May love burn everything (part 2)
გაცნობა ნოე ბაგრატთან შედის კაბინეტში, თუმცა, იქაურობა ცარიელი ხვდება. მის ოთახს მიაშურა და იქაც არავინააა. ბოლოს ტელეფონზე დაურეკა და კითხა სად იყო, საქმეზე წასულა და როდის დაბრუნდებოდა არ იცოდა. ნოემ ამით ისარგებლა და დროებით, გავიდა. დიმა სახლში დაოტვა გოგოს უყარაულეო. მან კი მაღაზიებს მიაშურა რომ გოგოსთვის ეყიდა ტანსაცმელი, ყველა საჭირო ნივთი რაც კი შეიძლებოდა დაჭირვებოდა და შინ დაბრუნდა. დიმას სთხოვა ესენი აუტანეო, თვითონ სამზარეულოში შევიდა და მის საყვარელ მზარეულს ლოყები დაუკოცნა. ლალი მისი საყვარელი ადამიანი იყო, რომელმაც დედა ჩაუნაცვლა, რომელიც დიდი ხნის წინ დაეკარგა. ბევრი ეფერეს ერთმანეთს და ბოლოს ლალიმ საყვარელი საჭმელიც მოუმზადა. -ლალი ორ კაცზე მოამზადე ან არა არა სამზე . -სამზე? -ხო ძალიან მშია იცრუა რადგან, არ უნდოდა ლალისთვის რამის თქმა, მაგრამ ლალი რის ლალი იყო ვერ მიხვედრილიყო, გაეცინა და წარბი აუწია როგორც ჩვევია. -ნუ მიყურებ ლალი მასე, მართლა ძალიან მშია. -ნოე ვის ატყუებ? ვინ გყავს? -არავინ ლალი, მართლა მე და დიმა შევჭამთ. -დიმამ უკვე ჭამა, ამიტომ ორი კაცისას გავამზადებ, ალბათ ოთახში შჭამ ხო? -კი, მადლობა ლალი- მიხვდა ბიჭი რომ ლალი კითხვებს არ დაუსვამდა და ბიჭმაც თავზე აკოცა, წყალი დაისხა და იქვე მიუჯდა. -ლალი, ბოლო დროს აქ ბაგრატს ვინმე ხომ არ მოუყვანია? -მაგალითად? ცდილობდა გაერკვია რამე, თან სიფრთხილეს იცენდა არ უნდოდა ლალი საფრთხეში ჩაეგდო. -მაგალითად გოგონა ან რავიცი უცხო ვინმე, დღეს ძალიან აღელვებული იყო და რომ ბუთხარი მომიყევითქო, არაფერი მითხრა, ისე ჩუმად გაიპარა არც კი დამემშვიდობა. -ჩემო საყვარელო, ალბათ საქმის გამო, აქ არავი მინახავს რო მოეყვანოს, მაგრამ ბოლო დროს აგრესული იყო ძალიან, ყველაფერზე იძაბებოდა. იმ რეპორტაჟის მერე კი სულ მთლად გადაირია.- თქვა და უცებ ენაზე იკბინა, ხომ გააფრთხილა ბაგრატმა არ წამოგცდესო, მაგრამ მაინც ვერ დაუმალა ბიჭს, რომელიც შვილივით უყვარდა. -რა რეპორტაჟი ლალი? -არაფერი დაივიწყე. -ლალი გთხოვ, შენ მაინც ნუ მომექცევი პატარა ბავშვივით.- ხელზე მოუთათუნა და მუდარით გახედა. -კარგი კარგი, ერთი გოგონა გამოდიოდა რამდენიმე თვის წინ იუწყებოდა, რომ მის ხელთ იყო მტკიცებულებები ბაგრატიონების შავ საქმეებთან კავშირის შესახებ...- მერყეობდა ლალი ეთქვა ყველაფერი თუ არა, მაგრამ ბიჭი ისეთი უსმენდა არჩია სიმართლე ეთქვა- ნარკოტიკები და იარაღის უკანონო შემოტანა, ვიდეოც კი ჰქონდა გადაღებული, ისიც გაუშვეს რეპორტაჟში. -ლალი ეს ხომ ტყუილია, საიდან მოიფიქრა? -არ ვიცი ჩემო ბიჭო, მაგრამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ყველაფერმა, გოგონა კი უბრალოდ გაქრა, არ ვიცი სადდ ან ვინ გააქრო, მას მერე აღარ გამოჩენილა, ყველა ეძებს, მაგრამ უშედეგოდ. ბაგრატმაც კი ვერ იპოვა. -რომ ეპოვა რას იზამდა შენი აზრით? -კარგს არაფერს ისეთი გაბრაზებული იყო, ჩვენი გვარის შებღალვა როგორ გაბრდაო, ისეთი ამბები იყო რო რავიცი, ბოლოს პოლიციაში წავიდა უჩივლა გოგონას, ის რეპორტაჟი ყვეა მედიიდან წაშალეს და მიჩქმალეს, მაგრამ გოგონა ვერსად იპოვეს. ამის მოსმენაზე, ნოეს ტვინში სისხლი ჩაექცა.როცა გაახსენდა გოგონას ჩალურჯებები, ნუთუ მისი ძმა ასეთ რამეზე იყო წამსველი? უკვე აღარ იცოდა რა უფრო მართალი იყო. ლალიმ საჭმელი გაუმზად ლანგარზე დაულაგა ორი თეფში ჭიქა და თვალი ჩაუკრა. ნოემ აიღო ლანგარი და ოთახს მიაშურა. კარი ნაზად შეაღო და გაოგნდა, როდესაც მძინარე გოგონა დაინახა მის მაისურში. მის მიერ ნაყიდი ნივთები კი იქვე კუთხეში დაეწყო დიმას. როგორც კი შევიდა და კარები გადარაზა ლანგარი მაგიდაზე დადო და საწოლს მიუახლოვდა უფრო ახლოს რომ შეეთვალიერებინა, განა უცხო იყო მისთვის როგორ ძინავს ქალს მის საწოლში, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაცია იყო, ამ გოგომ რაღაც იცოდა ისეთი რამ, რაც მან არ იცოდა და მისგან ჩუმად შეიძლება კეთდებოდა ყველაფერი. ამაზე უფრო ბრაზობდა ვიღაც უცხო ეგონა მართლი მისი ძმა კი დამნაშავე. გოგონას აკვირდებოდა სახეზე, როგორ ეცვლებოდა ემოციები ძილში, ხან ღიმილი დასთამაშებდა, ხან ცრემლები გადმოუგორდებოდა, ბოლოს კი შეშინებული წამოხტა. ნოე რომ დაინახა უკმაყოფილოდ გახედა. -შენ რა ჩემი ყურების მეტი საქმე არ გაქვს?- ბიჭი შეიშმუშნა და თავით მაგიდისკენ ანიშნა. გოგონა წამოდგა და მაგიდისკენ ფეხშველა გატანტალდა, ამ სანახაობას თორნიკე კმაყოფილი უყურებდა. -გიხდება- გაუღიმა გოგონას, რომელმაც გაკვირვებული თვალები მიანათა.- მაისური.... ჩემი მაისური გიხდება, ვჭამოთ და ვილაპარაკოთ, რას იტყვი? - და რა უნდა ვთქვა? მაქვს კი სხვა გზა? მე ამ სახლში ისევ მძევალი ვარ, ამჯერად უკეთეს პირობებში ოღონდ.- მხრებს იჩეჩავს ისე თითქოს რაღაც უმნიშვნელოს ამბობდეს, ნოეს კი ეს სიტყვები იმდენად მოხვდა გულზე, თავი შეურაცჰყოფილად იგრძნო. მაგრამ არაფერი უთქვამს ჩუმად ივახშმეს და ყავა დააყოლეს. გოგონა დივანზე მოკალათდა ნოეც მოპირდაპირე დივანზე ჩამოჯდა და გოგონა შეათვალიერა, ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარაო, ვითომ ასე ცდილობდა საღ აზრზე დარჩენას? ბოლოს სიჩუმე ნოემ დაარღვია. -სახელს მაინც არ მეტყვი? გოგონას გაკვირვებულ სახეს რომ გადააწყდა, მიხვდა რომ არ ელოდა მართლა თუ არ იცოდა მისი სახელი. -შენ მართლა არ იცი რა მქვია? გამოქვაბულში ცხოვრობდი აქამდე? -საზღვარგარეთ ვიყავი, ასე რომ ჩათვალე არაფერი ვიცი და მინდა შენგან გავიგო. -ბელა- უღიმის უხერხულად. -ბელა, მომიყევი, როგორ აღმოჩნდი აქ. -არ მინდა, მაპატიე, მაგრამ ამის გახსენებაზეც კი ჟრუანტელი მივლის არ ვარ მზად ვინმეს ვუამბო რა გადავიტანე იმ წყეულ სარდაფში...- ამბობს და ცრემლებიც პოულობენ გზას. ნოე ამაზე იშმუშნება, როგორ ვერ იტანს ქალის ცრემლებს. -მესმის, მაგრამ თუ არ მომიყვები ვერდაგეხმარები, სანამ ბაგრატი გაიგებს რომ აქ ხარ ჩემთან, მინდა ვიცოდე ყველა დეტალი, რომ შევძო შენი დაცვა. -დაცვა? შენ რა ვიღაცის გამო შენი ძმის წინააღმდეგ წახვალ? იქნებ ვტყუი? იქნებ ფული მინდა? -ეგეც ხომ გამოჩნდება საბოლოოდ და თუ ტყუი მენდე ვალში არავინ დაგრჩება.- უღიმის გოგონას, რომელიც ნერწყვს ძლივს ყლაპავს ფეხზე იჭრება და წინ ესვეტება, ხელს ჰაერში წევს უნდა რომ გაარტყას, მაგრამ ნოე იჭერს დგება და თვალებში აშტერდება, გახევებული დგას გოგონა, გრძნობს როგორ ეყინება სისხლი, უხშირდება სუნთქვა და თითქოს ბინდი ჩამოწვა. ნოე იჭერს გოგონას ხელში იყვანს და საწოლში აწვენს, მალევე ალაგებს ლანგარზე ყველაფერს ოთახიდან გააქვს და უკან რომ ბრუნდება ხედავს როგორ უღიმის გოგონა, ვერ ხვდება რატომ უღიმის, მაგრამ სიამოვნებს მის ლამაზ სახეზე ღიმილს რომ ხედავს, სახე ებადრება და მისკენ მიდის. -ეს ყველაფერი ვისია?-მოულოდნელად სვამს კითვას და ჩანთებზე ანიშნებს ნოეს -შენია, არ ვიცოდი რა დაგჭირდებოდა ამიტომ ყველაფერი წმაოგიღე, რამდენ ხანს მოგიწევს აქ ყოფნა შენზეა დამოკიდებული, ამიტომ იმედია ყველაფერს სწორად გაანალიზებ. -ნოე... მე... მეშინია-ამოისლუკუნა ბოლოს მაინც, არადა არ იყო ასეთი სუსტი, მაშინაც კი არ შეშინებია ბაგრატიონებზე რეპორტაჟს რომ წერდა, მაგრამ მაშინ რა იცოდა რაში ყოფდა თავს, ან რას წარმოიდგენდა ბაგრატი თუ ასეთი ცივსისხლიანი იყო. ბოლო სცრემლებს იწმენდს და თავს ეუბნებაა რომ ძლიერი ქალია და უნდა უამბოს ყველაფერი, რატომ უნდა რომ მოუყვეს ვერ ხვდება, ან რატომ ენდობა ასე უპირობოდ. მასთან სიმშვიდეს გრძნობს, მის თვალებში პოულობს სიმშვიდეს. -კარგი.- ამოიოხრა ბოლოს- დაჯექი მოგიყვები ყველაფერს, საიდან დავიწყო? -მე მეკითხები? -არა, საკუთარ თავს, იმიტომ რომ ბევრი რამ არის მოსაყ.....- სიტყვა უწყდება, კარში გიჟივით ვარდება ბაგრატი და გოგონას რომ იქ ხედავს კრთება. -ნოე ეს აქ რას აკეთებს, გამაგებინე რა უნდა აქ? ნოე იბნევა არ იცის რა უთხრა, ამიტომ რაც პირველი აგონდება იმას ეუბნება. -გასოვს ადრე გეუბნებოდი, ერთი გოგო მიყვარსთქო, ესაა ბელა. ამდენი ხნის მერე შემთხვევით შევხვდით, მანქანით დავეჯახე და აქ მოვიყვანე, გზაზე შენხვდა ძაღლები მოსდევდნენ.- ბელას გვერდით დგება იხუტებს და ყურში ჩუმად ეუბნება მომენდეო. -ეს?? და იცი ვინაა?? -ბაგრატ სახეზე ფერი არ გადევს, წამოდი შენს ოთახში შეგიყვან და საუბარი იქ განვაგრძოთ. თავს უქნევს და გოგონას თვალს არ აშორებს, ბელას კი გული ისე უცემს სადაცაა გაუსკდება, -მიდი ნოე და მოვდივარ- ბელასკენ მიდის ბოროტულად უღიმის და ხელს უწვდის- სასიამოვნოა ბელა, მე ბაგრატი ვარ, ნოეს უფროსი ძმა- ხელს ართმევს და ისე უჭერს გოგომ ამოიკნავლა.-არც იფიქრო რამის თქმა- კბილებში გამოსცდა და გაეცალა იქაურობას. ბელამ კარები მიხურა სასწრაფოდ და საწოლზე ჩამოჯდა, ათამდე დათვლა დაიწყო იქნებ შევძო დამშვიდებაო, სულ ასე იცოდა, როცა ნერვიულობდა დათვლას იწყებდა. **** ბაგრატს შეყვა ოთახში ნოე, რომელიც თავში ცდილობდა აზრების სწორად დალაგებას, რა როგორ ეთქვა. იქვე სხდებიან და ბაგრატი იწყებს, გაბრაზებული ტონით საუბარს. -გამაგებინე რაზე ფიქრობდი, ეგ გოგო აქ რომ მოგყავდა, მაგან ჩვნი გვარი შებღალა დაგვადანაშაულა კრიმინალებად წარმოგვაჩინა ხალხის თვალში, იცი რამდენი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის რომ ეგ ამბავი მიმეჩქმალა? მაგრამ მაგას ვერსად მივაგენი, სად იმალებოდა იცი?- ფრთხილად აპარებს ნოესკენ თვალს, რომელიც ვითომ გაოგნებული უსმენს. -ბაგრატ, ვიცი ძნელი წარმოსადდგენია, მაგრამ მართლა შემთხვევით გადავეყარე, დღეს სახლში რომ ვბრუნდები. არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, ბოლოს წასვლის წინ ვნახე რამდენიმე თვის წინ, მასე მერე კონტაქტზე არ გავსულვარ, იმიტომ რომ მეგონა დასრულდა ყველაფერი, როდის ჩამოვიდოდი არ ვიცოდი ამიტომ დავშორდი და შეიძლება გაბრაზებულზე, რაღაც სულეური სტატია მოიფიქრა? შური რომ ეძია დამიჯერე, ეგ ისეთი გიჟია მაგაზეც წამსვლელი იყო- ნერვულად იცინის ნოე, თან კმაყოფილია, რადგან ფიქრობს ძმას დააჯერა ეგ აზრი, მაგრამ ისიც კარგად იცის რომ ბოლომდდე ვერ ენდობა ბაგრატის ფიცხ ხასიათს ამიტომ ბელა უნდა დაიცვას, გრძნობს მის მიმართ პასუხისმგებლობა აკისრია, არ უნდა გაუცრუოს იმედები და ამიტომ გადაწყვეტილებას იღებს, რომ სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავს ამ გოგოს, არ უნდა მისი დაკარგვა. გრძნობს რომ ეს გოგო გადაარჩენს, მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.... **** ვეღარ ისვენებდა ბელა ოთახში, მაგრამ გასვლისაც ეშინოდა, შესაბამისად გადაწყვიტა ნოეს ოთახში დალოდება. ისიც მალე დაბრუნდა უკან. გოგონამ რომ დაინახა წამოხტა და ისე ჩაეხუტა არც უფიქრია, რას აკეთებდა. ქვემოდან ახედე ერთი თავით მაღალ ბიჭს და აწყლიანებული თვალები მიანათა. -კარგად ხარ ნოე? რა გითხრა?- გაოგნებული ბიჭი თვალს ვერ აშორებდა, არც ის სჯეროდა რომ მასზე ნერვიულობდა? ისე იხუტებდა გოგონას, თვითონაც დაძაბული იყო ბაგრატთან საუბრის მერე. არ იცოდა მისთვის რა უნდა ეთქვა ან რა არ უნდა ეთქვა. ცოტახანს ასე იდგნენ, ბოლოს გოგონა მოშორდა და მის წინ დასჯილი ბავშვივით დადგა თვალებშიც არ უყურებდა. მის დანახვაზე გაეცინა და ნიკაპში წაავლო ხელი, რომ თავი აეწევინა და თვალებში ჩაეხედა. თვალი თვალში გაუყარა და გაუღიმა. -ჩემზე ნერვიულობ? ის ჩემი ძმაა ბელა, არაფერს დამიშავებს, ნუ ნერვიულობ.-თმა ყურზე გადაუწია და დაინახა, როგორ შეეფაკლა ლოყები გოგონას ვარდისფრად, ამაზე კიდევ უფრო გაიბადრა. -მე... არ ვნერვიულობ- სწრაფად უარყო, მოშორდა ბიჭს და მათ შორის დისტანცია გაზარდა- უბრალოდ ის ხომ ბაგრატია, ველური კაცი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, ნამდვილად არ მინდა საკუთარი ძმის მკვლელობა მე შემაწეროს. გაოცებული უყურებდა ნოე, როგორ უცებ ჩამოუნგრია ბიჭს წარმოდგენა. რატომ ეგონა რომ ეს გოგო რამის გარკვევაში დაეხმარებოდა, ნერვები მოეშალა, რასაც კი ამ გოგოსადმი გრძნობდა იმ კეთილგანწყობას წამში შეენაცვლა ბრაზი. ძარღვები დაებერა და მისკენ ცივი გამომეტყველებით გაემართა. -გგონია ჩემ ძმას ჩემზე უკეთ იცნობ? რა ტონით საუბრობ მასზე? ან ა უფლებით ადანაშაულებ რამეში? რა იცი მასზე? ბრაზს ვეღარ აკონტროლებდა, მაჯებში წაავლო ხელი გოგონას და გაცეცხლებული თვალები მიანათა, არც ბელა დარჩა ვალში, მანაც შენათა თავისი ბრაზით და ზიზღით სავსე თვალები. გაფართხალდა იქნებ თავი გაენთავისუფლებინა, მაგრამ უფრო მეტად მოუჭირა ბიჭმა ხელები. -მტკენ!- ამოიკნავლა გოგონამ -მიპასუხე ბელა, რა იცი?- ოდნავ შეურბილდა ტონი და სულ ოდნავ მოუშვა ხელები. -ის რომ, შენი ძმა ნამდვილად გარეულია კონტრაბანდააში, ის რომ მკვლელია და მე ამ ყველაფრის მოწმე ვარ, დიახ დიახ მოწმე ვარ ყველაფერი ვნახე ჩემი თვალით, თუ ჩემი არ ჯერა გადაამოწმე ყველაფერი თქვენ კომპანიაში, ისიც კარგად ნახე, რომელი მანქანის იატაკში რას მალავს, საკუთარმა ძმამ რა არაფერი გითხრა? არ მოგიყვა მშობლების მიერ ჯაფით აშენებულ ფირმას და ბიზნეს როგორ იყენებს თავისი ბინძური საქმეებისთვის?- კმმაყოფილი ირონიული სახით შესცქეროდა გოგონა დაა ხვდებოდა ზედმეტი მოუვიდა, როდესაც მშობლევი ახსენა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ უნდა ეთქვა ეს მაინც უნდა ეთქვა სხვა თუ არაფერი. დრო რომ მოვა ყველაფერს მოუყვებოდა კიდევ უფრო დაწვრილებით, მაგრამ ახლა ეს ყველაზე საჭირო ინფორმაცია იყო. რომლის გაანალიზებასაც ნოე ცდილობდა, მაგრამ მისი გონება ამ ინფორმაციას უბრალოდ არ იღებდა. -ტყუი! ეგ სიმართლე ვერ იქნება, მანქანებს მე ვარჩევ, ყველას სათითაოდ ადგილზე ვამოწმებ...ამ საქმეს სულ მე მავალებს, ამიტომ ბევრს დავმოგზაურობ.- თითქოს თავზე ნათურა აენთო, სულ დამოგზაურობს იშვიათად რომ სახლში იყოს და სწორედ ამ მიზეზით, მისი წილი ხმაც თავის ძმას ანდო ბიზნესში, ის წყვეტდა ყველაფერს. თითქოს რააც ჩაწყდა, ხელები გაუშვა გოგონას და საწოლზე მოწყვეტით დაეცა, გაოგნებული და ნაწყენი. საკუთარ ძმაში უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ძმამ უღალატა, მშობლებს, რომ დაპირდნენ პატიოსნად ვიშრომებთო, ნუთუ ეს დაპირება უარყო და ყველაფერი გაანადგურა, რაც კი წმინდა იყო. ბელა გაოგნებული უყურებდა, მის სახეს, რომელზეც იკითხებოდა იმედგაცრუება. საშინლად იგრძნო თავი, ტუჩზე იკბინა, არ იცოდა რა ექნა, ამიტომ ბევრი არც უფიქრიამის გვერდით ჩამოჯდა ხელი მოხვია და თმაზე დაუწყო მოფერება. -ბელა....თუ ის რასაც ამბობ სიმართლეა- გოგომ პირზე ააფარა ხელი ბიჭმა გაოგნებულმა შეხედა, მან კი ანიშნა ჩუმადო და კარისკენ გაახედა სადაც ჩრდილი ჩანდა. ნოე წამოდგა კარისკენ წავიდა და კართან დიმა დახვდა, ანერვიულებული იყურებოდა. ნოემ შიგნით შეიყვანა და სკამზე ანიშნა დაჯექიო, ბელა რომელიც ჯერ კიდევ ნოეს მაისურში იყო გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. მისკენ მიდის ნოე და ეუბნება პარკიდან ამოღე შარვალი და ჩაიცვიო. გოგოც ემორჩილება და აბაზანაში შედის. დიმა გაოგნებული აკვირდება ყველაფერს, მერე ნოეს უყურებს, რომელიც გოგოს კმაყოფილი აყოლებს თვალს და ეღიმება. -რა მოხდა ნოე, მოგნუსხა? ან ისევ აქ რატომ არის? არ გარბის? -კარგი რა დიმა, სისულელებს ნუ როშავ, რომ გაიქცეს ხომ იცი რაც მოხდება, ბაგრატი ნამდვილად არ აცოცხლებს, ამიტომ ჯობს ჩემ გვერდით იყოს უსაფრთხოდ. - რას აპირებ? ხომ იცი ბაგრატის ხასიათი, მეეჭვება ასე მარტივად დაეჯერებინა შენი სიტყვები. თავზე ნერვიულას ისვამს ხელს ნოე, ამასობაში ბელაც შემოდის ოთახში და ბოდიშს იხდის. -მაპატიეთ, ხელს გიშლით ალბათ, მაგრამ სად წავიდე ისიც არ ვიც- ნერვულად იღიმის და ისევ აბაზანისკენ იღებს გეზს, ნოე აჩერებს და სკამისკენ უთითებს, დაჯექიო. -ნუ დარდობ, აქ სამივე ერთი თემა გვაერთიანებს, ეს კი ბაგრატია. -ნოე, მე მაქვს სამხილები, მაგამ მათ გამოსაჩენად აქედან გასვლა მოგვიწევს, არ ვიცი ამას ჩუმად და უსაფრთხოდ, როგორ შევძლებთ. არც ის ვიცი როგორ შევძლებ ისე მისვლას სახლში, რომ ჩემებმა ვერ შემნიშნონ, ნოე მართლა არ ვიცი... - წამიერად ჩუმდება და ხვდება რომ კანკალი იტანს, საშინლად იძაბება და ცდილობს გონების მოკრებვას. -აქედან ვერ გავალთ ბელა, მე და შენ ერთად ვერ გავალთ, გამორიცხულია, ვწუხვარ. ცვენ რომ ახლა აქედან გავიდეთ ჩათვალე დავიღუპეთ. -სერიოზულად? ისედაც დაღუპული ვარ, ვინ იცის რამდენი ხანია, რაც შენმა ძმამ გამიტაცა და იმ წყეულ სარდაფში კამომკეტა, როგორ აღარ ცდილობდა გაეგო სად დავმალე სამხილები, მაგრამ არ გავტყდი, ხმაც არ ამომიღია. ოჯახით მემუქრებოდა ხვდები? ბოლოს ოჯახით დამემუქრა და დრო მომცა იფიქრეო, ერთ კვირაში მოვალ და მომახსენებ სად დამალეო, მე ავდექი და გავიქეცი, წყეულიმც იყოს და რიცხვია დღეს? ჩემებს იქნებ მკვდარიცვგონივა უკვე და ცარიელ კუბოს დასტირიან.-დიმა და ნოე გოგოს გაოგნებულები უყურებენ, ბოლოს ორივეს თვალებში სიბრალულს კითხულობს ეს უფრო აგიჟებს, საათს გაჰყურებს და ახლა ხვდება რომ დაძინების მეტი აღარაფერი უნდა, საკმარისი იყო დღევანდელი დღ. ნოა ამჩნევს, როგორ გაჰყურებს საათს და ხვდება ძილის დროა. უსიტყვოდ ესმის ამ გოგოსი. დიმასკენ ტრიალდება და ეუბნება რომ ამ საქმეზე ხვალ ისაუბრებდნენ. ახლა ოთახში მარტონი რჩებიან და ნოა ბაზანისკენ მიდის, ბელა წინ ესვეტება და გაოგნებული უყურებს. -შენ ოთახში არ მიდიხარ? -ეს ჩვენი საძინებელია, მაპატიე, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ბაგრატიუ სახლშია მას ჰგონია ერთად ვართ და შენ რა გინდა რომ სხვა ოთახში უნდა წავიდე? მაპატიე პატარა ქალბატონო, მაგრამ უსაფრთხოდ რომ იყო ასე ჯობს.- აშკარად ეტყობა გოგონას სახეზე უკმაყოფილობე, მაგრამ იმასაც ხვდება ბელა რომ სხვა გზა არ არის. ამიტომ გზიდან ეცლება და საწოლზე ჯდება, თვალებს პარკებისკენ აპარებს და ინტერესი უღვივდება მას ხომ არც კი უნახავს რეები უყიდა ნოემ. პარკები გაშმაშნა და სიცილით ათვალიერებდა, წარმოიდგენდა სრულიად უცხო კაცი როგორ შედის თეთრეულის მაღაზიაში და ცდილობს გოგონას შესაფერისი ზომა თეთრეულის არჩევას. სულ ავიწყდება რაოდენ ცუდ სიტუაციაშია და ბედნიერდება, მერე რა რომ არ იცნობს ნოეს კარგად, არ აინტერესებს უბრალოდ კმაყოფილია რომ მასზე ზრუნავს. ყველაფერს კეცავს და პარკებში აბრუნებს, რომლებსაც შემდგომში კარადაში ინახავს, იქიდან მხოლოდ პიჟამას იღებს იცვლის და საწოლისკენ მიემართება. ამასობაში ნოე აბაზანიდან გამოდის, ტილო შემოხვეული მამაკაცისკენ ჩუმად და ინტერესით აპარებს თვალებს, საკმაოდ ათლეტური გარეგნობის მამაკაცია. თვალებს სწრაფად არიდებს და დაძინებას ცდილობს. ნოე მეორე მხრიდან მიემართება საწოლისკენ, რაზეც გოგო იშმუშნება. - არ იდარდო ზურგით დავწვები, არ შეგეხები. -იმედი მაქვს მასე იქნება- ბურტყუნებს გოგონა და მეორე მხარეს ტრიალდება. როგორღაც იძინებს, მაგრამ უეცარი შეხება აფხიზლებს და შეშინებული ახელს თვალებს, თავზე მამაკაცი ადგას, იცნო ვინც იყო. ბელამ ნოესკენ გააპარა თვალი რომელსაც გათიშულს ეძინა, როგორ უნდოდა გაღვიძებოდა მასაც, მაგრამ იმდენად მშვიდად ეძინა ვერც კი გაიგო, როგორ წამოაყენა მამაკაცმა ბელა და გაათრია საძინებლიდან..... -რა გგონია დებილი ვარ? -ხელი გამიშვი ბაგრატ, ტონი აკონტროლე ნოეს გაეღვიძება! -როდიდან ზრუნავ მასზე? შენ გგონია დავიჯერებ რომ ერთმანეთი გიყვართ? არც კი გაბედო რამის თქმა ნოესთვის, იცოდე არც შენ გაცოცხლებ და არც შენ ბიოლოგიურ მშობლებს! -მემუქრები? სერიოზულად?! ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, რომ მემუქრებოდე, ისედაც ბევრი პრობლემა გაქ, ამიტომ ნუ დამამატებინებ რამეს, ნოეს არ ჯერა რომ აქ შემთხვევით აღმოვჩნდი, გაგიკვირდება და ისევ ვუყვარვარ! -მომისმინე ბელა, ნუ მაიძულებ საკუთარ ძმას რამე დავუშავო წესივრად მოიქეცი, ჭკვა გამოიყენე და არაფერი გაამხილოო, თორემ გპირდები შენ მშობლებს ვერასდროს გაიცნობ, ვერ გაიგებ რატომ გაგაშვილეს! -ნუ მემუქრებითქო! შენი სათამაშო არ ვარ ბაგრატ! მეც გაფრთხილებ ახლა, როდესაც ნოე დამიბრუნდა უკან არ დავიხევ, შეეშვი ჩემ მშობლებს და გპირდები ჩემი ხელით დავწვავ ყველა სამხილს. -ბელა, იმას მივიღებ რაც მინდა, კი არ დაწვავ მეტყვი სად დამალე! -რაო კლიენტი ბობოქრობს საქონელს რომ ვერ იღებს? როგორი დასანანია. -მოგკლავ! უცებ დაიძვრინა თავი მისი მარწუხებისგან და ოთახში შევარდა. კარები გადარაზა და აივანზე გავიდა, იქვე ხის დივანზე ჩამოჯდა, ღრმად სუნთქვა დაიწყო და იმაზე ფიქრი თუ რა უნდა ექნა ახლა, რა იქნებოდა მისი შმდეგი ნაბიჯი. ესეც ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველოდები თქვენს შეფასებებს, მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და უღრმესი მადლობა თქვენი აზრების გაზიარებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.