და საჭირო ადამიანების შეწუხებით რამდენიმე წუთში უკვე შენი მისამართიც ვიცოდი. დანარჩენი შენც იცი.
გამიღიმა და ჩემთან ახლოს დაჯდა, აშკარად ვატყობდი უნდოდა ჩამხუტებოდა მაგრამ ვერ ბედავდა
-იმედია მიზეზი საკმარისად ძლიერია რომ ასე დაკარგვა მაპატიო პატარა ქალბატონო.
-რა თქმა უნდა გაპატიე სულელო- გავუღიმე როგორც ყოველთვის და გულზე მივეკარი.
-იცი მეგონა რომ ასე უბრალოდ დამთავრდებოდა ყველაფერი და ვეღარასდროს შეგხვდებოდი...
-პატარა სულელი ბავშვი.. ეგ როგორ იფიქრე, მეხომ შეგპირდი რომ შენს გვერდით ვიქნებოდი და არ მიგატოვებდი
მეჩურჩულებოდა და თან თმაზე ნაზად მეფერებოდა. უცებ დენდარტყმულივით თავი წამოვწიე და მოვშორდი, შევატყე როგორ დაეძაბა სხეული და თვალები გაუფართოვდა დაბნეულობისგან
-რამოხდა? რამე არასწორი გავაკეთე?
-გადავიკისკისე-არა უბრალოდ მორიგმა კითხვამ დამკრა თავში
-ააა, აბა გისმენ, მკითხე რაც გინდა შენი მონა-მორჩილი გახლავართ-ისიც ამყვა სიცილში.
-ეგ ყველაფერი კარგი, სრულიად გასაგებია რატომაც არ გამოჩნდი, მაგრამ დღეს ვარდებთან ერთად წერილში რომ დამიბარე მოვალო და ამდენ ხანს რომ მალოდინე ეს რას მივაწეროთ?საერთოდ რომელი საათია?
-ხოო... ეგ უკვე სხვა საკითხია. ღამის 2 საათია, აბა თუ გამოიცნობ აქამდე რატომ ვერ მოვედი
-მაგას როგორ უნდა მივხვდე?
-კარგად დაფიქრდი
-მოიცა... უცებ გონება გამინათდა-ანუკა?
გაიცინა და თავი დამიქნია
-არ ვეთმობოდი გიჟქალას ჯერ იმაზე იყო გაბრაზებული მაინც რომ წავედი ბათუმში, მერე კი სამსახურის გამო მასაც საერთოდ ვერ ვნახულობდი და მოვენატრე ძალიან...
-ყველა პასუხი დამაკმაყოფილებელია. როდის გამაცნობ ანუკას? დარწმუნებული ვარ მერე მარტივად გამოგიშვებს ხოლმე
-ან პირიქით, თუ შენზე იეჭვიანა ვეღარავინ დამიხსნის პატარა დემონის კლანჭებიდან
ორივემ ერთხმად გადავიხარხარეთ ანუკას პატარა დემონად წარმოდგენისას, თუ როგორ აწყობდა ეჭვიანობის სცენებს.
-თებე
-ჰო
-აბა? არ მომიყვები რა დაგესიზმრა?
გავსწორიდ და თვალებში შევხედე სახე ახლოს მივუტანე რომ უხეთესად დავკვირვებოდი ახლოდან ამ ორ ულამაზეს სფეროს...
-ულამაზეს ქვიშიან სანაპიროზე ვიყავით, მხოლოდ მე და შენ, მზის ჩასვლის დროს მე კი ყველაზე გამაგიჟებელი ხედი მქონდა და საერდოდ არ მაინტერესებდა ოკეანის კიდეზე ჩამოწოლილი მზე...
-რომელ ხედს გულისხმობ?-ჩაეცინა ეშმაკურად
-შენს თვალებს...
აღარაფერი გვითქვამს, უბრალოდ ჩახუტებულები ვისხედით და ვერც კი გავიგეთ როდის მოვიდა ღამის4 საათი
-მე წავალ კარგი? უკვე ძალიან გვიანია და ცოდო ხარ გამოძინება გჭირდება
მითხრა და ფრთხილად ამაწევინა სახე, რომ თვალებში შემოეხედა. ადგა და ნელა გაემართა კარისკენ. არ მეთმობოდა, არა თებეა ასე ვერ გაუშვებ, შეუძლებელია-ჩამყვიროდა ჩემი შინაგანი მე და უცებ ვთქვი ის რაც იმ წამს ყველაფერზე მეტად მინდოდა
-დარჩი...
(გაგრძელება იქნება)



№1  offline წევრი mainc

საინტერესო დასაწყისია❤️

 


№2 სტუმარი ნია

ძალიან საინტეტესო ჩანს. ველით გაგრძელებას

 


№3  offline წევრი someone lost

mainc
საინტერესო დასაწყისია❤️

მადლობა, თქვენი კომენტარები მოტივაციას მაძლევს <3

ნია
ძალიან საინტეტესო ჩანს. ველით გაგრძელებას

მადლობა, ვეცდები თქვენი მოლოდინი გავამართლო <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ვერიკო

ძალიან საინტერესოა.ველი გაგრძელებას

 


№5  offline წევრი someone lost

სტუმარი ვერიკო
ძალიან საინტერესოა.ველი გაგრძელებას

მადლობა, მეორე ნაწილი უკვე ატვირთულია, იმედია მოგეწონებათ<3

 


№6 სტუმარი ეკს

საინტერესოა დასასრული რომ ლამაზი იყოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent