არეკლილი ანარეკლი (სრულად)
შენ მკითხველო რომელმაც რაღაც მიზეზის გამო გადაწყვიტე კითხვა დაიწყო ბანალური სულ'არეული წერდა თავიდან ბოლომდე და გამოვიდა ის რაც გამოვიდა. ჩაბნელებულ ოთახშიც შეაღწია მზის სხივმა. ზაფხულის ცხელი დღე იწყებოდა , ეზოდან ისმოდა ბავშვების ხმები, მაგრამ მათგან არცერთი იყო მისი. დედები მალე დაუძახებდნენ და თამაშს შეაწყვეტინებდნენ , მეცადინეობის მიზეზით დააბრუნებდნენ შინ . აივანზე მდგომებს შორის თავად ვერასდროს მოხვდებოდა თორემ დაიფიცებდა სულ თამაშისა და მხიარულებისთვის მისცემდა დროს. კვდებოდა ყველა წამს , როცა გამოფხილებას იწყებდა და ძილის გაგრძელება აღარ შეეძლო . თვალები ზანტად გაახილა, იცოდა საწოლის მეორე მხარე ცარიელი დახვდებოდა, სანდროს სამუშაო საათები ადრე იწყებოდა . მის სურნელს გრძნობდა, საყვარელს და მტკივნეულს. რაც უფრო მეტად უყვარდა მით უფრო მეტად ტკიოდა მისთვის უბედურების მომტანი რომ აღმოჩნდა. შურდა მათი ვინც ცუდ ქმარზე წუწუნებდა და ზოგჯერ ისე ძალიან მოუნდებოდა მასაც რამე დაეშავებინა , მერე ასე ძალიან აღარ ეტკინებოდა მის ცხოვრებაში მძიმე ტვირთად გადაქცევა. ყველაფერზე ფიქრობდა , მის გონებას დეპრესია რომ დაეპატრონა ჯარისკაცებივით ჩალაგდნენ ცუდი აზრები . ბნელი იყო მომავლის ყველა წარმოდგენა. ქორწინებამდე უამრავი სურვილი ჰქონდა, სიცოცხლე უყვარდა, მუდამ იბრძოდა მიზნამდე მისასვლელად და ყოველთვის ერთად სურდა ბევრი რამ გამოეცადა მერე კი დარჩა ერთადერთი, დედობა. ყოველთვის წარმოიდგენდა საკუთარ შვილებს მაშინაც კი როდესაც სანდროს არ იცნობდა მერე კი ოცნება გაუორკეცდა. გონებაში ხატავდა ბიჭებსა და გოგონებს საერთო გარეგნული თუ სულიერი ნიშნებით. მიწაზე მაშინ დაენარცხა პირველად რომ იფიქრა ორსულად ვარო და ტესტზე ორი წითელი ხაზი ვერ დაინახა. ეტკინა და ფიქრობდა ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი მის ცხოვრებაში, არ იცოდა წინ რა ელოდა. მისი ოპტიმისტური ბუნებით ვერ წარმოიდგენდა კიდევ რამდენჯერ მოუხდებოდა იგივე გზის გავლა, როგორ გახდებოდა ყველა თვე მსგავსი, როგორ დაივიწყებდა ყველაფერ სხვას ორსულობის გარდა. პირველ ექიმთან პირველი ვიზიტისას უკვე ჰქონდა იარები მის სულს, შემდეგ იყო უამრავი ექიმი , უთვალავი კვლევა და მედიკამენტი. გრაფიკში გაჩნდნენ საათები წამლებისთვის, მკურნალობაზე დაშენდა ყველა დღე . დრო გადიოდა და სულ უფრო მძიმე ხდებოდა ტვირთი. აღარაფერი დარჩა იმ ქალისგან საყვარელ ქმართან ერთად პირველად რომ გადააბიჯა სახლის ზღურბლს. ბინის რომლის ყველა კუთხე სიყვარულით შექმნეს, ბედნიერება უნდა გამოემწყვდიათ იმ კედლებში და ჯოჯოხეთში აღმოჩნდენ. ჯერ კიდევ გრძნობდა სხეულზე შერჩენილ ქმრის სურნელს, მაგრამ ვეღარ უთბობდა სულს . ხედავდა გზას სიამოვნებიდან ბავშვის ჩასახვის გეგმაზე რომ გადავიდა და მერე რაღაც დროით ერთად ძილი გახდა, ნუგეში რომელსაც სანდრო მისთვის იმეტებდა და არასდროს აჩვენებდა თავად როგორ სტკიოდა. ერთხელაც არ დაუდანაშაულებია, არ უთქვამს შვილის გარეშე ჩვენი ოჯახი დაინგრევაო , მაგრამ მარიამს სიტყვები არ სჭირდებოდა. მისი გონება მეტს ვეღარ უძლებდა, გატყდა და სულიც მთლიანად მოიცვა წყვდიადმა. წამოდგა და საწოლზე კვლავ სისხლის გუბე დაინახა. ზეწარი თეთრი იყო , მაგრამ წითლად აღიქვამდა ,გონებაში ჩარჩენილი მოგონება უცვლელად რჩებოდა. ფანჯრისკენ გაიხედა ისევ, მზე პირდაპირ თვალებში ანათებდა მასთან კი ღრუბელი არ იფანტებოდა. ტიროდა , საკუთარ თავს არა,მხოლოდ მათ ვისაც უყვარდა. გეგმავდა ქმედებას ,რომელიც გათავისუფლებად მიაჩნდა. თავისუფლება საკუთარი თავისთვის და სანდროსთვის. თბილი წყლით სავსე აბაზანაში მშვიდად ჩავიდა, ელვარე ბასრი პირი ჯერ ერთ მაჯაზე გადაისვა და შემდეგ მეორეზე. მასში აღარ არსებობდა გოგონა რომელიც პაწაწინა ნაკაწრის გამოც ტიროდა . წყალი წითლად იღებებოდა, სისხლის სუნს გრძნობდა და გულისცემაც სულ უფრო მეტად მშვიდდებოდა, გაჩერებამდე. _მარო , სად ხარ ? ნახე შენთვის ვინ მოვიყვანე? _ ხმა ესმოდა, მაგრამ ვერ დაინახა მომღიმარი სახით მდგომ კაცს კალათით როგორ მოჰყავდა პაწაწინა ლეკვი. არ დაუნახავს როგორ წაეშალა სახე სააბაზანოში შესვლისას, აღარ ესმოდა მისი ღრიალი და ვერც სინანული მოასწრო,საკუთარი თავისა და მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო. ...................... წყვდიადიდან გამოსვლა დაიწყო, შეგრძნებები უბრუნდებოდა და იაზრებდა , რომ ცოცხალი იყო ,ეს უკვე ნიშნავდა მარცხს. საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მაჯებგადახვეული იწვა ესეც არ გამოუვიდა, საკუთარი ნებით არსებობაც ვერ დაასრულა . უცნობის სისხლის წვეთ _წვეთად , ზანტად მიედინებოდა ვენაში ჩადგმული კათეტერის მეშვეობით და ამის გამოც იგრძნო წუხილი, ერჩივნა ვიღაც სხვას გამოეყენებინა , მას ვისაც სიცოცხლისთვის ბრძოლა ჰქონდა და არა სიკვდილისთვის. ოთახში შესული ექთნის შემდეგ ექიმიც უპასუხოდ დატოვა. ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ესმოდა. საუბრის სურვილი არ ჰქონდა ამ მომაბეზრებელი დიალოგის და მზერის , რომელშიც სიბრლულს ხედავდა, თითქოს რომ ესმოდათ მისი და ამ დროს არავინ იცოდა რა ხდებოდა. თვითმკვლელობის სურვილი მხოლოდ კრიტიკის საგანია, სისუსტის ნიშანი და სხვა არაფერი. ეზიზღებოდა ყველა თეთრხალათიანი, საავადმყოფოს სუნი გულს ურევდა, იქაურობა სულს უხუთავდა . წარმოიდგინა როგორ გავიდოდა იქედან, დაუბრუნდებოდა გარემოცვას რომლისთვისაც უშვილოსთან ერთად თვითმკვლელიც იქნებოდა და სიტყვების ნაცვლად კივილი წასკდა. საიდან ჰქონდა ძალა არავინ იცოდა,გაფითრებულს ჯერ კიდევ რომ ვერ შეუვსეს დაკარგული სისხლის რაოდენობა და ვერ დაუბრუნეს ორგანიზმს წონასწორობა , როგორ შეეძლო ასეთი ხმით ყვირილი. მის შეჩერებას ორი ადამიანი ცდილობდა, შემდეგ კი დამამშვიდებელი გაუკეთეს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა, ბურუსმა შთანთქა სივრცე. მეორედ რომ გაიღვიძა ხელები საწოლზე ჰქონდა მიბმული , ფიზიკურად ვერაფერს გრძნობდა , სულს არ უამებდა წამლები. თვალი ერთ წერტილს გაუსწორა , არც აპირებდა სხვაგან გახედვას და ოთახის შესწავლას ,სუსტად მოსული ნაცნობი სურნელი რომ არ ეგრძნო , სუნთქვის ხმა არ გაეგო ... შუაღამე იყო მას კი სავარძელში ჩასინებოდა, ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა,თითქოს ის დააბრუნეს საიქიოდან . ქალს რომ გულისცემა აუჩარდა და ცრემლებმა იწყეს სვლა იმ წამს შეეცვალა სუნთქვა, იგრძნო, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დამფრთხალმა გაახილა თვალები. ისე გასწორდა და წამოდგა გეგონებოდათ გასაქცევად ემზადებაო , სიზმრებიც არ აძლევდნენ მოსვენებას, შიში გაჰყოლოდა ძილშიც. ქალის მზერას გადააწყდა , დრო დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ ნამდვილი იყო და არა სიზმარი _სანდრო _ხმა აღარ ჰქონდა, ან თავად ვერ გაიგო . პატიება უნდოდა ეთხოვა ის კი ისე უყურებდა თავიდან უჩენდა სიკვდილის სურვილს _აღარასდროს სცადო ჩემი დატოვება ! გეფიცები ყველა ჯერზე გადაგარჩენ და მერე გადაგატანინებ ამ ტკივილს _ გაყინული ჰქონდა ხელები , ცრემლები შეუმშრალა ,არეულ თმაზე მოეფერა და მერე დამსკდარ, ტკივილისგან დაკბენილ ტუჩებზე ნაზად შეეხო _უჩემოდ სიკვდილი არ შეგიძლია ...უფლება არ გაქვს მიმატოვო . ................. -არავინ მჭირდება , არაფერს ვეტყვი, სახლში წამიყვანე- ექიმის დანახვისას ქმარს უთხრა და წამოჯდომა სცადა. სუსტად გრძნობდა თავს, ფერმკრთალი, ჩაშავებული თვალებითა და გადახვეული მაჯებით . წამლების მოქმედების ქვეშ მყოფი აზრებსაც ვერ ალაგებდა ნორმალურად _სანდრო, გთხოვ _ხომ შევთანხმდით, გაუმჯობესდება შენი მდგომარეობა და წავალთ _ფსიქიატრთან საუბრები არ მჭირდება...არავინ მინდა შენს გარდა _მე აქ ვარ , დავრჩები გინდა? ორივე ერთად ვესაუბროთ _არაფერს ვეტყვი ... არაფერი მაქვს სათქმელი _ისევ დადო თავი ბალიშზე, ფრთხილად გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. რამდენიმე დღე გაგრძელდა ასე. ფსიქიატრთან საუბარს არ იწყებდა. სანდრო მიდიოდა და მასაც სულ რამდენიმე სიტყვას ეუბნებოდა. სხვას არავის იღებდა, არც დედას რომელიც ცრემლებითა და საყვედურებით ახრჩობდა , არც მამას წლები რომ დასტყობოდა იმ მცირე დროში. და_ძმისა და მეგობრების შესვლის დროსაც არ ჰქონია რეაქცია. _ხვალ წავალთ..._საღამო იყო სანდრო რომ შევიდა ჩაბნელებულ პალატაში. საწოლის გვერდით დაჯდა და თავზე აკოცა_მაპატიე , სამსახურიდან გამოსვლა ვერ მოვახერხე _ეფერებოდა, ნაზად კოცნიდა ლოყაზე და მერე ტუჩებზეც შეეხო _მიყვარხარ _არავის ნახვა მინდა ... _დედაშენიც არ მოვიდეს? ძალიან ნერვიულობს, ცოდოა _არ მინდა ... არავინ მინდა . არ მოვკვდი და ნუ მტირის _კარგი, შენ როგორც გინდა _ თავი დახარა და ხელზე აკოცა _ არ ინერვიულო , ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი _მაშინ მადროვე მოვკვდე _ერთად მოვკვდეთ, გინდა ? შენ რომ არ იქნები მეც არ ვიქნები! _დედები ცოცხლობენ შვილების სიკვდილის შემდეგ ... შენც გაუძლებ უბრალოდ დამივიწყე _უფრი მაბრაზებ თუ მტკენ არ ვიცი უკვე თუ არ დამეხმარები მარტო როგორ მოგერევი ვერ ვხვდები... შენთან ომის ძალა თუ უნდა მეპოვნა ოდესმე არ მეგონა . შენი სიყვარული ვიცი, შენთან დაპირისპირება არა -დანებდი, დამტოვე , დამივიწყე -ჩემ მარიამს დავიბრუნებ და მერე ისევ დავისვენებ მთლიანად შენზე მონდობილი ჩვენი ცხოვრებით...- ძლივს უძლებდა მის ამ მდგომარეობას. გამოუძინებელი,მშიერი, სტრესისგან გამოფიტული ფეხზე დგომას ძლივს ახერხებდა . სამსახურშიც მარიამის თვალები ეჩვენებოდა, მისი უმეტყველო სახე და ეკლებზე მჯდომი განაგრძობდა დღეს მის ნახვამდე , არ ტოვებდა შიში იმის,რომ ვერ მოერეოდა თავს დამტყდარ ამ გამოცდას. მომავალი მთლიანად ბურუსში იყო ჩაკარგული, წინ ვერაფერს ხედავდა. მანქანამდე ძლივს მივიდა, საჭესთან დაჯდა, სუნთქვა უჭირდა სანამ არ ატირდა . პატარა სარკე ირეკლავდა კაცის გამოსახულებას, მის სახეზე აღბეჭდილ სევდას,სულში გაჩენილ იარებს და გაუსაძლის ტკივილს. ემოციური კრიზი ჰქონდა, დიდი ხნის მოთმინებისა და გამძლეობის შემდეგ ზღვარზე აღმოჩნდა. დრო გავიდოდა, გათენდებოდა ახალი დღე და მარიამს სახლში წაიყვანდა. მერე კი ერთადერთი მიზანი დარჩებოდა, მისთვის ნამდვილი სახის დაბრუნება და მასთან ერთად საკუთარი თავის. .................... დილა ისე დაიწყო თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო. პალატაში გაღიმებული შევიდა, ჩვეულებისამებრ მოეფერა, დააიგნორა მისი უარყოფა და მაინც აკოცა. ჯერ კიდევ მტკივნეულ მაჯებზე მოეფერა, ჩაცმაში დაეხმარა და საყრდენად ექცა ეტლით გადაადგილებაზე უარის თქმის შემდეგ. -ხომ არავინ დაგვხვდება -გავაფრთხილე -წამლების დალევას არ ვაპირებ ,იცოდე მკურნალობები დავასრულე-იატაკს დაჰყურებდა, ირგვლივ არავის და არაფერს უყურებდა მხოლოდ ერთხელ გასწორდა და მაშინაც უზარმაზარ სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუსწორა მზერა. სანდროს გვერდით რამდენჯერ მდგარა ბედნიერი და უბედური , მერამდენედ იყო დაცემული , ბოლოს როდის გაიღიმა, როდის გაანათა -სახლში ვისაუბროთ რას აღარ დავლევთ არასდროს და რას ვუმკურნალებთ -არაფერს ,სანდრო! არ შეუძლიათ ამათ ჩემი შველა , ყველაფერი დასრულდა -დასრულდა ცხოვრების გამწარება... ნამდვილად დასრულდება ჩემი და შენი უბედურება. რაც გვაქვს ვიცხოვრებთ იმით, ერთმანეთით დავტკბებით და დავჯერდებით ერთად ყოფნას ! -შენი სულელური ოპტიმიზმი გულისამრევია- განზრახ ტკენდა, ისე იწყებდა მოქცევას როგორც არასდროს. მის გონებაში არსებული დემონი ახალ სვლას იწყებდა -დაჯექი, სახლში წავიდეთ - ღრმად ჩაისუნთქა, მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში დაეხმარა. მთელი გზა არაფერი უთქვამს, ისე იჯდა თითქოს უცნობთან ერთად იყო. სანდროს უჭირდა, ზღვარზე იყო, წამით ისე აირია გამოსახულება,რომ არა საცობში გაჭედვა ალბათ ორიენტირების უნარიც აღარ ექნებოდა -თავის მოკვლის მცდელობის გამო მე გამიბრაზდი და შენ რას აკეთებ...- ვერ მოითმინა, ხედავდა და გრძნობდა ყველა მის მძიმე მომენტს . წყალი მიაწოდა და სახეზე შეახო გაყინული თითები - სანდრო -მიყურე და ისიამოვნე, ასე იქნება სანამ ცხოვრებას არ დაუბრუნდები -ჩემზე დამოკიდებული არ ხარ! ცოლებს შორდებიან, ღალატობენ, ცხრა ჰყავთ... მოიშორე ეს მიჯაჭვულობა -შენ მოიშორე ყველაფერზე უარის თქმის გადაწყვეტილება ! -ჩემთან ერთად აპირებ სიკვდილს? -შენთან ერთად ვაპირებ ცხოვრებას -აპირებდი, ვაპირებდით , მაგრამ -რა დროც დავკარგეთ, გაგვექცა და ვერ დავაფასეთ ისიც საკმარისია. მორჩა უკვე, არ გვეყოლება შვილი? დაე ასე იყოს ! -შენ ხომ გინდა , შენ -მე მინდიხარ შენ და მინდა მშვიდი, ბედნიერი ცხოვრება ... უამრავი რამაა რითაც შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები ,სამყაროა ჩვენს წინ -სამყაროაო ამბობ და მე ვერ მანებებ თავს -შენი სიჯიუტის ამ ხარისხს არ ვიცნობდი...მართლა შეუძლებელი ყოფილა ადამიანის ყველა სახის ბოლომდე შეცნობა- ამოიიოხრა და გზა განაგრძო. ბინაში შესვლის წამიდან საძინებელში გამოიკეტა. დაწვა და ადგომაზე ფიქრიც არ მოსვლია. სანდროს გამოცდას უტარებდა , მის ნებისყოფას ცდიდა დღეების განმავლობაში და ისიც არ ნებდებოდა, ერთი და იგივე წრეს გადიოდა _მითხარი რა გინდა და ყველაფერს მოვიტან ... სულ ცოტა დაფიქრდი _არ მშია . მეძინება. ჭამე , თორემ ჩემზე ცუდად გამოიყურები _ასე ნუ მექცევი მარიამ საკუთარი თავი თუ არა მე მაინც შემიცოდე _როდის დანებდები _ელოდები , რომ მომბეზრდება და დაგტოვებ? შენ მართლა გაგიჟებულხარ თუ გგონია, რომ ამ ჭირვეულობებს ვერ ავიტან და წავალ _წახვალ, ბოლოს მაინც წახვალ , ტყუილად კარგავ დროს _მაინც სად მიშვებ , რომ ვიცოდე რას წარმოიდგენ _ჩემგან შორს _გინდა ერთად წავიდეთ სადმე , საერთოდ ამ ქვეყნიდან წავიდეთ. მარტო მე და შენ , ყველასგან შორს _და ჩვენი უდიდესი ოჯახი თუ არ იქნება დამავიწყდება , რომ უშვილო ვარ ? _ჩემ ადგილას რას იზამდი, ყველაფერი პირიქით რომ იყოს _მე აქამდე არ მივიყავნდი საქმეს... მაშინვე დაგშორდებოდი _რა სისულელეა ... _არ მოგეწონა პასუხი? გგონია დავრჩებოდი კაცთან რომელიც მთელი ცხოვრების ოცნების ასრულებაში შემიშლიდა ხეელს? არ ვამბობ, რომ მარტივი იქნებოდა, მაგრამ ამდენს ნამდვილად არ ვიფიქრებდი _შენ გგონია მე ვფიქრობ? მე ვფიქრობ ოდესმე დაგშორდე იმის გამო რომ შვილის გაჩენას ვერ ახერხებ? შემომხედე და ის პასუხი გამეცი რასაც ნამდვილად ფიქრობ და არა ის რასაც შენი ტვინი ჩემ გასაგიჟებლად იგონებს _ ნამდვილად გააგიჟა , თვალები სულ დაუწითლდა, კანში ვეღარ ეტეოდა ბრაზი და ტკივილი ერთროულად ჭამდა _ბოლოს ძალადობამდე მივალთ... გაგანადგურებ , აღარ იქნები ის კაცი ვინც მიყვარს და ისე შეგძულდება შენც საკუთარი თავი როგორც მე. ვერ ხვდები რამდენად ტოქსიკური ვარ ? შენ ხომ არ გინდოდა ჩემნაირი ქალი გვერდით. დავშორდეთ ! _არასდროს! სიკვდილს არ მივცემ უფლებას ჩემგან წაგიყვანოს და შენს გონებაში ჩაბუდებულ ეშმაკს ხომ საერთოდ. კარგად გიცნობ, ვიცი რა პროგრამაც აამუშავე. არ მეგონა ოდესმე ჩემ წინააღმდეგ თუ გამოიყენებდი ხასიათის ამ ნაწილს , მაგრამ კარგი ... ვნახოთ ბოლოს ვიც გონება აჯობებს და ვინც დანებდება . არ გინდა ჭამო? კი ბატონო არ ვჭამოთ _მალე გამოცდა გექნება...შიმშილს აპირებ და სირბილის დროს ჩაჭრას? სხვას ხომ მითუმეტეს ვერაფერს შეძლებ. გაგიჟდი? ამდენი წლის შრომა წყალს გინდა გაატანო? _ ჯერ გადაბრუნდა, მერე საწოლიდან წამოდგა და ქმარს, რომელიც პირველუ სართულისკენ დაიძრა, უკან მიჰყვა.გელაპარაკები და მიპასუხე, სულ არ აზროვნებ? ყველაფერი გინდა გაანადგურო ? ჩემსავით ფსკერზე დაეშვა? _ერთ სულ და ხორც ხომ ვართ ... ხოდა იქ ვიქნები სადაც შენ. აქამდე თუ ორივე ერთად ვცდილობდით ყველაფერი მიგვეღო ამ უსამართლო ცხოვრებისგან ახლა ერთად დავნებდებით. გინდა თავი მოიკლა? მეც შენთან ერთად გავაკეთებ ამას. გინდა ყველაფერზე უარი თქვა? მეც არაფერი მინდა ! შენ ხარ ყველაფერი , შენ ხარ და არა რომელიმე თანამდებობა , რომელიც დღეს არის ხვალ არ იქნება. მე შენთვის ვიბრძოლე მხოლოდ, შენ ხარ ჩემი მიზანი _იმედია ლუკმებს არ დამითვლი და ზუსტად იმდენს არ შეჭამ _შენგან განსხვავებით მეხსიერება არ დამიკარგავს, მახსოვს ჩიტივით რომ იკენკები _და ჩიტს სულ არ ვგავარ _გავხარ , აი ახლა ზუსტად ჩიტის ჭკუა გაქვს _შეურაცხყოფას მაყენებ ? _მე რა ვიცი, შენ ხომ არაფერი გადარდებს და გაქვს რეაქცია? _გეყოფა _მე კი არა შენ გეყოფა ... საერთოდ მე რატომ ვამზადებ ? სუფრა მაინც გააწყვე, დავიღალე რა უთანასწორობაა _დაიღალე და იმიტომ ამოქმედდი ? _თუ არ გრცხვენია , როგორ მაინტერესებს _კი , ცხოვრება დაგინგრიე და მრცხვენია _მაგიდაზე თეფშები დაალაგა და მისი გამზადებული კერძები მიიტანა. იმდენი რამ ჰქონდა ზოგიც ნაყიდი , ზოგიც სახლში მისივე ხელით გაკეთებული , მაცივრის და კარადების გაღებისას. ხელებს დახედა, ნაკერების კვალს მაჯებზე დროის გასვლის მიუხედავად რომ დარჩნენ დანაშაულის მოგონებად. უკანასკნელი მოთმინების ძაფი გაწყდა, თავი ვეღარ შეიკავა და წამის შემდეგ მის მკერდზე მიყრდნობილი ქვითინებდა _დამშვიდდი, ისუნთქე , ისუნთე თორემ ასე გონებას დაკარგავ ... გემუდარები, თუ სულ ოდნავ მაინც გიყვარვარ ასე ნუ გვექცევი , მე და შენ ნუ გვიკეთებ ამას _ იხუტებდა და გაყინულ ხელებს უკოცნიდა მერე ცრემლებს უმშრალებდა , თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა _ ჩემ გამო , ჩემი სიყვარულისთვის ... გაიაზრე , უშენოდ არ შემიძლია ! _დავიღალეე , რატომ არ გესმის , ვეღარ ვუძლებ , არსებობასაც კი და შენ არ მაძლევ უფლებას დავასრულო _მარტო არ ხარ , მე ვარ შენზე დამოკიდებული და თვითმკვლელი კი არა მკვლელი იქნები თუ თავს კიდევ რამეს ავნებ ! _კარგი , გპირდები თვითმკვლელობას აღარასდროს ვეცდები ! _არ მჯერა შენი , სანამ ექიმთან არ მიხვალ, სეანსებზე არ ივლი და საბოლოოდ არ დაამარცხებ დეპრესიას . შენი მჯერა , შენი დეპრესიის არ ! _უაზრობაა ადამიანთან საუბარი ვისაც შენი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია და არც ადარდებს, უბრალოდ მისი სამსახურია მოუსმინოს ჩემნაირ ათასს _შენც არ გადარდებს ბავშვი რომ არ სწავლობს და წიგნის ნაცვლად ვიღაცისკენ მიმართული დანა რომ უჭირავს ? ასე რომ ჯდება ამ ფიქრებით შენთან კლასში შენც უბრალოდ მოვალეობას ასრულებ როდესაც რჩევას აძლევ? მეც არ მაინტერესებს სამართალუ უბრალოდ ვიჭერ დამნაშავეებს და სულ არ მაღელვებს მსხვერპლი მიუხედავად იმისა, რომ დროს ვერ ვუბრუნებ და შედეგს ვერ ვაქრობ? მშინ გავაქროთ ყველა პროფესია , დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის და ბოლოს რა იქნება? სამყარო განადგურდება ! _ისევ ეხვეოდა, თავზე კოცნიდა და მისი სურნელიც კი არ იყო ჩვეული. სხვა ქალი ჰყავდა თოთქოს გვერდით,გონებისთვის უცნობს გული ცნობდა _იყოს ისე როგორც გინდა , მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს დაიწყებ მას მერე რაც მე დავუბრუნდები ჩემ რუტინას _შენ დამიბრუნდი და მე ყველაფერს მივხედავ _ საყვარელ ტუჩებს , რომ შეეხო და ქალმა არ მოიშორა იქ იყო შვების პირველი ამოსუნთქვა. ........................................ -შენებთან წავიდეთ ... ვახშამს ამზადებს ხათუნა , ყველანი იქნებიან, გველოდებიან- სიანსის დასრულების შემდეგ მანქანაში ისხდნენ. საცობში ყოფნა დიდხანს მოუხდებოდათ , საკმარისი დრო ჰქონდათ გადაწყვეტილების მისაღებად _დაღლილი ვარ და არ მაქვს ადამიანების სიბრალულთან გამკლავების ძალა _ყველას უყვარხარ , კი არ ებრალებით უბრალოდ უნდათ რომ კარგად იყო. ცოდოა ხათუნა _ხო რა თქმა უნდა , ქორწინებიდან ერთი თვის შემდეგ რომ დაიწყო ყველა საუბარში კითხვის დასმა ორსულად ხომ არ ხარ და გადავიდა ორსულად ისევ არ ხარ , დავიღუპეთში მაშინაც ვუყვარდი . სულ ვუყვარვარ, უბრალოდ ვერ იაზრებდა ისე მანადგურებდა იმის გაუაზრებლობით, რომ ყველას მასსავით არ შეუძლია 4 ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა, სქესის არჩევა ორულობის დროს და კიდევ რამდენი აბორტი გაიკეთა ვინ იცის ... ჩემი დების წუწუნის მოსმენის თავიც არ მაქვს, ბავშვები რომ დარბიან და ეს აწუხებთ თითქოს ბავშვი კი არა მეცნიერია და დინჯად უნდა იმუშაოს, ჩემი რძალი ხომ საერთოდ , იმაზე წუწუნებდა რომ ბიჭი ვერ გააჩინა და ჩემი ძმა მესამეზეც ითანხმებდა ,...რა მინდა ეგოისტ ადამიანებთან რომელთაც საერთოდ არ შეუძლიათ თავი შეიკავონ და რომლებმაც მიმიყვანეს ამ მდგომარეობამდე თანადგომის ნაცვლად უაზრო ზეწოლით ... სასაცილოა ჩვენს დიდ ოჯახში ქალების პრობლემა ისაა რომ დაუგეგმავად ორსულდებიან და გაჩენა ეზარებათ , გაზრდა ხომ საერთოდ თითქოს ბავშვზე უმანკო არსება არსებობდეს და თავად არ ზრდიდნენ ისეთს როგორებიც არიან . მე ვარ თეთრი ყვავი და ვრჩები სამუდამოდ ... _ასეთები ვართ . ჩვენ მათი პრობლემების გააზრება არ შეგვიძლია მათ ჩვენი... ეს უბრალოდ ადამიანური სისუსტეა და მათი მხრიდან გამოვლენილი უკულტურობა _რამდენჯერ _თუ არ იკონტაქტებ ეს დამატებით სტრესს შექმნის, შინაგანად მოგენატრებიან, დააიგნორებ და ტვირთად დაგაწვება _სხვა დროს წავიდეთ... ან დედაშენი ნახო სჯობს. როდის იყავი მასთან ბოლოს, მარტოა _რა ვქნათ ჩემები ყველანი გაიქცნენ ქვეყნიდან და მე დავრჩი მხოლოდ _შენ კი მე მოგაშორე ყველას და ყველაფერს -რამდენი თერაპიის შემდეგ შეეშვები თვითგვემას ნეტავ? უნდა დამეჯერებინა ბებიასთვის, ექიმი რომ ვიყო გამომადგებოდა ახლა -ბებიას შენთვის ვიღაც გოგო რომ ჰყავდა ის შეგყვარებოდა სჯობდა, ექიმობაც არ დაგჭირდებოდა ჯანმრთელი ცოლი თუ გეყოლებოდა -ჯანმრთელი ხარ შენც , სტრესი რომ არ მოქმედებდეს და არ გვაგიჟებდეს -რაღაც ცუდად აცემინებ ... სურდოც გაქვს . ვირუსია რამე თუ გაცივდი ნეტავ- შუბლზე მიადო ხელი და მერე ინსტიქტურად აკოცა , შეჩვეული იყო მსგავს მოფერებას- ანტივირუსული ჩაი იყიდე, დღესვე თუ დალევ მალე გამოჯანმრთელდები -ერთს თუ მაკოცებ კიდევ სხვა არაფერი მინდა -გზას უყურე , ჩემი კოცნა გრიპის წამალი არ არის -გულის ხომ არის - მისი მტევანი იპოვნა და ხელზე აკოცა -ჩემი გემრიელი -ნუ ჩემ წონას თუ გავითვალისწინებთ , ფუნთუშას კი ნამდვილად ვემსგავსები ... წადი დედაშენთან, დარჩი ერთი ორი დღით, დაგაპურებს დაგამსგავსებს ადამიანს, ნუ კი გამომლანძღავს ,მაგრამ არაუშავს -ტყუილად აბრალებ... -შენთან არ ამბობს თორემ გული რომ აქვს გასკდომაზე ხომ ვიცით ორივემ ... -საკმარისად ჰყავს შვილები და შვილიშვილები -შენგანაც უნდოდა ორი-სამი ბავშვი -საერთოდ ავკრძალოთ ბავშვებზე საუბარი ... საუკუნეა სხვაზე არაფერზე ვლაპარაკობთ -შეყვარებულობის დროს ვილაპარაკეთ ყველაფერზე...რატომ აჩერებ -ჩვენ კაფეში დავლიოთ ჩაი, მოუხდება ამ ამინდს -გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ- უნდოდა უარი ეთქვა, მაგრამ ნათელმა ნაწილმა აჯობა. გული შეეკუმშა ძველი ,საყვარელი ადგილის სტუმრობისას. სულ ცოტა სჭირდებოდა სანდროს მისგან, ნახევარი ნაბიჯი და დანარჩენს თავად გააკეთებდა. .......................... მაჯებს დაჰყურებდა, სამუდამოდ დარჩენილ იარებს,რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე შეახსენებდნენ იმ დღეს. ისევ განაგრძობდა ცხოვრებას,თერაპია და მედიკამენტები შედეგს აგრძნობინებდნენ, მაგრამ შინაგან ტკივილს ვერ გაუქრობდნენ, ფაქტი ფაქტად რჩებოდა. იწყებდა ცხოვრების ნაწილს სადაც განაგრძობდა არა ბრძოლას უშვილობის წინააღმდეგ არამედ მიღებას მდგომარეობის ,მასთან შეჩვევას და ცხოვრების ამ მოცემულობით გაგრძელებას. -გუშინ მაღაზიაში ვიყავი ლეკვისთვის საყელური დავინახე და გავიაზრე,რომ სახელი არ აქვს ... რა დავარქვათ? - უკან ადევნებული პატარა ცელქი ძაღლი ხელში აიყვანა და სასაცილო სახით შეხედა- მარიაამ, მისმენ? -შენია და სახელიც შენ დაარქვი -ჩემია რას ნიშნავს? შენთვის ვიყიდე და საერთოდაც ყველაფერი ჩვენი არ არის? - ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე ლეკვი ახლოს მიუყვანა- ნახე რა საყვარელია -იქნებ შენს დისშვილებს აჩუქო -კარგი რაა, ვუყვარვართ უკვე ,როგორ გავაჩუქეო -ეფერებოდა და მარიამის მზერაც თან მიჰყვებოდა -როგორ შეგიძლია -რა -ამხელა კაცს ასე ბავშვივით გულწრფელი სიყვარული -უსაყვარლესია, ეს როგორ არ უნდა გიყვარდეს -ხოდა დაარქვი სახელი -ყველა სახელი ბანალურია... რთულია -არსად გეჩქარება -კარგიი რაა, მომეფერეო გთხოვს შენ კიდევ როგორ უგულოდ ექცევი -შვილის ნაცვლად ცხოველები არ მინდა სანდრო _ბავშვი ვიშვილოთ-რამდენიმე წამი უყურებდა და პასუხს ელოდა-ჩვენი იქნება, ჩვენ გავზრდით და შევცვლით მის ცხოვრებას _რამდენი წელი უნდა ვიყოთ რიგში იცი? გგონია 60 წლის ასაკში შევძლებ ვიყო ვინმესთვის ნორმალური დედა? ჩემ ფსიქიკურ მდგომარეობას ვერ ხედავ? ამ გარემოში აყვანილი ბავშვის დაცვის უნარიც არ მაქვს უკვე ... ეგოისტი ვერ ვიქნები და ვერ დავუნგრევ ცხოვრებას სხვის გაჩენილ ბავშვს _ხომ შეიძლება კანონიერი მეურვე გავხდეთ , 18 წლამდე იქნება ჩვენთან ... იმდენი ბავშვია _რა გინდა სანდრო , ჩვენს ოჯახებს არ იცნობ ? საიდან მოვიყვანო ახლა სხვისი ბავშვი და მისი გაზრდა დავიწყო. შვილის გაჩენის უნარი გაქვს , მხოლოდ ერთი ნორმალური ქალი გჭირდება და მორჩა , მამა გახდები 9 თვეში ... მთავარია ლოთი და ნარკომანი არ იყოს _შენ მართლა გაგიჟდი... _ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ ...შენ შვილს შევიყვარებ და გავზრდი ისე როგორც ჩემსას . ან თუ ისეთ ქალს იპოვნი ვის შეყვარებასაც შეძლებ შენი ცხოვრებიდან წავალ _სად წახვალ, ისევ თვითმკვლელობაზე ფიქრობ? _არა , დამშვიდდი _რა დავმშვიდდე მეუბნები წადი ქალი იპოვნე , დააფეხმძიმე და ბავშვი მომიყვანეო _ხო, სიგიჟეა გაგიჭირდება ისეთი ვინმეს მოწონება ვინც ბავშვს დატოვებს ... ამიტომ უბრალოდ ეცადე მოგეწონოს იმათგან რომელიმე ვისაც უყვარხარ _აი თურმე რა, ეჭვიანობა დაიწყე? საინტერესოა ... ვისზე ეჭვიანობ , მარიამ? _ ზურგით მდგომს წელზე შემოხვია ხელები და ყელში აკოცა _ ვინ არის შენი განრისხების მიზეზი? _კოცნიდა სანამ ქალი არ გაეცალა _არავინ ... სამსახურში დააგვიანებ _არ დავაგვიანებ... _არ მინდა, სანდრო მერე უნდა ვიბანაო ძილი მომინდეს, მთელი დღე გათიშულმა ვიარო . ათასი საქმე მაქვს _კოცნის უფლებაც არ მისცა ოთახიდან ისე გავიდა -ყველა გაკვეთილი დათმე და სკოლაში ისევ აპირებ წასვლას? _სკოლიდან უნდა წამოვიდე... საბოლოოდ _რატომ ? შვებულება გქონდეს მერე გაკვეთილებს გაინაწილებ ახალი სემესტრიდან .რამე მოხდა? _არაფერი ... სხვა ადგილი ვიპოვნე. კერძო სკოლაში უკეთეს პირობებს მთავაზობენ . ახალი გახსნილია და გაკვეთილიც მეტი მექნება ... დაწყებითების გამოცდაზე დავრეგისტრირდი ,ჩავაბარებ და პატარებს ვასწავლი_არ უყურებდა ისე აცნობდა გადაწყვეტილებას _შემომხედე მარიამ _მაჯებზე შემოხვია თითები და გააჩერა_ბავშვებისთვის სწავლება როდის გადაწყვიტე _ხომ ვაპირებდი _რას აპირებდი, სულ მაღალ კლასებში შედიოდი ... გიყვარს ყოველ წელს სხვადასხვა ადამიანებთან ერთად მსჯელობა უამრავ ლიტერატურულ ნაწამოებზე . შენი გაკვეთილი მაინც არ მქონდეს ნანახი, როგორი ხარ ამ დროს. ან სკოლას რა მიზეზით ტოვებ, წლებია იქ ხარ, ჩვენი ამბავი იქედან დაიწყო . ისე გრძნობდი თავს როგორც თევზი წყალში _თავიდან დავიწყოთო ხომ მითხარი ... ვერ დავიწყებ , ვერც დავივიწყებ ჩემ უბედურებას იქ თუ დავრჩები სადაც ყველამ ყველაფერი იცის და სადაც ჩემი დანახვისას მე კი არ მხედავენ თვითმკვლელ , უნაყოფო ქალს , რომელიც ებრალებათ . ისევ ისე მხიარულად რომ დავიწყო დღე როგორც ადრე , გიჟად შემრაცხავენ... მე ხომ მევალება , რომ ცუდად ვიყო და არაფერი მიხაროდეს იმის ფონზე რაც მჭირს და რაც დაგმართე. თინეიჯერბიდან ბავშვებთან გადასვლა იმიტომ მინდა , რომ მათი ემოციები მჭირდება ... ისინი სხვანაირები არიან , მარტივები, ადამიანურები, მეტად კეთილები და მეამიტები . მათთან არაა ის პრობლემები რაც მოზრდილებთან და მე ახლა არ მაქვს თინეიჯერების პრობლემების მოგვარების ძალა _დარწმუნებული ხარ ,რომ სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში შეგიძლია ყოფნა? _ სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია, ლოყაზე ეფერებოდა და მერე თავზე გადავიდა. ისე უყურებდა მარიამს გასაქცევი გზა მოუჭრა _ პატარებთან არ გეტკინება ? -მე უკვე ისეთი ასაკი მაქვს ყველა ასაკის სკოლის მოსწავლის დედად შეიძლება ვიგრძნო თავი... ჩემ კლასელის შვილს ოფიციალური შეყვარებული ჰყავს უკვე -მარიამ ,შემომხედე და მითხარი რომ კარგად ხარ -როგორ გითხრა,რომ კარგად ვარ როცა შენც არ ხარ კარგად ... ვცდილობ , მართლა ვცდლობ შენ გამო და ახლა ვთვლი რომ სიახლე მჭირდება. მინდა გადავერთო ბავშვებზე და მათთან სწავლების მეთოდებზე -კარგი , მაშინ დაიწყე მზადება... მალეა გამოცდა? -ერთ თვეშია ... _ადგილი როგორ იპოვნე ჯერ გამოცდაც არ გაქვს ჩაბარებული _ერთ საღამოს ჰკითხა და წიგნი გვერდზე გასწია _ მომაქცევ ყურადღებას თუ დავიძინო ... ხვალ ვერ გნახავ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს _სკოლის მფლობელს ვიცნობ, შემთხვევით შევხვდი და დავთანხმდი _ეგრე რატომ არ მითხარი თავიდანვე _რა მნიშვნელობა ჰქონდა _არ მიყურებ _აჰა , გიყურებ , მერე? _რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით თითქოს გაღიზიანებ, ვერ მიტან და ერთი სული გაქვს როდის მომიშორებ _როგორ გინდა რომ გესაუბრო 10 წელია შენთან ვარ _მერე რა , ამიტომ უნდა გაღიზიანებდე? _იმდენ კითხვას მისვამ სახლშიც სამსახური გგონია _იქნებ იმიტომ რომ მეშინია კიდე რამე არ მოიფიქრო ისეთი , რომ ჭაობში აღმოვჩნდეთ _აღარ მენდობი ... დაიღალე , ცუდად ხარ, სტრესში ვართ ორივე . ნეტავ რაა კიდე საჭირო განქორწინებისთვის ასე მშვიდად როგორ ამბობ ყველა ჯერზე...ერთხელაც დაგთანხმდები და მაინტერესებს რას გააკეთებ . უკვე ეჭვი მეპარება შენს სიყვარულში მაინც გააბრაზა, ატკინა და ისე გაუშვა . არ დალაპარაკებია, წიგნი აიღო და კითხვა განაგრძო. თემაც გადაავიწყა, გამოცდის ჩაბარებამდე არ იცოდა სანდრომ მარიამი ვის სკოლაში იწყებდა მუშაობას _ჩავაბარეე _ეჭვიც არ მეპარებოდა _ მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ახლა შვებულებას ავიღებ . სულ მალე , ერთ საქმეს დავხურავ და მორჩა წავიდეთ დავისვენოთ. მზე, ზღვა , თოლიები , საღამოს სანაპიროზე სეირნობა _გეგმებს აწყობდა და თან გაბრწყინებული სახით დაჰყურებდა , კაბის ნაჭერს ნელ_ნელა სწევდა მაღლა , მაგრამ არ გამოუვიდა . ტელეფონის ზარმა დაავიწყა ყველაფერი _გისმენ... _გამარჯობა , მარიამ ... როგორ ხარ ? _კარგად , გმადლობ _პასუხები ნახე ალბათ და დარწმუნებული ვარ ჩააბარე . გილოცავ _გმადლოობ , სექტემბერიდან თანამშრომლები ვიქნებით _შესანიშნავი ამბავია... აღსანიშნი. კვირის ბოლოს დაბადების დღე მაქვს , გეპატიჟები და უარს არ მივიღებ. ყველანი იქ იქნებიან, გაიცნობ კოლეგებს _სანდროს შორიდან ესმოდა ხმა , მაგრამ კარგად არჩევდა სიტყვებს ამ დროს კი უკვე ახლოს იდგა და სახეზე ეტყობოდა ყველა ემოცია _გმადლობ , ვეცდები მოვიდე _ნუ ეცდები, უბრალოდ მოდი და გამახარე შენი სტუმრობით . შეგეხმიანები კიდევ ერთხელ , დეტალებთან დაკავშირებით _ნახვამდის ... მადლობა ყველაფრისთვის _მადლობებზე უარი ხომ ვთქვით მარიამო მე და შენ ? _დამავიწყდა ეგ შეთანხმება _ბევრი რამის გახსენება მოგვიწევს მე და შენ _ნამდვილად , დიდი დროა გასული _მე ყველაფერი მახსოვს ... _შეხვედრამდე _როგორც იქნება გადადო მობილური და სანდროს ურეაქციოდ ახედა _მე არ ვუსმენ შენს საუბრებს _შენ გადმოდიხარ შეტევაზე? რა საოცრებაა ჩემთან სულ ასეთი სახით საუბრობ და ამ ვიღაცამ რომ დაგირეკა კარგად გაიბადე , მშვენივრად ენაწყლიანი იყავი _ჩემ დეპრესიულ განწყობას სამსახურში ვერ გავაცნობ ხალხს _ის მხოლოდ თანამშრომელია და მეტი არაფერი? საიდან გიცნობს, ვინ არის ... _ერთად ვსწავლობდით , უნივერსიტეტის დროს გავიცანი _ახლა შეხვდი , მასთან სკოლაში იმუშავებ და გაიხსენებ ძველ დროს. მე სად ვიყავი მაშინ ეგ რომ გეფლირტავებოდა... გასახსენებელი კიდევ რა გაქვთ ნეტავ , როგორ მაინტერესებს _უბრალოდ ვმეგობრობდით _არაფერი ეტყობოდა მაგას მეგობართან საუბრის... ტიპი გეფლირტავებოდა იქედან _რა სისულრლეა ... ძალიან ხარ გადაღლილი , სჯობს დაისვენო _ვაპირებდი დასვენებას და განტვირთვას , მაგრამ ყველაფრის სურვილი გამიქრა უკვე . შენ თუ გგონია ავიტან ვიღაცასთან ამ გაურკვეველ ურთიერთობას და იმით დავიმშვიდებ გულს, რომ ხალხთან კონტაქტი გჭირდება ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად _ეჭვიანობა სრულიად სულელური და უსაფუძვლოა....სასაცილოა უბრალოდ. შემომხედე , რა მოიგონე . ადრე შეიძლება მოვწონდი , მაგრამ ახლა ? _ახლა რა გჭირს ნეტავ ... რა შეუშლიდა ხელს თან რომ აღიარებს ადრე მოვწინდიო... დარწმუნებული ვარ რომ ვანხავ გამახსენდება ვინ არის _რა მჭირს? შემომხედე , ვგავარ იმ გოგოს ქორწილამდე რომ ვიყავი ? _ახლა ქალი ხარ , როგორ გინდა რომ გამოიყურებოდე როგორც 17 წლის ბავშვი? ულამაზესი ხარ , სექსუალური და სულ სხვა, განსხვავებული შარმი _თუ ღმერთი გწამს , რომ იტყუები თვალებში მაინც ნუ მიყურებ და შეეშვი ან სულელურ გამოხტომებს. ისედაც ტოქსიკურები ვართ, ეჭვიანობას ნუ დავიმატებთ ... ყოველ შემთხვევაში შენ საეჭვიანო არაფერი გაქვს . ზუსტად ახლა შეგიძლია თავი შეაყვარო 20 წლის გოგოს _რაღაც ვერ გატყობ ისევ რომ მოგწონდე, გიზიდავდე და გინდოდე _აღარ ვარ 19 წლის , ყველა შენი შეხებისას ვერ გადავშლი ფეხებს _შესანიშნავია ... საერთოდ რატომ მოვდიოდი სახლში. საქმე დამესრულებინა სჯობდა. შენ მე საერთოდ გღლი, ყელში გყავარ უკვე ამოსული და აჰაა, მივდივარ . გაიხსენე ძველი დრო და ის კაცები ჩემ გამო ვისაც უარი უთხარი აბა იქნებ _არც ისე ცოტანი იყვნენ, დიდი დრო დამჭირდება _ღმერთო მოთმინება მომეცი ამ ასაკში არ გადამაქციო გამოს.რებულ ტოქსიკურ კაცად ... სიამოვნებით ვიღრიალებდი ახლა და დავიწყებდი გინებას ყველას მისამართით, უაზროდ ავიმყრალებდი პირს , მაგრამ გაასწორებდა არის რაღაც ლოგიკა ულოგიკო, უმიზნო და არაფრისმომცემ ლანძღვა_გინებაშიც _ისე საუბრობდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა მარიამს მოთმინების ყველა ძაფი გაუწყდა. ნიღბებიც დაკარგა და თავად გადაკვეთა ზღვარი მის მონატრებულ სხეულამდე . _არ შემეხო... დამაცადე _მკლავები ყელზე შემოხვია , კოცნიდა და თან აშიშვლებდა _მომენატრე _ როგორი ნამდვილი იყო ის რასაც ამბობდა მთელი არსებით გამოხატავდა _სანდრო _ყელში ბურთი გაეჩხირა. ერთი ნაწილი ისევ სთხოვდა მოშორებას მეორე კი მთლიანად მისკენ მიილტვოდა. ვეღარ გაუშვებდა , მთელი არსებით უნდა შეეგრძნო მასთან სიახლოვე .......................... ............................. _ახალი ხომ არაფერია ? _ ნათესავი მრავალგზის გაჟღერებულ კითხვას ღიმილის თანხლებით უსვამდა . განა კარიერულ ცვლილებებს გულისხმობდა , არა, ყველა მსგავსი შეკითხვა ბავშვს ეხებოდა. ორსულად ხომ არ ხარ ? კითხვის ერთ_ერთი ვარიაცია გახლდათ სამყაროში თუ კონკრეტულად საქართველოში გაინტერესებს ... საინფორმაციოს უნდა ჩაუჯდე სიახლეებთან დაკავშირებით პასუხების უამრავი ვარიანტი ჰქონდა გამოყენებული ხან ხუმრობდა, ხან მარტივი უარყოფით შემოიფარგლებოდა ხანაც უხეშად პასუხობდა იმის მიხედვით მკურნალობის რა ეტაპზე იყო და რამდენად ცუდად გრძნობდა თავს . _ისევ არაფერია? გავიგე მკურნალობსო ... ვისთან დადიხარ. ეს ექიმები შარლატანები არიან . ჩემი დეიდაშვილი ლალი ხომ იცი , წლები დადიოდა ექიმიდან ექიმთან მერე წავიდა მოსალოცად ... სად კი აღარ მახსოვს და რომ დაბრუნდა იქედან , უფალს დიდება , ორ კვირაში ორსულად იყო _აუცილებლად რომელიმე კონკრეტულ ტაძარში უნდა წავიდე ღმერთი აქ ვერ მხედავს და ჩვენი უბნის ტაძრიდან ლოცვა არ მიდის მისი მისამართით? ვერ ხედავს ეტყობა აქ არ იჭერს ლოცვების ხაზი, ისევ ფეისბუქზე გავაზიარებ ხატს და დიდ პოსტს დავურთავ _მე ვიფიქრე ვურჩევ-თქო, გული შემტკივა და შენ აშკარად დაგიკარგავს უფლის იმედი და უჯერებ ამ მკვლელ ექიმებს ... ვერ ხედავ ეს წამლები რო არ გშველის? ისე ხარ შეცვლილი ბოლოს რომ გნახე მას მერე ,ეს ახალგაზრდა გოგო ძალით რომ გაიჭყიპები ამდენი წამლით . ფულის ხარჯვას ვერ აუხვალ მარტო , კიდე კაი შენ ქმარს აქვს შემოსავალი თორემ ... ისე ხელოვნურზე ფიქრობსო გავიგე. ხათო შემხვდა და იმედია მართალი არ არის _ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როგორ მიგახვედრო, რომ ჩემზე დარდი შეწყვიტო და საკუთარ ცხოვრებაზე ჩაფიქრდე იქნებ გაქვს რაიმე საქმე ,არა ჩემი უშვილობის მსგავსი მასშტაბების, მაგრამ მაინც ისე როგორ გიყვარვარ ჩემ უფუნქციო ქალურ ცხოვრებაზე დარდობ როცა შენი შვილი მესამე ბავშვს ელოდება თავისი მოძალადე ქმრისგან. რა უცნაურია ეს ღმერთიც მე ჩემ იდეალურ ქმარს ერთი შვილი ვერ გავუჩინე , შენი ყოველი ცემა_ტყეპის, დაშორებების და შერიგებების შემდეგ ორსულდება, დადის ბავშვებით აქეთ_იქით . ახლა საით უწევს ყოფნა, შენთან თუ იქეთ . ხალხი რას ამბობს როდემდე უნდა უთმინოს იმ კაცად შერაცხულ ნაბჭვარს _ ამდენი ბავშვი ჰყავს და პატრონი ხომ უნდათ . ეს ჩემი შვილია გიჟი და გამოყავს მწყობრიდან თორემ ის ისეთი მშრომელი ბიჭია, თან ყვება ბავშვებს . ამას ვერ ვასწავლე დაღლილ კაცს თავზე რომ არ დაადგეს და არ დასჩხავლოს . ამ ახალგაზრდობამ სულ დაკარგეთ მოთმინების უნარი, რაც მე და რამაზის გვიჩხუბია მასე რო მერბინა ... ვიცოდი როდის უნდა გავჩუმებულიყავი და გავცლოდი -ღმერთო შენ გადმოგვხედე და გვიშველე ყველა გასაჭირში მყოფს- ტვინს ეკლებივით ხვდებოდა ყველა სიტყვა _ბავშვი ყველა ქალს უნდა ყავდეს იმას თუ ელოდე აბა ქმარი როდის დაჭკვიანდება, როდის გამდიდრდები , როდის დალაგდება ყველაფერი... მთავარია ჯანმრთელი გააჩინო და მერე გაიზრდება .სად იყო ადრე ამდენი რამე ხალხს 7_8 შვილი რომ ჰყავდათ და რა ვერ იზრდებოდნენ? _ ეტყობათ შენს შვილებს მხოლოდ გაჩენაში და გამოკვებაში რომ იყავი ჩართული , აღზრდაში ნაკლებად _ჯერ უნდა გააჩინო, გაზარდო და მერე გაკიცხო სხვების გაზრდილი ბავშვები... ეს ახალი თაობა სულ რაღაცით ხართ უკმაყოფილო. მოიტანეთ ეს უაზრო თავისუფლება ამერიკაში და ევროპაში ასეაო... ბავშვს ყველაფერი უნდა ჰქონდესო. თუ ჭამს და სვამს , დახეული არ აცვია მეტი რა უნდა. არაა ისაა კულტურა სახლიდან რომ გარბიან , ტოვებენ დედ_მამას ანდაც თავშესაფრებში მიაგდებენ , ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვსო . მაგათზე სულელი და არეული ვინაა მსოფლიოში _მე მეჩქარება, უნდა წავიდე თორემ დაუსრულებლად გაგრძელდება ჩვენი საუბარი _კარგი დედიკო, კარგად...მომიკითხე შენები . ძალიან გამიხარდება შენი ბედნიერება სულ იმედია მალე გავიგებ ამბავს ორსულადააო . ეს ფეიბუქი კაი მოგონებაა დადებენ სურათებს და ვგებულობ ყველაფერს _ყველგან მხვდებოდა თქვენი კომენტარები , არ ტოვებთ არცერთ ინფორმაციას თქვენი აზრის დაფიქსირების გარეშე _ თავის ტკივილი იმდენად გაუმძაფრდა ამ გამაღიზიანებელი დიალოგის მსველობისას რომ მთლიანად შეერყა დღის განწყობა. _ეჰ სადამაქ დრო, როცა ჩამოვჯდები ხოლმე გადავხედავ რაღაცებს . წავედი, წავედი მეც ათასი საქმე მაქვს მისი საქმეები მეზობლებთან ყავის სმასაც რომ გულისხმობდა ჭორაობის თანხლებით კარგად იცოდა მარიამმა. ზუსტად ხედავდა როგორ დაიწყებდა მასზე საუბარს, რა დრამატულად აღწერდა სიტუაციას , როგორ გაკიცხავდა და თან შეიბრალებდა . აუცილებლად დასდებდა ბრალს, მიზეზთა უამრავ ვარიანს მოიფიქრებდა ბოლოს კი დალოცავდა , ღმერთია მოწამე მიყვარსო იტყოდა და სხვა თემაე გადამისამართდდებოდა იგივე გულისტკივილითა და დარდებით. ...................... -გირეკავენ , დაბადების დღის წვეულებაზე აგვიანებ - ტელეფონის ეკრანს დახედა და ლეკვის გაშრობა განაგრძო- მოისვენე თორემ არ დაგვარცხნი და ივლი ასე აჩეჩილი -ხვალ არ არის? -დღესაა - თითქოს არ აინტერესებდა მათი საუბარი -უნდა წავიდე, გავიცნო მასწავლებლები -წადი ... -გისმენ თომა , გილოცავ დაბადების დღეს-უპასუხა და ფანჯარასთან დადგა -იმედია მოხვალ და პირადაც მომილოცავ -მოვალ წავიდა , სანდრო სახლში დარჩა. ტელევიზორის წინ დივანზე იწვა და გვერდით მიწოლილ ძაღლს ეფერებოდა. თვალი გააყოლა ცოლს, უსიტყვოდ გაუშვა და მერე მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. მაქსიმალურად ეცადა ახალგაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობის წამოწყებას, მაგრამ ხელოვნური იყო. არაფერი აინტერესებდა, მხოლოდ ზრდილობის გამო, ინსტიქტს მიყოლილი საუბრობდა და წუთებს ითვლიდა სახლში დაბრუნებამდე. -ჩვენი დაწყებითების პედაგოგი ქვეყნიდან წავიდა... კი კარგი ხელფასები გვაქვს დღეს მასწავლებლებს, შედარებაც არ არის ძველ დროსთან, მაგრამ მაინც როცა ერთი ადამიანის შემოსავალზეა დამოკიდებული მთელი ოჯახი რთულია ასე ცხოვრება. რა ექნა , ბიჭმა ცოლი შეირთო, გოგო თინეიჯერი ჰყავს კიდევ ვინ იცის რა ხარჯი გამოუჩნდა , ადგა და წავიდა. ვინღა დააბრუნებს უკან რომ ნახავენ ფუფუნებაში ცხოვრებას. ყველა ერთი-ორი წლით წასვლას გეგმავს,მაგრამ კი რჩებიან წლობით -ახლა დაბრუნდა ეკა, სამკურნალოდ... ავად ყოფილა არ უთქვამს. როგორც სპილოები სიკვდილის წინ ისე ბრუნდებიან სამშობლოში აქედან წასული ხალხი, ზოგი დაბრუნებასაც ვერ ასწრებს. ესაა ცხოვრება? -როგორ შემეცოდა, აქ გაფლანგული დაახვედრეს ყველაფერი...მაგისმა ქმარმა გადააყოლა ბ.ზებს, სასმელს და კაზინოებს. შვილიც არ უქნია ღმერთს, ამიტო ისევ ჩემი მარტოობა სჯობს, რომ მაქილიკებდნენ იწუნებდა ყველას და დარჩა შინაბერაო. რაც მაქვს ვზრუნავ საკუთარ თავზე, ვცხოვრობ პირადი სიამოვნებისთვის დაე ვიყო ეგოისტი -შენ ჩემო ძვირფასო არ დაგიკლია კაცის ალერსი და კი გამოიყურები შესანიშნავად ... თანაც ჯერ რა დროს შინაბერობაა , 35 წლის ხარ -თუ ღმერთი გწამს - სიცილი ვერ შეიკავა მათი დიალოგის მოსმენისას, მიუხედავად იმისა,რომ მარტივ თემას არ განიხილავდნენ. აშკარად ბევრ წელს ითვლიდა მათი ნაცნობობა და უშუალოები იყვნენ საუბრისას -მე კი მწამს, შენ თუ გწამს თორემ...ახლა ისეთ კარგ კაცს მოსწონს ეს კიდევ უკვე შინაბერად მოიხსენიებს თავს -შენ რას გვეტყვი ძვირფასო ქორწინებასთან დაკავშირებით... ღირს თუ არა -თუ გყავს გვერდით ადამიანი ვინც შენი ბედნიერებისთვისაა გაჩენილი ტოქსიკურად ვერ გადაგექცევა და შესაბამისად ცხოვრებაც უფრო საინტერესო ხდება მის გვერდით. ზუსტად ვერაფერს იტყვი, მხოლოდ ადამიანებზე არაა დამოკიდებული როგორ წარიმართება ჩვენი ყოფა . უარი მაინც არ უნდა თქვა თუ ვინმესთან ყოფნა გინდა -ხოდა არ მინდა , მომანდომოს და დავქორწინდები... მე პირადად ვეძებდი კაცს,რომლისგანაც შვილის გაჩენა მომინდებოდა ბოლოს ისე კრიტიკულად ვაფასებდი ყველას ,რომ ამ ასაკამდე მოვედი -თითქმის ტოლები ხართ და ჯერ მარიამსაც არ ჰყავს შვილი, რა პრობლემაა -და მაინც მივიდნენ თემამდე რომელზე საუბარიც არ უნდოდა -მე მესამე რომ გამიჩნდა 42 წლის ვიყავი არ გახსოვს? -როგორ არ მახსოვს... ქალბატონს შვილიშვილი უფრო ადრე შეეძინა ვიდრე მესამე შვილი. ძვირფასმა მაკუნამ 18 წლიდან დაიწყო ბავშვების გაჩენა. უფროსი ქალიშვილი დააოჯახა, მეორე ბავშვს ელოდა უკვე ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო და ასე ორივე ერთად ,ერთნაირად წუწუნები აღმოჩნდნენ. უნდა გენახა ზურიკო რა დღეში იყო ცალკე ცოლის ტოქსიკოზი აიტანე ცალკე შვილის -მართლა რა იყო ჰა? წინა ორზე არაფერი გამიგია და ამ პატარა მაიმუნმა სული ამომხადა ლამის. ცოტაც და ქმარი გამექცეოდა -ყვარებიხარ შენს ზურიკოს თორემ ისეთი გაგიხდა ქცევები მე დაგტოვებდი მის ადგილას -შენ სულ მიტოვებაზე როგორ ხარ ქეთევან - დირექტორიც გამოჩნდა, სტუმრებს შორის კოლეგები იპოვნა და მარიამის გვერდით ჩამოჯდა - რაღაც თქვენს ხელში ჭიქებს ვერ ვხვედავ, არ უნდა დამლოცო თამრიკო ? -დაგლოცე , ერთხელ კი არა სამჯერ უკვე შენ იმდენი ხალხი შეკრიბე დაგვივიწყე -როგორ გეკადრებათ ...თქვენ თავს რა დამავიწყებს. აბა ,ხომ არ გამიგიჟეთ მარიამი -გეკადრება? -თავად ჰკითხე და გეტყვის გასაქცევად გავუხადეთ საქმე თუ დარჩება სულ , როგორც ყველა თუ ქვეყნიდან არ გავრბივართ სხვა სკოლაში გადასვლაზე არ ვსაუბრობთ. -ნამდვილად მოხიბლული ვარ შენი ჯგუფით , სწორი გითქვამს დიდი ოჯახი მაქვს შემქნილი და ტოქსიკური ხალხი არ მყავსო -ტოქსიკური არა, მაგრამ ლოთი ქიმიკოსები კი ... ყველა კაცს დაათრობს ისე დაიწყო -კარგი ღვინოა -ნიკომ მაჩუქა, ქეთევანის ბიძაშვილმა მოსვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ კვალი უნდა დავტოვოო-ქეთოს გახედა, უცნაურად არიდებდა თვალს თითქოს ჩვეულებრივად კონტაქტობდნენ, მაგრამ მარიამი გრძნობდა მათ შორის დაძაბულ მუხტს -კვალიცაა და კვალიც, ეგ ის ნიკო არ არის მე რომ ლელასთან ვშიფავდი? -კი ეგ არის, ჰყავს უკვე შეყვარებული -შეყვარებული რა მოსატანია,თუ გული გულობს საქმროებს ტოვებენ და ქმრებს ... - წამოდგა , მარიამს ხელი გაუწოდა და გაუღიმა- იცეკვებ იუბილართან ძვირფასო მარიამ? -ქეთოს სურდა ცეკვა და კომპანიონს ეძებდა - უთხრა და დაინახა კიდეც როგორ განათდდა მობილურის ეკრანი, სანდრო ურეკავდა -გისმენ - წავიდა , მოშორებით დადგა და თან უყურებდა როგორ გაჰყვა ქეთო თომას -ჩემი ლურჯი მაისური სად არის? -თაროზეა სხვა მაისურებთან ერთად...შენ არ დაალაგე?-გაეღიმა მისი მოგონილი მიზეზის გამო -არ მახსოვდა, კარგი -სადმე მიდიხარ? -ხო, შენ ჯერ არ დაბრუნდები და გავალ მეც -შენ ძმასთან მიდიხარ?მომიკითხე , სანამ წავლენ ისევ ვნახავ -არა , ლაშასთან გავდივარ ... -კარგი -დამირეკე თუ რამე , დალევას არ ვაპირებ უცნობ ადამიანებთან კონტაქტი დაეხმარა, გონება მათ გაცნობაზე გადაერთო და დროც ასე თუ ისე სასიამოვნოდ გავიდა. სანამ სანდრო ეჭვიანობდა თავად დასკვნა ჰქონდა, ქეთოსა და თომას შორის იყო რაღაც რაც სცდებოდა თანამშრომლობას. ძაღლს მოეფერა, მოწესრიგდა , საწოლში თავისი მხარე დაიკავა, ბალიშს მოხვია ხელები და სანდროც რომ დაბრუნდა. ჩუმად დადიოდა ოთახებს შორის სანამ გვერდით მიუწვა, არაფერი უკითხავს , ხელი ფრთხილად შეახო და ქალმა გვერდი რომ არ იცვალა შემდეგ მოეხვია -მოგეწონა? -კი, ვიმუშავებ მათთან ერთად -კარგია ... -ხმაურმა გამაღიზიანა, დავიძინებ -დაიძინე - თმაზე ეფერებოდა, შუბლზე აკოცა და ძილშიც გაჰყვა მისი შეხებისგან გამოწვეული მუხტი მარიამს. ................... _ნინო ორსულადაა... _კარგია _გავიგოთ ჯერ სქესი და მერე ვიტყვი კარგია თუ არა _რა ხდება დედა , გოგოების ლიმიტი ამოწურა ჩემმა ძმამ? _ ბრაზისგან სუნთქვა შეეკრა, მაგრამ რა შეეძლო ამდენი ბნელის წინააღმდეგ _დაეშვი შვილო მიწაზე... რა დროში ვცხოვრობთ ვერ ხედავ? ახლა ასე ყველა ბავშვი თუ გააჩინა არ უნდათ ამ ბავშვებს გაზრდა? არაფერს იკლებენ არც ტანსაცმელს, არც დასვენებას, არც კაფე_ბარებს სამივე მე გავუზარდე ახლა მეოთხე კიდე და მეხუთე... უნდა შენ ძმას ბიჭი , გიჟდება ამ ბიჭისთვის და რა ვქნა _ხო რა უნდა ქნა დედა ... შენ რა შეგიძლია , ხომ არ ეტყვი თუ გაზრდა აღარ შეუძლია თავი დაიცვან მაშინ და აბორტის კეთების ნაცვლად უბრალოდ აღარ დააფეხმძიმოს _იქნება იყოს ბიჭი და მშობიარობის მერე მილებს გადაიკეტავს _ქალი ბუნებრივად მშობიარობს და ცალკე ოპერაციას გაუკეთებთ კიდე? ჩემმა ძმამ რომ გაიკეთოს არ უნდა? _რას მელაპარაკები გოგო გადაირიე? _რატომ არ შეიძლება თავი შეიწუხოს როგორმე? არ ეკადრება , დაუშვებელია _ისედაც დაღლილია შვილო მაგას მოვუკვდი მე... ვალი ძლივს გაისტუმრა იმ დასვენების. სოფლის ტალახს რომ ზელდა ყველა გაწვიმებაზე ჩვენი რძალი კი აღარ ახსოვს ,იაფფასიან სასტუმროში დასვენებას აღარ კადრულობს . ესეც უარს არ ეუბნება არაფერზე, გამოტენილი აქ კარადები ტანსაცმლით ცალკე მაგას ცალკე ბავშვებს... ახლა მანქანა აქ ამოჩემებული ლოცულობს ბიჭი ყავდეს მშობიარობამდე აყიდინებს და ივლის მერე სოფელსა და ქალაქს შორის. ნეტა რამე არ მოუვიდოდეს , ის დედამისიც კი არ ეტყვის ამ ბავშვებით ნუ დარბიხარ დაეტიე შენ სახლშიო. _დედა იქნებ მადროვო ვისადილო და წავიდე ... აღარ შემიძლია უკვე. შენ რომ გისმენ ჩემ დედამთილს ასმაგად ვაფასებ. შენ შენი რძლით ხარ უკმაყოფილო და ჩემნაირი რომ გყავდეს გულს გაუხეთქავდი _შენ რომ მისკენ ხარ სულ ეს მაგიჟებს...ერთხელაც სახლს გამიყიდის და ჩანთას იყიდის ან ახალ აიფონს .შენ შენი ხელფასი გქონდა სულ და არ ხარჯავდი ასე უაზროდ. გამა იმას ვამბობ არ ჩაიცვას და რამე მოიკლოსთქო ზღვარი ხო უნდა ქონდეს ორჯერ არ იცვამს ზოგს ისე შეკუჭავს და ავიწყდება _ხო მე მკურნალობაში ვხარჯავ მთელ შემოსავალს და სხვა რაღაცებისთვის დროც არ მაქვდ . აღარც აქვს მნიშვნელობა როგორ გამოვიყურები და შენი მექალთანე შვილის ცოლობა არაა მარტივი, ფორმა რომ დაკარგოს ვინ იცის იქნებ უღალატოს კიდევ _ეგ ნინომ დაივიწყა და შენ რით ვერ გაჩუმდები ჰა? დიდი ამბავი ახლა მთვრალი ვიღაცას დაელაპარაკა _ლაპარაკი როდის გახდა დედა საყვარლის ყოლა ... თუ არ გრცხვენია თავს რომ ასე იტყუებ და იჯერებ ყველაფერს ოღონდ გაამართლო შენი შვილის არასწორი ქცევა _რომ სდომოდა დაშორება დაშორდებოდა ... ჩემი საქმე არაა ეგ არც შენია და ნუ იხსენებ ტყუილად. შენ კიდე მიხედო თავს სჯობს, კაცი არასდროსაა სანდო. მითუმეტეს ასეთ დროს _როგორ დროს დედა _იცი როგორ დროსაც _მიდი მითხარი , შვილს ვერ უჩენ, ქალს აღარ გავხარ , სულ ცუდად ხარ და მობეზრდებიო _რეალობას უნდა მოერგო ... ჭირვეულობას ნუკი გააგრძელებ და მოუშლი ნერვებს იმ კაცს. ეცადე იმაზე მეტად შეუქმნა კომფორტი ვიდრე აქამდე _კომფორტზე დგას ჩემი და სანდროს ოჯახი? _ყველა ოჯახი მაგაზე დგას თუ კისერში ამოუვა და დაიღლება წავა _იქნებ სჯობს წავიდეს _რას ამბობ გოგო გადაირიე? მარტო გინდა დარჩე ? _ნუ გეშინია თუ დავშორდებით შენთან არ დავბრუნდები და ოთახს არ დავიკავებ, არც ზედმეტ ხარჯებს შევქმნი შენი ბიჭისთვის. _რა შუაშია ახლა ეგ... სანდროსთან დაშორებაზე არც იფიქრო. იქნებ როგორმე დაფეხმძიმდე. როდის დაიწყებ ახალ კურსს , არ მისულხარ? _არ აქვს აზრი დედა , არ გამოდის რატომ არ გესმის _გამოვა! ორივე საკვერცხე გაქვს, მილებიც , კვერცხუჯრედებიც ვეღარ გავიგე რა ხდება _ის ხდება , რომ ვერ მაგრდება ნაყოფი საშვილოსნოზე და ხან კიდევ საერთოდ არ გამოდის . გემუდარები ახლა ამ სამედიცინო ტერმინოლოგიით საუბარს ნუ დამაწყებინებ გულისრევის შეგრძნება მიჩნდება მაშინვე _სანამ კვერცხუჯრედი გაქვს იქნებ ხელოვნური გაიკეთო ან სუროგატი იპოვნო ... შეაგროვეთ ფული. კი ეკლესია არ აძლევს კურთხევას, მაგრამ რა ვქნათ ახლა ღმერთმა გვაპატიოს. ჩვენც მოგეხმარებით ცოტას, თუ გადაწყვეტ შენ მამაშენსაც დაველაპარაკებით ის შენი მიწა გავყიდოთ და რაღაცაში წაგადგება .სულ არ გავაგებინებ ნინოს შენ რას მოგცემთ _არ მჭირდება დედა შენ და შენმა რძლამა გადაინაწილეთ ოჯახის ქონება გემუდარებით მე ნუ გამრევთ . აღარ მინდა უკვე არც საჭმელი, მადა დამეკარგა ... მივდივარ . _ოხ მარიამ, შენ მომკლავ მე _შენ არა დედა, შენ არ მაგრამ მე ნამდვილად მინა რომ მოვკვდე და დავისვენო ყველაფრისგან _მარიამ! _რა გინდა ხათუნა რა გავაკეთო მითხარი _ნუ გიჟდები , როცა რაღაცას გარიგებ და გეუბნები _რას მარიგებ ... აქამდე მეუბნებოდი ხელოვნური არ გაიკეთოო, სუროგატი საერთოდ ღმერთის გმობააო ... ათას რამეს ამბობდი ახლა რა ვქნა რომელს დავუჯერო თან გინდა სულ დაგიჯერო _ხოდა არასდროს მიჯერებ მაინც ... ქმარს მაინც მიხედე და ოჯახს. მოეფერე იმ დედამთილს და მამამთილს. მულებსაც და მაზლსაც და ყველას საერთოდ _არ იდარდო დედა, შენ არ იდარდო არავინ გამლანძღავს და თუ სანდროსთვის მაინც მე ვარ მთავარი . არასდროს დამტოვებს , ვერასდროს ვაიძულებ წავიდეს _ნუ ილაპარაკებ ასე სულელურად თორემ რომ წავიდეს მერე ინანებ რატომ ძალით გავუშვიო . ვერ გაძლებ მარტო, მის გარეშე არ შეგიძლია შენ და ნუ გაქვს ამოჩემებული მასთან დაშორება _თითქოს მიცნობ და იცი რას ვგეგმავ და ვფიქრობ _არ მცნობიხარ, იმდენად სუსტი არ მეგონე თვითმკვლელობაზე რომ გეფიქრა... შევცდი. ნამდვილად ვაღიარებ, რომ ვერ წარმოვიდგენდი ამ მდგომარეობამდე თუ მიხვიდოდი ასეთი ეგოისტი როდის გახდი ვერ მივხვდი _ეგოისტი ... _ცოცხალი ხარ, ნუ იქნები ღმერთის უმადური და გამოიყენე შანსი -მე მხოლოდ ერთი შანსი მჭირდება და მას არ მაძლევს ! მშობლიურ სახლშიც რომ ვერ პოულობ შვებას ადგილი აღარ არსებობს თავშესაფრად. .................... _მარ , სად ხარ? _ ბოლო დროს სულ შიში ჩანდა მის მზერაში სახლში დაბრუნებისას სუნთქვას მაშინ იწყებდა რომ დაინახავდა და სახეც უნათებდა _ ნახე რა ვიყიდე _ წიგნებით სავსე პარკი ეჭირა . ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა და მოეხვია _ მომენატრე _ რამდენჯერმე აკოცა, სიცილი ვერ შეიკავა ლეკვი ფეხებთან რომ დაუწვა ყეფითა და კუდის ქნევით _ შენც მომენატრე , უსახელო _ მთელი დღე შენ გელოდა ...იცის როდის ბრუნდები და სულ დერეფანში არის მაგ დროს .წეხან ვიღაც კიბით ადიოდა ნაბიჯების ხმის გაგებისას ყეფა დაიწყო , კარს უყურებდა როდის გააღებდი და მერე იმედგაცრუებულმა განაგრძო იმ თავისი სათამაშოს ღეჭვა _შეგიყვარდი უსახელო? _ნუ ეძახი ეგრე _უსახელოა და რა დავუძახო? _უნდა ვაბანაოთ ... _გავისეირნოთ არ გინდა? კარგი ამინდია _ისევ აკოცა , ვერ ელეოდა _რა წიგნებია? _ახალი რაც მომხვდა თვალში ყველაფერი ავიღე...დიდი ხანია არაფერი წაგვიკითხავს . ჩამოვრჩებით თანამედროვე მწერლობას _გაქვს დრო კითხვისთვის? _გინდა მე წაგიკითხო ? _ ბავშვივით გაუხარდა უარი რომ არ უთხრა _დღეს არ გვინდა, გავისეირნოთ ... სხვა დროისთვის გადავდოთ და ისე წავიკითხოთ როგორც ადრე _წამოდგა , მკლავები წელზე მოხვია , თავი მკერდზე მიადო და გაირინდა _არაფერი მაქვს მომზადებული ... გარეთ ვივახშმოთ თუ გამოვიძახოთ -გავიდეთ ... ჩაიცვი , მეც გადავივლებ და წავიდეთ - სულ ცოტაც კმაროდა იმედის გასაჩენად მაგრამ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმისას ორს უკან დგამდა ,სიბნელისკენ _ეს კაბა უფრო ლამაზი არ არის? _კარადაში დაკიდებულ ტანსაცმელს შორის იპოვნა მალინისფერი აბრეშუმის ნაჭერი და შავი გვერდით გადადო _აღარ მერგება ეგ _გაისინჯე თუ ვარაუდობ... ახლახანს არ გიყიდე? არ მომწონს სულ შავს რომ იცვამ და თან მაგ კაბაში ჯიჰადისტის ცოლივით ხარ შეფუთული... დაგცხება სხვა თუ არაფერი დღეს ისე ცხელა _თხელი ნაჭერია _შავია _რა იყო ახლა ამდენი წლის მერე უნდა ჩაერიო ჩემ ჩაცმის სტილში ? _უფრო მოკლე, ფერად და ლამაზ კაბას გთავაზობ ჩარევა არის სხეულის რომელიმე ლამაზი ნაწილის გამოჩენას რომ უკრძალავენ კომპლექსიანი ქმრები ცოლებს და მე უბრალოდ გირჩევ იმას რომელიც უფრო ლამაზია ... საერთოდ ატყობ, რომ ბოლო დროს ფერად კაბებს მხოლოდ მე ვყიდულობ და შენ სულ შავს ან ლურჯს ირჩევ? ბოლოს როდის ჩაიცვი ჩემი ნაყიდი _შენ კიდევ დიდხანს არ დაგაწინაურებენ სამსახურში ყოფნის ნაცვლად ჩემი კაბების ასარჩევად თუ ივლი _რამე მოხდა რაც მე არ ვიცი და იმიტომ ხარ ასეთ ცუდ ხასიათზე? _რა უნდა მოხდეს მეტი ათასჯერ გავიარე უშედეგო ჰორმონოთერაპია, სამი ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე და ყველა კიდევ არ მყავს შვილი. მალე კვერცხუჯრედების რაოდენობაც აღარ მექნება და ახალი უნდა მომხდარიყო კიდევ რამე? მინდოდა, რომ თავი მომეკლა შენც დაგესვენებინა და მეც , მაგრამ არ დამაცადე ... კიდევ გინდა რამე? სამსახურიდან საბოლოოდ წამოვედი. არ მაქვს ენერგია და სურვილი მუშაობის. ყველა ჩემზე ლაპარაკობს , ჭორიკანა მასწავლებლები . ქართველს ოღონდ სიბრალულის მიზეზი მიეცი და მეტი არ უნდა _ კაბა მუჭში მოიქცია და შორს ისროლა_მაღიზიანებს ეს ჭრელ_ჭრელი კაბები და გაიგე ბოლოს და ბოლოს ნუ ხარჯავ ფულს, სხვა რამე იყიდე , ან წადი და შენს მეგობრებთან ერთად იქეიფე. ბოლოს როდის იყავი სადმე გასული _რომ წავედი ვენებგადაჭრილი საკუთარ სისხლში მოცურავე დამხვდი ... ადრე რომ არ დავბრუნებულიყავი მკვდარი იქნებოდი ახლა და მე შენ გვერდით, მეზობელ საფლავში ან ფსიქიატრიულში _ნუ მიყვირი _კი არ გიყვირი , გამაგიჟე უკვე ... ისეთი სახით მაინც ნუ მიყურებ როგორც ვიღაც უცნობს , რომელიც მწყობრიდან გამოგყავს და მერე ტკბები _უაზრობაა სხვის გამო ... _მაშინ არ იყო უაზრობა სპეცოპერაციის დროს რომ დამჭრეს და თავზე დამკიოდი შენთან ერთად მოვკვდებიო? _ჩემი და შენი სიცოცხლე ერთია? მე უშენოდ რა დამრჩება და შენ უჩემოდ გათავისუფლდები ... თავიდან დაიწყებ ცხოვრებას და _გეყოფა ,ნუ გადამიყვან ჭკუიდან. იმ ფსიქოლოგთან სიანსებს აზრი არ აქვს აშკარად. სხვასთან უნდა მიგიყვანო _აღარ მივალ _რა? _აზრი არ აქვს, გამაღიზიანა რომ დავჯექი და თავისი უაზრო სახით მიყურებდა. ჩემნაირი რამდენი მიდის, თითქოს ადარდებდეს ან რად მინდა რომ ადარდებდეს, მაგრამ რას შეცვლის. ბედნიერს გამხდის იმით რომ უშვილო ვარ? ტყუილად უნდა დამეხარჯა შენი შრომით გამომუშავებული ფული _წამლებსაც არ სვამ? -აქამდე ხომ ვსვამდი... მიშველა . მძინავს _ძილს რას ეძახი შუაღამეს რომ დაწვები და დილის ექვსზე იწყებ მთვარეულივით სიარულს? _სულ რამდენჯერმე გამეღვიძა და ნუ აჭარბებ _აქამდეც მივედით, მატყუებ _რას გატყუებ ... უბრალოდ არ გითხარი _ორსულად რომ იქნები , შვილი რომ გვეყოლება და შენ ფსიქიკა გექნება შერყეული მერე რას გააკეთებ. _ილუზიებში ცხოვრებას აღარ ვაპირებ _ხომ თქვა ექიმმა შანსი არისო ... სუროგატს გავაჩენინოთ ბოლოს და ბოლოს . შევაგროვებ ფულს _არ მინდა ... აღარ მჯერა არცერთი ექიმის. ბოლო გამოკვლევების დროს ისიც კი თქვა იმ თავხედმა, რომ ხელოვნურის გარეშეც შეგიძლია დაფეხმძიმებაო. ყველანი ერთნაირები არიან, სადაც არ უნდა წახვიდე სულ რომ მსოფლიო მოიარო არაფერი გამოვა _გამოვა , სხვა განწყობით რომ იქნები გამოვა..._ბოლოს მაინც მოეფერა. ვერ ეჩხუბებოდა , არ შეეძლო არც გაბრაზება და მისგან დიდხანს შორს ყოფნა _ შენ უბრალოდ უნდა დაიჯერო , რომ გამოვა და თუ არ , ცხოვრება ბავშვების გარეშეც გრძელდება და შეიძლება ვიყოთ ბედნიერები _ ჯერ ლოყაზე აკოცა, თმაში შეუცურა თითები და ერთხანს უბრალოდ ეხუტებოდა სანამ არ მიხვდა, რომ მარიამი არ მოიშორებდა . _რაც არ უნდა მოხდეს იცოდე , რომ ყველა ჩემი ბედნიერი მომენტი შენ გეკუთვნის ... _არაფერი მოხდება იმის გარდა , რომ ამ შავ ტომარს მოგაშორებ და მოგეფერები _ კოჭამდე დაშვებული კაბა როგორღაც მოაშორა და ზემოდან მოექცა ქალს , რომელსაც შინაგანი დისკომფორტი უღრღნიდა ტვინს. კაცი ისევ ისე ეფერებოდა, ისევ მთელი გრძნობით კოცნიდა ის კი საკუთარ თავს ვერ იტანდა და ცდილობდა მოეშორებინა . თავად შეხებოდა მონატრებულს, მაგრამ ის არ _რას აკეთებ _თვალები რომ აუკრა კაცს გაეცინა _თინეიჯერობის გახსენება გადაწყვიტე ?_აზრადაც არ მოსვლია, რომ ქალი საკუთარ სხეულს უმალავდა . დაემორჩილა, ხელები მაღლა ასწია და დატკბა მისი შეხებით . _მიყვარხარ და თუ შენც გიყვარვარ , დამიმტკიცე , მარიამ -ჩაცმის წინ უთხრა და მაინც არ დაანება შავი ნაჭრით სხეულის დაფარვა _ჩემ სიყვარულში ეჭვი შეგაქვს? _გინდა, რომ დამთმო მეც და საკუთარი ცხოვრებაც... მტკენ, მანადგურებ იმით, რომ ცხოვრების გაგრძელებას არ ცდილობ, დანებდი _წავიდეთ ... _ამ ვარდისფერ კაბას თუ ჩაიცვამ კი _მალინისფერია _რა მნიშვნელობა აქვს ... მთავარია შავი არ იყოს. საერთოდ გადავაგდოთ ეგ ფერი -შენ რომ სულ შავები გეცვა არ გახსოვს? -შენ შემოიტანე ჩემ ცხოვრებაში ფერები -ისეც არ გაკლდა -შენამდე ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებდი ,მერე შენ შემოხვედი ჩემ ცხოვრებაში და მივხვდი ვინც მჭირდებოდი ... - სახეზე ნაზად შეახო თითები , მსხვილ ტუჩებზე შეეხო -კლუბში წავიდეთ, მოენატრა შენთან ერთად ცეკვა . .......................... …………………. ერთად იყვნენ , მაგრამ მარტონი არ. ყოველთვის ჩნდებოდა ნაცნობი ვინც მათ სივრცეში იჭრებოდა. არცერთი აპირებდა ალკოჰოლის მიღებას, მხოლოდ გარემოს შეცვლას, მუსიკის მოსმენას და ცეკვას აპირებდნენ წყვილების გარემოცვაში რომ აღმოჩნდნენ . ერთმანეთი დაკარგეს, მათ მუხტში ჩაიკარგნენ, ყურადღების განაწილება მოუხდათ, ვალდებულება გაჩნდა კონტაქტის, საუბრის , დადებითი განწყობის ქონის . ჩაერთნენ საუბარში რომელსაც ბოლო არ უჩანდა -არ დალიო მეტი, ბავშვი გველოდება და ტაქსით ნუ მატარებ დამჭირდება მანქანა -თუ ცუდად იყო რატომ წამოხვედი...-საკუთარი დის ადგილას რომ ყოფილიყო იქვე გასცემდა პასუხს ქმარს ამ უხეშობისთვის,მაგრამ ის ასე არ მოიქცა -აღარ დალიო ,გაფრთხილებ -რა ვაკეთო აბა , ვიცეკვო? -და რომ იცეკვო რა მოხდება -შენ ახლა ტრ.კის გაქნევა გინდა და ვერ ისვენებ ...წადი ეცეკვე გოგოებს -ამდენხანს ამიტომ გევედრე წამოსვლა ასე რომ დასრულებულიყო? ლოთობას სახლში ვერ მოახერხებდი? გაგიშლიდით სუფრას შენ და შენს ძმაკაცებს -გაჩუმდი, ნუ დამჩხავი ... შემარგე ორი ჭიქა- ესმოდა და თითქოს ვერ იგებდა. ყელში მოაწვა ბრაზი, ცოტაც და იფეთქებდა სანდრომ რომ ჩაკიდა ხელი -გიგა , ბავშვს რა სჭირდა? -ვირუსი აქვს და ახლა აიტეხა შენმა ცოლის დამ გართობა...წამოვიყვანე,მაგრამ რას გაუგებ ამ ქალებს ახლა ტელეფონს არ უშვებს ხელს რომ დამირეკოს დედაჩემმა უნდა გავვარდეთო -სულ მარტო დადიხარ ყველგან და ერთხელ წამოგყევი , მანანე უკვე -რა გინდა საბოლოოდ? -არაფერი , წავალ ვიცეკვებ შენ დალიე - მარიამს არ ესმოდა რას აპირებდა, ხედავდა როგორ ცეკვავდა გოგონებთან ,ისიც დაინახა როგორ უყურებდა ვიღაც ბიჭი და მანამ წამოდგა სანამ ეს უკანასკნელი მიუახლოვდებოდა. -რა ჯანდაბას აკეთებ... შეიშალე? -დავიღალე, შენ ვერ გაიგებ როგორია როცა ასეთ ასაკში ბავშვები გეკიდებიან კალთაზე და ტუალეტის კართანაც კი გელოდებიან -სახლში ორი ანგელოზი გელოდება და შენ აქ შენ ქმართან ბუტიაობა გირჩევნია? დემონსტრაციული ცეკვით იღებ სიამოვნებას? კმაყოფილების ვერაფრს გატყობ, სახლში გეცეკვა, ბავშვებთან ერთად და დაღლილობას კი არა სიხარულს იგრძნობდი -ჭკუას ნუ მასწავლი ... იმაზე რაც არ გაგეგება. წიგნებში წაკითხული არ ნიშნავს დედობის ცოდნას -რატომ არის გიგა ასეთი გაღიზიანებული, იჩხუბეთ? -კიდე თამაშობს , იმ თავის შტერ ძმაკაცებთან ერთად ბოლდება და დადის მერე მანქანით. ათასი ჯარიმა აქვს, დრიფტს და რბოლებს არ ეშვება -ახლა გაიცანი? ცოლად რომ გაჰყევი სხვა კაცი იყო? რომ ვერ შეცვალე ეგ გაბრაზებს? როგორი ტუტუცი და გაუზრდელიც იყო ისეთია ახლაც, როგორც გელაპარაკებოდა შეყვარებულობის დროს ისეთი ლექსიკა აქვს ახლაც ... -შენი სანდროს მსგავსად იდეალური არ არის ყველა -ზუსტად, ასეთი გიყვარს და რატომ ცდილობ ახლა გააგიჟო. შენც არ ხარ კომფორტულად, ახლა სახლში გინდა გაქცევა ,ბავშვებთან ესაა მოცემულობა. ისევ ძველებურად ვერ გაერთობი, დედა ხარ ,როცა კარგად იქნებიან მერე დაგეგმე ცეკვები -შენ როგორც იტყვი -ნასვამიც ხარ ხომ? -ფხიზელმა ვეღარ გავუძელი -რას , კიდევ რამეა? -არაფერი ვერ გააკონტროლა მისი ქმედებები. ბოლოს მაინც ჩხუბამდე მივიდნენ, ეზოში იყვნენ უკვე სანდრომ თვალი გააყოლა ბოლოს კი მათკენ დაიძრა და გიგას ხელი დაარტყა მხარზე -გაუშვი -რა? -ხელს ტკენ და გაუშვი -არ ვტკენ, უბრალოდ მიმყავს -მთვრალი ხარ , ჩამოგართმევენ მანქანასაც და მართვის მოწმობასაც… ტაქსით წადით მე და მარიამი მოგიყვანთ მანქანას -ძაღლებთან ჩამიშვებ? - ჩქარა ივლი და საფრთხეს შეუქმნი საკუთარ თავს... -არაფერი მომივა შენ დამშვიდდი , თუ არ იბ.ზებ პოლიციაც არ გამაჩერებს -სიტყვები შეარჩიე -შენ შენი ადგილი იცოდე და მეტად აღარ ჩაერიო იქ სადაც არ გესაქმება -ყველაფერი მეხება და მესაქმება რამაც შეიძლება მარიამი აანერვიულოს -ასე თუ უფრთხილდებოდი ვენების გადაჭრამდე არ მივიდოდა...ჯერ ბავშვების გაკეთება ისწავლე და მერე მებლატავე ,ბრატ -სანდრო - სისხლის ნაკადი თავში რომ მიაწვა და ბრაზისგან ნაღმივით გახდა მარიამის ხმამ გამოაფხიზლა, მაჯაზე შემოხვია თითები- ყველა საკუთარ ცხოვრებაზე აგებს პასუხს. ამ წუთიდან არავინ, არასდროს მოვა ჩვენს კართან დახმარების თხოვნით -ნუ გადაგვაყოლებ-თქო , გითხარი და მაინც არ იცვლები ბავშვობიდან ასეთი იყავი -ნატალია, დასრულდა-თქო... მშვიდად დავშორდეთ ერთმანეთს, ძვირფასო დაიკო შენ იცი მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს . ნაცნობების სიაში გადამისამართდდი- იცნობდა მარიამს, როგორ არ იცნობდა , იცოდა მისი ამ მშვიდი ტონის მიღმა რაც იმალებოდა, ეს სიტყვები რას ნიშნავდა. -რა გააკეთე, მთვრალია და აგრესიული ... რა დროს დანაშაულების დათვლა იყო მარიამ -ისწავლე გაბრაზება და არასწორი ხალხის ცხოვრებიდან წაშლა. აღარ დადგა დრო მოგვიშორო ყველა ტოქსიკური? მხოლოდ მკვლელებს და ქურდებს რომ განსჯი, სულით დამპალი ხალხი მოიშორო სჯობს -ეს მხოლოდ სიტყვებია ახლა, ხომ ვიცი შენი გულის ამბავი . თავს ვერ აპატიებ რამე რომ დაუშავდეთ -არავის მივცემ უფლებას შენ დაგამციროს და შეურაცხყოფის მოყენება ეცადოს თავისი ერთუჯრედიანი ტვინით ! შენთან ასე საუბრის უფლება არავის აქვს ამქვეყნად -ასე რომ ბრზდები ძველ მარიამს ვხედავ და მიხარია, მაგრამ მხოლოდ ცუდ თვისებებს ნუ დაიბრუნებ - გაეღიმა და ახლოს მიიზიდა- იცი ,ხომ? -რა ვიცი , ჩემი და რომ სულელია და ერთხელაც დასისხლიანებული მიადგება კარზე მამაჩემს? რომ გაიპარნენ , ჩუმად იქორწინეს , მამაჩემს გამოუცხადეს ორსულად ვარ და ვერ წამოვალო იმ დღეს ვუთხარი რაც ელოდა . მამაჩემი ლამის ხელებში ჩამაკვდა იმ დღეს სუფრაზე დაჯდომა რომ აიძულა იმ ველურ ხალხთან -არ ჩაუსუნთქავს ისე თქვა ყველაფერი და კიდევ ბევრს იტყოდა სანდროს კოცნას რომ არ შეეჩერებინა -შენზე ვგიჟდები და ამ ცეცხლზე შენს თვალებში ... სამყაროში ყველა ქალზე მიმზიდველი ხარ ,როცა მშვიდი ,ნაზი პედაგოგიდან ვულკანად გადაიქცევი - თვალებში უყურებდა, ეფერებოდა და სამყაროდან აქრობდა ყველას მარიამის გარდა -გამოგვივიდა ცეკვა და წარსულის სიმსუბუქის შეგრძნება? -გამოგვივიდა, ინერტული აღარ ხარ -გეგმა, გავაცოცხლო მარიამი მოქმედებაში მოიყვანე ,არა? -შენთან ერთად ყველა ჯერზე თავიდან დავიბადები , მეც შენთან ერთად ვკვდები და ვცოცხლდები -ჩემი სულის არეკლილი ანარეკლი ხარ, ისევ? -არ იტირო - ამღვრეული თვალები დაუკოცნა . არასტაბილური ჰქონდა ემოციები . სანდრო შეჩვეული იყო, მკურნალობის დროსაც ასე ემართებოდა, მაშინ ჰორმონები მოქმედებდა ახლა კი ცხოვრება -სახლში დავბრუნდეთ, უსახელო ცოდოა მარტო , კართან გველოდება ვიცი -აღიარე,რომ ძალიან გიყვარს -შენ შემოიყვანე ჩვენს სახლში, როგორ არ მეყვარება მანქანას ნელა ატარებდა, ღამის ქალაქი სულ სხვა მუხტს ატარებდა და ყოველთვის ცდილობდნენ ამ აურით ტკბობას. უსახელო მართლაც კართან ელოდათ, როგორც კი შეაბიჯეს მაშინვე შეეგებათ,მას მხოლოდ სიყვარულის განცდა ჰქონდა, კითხვებისა და კრიტიკის გარეშე უყვარდა . ………………... _ნერვიულობ? _ სანდრომ დაუმშვიდა აჩქარებული გულისცემა. მოეხვია და გულში ჩაიკრა _გამოგივა, ბავშვებთან ურთიერთობა შენთვის ყოველთვის მარტივი იყო _ადრე სხვა ანარეკლი ჰქონდა ჩემ სულს _სარკეში ჩანდნენ ერთად. სანამ სანდრო თავზე ეფერებოდა მარიამი მისი სახეს უყურებდა და ტკბებოდა ,ისევ ისეთი ნამდვილი იყო როგორც ყოველთვის _ბავშვები სულის სარკეები არიან ხომ იცი ... ყველაფერს ხედავენ _შენ სიყვარულსაც დაინახავენ ტკივილთან ერთად და წამალივით უნდა მიიღო , გთხოვ საწამლავად ნუ გადაიქცევ მათთან სიახლოვეს -ჩემ გამო ნუ გეშინია ... მეტად აღარ გატკენ , გეფიცები ატყუებდა , აქამდეც მივიდა და წარმოსახვაში გაიბზარა კიდეც სარკე . თვალები დახუჭა, ვეღარ უყურებდა საკუთარ თავს_ ეს სექტემბერი ახალი ცხოვრების დაწყების წერტილი იყოს ... ისევ ძველებურად, შენ მე ძალას მომცემ მე შენ _ ქვემოდან უყურებდა, იმას ამბობდა რისი მოსმენაც სანდროს სურდა და მზერითაც კი ატყუებდა _ჩემი მარიამი იპოვნე ამ შენს არეულ სულში , სხვა არაფერი გვჭირდება. ის მარიამი შეუძლებელს შეძლებს და ყველაფერს მოერევა _ როგორი მავედრებელი ჰქონდა მზერა. ფრთხილი შეხება , მოზომილი და ნაზი _მიყვარხარ ... _ძლიერ ...ძლიერ რაც გადის დრო და ხანი _ სადღაც შორიდან ისმოდა ჩუმი მელოდია , რეალური ან იქნებ ირეალური , ორ სხეულს ერთ რიტმში არხევდა და თან ერთვოდა სანდროს ხმა, ხმა რომელიც სასმელზე მეტად ათრობდა მარიამს, ხმა რომელიც სულს ეხებოდა და ყველა უჯრედამდე აღწევდა. სანდრო ნამდვილი იყო ისევ ისე როგორც პირველად ამ ლექსის გაცოცხლებისას -შენი შავი თმის ბუჩქი. ეგ თეთრი შუბლის სერი. თვალები გიშრისფერი. ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს ორი პატარა თათი - სიტყვებს კოცნებს ურთავდა , ტკბილ ხმას შეხებას ურთავდა - ო, იცი როგორ მიყვარს,ოდნავ შეხებაც მათი. -ო, იცი როგორ მიყვარს. გამოუთქმელი ენით?შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი- მარიამმა განაგრძო ლექსის ნაწილი და წვერიან ლოყაზე შეახო ტუჩები მერე კი სმენა განაგრძო -მე დარდიც მიყვარს შენი შენი ღიმილიც ფართო მე ცრემლი მიყვარს შენი შენი კისკისიც მართობს. მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი... მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ მთელი გრძნობით და ძალით. მთელი სამყარო ვრცელი შენით არსებობს ჩემთვის რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ღამით ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ დღისით გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ შენს დარდს ვატარებ დარდად მე სხვა სურვილი არ მაქვს შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მეჩვენება მცირედ რადგან შენ გსურდა იგი შენ შემოგწირე იგი. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი ჩემი ცრემლების წვიმა. -მიყვარხარ... ძლიერ... ძლიერ მიყვარხარ ცხადად, მალვით როგორც არასდროს არვინ არ ჰყვარებია არვის. ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ. სატრფოვ, შვილო და დედავ ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად ერთად მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი. მიყვარხარ ძლიერ ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.! გრძნობები ამ გზით რომ გამოხატა ტიროდა, ბედნიერებისგან ახლა კი სინანული ტანჯავდა . ლექსის გაცოცხლებული სიტყვებისთვის, ტკივილისთვის , მსხვერპლისთვის რომელიც ნამდვილად გაიღო , გრძნობებისთვის რომელიც სრულად მარიამმა მიისაკუთრა . ტიროდა წარსულს, აწმყოს და მომავალს, რომელსაც მისი გონების ბნელი ნაწილი გეგმავდა, ის ნაწილი ანარეკლი რომ არ გააჩნდა . ………………………….. მასწავლებლებისთვის ახალი წელი სექტემბერში იწყებაო ყოველთვის ამბობდა და ამჯერადაც ასე ფიქრობდა. მაქსიმალურად ცდილობდა ეპოვნა ნათელი წერტილი და მას ჩაბღაუჭებოდა. სარკის წინ დიდხანს აღარ რჩებოდა, აღარ უყვარდა საკუთარი თავი იმდენად რომ დეტალებს დაკვირვებოდა და შესწორება ეცადა. გულისცემა აჩქარებული ჰქონდა, როგორც ყველა წელს როდესაც უცხო კლასში შედიოდა ახლა კი თავიდან იწყებდა, სრულიად განსხვავებულ სამყაროს წარმოადგენდნენ პირველკლასელები. სიმბოლური იყო საერთო დასაწყისი _საუკეთესო მასწავლებელს ვულოცავ ახალ სასწავლო წელს და ვუსურვებ საინტერესო გამოცდილებებით სავსე სამუშაო საათებს _ ფერადი თიხის ქოთნით იები ეჭირა ხელში სანდროს _ამჯერად პირადი ოთახი გექნებათ შენ და შენს ბავშვებს , დარწმუნებული ვარ ყველაფერთან ერთად ბუნების სიყვარულსაც ასწავლი ამიტომაც პირველი მე ვიქნები ჩემი თვალებციმციმა იებით _როდის მოასწარი... _მანქანაში დავტოვე წუხელ. ლამაზი ხარ _ ფიქრობდა , რომ არ იყო , მაგრამ სანდროსთვის ყოველთვის _ისე ამბობ , გიჯერებ _მზად ხარ? წავედით ? _წავედით ... _მგონი სჯობს ფეხით გავიდეთ , თორემ საცობში მოვხვდებით _მანქანისთვის უკან რომ დაბრუნდები სამსახურში არ დააგვიანებ ? _ყველაფერს მოვასწრებ, პრიორიტეტი შენ ხარ იებს ნამდვილად ციმციმა თვალები ჰქონდათ , სანდროს კი სურვილი მარიამიც მათ დამსგავსებოდა. პირველად საკუთარი ხელით დაუკრიფა იები და ახლაც ახსოვდა დანიშნულების ადგილამდე როგორ ნერვიულობდა . ყველაზე მეტად უყვარდა ეს ერთიციდა ლურჯთვა ყვავილი და შინაგანი ნატვრა ჰქონდა მარიამთან საერთო გრძნობა აღმოეჩინა. გული ბედნიერებისგან ყელში მოებჯინა გოგონას რეაქციის ნახვისას _ვინ გითხრა , რომ იებია ჩემთვის ყვავილებს შორის ყვავილი ... რომელმა მეგობარმა გამთქვა _არ მჯერა ... _რა არ გჯერა თუ არ გეჯერა ასე ძალიან რომ მიყვარან . სახლში , ჩვენთან ერთ დროს პატარა ქოთნის იებით დავიწყე ყვავილების შეგროვება და ახლა ყველა ოთახშია მცენარე, მამა დაგვცინის ადამიანის ადგილი აღარ დარჩება , ჯუნგლებად გადავიქცევითო _სურნელით ტკბებოდა და თან გაბრწყინებული საუბრობდა . სანდრო მოულოდნელად მოეხვია და ტუჩის კუთხეში აკოცა მხოლოდ _წავედით თორემ შენ გაკვეთილზე აგვიანებ მე ლექციაზე _ სიტყვის თქმა არ ადროვა ისე დაემშვიდობა მაშინ ახლა კი კიდევ ერთი იდეა გაუჩნდა მარიამის ცხოვრების გაცოცხლებისთვის ................ ყველას აქვს საქმე რომელიც საქმეზე მეტია , კომფორტის ზონაა , ტვინისთვის ხსნა და ნათელი სივრცეა , რომელში შესვლის წამიდან ივიწყებ ყველა პრობლემას . მარიამისთვის საგაკვეთილო პროცესი წარმოადგენდა დროის მონაკვეთს რომელიც სხვა სამყაროში ამისამართებდა , მაგრამ ჰქონდა პერიოდი როდესაც იმდენად მძიმედ იყო, რომ არაფერი ამსუბუქებდა მის ტვირთს. ახლა თავიდან აპირებდა ახალი სამყაროს აღმოჩენას. პირველი დღე ყველასთვის ემოციური იყო, კოლეგებთან საუბრით დაიწყო და კლასამდეც მიაღწია. წინასწარ ჰქონდა მომზადებული ოთახის ყველა ნაწილი, სანდროს ნაჩუქარი იებიც იკავებდნენ ღორსეულ ადგილს . ყველა ფერი იყო ირგვლივ და მცირე სურვილი ამ ფერების სულში გაცოცხლების. ამ მცირეს ებღაუჭებოდა, მის შენარჩუნებას ცდილობდა და თუ სურვილს აჰყვებოდა გაიმარჯვებდა იმ ბნელ ძალაზე უფსკრულში რომ ითრევდა , იქედან გაქცევისკენ მოუწოდებდა. ბავშვებითა და მშობლებით აივსო პატარა სივრცე . ბედნიერების ჟრიამული მოჰყვათ თან რომელმაც სუნთქვა შეუკრა, თავში მძიმე ლოდებივით ხვდებოდა ყველა სიტყვა სანამ არ მოერია პროფესიონალიზმი ყველა დისკომფორტს. გადაჩვეული იყო ამ ხმაურს , თანაც ასეთს . ზოგი ტიროდა, დედას ებღაუჭებოდა , ზოგიც დამოუკიდებელი იყო და მოწესრიგებული ელოდა მასწავლებლის მითითებებს, ინტერესით სავსე თვალებს ხედავდა , ათასი ფერი იყო მათში . დედებისა და შვილების კავშირის უთვალავი ფერი , ასე შორს და ახლოს . ……………………….. _მისმენ ? _რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ჰკითხა, მიხვდა ყურადღებას რომ არ აქცევდა _თავი მტკივა... თუ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არ არის მოგვიანებით მომიყევი _თავი თუ გტკივა სად მიდიხარ _სახლს დავალაგებ _დალაგებული არ არის მარიამ? _მტვერია და მაღიზიანებს ... ფანჯრები უნდა დავწმინდო, ფარდები ჩამოვხსნა და ჭაღები გავაპრიალო თორემ აბლაბუდებით იქნება სავსე. კიბე მჭირდება _ ყველაფერს აკვირდებოდა სანდროს გარდა _სხვა დროს დავალაგოთ ერთად, მეც მოგეხმარები ... ახლა მომისმინე რაღაც ამბავს გიყვები _ჩემ გარეშე ვერ იღებ გადაწყვეტილებას? პატარა ბავშვი ხარ რომელმაც არ იცის როგორ იკონტაქტოს ახალ თანამშრომელთან? უბრალოდ რომ დაიკიდო არა? _რა დავიკიდო , დაწინაურებას ველოდები ამდენი ხანია და ახლა სხვას დავუთმო? _რა მნიშვნელობა აქვს რა თანამდებობა გექნება ... შენი პროფესიის აზრს ხომ საერთოდ ვერ ვხვდები. დაჯდები კაბინეტში და განაგებ ვინ რას გააკეთებს? ადამიანები მაინც მოკვდებიან, პატიმრობაში ან დარჩებიან ნაბიჭვრები ან არა , მოქრთამული მოსამართლის და ადვოკატის ამბავია ... შენ რა. სულ მიკვირს საერთოდ რატომ ისწავლე ამდენი და იმუშავე ასეთ სფეროში _დივანზე დადგა და ფარდების ჩამოყრა დაიწყო _გამოდის უფუნქციო ცხოვრება მაქვს? აქამდე არ გითქვამს რომ ასე ფიქრობდი _სულ ვამბობდი, რომ შენი პროფესია არ მომწონს _მეუბნებოდი , რომ გეშინოდა ჩემ გამო _ხო აი რომ დაგაწინაურებენ მერე აღარ შემეშინდება, პირდაპირ შენ არ გავარდები ვიღავ ხულიგანის დასაჭერად ... მაგ მხრივ მაწყობს შენი დაწინაურება და ვინ გეღობება გზაზე? _ქალია, ამბიციური და შემტევი. უკან არაფერზე დაიხევს , მთლიანად სამსახურზეა გადართული. ეგ თუ უფროსი გახდება სამსახურიდან წამოსვლა მომიხდება _რამდენი წლისაა _მე რა ვიცი _ ბავშვია თუ არა ვერ ხვდები? _არც ბავშვია და არც მოხუცი ... ჩემი ტოლი იქნება ალბათ. იმიტომაა ჯერ_ჯერობით ამ თანამდებობაზე თორემ მეტსაც მიაღწევს _და ჩემგან რა გინდა _საქმეებს მართმევს, ყველასთან პოულობს რაღაც ხიდს _მერე ეთამაშე თავისი თამაშით, შენც იპოვნე მასთან ხიდი და ეგ არის. ერთი მარტოხელა , ჭკვიანი ქალი ვერ უნდა მართო? სად წავიდა შენი მანიპოლატორული ბუნება, მთლიანად მე ვშთანთქე? დაგავიწყდა როგორ უნდა გადაიყვანო ქალი შენ მხარეს? ჩემგან მართლა რა გინდა, მოგწონს , გიზიდავს, აღფრთოვანებული ხარ და რაიმე სახის თანხმობას ელოდები ? _საიდან მოიტანე ახლა ეს ეჭვიანობა... ამ ბოლო დროს მართლა სხვა ქალი გახდი _საერთოდ არ ვეჭვობ, ვიცი ზუსტად , რომ გიზიდავს ... სავარაუდოდ მასაც მოსწონხარ და მე რომ არ ვარსებობდე აქამდე ერთადაც იქნებოდით. შესაძლოა მას ჰქონდეს პროტესტი ცოლიან კაცთან ურთიერთობის, თუ არ აქვს დაელოდე გადმოდგამს ნაბიჯს _დამცინი თუ მართლა ასე ფიქრობ _სრულიად სერიოზული ვარ, რომ აღიარო არ გინდა? _რა ვაღიარო, რომ სხვა ქალი მიზიდავს ? _ჯერ არ გაგიაზრებია? კარგი არაუშავს ... გადაღლილი გაქვს გონება , ჩემ შემთხვევაში მალევე მიხვდი ნუ მას მერე იმდენი ტრაგედია მოხდა ჩვენს ცხოვრებაში გასაკვირი არ არის შენი გონების ჩამობნელება _შენი ატანა ნამდვილად აღარ მაქვს... მივდივარ . გვიან დავბრუნდები თუ გაინტერესებს ისევ , მაგრამ ვხედავ როგორც არ გადარდებს და მშვიდ ძილს გისურვებ. ამ შენს ცვლილებას ერთი პლიუსი კი აქვს , ვიცი გათენებამდე აღარ მელოდები _კარგად გაერთე _არ შეუხედავს ,სკამზე დადგა და ფანჯრების წმენდა დაიწყო . გაბრაზებულ სანდროს არ დაუნახავს მისი ცრემლები, ვეღარც ხედავდა ნამდვილ ფიქრებსა და ემოციებს . ტყუილებში ჩაიკარგნენ, გამოგონილ აზრებსა და პოზიციებში აირივნენ. ერთმანეთი დაკარგეს სიმართლესთან ერთად. ნამდვილად მოსწონდა ქალი ? ხო, ალბათ მარიამი მართალი იყო და ჰქონდა დეას რაღაც რაც ნამდვილად იზიდავდა სანდროს. მისი ძალა, ენერგია , დომინანტური ბუნება და ყველა თვისება რაც მარიამისგან განასხვავებდა. იქნებ გაუაზრებელი პროტესტის გამო იფიქრა , რომ შეეძლო სხვა ქალთან ეცადა, სხვასთან ვინც არაფრით ჰგავდა მის ერთადერთს. _არ მეგონა თუ მოხვიდოდი, ცოლიან კაცებს დრო არ გაქვთ ხოლმე ღამის ცხოვრებისთვის ... ბავშვები, ოჯახური ამბები , ცოლის კაპრიზები და მოსაწყენი ამბები _სასმელს აგემოვნებდა და აბრჭყვიალებული თვალებით უყურებდა _შვილები არ მყავს და ცოლსა არ აქვს ჩემი სახლში გამოკეტვის სურვილი _აშკარად არ იცის რა უნდა ცხოვრებისგან თორემ მე მის ადგილას ყველა შენს თავისუფალ წუთს მივითვისებდი _მარტო რატომ ხარ, დანარჩენები სად არიან _ შინაგან დისკომფორტს გრძნობდა, მასთან ფლირტი მძიმე ლოდად აწვებოდა და ბოლომდე ცდილობდა გაქცეოდა ყველა ბნელ აზრს _დანარჩენებით არ ვინტერესდდები ... ამ პირველყოფილების გარემოცვაში როგორ მუშაობდი საერთოდ _უკეთესი გუნდი თუ გჭირდება შეგიძლია წახვიდე მე მათთან ერთად ვმუშაობ წლებია და თან საკმაოდ ნაყოფიერად _კარგი, კარგი ნუ გაბრაზდები ... ისე იცავ როგორც მამა ლომი პატარა ბოკვერს. არაფერს ვავნებ შენს გუნდს , მისი ნაწილი გავხდები მეც _უბრალოდ ნაწილი თუ თავი _შენ რომ მართავ უკვე ყველას და ყველაზე გავლენა გაქვს ვიცი, მხოლოდ ფორმალური ნაწილია დარჩენილი ... როგორი კაცი ხარ აქაც საქმე გამახსენე მე კი არ მიყვარს სამსახურის გარეთ მასზე ფიქრი _კარგი, მაპატიე ... არაფერს ვიტყვი _ ჩუმად ვარო ანიშნა და დალევა განაგრძო. ხალხს უყურებდა, ტელეფონზე ზარს ელოდა მისი გონების ნაწილი ,შეტყობინებას მაინც , მაგრამ მარიამი არ ჩანდა. დრო კი გადიოდა და სასმელიც არ შველოდა დარდს. რაღაც ეტაპზე დეასთან ერთად აღმოჩნდა მოცეკვავეებს შორის. ყველაფერი ჰქონდა ქალს იმისთვის , რომ გონება გაეთიშა, მაგრამ მაინც მარიამი ზედმეტად ბევრი იყო გასაქრობად. მის ეჭვიანობას ელოდა, განგებ არ დამალა ტანზე დარჩენილი ქალის სუნამოს სურნელი . ელოდა მარიამის ნამდვილ ეჭვიანობას , მას კი მშვიდად ეძინა . წამლის მოქმედების ქვეშ , რომლის შუშაც საწოლის გვერდით იდო წყლის ჭიქასთან ერთად. მარიამს აღარ ადარდებდა , აღარ აინტერესებდა და ეს ამბავი ანგრევდა, ბრაზით, პროტესტით, შურისძიების სურვილით ავსებდა. წვეთ_წვეთად ვრცელდებოდა შხამი მის არსებაში , სიბნელე , რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებდა მათ ცოლ_ქმრულ ერთობას. იბანავა, სასწრაფოდ დაიბრუნა საკუთარი სურნელი და მარიამის გვერდით ფრთხილად დაწვა. ისე ჩაეხუტა როგორც მძინარე ბავშვს, სუნთქვასაც რომ ანელებ მისი ძილის დასაცავად. მხარზე ოდნავ შეახო ტუჩები, მისი სიახლოვით გაივსო , გულმა იპოვნა სახლი , მისი სიმშვიდე და მოვიდა ძილიც. მარიამი კი დილაადრიან იღვიძებდა, უყურებდა სხეულზე მოხვეულს , მშვიდად მძინარეს და იცოდა სანდრო ისევ მისი იყო , მაგრამ დიდხანს აღარ. მარიამის კოცნის ნაცვლად გაბმული ზარის ხმამ გააღვიძა. ხელით ძლივს იპოვნა ტელეფონი და არც დაუხედავს ისე უპასუხა _სად ხარ... ნახევარი საათი გავაჩერებთ ვეტყვით ველოდებით რამე დოკუმენტს_თქო . მოასწრებ მოსვლას ? სანდრო გესმის რას გელაპარაკები თუ გადააგრძელე ცოლთან ვნებიანი ღამე _მოვდივარ ... თუ დაიწყო არაუშავს გვიან შემოვალ _უსწრაფესად ჩაიცვა და გარეთ გავარდა. მარიამი სამზარეულოში იჯდა და მშვიდად საუზმობდა _რატომ არ გამაღვიძე ... ვაგვიანებ _საცობი იქნება, სჯობს მოტოციკლით წახვიდე ან საერთოდაც სქროლით _დიდი მადლობა რჩევისთვის _არაფრის ... _ნეტავ გამაგებინა რისთვის მსჯი , როცა დანაშაული არ ჩამიდენია _წინასწარ ძვირფასო _ჩუმად თქვა, სანდრო უკვე კიბეზე გარბოდა . სახლში იმ ღამითაც გვიან დაბრუნდა , მაგრამ მარიამს დაძინება ვერ მოესწრო. სააბაზანოდან გამოსულს ნახევრად შიშველი დაუხვდა _ ასე უცებ გაშიშვლება როდის დაიწყე ... _თუ გაინტერესებს გეტყვი, რომ დაგვიანებით უკეთ გამოვიდა ყველაფერი. დემონსტრაციულად მივიტანე ბოლო მტკიცებულებები _იპოვნე მოღალატე თუ ვერ აზროვნებ ჯერ _განგებ არ გამაღვიძე? _შეცდომა თუ არ დაუშვი ვერ მიხვდები წაქცეულს ვინ გამოგიწვდის ხელს _ მოახლოებულს ვეღარ გაექცა. -მიყვარხარ -თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე ისევ ფრთხილად შეეხო, თანხმობას ელოდა _რატომ არ დარჩი , გითხრა? _სად _მზერა შეეცვალა , ხელები წელზე გადაიტანა , არ უნდოდა გაქცეოდა _ვისთან ერთადაც იყავი მასთან _შენი ქმარი ვარ , მარიამ _შენ გეშინია, რომ თუ დამტოვებ თავს მოვიკლავ ამიტომ შენი ტვინი ბლოკავს ყველა სხვა სურვილს და ტოვებს მხოლოდ იმათ რომელიც მე მიკავშირდება და ჩემ გაბედნიერებას. _რომ მიყვარხარ და შენი ბედნიერება მინდა ეგ არაფერს ნიშნავს? _ვიცი, მჯერა , დამარწმუნე დიდი ხნის წინ , რომ გიყვარვარ , მაგრამ სიყვარული ამდენ ტვირთს ვერ აიტანს და დაიტევს _ სახეზე ეფერებოდა, მთვრალიც კი არ იყო . ერთი ან ორი ჭიქა სასმელი ექნებოდა მიღებული, უბრალოდ თანამშრომლები ვერ დატოვა თორემ იქამდეც მარიამთან გაიქცეოდა და ყველაფერს მოუყვებოდა. არ შეეძლო სხვანაირად, იცოდა მარიამს უხაროდა მთელი გულწრფელობით ყველა მისი სიხარული . _შენ უბრალოდ გიყვარდე ისევ ისე როგორც ადრე და მე სხვა არაფერი მინდა... მოაშორე ის ქალი ახლა რომ ქმნი ჩემს მოსაშორებლად , გთხოვ დაივიწყე რა გეგმაც გაქვს და დამიბრუნე ჩემი მარიამი _მიყვარხარ , მაპატიე ჩემი ბიპოლარულობა ... მიყვარხარ , მიყვარხარ , მიყვარხარ _ ჩუმად უმეორებდა კოცნებს შორის _შაბათ _კვირას სადმე წავიდეთ , გარემო გამოვიცვალოთ, აქაურობას მოვშორდეთ , მხოლოდ მე და შენ ........................ …………………………. _ტელეფონი აგიფეთქე შვილო სადახარ _ვმუშაობდი დედა... ამ წამს დასრულდა გაკვეთილი და გამოვედი . რა ხდება , წარღვნაა? _ნინოა ცუდად... სისხლდენა ჰქონდა,კლინიკაში წავიყვანეთ. სისხლს ვეძებთ გამწარებულები ეს ხომ ქვეყანა არააა სისხლის ბანკი რისთვის არსებობს _დედა დამშვიდდი და გამაგებინე რა ხდება... ბავშვი დაკარგა? _რომელი ბავშვი გოგო რამდენიმე დღის წინ წამალი დალია , რომ მოშლოდა და ეტყობა დიდი იყო სისხლდენა ჰქონია არ უთქვამს მე რა ვიცი . დილით შეწუხდა გადამირია ბავშვები _ბავშვი მოკლა ახლა სისხლდენა აქვს და თვითონ შეიძლება მოკვდეს? ამას მეუბნები და ჩემგან რა გინდა? გაიგეთ რომ ბიჭი არ ყავდა გოგო იყო გადაყლაპა წამალი და ელოდა როდის დაიშლებოდა ნაყოფი? ჩემგან რა გინდა რატომ მირეკავდი მე რა შემიძლია დედა ექიმი ვარ, სისხლი მაქვს თუ რა... _შვილო შენ ხომ არ გაგიჟდი ... გოგო კვდება რა დროს 12 კვირის ნაყოფზე დარდია . რეალობაში გადმოდი ნუ ცხოვრობ ამ ზღაპარში ყველა იკეთებს აბორტს ვისაც დაორსულება შეუძლია _არ ვიცი, მე არ შემიძლია _ამაზე ვილაპარაკოთ ახლა შენ რა შეგიძლია და რა არა? ბავშვები ობლად მირჩება მემგონი ამ სულელების გადამკიდე... _ბავშვებზე დარდობ თუ ნინოზე _შენი ძმა გათიშულია... ასე თუ უყვარდა რას ვიფიქრებდი . მოდი და მომეშველე ესენი არაფერში გამოგადგებიან ხომ იცი _ჩემი და ჩემი ქმრის სანაცნობო დაგჭირდათ ? გასაგებია _შენ შვილო ბავშვების გარდა აღარაფერი გაღელვებს? რომელიმეზე რომ მეთქვა ცუდადაათქო აქ იქნებოდი უკვე _იმიტომ რომ ბავშვი არავის კლავს და ამ მკვლელობას არ ეწირება . ბავშვი უდანაშაულოა და დახმარება სჭირდება დანარჩენები კი იმას ვიღებთ რასაც ვთესავთ . გადარჩება, ისევ დაორსულდება ისევ ილოცებს ბიჭი იყოსო და თუ არ იქნება ისევ აბორტს გაიკეთებს ოღონდ სხვა გზას აირჩევს _გადარჩეს და სულ აღარ მიეკაროს მგონი შენი ძმა... გეუბნები ლამისაა უკან მიჰყვეს. ასეთი მე ეს ჯერ არ მინახავს , ტიროდა _ვინ ტიროდა შენი მოძველბიჭო შვილი? _მარიამ საშველად დაგირეკე და შენ მაქედან რას აკეთებ მაგიჟებ? _რა დონემდეც მიმიყვანეთ იქ ვარ... თქვენთან , ფსკერზე ………………. _გაიგე? _კი და ეკლესიაში მინდა წავიდე , ვილოცო სულისთვის რომელიც შეიწირეს _დავრეკე , ექიმს ვესაუბრე ... მძიმედაა მარიამ . დეტალები ვერ გავიგე, მაგრამ მხოლოდ წამალი არ მიუღია სეფსისი აქვს . ოპერაციას გაუკეთებენო. ბიჭებს გადავურეკავ , დონორს მოვიყვან. არ ინერვიულო, გამოჯანმრთელდება _არ ვნერვიულობ ... _მარიამ ახლა არ გინდა _ჩემი ძმა მინდა ვნახო როგორ იხოხებს ხატების წინ და როგორ არ შერცხვება ღმერთისთვის პატიების თხოვნა _გთხოვ არავის არაფერი უთხრა , ყველაფერი ჩაივლის და შემდეგ _არ მივდივარ ... ჟივილ ხივილისთვის არიან იქ შეკრებილები. _ბავშვებზე ვინ იზრუნებს _გამოცდილი დედები _მარიამ _რა , სადაც ორს ზრდის ჩემი და მიიმატოს კიდევ ორი . ერთი პრობლემა აქვთ მაინც ბიჭს ვერ აჩენენ იქნებ ისწავლოს ჭკუა. სიძე ცოლის ძმა იმაზე დანიძლავდნენ ვინ გააკეთებდა პირველი ბიჭს _ყველაფერს ახლა ნუ გაიხსენებ ამის დრო არ არის _შენი სიმშვიდე ჭკუიდან მშლის _ვიცი, მაგრამ ასეა საჭირო. ოჯახი ვართ , შეცდომების მიუხედავად _მკვლელობა შეცდომაა? _არ იტირო ... ღრმად ისუნთქე. სკოლაში ხარ, ყველაფერი მოგვარდება. სამსახურს ჯერ ვერ დავტოვებ , რამდენიმე საათი დამაგვიანდება. ბიჭები ჩემამდე მოვლენ როგორც კი ვიპოვი შესაფერის დონორს _სულელი გოგო, სულელი ,სულელი თავს რა დამართა _უცებ ჩამოეშალა ყველა კედელი და ცრემლებმაც იწყეს სვლა. _ისუნთქე , სარკე არ არის მანდ? მარიამ შეხედე სალუთარ თავს და დამშვიდდი .იპოვნე ძალა რომ დაეხმარო მათ ვისაც ახლა აზროვნების უნარი არ აქვს. _არ შემიძლია... ვერ ვნახავ ჩემი ძმა როგორ იქნება ახლა , ხომ ვიცი თავისი ქცევების მიღმა როგორც უყვარს. ხომ ვიცი და ახლა იქნება ის ვინც ყველას მიღმაა, ვინც ნამდვილადაა როცა ტკივა . არ შემიძლია _შენ რომ გელოდი იმ დროსაც ასე იყო...ერთი სიტყვაც არ უთქვამს , გაქვავდა . დაჯდა და არ გატოკებულა სანამ ექიმმა არ თქვა , რომ საშიშროებამ ჩაიარა _ხუთი წუთი მჭირდება . ძალას მოვიკრებ და წავალ _შენთან ვარ ... სანდროს ხმა ესმოდა და თან საკუთარ ანარეკლს უყურებდა. რამდენიმე წუთი დასჭირდა პირვანდელი სახის დასაბრუნებლად. შემდეგ საპირფარეშოდან გავიდა , ზარიც დაირეკა და იქაურობაც გაივსო. .................... _ოპერაციას უკეთებენ ... _ვიცი ,სხვა გზა არ არისო _ეს რა უფლის სასჯელია ღმერთო შენ გვიშველე _ ნინოს დედას ყოველ წამს ასულიერებდნენ . თემო თავდახრილი იჯდა მერე წამოდგა და ყველასგან შორს დადგა . სიგარეტის მერამდენე ღერს ეწეოდა ვერ გეტყვით _მალე გამოიყვანენ ... გონს როგორც კი მოვა და პალატაში გადმოვა ექიმს ვთხოვ და გაჩვენებენ _ჩემი ბრალია და ღმერთმა დამსაჯა. უმადური ვიყავი ორი ანგელოზი მყავს და მესამეს აჩენდა ახლა კი ახლა ამ ოპერაციის მერე რა იქნება , მოვკალი როგორც ქალი. სულ ჩემი ბრალია , ყველაფერი ყელშია უკვე ... არავის დანახვა მინდა _ესაა ნიშანი და მორჩა . აქედან ერთად რომ გახვალთ შენ და ნინო აღარავის მოუსმეთ. თქვენს გოგონებზე იზრუნებთ და მასთან იქნები , მის გვერდით _შენ გამოიყენე მეორე შანსი ? აღარ ცდილობ მოკვდე ? არ მოგწონვარ ასეთი ხომ? მამშვიდებ და შენ რომ კვდებოდი როგორ ვიყავი იცი? შენი სანდრო მოჩვენებას რომ დაემსგავსა იცი? შენთან შემოსვლის დროს არ ვიცი რა ძალას იკრეფდა , იცი გარეთ გამოსვლის დროს როგორ იყო? მე ვიცი , ვხედავდი . აქ დგახარ ახლა და იცი რა არის სწორი რა არასწორი , მართალი ხარ კი , ყოველთვის სხვის ომში ,საკუთარში არ _ჩემზე საუბრის დრო არის ახლა? _სულ არის ... შენ გამზარდე , მეტი რომ დამეჯერებინა უკეთესი იქნებოდა , მაგრამ რაც ვარ ეს ვარ . შენზე მეტად არავის ვაფასებ . აღარ გაბედო ჩვენი მიტოვება _მთელი ძალით მოეხვია, ტიროდა და ისე იმალებოდა როგორც ბავშვობაში ……………………. _ბავშვები ჩვენთან რომ დარჩნენ წინააღმდეგი რომ არ იქნები ვიცი ... ოთახი მოვუმზადე _მეც წამოვალ _დაღლილი არ ხარ? დაისვენე _როგორ მომენატრე _ მთელი დღე მდუმარედ უყურებდა როგორ მყარად იდგა ოჯახოს გვერდით ისე როგორც ყოველთვის მიუხედავად ყველაფრისა. შეეძლო ეჩხუბა, ისე დაშორებოდა სიტყვაც არ ეთქვა და მაინც საჭირო დროს გაეკეთებინა ყველაფერი შეუძლებელი ბავშვები მანქანაში ჩასვეს. ორივემ გააპროტესტა ღვედის გაკეთება . უფროსმა მალევე მოიხსნა და ცოცვა დაიწყო _მამიდა მე შენთან მინდა _არ შეიძლება ჩემო სიცოცხლე... საშიშია. მგზავრობის დროს ყველას ღვედი უნდა ეკეთოს და ისე იჯდეს. მამი , არ დაჯდები? ასე რომ დაამუხრუჭება სანდრო წინ გადმოვარდები _არ გადმოვვარდები, ღვედს მამიკო არ იკეთებს არც დედიკო და ჩვენ სულ წინ ვზივართ _მე ვზივარ დედიკოსთან _მე მამა რულთან მაჯენს...შენ არ დამაჯენ სანდრო ძია? მე ტარებას ვისწავლი მალე და დიდი გოგო რომ ვიქნები მამასავით შევეჯიბრები სხვებს _ღმერთო შენ მიშველე _ ამოიოხრა და ღრმად ჩაისუნთქა _დამშვიდდი 2 დღეში ვერ შეცვლი ყველაფერს _დამაჯინე რაააა _ორივე ერთდროულად ითხოვდა იმას რასაც მარიამი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა _სანდრო ძიას დაიჭერენ წინ რომ დაგაჯინოთ ... მერე მე რა მეშველება სანდრო თუ არ მეყოლება გვერდით. ცოდო არ ვარ? _არ დაიჭერენ ... სანდრო ძია თვითონააა პოლიცია _იარაღიდან მასროლინებ? _მეც მინდააა. მამა დამპირდა შენც დაგაჭერინებ რომ შეძლებო, მძიმეაო და მართლა? შენიც მძიმეა? _ ლამის იარაღზე წვდა , რომ არა სანდროს სწრაფი რეაქციები ვინ იცის რა მოხდებოდა _კიდევ რას გაკეთებინებთ მამიკო და დედიკო... ღვინოსაც ხომ არ სვამთ შემთხვევით _არაა , კუჭს გატკენთო მამამ _თორემ გინდოდათ? _ხო _მე მამას ბიჭი ვიქნები _მამას ბიჭი ვერ იქნები იმიტომ რომ გოგო ხარ ჩემო ლამაზო ... შენ უნდა იყო ის ვინც ხარ და გააკეთო ის რისი გაკეთებაც მოგწონს. შენ რომელი ზღაპრები გიყვარს? დამავიწყდა მე არ გამახსენებ? _ მე ტიკტოკი მინდამ ტელეფონს არ მათხოვებ? _მეც მინდააა ტელეფონიი _არ თამაშიბთ ხოლმე სახლში? სათამაშოები ვერ ვიპოვნე _ვთამაშობთ ტელეფონით ... არ მათხოვებ მამიდა? _მარიამ ბავშვებს ნუ დაურღვევ ჩვეულ რიტმს _სანდროს ხმა ფონად ესმოდა მაგრამ მაინც ბრაზობდა _მომეციიი _ ციტაც და იტირებდა , აშკარად ესეც ჩვეული მდგომარეობა იყო . სანდროსა და მარიამის მობილურები რომ აიღეს ორივე გაჩერდა. ერთმა თამაში ჩამოტვირთა მეორემ ტიკ_ტოკი .სახლშიც ისე შევიდნენ სიტყვა აღარ უთქვამთ, ფეხსაცმელი შესასვლელშივე დატოვეს დივანზე წამოწვნენ და მოშორდნენ გარესამყაროს. _რას შეჭამთ? ბავშვებოო არ გშიათ? _მე შოკოლადი მინდა _მეც მინდა შოკოლადი _შოკოლადს აუცილებლად გაჭმევთ, მაგრამ მრომ ვივახშმებთ შემდეგ . რა მოგიმზადოთ მამიდა? _მე პიცა მინდა _ვიცი დედა საიდანაც იძახებს გამოვიძახო? _მოდი მაჩვენე კიდე რა გიყვართ და გამოვიძახოთ _სანდრო გვერდით მიუჯდა .ბავშვები ორივე მხრიდან დადგნენ . დივანზე დახტოდნენ, სანდროს გადააბიჯეს გადმოაბიჯეს ყველაფერი უთხრეს რაც უნდოდათ და მანაც არაფერზე უთხრა უარი _კარგი დღეს იყოს ასე...მეც დაღლილი ვარ . ხვალ მოვამზადებ რამე ნორმალურს _გემუდარები ახლა ბავშვების აღზრდის პრობლემებს ნუ ჩაუღრმავდები _რომ არ ვიცოდი და ვერ ჩავუღრმავდი როგორიცაა ამათი მამა კი იცი... მშობლების არასწორ გავლენას ასე მარტივად ვერ აღწევ თავს და ბავშვობაში დაწყებული მრუდე გზით სიარულის შეწყვეტაც არაა იოლი სულ ტოვებს კვალს …………….. _როგორ იძინებთ? ზღაპარი წაგიკითხოთ? თუ გინდა შენ წაუკითხე _უფროსს მიაწოდა წიგნი , მაგრამ სულ ტყუილად _ტელეფონი დაგვიტოვე და დაგვეძინება... _კითხვა არ იცის _პატარამ დასცინა _დებილია _არ ვარ დებილი ... დებილი შენ ხარ თვლა ვერ ისწავლე _წამში დაიწყეს ჩხუბი და მარიამი უმოქმედო გახდა . ერთმანეთს ცემა რომ დაუწყეს და საწოლი ტატამად გადააქციეს საერთოდ გაქვავდა _რა ხდება _არ ვიცი , მაგრამ ველოდები როდის დაასრულებენ _ასე თმა აღარ შერჩებათ თავზე _თუ ჩხუბობთ წესების დაცვით მაინც ივხუბეთ ეგ არ გასწავლათ თქვენმა მამიკომ რომელიც ასე ქაჯებივით გზრდით და ბიჭის არ ყოლის დანაკლისს ივსებს? _ იმათ არ ესმოდა საკუთარ თავს ელაპარაკებოდა _გავგიჟდები ... ასე როგორ უნდა გყავდეს ორი პატარა გოგო _მამას ვეტყვი შეყვარებული რომ გყავს და სახლიდან გაგაგდებს _მე ვეტყვი მასწავლებელს ბაყაყი შენ რომ ჩაუსვი ჩანთაში _ესენი 6 და 7 წლის არიან თუ 16 და 17 _გააჩერე თორემ წავალ და ჩემ ძმას დავახრჩობ _პედაგოგი შენ ხარ _ ერთ საათში აღვზარდო? _სულ სწორად აღზრდილი ბავშვები გყავს კლასში? _წლები ვმუშაობდი მცირედი ცვლილების შესატანად _აქამდეც რომ დაკვირვებოდი ამ ბავშვებს მიხვდებოდი რა გზაზეც იდგნენ ...შენ კი სახლში გამოიკეტე და სულ არ სტუმრობდი ნათესავებს _ყოჩაღ იდეალურ დროს შემახსენე ჩემი დეპრესია წავალ ოთახში , წამალს დავლევ და დავიძინებ. ესენი მიხედავენ თავს _გეყოფათ ბავშვებო , დაზავდით ... მომიყევით რა ხდება და მივიდეთ შეთანხმებამდე _ სანდრომ ერთი ხელში აიყვანა და იატაკზე დასვა მეორეს კი აწეწილ თმახე ნაზად გადაუსვა ხელი _დამშვიდდით , ნახე გული როგორ გიფრთხიალებს _დები არ ხართ? _ტუტუცია , დამცინის თითონაც ბლუკუნებს კითხვის დროს და საერთოდაც ძლივს ლაპარაკობს კბილები არ აქვს _არც შენ გაქვს სულელო _მაგრამ მე არ ვსისინებ და შენსავით თვლა არ მეშლება _კარგით რა ბავშვებო მამიდა მარიამსაც არ ჰქონდა წინა კბილები თქვენს ასაკში მაგრამ ახლა ნახეთ როგორი ლამაზი ღიმილი აქვს _ერთი წუთით? შენ ვის კბილებს ახსენებ შენი ფოტოები მაინც არ მქონდეს ნანახი _პატარა ბავშვს დაემსგავსა წამსვე და სანდრომაც გართობა განაგრძო _ბრეკეტები მერე გაიკეთა შეყვარებულები რომ გავხდით...მოკლედ დრო რომ გავა ეგ პრობლემა მოგვარდება უბრალოდ უნდა დაელოდოთ. კითხვას რაც შეეხება მეტი უნდა იკითხოთ, არა მარიამ მასწავლებელო? _ახლა შერიგდით და დაიძინეთ , ხვალ დავიწყებთ მეცადინეობას . ერთ კვირაში შენ კითხვას შენ მათემატიკას გასწავლი და ვერცერთი ჭკვიანი ბიჭი იტყვის თქვენზე უარს _რაო რას ამბობდი შეყვარებულზე? ვინ არის მე ვიცი? _სანდრო პარა ჭორიკანასავით წამოწვა და თვალები დააწვრილა _ აბა ვჩხუბობთო?მომატყუე? _არ მოგატყუე მაშინ ვჩხუბობდით ... მერე ყვავილები მაჩუქა და მითხრა შეყვარებულები ვიყოთო _რომ გაკოცა ისიც უთხარი _გაჩუმდიიი _გაკოცა და მე არ მითხარი? გაგებუტე _ისეთი ბუნებრივი იყო ,იმდენად საყვარელი რომ მარიამს სუნთქვა შეეკრა. ერთბაშად გადაეშვა მოგონებებში , ოთახიდან გაიქცა, მარტო ჩაიკეტა და წარსულის კადრები გადაეშალა თვალწინ _გოგონა თუ მეყოლება და აუცილებლად გვეყოლება მე და შენ შესაბამისად შენნაირი იქნება _როგორი ჩემნაირი... ლამაზი და ჭკვიანი? _საერთო შვილზე რომ ვფიქრობ დამიიგნორე და პირდაპირ ხოტბის შესხმას ელი? _გრძელი ლამაზი თმები ექნებათ ... სპეციალურად ვისწავლი სხვადასხვა ვარცხნილობების გაკეთებას და გაპრანჭულები ივლიან _მეც ვისწავლი დავარცხნას, ტანსაცმლის არჩევას და კიდევ მისი შეყვარებულების მიღებას _მამები რომ ეგოისტობენ? _მე სხვანაირი ვიქნები... მე უნდა მეჭორაოს და ყველაფერი მითხრას _შენც ყველაფერს ეტყვი? _ხო , სულ _სულ ყველაფერს მოვუყვები ჩვენზე...ყოველ წუთს უფრო მეტად რომ მიყვარდებოდი და გული გასკდომაზე მაქვს. ვეტყვი გამოცდების დროს რომ არ გძინავს , არ ჭამ და არ სვამ ვასწავლი რომ ასე არ მოიქცეს _ტირილი მინდება ასეთი რომ გაქვს მზერა და გეყოფა უკვე _ ყოველ წამს უნდოდა მისი ჩახუტება და თავს ძლივს იკავებდა. რომ მოეხვეოდა იმ წამსვე გრძნობდა როგორ ინთებოდნენ ტვინში ბედნეირენის ფერადი უჯრედები. _სად წახვედი ... კარგად ხარ ? დავაძინე ბავშვები _თვალები რომ გაახილა სანდრო მის წინ იდგა და დამფრთხალი უყურებდა _მძიმე დღე იყო , დავიძინოთ . რამე გაწუხებს მარიამ? _მომენატრა _ვინ _ჩვენი ძველი ცხოვრება და შეყვარებულობის პერიოდი ... ჩვენი ოცნებები გახსოვს? მითქვამს როგორ მიყვარს რომ მეხუტები _ადრე რომ გიყვარდა ვიცი , ვგრძნობდი და ახლა ისე გამირბიხარ ეჭვი მეპარება _ბავშვები როგორ დააძინე _ზურგი აქცია და ტანსაცმლის გამოცვლა დაიწყო _ტელეფონები დაუტოვე? _არა , ჩვენი ამბავი მოვუყევი _რომელი ამბავი _როგორ გავხდით შეყვარებულები და რა რეაქცია ჰქონდა მამაშენს , ისიც რომ არ გიპირებდა გათხოვებას, მაგრამ ახლა ძალიან რომ ვუყვარვარ და არ შეეშინდეს არასდროს სიმართლის თქმა _როდის დაუმეგობრდი _შენ სანახავად რომ მოდიოდნენ მაშინ _როგორ მაპატიე _რა _შენი ოცნებების განადგურება _ჩემი ოცნება შენ ხარ და დავიღალე უკვე იმის ახსნით რომ ასეც შეგვიძლია ბედნიერი ვიყოთ თუ გაჩერდები ბოლოს და ბოლოს . უნდა შეწყვიტო იმის თქმა რომ უშვილო ხარ იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობს დასკვნა არცერთი კვლევით რაც კი ადამიანს მოუგონია _სირაქლემად გადავიქცეთ ? თითქოს არაფერი ხდება და ბედნიერები ვართ? _ვიყავი , მაგრამ ახლა არ ვიცი ... ახლა მეშინია მხოლოდ შენი და შენი უმართავი გონების , რომლის ანარეკლსაც ვერ ვხედავ , ვეღარ გკითხულობ . ………………… _დედას რა დაემართა? _ხომ გვითხრა მამამ მუცელი ტკივაო _ბავშვი ყავს მუცელში და რომ ტკივა შეიძლება _ბავშვი აღარ ყავს ხომ თქვა ბებომ _როდის თქვა _მე მოვისმინე რაღაც წამალი დალია დედამ...სულ გეუბნებით შენ რომ გიყვარს წამლების ყლაპვა საშიშიათქო . ახლა ძმა აღარ გვეყოლება _დედა მალე გამოვა საავადმყოფოდან? _სანდროო შენ არ მოგვატყუებ ... გვითხარი დედა ხომ კარგად არის? _ პატარა ხელები სახეზე შახო და თვალებში ჩახედა _ექიმები ამბობენ , რომ უკეთაა _მალე მოვა სახლში? _როდის გამოწერენ საავადმყოფოდან არ ვიცი ... ექიმები წყვეტენ მაგრამ სავარაუდოა რომ ჯერ ვერ მოხერხდება _დედა მინდა მე ... ჩვენ რო ვიწექით საავადმყოფოში და გადასხმებს გვიკეთებდნენ დედა ჩვენთან იყო და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იქ ყოფნა? _მამიდას გოგო , ძალიამ მოგენატრა დედოკო? _ პატარას მოეხვია და ცრემლები შეუმშრალა _ ხვალ ექიმს დაველაპარაკები, ვნახავ რამე გზას რომ ცოტა ხნით დედიკო გაჩვენოთ. სულ ცოტა დროით ოღონდ , იქ დიდხანს ვერ დაგტოვებენ _კარგი , იყოს ცოტა _ მარიამს მოეხვივნენ ბოლოს ორივენი და ერთად იმშრალებდნენ ცრემლებს _გოგონების ცრემლების ნახვა გულს მტკენს და ნუ ატკეთ სანდრო ძიას გულს თორემ მარიამ მამიდა გიპოვნით ახალ ბიძას _ნწ, არ იპოვნის . შენ ყველაზე კარგი ხარ , ხო მამიდა? _ხო ჩემო სიცოცხლე ... შემომეჭმევი ერთხელაც _ბევრი აკოცა, მანამ ეფერებოდა სანამ ორივემ სიცილი არ დაიწყო და არ გამხიარულდნენ _მე რომ თქვენს ოთახში პარკი დავდე ნახეთ? _არა არ გვინახავს _გაიქეცით და მოიტანეთ _სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული ბავშვები უკვე საძინებლისკენ გარბიდნენ _რა უყიდე _არაფერი განსაკუთრებული ... ერთს არ მაკოცებ სანამ მოვლენ ? _ ზემოდან უყურებდა , მის სახესთან დაიხარა და ცხვირის წვერი ცხვირზე შეახო _ვანილის სუნი გაქვს _და ბისკვიტივით გამოვიყურები _ წამით შეეხო ტუჩებზე და მერე უცებ შებრუნდა _ დამეწვა ... დამეწვა ჯანდაბა იმდენი ხანია არფერი გამიკეთებია ასე მგონია პირველად ვარ სამზარეულოში სულ შენი ბრალია ერთხელ არ მეტყვი ცოლო მშია რამე მაჭამეო _გითხარი წამის წინაც , ერთი ლუკმა გადმომიგდე და გამექეცი _სანდრო , გეყოფა ბავშვები არიან _სულ ბავშვები არიან ? _ კითხვაზე პასუხი ჰქონდა, ამიტომ არ დაელოდა _იმდენი რამეა ძლივს მოგვაქვს..._მისათები ოთახის დივანზე აბობთდნენ და ამოლაგება დაიწყეს . ძორითადად წიგნები იყო . ბევრი ფანგრები ,სახატავი რვეულები , ლოგოები და ფაზლები . _კალმებიც იყო სადღაც _როგორ მიყვაააარს _ვიცი , ხომ დაგპირდი კალმების ღეჭვას თუ გადაეჩვევი ბევრს გიყიდი_თქო _ერთი ძველი აქვს და იმას მაინც ღეჭავს ხოლმე... მადლობა ფანქრებისთვის. ხატვას რომ ვისწავლი აუცილებლად დაგხატავთ შენ და მარიამ მამიდას _პირობა პირობაა _წიგნის კითხვას ვინ დაიწყებს ? _მე მშია... _მეც მშია _წავალთ ხელებს დავიბანთ _ უცებ წამოვარდნენ და გაიქცნენ _ოღონდ არ წაიკითხონ და ხელებსაც კი იბანენ _წაიკითხავენ ... პეპი დაიწყეთ ორივედ ვუყიდე წინდები და ნაწნავისთვის ლამაზი ლენტები თუ რაღაც მსგავსი _შენ ხარ მასწავლებელი თუ მე _სულ გისმენდი ხოლმე რომ წუწუნებდი და იგონებდი სხვადასხვა მეთოდებს ბავშვების დასაინტერესბლად ... _ჩემ ყველა მოსწავლეს ვასწავლი ყველაფერს რაც უნდა იცოდნენ ამ ასაკში და ტყუილად არ ვკიცხავდი მასწავლებელს რომელსაც 15 ბავშვი ყავს კლასში და წერა კითხვის სწავლება დედას მიანდო . _ეს რაღაც გამოდის საბოლოოდ თუ ვიყიდო ტორტი თორემ ბავშვებს გული დასწყდებათ . ამდენხანს იყავით სამზარეულოში და არაფერი გამოვიდა _ნუ დასცინი ჩემს ტორტს ... გემრიელი იქნება აი ნახავ _კარგი , მე იდეა შემოგთავაზე . მაინც ბავშვებს არ ვაჭამოთ, ცოდოები არიან _სანდროოო _სიმართლე მტკივნეულია , ძვირფასო _შენ არ გაჭმევ , ახლოს არ გაგაკარებ _ვიცი რომ გიყვარვარ და კიდევ ერთხელ დამარწმუნე ყველაზე წინ რომ მე მაყენებ _მირეკავენ _ კარგი განწყობის შექმნა არ გამოუვიდათ_გისმენ _დამძიმდა მგონი... ვერაფერი გავიგე. არაფერს მეუბნებიან. ექიმს ვერ ვუკავშირდები ციხეა ეს დედამოტყ.ნული თუ საავადმყოფო. დონორი გვჭირდება სისხლისო მითხრეს ყველა მოვიყვანე ვინც ჯანმრთელი მეგონა და რაღა უნდათ . სანამ ავაფეთქე აქაურობა მოდი ძმურად _გამოვდივარ ... დამშვიდდი , კარგი? ხომ თქვა ექიმმა შეიძლება რამე მოხდეს, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო ის ღამე მშვიდად არ გაგრძელდა. ბავშვებს ვერ ამშვიდებდა, ორივე დედასთან ყოფნას ითხოვდა, მონატრება და აუხსნელი შიში ჰქონდათ , განერვიულებულები თვალს ვერ ხუჭავდნენ. მარიამმა ყველაფერი სცადა, გამთენიისას დაღლილობამ იმოქმედა და ჩაეძინათ. -რა ხდება, როგორაა -ცუდად , ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზადო -თემომ იცის? -იცის -ასე არ უნდა დასაჯოს ღმერთმა ... არ შეიძლება. 17 წლისები იყვნენ რომ დაქორწინდნენ, არცერთმა იცის სინამდვილეში რა უნდათ მხოლოდ ამ ჯუნგლებში თავის გადარჩენას ცდილობენ. არ შეიძლება ღმერთმა მას წაართვას სიცოცხლე ,როცა მე მეორე შანსი მომცა იტირა, ძალის გამოცლამდე ქვითინებდა და ბოლოს მაინც ლოცვა დაიწყო. სანდრო უკან კლინიკაში დაბრუნდა, თემოს გვერდით მდუმარედ იჯდა და ელოდა ახალ ამბავს ,სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების. ............................ …………………………. _გახსოვს რა მითხარი ხელის თხოვნას რომ ვაპირებდი ? _თენდებოდა უკვე სიგარეტის კიდევ ერთი ღერი რომ გადააგდო _ბავშვები ხართ ერთმანეთს ნუ დააბერებთ შეყვარებულებად დარჩით და მერე იქორწინეთ რომ გაიზრდებითო . არ დაგიჯერე , მართალი იყავი ... მიყვარდა , სულ მეყვარება და მის გარეშე მოვკვდები, მაგრამ მქონდა პერიოდები როდესაც არ მყოფნიდა. მღლიდა ეს პასუხისნგებლობა, ბავშვები , ოჯახის კაცად გადაქცდვა... სულ რაღაც 26 წლისაა და ჩემ გამო კვდება _შენ გამო არ არის ის რაც ხდება ორივე თანაბრად მონაწილეობდით და შენ _ნუ მამშვიდებ, ორივემ კარგად ვიცით მე რა გავლენაც მაქვს მასზე , როგორ ხდება ყველაფერი ისე როგორც მე მინდა ... ამდენი ბავშვის უზრუნველყოფილად ცხოვრება არ შეგვიძლიათქო ვუთხარი , ყველაფერი მომეკლო და გაეჩინა. მერე რომელიღაც იქნებოდა ბიჭი და იმის მერეც გაეჩინა . ახლა კვდება , ყველაფერი ამოჭრეს , ვინ იცის როგორ იგრძნობს თავს, რა დაღს დაუტოვებს ეს ამბავი . შეიძლება ვერ გამოძვრესო , შეიძლებაო გესმის? _თავი დახრილი ჰქონდა სახე ხელებში ჩაერგო და ისე ლაპარაკობდა მერე კი მუშტების რტყმევა დაიწყო _ ნეტავ მე მტკიოდეს, მე შემეძლოს მისი ტკვივილის მიღება. სიცოცხლის ყველა დარჩენილ დღეს დავუთმობდი . ბავშვები დედის გარეშე როგორ უნდა დარჩნენ. მე ? მე როგორ უნდა ვიცხოვრო მე იცი როგორ მიყვარს? მე არ ვიცოდი , მე წარმოდგენა არ მქონდა . მის გარეშე ერთი დღე არ დავრჩენილვარ სულ მესაუბრებოდა, მხვდებოდა ვხედვადი მესმოდა მისი ხმა ან ახლოს იყო . იცი როგორ მიყურებს ხოლმე? იცი რა ლამაზი თვალები აქვს ? მოვკვდები მის გარეშე ...ვერ ვიცოცხლებ _გაჩერდი _ ხელებზე მოუჭირა და თავი ააწევინა _ გაუძლებს, იბრძოლებს , გადარჩება და დაგიბრუნდება. რთული იქნება გაგრძელება, ურთულესი დაბრუნება იმ რიტმში რომელიც გქონდათ მაგრამ უნდა ეცადო ყველაფერი. ასმაგად უნდა მოინდომო, მეტად უნდა გიყვარდეს და ხშირად უთხრა როგორც გიყვარს . ყველა წუთს უნდა მოუფრთხილდე ... შენ ცოლ_შვილთან ერთად უნდა იპოვნო ბედნიერება და მერე ნამდვილად იგრძნობ იმ სიცარიელის შევსებას რასაც ახლა განიცდი _ხომ გადარჩება ... ექიმი ხომ მოვა და მომილოცავს _აუცილებლად ! _ მხარზე მოხვია ხელი და მეორე კი თავზე გადაუსვა _ არ დანებდე და ისიც არ დანებდება _როგორ გაუძელი მარიამი რომ დაინახე სისხლში მოცურავე როგორ მოახერხე გამოძრავება ... მე გავქვავდი _მე პროფესიული ცხოვრება მქონდა სულ რთული, პირადი ბოლოს გამირთულდა. სისხლის დანახვა, მომაკვდავი, მძიმე სიტუაცია ყველაფერი მინახავს და ვიცი. რაღაც მომენტში ტვინმა ინსტიქტურად ამამოძრავა თითქოს მარიამი კი არა სხვა იყო. სხვას ვეხმარებოდი . ეს ნაწილი რომ არ აემუშავებინა ტვინს მე იმ მარიამს ვერ მივუახლოვდებოდი _გადალახეთ რთული პერიოდი? _მე ყველაფერს ვაკეთებ შენც ყველაფერი უნდა სცადო ........................ _დასტაბილურდა ... გადარჩება _ბავშვები სკოლაში არ ჩერდებიან. მასწავლებელმა დამირეკა .გამოვიყვან და კლინიკაში მივიყვან. თემოს მაინც ნახავენ თუ პალატაში ვერ შევიყვან _მე საღამომდე ვერ გამოვდივარ , მაგრამ თუ რაიმე საჩქარო იქნება _დაგირეკავ _ჯერ შენ ნახე და მერე შეუშვი ბავშვები თუ ძალიან ცუდად გამოიყურება ცოდოები არიან ბავშვები _ყველაფერს მივხედავ _გასაგებია , ჩემი მარიამი ჩართულია მარიამი ნამდვილად დეტალებს ითვალისწინებდა. ბავშვებს მამა აჩვენა , მაგრამ დედა ვერ . მეორე დღისთვის დაგეგმა ვიზიტი , თავად შევიდა ნინისთან და ერთხანს უბრალოდ გაქვავებული იდგა რეანიმაციის ვრცელ სივრცეში სადაც მძიმე სუნი , უჰაერობა, უამრავი ადამიანი და ათობით პაციენტი . ექთნები და ექიმები ირეოდნენ. ნინის მკურნალი ექიმი გამოჩნდა და მასთან ერთად იპოვნა ნაცნობი სახე. ფერმკრთალი, ღონემიხდილი, ჩაცვენილი თვალებითა და უსიცოცხლო მზერით. _მარიამ _ჩემო პატარა _ არეულ თმაზე მოეფერა მერე ხელი ჩაკიდა. დალურჯებული ჰქონდა მკლავები . ასეთი მოუწესრიგებელი არასდროს უნახავს.პირველი მშობიარობა გაუჭირდა და მაინც გაპრანჭული იწვა_ყველაფერი კარგად იქნება... აი ნახავ რა მალე დააღწევ თავს აქაურობას _ყველაფერი მტკივა . აქედან გასვლა მინდა . ტელეფონიც კი არ მაქვს ბავშვებს რომ დაველაპარაკო _არ იღელვოთ. თუ ორი დღე კიდევ ასე შეინარჩუნებთ სტაბილურობას პალატაში გადაგიყვანთ იქ მობილურიც გექნებათ, პირადი სივრცეც. თავმდგმურსაც თუ უნდა დარჩება და ნელ_ნელა აღიდგენთ ძალებს. მთავარი თქვენ და თქვენი ორგანიზმი ხართ _ექიმის მშვიდი ხმაც ჩაერთო. მისთვის უამრავ პაციენტს შორის ერთი იყო ნინი და გაზეპირებულ სიტყვებს ამბობდა. იქნებ შეწუხებულიც კი იყო სანდროს ამდენი ზარებითა და უამრავი ახლობლის კითხვებით. მარიამი ვერ იტანდა ექიმებსა და საავადმყოფოებს, ეზიზღებოდა იქაურობა . _გეფიცები ბავშვებს გაჩვენებ , შენ ეცადე გაუძლო და მოითმინო. შენს განწყობაზე ბევრია დამოკიდებული _თემო სად არის _აქაა, სულ აქ არის . წუთითაც არ გასულა კლინიკიდან . როგორც კი პალატაში გადაგიყვანენ მაშინვე მოგიტანთ ყველა საჭირო ნივთს და ისიც შენთან იქნება _ბავშვებს ძალიან ვენატრები? _ძალიან . ერთი ღამე მშვიდად იყვნენ და მერე უკვე ძილიც გაუჭირდათ ასე რომ უნდა იჩქარო მათთან დაბრუნება _შენთან არიან ხომ? _კი და შენზე დავიწყებ მალე მოყოლას. იცოდე გავიხსენებ როგორი იყავი თინეიჯერობისას ...ჩემი პრანჭია და ლამაზი ნი _საშინლად ვარ _აღარ ილაპარაკო მეტი. დაისვენე . გვიყვარხარ და გელოდებით. თემო ხომ ნახე, ასეთი ოდესმე გინახავს? _კი , შენ გადარჩენას რომ ველოდით მაშინ და არ მეგონა შენზე მეტად თუ ვინმეზე იდარდებდა _სიტყვებს ძლივს ამბობდა, პირი უშრებოდა და მარიამმა რამდენჯერმე მიაწოდა წყალი. ყლუპ_ყლუპობით სვამდა და ესეც ღლიდა თითქოს _შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ , დამიჯერე ჩემზე მეტადაც კი _უნდა გახვიდეთ...ამდენი ხნით აქ ყოფნა არ შეიძლება. რეანიმაციაა გენაცვალეთ , ყველა პაციენტის ახლობელი რომ ასე მოვიდეს და დადგეს _ექთანი იყო, შუა ასაკის ქალი სათვალითა და შეწუხებული სახით _ აქ როდის ვინ კვდება ვერ გაიგებ და ასე დგომა არ შეიძლება . ყველას კი არ აქვს ნერვები უყუროს მძიმე პაციენტს. წესებს რონ არავინ იცავს იმიტომ ვართ კარგად... ჩვენგან კი ითხოვენ ყველაფერს და თვითონ რას შვებიან. ვის გაუგია რეანიმაციაში მნახველი _დამშვიდდით ქალბატონო, გავდივარ უკვე და მაინც, მეეჭვება თქვენი საქმის გართულების მიზეზი მნახველები იყვნენ . თქვენ პროფესია გაქვთ არჩეული ზედმეტად მძიმე _სიამოვნებით ეტყოდა რაიმე მწარეს , მაგრამ არც დრო იყო ამის და არც ადგილი. ნინის შუბლზე აკოცა, მერე ხელზე მოუჭირა და სულიც გაეყინა მისი თითების მსგავსად _ გაუძელი პატარავ, მალე სახლში დაბრუნდები _თემო სახლში წაიყვანე , გთხოვ ... პალატაში გადმოსვლამდე დაისვენოს. მეშინია ცუდად არ გახდეს, შენ რომ ეტყვი დაგიჯერებს _ვნახოთ , მე ვეცდები თემოს გადასცაა ნინის დანაბარები , მაგრამ ბიჭი კატეგორიულ უარზე იყო. რომ გადმოიყვანენ პალატაში და ვნახავ მერე გავალ სახლშიო. ....................... _მამიდაა _ფეხებზე მოეხვია პატარა და ქვემოდან ახედა ამღვრეული თვალებით_შეიძლება ჩვენთან დაიძინო ? _ცუდი სიზმარი ნახა...მისმა კლასელმა უთხრა ისე მოკვდება დედათქვენი როგორც ჯანაშიების დედაო და ტიროდა მთელი დღე _დედიკო კარგად არის თქო რომ გითხარი არ დამიჯერე? ხომ გეუბნებოდი როცა ცუდად იყო ხომ არ დამიმალავს ჩემო პაწაწინა _ ჩაიმუხლა , გულში ჩაიკრა და გულაჩუყებულს ბევრჯერ აკოცა _ხვალ საღამოს გაჩვენებთ დედიკოს . სახლში გავიაროთ , დედიკოს კოსმეტიკა და პიჟამოები ავიღოთ ... ერთად დავუწეროთ წერილები და _წერილი ამ დილითაც დავუწერეთ სანდრო ძიას მანქანაში. ფერადი ფურცლები მოგვცა და დაგვპირდა ნინისთან მივიტანო _თუ დაგპირდათ ნინის წაკითხული ექნება უკვე ეგ წერილები ... ახლა კიდევ დავუწეროთ _ტირილი მოუნდა, მაგრამ თავს მოერია _დაიძინებ ჩვენთან ? _უფროსმაც ჰკითხა და მომლოდინე გაუხდა მზერა _სანდრო ძია თუ არ დაგთმობს მაშინ ჩვენ დავიძინებთ თქვენთან თან სანდრო კიდევ მოგვიყვება ამბებს თქვენზე _მოწესრიგდით , ჩაიცვით პიჟამოები და მოდით სანდრო საწოლის კიდეში აღმოჩნდა და მაშინვე სთხოვეს ბავშვებმა ამის მოყოლა _სად გავჩერდი ბოლოს? _მამიკომ რომ გაიგო თქვენზე _მამათქვენი ჩემს მარიამზე 6 წლით პატარაა და ჩემთან შედარებით ხომ საერთოდ ბავშვია. მე მაშინაც ჭაღარა მქონდა თმაში შერეული დედათქვენს რომ ვხვდებიდი _ხუმრობს, არ ჰქონდა ჭაღარა. მუქი, მუქი შავი თმა ჰქონდა და წვერიც . თვალები ისე უნათებდა სულ პატარა ბიჭს ჰგავდა სანამ ცოლად გავყვებოდი _მთხრობელი ვარ აქ მე და უთხარით ბავშვებო ნუ ერევა _ნუ ერევი მამიდა მოგვიყვეს სანდრომ _ თქვა და კიდევ უფრო მეტად ჩაეხუტა ქალს _დიდები კი ვიყავით, მაგრამ თქვენი მამიკო ამან არ გააჩერა. უნივერსიტეტში მომაკითხა , ეზოში გადამიჭრა გზა თან მაგ დროს გოგოსთან ერთად მოვდიოდი და ისე მიყურებდა მეგონა იქვე მომკლავდა. შერხანივით იყო და ხარივით უშვებდა ორთქლს _ვეფხვივით და ხარივით ერთად ? _ხო , ზუსტად _შენ რა გინდოდა სხვა გოგოსთან ? _სულ ვამბობდი მამას უფრო ჰგავს ეს ბავშვი_თქო და არაო ამბობდნენ... აი ნახეთ ისე მიყურებს როგორ მამამისი , შემეშინდა რაღა მოვყვე _მამას ეჩხუბე? _სიცილის მერე ჰკითხეს _არა , ვუთხარი მარიამი მიყვარს_თქო და მარიამსაც ვუყვარვარ_თქო _როდის უთხარი ეგ... დაიცა მართლა შეგხვდა უნივერსიტეტში? აბა მე რომ გაგაცანი ისე რატომ ჩამოართვით ხელი თითქოს პირველად ხედავდი _შენ პირველად შეგვახვედრე და _ამდენი წელი მიმალავდი თემომ , რომ გამოავლინა თავისი ველური სახე? ან შენ რატომ უთხარი უჩემოდ მარიამსაც ვუყვარვარო _არ გიყვარდი? _მე ეგ არ მითქვამს ... მე ვთქვი _არ ვუყვარდი ბავშვებო, თურმე თავიდან მხოლოდ მე მიყვარდა და _სულ მიყვარს რაც დავინახე იმ წამიდან უბრალოდ გვიან მივხვდი ... ასეც ხდება ხოლმე _ანუ მამამ არც დაგარტყა? _და ის გოგო ვინ იყო? _ის გოგო ...ის გოგო ნაცნობი _სანდროს ჰყავდა უამრავი "ნაცნობი" გოგო და მე კი ჩხუბი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთი რომ შემოერტყა თემოს იქნებ დამშორებოდა მაშინ და დარჩენილიყო რომელიმესთან _მერე შენ? ჩვენი ბიძა აღარ იქნებოდა _სხვა ბიძას იპოვნიდა ... არ გაუჭირდებოდა _ოო ჩვენ შენ გვიყვარხარ _კიდევ რაო თემომ _ჩემ დას თუ გულს ატკენ ფიფქიას ბოროტი დედინაცვალივით შენ გულს მოვითხოვო _ბავშვების გასართობად თქვა და მათაც გაეცინათ _ფიფიქიამ სულ არ იცოდა ტყეში გზის გაგნება...ჩვენ ვიცით , მამამ გვასწავლა _ტყეებში დაყავხართ? ხომ არ განადირებთ კიდეც _არა,სოკო დავკრიფეთ ... არ ნადირობს მამაც _უკვე თვალები ეხუჭებოდათ . სანდრო გაჩუმდა ისე უყურებდა მარიამთან ჩახუტებულ ბავშვებს რომლებიც დედის სუნს ეძებდნენ და ვერსად იპოვეს. მარიამი უყვარდათ , მათ გულში დიდი ადგილი ჰქონდა , მაგრამ დედა სულ სხვა იყო. პატარამ მკერდზე რომ დაადო ხელი შეკრთა , გაახსენდა 3 წელი რომ აჭმევდა ნინო და მისი დამოკიდებულებაც ამოიცნო. ძილშიც დედას ეძებდა . _და შენ გგონია სხვისი შვილი შემიყვარებს ? ის ვისთანაც ერთი წვეთი სისხლიც არ მაკავშირებს? ეს მხოლოდ ჩადენილი სიკეთე იქნება და არა დედობა _დაიძინე ... მე გავდივარ _სად _არ იდარდო თუ დავლევ არ დავბრუნდები წავიდა. მარიამსაც აღარაფერი უთქვამს, ერთხელაც კი არ წამოსცდენია "დარჩი". ..................... "დე შენ ხარ ჩვენი ყველაზე ლამაზი დე მალე გნახავთ და ბევრს გაკოცებთ მოგირჩება ყველაფერი და აღარ გეტკინება . მიყვარხარ " წერილს უყურებდა და ცრემლებს უკვე მერამდენედ აჩერებდა. ბავშვები დილიდან ემზადებოდნენ. ასე ენერგიულად არასდროს დაუწყიათ დღე. სახლში რომ გავიდნენ ლამაზი ტანსაცმელი აარჩიეს, იხსენებდნენ ნინის რომელი მათგანი მოსწონდა ყველაზე მეტად. თმაც დაივარცხნეს და უცებ დაიწყეს დალაგება _ბებო დაალაგებს ჩვენ წავიდეთ _არა დედიკო რომ წამოგვყვეს სახლში არეული თუ დახვდება დაიღლება მერე და ცუდად არ გახდეს. _სახლში რომ მოვა მერე დაეხმარეთ ხოლმე _ხომ ნამდვილად შეგვიშვებენ დღეს? _აუცილებლად... თემო მასთანაა უკვე მთელი გზა მოუსვენრად იყვნენ. ტელეფონსაც კი არ ახლეს ხელი. გზას უყურებდნენ და ერთი სული ჰქონდათ როდის მივიდოდნენ . პალატამდე მისასვლელი გზა როგორღაც გაიარეს. ბავშვებმა ოთახის ნომერი რომ გაიგეს მაშინვე გაიქცნენ. ორივე მხარეს აკვირდებოდნენ ციფრებს და ბოლოს იპოვნეს დედიკო . მარიამი რომ მივიდა უკვე ეხუტებოდნენ ატირებულს. პალატაში ისევ სპეციფიური სუნი იდგა, სუნთქვა გაუჭირდა .გონება ახსენებდა როგორი სანახავი იყო თავად საკუთარი ხელით გამოძახებული სიკვდილის დროს. სანდროსთან ჩახუტება მოუნდა, მისთვის ბოდიშის მოხდა და თემოს მკლავებში აღმოჩნდა _გადავრჩით მარიამო _ დის ფიქრებს ვერ ხედავდა საკუთარ სიხარულს უზიარებდა. მშიერსა და გამოუძინებელს , სრულიად მოუწესრიგებელსაც კი ეტყობოდა ბედნიერება თვალებში. პარალელურად ისმოდა ბავშვების ხმები, ერთად უყვებოდნენ გასული დღეების ამბებს დედას, პატარა თითებს არ უშვებდნენ მის ხელს. სილურჯეებზე ეფერებოდნენ, კოცნიდნენ და ყოველწამს ეკითხებოდნენ" აქ გტკივა დე?" _ხომ დამპირდი პალატაში რომ გადმოვა სახლში მაშინ წავალო... ბავშვებს ვტოვებ . შენ დააბრუნებ სახლში , დღეს ხათუნას დაუტოვე და მერე წავიყვან ჩემთან. თავი მოიწესრიგე , ჭამე და ისე დაუბრუბდი ცოლს . ასეთს რომ შეგხედავს დაშორება მოუნდება _მარიამ _არ მაინტერესებს ! თავს მიხედეთ, ორივემ ... შეხედეთ ბავშვებს რა მდგომარეობაში არიან _ წავიდა . სწრაფად დატოვა იქაურობა და სანდროსთან მივიდა. -გამოხვალ? სულ ხუთი წუთი გთხოვ -პოლიციის შენობის წინ იდგა და ელოდა. როგორც კი დაინახა მაშინვე გადავიდა მანქანიდან _რა ხდება _შეშინებული იყო , მარიამიც ატირდა . ტიროდა და არ იცოდა რა ატირებდა ან იქნებ ყველაფერი ერთად _ჩამეხუტეე ,გთხოოვ _ჩემო მარიამო _ მკლავები მოხვია. ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა , თავზე ეფერებოდა და ელოდა როდის დამშვიდდებოდა, გაჩერდებოდა ცრემლების ზღვა _მაპატიე , მაპატიე , მაპატიე _შუბლით მკერდზე იყო მიყრდნობილი _რა , რა გააკეთე მარიამ თუ რამეს გეგმავ და წინასწარ მებოდიშები _ნუ გეშინია , არაფერს ვგეგმავ , გეფიცები სულ არაფერს მხოლოდ შენთან მინდა ყოფნა. ძველებურად , ბედნიერად ,მხოლოდ მე და შენ ... მაპატიე , მაპატიე , მაპატიე _ ჩუმად ამბობდა კოცნებს შორის _ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ . ჩემი სულიც ხარ და ხორციც, ჩემი არეკლილი ანარეკლი ხარ იმ დღის შემდეგ თვეები გავიდა სტაბილურად. თითქოს ცუდი არაფერი უნდა მომხდარიყო, უკვე ყველაფერი გადატანილი ჰქონდათ და სიმშვიდის დროც დადგა მათთან. ............................. _ჩერჩეტი გოგო ამ ასაკში მოისპო ჯანმრთელობა ... აქამდე ღალატობდა ეს ჩემი შვილი და აწი რას იზამს. პეშვით მოუწვს წამლების დალევა და როდის დაიბრუნებს თავის სილამაზეს მე არ ვიცი. მომაკვდავივით დადის ამდენი თვეა გამოწერეს საავადმყოფოდან და მაინც ბავშვებს ისევ მე ვუვლი. ენაცვალოთ ბებო ისე არიან შეშინებულები სულ ეფერებიან _შენნაირი დედები ზრდიან ნაბიჭვრებს , არაადამიანებს , ჩემნაირ გიჟებს და კიდევ კარგები ვართ თქვენ ორის გაზრდილები _ჩემგან რაღა გინდა დედაშენი ქოთქოთებს ამხადა თავი ... ჩემი გვარი და ოჯახი რომ გადაშენდება 100 წლის მერე და ამ ორ კიკინა გოგოს რომ უნდა ვუყურო აბა ვის წაყვება ცოლად .. მე რაღას შევხედავ ისე. მოვკვდები და კიდეც დაყიდიან ყველაფერს _შენ როგორც გაყიდე მამაშენის სახლ_კარი და მიწები? შეეშვით თემოს ოჯახს თორემ იცოდე ვეტყვი დაგტოვოთდა სხვაგან გადავიდეს თავის ცოლ_შვილით _შენ შვილო სულ გაგიჟდი... შენი დედამთილის გაფუჭებული ხარ . ცალკე ცხოვრობთ იმიტომ გცალია სისულელეებზე ფოქრისთვის თორემ აბა მე დედამთილთან რომ ვიყავი ერთი წუთი არ ვჩერდებოდი. შენი სახლი მტვერს მიაქ, სანდროს გამზრდელმა რომ იხაროს გიძლებს თორემ მის ადგილას მამაშენს 10 ჯერ ვეყოლებოდი წიხლით გაგდებული _მაინც ასე ვინ დამწყევლა ერთი შვილი იმ სულელს გაყვა , როდის წააგებს სახლ _კარს ან ჩააყუდებენ ციხეში არ ვიცი, მეორე გოგო კარგ კაცს წაყვა ,მაგრამ უშვილოა და სულ სადარდებელია უკან არ მომიბრუნონ, ბიჭია და აქამდე მის ქარაფშუტობას ვდარდობდი ახლა დამტოვა გვარის გამრძელებლის გარეშე _როგორი უმადურები ხართ... მეშინია მეხი არ დაგეცეთ ღმერთი ისე არ გააგიჟოთ _სად მირბიხარ _ქმართან , მომენატრა... არსებობს ასეთი გრძნობაც თქვენ არ გეციდინებათ . მესამე გოგო რომ გაუჩინე და რუსეთში გაიქცა დარდის გასაქარვებლად მაშინ გენატრებოდა? _ხომ ვთქვი ეგ არასდროს გაიხსენო_თქო _მახსოვს რომ თქვი და იმიტომ გახსენებ... ზემოთ ავიდა წასვლამდე უნდდოდა დამშვიდობებოდა ნინის.საძინებლის კარი ნახევრად ღია იყო, ჩუმად შეიჭყიდა და გაეღიმა ჩახუტებულები რომ დაინახა. თემოს სახეზე ეტყობოდა სიმშვიდე. კარგად ცნობდა მის ნამდვილ სიმყუდროვეს. კარგად იყვნენ , მათზე აღარ იდარდებდა. დანარჩენს ერთად გაუმკლავდებოდნენ ....................... _ხელებზე რა დაგემართათ მარიამ მასწავლებელო? _გტკივათ? _ტატუა? _დედამ თქვა ვენები გადაუჭრიაო , როგორ გადაიჭერით? _ვენები რა არის ერთმა ცნობისმოყვარე პირველკლასელმა გაბწდა კითხვის დასმა და დანარჩენებიც აყვნენ. ყველაფერზე ჰქონდა სხარტი პასუხები,ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ საინტერესო, ბავშვებს არასდროს ტოვებდა უპასუხოდ. მათ ინტერესს სერიოულად უყურებდა _ძალიან მტკივნეული იყო და ამიტომ მაქვს ასეთი ნაკერები ... აი ლანოს რომ ჭრილობა ჰქონდა ფეხზე და ნაკერი დაადეს ისეთივე ნაკერია ესეც _ბევრი სისხლი წამოვიდა? _მე ვწუხდები მასწავლებელო სისხლს რომ ვხედავ და თქვენ ? _მეც ცუდად გავხდი _მერე მასწავლებელო? სისხლისგან არ დაიცალეთ? _სულელო რომ დაცლილიყო ხო მოკვდებოდა , მკვდარია ამხელა ქალი? _ოოო ვხედავ მეც მაგრამ მაინტერესებს როგორ გადარჩა . სერიალში ვუყურე და ის ბიჭი მოკვდა _მე ხომ გითხარით ჩემი ცხოვრების გმირი მყავს_თქო , ჩემი სანდრო რომელიც სულ გადამარჩენს _რა საყვარელიააა..._ერთმა ჩაილაპარაკა და გაწითლდა. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს _იდიოტებო თქვენნაირი კი მახინჯი კი არ არის ... ისეთი სიმპათიურია? _სალო, ძვირფასო ჩვენი ბიჭები მახინჯები არ არიან ... ჩვენ ხომ შევთანხმდით , რომ მსგავსი სიტყვები არავის არასდროს უნდა ვუთხრათ _ო რომ დამცინიან ვბრაზდები მასწავლებელო და მავიწყდება თქვენ რა მასწავლეთ _გულწრფელი იყო _ჩემო საყვარელო ... არაუშავს ბიჭები გაპატიებენ . მათაც დაავიწყდათ დაცინვა რომ ცუდი საქციელია , არასწორი და არაკაცური , ხომ ? არაუშავს ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ რამდენჯერმე რომ შეგვეშლება და მივხვდებით , მერე აღარ გავიმეორებთ , ხომ? _ ერთ_ერთს მოეფერა , ყველაზე ახლოს რომელიც ჰყავდა . თანხმობა ერთ ხმაში მიიღო , უცებ იქუხებდა ხოლმე კლასი. ხმაურს შეაჩვიეს პირველივე დღიდან _მეც მინდა თქვენნაირი ქმარი მასწავლებელო... _ერთ_ერთმა თქვა და ლოყები აუწითლდა. სიცილის მეორე ტალღა გამოიწვია და თავადაც გაეცინა _მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ჩემი სანდრო მხოლოდ ჩემია შენ ვინმე 6_7 წლის ანდაც კარგი ,8 წლის ბიჭი გჭირდება შეყვარებულად ჩემო ძვირფასო . ოღონდ ჯერ შეყვარებულად და ბევრი წლის შემდეგ ქმრად _მამაჩემმა მითხრა შეყვარებული არ შეიძლებაო თორემ ყურებს ავათლიო და მე რომ მომწონს ერთი ბიჭი რა ვქნა? ლამაზი ყურები აქვს მასწავლებელო მეცოდება _მამას პირდაპირი მნიშვნელობით არ უგულუსხმია , დარწმუმებული ვარ უნდოდა ეთქვა რომ ეწყინება თუ მას არ ეტყვი . ჩვენ ხომ ვიცით ტყუილის თქმა არ შეიძლება, ჩვენ ხომ არ გვიყვარს რომ გვატყუებენ და გვიმალავენ რაღაცებს _ვიცით მასწავლებელო , დედიკო და მამიკო არ უნდა მოვატყუოთ _არა მხოლოდ დედიკო და მამიკო , ტყუილი ზოგადად არ უნდა ვთქვათ _ოო აბა რომ ვუთხარი მე გავაფუჭე შენი პომადათქო გამჩეჩა დედაჩემმა _ხო მასწავლებელო სიმართლეს რომ ვამბობ სულ არ მოსწონს დედაჩემს... _როცა რამეს გეკითხებიან უნდა უპასუხოთ რაც სწორია და ისე თუ არ მოსწონთ რაიმე საიდუმლოს რომ ამბობთ ეგ სხვა საკითხია... არ ვითამაშოთ ჩვენი თამაში? _რა თამაში მასწავლებელო? _მე დაგირიგებთ ფურცლებს და თქვენ ამ უზარმაზარ მატარებელში უნდა იპოვნოთ რაც შეიძლება ბევრი სიტყვა მე კი ბოლოს რაღაც საჩუქარს გაგიკეთებთ ტკბილსა და გემრიელს . ......................... _დილამშვიდობისა ჩემო პატარებო ... როგორ ხართ? რატომ დამხვდით ასეთი მწყენილები? ვერ იმეცადინეთ ? არაუშავს აქ ვისწავლოთ ერთად რაც ვერ გაიგეთ _ ანის დედა მოუკვდა მასწავლებელო_ერთ_ერთმა ჩუმად თქვა და ამღვრეული თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მუშტით შეიმშრალა , თავი დახარა . ყველას ეტირებოდა და მაინც უმალავდნენ ცრემლებს ერთმანეთს, შეჰპარვოდათ დიდობის ქცევები _ რატომ კვდებიან ადამიანები მასწავლებელო? ან დედები რომ არ მოკვდნენ არ შეიძლება ? მე დედაჩემი მიყვარს ყველაზე მეტად _ ყელში ცრემლიების ბურთი ჰქონდა პატარა გოგონას ,მნათობი სახე ჩაუქრო მეგობრის თავს დამტყდარმა ტრაგედიამ _ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ადამიანის ცხოვრების დროს... ჩვენ მანამ უნდა გავბედნიეროთ, გვიყვარდეს და გავახაროთ ის ადამიანები ვინც ჩვენს გვერდითაა. მერე კი თუ ღმერთი წაიყვანს მას დედამიწიდან ჩვენ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება მის გარეშე, მაგრამ მისი სულისთვის უნდა ვილოცოთ . ყველამ ჩვენ ღმერთს ვთხოვოთ ანის მისცეს ძალა , კარგი? _ იცოდა კლასში ყველა ქრისტიანი არ ჰყავდა . უჭირდა საუბარი, აზრების დალაგება და ბავშვებისთვის განწყობის შექმნა . ეტკინა პატარა ციმციმა გოგონას ტკივილი , მოუშორებელი და შეუცვლელი დაღი რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა. ბავშვებს მარტივად გადააქვთ ტკივილი, ცხოვრებას აგრძელებენ თუ ზრდასრულები არ უნერგავენ მუქ ფერებს და არ აიძულებენ გლოვას ნებისმიერ მცირე პრობლემაზე თუ დიდ დანაკარგზე. იცოდა მალე გამხიარულდებოდნენ , მაგრამ ჯერ უნდა დალოდებოდა, გაკვეთილის გამოკითხვის დრო არ იყო. _მოდით ყველამ ავიღოთ ფურცლები და ანის დავუწეროთ წერილები. მე აუცილებლად წავუკითხავ ანის და გაიგებს რომ მის გვერდით ხართ , რომ გიყვართ და წუხართ მისი დედიკოს გამო . დაწერეთ რასაც გრძნობთ და რაც გინდათ უთხრათ ანის _ყველა ასო ბგერა რომ არ ვიცი მე ჯერ მასწავლებელო? _არაუშავს... მე დაგეხმარებით , შეგახსენებთ . მითხარით რომელს რა დაგავიწყდებათ და დაფაზე დაგიწერთ ანდაც სათითაოდ ყველასთან მოვალ . ყველამ დაწერა წერილი მარიამის დახმარებით. მან კი ერთად დაალაგა და ზუსტად იცოდა წინ რთული წუთები ელოდა. _მასწავლებელო მე რომ არ ვიცი როგორ ვილოცო ? ეკლესიაში უნდა წამიყვანოს დედამ? _ხო მასწავლებელო ჩვენ ასე არ დავდივართ ხშირად _მეც ხანდახან დავყავარ , როცა მარხვაა და მერე ზეთისცხება თუ ზიარება დამავიწყდა რომელი ქვია მგონი ორივეზე დავდივართ _რა ვქნათ მასწავლებელო? _ღმერთი ყველგან არის და ყველა გულიდან წამოსული სიტყვა ესმის. ჩუმად თქვენთვის სთხოვეთ ხოლმე რა სურვილიც გაქვთ. მამაო ჩვენო ხომ ვისწავლეთ , გაიმეორეთ პირჯვარი გადაიწერეთ და სულ ესაა. არ გაართულოთ ღმერთთან კონტაქტი თუ თქვენ ის გახსენდებათ და გინდებათ რამე უთხრათ ან სთხოვოთ _ დამძიმდა, უკვე თავადაც უჭირდა ცრემლებთან გამკლავება. ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდა მარტო . ბავშვების ნაწილს უყურებდა , თავდახრილები რომ ბუტბუტებდნენ რაღაცას. ზოგიც ჩუმად დაჰყურებდა პატარა ხელებს . უნდოდა ყველას ჩახუტებოდა და ოთახიდან გასვლამდე ასეც მოიქცა ბავშვებიც სიხარულით მიდიოდნენ და მთელი ძალით ეხვეოდნენ . ყველას გაუვლიდა სევდა , უდედოდ დარჩენილ ანის ვერ. .................. _დერეფანში მესმოდა ტირილის ხმა რას კითხულობ ასეთს _ბავშვების წერილებს..._სლუკუნით თქვა და სანდროს მოეხვია _რა დაწერეს ასეთი _ანის დედა გარდაეცვალა და ნეტავ გენახა როგორ განიცადეს. ყველა ამხნევებს ზოგი სათამაშოს ჩუქებას ჰპირდება , შენ რომ მოგეწონაო მოგცემო ეუბნება. ბიჭებს უწერიათ აღარ გაგაბრაზებთ მალე დაბრუნდი სკოლაშიო. ნინას უწერია ჩემ დედიკოს ჩაეხუტე ხოლმეო ... _ჩშშ , დამშვიდდი _ვერ ვმშვიდდებიიი _კარგი , მაშინ იტირე და გაივლის ჩემო სიყვარულო. ასეთი კარგი როგორ ხარ _ეხვეოდა და ცრემლიან სახეს უკოცნიდა _ძალიან ცუდია ეს ცხოვრება... ძალიან ძალიან უსამართლოა _უსამართლოა , მაგრამ ასეთია და ასეთს უნდა გავუძლოთ -რა ეშველება ახლა ანის? -არ ეშველება მხოლოდ გარდაცვლილს, რომელმაც ამქვეყნად ამოწურა უკვე ყველა შესაძლებლობა -გული მტკივა სანდროო -დამშვიდდე უნდა - თავზე აკოცა. ფეხზე ძლივს იდგა დაღლილობისგან ,,მაგრამ მაინც მარიამის გახალისებას ცდილობდა- გინდა სადმე გავიდეთ? გავისეირნოთ -არ მინდა, დავიძინებ ... თავი მისკდება -კარგი დაიძინე - სამზარეულოში გავიდა. მშიერი იყო, კუჭის ტკივილი აგიჟებდა გზაში. საჭმელი ეჩვენებოდა, მაგრამ არაფერი იყო მზად. მომზადების დრო და ენერგია აღარ ჰქონდა. გამოიძახებდა და დაელოდებოდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად გასვლა გადაწყვიტა საბოლოოდ. მარიამთან შევიდა მისთვისაც რომ შეეთავაზებინა გაყოლა, მაგრამ მას უკვე წამლის გავლენით ეძინა . წავიდა , ისევ მარტო თითზე ბეჭდით რომელიც ახსენებდა ,რომ 18 წლის თავისუფალი ბიჭი არ იყო ,მაგრამ ბიჭების გარემოცვაში ძველი დროის ნოსტალგია ნამდვილად უჩნდებოდა. …………………………….. ................. _გაიღვიძე, დაგაგვიანდება _ თავზე მოეფერა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა _სანდროო , უკვე გათენდა _სანი , ბანაობას და საუზმეს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევს თუ არ მოშორდები საწოლს _ ჩუმად ელაპარაკებოდა და თან კოცნიდა _ტუჩებამდე რომ მოხვალ მერე ავდგებით _ისევ საწოლზე დამხობილი იწვა, ხელი მოხვია მარიამს და წონასწორობა დააკარვინა _შენ უკვე მზად ხარ პედაგოგიური მოღვაწეობისთვის? _კაბა ... _უნდა გაიხადო _სანდროო რა დალიე ამდენი? თვალები როგორ გაქვს... დეტოქსი დაგჭირდება . მოვკლავ შენ ლოთ ძმაკაცებს _ ქვემოდან უყურებდა და სახეზე ეფერებოდა _რა კარგი სუნი გაქვს... რა გისვია? _შენ რომ მიყიდე ის სუნამოა ... კრემის სუნი არ არის . სანდრო, სერიოზულად დააგვიანებ შენც და მეც _არ მინდა წასვლა... თავი მტკივა _წვნიანი მოგიმზადე თუ გახვალ აქედან ყავაც არ გაცივდება და _შენ რომ მომეფერო არ გინდა? _შენი ტანსაცმელი რომ შევყარე მანქანაში ეს ვიპოვე _ტუმბოზე გადაწია ხელი და კონდომი აიღო _ რა მოხდა წუხელ ? _შაკოს ცოლი დაგვადგა . ნიტა ხომ გახსოვს, სკანდალი იყო ... ძლივს დავამშვიდეთ . მე ჩამიტენა მანქანაში და ჯიბეებში . იდოოტს იქ მოუყვანია საყვარელი . ასეთი გაგიჟებული ქალი პირველად ვნახე, ისეთი დაარტყა ჩვენს შაკოს ყბა მოსტეხა _მართლა? _კი ... ამოუვარდა და ჩავუსვით _საწოლიდან წამოდგა, სააბაზანოსკენ დაიძრა და მარიამიც მიჰყვა _შემომხედე _რა _ მზერა გაუსწორა და უღიმოდა _ კიდევ მოხდა რაღაცები...იქამდე სანამ ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგვიხდებოდა _მოღალატე კაცს ხელს აფარებდი ? _არ ვიცოდი ... საიდან უნდა მცოდნოდა შაკო ვის როდის ჟ.მავს . მქონდა ჭორაობის დრო? რაც იყო სტუდენტობის დროს ისაა ახლაც, ვისაც გაჰყვა ცოლად ის ყავს ქმრად _ზოგჯერ ადამიანები იცვლებიან _ის ნამდვილად არ შეცვლილა და კაცი რომ გღალატობს მასთან არ ვიცი კიდევ რატომ უნდა დარჩე. ახლაც შეურიგდება , მერე ისევ გამოიჭერს იჩხუბებენ და ისევ შერიგდებიან . ყველა ჩხუბის მერე თითო ბავშვი ჰყავთ , ახალი მანქანა ნიტას ... ეგაა მაგათი ცხოვრება ამიტომ დიდად არ მინერვიულია. სახალისოც კი იყო ახლა რომ მახსენდება და ცოტა მიტყდება. პური და სანახაობა რომ გამოვიდა ჩემთვის იმ ყველაფრის მერე რაც ბოლო დროს მოხდა_ბანაობდა და თან ლაპარაკობდა. მისი ტელეფონის ხმა უკვე ისმოდა რაღაც ისე არ იყო , იმას ამბობდა რასაც ყოველთვის. მისი აზრები არ შეცვლილან და ისევ ემთხვეოდა მარიამისას , მაგრამ დაძაბულობის კვალი ეტყობოდა, რაღაც აწუხებდა. _მიყვარხარ _ სახლიდან გასულს უთხრა, გრძნობით სავსე კოცნის კვალი დაუტოვა და სკოლისკენ დაიძრა. რთული დღე ელოდა წინ, ემოცებს უნდა გამკლავებოდა . წინასწარ ემზადებოდა ექვსი წლის გოგონასთვის „ვიზიარებ ,მწუხარებას“, რომ ეთქვა. როგორი არაფრისმომცემი სიტყვათა ცყობაა ნებისმიერ შემთხვევაში. ……………………….. შავებით შემოსილი ქერა, ცისფერთვალება გოგონა ისეთი მძიმე სანახავი იყო პანაშვიდზე მისული ვერცერთი ადამიანი იკავებდა ცრემლებს. მსჯელობის შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს , რომ ბავშვებისთვის რთული გადასატანი იქნებოდა იქ მისვლა ამიტომ მარიამის უკან მხოლოდ დედები და მამები იდგნენ. არავის ჰქონდა დრო პატარა ანისთვის, ყველა თავის ტკივილს გამოხატავდა. ახალგაზრდა ქალის დედა , და და დედამთილი ჭირისულფების სკამზე ისხდნენ . მამა ბიჭებთან ერთად იდგა და ვინ იცის მის თავში რა აზრები ტრიალებდა. თითქოს ის კაცი არ იყო სკოლაში რომ ნახა ცოლ_შვილის გვერდით, უცებ დაბერებულიყო. ანის პატარა ძმა იქვე დარბოდა, ემოციური ფონი ამძიმებდა თორემ საერთოდ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს . ისე გაიზრდებოდა დედას მხოლოდ ფოტოების, ვიდეოებისა და სხვების მოთხრობილი ამბებით გაიცნობდა. პირადი მოგონება კი არ ექნებოდა. ანი ? ანიც პატარა იყო, სულ რაღაც ექვსი წლის და მისთვის რთული შესანარჩუნებელი იქნებოდა დედის სახე მოგონებებში. _მარიამ მასწავლებელო _მთელი ძალით მოეხვია ქალს და ატირდა _ჩემო გოგონა _ვერ მოიფიქრა იმ დროს იქ რა უნდა ეთქვა, რომ მისი ჩიტივით აფრთხიალებული გული დაემშვიდებინა. შეიძლება საერთოდ სიტყვებით გავლენის მოხდენა?სიტყვა არ უთქვამს ისე იზიარებდა მის ტკივილს. მეორე დღესაც მივიდა. გოგონას უკვე აეღო უმცროს ძმაზე პაზუხისმგებლობა. მასზე ზრუნავდა , გვერდიდან არ იშორებდა , ერთ დღეში გაზრდილიყო 6 წლის ბავშვი და არავინ იყო ირგვლივ ამ პროცესის შემაჩერებელი. ....................................... _მასწავლებელო დღეს ანი დაბრუნდება სკოლაში _ჩვენ რა უნდა ვქნათ მასწავლებელო ? _მე სულ ვტირი , მტირალა ვარ _მოიქეცით ისე როგორც ყოველთვის... გული როგორც გიკარნახებთ . არც ცრემლებია სირცხვილი თუ გეტირება და არც სიცილი თუ სასაცილო ხდება რამე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ანის დაუბრუნდეს სკოლას და თავის საქმეებს. ამიტომ იყავით ბუნებრივები და ეს საკმარისზე მეტი იქნება გაკვეთილი დაიწყო ანი კი არ ჩანდა. ფანჯრიდან უყურებდა ხოლმე ეზოს და დაინახა ბავშვებთან ერთად მომავალი მარტოხელა მამა. ბიჭი ტიროდა და ხელში ჰყავდა აყვანილი ანი კი ჩანთაში იყურებოდა ვინ იცის იქნებ პირველად ჩაალაგა სასკოლოდ ნივთები , ჩაიცვა და მოწესრიგდა მარტო . შავები ეცვა, მხოლოდ მისი ქერა თმა და ცისფერი თვალები ანათებდა . სულიც ამ გლოვისფერს ირეკლავდა. ჯერ ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა დერეფანში მერე კარზე დააკაკუნეს. კაცს სახეზე ეტყობოდა ტკივილისა და დაღლილობის ყველა წამი. ინსტიქტურად იპოვნა ჩანთაში ჩაგდებული შოკოლადები და კაცისკენ ისე დაიძრა. ჯერ ანის მოეფერა, შემდეგ მასთან ბავშვები მივიდნენ თავად კი პატარა ბიჭი გამოართვა კაცს. _მაპატიეთ დაგვიანებისთვის... სულ დამავიწყდა დღეს სკოლაში რომ უნდა წამომეყვანა. ვეცდებით მალე ჩავდგეთ კალაპოტში _არაუშავს ... პრობლემა არ არის. მთავარია სკოლაში ყოველ დღე მოვიდეს და ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ_დერეფანში, კარის წინ იდგა ბავშვით ხელში და ცრემლებს უწმენდდა. _ბოლო დღეებია სულ ტირის...ადრე საერთოდ არ იყო მტირალა. მგონი დედა ენატრება და ასე გადმოსცემს. ყველაფერზე უარს ამბობს. ბაღში არ დაგვყავდა და ახლა აღარც მიიღებენ ალბათ ისეთი პერიოდია _კაცის ხმა ესმოდა, ყურადღებით უსმენდა მაგრამ ბიჭუნას არ აშორებდა თვალს. სუნთქვა შეეკრა თავი მკერდზე რომ დაადო და ხელი მოხვია. პატარა თითებით მოეფერა, თან შოკოლადს ჭამდა და ნელ_ნელა უმშვიდდებოდა სუნთქვა . _ბაღში მიყვანა თუ გსურთ მე მყავს ნაცნობები და ვეცდები მოვაგვარო _ეგ თუ გამოვა არც კი ვიცი როგორი მადლიერი ვიქნები ... სამსახურში მომიწევს ვატარო. დედაჩემიც მუშაობს და არავინაა სახლში რომ სულ მასთან იყოს. ანის თუ რაიმე პრობლემა ექინება მე დამიკავშირდით კარგით? არ მინდა სწავლას ჩამორჩეს ან დეპრესიული გახდეს. თუ რაიმე პრობლემა იქნება აუცილებლად მითხარით _რა თქმა უნდა ... _მოდი მა ჩემთან , წავედით თორემ ვაგვიანებ იქაც ...შოკოლადი თუ გინდოდა ვერ მითხარი ? რამდენი იტირე მა _ ბავშვი ჩაიხუტა და რამდენჯერმე აკოცა _ნახვამდის მარიამ მასწავლებელო _დროებით კლასში შევიდა, ანი ბავშვების გარემოცვაში იყო თმა არეულად ჰქონდა შეკრული , იქამდე კი სულ ლამაზი ნაწნავებით დადიოდა. შავი მაისური დაუუთოებელი იყო , სახეზე ეტყობოდა დარდი, თვალებში აღარ უხტოდნენ ჭინკები და ისე იჯდა თითქოს უცხო იყო , ყველასგან განსხვავებული. _ლიკუნა აჩვენე ანის რომელ გვერდზე ვართ და განვაგრძოთ დავალებების შესრულება საგვაკეთილო პროცესი ჩვეულებრივად ჩაატარა. დიდი შესვენების დროს ლანჩის დრო იყო და მათთან ერთად რჩებოდა კლასში. საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობების მქონე ბავშვები სწავლობენ ამიტომ მარიამს შესწავლილი ჰქონდა მათი მენიუც და თავად ავსებდა ხოლმე სხვადასხვა ხემსით. ხილი, ტკბილეული, წვენი, ბურგერები, ტოსტები, ფანქეიქები. მუდამ ახალ რამეს იფიქრებდა და ყველა ბავშვს უნაწილებდა _მასწავლებელო ამდენი ბურგერი თქვენთვის გქონდათ ყველას რომ დაგვირიგეთ? _ჭკვიანი ბავშვები ხართ, ზრდილობიანი და კარგები ამიტომ მარიამ მასწავლებელსაც ყველაფერი შეიძლება ჰქონდეს თქვენთვის ... შენთვის ცხარე არ შეიძლება კუჭი გტკივა , ნუ გავიწყდება . შენი შაქრის დონეს როდის ვამოწმებთ ლაშიკო? _ჭამის მერე მას ... არ იდარდოთ მე არ ვჭამ ტკბილებს ვიცი რომ არ შეიძლება ჩემთვის _ჩემი თვალებისთცის ბევრი კითხვა არ შეიძლება _სათვალე შეისწორა რეზიმ _იმიტომ ვერ მოვყევი ლექსი _ყველა ასობგერა არ იცი და რას წაიკითხავ ... _დასცინა ძმაკაცმა _ო შენ წერა არ იცი _ყველა ყველაფერს ისწავლით...თვალებს რაც შეეხება შენმა ექიმმა ასე თქვა პლანშეტი და მობილური ვნებს წიგნი არაო _ექიმსაც ელაპარაკეთ ? მართლა ყველაფერი იცით რააა _ნამდვილად ყველგან მაქვს თვალები და ყურები _ მათთან ვერ მოიწყენდი. უყურებდა პატარა დიდ ადამიანებს როგორ უნაწილებდნენ ერთმანეთს ყველაფერს , როგორ გაქრა მორიდება, როგორ იქცნენ ერთ ოჯახად და ამაში საკუთარ მცირედ წვლილსაც ხედავდა. ტრადიციად ექცათ იმ რამდენიმე წუთის ერთად გატარება. ყოველთვის ივსებოდა მისი კონტეინერი ვინაც იმ დღეს რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხა სახლიდან საჭმლის წამოღება. ანის მადა არ ჰქონდა, ადრე კი მის ბლინებს ინაწილებდნენ ხოლმე ახლა კი მხოლოდ მზა საკვები ჰქონდა. ბანანი, ვაშლი, ფუნთუშა და საცხობში ნაყიდი ხაჭაპური. _მას გასინჯეთ დედამ რა გემრიელი სალათი გამიკეთა... ჯანსაღიაო. _დედაჩემის სალათები უგემურია სულ ... _ბავშვებმა გაუაზრებლად დაიწყეს საუბარი დედებზე და მათ უნარებზე სამზარეულოში ანი კი საერთოდ გავიდა ოთახიდან _სულელო რატომ თქვი დედაზე...მოენატრა ალბათ და წავიდა. ახლა იტირებს შენ გამო _დამავიწყდა, მე არ მინდოდა მასწვალებელო _არაფერია, ხომ ვთქვით ჩვეულებრივად მოიქეცით თქო თქვენი საუბარი რეალობას ვერ შეცვლის. არ იდარდო _ ბიჭს თავზე აკოცა და თან გაჰყვა დერეფანში გაქცეულ ანის. ბოლოს საპორფარეშოში აღმოჩნენ. გოგონა ტიროდა ის კი გარეთ ელოდა _კიდევ ბევრს თუ იტირებ გაკვეთილი დაიწყება და ორივენი დავაგვიანებთ. შენი აზრით თუ არ მივალ ვინ იქნება მასწავლებელი ჩემ ნაცვლად? _მასწავლებელოო _გინდა შენ იყო მასწავლებელი? _მე ბევრი რამე არ ვიცი _ვისწავლით ერთად...შენ მეტყვი მასწვალებელო ვერ გავიგე და მე აგიხსნი იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება _თმა გაუშალა, ჩანთიდან სავარცხალი ამოიღო და დაუვარცხნა. გრძნობდა როგორ უყურებდა სარკიდან გოგონა თავად კი მის ოქროსფერ თმებს დაჰყურებდა _ რაპუნცელის თმები გაქვს იცი? _დედასაც ასეთი აქვს ... ჰქონდა _შენც ისეთივე ლამაზი ხარ როგორც დედა _ ნაწნავები გაუკეთა და მერე თავზე აკოცა _ ახლა წავიდეთ , სწრაფად გავიქცეთ რომ კლასამდე მივასწროთ _ ხელი ჩაკიდა წამით შეავლო მზერა სარკეში დანახულ ორ ანარეკლს, უდედოსა და უშვილოს ხედავდა იქ მისი გონება. მალე გავრცელდა ამბავი ,ანის მამა ცოლს ირთავსო და გოგონამაც დაადასტურა ჭორის სინამდვილე. _ერთი წელიც არ გასულა ხო? მე დავკარგე დროის აღქმა? _ყველაფერი ხდება ... მთავარია ბავშვი ცუდად არ გრძნობს თავს ამ ქალის გარემოცვაში. სულ ვაკვირდები და დედინაცვლური დედინაცვალი არ არის. _მაგრამ ბრაზობ _ჩემი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების განხილვა ... მე ჩემი მოსწავლეებისთვის სწავლება მევალება და ანი აფსოლიტურად მოწესრიგებული დადის სკოლაში . მალე დედაც დაავიწყდება_თქო ისეთი შეგრძნება მაქვს . კარგია იცი? სულ რომ რაღაცას გლოვობ სულს გიბნელებს და მამამისს რომ სახე ჩამოეხოკა ბავშვებიც სულ სტრესში იქნებოდნენ, გარდაცვლილს კი ვერაფერი გააცოცხლებს _შეიძლება -ასეა, ასე ... ქართველებმა ნაკლები გლოვა რომ ვიცოდეთ მოცემულობას ვიღებდეთ და ყველა დღით ცხოვრება შეგვეძოს უკვდავები ვიქნებოდით -მიყვარს ამდენი რომ იცი და არაფერს იყენებ პირად ცხოვრებაში -ანიც დაივიწყებს დედას, ემახსოვრება ბუნდოვნად და ისიც იმიტომ რომ უბრალოდ ასეა მიღებული დედა უნდა გიყვარდეს. ყველანი მარტონი ვიბადებით და მარტო ვკვდებით, არავის გამო ღირს თავგანწირვა -მე ასე არ ვფიქრობ... .................... _რა ხდებოდა დღეს...დახურე ის საქმე თუ ვერ -მანქნაში ისხდნენ, საცობში მოხვედრას გადაჩვეული იყო, სკოლამდე მისასვლელ გზას ისე მარტივად ფარავდა _ყველაფერი ჩაიხლართა. თავი მტკივა ძალიან _გავიდეთ სადმე ვისადილოთ _გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და მერე ყელში დაუტოვა კოცნის კვალი_დედაშენთან ხომ არ წავიდეთ ჯერ? აუცილებლად ექნება მომზადებული ჩვენი საყვარელი გემრიელობები . თანაც დიდი ხანია არ მინახავს. სულ მრჩება სინდისის ქენჯნა _რა გქენჯნის _გაკვირვებულმა გახედა _დედაჩემზე მეტად ვუყვარვარ და მაფასებს მე კიდევ ვერ გამოვხატავ ნორმალურად როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი მხარდაჭერა. _იცის როგორც გიყვარს...არ იდარდო შენ მაგაზე, მისთვის მთავარია კარგად ვიყოთ და სულ რომ არ მივიდე არაფერს იტყვის. _ასეთი კარგი რომ არის იმიტომ ხარ ასეთი საოცარი... _მე ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ მარიამ, ამას თუ გაიაზრებ კარგი იქნება . დედაჩემს რაც შეეხება , ბნელი ნამდვილად არ არის და სიყვარულთან ერთად უსაზღვროდ ამიტომ ვაფასებ . მამაჩემი ურევდა ხოლმე , მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად დალაგდნენ _ბავშვობიდან ერთად არიან და ამდენი გადაიტანეს _დედაჩემის დამსახურებით თორემ მამაჩემს და გიგას ერთნაირი ხასიათი აქვთ ზუსტად _ჩვენც ხო არ წავიდეთ აგარაკზე და ტბაზე ვითევზაოთ _ვერ ვიტან იმ ადგილს ხომ იცი _რას ერჩი მართლა არ მესმის _სადმე სხვაგან წავიდეთ რომ მექნება დრო ერთ შაბათ_კვირას გავიდეთ თუ დავასრულე ეს საქმე ოდესმე ისე რომ მე თვითონ არ აღმოვჩნდე ციხეში _სანდრო , რას ამბობ? _არაფერს, არ მომაქციო ყურადღება მართლა ძალიან ვარ გადაღლილი _მეჩვენება თუ რაღაცას მიმალავ _არ გიმალავ, უბრალოდ ვერ გიყვები . ზედმეტად კონფიდენციალური დ მძიმე საქმეა . შენ ქმარს ყველაფერ უბედურებას სტენიან, ცხოვრება რომ გაურთულონ და საბოლოოდ გააგიჟონ _გაუმკლავდები, შენ ყველაზე ჭკვიანი ხარ და იმიტომ ხარ იქ სადაც ხარ. რომ გამოგივა მერე მიამბე, ხომ იცი მიყვარს შენი მოსმენა , თითქოს დეტექტივის ხმოვან ვერსიას ვუსმენ _ისევ გიყვარს ? _შენი ხმის მოსმენა? იდეალურად რომ გადმოსცემ ამბავს და მინდება წერდე? _თავიდან არ დაიწყო ახლა... არ მაქვს უფლება დავწერო და წიგნები გამოვუშვა ასე რეალურ ამბებზე და სააშკარაოზე გამოვიტანო სისტემის ჩავარდნები _სამსახურში რომ აღარ იქნები მერე დაწერე _ჩვენი სიბერის გეგმები არ შეიცვალა? _მეც დავწერ , ოღონდ რომანს ჩემზე და შენზე ... არაა აუცილებელი შვილებს დავუწერო უცხო ადამიანებმა გაიგონ როგორ უნდა უყვარდეს კაცს ქალი და რას ნიშნავს ჭირსა და ლხინში _სანთებელა იქნება მანდ,მომაწოდე რა _მოწევას როდის დაანებებ თავს? _არ ვიცი , ვნახოთ _სულ სხვა ადამიანს ვხედავ თითქოს ... იერს გიცვლის სრულიად და ჩემ სანდროს კი არა ვიღაც ხულიგანს ემსგავსები _რომელიც არ მოგწონს? _ჩემი ტვინის შრეებში შენი ყველა ნაწილისთვის მოიძებნება ქალი , რომელსაც გონება ებინდება რომ გხედავს, მაგრამ შენ ჯანმრთელობას ვნებს და ის ფაქტი რომ სექსუალური ხარ გვერდით უნდა გადავდოთ. ისედაც სულ ხარ მიმზიდველი და ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდე _სულ ვიცოდი სიგარეტითაც რომ გესექსუალურებოდი და არ მეგონა თუ ოდესმე გამოტყდებოდი _სანდროო ,გთხოვ ჩემ ლიბიდოს ნუ შესწირავ ფილტვებს _მარტო ფილტვებს? სულ შევეწირები თუ საჭირო იქნება _სანდრო ... _ვერ ვიჯერებ ხოლმე თინეიჯერივით რომ წითლდები _ მანქანა გააჩერა და უცებ აკოცა _სიგარეტის სუნი გაქვს_თქვა მაგრამ არ მოუშორებია. მკლავები მოხვია და კოცნა გააღრმავა _ ვაიპზე რას იტყვი _ერთი ოხერია ... იმათ სუნსაც ვერ აიტან . გადავაგდებ , ცოტა დრო მინდა დავლაგდები _ ცხვირის წვერზე აკოცა მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა _ რა ვუყიდო დედას? _მე გადავალ და მოვალ . ვიცი რაც სჭირდებოდა, ხელფასი ჩამერიცხა დღეს და გავახარებ დედამთილს _წამოვიდე? _არა , 5 წუთში გამოვალ დააგვიანდა. ცდუნებას ვერ გაუძლო, დედამთილის გახარება გადაწყვიტა და რამდენიმე ნივთი შეიძინა ერთის ნაცვლად. _მთელი ხელფასი დახარჯე? _მტვერსასრუტიც ვიყიდე და ცომის მოსაზელი აპარატი . ასეთს მერე ჩემთვისაც ვიყიდი ... კიდევ მომეწონა რაღაცები . ვის ელაპარაკებოდი ? _დაინახა როგორ გათიშა მობილური სანამ მარიამი მიუახლოვდებოდა. _საქმე დაიძრა და დამირეკეს ... წავედით თუ _ტორტს ვუყიდი და წავიდეთ . რა? ასე რატომ მიყურებ _როგორ შეგიძლია სხვისთვის რაღაცის ყიდვა განიჭებდეს ასეთ სიხარულს _დედაშენი სხვა არ არის _იმიტომ უყვარხარ დედაჩემს ასეთი რომ ხარ .................. _დე , როგორ გამახარეთ ... ვიფიქრე აღარ მოდიან_თქო _ ჯერ შვილს მოეხვია მერე კი მარიამს _მოვედით ... ნანუ , ორივეს ძალიან გვშია . რაღაცები მოგიტანეთ ნახეე _უკან დალაგებული ყუთები უჩვენა _ ამ უზარმაზარ ხალიჩებს და დერეფნებს ცოცხით აღარ ჩამოუარო იცოდე. ის მეორე მტვერსასრუტი გადააგდე ეს არის უკარგესი და უმსუბუქესი . ამას სამზარეულოში გაიტანს სანდრო... _რად გინდოდათ შვილო რატო შეწუხდით ... რა ბევრი საქმე მე მაქვს პენსიაზე გასვლის მერე სულ ყვავილებს ვუვლი და სახლს _ყვავილებს რაც შეეხება რამდენიმე მაქვს იდეაში ჩემ კოლეგა მასწავლებელს გამოვართმევ ნერგს ან გიყიდი . სახელი აღარ მახსოვს , მაგრამ ულამაზესი მცენარეა _არაფერი უთხრა უხარია და უთხარი რომ მოგწონს და გამოიყენებ . არ უნდა ეს მორიდებები დედა ამდენი წელია შენი რძალია _ხო მაგრამ შენთვის გეყიდა რამე მე რომ მივსებ სახლს _ იმდენი რამეა საქმის გამარტივებისთვის ... საერთოდ მგონია რომ შენი პენსიაში გასვლა ადრე იყო . რამე საქმე გჭირდება მოიფიქრე და მეც დაგეხმარები ... მარტო რომ ხარ ვნერვიულობ. ჩვენთან ხშირად მოდი ხოლმე, კარგად ვარ უკვე და ჩემ გამო არ შეიკავო თავი _ ბოლოს დაამატა და ღილაკს დააჭირა _პრეზენტაციის ჯერია _ჩემი გოგოო ... რა კარგი რამე აგირჩევია . ძვირი ეღირებოდა კარგიი რაა მთელი ხელფასი დახარჯეე? _ქმარი მომცემს ანუუ სანდრომ გიყიდათ მაინც. ჩემი და მისი არ არსებობს , ორივემ გიყიდეთ _ ქალს ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა _ძალიან მიყვარხარ ნანუ _მეც ჩემო გოგოო ... წავედით ახლა გაჭმევთ . დაიბანეთ ხელები უცებ და მოდით. მეც გელოდით მზადების დროს რომ არ ვჭამ კი იცით ერთად ივახშმეს, შემდეგ ტელევიზორის წინ დასხდნენ და სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს. ძირითადად სანდროს და_ძმაზე და მათ ოჯახებზე _სულ მეუბნება ბილეთებს გიყიდი და ჩვენთან ჩამოდიო და ვფიქრობ წავიდე ცოტა ხნითმ რადგან საქმე არაფერი მაქვს , მაგრამ ყვავილებს ვერ ვანდობ ვერავის _მე მივხედავ ... შენ წადი დაისვენე, გარემო გამოიცვალე _თქვენც ხომ არ წამოხვიდოდით _ის რომ გადაიხვეწა სადღაც არ კმარა? მე არსად წასვლას ვაპირებ თუ წავალთ სამოგზაუროდ სადმე სხვაგან _ისევ ეჩხუბე დედა? _ისევ რას ნიშნავს სანდრო? როდის ეჩხუბე გიორგის? _არაფერი მნიშვნელოვანი დედა აჭარბებს უბრალოდ _არ აჭარბებს ... უბრალოდ მე არ მომიყევი სავარაუდოდ ჩემ გამო იკამათეთ . რომ დაუტოვო საკუთარი აზრის ქონის უფლება არ შეიძლება ? შენთვის ამბობს და _რას ამბობს ჩემთვის რაც არ მოგისმენია ნუ ამართლებ ... თავხედ ბავშვად დარჩა _სანდრო გულს მტკენ დედა რომ ეჩხუბები და ჩემ გამო შეურიგდი . ვესაუბრე მე , ნანობს ზედმეტი მომივიდაო _არ ვაპირებ , იყოს თავისთვის მიხედოს საკუთარ სამ ცოლს და შვიდ საყვარელს 20 ბავშვს და 40 ნაბიჭვარს _სანდროო _სიგარეტს მოვწევ და შემოვალ ... _გავიდა , მარიამმა შეხედა რომ ურეკავდნენ. ხმა ჰქონდა გათიშული მობილურზე და ეკრანი როგორც კი განათდდებოდა მაშინვე გადიოდა. _სულ ჩემი ბრალია... მაპატიეთ. მიჭირს ყველაფრის ძველ ადგილას დაბრუნება. ბევრი რამ შეიცვალა , უამრავი პატარა დეტალი სანამ მე დეპრესიას მივეცი ჩემი ცხოვრების დაპაუზების უფლება და სანდრო მარტო დავტოვე. შენ არ ინერვიულო ნანუ, მე დაველაპარაკები და შერიგდებიან, სანდროს ხომ იცნობ პატარა ბავშვივით იცის გაბუტვა _ეგ შენთან შვილო თორემ ისე თუ გაბრაზდა და ეწყინა მერე მორჩა . საპატიებელი არაფერი გაქვს , მე მრცხვენია მის გამო . არც კი ვიცი რა უთხრა სანდროს ასეთი ასე რომ გააგიჟა _ტყუილს არ იტყოდა , უბრალოდ სანდროს რეალობის დანახვა არ უნდა და არ აღიარებს, რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს სხვა ქალთან . გიორგი კი საკუთარ თავზეა შეყვარებული და ქალის გამო არასდროს დაინგრევს ისე ცხოვრებას როგორც ამას სანდრო აკეთებს ამდენი წელი . მე არ მწყინს მართლა , ვიცი ვუყვარვარ , მაგრამ სანდრო უფრო მეტად უყვარს _შვილო ნუ ლაპარაკობ ასე ... შენ არაფერი გჭირს ისეთი სანდრო რომ გააუბედურო თუ მასთან იქნები არაფერი უნდა მეტი . სიგიჟემდე უყვარხარ _ვიცი , მაგრამ სიყვარული ბედნიერ ცხოვრებას არ ნიშნავს _ ეზოში მდგომს უყურებდა, ეწეოდა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა _სიგარეტს რომ ეწევა ვდარდობ _მეც მთელი წელია ვეხვერწები დაანებოს და ვერ გადავაგდებინე ... ჯიუტია _მთელი წელი ... _ ჩუმად თქვა და მეტი აღარ გაუგრძელებია. ყოველ დღე რაღაც ახალს იგებდა. სანამ ცხოვრება დააპაუზა სანდროსთან უამრავი ცუდი რამ მოხდა ,სხვა კაცი ჰყავდა გვერდით _სალომე როგორაა , ბავშვები ? _კარგად არიან ... ბაღში არ მოსწონთ, წუწუნებენ ბებო შენთან წატვიყვანეო. იმათი საჭმელები არ მოსწონთ , მეცადინეობა ეზარებათ და სალომე სულ წუწუნებს . გენიოსები უნდა ჰყავდეს ბავშვებს არ დააცადა ბავშვობა... შენი პირველკლასელები რას შვებიან _გაიზარდნენ, შეიცვალნენ... ამ თვეების განმავლობაში ერთმანეთს შევეჩვიეთ. არ დავტოვებ მათ კლასს ვაპირებ ბოლომდე გავყვე _ძალიან კარგი აზრია ბავშვებიც ცოდოები არიან ყოველ წელს ახალი მასწავლებელუ ტან შენ ყველა საგანზე შედიხარ ხომ ? _კი, ძირითად საგნებს მე ვასწავლი _მე შენთვის რაღაც მაქვს ... ამდენი ყვევილები ჭკნებოდა უბრალოდ და გადავწყვიტე ჰერბარიუმი გამეკეთებინა . ვიდეოებს ვუყურებდი და უსაქმურობამ საქმე მაპოვნინა. ვიფიქრე ჩემ ლამაზ რძალს ვაჩუქებ _თქო ხომ გიყვარს იები _ ყელსაბამი გაეკეთებინა . ისეთი ლამაზი იყო _რა კარგი ხაარ ნანუ _ სხვა არაფერი უთქვამს , მთელი ძალით მოეხვია ქალს და მერე ყელსაბამიც სიხარულუთ მოირგო _ჩემი თვალებციმციმა გოგო ... _არ წავიდეთ მარიამ? დაღლილი ვარ დავისვენებ თორემ ხვალ დილიდან უნდა გავიდე _შენ როგორც იტყვი _კარგად დე ... თავს მიხედე _ ქალს აკოცა და პირველუ გავიდა. მარიამი უკან გაჰყვა , მანქანაში ერთხანს ჩუმად ისხდნენ,შემდეგ მარიამს მოსწავლის მშობელმა დაურეკა და სახლში მისვლამდე მასთან საუბრობდა. _არც იფიქრო გიორგისთან დალაპარაკება _სახლში შესვლისას უთხრა _არ გინდა დავსხდეთ და მომიყვე რა ხდებოდა სანამ მე ცოცხალ_მკვდარი ვიყავი? რა გადაიტანე უჩემოდ რა რას მიმალავდი _რას ნიშნავს გიმალავდი _არ მეუბნებოდი იმიტომ რომ იმერტული ვიყავი, არაადეკვატური...იმიტომ რომ გეშინოდა ჩემი რეაქციის იმიტომ რომ სანამ ხელში გაკვდებოდი მანამ ცხოვრება გრძელდებოდა და შენ უჩემოდ გიწევდა უამრავ პრობლემასთან გამკლავება ... ახლა აქ ვარ , დავბრუნდი სანდრო _ მის წინ იდგა, თვალებში უყურებდა ის კი ისე მშვიდად არ როგორც ყოველთვის _მითხარი სანდრო ყველაფერი რაც გაწუხებს და მე გავიგებ... ხომ იცი ყველაფერს მივიღებ იმასაც კი რასაც საკუთარ თავს არ პატიობ. მაპატიე,ყველაფერი რაც სასოწარკვეთილმა ჩაიდინე _პატარა ბავშვი ვარ დანაშაულებს სხვას რომ აბრალებს? ყველაფერი ჩემი დანაშაულია რაც არასწორად გავაკეთე _და რა გააკეთე იმის გარდა რომ საკუთარ ჯანმრთელობას ვნებ და შენი ჯანსაღი ცხოვრების წესი შევიწირეთ მე და ჩემმა დეპრესიამ ისე ვშთანთქეთ შენი ნათელი ფერები _ ეფერებოდა, სახეს უკოცნიდა და მსუბუქად უღიმოდა _არ გაართულო სანი, შენ ვერაფერს ჩაიდენდი ისეთს რისი შეცვლაც არ შეიძლება მითუმეტეს პატიება და გამოსწორება. შენ ჩემი მზის სხივი ხარ _ასე რომ არ გყვარებოდი ამდენად არ დაიტანჯავდი თავს ... ასე რომ არ გყვარებოდი მარიამ _მე ? თუ შენ შენ ხარ ჩემ სიყვარულს შეწირული სანიკო _ იცინოდა , ტუჩებს უკოცნიდა და მერე თვალებში უყურებდა _კიდე გტკივა თავი? _ცოტა _ვუმკურნალოთ თავის ტკივილს? _მომეფერები და გამივლის ? _ხელებს უკოცნიდა და ჩუმად ელაპარაკებოდა _შენ სულამდე მივალ მაინც , ისევ აგირეკლავ გეფიცები _სიბნელე რომ დაგხვდეს მერე? _ერთად გავანათებთ , სანი _აღარ მიხდება ეგ სახელი, გავჭაღარავდი უკვე _ყველაზე სიმპათიური ხარ , სიგარეტის სუნით , მაგრამ მაინც მიმზიდველი _გადავაგდებ , გეფიცები _ვიცი , მჯერა ... შენი ამქვეყნად ყველაზე მეტად . შენი და სხვა არაფრის ნდობა ,რომელსაც შენს მიმართ იჩენენ რწმენა , რომელიც აქვთ სიყვარული ,რომელსაც გიზიარებენ იმედი , რომელსაც შენზე ამყარებენ შეუმსუბუქებელი ტვირთია, რომელიც ერთ დღეს გაგტეხს, დაგამსხვრევს და ნაწილებად დაგშლის. .......................... შუაღამე იყო სიჩუმეში კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგეს და ორივე ერთად გამოფხიზლდა _ვინ უნდა იყოს _დარჩი მე გავაღებ _სწრაფად ჩაიცვა და წავიდა . გაფრთხილების მიუხედავად მარიამიც უკან მიჰყვა და კარგად დაინახა კარში ბავშვებით მდგომი უმცროსი და , ცრემლიანი ტვალებით, არეული თმით, გაწითლებულუ ლოყით და გახეთქილი ტუჩით . ბავშვები ეკვროდნენ ის კი სანდროს ჩაეხუტა _მიშველე ... მომკლავს . გაგიჟდა _შემოდით , შემოდით ბავშვებო _ ხელი გაუწოდა ორივეს , ქალი ეკვროდა და ქვითინებდა სულ არ აქცევდა ყურადღებას შვილების მდგომარეობას _სიკვდილის პირას სანამ არ მიხვალ განქორწინებას თუ არ აპირებ წადი. დედაშენთან მიდი და ის გასწვალის როგორ შეურიგდე შენს ნაბიჭვარ ქმარს და როგორ აყურებინო ბავშვბს ეს ყველაფერი ისე თითქოს ნორმა იყოს _მარიამ , ცუდადაა _რამდენჯერ იყო ასე ცუდად... რამდენჯერ დაუბრუნდა ფრენა ფრენით , სერიოზულად ვერ ვიღებ უკვე. თქვას რომ შორდება და მივიღებ ისე არ ვაპირებ სულელი ქალის შეფარებას და პრობლემების შექმნას. მორჩა ! _კანკალებდა, სული ეწვოდა. უნდიდა გავარდნილიყო და დაეხრჩო მოძალადე სიძედწოდებული. _იეჭვიანა... ჩემი ბრალია . სულელი ვარ . მე რა ვიცოდი მართლა თუ მოვწონდი იმ იდიოტს... _უსმენ ? თავს იდანაშაულებს მე მოგკლავ ბოლოს ის თუ არა ... წამოდით ბავშვებო . საძინებელში შევიდეთ და დაიძინეთ .დედათქვენი ცოტას იტირებს და მერე დამშვიდდება _საშინლად იქცეოდა, მაგრამ ყელში ჰქონდა ამოსული მისი ქცევა და სულ ერთი ტექსტის გამეორება _მამა ძალიან იყო გაბრაზებული. გვიპოვნის და წაგვიყვანს. დედას ეუბნებოდა ბავშვებს არ გაგატანთო _ჩვენ ორივესთან გვინდა დეიდა ... სულ რატომ ჩხუბობენ? _არ ვიცი დეიდა _დედას ბრალია... მამას აბრაზებს და ის მერე იწყებს ჩხუბს _კაცი რომ ჩხუბობს არასდროსაა სხვის გამო...ქალს კაცმა არასდროს , გესმით? არასდროს უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა ანუ არ უყვიროს, არ აგინოს, არ გალანძღოს და მითუმეტეს არ დაარტყას. არასდროს, არავის აპატიოთ თქვენთან ხმამაღლა საუბარი ვინც არ უნდა იყოს ის. შენ კი დედა მეტჯერ არ დაადანაშაულო _მართლა ასეა და... მამა დაღლილი იყო შიოდა უბრალოდ დედამ კიდევ საყვედურები უთხრა რაღაცები მერე მამამ ფოტოები ნახა და ჩხუბი დაიწყეს. ზუსტად ვერ გავიგე ოთახში ჩაიკეტნენ მერე . სულ დედა იწყებს , სულ _თუ არ მოგწონს მათი ქცევა არც ერთს უნდა მიბაძოთ რომ გაიზრდებით და არც მეორეს. ცდილობდა დამშვიდებულიყო, გონს მოსულიყო , ბავშვებთან ყოფნისას მოეხდინა გონების მობილიზება. ორივეს რომ ჩაეძინა მერე გავიდა სასტუმრო ოთახში. _რა ხდება გინდა სანდრო წავიდეს და სცემოს? უთხრას ჩემ ცოლის დას მეტჯერ აღარ დაარტყა თორემ ხელებს დაგამტვრევო? წესით უნდა უჩივლო, განცხადება დაწერო და დაიჭირონ _არა , რა დაჭერა ... ის _ის ფეთქებადია აბრაზებ და გირტყამს. გავლილი გვაქვს ეს ტექსტები, ზეპირად ვიცით . _ჰგონია რომ ვუღალატე _მერამდენედ ... ერთმანეთში რომ ეჭვი გეპარებათ , არ ენდობით არ გჯერათ რაჯანდაბაა ეს სიყვარული როგორ გესმით ნეტავ _გთხოოვ ყველას შენსავით არ უმართლებს _აჰ მოგწონთ ჩემი ქმარი? დიდი მადლობა ... იმიტომ ხომ არა რომ თავიდანვე ასეთი იყო. ტყუილად არაცის სცემდა,არავის აგინებდა და მთელი დღე ბირჟაზე არ იდგა ,.სხვის საქმეებს არ არჩევდა უსაქმური და გაუნათლებელი არ ყოფილა. ვიციდი ცოლად რომ მივყვებოდი კაცს მივყვებოდი და არა კაცის სიმულაციას ... მე ვარ სწერვა , აუტანელი და კონფლიქტური რომ არ ვურიგდები შენთან ერთად და პირველივე ჩხუბის მერე გავწყვიტე მასთან ადამიანური კონტაქტი. ნეტა ვის რას აბრალებ... მისი დანაშაული ნამდვილად არ არის ეგ ეგეთია , არასწორია და მორჩა! შენ ნამდვილად არ ხარ ის ვინც შეცვლის და არც უნდა რომ შეიცვალოს. თუ არ უჩივლებ განქორწინებაზე დაითანხმე და დაასრულე _არაა მარტივი ორი ბავშვით დარჩენა გზაში და სამუდამოდ მარტო ყოფნა _30 წლის ხარ რა სამუდამოდ მარტო ყოფნაზე საუბრობ. შეგიყვარდება ნორმალური კაცი და აღარ იქნები მარტო. გზაში კიდევ ვინ დაგტოვებს, დაბრუნდები სახლში რომელიც შენი და შენი შვილებისიცაა . ის რომ პროფესია არ გაქვს ეგ კიდევ შენი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად ვერ დავაბრალებ შენს გიჟ ქმარს. არც ეგაა გვიანი, ათასი კურსებია და თუ მოინდომებ გექნება შენი შემოსავალი. აღარ ვიცი რა გითხრა შენ თუ ისევ უნდა მიუბრუნდე როგორც კი გაგიღიმებს და მოგეფერება შენი დაუოკებელი და დაიცხრომელი ლტოლვა ჩემი კონტროლის ქვეშ ნამდვილად ვერ გადავა _მეჩხუბები იმის ნაცვლად რომ დამეხმარო _როგორ დაგეხმარო მითხარი... შენს ნაცვლად მივიღო გადაწყვეტილება? რა ვქნა ... რა გინდა რომ გითხრა . კარგი გოგო ხარ ? ყოჩაღი და სწორი? რომ ასე უნდა აწვალო რამე სთხოვო და მერე შეურიგდე?მერამდენედ უნდა შეურიგდე ? რა გინდა მითხარი, ჩემგან რა გინდა და გავაკეთებ. ზრდასრული ქალი ხარ ორი შვილის დედა იაზროვნე და მე ნუ დამაბრალებ რომ წნეხში გაქცევ. მორჩა , მე მეტს არაფერს გეტყვი. შენ იცი მე და სანდრო მხარს დაგიჭერთ , ისიც იცი დედა და მამაც რომ არ გაგაგდებენ სახლიდან თუ იტყვი რომ დაასრულე. არავინ , არავინ დაგაზარალებს ისე როგორც ის. დაისვენე , დაფიქრდი , მიიღე გადაწყვეტილება მოიხსენი სათვალე და რეალობას გაუსწორე თვალი _შენ შენი პრობლემის მიღმა არაფერი გაწუხებს... არ იცი როგორია მარტო ცხოვრება, რამდემად რთული იქნება განქორწინებული ორშვილიანი ქალისთვის რომელიც მესამეს ელოდება ... მე იდიოტს ბიჭი მინდოდა გამეჩინა დამშვიდდება_თქო . ახლა რა ვქნა მითხარი . შეიძლება ისიც თქვან სხვისგან გააჩინა მესამე და იმიტომ დაშორდნენო. თუ გაიგებენ რომ მცემდა _ორსულად ხარ ... იცის რომ ორსულად ხარ და გცემა? _არ იცის . არ მითქვამს , ვიფიქრე დაბადების დღეზე ვეტყვი_თქო . ახლა ისიც არ ვიცი დავიტოვებ თუ არა ... _დამშვიდდი , წყალი გამომართვი _სანდრომ ჭიქა მიაწოდა და ხელსახოცი _არ შეიძლება ამდენი ნერვიულობა თუ ორსულად ხარ მითუმეტეს _დავიღალე _არც პირველი იქნები ვინც ქმარს დაშორდება და არც უკანასკნელი. ამით სამყარო არ ინგრევა , მთელი ცხოვრება წინ გაქვს. შვილები გყავს, მათზეც უნდა იფიქრო. ერთად ვერ ცხოვრობთ, არ გამოდის და როგორი კარგი ბიჭიც არ უნდა იყოს სხვებისთვის, როგორ ძალიანაც არ უნდა უყვარდეს შვილები, როგორი სიმპათიური და მიმზიდველიც არ უნდა იყოს ქმრობა არ გამოუვიდა. ჩემი აზრით ფსიქიატრთან უნდა მივიდეს იმ თავისი ფულის კაზინოში და წამლებში ხარჯვას შეეშვას ... მერე შეიძლება კარგმა ფსიქოლოგმა აპოვნინოს საკუთარი თავი, მაგრამ შენ და ბავშვები მის გვერდით არ უნდა დარჩეთ. ასეთი ნათელია ღმერთო ამდენი ლაპარაკი რატომ მიწევს ვერც ვხვდები _აქამდე არ დაურტყამს... ახლა გაგიჟდა. რაღაც სხვას იღებს როგორც სჩანს _ხო აი ახლა მიზეზები იპოვნე ერთმანეთზე უარესი ... ნარკომანი რომაა ეგ ცალკე ამბავია. მაინცადამაინც დარტყმა იყო საჭირო ძალადობისთვის რომ გიყვიროდა, გეჩხუბებოდა არაფერი... ცემა არ იყო ის ? ხელები რომ დალურჯებული გქონდა? გგონია არ ვიცი ? და კიდევ ხალხზე ლაპარაკობს. შენ ხომ იცი რომ არ გიღალატია, შენ ხომ იცი რომ ეს ბავშვი მისია...რაც უნდათ ის მოიგონონ და რაც უნდათ ის თქვან. ვინც გიცნობს არ იტყვის ბ.ზიაო და თუნდაც იყო უნდა მოგკლას ? რა სამყაროში ვცხოვრობთ... შენი დედამთილი სუნთქავს იმ სახლში საერთოდ? თუ როცა უნდა ყველაფერი ესმის და როცა უნდა სმენადაქვეითებულია _რატომ გამიგიჟე შვილიო...სულ შენი ბრალია სიბერე გამინადგურეო. იმ დღეს ვწყევლი შენ რომ ამ ოჯახში შემოგიშვიო თითქოს მე ვსვამ ვეწევი და ვთამაშობ ... _მისი ყაჩაღი ნათესავების ბრალი ხომ არაა . რა ოჯახში შეხვედი საერთოდ...უნდა დამექცია ყველაფერი და იქედან უნდა წამომეყვანე იმ დღეს. დემოკრატია და ჯანდაბა... რომ ხედავ სულელს უნდა იყო მანიპულატორი ,მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი შედეგი. შენ ბავშვები გყავს და მათზე უნდა იზრუნო _ძალიან უყვართ , ხომ იცი _ვიცი , მამა ყველას უყვარს და სანამ მიხვდებიან როგორიცაა და შეიძულებენ მანამ უნდა დაშორდეთ. ასე უფრო მშვიდად იქნებიან. გგონია ახლა ვერ ხვდებიან ვერაფერს და სტრესი არ მოქმედებს? _კარგი , ცუდად სანამ გახდები სჯობს ორივემ დაიძინოთ ... დამშვიდდით. დღეს რომ თქვას ვშორდებიო ხვალ ვერ შეიცვლის აზრს? მთავარია გადაწყვიტოს _მოდი ,ჩაგეხუტები და წადი ბავშვებთან _ მოეხვია, ცოტაც და ატირდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა. დასასრულთან იყვნენ , კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყებოდა. ომი სამყაროსთან სიმშვიდისთვის. ........................... _სად მიდიხარ? _გავალ , სიგარეტს ვიყიდი და მოვალ _ ჯერ აივანზე იდგა მერე უცებ შემობრუნდა და ჩაცმა დაიწყო _სანდრო _გთხოვ რა , დაიძინე ხვალ უფრო რთული დღე გელოდება სკოლაშიც უნდა წახვიდე და მერე შენებს გაუძლო _შემომხედე და მითხარი რომ სიგარეტის გამო გადიხარ , მოთმენა არ შეგიძლია ხვალამდე _ უყურებდა და ელოდა როდის გაუსწორებდა თვალს, მაგრამ სანდროს არ შეუხედავს _არ ინერვიულო შენ არაფერზე და არავისზე... ყველანი იპოვნიან გზას . დაიძინე , მეც მოვალ წავიდა , გაუშვა და კიდევ ერთხელ შეხედა კარადაზე შემოდებულ სიგარეტით სავსე კოლოფს. უკან გაჰყვა. სულ რამდენიმე წუთით გვიან მივიდა სიძის სახლში . მანქანა რომ დაინახა დარწმუნდა იქ იყო, წამიც არ დაყოვნებულა ისე შევიდა ეზოში და მალევე გაიგო ჩხუბის ხმა. _გინდა გავეყარო ... გავათავისუფლო . ჩემთვის აჯობებს ასე. მე და ბავშვები ვიქნებით მშვიდად . შენ ვის აბოლებ ბოჭოო...გგონია მაყლ.ვებთ და არ ვიცი ის რამ ატეხა? მოუნდა გოგოს სიძესთან გაგულავება... თავიდანვე ევასებოდი , მაგრამ მარიამი სანამ ხოდზე იყო რას გაუბედავდა. კაი მე არ დაგბრიდავთ, მაგრამ მარიამი რომ გაიგებს შენ რა ნაბ.ზარიც ხარ _რას ბოდავ ...კაიფში ხარ ? მე რას გეუბნები ამდენი ხანია რა შუაში ვართ მე და მარიამი _ცოლი გაგიტრუხდა და ცოლის დას მიადექი ... მე ვარ კიდე უზრდელი და შენ უფრთო ანგელოზი. შევეცი მაგათ ლოგიკას, მარა შენ ხარ თ.სლი მატყუარა ერთი პერიოდი მეც მაგარი ვინმე მეგონე . ჯიგარია_თქო ვფიქრობდი. ცოლი როგორც კი ცუდად გაგიხდა ეგრევე იპოვე ქალი და თან ვინ ... რა დონის შენძრ.ული ხარ . დაგბრიდავდი, ყელს გამოგჭრიდით ორივეს სიამოვნებით , მაგრამ ბავშვებს რა ვუყო მერე. მაგას თუ გონია ბავშვებს გავატან და სანამ ეგ იბ.ზავებს თავისთან ეყოლება ძალიან ცდება. _რას მეუბნები რო ნატას საყვარელი ვარ და ჩემზე ეჭვიანობის გამო სცემე ? _შენ ჩემზე უკეთესად არ იცი? ასწორებს ხო? სულ მაგარი იყო და ახლა კიდევ უფრო... მარიამი მიყვარს ძალიან , პატივს ვცემ და არც ვიკადრებ გითხრა გამიცვალე ქალი_თქო თორემ ღირსი ხარ ცხვირ წინ მოგ.ტყნას ცოლი ვინმემ და მერე დაგკლას ღორივით ... აქ მოვიდა ახლა უნდა მოვკლა და მერე გამსროკონ . ეს წმინდანად დარჩეს, იგლივონ და სახე იხოკონ და მე ციხეში გამან ... არა , არა ასე იოლად არა. შენ თუ არ გაგაფუჭო კაცი არ ვიყო . მარიამს უნდა ვაჩვენო მისი სათაყვანებელი სანდრო და მისი საყვარელი და როგორ ტყნ.რობდნენ სანამ თვითონ კვდებოდა ესმოდა, მაგრამ ვერ იაზრებდა. მერე უყურებდა სანდროს იმ სახეს რომელიც არასდროს უნახავს. რომელზეც მხოლოდ გაგებული ჰქონდა და ჭორად დარჩა იმ წამამდე. სანდროზე რომელსაც მოთმენა შეეძლო და თუ იფეთქებდა ვერაფერი შეაჩერებდა. სანდრო რომელიც დაუნდოველ ცხოველს ემსგავსებოდა. მანამ სცემდა გიგას სანამ მარიამმა შოკიდან გამოსვლა არ მოახერხა და სისხლის დანახვისას კივილი არ დაიწყო . მერე ხედავდა ხელებდასისხლიანებულს, თვალებდაწითლებულ სახედაკარგულ კაცს, რომელიც არაფრით ჰგავდა მის ქმარს. ……………………….. ……………………. სანდროს წინ იდგა. მის სისხლიან მტევანს თითებს არ უშვებდა და ემოციებისგან გონებადაბინდული ჯერ კიდევ იატაკზე მჯდომ სიძედწოდებულს უყურებდა, ამჯერად სიცილი რომ დაიწყო და გიჟის სახეც მიიღო _რომეო და ჯულიეტა ... გაიგონე რა ვთქვი? ხედავ რა გამიკეთა შენმა იდეალურმა? შენ მოღალატე დას უთხარი ბავშვებს მოეფეროს სანამ დრო აქვს არ ვაპატიებ ... _რას არ აპატიებ შე საცოდაო კაცის სიმულაციავ ... მაგ წამლებით გაბრუებული, მკვდარი ტვინით ფიქრობ რომ ნატა გღალატობდა , თანაც სანდროსთან და მერე დაარტყი , სცემე . იმ სულელ გოგოს ჭკუა ეკეტება შენზე. არადა თვითონ ვერ იტან საკუთარ თავს, იცი რა ნაგავიც ხარ და ისიც იცი ჩემი და რომ არასდროს შეგეფერებოდა იმიტომ გეჩვენება და გელანდება მთელი ცხოვრებაა ღალატი . თავი საბოლოოდ დაიღუპე, კიდევ მეგონა რამე გიშველიდა , მაგრამ შენ სულ გაგიჟებულხარ _არ გჯერა ხომ? სანდრო რომ გგონია ანგელოზი _სანდროს სახელიც არ ახსენო საერთოდ ! ნატას შენ გარდა ცხოვრებაში არავინ მოსწონებია, არასდროს შეხედავს სხვას ისე როგორც შენ, რამდენად კარგიც არ უნდა იყოს ის სხვა . როგორ შეგიძლია შენ ცოლზე, შენი შვილების დედაზე იფიქრო რომ ამდენად სულმდაბალი , ამდენად გარყვნილი ქალია . შენი სიყვარული სად ჯანდაბაში წავიდა... როდის გაანადგურე მითხარი. მარტო იმიტომ დაგიტოვე მაშინ ჩემი და , რომ მეგონა გიყვარდა . ისე მოიწამლე , ისე გაინადგურე თავი ღმერთო როგორ მეცოდები , როგორ მებრალები ... რა სანდრო და ნატა _დავინახე , გესმის ? _რა დაინახე ,ბიჭო რა დაინახე ... _სანდროს გულისცემას მთელი სხეულით გრძნობდა _ მოვკლავ _ერთმანეთს ეხვეოდით . დაქალებთან გავალო მითხრა და შენთან წამოვიდა. ეხუტებოდი და ეფერებოდი _მოსულიყავი მერე და მოგესმინა რას მიყვებოდა ... დაქალიც ვიქნები, ძმაკაციც, ძმაც და ყველაფერი თუ საჭირო იქნება . იმიტომ რომ შენნაირი სულელი ქმარი ჰყავს, რომელსაც გულს ვერ გადაუშლი და ვერ მოუყვები ვერაფერს. იმისთვის რაც მაკადრე , ამ ბრალდებისთვის ... უნდა მოვტეხო ის ცარიელი თავი . როგორ იფიქრა და თქვა _არ მჯერა... არ მჯერა შენი _ის უფრო გჯერა რომ ჩემი საყვარელია გოგო, რომელიც ლამის ჩემ თვალწინ გაიზარდა ,ვიდრე ის რომ მეგობარი ვარ ჩემი ცოლის დის ? რას გელაპარაკები საერთოდ... საკუთარი თავის მრცხვენია შენზე ხელი რომ ავწიე . გეფიცები ჩემზე საშიში მტერი არ გეყოლება ნატას რომ მიუახლოვდე ... ბავშვებზეც ვფიქრობ უკვე, შენ ისე ავად ხარ საშიში გახდი ყველასთვის _შენი არ მჯერა _ ისტერიკა ჰქონდა. ვერ აზროვნებდა და სულ მთლად გაითიშა _იტყუები, მარიამს ვერ ელევი და ცდილობ დაგვაბოლო _წავიდეთ , ამის დანახვის ძალა აღარ მაქვს _წამით არ გაუშვია სანდროსთვის ხელი. ცხოვრებაში პირველად ეშინოდა რომ კონტროლს დაკარგავდა . საჭესთან დაჯდა. მანქანა ასე სწრაფად არასდროს უტარებია , მერე გაჩერდა და თვალები დახუჭა . წამი სჭირდებოდა სანდროს სისხლიან ხელებს რომ შეხებოდა ისევ . თავადაც გრძნობდა ხელისგულზე სისხლის კვალს _ჭკუასაკითხავი არავინ ჰყავს სხვა... დაქალებსაც ვერ ეტყოდა ჩემმა ქმარმა ფული წააგო და ვიღაცებმა მანქანა წაართვესო . ორსულად ვარ და არ ვიცი რა ვქნაო. მიყვარს და ვერ დავშორდებიო , ფული ვასესხე არ გითხარი , მთხოვა არავის უთხრაო. აუცილებლად მოგიყვებოდი , ველოდი როდის დალაგდებოდნენ , არ მინდოდა გენერვიულა. თანაც მაშინ კლუბში , ისე გაუბრაზდი ვიფიქრე არასდროს აპატიებს_თქო _სანდრო რას მიყვები ? _თავდახრილ კაცს გახედა , თვალს რომ არ უსწორებდა და ისე ლაპარაკობდა_მიხსნი ჩემი ნატას მეგობარი, რომ ხარ და გიყვარს როგორც საკუთარი დები ისე ? შენც შეიშალე სანი ? რა დაგმართე უჩემობით _ იქამდე თუ თავს იკავებდა მერე ერთბაშად იფეთქა ემოციებმა და ტირილი დაიწყო . სანდრომ ხელი რომ გასცია მოსაფერებლად სისხლის კვალი დაინახა და მუშტად შეკრა _ არასდროს შეიკავო თავი , როცა ჩახუტება გინდა სანდრო , ჩვენი გრძნობები საერთოა ისევ როგორიც არ უნდა იყოს მზერა და თვალებიდან არეკლილი ანარეკლი , სანი _მთელი ძალით მოეხვია, მშვიდად სუნთქვა დაიწყო _შენ თვალწინ ვცემე კაცი , ცხოვრებაში პირველად მხედავ ასეთს ... შენ გეზიზღება _ყველაფერს ვერ გავთვლით სანდრო, ზოგჯერ კომფორტის და სიმშვიდის ზონის დაკარგვა გვიწევს. მეც ვცემდი შენს ადგილას უბრალოდ შენ მეტი ძალა გაქვს ვიდრე მე ... ნატას არ უთხრა , ისეთი სულელია შეიძლება გავარდეს მისი გატეხილი ცხვირის მოსაშუშებლად . ერთხელ დაუმუშავებია ნაცემისთვის ჭრილობები თუ ორჯერ _ თავადაც იპოვნა სანდროს მანქანაში პირველადი დახმარების ნივთები და მისი ხელების გასუფთავება დაიწყო . მერე სახეზე დააკვირდა? გტკივა ? მინდა , რომ მოვკლა ასეთი უჭკუო როგორ არის . ასე როგორ იღუპავენ ახალგაზრდა ადამიანები თავს , ბავშვები ... ბავშვები როგორ უნდა გაზარდონ ცალკე ერთმა და ცალკე მეორემ. თავი მისკდება _ მანქანიდან გადავიდნენ, მალე გათენდებოდა, სიჩუმე იყო ქალაქში და თითქოს ზუსტად იმ დროს ჰაერსაც წმინდავდა ბუნება . ღრმად ჩაისუნთქა , მერე თვალები დახუჭა და იგრძნო კიდეც სხეულზე მოხვეული სანდროს მკლავებიდან წამოსული სითბო. _კიდევ რას მიმალავ სანდრო , რა არ მითხარი . მოდი მომიყევი ყველაფერი რაზეც არ გინდა ვინერვიულო და მარტო უმკლავდები . არაფერი მომივა, ყველაფერს ვუმკლავდებოდი და ვუმკლავდები ჩემი გონებით, უნაყოფობის გარდა . მომიყევი სანდრო , უბრალოდ დაიწყე და გაიხსენე ყველაფერი რაც გაწუხებს , რაც სინდისს გიღრღნის . მითხარი და მოაშორე ჩვენს შორის გაჩენილი ეს პატარა ბარიერი რომელიც გაიზრდება თუ ახლავე და აქვე არ გავანადგურებთ _ქვემოდან უყურებდა, რამდენჯერმე აკოცა და მერე ისევ ჩაეხუტა . მისი გულის ხმა ესმოდა , ელოდა როდის დაალაგებდა აზრებს და დაიწყებდა საუბარს . არაფერს ელოდა ისეთს რასაც ვერ აპატიებდა , არაფერი არსებობდა ისეთი რაც შეეძლო სანდროს ჩაედინა და მასთან განშორების მიზეზი გამხდარიყო _მხოლოს სიგარეტის გადაგდება არ მომიწევს ... სხვა რაღაცას ვეწეოდი და საწყობიდან ავიღე რამდენჯერმე გასანადგურებელი მასალა . ბოლო რამდენიმე თვეა აღარ ვბოლდები , გული მერევა საკუთარ თავზე , რომ აქამდე დავეშვი . სისულელეა ყველაფერი რასაც ადამიანი თავის გასამხნევებლად თუ პრობლემებიდან გასასვლელად იგონებს . გინდა ტოქსიკური იყოს და გინდ ჯანსაღი, ყველაფერი უშედეგოა თუ არ ეგუები მოცემულობას . ახლა ნაბ.ჭვარი შონია მაშანტაჟებს , მაგის შავბნელ საქმეებს ვიძიებ და ან მე დავემშვიდობები ბოლოს ჩემ საქმეს ან ეგ. გუროსთან , როგორც უფროსთან ისე ვიყავი მისული , განცხადება დავუწერე და ყველაფერი მოვუყევი . ჯერ არ მიჯერებდა , მერე დაივიწყეო მითხრა, მაგრამ მე ხომ ვიცი , რომ დავაშავე და საკუთარ თავს ვერ ვპატიობ . ახლა იმ ნაბ.ჭვარს ჰგონია რომ გამოჭერილი ვყავარ და მეც ვთამაშობ სანამ ყველაფერს არ შევაგროვებ . ნეტავ იცოდე როგორ მახრჩობს ყველა ვინც ასე ამძიმებს დედამიწას , ვინც ასე ვნებს უდანაშაულო ხალხს ... მე ზოგჯერ მგონია, რომ ვიხრჩობი . რთული საქმე მაქვს აღებული , იქაც გაურკვევლობაა , ერევიან , ხელს მიშლიან მიწევს ჩუმად ვეძებო და დავითანხმო მოწმეები . ყველაფერი ყელშია , ყველაფერი _მე შენთან ვარ , დასრულდა უჩემობა. სხვა დანარჩენ წვრილმანს რომელიც უდიდეს დანაშაულად მიგაჩნია ახლა , სხვა დროს მიამბობ ... საქმეებს რომ ბოლომდე მიიყვან და იპოვნი გამოსავალს ამის მჯერა , შენც დაიჯერე . გაიხსენე ვინ ხარ, როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ყველას სიმართლის დასამტკიცებლად . შენ არავის გამო გაჩერდები და ვერავინ გაიძულებს დამნაშავის გამართლებას. გამოგივა , ერთად მე და შენ , ჩემო _ტოქსიკური რომ ხდება შენი ქმარი ამაზე არაფერს იტყვი ? _მიყვარხარ , სანი _ისევ სანი ? _სულ, უსასრულოდ _ ყოველთვის იმაზე მეტად უყვარდა ვიდრე თქმა და გამოხატვა შეეძლო , მაგრამ ახლა გრძნობდა ყველა დაგროვებულ ემოციას და არ ჰყოფნიდა მასთან სიახლივის დრო. სანდრო მარიამისთვის ხელშეუხებელ, სათაყვანებელ კერპს წარმოადგენდა. ......................... _განქორწინდები... დღესვე ვუკავშირდებით ადვოკატებს. ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს შენ უბრალოდ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალო. ბავშვებს ნახავს ისე , რომ შენ არ დაეკონტაქტები. საკუთარ თავზე და შენ სამ ბავშვზე იფიქრე _აბორტს გავიკეთებ _ნინი ძლივს რომ მოვაბრუნეთ სააქაოს საკმარისი არ იყო? _პირველი არ არის...მივალ ჩემ ექიმთან . არ შემიძლია, სამ ბავშვს ვერ გავზრდი, ორსულიბა მერე ჩვილი ვერაფერს გავაკეთებ და დედაჩვენს იცნობ. მუშაობს , სახლში არ იქნება იქ ისედაც ნინი და ბავშვები არიან, თემო , მამა _გააჩინე და მე გავზრდი _რა? _გაზრდა თუ არის პრობლემა შენ გააჩინე და მე გავზრდი_თქო. გოგონებთანაც დაგეხმარები ხოლმე . სხვა რა გავაკეთო , შენ უნდა გადაწყვიტო მოკლავ თუ ახალ ადამიანს მისცემ არსებობის უფლებას _მოკვლას ნუ ეძახი _დრო იმდენად უაზროდ და უფუნქციოდ გადის ის კი რამდენიმე თვეში ადამიანი იქნება . მოკვლაა , სხვა რა ჰქვია _გონებას მირევ ... _ყველაფერს გეუბნები რისი გაკეთებაც შემიძლია , რა რესუსრსიც მაქვს შენს გვერდით ვართ მეც და სანდროც. გადაწყვიტე რა გინდა მე შენთან ვარ თუ სწორ გზას აირჩევ _და თუ არ _გინდა შეურიგდე? როგორ ვიურთიერთო ქალთან რომელსაც შეუძლია უყვარდეს კაცი , რომელიც ღალატს აბრალებს და თან საკუთარ სიძესთან , ჩემი ქმრის საყვარლობას გაბრალებს კაცი იმდენად არაადეკვატურია . როგორ გინდა დააჯერო რომ არაფერი გქონიათ რა მტკიცებულებას მიუტან , როგორ დაელაპარაკები და შეევედრები მითხარი. მოგკლავს და გეფიცები მკვდარსაც არ დაგიტირებ თუ შეურიგდები! მორჩა , დავასრულე მე შენთან და სანდროს თუ კიდევ სჯერა თქვენი დაჩოქილმა უხსნას შენთან ერთად შენ იმბეცილ გიგას , დასავით მიყვარს და მეტი არაფერიო _გაგიჟებულია-ოთახიდან გასულს გააყოლა მზერა _გიკვირს ? სარკეში ჩაიხედე?ასეთს რომ გიყურებს და კიდევ არ ამბობ დასრულდაო რომ არ გაგდებს სახლიდან მიკვირს. რატომ არ მითხარი ჩემზე თუ ჰქონდა გართულება _ყველაზე აქვს მაგას გართულება _მე ყველა ვარ ნატა? მე და სხვები ერთი ვართ? 15 წლის იყავი რომ გაგიცანი და მეუბნება საყვარლები ხართო ... _ხომ სცემე, გაუნათდდება გონება _რომელი გონება რომელიც არ აქვს? შენ რას გაბრალებს ასეთს ჩვენ ამბავზე რომ რეაქცია არ გაქვს _მაქვს უბრალიდ მე დიდი ხანია ვიცი რასაც ფიქრობს _რას ნიშნავს დიდი ხანია... ტიპი ასე ჩემზე ეჭვიანობს და მე ჩვეულებრივად ვკონტაქტობდი ამდენი ხანი ნატა . მართლა ვერ იაზრებ რამხელა შეურაცხყოფაა ჩემთვის ის რასაც ამბობს და ფიქრობს? _შენ ხომ იცი, რომ ჩვენ შორის არაფერია და რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობს _კარგი , მაშინ არაფერს აქვს მნიშვნელოვა წავალ რამეს მოვტეხ, დავმშვიდდები და მერე ვიძმაკაცებთ , შენც შეურიგდი და გცემოს შიგადაშიგ , ბავშვების თვალწინ, დაგაბრალოს რაც უნდა და როცა უნდა _ ხმას არ უწევდა, მაგრამ სანდროც აღარ იყო უკვე სიმშვიდის ჩარჩოებში მოქცეული - სულ მივქარე , როცა მარიამს არ დავუჯერე...მართალია რა , ვინც არ იმსახურებს არ უნდა აპატიო . სადაა ჩემი სიგარეტი ? _ იქამდეც ეძებდა და მერე საათსაც უყურებდა .სამსახურში მიდიოდა -შენ არ ეწევი სანდრო, დაგავიწყდა ? ბავშვებს წაიყვან? მე მაგვიანდება უკვე სკოლაში _ საუბრის დასასრული იყო . მშვიდად ჩაიცვა ფეხსაცმელი, ჩანთა აიღო. სანდროსაც მიაწოდა ლანჩისთვის გამზადებული პატარა კონტეინერების ჩანთა და წინ წავიდა დაგირეკავ ჩემი კვების დროს და შეგახსენებ, თუ ტყვიების ზუზუნში არ იქნები , ან უმნიშვნელოვანეს თათბირზე უფროსებთან , გაიხსენებ , რომ ადამიანი ხარ, რომელსაც კვება სჭირდება და ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. არ ეწევი, ცოტას სვამ ხოლმე მნიშვნელოვან სიტუაციებში საინტერესო გარემოცვაში, იმ სასმელებს რომლებიც გიყვარს _ჩუმად ელაპარაკებოდა, მის წინ იდგა , ეხვეოდა და საუბრებს შორის კოცნიდა_არავინაა ვისაც გონების ომში ვერ მოუგებ, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა შენი ტვინისთვის _და? _და _მარიამს ვუყვარვარ _დიდი ხნის შემდეგ ისე უნათებდა თვალები როგორც ყოველთვის _მიყვარხარ , შენთან ვარ და მხოლოდ შენთვის ვცხოვრობ _ ბავშვების გამოჩენამდე ერთხელ კიდევ აკოცა მერე კი პატარებს უსურვა წარმატებული დღე-კარგად გაერთეთ მეგობრებთან, ოღონდ მასწავლებლები არ გააბრაზოთ- ჩუმად დაარიგა თითქოს დანაშაულისკენ უბიძგებდა. ორივეს აკოცა, ჩაეხუტა და სანდროს გადააბარა _ ხო კიდევ, სანდრო ძია ვიცი შოკოლადებით განებივრებთ და ყველას თქვენ ნუ შეჭამთ, მეგობრებსაც გაუნაწილეთ , ღორმუცელიბამ იცის კარიესის გამოწვევა, შოკოლადს ტყუილად აბრალებენ _ისე გავიდა ნატასთვის აღარაფერი უთქვამს. მას ელოდა, ამჯერად მართლა დაასრულა ყოველგვარი საუბარი. ...................... დაშორდნენ. ნაცემი შვილი ჰყავდათ სახლში და განქორწინების პროცესი იყო მათთვის უბედურების ზარი. მერე გაახსენდათ რომ სიძე რომელსაც იქამდე ყველასთან აქებდნენ ლუდომანი, ნარკომანი და ფსიქოლოგიურად არასტაბილური იყო, რომ ძალადობდა და მასთან შვილის დატოვება აღარ შეეძლოთ. თემომ ,რომ შეხედა ერთხანს მდუმარედ უყურებდა და მერე ძლიერად ეხვეოდა, საყრდენად გადაექცა. ძმის თანადგომამ ძალა მისცა ამბის დასრულების ,რომელიც მისი ცხოვრების ერთ წიგნს სამუდამოდ დახურავდა.საკუთარ თავში ახალი ქალი უნდა ეპოვნა , ძველისგან სრულიად განსხვავებული. -გაივსო სახლი ... თქვენც ხომ არ აპირებთ ჩხუბს -სანდროს უყურებდა და თან ბავშვებს ეჩხუბებოდა - გეყოფათ უკვე აეხადა სახლს ჭერი , რა იყოთ საქმე არაფერი გაქვთ? -რა საქმე უნდა ჰქონდეთ დედა -სამეცადინო არ აქვთ ამათ? წერა-კითხვა არ იციან -იციან და ნუ მიკომპლექსებ ბავშვებს, გთხოვ ... - ნინიმ უპასუხა და ოთახიდან პატარებთან ერთად გავიდა. -ისე რატომ იქცევი თითქოს ჩემი შვილები შენი შვილიშვილები არ არიან -ყველა თავის სახლში უნდა იყოს... მე რომ გავთხოვდი მერე სახლში 5 ჯერ ვიყავი სულ არ შემიწუხებია მას მერე დედ-მამა -შენ მამა არ გცემდა დედა და ბ.ზობას არ გაბრალებდა სახლიდან გასაქცევად რომ გქონოდა საქმე -ასეთი უჯიშო ხასიათი რომ გაქვს იმიტომ გადარიე ის ბიჭი. ჯერ ხო სულ ტიტველი დადიოდი, ვერ ჩაგაცვი წესიერი ტანსაცმელი, მერე ატეხილი გქონდა ბიჭებთან ვმეგობრობო. ჯერ ვის გაუგონია კაცის და ქალის მეგობრობა მერე გათხოვილი ქალი რომ ხარ ცოტა თავი არ უნდა მოთოკო? ორ ბავშვს რომ მიჰყვები უკან ტატუებიანი ქალი , მინი კაბით ... კიდე კარგად გაგიძლო იმ ბიჭმა . სიმართლე არ მოგწონთ გენაცვალე,შენი დედამთილი რომ გეჩხუბებოდა მართლი იყო ყველაფერში, ერთ წესიერ საჭმელს ვერ აკეთებ ეს ბავშვები როგორ დადიან ფეხზე მიკვირს. მარა აგერ არ ვარ ახლა მეე? თან უნდა ვიმუშაო თან თქვენ ბავშვებს მივხედო, სხვის შვილზე რა ვთქვა ჩემი ვერ გავზარდე. ესაა ერთი ნორმალური და ამას სულ არ ჰყავს შვილები . თქვენ ხელში ეს ბავშვები კიდე ნორმალურები არიან, სულ გაქაჯდებიან მალე ... ნეტა მე როდის მიწერია დასვენება. სულ მრავალშვილიანი დედასავით უნდა ვიყო? სულ უნდა ვინერვიულო და ვეღარასდროს დავისვენო ? -დასვენება და ფსიქოტერაპევტთან ვიზიტები დიდი ხანია გჭირდება შენ , დედაჩემო - მარიამი დანარჩენებივით მშვიდად ვერ უსმენდა ამ მარაზმს- ისეთი არაადეკვატური ქალი ხარ , დარწმუნებული ხარ რომ ჩვენ ყველანი შენი გაჩენილები ვართ? ვერაფრით ვხვდები როგორ შეიძლება გენეტიკური კავშირი გვქონდეს თქვენთან. -რას ამბობ, რომ ეშვილებინა პირდაპირ ბიჭს წამოიყვანდა მე აღარ ვიქნებოდი... მე ხომ თავიდანვე შემთხვევით დაბადებული ვარ, აბორტსგადარჩენილი . ნეტავ მართლა დროულად მოგეკალი და აღარ მექნებოდა ეს ცხოვრება. სულ შენი ბრალია, რომ გაიგე გიგა მიყვარდა მისი ოჯახის ქონებას დახამდი, ყველაფერი გაარკვიე რაც გააჩნდათ და არ დაკარგოო გაიძახდი. მერე რომ დავქორწინდით ისე გაჰკიოდი არ შევურიგდებიო, მე არაფერი ვიცოდიო თითქოს მართლა დარდობდი. ის გაღელვებდა ზუსტი თარიღი რომ არ იცოდი და აქ სახლში არ მოვიდნენ კილო ოქროთი არ შეკრიბე ნიშნობაზე მთელი სანათესაო და სუფრაზე დალაგებული კერძებით არ გააოგნე ყველა. პირველად რომ იეჭვიანა და მეჩხუბა მაშინაც მე დამადანაშაულე, გინდოდა შენსავით დავმარხულიყავი როგორც ქალი , ჩავმქრალიყავი და არ მეარსება. რობოტად ვერ გადავიქეცი და ეგაა ჩემი დანაშაული? იცი რა სისულელეებს მაბრალებდა? იცი რა შეურაცხყოფას ვიტანდი? იცი ბოლოს რას შევეჩვიე? სწავლა რომ არ გავაგრძელე ეგეც შენი ბრალია, იმდენი ფული აქვთ რა გინდა რას იწუხებ თავსო. მერე რა სიტყვებს ვისმენდი იცი? დებილი, იდიოტი, სულელი ქალი ვიყავი, უჭკუო რომელმაც არაფერი იცის მისი ფულის ხარჯვის გარდა . ბოლოს შოპიგითაც ვერ ვიღებდი სიამოვებას, მისი ფულის ხარჯვაც აღარ მინდოდა . ლამაზი ვიყავი, მოვლილი და გამხდარი. ხომ მარიგებდი გიღალატებს თუ ხალათით დავხდები, თავგაწეწილიო. მაინც მიღალატა, არაუშავსო თქვი. შენ არ დაგშორდებაო , ბავშვებზე გიჟდებაო, ის ბ.ზი მოაშორეო . იმის ნაცვლად რომ წამოვსულიყავი და დამეტოვებინა მის საყვარელს ვემუქრებოდი. ღმერთო ჩემო ჩემი ბოლო წელი იცი როგორი იყო? იცი დედა? მარიამის გამოფხიზლებას რომ ველოდით ახალი მოჩვენება დაეწყო, სანდროს ატანა არ ჰქონდა არასდროს და მერე მეუბნებოდა სულ მოგწონდაო. ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა , თქმა და გამეორებაც არ შემიძლია . ახლა ფულს აღარ აძლევს მამამისი, ვალები აქვს და გიჟს გავდა. მთვრალმა ჩაისვა ბავშვები მანქანაში , რომ დავბრუნდი და ვნახე როგორ გადმოხოხდა ვეჩხუბე. მახრჩობდა , დაწითლებული ყელით მნახე და თუ იცოდი მთვრალი იყო რას დაელაპარაკე საერთოდო ასე მითხარი დედა ... გაიზრდებაო, ასაკი მოემატება და შეიცვლებაო...მოითმინეო . ყველა შენმა ნათქვამმა მოითმინემ მომიყვანა აქამდე - კიოდა ბოლოს, ყველა ძარღვი ეტყობოდა ყელზე, სულ მთლად გაწითლდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა და მერე ქვითინებდა- გინდა წავიდე ? გინდა გაგათავისუფლოთ და დასვენების საშუალება მოგცეთ? ვერ წავალ , არ მაქვს სამსახური, არ მაქვს განათლება , არ მაქვს შემოსავალი... ნინი და თემო გაგეშვა სახლიდან, დაეწყოთ დამოუკიდებლად ცხოვრება და არც მათი ბავშვები შეგაწუხებდა ... პრეტენზიებს ნუ გამოთქვამ იმ მდგომარეობაზე რომელიც შენ შექმენი ! -მე რატომ არ მითხარი ასეთ მდგომარეობაში თუ იყავი... მე ვფიქრობდი იმიტომ ჩხუბობდით,რომ ის ლოთობდა და თამაშობდა. მე მეგონა შენ ეჩხუბებოდი და ეგ იყო პრობლემა. დედაშენს რას უსმენდი , ჩემთან ვერ მოხვედი? -შენ როდის ხარ ქალაქში საერთოდ , ახლაც რომ გხედავ სახლში მიკვირს მამა. ჩამოდიოდი ბავშვებს აკეთებდი სანამ თემო არ გაჩნდა და მერე მიდიოდი ისევ . ახლა ომია უკრაინაში, რუსეთის სახეც დაინახე და აღარ გარბიხარ ქერა ქალებთან..შენთვის რომ მეთქვა საყვარელი ჰყავს-თქო სიცილით მოკვდებოდი ... დამარტყა-თქო რომ მეთქვა მეშინოდა არ მოგეკლა , იმიტომ რომ მინახავს როგორ ჩხუბობდი , დედაჩემს არ ურტყამდი თორემ ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი იყავი და გიგასგან ეგ ნამდვილად არ მაკვირვებდა. მთელი ბავშვობა ვუყურებდი როგორ მოდიოდი სახლში სისხლიანი . ჩვეულებრივი ამბავი იყო მისი ჩხუბებიც და არ მინდოდა ციხეში შებრუნებულიყავი, მაშინ გადარჩა ის ბიჭი და გამოგიყვანეს , ამ ასაკში არ შემეძლო პრობლემები შემექმნა შენთვის -ახლა ხომ ვერ მოვკალი, ხომ გამაჩერეთ . ახლოს რომ მოვიდეს , რომ გაგეკაროს ნამდვილად ჩემი ხელიდან მოკვდება და გავატარებ სიბერეს ციხეში... ლაპარაკი შეწყდეს ამ თემაზე . იმ წუთს მოვკვდე ჩემ შვილებს და შვილიშვილებს თუ ვერ მივხედავ . შევ.ცი მაგათ ფულსაც და გავლენასაც , ბავშვებს ვერავინ წაგართმევს - მძიმედ წამოდგა , თავზე აკოცა . არცერთი შვილი იყო მისგან ტკბილ სიტყვებსა და მოფერებას ჩვეული. -რა გაცინებს, კმაყოფილი ხარ ? ხმის უმრავლესობით მე ვარ ყველას უბედურებაში დამნაშავე -ჩემ უშვილობას ხომ არ გაბრალებ დე? ეგ ნამდვილად არაა შენ გამო. დიდი გოგო ხარ უკვე , შეწყვიტე ტოქსიკურობა და გაბედნიერდე იქნებ შენც -ბედნიერი შენ ხარ , სულ გინდოდა დაშორებულიყვნენ და აჰაა , განქორწინდნენ . ყველა უბედურია შენსავით- ზღრუბლზე იდგა უკვე, გადიოდა ქალის ხმა რომ გაიგო და წონასწორობა დაკარგულმა წამსვე იგრძნო სანდრო საყრდენად -არ უსმინო, თავს ასე იცავს ... -ასე ფიქრობს და აქ დასრულდება ყველაფერი, გავწყვეტ ამ ჯაჭვს რომლითაც ვყავარ დაბმული - წამში გადაკვეთა მოთმინების ზღვარი, უკან დაბრუნდა და ქალის წინ დადგა- გგონია რადგან დედაჩემი ხარ ყველაფრის უფლება გაქვს და შენზე უარს არასდროს ვიტყვი? არასდროს მოგიშორებ ისე ,როგორც ყველას ვინც ჩემ ცხოვრებაში საწამლავია? შენ ხარ ეს საწამლავი რომლის დოზასაც დაბადებიდან ვიღებ,რომელიც ნამდვილად უბედურებისკენ მგზავნის. შენ არცერთს გვიცნობ , არც გიცდია სულამდე მისვლა, შენ ყველაფერს ზედაპირულად ხედავ ასე ხარ დაპროგრამებული , მთელი გულით მებრალები. -გეყოფა ახლა , ჩხუბის დღევანდელი დოზა -არ გეჩხუბები დედა, ვასრულებ შენთან საუბრებს და ამ შხამის მიღებას. ვნებდები, შენ არასდროს შეიცვლები, არასდროს შეგეცვლება აზრები. ბნელი ხარ და არასდროს განათდდები, უბედური ხარ იმიტომ რომ არ ხარ თავისუფალი. მე შენგან ვთავისუფლდები დედა! სანდრო კართან იდგა, იქედან უყურებდა და მშვიდად ელოდა. ხელი გაუწოდა მიახლოებულს , მტევანზე მოეფერა და ერთად წავიდნენ, ყველასგან შორს. .................. _მასწავლებელოო _ბაავშვებო, დასვენების დრო ჯერ არ არის... ცოტაც ვიმეცადინოთ და გპირდებით შესვენების დროს თქვენთვის საინტერესო თამაში მაქვს _რა დროს თამაშია მას ... გაიხედეთ ეზოში ვინ მოვიდაა _ფანჯარასთან მჯდომმა პატარა ჭორიკანამ , რომელიც მუდამ ეზოს აკონტროლებდა ამჯერად სანდრო შენიშნა _ანაბელ , ხომ შევთანხმდით , რომ ეზოში დანახულ ამბებს ყვითელი სიახლეების ან ჟურნალისტობის საათებში გაგვანდობ _იცინოდა და ისე მიდიოდა ფანჯრისკენ . გოგონები უცებ წამოიშალნენ _ყვავილები მოგიტანათ? _სად დაინახე ახლა ყვავილები ... _ოო გაიწიეთ მე ვერ ვხედავ _მას არ გახვალთ? _ბავშვებო დასხედით , გაკვეთილის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა _არ გვინდა თამაში მას ... ნუ ალოდინებთ თქვენს უსიმპათიურეს ქმარს რააა _ხო მასწავლებელოოო და მერე გვითხარით რა სიურპრიზი აქვს _ხომ გვეტყვით მასწავლებელო? ჩუმად , ჩუმად _მგონი მხოლოდ ჩემთვის არ აქვს სიურპრიზი _ხელში ყუთი ეჭირა . დიდი შესვენების დროს აპირებდა შესვლას ,მაგრამ ინტერესიანმა ბავშვებმა მოვლენები დააჩქარებინეს მარიამს _სანი, მე და ჩემი ბავშვები გხედავთ და გელოდებით შეგიძლია შემოხვიდე, კართან დაგხვდები _ოოო შემოვიდეს ბარემ მასწავლებელო _ხო თორემ ესენი ყურებს დაიგრძელებენ რომ გაიგონ რას გეტყვით _დემემ გაიცინა _ყველა შენნაირი უჟმური კი არ არის . დარწმუნებული ვარ ბავშვობაშიც ასეთი საყვარელი იყო _შენ სულ დიდი ბიჭები მოგწონს ბაღიდან , მაგრამ ასეთი დიდი ბევრი არ არის? სულელო _სულელი თითონ ხარ და შენ შენს შეყვარებულს მიხედე , წერა- კითხვაც რომ არ იცის _დამშვიდდით, სხვა დროს,სხვა გზით გამოვხატოთ ეს უარყოფითი ემოციები... აუცილებლად მოვიცლი მაგისთვის . ახლა არ გინდათ , საკმარისია _პატარა მოჩხუბრებს შორის ჩადგა და ორივე გააჩუმა. _გაზაფხულის პირველ დღეს გილოცავ , ჩემო _ჩუმად უთხრა მინდვრის ყვავილების კონა მისცა და ლოყაზე აკოცა .ხელში ყუთი ეჭირა სხვადასხვა ფერის ყვავილებით _ დარწმუნებული ვარ ჯელტმენი ბიჭები გყავს კლასში, ყველანი აჩუქებენ გოგონებს ყვავილებს _შორიდან შეიხედა კლასში, ჩუმად მოკისკისე ბავშვებს გადახედა და ერთ_ერთ ბიჭს გაუწოდა ყუთი იებითა და ყოჩივარდებით _საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის _სახლში ვარ , გელოდები _წავიდა, ბავშვები კი უბედნიერესები ადევნებდნენ თვალს წყვილის რამდენიმეწამიან შეხვედრას კლასის კართან , დერეფანში _თაიგულები არ არის მას, მარტო ყვავილებია _იმისთვის, რომ ვისწავლოთ როგორ შევკრათ ლამაზი თაიგული მინდვრის ყვავილებისგან და ვაჩუქოთ დედიკოს, ბებიკოს, საყვარელ გოგონას ან უბრალოდ ვინმეს ვისი გახარებაც გვინდა _უჯრაში ფერადი ლენტები ჰქონდა .მაკრატელი მიაწოდა ერთ_ერთს და სახალისო საქმიანობას შეუდგნენ, რომელიც საბოლოოდ გოგონების ორმაგი სიხარულით დასრულდა. მოკამათეებიც შერიგდნენ, ორივეს უციმციმებდა თვალები , ბავშვური, წრფელი გრძნობები ირეკლებოდა მათ მზერაში. _მე პირველად მომართვეს ყვავილები _მე მამიკომ მომიტანა ერთხელ ვარდი დედიკოს რომ აჩუქა მაშინ _მე ჩემმა შეყვარებულმა მომიტანა დაბადების დღეზე _მე სანდროსნაირი ქმარი მინდა ... ეჰ , რა ცუდია შვილი რომ არ გყავთ აწი რომ გეყოლებათ პატარა იქნება მე კიდევ ძალიან დიდი _ ერთ_ერთმა ამოიოხრა და მარიამმა სიცილი ვერ შეიკავა _ჩემო კესკა , იცი რა ? ყველას ჰყავს თავისი ცხოვრების სანდრო , რომელსაც აუცილებლად იპოვნის მას მერე რაც თავად შექმნის საკუთარ თავს , იპოვნის გზას . შენ სანდროს გადაეყრები ამ გზაზე, რომელსაც შეიძლება გერონტი ერქვას, ანდაც პოლიკარტე _ოო არ მინდა მასწავლებელო გერონტი და ის მეორე სახელია საერთოოდ? ეგ რა იდეალურია ეგეთი სახელი თუ აქვს ... ბაბუის სახელებს რატომ არქმევენ საერთოდ ბავშვებს უუფ _დაიცა მე რომ ამირანი მქვია ცუდი ვარ ? _ლოგიკური კითხვა და პროტესტი ჰქონდა მის გვერდით მჯდომს _ოო , ანდრო ან მათე რომ გერქვას უკეთესი იქნებოდა , მაგრამ რას ვიზამთ მეგობრებს არ ვირჩევთ სახელებით და ქმარსაც არ დავიწუნებ, ჯანდაბას _ უსაყვარლესი იყო, თავისი მიმიკებითა და ჟესტებით _მოდი ქართულის გაკვეთილსაც დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ლექსები ან მოთხრობები თუნდაც სიტყვები რომლებიც გაზაფხულს გვახსენებენ , ანდაც მოვლენები _ბავშვები მაინც დაუბრუნა საგაკვეთილო პროცესს და განტვირთვის წუთების შემდეგ მომდევნო მეცადინეობები კიდევ უფრო პროდუქტული გამოდგა. სანდრო სიურპრიზით ელოდა. რომანტიული ვახშამი ქალაქგარეთ, საუცხოო გარემო, სიმშვიდე მხოლოდ ორნი და დადებითი ემოციები. უცვლელად აგრძელებდა მარიამისთვის ცხოვრების გაფერადებას. ..................................... "ქალაქიდან გავდივარ. არ ვიცი როდის დავბრუნდები. მიყვარხარ " სულ ეს იყო რაც მისწერა ბოლოს და მერე ნომერი გაითიშა. არ უკითხავს სად წავიდა, ჰქონდა მსგავსი შემთხვევები და უბრალოდ ელოდა. საინფორმაციო გამოშვებაში მოჰკრა თვალი სპეცოპერაციის კადრებს, ესეც არ მოუსმენია . თორემ აუცილებლად გაიგებდა როგორ დაჭრეს ერთ_ერთი თანამშრომელი , ეცოდინებოდა სანდრო მომაკვდავ მეგობარს რომ გადაეფარა და ტყვია ჯავშანჟილეტს მოხვდა. განცდები რომ განუახლდა, მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვის შიში , სისხლი ხელებზე და აუტანელი ჟანგის სუნი რომელიც არ შორდებოდა. უამრავი ადამიანი ირეოდა, თითქოს ყველა და ყველაფერი დაჭრილი პროლიციელის ირგვლივ გაერთიანდა, მაგრამ პატარა ბავშვით ხელში ორსული ქალი ტიროდა ყველაზე მძიმედ. ქვრივად გადაქცეულ ჭრელკაბიან ქალს უყურებდა როგორ ჩამობნელდა წამში. ხედავდა დედას სახეს რომ იხოკავდა და იქედან მოდიოდა კადრებით, რომლებიც უამრავჯერ ენახა და ყველა მათგანი ლოდად აწვებოდა მის სულსა და გულს. სახლში რომ შევიდა ეშმაკის ხმა ესმოდა , მარიამს უყვიროდა მისი ერთი ნაწილი არასდროს გაპატიებ თავს რომ იკლავდი და მტოვებდიო , ღრიალებდა ვერ ვივიწყებ იმ ტკივილსო და მაინც მეორე სანდრო დუმილს არჩევდა, კბილის კბილზე დაჭერას , სიჩუმეს ,უსიტყვო ნგრევას. არ ახსოვდა რა უთხრა მარიამს, სააბაზანოში შეიკეტა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა სარკეში. დიდი წითელი კვალი დაეტოვებინა ჯავშანჟილეტზე მოხვედრილ ტყვიას. ის რომ არა, სხვა ადგილი რომ აერჩია მსროლელს ახლა სად იქნებოდა, კლინიკის პალატაში, რეანიმაციაში თუ მორგში . მარიამი რას იგრძნობდა ისეთი რომ ენახა როგორსაც სანდრო უყურებდა... გაორება ჰქონდა, რომელსაც ვერ უძლებდა. გადაულახავ ტკივილებს, დალექილ დარდს, ლოდებად დალაგებულ განცდებს ვერ უმკლავდებოდა. არ შეეძლო დავიწყება, არ ჰქონდა წაშლის ფუნქცია მეხსიერებას. _სანდრო _გისმენ _არა , არ მისმენ _ ხო არ გისმენ... მინდა დავიძინო _კარგი , რა ხდება არ მეტყვი? _კაკაბაძე ხელებში ჩამაკვდა _ისე თქვა თითქოს არაფერი მომხდარა და ამ დროს შიგნიდან ჭამდა ტკივილი _ სისხლის სუნს ვერ ვიშორებ და მაიას კივილის ხმა მესმის . უზარმაზარი მუცლით რომ მოიკეცა მეგონა იქვე გააჩენდა ბავშვს რომელსაც კაკაბა ასე ელოდა _ საწოლზე იჯდა თავდახრილი და ლაპარაკობდა, მერე გულაღმა დაწვა . ჭერს უყურებდა , ერთ წერტილს გაუსწორა მზერა _ ტყვია მომხვდა, დაბეჟილობა მაქვს, მტკივა , გამაყუჩებელი გამიკეთეს , მაგრამ თავი მაინც მისკდება, ფიქრებისგან . _სანდრო ქვეყნიდან აპირებდნენ წასვლას , ბავშვის დაბადებას ელოდნენ და მიდიოდნენ ყველანი ერთად იმიტომ რომ აქ ხელფასი არაფერში ყოფნიდა. ვერაფერი მითხრა , სისხლისგან იცლებოდა და ალბათ მხოლოდ ტკივილს გრძნობდა თვალები რომ ჭერისკენ აატრიალა ვინ იცის ვის ხედავდა ან ვისზე ფიქრობდა . ვიცოდი, რომ აღარ იყო პულსაციას ვეღარ ვგრძნობდი _ მარიამის ფეხზე ედო თავი, მისი თითების შეხებას და შეკრულ სუნთქვას გრძნობდა მართალი ხარ , ჩემი ცოდნა და ენერგია ამ პროფესიისთვის არ უნდა შემეწირა. სამართლის პოვნა და მიღწევა ზღვაში წვეთია იმ უსამართლობასთან რაც დედამიწაზე ტრიალებს მე კი ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ ეს ყველაფერი , ამდენი უბედურება , ამდენი არაადამიანი მახრჩობს ... ბრაზი რომელსაც ვერ გამოვხატავ, არასდროს ვუშვებ და ვათავისუფლებ , გროვდება და მწამლავს. ნიკოტინზე მეტად _მე შენ პირველად რომ მოხვდი სპეცოპერაციაზე მაშინ გითხარი შეიცვალე სამუშაო ადგილი_თქო... სასამართლოს შენობაში გამომწყვდევა არ მინდაო მითხარი. საჯარო სამართალზე ხომ საერთოდ , გამპცდების ჩაბარება არც განიხილე. შეგიძლია საერთოდ დაანებო თავი ყველაფერს , დაისვენო , სხვა პროფესია იპოვნო ... ლექციები ჩაატარე , ხომ გქონდა შემოთავაზება შენი ლექტორისგან _ კოცნიდა , ცრემლებით ჰქონდა დასველებული სახე და ტირილის ნოტები ეტყობოდა ხმაშიც _ თუ გკლავს უნდა მოშორდე და ეს არაა ბრძოლის წაგება. შენ უამრავჯერ მოიგე , შენ მიაღწიე იმას რაც გინდოდა. თუ გადაწყევტ რომ გინდა დაისვენო, არაფერი აკეთო _ხომ იცი ვერ გავუძლებ ... უსაქმური ჩემი თავი არ მახსოვს. დრო რომ მქონდა ეგ პერიოდი იყო ბაღში სანამ მიმიყვანდნენ ის პირველი სამი წელი . სისულელეა , ყველაფერი . რისთვის ვცდილობ საერთოდ ... _წამოდგა. აივანზე გავიდა და მოწევა დაიწყო. _შეეშვი ყველაფერს... გავიხსენოთ რა გვინდოდა და გვიყვარდა ერთმანეთი რომ გავიცანით . დანაზოგი ხომ გვაქვს, იმ ანგარიშს არც ვეხებით _რომელი , ქორწინების პირველივე წლიდან ჯერ დიდი სახლისთვის და მერე ბავშვებისთვის რომ ვაგროვებდით ? _ გაუაზრებლად ჩაეცინა და მარიამს ისე ეტკინა , სიტყვის თქმის ძალა დაკარგა _ რომელი სურვილები მარიამ... ჩვენ რომ ერთმანეთი გავიცანით რაზე ვოცნებობდით გახსოვს? _დიდ ბედნიერ სახლზე... ლამაზ პატარა ეზოში ბაღითა და მინდვრით რომელშიც შენი და შენი მეგობრის ბავშვები ერთად ითამაშებდნენ ფეხბურთს. თუ რომელიმეს სმენა ექნებოდა დაუკრავდა ან იმღერებდა ან ორივე ერთად. დიდ მუსიკალურ ოთახს მპირდებოდი ... უამრავი საკრავით. რაც არ იცი იმასაც ისწავლიო , გჯეროდა _აღარც კი მახსოვდა შენი მუსიკალური შესაძლებლობები ... ბოლოს როდის დაუკარი. ამ ბინიდან გადასვლა და სახლში ფორტეპიანო იმდენად გაქრა უახლოესი გეგმიდან . რას გაიხსენებ კიდევ ? იქნებ იყოს რამე რასაც გავაკეთებ , მე არ ვიცი ,ფეხბურთს ნამდვილად ვეღარ ვითამაშებ ჩემ ასაკში უკვე ვეტერანები ხდებიან ... _შენ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო თუ მიხვდები , რომ გინდა _სისულელეა , უაზრო სიტყვებია და მეტი არაფერი _ასეთი განწყობა _არ მოგწონს? მე და შენი დატოვება მაინც არ მინდა ... მარტივი გასაძლები ვარ ასეთი ჯიუტი და შეუვალი? ხო ვიცი ყველაფერი შემიძლია, უამრავი სხვა საქმეა და სურვილი მჭირდება მხოლოდ . მაგრამ არ მინდა , ახლა არაფერი მინდა , რომ მოვკვდები მაინც აღარაფერს ექნება აზრი . დიდ სახლს დავტოვებ თუ პატარას, ლექტორი ვიქნები, ფეხბურთელი თუ მექანიკოსი . თუ სამართლიანი, კეთილი საქმეების მკეთებელი... ჩემთან ერთად მოკვდება ყველა საქმე რასაც ჩავიდენ იქამდე სანამ ვინმეს ტვყვია მომკლავს, რომელიმე საჭესთან მჯდომი ლოთი დამეჯახება , უამრავი დაავადებიდან ერთ_ერთი მომიღებს ბოლოს თუ თავს მოვიკლავ მაინც არავის მიეწერება და არავისზე იმოქმედებს ჩემი საქმენი ამა ქვეყნისანი. ამიტომ დემონიც შემიძლია ვიყო და ანგელოზიც. იდეალურია _სანდრო შენ ახლა დასვენება გჭირდება ,რეალობაში დაბრუნება და თვალის გასწორება იმაზე რაც მოხდა _რეალობაში ვარ , თვალიც გავუსწორე ... ადამიანმა წამში დაასრულა სიცოცხლო და ეს მისი დღის გეგმა ნამდვილად არ იყო სანდროს კარგავდა... ეს გრძნობდა მანამ არ დატოვებდა სანამ გამოსავალს არ იპოვნიდა, მისთვის ფერებს თუ ვერ იპოვნიდა საკუთარ ცხოვრებასაც ვერ ხედავდა. სანის არეკლილი ანარეკლი სჭირდებოდა მის სულს საზრდოობისთვის ის კი სულ მთლად წყვდიადში ჩაიკარგა. ................ ................ _გისმენ _სანდროს ნახევრად მძინარე ხმა ჩაესმა და იგრძნო როგორ წამოჯდა საწოლში _არაფერი თქვა...არც ერთი სიტყვა გესმი? მოვდივარ , მოვდივარ _რა მოხდა _ თვალები რომ გაახილა სანდრო უკვე იცვამდა და თან სადღაც რეკავდა _ ლაშა სასწრაფოდ გამოფხიზლდი მჭირდები ახლავე ... უბედურებაა აბა ბედნიერება ჩემთან როდის ნახე ბოლოს. გამოფხიზლდი რა , გამოფხიზლდი და დამირეკე გავერკვევი და სანამ ჩემამდე მოხვალ მოგიყვები ყველაფერს _ მასაც გაუთიშა და მერე მარიამს გაუსწორა მზერა , ფიქრობდა როგორ უნდა ეთქვა _ვინ დაიჭირეს ? სანდრო ასე ნუ მიყურებ ... მამა ? _არა , თემო _თემო , შეუძლებელია ... თემო არაფერშია გარეული. ზუსტად ვიცი, არასდროს ! _გიგა დავჭერიო , მარტო ეს ვიცი ჯერ _გიგა? _ხო, გიგა ... ეგ ნაბ.ჭვარი მაინც არ მოისვენა. ახლა გაახსენდება მამამისს და მთელი მისი ჯიშ_ჯილაგი იქ იქნება. უნდა ვნახო , ჯერ ეგ უნდა ვნახო _თემო რომ განგებ არ დაუშავებდა არაფერს ხომ იცი სანდრო _ვიცი , რა თქმა უნდა ვიცი და გასარკვევია იმან ასე როგორ გააგიჟა რომ დანა დაარტყა _არ მჯერა, შეუძლებელია ... თემო არასდროს,არასდროს ატარებდა დანას . ხომ იცი სულ ჩხუბობდა , ვარჯიშობდა ... ღმერთო შევიშლები ! _შენ თუ შეიშლები შენები ნამდვილად ვერ გაუმკლავდებიან. ისინი უნდა დაამშვიდო, მამაშენს შენს გარდა ახლა ვერაფერი გააჩერებს სანამ ომი დაიწყო და თავისი ძმაკაცები შეყარა საქმეების გასარჩევად . მარიამ მისმინე ყურადღებით , სახლში რომ დარჩნენ უკეთესი იქნება თემოს იქ მაინც ვერაფერს უშველიან. ილოცონ გიგა გადარჩეს _სიკვდილის უფლება არ აქვს ... ასე ვერ მოკვდება ჩემი ძმის ხელიდან და ვერ შეეწორება თავის უკუღმა დაპროგრამებულ ტვინს _ რომელი ედარდა აღარ იცოდა. სანდრო პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა მარიამი კი მშობლების სახლში. მაინც არ გამოუვიდა სიტყვის შესრულება და დედისგან დისტანცირება. კარი რომ გააღო და შეაბიჯა არ იცოდა პირველი ვისთან მისულიყო ,მაგრამ გადაწყვეტილების მიღება არ დასჭირდა .ნატა დაინახა, მთვარეულივით დადიოდა და ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდა _რატომ არ გძინავს _შენ რას აკეთებ აქ...უბედურება მოხდა ხომ? თემო არ დაბრუნებულა ჩემი მული მირეკავდა არ ვუპასუხე . მითხარი რომ გიგას მისთვის არაფერი დაუშავებია... არ მითქვამს მირეკავს _თქო , არც შეტყობინებები მიჩვენებია განზრახ, თვითონ მიხვდა მობილური აიღო და ყველაფერი წაიკითხა. ვერ გავაჩერე , იმ წამს დამირეკა გიგამ და მან უპასუხა _კანკალებდა, ტიროდა და სუნთქვაც შეეკრა ბოლოს _დამშვიდდი, გაივლის ... ესეც გაივლის. დიდი ხანია გწერს? _დაშორების პირველივე დღიდან ... _უნდა გეთქვა , ჩემთვის უნდა გეთქვა , მაგრამ არაუშავს . ახლა უკვე ყველაფერი წარსულშია . შენ უნდა დამშვიდდე, ბავშვებზე იფიქრო და არავის პროვოკაციას აყვე _მითხარი რა მოხდა _თემომ გიგა დაჭრა ... თემო საკანშია , გიგა საავადმყოფოში . სხვა ჯერ არაფერი ვიცი, სანდრო გაარკვევს და რომ დამირეკავს მერე გავაგებინებ დანარჩენებს _არ გამოუვიდა სიჩუმე, ნატამ წონასწორობა დაკარგა და კიბეზე მდგომმა ხათუნამ ისეთი კივილი მორთო მთელი სახლი ფეხზე დააყენა _ციხეში გაუშვით ჩემი ბიჭი...აიი თქვენი თავისუფლება. თქვენი უჭკუო თავით დამიღუპეთ შვილიი. მკვლელი გახადე შენი ძმა , ახლა დაისვენეთ ორივეემ. ვერ შეირგე და ვერ მოაგვარე ქერის ორმოში ჯდომას ეს არჩიე? გინდოდა შენ ჭკუაზე გევლო და არ დაგანება თავი ხომ? ხომ გეუბნებოდი მორჩა მაგისგან ვერ დაიხსნი თავს _თქო ახლა მოკვდა და დამღუპეთ ხოომ? გეუბნებოდი უპატრონო არ ხარ, არ გააგებინო მამაშენს და შენს ძმას თორემ უბედურება დატრიალდება_თქო მე ვიცი ცხოვრება,.როგორ უნდა გადარჩე და მიხვიდე სიბერემდე და თქვენ მარტო სისულელეებს ისმენთ კითხულობთ და გგონიათ გამოგივათ. სად ხართ ხალხო რა თავისუფლება რომელი თავისუფლება და ბედნიერება გინდა გოგო ამ ხალხში_ნატას მივარდა და უყვიროდა. მარიამმა გააშვებინა ხელი თორემ ისე იყო გაგიჟებული თითქოს დარტყმას უპირებსო _ორსულ ქალს რას ელაპარაკები გონზე თუ ხარ საერთოდ... წინასწარი დაკავების იზოლატორშია მორგში ხომ არა ... გამოვიყვანთ ! მორჩი ისტერიკას _და ის ? ის რომ მოკვდეს სულ არ შეგეცოდება? შენი ძმა მკვლელი რომ გახდება ვინ მოაშორებს მაგ ცოდვას შენ და შენი ქმარი ? მიპასუხე ძვირფასო მარიამ . ან შენ , კაცისგან მესამე ბავშვს ელოდები და მოსაკლავად გემეტება? _შენ უფრო გიყვარს დედა ვიდრე მე? იცი რამდენჯერ დაჭრეს? გადარჩება ... მძიმედ რომ იყოს აქამდე უკვე შემომტვრეული ექნებოდათ მაგის ბიძაშვილებს ჩვენი სახლის კარი . ცოცხალია , იცოცხლებს მანამ სანამ მე არ მომკლავს და მერე ხომ დაისვენებ . გაატან ბავშვებს , მოიშორებ პრობლემას _რა ჯანდაბა გაყვირებთ ამ შუაღამეს ... რა გჭირს ქალო _ზაზა , შენ მაინც გააკეთო იქნებ რამე ბავშვი დაიჭირეს. გიგა დაუჭრია და ციხეშიაო მერე ნამდვილად მთელი ძალების მოკრება მოუხდა მამა რომ დაემშვიდებინა. სანდრომაც დაურეკა და ყველას გაეცალა _რამე კარგი მითხარი _ცოცხალია , იცოცხლებს , მაგრამ ჭრილობა ღრმა იყო და იმიტომ გადმოიყვანეს საავადმყოფოში. თემოს თვითონ დაურეკავს , პოლიციასაც ჩაბარდა და მოკლედ. ეს სულელი რომ გამოფხიზლდება მაშინვე დაველაპარაკები . გირაოზე ვიმუშავებთ , ყველა ვარიანტში შევძლებთ რამეს _ნატას ურეკავდა , წერდა და ავიწროებდა თემომ წაიკითხა შეტყობინებები და გაგიჟებული გავარდაო, მაგრამ დანა მისი არ იქნება ვიცი _ტელეფონი გამოართვი არაფერი წაშალოს . შენ გქონდეს და მერე სამხილად წავიღებთ. ლაშა მივიდა უკვე და ელაპარაკა ყველაფერი ვიცით. ნინი დაამშვიდონო , არ ინერვიულოსო , ნატას უთხარით მის ბრალი არაფერიაო სხვა არაფერი უთქვამს . მოკლედ მშვიდადაა უკვე რომ იცის არ მოკვდება გიგა _აქ ომის წინა ხაზზე მგონია თავი _დედაშენია იერიშზე? _რა თქმა უნდა _კარგი მე აქ ვიქნები დაველოდები იმის გამოფხიზლებას . _შენ პრობლემა არ შეგექმნას , ფრთხილად იყავი გთხოვ _მის მშობლებს რომ ვუყურებ მეცოდება მართლა... იქნებ კიდევ აქვს შანსი შეიცვალოს აზროვნება და მიხედოს თავის ცხოვრებას . _საკუთარ თავზე იფიქრე სანდრო, ადამიანების გამოფხიზლება ზოგჯერ შეუძლებელია და ხომ იცნობ მაგათ არ თქვან ზეწოლა მოახდინაო . კარიერას ნუ გაანადგურებინებ , არავის გამო ღირს ხომ იცი _ვიცი რასაც ვაკეთებ ... დამშვიდდი. ჩემზე არ იდარდო. გოგონებს მიხედე და მეც მოვალ . მიყვარხარ , გაუძელი კარგი? _კარგად ვარ , რადგან ცოცხალია დრამატიზება საჭირო არაა. თუ ნატას თავს არ დაანებებს მენამდვილად მოვუღებ ბოლოს...ისე არცერთ შურისმაძიებელ კაცს რომ არ დაესიზმრება ............... _ახლა რა იქნება -ნინი გაყინული მზერით იჯდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა _გირაოს გადავიხდით და გამოვიყვანთ...არ უნდა რომ ინერვიულო , ამიტომ ძალები უნდა მოიკრიბო , ბავშვებზე იზრუნე , იფიქრე რომ სადღაც არის წასული და მალე დაბრუნდება _როგორ აირია ყველაფერი ... სულ ჩემ გამო _გეყოფა რა , საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებ უნდა მოეკლა_თქო არ ვამბობ, მაგრამ ის ყველაფრის ღირსია იმისთვის როგორც გექცეოდა და თემო სალაპარაკოდ უნდა წასულიყო. ასეთი არანორმალური თუ იყო რას ვიფიქრებდი . ამდენწლიანი ურთიერთობა გვქონდა შენ როგორ გაუძელი ამდენს _ ნატას მოეხვია , ერთმანეთს რადგან არ ადანაშაულებდნენ და ახალი კონფლიქტი არ იქმნებოდა რძალ-მულს შორის მარიამსაც შეეძლო მოდუნება _ასე უნდა ვიჯდე ახლა და სანდროს შევატოვო ყველაფერი?-ზაზას თავისი დარდები ჰქონდა _ფული გააქვს? _რაღაც მაქვს გადადებული... რამდენი დაგვჭირდება ვიცით? _ჯერ არა, მაგრამ ჩხუბს და საქმის გარჩევებს სჯობს თანხის მობილიზებაზე იფიქრო და ეგ იქნება რასაც გააკეთებ. _სანდრო მოვიდა _ ნატამ თქვა და წინ გაიქცა _ ელაპარაკე ? ახლა რა იქნება... მეტადაა გაბრაზებული ? იქედან რომ გამოვა შენც რომ რამე დაგიშაოს? გაგიჟდა , თუ არ იმკურნალებს და იმ საწამლავს არ შეეშვება სულ მთლად გაგიჟდება _დამშვიდდი... ვილაპარაკეთ . ბოლოჯერ მოვერიე თავს , მგონი გაიგო და გაიაზრა რომ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა მეგობრობის გარდა . თემოზე არაფერს ამბობს, პრობლემას არ შექმნის ... _ნინის შეხედა , რომელიც მოუთმენლად ელოდა ქმარზე ახალ ამბავს _ ლაშა აგვარებს, დრო დასჭირდება , მაგრამ გამოვიყვანთ . გიგამ ჩემებს მე გავაჩერებო , მალე საავადმყოფოდან გამოვა . ბავშვების ნახვა მინდაო , სამივესთან კონტაქტი და სხვა არაფერიო . არ ვიცი რამდენად შეგვიძლია ვენდოთ , მაგრამ ბავშვები რომ უყვარს ყველამ ვიცით ... წავალ და ვიმკურნალებო. შენი ნახვაც უნდა , ბოლოჯერ _არა , მე არ მინდა... ვერ ვნახავ. რაღაც ისეთს მეტყვის მაღიარებინებს რომ სულელი ვარ, ისევ მიყვარს და არავინ მინდა მის გარდა. არ ვნახავ ... არა არ უნდა გაიგოს რომ არ მძულს. უნდა იცოდეს , რომ მორჩა დავამთავრე და აღარაფერი მაინტერესებს . მის გამოა , რომ არ მოეშხამა ორგანიზმი , რომ არ გაეთიშა გონება ასეთად არ იქცეოდა და წამლების კი არა მისი ბრალია. მხოლოდ მისი და ჩემი, რომ მიყვარდა და მიყვარს. სადაც უნდა იქ წავიდეს, ბავშვები ნახოს , მესამეც თუ გავაჩინე ამდენი ნერვიულობის მერე რა თქმა უნდა მასთანაც ექნება კონტაქტი. იმას არ ამბობს ჩემი არ არის და სხვისგან ელოდებაო? დნმ_ს თუ მოითხოვს საერთოდ არ გავაკარებ ახლოს ! _ მთელი სხეული გაეყინა. იჯდა და თავსაც ვერ სწევდა ისეთ ძლიერ ტკივილს გრძნობდა _ შენ რომ ელაპარაკე მიკვირს _შერიგებას და მის პატიებას არ ვაპირებ , მაგრამ ეს ლაპარაკი საჭირო იყო . ბოლოჯერ ვცადე , შენ ვერაფერს გირჩევ მე მხოლოდ გადმოგეცი მისი სიტყვები . _რამე რომ დაუშაოს მერე? იქნებ უნდა რომ მოკლას...თემოსთან აბა დანით რატომ მივიდა _ეგ სულ ატარებს დანას ... _ფხიზელი არ იყოო თემომ. ჩემკენ არ ჰქონდა დანა თავის დაზიანებას აპირებდა და წართმევის დროს ისე მოხდა რომ ზედ დანაზე დაეცაო ... მოკლედ მე რაც მინახავს და რაც გამეგება ადამიანების , არ მგონია მისგან საფრთხე რომ გემუქრებოდეს. მენტალურად როგორ იმოქმედებს არ ვიცი , აშკარად კარგად გამოსდიოდა ფსიქოლოგიური ძალადობა ამდენი წელი. შენ მოკვლას რომ არ ეცდება ეს ვიცი და შიში ნუ ჩამოგიყალიბდება , გთხოვ . ბავშვებზეც იმოქმედებს და ცოდოები არიან _ ნატას უყურებდა და ცდილობდა დაემშვიდებინა _ არაფრის შეგეშინდეს , კარგი? ყველაფერი დამთავრდა ,მაგრამ თუ მომავალში რამე მოხდება შენ უბრალოდ თქვი ყველაფერი რაც დაგაფრთხობს _მაინც ვერ ვნახავ , თავს ვერ შევიკავებ _გასაგებია . არ გინდა და მორჩა _ბავშვებს მე მივუყვან სახლში რომ გაწერენ მერე _მარიამმა თქვა და სანდროს ხელი ჩაკიდა _ თუ ყველაფერი თქვი წავიდეთ . ყველას გვჭირდება ახლა დასვენება და დრამებისგან გათავისუფლება. ყველაფერ სტაბილურადაა. _ზაზას დაველაპარაკები და გამოვალ _ მარიამს თავზე აკოცა და კაცთან გავიდა. აივანზე იდგნენ ერთხანს, სანდრომაც მოუკიდა და ერთად ეწეოდნენ. რას ეუბნებოდა არავინ იცოდა. ჩუმად დაბრუნდა მარიამთან, საჭესთან დაჯდა და იქაურობას მოშორდა. _ნეტავ კიდევ რა უნდა მოხდეს _არ ვიცი _მასთან დალაპრაკება როგორ შეძელი _არ ვიცი , უბრალოდ მინდა მჯეროდეს რომ შეუძლია შეცვალოს თავისი აზროვნება მიხვდეს დანაშაულს და თავიდან დაიწყოს. რაღაცნაირად გამოვიდა და დაველაპარაკე. ნაბ.ჭვარი მამამისი დერეფანში შემხვდა , მისი გაზრდილი კიდევ კარგია . არაკაცი ! -მიმოწერებს გადავხედე -არაფერი იყო მუქარის მსგავსი. მხოლოდ პატიების თხოვნები და ბოდიშები -მანიპულატორია . აღარ მინდა მაგათზე საუბარი ... მთავარია ნატას საფრთე არ დაემუქროს. _ქვეყნიდან მიდის , ან საბოლოოდ დაიღუპავს თავს ან სხვა ადამიანი დაბრუნდება . ბავშვების გამო იქნებ სცადოს _ძალიან უყვართ ბავშვებს . ვერ ხვდებიან როგორი არასწორი მამაც ჰყავთ ... თუ თავს უშველის ნამდვილად კარგი იქნება თუ არა , უმამოდაც იზრდებიან ადამიანები _დრო გვიჩვენებს მაგასაც და იმასაც ახლო მომავალში რა პრობლემა დაგვატყდება თავს ..................... თემო რომ გაათავისუფლეს ისეთი აჟიოტაჟი დახვდა სახლში თითქოს გადასახლებიდან დაბრუნდა . მარიამს გულისრევის შეგრძნება გაუჩინა საღამოს შეკრებილმა კეთილისმსურველებმა , რომლებიც უბრალოდ სანახაობკთ ტკბებოდნენ და მეტი ინფორმაციისთვის იყვნენ მოსულები . ეზიზღებოდა ყველა ვინც აქ იყო და ისინიც ვინც გიგას დასტრიალებდა თავს. ერთი მხარე რომ ბიჭს ლანძღავდა და მეორე გოგოს ერთმანეთის გაუბედურებაში რომ ადანაშაულებდნენ და არავინ იცოდა სინამდვილეში მათთან რა ხდებოდა, მათ გონებაში და სულში. _რატომ ხართ მოწყენილები დეიდას ფარფატა პეპლებო ? _გოგონებთან შევიდა ოთახში. ორივე საწოლზე იწვა და ჩუმად უყურებდნენ რაღაც ვიდეოს. მათი ასეთი არააქტიური ქცევა უკვე წაკითხვადი იყო მარიამისთვის _დედამ გვითხრა ფექებში არავის აელანდოთო _ასე არ უთქვამს სხვა სიტყვა იყო _არ ეტყვით მარიამს რა უნდა თქვენს გულს ყველაზე მეტად? გინდათ რამე გიყიდოთ? ჩუმად მითხარით ახალი სათამაშო გინდათ? თუ მაღაზიებში წავიდეთ _მამი მინდა მე _პატარამ თქვა და სახე კიდევ უფრო მეტად მოეღუშა _ბებიამ თქვა არ ახსენოთო _ძალიან მოგენატრათ? _რაღაც ტკიოდა ... ექიმებთან იყო , ველაპარაკეთ. მამას ვუკვალვალთ ჩვენ ! _რა თქმა უნდა უყვარხართ , ძალიან უყვარხართ _ბებიამ არაო _ბებომ თქვა არ უყვარხართო? _ხო _თვალები აემღვრა და დაიწყო კიდეც ტირილი ჯერ ერთმა ხოლო მისი დამშვიდების დროს მეორემაც _კარგით ჩემო პატარებო.მე წაგიყვანთ მამიკოსთან . გინდათ? _მათლა? _ნატას ვკითხავ და თუ ნებას მომცემს ჩაიცვით და ახლავე წაგიყვანთ. დედიკოს გარეშე არა , ხომ იცით დედამ უნდა იცოდეს ყველაფერი ნატა ძლივს იპოვნა , სამზარეულოში იყო და რაღაცას ამზადებდა _შენთვის შეიძლება აქეთ_იქით თეფშებით სირბილი? _მეც მაგას ვეუბნები , მარტო მივხედავ_თქო _დედას არ იცნობ? ყველაფერზე ეჯუჯღუნება და საყვედურებს ეუბნება. ავად კი არ ვარ მივხედავ რა პრობლემაა , თან მამშვიდებს ხომ იცით _ვეუბნები კულინარიის აკადემიაში ჩააბარე_თქო. იმდენი კურსებია , ისე კარგად გამოსდის თან უყვარს _ვფიქრობ და მშობიარობამდე დავიწყებ ... _ბავშვები გიგასთან რომ წავიყვანო შეიძლება? _დარეკა? ცუდადაა? ლომკა აქვს ალბათ _ბავშვებს ენატრებათ _თუ შეგიძლია წაიყვანე , მე პრობლემა არ მაქვს . თუ უნდათ დატოვე კიდეც თუ ფხიზელი იქნება და დედამისთაბ არ დატოვო არცერთი წუთით. საშინელებებს ეტყვის ბავშვებს და ჩემ თავს შეაძულებს . გიგა ბავშვებთან არაფერს ამბობდა თურმე, ყველაფერი იმ ქალის ბრალია მოვისმინე როგორ ელაპარაკებოდა _გასაგებია ... რამე ხომ არ ვუთხრა _არა , არაფერი _ერთს ამბობდა მაგრამ გონებაში უამრავი სიტყვა ჰქონდა. ესაა ადამიანის ერთ ერთი ორმხრიანი თვისება , სხვისი გულიდან წაშლა რომ არ შეგიძლია მიუხედავად უამრავი მიზეზისა _წავედით მაშინ , ქმარს გიტოვებთ და თუ დამითვრეს თქვენ მიმიქციეთ ყურადღება _ გაიცინა და სანდროს შორიდან გახედა , ყოველთვის ზედმეტი ეჩვენებოდა მისი იქ ყოფნა მათ გარემოცვაში ახლა კი თითქოს ასე არ გრძნობდა თავს . _მარიამ _გისმენ _უთხარი , რომ კარგად ვართ ანუ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება _და რომ ბიჭია ისიც , არა? ვეტყვი , ნატა . აუცილებლად ვეტყვი და თუ გინდა ვიდეოს გადავუღებ როგორ გაგიჟდება სიხარულისგან _გთხოვ არ გინდა ეს ირონია ... _წავიდე სჯობს და ბავშვები გავახარო . ბავშვების გახარების პარალელურად გიგას ნახვა და კიდევ ერთხელ შეფასება სურდა. ..................... _შენმა დამ ხომ გამიუბედურა შვილი , შენმა ძმამ სასიკვდილოდ გაიმეტა და შენ რისთვის მოხვედი ახლა _ქალი რომ დახვდა კართან იცოდა რაც ელოდა , მაგრამ არ აპირებდა იქ კონფლიქტის წამოწყებას. _ბავშვები მოვიყვანე გიგასთან და თქვენთან საუბარს არ ვაპირებ _ გვერდი აუარა და ზემოთ გაქცეულ პატარებს უკან მიჰყვა. საძინებლამდე მისულიყვნენ უკვე და მამას ეხვეოდნენ . ისიც გულში იკრავდა და კოცნიდა _ვინ მოგიყვანათ მააა... ჩემო სიცოცხლე _შენ ლატო ტივა მუცელი? _მალე გამივლის მა ... ჩემო სიყვარულო _ თითებზე კოცნიდა პატარას და მთელი სახით იცინოდა_დედაც მოვიდა ? _ ნაბიჯების ხმა რომ გაიგო კარისკენ გაიხედა, საწოლიდან ფრთხილად წამოდგა და მარიამის დანახვისას გაჩერდა _ შენ ხარ _ბოლო ვიზიტის შემდეგ არ ვფიქრობდი მოსვლას , მაგრამ ბავშვებს უყვარხარ , ჯერ _ჯერობით _რას ნიშნავს ჯერ_ჯერობით _მე რა ვიცი როგორც დედაშენი უშხამავდა ტვინს იქნებ დედაჩემიც იგივეს აკეთებს _ჯანდაბა _დაჯექი რამე არ დაგემართოს თორემ უკან შეაბრუნებენ თემოს _ასე ნუ მიყურებ ... მე კარგად არ მახსოვს იმ ღამეს რა ვთქვი . _თავის მართლების მოსმენას არ ვაპირებ, არსებობს ქმედებები რომელთაც გამართლება არ აქვთ და შესაბამისად ტყუილად ნუ დახარჯავ ენერგიას. _ნატა არ მოვა ხომ? _აღარ ეტყობა დარტყმის კვალი,მაგრამ ორსულს მეტად ცემა აღარ უნდა ... თქვენი შვილი რომ დაიბადება თუ ცოცხალი ვიქნები იმ დროისთვის სიტყვას გაძლევ შენსავით არაკაცი არ გაიზრდება... აჰ თუმცა შენ ხომ არ გჯერა , რომ შენია შესაბამისად პრობლემაც არ იქნება _ბიჭია? _სანდროსი ნამდვილად არ არის და სხვა რა ვარიანტები გაქვს ნეტავ _როგორ არიან _შენი ნაცემი ცოლი და საშვილოსნოში მყოფი ბავშვი? გასაკვირად კარგად _კარგ ინფორმაციას მაწვდი შხამად ... ასე ლაპარაკი ალბათ მხოლოდ შენ შეგიძლია _მე შენი შეცვლის არ მჯერა .... ზუსტად ვიცი, რომ სუფთაც რომ იყო ნარკოტიკებს და სასმელს აღარ გაეკარო, არც კაზინოში შეხვიდე და საქმის კეთებაც დაიწყო მაინც ტოქსიკური იქნები . შენი გონებაა ასე მოწყობილი და უბრალოდ არ გაქვს ძალა იმისთვის რომ ამდენ რამეზე უარი თქვა ქალის გამო რომელსაც ღალატს აბრალებდი... დავიჯერებდი მასთან რომ არ გქონოდა ეს ბრალდება და ყოფითი კონფლიქტები გქონოდათ. შენ არ გიყვარს ნატა, პატივს არ სცემ , არც საკუთარი თავის გჯერა. სანდროს სისუსტე მამობრივი სიყვარული და მამა-შვილური კავშირია, მხოლოდ ამიტომ აქვს იმედი მე კი ვიცი შენ ბავშვებისთვისაც საწამლავად იქცევი . არ შეიძლება დედას ანადგურებდე ისე რომ შვილზე არ მოქმედებდე -არ ვიცოდი ორსულად რომ იყო...თავი მინდა მოვიკლა ისე ვარ ,როცა თავს ვერ ვერევი და მაინც ვპოულობ წამალს. მდიდარი მამიკოს ბიჭის გართობები , პოპულარობა და კაიტიპობა გადამექცა ჯოჯოხეთად ...ყველაფერი დავკარგე , თავიდან თუ არ დავიწყებ მოვკვდები . ახლა მესმის შენი, როცა ვფიქრობ რამდენად უფუნქციო ვარ მინდა ვენები გადავიხსნა და სისხლისგან დავიცალო. შენ გამო ბევრი ვღელავდით მაშინ , ჩემზე არავინ იდარდებს -ეს მხოლოდ სიტყვებია, ნატას შანტაშის ახალი საშუალება, მენტალური ომის კლასიკური სახე , თვითმკვლელობით მუქარას დაიწყებ და ასე დაიბრუნებ ? საქმით დაამტკიცე,რომ ცვლილებას ცდილობ. საკუთარი თავისთვის უნდა ეცადო , შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ, იმდენად პატარა ,რომ თუ მოინდომებ ნამდვილად შექმნი ახალ კაცს ვინც გეყვარება, ვისთან ერთადაც შექმნი ცხოვრებას რომელშიც ბედნიერი იქნები . ნატაზე უბრალოდ არ იფიქრო, ის შენთან აღარ იქნება... -სხვა არავინ მინდა -გინდა გავიხსენო შენი საყვარლების სახელები? -არავისთან წავსულვარ... -არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, ბავშვებს დაგიტოვებ , ვნახავ ოთახში რას აკეთებენ ამდენ ხანს და მერე წავალ. არავისთვის სცადო, მხოლოდ საკუთარი თავისთის ...შენ გარგებს თუ შეიცვლები . -მაპატიე... ყველაფერი რაც იმ დღეს ვთქვი -პატიებას უნდ მთხოვდე ფიქრებისთვის და არა სიტყვებისთვის. საკუთარ თავს აპატიე ......................... _ნატა შეხვდა გიგას...აეროპორტში წასვლამდე უნახავს, ბავშვებთან ერთად გააცილა. რა უთხრეს ერთმანეთს არ ვიცი, არ გამიკვირდება იქედან დაბრუნებულს რომ შეურიგდეს _ადამიანს შეცვლა შეუძლია თუ გონებაზე ზემოქმედებს _და მერე ისევ უკან დაბრუნებაც შეუძლია თუ ზემოქმედებას კარგავს _შენ ხომ დაუბრუნდი ცხოვრებას და განიცადე ტრანსფორმაცია ... დაუბრუნდი ძველ მარიამს და კიდევ უფრო აქტიურიც კია შენი საქმიანი ცხოცრება. ბავშვებმა იმაზე კარგად იმოქმედეს ვიდრე წარმომედგინა _მე არ მჯერა მეორე და მეასე შანსის როდესაც საქმე მავნე ქცევას, ჩვევას, ქმედებას და ზოგადად ბოროტებას ეხება , რომელსაც სხვის მიმართ ახორციელებ. მთავარი მანდ ისაა დანაშაულის შეგრძბება რომ არ გაქვს და ვერ ხვდები რა ჩაიდინე არასწორი . ეს ჩემი და მაინც გავლენის ქვეშაა ... ნეტავ გენახა როგორ გაუხარდა სქესი რომ გაიგო ბავშვის _ექიმთან იყავით? _კი _როგორ ხარ..._იქამდე სიგარეტს თითებსშორის თუ ატრიალებდა მერე უცებ მოუკიდა და ზურგით დადგა _პირველად ვიყავი იქ , იმ სივრცეში სადაც ფოლიკულს კი არ ეძებენ ნაყოფის მდგომარეობას გიჩვენებენ. ახალი სიცოცხლის დანახვა შეგიძლია, მისი ციცქნა გულისცემის ხმა გესმიდა... საოცარი მომენტია _ ყელში ბურთი გაუჩნდა, იქ შეკავებული ემოციები ახლა ახსენებდნენ თავს. თმა კოსად შეიკრა და სარკეში გაუსწორა მზერა ზურგით მდგომ სილუეტს , რომელიც თავდახრილი უსმენდა და ეწეოდა ფიქრებში ჩაძირული_ბიჭია, ჩემი და დაფრინავდა... ახარებს ალბათ გიგას ბავშვი იქნება ტახტის მემკვიდრე. ნუ ნატა იმასაც დარდობს სხვა ქალი რომ დააფეხმძიმოს ძვირფასმა სიძემ და იმან გაუჩინოს ბიჭი , როგორ გადანაწილდება ქონება . ვინაიდან ეს ძალადობის მსხვერპლი იყო შესაბამისად ქონების დიდი ნაწილი მას ეკუთვნის... თითქოს გცემენ , განადგურებენ და მერე ფულს იღებ იმიტომ რომ იმსახურებ , ესაა ანგარიშსწორება _გაიცინა და კაბის ღილების გახსნა დაიწყო _ გარეთ ისე ცხელა სული შემეხუთა . ვფიქრობ რა ვაკეთო ეს რამდენიმე თვე სკოლის გარეთ _ხვალ ასრულებთ ხომ? _ღონისძიებაც გვაქვს _ლექსები უნდა მოაყოლო ბავშვებს სკოლაზე და სამშობლოზე? _არა , რა თქმა უნდა ერთი ორი იქნება იმიტომ რომ თავად ძალიან უყვარს , მაგრამ მე მინი სპექტაკლები ვარჩიე . ვისაც რომელი ნაწარმოები მოსწონდა არჩევნები ჩავატარე, საერთო კასტინგები გავიარეთ როლებზე, სრული დემოკრატიის დაცვით გავანაცილე ყველას ადგილი სცენაზე. ყველა დეტალი მზადაა, რეპეტიციები დიდხანს არ დაგვჭირდა იმიტომ რომ ყველას მოსწონს ის რასაც აკეთებს და სტრესის გარეშე გამარტივდა . _იმათ რა როლი აქვთ ერთმანეთი უყვართო , მაგრამ სულ კამათობენო _აღმოჩნდა რომ ორივე უკრავს ფორტეპიანოზე და ერთად დაუკრავენ _ნიჭიერს აწყობ მოკლედ ... როგორ მოეწონება მერე ეგ იმ მასწავლებლებს ყველა წელს ერთი და იგივე პროგრამა რომ აქვს საკონცერტოდ _მე მხოლოდ ბავშვები და მათი მშობლები მაღელვებს , დირექტორს რადგან არ აქვს პრობლემა _დირექტორზე გამახსენდა, როგორ ბრძანდება რა ხანია არ გიხსენებია _მე ისედაც არ ვახსენებდი ეს შენ არ გაგხსენებია მას შემდეგ რაც ეჭვიანობის ქარმა ქრომვა შეწყვიტა შენს ტვინში _ შეხების უფლება არ მისცა მიახლოებულს . უცნაური განწყობა ჰქონდა ბოლო დროს თითქოს ისევ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა , მაგრამ მაინც ორივე დაშორდა ერთმანეთს _რა გაბრაზებს ამჯერად _არაფერი ... შენ რა გაგიჟებს _რა სიგიჟეზე ვსაუბრობთ ტონს ბოლოს როდის ავუწიე _მხოლოდ ვინმესთან ჩხუბია სიგიჟე? გაფანტული ხარ, არეული, ჩამქრალი და დაბნეულიც კი . კონცენტრირება სრულიად დაკარგე და ვიცი სამსახურში რაღაც დიდი ხდება , მაგრამ ნუ შეეწირები პრობლემებს , არც ჩვენი და არც სხვების , მხოლოდ შენ ხარ მთავარი _იცი როგორი შეგრძნება მაქვს ასეთ დროს, თითქოს დედა ხარ რომელიც მალე დამტოვებს და დამოუკიდებლობას მაჩვევს _არავინ იცის რა მოხდება ხვალ და როგორ შემოტრიალდება ჩვენი ცხოვრება... გადაწყვეტილების მისაღებად რეალურად წამია საჭირო რამდენიც არ უნდა იფიქრო და განსაჯო ერთი ნაბიჯი ქმნის ცხოვრებას ან ანგრევს ან აშენებს ....................................... _დიანას დაბადების დღე აქვს ... რესტორანში მივდივართ _მხოლოდ თანამშროლები თუ მეც მოწვეული ვარ _თანამშრომლები და მისი მეგობრებიც ალბათ _ანუ ცოლები გამოირიცხა, რატომ არ მიკვირს _ნუ ეჭვიანობ _არ ვეჭვიანობ ... ზუსტად ვიცი _რა იცი მარიამ _სასაცილოს რას ხედავ? ვიცი, რომ მოსწონხარ _შენი აზრით ყველას მივწონვარ? _თუ საქმე მოწონებას ეხება , კი შენი არ მოწონება მიუთითებს სრულ უგემოვნობაზე _ბეჭედს არ ვიხსნი ხომ იცი _მერე რა, ვის ადარდებს _დაიცა შენ არ გადარდებს კაცი რომ მოგწონს ცოლიანია თუ უცოლო? _ მე მხოლოდ შენ მომწონხარ და შენ ვისაც მოსწონხარ იმათ არ ადარდებთ ცოლი გყავს თუ არა ... ეს დიალოგი საერთოდ რატომ წამოვიწყეთ? შესანიშნვად იცნობ შენ ქალებსაც მეც და საკუთარ თავსაც. თანამშრომლებთან ერთად იყო თუმცა მაგიდასთან დინას სხვა ნაცნობებიც იყვნენ. რესტორნის დიდი დარბაზი სავსე იყო . ჩვევად ჰქონდა ყველას და ყველაფრის თვალის დევნება. უნდა სცოდნოდა ირგვლივ რა ხდებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, სიმშვიდიდან გადავიდნენ გართობაზე, საუბარი ცეკვით ჩაანაცვლეს. მერე დაბადების დღის რამდენიმე ტორტი გაჩნდა სხვადასხვა მუსიკის თანხლებით აქრობდნენ იუბილარები სანთლებს . ამ დროს უკვე ყველა მთვრალი იყო ვინც დალევას გეგმავდა და საცეკვაო სივრცესაც ეტყობოდა არაფხიზელი მოძრაობები. დიდი ხნის წინ შენიშნა ნაცნობი სახე, მაგრამ თვალებს არ უჯერებდა. კონფლიქტის მოახლოებას გრძნობდა და ემზადებოდა საღამოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად _წამოდი ... ჩუმად და სწრაფად გამომყევი _ის იყო თავადაც დააპირა გასვლა როცა დინას ხმა გაიგო ყურთან ახლოს . _შენც ის დაინახე რაც მე ? _მე მეტსაც ვხედავ შენ ვერ მაფასებ სწორად თორემ _მთვრალია ყველა ... ფრთხილად უნდა ვიყოთ . შენც ფეხზე ძლივს დგახარ _ ხელი მოხვია წელზე და უკან გასწია _საერთოდ შეხვიდე სჯობს _ აღარც მოუსმინა ქალმა ისე დაიძრა ეზოს იმ ნაწილისკენ სადაც ბიჭების ჯგუფი იკრიბებოდა. ჩხუბი დაეწყოთ , მაგრამ სანამ მასშტაბს შეიცვლიდა მანამ გაისროლა . გასროლის ხმაზე ყველანი დაფრთხნენ _სად მიდიხარ ... შენ სად გარბიხარ პატარა ცინგლიანო ღლაპო _ ერთ_ერთს წვდა დანარჩენებისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია _ქალაქში რომ დაბრუნდე დაგასაჭურისებ_თქო ხომ დაგპირდი , ჰა? ჩემ შვილთან იყავი უკვე თუ ჯერ არ _ იარაღი საზარდულზე მიაბჯინა და ისე განაგრძო საუბარი _ მითხარი თორემ სასხლეტს გამოვკრავ _ჩემი საქმეები მაქვს და შენ როგორც პოლიციელს არ გაქვს ჩარევის უფლება , არც ჩემი გადაადგილების შეზღუდვის ... თუ რამე დავაშავე შეგიძლია დამაპატიმრო, სასიდედროვ _გინდა რომ მოგკლა ხომ? გგონია რამე შემაჩერებს ჩემ გოგონას ახლოს რომ გაეკარო? _ახლოსაც გავეკარები და ზედმეტად ახლო კონტაქტიც გვექნება , ბებია დიანა გახდები და მერე მაინც დაისვენო იქნებ თორემ ახლა ისეთ ვიდზე ხარ ჩემ ძმაკაცებს დორბლები სდით _ მშვიდი სახით დაჰყურებდა და აგიჟებდა _ოხ მე შენი თავხედი _დინა , სჯობს სხვა დროს _ეს კაცი უფრო საღად აზროვნებს იმ შენს საყვარელს რომ დაშორდე და ამით ჩაანაცვლო არ გამოგდის? სიმამრნაცვლად გაასწორებდა _ღმერთო როგორ წავიდე ჩემ დაბადების დღეზე ციხეში შე მანიპულატორო ნაბ.ჭვარო თორემ სიამოვნებით გესროდი . მალე გაიგეს ფეხსაცმლის კაკუნის ხმა და აშკარა იყო ვინც მოდიოდა. ჩაეცინა გოგონა დედასა და შეყვარებულს შორის რომ ჩადგა . ბიჭსაც შეეცვალა მზერა, აშკარად არ ელოდა და სულ გამოეცვალა განწყობაც. აღარ აინტერესებდა დინას გაგიჟება, წინ მდგომის სიახლოვით ტკბებოდა _დედა ხომ დამპირდი _შენც დამპირდი ... ბევრ რამეს _დავშორდით და საერთოდ ვეღარ ვხვდებით მეტი რა გინდა _ხო ერთი ეგაა კახელი მეღვინე და მეორე მამაშენია პატიოსანი ბიზნესმენი ... _შენ რომ გგავარ გემოვნებითაც ამიტომ ბრაზობ ? წავიდეთ , არაფერი მაქვს საქმე მათთან მუქარის გამო რომ მტოვებს და უარს ამბობს ჩემ სიყვარულზე _ბიჭისკენ ისევ ზურგით იდგა , მაგრამ მის ემოციებს კითხულობდა სანდრო. _წავედით ... _მანამ იპოვნე გამოსავალი სანამ მოგკლავენ და მერე დაიბრუნე ის ვინც შენი ადამიანია _ ბიჭის არეულ თვალებს უყურებდა მიმავალ გოგონას რომ გაჰყვა მზერითაც და გულითაც _გინდა გ.ვბოზდე და ასე მოვაგვარო ჩემი პრობლემები? _თავი გადაირჩინე... ჩვენება მიეცი . _რომ დავიჭერ გგონია იქედან ვერ მომწვდება? _მხოლოდ შენთან აქვს დანაშაული? მარტო შენ შეგიძლია მოწმე იყო? თუ გაქვს გავლენა გამოიყენე თუ არადა მაშინ წადი და სხვა ცხოვრება დაიწყე. _შენ ყველა დამნაშავეს ასეთ რჩევებს აძლევ? _ყველა ერთნაირები არ ხართ... ვიღაცებს კიდევ გაქვთ გამოსწორების საშუალება და სიკვდილს ნამდვილად არ იმსახურებ მითუმეტეს იმ ნაბ.ჭვრისგან _შენ რომ დაიჭირო არ გინდა? რატომ ვერ გამოიჭირე _სასამართლომ გაათავისუფლა , თორემ მე ორჯერ დავიჭირე _ნიას ხომ არ ეტყვი _რას , დედამისის რომ არ შეგეშინდა და მხოლოდ იმიტომ დაშორდი რომ ისეთი მტერი გყავს შეიძლება მასაც ავნოს? ეგ რომ ვუთხრა მაშინვე შენთან გამოიქცევა... _ავტორიტეტი უფრო მაგარი იქნებოდი ვიდრე ძაღლი ხარ ... ტეხავს , არასწორი პროფესია გაქვს არჩეული არადა კარგი კაცი ხარ _წავიდა და სანდროც ერთხანს მშვიდად ეწეოდა. მერე ისევ დინა გამოჩნდა და მისკენ დაიძრა _ამეჯრად რა ხდება _მეგონა წახვედი... გვიანი არ არის? შენ ცოლს როდის უბრუნდები _შენ როდის გახვალ დეკრეტულ შვებულებაში... მუცლით აპირებ დევნო ყაჩაღები ? _იცი რამდენი წლის ვარ? _ორმოცი _იცი ვისგან ვარ ორსულად ? საერთოდ საიდან იცი ... _ყველას ორსულობას ვიგებ მხოლოდ იმას ვერ ვისაც ველოდებოდი სულ ... ვისგან ხარ არ ვიცი. ისე მართლა ვისთან ხარ _ჭორიკანა ქალის სახით გახედა და თვალები დააწვრილა _სამწუხაროდ შენგან არა _კარგი არ გინდა ნუ მეტყვი ... რას აპირებ , მართლა _შენი აზრით? აბორტს გავიკეთებ თუ მარტოხელა დედა გავხდები ერთი 20 წლის შვილი მეყოლება და მეორე მხოლოდ ჩემი _ყოფილთან იყავი , ხომ? _ნუ იცინი ... _სულ ლანძღავ , როგორ შეგიძლია თან ვერ იტანდე თან გიყვარდეს _იდიოტი ვარ , მეზიზღება ასე რომ მიყვარს . არ შევურიგდები , არც ვეტყვი მისი შვილი რომ არის. ერთ თვეში გაფრინდება უკან , თავის ნისლიან ლონდონში და მერე სანამ არ მოენატრება აქაური ხინკალი და თავისი ხევსურეთი მანამ არ ჩამოვა. მე მშობიარობასც მოვასწრებ და ბავშვის გაზრდასაც მთავარია მეორე შვილი არ გამითხოვდეს და ბებია არ გავხდე პარალელურად _დაბადების დღეს გილოცავ,არანორმალურო დინა _სულ შენი ერთგულების ბრალია, რომ ღალატობდე იმ მარიამს ხომ არ გავიმეორებდი ყოფილ დანაშაულს _ასე რომ მელაპარაკები ყველას გონია რომ ჩემზე ხურდები _და შენ არ? _დინა თავს მიხედე , მე ჩემ ცოლს დავუბრუნდები შენ შენი ყოფილი ნახე. არ მგონია ისეთი ნაბ.ჭვარი იყოს შვილის არსებობაზე რომ დაუმალო. ნუ გგონიათ დედებს, რომ მამებს ნაკლებად გვიყვარს და გვინდა ბავშვები _თავზე აკოცა ქალს , ხუმრობა შეწყვიტა და სერიოზული გაუხდა გამომეტყველება _ წადით ლონდონში და ის ბიჭიც წაიყვანეთ, გადაარჩინე თორემ ნია არასდროს გაპატიებს . სახლში უცნაურად დაღლილი დაბრუნდა. ყველგან პრობლემები იყო, ყველას რაღაც აწუხებდა და თავისუფლება მხოლოდ მარიამთან ჰქონდა. ჩაეხუტა , მისი ძილის დაფრთხობასაც არ მოერიდა. _დინა ორსულადაა... _შენგან ? -სანდროს მკერდზე ედო თავი უცებ რომ წამოჯდა _მე გეუბნები მარჯვენა ხელს ვკარგავ_თქო და შენ რას ფიქრობ საერთოდ _გაბრაზდა. იშვიათად რომ ბრაზდებოდა ისე . საწოლიდან სწრაფად წამოდგა, შარვალი ამოიცვა მხოლოდ და სიგარეტის კოლოფით ხელში გავიდა აივანზე _სანდრო _არ დამელაპარაკო! რომ გიღალატებ მაშინვე დამშორდები და ახლა ისე მეუბნები თითქოს არაფერი _ვიხუმრე სანდრო _ასე აზროვნებ და ეგაა _ზოგჯერ ვფიქრობ რომ გადამეკეტოს და დაგადგე ჩემგან ორსული ქალით რას გააკეთებ _წავალ _წასვლა სულ მარტივია, დარჩენა და გაძლებაა რთული, ატანა, გადატანა , მერე ცხოვრების რიტმში დაბრუნება და საერთოდ ცხოვრება სიყვარულთან ერთად .............................. ............................ ტკივილმა მოიცვა ყველა უჯრედი. ღალატმა წამში გაანადგურა ყველა შემორჩენილი ფერი და ცხოვრების გაგრძელების უკანასკნელი მიზეზიც იქვე გაუქრო. უყურებდა როგორ ეხებოდა მისი ქმარი სხვა ქალს და გულისრევის შეგრძნება ფარავდა ყველა სხვა გრძნობას. ყელზე თითქოს ჯაჭვი მოახვიეს, რომელსაც სულ უფრო მეტად უჭერდნენ . მისი ქმარი და სხვა ქალი სხვა ქალი და სანდრო სანდრო რომელიც მსხვერპლზე მონადირეს ჰგავდა , ცბიერი მზერითა და მაცდური ღიმილით . ფარული შეხებით ურევდა ქალს გონებას . უყურებდა მდუმარედ, სიტყვებდაკარგული, უძრავ ქანდაკებად გადაქცეული, გულზე ლოდით , რომელიც ფსკერისკენ მიაქანებდა. ხედავდა როგორ ახვევდა ქალს საკუთარ ქსელში, ნაცნობი იყო ეს შეგრძნება, ადრე განცდილი უკვე სხვა ქალისკენ მიმართული . ის ბიჭი იყო წლების წინ რომ იცნობდა, ზუსტად ისეთი როგორც ადრე სხვებთან. აღარც უყურებდა , თვალები არაფერს ამბობდნენ ეჩქარებოდა ქალის დაუფლება და როგორც კი მიაღწია ფინიშს მაშინვე მოშორდა. საწოლში დაჯდა და მერე შარვლისამარა დაიძრა აივნისკენ. ჯიბეში სიგარეტი იპოვნა, ცოლის წინ რომ აღმოჩნდა უკვე მოკიდებული ჰქონდა ტუჩებსშორის მოქცეულ ღერზე . აივანი ზედმეტად პატარა აღმოჩნდა მათთვის უჟანგბადო სივრცეს ჰგავდა იქაურობა. კაცმა ხელი სახეზე ჩამოისვა და გამოსახულება რომ არ გაქრა მოაჯირს დაეყრდნო წონასწორობის დასაცავად. ის კი ისევ უძრავად იდგა , ისევ არ შეეძლო სიტყვებით ტკივილის გადმოცემა, იქნებ ღირსადაც არ თვლიდა . თავისკენ დაძრულსაც ხელის მარტივი მოძრაობით ანიშნა არ შემეხოო . ცრემლებით ჰქონდა სახე დაფარული. შებრუნდა , კუთხეში დაჯდა და დაელოდა როდის დაიცლებოდა სახლი. ზემოდან უყურებდა როგორ წავიდა უცნობი ქალი მისი ქმრის სურნელითა და შეხებით სავსე . გრძნობდა კაცს ,რომელიც მის წინ მუხლებზე იდგა , ხელებით ცივ იატაკს ეყრდნობოდა და მხოლოდ შუბლით შეეხო მუხლისთავებზე . _ორსულად ვარ , სანდრო _ მკვლელი ტყვიებივით გაისროლა სამი სიტყვა . ...................... _გიღალატე _სახე ისეთი ცივი ჰქონდა, უმეტყველო მზერა და სიმშვიდე რომელიც მის წინ მდგომს ანგრევდა _რა სისულელეა _გაიცინა, თითქოს გულიანად ხარხარებდა , მაგრამ ქალი ხედავდა გაჩენილ ეჭვს _რატომ გგონია, რომ ასეთი იდეალური ხარ _, შხამს წვეთ_წვეთად აწოდებდა _მესმის გეტკინა... გაწყენინე, გაცოფებული ხარ. არ მაპატიებ და გეთანხმები არც ვიმსახურებ პატიებას. გინდა სამაგიერო გადამიხადო, იგივე განმაცდევინო და ასე მაჩვენო რას გრძნობ შენ მე საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ _როგორ გგონია ის თვეები რატომ არ მინდოდა შენი შეხება, რატომ ვიყავი ასეთი გაღიზიანებული. სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი , წასვლა მინდოდა და ვერ დაგშორდი . მართალია შენ მიყვარხარ , მაგრამ ჩვენი ამდენწლიანი თანაცხოვრება ისე გაუფერულდა , ამდენი სტრესის ფონზე, ამდენი დაგეგმილი, ბავშვის ჩასახვის მიზნით რუტინად ქცეული უფერილი ჟ.მაობა ყელში ამოვიდა. ჩემი უნდა გაიგო , მიუხედავად იმისა რომ უშვილოდ მივიჩნევდი თავს მაინც ახალგაზრდა ქალი ვარ. მომეწონა , თანაც მთვრალი ვიყავი... სწორს მეუბნებოდი , ჩემთვის ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება .ზედმეტად აღმაგზნებს , შენ კი არა თუ საწოლში ქვეყანაშიც არ იყავი და იყო ვიღაც სხვა. თავიდან რომ მოვიდა ფხიზელი ვიყავი და მახსოვდი, მერე ცეკვის დროს რომ შემეხო სასიამოვნო ტალღები ვიგრძენი, მონატრებული სიამოვნენა და როგორღაც თავი დავკარგე, სინდისის ქენჯნა გამიქრა იმ რამდენიმე წუთში ..._შეჩერდა, ისე საუბრობდა თითქოს ზუსტად იხსენებდა მომხდარს _ დეტალებს აღარ გავიხსენებ, უბრალოდ არ მინდა დამალული გვქონდეს რაიმე _ და ოსკარი გადაეცემააა _ გული უკვე ყელში ებჯინებოდა, სუნთქვა უჭირდა , მაგრამ მაინც ცდილობდა თავშეკავებას. ისევ იცინოდა , ქალი კი გამომეტყველებას არ იცვლიდა_გეყოფა ! _შენ რამდენჯერ მიღალატე არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა მქონდა და იმასაც ვნანობდი . ახლა მშვიდად ვიქნები , ორივემ დავუშვით შეცდომები ... მიუხედავად ყველაფრისა გვიყვარს , მშობლები გავხდებით ნანატრ ბავშვს ერთად გავზრდით _ წამოდგა , მისკენ დაიძრა მან კი ხელის შეხების საშუალება არ მისცა. მაჯაზე შემოხვია თითები და მოიშორა , მერე თავი ააწევინა , თითქოს სიმართლე თვალების ფსკერზე ეწერა და თუ მზერას დაძაბავდა წაიკითხავდა _გაიმეორე _გიღალატე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ... ისე განვიცდიდი, თვითმკვლელობამდეც იქნებ ამიტომ მივედი. ერთადერთხელ მოხდა , სულ ერთხელ გეფიცები , ჩემო სიყვარულო _ისევ სცადა სახეზე ხელის შეხება და საკოცნელადაც მისწია სახე, მაგრამ ამჯერად კაცის რწმენა ნამსხვრევებად იყო ქცეული _ვისთან მიღალატე ? _იღრიალა სრულიად უაზრო გახდა მის მიერ წამოსროლილი სიტყვები, ბრაზისგან თუ ტკივილისგან შეშლილი თავს მაინც აკონტროლებდა და რამდენჯერაც ქალისკენ დაიძმა იმდენჯერ მუშტები შეკრა და უკან დაიხია _ როდის მიღალატე ? ასე მშვიდა მეუბნები ახლა, რომ სინდისი დაგიმშვიდა ჩემმა ღალატმა და გავთანაბრდით? ერთით ერთია , შენ თავზე დამადექი მე კი ვერაფერი გავიგე იმიტომ რომ ბრმად გენდობი, არასდროს... ცხოვრებაში არასდროს დამიშვია რომ შეგეძლო . შენ , შენ _ მერე უმისამართოდ იგინებოდა , საკუთარ თავს ლანძღავდა და ვეღარ ხედავდა ოთახის მეორე ბოლოში მჯდომ ქალს. ფეხი ფეხზე რომ გადაიდო და მშვიდად ტკბებოდა სანახაობით . მისი სიმშვიდეც თავდაცვითი იყო, საკუთარ თავსაც ატყუებდა და ამ პატარა სპექტაკლით ცდილობდა თავს დამტყდარი უბედურების გადაფარვას. კაცმა მკერდზე რომ მიიბჯინა სისხლიანი ხელი და ფიზიკური ტკივილიც დაერთი სულიერს შემდეგ გადაწყვიტა დასრულება _შენ არ შეგეძლო, შენ მე გიყვარვარ და სხვის სიახლოვეს ვერ აიტანდი ! _მოიკეცა, ღრმად სუნთქავდა და სისხლისფერი მზერა ცრემლებით ედღაბნებოდა. იმდენი ფერის ტკივილი უნახავს მისი ცისფერების ფონზე ქალს, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა -ხედავ ? როგორი მტკივნეულია გიღალატოს მან ვისაც სრულიად ენდობი, თვალდახუჭული მიჰყვები , მთელ ცხოვრებას ანდობ და მთელი შენი ცხოვრებაც ისაა ... ხედავ რამდენად აფსურდია შენი ნათქვამი _მე შენ მიყვარხარ და სხვა არასდროს .ერთად გავაგრძელოთ, მშვიდად ვიცხოვროთ , ბავშვი გავზარდოთ და დავივიწყოთ ? -წყლით აავსო ჭიქა , მიაწოდა და თან ხელის ოდნავი ბიძგით დასვა სკამზე საყრდენგამოცლილი. დინჯად გადაიარა ნამსხვრევებზე, კარადიდან ბამბა , სპირტი და ბინტი აიღო . ხელი დაუჭიდა და სისხლი მოწმინდა , ინსტიქტს იყო მიყოლილი სანამ კადრებად არ გაურბინა თვალწინ მისი თითების სხვა ქალთან შეხებამ _მომატყუე _არა, შენ მოტყუვდი... ქვეცნობიერად იფიქრე, სადაც მე ვუღალატე მასაც შეეძლოო და დაიჯერე . რომ არ გეღალატა ვერასდროს მოგატყუებდი , სულ გამომიჭერდი და გამფაქტავდი , გულიანად იცინებდი _ღმერთმა დამსაჯოს _უკვე დაგსაჯა , უჩვენობაზე უარესი რაღაა .................... ორივე დაიკარგა დროსა და სივრცეში. ახსოვდათ ფრაგმენტები ერთმანეთთან საუბრის გაუცხოების , დაკარგვის მომენტები _ისე იქნება როგორც იტყვი... მთავარი შენ და ბავშვი ხართ . თუ მეტყვი ახლოსაც არ მოვალ, ვერც დამინახავ _სამუდამოდ მინდა გაქრე ჩვენი ცხოვრებიდან _თქო , რომ გითხრა დამიჯერებ? _არ მითხრა, გთხოვ _ეს დღეები რას აკეთებდი _ იმდენად იყო შეჩვეული მისი დისკომფორტის გაქრობას ახლაც მინერალური წყლით გაუვსო ჭიქა. ცოტაც და წვნიანის მომზადებას დაიწყებდა _ლოთობას გეგმავ? _რა დროს მე ვარ ... ექიმმა ისეთები ილაპარაკა საშიშროებებზე _ ყველა ორსული არის მაგ საფრთხეების ქვეშ და ექიმი ვალდებულია გაგაფრთხილოს... ჯერ_ჯერობით ყველაფერი რიგზეა, არ უთქვამს? _მითხრა კი, მაგრამ შენთვის იმდენი რამე არ შეიძლება _არ შეიძლება კი არა სასურველია რომ თავი ავარიდო _პირველ რიგში სტრესია და მე , გავქრები საერთოდ გავქრები ოღონდ გთხოვ შენებთან მაინც გადადი . მარტო ნუ დარჩები , გემუდარები _მშვიდად ვარ. შენზე მეტად ის მიყვარს მხოლოდ და ამიტომ ვსუნთქავ ღალატის მიუხედავად. მძინავს უშენოდ ცარიელ საწოლში , შენი სურნელიც კი გავაქრე ოთახიდან და ჩაფიქრებული თვითმკვლელობაც სამუდამოდ გადავიფიქრე . არაფერს მივცემ უფლებას , რომ დედობის ეს უკანასკნელი შანსი წამართვას . _რომელ თვითმკვლელობაზე საუბრობ,შენ რა მას მერე ისევ ფიქრობდი? _მნიშვნელობა არ აქვს _როგორ არ აქვს _შენი წასვლის დროა... ბავშვი რომ დაიბადება ნახავ , ჩვეულებრივად იკონტაქტებ მასთან . შენს თავს ვერ წავართმევ თორემ შენ სიამოვნებით წაგართმევდი . როცა მოიზრდება მერე შენთანაც წამოვა _მზერას ნუ მარიდებ ... წამოცდენილ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებ. მითხარი რა ჯანდაბას გეგმავდი _თავს გადაგაყვარებდი , დამივიწყებდი და მშვიდად მოვკვდებოდი ... ღმერთი გამეთამაშა უბრალოდ და გეგმა ჩამიფლავა ოცნების ასრულებით _ამდენი ხანი თამაშობდი ... ელოდი როდის გიღალატებდი _და შენც მიღალატე _ყოჩაღ ... ყოველთვის ჩემზე ჭკვიანი იყავი . გილოცავ , სწორად გათვალე ყველაფერი _სულ ეგ იყო შენი ერთგულება _სულ ეს იყო ჩემი ძალა ... დავიღალე _შენ ვერ გაუძელი ახლა კი წახვალ და აღარ მოხვალ წინააღმდეგობა არ გაუწევია იცოდა დარჩენა არ შეეძლო ნეტავ რა იქნებოდა მარიამს რომ არ ენახა, დაუბრუნდებოდა და მშვიდად განაგრძობდა მის გვერდით ცხოვრებას? ......................... რამდენიმე დღე ისე გავიდა,რომ სახლიდან არ გასულა. ორსულად იყო, დედა გახდებოდა და მასში ორი გული ფეთქავდა , ეს ამბავი აცოცხლებდა, ამ ამბის გააზრება სჭირდებოდა , დაჯერება დედა ცოცხლობდა, ქალი სანდროს გაჰყვა ... _როგორ შეგიძლია სანდროს დაშორდე _ორსულად ხარ და ახლა შორდებით? _ხალხი რას იტყვის მოეჭრება ბიჭს თავი... იფიქრებენ სხვისგან ჰყავს და თვითონ ჰქონდა პრობლემაო. იტყვიან უღალატა და დაშორდნენო მარიამ -კომენტარები არ მჭირდება უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ. არავინ და არაფერი მაინტერესებს ჩემი შვილის გარდა , შესაბამისად ყველანი განმერიდეთ ვინც ტოქსიკური აზრებითა და ქმედებებით მიშხამავთ განწყობას, დედა , მამა ... შეგიძლიათ იგლივოთ ერთად ორი განქორწინებული ქალიშვილი. მე თქვენთან გადმოსვლას არ ვაპირებ , ჩვენს სახლში ვრჩები , არ იღელვოთ სულ რომ ქუჩაში დავრჩე თქვენს ქაოსში არ შემოვბრუნდები იღიმოდა და მშვიდად ეუბნებოდა სათქმელს _ სამყარო რომ დაიქცეს მე ნუ დამირეკავთ , ყოფილ სიძეს შეგიძლიათ ისევ მიმართოთ უარს არ გეტყვით დახმარებაზე აი მე კი დამივიწყეთ _ორსულად ხარ ? ანუ შენც გყავს ბავშვი მუცელში მარიამ მამიდა? _ გოგონები მის წინ გაჩნდნენ , პატარები ფეხებზე მოეხვივნენ . ყველას სათითაოდ ჩაეხუტა ,მათგანაც მიიღო სითბო და კოცნები _კიდევ ერთი პატარა გეყოლებათ _ჯერ ნატა მამიდას ბიჭი და მერე შენი ხომ? _ხო , ნატა მამიდას მალე ეყოლება თავისი ბიჭი და მე ჯერ არ _ბიჭია თუ გოგოა ნეტავ? _მე ვფიქრობ რომ გოგოა ... მე და სანდროს გოგო გვინდა _ინსტიქტურად თქვა , ჯერ კიდევ ბავშვს ეხვეოდა უცებ რომ იგრძნო ტკივილი სადღაც შიგნით, არაფიზიკური , არახორციელი და ყველაზე მძიმე "_თუ გადაწყდა , რომ პირველი აუცილებლად გოგონა იქნება ისიც გეცოდინება რას დავარქმევთ ? _ევა ,ჩვენ პირველ ქალს სხვა რა უნდა ერქვას _აი ეს უკვე სერიოზული გეგმაა , პირველი გოგონა პირველი ქალის სახელით " _სიცოცხლის მომცემი, ევა _ჩუმად თქვა მოგონებებიდან თავის დაღწევის შემდეგ და მუცელს ფრთხილად შეეხო თითებით. არავის მოსმენა სურდა, არც სიხარულისა და არც დარდების გაზიარება. საკუთარ თავთან დარჩენის გარდა არაფერი სურდა. ბინის კართან დაუხვდა ნათია. ვინ იცის რამდენ ხანს ელოდა , უყურებდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა . მოეხვია, სიმშვიდე იგრძნო, სანდროსთან სიახლოვე და მისი სითბო. _მართალია ?დედა ხდები _ თავზე მოეფერა და მზერა გაუსწორა _დედა ვხდები, დე _ ზუსტად იცოდა ქალი სანდროსთან განშორებაზე არაფერს ეტყოდა. იქ მხოლოდ სიხარულის გაზიარებისთვის იყო და სხვა კითხვა არ ჰქონდა . _არ შემოხვალ? _მარტო ყოფნა გირჩევნია, ვხვდები... მინდოდა უბრალოდ მენახე და მეთქვა, რომ მე სულ შენთან ვიქნები როგორც კი დაგჭირდები მაშინვე _ვიცი , მიყვარხარ ... _სანდრო ჩემთანაა _ხვალ ექიმთან მივდივარ , მისამართს და დროს მივწერ ................... იმ დღის შემდეგ პირველად ხედავდა. კლინიკის დერეფანში გამოჩნდა , ჩაბნელებული მზერით სინათლის სხივს ეძებდა , შორიდანვე იგრძნო მისი მზერა და მანძილის შემცირებასთან ერთად გულისცემა უჩქარდებოდა. არასდროს ჰქონიათ ისეთი მდგომარეობა სანდრო ,რომ დამნაშავის ამპლუაში ყოფილიყო . ეს იყო სრულიად ახალი, ამქვეყნიური ჯოჯოხეთის კიდევ ერთი უცნობი სივრცე . სულისშემხუთველი, ცეცხლის ალში გახვეული . ისე შევიდნენ ექიმთან ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. გინეკოლოგს ესაუბრებოდა , სანდრომაც დაუსვა რამდენიმე შეკითხვა და მისი ხმის გაგებისას მონატრება იგრძნო. კიდევ უფრო მეტად აფორიაქდა, ინსტიქტურად გახედა და მანამ უყურებდა სანან მის თვალებს არ შეეჩეხა. ეხოსკოპიის გადაღების დროს ეკრანს უყურებდნენ , სანდრო კი ხელებს ძლივს იმორჩილებდა მარიამს რონ არ შეხებოდა. თვალი გაურბოდა მისი თითებისკენ , უნდოდა შეხებოდა, ჩახუტებოდა, მოფერებოდა. იმდენი რამ ჰქონდა სათქმელი, იმდენი ემოცია გასაზიარებელი . _მარიამ _ტოქსიკოზი მაქვს , ყველა ჯერზე როცა ღებინება მეწყება მგონია რომ ჩემ ზურგს უკან დგახარ და მეხმარები . თავბრუსხვევას და გონების კარგის შეგრძნებასაც ასე ვებრძვი, საყრდენად წარმოგიდგენ ... შევეჩიე , სულ იყავი და დაცემის უფლებას არ მაძლევდი , მარტო გამკლავებაც შემძლებია _ დერეფანში გამოსვლისას უთხრა და კიდევ ერთხელ დააკვირდა _ ჩვენ უშენოდ კარგად ვართ , შენ უჩვენოდ ნადგურდები _ სამსახურიდან გამოსული ერთი შეხედვით კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მარიამი მისი დგომითაც კი ხვდებოდა რამდენ წუთს ეძინა , როგორ ჰქონდა გონება გადაღლილი, რამდენად მძიმე იყო მისი ანარეკლი _იქნებ შენებთან გადახვიდე, მარტო არ იქნები ... _ჩვენი ბინის ყველა კუთხე კომფორტისთვის შევქმენით . სხვაგან გადასვლას არ ვაპირებ . უშენობას ვუმკლავდები , მარტო არ ვარ , ყველაზე მნიშვნელოვანი მყავს ...ერთადერთი ვინც შენზე მეტად მიყვარს და ვის გამოც ვიცოცხლებ , ვინც არის სიცოცხლე , ბედნიერება , ყველა'ფერი ერთად _რამე რომ მოხდეს? ცუდად რომ იგრძნო თავი და მარტო იყო ... _ვიცი, შენ ნებისმიერ დროს მოხვალ _მარიამ _ზურგი რომ აქცია ქალმა მაშინვე წინ გადაეღობა _იქნებ პროცესი შევაჩეროთ _შენ უკვე დაასრულე , ფურცელზე ხელმოწერის დროს რა მნიშვნელობა აქვს სანდრო _გთხოვ _მე რა შემიძლია , როცა შენ წახვედი... .......................... _მარიამ მასწავლებელს თქვენთვის აქვს ახალი ამბავი , რომელიც პირველებმა მინდა გაიგოთ _ოთახის ცენტრში იდგა და ბავშვებს უყურებდა _არ გვითხრათ რომ გვტოვებთ და სხვა მასწავლებელი მოვა თქვენს მაგივრად... არ გვინდა ჩვენ სხვა მასწავლებელი _ სამწუხაროდ ინფორმაცია უკვე ჰქონდა ერთ_ერთს და სხვებისთვისაც ეთქვა ცუდი ამბავი _რატომ მიდიხართ მასწავლებელო? _ყველანი კარგად ვსწვლობთ ჭკვიანები ხართო არ გვეუბნებით? _ხო და არც გვიბრაზდებოდი ... _არ წახვიდეთ რა _იმაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ვიდრე ელოდა, არადა ყველაფერი მზად ჰქონდა. განცხადებაც ჩანთაში ედო და მხოლოდ ბავშვებთან დამშვიდობება რჩებოდა _თქვენ არაფერ შუაში ხართ ... მე თქვენ გამო არ მივდივარ. თქვენ ყველაზე გონიერი, ჭკვიანი და საყვარელი ბავშვები ხართ . მე უზომოდ მიყვარხართ , სულ მემახსოვრებით და არასდროს დაგივიწყებთ, მაგრამ არ შემიძლია დარჩენა და მუშაობის გაგრძელება. როგორც კი შემცვლელს იპოვნიან მე წავალ _რატომ მიდიხართ _დამშვიდდით, არ იტიროთ კარგი ? თორემ მეც ვიტირებ და ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძელება _ უკვე ტიროდა და ცრემლებსაც იმშრალებდა. სულ დაებინდა თვალები ბავშვების გულწრფელი ემოციები რომ დაინახა. მერე ერთად წამოიშალნენ და მოეხვივნენ _სადმე გადადიხართ? _თქვენც დედაჩემივით ქვეყნიდან მიდიხართ? _თუ ქალაქიდან გადადიხართ _ისევ დიდ ბავშვებს უბრუნდებით? _დამშვიდდით , დასხედით ... შევწყვიტოთ ტირილი . ჯერ ხომ არ მივდივარ არა? _ავად ხომ არ ხართ_ერთ ერთმა ჩუმად თქვა , მაგრამ ყველას გაჩუმება მოახერხა მისმა შეკითხვამ იმდენად შეაშინა ყველა _მე ავად არ ვარ, ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ იმიტომ , რომ მე დედა გავხდები... შვილი მეყოლება რომელსაც სჭირდება გარკვეული პირობები _ორსულად ხართ მასწავლებელო? _მუცელში ბავშვი გყავთ? _დედაჩემს ჩემი ძმა რომ ჰყავდა მუცელში სამსახურში დადიოდა ... თქვენც იარეთ რა მოხდება , გთხოოვთ _ჩვენც ხომ გიყვარვართ მასწავლებელო , არ დაგვტოვოთ რაა _ ანი ისევ ტიროდა და მარიამიც ძლივს იკავებდა თავს მეორედ რომ არ დაეწყო ქვითინი _მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ ... შეუძლებელია რომ არ მიყვარდეთ _მაშინ დარჩით _ხო , ცოტა ხნით წადით და მერე დაბრუნდით _დაბრუნდით და ბავშვიც თან გყავდეთ _მე ვიცი როგორ დავაძინო ბავშვი... ჩემ პატარა დას ვაძინებ ხოლმე _ჩვენ მივხედავთ და გაკვეთილებსაც ვისწავლით _დაგვპირდით , რომ არ წახვალთ _ვეცდები რომ დავრჩე , მაგრამ ვერაფერს დაგპირდებით... არ მინდა მოგატყოთ მინდა იცოდეთ სიმართლე ........................ _რატომ ემშვიდობები ბავშვებს როგორ გიყვარს შენი პროფესია... დეკრეტული აგეღო _მიყვარს , მიჭირს მათთან დაშორება მაგრამ არ შემიძლია საფრთხეს ვერ შევუქმნი ნაყოფს. ამ ვირუსების, უამრავი დაავადების და გადაღლილობის ... ყველაფრის ერთად მეშინია და ბავშვებთან კონტაქტისას შეუძლებელია დაიცვა დისტანცია. გზას ფეხით გავდივარ მანქანით კიდევ უფრო უარესია. მინდა დავისვენო, რეჟიმისგან შორს ვიყო და შევქმნა პირადი კომფორტის ზონა ჩარჩოების გარეშე, მოვალეობებისა და ვალდებულებების _ასე როგორ იცხოვრებ... ჩვენთანაც არ დადიხარ _ნუ ღელავ ნატა სახლში არ გამოვიკეტები უბრალოდ ვეცდები ჯანმრთელმა გავატარო ეს ცხრა თვე და ვიზრუნო საკუთარ თავზე. _სახლში ყოფნამ შეჩვევა იცის და უმოძრაობა არ არის კარგი _დამშვიდდით რძალ_მული, არ ვაპირებ დეპრესია დავიბრუნო _რამე თუ დაგჭირდება და ხათუნას ნერვები არ გექნება ჩვენ დაგვირეკე და რომელიმე გამოვალთ , უფრო სწორად ნინი გამოვა და მე ბავშვებს დავიტოვებ. უკვე ისე მიჭირს გადაადგილება _დივანზე იყო მიყრდნობილი და ფეხები წინ ჰქონდა გაშლილი _ისე დავშუპდი ... ადრე ასე არ ვიყავი _ექიმი რას ამბობს, ხომ არაფერი შეცვლილა _ასე თუ დარჩება ვიმშობიარებ ჩვეულებრივად თუ შემობრუნდება გამიკეთებს საკეისროს... _ისე საუბრობს თითქოს მშობიარობა ორ წუთიანი საქმეა _ორივე მარტივად გავაჩინე და შენ იმდენ რამეზ ეფიქრობ უკვე არ ვიცი რა იქნება _ხო პირველზე მეც ძალიან ვნერვიულობდი და გამიჭირდა კიდეც და მეორეს დროს არ ვაქცევდი ყველაფერს ყურადღებას ჩვეულ რეჟიმში ვცხოვრობდი და მალევე ვიმშობიარე _მე თქვენგან განსხვავებით ბავშვი აღარ ვარ , თან ჩემი მდგომარეობა სულ სხვაა და მეტი შანსი დედობის ნამდვილად არ მექნება. ეს ერთი მომცა ღმერთმა და სამყარო რომ ამოყირავდეს მე მის გარდა არაფერზე ვიფიქრებ. შენ ეცადე ძალიანაც არ მოდუნდე ამ ბოლო კვირაში ნუ გადაიღლები ... ნათია ხომ არ გეჯუჯღუნება _არა , მთლიანად შენზეა გადმორთული _გვიშველია მე და სანდროს შენთვის ... სხვა რა ხდება , გიგას ელაპარაკები? _მე არა, ბავშვები ელაპარაკებიან _ზის და უსმენს ... მერე ტირის _მენატრება და რა ვქნა ... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები . მეშინია უცებ ად დანებდეს და თავს რამე არ დამართოს , ან ამდენი წამების მერე ისევ არ დაიწყოს . იქაურობას აჩვენებდა ბავშვებს იმდენი რამეა , ისეთი ცენტრია ტკივილები რომ არ ჰქონდეს ნამდვილად კარგად იქნებოდა. ადრე ხატავდა , გახსოვს? დედამისს ხომ ყველაფერზე დაყავდა თუ რამე არსებობდა სანამ მის ნებაზე დადიოდა და ყველაფერს იხსენებს რაც მისმა უაზრო ძმაკაცებმა და ქუჩამ წაართვა. _გუშინ ამანათი მივიღეთ ... ნახატები გამოუგზავნა ბავშვებს _ნინაც ხატავს , სექტემბრიდან მასწავლებელთან მივიყვან _არ იტირო ახლა გთხოვ _ყველაფერზე მეტირება _მე ახლა ვარ ეგრე და შენ მშობიარობის წინაც არეული ხარ? _სულ ტირის მარიამ, რომ იცინის მერე უცებ ტირის ... მართლა არ ვიცი რას დავაბრალო დავიჯერო მარტო ორსულობის გამოა? მე არ ვიყავი ეგრე _შენ ისედაც იშვიათად ტირიხარ _გენატრება და არ აღიარებ _ახლა რამე რომ ვთქვა მარიამი გაცოფდება _რაც გინდა ის გააკეთე თუ გინდა ჩააკითხე და იქვე შეურიგდი ... _ვერ ჩავალ... მარტო უნდა იყოს და ყველაფერი შეაფასოს. ისე არაფერი გამოუვა _თორემ გავარდებოდი ხომ? _ყველა შენნაირი ვერ ვართ...სანდროსმსგავსი რომ იყოს არასდროს დავშორდებოდი შენ კი არც კი ვიცით რატომ დაშორდი იდეალურ კაცს, რომელსაც სამყაროში ყველაზე მეტად უყვარხარ _ამოიწურა ჩვენი დრო და იმიტომ დავშორდი. აუცილებელი არაა წიხლებით შემდგეს , მაგინოს, დამამციროს _საიდან მოიტანე ... ნანატრ ბავშვს ელოდებით და ახლა თავიდან უნდა დაგეწყოთ ყველაფერი, ბედნიერებით აივსებოდით რა ამოწურვაზე საუბრობ. სულ არ გებრალება სანდრო? ეგოისტი ხარ შენ , თითქოს უშვილობა მხოლოდ შენ გაწუხებდა და სანდროს არა, თითქოს ახლა შენ გვერდით ყოფნა და ბავშვის გაზრდაში მონაწილეობის მიღება არ უნდა _ყველას ორსულობა და ჭირვეულობები გამოიარა... თემო ვერ იჭერდა ბავშვს სანდრო რომ მეხმარებოდა ხოლმე. ნებისმიერ დროს შემეძლო დამეტოვებინა ბავშვები მასთან, არ შემეშინდებოდა რომ რამეს ვერ გააკეთებდა. _მამობისთვისაა დაბადებული და ახლა დაშორდი ... უგულო ხარ . რაც გინდა ის თქვი , ასეა ეს ! შენ პრინციპებს წირავ ყველაფერს, ჯიუტად მიიღებ გადაწყვეტილებას და მერე მორჩა _შენ სჯობს შენ თემიკოს მიხედო შენ შენს გაგას , რომელთან შერიგების სურვილიც გკლავს და როგორ მაინტერესებს იმ ყველაფრის მერე ისევ როგორ გავხდებით ერთი ოჯახი. _არაფერი მითქვამს მე შერიგებახე... უბრალოდ მენატრება , ახლა როცა ყველა თავის ნათელ მხარეს აბრუნებს _არ გინდა კარგი გიგა დაკარგო და სხვას ჩაუგდო ხელში... არ გიცნობდე მაინც . ამდენი ეწამე და ახლა თუ მართლა შეიცვლება შენ გიგას დამთმობი არ ხარ, ღმერთი რომ ჩამოვიდეს და გითხრას ერთ დღეს შეიძლება გაგიჟდეს და მოგკლასო მაინც გარისკავ . ვის ატყუებ, მომენტს ელოდები უბრალოდ თორემ გეგმაც გექნება ზუსტად როდის შეურიგდები და მერე სად განაგრძობთ ცხოვრებას _ადამიანი თუ გიყვარს და გაღელვებს შეცდომის მერე არ უნდა კრა ხელი... მე უბრალოდ არ უნდა მომეთმინა ის რაც მოვითმინე და მე რომ აქამდე დავშორებოდი ის არ მივიდოდა ამ მდგომარეობამდე. უჩემოდ ცხოვრებას ვერ შეძლებს _რომელი ხართ თქვენში მანიპულატორი საკითხავია ეგეც...მე ჩემი ნათქვამი მაქვს, შენი ცხოვრებაა მე აღარასდროს ჩავერევი _ნინიმაც ხომ აპატია და ხედავ როგორც შეიცვალა თემო ... სჯობდა დაშორებოდა ერთი სულელური ქცევის გამო? _იცი , რომ მიღალატა _ გაჩერდა, უყურებდა და მერე გაეცინა _ სანდროსთან მეგობრობ, დააცდენინე საიდუმლო არა? აღსარება გამოსტყუე... რაო რა გითხრა , როგორ მოხდა სხვა ქალთან შეხება რომ ვიფიქრე და განვახორციელეო . აგარაკზე ასვლამდე როგორ არ გადავიფიქრე , რამ არ გამინათა გონება თუ ისევ მიყვარდა და მინდოდა მარიამიო . არ თქვა რომ ისიც თემოსავით პატარა და სულელია, ან შენი ქმარივით წამლებით იყო გაბრუებული და ამან შეუცვალა ცხოვრების წესი _რას ამბობ... სანდრომ გიღალატა? _ ნინი გაოგნებული იყო ნატა კი არაფერს ამბობდა, მარიამმა გამოიჭირა _არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის რომ გიღალატა და შერიგებას ვერ გთხოვს , დაგკარგა _იცის , შენ რატომ ვერ გაგაგებინა ეგ მე ვიცი. თქვენ ყველაფრის პატიება შეგიძლიათ, საქმე პატიებაში არაა თორემ მეც ვაპატიე როცა არ პატიობ გეზიზღება მე კი სანდრო თუ შემძულდება ვერაფერი მეყვარება . მთავარი ისაა , რომ სხვასთან ყოფნა შეძლო და ჩემთან დაბრუნებას აპირებდა _არაფერი გაგიკეთებია გადამწვარი გონებით? შეცდომა არ დაგიშვია თითქოს... კაცს საერთოდ ტოვებდი მარიამ , კვდებოდი მეტი ღალატი რაღა გინდა თუ ეგრეა ხომ აღარ გეყო ცხოვრების გასაგრძელებლად, ჩიხში რომ შეხვედი ისიც ხომ დაგავიწყდა იმ წუთებში . მე ვერაფერი დამაჯერებს , რომ სანდროს ვინმე უყვარს შენზე მეტად ან კიდევ შენ იქნები მის გარეშე ბედნიერი _კამათს არ ვაპირებ...თავად იცის მე რას ვფიქრობ და ამიტომ წავიდა უსიტყვოდ. _ოფიციალურად მაინც ნუ განქორწინდებით, ის თუ შეიტანს სარჩელს და მოაწერს ხელს მე მოვაწერო _ამიტომ ხარ აქ? აპირებ შუამავალი იყო და შეგვარიგო ? _მე მინდა დრო არ დაკარგოთ უერთმანეთოდ და არ დაიღუპოთ თავი ახლა , როცა ბავშვს ორივე სჭირდებით _ბავშვს ეყოლება მამა გვერდით ... იმსახურებს შვილთან ყოფნას და ჩემთან არ ! _მე არ მჯერა _ნინი, ძვირფასო მეც არ დავიჯერებდი რომ არ მენახა ... მოღალატე სანდროს მაშინვე ვიგრძნობდი , უსიტყვიდ და უფაქტოდ . მხოლოდ იმას ვნანობ რომ ვერ დავუშვი , მეგონა სხვა გზას იპოვნიდა _თვალები დახუჭა , მერე გაეღიმა და ნელა წამოდგა სავარძლიდან _ ჩემო ნინიკო ასეთი გაოგნებული ნუ ხარ . ეს რეალობაა, ადამიანია ასეთი ერთი სვლით რომ შეუძლია ყველაფრის ჩამონგრევა _აბა რა გეგონა რის გამო დაშორდებოდნენ ... _არ ვიცი , არაფერი მიფიქრია მართლა _კარგით რადგან ყველაფერი გაირკვა. დაველოდები შენ მშობიარობას, მერე გიგასთან შერიგებას და მე ტყუილად ნუ დამხატავს მაინც არ შევიყვარებ თავიდან . _ბავშვებმა უთხრეს ორსულად რომ ხარ და ძალიან გაუხარდა _მჯერა ... ბავშვები აქამდე რატომ არ მოგყავდათ _გაციებულები იყვნენ და ვირუსებისგან შორს გამყოფებთ დაო _მამიდა შენს მუცელშიც ისე მოძრაობს ბავშვი როგორც ნატასთან? _არა მამიდა, ჯერ არა ... ნატას ბიჭი დიდია უკვე და ჩემი გოგონა სულ პატარაა _მერე რომ გაიზრდება ხომ მომაფერებინებ? _რა თქმა უნდა ... _სანდლო ლოდის მოვა? _ნატას პატარამ იკითხა და პასუხს დაელოდა _სანდრო დაურეკოს დედაშენმა და გნახავთ, მასაც მოენატრებოდით ყველანი ... წაგიყვანთ სადმე სასეირნოდ . _მთვრალი თუ არ იქნება კი _ ნატამ ისე თქვა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა , არადა მარიამის გასაგონად ამბობდა _დამეხმარე ნი წამოვდგე და წავედით _ნამდვილად ხათუნას შვილი ხარ, ბომბს მიტოვებ და მიდიხარ _ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ იქნები, ესაა ცხოვრება და ბავშვიც უნდა შეეჩვიოს ყველაფერს. ბროლის თოჯინა ვერ იქნება ადამიანს გააჩენ ამ დაუნდობელ სამყაროში ............................. _შეიძლება ? _ბატონო გიორგი, თქვენ ჩვეულებრივ მოკვთავთა საცხოვრებლებსაც სტუმრობთ? _ სუნამოს სურნელი იგრძნო წამსვე და ყოფილ მაზლს ცხვირაბზუებული დაუხვდა _თუ ეს მოკვდავი ჩემ ნანატრ ძმისშვილს ატარებს მუცლით ... ჯურღმულშიც ჩავალ _ მოეხვია და მუცელზე მიაბჯინა ხელი _ ასე ჯერ ვერაფერს ვამჩნევ , მაგრამ მთავარია გამოგივიდათ _არ ვიცოდი საქართველოში თუ იყავი _რომ გავიგე ჩამოვედი ... სანდრო ვერ არის კარგადო დედამ მითხრა და ვიფიქრე ჩავალ გავიგებ რა გაუჭირდა ჩემ იდეალურ ძმასთქო. შენ გარდა ვინ გამოიყვანდა მაგას მწყობრიდან, სულ დალაგებულ_დავარცხნილი ცხოვრება ჰქონდა რომ უქროდა და დაგრიალებდა მაშინაც კი _და აქ რისთვის ხარ დანაშაული რომ ამკიდო? სხადნიაკი გვაქვს, ბაბუ? _ვგიჟდები შენს იუმორზე და იმაზეც ყველა ფეხზე რომ გკიდია _როდის მერე ინტერესდდები შენი ძმის კეთილდღეობით... მთელი ცხოვრებაა ამწარებ და პატარა ბავშვივით ცდილობ გააგიჟო . _ახლა როცა თავადაა არეული ვცდილობ გვერდით დავუდგე , კი მართალია ყველა ფეხებზე ვკდივართ შენ გარდა , მაგრამ მე მაინც ჩემსას ვეცდები _შენ არ იყავი დაშორდიო რომ ჩასჩიჩინებდი? მეგონა მიულოცავდი გათავისუფლებას _ახლა რა დროსია ... მე თავიდანვე ვეუბნებოდი არ მოიყვანო დაგიმონებს_თქო , მაგრამ არ დამიჯერა და კიდეც გამოიკეტა თავი ტყვეობაში. ახლა როგორც ყველა მონასა და მორჩილს უჭირს _მიყვარს პირდაპირი რომ ხარ ... მეც პირდაპირი ვიქნები და გეტყვი, ტოქსიკოზი მაქვს და შენ ძვირადღირებულ სუნამოს სუნზე გული მერევა. ვიცი მე ჩვეულებრივი გლეხის ქალი ვარ და ეგ სუნამო ათასობით ევროს ღირებულების იქნება სადღაც საფრანგეთის ცნობილ ბრენდულ მაღაზიაში შეიძენდი ან რომელიმე საყვარელი გაჩუქებდა მიღებული სიამოვნების სანაცვლოდ... შენ ხომ ის ბიჭი ხარ სასწავლებლად რომ გაუშვეს , იქ ვიღაც ქალმა დაითრია და მერე უცებ ბიზნესმენად მოგვევლინა _ ყველაფერი ერთად თქვა, ფანჯარასთან იდგა და ცდილობდა ღებინების შეგრძნება გადაეგორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა _სანდრო ცუდადაა, ჭაობში ეშვება ნელ_ნელა და შენ თუ გიყვარს ზუსტად ახლა არ უნდა დატოვო ... _სანდრომ რომ გაიგოს აქ მოხვედი და ეს საუბარი გამართე , დიდხანს აღარ დაგელაპარაკება, იცი ხომ? _ ვერ გაუძლო, სწრაფად გაიქცა სააბაზანოსკენ და მერე მანამ აღებინებდა სანამ ძალა არ გამოეცალა _ჯანდაბა რა გავაკეთო ... რა ვქნა _ახლოს არ მომეკარო , ისევ გული ამერევა მაგ სუნზე _ ნელა წამოდგა, ნიჟარას დაეყრდნო, მერე პირზე წყალი შეისხა და ნელ_ნელა თავბრუსხვევამაც გაუარა _ცუდად ხარ ? ექიმთან წაგიყვან რამე არ დაგემართოს _მე უბრალოდ ორსულად ვარ გიორგი , ტოქსიკოზი მაქვს _და ასე აღებინებ სუულ? _სულ არა, როცა ბევრს ვჭამ და კუჭი გადამევსება , აუტანელ სუნს რომ ვგრძნობ და რაღაცის გემო თუ არ მომეწონება უცებ _პირი შეიმშრალა და უკან დაბრუნდა , გაეცინა ბიჭმა დისტანცია რომ დაიცვა _ რას ვამბობდი? მოკლედ კარგად ვართ მე და შენი ძმის შვილი . როგორც გაიგე შენ ძმას ბავშვის ჩასახვის პრობლემა არ ჰქონდა, უპოვნე ვინმე მილიონერი ევროპელი ქალი და ყოველ წელს გეყოლება ძმის შვილები . წაიყვანე თან, დაიბრუნე მოგულავე ძმა და დატკბი ცხოვრებით _არ უბრუნდება ძველ სანდროს თორემ მე სიამოვნებით გავაკეთებდი მაგ ყველაფერს... _ჩემგან რა გინდა გიორგი , რისთვის მოხვედი _დაელაპარაკე მაინც, უთხარი რამე არ ვიცი ... შენ გარდა არავინ აინტერესებს და მე რა ვიცი რა დაემართა . სულ ვეუბნებოდი არ უყვარხარ მაგას ისე როგორც შენ გიყვარს_თქო და აჰაა , შენ კი ცხოვრობ მის გარეშე _თავად იცის რაც უნდა გააკეთოს და რა შეუძლია რომ გააკეთოს _არ იცის , სინდიდის ქენჯნა მაგან საერთიდ არ იცის რას ნიშნავს, ცხოვრებაში არაფერი მიუქარავს მერე სირცხვილის გრძნობა რომ გასჩენოდა და ახლა კვდება _ყველანი თუ შეეშვებით და ადროვებთ მოვიდეს გონს მიხვდება როგორ განაგრძოს ცხოვრება უჩემოდ და შესანიშნავად გამოუვა. დამშვიდდი, გაუვლის . ეს მიუტანე _ ეხოსკოპიის სურათი აიღო და უკან დააწერა "სიცოცხლის მომცემი, ევა" . _გოგოა? აბა ჯერ არ უთქვამს ექიმსო? _არ უთქვამს, მაგრამ მე ვიცი _იქნებ ბიჭია , ძიას კაცს რატომ ეძახი ევას _გიორგი , ჩემი შვილი გოგონაა და ბიჭი სხვა ქალებთან ჰყავდეს თუ გინდა დაუკვეთე ან თავად გააჩენინე რომელიმეს... რატომ არ გინდა შვილი გყავდეს? _შენნაირი უმადური ქალების შიში მაქვს , ზედ რომ გადავყვე, ცხოვრება მივუძღვნა და პირველივე შეცდომისას დამადოს _ვიცი გიყვარვარ და ჩემზე მეტად ვერცერთ რძალს შეიყვარებ, დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება _ ღიმილით უპასუხა და ხელები გაშალა_ჩაგეხუტებოდი , მაგრამ სუნთქცას დიდი ხნით ვერ შევიკრავ _ნამდვილად კარგად ხარ ? _კარგად ვართ მეც და ბავშვიც გიორგი 17 წლის იყო მარიამმა და სანდრომ ერთმანეთი რომ გაიცნეს. ეგოისტურად უყვარდა სანდრო , სულ მის გვერდით იყო და მარიამზე ეჭვიანობდა თავიდანვე , მაგრამ მაინც ყველაზე მეტად უყვარდა გოგო. იზრდებოდა და მაინც ბავშვივით ჭირვეული რჩებოდა, არასერიოზული ჩანდა მისი ცხოვრება სანდროს ყოველდღიურობასთან შედარებით. სულ სხვა სამყარო ჰქონდა, სხვა გეგმები და მიზნები . ახლა კი მათი დაშორების ამბავი რომ გაიგო არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. არ ელოდა ამდენად მტკივნეული თუ აღმოჩნდებოდა ეს ამბავი. _არ გძინავს ვიცი _ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა და მისგან ზურგით მყოფს გვერდით მიუჯდა _გადმობრუნდი რაღაც უნდა მოგცე _არ მაქვს ახლა შენი თავი , დაღლილი ვარ _მარიამთან ვიყავი _ამ სუნით რამ მოგაფიქრა ორსულ ქალთან მისვლა , იდიოტი ხარ? _მე რა ვიცოდი შე ჩემა _ტოქსიკოზი აქვს ... ცუდად გახდა? _ხო, მაგრამ კარგად ვარო _რა გინდოდა , მიხარია რომ დაშორდითო უთხარი ? _არ მიხარია ... ეს გამოგიგზავნა _ წამოდგა , სურათი დატოვა და კარისკენ დაიძრა _ იაზროვნე რა , ნუ გაიჭედე ... იმოქმედე . ან შერიგება აიძულე ან პირდაპირ დაბრუნდი და მორჩა რამდენიმე დღე , მარტოობა ხალხმრავლობაში. უამრავი აზრი, ქაოსი და სრული სიცარიელე გამთენიისას ტოვებდა სახლს კორპუსის წინ ჩერდებოდა და ქვემოდან უყურებდა ფანჯრებს, მარიამის ანარეკლის გამოჩენის იმედით. ახლაც იქ იდგა , ელოდა როდის გამოჩნდებოდა, წარმოიდგენდა სარკის წინ მდგომს, ერთ სხეულში ორს , არეკლილ ანარეკლს და მის უკან საკუთარ სიცარიელს. კარი გაიღო, აივანზე გამოვიდა ვარსკვლავებს ეძებდა ცაში შემდეგ კი სანდროს დედა’მიწაზე. ........................................ …………………………………… სასაცილო ამბად უნდა დარჩენილიყო კლასელის საგულშემატკივროდ სტადიონზე მისულს ასი კაციდან ერთს , რომ მოხვდა მთელი ძალით დარტყმული ბურთი , მაგრამ სანდროს დამსახურებით რომანტიკულ გაცნობის ისტორიად იქცა . პირველი მოვიდა გონს, სათადარიგოების სკამზე მჯდომი გაიქცა დახმარების ინსტიქტის დამსახურებით გონება უჭრიდა და თან ჰქონდა ცივი წყლით სავსე ბოთლებიცა და სკოლის ექიმის ჩანთაც კი , რომელიც იგივე ტემპით ნამდვილად ვერ დარბოდა. ტკივილისგან ღონემიხდილი რომ დაეცა ხმები ესმოდა, მაგრამ თვალების გახელის უფლებას სირცხვილის შეგრძნება არ აძლევდა. მანამ იწვა გაშეშებული და ჩაესმოდა დაქალის კივილი სანამ სანდროს უცნობი შეხება არ იგრძნო , მისი ხმა კი იმდენად სასიამოვნოდ ჩაესმა ინტერესის ამბავი გახდა მშველელის დანახვა _დამშვიდდით... სუნთქვის საშუალება მიეცით _ ცივი თითებით ეხებოდა სახეზე, არეული თმა მოაშორა და ცხვირზე ცივი წყლით დასველებული ნაჭერი დაადო _ იმედია გატეხილი არ იქნება შენი ლამაზი ცხვირი თორემ ძმაკაცს შარს ვერ ავარიდებ _ უკვე თვალებში უყურებდა მის მაჯაზე ჰქონდა თითები მოხვეული, პულსს უზომავდა და საკუთარი მაისურით უქმნიდა ჩრდილს. ის კი არ იცოდა ნახევრად შიშველი რომ უფრო შეუკრავდა სუნთქვას ვიდრე მაისის მზის სხივები _ღრმად ისუნთქე, ნუ გეშინია _მაჯიდან მტევანზე გადავიდა,სულ ოდნავ მოუჭირა გაყინულს და ხელისზურგზე ცერით მოეფერა _ მზის შუქი თვალებზე ხვდებოდა და მისი ცისფერები კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ცრემლები იქნებ მანამდეც მოსდიოდა, მაგრამ ახსოვდა , როგორ ატირდა იმ წამს . სირცხვილისგან, ტკივილისგან, უცნობი ბიჭის მიერ მოხდენილი ეფექტისგან თუ უბრალოდ ცხვირის დეფორმაციის შიშისგან , მაგრამ ფაქტი იყო , ყველას ახსოვდა მისი მოთქმა. დაქალები ეხვეოდნენ, ის კი იქვე იდგა დამწუხრებული სახით და მერეც არ მოშორებია. როგორც გაირკვა საავადმყოფოში სწორედ მამამისის მანქანით წაიყვანეს. პირადად იმ დღეს აღარ უნახავს და სახლში დაბრუნებამდე არც გახსენებია მისი მნათობი ცისფერი თვალები , მაგრამ მთელ სამეგობროს ახსოვდა ორშაბათს სკოლაში გამოჩენილი ორი უცნობიდან ყვავილები , უდანაშაულო მას , რომ ეჭირა და დამნაშავეს მხოლოდ გულწრფელი ბოდიში ჰქონდა თან _მაგრად გამიტყდა , გეფიცები თამაშიდანაც ვერ გამოვედი ... მოკლედ იმედია მაპატიებ რა და სადმე თუ გადაიკვეთება ჩვენი გზები ჩემზე გაბრაზებული არ იქნები _ძალიან ცუდად კი გამოვიყურები ,მაგრამ მთავარია გატეხილი არ არის და რომც იყოს ხომ ვიცი შემთხვევითობა იყო _ გაწითლდა ,იმაზე მეტად ვიდრე მისი შეშუპებული ცხვირი . სანდროსკენ გაურბოდა მზერა, რომელიც შენობიდან გამოსვლის წამიდან ჯიქურ უყურებდა _იმედი გვქონდა შენი გონიერების ... ამიტომ ვართ აქ და ეს შენ_ვარდისფერი, უნაზესი ვარდების თაიგულთან ერთად ქაღალდის პატარა ყუთიც გადასცა ცისფერთვალებამ , როგორც აღმოჩნდა იქ შოკოლადებთან ერთად პირადად მისი დაწერილი წერილიც იდო. _საჭირო არ იყო, გმადლობთ მოგვიანებით გაირკვა ბატონი დამნაშავე რატომ იყო ასეთი ყურადღებიანი და საით გაურბოდა თვალები . ერთ მშვენიერ მეგობართან ერთად გამოეცხადა შეყვარებულის სტატუსით . _აი თურმე რომელ შეხვედრაზე ამბობდი და რატომ არ გინდოდა გაბრაზებული ვყოფილიყავი _შენი ალქაჯი და ჩვენი მომავალი მეჯვარე რომ იქნებოდა ვიცოდი , რას ვიზამთ უნაკლო არავინაა და ჩემ გოგოს ეგ ერთი დაქალი აქვს მინუსად _ეგ დაქალი ჯერ კიდევ შარშან აფრთხილებდა თავის სულელ დაქალს არაა ეგ ფეხებგახრილი ბიჭი შენი შესაფერისი_თქო , მაგრამ არ მისმინა და რას ვიზამთ . ჩემი დის ცხვირიც ლამის შეიწირე, დაგვრჩებოდა გოგო გაუთხოვარი და ხომ გაუსკდებოდა მამაჩემს გული ისედაც 2 გოგო ვყავართ და შინაბერა გვინდოდა ოჯახში? _ იყო დრო როდესაც ნატა არ პატიობდა მარტივად ფეხბურთის მატჩზე დიდხანს არ გამოჩენილა, მაგრამ ფინალზე წავიდა და ისევ შეხვდა სანდროს. _მიხარია უარი რომ არ თქვი ტრიბუნიდან გულშემატკივრობაზე _სანდრო , კარგად ითამაშე _ჩემი ბოლო თამაში იყო და განსაკუთრეულად მოვინდომე _რატომ ბოლო? _მენისკს ვერ დავაბრალებ დიდი ფეხბურთიდან წასვლას _ გაიცინა და მარიამის სულში მზის სხივივით შეიჭრა _ სხვა გეგმებია ჩემთვის მეტად პრიორიტეტული ამიტომ ფეხბურთისთვის დასათმობი დრო აღარ მექნება . სამწუხაროდ შეველევი შენნაირ ლამაზ გულშემატკივრებს _მე თქვენი გუნდის საქომაგოდ რომ არ მოვსულვარ? _დარწმუნებული ხარ, რომ პენალტის დარტყმის დროს მე არ მგულშემატკივრობდი? _მოღალატეობა დამწამე ამ წამს _ღალატის არ ვიცი და გულმავიწყობა შემიმჩნევია _რას გულისხმობ? _შოკოლადები გემრიელი იყო? თუ შენმა დაქალებმა გაგტაცეს ის ყუთი _გემრიელი იყო და წერილიც ვნახე . გულმავიწყიც არ ვარ, უბრალოდ შენთან დარეკვისა და საუბრის საჭიროება არ დამდგარა ჩემს ცხოვრებაში _ ცხოცრებაში პირველად საუბრობდა ასე , ფლირტში ითვლებოდა მისი ყოველი გამოხედვა , გაღიმება და სიტყვა რომელსაც პასუხად უბრუნებდა ბიჭს _ვიფიქრე ვერ მიმიხვდი და სითავხედედ ჩამითვალე _არის რაღაც უცნაური შენ რომ დამიტოვე ნომერი იმის ნაცვლად რომ ჩემი გაგეგო _და ვინ თქვა, რომ არ ვიცი ? _მე მაპატიეთ, ვფიქრობდი ჩემგან ელოდით ზარს _მითხრეს უცხო ნომრებს არ პასუხობს,მობილურით საუბრები არ უყვარსო და ვიფიქრე თუ ოდესმე დავურეკავ იცოდეს, რომ მე ვარ _უპასუხოდ დარჩენის შიში თუ გაფერხებდა იცოდე , რომ ნომრების ერთი წაკითხვით დამახსოვრების უნარი მაქვს _და სურვილი გაქვს ჩემთან დაგეგმილი შეხვედრის ? _რომ დამირეკავ კონკრეტული გეგმით,თუ დავინტერესდდები გიპასუხებ _თქო გეტყოდი , მაგრამ არ ვიცი შენი შეყვარებული რა აზრის იქნება ჩვენს შეხვედრებზე _ ჯერ იღიმოდა , თითქოს პაემანს დასთანხმდა მერე კი უკან გადადგა ნაბიჯი _ მეგობრები მელოდებიან, წარმატებებს გისურვებ იმ გზაზე რომელიც ფეხბურთს არჩიე , იმედია არ ინანებ და ის საქმე უფრო მეტად გიყვარს ვიდრე ფეხბურთელობა _ორივემ კარგად იცოდა მხოლოდ პროფესიის სიყვარულსა და არჩევანზე რომ არ ამბობდა . მანამ არ უპასუხებდა სანამ არ გაიგებდა შეყვარებულს დაშორდა და თავისუფალიაო აი მერე კი იფიქრებდა შეხვედრებზეც . _ძველი ინფორმაცია გაქვს, შენი ცხვირი გატეხვას გადაურჩა, მაგრამ ჩემი ურთიერთობა გატყდა და დაიშალა იმ დღეს _საღამოს შეტყობინება მიიღო და ღიმილი ვერ შეიკავა. მთელი საღამო გაბადრული დადიოდა . შემდეგი შეხვედრა მაინც დაუგეგმავი, მაგრამ მოსალოდნელი იყო . მეგობრების ქორწილში გადაიკვეთა მათი გზები . მეჯვარის ოჯახი სიძის მეზობლების გვერდით როგორ აღმოჩნდა ვერ გეტყვით, მაგრამ ორივენი რომ ერთად ისხდნენ და ერთმანეთი გაცნობა კი არა 5 ჭიქის შემდეგ მამები მეორე დღეს გამოფხიზლებას ერთად გეგმავდნენ საყვარელ სახინკლეში, დედებმა საერთო ნაცნობები იპოვნეს, ჭორაობდნენ ერთ ენაზე და ქორწილის დასრულებამდე თავს ისე გრძნობდნენ როგორც დიდი ხნის ნაცნობები. თვალი ვერ მოაშორა მოცეკვავე სანდროს და კიდევ ერთხელ ინანა დებთან ერთად ცეკვა რომ არ განაგრძო და ისე კარგად არ გამოსდიოდა როგორც მათ . მეორე ცეკვის დაწყებისას დედოფლის ნაცვლად მის წინ რომ აღმოჩნდა და თავის დახრით , მკერდზე ხელმიბჯენილმა სთხოვა ცეკვა ისეთი მუხტი მოჰქონდა საცეკვაო მოედანზე კი არა ჯოჯოხეთში ჩაჰყვებოდა . არავისზე და არაფერზე უფიქრია, არც იმაზე , რომ იდეალურად არ გამოსდიოდა მისი პარტნიორობა ვინმეს რომ ეკითხა პროფესიონალ მოცეკვავეზე უკეთ იცეკვა , ასე გრძნობდა მასთან ერთად პირველ დუეტს . გონს მაშინ მოვიდა სუნთქვააჩქარებული რომ დარჩა და მელოდიის დასასრულს ხელზე აკოცა . _რამდენი მეწყვილეც არ უნდა მყოლოდა შენამდე შენთან ერთად ცეკვაა ჩემი _ თითებზე ეხებოდა ისევ , უკვე მის გვერდით მდგომი და სიტყვებს თავისი გამაბრუებელი ხმით ფანტავდა . იმ დღეს აღმოჩნდნენ ერთად სარკეში, წამით მოავლეს მზერა ანარეკლს და ესეც საკმარისი იყო იმის აღსაქმელად თუ რამდენად ერთნი იყვნენ. არავის გაჰკვირვებია სანდრო მომწონს და მასთან შეხვედრას ვაპირებო , რომ განაცხადა. კლასიკური დარიგებები მიიღო მშობლებისგან და ისე წავიდა პირველ დაგეგმილ პაემანზე . არავის გაუწევია წინააღმდეგობა. ზაზაც კი კითხვების გარეშე უშვებდა სანდროსთან. ხათუნა,რომელსაც სამყაროში არცერთი ახალგაზრდა ბიჭი მოსწონდა , ყველას კიცხავდა და შეყვარებულებზე ლექციებს უკითხავდა შვილებს ,სანდრო ისე მიიღო თითქოს სულ იცნობდა. სანდროს ჰქონდა აუხსნელი, უმიზეზო ნდობა , რომელიც არასდროს გამქრალა. მხოლოდ მარიამისთვის დასრულდა , ისე დაინგრა ნანგრევებში თავადვე მოჰყვა და ქალს ყველა ახალი ამბავი აშინებდა. ყველა შეხვედრისას დანახული ტკივილი, უცნობი კაცი, რომელიც არაფრით ჰგავდა საკუთარ თავს. სანდრო, რომელსაც აღარ ჰქონდა ძველებური თავისუფლება სანდრო,რომელსაც ამჯერად საკუთარი დანაშაული ადებდა ბორკილებს და მოსანანიებლად გზა არ გააჩნდა. ................................... მშობლების სახლში ბავშვების მოსანახულებლად მივიდა. თავიდანვე მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო,მაგრამ არაფერს ამბობდნენ. ნინი საეჭვოდ ხშირად იყურებოდა ფანჯრიდან შემდეგ კი თემო გამოჩნდა . ბევრჯერ ჰყავდა ჩხუბის შემდეგ ნანახი, ბავშვების საძინებელში შევიდა მათ რომ არ ენერვიულათ და თამაშზე რომ გადართო შემდეგ ჩავიდა ქვემოთ. _ მაპატიე რა... მთავარია ახლა გადავრჩეთ და ყველას ჩამოვიშორებ საქმიდან.როგორმე ისე დამთავრდეს, რომ სანდროს პრობლემები არ შეექმნას... მართლა იდიოტი ვარ , კაცი მთავარი გამომძიებელი გახდა და მე ლამის რაზბორკაზე წავიყვანე. რა ვიცოდი ჩხუბი თუ დაიწყებოდა და გადამეფარებოდა. თან უიარაღოდ იყო , მამენტ იქ ხომ არ გამოიყენებდა თავის სტატუსს. ჩემთან მოვიდა და მე რა შარში გავხვიე _ ჩქარ_ჩქრაა ამბობდა სიტყვებს და მარიამს ძალა ერთმეოდა _რას ნიშნავს გადაგეფარა...სანდროს რამე დაუშავდა? _ჯანდაბა, მეგონა იცოდი _სანდრო სად არის ... როგორაა _სახლშია , ნაკაწრიაო იძახდა და მართლა არ სჭირდა ისეთი არაფერი _მე შენ ... მე შენ ბოლოს მოგიღებ, გეფიცები ! არც დრო ახსოვდა, არც ის რომ სანდროს მხოლოდ გინეკოლოგთან ვიზიტების დროს ხვდებოდა. სახლის კარი საკუთარი გასაღებით გააღო, საძინებლამდე გზა შეუსვენებლად გაიარა და მანამ არ ამოუსუნთქავს სანამ არ დაინახა. შეხვეული ჭრილობით იჯდა საწოლზე მარიამი რომ დაინახა გაუკვირდა, მერე კი სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ისე გადავიდა ქალი შეტევაზე -გიკრძალავ ჩემეთან კონტაქტს! მათ პრობლემებზე ზრუნვას სჯობს საკუთარ თავს მიხედო -კარგად ვარ ... -დამშვიდება არ მჭირდება, გაფრთხილებ! -არაფერი მომხდარა. უბრალოდ მე და თემომ რამდენიმე ტიპი ვცემეთ ... - სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, სისხლიანი ტანსაცმელი იქვე კალათში ეყარა ,გატანა ვერ მოესწრო. მოზრდილი თმა დახვეოდა , წყლის წვეთები მხრებზე ეცემოდა - ისუნთქე , მე კარგად ვარ -ხელი ჩაკიდა,მტევანზე მოეფერა და მერე აკოცა -ჩხუბი გინდოდა და იჩხუბე, ამ გზას ადგახარ ახლა? -სხვა გზა არ იყო -მე მატყუებ? შენ ვერ იპოვნე ისეთი სიტყვები ვიღაც რეგვენები რომ გაგეჩერებინა და საქმე მოგეგვარებინა ქუჩური გარჩევის გარეშე? -შენთვის არ შეიძლება ნერვიულობა -მოძრაობს - წამიერმა შეგრძნებამ ყველაფერი გადაფარა და ემოციებს მიმართულება შეუცვალა . სანდროს მტევანს თავად ჩასჭიდა ხელი და მუცელზე მიიბჯინა- ნამდვილად ვიგრძენი , შენი გამოჩენისას სულ რაღაც მემართება -მა - მუხლებზე იდგა, თავით ეხებოდა მუცელზე და ისე ეფერებოდა თითქოს მალე გამჭვირვალე გახდებოდა და ნაყოფის დანახვას შეძლებდა - შენი გულისცემაც ჩქარდება ჩემ სიახლოვეს ? დადებით ემოციებს გრძნობ ნეტავ თუ პირიქით, დედიკო ისე იძაბება შენზე მოქმედებს , მა -ვერ ვსუნთქავ- ცრემლების შეკავება სცადა და მერე ზღვარი გადალახა. ატირდა და თან ისე ატირდა, რომ სუნთქვაც აღარ შეეძლო სანდროს დაბინდული მზერით უყურებდა, ხედავდა როგორ ცდილობდა დისტანციის დაცვას და ბოლოს მაინც მოეხვია. მოეხვია და მარიამმაც გონებისთვის აუტანელი შვება იგრძნო. თვეების განმავლობაში იკავებდა თავს. იცავდა დისტანციას და სანდროც არ ცდილობდა ზღვარს გასცდენოდა. ემორჩილებოდა, იღებდა სასჯელს და პროტესტს არ გამოხატავდა. თვეების განმავლობაში მოჩვენებით სიმშვიდესა და კომფორტს გრძნობდა. მონატრებას აიგნორებდა, თავს იტყუებდა , რომ ბავშვის არსებობა საკმარისი იყო . გინეკოლოგთან რომ წავიდა კვლევების გაგრძელებას აპირებდა. ხელოვნური განაყოფიერებისთვის მზადებას გეგმავდა, ყველაფრის გარკვევას და დალაგებას . დაძაბული ელოდა ექიმის განაჩენს ის კი საეჭვოდ დუმდა. ეკრანს უყურებდა და არაფერს ამბობდა -ისეტ რამეს ხედავთ რაც ხელს შემიშლის? კვერცხუჯრედები ხომ მაქვს ისევ ...სუროგატს გამოვიყენებთ . ნნუ ღელავთ, უბრალოდ მითხარით რა ხდება და მერე ავირჩევთ გზას რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. შევეგუე უკვე იმ ფაქტს,რომ ვერ ვიგრძნობ როგორია როდესაც ახალი სიცოცხლე შენში იზრდება -რა მითხარით რამდენი ხნის წინ შეწყვიტეთ მკურნალობა? -ალბათ ორი წელი გავიდა...დრო დეპრესიის დროს ისე გადის -დეპრესიას სამუდამოდ დაემშვიდობებით -თუ გგონიათ,რომ არასტაბილური ვარ და ამიტომ იტყვით უარს ხელოვნურზე ან სუროგატზე. დამიჯერეთ, მკურნალობას -აი აქ ამ პატარა სხეულს ხედავთ? გაიცანით ის არის ახდენილი ოცნება - ეკრანი შეაბრუნა და ხელით აჩვენა ნაყოფზე -ვერ მივხვდი -არ ვიცი როგორ , რა მდგომარეობაში იყავით და რა ხდებოდა თქვენთან , მაგრამ გილოცავთ თქვენ ორსულად ხართ, მარიამ ... დედა გახდებით -შეუძლებელია -შესაძლებელია და აქ არის უამრავჯერ თქვა ,რომ არ სჯეროდა. უთვალავჯერ გაიმეორა არეული სიტყვები, გონებაგათიშულმა, დაუჯერებელი სიხარულისგან არეულმა პირველად სანდროსთან დარეკვა სცადა. მის ნაცვლად თანამშრომელმა უპასუხა, ქალაქგარეთ გასვლას აპირებდაო უთხრა ,ტელეფონი დარჩა და სავარაუდოდ საღამოს დაბრუნდება საქმე აქვსო ესეც დაამატა. ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა და წავიდა. მთელი გზა წუთებს ითვლიდა როდის ნახავდა და ეიფორიაში მყოფი პირდაპირ უსასრულო სივრცეში გადაეშვა. იმ დღის შემდეგ თითქოს სიზმარში იყო, არარეალურ სამყაროში არარეალური ორსულობითა და სანდროს ღალატით. ორი უკიდურესობით , ახდენილი ოცნებითა და ღალატით,რომელიც წამითაც არ დაუშვია, რომლისაც სიკვდილზე მეტად მტკივნეული იყო. -მე შენ ვერ გაპატიებ -ვიცი, ვიცი მარიამ ... გთხოვ - ცრემლებს უმშრალებდა და თან იცოდა შეხება უარესად მოქმედებდა _აი ისევ... შენი ხმა ესმის თუ არა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ახლოს რომ ვარ სულ მოძრაობს და მაგრძნობინებს მის არსებობას _ კაცის ხელი ისევ მუცელზე მიიდო და ამჯერად მანაც იგრძნო დარტყმა _ ის არსებობს, შენია და სჭირდები ყველაზე მეტად . აქ იმიტომ ვარ , რომ შეგახსენო საკუთარ თავზე თუ არ იზრუნებ ევას გვერდით ვერ იქნები . განა მე არ მოგიშვებ, თვითონ გაზრდი მანძილს სარკეში რომ ჩაიხედავ და იქედან ჩემი ... ჩაიხედავ და ანარეკლს ვერ იცნობ . არ დაუშვა , რომ ევას არ ჰყავდეს მსოფლიოში საუკეთესო მამა . არ გაბედო და საკუთარი ცხოვრება მიწასთან არ გაასწორო ! _ჩემთან არ ხარ , ერთად ვეღარასდროს შევძლებთ _შენ ხარ საკუთარ თავთან . ყველაფერი დაივიწყე ევას გარდა და გაგინათდდება გონება _როგორ შეგიძლია აქ იყო და ამას მეუბნებოდე _მე რომ გიღალატე არ დამშორდი, შენ რომ უღალატე საკუთარ თავს მე დაგტოვე . შენ სიცოცხლე დამიბრუნე , მე ცოცხლად სკვდილის უფლებას არ მოგცემ ! მხოლოდ დღევანდელი ჩხუბი არაა, ყველაფერი ვიცი რასაც უკეთებ საკუთარ თავს და უფლბას არ გაძლევ ! _შენ თავს იდანაშაულებ ?! გგონია რამე შეგეძლო ჩემ შესაჩერებლად ? _არ შემეძლო ? მულტიფუნქციურ რობოტად გადაიქეცი და მეც უფლება მოგეცი. შევეჩვიე ყველაფერს საკუთარ თავზე რომ იღებდი ... არ ვიფიქრე იმდენი რამდენიც საჭირო იყო და ყველას პრობლემა წინ დავაყენე. მე და შენ ხომ ვიცით სანდრო , უსიყვარულობის გარდა ,აგარაკზე მიმავალ გზაზე, ყველაფერი იყო შენში _ეს არ იყო შენგან გაქცევისთვის და განტვირთვისთვის ... _ვიცი _არა, არ იცი _არ მინდა ვიცოდე რას ფიქრობდი , არც ის მინდა ვიცოდე რას გრძნობდი ... ზუსტად ვიცი სიამოვნებას ნამდვილად არ...გხედავდი- ჩაიცინა და სახეზე კიდევ ერთხელ ჩამოისვა ხელები. ისე გამოიყურებოდა თითქოს ცოტა ხნის წი სხვა ტიროდა- რაც არ უნდა ყოფილიყო სწორად ვერ მოუსმინე საკუთარ თავს და ახლაც იგივე გზას ნუ მიყვები. გეყოფა ! გვეყოფა მე და შე სხვების ცხოვრებით ცხოვრება, მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ერთად ევასთვის ვიცხოვრებთ. -არ წახვიდე, გთხოვ... ცუდად ხარ -სხვასთან გნახე და მას მერე 4 თვეა მკვდარი ვცხოვრობ ... ჩვენი ცხოვრების ტრაგი-კომედია ყველაფერს ირეალური ელფერი ჰქონდა დრო გადიოდა ახდენილი ოცნებით , ერთ სხეულში ორი გულისცემით და ეს არ იყო საკმარისი, რეალობა - ბედნიერება ათასი დეტალით და არცერთის გარეშე. .......................... სემესტრის დასასრულს ბოლო გაკვეთილს ატარებდა. უკვე გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას და მათი შეხებისას იმპულსები არ წყდებოდა. ცრემლების გარეშე ვერ დატოვა საყვარელი მოსწავლეები. თითოეულს გადასცა სამახსოვრო საჩუქარი და მიიღო უამრავი დადებითი ემოცია. სათითაოდ ყველა მოეხვია, სიყვარულით დამუხტულმა დატოვა სკოლა. არ იცოდა უკან როდის დაბრუნდებოდა, მაგრამ მათთან ურთიერთობა არასდროს დაავიწყდებოდა. სკოლის ეზოში იდგა უკვე უკან რომ შებრუნდა და მშობლების გვერდით მიმავალ თავის ბავშვებს მოავლო მზერა. არდადეგების სიხარულის ნაცვლად სევდა იკითხებოდა მათ სახეებზე, ზრდასრულების მსგავსად მძიმედ მიაბიჯებდნენ . სულ ორი წამი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, _დე , შენ არ უნდა გეწყინოს ... მათაც ვჭირდები და ვუყვარვარ _ მუცელს მოეფერა და მერე ბავშვებისკენ დაიძრა _ჩემებო , მოდით ჩემთან _ ხელი გაიშვირა და წამსვე შეიკრა წრე _ დამპირდით რომ კარგად დაისვენებთ, გაერთობით , დამშვიდდებით და მერე სკოლას ენერგიულად დაუბრუნდებით მე კი როგორც კი შევძლებ მაშინცე დაგიბრუნდებით... გპირდებით . _მართლა დაგვიბრუნდებით? _ვაშააა _ხედავდა როგორ განათდდა მათი თვალები ... ადგილზე ხტუნვა დაიწყეს , ტაშს უკრავდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. დაბრუნდებოდა, ერთი წლის შემდეგ მაგრამ მაინც მათთან ერთად დაასრულებდა დაწყებით საფეხურს და ამ გზაზე არ მიატოვებდა . ................................. ნატას რიგით მესამე მშობიარობა საათსა და ოც წუშთი ,ჯანმრთელი ახალშობილით დასრულდა . დაიბადა ბიჭუნა , რომელსაც ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ალექსანდრე დაარქვა. _გავიგეთ, რომ ყოფილი სიძე გიყვარს ბავშვისთვის მისი სახელის დარქმევა ზედმეტი არ იყო? _იქნებ ალექსანდრე მაკედონელის გამო დავარქვი _როგორ გამოიყურები ახალნამშობიარები ასე ჩვეულებრივად ოღონდ გამაგებინა _განწყობა მაქვს ასეთი... შესანიშნავად ვგრძნობ თავს _ვიცი, წუთით რომ არ ფიქრობი ორსულობაზე და ისე დაქროდი ყველგან და აკეთედი ყველაფერს . გავიგეთ, მეც არ ვარ გაშოტილი _მაგრამ ხალხთან კონტაქტს ერიდები _მაღიზიანებენ და ნერვებს ვუფრთხილდები ... კიდევ დავალებებს ვირიდებ , ყოველთვის ჩნდება რაღაც საქმე რაც ჩემი მოსაგვარებელი ხდება _ჩვილით ხელში იჯდა და მის მიმიკებს აკვირდებოდა _მთელი საგვარულო დერეფანშია ალბათ ხომ? _ნინის სთორებს გამოყვნენ თუ შენ დაურეკე _გიგას ელაპარაკებოდნენ მე რომ ტკივილები დამეწყო და ჩანთას ვეძებდი _ანუ მანაც იცის _მომწერა , მომილოცა და მკითხა თუ შეეძლო დალაპარაკება _ესაუბრე? _არა , არაფერი მიპასუხია _განგებ რომ ალოდინებ და ისევ 17 წლის ბავშვი ხარ , ხანდახან მშურს დაო შენი ხასიათის ასე ბუნებრივად რომ პატიობ და ივიწყებ _როდის მიხვდები , რომ მთავარი შეგრძნება უნდა იპოვნო . ასე ცუდად ვარ , ყველაფრის მიუხედავად მის გარეშე ცუდად ვარ . არავინ მინდა სხვა და შენ ჩემგან განსხვავებით არ გაქვს შიში, სანდრო არაჩვეულებრივი ადამიანია, სანდროს შეცვლა არ სჭირდება და ეძიები არაადამიანურ აღმატებულ ქმედებას რომელიც თვითონ არ გაქვს _ბოლოს ისევ მე როგორ გამოგყავარ დამნაშავე... სანდრო, დეიდა დედაშენი სულ ჩემ სანდროს ამართლებს. ზოგჯერ მგონია ისაა მისი ძმა და მე ვარ რძალი... ალექსანდრე , როგორი კარგი ხარ შენ იცი? _ ჩუმად ელაპარაკებოდა და ფრთხილად კოცნიდა _საოცრება ხარ და იმედია გიჟი დედაშენი ნორმალურ ცხოვრებას შეგიქმნის და შენი საგვარულოს კლანჭებში არ ჩაგაგდებს _უფლისწულის დაბადებას აღნიშნავენ ალბათ... როგორ მოვიტყუო თორემ ღირსები არიან ვუთხრა არაა გიგას შვილი_თქო _ნუ სულელობ, გთხოვ ... ბავშვის მომავალზე იფიქრე ეს კითხვა რომ გააჟღეროს ვინმემ და ეჭვი შეეპაროს რამხელა ტრამვა იქნება . _გვაცადე ადამიანებს ადამიანურ ცოდვებზე ფიქრო, ქალღმერთო მარიამ _მაკიაჟის კეთებას როდის მორჩები _ შეწუხებულმა ახედა და თვალები აატრიალა _ჩემი ინსტაგრამისთვი კარგად უნდა გამოვიყურებოდე და ქალებს ვაჩვენო, რომ მშობიარობა შესაძლოა ნორმალურად დასრულდეს და მას მერე ცხოვრებაც რიტმულად გაგრძელდეს _დედაშენი მსოფლიოს აცნობს შენს თავს ჩემო სიყვარულო ... მზად იყავი. როგორ გამოვცვალოთ საფენი , ვიდეოს გადაღებასაც აპირებ? _არ ვიცი ჯერ ... თუ რეკლამას დამიკვეთავს რომელიმე კომპანია _სულ მავიწყდება, რომ ინფლუენსერი გახდი ამ რამდენიმე თვეში _იქამდეც ვიყავი და ტყუილს არაფერს ვამბობ, სხვებისგან განსხვავებით _რაში გჭირდება გიგასთან საუბარი ინსტაგრამის გვერდს ჩაუჯდეს და გნახავს _შენც რომ ისაუბრო გრძნობებზე თავს უკეთ იგრძნობდი _კი და ათასი ადამიანის აზრს რომ ისმენ , ბრბოს რომ ეჯახები განზრახ იდეალურია _ვერსად დაემალები ამიტომ უნდა შეეჩვიო საავადმყოფოდან გამოსვლის დღეს სახლში ვახშამი ჰქონდათ, ტრადიციულად. პირველი ბიჭი შვილიშვილი ჰყავდა ზაზას და აღნიშნავდა რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა , რომ მისი გვარის გამგრძელებელი არ იყო მაინც განსაკუთრებულ ემოციებს გამოხატავდა . _მიდიხარ უკვე? _ბავშვებს მოვეფერე და სხვა დანარჩენის ნახვა, საუბარი ტოქსიკურია ... იტრიალე და იბზრიალე რძალო . შენ ხარ ამ სახლის ღირსეული დიასახლისი _ნუ დაგვცინი ყველას ერთად აბა რა ვქნა სტუმრები როცა გვყავს _არაფერი, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს ... ფარისეველთა ზღვაში. თითქოს ყველას სათითაოდ არ ვყავართ გაჭორილები . ერთი და იგივე წრეზე ვბრუნავთ _მარიაამ ბიცოლაა , ძლივს გადაგეყარე ... როგორ ხართ შენ და შენი ბაიაა _მაპატიე , დისტანცია უნდა დავიცვა _კოცნის უფლება არ მისცა და გაუღინა _ შენ როგორ ხარ ნათელა? ყველანი აქ ხართ ვხედავ , გილოცავ ახალ რძალს _ჯერ რძალი არაა აწი იქნება ქორწილი და ვნახოთ რა გამოვა ... ღმერთმა შეაბეროთ ერთმანეთს ტკბილად და ბედნიერად . ქორწილში დაპატიჟებულები იქნებით შენ და სანდრო ხომ იცი _სანდროს რომ დავშორდი თითქოს არ იცი და ახლა გინდა შეიცხადო ბიცო? ჩემო ტკბილო, ვგიჯდები შენზე _ გაიცინა ქალის რეაქციაზე _ ქორწილში ცალკე მე დამპატიჟე ცალკე სანდრო მომგებიანი იქნება უფრო _რას ამბობ მართლა დაშორდით? ძლივს რომ ორსულად ხარ ახლა? რა იყო ეგეც შენი სიძესავით გაგიჟდა? რამეს გიშავებდა? _ეგ ვერსია გამორიცხეთ, სანდრო არაკაცი არც ყოფილა და არც იქნება . ერთმანეთი გავათავისუფლეთ , ეს პასუხი დაიმახსოვრე და გაავრცელე სანათესაო სანაცნობოში _როგორ მშვიდად ლაპარაკობ შვილო ან ამბის გავრცელება რა სალაპარაკოა. ასე მიცნობ? _კი , ზუსტად ასე ... ახლა დაგტოვებ . სიცილი ვერ შეიკავა ეზოში გასულს მანქანები რომ დაუხვდა . კოლონა იყო მოსული , ნატას ყოფილ მამამთილს დამხმარეები გამოეგზავნა და სათითაოდ გადმოჰქონდათ ყველაფერი რაც კი რამ შეიძლებოდა მოეგონებინა ბავშვისთვის საჭირო ნივთებიდან. თავად არ ჩანდნენ, ზაზას აეკრძალა მისი სახლის ტერიტორიაზე ფეხის დადგმა . არ იცოდა ქალიშვილი სიძესთან შერიგებას რომ გეგმავდა და კვლავ მოუწევდა მათთან დამოყვრება. _როგორი სახალისოა ეს ცხოვრება ... სატირალი რომ არის მაინც _ჩუმად თქვა და საბოლოოდ გაეცალა ტერიტორიას. წვიმა იმდენად მოულოდნელად დაიწყო გზაში გაიყინებოდა სანდრო რომ არ გადმოსულიყო მანქანიდან . მის წინ რომ აღმოჩნდა გაშლილი პიჯაკით ხელში თითქოს წარსულში გადაისროლა. მაშინ ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ და სიცილით შეხვდნენ კოკისპირულ წვიმას. სანდროსთან სიახლოვის მიზეზი მისცა წვეთებმა, მის დანამულ კანს ეხებოდა და მის თითებს გრძნობდა მხრებზე, მერე წელზე და ბოლოს თმაში. კოცნაც ახსოვდა, გაყინულ ტუჩებზე შეხება და ისევ სიცილი . _ჩაჯექი , წაგიყვან _შენც დაგპატიჟეს , რა თქმა უნდა _არ გითქვამს რატომ განვქორწინდით _რომ ვთქვა მაინც არაფერი შეიცვლება ... _საჭესთან აღარ ჯდები ? _მანქანას სჭირს რაღაც _შეიძლება მივხედო თუ უფლება არ მაქვს _თემო წაიყვანს ხვალ, გმადლობ _ლექციების ჩატარება და ახალგაზრდებთან კონტაქტი მართლაც საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა - საუბრის წამოწყება სცადა, განგებ ატარებდა ნელა _დამნაშავეების დევნას როდის შეეშვები და გადაინაცვლებ სხვა სისტემაში _ასეთი მარტივი არ არის ... გამოცდები უნდა ჩავაბარო. უამრავი დაბრკოლებაა სასამართლოს დარბაზში მოხვედრამდე _მთავარია დამნაშავის სახით არ აღმოჩნდები ... გამოგიჩნდა უკვე სტუდენტი თაყვანისმცემლები თუ ჯერ არ _ მზერა შეავლო და ჩაიცინა _არ ვიცი _ანუ არიან _მნიშვნელობა აქვს? _ჩემთვის არ, შენი გართობისთვის კი _შესანიშნავია ცხოვრება ... რა მაქვს სადარდებელი _არც არაფერი , ყველაფერი შეგიძლია გააკეთო თუ საკუთარ თავს არ გამოკეტავ უჰაერო სივრცეში -შენ მართლა გგონია, რომ ვინმე მჭირდება და მინდა -ჩემი ქმარი აღარ ხარ, ღალატი ის იყო სხვა არ იქნება აზრი არ აქვს სიტყვებს, მხოლოდ მოქმედებების რამდენი ნაბიჯითაც შორდებოდა იმდენით უახლოვდებოდა ათენებდა, ბავშვი მოძრაობს და ვერ ვიძნებო დიდხანს იტყუებდა თავს შემდეგ კი ზღვარი გადაკვეთა,დაურეკა _გისმენ _შიშის ნოტები მკვეთრად ისმოდა მის ხმაში _ რა ხდება ... ცუდად ხარ ?ექიმს დავურეკო? სასწრაფო გამოვიძახო? მარტო ხარ ხომ? ისევ არ მიეცი დედაშენის დარჩენის უფლება ... სად ხარ . მოვდივარ _ისუნთქე, არაფერია რაც თქვი იქედან _კარგად ხარ ? რა მოხდა რატომ არ გძინავს ამ დროს _გაუსაძლისი ხარ ... ცოტაც და უშენობა ისე გამიჭირდება მეც დავემსგავსები ყველა დანარჩენ უთავმოყვარეო ქალს. იცი სასაცილო რა არის? საკუთარი თავის დაკარგვა უფრო გამიჭირდება თუ შენი არ ვიცი . ასეთ დროს დავრწმუნდი , რომ ნამდვილად საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ _მარიამ _შენც არ გეძინა ხომ? დივანზე იწექი, ტანსაცმელსაც კი არ იცვლი . ჯარისკაცივით მუდამ მზად ყოფნაში ხარ , ფეხსაცმელი ჩაიცვი და მანქანაში ჯდები , ხომ მართალი ვარ _უკვე გამოვედი ეზოდან _არ მითქვამს მოდი_თქო _არ ამოვალ , უბრალოდ მოვალ და შენ აივანზე გამოხვალ რომ დაგინახო .ისე როგორც ყოველ საღამოს _ამ საღამოს სად იყავი _ხომ ჰკითხე ლაშას, არ გითხრა? _რა იყიდე _ჯერ არაფერი ... იმდენი რამეა ვერ ავარჩიე _ჯერ წინ დიდი დროა _რაღა დიდი 1 თვე დარჩა... _დღეს რა რიცხვია , იცი? _15 წლის წინ გაგიცანი , 12 წლის წინ ხელი გთხოვე , 10 წლის წინ დავქორწინდით _12 წლის წინ ხელი კი არ მთხოვე უბრალოდ გადავწყვიტეთ , რომ ვიქორწინებდით _დეტალებს თუ ვიხსენებთ ეგ გადაწყვეტილება საწოლში მივიღეთ ... შენი სხეული ჩემსაზე იყო მოქცეული და ჯერ კიდევ ერთ რიტმში ვსუნთქავდით _როგორი თავხედი ვიყავი, როგორ ვცდილობდი შენ გაგიჟებას და ყველა შენი მანკიერი მხარის დანახვას . მაშინ არ მღალატობდი , ზუსტად ვიცი როგორც არ უნდა გამებრაზებინე პირველად რომ მაკოცე მას შემდეგ არავის შეხებიხარ, ფლირტიც კი არ გქონია _შენ და შენი საგამოცდო თამაშები _რომელშიც 15 წლის შემდეგ ჩაიჭერი. საკვირველია ამდენხანს როგორ გაუძელი _მოვედი _მცირეხნიანი დუმილის შემდეგ თქვა _ გაგიარა მონატრების ტალღამ ? _არა , გარეთ გამოსვლა და შენი მზერა ჩემ სხეულზე არ მეყოფა. თვალებს დავხუჭავ , დავიძინებ შენ კი მოჩვენებასავით შემოხვალ და მომეფერები . უთავმოყვარეო ავადმყოფი ვარ , სუნთქვა მეკვრის შენი სურნელის გარეშე იმდენად აუტანელია ამ ოთახში არსებობა _მძინარეს რომ გაკოცო ? _არა, გამეღვიძება და ვიჩხუბებთ... -არ გამოდის -რა -უშენობა , უჩვენობა -ვერც შენ ავსებ არეკლილ ანარეკლს? ................... ………………..... მეგობრებმა ამხანაგური თამაში გამართეს, წელიწადში ერთხელ ძველი გუნდელები იკრიბებოდნენ და ორწლიანი პაუზის შემდეგ სანდროც მათთან ერთად იყო. იპოვნა თავისუფალი დრო ქალაქიდან გასასვლელად . ყველა ისეთ აზრტში შევიდა თითქოს ჩემპიონატის ფინალი ჰქონდათ . ყველაფერი კარგად მიდიოდა, მანამ სანამ ტრავმა არ მიიღო. ფეხის ტკივილი იმდენად მძაფრად იგრძნო მაშინვე მიხვდა თამაშს ვეღარ გააგრძელებდა . მინდორზე იწვა და ისტერიულად იცინოდა , ტკიოდა და ტკივილიც აღარ იყო ძველებურად აღქმული. მოედნიდან საავადმყოფოში , საავადმყოფოდან კი თაბაშირში ჩასმული ფეხით მშობლების სახლში , მოგონებებით სავსე საძინებელში აღმოჩნდა . პირველი ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა რომლის დროსაც ყველა თავზე ეხვია მარიამი კი არა . _აკი მასწავლებლობას ვაპირებო? ექიმი ყოფილხარ მოწოდებით _ კმაყოფილებისგან სავსე , ბედნიერი ღიმილით ადევნებდა თვალს პალატაში,მოფუსფუსე მარიამს -ექიმობა არ შემიძლია, ვერ გავუძლებ ავადმყოფი ადამიანების ყურებას მითუმეტეს თუ მათ დახმარებას ვერ შევძლებ გული დამიავადდება... -საგანგებოდ მისთვის მომზადებულ კერძებს ლამაზად ალაგებდა _რომელი გიყვარს არ ვიცი _შენ მომზადებულს შხამსაც დავლევ ასე თუ შემომხედავ_თქო მინდა გითხრა , მაგრამ მეშინია ვაითუ ისედაც ავად მყოფი მომწამლო კიდეც _ხომ ხარ ღირსი ავარია არ გაკმარო და მოგტეხო მეორე ხელიც _შერყევა მაქვს , ნეკნი გაბზარული, ამდენი ჭრილობა და შენ მემუქრები კიდეც? ესაა სიყვარული ? _მე არ მახსენდება სიყვარული მეხსენებინოს _როგორ იცი ხოლმე ერთს იტყვი და გულს მომიკლავ _ასეთი ფაქიზიც არ ჩანდი... თავის დარტყმამ იმოქმედა ? _სულ ლაშას ბრალია , მოუნდა შუა ქალაქში რბოლის გამართვა ... -თემიდამ არ გაპატიათ , იურიდიულის ბოლო კურსის სტუდენტებმა ასეთი დონის კანონდარღვევა რომ ჩაიდინეთ _კოვზით ამოიღო წვნიანი და დაელოდა- პირს გააღებ თუ თვითმფრინავი ვაფრინო _ნწ, მე მატარებლები მიყვარდა _ორთქმავალის პაროდია გინდა გავაკეთო? სერიოზულად, ასე ძალიანაც არ მიყვარხარ _ისე ძალიან ხომ გიყვარვარ _ გაიცინა და მაჯაზე თითები შემოხვია , ვერ მოძრაობდა ამიტომ მისი ახლოს მიზიდვა სცადა რომ შეხებოდა , მაგრამ არ გამოუვიდა. პალატაში სხვა მნახველებიც შევიდნენ და ისე გაიპარა მარიამი თითქოს იქ არც ყოფილა. ძლივს დააღწია თავი ნათესავებს, მათ კითხვებს, დალოცვებს , უამრავ ამბავს და მარტო დარჩენილმა უიმედოდ გადახედა გაციებულ საჭმელს _ესენი ვინ მოგიტანა დე? ჩემი მომზადებული არ არის, არც შენი დის _დედა გთხოვ შეაჩერე ნათესავების ტალღა და მადროვე მშვიდად ყოფნა _ვინ იყო სანამ ჩვენ მოვიდოდით? შეყვარებული გყავს დე? თან გემრიელად მზადება სცოდნია _დედაა, ჩემი იყო ეგ -თეფშს გააყოლა მზერა და ამოიოხრა _მეც მოგიტანე რაღაცები _ვერ ვღეჭავ თავი მტკივა , ყბები და საერთოდ ყველაფერი აქ რომ გოჭებით და მწვადებით დამადგნენ ... _ნუ წუწუნებ პატარა ბავშვივით _ტელეფონი მომიტანე?-მარიამტან ლაპარაკი უნდოდა მხოლოდ და სხვა არაფერი _ეს ძველია და ახალს გიყიდით მერე _არაუშავს მთავარია ხმა გავიგო -სწრაფად გამოართვა და ზეპირად დამახსოვრებული ნომერზე შეტყობინება გაგზავნა „ უცხო ნომრიდან ნაცნობი, საყვარელი მე დაგირეკავ და ვიმედოვნებ მიპასუხებ, მარიამო“ _არ მეტყვი ვინ გიყვარს ასე ძალიან? _ნეტავ რა იცი ძალიან მიყვარს თუ არც ისე ძალიან _ფორიაქობ და ცხოვრების რეჟიმის დამუხრუჭების ნაცვლად იმაზე წუწუნებ, რომ მას ვერ ხვდები _მოგეწონება, სხვას არაფერს გეტყვი _შენ თუ გიყვარს მე უკვე მომწონს , დე _ასე უთხარი ჩემს დასაც და კი ვხედავთ ვისაც გაჰყვა ცოლად _ ღრმად ჩაისუნთქა , უარყოფითი ემოციები გაფანტა და დედას ლოყაზე აკოცა _მნახველების შემოსვლის საათები ამოიწურა...ხვალამდე დედა . მთელი ღამე ლაპარაკობდნენ . აბიტურიენტ მარიამს ცოტა დრო ჰქონდა, მაგრამ მის მონახულებას მაინც ახერხებდა. მეცადინეობის შემდეგ საუბარი რუტინად ჰქონდათ გადაქცეული, თაბაშირზე კი სულ მისი ნახატები იყო. პირველკლასელ ბავშვს თავად ჰგავდა , როდესაც სერიოზული სახით იწყებდა გაუგებარი ფიგურის ხატვას . _ფეხი მოვიტეხე _მითხრეს -კარგი _რა ხდება კომფორტს ვერ გიქმნიან უჩემოდ? _შენ ხარ კომფორტი და უშენოდ არაფერი მიქმნის იდეალურ გარემოს... მოსვლას ვერ მოვახერხებ და მინდა ევას ჩემი ხმა გავაგონო _მოუხერხებელი ხარ _სულ ორჯერ მოვიტეხე _წვრთნების დროს ღრძობა,სპეცოპერაციის დროს ამოვარდნილობა ... ამდენხანს როგორ გავუძელი შენნაირ სუსტ კაცს არ ვიცი. შემომაპარა დედაშენმა შენი თავი , სულ რომ გაციებული იყავი და მოთქვამდი ხოლმე ,ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს _თურმე რამდენი რამ გქონია გულში დაგროვებული და ახლა მეუბნები. მე კიდე მეგონა ბუნებრივად ზრუნავდი ჩემზე _შვილი რომ ვერ გაგიჩინე და დედობრივი მზრუნველობა შენზე გადმოვიტანე -მარიამ , ბავშვს რას ასმენინებ? -დეჟავუ გინდა მაგრძნობინო? ფეხბურთი, ტრავმა, ტელეფონით საუბარი ... ფიზიკის საკონტროლოები აღარ მაქვს ჩემ ნაცვლად რომ დაწერო და დააწერინო ყველა ჩემ კლასელს _ამ უკანონო ქმედებაზე რომ არ უნდა გვესაუბრა ხომ შევთანხმდით, ჩადენილ დანაშაულებს მიხსენებ ? _დანაშაულზე გამახსენდა, დედაშენმა იცის მის მომზადებულ ხორცის წვნიანებს რომ არ ჭამდი და პალატის მეზობელ კაცს აძლევდი? _შენი მეხსიერება მაშინებს... _ჩემი დიდი ხანია გეშინია , მაგრამ არ იმჩნევ _მტკივა , ხვდები ? _შენი აზრით ამდენხანს რატომ გელაპარაკები ... მე ისევ არ ვპასუხობ ყველას ზარს _ცრემლები მახრჩობენ _ ბოლოს ეს სიტყვები მაშინ უთხრა ბებია რომ გარდაეცვალა და რამდენიმე დღიანი თავშეკავების შემდეგ , მოულოდნელად მარტო დარჩენილმა მის მუხლებზე პატარა ბავშვივით იქვითინა. სამი შემთხვევა ჰქონდათ სულ , მხოლოდ სანდრო რომ ტიროდა და მარიამი ამშვიდებდა. ყველა ჯერზე სიცოცხლე დამარცხდა სიკვდილთან ახლა კი , ახლა განშორება ტკიოდა მოტეხილ ფეხზე მეტად -წარსულს თუ იხსენებ ახლაც გამოიყენე დრო... ონლაინ ლექტორობა და მზადება პროკურატურის გამოცდებისთვის დაგავიწყებს ყველა ტკივილს საუბარი დაასრულა. მობილური გვერდით გადადო და მუცელს მოეფერა -კარგად იქნება ,დე ... იცი რამდენჯერ დაშავებულა? გაუმკლავდება . ისწავლა საკუთარ თავზე ზრუნვა , უჩემოდ ჩემ გაცოცხლებაზე ფიქრში ყველაფერს ახერხებდა. შენზე იფიქრებს და შეძლებს! ................... სანდროსთან არ მისულა. მთელი თვე გავიდა და მხოლოდ რამდენიმე მცირეხნიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ყველა ჯერზე სანდრო ურეკავდა რაღაც დროის მერე ზარებიც შეწყვიტა. მხოლოდ ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, ძირითადად ევას მისამართით . -ხვალ გამოცდაზე გავდივარ მა , შენ რომ დაიბადები უკვე პროკურორი ვიქნები და იმედი მაქვს ჩემი სამუშაო მოგეწონება. არასდროს შეგრცხვება ჩემი შვილი რომ ხარ- ეს იყო ბოლო რაც გაიგო და მას მერე მოგონებებს ვერ აჩერებდა. ................. გამოცდა ჰქონდა, პირველი ეროვნული გამოცდა და სანდრო არ ჩანდა . ორი დღე დაიკარგა , თითქოს მიწამ ჩაყლაპა. რაზე ეფიქრა აღარ იცოდა , ბოლოს საზეპიროების ნაცვლად მასთან საუბარს იხსენებდა, მაგრამ არაფერი იყო ისეთი რაც მინიშნებას მისცემდა. გაბრაზდა და ეწყინა კიდეც, არ ელოდა მისგან მსგავს უყურადღებობას მას მერე რაც ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდათ. უცებ ყველაფერი ხელოვნურ, ყალბ ქმედებად ჩათვალა და ტირილით იჯერა გული. თვალებდასიებულმა გაიღვიძა , სიტყვის უთქმელად გავიდა და განაცხადა, რომ არავის გაყოლა არ სურდა _როგორ ასე უპატრონოდ გაგიშვათ? _ოო კარგიი რააა _იცოდე მობილიზდი და მაღალი ქულა აიღე . ყველას აჩვენე როგორი ჭკვიანიც ხარ . ჯავახიშვილში უნდა მოხვდე , აუცილებლად ! _შენც ეგ რომ დაამთავრე იმიტომ ხარ უწარმატებულესი ბუღგალტერი _ ნატა მის ნერვებზე თამაშობდა, ნათლად ახსოვდა კადრები _რომ გამოვალ გოგონებთან ერთად წავალ სადმე ... ასე გვაქვს გეგმა თუ გადავრჩებით ნაყინებით გავიგრილებთ გულს _არა ასე მაინც ვერ გაგიშვებ. როგორ შეიძლება, ნანულის შვილიშვილიც მაგ სკოლაშია, რომ გადაგეყაროს ასე მარტო მისულს ხომ მოგვეჭრა თავი. გააგებინებს ყველას მარტო ყავდათ გაშვებულიო _დედა , გთხოვ . ხომ გინდა მაღალი ქულა ავიღო, მომეცი სუნთქვის საშუალება _ფეხით წახვალ? _ხო,სიარულის დროს ვმშვიდდები _მამაშენი რომ დარეკავს რა ვუთხრა _სიმართლე ... _აბა შენ იცი . ღმერთი შენთან , წავალ ეკლესიაში მაინც ვილოცებ. ჩაიცვი შენც და წავიდეთ _მაცვია დედა _გრძელი კაბა ჩაიცვი, ასე ხომ არ წამოხვალ ეკლესიაში _რატო ასე არ მომისმენს ღმერთი და სახლში რომ ვარ ვერ მხედავს მოკლე კაბაში? _ეკლესიაში გრძელი უნდა გეცვას, არ აალაპარაკო უბანი და ბიჭს რომ ეპრანჭები ლამაზი რაცაა ის სახლიდან გასულსაც ესმოდა ხმები. ნატა გარბოდა და ხათუნას ნასროლი უცნობი ნივთი მისი მიმართულებით მიქროდა. ჩუმად ლოცულობდა, სიმშვიდის წერტილის პოვნას ცდილობდა რომ აჩქარებული გულისცემა დაერეგულირებინა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გული ყელში ებჯინებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. _ჩემზე მაღალ ქულას თუ აიღებ ერთ სურვილს შეგისრულებ _თქო რომ გითხარი გახსოვს ისევ თუ დაგავიწყდა და გადავრჩი _ სანდროს ხმა რომ გაიგო და მისი თითების შეხება იგრძნო გაყინულ თითებზე ისე განაგრძო სიარულუ თითქოს არაფერი მომხდარა . მერე გაჩერდა და დააკვირდა _ კარგი ,ჯანდაბას ერთ სურვილს შეგისრულებ -ხის ჯოხს ეყრდნობოდა, ჯერ კიდევ ტკიოდა ფეხი და იქ იდგა მის გვერდით _ბატონო სანდრო, თქვენ გახსოვთ ჩემი გამოცდა? _თითოეულის დაწყების დრო და ხანგრძლივობაც _თუ ვინმემ გაგახსენათ და გამოვარდით _სვლა განაგრძო . აღარ უყურებდა _გამოცდა მქონდა გუშინ, იმ საზიზღარ ქალთან რომ გიყვებოდი ქულას არ მიწერს და სტიპენდიას მიფუჭებს_თქო. ზეპირში დავაწერინე ისეთი ქულა უნივერსიტეტში რომ მოხვალ სექტემბერში, ჩემი ამბავი დაგხვდება ისტორიად. _გუშინ გქონდა ეგ გამოცდა? მაპატიე ... დამავიწყდა. იმდენად გადავერთე ჩემ გამოცდაზე და შენ სულ ისეთი მშვიდი ხარ, დარწმუნებული რომ ჩააბარებ _და შენ არ ხარ დარწმუნებული რომ ჩააბარებ? _არ ვიცი , არაფერი ვიცი ... ეს ორი დღე ვერ ვფიქრობდი _მხოლოდ ჩემზე ფიქრობდი არა? კარგია , გამოცდის წინ მეცადინეობა სულ არ არის სასარგებლო ტვინისათვის. რომ ამბობენ თუ ჩავიჭრებით გავთხოვდებითო , იმედი არ გქონდეს _როგორ? _აუცილებლა უნდა ჩააბარო,ისწავლო და პროფესიონალი გახდე _როგორ დააწერინე ქულა იმ ქალს არ მომიყვები? მოტეხილი ფეხით არ იმანიპულირე იმედია _მოგიყვები რომ გამოხვალ გამოცდიდან , სანამ მეგობრებთან ერთად ნაყინს შეჭამ მე ჩემ გამოცდას ჩავაბარებ და მერე გამოგივლი _დღესაც გამოცდა გაქვს? _დიახ , ასეთია სტუდენტის ცხოვრება...შენ ია-ვარდებით მოფენილი გზა გგონია? _სანდროო _რა... _მეშინია _რა გითხარი არ გახსოვს? სახელები _სახელები ართულებენ _დაჯექი და უბრალოდ დაიწყე წერა ...ისე თითქოს ჩვეულებრივი დავალებაა ნუ იფიქრებ რას იტყვიან სხვები , რომლებიც ვერ გაიგებენ რეალურად რა ქულა გექნება და საერთოდაც გამოცდის ქულები არ აფასებენ ჩვენს ცოდნას . ეს უბრალოდ ფორმალობაა და გჭირდება უნივერსიტეტში მოსახვედრად. უნივერსიტეტის სწავლებაც ფორმალობაა , მთავარია შენ როგორ განავითარებ საკუთარ თავს _სუნთქვა მიჭირს _ეგ ჩემი სიახლოვის გამოა გამოცდას ნუ გადააბრალებ _სანდრო , სერიოზულად ... ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ძალას ვკარგავ და მალე წავიქცევი _არ წაიქცევი , მე აქ ვარ _ ხელი ჩაკიდა და გააჩერა _ შენ შეგიძლია , დაწერ და მერე ერთად ვიცინებთ დაშვებულ შეცდომებზე ,რომლებიც გამოსვლის შემდეგ გაგახსენდება _არაფერიც... მე შეცდომას არ დავუშვებ _ეგრე ვამბობდი მეც, მაგრაამ _უშეცდომოდ დავწერ , თუ არ მინდა ხათუნამ სახლიდან გამომაგდოს ან ძალით დაგვაქორწინოს _მაშინებ _მე თუ ხათუნა _შენ ... დედაშენს ვუყვარვარ _თუ მე _რა შენ _მიყვარხარ , სანდრო _ ისე უპასუხა თითქოს ნამდვილად სჭირდებოდა პასუხი _როგორი ხარ... სად მიგყავს ჩემი ფიქრები _შენი ფიქრები ისედაც სულ ჩემთანაა... წარმოიდგინე რომ იქ ვზივარ და ბოროტსახიანი დამკვირვებლის ნაცვლად მე ვარ _არ მინდა გამოცდა _არც მე , მაგრამ რას ვიზამ სავსეა უნივერსიტეტი ცხოვრებისგან გაბოროტებული ლექტორებით _რომ არ ჩავაბარო რა გავაკეთო ... მაგ ფორმალური თუ არაფორმალური საფეხურის გავლა მჭირდება _შენ აუცილებლად უნდა გაიარო ყველა საფეხური , რომელიც გაქცევს მასწავლებლად. გექნება კომუნიკაცია ბავშვებთან, მოზარდებთან , შეიძლება მოზრდილებთანაც თუმცა მე მაინც პატარებთან გხედავ . სულ ახალი შებიჯებულუ რომ ექნებათ სკოლაში და შენ დაეხმარები საძირკველს ჩაუყრი მათ ინტელექტუალურ განვითარებას... _ბავშვები როგორც მიყვარს ხომ იცი _ზუსტად, ბავშვების ხათრით გამოცდა უნდა ჩააბარო , თორემ ჩვენი შვილების საგანმანათლებლო პროგრამა დაგრჩება ბოლოს. არა თუ გკმარაა, გვყავდეს ბევრი _მე ბევრი მინდა _შენ უნდა გააჩინო და შენ თუ არ გადაიფიქრებ , მთელი სოფელი ჩვენ ვიყოთ _რომელი საათია _ სანდროს მზერისგან თავი დაიხსნა და მის მაჯაზე მორგებულ საათს დახედა _უნდა შევიდე...უკვე დროა _გამოცდა არ გაქვს , ეს უბრალოდ წერაა შეზღუდულ დროში და შენ აუცილებლად გამოგივა _ ხელისგულზე აკოცა _აი ამ ხელით დაწერ საოცრებებს .შენ ლამაზ თავში არსებული ნათელი გონებით, მარიამო მარიამი სტუდენტი გახდა სანდრომ რომ სადიპლომო დაიცვა იმ დღეს. ამჯერად უჯოხოდ იდგა,ტკივილებისა და ბარიერებისგან გათავისუფლებული, გამარჯვებული _შენსავით მინდა მშვიდად წავიდე უნივერსიტეტის გამოცდებზე და გამხნევება არ მჭირდებოდეს _ვინ თქვა რომ მშვიდად ვარ _ხარ, როგორ არა სადიპლომოზეც კი ისეთი გაწონასწორებული იყავი. ისე საუბრობდი , ისე გამოიყურებოდი _შენ მამხნევებ _სიტყვაც არ მითმთქვამს , სულ ვწუწუნებ _ჩემთან ხარ და შენი ყოფნა საკმარისია მიზნისკენ სვლისკენ. შენთვის ყველა მწვერვალზე ავალ _ჩემთვის თუ საკუთარი თავისთვის _შენ გვერდით წარუმატებელი კაცი ვერ ვიქნები ... სრულად უზრუნველყოფილები უნდა ვიყოთ , კმაყოფილები საკუთარი ცხოვრებით და მიღწევებით. ჩვენს ბავშვებს ვხედავდი მეცადინეობა რომ მეზარებოდა და ვხედავდი როგორ არ მქონდა მათი მატერიალურად უზრუნველყოფის საშუალება ... წარმატებული უნდა ვიყო ყველგან და ყოველთვის, ჩემით უნდა ამაყობდეთ. ისე მშვიდი და თავდაჯერებული უნდა იყო ყველგან ... რომ გიყურებდი ვგრძნობდი ჩემი გჯეროდა და სიტყვები არ მჭირდებოდა . შენ მზერაში სანამ დავინახავ ამ რწმენას მეც სულ შევძლებ _შენ უკვე სრულიად უზრუნველყოფილი ხარ ... შენ საუკეთესო მამა იქნები ჩვენი ბავშვებისთვის მიუხედავად იმისა დიდ სახლში ვიცხოვრებთ თუ პატარა სივრცეს ვაქცევთ შეუფასებელ სასახლედ _გული ნუ გიჩუყდება, არ იტირო _ თვალები როგორც კი აემღვრა მაშინვე აკოცა და მოეფერა_იმიტომ კი არ მითქვამს,ცრემლებად რომ დაიღვარო _არ ვტირი... მე უბრალოდ წარმოვიდგენ შენნაირ ბავშვებს . მე აუცილებლად ვასწავლი ბავშვთა სახლშიც , რომ მივედით და რაღაცები მივუტანეთ იმ დღის მერე გონებაში მაქვს . მათ სჭირდებათ ვინმე ვისაც შეუძლია სწორ გზაზე დადგომაში დახმარება, სიყვარულის და სითბოს მიცემა. ამდენი გეგმით ძალიან მეოცნებე გავხდი _ თავი სანდროს მკერდზე ჰქონდა მიდებული და ქვემოდან უყურებდა _მიზნებია , ახდენადი და შესაძლებელი _ ისე ეხებოდა , ნაზად და ფრთხილად , როგორც ციდა ევას . ისე უყურებდა , მის თვალებში მარიამის გარდა არაფერი იყო . არეკლილი სიმშვიდე. ბევრი ღიმილი და ძალა, ბედნიერებისგან წარმოქმნილი უშრეტი ენერგია უცებ წამოდგა, უნდოდა გაქცეულიყო და გამოცდაზე შესვლამდე ენახა. ეთქვა წინ ბევრი მიზანი გვაქვსო, მაგრამ ამჯერად მის ცხოვრებაში აღარ იყო. დაბინდული მზერით იპოვნა ტელეფონი , ცრემლებმა ლოყებზე იწყეს დენა ეკრანზე სანდროს და ევას ფოტო რომ გამოჩნდა . დიდხანს ვერ უპასუხა, სპაზმი ახრჩობდა , ამოსუნთქვა აღარ შეეძლო "გაბრიელია აქ , გამოცდაზე შემოდის. გამოგივიდა , სწორი ცხოვრება აქვს " შეტყობინებამ არ დააყოვნა და იქაც კი ესმოდა სანდრო ხმა, მისი სიხარული რომელიც სულ სხვა ადამიანის გამო იყო გამოწვეული. დაურეკა, ჯერ კიდევ ტიროდა და სიტყვით თქმას ვერ ახერხებდა . სანდრომ მაშინვე უპასუხა, ელოდა . _ოცნებები მიზნებად ... მე , შენ და ევა ........................ _დე , შენ იცი რა ცოტა დრო რჩება ჩვენს შეხვედრამდე? როგორ უცებ , უცებ გადის დღეები შენთან ერთად ... მალე აგიყვან ხელში და ვიგრძნობ შენ სითბოს , დე... _ მუცელს იმ ადგილას ეხებოდა თითებით სადაც ბავშვის დარტყმებს გრძნობდა _ამ პატარა ფეხუცებს დაგიკოცნის დედა , დეე ... _კარი ღია გქონდა _სანდრო რომ დაინახა მხოლოდ მერე დაიწყო საუბარი იქამდე იდგა და სუნთქვაშეკრული უსმენდა _მავიწყდება დახურვა ... მარტოობის თანმხლები შიშები არ მაქვს ,ჯერ _ღამით შეგახსენებ ხოლმე ,ვინმემ არ შეგაშინოს _ლექციიდან მოდიხართ თუ სასამართლოდან, ბატონო პროკურორო ? _კლასიკურ სამოსში გამოწყობილს მზერა მოავლო _დინამ ბავშვი გააჩინა , ნათლია ვარ _მერამდენეა?_გაეღიმა _მეთორმეტე ... _ რა მოგვიტანე ? _ პარკებს შეხედა და აივნიდან სახლში შევიდა . მანძილი გაზარდა, იცოდა ამდენხნიანი დაშორების შემდეგ რამხელა მონატრება ჰქონდა და ეშინოდა ზღვარი რომ გადაეკვეთა მისი პირველივე შეხებისას გატყდებოდა. -გაბრიელი შემხვდა , მისგანაა ყველაფერი. ახლა ქვეყნიდან გავდივარ და რომ დავბრუნდები აუცილებლად მოვინახულებო -არ მეგონა თუ გავახსენდებოდი -ბავშვს ბავშვთა სახლიდან რომლის ოცნებაც აახდინე, ღამეებს ათენებდი , ამეცადინებდი, გამოცდების ჩაბარების საშუალება მიეცი. მოაშორე ყველაფერს, სახლში წამოიყვანე ,სრული ნდობა გამოუცხადე მას და მის მიზანს -ჩემი ერთლიანი მზადება არაფერია, ჭკვიანი იყო და მე მხოლოდ მიმართულება მივეცი -ეძებდი კოლეჯს სადაც მიიღებდნენ ... დააწერინე წერილი . ყველა დოკუმენტი რომ მოგემზადებინა უამრავი ვინმე ჩარიე -შენ რომ არა არაფერი გამოვიდოდა -ახლა კოლეგები ვართ -ბრუნდება საქართველოში? -დაბრუნდა... ზურგს უკან მდგომს ისე გრძნობდა გაქცევას აზრი ეკარგებოდა. შებრუნდა და მის წინ აღმოჩნდა -მა, ჩემი ერთადერთის ერთო , სიგიჟემდე მონატრებულ დედაშენს რომ ვაკოცო -უფლება არ გაქვს ! -სურვილი , უფლება არ -მიხარია რომ გამოჯანმრთელდი, უჩემოდ ცხოვრობ და ასე განაგრძე . კარი იცი სადაც არის . მშობიარობამდე არ მინდა,რომ გნახო -ისედაც დიდი დრო გავიდა, გთხოვ... -ნახვამდის,სანდრო ...................... ერთ მშვენიერ დღეს მშობლების სახლში მისულს ნატას საძინებელში გეგა დაუხვდა. მთლიანად შესცვლოდა იერი, სტილი და გარეგმობაც არ ჰქონდა ძველი. დამშვიდებული მზერა, ამღვრეული თვალები და მკლავებში მოქცეული ბავშვები. ყველანი ერთად იყვნენ მამას შემოხვეულები. ბიჭუნა მკლავზე ჰყავდა მიწვენილი და გოგონებთან ერთად აკვირდებოდა. ხან ერთს კოცნიდა ხან მეორეს და მათ მოყოლილ ამბებს თავიდან უსმენდა . სასაცილო იყო მარიამისთვის ამბავი, რომელიც მათთან მიმდინარეობდა შემდეგი დღეების განმავლობაში შერიგდნენ აღნიშნეს იქორწინეს გვარის გამგრძელებლის დაბადება აღნიშნეს ნატა აბარგდა და ბავშვებთან ერთად ახალ სახლში გადავიდა. ………………………….. ………………. _არ მაპატიებ? _რას _რომ დავუბრუნდი _ვილოცებ რომ მისი ხელით არ მოკვდე _ნუ მაშინებ ... გიგა აღარაფერს დამიშავებს . ყველაფერი ისე იქნება როგორც ვოცნებობდი _ჩემ მშობიარობამდე მეოთხესაც მოასწრებთ _ჯერ არ შემიძლია... ფორმაში უნდა დავბრუნდე _იდეალურად გამოიყურები _გადაღლილი ვარ, გამოფიტული, სხეულიც მოდუნებული მაქვს და თავში ათასი გეგმა მიტრიალებს...იმდენი რამეა რაც უნდა გავაკეთო _სწავლის პროცესი როგორ მიდის _თუ გგონია, რომ შევწყვიტე ცდები ... ისე მომწონს , ნუ ნერვებიც მეშლება როცა რაღაც არ გამომდის , მაგრამ მერე სახლშიც ვაგრძელებ ვარჯიშს და მანამ ვაკეთებ სანამ არ გამომივა. ძიძას ვეძებთ, გიგასაც აღარ აქვს დრო _რომ დაასრულებ ამ კურსსაც მერე რას აპირებ _თან ბავშვს ეფერებოდა და თან ნატას უსმენდა _საფრანგეთში წავალ თუ მოვხვდები იქ სადაც მინდა, მაგრამ იქამდე ბევრი უნდა ვისწავლო და შემდეგ ჩემ რესტორანს გავხსნი ... ასე ნუ მიყურებ , სარფიანად დავაბანდებ ჩემი ქმრის ფულს _დღეს ყველგან რესტორანია _და ყველგან არის მომხმარებელი...იქამდე დიდი დროა . რაღაც ისეთს მოვიფიქრებ რაც სხვაგან არ იქნება _და ის რას ამბობს ამ შენს გეგმებზე _ღმერთო მე შევურიგდი და შენ რა გაგიხდა? _მე არ შემიძლია ... _გეშინია გავიგე, სულ ასეთი იყავი შიშების გამო ამბობდი ყველაფერზე უარს და სიფრთხილე არ არის ეგ , სიგიჟეა უკვე. ჩემზე კარგად არავინ იცნობს და არავინ იცის როდის რა უტრიალებს თავში ... ახლა ზუსტად ვიცი, რომ იპოვნა თავისი სიმშვიდის წერტილი და ცხოვრობს ისე როგორც უნდა , ჩვენთან ერთად . _სად არის ახლა _ბავშვებთან ერთად მოვა... ხატვაზე არიან . ისეთი საყვარლები არიან რომ ხატავენ და გიგაც ასწავლის სახლში. რომ დავასრულებ რემონტს ყველა კედელზე მაგათ ნახატებს გამოვფენ _კარგია ჩვენ რომ არ დაგვემსგავსნენ ხატვის ნიჭით _გახსოვს რა ცუდად გამომდიოდა? _ყველაფერი მახსოვს მე ... მათ შორის ჩემი ხატვის მასწავლებელიც რომელსაც დედაჩემმა ძლივს დააწერინა ნიშანი და ომი იყო _რა აუტანელი ქალი იყო ... _ხათუნამ აჯობა... რა უთხრა ნეტავ ასეთი მას მერე ყველას რომ მაღალ ქულებს გვიწერდა _რაღაც იცოდა ალბათ და მოუგვარა _ბედნიერებას ვერ მალავს თქვენი შერიგების მერე ... სულ მიკვირს გიგა ასე როგორ უყვარს _მის ძმას აგონებს და იმიტომ . მის ცოლს რომ არ მიეტოვებინა ახლა ცოცხალი იქნებოდაო სულ ამბობს. გიგამ თქვა მირეკავდა ხოლმეო ხან მწარედ მელაპარაკებოდა ხან მამხნევებდაო ... ხათუნას თავში რა ტრიალებს ვერავინ გავიგებთ _ახლა სანდროს მისტირის _სანდრო ჩვენზე , ყველაზე მეტად უყვარს და რა დაამშვიდებს არ ვიცი _ეტყობა მისი გაზრდილი რომ არ არის და მაგიტომ უყვარს ასე ძალიან ... ნათია უნახავს , ჩვენი შერიგება უნდა და კოალიციის შექმნას აპირებდა , მაგრამ არ იცის ის რომ არ ერევა სანდროს ცხოვრებაში . გაგიჟებულა რა უნდა დავაცადოთ ხომ ხედავ ბავშვები რა მდგომარეობაში არიან , იმშობიარებს მალე და ასე ცალ_ცალკე უნდა იყვნენო? მინი ისტერიკა ჰქონია _მოვედიით... ნატ სად ხარ ? _ ქვემოდან ხმაური ისმოდა, ბავშვებმაც აირბინეს კიბე და მალე გიგაც გამოჩნა ხელში პარკებით . გოგონები უკვე ეხვეოდნენ დეიდას _რა პატივია ჩვენი სახლის ტერიტორიაზე თქვენი უმაღლესობის ხილვა , მარიამო ... შემირგდი? _არა , უბრალოდ ჩემ დას ვამოწმებ სილურჯეები ხომ არ აქვს _ვგიჟდები შენზე , იცი ხომ ? _გიჟი რომ ხარ კი _მარიამ _ნატას თვალების ტრიალს არც შეხედა _წავედი , ნახვამდის ბავშვებოო ... ერთი ნახატი ევასთვისაც დახატეთ , ხო? მისი ოთახის ყველაზე დიდ კედელზე დავკიდებ და ვეტყვი , რომ თქვენ გაულამაზეთ საძინებელი _ გოგონებს აკოცა , ბიჭი ნატას ჩაუჯინა და მძიმე ნაბიჯებით დაიძრა _კაი რა ჩემ გამო მიდიხარ? გავალ მე ვაფშე , საქმე მაქვს ათასი _შენი ძმაკაცები მომიკითხე, ერთ_ერთი დაიჭირეს ბარიგობისთვის. არ უგროვებთ ბიჭები გირაოს ფულს? თუ გირაო არ გამოდის _აღარ ვკონტაქტობ მათთან _მამაშენთან ხომ კონტაქტობ და მის ბიზნესთან. ფრთხილად იყავი ამ გამოსწორების გზაზე მდგომი უცებ არ აღმოჩნდე ციხეში და ჩემი და სამი ბავშვით იქ არ ატარო . ეს ისეა უკვე უფსკრულშიც ჩამოგყვება... თუმცა ჩამოგყვა კიდეც სანამ ძალით არ ამოვათრიე _ვიცი რაზეც მიმანიშნებ ... ყველაფერს ვამოწმებ _გყოფნის კომპეტენცია? _სანდრო მეხმარება და ციხის კართან ნამდვილად არ აღმოვჩნდები _დააძმაკაცე ისევ? _ნატას გახედა და გაიცინა _ ახლა ვიეჭვიანებდი მე შენს ადგილას, ძლივს გაკეთებულ ბიჭს მისი სახელი დაარქვა _შენც რომ გაგაჩნდეს პატიების და რაღაცების დავიწყების უნარი კარგი იქნებოდა. შენი ცხოვრება სულ მაგ თვისების გამო გაგირთულდა , დავიწყება არ შეგიძლია და გზის გაგრძელება . დატოვე წარსულში , არ იცნობ სანდროს ? მაინცადამაინც ვინმე უნდა იპოვნოს და მართლა ნულიდან დაიწყოს? _რომ იპოვნის ეჭვი გეპარება ? რა პრობლემაა , მშვენიერი ასაკი აქვს სიყვარულის მეორედ გამოცდისთვის. მთავარია ისევ ჩემნაირი არ შეუყვარდეს ვის გვერდითაც დეპრესიას გაიღრმავებს _იტყუები , შენ სანდროს სხვის გვერდით ვერ აიტან _შენ და შენი ცოლი სხვაგვარად ხედავთ სიყვარულს . ვერ გაიგებთ რა მოხდა ჩვენ შორის , ამიტომ დიალოგს აღარ გავაგრძელებ და დაგემშვიდობებით ...................... ხალხმრავლობებს ბევრი მიზეზის გამო ერიდებოდა , მაგრამ მათ შორის პირველ ადგილას ნაცნობების აზრებისგან დოსტანცირება იყო. ბევრი არ უფიქრია სანამ დისშვილის დაბადების დღის წვეულებაზე წავიდოდა. ბავშვებთან კონტაქტი ენატრებოდა და ამ დეფიციტის შევსება ჰქონდა გადაწყვეტილი. გიგას ნათესავებიდან ძალიან ცოტა რომ დახვდა იქ უკვე გამოჩნდა ნატას ოჯახში მომხდარი ცვლილებები. ბავშვების მეგობრები იყვნენ და უახლოესი ნათესავები. სტუმრების 99% ნატას სურვილით იყო არჩეული . ბევრი ნაცნობი ნახა, მცირე დიალოგები ყველასთან ჰქონდა ძირითადად ისმოდა "როგორ გაიბერე " "რამდენი მოიმატე ?" " როგორ მიდის ორსულიბა?" "ღმერთო რა სასწაულია , ამდენი წვალების შემდეგ ორსულად ხარ ""ბიჭია ალბათ ხომ? " ეს და სხვა უამრავი ბანალური ფრაზა, რომელიც იქამდეც მოსმენილი ჰქონდა სხვა ორსულის მიმართულებით , რომელმაც წონა ვერ აკონტროლა და შეფარვით თუ პირდაპირ ანიშნებდნენ , ქალებზე რომლებმაც დიდხნიანი უშვილობის შემდეგ ნანატრი ორსულობა ღვთის საჩუქრად მიიღეს, ბევრ კატეგორიაში ერთიანდებოდა და მათ შორის მარტოხელა დედაც იყო . _მარტო არ გიჭირს? ალბათ როგორი რთულია ... მე სულ მეშინოდა და შენ ხომ როგორ გაუფრთხილდები თავს _მარტოობას არ განვიცდი , ორსულობაც მშვიდად მიმდინარეობს და შესაბამისად საფრთხეც არ არის _მაინც რა იცი რა მოხდება . ჩვეულებრივი ორსული ხონ არ ხარ _არაჩვეულებრივი რატომ ვარ _ გაეცინა , მთელი ეს დრო სულ ეღიმებოდა ყველას კომენტარზე _ზოგი ყველა თვე ორსულადაა და შენ ქმარსაც დაშორდი , ჯვარი გწერია დედობის ბოლო შანსია ალბათ და რა ვიცი უფრო ფრთხილად ვიქნებოდი _ვისაც ნევროზი და პანიკური შიშები აქვს კი, უფრო ფრთხილად იქნებოდა მე კი ბალანსს ვიცავ . ბოლო შანსი კიდევ არ არსებობს, როგორი გაურკვეველი მიზეზითაც არ მყავდა აქამდე შვილი და ახლა დადგა ორსულობა ასევე შეიძლება მეორე დადგეს _მაგრამ ის ოქროს ბიჭი აღარ გყავს და მარტო აპირებ მაგასაც? _იხუმრა და აკისკისდა კიდეც სხვებთან ერთად _ცხოვრება გრძელდება, ოქროს ბევრი ვარიანტი არსებობს შენ ნუ იდარდებ ჩემო ძვირფასო, პრობლემებისა და სადარდებლების მეტი რა გაქვს _ დატოვა და ბავშვებთან გადაინაცვლა. თამაშობდნენ და ფოტოების გადაღება გადაწყვიტა . პირადი ალბომი ჰქონდათ , იქამდე სანდრო იყო ხოლმე ფოტოგრაფი მისი იდეა გახლდათ და ძმისშვილებისა და დისშვილების ყველა ასაკის ფოტო ჰქონდა თავის დიდ ალბომში. _ჩემ დაწყებულს აგრძელებ? _ კაცის ხმა რომ გაიგო მთელ სხეულში დაუარა გაურკვეველმა ტალღამ . მისი ნახვა გეგმაში არ ჰქონდა, ან იქნებ იცოდა ნატა ჯიუტად რომ არ შეწყვეტდდა მასთან მეგობრობას და იქ აუცილებლად აიძულებდა მისვლას. _შენი და ყოფილი ცოლის დის მეგობრობა ყველა ბარიერს უძლებთ _ წამით მოავლო თვალი , ხელები ჯიბეებში ეწყო და იცოდა ასე ერეოდა თავს თორემ უკვე დიდი ხნის წინ მოეხვეოდა და მოიქცევდა თავის მკლავებში _ლამაზი ხარ _ სულ სხვა რამ უთხრა და ისე შეხედა წონის მატებასთან დაკავშირებით მოსმენილი ყველა კომენტარი გააბათილა _შენი შვილით მუცელში ? _სულ , მაგრამ ახლა ბედნიერიც და სხვა სიყვარული გინათებს თვალებში . მხოლოდ მისი და ჩემი არ _ ვერ კითხულობდა , თორემ სადღაც შორს გონების საწინააღმდეგოდ მაინც დაინახავდა ანარეკლში საკუთარ თავს _სანდრო წამოდიი ჩვენთან ერთად რაა _ ბავშვები მივიდნენ და ხელი ჩაკიდეს. ორივე ერთად წაყვანეს და თამაშებში ჩართეს მანამ სანამ მარიამს საპირფარეშოში გასვლა არ მოუხდა და დაიგნორებულ აზრებს არ შეასკდა მთელი ძალით . იქამდეც ხვდებოდა და ხედავდა ადამიანების მზერაში ამოკითხულ ფიქრებს , მაგრამ თავს არიდებდა იქ კი , ქალების ჭორაობის სივრცეში აღმოჩნდა. მიხურულ კარს მიღმა მჯდომი უსმენდა ბიძაშვილების საუბარს _სანდროც რომ მოვიდა სულ ამერია ტვინი ... _მე მაინც მგონია ხელოვნური გაიკეთა და იმიტომ დაშორდნენ _რა შუაშია ახლა ეგ _ ალბათ სანდროა უშვილო და სხვა დონორით გაიკეთა გოგო ... რომ არ უღალატებდნენ აბა ერთმანეთს და მაგიტომ არ დაშორდებოდნენ თანაც ორსულობის დროს ეგ ახლა ცხადზე ცხადია. ისე უყვარდათ ერთმანეთი და ისეთები არიან ორივე , როგორ მიყვარდა მაგათი ერთად დანახვა ახლა გული მისკდება ასე რომ ვუყურებ. _კაი რას მეუბნები ვითომ მართლა ეგრეა? არა, ასეც რომ იყოს სანდრო ისეთია სხვის ბავშვსაც გაზრდიდა. არა არ ვიცი , მე მაინც მგონია რომ დაიღალა და დაშორდა. ბავშვმაც ვერ გააჩერა ... ხასიათი და ბუნება კარგია , მაგრამ გარეგნობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა , როგორ გასუქდა რომ ვუყურებ სხვა ქალს ვხედავ თითქოს . ორსულობამდეც როგორ იყო , მერე ის დეპრესია _ მართლა სცადა ნეტავ? _კი_თქო გოგო რომ გეუბნები ამდენი ხანია რატო არ მიჯერებ... ჩემი უახლოესი მეგობარია მანდ ექთანი და იმან ამბები მომიყვა . ამათ ისე დამალეს _ოჰ ხათუნა ბიცოლა ყველაფერს იგებს და ყველას ჭორავს და თუ მოინდომა ყველაფერს ისე შეფუთავს ... კი მაინც ყველა ყველაფერს ვგებულობთ _სანდროსაც იცნობდა ის გოგო შორიდან და ვკვდებოდი იმ ბიჭის საცოდაობითო . რა არ მინახავს , მომაკვდავ ცოლებთან ზოგი სულ არ მოდის პალატაში დარჩენის უფლებაც რომ აქვთო და ის მოჩვენებასავით სულ იქ იყოო. დანარჩენებიც რა დღეში იყვნენ და ახლა დაშორება იქნებოდა? _მაშინ ხო არ დატოვებდა აბა ...მერე ყველაფერმა ერთად იმოქმედა ეტყობა . რკინა ხო არაა , ადამიანია _ვაიმე როგორ მიყვარს , უკარგესი ადამიანია. ცოლის ნათესავები კი არა თავის ნათესავს აღარ კითხულობს ვინმე და ისე დაგვეხმარა ჩვენ _შენი არანორმალური სიძე რომ დაიჭირეს ხო? _ხო ისე ვიყავით არეულები მაგან დაგვაყენა სწორ გზაზე, გადაგვყვა რასაც ქვია . მე არ ვიცი მაგათთან რა მოხდა, მაგრამ კიდე კარგახანს გაუძლეს ერთად ამდენ რამეს. ორივე კარგად იყოს და ეს ბავშვი დაიბადოს ჯანმრთელი , გასაზრდელი, ბედ_იღბლიანი სხვა არაფერი მინდა. _დაამთავრე შენ კიდე რა მაკიაჟს ისწორებ თუ თავიდან იკეთებ. შენი ბავშვი გადადგამს ყველაფერს _მიხედავენ დაიცა... დაცვა აკლია აქაურობას თორემ ეს ჩვენი ნატატო დედოფალივით ყავს ამ თავის ხულიგან ქმარს _ესენიც ხო სასწაულები არიან... სანდროს შეურიგდეს იქნებ გიგა რა შესარიგებელი იყო . რომ დაშორდნენ ომი ჰქონდათ _ადამიანების გამოსწორების მე არ მჯერა და იმედია ერთ დღეს საინფორმაციოში ამ ჩვენ არანორმალურ ნატასაც არ ვნახავთ ქმრის მიერ მოკლული ქალების სიაში ან სიკვდილამდე მიყვანილის _მამიდაჩემს რაც კი რამ ულაპარაკია სხვებზე ყველაფერი ერთად მოუბრუნდა მემგონი ... კია ახლა გაჩუმებული . ადრე განქორწინებას რომ გაიგებდა მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა და ახლა _ისე ამბობ თითქოს მისი ასლი არ იყო... შვილები არ გვანან ისე შენ რომ გავხარ _არც შენ ხარ შორეული ნათესავი დეიდაშვილო _მეც ნუ მომაბრალებთ ახლა მსგავსებას, შემოსული რძალი ვარ ... _მესამემ გაიცინა . კისკისებდნენ და ვინ იცის რამდენხანს იქნებოდნენ კიდევ იქ , სარკის წინ მდგომები ბავშვებისგან გამოქცეულები. მარიამს გამოსვლისა და პასუხის გაცემის ძალა არ ჰქონდა, ვერც მიხვდა ბრაზობდა მათზე თუ არა. იქნებ ენერგია არც დახარჯა მათზე. არ ვიცი რატომ დარჩა და უსმინა დიდხანს ან მერე როგორ არ წავიდა, კიდევ ვინმეს ელოდა? ვიღაც სხვას ვინც მორიგ ვარაუდს გააჟღერებდა? მობილურის ხმამ გამოაფხიზლა , სანდრო იყო _ცუდად ხომ არ ხარ _არა , დამშვიდდი _ გაუთიშა. უცებ დაიბანა ხელები, სარკეში არ ჩაუხედავს ისე გავიდა და ახლოში მდგომ ყოფილს მთელი ძალით მოეხვია. ამდენი თვის მერე ბავშვებით გარემოცულს შეხედა, ნამდვილს, ძველებურს, სანდროს რომელსაც პროკურორის სტატუსითაც შეეძლო პატარებთან ერთად მათ ნებაზე გართობა და ყველას აზრისგან შორს , ფერად სამყაროში ყოფნა _მაპატიე _უთხრა თუ არ არ იცოდა, მაგრამ მხოლოდ ეს სიტყვა უტრიალებდა იმ წამს გონებაში _მარიამ , წავიდეთ ? _ წამით შეახო თითები თმაზე , ლოყაზე მოეფერა და მზერა გაუსწორა _ გადაჩვეული ხარ ხალხმრავლობას _ევას მოენატრე _ მოშორდა,გამოფხიზლდა და მუცელზე ხელი მიიდო _უცვლელად, შენი ხმა ისმის , მეხები და ის აქტიურად იწყებს მოძრაობას _დღეებს ითვლის მამიკო შენთან შეხვედრამდე , მა და ყველა ნათქვამი "მა" სულ ორი ბგერა იტევდა ყველა'ფერს, ტკივილისა და სიყვარულის _შეურიგდი? _გიგაზე ანიშნა _არა, ვაკვირდები _გგონია ისევ დაიწყებს? _არ ვიცი ... ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი . საკუთარი თავს აღარ ვიცნობ და სხვაზე ვერ დავდებ თავს _იცნობ , შენ არ იცვლები უბრალოდ გარემო გარდაიქმნა ირგვლივ _ირონიაა ? _საკუთარ თავს შეხედე, ყველაფერი გაქვს და ხარ იქ სადაც გინდა რომ იყო. შენ თავი დაიბრუნე გათავისუფლების შემდეგ _შენ სერიოზულად გგონია , რომ მე ახლა თავისუფალი ვარ ? მე ახლა მიჭერს ბორკილები და მახრჩობს ყველა სივრცე, ახლა ვარ ციხეში გამომწყვდეული და რას ვაკეთებ . შენ საითაც გამიშვი იქეთ წავედი , არც მიფიქრია ბევრი , სულერთია და იმიტომ. მე შენთან და ბავშვებთან ერთად მინდოდა , უსაფრთხოებისთვის სფერო შემეცვალა ... შენ გარეშე რა აზრი აქვს ,სრულყოფილი არასდროს იქნება ის ემოცია რასაც ვიღებ თუ არ მოვედი და არ გაგიზიარე. ჭკვიან სტუდენტს რომ აღმოვაჩენ, რაღაც ხდება ისეთი რაც მომავალი თაობის იმედს მაძლევს ან უბრალოდ მახარებს ინსტიქტურად ვწერ ხოლმე შეტყობინებას, უზარმაზარ ტექსტებს სანამ გამახსენდება რომ დაგკარგე და თან როგორ უიმედოდ . მგონი ჭკუიდან იმიტომ არ ვიშლები , რომ ჯერ კიდევ არ მაქვს დაჯერებული რაც მოხდა და ილუზიაში ვცხოვრობ მხოლოდ მონატრებას ვუმკლავდები ... _მუცელი მტკივა სანდრო _ გაჩერდა, ყველა სიტყვა დაივიწყა და მხოლოდ სამი გააჟღერა _საავადმყოში წამიყვანე _ჯერ ადრეა...ჯერ ადრეა არ შეიძლება მა _ჩუმად იმეორებდა , იმდენად ჩუმად რომ თავადაც ძლივს ესმოდა . მარიამთან შეხების ყველა სურვილს აკონტროლებდა და ექიმთან მისვლამდე სულ მთლად ჩამოინგრა მისი სიმშვიდე. დაკვირვებისთვის დააყოვნა ექიმმა, მაგრამ არაფერი ხდებოდა. ცრუ განგაში იყო , ბავშვი თავს შესანიშნავად გრძნობდა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებასაც არ გეგმავდა ახლო მომავალში. _ხომ აღარ გტკივა ... _არა სანდრო _დარწმუნებული ხარ? _სრულიად _იქნებ დავრჩეთ? სახლში ცუდად რომ გახდე ? _არ გავხდები ცუდად სანდრო... კარგად ვარ . _შენებთან რომ წაგიყვანო? ან ნათია რომ გამოვუშვა? დავურეკავ და დარჩება გთხოვ, უბრალოდ დარჩება _თითქმის ყოველ დღე მოდის ნათია სანდრო და მისი მოშორება არ მიცდია იმის გამო , რომ საშინლად ჰგავხარ და რომ ვუყურებ თითქოს ჩემი შვილის სიბერეს ვხედავ თუ შენ დაგემსგავსება ევა და არა მე _მერე არ გაღიზიანებს ? რატომ მოდის ყოველ დღე ... ჩემთვის არაფერი უთქვამს _ვინ ვარ სანდრო ,ბრაზისგან დაბრმავებული ქალი რომელიც დედაშენს ვერ აიტანს ? ვერაფერს მიიღებს რაც შენთანაა კავშირში ? შენი შვილი მყავს აქ ... შენ ბინაში ვცხოვრობ _მშობიარობამდე არ მნახოო მითხარი _სულს მიხუთავდი და იმიტომ _ახლა არ გიხუთავ სულს? _შენ მგონი საკუთარ თავს წარმოიდგენ ჩემ ადგილას _არა , არ წარმოვიდგენ გავგიჟდები ეგ რომ ვქნა და თავს მოვიკლავ _სანდრო _ნამდვილად კარგად ხარ ? თვალები დახუჭე , არაფერზე იფიქრო მხოლოდ ბავშვს მოუსმინე და მითხარი , რომ დღეს არ დაიბადება იმიტომ რომ ჯერ არ დაუსრულებია განვითარება და იმიტომ რომ ჯერ არ შეიძლება... არ უნდა მოვსულიყავი . ხომ ვიცოდი , ხომ მითხარი არ დამენახოო... უნდა დამეჯერებინა _დარჩი სანდრო _სად... გავაჩერო , ჩამოვიდე? _ჩვენთან, სახლში დარჩი სანდრო _არ შემიძლია ... უფლება დავკარგე და ხო , შენ რომ გეღალატა მე ასე არ მოგექცეოდი _სულ ამაზე ფიქრობ მას მერე? _როგორ შეგიძლია გული არ გერეოდეს რომ მიყურებ , როგორ არ გიჩნდება აგრესია ... ჩემი მოკვლის სურვილი არ გაქვს? _დიდი ხნის წინ ველოდი შენ ღალატს და გონება მზად მქონდა უშენობისთვის . მოვკვდებოდი ევას არსებობა რომ არა , შენი მოკვლის სურვილი მაშინაც არ გამიჩნდებოდა რომ გამეგო მთელი ეს დრო მღალატობდი _ამ დროს მის ცისფერებს უყურებდა და გაეღიმა მათში დანახული შიშისა და შფოთვის დანახვისას _შენ ხომ იცი, რომ არ ... _მხოლოდ ის მაინტერესებს დამიმალავდი თუ ვერ _არ ვიცი , იქნებ არც დაგბრუნებოდი იქედან წამოსული ... იმ ღებინების შეგრძნებას ვერ მოვერეოდი საკუთარი თავის მიმართ რომ მქონდა და ყველა კაცის მეშინია ახლა ვისაც უღალატია და ღალატობს . ეს თუ ცხოველურ დონეზე დაყვანილი ქმედებაა და სული მართლა არ აწუხებთ , ყველაფერზე წამსველელბი არიან . ლამისაა ცოლების მოღალატე ძმაკაცებიც მოვიშორო , რომლებიც იდეალურად გრძნობენ თავს მუდმივ საყვარელთან და ცოლთან ერთად შიგადაშიგ სხვა ქალებთანაც რომ არიან ... რაზე გელაპარაკები საერთოდ, ცუდად ხარ _ წამში თქვა ყველაფერი . ისე იყო ანერვიულებული მარიამი უკვე ღიმილს ვერ იკავებდა _ნეტავ შემეძლოს იმ ფიქრების მოსმენა რასაც იქ ასვლამდე ფიქრობდი _შევწყვიტოთ საუბარი ... ამ ამბავს მეც თუ დავივიწყებ და შენც უკეთესი იქნება . იქნებ ადამიანური ურთიერთობა მაინც შევძლოთ და არ მოვკვდე ყველა შენი დანახვისას . _ქორწინების მერე მეგობრობა არ არსებობს სანდრო ... მშვიდად თუ შეგხვდები და არ გაგვახსენდება ის ეპიზოდი მაშინ ქმარი იქნები ისევ . სხვა ვარიანტი არ არსებობს და ილუზიას ნუ შეიქმნი , ჩვენგან მხოლოდ მეგობრები ვერასდროს იარსებებს _ნუ მიწურავ ყველა იმედს _არ ფიქრობ , თორემ იცი ასეა _მთელი დღე რაღაცას ვაკეთებ რომ არ ვიფიქრო თორემ ვიხრჩობი მერე და არ მინდა ფსიქიატრიულში დავხვდე ევას _პირველი კაცი იქნები ერთი ღალატის გამო თავს ასე რომ დაისჯის ... შენ ინტელექტსაც ვერ ვპატიობ ამ სისულელეს _შენ ნამდვილად კარგად ხარ ? _კარგად ვარ სანდრო , მორჩა საფრთხე არ მემუქრება. სჯობს წახვიდე , ორივეს სიმშვიდისთვის _ოდესმე მაპატიებ ? _როგორც ადამიანს გაპატიე და ამიტომ ვსაუბრობთ ახლა , როგორც ჩემ სანდროს საკუთარ თავს თუ აპატიებ ოდესმე მერე ალბათ მეც შემეძლება . მე და შენ ერთნაირად ვგრძნობდით ,იყო დრო _იყო დრო და აღარ იქნება ... _ხომ ხედავ, იცი ვერ შეგვიძლია ამ ამბის პატიება ერთმანეთისთვის _ერთმანეთისთვის? _შენ რომ იქ წახვედი მე მიხდიდი სამაგიეროს ყველა უგრძნობი ქმედებისთვის, ყველა იგნორის და უსიცოცხლო დღისთვის, ყველა უშენოდ გატარებული დღისთვის, სიკვდილზე ფიქრისთვის... შენც გინდოდა, მაგრამ არ გამოგივიდა საერთოდ არ გამოდის უსულო არაფერი ამიტომ ვერ მოვკვდი მე და ვერ იქეცი ჩვეულებრივ მოკვდავად შენ _არაჩვეულებრივს რა მხდის იქამდე აზდად რომ არ მომსვლია ღალატი ? ასე როგორ მაღმერთებ მარიამ ? და ასე თუ იყო ისევ , როგორ მტოვებდი და კვდებოდი , კვდებოდი ამდენი თვე _აი ხომ ხედავ შენი ქვეცნობიერი ამისთვის მიხდიდა სამაგიეროს , მაგრამ ის არ იცოდი და ვერ გათვალე მე რომ არასდროს ვაპატიებ თავს იმ წლებს , ცხოვრება რომ შევწყვიტე ....................................... დაიწყო მშობიარობამდე დარჩენილი დღეების ათვლა. -დღეს გნახავ ,დე? -ყველა დილას იწყებდა კითხვით . ბავშვთნ საუბარს უფრო აქტიურად განაგრძობდა - იცი მამაშენი წლების წინ ამ დღეს გავიცანი და თუ შენ დღეს გადაწყვეტ კომფორტის ზონის დატოვებას, ამ არეულ სამყაროში მოხვედრას, ჩემ ნახვას, მამას გაცნობას...დე? მეჩვენება თუ უცნაურად ბევრს მოძრაობ? მე ვცდილობ თავი ვაკონტროლო, ფსიქოლოგთან დავდივარ მთელი თვეა,რომ პანიკა არ დამეწყოს... დე ,მამაშენიც სულ აქაა. რაღაც დაემართება მანქანაში ძილისგან. კიდევ ბევრს თუ დააგვიანებ ბოლოს ვეტყვი ამოვიდეს. ევა, ჩემი ცხოვრების საწყისო წერტილო ღამე იყო ტკივილები ,რომ დაეწყო. აივანზე იდგა , სანდროს ელოდა ის კი აგვიანებდა და როგორც კი გამოჩნდა მაშინვე იგრძნო რამდენად ინტენსიური გახდა შეტევები. მზად იყო, მაგრამ არ გამოუვიდა სიმშვიდის შენარჩუნება. ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა თითქოს გადახვევით უჩვენებდნენ მისი ცხოვრების ფილმს. ტკიოდა , მაგრამ არ იცოდა ზუსტად რა , ყველაფერი ერთდროულად აწუხებდა ფიზიკური და სულიერი სისუსტე იგრძნო , წამში იწყეს ნაგროვებმა ცრემლებმა დენა . ტიროდა და სუნთქვაც უჭირდა მოულოდნელად გამოჩენილი სანდროს სახე რომ დაინახა. მისგან ელოდა პასუხს, რეაქციას რომელიც მიახვედრებდა,რომ მიახლოების უფლებას აძლევდა. მარიამმა ხელი მისი მიმართულებით რომ გაშალა მზერა სულ მთლად გაედღაბნა. წამში გაჩნდა მასთან, დიდხანს ეხვეოდა, ზურგზე ფრთხილად უსვანდა ხელს და სასიამოვნო იმპულსს უგზავნიდა -გამოგივა... შენ ყველაფერს შეძლებ, შენ სულ ცოტა დრო გჭირდება , ერთი ნაბიჯიღა დარჩა , მოითმინე, გაუძელი გთხოვ, გთხოვ ჩემო სიყვარულო -ამოსუნთქვის გარეშე თქვა ყველა სიტყვა, სახედაცვარულს ეფერებოდა, კოცნიდა მანამ სანამ მოიშორებდა _მე არ ...მე აღარ შემიძლია .მეშინია , მეშინია სანდრო _ თითები მაისურზე მოუჭირა და ღრმად ჩაისუნთქა _ მე , მე თუ ვერ შევძლებ , თუ ვერ დავეხმარები და გავითიშები იცოდე , იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ის უნდა გადარჩეს. ჩვენი გოგონა შენ უნდა გაზარდო და ყველაფერი უამბო , ყველაფერი შენ ღალატამდე ... ეგ გამოტოვე ! _არაფერი მოხდება, ექიმმა თქვა , რომ იდეალურად უმკლავდები შენ უბრალოდ უნდა დამშვიდდე და საკუთარი თავის მართვა შეძლო_თვალებში უყურებდა, ცრემლებს უმშრალებდა, ხელებს უკოცნიდა . თავადაც სითხით ჰქონდა დაფარული ცისფერი სფეროები . ეშინოდა, ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი დამფრთხალი და მაინც ქალის დამშვუდებას ცდილობდა. სამშობიარო პროცესი დროში გაიწელა, ტკივილებიც მწვავდებოდა , აღარაფერი მოქმედებდა არც სიარული, არც სუნთქვითი ვარჯიშები მაინც ვერ მშვიდდებოდა ბოლოს საწოლზე იჯდა , უკვე მერამდენედ ტიროდა სანდრომ მისი სახე ხელებში რომ მოიქცია , ცრემლები შეუმშრალა, თვლები დაუკოცნა და მერე ლოყაზე გადავიდა _მტკივა , მტკივა სანდრო _თითები მის თითებზე ჰქონდა მოჭერილი , თვალები გაახილა და აღიქვა როგორ ახლოს იყო ყოფილი ქმარი , მისი მზერა კი ტუჩებზე გადავიდა _სანდრო -შენ შეუძლებლის შეძლება შეგიძლია -გაუაზრებლად შეეხო ტუჩებზე და მასთან ერთად საკუთარი სიმშვიდის წერტილიც იპოვნა გონებაში . ხელს არ უშვებდა და მონატრებულ კოცნას ახანგრძლივებდა სანამ მშობიარობა ბოლო ფაზაში არ გადავიდა გვერდიდან არ მოშორებია, ამხნევებდა მანამ სანამ გოგონა არ დაინახა , მისი ტირილის ხმა არ გაიგეს და ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ თავად არ დააწვინა სიხარულისგან აქვითინებული ქალის მკერდზე . მრავალწლიანი ბრძოლის, ქაოსის, შიშებთან და ტკივილთან ომის მოგების შემდეგ ხედავდა ციდა სხეულში მომწყვდეულ მთელ სამყაროს. -გამარჯობა ევა, დე ................... _მალე მოიყვანენ...მე , ხომ შეიძლება დავრჩე .თუ გირჩევნია ვინმე სხვა ... ყველანი აქ არიან , ჩასული ვიყავი , ვესაუბრე , დავამშვიდე . თუ გინდა ხათუნა ამოვა,ან ნატა და მე გავალ ...თუ გაღიზიანებ , მე არ შეგეწინააღმდეგები ისე იყოს როგორც გინდა- პალატაში მყოფს შორიდან უყურებდა, არ იცოდა ყველაფრის ჩავლის შემდეგ როგორი განწყობა ექნება _ახლა აქ შენ გარდა არავინ მინდა , მაგრამ მხოლოდ ახლა და მხოლოდ ჩვენი გოგონას გამო _ექთანმა ბავშვი მალევე მიუყვანა. მრგვალ, ვარდისფერსახიანი გოგონა გრძელი შავი თმით რომელსაც უკვე ეცვა სანდროს ნაყიდი ტანსაცმელი _ვის ჰგავს მგონი ნათელია _ მკერდზე მიკრულს გაბრწყინებული დაჰყურებდა. ორი თითით ჯერ თმაზე მოეფერა და შემდეგ სახეზე გადავიდა. ტირილი რომ დაიწყო დაფრთხა, თითქოს იმ მომენტში დაუბრუნდა რეალობას .პირველად უნდა გამოეკვება და კიდევ ერთი ემოციური მომენტი უნდა გაევლო. წუთები იდგა ,რომელზეც უამრავი ჰქონდა ნაფიქრი, რომელიც უთვალავჯერ ჰქონდა წარმოდგენილი - შენი ნაწილია , ყველაფერი ბუნებრივად მოხდება- მარიამი ჩუმად იყო,მაგრამ სანდროს არ სჭირდებოდა სიტყვები მისი შიშების წასაკითხად . ბალიში გაუსწორა, თავზე აკოცა და მერე გაირინდა -დაივიწყე წიგნებში წაკითხული წესები - ათასი კითხვა ჰქონდა თავში,მართლა უამრავი ინფორმაცია უტრიალებდა გონებაში ძძუთი კვებასთან დაკავშირებით , დაძაბული უყურებდა ბავშვს ძლივს მოახერხა ამოსუნთქვა-მოდუნდი თორემ ასე დაიღლები ...ისედაც გამოცლილი გაქვს ენერგია ..უსმინე - ყელში ბურთი გაეჩხირა, სიტყვის თქმა ვეღარ შეძლო, მარიამს მხარზე აკოცა და თითები მკლავებზე შეახო. სამი გულისცემა ისმოდა ოთახში და ციდას ყველაზე ჩუმი, ხმაურიანი ჭამის ხმა რომელიც იმ დროს სამყაროში ყველაზე სასიამოვნო ხმა იყო, ნებისმიერ სიმფონიაზე ძვირფასი -რომ არ იყოს საკმარისი? ყველგან წერენ რომ ძ.ძუთი ექსკლუზიური კვება შეუცვლელია,რომ ხშირად უნდა ვაჭამო,მაგრამ არ ვიცი-ევა აღარ ტიროდა, დანაყრდა და დაეძინა,მაგრამ მარიამი ვერ ისვენებდა. -ყველაფერი რიგზე აქვს , საკუთარ თავზე იფიქრე... ხომ არ გტკივა ,შენ -რა დროს მე ვარ სანდრო ... ისეთი პატარაა, რომ ვერ გაიგონ და რამე პრობლემა ჰქონდეს? -უკვე გასინჯა ექიმმა, რამე რომ იყოს -არის დაავადებები,რომლებიც მაშინვე არ ჩანს... ხომ კარგი ფერი აქვს ? -ვარდისფერია მარიამ, ლამისაა ვარდო დავარქვა ან კიდევ ლალი ... როგორი ლამაზია ნახე -შენნაირია -დაიძინე , მე აქ ვარ ... სანამ ისევ მოშივდება იქამდე დაისვენე - იქვე სავარძელში ჩაჯდა, ბავშვი საწოლში ჩააწვინა და მარიამს ხელზე მოეფერა- გთხოვ , საკუთარ თავს ნუ დაივიწყებ თითქოს მიხვდა მარიამის გონებაში რაც ხდებოდა. იმ დღიდან დაიწყო ყველა ფიქრისა და ღელვის ბავშვისაკენ მიმართვა. ამოსუნთქვას ითვლიდა, ფერს ამოწმებდა, ნებისმიერ მოძრაობას აკვირდებოდა. უძილო ღამეებს შფოთვა დაუმატა . ეშინოდა, რომ დაკარგავდა და ყველა შესაძლო საფრთხის მოშორება უნდოდა. პალატაში ხუთ წუთზე დიდხანს არავის აჩერებდა . გაწერისთვის ემზადებოდნენ, სააბაზანოში იყო როდესაც მზერა დაებინდა და დაყვირდებაც ვერ შეძლო ისე ჩაიკეცა. გონება არ დაუკარგავს, მაგრამ თვალების გახელის ძალაც არ ჰქონდა. სანდროს შეხებას გრძნობდა, მისი ხმა ესმოდა და თითებს მაჯაზე უჭერდა იმის სანიშნებლად,რომ კარგად იყო -შენთან ვარ, შენთან ვარ არ შეგეშინდეს - სანამ ექიმი მივიდოდა მანამ დაეხმარა. მიჩვეული იყო წნევის ვარდნის ეპიზოდებს , არც მარიამის სისხლის დანახვა იყო უცნობი და მაინც მის ხმაში ტკივილსა და შიშს ვერაფერი აქრობდა. მარიამს აქამდე გამოფხიზლება ასე ძალიან არასდროს სდომებია. რამდენიმე ადამიანმა ერთად მიიყვანა საწოლამდე. ევას ტირილის ხმა ესმოდა და წამოდგომას ცდილობდა -სისხლდენა გაქვს... ხომ ვისაუბრეთ მარიამ . დრო გჭირდება ძალების აღდგენისთვის. თავიდან უნდა გავიაროთ ყველაფერი? თუ მხოლოდ მშობიარობამდე მისმენდი და ლოგინობის პერიოდზე ყურადღებას აღარ მაქცევდი -ჩემი ცუდად ყოფნა არ შეიძლება ... ევას ვჭირდები, ტირის -არაუშავს, ჯანმრთელია, ძლიერი გოგონაა და ნახე როგორ ხმაზე ტირის ... ამ კაცსაც გულს უხეთქავ. შენზე ცუდი ფერი აქვს . იცოდე ვერ გაგიშვებ თუ არ დამპირდები,რომ ეს ერთი თვე თავს მიხედავ ... რეკომენდაციებს შეასრულებ . ვის ვესაუბრო , დედასთან იქნები თუ თქვენ იქნებით სახლში -მივხედავ ყველაფერს, თქვენ დამიწერეთ ყველა წამალი და საშუალება რომ დასრულდეს ეს პროცესი . ყველაფერს გავაკეთებ -არაფერი უნდა გააკეთო ბავშვის მოფერების, მისი კვების და ძილის გარდა მარიამ ... ნუ კიდევ რამე თუ მოგინდება რაც სიამოვნებას განიჭებს და ოქსიტოცინს გამოიმუშავებ კარგი იქნება -გვესმის ექიმო, ისე გავაკეთებთ როგორც გვეტყვით -კარგით, თუ რაიმე პრობლემა იქნება მირეკავთ ან მოგყავთ პირდაპირ. ტემპერატურა აკონტროლეთ , თუ ყველაფერი რიგზე იქნება ათ დღეში მოდით -მარიამი აღარ უსმენდა, ევა აიყვანა და მას ეფერებოდა. სანდროს კი ერთი სიტყვაც არ გამორჩენია. სამშობიარო სანდროსთან ერთად დატოვა, სხვა არავინ იყო. მნახველებს წინასწარ აუკრძალა სახლში მისვლაც. მხოლოდ სანდროს ენდობოდა, იცოდა ბავშვს საფრთხეს არ შეუქმნიდა,ეს ერთადერთი სიმშვიდის მომენტი გააჩნდა გონებას. სანდრო ევასთან ერთად, მკლავებში მოქცეული პაწაწინა სხეულით ,მისი მზერით, ნაზი შეხებებით და მარიამის ენერგიის სრული აღდგენით. მდუმარედ უყურებდა მამა შვილს და მთელი დაღლილობა ეხსნებოდა. -აირჩიე ხათუნა , ნათია თუ მე - სახლში იყვნენ უკვე . ევას საძინებელში , რომელიც საგანგებოდ მორთული დაახვედრა დედა-შვილს. -კარგად ვარ , არ მჭირდება მომვლელი -მარიამ... ფეხზე ძლივს დგახარ -ასე ნუ მიყურებ -აირჩიე ვინ გირჩევნია რომ დარჩეს -შენ ... სამსახურში არ უნდა მიხვიდე? -შვებულებას ვიყენებ -მხოლოდ იმიტომ, რომ ისევ შენ ხარ ყველაზე ახლო ... -ვიცი მარიამ , დავმთავრდი როგორც კაცი მაგრამ შენს ცხოვრებაში უამრავი სხვა ფუნქცია მქონდა -მომვლელობა უცხო ნამდვილად არ არის შენთვის - ზურგით იდგა, ბავშვის საწოლს ეყრდნობოდა, ევას უყურებდა და ცდილობდა გამკლავებოდა ტკივილს,რომელიც სანდროსგან ახლოს და შორს ყოფნისას განიცდიდა. ჯოჯოხეთს ჰგავდა ეს ყველაფერი , სანდროს გარეშე რომ გაიარა. ევას ჰყავდა მამა , მაგრამ მარიამს არ ჰყავდა სანდრო, ისე არ როგორც ოცნებობდნენ. -ამ დროის გაუფერულებას ვერ მაპატიებ , სულ რომ არაფერი ... -შეწყვიტე ჩემი ფიქრების კითხვა -დაიცადე, ეგ დროც დადგება რომ ვეღარ წავიკითხავთ ერთმანეთს -მე უკვე ვერ წაგიკითხე -იმ დღეს ისე გაგიშვი არც შემოგხედე ,თორემ ვინ იცის იქნებ წაგეკითხე -ჩვენთან... ჩემთან დავაწვენ . აქაურობა დაიცდის სანამ არ გაიზრდება დიდი გოგო - ხელში აიყვანა და თავის ოთახში გაიყვანა. ირეალურს ჰგავდა ის დღეები , სანდრო სახლში , მაგრამ სხვა ოთახში. _უნდა დაიძინო ... _ბავშვი ფრთხილად აიყვანა და თავის საწოლზე დააწვინა _ ასე გადაიწვები, ვერ გაუძლებ _იტირებს _არაუშავს...ყველა ბავშვი ტირის. _რამე რომ სტკიოდეს? კიდევ უნდა მივიყვანო სხვა პედიატრთან _გთხოვ დაფიქრდი. შენ ხომ არ ხარ ის ქალი შვილს რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემ _გაიზრდება და შემდეგ _ასე თუ დაიწყებ შემდეგაც ასე გააგრძელებ , ყოველთვის იქნება საშიშროება ,ასაკის მატებასთან ერთად მოსალოდნელი პრობლემების რაოდენობაც გაიზრდება და შენ ყველაფერს ვერ აარიდებ. ცხოვრება უნდა განაგრძო მასთან ერთად და არა მისი ცხოვრებით . ის ახლა იწყებს, ჯერ ვერც კი ხვდება სად არის , ვერც კი ხედავს ნორმალურად _მაქსიმალურად მშვიდად ესაუბრებოდა. ხელები უკან გასწია, კვდებოდა ყველა ჯერზე როცა ვერ ეხებოდა , ფაქტი, რომ აღიზიანებდა _მე მის გარდა არავინ მყავს... ისაა ყველაფერი და შენ მარტივად შეგიძლია საუბარი.მიკვირს საერთოდ აქამდე როგორ არ აარჩიე შენი ამდენი ქალიდან ერთი და არ გყავს შენი ოცნების ამსრულებელი _ჩემი ოცნება შენ ხარ მხოლოდ და გთხოვ ამ დონეზე ნუ დაეშვები. შენ შესანიშნავად იცი რაც მოხდა, რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში უშენოდ და არ გინდა ტყუილებს ნუ დააჯერებ თავს იმისთვის, რომ შემიძულო- ევა მკერდზე ჰყავდა მიკრული და ოთახში დადიოდა ბავშვით ხელში რამდენჯერაც დაინახავდა იმდენჯერ ივიწყებდა გარშემო ყველა'ფერს. სანდროს მზერა , მისი ფრთხილი შეხება, ყველა მოძრაობა და მიმიკა თავიდან უყვარდებოდა, ახალი კაცი დაიბადა სახელად, მამა _მგონი მასაც ჩემზე მეტად უყვარხარ _შენ გგავს და გამორიცხული არაფერია_ქვემოდან ახედა .მის მოტანილ სურნელს უკვე მოეცვა მთელი ოთახი _ულამაზესია _მე ისევ შენ გამსგავსებ , შენი ფერი აქვს...ყველაზე ეშხიანი, მიმზიდველი და საინტერესო იქნება _იმედია მის თაყვანისმცემლებზე დარდსაც შენ არ შეითვისებ და დამაცდი ვიყო ეჭვიანი, ეგოისტი მამა, რომელსაც შვილი არავისთვის ეთმობა _ბავშვის ნივთებს ალაგებდა , უხმაუროდ შეეძლო ყველაფერი უმოკლეს დროში მიეწესრიგებინა მიჩვეული იყო , მაშინ როდესაც მარიამი მორიგი უეფექტო მკურნალობით იტანჯებოდა ყველაფერს თავად აკეთებდა ისე , რომ გონს მოსულ ქალს კვლავ ისეთ გარემოცვაში გაეღვიძებინა როგორიც ყოველთვის ჰქონდა. რიტმიდან ამოვარდნის უფლებას არ აძლევდა _ეჭვიანობა ისე გიხდება , ვერ წაგართმევ , შენია _ჩუმად თქვა, მზერა მოაშორა მის ზურგს და მერე ისევ ბავშვს შეხედა _არ ვეჭვობდი , შენში ეჭვი ახლაც კი არ მეპარება ... ზუსტად ვიცი , როგორც გიყვარვარ და რაც გჭირს უჩემოდ. შენი ტკივილიც მტკივა და მახრჩობს _ ტანსაცმლის საკიდზე კაბა დაინახა, მარიამის საყვარელი კაბა, რომელსაც თავისი პერანგი ჰქონდა ზემოდან შემოცმული , თითქოს ორივენი ერთად იყვნენ, იქ კარადის გრძელ საკიდზე სხვა უამრავ ტანსაცმელს შორის _ჩემი სუნი აღარ ექნება _ გაიხადა რაც ეცვა, პერანგი ჩაანაცვლა _რას აკეთებ _უყურებდა როგორ გამოიცვალა და ახლა ნელა იკრავდა ღილებს მისკენ შებრუნებული _ამას ვეძებდი _ თმის საშრობი აიღო და მისკენ დაიძრა. თავზე შემოხვეული პირსახოცი მოაშორა _შენ აქ რატომ ხარ, ნუ დაივიწყებ ... მე და შენ დამთავრდა , შენ მხოლოდ მამა ხარ და არა ქმარი ! _თმაზე რომ შეეხო მაშინვე თქვა _გთხოვ _მაჯაზე მოხვეულ მის თითებს ტუჩები შეახო სარკეში უყურებდა საკუთარ გამოსახულებას ცრემლების გროვა რომ დაუგროვდა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორება ვეღარ შეძლო. თვალები დახუჭა, მაგრამ გვიანი იყო, ცრემლებმა იპოვნეს გზა . უკვე დაბინდული მზერით დაინახა სანდროს სახე და სიგიჟემდე მოუნდა წაკითხული ტკივილის გაქრობა _სარკე ისევ ვერ იტოვებს დანახულ ტკივილს _ხმაც დაკარგვოდა, გული ყელში ებჯინებოდა , ყველა ემოცია ერთდროულად აპირებდა ცრემლებად დაღვრას _ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი შენი ჭრილობის მიზეზი ... მე შენთვის გავხდი უბედურება _თავი დახარა და სულ ოდნავ შეეხო მის თმას სახით_ხედავ იმ ცხოველს,რომელსაც უნდა ეგოისტი გავხდე და ჩემთან დაბრუნება გაიძულო? _სარკე ისევ ყველაფერს ირეკლავს , შენ კი ... შენ მალე თუ არ წახვალ ტკივილი მომკლავს _ ორს გტოვებთ , მარიამ _შენ რომ დაბრუნდე, შენ რომ ყალბი შერიგება მაიძულო და ტოქსიკურები გავხდეთ ,მხოლოდ მერე შეგიძულებ შენც და საკუთარ თავსაც . გავნადგურდებით ჩვენს შორის თუ ზიზღი გაჩნდება-ისევ მის გამოსახულებას გაუსწორა მზერა და მხოლოდ შემდეგ შებრუნდა _სანდრო _მაშინ არ იყო, ახლა არ არის ?! _შენ მონატრებასთან ერთად ცხოვრებას რომ ვეღარ ვახერხებ? _იპოვნე სხვა _შენც ამას აპირებ? _მე ჯერ მხოლოდ დედობას ვაპირებ , სხვა არავისთვის მაქვს დრო და ცხოვრება დასათმობი , შემდეგ ვნახავ დაიტევს თუ არა სარკე ჩემთან ერთად სხვას _შენ ზუსტად იცი, ვერ _აღარ უფიქრია, მისმა ეშმაკმა გაიღვიძა და დაავიწყა ზღვარი . ქალს ცრემლები შეუმშრალა და რბილ ტუჩებზე ტუჩებით შეეხო _ მე შენ ვარ ! ზღვარზე გადიოდნენ. დღეები ერთმანეთს ლოდებად აწვებოდნენ .ყველაფერი იდეალურად ჰქონდა მოწესრიგებული, ნაკლს ვერ უპოვნიდი. არაფერი არსებობდა რაც შეიძლება მარიამსა და ბავშვს დასჭირვებოდათ და სანდროს მზად არ ჰქონოდა. თითქმის არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ სანდროს მზერა ყველა სიტყვაზე ხმამაღალი იყო. მისი თვალები , შენარჩუნებული დისტანცია და გამოცდა, რომელსაც აბარებდა, ზღვარი რომელსაც არ სცდებოდა. სულ რამდენიმე ღამე იყო როდესაც მიუახლოვდა, ფრთხილად აკოცა მძინარეს და დიდხანს დარჩა მის ბალიშთან ახლოს გარინდული. დედა-შვილს უყურებდა და უკვირდა გული როგორ არ უსკდებოდა. მარიამი ევას ძილს დარაჯობდა, სანდრო მარიამის... ..................................... მცირე დროში უამრავი რამ მოხდა, ათასი ემოცია დაგროვდა და ერთიც დაემატა, ნატასთან მოახლოებული განშორების ფერი _მივდივართ _სად , დასასვენებლად? _არა , ქვეყნიდან მივდივართ ... _ვისი გადაწყვეტილებაა _ჩვენი, ერთობლივი... აქ ამ ხალხში ვერ იცხოვრებს სუფთად. აქ სულ ის იქნება ვინც იყო და თავიდან ვერ დაიწყებს. მაშინ ყველას უნდა ჩამოშორდეს და ასე არ შეიძლება _და შენ რომ დაგვშორდები ყველას? _გნახავთ ხოლმე ... ასე სჯობს . ამ მსხვერპლის გაღება ღირს _იქ რომ რამე დაგიშაოს ? არავინ ვიქნებით და თუ გგონია შენი ძმაკაცი სანდრო ყოვლისშემძლეა _არ იტირო გთხოვ, პირველს შენ გეუბნები რომ არ ინერვიულო და შეეგუო ამ ამბავს თორემ სხვას არც ეცოდინება ისე ავბარგდებით და წავალთ. ყველაფერს გავყიდით , ერთი სახლის გარდა და იქ დავიწყებთ ნულიდან _რომ გაკოტრდეთ? _ერთად ვართ, მე ჩემი საქმე მაქვს მას თავისი ... იქ როგორც მხატვარი ისეც განვითარდება . მერე შეიძლება იქედანაც წავიდეთ . ორივეს გვიყვარს სიახლეები და არ შევიქმნით ჩარჩოებს _ბავშვებს არ გაუჭირდებათ? _სჯობს კლასელები მოენატროთ ვიდრე მამა დაკარგონ და მე არსებობა გავაგრძელო მხოლოდ იმიტომ , რომ გიგას გარეშე არ მინდა და მეტჯერ ვერ გადავიტან მის დაკარგვას. _ეს დრო მას მოძალადის ათასი ფერიდან არცერთი ჩაურთავს? _არა, არცერთხელ ... ისე ველოდები ხოლმე რომ უცებ ჩაერთვება _განგებ არ გამოიწვიო გთხოვ, რომ იცოდი ხოლმე და აცოფებდი . როცა ნამდვილი ხარ უფრო მშვიდად იქნება ისიც _ორივე ნამდვილები ვართ, მხოლოდ პირადი სურვილებით და გრძნობებით ამიტომ მჯერა გამოგვივა . შენც ხომ ვერ იტან ამათ და ამიტომ ერიდებოდი მთელი ორსულობა ხალხთან კონტაქტს _ადამიანები იდეალურები არსად არიან ... _მაგრამ იქ იქნება შური, ღალატი, ეგოიზმი, კონკურენცია არ ვიცი ყველაფერი, მაგრამ არ იქნება "ამის შვილია" " ეს არის" სახელს და გვარს რომ ვიტყვით ყველას არ ამოუტივტივდება გონებაში ჩვენზე გაგებული ტყუილ_მართალი ამბები. იქ მამამისის გავლენები არ იქნება, არც მტრები, არც ყალბი მეგობრები, არც მოვალეობები ადამიანების მიმართ რომლებიც მხოლოდ პრობლემებს ქმნიან. ჩვენ ვიქნებით და ის რასაც შევქმნით _მე ხომ იცი , რომ სულ მხარს გიჭერ თუ ნამდვილად გინდა რაღაც და თუ გააზრებული გაქვს _აპატიე გიგას , მე ხომ მივეცი მეორე შანსი _რაღა შანსი ... მეორედ გაყევი ცოლად _არა, ესაა შანსი მარიამ ... სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება . ვერასდროს დავივიწყებ იმ წლებს და იმ ქალს რომელიც ვიყავი მის გვერდით არც იმ კაცს , იმ არაკაცს რომელიც მასში იყო და ახლა მოკვდა, იქნებ არც მომკვდარა კომაშია და გაიღვიძოს, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად. მე თუ ჩემ მის მიმართ სიყვარულს დავუწყებდი ბრძოლას, მას თუ მარტო დავტოვებდი ამ ომში საკუთარ თავთან, როგორ ვიცხოვრებდი მშვიდად. იცი ბავშვები როგორი ბედნიერები და ლაღები არიან? ის თვეები თითქოს ციხეში იყვნენ გამოკეტილები და არ იცოდნენ რა ხდებოდა მათ თავს . ჩვენ გამო შეძლო და შეძლებს , მჯერა ... სხვა ყველა ფერს ერთად შევქმნით _საბოლოოდ ძლიერი ქალი შექმენი , _მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენია _დაუბრუნდი სანდროს, ახლა როცა აქ არის ... უბრალოდ გულს მოუსმინე _გულს ვუსმენ და ის ვერ პატიობს ... ჩვენ სხვა ვართ. სანდროს თავიდან დაბადება არ სჭირდება. ვერაფერს წავშლით და გადავწერთ . არც რაიმეს შიში მაქვს , უბრალოდ არ შემიძლია და თუ შევძლებ ისე ვისუნთქო მასთან ერთად , რომ სიამოვნების გარდა ვერაფერს ვგრძნობდე მაშინვე დავუბრუნდები. ეს არაა ომი მასთან, ეს განშორება არაა შურისძიება , არც ჭკუის სწავლებაა . ჩვენ ორივე ფერფლად ვიქეცით _მე დავლაგდი და შენ ხარ არეული, რა უცნაურია _ეს არის ცხოვრების ანარეკლი .................................... -მარიამ - კარი შეაღო ,მაგრამ არ შესულა ... ტირილი ადროვა - კრემი მოგიტანე ... აპარატიც . თუ არ გაივლის ექთანს მოვიყვან და მასაჟს გაგიკეთებს - კედელზე დამაგრებული საკრიდან ხედავდა ქალის ანარეკლს. ტიროდა, ტკიოდა და ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა- მარიამ -ღმერთმა დასწყევლოს იმ ნაბიჯისთვის რომელმაც უფსკრული გაგაჩენინა ჩვენს შორის...ჯოჯოხეთისთვის შენი ჩახუტება რომ მინდა და ვერ მოვდივარ ახლოს . საწოლის ცარიელი მხარე რომ დამიტოვე და ევა ჩვენს შორის არ არის... შენი სუნი არ არის ამ ოთახში . არ ხარ, არ ხარ... მტკივა, ვკვდები , მაგრამ გეფიცები სულ ასე არ იქნება. მილიონჯერ რომ დავიფეფრლო ყველა ჯერზე თავიდან დავიწყებ და ისევ შენგან შორს . ერთი ნაბიჯით რომ დაგშორდე , საუკუნე რომ დამჭირდეს ბოლოს მაინც საბოლოოდ დაგთმობ. მთლიანად წაგშლი ჩამი ცხოვრებიდან, გავაქრობ მარიამის სანდროს ! კარის სახელურს უჭერდა ხელს, მერე ჩარჩოს მიეყრდნო. მარიამის სიტყვები მძიმე საგანივით ხვდებოდა თავში და წონასწორობას უკარგავდა. სირცხვილია ყველაზე მძიმე ტვირთი რისი დაძვრაც შეუძლებელია,რაც მიგაქანებს ფსკერისკენ და ამოსვლის საშუალებას გართმევს. ევა ტიროდა და მარიამი მაინც ვერ მოძრაობდა ევა ტიროდა და მარიამი არ ეხებოდა ევა ტიროდა და სანდრო მისკენ მიდიოდა წამით მოეხვია, ბავშვი მკლავებში რომ ჩაუწვინა, აკოცა ევას და მარიამის სახე ხელებშორის მოიქცია -მორჩა, შეგიძლია სრულად უჩემობა გადაიტანო და ისე დაიწყო მარიამის გაცოცხლება . შენი ცრემლების მიზეზი მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში უნდა გავმხდარიყავი , არ შეიძლება ვსუნთქვდე და გტკენდე . დავსრულდი, გეფიცები წავიდა,მერამდენედ და არა ბოლოჯერ. ........................ თვეები მიდიოდა ისე, რომ სანდრო მხოლოდ ევას ცხოვრებაში არსებობდა. მარიამი კი დამოუკიდებლად უმკლავდებოდა ყველაფერს, რთულად მაგრამ შესაძლებელი იყო. მშვიდდებოდა, ევასთან ერთად ზრდიდა დედა მარიამს და სულ უფრო მეტს სწავლობდა. ნაბიჯ-ნაბიჯ შორდებოდა ევას სამყაროს და იხსენებდა საკუთარ თავს მარიამზე არ ფიქრობდა, საკუთარი კომფორტი დაივიწყა , აღარც უსმენდა სურვილებს , ვერც ხედავდა თითქოს იმ ქალს ბოლო წლებში რომ იქმნებოდა და ახლა დისკომფორტს უქმნიდა. სულს უმძიმებდა , მაგრამ დიდხანს ვერ იპოვნა დრო მის შესასწავლად. სარკეში უყურებდა გამოსახულებას და მხოლოდ ერთი შეგრძნება რჩებოდა, უცხო სხეულში გამოამწყვდიეს . ის ქალი ახლა რომ უმზერდა არაფრით ჰგავდა იმ გოგონას წლების წინ თეთრ კაბას რომ იმოსავდა და ბედნიერებისგან ანათებდა. ჭარბმა წონამ სახის კონტურიც კი შეუცვალა , მთლიანად დაეფარა კანქვეშ დაგროვებულ ცხიმს. მკლავები ბოლოს როდის გამოაჩინა არ ახსოვდა, გაუაზრებლად ფარავდა კიდურებს . მუცელი და თეძოები ცომის გუნდებად ეჩვენებოდა, მშობიარობის შემდეგ დარჩენილი სტრიები გრძელდებოდნენ ბარძაყებზეც. გაახსენდა ყველა მკურნალობის კურსი, უთვალავი ჰორმონი, ფსიქოლოგიური არასტაბილურობა, სრულიად არეული კვების რეჟიმი , უთვალავჯერ გაცრუებული იმედი, დიაგნოზი უნაყოფობა , უშედეგო მკურნალობის ათი წელი , თვითმკვლელობის მცდელობა,მოღალატე სანდრო ,განშორება და ახდენილი ოცნება , დედობა . ყველაფერი ამ სხეულმა გადაიტანა ახლა რომ უხუთავდა სულს, ყველა ნაბიჯის გადადგმისას ამძიმებდა და სუნთქვას უკრავდა. თავიდან დაიწყებდა ცხოვრებას და კიდევ ერთ ქალს გამოძერწავდა ამ სხეულიდან ! ..................... ........................ ............................. _როგორც იქნა გაგახსენდა რომ გასუქდი და გადაგვარდი? მადლობა ღმერთს ... ვარჯიშს იწყებ დიეტას თუ რას აპირებ _დედა რომ ადროვო იცხოვროს არ შეგიძლია? - თემო გაბრაზდა, მარიამი იცინოდა _ვაიმე აქამდე ვეუბნებოდი რამეს? ვიტყოდი და მაჩუმებდით თორემ არ მივიდოდა 200 კილომდე. ამ ასაკში მე უკეთეს ფორმაში რომ ვარ ეს ნორმალურია? ჭამდეს მაინც რამეს ის ორი წელი სულ მშიერი იყო. ბავშვივით კოვზით დასდევდა საწყალი სანდრო... დაშორდა და ახლა იწყებს ფორმაში ჩადგომას. იმ ბიჭის საცოდაობით რა გაგახარებს მე არ ვიცი _წავედი ... ნინი, ბავშვი მომიყვანე მიმყავს თან. ამ ქალის გარემოცვაში ახლაც კი არ მინდა დარჩეს და რომ გაიზრდება საერთოდ არ ვაჩვენო შეიძლება მეშინია გავლენა არ მომიხდინოს შვილზე _სიმართლის თქმა ყველას გაგიჟებთ ... ჯერ გარეთ არ გამოგყავდა ბავშვი და ახლა აქეთ იქით გინდა ატარო? ახლა მოგინდა მაინცადამაინც გახდომა დედა რომ ხარ და ბავშვი გყავს გასაზრდელი? იპოვა გასართობი, მუშაობა დაიწყე თუ გამოხვედი სახლიდან. არა მაინც აქამდე სად იყავი ტყვესავით რომ გყავდა ბავშვი _გამყავდა დედა, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ და რა აუცილებელია ჩაკოცნოს ყველა შორეულმა ნათესავმა და ეფეროს ჭუჭყიანი ხელებით ... რატომ გპასუხობ საერთოდ. აი რო მოვედი რა გავაკეთე, მთელი განწყობა წამიშალე , ნერვები მომიშალე. ფსიქოლოგთან უნდა ვიარო როგორც კი შემოსავალი მექნება , რომ შენი გავლენისგან გავითავისუფლო თავი და ისე გისმინო ვერაფერი ვიგრძნო . როგორ მეცოდება ნინი შენი გაძლება რომ უწევს _ნინი შენგან განსხვავებით ნორმალურად იქცევა და ესმის რასაც ვეუბნები. შენსავით ჯიუტი და შეუგნებელი კი არაა თორემ ახლა გაქცეული იქნებოდა სადღაც თავისი ბავშვებით და კარგი იქნებოდა? შენ რომ არაფრის მოთმენა დაგადატანა არ შეგიძლია, კომფორტი და სიმშვიდე გაიძახი... იმიტომ ვერ გაუძელი ვერცერთ პრობლემას .კაცმა რომ გკითხოს ახლა ძლიერი ქალი ხარ, დამოუკიდებელი . დარჩი მიდი ქუჩაში, არ მოეკითხე ერთხელ სანდროს , არ გეხმარებოდეს არანაირად და საერთოდ არავინ გყავდეს რამდენხანს გამოიკეტები სახლში და ეფერები ბავშვს . უმადური ხარ , ყველას და ყველაფრის მიმართ, ეგოისტი და დაუნახავი . შენთვის რომ არ ეყურებინა იმ ბიჭს ახლა ბედნიერი ცხოვრება ექნებოდა, დააბერე კაცი ძლივს გამოიხედა თვალში ისე დადიოდა ჯერ რა სამსახური აქ , ამდენი გაუბედურებული ხალხი უნდა ნახოს და მერე მოდიოდა შენ გივლიდა. შენ იმის მაგივრად გვერდით დადგომოდი ახლა ბავშვი ჰყავს სანატრელი როდის ნახავს ისე , რომ შენ არ შეგაწუხოს. შენ გითხრა რა გაწუხებს? შენი სიჯიუტე თორემ როდის მივარდები ერთი სული გაქვს . როდის მოგტყდება მაგ რქები იმასაც გეტყვი და მიბრძანდი მერე , სანდრო რომ ისწავლის ჭკუას გაეხსნება გონება და ქალს ნახავს რომელსაც ეყვარება, რომელიც დააფასებს, მოუვლის, მოუფრთხილდება და შენსავით დაუნახავი არ იქნება. დამშვიდდება, დაისვენებს , ადამიანურ ცხოვრებას მიეჩვევა და ღმერთმა ქნას სულ ბედნიერი იყოს . შენ კიდევ , შენ ვინ გაგიძლებს და აგიტანს მეტი იმ ბიჭის გარდა. მასე ვისღა დააბრმავებ. გახდი ახლა , ჩადექი ფორმაში ხო და იქნებ შეინიღბო შენი უკუღმართი ხასიათიც და კი მოატყუო ვინმეც და საკუთარი თავიც თითქოს შეგეძლოს სანდროსავით სხვისი შეყვარება _შენ რა გგონია იმიტომ მინდა საკუთარი თავი დავიბრუნო, რომ კაცი მყავს საპოვნელი და ასე არ მოვეწონები არავის? _თვითშეფასება კი გაქვს იცოცხლე ... ვინმეს მოეწონები კი ძალით თუ მოაწონებ თავს და შენი ეშმაკი გონება აგიმუშავდება, მე გულზე გეუბნები . ხომ დგას წინა ხაზზე გული, ასე არაა? გაბრწყინდი ახლა და გაბედნიერდი და გააბედნიერე სხვაც , სანდრო ხომ მოინელე მერე რაღაც გადაგიტრიალდება იმ ახალსაც შეჭამ , გამოწოვ მთლიან ენერგიას წურბელასავით და დაშორდები იმასაც. ასაკი ჯერ მაინც არ გაქ იმხელა მინიმუმ ორს მოასწრებ _ამ ყველაფერს ახლა იმიტომ მეუბნები, რომ სანდროს გინდა შევურიგდე _სანდროსთან მინდოდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ დავფიქრდი და აღარ მინდა . შენ არ იმსახურებ იმ ბიჭს და ის ბიჭი მე ისე მიყვარს დღე და ღამ ვილოცებ მალე იპოვნოს ვინმე სხვა და ბედნიერი იყოს. ორი დღის წინ ვნახე შემთხვევით ისეთი სახე ჰქონდა გული მომიკვდა და რისთვის , შენი გულისთვის? სულელია ისიც თორემ მის ადგილას კარგა ხნის წინ გაგექცეოდი _ჩავაგდო თეთრი მანდილი თუ გაჩერდებით ახლა _მივდივარ მე და ბავშვიც მიმყავს... ადამიანს ასე სიძეები უყვარდეს _სიძეზე გამახსენდა... შენ იმაზეც იკლავდი თავს რომ შეურიგდა ნატა , მაგრამ ცუდადაა ახლა? ის აჯობებდა ის ბიჭი მარტო დაეტოვებინა და თვითონაც ბავშვებით ეხეტიალა ? ასე ვერ იქნება ძლიერი ქალი? თავის დროზე გამოეყენებინა ჭკუა ვინ რას დაუშლიდა. არა რა ეს ნინო ყველას გჯობიათ თქვენ , შენი ძმისთვის ამას იმდენი რომ გაეკეთებინა რასაც შენ და ნატა აკეთებთ ომი არ ექნებოდათ ახლა? აცადა, დაელოდა, როცა საჭირო იყო ეჩხუბა, როცა საჭირო იყო ასწავლა , ერთად იფიქრეს , ერთად წყვეტენ ყველაფერს და არიან გუგულებივით . მართალია იმ ერთი უჭკუო საქციელის გამო ბავშვი აღარ ეყოლება და აიტკივა აუტკივარი თავი , მაგრამ არაუშავს მაგასაც . ყავს აგერ ბავშვები წყნარად და ბედნიერად და შენ ეს შენი ნანატრი ბავშვი აქეთ _იქით უნდა ატარო სანამ არ დაიღლებით აშორებ როგორ მამას მერე... სანდროს კაცი ბავშვს მოაშორებს თუნდაც ერთი დღე ზედმეტად? _მიღალატა , მიღალატა მაგ შენმა სანდრომ და ჩემი თვალით ვნახე იმ დღეს ვნახე რომ უნდა მეხარებინა ორსულად ვარ_თქო. როგორ შევურიგდე და ვაპატიო... თქვენ ყველამ იცით სხვისი ნაფერები ქმრის უკან მობრუნება და ხელგაშლილი დახვედრა. შეგიძლიათ , როგორ არ ვიცი , მაგრამ შეგიძლიათ ამ სიყალბის ატანა და მე არ შემიძლია . ვერ ვივიწყებ, ვერ ვპატიობ სანდრო რომაა იმიტომ თორემ თქვენ რომ გყავთ ისეთი რომ ყოფილიყო არც გავიკვირვებდი მიჩვეული ვიქნებოდი სიყალბეში ცხოვრებას. ხომ იქნება უკეთ ჩემგან შორს ხოდა გავუშვი...იქამდეც ვუშვებდი და არ წავიდა. ვკვდებოდი ,რომ გამეშვა და სიკვდილიც არ დამაცადა ხოდა ახლა მადროვე ვიცხოვრო ის გარეშე ....ახლა რა ვქნა მითხარი, იმას სინდისი აწუხებს მე რა გავაკეთო. გგონია რომ შევურიგდე დამშვიდდება? ვერ დამშვიდდება იმიტომ რომ შენ ქმარს არ გაქვს და ყველა დათრობაზე ვიღაც ბ.ზს არ ჟ.მავს და მერე სახლში არ ბრუნდება და დილას ბორჯომს არ მთხოვს. გავათავისუფლე და იცხოვროს ბედნიერმა ჩემგან შორს მეც ეგ მინდა , შეძლოს ჩემი დავიწყება და იპოვოს ის ვინც სჭირდება. აღარასდროს მელაპარაკოთ ამ თემაზე,თორემ ცხოვრებაში ვეღარ მნახავთ ! მიდიოდა და ხათუნას სიცილი ესმოდა. რას ბოდავს ეს სულელიო ამბობდა და ცოცხალი თავით არ ეჯერა. ამის გამო როგორ დაშორდიო გაიგო ბოლოს და მანქანაში ჩასვა ევა. მასთან ერთად წავიდოდა ყველგან, ერთად იქნებოდნენ და ყველაფერს მოახერხებდნენ. ............................. აეროპორტში ყველანი ერთად აცილებდნენ გიგასა და ნატას პატარა ოჯახს დიდი გეგმებით. სულ რამდენიმე ჩემოდნით მიჰქონდათ ის ნივთები რასაც ვერ შეელეოდნენ, ერთადერთი სახლი დაიტოვა გიგამ საკუთარი ქონებიდან , სახლი რომელიც ნატასთან ერთად აქცია ბუდედ. -თუ ვერ მოვერევი ეშმაკს ჩემ თავში ,მოვკვდები იცოდე და ნატას შენ უნდა გააძლებინო- მარიამს მოეხვია, ჩუმად უთხრა, თავზე აკოცა და წავიდა. ხათუნა ტიროდა, არ მოსწონდა შვილის გადაწყვეტილება. ყველანი მიმოიფანტნენ ,მარიამი კი ცაში აფრენილ თვითმფრინავს უყურებდა და თავში ათასი აზრი უტრიალებდა -გაუმკლავდებიან -მათმა სიყვარულმა გაუძლო? ეგ არის ნამდვილი გრძნობა? -მთავარია გზა იპოვნონ,რომელიც დაამშვიდებთ _ვეჭვიანობ - თემა შეცვალა და სერიოზული გაუხდა გამომეტყველება _რა ? _ბავშვებზე, დამშვიდობებისას შენ უფრო დიდხანს გეხვეოდნენ ვიდრე მე _მხოლოდ მათზე ეჭვიანობ?_მშვიდად უპასუხა და წამით გაუკრთა სხივი თვალებში _ევას ჩემზე მეტად რომ უყვარხარ ამ ფაქტს ვერ შევცვლი , ვეჩვევი მხოლოდ _მარიამმა ოსტატურად დააიგნორა მისი კითხვა და სულ სხვა მხარეს წაიყვანა დიალოგი _ გუშინ საინფორმაციოში გნახე , ყველა რთულ და უბედურ საქმეს შენ იძიებდი ახლა კიდევ პროკურორი ხარ _ჩემ ნებაზე არ არის ყველაფერი ... _რომ არ დაიჭირონ? _დაიჭერენ და იმდენსაც მიუსჯიან რამდენსაც იმსახურებს _რამდენი,ათი წელი ? სასაცილოა... ბავშვი გაიტაცა,იძალადა, დახრჩობას უპირებდა და სასწაულებრივი ძალა რომ არ მისცემოდა გოგონას ახლა მკვდარი იქნებოდა. როგორ ამძიმებს ზოგიერთი დედამიწას და რა დიდი უსამართლობაა ცოცხალი რომ არის _შენ საინფორმაციოების ნახვა რომ შეწყვიტო არ გინდა? _თურქულ სერიალებს რომ ვუყურებ კი ვხალისობ, მაგრამ ყველა საუკუნე გრძელდება ... დამღლელია ეს ბანალურობა . _ბანალურობა სჯობს გულის ტკივილს _და შენ ? მაგ საქმეს გადაყევი თუ შენი სტუდენტების სადიპლომოს თვითონ იცავ _სტუდენტებთან ყოფნის დროს მშვიდად ვარ , სახალისოც კია ... მახსენდება ჩვენი დრო _თუ კონკრეტულად ჩემი ლექტორები , რომლებთანაც საქმეებს მიწყობდი ... აი მაშინ უნდა დაგშორებოდი ეგ რომ გავიგე _კი არ მომიქრთამავს უბრალოდ ვიცნობდი და ვუთხარი ვინც იყავი... რამდენი წელია გიხსნი _ეგ ქალი რომ გავიცანი მივხვდი როგორი არ უნდა ვყოფილიყავი მოსწავლეებთან _ლექტორობაზე ხომ არ ფიქრობ _ჯერ არ ... როგორც კი ევასთვის ძიძას ვიპოვნი მაშინვე ჩემ ბავშვებს დავუბრუნდები . წუხელ ჩატში ველაპარაკე, ისე მომენატრნენ შეიძლება სადმე გავიდე და ვნახო _და გეშინია ახალი მასწავლებელი ისე არ შეუყვარდეთ შენთან დაბრუნება რომ არ მოუნდეთ _მეკითხები თუ დარწმუნებული ხარ _ვხედავ , როგორც ფორიაქობ _შენ გაგიშვი და კლასს , რომელსაც ისედაც უნდა დავმშვიდდობებოდი, მასწავლებლის რანგში შიშს ვერ გამიჩენდა...საერთოდ ბოლო დროს რამის მეშინია . მხოლოდ ევას ჯანმრთელობაზე ვფიქრობ , მის მომავალზე და სხვა არაფერზე _და ჩემზე _ევაზე ფიქრში შედის ჩემი და შენი სტაბილურობა . თუ გულს დაიავადებ ან რამე დაგემართება ევას ნამდვილად არ ექნება მშვიდი ცხოვრება, მე კი საკუთარ თავზე ამდენი ბოლოს როდის ვიზრუნე არ ვიცი . სულ ვფიქრობ ამდენი ჰორმონოთერაპიის შედეგები როდის იჩენს თავს . კონსულტაციაზე ვიყავი ექიმთან, ანალიზები გავიკეთე ... ჯერ _ჯერობით ისეთი არაფერია ჩემ ვიზუალურ ცვლილებებზე თუ თვალს დავხუჭავ _ვარჯიშის გაგრძელებას ვგეგმავ, დრო როდის გამომიჩნდება არ ვიცი და თუ ტრენერის გამოცვლა მოგინდება მე დროს ვიპოვნი _გმადლობ, მაგრამ შენ ზედმეტად მიკერძოებული და ბრმა ხარ თორემ აქამდეც მაიძულებდი ერთი მარიამის მოშორებას , რომელიც მამძიმებს _არ მიფიქრია მარიამ შენ კილოგრამებზე თორემ აუცილებლად გეტყოდი რომ მოხვედრილიყო ჩემ ტვინში წითელ სიგნალად _დაბრმავებული იყავი... უფრო სწორად ჩემ გადარჩენაზე უფრო ფიქრობდი ვიდრე ხელში მსუბუქად ატაცებაზე ........................ სანდროს მეგობრები წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდნენ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს. ყოველთვის ჰქონდა ინტერესი და სურვილი ახლოდან ენახა იქაური გარემო, გაცნობოდა ამ ადამიანებს , დახმარებოდა , მაგრამ ეს არ იყო მისი ოჯახის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი . დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება კი სანდროს შეყვარების შემდეგ დაიწყო. ხათუნა ქველმოქმედი იყო მხოლოდ ტაძარში მიმავალ გზაზე შემხვედრი დახმარების მთხოვნელი ადამიანების მიმართ, ხურდას რომ ჩაუყრიდა და თავისი ადამიანური ვალი მოხდილად მიაჩნდა. კარადების დალაგების შემდეგ ზედმეტ ნივთებს რომ გადაალაგებდა და ვინმეს მისცენდა მხოლოდ იმიტომ , რომ უბრალოდ ვეღარ ატევდა სახლში ამდენ ნივთს ესეც რა თქმა უნდა მისთვის დიდი საქმე იყო. ალბათ ვიღაცისთვის მართლაც იყო დახმარება, მაგრამ რამდენად გულიდან წამოსული ქმედება გახლდათ ამაზე პასუხი ჰქონდა მარიამს. ხათუნას კეთილ, ღვთისმოსავ ქალად მიაჩნდა თავი იმიტომ რომ ძირითადად ყოველ კვირა დღეს ესწრებოდა წირვას,ჰყავდა თავისი მამაო და იყო მრევლის ნაწილი. მარხულობდა კიდეც დიდ მარხვას იცავდა , რაც მხოლოდ მენიუს ცვლილებით გამოიხატებოდა. მთელი ცხოვრება თუ ფარისევლურ ქველმოქმედებას ხედავდა შემდეგ ნახა როგორ შეეძლოთ უმცირესი მატერიალური შესაძლებლობებით , სტუდენტებს საკუთარი ცოდნითა და ნათელი მიზნებით სხვების დახმარება. სულაც არ იყო საჭირი ჯიბიდან ფულის ამოღება და კითხვების გარეშე მათთვის დარიგება , ანდაც დახეული ტანსაცმლით მოსიარულე ბავშვისთვის მხოლოდ სამოსის ჩუქება , მშიერისთვის ერთჯერადად საცხობში ლობიანის ყიდვა. მათ ჰქონდათ პრობლემები, დროში გაწელილი, მოუგვარებელი საქმეები რომელთა გადაჭრაშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას. _არაფერს ვიყიდით? _ჩუმად ჰკითხა სანდროს ისიც დიდი ფიქრის შემდეგ _ამჯერად არა ... მე და ლაშას ერთი ქალი გვყავს მოსანახულებელი ბავშვთა სახლში წასვლამდე, იქ მის შვილს შევხვდებით . დატოვება მოუხდა ისეთ სიტუაციაში იყო და ახლა ვცდილობთ დავეხმაროთ _იქნებ იმ ბავშვისთვის სჯობს არ იყოს მასთან , რატომ მოუხდა დატოვება _სახლი დაეწვა , მარტოხელა დედაა ... არავინ ჰყავს ვინც დაეხმარებოდა. ვერ იმუშავებდა თუ ბავშვი თან ეყოლებოდა. ბავშვთა სახლში უფრო ხშირად რომ ენახა ეს ამბავიც მოვაგვარეთ, ზოგადად ისე არავის ვეხმარებკთ თუ არ შევისწავლით მის ცხოვრების წესსა და პიროვნებას. ადამიანის ამოცნობის უნარი გვაქვს იურისტებს _ გაეღიმა და მარიამის დაძაბულობის გასაფანტად სხვადასხვა ამბები გაიხსება _ ბავშვთა სახლებზე მოსმენილი ცუდი ამბები დღეს დანგრეულია. სხვა სისტემაა , სხვა პირობებში არიან ბავშვები . ყველაფერი კონტროლდება და თუ რაღაც ხდება ჩვენც აქ ვართ. _როდის დაიწყეთ ეს ყველაფერი... _ჩვენი ლექტორის დამსახურებაა , მან გვასწავლა როგორ გამოვიყენოთ გონება ცარიელი ხელებით და შევუცვალოთ ადამიანს ცხოვრება. თუმცა ზოგს მართლა მხოლოდ ფულის შოვნის გზა სჭირდება და ამაში დახმარება. ვიღაც ლოთია და მისი გამოსწორება მხოლოდ შენი კეთილი ნებით არ მოხდება და მეოცნებე არ უნდა იყო. ყველას ვერ გაუნათებ გონებას , საერთოდ დახმარებაც ისეთი რამეა ვინც მამდვილად ითხოვს და საჭიროებს მისთვის უნდა გააკეთო ყველაფერი , ზოგს კი მხოლოდ იმიტომ აქვს გაშვერილი ხელი რომ ჭამისა და დალევის დონემდეა დასული მისი მოთხოვნილება , სხვა არაფერი აინტერესებს გეგმა არ აქვს მათთვის კი სულ გამოჩნდება ადამიანი ვინც იმ დღისთვის მისცემს ფულს. უფრთო ანგელოზი არ გეგონო , მეც მაქვს ჩემი შერჩევითი სამართალი და ესაა მწარე რეალობა . არ შემიძლია რესურსი ვხარჯო მისთვის ვინც არ იმსახურებს როცა უამრავია ვისაც ამ დროში გვერდით დავუდგები. _მე სულ მეშინია ხოლმე ... შინაგანად ამას ვგრძნობ როცა მესმის , რომ ბავშვთა სახლიდანაა . არ ვიცი ეს რატომ ხდება , ასე მგონია სულ არასწორად ზრდიან , უსიყვარულოდ უჩნდებათ უამრავი კომპლექსი , გარბიან საკუთარი თავისგან და ირჩევენ არასწორ გზებს _შენც სულ ყველა ლოთი, ნარკომანი ან ქურდი გგონია? _ხო , სულელი ვარ ვიცი ... _ასეთებიც არიან, ასეთი ცხოვრება აირჩიეს და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ , მაგრამ ისეთებიც არიან საკუთარი ჭკუა გონება რომ გამოიყენეს და ნულიდან გამოძერწეს პიროვნება რადაც ჩამოყალიბდნენ _მე ასეთს რომ არ ვიცნობ ალბათ ამიტომ მაქვს შიშები _არც ყოფილი პატიმარი უნდა გაშინებდეს ცალსახად... საერთოდ ვიღაცას და მითუმეტეს მის სტატუსს არ უნდა მისცე უფლება გავლენა იქონიოს, როცა ცუდად გრძნობ თავს მის გარემოცვაში ეს მხოლოდ შენთვის იქნება ცუდი შედეგების მომტანი. ბოლოს ბევრი შიში ჩამოგიყალიბდება, რაც სულს ვნებს და ცხოვრების ხარისხს გიუარესებს. ეს არ გამორიცხავს სიფრთხილეს, უნდა შეაფასო ვისგან დისტანცირდე ლაშას გაუარეს , გზად კიდევ ორი მეგობარი დაემატათ და ბოლოს დანიშნულების ადგილამდე მიაღწიეს. უდედმამოდ დარჩენილები, უსახლკაროდ ერთ სივრცეში მოხვედრილმა ბავშვებმა მაინც იმაზე მეტად იმოქმედა ვიდრე წარმოედგინა. ყველაზე მეტად ისტორიების მოსმენა მოუნდა , რაც უფრო პატარა ასაკის იყო ბენეფიციარი მით უფრო მეტად სენსიტიური ხდებოდა. სანდრო ძირითადად მოზრდილ ბავშვებს იცნობდა, რამდენიმეს ჰობი და მიზნები გააცნო მოკლე დროში . მსგავსი რამდენიმე ვიზიტი ჰქონდათ. შემდეგ იქორწინეს და სულ სხვა რიტმი მიიღო ცხოცრებამ, სამწუხაროდ რაც უფრო დიდი ხარ მით უფრო ცოტა დრო გაქვს და მაინც სანდრო შორიდანაც პოულობდა ადამიანებს ვისი დახმარებაც შეეძლო. ბავშვთა სახლში ერთ _ერთი მორიგი ვიზიტის დროს აღმოაჩინა გაბრიელი . სრულიად განსხვავებული , ყველასგან გამორჩეული ადამიანის აურა ჰქონდა, მისი მზერის დანახვა იყო საკმარისი იმის მისახვედრად თუ როგორი ძლიერი იყო, სწორი გზითა და უცვლელი მიზნით . _როდის ხდები სრულწლოვანი _პირადობის მოწმოვას თუ დავუჯერებთ ორ დღეში და არ ვიცი რა იქნება აქედან რომ გავალ . გამოცდებამდე დროა _მოვიფიქრებ რამეს , შენ იმეცადინე და სამსახურს გიპოვნი _წასვლა მინდა ... იცოდე დანებების უფლება არ მომცე. აქ ვერ დავრჩები , მაინც ნულიდან ვიწყებ _ჯერ აქ უნდა ჩააბარო _ჩავაბარებ ხომ იცი და ვიმუშავებ კიდეც , თავს არ დავზოგავ _ვიცი , ვიცი და გიპოვნი რამეს ნორმალური ანაზღაურებით . რაღაცები გეგმის მიხედვით არ წავიდა. მუშაობდა, სწავლობდა , მაგრამ პრობლემა გაჩნდა რა დროსაც მარიამმა გააჟღერა იდეა _ჩვენთან გადმოვიდეს... მე ვამეცადინებ და მერე წავა კიდეც. თუ ვერ წავა დაუბრუნდება აქაურ რეალობას _არა, ასე ვერ შეგაწუხებთ _ გემრიელი შოკოლადები ქრთამად გამომიგზავნე მუშაობის დაწყებიდან ერთი წელის განმავლობაში _მოიფიქრა კონტრაქტი და ხელი გაუწოდა _ჰა, თანახმა არ ხარ? _თანახმა ვარ , მაგრამ ... _მარიამის გადაწყვეტილებაა, მე მის გვერდით ვარ ... მომდევნო რამდენიმე თვე მარიამის მომთხოვნი მეცადინეობის კურსი დაიწყო, საკმაოდ მძიმე რეჟიმით და შედეგით რომელიც დადგა. ერთად აღნიშნეს მიღებული თანხმობის პასუხი,ერთად გააცილეს აეროპორტში და გარკვეული დროის განმავლობაში ამბებსაც იგებდნენ. მერე დაიწყო პრობლემები, მარიამის კარჩაკეტილობა და გაბრიელიც ერთ_ერთი იყო მათ შორის ვისთან კონტაქტიც დაკარგეს. ახლა უკვე ზრდასრული კაცი იდგა მის წინ. საკუთარი სწორი ცხოვრებითა და პიროვნებით რომელიც მარტომ ააშენა. _მარიამ _ მოეხვია . ზედმეტად ხანგრძლივად და გასაკვირად თბილად მრავალწლიანი განშორების შემდეგ . მარიამისთვის ასე იყო, ვერ იაზრებდა რა გააკეთა მისთვის ასეთი განსაკუთრებული _მითხარი რომ მიცანი და შენც სანდროსავით დრო არ დაგჭირდება _სანდრომ გამაფრთხილა თორემ ისე გამიჭირდებოდა _შეიძლება? _რა თქმა უნდა _სანამ წავედი და დავბრუნდი უკვე ბავშვიც გააჩინე ,სანდრო რომ ვნახე ორსულად იყავი _არ იყო საჭირო _ საჩუქრებზე ანიშნა და დივანზე ჩამომჯდარს კიდევ ერთხელ მოავლო მზერა _ ვერ ვიჯერებ ისეთი შეცვლილი ხარ _ბავშვი აღარ ვარ , თუმცა ჩვენს შორის ხუთი წელია მხოლოდ _რას მიირთმევ? _არაფერი მინდა, ბავშვს არ მაჩვენებ? სულ მაინტერესებდა თქვენი შვილი ვის დაემსგავსებოდა _სანდროს ასლია ... _თუ შენ ხედავ ასე _ გაიცინა და მზერა გააყოლა საძინებლისკენ დაძრულს _მისამართი შეგიცვლიათ , აქაურობა მომწონს, თქვენი კვალი ეტყობა _ერთად ვიყიდეთ და ნულიდან დავიწყეთ რემონტი ... ამიტომ ყველა კუთხე ჩვენია _ბავშვი ხელში აიყვანა და ხელი მაღლა ააწევინა _ გაიცანი დე, ჩემი ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე გაბრიელი _ მარიამის ახდენილო ოცნებავ , როგორი საყვარელი ხარ _მომიყევი რა გეგმები გაქვს _ზუსტად მეც არ ვიცი ... ერთ დღეს გადავწყვიტე , რომ დაბრუნება მინდა. რამდენხანს გავუძლებ აქაურობას ვნახოთ . დასვენებასავითაა აქ ყოფნა , მახალისებენ კიდეც ქართველები თავიანთი დაშვებული შეცდომებით, მიდგომებით , მუშაობის სტილითა და ხარისხით, რეჟიმი რომ არ გააჩნიათ ... მოკლედ ჯერ _ჯერობით ესეც თავგადასავალია სხვა რიტმით _და მხოლოდ ამისთვის დაბრუნდი? _გადავიწვი და მუშაობის შეწყვეტაც არ მინდოდა...იდეალური ქვეყანაა ამისთვის თან რომ დაისვენო თან რომ იმუშაო . მითუმეტეს ჩემ სახელსა და გვარს მოჰყვა გავლენა ... _დავიჯერო სულ არ მოგენატრა ეს ქვეყანა? _რა უნდა მომნატრებოდა კომუნისტი მასწავლებლები, ნერვოზიანი აღმზრდელები თუ ვინ... ერთადერთი ვინც მენატრებოდა შენ იყავი . რაღაც პერიოდი რომ ვერ ვკონტაქტობდით, სულ ვფიქრობდი რა ვაწყენინე_თქო . ბოლო ორი წელია მგონი საერთოდ არ გვისაუბრია , ვეღარც სოც ქსელებში გპოულობდი , გაქრი თითქოს... ცოტა არ იყოს შემეშინდა . შენი მომზადებული ხაჭაპური მომენატრა . საღამოს ჩაისთან ერთად რომ მაჩეჩებდი , ჭამე თორემ გაითიშებიო _იმედია ახლა მაინც იკვებები ნორმალურად _სპეციალურად ჩემთვის შედგენილი ჯანსაღი მენიუს მიხედვით ... _ მიკვირს ქართულად საუბარს როგორ ახერხებ ... იმდენი წელი გავიდა , დარწმუნებული ვარ არავის იპოვნიდი იქ _ჩემი ნებით ნამდვილად არ ... შემთხვევით გავიცანი ერთი ქართველი გოგო და ის იმდენს საუბრობდა , თან სხვა არცერთ ენაზე მელაპარაკებოდა , ჯიუტად ქართულად აგრძელებდა . მომატყუა არ ვიცი სხვა არცერთი ენაო და ბოლოს პოიგლოტი აღმოჩნდა. სხვა არც არაფერი უსწავლია ცხოვრებაში და უკეთებია მოგზაურობისა და ენების სწავლის გარდა _ჭკუის გარეშე შენ ვერ მოგატყუებდა _უბრალოდ პროფესიონალი მატყუარაა , თან ლამაზი და ამან იმოქმედა თუმცა იმდენხანს ვერ რამდენიც წარმოედგინა _მის სიყვარულს გამოექეცი გაბრიელ? _მშვიდად უსმენდა, ბავშვი ისევ დააწვინა და კაცს სახე აურია _რა სისულელეა... ერთადერთი ქალი ვინც მომწონდა შენ ხარ და ის , ის ჩემ კი არა საერთოდ არცერთი კაცის სიყვარულს იმსახურებს . მნიშვნელობა არ აქვს , უბრალოდ ქართულად რომ ვსაუბრობდ მართლა მისი დამსახურებაა ... სიყვარულს რაც შეეხება , სანდროსთან დაშორება რა ძალამ გადაგაწყვეტინა . არ მჯერა , რაღაც შესვენების მსგავსი ხომ არ აიღეთ ... მაინც ამდენი წელია ერთად ხართ არ ვიცი თქვენი დაშორება ისე მივიღე თითქოს დედა და მამა განქორწინდნენ _არაფერია მუდმივი ... არც ჩემი და სანდროს ერთ სულ და ხორც , გამოვიდა _ვერ ამოვხსენი რა მიზეზი შეიძლება გქონოდათ იმდენად ერთ მთლიანობას ქმნიდით ... თითქოს ორ სხეულში ერთი სული იყავით . მართლა უცნაურად ვგრძნობ თავს , ასე ემოციურად არაფერი მიმიღია. _ბევრი რამ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში რაც შენ არ იცი და რასაც ვერავინ გაიგებს . ფაქტი ფაქტად რჩება ... გამოცდაზე შენმა ნახვამ გაახარა და გააკვირვა _შენ მე უნდა გენახე ძლივს დავალაგე სახე რომ არ შემჩნეოდა... ნუ მიკერძოებული ნამდვილად არ ვყოფილვარ.სანდრო ნებისმიერ ადგილას პროფესიონალია და ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა . უცნაური იყო მე როგორც პროფესიონალი ისე ვიყავი და ის როგორც დამწყები _ალბათ გაუჭირდება გათავისება იმის რომ გამომძიებელი აღარ არის ... _ცოტას ურევს მოვალეობებს, მაგრამ არაუშავს მიეჩვევა. ერთ სხდომას დავესწარი ... ყველაფერს იდეალურად მართავდა. მართალია მიკერძოებულია და რაღაც საქმეებზე ისეთი ანთებულია ერთხელაც გააფრენს რომ გაამართლებენ ვიღაც ნაბიჭვარს ადვოკატები , მაგრამ მაგასაც შეეჩვევა. _ლაშა რომ ადვოკატია და თვითონ პროკურორი ეგ მაფიქრებს მხოლოდ _ლაშა საოცარი ვინმეა ... ისევ ისე არაფერი ადარდებს ,მთავარია გაერთოს _რაღაცები არ იცვლება ადამიანში _ გაიცინა და ლაშას დაბდურობა გაიხსენა _ყავით დასვრილი ფურცლები მომაწოდა რაღაც რომ ვთხოვე ... _სჯობს იმოგზაურო... აქაურობა გაიცნო და სიყვარული მოვა . მხოლოდ დასაცინ ობიექტებს აღარ იპოვნის შენი ვერაგი გონება და თავსაც უფრო კომფორტულად იგრძნობ _არ დავცინი...არასწორად გაიგე -ეს ტოქსიკური ხალხი რომ არ გიყვარდეს აქ არ დაბრუნდებოდი.. ჩვენ კოდში წერია აქაურობის სიყვარული -გავიგე ვისი შვილიც ვარ - მოულოდნელად მოიშორა ყველა ნიღაბი და მარიამის წინ გაშიშვლდა- მოსამართლე იყო მთელი ცხოვრება , მექალთანე ... მის კისერზე იმდენი ცოდვაა გვარი კი არა ახლოს მიკარებაც არ მინდა. სულელი სტუდენტი გოგო დააორსულა, შეაცდინა, ტვინი აურია თუ იძალადა არ ვიცი, მაგრამ შვილის ასაკის რომ იყო რიცხვები მოწმობენ. ახლა კვდება და ანდერძში ჩამწერა, ხომ კარგია...დიდებული ოჯახიდან ვარ. ცისფერსისხლიანი იქნება თუ გლეხი ნაბიჭვრისთვის მნიშვნელობა აქვს? -დედა? შეხვდი? -მისი ნათქვამი, ულამაზესი იყო დედაშენი იმდენად გულისამრევად ჟღერდა... საკუთარი თავი შემძულდა და ხომ იცი მე არავინ მიყვარს საკუთარ თავზე მეტად -გიყვარს, ვიღაც ვისი სიყვარულიც ახლა გაწუხებს...ის მატყუარა პოლიგლოტი რამდენი წლისაა -სრულწლოვანია ... თავხედი ლაწირაკი, მეამბოხეობა მოუნდა გოგოს და ლამის ინფარქტი დამართა მშობლებს -არ გაჯიუტდდე... მთელი ცხოვრება ინანებ რაღაცას რომ აიძულებ თავს . ინანებ ყველა წუთს რომელსაც დისტანციის შენარჩუნებისთვის ხარჯავ , ინანებ და მერე გვიან იქნება -მანამ არ გაჩერდი სანამ არ დაკარგე ხომ? არ შეურიგდები? -ბავშვივით ნუ მიყურებ , გთხოვ... არ გიხდება -თუ ვინმე მიყვარს განუსაზღვრად, თუ ვინმეს პატივს ვცემ და ვინმეს გამო ყველაფერს გავაკეთებ შენ ხარ ხომ იცი -დედასავით რომ მიყურებ ვიცი -ზედმეტად პატარა ხარ ჩემი დედობისთვის, მაგრამ ეგ დედური მზრუნველობა მართლა სულში გქონდა სულ... ევას გაჩენამდე რამდენის დედა იყავი და ჩემთვის დედაზე ძვირფასი -ვინმემ იცის შენი ეს სახე? -რომელი სახე -ადამიანური...მადლიერი, მოსიყვარულე,ემოციური და ჩვეულებრივი -არცაა საჭირო რომ იცოდეს. მოგზაურობა კარგი იდეაა, აქაურობას შემოვივლი და მერე წავალ . აღარ დავკარგოთ ერთმანეთი და მესტუმრე მერე ევასთან ერთად . მე ვიქნები ამჯერად მასპინძელი -სანდრო დაპატიჟე, თორემ შეეწირება ამ საქმეებს -ზღვარი ისევ არ იცის ხომ? -ადრე რომ ათენებდა მე ვყავდი და ახლა მარტოა -იქნებ არ არის და შენ არ იცი -არის ... ვერ შემომხედავდა ვინმე რომ ჰყავდეს ის კი ბოლოს რომ შემხვდა მშვიდად მიყურებდა -და შენ? -რა მე -აღიარებ ,რომ არავინ გინდა თუ ჯერ ატყუებ ხალხს -ვატყუებ ხალხს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც ... უპასუხე- მობილური მიაწოდა და მერე წამოდგა- ანდაც სჯობს წახვიდე და შეხვდე. რომ დაინახავ გული თუ აგიჩქარდება, რომ მოეხვევი სითბოს თუ იგრძნობ , მასთან დარჩენის სურვილი თუ გექნება, უმიზეზოდ გაგეღიმება მისი სახის დანახვისას და გაიფიქრებ,რომ ყველაზე ლამაზია -შენ ასეთ რჩევებს ადრე არ მაძლევდი... -მათთან არ მიდიოდა შენი გონება ყველა საუბრის დროს ახლა კი ტვინში გყავს , სულში -შეურიგდი სანდროს და მე სიყვარულს ვიწამებ... მან თუ ვერ შეძლო და ეს მთლიანობა დაირღვა . მარიამ -ნახვამდის გაბრიელ , შემდეგი სტუმრობისას გვერდს გიმშვენებდეს უცნობი გოგონა ............. _როგორ ხართ? _დაღლილები ... ყველაფრის ამოლაგება არის კატასტროფა... თან ხო უნდა შევეჩვიო ცალკე სახლს, ცალკე ქალაქს, უბანს , სიტუაციას. ერთადერთი სიკეთე რაც დედაჩვენმა გაგვიკეთა ისაა მასწავლებლებთან რომ დაგვათრევდა და ძლით გვასწავლიდა ენებს თორემ რა მეშველებოდა ახლა არ ვიცი. ბავშვები ბაღში დავარეგისტრირე, იქნებ მალე მიეჩვიონ საუბარს. სახლშიც ვასწავლი... მე ჩემი კურსების ამბავი გავიგე. აქაურ კერძებს ვისწავლი ჯერ ვნახავ მერე ვინ არის ყველაზე კარგი შეფი . თავი ამიფეთდება მალეეეე _დამშვიდდი, ყველაფერი ნელ_ნელა დალაგდება...ისტერიკა ნუ გაქვს _ვერ ვიტან არეულობას ხომ იცი _ვიცი , ხათუნას შვილი ხარ , მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა _რა სასიამოვნოა ისე ყველაფერს ახალს რომ ყიდულობ და ალაგებ . არჩევის პროცესიც ისეთი სახალისო იყოო , ეს ჩემი ქმარი ხო მასხარაა ჩვეულებრივი _არ ვიცი, მე ეგეთს არ ვიცნობ შენ იცი ... _ღმერთო ამას გაუნათე გონება რა იქნება დამღალააა . რა სახით ზიხარ იყაცი ვარჯიშზე და მკვდარი ხარ? _შენ რა დაგატარებს ნეტავ მაცოდინა _მე უკვე ისე ვარ შეჩვეული კვირაში სამჯერ მაინც თუ არ ვივარჯიშე ცუდად ვარ... სტრესს მაგით ვფანტავდი მე და სამზარეულოში ყოფნით . რასაც მე ვჭამ და ვსინჯავ თუ არ ვივარჯიშე გავსუქდები. შენ ექიმებთან იყავი? _კი და კვების ჩემი რეჟიმიც შევადგინეთ ... ამდენჯერ რა შეჭამს და ამდენ რამეს. მეზარება მომზადება _დავიწყებული გაქვს ყველაფრის კეთება თორემ იყო დრო ასწრებდი და დაფარფატებდი ბედნიერი _დავლაგდები მეც ... ევა ისეთი მშვიდია სულ არ მექმნება პრობლემა მასთან ერთად ვაკეთო უამრავი რამე _ახლა ტრენდულია ბავშვებთან ერთად ვარჯიში, გარეთ გასვლა, ლექციებზეც ატარებენ და გაკვეთილებზეც _მოსწავლეების მიღებას ვიწყებ , მყავს უკვე დაბარებული ერთი ჯგუფი... აბიტურიენტებსაც მივიღებ და დაწყებითების ბავშვებსაც . მინდა ყველა თაობასთან ვიკონტაქტო, ხომ იცი როგორ მიყვარს ბავშვებთან ყოფნა . მთავარია რამე ვირუსი არ გადმოგვდონ ... გავაფრთხილებ თუ გაცივდებიან ონლაინ ჩავუტარებ და ეგაა _მიხარია ასეთ ენერგიულს რომ გხედავ _რაც უფრო მეტი საქმე გაქვს მით უფრო მეტ ენერგიას პოულობ ... _დეიდაა ევა გვაჩვენეეე რააა _სძინავს ახლა , რომ გაიღვიძებს დაგირეკავთ . დედიკოს ეხმარებით? მოგწონთ მანდ? _კი , მოგვწონს , მაგრამ მენატრება ყველა _ჩამოგიყვანთ დედიკო და მამიკო ... _ბაღი არ მომეწონა... ვერაფერი გავიგე რას ლაპარაკობენ _ისწავლი დე, მერე მოგეწონება და მეგობრებსაც გაიჩენ . შენი ძმა ტირის, გაიღვიძა არ გადმოვარდეს მიდით უცებ და მოვალ მეც ეს არ დამეწვას თორემ დარჩებით მშივრები . არც ვიცი აქ რა გამოვიძახო და როგორ _აქ ვააარ , მე მყავს ბავშვები ... მოვედი _ გიგას ხმა გაიგო , მერე ბავშვისაც ესმოდა. ატირებულს აჩუმებდა და ბოლოს კადრშიც გამოჩნდა ერთ ხელში ბიჭი ეჭირა მეორეში თაიგული _ ასეთები ჩვენთან არ მინახავს, აზრზე არ ვარ რა ქვია , მაგრამ ლამაზია შენსავით _ ტელეფონისკენ ზურგით იდგა , ნატას აკოცა და თაიგულიანი ხელი მოხვია წელზე _მარიამია... ტელეფონი , ველაპარაკები გიგაა _მივესალმები ქალბატონ მარიამს. როგორ ხარ ? ევაკო როგორაა? _ვაიმე ძალიან გთხოვ ეს უაზრო კნინობითი სახელები არ გვინდა... ჰქვია ბავშვს სახელი _ნერვოზში გადაგივიდა შენ დეპრესია? თუ უს.ქსობის გამოვლინებაა _ნეტავ რატომ გგონია , რომ შენი ცოლივით ვაპირებ მარტო ყოფნას და არ გავაგრძელებ ცხოვრებას... ეგ ვერ გშორდება ამოგიჩემა თორემ _კი კი როგორ არა , მჯერა . დარწმუნებული ვარ ნადირობა გაქვს გამოცხადებული უკვე კაცებზე _რა აუტანელი ხარ ... _შენც , მაგრამ მიყვარხარ რა გზაა სხვა ჩემ ცოლს მეტი უფროსი და არ ჰყავს _გიგააა , გეყოფათ რაა _თვითონ არ წყვეტს და მახსენებს სულ რა ც ვიყავი . მე რა გავაკეთო. სხვების ტოქსიკურობა არ მოსწონს , ხათუნას ეჩხუბება და თვითონ რომ იგივეს აკეთებს ვერ იაზრებს ან დანახვა არ უნდა საკუთარი თავის უარყოფითი მხარის. _შენ და ხათუნა საოცარი დუეტი ხართ _ძალიანაც კარგი ქალია დედაჩემს სჯობს ბევრად, თქვენ ვერ აფასებთ... _ამდენი დრო არც მე მაქვს და არც თქვენ... წავედი, ნახვამდის. ...................... _მივდივართ _სად მივდივართ? _თოლიების ხმა უნდა მოგასმენინო _ბათუმში მივდივართ? _თვალებში ვხედავ პატარა ჭინკებს ვიღებ გეზს შავი ზღვისკენ _სანდროოოო _ მოეხვია და რამდენჯერმე ლოყაზე აკოცა _საუკეთესო ხარ _საუკეთესოთა შორის თუ ისე უბრალოდ _მთელს სამყაროში _ამდენს თუ მაკოცებ გონება ამერევა და ამ გრძელ გზას ვერ გავივლით დროულად _როდის წამოვალთ ... გზა გრძელია _ამიტომაც მივფრინავთ ... აქამდე გიფრენია მარიამო? _არაა , მოიცა სერიოზულად მივფრინავთ? _ხო , აეროპორტში წავალთ და გადავფრინდებით ... ციდან ლამაზია _შენ სად იფრინე პირველად _მე ჭადრაკის ტურნირი მქონდა ბავშვობაში ერევანში გადავფრინდი ... _ჭადრაკის თამაშს როდის მასწავლი? _მატარებლით წამოვიდეთ და გასწავლი ჩამოსვლამდე , გინდა? _ყველაფერს ერთად ნუ გამაკეთებინებ _ბედნიერებების მილიარდი ფერი არსებობს და რატომ მაზოგებინებ ამ პაწაწინა სიხარულებს მარიამ? იყოს რამდენიმე ერთად თუ შენი გული ბევრს იფრთხიალებს _ ხელზე აკოცა , მარიამს კი არაფერი უყვარდა იმ დროს ისე როგორც მისი ეს ქმედება _შენი პირველი ხელფასი მთლიანად უნდა შეიწიროს ჩემმა ამ სიხარულმა? _რა სიტყვაა შეიწიროს? ჩემი ყველა ხელფასი ჩვენს ბედნიერებას სჭირდება და სულ მშვიდობაში მოგვეხმაროს . რაც უფრო მეტი იქნება მით უფრო მეტი იდეა გვექნება” სანდროს ხელფასი იზრდებოდა და საჩუქრებიც გროვდებოდა. არ სჭირდებოდათ თარიღები ერთმანეთის გასახარებლად. სულ მცირე დეტალებით იფერადებდნენ ყოველდღიურობას. ერთს თუ არ ჰქონდა დრო მეორე მიდიოდა და სწავლისა თუ მუშაობის დროს უმსუბუქებდა. დაკლებული 11 კილოგრამი ბევრს ნიშნავდა მისთვის სარკეში დანახულ მის ანარეკლს დიდად არც ემჩნეოდა, მხოლოდ სასწორი უთვლიდა ციფრებს , მაგრამ გზის გაგრძელებისთვის საკმარისი იყო. არ ჩერდებოდა, არ ნებდებოდა, ეძებდა ფერებს და მაინც უსანდროობა წარმოადგენდა შეუვსებელ სიცარიელეს. კარადიდან ალაგებდა სამოსს, რომელიც მაშინ შეინახა როდესაც ერთ-ერთი კაბა ჩაცმის მცდელობისას შემოეხა. მკურნალობის მეორე კურსს იტარებდა. მეოთხე თვე იყო რაც ტესტზე ორ ხაზს ელოდა და არ ჩანდა. უზარმაზარი ყუთი აიღო და იქ გამოკეტა ყველაფერი, მათთან ერთად წარსულსაც დაახურა თავი. სიფერადე სიბნელით ჩანაცვლა, მოგონებების შეგროვება შეწყვიტა და ახლა სანდროსგან შორს მყოფი ეძებდა ყველაფერს რაც მასთან სიახლოვეს აგრძნობინებდა. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, ისე მოქმედებდა ვერც იაზრებდა რა იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა. ალისფერი ნაჭერი მოხვდა თვალში , უნივერსიტეტის თვითმართველობის წვერი იყო, აქტიურად გეგმავდა სხვადასხვა ღონისძიებებს და ერთ-ერთი ღონისძიების წამყვანი მისი დამსახურებით გამოიყურებოდა იდეალურად. -არაფერი მაქვს...სულ დამავიწყდა . ყველაფერი ერთად აირია და -მე გამახსენდა . სალონში ჩაგწერე, ჩემი და დადის , ვიცნობ იმ გოგონებს. კაბასაც იქ მოგიტან -სანდროო -ვიცი, გიყვარვარ - გაღმერთებ -მთავარია ათეისტი არ გაგხადო ერთ დღეს ... მაშინ ხუმრობდა, მაგრამ ახლა სწორედ ეგ დრო ჰქონდა მარიამს. სანდრო თუ აღარ ეყოლებოდა რისი რწმენა ექნებოდა, ვისი ნდობა დარჩებოდა, ვის დაეყრდნობოდა ასე უპირობოდ. მარტო იქნებოდა, მაგრამ როდემდე გაუძლებდა და გაძლებით ცხოვრებას ცხოვრება ერქვა? ეს იყო ის რაზეც ოცნებობდა? არავის ჰგავდა, არც შეყვარებულობის დროს ეჭვიანობდა და ცხოვრების არცერთ ეტაპზე ჰგავდა იმ კაცებს მარიამი რომ იცნობდა. სილამაზეს რომ უზღუდავდნენ ცოლებს, გამოჩენილ სხეულის ნაწილებს უზომავდნენ და ზღვარს უწესებდნენ. მარიამის ყველამხრივ განვითარებას უწყობდა ხელს, ზუსტად იცოდა მილიონს რომ მოსწონებოდა მას არავინ დააინტერესებდა. ღიმილით უყურებდა ყველას ვინც მარიამთან ფლირტს იწყებდა, ვინც სიმპათიას გამოხატავდა და ურთიერთობის დაწყების მცდელობა ექნებოდა. -ის ყვავილები სად წაიღე ... -დაინახე? მე კიდევ მეგონა არ მიყურებდი... იცის შეყვარებული რომ მყავს, ვუთხარი გეფიცები -რატომ მეფიცები და რატომ ნერვიულობ? -არ ვიცი, არ მინდა გეგონოს სხვასაც ვაწონებ თავს... ის ყვავილები ლექტორს მივეცი , მანანას -მე არაფერი მგონია , ზუსტად ვიცი რაც ხდება ხოლმე და თუ ეჭვი შეგეპარება ჩემ სიყვარულში, გეგონება,რომ სხვა მოგწონს მოვრჩებით მშვიდად -ასე მარტივად დამთმობ? -შენ რას გააკეთებ თუ მიხვდები,რომ სხვაზე ვფიქრობ? -არ ვიცი, წარმოდგენა არ მინდა... შენზე და გოგონებზე ცოტას ვფიქრობ . მითუმეტეს მას მერე რაც შენი სკოლის ამბები გავიგე -გადაჭარბებული იყო ყველა ამბავი რაც გიამბეს. რამდენიმე გოგოს მოვწონდი და ბაბნიკად შემრაცხეს, როგორც ხდება სკოლებში -ვაჟიშვილი ვარო იმედია არ მეტყვი... -ცოტა ადრე რომ გამეცანი , მარტო შენი ვიქნებოდი . უსიყვარულოდ ს.ქსი უბრალოდ ინტერესის დაკმაყოფილება და გამოცდილების ქონაა. შენი კოცნა ტვინში ათას ფერს აფეთქებს - ლოყაზე მოეფერა, ისე უყურებდა გონებას ურევდა . მაჯაზე აკოცა და მერე სამაჯური გაუკეთა - სხვებისთვის რომ ყიდულობ საჩუქრებს და საკუთარი თავი გავიწყდება არაა ეგ კარგი თვისება , მარიამო -როდის მოასწარი -შევხედე და დავინახე როგორ უხდებოდა შენს ხელს -ძალიან ლამაზია -ლამაზი ხარ შენ...სიცილზე მეტად არაფერი გიხდება . ეგაა შენი ყველაზე ძვირფასი სამკაული - ტუჩის კუთხეში აკოცა ჩახუტებულს და შემდეგ ტუჩებმაც იპოვნეს საერთო წერტილი.“ ზარდახშა გახსნა, ისიც დიდი ხნის წინ ჩაკეტა სავსე იყო ათასი სილამაზით . უბრალო , ბრალიანი ნივთებით მოგონებებით სავსე, ემოციებით დახუნძლული იყო ყველა ნივთი. ბედნიერი დღეების ნოსტალგია მოჰქონდათ ყუთებში ჩაკეცილ , კარადაში შეკეტილ ნაჭრებსაც კი. დღე თუ ფიქრისთვის არ ეცალა ღამით მარტოობას ახლდა მონატრება , სიცარიელე და ტკივილი. აივანზე გავიდა , სანდროს მანქანა აღარ იდგა ბინის წინ. დასრულდაო თქვა და დაასრულა კიდეც . ცაში ვარსკვლავებს ეძებდა და ქვემოდან აჰყურებდა ცის ნაგლეჯს ,რომლებიც კორპუსებს შორის ჩანდა "_აქაურობა ბინებით ივსება ... ქალაქიდან უნდა გახვიდე ცა რომ დაინახო _მაღლა ავიდეთ , სიმაღლის ხომ არ გეშინია _სად მაღლა , კორპუსის სახურავზე? _ზუსტად _ასე შესვლა შეიძლება? _რატომაც არა ... სადარბაზო ჩაკეტილი არ არის არ იცოდა სანდროს ბინის სახურავზე თუ ადიოდა . დიდი ხნის შემდეგ გაიგო სადაც იმყოფებოდა იმ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ _სახლი ვიყიდოთ ისეთ ადგილას სადაც ლამაზი ხედი გვექნება ... დედაჩემმა ისეთ ადგილას იყიდა უბრალოდ სახლია თორემ სხვა კომფორტი არ აქვს. სოფელშიც აღარ დავდივართ ხშირად და მონატრებული მაქვს სუფთა ჰაერიც, ტყის ,მინდვრების,ყვავილების სუნი რომ მოაქვს და არა მხოლოდ მტვრის... _სოფელში გადასახლებაზეც დამითანხმებ მგონი _ აქაურობა მიყვარს, ასე მარტივად ვერ შეველევი -ჩვენი ბინაც არ ემსგავსება სხვებს... მართლაც არ ჰგავდა. ყველაფერი ერთად შექმნეს და ამიტომ დარჩა იქ . ბედნიერი და უბედური წუთებით სავსე კედლებში , რომელში ცხოვრებაც ევა იმსახურებდა. „ დრო ყოველთვის სწრაფად გადიოდა სანდროსთან ერთად. ხშირად დაუგვიანია სახლში და ხათუნას ისტერიკებიც მოუსმენია. არაფერი უფუჭებდა განწყობას, ზუსტად იცოდა რაც უნდოდა , რა აბედნიერებდა და უყვარდა, სანდრო სიგიჟემდე უყვარდა ეს სიყვარული კი ყველა ფერს აძლევდა. ენერგიით მუხტავდა, სტიმული იყო , ყველა დღის ბედნიერი დასაწყისი -სულ წახვედი ხელიდან...ადრე ყველაფერს მიჯერებდი და ახლა? -რას ვაშავებ დედა, ბედნიერი ვარ -მანქანით დაჰყავხარ ვინ იცის სად...შუაღამეს ბრუნდები ხოლმე. ძალიან ზედმეტი ხომ არაა? მე კი მომწონს , მაგრამ ვაიდა სულ არ მოგიყვანოს ცოლად. ასე აქეთ-იქით ნატარები ,სახელგატეხილი -სერიოზულად? - ხმამაღლა იცინოდა, ყურადღებას არ აქცევდა. იქამდე თუ მართლაც მისი გავლენის ქვეშ იყო სანდროსთან ყოფნის შანსს არავის გამო დაკარგავდა. -გულს გატკენს... მერე რას იზამ? -არ მატკენს...არასდროს ! -კაცები სანდოები არ არიან, შეიძლება ცუდი არაფერი გაკადროს ,მაგრამ ხალხი -არავის გამო მოვშორდები დედა... ყველაფერს ვაკეთებ ისე რომ შენ იტრაბახო , იამაყო და ყველა გააგიჟო. მთელ ენერგიას, მოტივაციას, სტიმულს ის მაძლევს თორემ ისე ვიღლები, ისე ,რომ არაფერი მენდომებოდა ის რომ არ მყავდეს -ნამდვილად კარგი ბიჭია, წარმატებული, ჭკვიანი, გონიერი, დიდი მომავალი აქვს , მაგრამ -არავითარი მაგრამ დედა, სანდრო არის ჩემი ადამიანი არა იმიტომ ,რომ წარმატებული იქნება ...ის ადამიანია ,რომელიც მავსებს -ნეტავ ამ რომანტიზმს არ გაგიქრობდეს და ერთხელაც მიწაზე არ დაგანარცხებდეს... „ ხათუნას არ ახსოვდა საკუთარი სიტყვები. მისთვის ქორწინების დღეს დასრულდა შიშები. მარიამი კი სწორედ ქორწინების შემდეგ დაეშვა დედამიწაზე. კორწპუსის წინ აღმართულ შენობას მზერა მოარიდა, მაღლა ცისკენ გაიხედა და მერე ისევ ქუჩაში მიმავალ მანქანებს უყურებდა. სანდრო იმ ღამესაც არ მივიდა მარიამმა კი დილით ქალაქი დატოვა და წყნეთში, მშობლების სახლში გადაინაცვლა. სანდროსგან გაქცევის სურვილი გააზრებული არ ჰქონდა, მაგრამ ქვეცნობიერად ალბათ ესეც სურდა . თვეზე მეტი იყო რაც არ უნახავს და ახლა ქალაქიდან გავიდა. რეჟიმს ინარჩუნებდა, დიდ სივრცეში მეტად ხალისიანი გახდა ევა. ასაკის მატებასთან ერთად პრობლემები მოჰყვებოდა და გარდაუვალ ტკივილებს ვერ აშორებდა მარიამიც კი _კბილი ამოსდის და სიცხე აქვს _ ვიცი , ღრძილები დაწითლებული და დასიებული აქვს _ხომ გაქვს მანდ მალამო და სათამაშოებიც _კი , მაგრამ მაინც წუწუნებს ... ისეთი საყვარელია , რომ ტირის მაშინაც კი ლამაზია . გრძელი წამწამები აქვს _სძინავს ახლა ? _ხო , წუხელ არ ეძინა და დღეს ისეთი დაღლილია _შენც დაიძინე _სახლს ვალაგებ ... რომ გამერთო ყველაფერი ავურიეთ _შენც ერთობი _ბავშვთან თამაში უნდა შეძლო, ისე არ შეიძლება სანამ ბაღში ვატარებ და თავის თანატოლებთან ერთად იქნება _ატარებ კიი? ისე გეშინია ვირუსების და ავადმყოფობის ასე მგონია ბაღშიც არ წაიყვან _ გიჟი ხომ არ გგონივარ ნატალია? უბრალოდ არ მინდოდა მცირე ასაკში დამართნოდა რამე მხოლოდ იმიტომ რომ ნათესავები თავს ვერ იკავებებ და კოცნით ახრჩობენ ბავშვებს. აუტანელია ყველა რომ კოცნის და არ ფიქრობს რამდენი რამ სჭირს _შენც ვერასდროს იტანდი კოცნას და შენი გადმოსახედიდან მსჯელობ _ამასაც არ უყვარს , მხოლოდ სანდროს აკოცნინებს _ნეტავ ვის ჰგავს _ნინიი ,მულს უერთდდები? _ გული დამეწვა ჩვენთან, რომ მოვიდა და აქაც არ დახვდი. ვერ მისწერე მაინც სად მიდიოდი? _ხომ გაიგო სადაც ვართ _საქმეები აქვს მანდ როგორ ივლის ახლა მთელი ზაფხული _აქ გრილა ,ქალაქში ვერ დავბრუნდები და კონდიციონერის გამოშვებულ ჰაერს ვერ ვასუნთქებ ბავშვს _მანდ არ სცხელა? _არა , შესანიშნავი ტემპერატურაა... პირველ სართულზე გრილა და გარეთ დილით ადრე და საღამოს ვსეირნობთ _ჩვენ ზღვაზე წავალთ და შენც ხომ არ გამოგვყვები -არა, აქედან აბარგებას სექტემბრამდე არ ვაპირებ -სანდრო რომ ამოვა რას აპირებ -რა უნდა დავაპირო -ელოდება როდის მოვა , არ ვიცნობდე მაინც... განგებ გადაბარგდა ახლა იქ შუამავალი ვერ ეყოლებათ ვერავინ და აუცილებლად შეხვდება -ნატალია რაც არ იცი იმაზე ნუ საუბრობ -მე ვიცოდი რასაც ველოდი რომ დავშორდი და შენ რას ელოდები ოღონ გამაგებინა -არაფერს, დავშორდი და მორჩა -ნეტავ ვის სჯერა ეგ -რამდენი წელი უნდა გავიდეს,რომ დაიჯერო -წლები მხოლოდ დროა მეტი არაფერი ...ისევ გიყვარს, ისევ იქ გაჩნდება სადაც საჭირო იქნება უბრალოდ ს.ქსი არ გექნება და დროის გასვლასთან ერთად უფრო სწეერვა გახდები ჩვენი ბიოლოგიის შინაბერა მასწავლებელივით და კიდევ უფრო უარესად -შენთან საუბარი უბრალოდ შეუძლებელი ხდება... რაც უფრო ნაკლები პრობლემა გაქვს მით უფრო გიჟდები -მაშინ მალე ფსიქიატრიულში მიხილავ იმდენად დალაგებული და ბედნიერი არის ჩემი ცხოვრება -სჯობს წახვიდე იმეცადინო თორემ თუ არ ჩააბარე ეგ გამოცდები მარტო კარგი კერძები ვერ გიშველის-ორივესთან საუბარი დაასრულა და მერე მძინარე ევას დახედა. მშვიდად სუნთქავდა, არაფერი აწუხებდა ნაცნობი მანქანა უახლოვდებოდა, მალე ჭიშკართან გაჩერდა და ეზოში გამოჩნდა მონატრებული ფიგურა. კედელზე დაკიდებულ პატარა, მრგვალ სარკეში ჩაიხედა და შეკრული თმა გაიშალა, ეს იყო პირველი რაც გააკეთა . ყოველ საღამოს ამზადებდა ვახშამს ორ პერსონაზე, სანდროს საყვარელი კერძებით და ამჯერადაც სავსე ჰქონდა მაცივარი _შეიძლება ? _ კარში იდგა , ხელში პარკებით და თვალს არ აშორებდა _რა თქმა უნდა , მობრძანდი- ისე განაგრძო სუფრაზე თეფშების დალაგება თითქოს თავად იყო მშიერი - ევას სძინავს _ახალი სათამაშოები ვუყიდე ... ტემპერატურა ისევ მაღალი ჰქონდა? _ძილის წინ არა _შენ როგორ ხარ, დაძინებაზე არ გიფიქრია? _ ნაბიჯი გადადგა , ორივემ იცოდა რომ კოცნას აპირებდა , მაგრამ გაჩერდა და შებრუნდა _ გადავივლებ , გამოვიცვლი და ვნახავ _რჩები? _არა , ნუ ღელავ შემოჭრას არ ვაპირებ. უბრალოდ ამ ტანსაცმლით ვერ ჩავიხუტებ ... ორი დღეა არ ვყოფილვარ სახლში და არ მინდა ბავშვთან ასე მისვლა უნდოდა უკან გაჰყოლოდა, თავდახრილს ზურგიდან მოხვეოდა და მისი დაღლილობა მთლიანად გაექრო , მაგრამ ისიც ვერ ჰკითხა როგორ ხარო. ელოდა ნაბიჯების ხმას, ბავშვთან მის შეხვედრას პირველი მრავალდღიანი განშორების შემდეგ . კედელს მიეყრდნო, საძინებლიდან გამოსული ხმები ესმოდა და ისევ სარკეში უყურებდა თავს , ვერ გრძნობდა მხოლოდ ხედავდა ცრემლებს _ჩემი სუნთქვა ხარ , მა _მა მაა _ ბავშვის ხმა რომ გაიგო ფეხებში ძალა გამოეცალა. მონატრება ,რომელსაც ეს ერთიციდა სხეული იტევდა, მისი პატარა ხელები სანდროს რომ ეხვეოდა და კოცნიდა ყველაზე ტკბილი კოცნებით. _ღმერთოო , რამხელა ბედნიერება ხარ _ისე ნაზად ეხებოდა, იმდენად ფაქიზად. ფრთხილად აკოცა ლოყაზე, თავზე, ხშირ ყორნისფერ თმებზე მოეფერა და მერე გულზე მიიკრა _მამას ცხოვრება ხარ მა ... ერთს მაკოცებ მა? მა _ ლოყაზე ეფერებოდა გოგონა , მერე ტუჩები სასაცილოდ შეახო და გაიცინა _როგორი ტკბილი ხარ, მა ... როგორი კარგი , ჩემო სიცოცხლე ისევ გეძინება ? _საწოლზე მიწოლილს გაუღიმა და თავადაც წამოწვა_დაიძინე მა _ერთხანს ბავშვის გვერდით იწვა , თავადაც ჩასთვლიმა. გოგონა მისკენ იყო შებრუნებული და ისე ეხუტებოდა მონატრებას ამითაც გამოხატავდა. ნაბიჯი, რომ გადადგა მერე მიხვდა მათ გვერდით უნდოდა ყოფნა , გაჩერება აიძულა თავს,ახლოს არ მისულა,მაგრამ შორსაც ვერ წავიდა. ბავშვს ისევ ჰქონდა მაღალი სიცხე, ტიროდა და ისიც მის გვერდით იყო. მარიამს არ უყურებდა , მხოლოდ გოგონას დამშვიდებას ცდილობდა. ეთამაშებოდა , პატარა ბავშვად გადაიქცა . თავზე დაათენდათ სანამ ტემპერატურა დასტაბილურდა, ტირილი შეწყვიტა და ჩაეძინა. _მივდივარ - მხრებზე მოეხვია ჟაკეტი და თან გაიგო სანდროს ხმა _მუშაობ ხვალ? _სულ ვმუშაობ _ცოტახანს დაიძინე და მერე წადი ... საშიშია გზაში _არ შემიძლია , საქმე მაქვს _თვალები გეხუჭება ,სანდრო_შებრუნდა, ხელიც კი გასწია, მაგრამ აღარ შეეხო _ჩაგეხუტები, რა _ ჯერ მდუმარედ უყურებდა , ვინ იცის რას ფიქრობდა მერე კი ჩუმად ამოილუღლუღა _სანდრო -კარგი , ვიცი , მახსოვს... ეს ყველაფერი ყოფილი ქმრის მიერ გამართული მენტალური თამაშებია იმ დღეს ასე დაასრულეს, კიდევ იყო ბევრი მსგავსი სტუმრობა. აივანზე იჯდა , პლედმოხვეული ცხელი ჩაის ფინჯნით ხელში და მთებს შორის ჩამავალ მზეს უყურებდა. გრილი ჰაერი სასიამოვნოდ ედებოდა კანზე. გონება და გული ცეცხლში ჰქონდა გახვეული და კიდევ უფრო აირია სახლიდან გამოსულმა სიმღერის ხმამ რომ მიაღწია მის ყურამდე. _ვიცეკვოთ ? _სანდრო _გთხოვ _ისე უყურებდა ვერ გაუწია წინააღმდეგობა , მის გამოწვდილ ხელს საკუთარი ჩაკიდა . პლედი არ მოუშორებია , მკლავებთან ერთად შემოხვია გაყინულს, თავი მკერდზე მიადო და ისე განაგრძო მოძრაობა "როგორ მოიწყინეს მთებმა მალე ჩამოწვება ბინდი ქრება ყველაფერი ქრება ტყდება ერთგულების ხიდი ქრება ყველაფერი ქრება ჭკნება ერთგულების ტოტი ხდება ყველაფერი ხდება და კვლავ გაზაფხული მოდის სიცოცხლე მღერის სინათლე მღერის ეს გული მღერის მიყვარხარ შენ როგორ გაირბინეს წლებმაა ... " _მომღერალს იყენებ სასაუბროდ? _სულ სხვის ტექსტებზე ვარ ხომ იცი _ესეც თუ დაგვჭირდებოდა ვინ იფიქრებდა _ხდება ყველაფერი ხდება და კვლავ გაზაფხული მოდის...კიდევ ბევრი გაზაფხული მოვა უჩემოდ შენთან? _გავჩუმდეთ სჯობს _თავი ისევ დახარა, თვალებში აღარ უყურებდა . გაირინდა, სანდროს ტუჩების შეხება იგრძნო , კანზე დატოვებული მხურვალე შეხება ყელიდან რომ გავრცელდა მთელს სხეულში- შენი წასვლის დროა სანდრო... -მე უკვე წავედი , ისე შორს მეც კი ვეღარ ვხედავ და ვგრძნობ საკუთარ თავს სანდრო სულ უფრო მეტად გადაღლილი ეჩვენებოდა. სიგარეტს დასჩვეოდა, უკვე იმ რამდენიმე საათშიც ეწეოდა და მის ტანსაცმელსაც ასდიოდა სუნი მიუხედავად იმისა,რომ ბავშვს ასე არ უახლოვდებოდა მარიამი ყველაფერს ამჩნევდა. ყველა ჯერზე უცნობ კაცს ხედავდა , ბოლოს კი მასზე ფიქრობდა მხოლოდ. წვიმდა. ზაფხულის ხმაურიანი წვიმა აგრილებდა გახურებულ დედამიწას. _დარჩი, გთხოვ _ შუაღამეს წასასვლელად მზად მყოფს დაეწია და სიტყვებმა ჰაერი გადაკვეთეს _აბა კარგადააო? რამე ხდება და გეშინია მარტო დარჩენა? მარიამ _არა, არაფერი ... ევას არაფერი სჭირს , მაგრამ გვიანია შენ დაღლილი ხარ , გამოუძინებელი და გზა გრძელია, წვიმს _ხვალ ვერ მოვასწრებ ... მელოდებიან _ვინ გელოდება _რა მნიშვნელობა აქვს შენთვის . საერთოდ არ მეგონა ადამიანად ისევ თუ მთვლიდი ... _გეყოფა ბავშვივით მოქცევა , გული ცუდს მიგრძნობს , ხომ შეიძლება დამიჯერო _მეეჭვება გული კიდევ გიგრძნობდეს რამეს ჩემთან დაკავშირებულს ...შეგახსენებ, ცოლს ვუჯერებდი მხოლოდ , სხვას არავის საკუთარი თავის გარდა. დიდხანს აღარ მოვალ , ზედმეტად ხშირად გსტუმრობდი მეშინია ზღვარს არ გადავცდე _ცარიელი იყო, გამოფიტული და ემოციებისგან დაცლილი. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოწევა დაიწყო , ეზოდან გასვლისთანავე უმატა სიჩქარეს , სიჩუმეში ხმა დიდხანს ისმოდა. გაეღიმა ნათიას ნომრიდან რომ მიიღო შეტყობინება „სახლშია , უვნებელი დაბრუნდა“. ....................... აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო ძიძის აქტიურად ძიება. სკოლაში წავიდოდა, უფროსკლასელებსაც დაუბრუნდებოდა ,მეცრეკლასში ექნებოდა ქართულის გაკვეთილები . დირექტორთან შეთანხმებით ევას წაყვანაც შეეძლო ხოლმე, მაგრამ ერჩივნა მასთან დისტანცია ნელ-ნელა გაეზარდა . უამრავი გეგმა ჰქონდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტად დატვირთული იქნებოდა მისი ცხოვრება _საღამომშვიდობისა ... ევას ძიძასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. მე ორი ვარიანტი მაქვს და _ახლა დაკავებული ვარ თუ სასწრაფო არ არის ხვალ ვისაუბროთ , კარგი? _კარგი , პრობლემა არ არის ... როცა დრო გექნება დამირეკე ან მოდი და _ტელეფონს დახედა ,დარწმუნდა ხომ ნამდვილად სანდროსთან ვრეკავო. ეუცნაურა მსგავსი პასუხი და საუბრის ასე მალე დასრულება. რამდენიმე წუთში შეხვდა ფოტო , სანდრო ვახშამზე იმყოფებოდა უცნობ ქალთან ერთად . მარიამი კი გაუაზრებლად გადავიდა ქალის პირად გვერდზე და ყველაფერს წამებში გადახედა რაც კი რამ ინფორმაცია შეიძლებოდა სრულად მიიღო მერე კი იგრძნო როგორ მოიცვა ეჭვიანობის ტალღამ. გაათენა , სულ ქალზე ფიქრობდა და სანდროს სახეზე ფოტოში რომ ჰქონდა. მშვიდი , გაღიმებული და ბედნიერი . ეჩვენებოდა ან ნამდვილად ასე იყო _გამარჯობა _გაგიმარჯოს _ მზერა მიაყოლა ბავშვისკენ დაძრულს _ ასე ადრე არ გელოდი _ცოტა დრო მაქვს , მერე აღარ მეცლება და ბარემ გავიაროთ ძიძის თემა. მგონი სჯობს ორივეგან ერთი იყოს , მე გადავუხდი და დროსთან დაკავშირებით შევუთანხმდეთ . მთავარია ევას მოეწონოს _მოსწონს, ცოტახანს დარჩნენ ერთად და მშვიდად იყო მასთან ... ზედმეტადაც არ ინდომებდა. ჩემი წესები ავუხსენი და გაიგო _მაშინ გადაწყდა. მე როცა ჩემთან წავიყვან თუ რამე მოხდება და გასვლა დამჭირდება წინასწარ შევუთანხმდები _ან უბრალოდ ჩემთან დარჩება როცა შენ მისი დედინაცვლის ძიებაში იქნები , მოვგვარდებით ... მთავარია ძიძა გვყავს _წავედი მა ..მალე გნახავ ხო? თუ რამე არ შეცვლილა და დედამ შენი ნახვის საათები არ დამიწესა _დააიგნორა მარიამის სიტყვები და ბავშვის მოფერება განაგრძო _ჩემთან არაფერი, თუ შენ დრო გექნება -შენთვის სულ მექნება დრო მაა _ მარიამისთვის თითქმის არ შეუხედავს, წასვლამდე გაუსწორა მზერა . შესანიშნავად დაინახა როგორი გამომეტყველებაც ჰქონდა, მაგრამ ისევ არაფერი უთქვამს . მარიამმა ორი დღე გაძლო მხოლოდ. აბარდგა და თბილისში დაბრუნდა მიუხედვაად იმისა, რომ ერთი კვირით დარჩენა შეეძლო. სანდროს იმ საღამოსვე მისწერა და ელოდა კიდეც როდის მივიდოდა. _ურთიერთობაში ხარ იმ ქალთან? -ვეღარ გაუძლო და პირდაპირ ჰკითხა _ჯერ არა _ჯერ არა, მაგრამ პერსპექტივაში კი ? _არ ვიცი , თუ რამე შეიცვლება ისეთი რაც უნდა იცოდე როგორც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და შვილის დედამ,აუცილებლად გეტყვი _კარგი გოგო ჩანს , მომეწონა _დავმშვიდდი _ეს ირონია იყო? სერიოზულად ვამბობ _მე უნდა მომწონდეს და არა შენ ... მე თუ არ მომწონს შენი თაყვანისმცემელი რამე იცვლება ? _მეც არ მომწონს ... მე რომელი თაყვანისმცემელი -მოსწავლეების ნათესავებიდან დავიწყო, ვარჯიშისას გაცნობილი მეგობრებიდან თუ ვინმე სხვა გავიხსენო ... არცერთი მინდა , არ ვიკადრებ და დავეშვები ამ დონემდე შენ პირად ცხოვრებაში ვიქექო .ასევე არ ვაპირებ შენთან სხვა ქალზე საუბარს. არასდროს ! _მე არ ვთვლი რომელიმე მათგანს თაყვანისმცემლადაც კი არათუ ურთიერთობას ვიწყებ...კარგი არ აქვს მნიშვნელობა . მე გამიხარდება შენ რომ მშვიდად და ბედნიერად იქნები _უნიჭო მატყუარა ხარ _გგონია მინდა ცუდად იყო? _არა, მაგრამ არც ის გინდა სხვასთან ვიყო ,არც ის რომ შენთან და თან გინდა კარგად ვიყო ... შენი სურვილები ზოგჯერ ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება ამიტომ მოდი უბრალოდ ნუ იფიქრებ ჩემზე _ მომდევნო რამდენიმე წუთი ევასთან ერთად გაატარა, მხოლოდ მას შემდეგ დატოვა რაც დააძინა და ფეხაკრებით გამოვიდა ოთახიდა. მარიამის ათასი კითხვიდან ყველა გააქრო და ურყევ პასუხად დარჩა მისი ერთადერთი გაუაზრებელი ქმედება . გასვლამდე ინსტიქტურად რომ დაიხარა , თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე აკოცა,ნაზი ,თბილი შეხებით . წავიდა , მარიამს კი სითბო დაუტოვა ,ყველა უჯრედამდე გავრცელებულ ტალღად. .......................... „-უზარმაზარი ყუთი მომიტანეს და რას უნდა ველოდო ხომ ვერ მეტყვი,სანდრო? -ვინაიდან ჯერ ვერ მოვდივარ და ჩემი სწავლება გრძელდება გადავწყვიტე საჩუქარი გამომეგზავნა ... შემთხვევით გადავაწყდი. ქალაქში დავბოდიალებდი, სუვენირების მაღაზიაში თვალი მომჭრა ნივთებმა, რომელსაც დედაჩემს ჩამოვუტანდი ხომ იცი გიჟდება უცხო ფიგურებზე და იქ აღმოვაჩინე...შენ ოთახს მოუხდება, ხშირად ჩაიხედე ხოლმე დატკბი საკუთარი თავით მერე კი მეც ამირეკლავს ისე როგორც მის უკანა მხარეს გამოსახულ ნახატზე -სარკეა ...-სანდროს ხმას უსმენდა და თან ყუთში შეფუთულ ნივთს ხსნიდა. მალევე დაინახა საკუთარი გამოსახულება, ციმციმა თვალები და ბედნიერი ღიმილი მერე კი ფრთხილად წამოსწია უკანა მხარე რომ ენახა -როგორ დაახატინე... -ცრემლიან თვალებს დაგიკოცნიდი მანდ რომ ვიყო, არ არ ამიტომ ნუ იტირებ -ასეთი რაღაცები ნუ გაფიქრდება და სხვა ქვეყნიდანაც ნუ მირევ გონებას -მალე დავბრუნდები, სულ მალე ორ გამოსახულებას დაიტევს ეგ სარკე და ორივე ბედნიერები ვიქნებით დაბრუნდა ,მარიამის გადაწყვეტილებით სარკემ მათ საერთო სახლში დაიდო ბინა და სწორედ ამ სარკის წინ გამოჩნდა სანდრო ბეჭდით ხელში -შენ უკვე ხარ ჩენი სახლი, სულის ნახევარი , ყველაზე ძვირფასი ადამიანი ამ სამყაროში ვისთან ერთადაც მინდა ცხოვრების დარჩენილი გზის გავლა -შენ ხარ ერთადერთი მას მერე სარკემ უამრავი კადრი აირეკლა. მარიამისა და სანდროს ცხოვრების უთვალავი ეპიზოდი. ერთად და ცალ-ცალკე ხედავდა ორივეს და შემდეგ ევას გამოსახულება გაჩნდა . მანამ ეკიდა უცვლელ ადგილას სანამ წმენდის დროს არ ჩამოვარდა და გატყდა. ჩარჩო მრთელი იყო, სარკე კი ათობით ნაწილად იქცა . ზემოდან უყურებდა საკუთარ გამოსახულებას, ყველა ნაწილში არეკლილ თავს და ხვდებოდა სარკე ისევ მის სულს გამოხატავდა -რა ხდება... რა დაიმსხვა. ევა - სანდროც თითქოს ზუსტ დროს გამოჩნდა . ერთად იდგნენ სარკის ორ სხვადასხვა მხარეს მრავალ ნაწილად დამსხვრეულები -სულ ჩემი ბრალია... -მთავარია არაფერი დაგიშავდა ...მე მივხედავ -სანდრომ აკრიფა ნამსხვრევები, სარკის მეორე მხარეს აღარ იყო შემორჩენილი ნახატის არცერთი დეტალი გარდა მათი სახეებისა, ერთ ნატეხზე დარჩენილიყვნენ. სარკის გატეხვა ცუდი ნიშანიაო, უარესს არც ელოდა. ნაგავს ვერ გააყოლა ის ერთი ნაწილი, უფორმო სარკის ნატეხი რომელზეც ისევ ჩანდნენ ორნი ერთად. ................................. ბავშვებთან კონტაქტი არ გაუწყვიტავს , მაგრამ კლასში შესვლისას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოდ პირველად ხვდებოდა ყველას . ერთი მზერის შევლება, რამდენიმე წამი და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა . ყველას სათითაოდ მოეხვია და შემდეგ მერხებთან დააბრუნა. ყველას დაახვედრა საჩუქრების შეკვრა სხვადასხვა წიგნით , კალმებით, სახატავი საშუალებებით თუ ინტელექტუალური თამაშების მრავალფერი ვარიაციებით. ისინი კი საჩუქრების ნაცვლად მარიამს შესციცინებდნენ თვალებში _ნამდვილად დაგვიბრუნდით ხომ მას? _სულ ჩვენთან დარჩით რააა... _ევა არ მოგვიყვანეთ? _არ ატარებთ ხოლმე სკოლაში? _სანდროს შეურიგდით მას? _აუუ ხოო მაას , ისევ არ შეურიგდით ? _გაბუტულები არ ვართ შერიგება რომ გვჭირდებოდეს... ევა ძიძასთანაა და ჩემ გვერდით ვერ იქნება გაკვეთილების დროს . რაც შეეხება ჩემ დაბრუნებას ვინაიდან უფროსკლასელებსაც ვასწავლი შესაძლოა თქვენი ქართულის მასწავლებლად დავრჩე მეორე საფეხურზეც... ბედნიერი იყო მათ გვერდით, მაგრამ ტელეფონს თვალს არ აშორებდა. ელოდა გაკვეთილის დასასრულს, რომ დაერეკა და ეკრანზე მაინც დაენახა . მონატრება ასეთ მცირე დროში მსგავსი მასშტაბით არასდროს განუცდია . ძიძასთან პირველად დატოვა, მართალია ქალს ენდობოდა ,ორივეს ერთად მოსწონდათ და ევაც შეაჩვია სანამ მარტო მოუხდებოდა მასთან დარჩენა, მაგრამ მაინც ღელავდა. ხუთი გაკვეთილი უნდა გაეძლო, სულ რაღაც ხუთი გაკვეთილი რომლის მსვლელობისას დრო სწრაფად გადიოდა,მაგრამ ფიქრის მომენტები მძიმდებოდა. ბოლო გაკვეთილი მეცხრეკლასელებთან ჰქონდა, ბავშვებს არ იცნობდა მათი ცოდნის შესახებაც არ იცოდა. რამდენიმე ეცნო, ერთ-ერთი მათგანი კერძო გაკვეთილებზე დადიოდა, ერთის ძმა იყო მის სადამრიგებლო კლასში დანარჩენებს კი უბრალოდ სკოლის დერეფანში თუ გადაეყრებოდა. თინეიჯერები, მათი განსხვავებული ცხოვრების სტილით,პრობლემებით, ფიქრებით, საგაკვეთილო პროგრამით თუ საკითხავი მასალით. -მაას როგორ მიხარია თქვენი ნახვა -გოგონა მოეხვია და ისიც ღიმილით შეხვდა -მეც მიხარია ნაცნობი სახის დანახვა,ლიზა . შენი ქართული ძალიან მომწონს -ამ ერთ თვიან დასვენების დროს ვვარჯიშობდი ... ძია მელაპარაკება სულ-თვალები უციმციმებდა გოგონას. -მიხარია შენმა ძიამ ქართულ სკოლაში რომ მოგიყვანა და ვიმედოვნებ არსად წაგიყვანს -სანამ საქართველოში ვარ აქ ვიქნები ... -ბავშვებს ერთად გავიცნობთ - ზარიც დაირეკა და გაკვეთილიც დაიწყო. ლიზას მსგავსაც მოუხდებოდა ადაპტირება, ყველას ხასიათის შესწავლა და მათი უკეთ გაცნობა. -გვიხარია ახალგაზრდა მასწავლებელი რომ გვეყოლება...იმედია ყველაფრის დაზუთხვას არ მოგვთხოვთ თქვენც ნაილი მასწავლებელივით -და რუსულ სიტყვებს არ გამოიყენებთ გაკვეთილის ახნის დროს -პირველ რიგში გთხოვთ ჩვენ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან , ვცეთ პატივი საკუთარ თავს და ნუ ვისაუბრებთ ადამიანზე ,რომელსაც აქვს სწავლების პირადი გამოცდილება, მეთოდები ... ჩვენ დავიწყოთ ჩვენი, ჩემი და თქვენი ურთიერთობით. ქართული ენის სიყვარული უნდა გვაკავშირებდეს ბოლოს აუცილებლად და ვის რამდენი ლექსი გეცოდინებათ ამის დათვლას არ დავიწყებ. გთხოვთ მხოლოდ ერთს , დარჩით გონებით ჩემთან და მე არ დავუშვებ,რომ მოსაწყენი გავხადო მრავალფეროვანი , საინტერესო , გამორჩეული ენის გაკვეთილები დაიწყო და გააგრძელა ისე,რომ ბავშვების ყურადღება არ დაუკარგავს. ბოლოს ორი წუთით შეირბინა სამასწავლებლოში. დირექტორს მიესალმა , კიდევ ერთხელ მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და შემდეგ სირბილით გაიქცა ეზოსკენ. -მასწავლებელო, მარიამ მასწავლებელო - ბავშვის ხმა გაიგო და შეჩერდა. ლიზა ხელს უქნევდა და უღიმოდა -ლიზიკო სად გამექეცი -კაცის ხმა გაიგო, მანქანასთან იდგა და შემდეგ მათკენ დაიძრა -გამარჯობა -გაიცანი ძია რატი, ჩემი ძვირფასი მარიამი -თქვენ ხართ მარიამი? ქართულის მასწი ხომ? -დიახ ,თქვენ მოგყავდათ ჩემთან გაკვეთილებზე ,არა? -დროში ვიწვოდი და გაცნობა ვერ მოვახერხე... სასიამოვნოა- ხელი გაუწოდა , გაუღიმა . სიმპათიური იყო, სათვალის მიღმა არ ჩანდა მისი მზერა, მაგრამ მარიამი გრძნობდა რა დაჟინებითაც ათვალიერებდა -მგონი ამჯერად თქვენ გეჩქარებათ, სწრაფად მოდიოდით...გაგიყვანთ თუ მანქანით არ ხართ -გმადლობთ, ფეხით მირჩევნია სამანქანო გზა უფრო გრძელი და დისკომფორტულია დღის ამ მონაკვეთში- სკოლასთან გაჩერებულ უამრავ მშობელს შეხედა, ყველა მანქანებით იყვნენ, ყველა გზას კეტავდა და სრული ქაოსი სუფევდა. ზოგს ეჩქარებოდა, ზოგიც საუბრობდა , ვიღაცებს არც ანაღვლებდათ სხვებს რომ აფერხებდნენ. -როგორც გგნებავთ... დაგემშვიდობებით ამჯერად. სხვა დროს ვისაუბროთ ლიზას გაკვეთილებზე და სწავლაზე -ნახვამდის... ხვალამდე ლიზიკო - წავიდა და მზერა მიჰყვა,მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა ევასთან მიეჩქარებოდა. თითქმის სირბილით მივიდა კორპუსამდე, ბინის კარი როგორც კი შეაღო ფეხსაცმლის გახდაც დაავიწყდა , ყველა ბაქტერია და ვირუსი ისე მივარდა ბავშვს _ხელები ... ხელები არ დამიბანია _ უცებ გაახსენდა და სააბაზანოსკენ გაიქცა _ მოგენატრე დედას სიყვარულო? არ დასვა რა ძირს ახლავე მოვწმენდ ყველაფერს ... დედას სიცოცხლე , დედას ცხოვრება , დედას სიხარულოო _ გამოიცვალა , მოწესრიგდა გული დაუმშვიდდა და მერე ბავშვისთვის ხელი აღარ გაუშვია _მე დაგტოვებთ... ნახევარი სათის წინ ჭამა _ბევრი ხომ არ უტირია _არა , გეძებდათ რომ ესაუბრეთ მას მერე დამშვიდდა. დაძინება ცოტა გაუჭირდა , მაგრამ დაღლილობამ იმოქმედა _მადლობა მაიკო რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო სანდრო რომ მივიდა. ბავშვს ეფერებოდა მერე კი ხმა გაიგო და სულ აერია ფიქრები -მა , ევაა ... დაუძახე დედას _მოულოდნელად დასვა ბავშვი , ტელეფონი აიღო და მარიამის გაკვირივებული სახის გადაღება დაიწყო _მა მა _ჩემო სიცოცხლე , ჩემო ტკბილო დედაც თქვი მიდი , გაახარე დედიკო თორემ ისე ეჭვიანობს მარტო მე რომ მეძახი მალე მიმახრჩობს _მე ვასწავლე რას ვეჭვიანობ და საერთოდ არსად მეჩქარება . ჯერ ძალიან პატარაა მთავარია სიტყვებს ამბობს და რაც უნდა ის თქვას მე _შენ ასწავლე? _გამორთავ მაგ ტელეფონს თუ _ფაქტი მაქვს მარიამ , თქვი რომ შენ ასწავლე _ორივეს ვასწავლიდი და უბრალოდ მამა თქვა დედაზე ადრე _მაა _ბავშვს მხარზე აკოცა , მერე ზურგზე და თან სახე უცინოდა მარიამი რომ წამოდგა , ოთახიდან გადიოდა უკვე ხმა რომ გაიგო და მერე მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა _დეე დე _და ,მპა _პატარა თითები ტუჩებთან მიჰქონდა და კოცნას უგზავნიდა , მერე იცინოდა , სანდროს ეხუტებოდა მის მუხლზე იჯდა და კისკისებდა მარიამი მათ წინ რომ დადგა მუხლებზე _გაიმეორე დეე , დედას გულო _ ბავშვი ჩაიხუტა, უთვალავჯერ აკოცა და მათი სიცილის ხმა ისმოდა ყველგან. სანდრო მდუმარედ უყურებდა და გული ეწურებოდა ისე უნდოდა ჩახუტებოდა . _ვიმსახურებ ვახშამზე დარჩენას თუ წავიდე _მე ამ დროს აღარ ვჭამ ... მხოლოდ ევას ფაფა მაქვს _სულ მავიწყდება შენი დიეტა _ყველას შენსავით არ გვიხდება დიდები რომ ვართ ... იცი დეე? ადრე მამა ძალიან , ძალიან სხვანაირი იყო ფეხბურთის თამაშს რომ შეეშვა ვარჯიშებიც შეცვალა და კუნთად გადაიქცა _მეც ჭარბი წონა მაქვს თქვენი სილამაზის სტანდარტებით ქალბატონო მარიამ? _თვალებჩაცვენილი მოჩვენებასავით აღარ ხარ,გაიარა განქორწინების სტრესმა, დანარჩენი უმნიშვნელოა... შენ როგორღაც ახერხებ , რომ ყველა შემთვევაში სექსუალური ხარ . _ფეხბურთს რომ ვთამაშობდი ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ვიყავი და შესაბამისად სხვაგვარად გამოვიყურებოდი _დამშვიდდი , მე ორივე შემთხვევაში მომწონხარ _მოგწონვარ თუ მოგწონდი _ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს რომ მისწორებ სიტყვებს სასაცილოა _მე არაფერს გისწორებთ მე მხოლოდ კითხვას ვსვამ , ქალბატონო მარიამ -ჩვენ გავდივართ და თუ გინდა შენც წამოდი -მნიშვნელოვანი საქმე მაქვს...თქვენი გასეირნება კი დიდხანს გაგრძელდება ვეჭვობ. ნახვამდის -ისევ ორივეს აკოცა, ისევ არ დავიწყნია მარიამის ჩახუტება , წამში გაზიარებული ემოციები ................. მოსწონდა ? მოსწონდა , მაგრამ შეყვარებისთვის საკმარისი იყო? სანდროს შემდეგ სიყვარული ნამდვილად შეეძლო? სანდრო დაივიწყა ? რას ფიქრობდა შეხვედრაზე რომ დათანხმდა , ხომ იცოდა იქ რა სიტუაციაც იქნებოდა. პაემანი იყო , კაცი საკუთარ ბარში ეპატიჟებოდა და ეს არ იყო მისი დაწესებულების რეკლამა ისედაც არ აკლდათ სტუმრები. რატომ ეფლირტავებოდა, რატომ ცდილობდა ეჩვენებინა რომ თავადაც მოსწონდა . მოსწონდა კი , ნამდვილად არ იყო რატი ცუდი კაცი . ახალი კაბა იყიდა, სხეულის კონტურს გამოკვეთდდა , მკლავები მაინც ნახევრად დაფარა ჯერ კიდევ არ იყო იმ ფორმაში რომელიც დისკომფორტს მოუხსნიდა. მუცელიც არ მოსწონდა , მაგრამ ბევრს არ ფიქრობდა. სანდრო რომ გამოჩნდა სათამაშოებით ხელში არც უფიქრია სამზადისი დაემალა. კითხვას ელოდა, მაგრამ არ ისმოდა. არაფერი უთქვამს, მხოლოდ მიესალმა და ევას ოთახში შევიდა უზარმაზარი ფუმფულა სათამაშოთი ხელში . რამდენიმე წუთის შემდეგ შეიხედა, ხალიჩაზე ისხდნენ და ერთად თამაშობდა სხვადასხვა ფიგურებით. _უთხარი არ მოვიდეს...მე წავიყვან ევას _ ძიძას ესაუბრებოდა ბავშვით ხელში რომ გამოვიდა _ რომ გადაწყვეტ სახლში დაბრუნებას ან დამირეკე და მოვიყვან ან ჩემთან დატოვე . _ორი ან სამი საათით გავალ ... გამოგივლი და წამოვიყვან _არაფერი მიგაქვს ? _ყველაფერი მაქვს _ მხოლოდ სათამაშო ეჭირა ხელში ევას, ისიც იმიტომ რომ იმ პერიოდში მოსწონდა. მარიამს უმეტყველო სახით აუარა გვერდი და წავიდა. გააცოფა მისმა ურეაქციობამ,შესანიშნავად იცოდა სადაც მიდიოდა. იქნებ ისიც კი იცოდა ვის ხვდებოდა და მაინც არაფერი თქვა. ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. _მგონი სამუშაო პროცესში ხარ და მე დროზე ადრე მოვედი _მარიამ... მეგონა საერთოდ არ მოხვიდოდი ისე მიპასუხე _როგორ ისე _თითქოს თავიდან მიშორებდი _მაინტერესებდა აქაურობა... _არ გაინტერესებდა , არსად დადისო ლიზამ მითხრა _სულ დამავიწყდა პატარა აგენტი რომ გყავს ჩემთან კლასში _ისეთი დიდი ჰგონია თავი , სულ ჩემ დას ჰგავს _დარწმუნებული ვარ თავის გაცნობა არ დამჭირდება , ყველაფერი გეცოდინება _სულ შენზე ლაპარაკობს მას მერე რაც ჯერ როგორც მასწავლებელთან ისე მოვიდა და შემდეგ სკოლაში რომ შეხვედით ხომ საერთოდ გაგიჟდა. სულ რაღაცას კითხულობს, ისე კარგად საუბრობს უკვე ქართულად , მეგობრებიც გაიჩინა და მგონი აღარც წავიდეს საქართველოდან _საუბრის განმავლობაში მივიდნენ მაგიდასთან . მშვიდი საღამო იყო, ეზოში დასხდნენ. მუსიკის ხმა ისმოდა , სასიამოვნო გარემო იყო , დისკომფორტს არაფერი უქმნიდა. კაცთან საუბარიც სასიამოვნოდ მიდიოდა , დადებითი ემოციები უჩნდებოდა , მაგრამ ხელზე რომ შეეხო დისკომფორტი მაშინვე გაჩნდა. ისე დაიძვრინა თავი თითქოს არაფერი მომხდარა. ცეკვაზე არ უთქვამს უარი, უბრალოდ ცეკვა იყო და მაინც აქაც სანდროზე ფიქრობდა, ენატრებოდა ყველა შეგრძნება რასაც მის სიახლოვეს გრძნობდა . რატი სიმოათიური კაცი იყო, შარმიანი, მომხიბვლელი და მის მიმართ მიზიდულიბას საერთოდ ვერ გრძნობდა. გულისცემა წამითაც კი არ აჩქარებია , უბრალოდ ცეკვავდა და მორჩა. უბრალოდ ისაუბრეს, ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და დასრულდა. სიყალბე იყო დანარჩენი, თავის მოჩვენება ყველა ღიმილი, პასუხი და კეკლუცი . როგორ თამაშობდა , ნიღაბი მოირგო და რისთვის? თავს უმტკიცებდა , რომ შეეძლო? რომ ისევ ლამაზი და სასურველუ იყო? რომ როგორც ქალი არ დასრულებულა და წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება? სანდროსთან მისვლა დააგვიანა. მანქანით დადიოდა ქალაქში , მაღაზიაში გაიარა , პროდუქტის მთელი კვირის მარაგი შეავსო . მანქანა სახლთან რომ გააჩერა მაკიაჟი შეისწორა, წითელი ტუჩსაცხი წაისვა და ღიმილიანი სახით დაიძრა კარისაკენ. ნათია ქვეყანაში არ იმყოფებოდა, გიორგისთან იყო ერთი თვით ამიტომ სანდრო და ევა მარტონი იყვნენ. დივანზე იწვა , ტელევიზორის ეკრანზე ჟოზე ჩანდა , ხმა გამოერთო , ევას მის გულ_მკერდზე ედო თავი და ისე ეძინა საღამაშო ჟირაფთან ჩახუტებულს. სანდროსაც დახუჭული ჰქონდა თვალები, ოთახს მხოლოდ ტელევიზორის შუქი ანათებდა და ვერ მიხვდა ეძინა თუ არ . მაგიდაზე ჩამოჯდა , რამდენიმე წამს უყურებდა , მერე სახეზე შეახო თითები და კაცი მაჯაზე რომ წვდა მოულოდნელობისგან შეხტა _არჩევანის გაკეთება ისწავლე ! _არ იძინებს ხოლმე ამ დროს ... _იძინებს, საათი არ გინახავს უბრალოდ _დავტოვო ? _თუ არ გააღვიძებ და გააწვალებ კარგი იქნება... ხვალ კვირაა, მეც სახლში ვიქნები და საღამოს მოვიყვან _ბავშვს ზურგზე ეფერებოდა და ჩუმად ლაპარაკობდა _ფეხსაცმელი კაკუნებს, ფეხშიშველი თუ გაივლი უკეთესი იქნება _ თავი გვერდზე შეაბრუნა , ბავშვს ზურგზე ეფერებოდა და მოაჩვენა, თითქოს თავადაც იძინებდა . სულ ეს იყო მისი რეაქცია და იყო შემდეგი შეხვედრაც. უფრო თავისუფალი და კიდევ უფრო გულახდილი საუბრებით. რატის ნამდვილად სანტერესო ცხოვრება ჰქონდა გავლილი და მთხრობელიც შესანიშნავი გახლდათ. მოგზაურობა უყვარდა, არ ცნობდა ჩარჩოებს და იყო სრულიად თავისუფალი მარიამს სჭირდებოდა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა , სიახლე ცხოვრებაში,მაგრამ რამდენად გასცდებოდნენ მეგობრობას არ იცოდა. ........................ -მე ვარ - დერეფანში შეეფეთა მთვრალ სტუმრადქცეულ ყოფილს. მკრთალ შუქზეც კი უნათებდა დანისლული თვალები - არ შეგეშინდეს -არ მეშინია -მხოლოდ უჩემობის და ეგეც გადაგალახინეს -ჩაიცინა და კედელს მიეყრდნო- ეს ჩარჩო , მეცნობა- თვალები დააწვრილა და კედელზე ჩამოკიდებულ სარკეზე ანიშნა- მეგონა გადააგდე -ახალი სარკე ჩავსვი, ჩარჩო უვნებლად გადარჩა -ჩვენ ნამსხვრევბად ვიქეცით , ვეღარ აირეკლა...ჩარჩო გადარჩა, ჩვენი სიყვარული ვერ -ახლოს იყო, დერეფანი დავიწროვდა თითქოს. თავი დახარა ქალის სახისკენ და თითებით სახეზე მოეფერა - ასე უბრალოდ ვერ მოვიშორებდი, შანსი ჰქონდა და განვაახლე ...ჩვენ კი არ - და თუ ძველებურად ყველა’ფერზე მეტი ხარ ჩემ ცხოვრებაში "_გაკოცებ _ტუჩთან ახლოს რომ შეეხო ჩუმად უთხრა და პასუხად კოცნა მიიღო. პირველი მათი და პირველი მარიამისთვის _ ყველაფერზე მეტი ხარ ჩემ ცხოვრებაში " _არა, სანდრო _ მისი სიტყვებიც უარყო_მაშინ ნამდვილი იყავი ახლა ტყუილია ... მე შენ ცხოვრებაში ადგილი აღარ მაქვს _ტყუილია! _ნასვამი ხარ სანდრო _ოღონდ ახლა სიმთვრალეს არ დააბრალო რომ მომენატრე და მინდიხარ თორემ მართლა გამისკდება გული ან გავგიჟდები მარიამ და რომელი სჯობს არ ვიცი პირდაპირი რეისი ზეცისკენ თუ ფსიქიატრიულისაკენ _სანდროო _მიყვარს ასე რომ მეძახი, ამ გამომეტყველებით _ხელები გაშალა, მის სახესთან ჰქონდა და ის იყო უნდა შეხებოდა რომ გაჩერდა _ შენ რას აპირებ ვიღაც იდიოტში გამცვალო ვისაც კიდევ უფრო ლამაზი რომ ხარ ახლა მოეწონები და მიიზიდავ და მოუნდები ? სერიოზულად ? _ეჭვიანობ და იმიტომ გადაკვეთე ზღვარი _არ გადამიკვეთავს , შენ პოზიციას ვცემ პატივს თორემ არაფერი მინდა ახლა იმაზე მეტად რომ თავხედი , საზიზღარი კაცი ვიყო, რომელიც იმანიპულირებს საკუთარი ქარიზმით და საწოლში შეგითრევს , არა მხოლოდ იქ დაგიტოვებს ... გაჩვენებს , რომ ისევ გიყვარვარ , ისევ მე გჭირდები სრულყოფილი ბედნიერებისთვის და არა ვიღაც ს.რები, რომლებმაც ისიც არ იციან რა ფერის თვალები გაქვს _მთვრალსაც კი ახსოვდა ბავშვს რომ ეძინა და მიუხედავად ემოციების სიჭარბისა ტონს ბოლომდე აკონტროლებდა . მარიამს უყვარდა მთვრალი სანდრო, ხომ უცნაურია , მაგრამ ზუსტად ასე იყო. პირველად რომ ნახა ნასვამი მას მერე გიჟდებოდა ისე მოსწონდა როგორი საყვარელიც იყო ამ დროს ახლა კი სულ სხვა ემოციებს ატარებდა , მაგრამ მაინც ის იყო ვინც ყოველთვის _შეინარჩუნე შენში გასიგრძეგანებული დემოკრატი და ჩემ პირად სივრცეს ნუ შეეხები _ასეა საქმე ქალბატონო მარიამ? სრულად გამიჯნეთ თქვენი პირადი ჩემგან ? _გაბუტულ ბავშვს ნუ ემსგავსები სანდრო . მართლა აფსურდულია ახლა ჩემ პირად ცხოვრებაზე საუბარი . ევას გარდა არაფერი მაინტერესებს _იქნებ ევას კეთილდღეობაში მამინაცვალსაც ხედავ , უკეთესს ... იმაზე ბევრად კარგს ვიდრე მე ვარ _შენზე უკეთესი არ არსებობს ბუნებაში, სანდრო ასე რომ ევასთვის შენ გარდა არავინ იარსებებს . შენ ხარ მისთვის უპირობო სიყვარული _მამას სუნთქვაა... ნახვა მინდა, მაგრამ ასე ვერ შევალ_სახეზე ჩამოისვა ხელები და მარიამს მზერა მოაშორა მერე რომ შეხედა იღიმოდა სურვილს ვეღარ გაუწია კონტროლი _ გული გამისკდება იცოდე _აკოცა , მკლავები სხეულზე შემოხვია და მთელი გრძნობით კოცნიდა სანამ მარიამის ხმას გაიგებდა _სანდრო, გაჩერდი ! _ჯანდაბა ! _ქალის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული, მის სურნელს გრძნობდა, წამის წინ კოცნიდა და ხელი ხალათის მიღმაც შეეცურებინა. ერთიანად მოშორდა , უცნაური მზერა ჰქონდა, თითქოს ახალი იარა გაუჩნდა იმ წამს , საკუთარი თავისთვის მიყენებული კიდევ ერთი ჭრილობა _ მაპატიე ... მივდივარ , მორჩა, მაპატიე. ვიცი , ვიცი მორჩა , უკანასკნელი იყო . მოძალადედ ნამდვილად ვერ გადავიქცევი, თუ ეს არ იყო ... მაპატიე _სანდრო _წავიდა , გაიქცა მარიამისგან თუ საკუთარი თავისგან ...ყველაფრისგან ერთად კიდევ ერთი ხანგრძლივი სიშორის პერიოდი დადგა,რომელიც მანამ არ დასრულდა სანამ მორიგი უბედურება არ დაატყდათ თავს „_რაღაც გჭირს და არ მეუბნები-ჯერ კიდევ შეყვარებულები იყვნენ, სანდროს გაცნობის პროცესში გრძნობდა მის ემოციებს _თავი მტკივა _გამაყუჩებელი არსებობს იცი? _დავლიე , მაგრამ არ შველის ჩემ თავის ტკვილს _სეირნობა ჩემთან ერთად და საუბარი უშველის? _სამეცადინო არ გაქვს ? _ღამე რისთვისაა _ცოდო ხარ , ღამე უნდა გეძინოს შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ... _მოზარდივით აღმიქვამ ? _მე როგორ აღგიქვამ და ეგ ასე უბრალოდ არ ითქმის _ეს რა ვერაგი ჩაცინება იყო _რა ვქნა ,სიმართლე სიმართლეა დიდხანს დადიოდნენ პარკში. სანდრო თავის ფიქრებში იკარგებოდა ხოლმე რაც არ სჩვეოდა მარიამთან ყოფნის დროს . მერე უბრალოდ თქვა ის რაც ამძიმებდა _გიორგი , ჩემი ძმა ეწევა თურმე არა მხოლოდ სიგარეტს . მის ოთახში ვიპოვე მთელი შეკვრა და მეშინია არ ყიდდეს. დაიჭერენ თან იმდენი ხნით ... რაზე ვიდარდო არ ვიცი . კლუბში რომ დადის და შუაღამეს გაბრუებული ბრუნდება ხომ ფაქტია კოქტეილების წრუპვის გამო არაა ისეთ მდგომარეობაში. ნათია ძალიან ნერვიულობს,.ვერ ვპოულობ გზას ,რომელიც მის ტვინამდე დამაყვანინებს სწორ და არასწორ გზას. მას მერე რაც მამაჩემთან დაიწყო წასვლა და დარჩენა მის ცხოვრებაზე ინფორმაცია დავკარგე ...თითქოს ჩემ გამო იქცევა ასე . ერთხელ მითხრა შენზე კარგი ვერ ვიქნები და ამიტომ სჯობს ასეთი ვიყოო . ყურადღების მიქცევა უნდა თუ რას აკეთებს არ ვიცი . დედა არასდროს გამოხატავს ზედმეტ სიყვარულს რომელიმე შვილის მიმართ. სამივე ერთნაირად ვუყვარვართ და ზედმეტად განებივრებული არცერთი ვყავართ . არ ვიცი რა გავაკეთო, ჩიხში ვარ _თავის დადანაშაულება არაფერს მოგცემს... უნდა ეცადო და მოაშორო მისი ცხოვრებიდან ყველაფერი მავნებელი. მისი არჩევანია რასაც აკეთებს და შენ გავლენას ვერ იქონიებ თუ თავად არ გადაწყვეტს შეცვალოს ყოველდღიურობა იპოვოს სხვა ბედნიერების წყარო „ წლები გავიდა მას მერე გიორგი კი სანდროს თავისტკივილად დარჩა. უამრავჯერ დაიჭირეს , გირაოთი გაათავისუფლეს ყველა ჯერზე და ესეც ნორმად ექცა. ავარია,დამტვრეული მანქანები, ჩხუბი ,.არაფხიზელ მდგომადეობაში საავადმყოფოში მოხვედრა. ყველაფერი გავლილი ჰქონდათ . შემდეგ ქვეყნიდან გადაცხოვრდა და სანდროს გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი ჰქონდა. _ავარიაში მოყვა ... გიორგი . მანქანა სულ მთლად დამტვრეულია და სასწაულია რომ გადარჩაო ამბობენ. კომაშია მგონი _რომ გაიგო ყველაფერი დატოვა და სანდროსთან გაიქცა. ვერსად იპოვნა , ნათია გონდაკარგული იჯდა და ელოდა ექიმის პასუხს ყველანი იქ იყვნენ სანდრო კი არ. საავადმყოფოსთან ახლოს ტაძარში მდგომს მიუახლოვდა , ნახევარი ადამიანი იყო დარჩენილი ხატების წინ მარტო , მდუმარე მლოცველი დაინახა და მასთან ერთად დაკარგა ძალა. მარიამმა იცოდა როგორ უყვარდა, ყველა მისი ემოცია იკითხებოდა ისეთიც თავად გიორგისთვის არასდროს რომ არ გაუმხელია . _გაუძლებს _მე მეტს ვერ _თავი უღონოდ ჩამოსდო ქალის მხარს. არ არსებობდა სიტყვა ყოფილი, არცერთი ზღვარი და ბარიერი. მარიამის გარდა ვერავის დაეყრდნობოდა _ ვიცოდი და არ მივაკითხე. დამპირდა არ დავჯდები საჭესთანო და მეც დავუჯერე ... ხომ ვიცნობ , ხომ ვიცნობ როგორ არ წავედი _კარგად იქნება...ასეთები გადაუტანია? ცოტახანს დაწვება , იწუწუნებს, სურვილების სია ექნება , ყველანი მის ირგვლივ ვიტრიალებთ და დაუბრუნდება ისევ თავის ცხოვრებას _ასე არასდროს ყოფილა ... ვნახე და ნათიას ვერაფერს ვეუბნები. ქალი დავტოვე რომ არ მიხვდეს რაც ხდება. დედაჩემს ხომ იცნობ , მომიკვდება . მეტი აღარ შემიძლია . მართლა აღარ შემიძლია ღმერთო როდის დამაცდი ვისუნთქო მშვიდად და ვიღაცის სიკვდილს არ ველოდო მაინცადამაინც მე უნდა მოვკვდე ? _სანდრო ... სანდრო შემომხედე _ როგორც კი მოშორდა მაშინვე უკან მიჰყვა. მაჯაზე თითები შემოხვია და გააჩერა _ სანდრო _ სახეზე ეფერებოდა, რამდენჯერმე აკოცა და მერე მის დანისლულ ცისფერებს გაუსწორა თვალი _ ეს არის გიორგის თავხედობის დასასრული , მაგრამ არა მისი ცხოვრების . სანამ გიპოვნიდი ექიმი ვნახე , შენები ვერ დამელაპარაკნენ ისე იყვნენ და თვითონ ველაპარაკე რეანიმატოლოგსაც და ქირურგსაც. რთული გზა იქნება, რთული ,მაგრამ არაუშავს გადაიტანს ... ჩემი ხომ გჯერა სანდრო _განო მოვიდა? _მოვიდა _როგორი და_ძმა მყავს სანამ სიკვდილის ზღვარზე არ მივლენ ერთმანეთს არ კითხულობენ _შენ ხარ ხიდი მათ შორის ... შენ ხარ კედელი დასაყრდენი და ყველაფერი შენ ხარ სანდრო _სულ უფროსი ძმა ვიქნები არა? 80 წლისაც რომ გახდებიან მაშინაც მე ვიქნები ყველაფერი ... მე უნდა შევძლო და გავუძლო ყველაფერს და გავაძლებინო ყველას . ახლა გადარჩეს და უჩემოდ თუ არ დავტოვო ყველა მე სანდრო არ ვიყო _უშენობა ყველაზე დიდი ტანჯვა და სასჯელია რაც კი შენ ადამიანებს შეგვიძლია გამოვცადოთ ... სიკვდილზე, უშენობაზე , დასასრულზე შენ არ , სანდრო _ყველას შეგიძლიათ სკვდილზე ფიქრი ჩემ გარდა , მარიამ? _გთხოვ _ნუ მთხოვ ...ახლა ნუ იმ დღის მერე შენ გაცოცხლებას რაც ვცდილობდი ვკვდები , ყოველ დღე ნელ_ნელა მკლავს ახლა უშენობა და ევა რომ არ არსებობდეს საერთოდ არავინ და არაფერი მინდა ამ ჯოჯოხეთში _სანდრო _არაფერი მითხრა , არც ერთი სიტყვა არ გაბედო და ფსიქოლოგის ლექსიკონიდან ფრაზები არ მომაშველო . მე შენთან ვიყავი , მე გყავდი , სამყაროს დავუპირისპირდებოდი შენთვის საკმარისი მაინც არასდროს ვიყავი ... ჩემ ძმას გართობა არ ჰყოფნის, ფული, სამსახური, ქალები, ოჯახი , ძმაკაცები არაფერია მისთვის საკმარისი რაღაც სხვა სჭირდება , ჩემი და თუ გაბრაზდა შეუძლია წლები არ დაგელაპარაკოს სანამ სიკვდილის ზღვარზე არ მიხვალ ადამიანად არ გთვლის სხვა კიდევ კარგი არაფერი სიგიჟე არ სჭირს მას და მის ოჯახს , დედა_დედოფალია ნამდვილი . თუ სჭირდები მკვდარიც რომ იყო უნდა ამოთხარო მიეხმარო და მერე უკან საფლავში დაბრუნდე ... სანდროა მხოლოდ რკინის , სანდროს არ უნდა და არ აწუხებს არაფერი, სანდრო იდეალურია, სანდრო უშეცდომო უნდა იყოს , სანდროს ტვინს ყველაფერი შეუძლია . მამაჩემმა დამირეკა და რა მითხრა იცი? სანამ ჩამოვალ ყველაფერი დალაგებული გქონდეს და მერე თუ რამე იქნება საჭირო მეც შენთან ვარო... 16 წლიდან ასეა, შეიძლება უფრო ადრეც უბრალოდ ვერ ვიაზრებდი . მე ვარ მთავარი კაცი რამდენ ოჯახში დათვლაც არ მინდა . ახლა ეს უბედურება დასრულდეს, ოღონდ ეს უბედურება დასრულდეს და ევას გარდა მთელ სამყაროს დაგივიწყებთ _ ზღვარს მიღმა იყო , ასეთი აქამდე არ უნახავს. გიჟს მიუგავდა სახე , გიორგის დაკარგვის შიშმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა მასში. _როგორც შენ გინდა ისე იყოს ... _ზუსტად, როგორც მე მინდა ისე იქნება ,სხვების აზრების გაუთვალისწინებლად ... ეგოისტობას ვისწავლი როგორმე, ჭკვიანი ვარ , ავითვისებ თქვენგან , ყველასგან. თუმცა შენ რომ მტოვებდი ჩემზე ფიქრობდი , მე რომ გიყვარდი იმიტომ კვდებოდი და მათავისუფლებდი . ახლა რომ გავთავისუფლდი ხომ უბედნიერესი ვარ , უშენოდ ცხოვრება მშვენიერია ჩემთვის _ვერ ვაზროვნებდი და ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. გონებამ აირჩია ის გზა და _კიდეც ავასრულე ის რაც გინდოდა ... უბრალოდ შენ არ შეგიძლია მიმიღო შეცდომით , არაიდეალური, არასწორი. შენი სიყვარული დამთავრდა , დამთავრებულიც იყო იქამდე უბრალოდ მე მივათრევდი დღეებს მოტყუებით და მევე მოგეცი საბაბი , ყველაზე ბანალური , ყველაზე სულელური და სასაცილო . შესანიშნავად გამოგდის უჩემობა , ვერაფერს ვიტყვი . გიორგი როგორც კი გამოფხიზლდება და ვნახავ მაშინვე მივდივარ იცოდე , ევაც მიმყავს _სად მიდიხარ _სადმე , ერთი ან ორი კვირით იმედია სასამართლოს არ მივმართავთ იმისთვის, რომ ბავშვი წავიყვანო _სანდრო ევას ჩემზე მეტად უყვარხარ და მოსწონს შენთან ყოფნა. უბედნიერესი იქნება, არც გავახსენდები შენ გვერდით _ახლა ვაჟბატონის დროა , კეთილი ინებოს და გამოფხიზლდეს ვერ შესრულდა სანდროს გეგმა. ოჯახის უფროსიც კი გამოჩნდა ის კი არ იღვიძებდა. ვერ აფხიზლებდნენ, ორგანიზმი მზად არ იყო და არც იცოდნენ როდის იქნებოდა . _მთავარია ცოცხალია , დანარჩენს მივხედავთ ნათია , დამშვიდდი _რას მივხედავთ შოთა , არავინ იცის მისი გული და ტვინი როგორ გაუძლებს. სულ ჩემი ბრალია, ველოდი როდის გადაუვლიდა , როდის მოვიდოდა გონს _კარქი რა , რა გონს მოსვლა უნდოდა ახალგაზრდაა ერთობოდა თავის პონტში _აი ახლაც ერთობა რომ გამოაფხიზლებენ შეიძლება ტვინი აღარ უფუნქციონირებდეს იმოძრავებს,ილაპარაკებს, გიცნობს და მერე რას იტყვი მაგ შენი გართობის საშუალებების პერედოზა რომ გადაგიგვარებს შვილს _ სანდრო ნამდვილად არ ჰგავდა საკუთარ თავს. ჩუმად რომ იყო მაშინაც მარტო ყველასგან განმარტოვებით იდგა. ეწეოდა მხოლოდ, ეწოდა სულ და გამოსაფხიზლებლად სვამდა ყავას. ლუკმა არ უჭამია , ნათიას კი ხელით აწოდებდა საჭმელს, პატარა ბავშვით ემუდარებოდა ყველა ჯერზე . მამის სიტყვებმა კი ისე გააბრაზა ყველაფრი ერთად მიახალა _ მოდი ახლა მოიფიქრე რამე და დაუბრუნე თავის ცხოვრებას. ისეთი დააბრუნე როგორიცაა და მე საერთოდ გაგეცლებით. არ შეგიძლია ხომ? ჰქონია უკუჩვენება ლოთობას, კაიფს და სიგიჟეს -რა გჭირს შენ -არაფერი მამა, მე რა უნდა მჭირდეს -ისტერიული სიცილი აუტყდა, მერე უმისამართოდ შეიგინა და საერთოდ დატოვა შენობა. სანდრომ კიდევ ერთი უხილავი ზღვარი გადალახა გიორგი,რომ გონს მოვიდა . ექიმს დაელოდა, ესაუბრა და საფრთხე ჩავლილად რომ მიიჩნია ყველას ზურგი აქცია . მარიამისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ევასთან ერთად წავიდა . უცნაური იყო ის რამდენიმე კვირა მარიამი ,რომ აგვარებდა ყველაფერს სანდრო კი არსად იყო. პალატაში იდგა და უყურებდა ყველანი ერთად როგორ შეიკრიბნენ, ისევ ძველებური ურტიერთობა ჰქონდათ მათ მშობლებს, თითქოს განქორწინებაზე არც იცოდნენ. სახლში გვიან დაბრუნდა. ბინის კარი ღია,რომ დაუხვდა წამითაც არ შეშინებია, მიხვდა სანდრომ ევა დააბრუნა. -მოენატრე, ვუყვარვარ, მაგრამ დედას სამყაროში ვერაფერი ცვლის -ბავშვი რომ ჩაიხუტა მისი ხმა ესმოდა. არაფრის თქმის უფლება არ მისცა, სანამ ევას ეფერებოდა მანამ დაიძრა გასასვლელისკენ-საქმეები დამიგროვდა, დიდხანს ვერ გნახავთ ორნი დატოვა, ისევ თავდახრილმა ჩაიარა სარკის წინ სარკის რომელიც მათი თანაცხოვრების ყველა დღეს ირეკლავდა . ........................ რატის თითქმის ყოველ დღე ხვდებოდა , ნიტას გამო სკოლაში მოსული ისე არ წავიდოდა მარიამიც რომ არ ენახა და გასაუბრებოდა. ყველაფერმა რომ ჩაიარა უკვე დიდხნიანი ნაცნობობა ჰქონდათ. მიმოწერები , საუბრები და ბოლოს ისევ პაემანზე აღმოჩნდნენ. ამჯერად კლუბში წავიდნენ. მასთან ერთად თითქოს ისევ პატარა გოგოდ გადაიქცა, ან ასე უნდოდა დაეჯერებინა. თითქოს ის ფაქტი არ ახდენდა გავლენას სანდრომ ქვეყანა რომ დატოვა, სადღაც გაურკვეველი საქმის გამო გაემგზავრა და მას ისევ ის ქალი ჰყავდა გვერდით. ზუსტად იმ დროს ნახა ფოტო როდესაც რატიმ დაპატიჟა, სწორედ იმ დღეს იყო ეჭვიანობისგან გონებადაბინდული ახლა კი სანდრო რომ მივიდა ევას წასაყვანად პირდაპირ მიახალა ღამითაც დაიტოვე დაკავებული ვიქნებიო. რატისთან იყო, მაგრამ არ შველოდა თავის მოჩვენება. დიდი ხნის შემდეგ პირველად დალია, დალია თანაც არა სანდროს გვერდით . ცეკვავდა, მელოდიაში ჩაკარგული ყვებოდა რიტმს, ბურუსში გაეხვა , კაცის ხელები სხეულზე ეხვეოდა, არ იშორებდა , ინტერესი ჰქონდა, მოლოდინი სხვისი შეხებით გამოწვეული სიამოვნების, რომელიც არ ჩნდებოდა. იცოდა აკოცებდა, ზუსტად იცოდა და მაინც არ შორდებოდა . კოცნას კოცნით უპასუხა და ეს იყო ყველაზე ცუდი შეგრძნება რაც კი ბოლო დროს გაუჩნდა . ღალატის აუტანელი შეგრძება, რომელიც ვერაფერმა გადაფარა -მაპატიე...შეცდომაა, ეს ყველაფერი -უნდოდა რაც შეიძლება მალე მოშორებოდა და ყველაფერს სწრაფად ამბობდა _დასრულდა, ხომ ? _ვერც დავიწყებდით ... მე ვერ ვიქნები შენთვის _თუ მე არ ვარ შენთვის და სულ სხვა ვინმეა _ძალიან მთვრალი ვარ და არეული ,ახლა არ შემიძლია... უნდა წავიდე , აუცილებლად უნდა წავიდე ჯერ შენობა დატოვა, შემდეგ ფეხით გაუყვა ტროტუარს, რამდენიმე მეტრი გაიარა რეალობიდან მოწყვეტილმა. წარსულის კადრებს ხედავდა , პირველი თრობის და სანდროს სახეს. „_სანდროო , სანდრო , სანდრო ,სანდრო _იცინოდა, თვალები უბრჭყვიალებდა ბიჭის შემყურეს _გისმენ , მარიამ _ჩამეხუტები ?_ხელები გაშალა,თავი გვერდით გადახარა და მთელი სახრ გაუნათა ღიმილმა. ისეთი საყვარელი იყო _გაკოცებ კიდეც _ბეევრს? _ძალიან, ძალიან _ ჩაეხუტა და ლოყაზე რამდენჯერმე შეახო ტუჩები_სახლში წასვლის დრო ხომ არ არის? _ჯერ არ ... დედაჩემი გაგიჟდება ასე რომ მნახოს _ მკლავი შემოხვია.ქვემოდან უყურებდა და თან ლოყაზე ეფერებოდა _წვერი მჩხვლეტს, მაგრამ გიხდება _ვერ გადაგიწყვეტია გაპარსვა მთხოვო თუ დატოვება? _მე ვერაფერს გთხოვ ... შენი ნებაა. მე ორივე სანდრო მომწონს. როგორ შეიძლება ასე? ცუდია , ძალიან ცუდი _რა არის ცუდი _ძალიან რომ მომწონხარ...ასე ძალიან უკვე ცუდად მაქვს გული . ნახე? სულ ფეთქავს და ავად გავხდები . სულ შენზე ვფიქრობ, ყველგან შენ ხარ _ წარბებშეკრული წუწუნებდა სანამ სანდრომ ტუჩები არ დაუკოცნა და კიდევ უფრო მეტად არ ჩაიხუტა _ სანდროო ასე არ შეიძლება _ გახსოვდეს , რომ მე უფრო მიყვარხარ და დამშვიდდები _შენ არ იცი მე როგორ და შენ რა იცი შენ უფრო თუ არ უფრო _მთვრალს ქართული გავიწყდება ? _მთვრალი არ ვარ , ნასვამი ვარ და სულ შენი ბრალია არეული რომ ვლაპარაკობ ღვინის კი არა... არ უნდა დავლიო ხოლმე _ცუდად ხარ ? _ უცებ შეეცვალა სახე და მერე რომანტიკაც გაუქრა განწყობიდან. ღებინების, მოსულიერების, ტირილის და დამშვიდების შემდეგ ისევ ტიროდა ოღონდ სახეზე ჟაკეტი ჰქონდა დაფარებული და ისე _დაიგუდები ასე მარიამ _ვერ გიყურებ , არ შემიძლია ...რა სირცხვილია ღმერთოო _ყველაზე საყვარელი მთვრალი ხარ ვინც კი არსებობს _ გვერდით მიუჯდა და მერე უცებ ასწია ჰაერში _წავედით გავისეირნოთ , გამოგაფხიზლებ კარგად და ისე დაგაბრუნებ სახლში თითქოს წვეთიც არ დაგილევია _დედაჩემი... რომელი საათია. 11 ზე მოდიო მითხრა _უკვე გადასცდა თერთმეტს თანაც დიდი ხანია ასე რომ აზრი აღარ აქვს რამდენსანს დააგვიანებ ... წამოხვალ ? თუ გოგონებს გაჰყვები. შემომხედე მარიამ _თვალები უჩანდა მხოლოდ სანდროს კი სიცილი აუტყდა, ისევ ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა _არ მაკოცო...არ მაკოცო ცუდი სუნი მაქვს . ვიტირეეებ ახლა ისეეევ _კარგი , აღარ დაიმალო... ეგ შენ გგონია ეგრე თორემ სუფთა ხარ , კარგი ხო ასე ნუ მიყურებ სულ ცოტა სადღაც _სანდროოოო _კარგი ნუ იმალები ამხელა გოგო ხარ...სტუდენტი მარიამი კურსელებთან ერთად გაერთე . ჩემთან არაფერია დასამალი და სამარცხვინო _როგორ არ არის _ოხ მარიამ , როდის მიხვდები რომ შენ გვერდით ყოფნა ნებისმიერ ცუდ, არასასიამოვნო, დისკომფორტულ მომენტშიც ისევე მინდა როგორც სასიამოვნო , სახალისო და _ჭირშიც და ლხინშიც ანუ _აიი რა ჭკვიანი მყავხარ ...ხომ არ დავქორწინდეთ ბარემ _ბარემ და მთვრალი მარიამი არ უხდება ქორწინებას _ფხიზელზე უარზე ხარ და ხომ არ ვისარგებლი_თქო _რა სარგებელი ... ვეღარც გაკოცებ ისეთ მდგომარეობაში ვარ მე კიდევ როგორ მიყვარს რომ მაკოცებ და გაურკვეველი სითბო მეღვრება მთელს სხეულში . ტირილი მინდა _წავიდეთ და გადაგინდება _როგორ _წამომყვები თუ გეშინია _რისი _ამ დროს ჩემთან ერთად გაურკვეველ ადგილას წასვლის...პრობლემა არ არის, დისკომფორტს ნუ შეიქმნი. დაგელოდები როდის წახვალ გოგონებთან ერთად , მაგრამ ისინი შენზე უარეს მდგომარეობაში არიან . ერთად წაგიყვანთ ყველას _ნწ, იმათ წაიყვანს ლევანი ... მე შენ წამიყვანე სადაც გინდა იქ გამოგყვები. არ არსებობს ადამიანი ვისთანაც უფრო მშვიდად და კომფორტულად ვარ ვიდრე შენთან . მთვრალიც გენდობი,ფხიზელიც და ყველა არსებულ თუ არ არსებულ კონდიციაში _როგორ შეგიძლია არავისი გჯეროდეს და ჩემი ასე უპირობოდ _შენ თვალებში ჩემ ანარეკლს ვხედავ...სულის არეკლილი ანარეკლი ხარ. მხოლოდ შენ , სხვა არავინ არასდროს " _გისმენ-არ იცოდა როდის იპოვნა მისი ნომერი, უბრალოდ ხმა ესმოდა და საუბრობდა _ჩემთან მოდი, გთხოვ _მარიამ _მიპოვე , გთხოვ _მოვალ,დამელოდე ლოკაციის გაგზავნიდან რამდენიმე წუთში გაჩერდა სანდროს მანქანა მის წინ . ადგილიდან არ დაძრულა, სანდრო გადმოვიდა და მის წინ დადგა, ერთხანს უყურებდა , ასე უბრალოდ იდგა და უყურებდა მერე შებრუნდა,მანქანის კარი გააღო და არ შეხებია ისე დაელოდა როდის დაჯდებოდა _დე ჟა ვუ ? _ უკვე სავარძელში მოკალათებულმა გაუსწორა მზერა . გზას არ უყურებდა, არც ევას , მხოლოდ სანდროს პროფილს _რა ? _მთვრალი მე, შენ და ღამის ქალაქი... არც ისეთი მთვრალი ვარ რომ ვერ მივხვდე წრეზე დადიხარ _ წაგიყვანო სახლში? _არა ... _პირველად რომ დალიე ბევრს ლაპარაკობდი _ყველაფერს რისი მოსმენაც გინდა ახლა ვერ გეტყვი , მაშინ იმსახურებდი და გაგაბედნიერე ჩემი ემოციების გაზიარებით . ახლა არ ხარ ღირსი და არ გეტყვი როგორ მიყვარხარ, მენატრები, მინდიხარ, გონს ვკარგავ ისე ძალიან ... უთავმოყვარეო ქალების რიცხვშიც მზად ვარ გადავეწერო ისე მინდა . თითქმის ყოველ ღამე მესიზმრები , როცა არ უბრალოდ არ მძინავს მიუხედავად იმისა რომ ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე და წესით ნორმალური ძილის რეჟიმი უნდა მქონდეს მე კიდევ სულ შენზე ვფიქრობ...კლასიკურ სამოსში ხომ საერთოდ გასაგიჟებლად გამოიყურები. შენი ატანა აღარ მაქვს _მარიამ _ხმა არ ამოიღო ... სიტყვის თქმას გიკრძალავ . უბრალოდ იარე და რომ გამოვფხიზლდები სახლში ისე დამაბრუნე თითქოს არაფერი მითქვამს _მაგრამ თქვი _მთვრალი ვარ და მთვრალ ქალს ჭკუა არ მოეკითხება _სისულელეა, მთვრალი იმაზე მეტად გონებაგახსნილი ხარ ვიდრე ოდესმე იმიტომ რომ შენში არსებული ეშმაკი იღვიძებს, მაღალ ქუსლებზე მდგომი წითელი ტუჩსაცხით _ეს კაბა გახსოვს ? ისე თუ მომერგებოდა ოდესმე არ მეგონა და მაინც ვინახავდი. რამდენ რამეს ვაიგნორებდი და ყველაფერმა ერთად როგორ მოგვიწამლა მთელი ცხოვრება _მე ვერ ვხვდებოდი ამდენად თუ გაწუხებდა... არ ვიცი , რამეს გავაკეთებდი, რომ გამეაზრებინა _გემუდარები ახლა იმაში ნუ დაიდანაშაულებ თავს რომ სარკის წინ არ დამაყენე და არ დამიყვირე რას დაემსგავსე ნორმალური ცხოვრება დაიწყე , ჩემთან ერთად ივარჯიშე და ნორმალუდად ჭამეო. შენ ისევ ვარჯიშობ იმ კაცებზე დაგეშილი ქალებით სავსე დარბაზში? გიკრძალავ ! _ვარჯიშს? _არა , არ ვიცი რას ... სხვა ქალების ყურებას _ ფანჯარა ბოლომდე ჰქონდა დაწეული , ხელი ჩამოსდო და მერე ლოყით დაეყრდნო . ქარი უბერავდა, ნელა ატარებდა სანდრო, მაგრამ მაინც შესცივდა _ სულ მცივა ხოლმე რაც გაგიშვი მას მერე... ასე მგონია დიდი უფსკრულის პირას ვწევარ და ბუმბულიც რომ შემეხოს გადავვარდები. მომენატრა ძილშიც რომ მპოულობდი და მეხუტებოდი. მძინარე მკოცნიდი იცი? გეძინა და ისე მეფერებოდი. სიზმრებშიც მიგყვებოდა ჩემი დაკარგვის შიში და მე მეგონა საკმარისი იქნებოდა თუ დავბრუნდებოდი , ვერ ვიფიქრე ყველაფერი ერთად თუ დააწვებოდა შენს გონებას _თვალები დახუჭული ჰქონდა ცრემლები მაინც მოსდიოდა და საუბარი შეწყვიტა _პირველად რომ დალიე კოცნით დამემშვიდობე, ფხიზელი იყავი უკვე და ისეთი ცოტა დარდი გქონდა მაშინ... ისეთი მსუბუქი იყავი , ფერადი და ყოველმხრივ თავისიფალი . ჩვენს შორის ზღვარი არ არსებობდა, ერთი მთლიანობა ვიყავით _და წარმოდგენა არ გვქონდა რა გველოდა წინ ... _ყველა პრობლემას მეგონა გავუმკლავდებოდი ,გავუძლებდი და გამოსავალს ვიპოვნიდი _მე გავხდი შენთვის ერთადერთი გადაულახავი დაბრკოლება, აუღებელი ციხესიმაგრე. ჩემ გონებაზე გავლენის მოხდენა ვერ მოახერხე _წავიდეთ _სად _სადმე ... სამივე ერთად , გთხოვ _მანქანა გააჩერა , ცრემლები შეუმშრალა ჩახუტებულს და ლოყაზე თითქმის შეუმჩნევლად შეახო ტუჩები _ერთი საათის წინ ჩამოფრინდი...დაღლილი არ ხარ ? მახსოვს როგორც ვერ იტან ფრენას _ჩუმად გაიხსენა მისი ფობიამდე მისული დისკომფორტი და ქვემოდან ახედა_უჩემოდ პირველად იფრინე , იმ ქალთან ერთად იპოვნე სიმშვიდის წერტილი? _რაღაც დავლიე , მეძინა მთელი გზა აქედანაც და იქედანაც ქალს რაც შეეხება, ტყუილად ეჭვიანობ _იმიტომ გაქვს ახლა ასეთი გამოფიტული სახე... წამლებს სულ ვერ იტან მითუმეტეს დამამშვიდებელს _თითები ლოყაზე შეახო და მოეფერა _სად წავიდეთ _წამოხვალ ? _წამოვალ _ მის სურნელ გრძნობდა და გონება სიამოვნების გარდა ვერაფერს განიცდიდა. მოდუნდა , იმდენად მონატრებული ჰქონდა ეს შეგრძნება , რომ მარტივად ვერ შეელეოდა. სხვაგან არსად იყო , სხვა ვერავინ ქმნიდა სიმშვიდის ამ დოზას _წამოვალ, მაგრამ იქამდე უნდა გითხრა _პაემანზე რომ წახვედი ისევ იმ კაცთან ერთად ვიცი. შენ კი მეგობრად აღიქვამ და ერთობი მაგრამ მას რომ შეუყვარდე ? _გიღალატე ... დღეს პირველად მაკოცა სხვა კაცმა. მთვრალს, შენ ნაყიდ კაბაში გამოწყობილს მეფერებოდა და მეც მშვიდად ველოდი როდის მაკოცებდა _ პროფილში ხედავდა მის სახეს და ასეც კი ჩანდა როგორ წაეშალა გამომეტყველება _რა გინდა რომ გითხრა ... მე რომ გიღალატე უკვე განვქორწინდით _მითხარი როგორ შეძელი ამ სიცარიელის გაძლება, რომელიც სხვის შეხებას მოაქვს _შენზე დიდი ინტერესი მქონდა ... ჩემი იდეალურობის დარღვევის, ინტერესი შენი რეაქციის . უშედეგოდ არ ჩაუვლია , მხოლოდ ევას არსებობას არ ველოდი არ დამიშვია არც ერთი წუთით . შენ რა გინდოდა ? სათქმელი რომ გქონოდა და რეალური ფაქტი ? თუ ისევ მატყუებ, გაინტერესებს ყოფილი ქმრის სტატუსით რა რეაქცია მექნება _მანქანა გზიდან გადაიყვანა გააჩერა_გადმოდი _ ჯერ შებრუნდა და უყურებდა მერე მანქანიდან გადავიდა და მარიამს დაელოდა _ რას ელოდები ჩემგან . ამჯერად მე გინდა დავსვა წერტილი? _არ ვიცი , ვცდილობდი გამეგო როგორ შეძელი და ვერ გავიგე . მე ერთმა კოცნამაც კი მიმახვედრა შენ გარდა რომ არავინ მინდა და შენ საკუთარ თავს ებრძოდი . მე შემიძლია დაგიბრუნო და შენ შეგიძლია სხვისი ერთი კოცნა მაპატიო? _ჩემ სიყვარულს გამოცდი ისევ ?ექსპერიმენტების გაგრძელებას ხომ არ აპირებ ... შურისძიებისთვის გაქვს მოკრებილი ძალები და მთელი რესურსი? გინდა გამანადგურო თუ რას მიპირებ. ენერგიას ნუ დახარჯავ , უკვე ისედაც ფსკერზე ვარ და სიკვდილის შემდეგ ღალატის გეგმას ნუ აამუშავებ. ისევ შენთვის იქნება დამღუპველი , გაგაფრენინებს , შეგშლის _შენ სულ გახსოვს როგორ ეფერებოდი სხვას, როგორ ეხებოდი , კოცნიდი ... ის ერთი გახსენდება თუ ჩვენი ბევრი _უკან დაუბრუნდი, ნება მიეცი გ.გჟიმოს და მერე დააკვირდი მე გაგახსენდები თუ ის _წამიყვან? _სულ გაგიჟდი ხომ ? _მე კი და ველოდები შენ როდის... ამდენხანს როგორ შეინარჩუნე სიმშვიდე რა გეგონა რომ ვხვდებოდი რას გავაკეთებდი _რომ უბრალოდ ისე შეხვდებოდი როგორც მეგობარს, ისაუბრებდით , განიტვირთებოდი , დამშვიდდებოდი ისე როგორც მე ვიქცეოდი სალომესთან , ფოტოზე რომ გაგიჟდი ... შენ კიდევ მეგობრობის დაწყება თურმე სულ არ გიცდია. დაუშვი, რომ სხვასთან ყოფნა შეგეძლო. მოგწონს ალბათ და ჩემთან რაღა გინდა ,შეძელი უჩემოდ ცხოვრება ახლა უბრალოდ ხათუნა გიზის გონებაში, რომელიც მეორედ ქორწინებაზე ლექციას გიკითხავს და რომელსაც არ მოსწონს შენი მეორე არჩევანი _მეგონა გაბრაზდებოდი შენ კი ისევ ვერ გამოგიყვანე ამ სიმშვიდის ზონიდან _გაბრაზებულიც ვარ და გაცოფებულიც, მაგრამ ღრიალისგან თავს ვიკავებ ... ახლა მინდა დაგახრჩო ამ კმაყოფილი მზერისთვის ... ანგარიშგასწორებულის სახე რომ გაქვს _სასაცილოა მე რომ ერთი კოცნით გავუსწორდი შენ ღალატს . მთვრალმაც ვერ გიღალატე და შენ ფხიზელმა გ.ჟიმე ვიღაც ვიღაც სრულიად უცნობი ქალი რომელთანაც არაფერი გაკავშირებდა. _რა გინდა მარიამ ? ხომ დავშორდით თავიდან ვიწყებთ? რა აგიხსნა ... დავიღალე არაფრის თქმას და გაკეთაბს არ ვაპირებ . გინდა ჩემთან იქნები არ გინდა ვერაფერს გაიძულებ _და შენ გინდა? _რატომ არ მინდა გადამიყვარდი გიჟი რომ ხარ და ვიღაცას აკოცე? სერიოზულად? მართლა ამაზე გადის ჩვენი მთელი ამბავი? მე რატომ შემიძლია და მინდა სულ შენთან ყოფნა და შენ რატომ შეგიძლია და ინდომებ უჩემოდ ყოფნას მაგ კითხვაზე პასუხი გაქვს? იქნებ უბრალოდ აღარ გიყვარვარ და აზრიც აღარ აქვს ერთად ყოფნას _მე აღარ მიყვარხარ? _შანსს არ უშვებ ჩემთან მანძილის გასაზრდელად წლები გავიდა უკვე ... რამდენიმე თვე და კვირა კი არა . კითხვა მართლა არ გიჩნდება? მხოლოდ ჩემ სიყვარულში გეპარება ეჭვი? _მიყვარხარ , შენზე მეტად ევა მიყვარს მხოლოდ და კითხვის ნიშანი არ გამჩენია ... შენ რომ გიყვარვარ ესეც ვიცი მხოლოდ არ ვიცი ისევ გვაქვს ძალა ერთად ყოფნის თუ არა _უჩემოდ რამდენხანს იყავი,ბედნიერი ხარ ? მე არა ... დაკარგული ვარ , უმიზნოდ და უსიცოცხლოდ. მენატრები , ღამეები არ მძინავს და სულ მინდა გიჟი კაცივით მოვიქცე , შემოვიპარო და ჩაგეხუტო, მოგეფერო ... შენც გაგიჟდი ხომ ხედავ,შეიშალე უჩემოდ -შევიშალე , ვერავინ ავსებს სიცარიელეს ცარიელია არეკლილი ანარეკლი უშენოდ ... უშენოდ არაფერია , უშენოდ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვი ... ყველაფერს ვაკეთებ და არაფერი მკმარა , შენ გარეშე -შენ ის გაგიჟებს, რომ შეგიძლია მაპატიო უპატიებელიც კი ამ ფაქტს ვერ იჯერებ. ყველაფერი გაქვს, დედა ხარ , სასწაული მოხდა შენს ცხოვრებაში -და უშენოდ მგონია,რომ საკმარისად ვერ ვტკბები ევას არსებობით... ჩემ ოცნებებში ერთად ვიყავით , უშენოდ ახდენილი ოცნებაც კი უფერულდება და ესაა სიგიჟე -გეყოფა საკუთარ თავთან ომი ... მე და შენ უერთმანეთოდ ვერ ვიცხოვრებთ -თითქოს თავიდან შეგიყვარე, სხვა ამბავი დავწერეთ -შენ თვალებში ჩემი არეკლილი ანარეკლი არ გამქრალა -დასრულდა? -ყველაფერი ახლა იწყება ................. ოცნების სახლი ააშენეს ახალი სახლის ცენტრალურ კედელზე დაინახავდით განახლებულ სარკეს, ძველი ჩარჩოთი რომელის უკანაც ნახატი იმალებოდა მრავალი წელი ირეკლავდა ბედნიერი სამის ცხოვრებას არეკლილი ანარეკლი სავსე იყო ფერებით ................................... მალე დაგიბრუნებით ახალი გმირებით, განსხვავებული ემოციებითა და გრძნობებით თქვენ აფერადებთ ჩემ ცხოვრებას სულ'არეულის ყველა ელფერით მიყვარხართ შემდეგამდე ჩემო მკითხველო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.