შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

May love burn everything


22-08-2023, 13:33
ავტორი amanim
ნანახია 2 017

თავი 1

გაქცევა

ისეთი სისწრაფით გარბოდა უკან მიხედვაც არ გახსენებია, იქნებ ვინმე მისდევდა. შუა გული ტყიდან როგორ აღმოჩნდა ვიწრო სამანქანე ბილიკზე ვერც კი მიხვდებოდა, რომ არა შეჯახება. მანქანა დაეჯახა და გონება დაკარგა. სწრაფად გადმოვიდა მძღოლი, რათა ენახა ცოცხალია თუ არა.
-პულსი იგრძნობა, ძლიერი შეჯახება არ იყო ბოს, კარგად იქნება.
ფანჯარა იწევა და მძღოლს ცივი უდარდელი ხმით ეძახის.
-მანქანაში ჩასვი, სახლში მიგვყავს.
მძღოლი ხმას არ იღებს ისე ასრულებს ბრძანებას. როგორც კი სახლში შევდინენ მძღოლს ანიშნა გოგონა მის ოთახში აეყვანა და ეს ისე უნდა გაეკეთებინა არავის არ უნდა დაენახა. ამიტომ უკანა შესასვლელიდან ჩუმად აიყვანა და საწოლზე დატოვა. ამასობაში მამაკაცი კაბინეტს უახხლოვდება საიდანაც სასწაული გრიგალი მოდის, ჩხუბი, ყვირილი და რაღაცეების დახეთხება არ წყდება. სწრაფად შედის და სიტუაციაც წყნარდება, მის დანახვაზე ყველაფერი ავიწყდება, უფროს ბაგრატ ბაგრატიონს. მაშინვე უღიმის და მისკენ ბედნიერი მიდის.
- ასე მალე არ გელოდით, მოხდა რამე? მოლაპარაკება არ შედგა?
- ყველაფერი რიგზეა, კვირის ბოლოს ჩამოვა.
-ერთი კარგი რამ მაინც მოხდა დღეს.- ამოიოხრა ბაგრატმა, თუმცა, ამის თქმა მაშინვე ინანა. როგორ უნდა აეხსნა პატარა ძმისთვის რომ სახლში მძევალი ყავდა და ისიც ვერ მოახერხა რომ ბოლომდე მძევლადდ ყოლოდა, რადგან გაექცა. უმცროსი ბაგრატიონი მერყეობდა ეკითხა თუ არა, მაგრამ ბოლოს ცნობის მოყვარეობა იმარჯვებს.
-რამე მოხდა? მართლაც საკმაოდ აღშფოთებული ხარ ბაგრატ.
-ახალი ჩამოსული ხარ, დაღლილი იქნები დაისვენე და მერე ვილაპარაკოთ.
თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და ოთახს ტოვებს, მისი მძღოლი საძინებლის კართან ნერვულად გადი-გამოდის.
-რაო დიმა სიმშვიდეა?
-ექიმთან დავრეკო? გონს არ მოსულა, შიგნით შესვლას კი ვერ ვბედავ, არ მინდა ვინმემ დაინახოს ეგ გოგო.
-დარეკე, მასთან მე ვიქნები.
მეხობრულად ურტყამს მხარზე ხელს და ოთახში შედის. საწოლზე ჯდება და გოგონას ათვალიერებს, ლამაზი გოგონააა კუპრივით შავი თმით, წითელი ტუჩებითა და ხორბლისფერი კანით. ხელები დასისხლიანებული ჰქონდა, წარბიც გახეთქილი, ტანსაცმელი საშინლად მტვრიანი. აშკარად გარბოდაო ფიქრობდა ბიჭი და სწორედ მაშინ გაუნათდა, მიხვდა რატომაც იყო მისი ძმა აღელვებული, გაიხსნა როგორ სასოწარკვეთილი გარბოდა გოგონა და ისიც ვერ გაიგო რომ უსიგნალებდნენ. დაჯერება უჭურდა, მაგრამ ხვდებოდა რაღაც იმალებოდა ამ საქმის უკან, ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ უნდა გაეგო ყველაფერი. დიმა ექიმთან ერთად შედის.
-მოგესალმებით ბატონო ნოე, როგორ ბრძანდებით?
-მადლობთ, კარგად. თქვენ?
-არამიშავს, ნებას თუ დამრთავთ პაციენტს მივხედავ.
- რათქმაუნდა ბატონო ლექსო, თხოვნაც მაქვს ვინმემ თუ გკიტხათ ვისთან იყავით, გთხოვთ ნუ იტყვით, რომ აქ გოგონა ნახეთ.
-არ არის პრობლემა, რამდენი დაზიანება აქვს საწყალი აქამდე როგორ მივიდა?
თან ათვალიერებდა ლექსო და თან კითვებს უსვამდა ნოეს, რომლისკენაც არ გაუხედავს, არც გაჰკვირვებია თხოვნა და სრულიად არ უკვირდა ამ გოგოს ნახვა ამ მდგომარეობაში.
-არ ვიცი, სახლში მოვდიოდით არსაიდან რომ გადმოხდა და შემთხვევით დავეჯახეთ, დარწმუნებული არ ვარ, რომელი დაზიანებააა შეჯაებით გამოწვეული და რომელი არ...
ლექსომ გოგონას ხელები გაუსუფთავა შეათვალიერა, შემდეგ სხეულის ჩალურჯებებზე გადავიდა... ბოლომდე რომ მორჩა დათვალიერებას ფურცელზე დაწერა რაღაც და ნოეს გაუღიმა.
-ნუ ნერვიულობ არაფერი სერიოზული, ეს ჩალურჯებები აშკარად დიდი ხნისაა, ფერზეც ეტყობა, თქვენ მიერ გამოწვეული ტრამვა კი წარბის გახეთქვაა. მოკლედ აქ წამლებია რაც აუცილებლად უნდა უყიდოთ, არ ვიცი ამ ჩაურჯებების გამო აქვს თუ არა ძვლები მთელი, ამიტომ გამაყუჩებელიც დაგიწერეთ, გონს მალე მოვა, აშკარად ძლიერი სტრესი ჰქონდა და იწვეს დაისვენოს.- გასვლამდე კიდევ ერთხელ შეხედა გოგონას და ჩუმად ჩაილაპარაკა- საწყალო შვილო, რამდენს გეძებდნენ შენ აქ ყოფილხარ- დანანებით გაიქნია თავი და რომ მიხვდა ნოემ გაგიო უცებ სახეზე შიშმა გადაურბინა.
-ბატონო ლექსო, იცით ვინც არის?
-მე... არავის ვეტყვი რომ ვნახე... გთხოვთ....-სახე შეეფაკლა შიშისგან ხელები აუკანკალდა და ნოეს ხელბში ჩააფრინდა მუდარით. ნოემ გაოგნებული შავი თვალები შეანათა ლექსოს ვერ მიხვდა, მაგრამ უკან შეიპატიჟ ექიმი, იქვე მდგარ მაგიდასთან ჩამოსვა და წყალი მიაწოდა.
-ბატონო ლექსო, მსგავსი არაფერი მოხდება ნუ დარდობთ. მე არაფერს ვაპირებ, სიმართლე გითხრათ არ ვიცი ვინაა, ახლახანს დავბრუნდი, ამიტომ მადლიერი დაგრჩებით თუ მომიყვებით რაც იცით და შემდეგ დაივიწყებთ ყველაფერს.-მუდარით გახედა ლექსოს, რომელიც შედარებით დამშვიდებულა და ღრმად სუნთქვაში ვარჯიშობდა, სხხვა გზა არ ჰქონდა თავი დაუქნია და მოყოლას შეუდგა.
-ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ჟურნალისტია და დაკარგულად ითვლება, მედია ვარაუდობს რომ გაიტაცეს ვინაიდან ხელთ რაღაც ისეთი სამხილები ჰქონდა, რომლითაც ბაგრატიონებს ემუქრებოდა. რა ჰქონდა ან საიდან არ ვიცი, ის რეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე, მეტი მართლა არაფერი ვიცი.
-ნუ ღელავთ, მადლობა ყველაფრისთცის და გთხოვთ არავისთან წამოგცდეთ აქ რომ ნახე, მითუმეტეს ჩემ ძმასთნ.
-კარგით.
ნაჩქარევად ართმევს ხელს და ემშვიდობება. ფანჯრიდან გაჰყურებს როგორ ჯდება მანქანაში და უკან მოუხედავად წყდება ადგილს. ნუთუ ბაგრატმა რაღაც საშინელება ჩაიდინა? მაგრამ განა შეეძლო დასკვნების გამოტანა? უძლური იყო, ეს გოგო მისი იმედი იყო, რომ გაიღვიძებდა მისგან მოისმენდა ყველაფერს და შემდეგ ბაგრატს მიგვრიდა. იმედი ჰქონდა რომ ეს გოგო მხოლოდ ფულის გამო ცდილობდა მათი დიდებული გვარისთვის ჩირქის მოცხვას. რა იცოდა ასე ძალიან თუ ცდებოდა.... ფიქრებიდან გოგონას ხმამ გამოარკვია.
-სად ვარ? ვინ ხარ? არ მომიახლოვდე მანდ გაჩერდი.- აკანკალდა უეცრად ფერი დაკარგა და შეშინებული აცეცებდა ლამაზ დიდ თაფლისფერ თვალებს. ნოემ ფრთხილად დაიწყო მისკენ მოძრაობა, ცდილობდა მასში როგორმე ნდობის ფაქტორი გაეღვიძებინა.
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებს, მანქანა დაგეჯახა არ გახსოვს?
-გავროდი ეგ მახსოვს და უცებ გამოჩნდა გზაზე, არაფერი მესმოდა ყურებში მიწუოდა და მერე შეჯახება ვიგრძენი.
-ვწუხვარ, ჩვენ დამუხრუჭბა ვერ მოვასწარით, მაგრამ არ ინერვიულოთ ექიმმა გაგსინჯათ და ყველაფერი რიგზე იქნება, წამლებს მალე მოგიტანენ და როგორცკი გამოჯანმრთელდებით წახვალთ.- ფრთხილად მიუახლოვდა და ჩამოჯდა კიდეც საწოლზე, გოგონამ გაოგნებულმა გახედა, მაგრამ წასვლა რომ ახსენა თვალები უფრო გაუფართოვდა, ნოემ ვერ გაიგო ეს სიხარულმა თუ შიშმა გამოიწვია.
-წასვლა?- ჩაეცინა გოგონას- დამცინი? ამ წყეული ადგილიდან იცი მაინც რამდენი ხანია გაქცევას ვცდილობ?- უცებ ტუჩზე იკბინა და ბიჭი შეათვალიერა, მერე კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები.
-კარგად ხარ? წყალი გინდა?
-ვინ ხარ?!
-ნოე და შენ გქვია?
-ბაგრატიონი რათქმაუნდაა, წყეულიმციყავ ნოე ბაგრატიონ გამეცალე, სახელი არ იცი? მეხუმრები? გინდა დავიჯერო რომ კარგი ადამიანი ხარ?
წამოხტა საწოლიდან, მაგრამ სულ ტყვილად უსაშინლად ასტკივდა ნეკნები, უცებ თავბრუც დაეხვა, მიხვდა იკეცებოდა, მაგრამ უეცრადდ წინ ბაგრატიონ უმცროსი აესვეტა დაიჭირა და საწოლზე დასვა. კარზე ნაზი კაკუნი გაისმა, ნოე მისკენ წავიდა დიმას წამლები გამოართვა და მადლობა გადაუხადა. გოგონას მიუახლოვდა წამლები მიაწოდა.
-ეს რა არი?
-წამლები, როგორც დაგპირდი, არ ვიცი ვინ გგონივარ, მაგრამ მინდა რომ ჯერ გამოჯანმრთელდე, მერე მომიყვები რა ხდება და წახვალ.
- წავალ? ასე მარტივად ადგები და გამიშვებ?
-ეჭვი გეპარება?
-კი, იმ ფაქტორს რას უშვრები რომელსაც ბაგრატ ბაგრატიონი ჰქვია? იცი რომ გაიგოს აქ გყავარ და ცდილობა დამეხმარო მეც მომკლავს და შენც ზედ მოგაყოლებს.- წარედ ჩაეცინა გოგოს და წამლები იქვე მდგარ ტუმბოზე დააწყო.
-ვისზეც ასე საუბრობ, ჩემი უფროსი ძმააა და ის მე არაფერს დამიშავებს, შენ კი უნდა მენდო. მეეჭვება სხვა გზა გქონდს.- გახედა ბიჭმა ცივი უემოციო მზერით, რომელმაც გოგონა შაკრთო და თითქოს იმედიც კი მიეცა, მაგრამ ბოლომდე დაჯერება არ უნდოდა, მათი ნდობა არ შეიძლება, ხომ ენდო ერთხელ და რა მიიღო სანაცვლოდ? ოთხ კედელში გამოკეტეს და რას აღარ უყურა ამ საწყალმა გოგომ. არაფერი უთქვამს საერთოდ, საწოლზე წამოწვა და ჭერს გაუშტერა თვალი. ნოე აკვირდებოდამის ქცევებს, ისე იქცეოდა თითქოს პატიმარი იყო და ბადრაგის დანახვაზე საწოლზე წყნარად წოლა არჩია, მასთან საუბარს.
-სახელი მაინც მითხარი- დაარღვია სიჩუმე ნოემ. გოგონას ხმა არ ამოუღია იწვა გაუნძრევლად და უკვე ძილში ეშვეოდა ან თავს იკატუნებდა, რომ უმცროს ბაგრატიონს თავი დაენებებინა.
-კარგი, დაისვენე საღამოს ვილაპარაკებთ, აქ რომ ხარ არავინ იცის, ამიტომ გთხოვ ნუ მიუახლოვდები ნურც ფანჯარას, ნურც ისტერიკების მოწყობას ცდი. აქ შენ მხოლოდ ჩემი იმედი შეგიძლია გქონდეს, ამიტომ ნუ გარისკავ.- ოთახს ტტოვებს და გოგონა თავს აღარც იკავებს ტირილს იწყებს. რა უნდა ექნა? არც არაფერი, მიენდობა ჯანდას, დასაკარგი მაინც აღარაფერი აქვს. წამოჯდა და წამლებს დაუწყო თვალიერება, დანიშნულებისამებრ მოიხმარა ყველაფერი და ახლა ჩასაცმელს დაუწყო ძებნა, საძინებელს ორი კარი ჰქონდა გასასვლელის გარდა, რომელიც ჩაეკეტა ნოეს. ორივე კარები მოსინჯა ერთით პერსონალურ აბაზანაში შედიოდი, მეორით კი გარდერობში. ნოეს ტანსაცმელში იძრომიალა და მაისური ამოარჩია შავი. აბაზანას მიაშურა გამოიცვალა და საწოლში შეწვა...




მოგესალმებით, ჩემი პირველი ისტორიით მოვედი, იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის. გთხოვთ შეაფასოთ და მითრათ რამდენად ღირს წერა და რამდენად სწორი მიმართულებით მივდივარ. მკითხველის ყველა აზრი მაინტერესებს. მადლობა წინასწარ <3



№1  offline წევრი mainc

საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია. ველოდები ახალ თავს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. ველოდებით გაგრძელებას

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო საინტერესო დასაწყისიააა????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent