შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაყვარებამდე... 3


1-04-2016, 17:01
ავტორი Peke--
ნანახია 2 016

ოთახში რომ გავედი ჯერ კიდევ არ იყო წასული, თუმცა მიდიოდა.
-გელოდებოდი (დიტო)
არაფერი მითქვამს უბრალოდ გავიღიმე და ჩემთვის რაღაცეების კეთება დავიწყე ვითომ დაკავებული ვიყავი.
-რა ლამაზი ხარ ანანო (დიტო)
მის სიტყვებზე აღარაფერს ვგრძნობდი ზიზღის გარდა.
-მადლობა (მე)
-წავედი მე, შენ რას აპირებ დღეს? (დიტო)
-არაფერს, წამოდი გაგაცილებ (მე)
კარამდე მივყევი, გამომშვიდობებისას მაკოცა და მითხრა სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო, შემდეგ კი შებრუნდა და წავიდა. ამ კოცნის დროს ჩემში ათასმა გრძნობამ გაიარა. სიყვარულმა, სიძულვილმა, გამომშვიდობებამ, ოღონდ ამჯერად სამუდამო გამომშვიდობებამ, როდესაც იცი რომ ადამიანს რომელიც სიცოცხლეზე მეტად გიყვარდა უკანასკნელად კოცნი. კარი მივხურე, ოთახში დავბრუნდი და მუსიკა ჩავრთე ბოლო ხმაზე. ‘’ rachael yamagata- over and over’’ , თან სამზარეულოდან ვისკის ბოთლი გამოვიტანე და სარკესთან დავჯექი, ცრემლები თავისით მოდიოდნენ არაფრის მთქმელი სახიდან.
ცოტა ხანში ჩემოდანში ჩემი ნივთები ჩავალაგე, წერილი დავწერე, რომელიც კართან დავუტოვე და წავედი.
(წერილი) ‘’'არსებობს ორი სახის ტკივილი : პიველი სახის ტკივილი შენ გაძლიერებს, ხოლო, მეორე გამოუყენებელი ტკივილია. ისეთი ტკივილი, რომლითაც მხოლოდ იტანჯებიან. მე კი ვერ ვიტან ვერაფერს, რასაც ვერ გამოიყენებ. ტკივილმა, რომელიც შენ მომაყენე, გამაძლიერა, ჩვენ ორნი უერთმანეთოდ უფრო ბედნიერები ვიქნებით. ‘’
ქუჩაში გავედი და ჩემს ბავშვობის მეგობარს დავურეკე, ჩემზე ბევრად დიდი არის, ასაკს რამნიშვნელობა აქვს, ლალი ნამდვილი მეგობარია.
-ოჰ გავახსენდი ქალბატონს (ლალი)
სითბო ნარევი მაღალი ტონით მიპასუხა
-წამოვედი (მე)
-სად ხარ? (ლალი)
დანანებით ამოიოხრა, დიდად არც გაკვირვებია რადგან იცოდა ჩვენი ურთიერთობა ბოლო ხანებში, იცოდა რისი გადატანაც მიხდებოდა.
-სახლის წინ. (მე)
-გამოვალ ეხლავე, მანდ იყავი. (ლალი)
-არა მოვალ მეთვითონ (მე)
-კარგი (ლალი)
ტელეფონი გავთიშე და ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და 20 წუთში ლალის სახლთან ვიყავი. ლალი გარეთ დამხვდა
-ჩემო კრასავიცაა (ლალი)
შემომეგება და გადამეხვია.
ორივე ავტირდით
-ნუ ნერვიულობ, აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება(ლალი)
-შენ არიცი... (მე)
-ავიდეთ და მომიყევი რა მოხდა. (ლალი)
ჩემოდანი ლალიმ წამოიღო მეკი სკულუნით მივყვებოდი უკან, ძლივს ავედით 3 სართულზე, სახლში შევედით და ჩამოვჯექი, ლალიც გვერდით მომიჯდა და ინტერესიანი და გაბრაზებული სახით მომაშტერდა
-რაო აბა ? (ლალი)
-სხვა ყავს (მე)
ეს ისე გაუკვირდა რომ უცებ ამოიოხრა და ხელები შემოკრა ერთმანეთს.
-რა იცი? (ლალი)
ლალის ყველაფერი მოვუყევი და თვალცრემლიანი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
ტირილში ჩამძინებია კიდეც .
ლალის ხმამ გამაგვიძა
-ანანოო... (ლალი) ჩურჩულებდა
-რა გაჩურჩულებს ? რაიყო? დიდი ხანი მეძინა? (მე) გაკვირვებულმა ავხედე ცალი თვალით
-მოვიდა(ლალი) ისევ ჩურჩულით მიპასუხა
-ვინ? (მე) მეც ჩურჩულითვე დავუბრუნე პასუხი
-დიტოოო (ლალი)
-უცებ წამოვხტი და ფორიაქი დავიწყე
-ეხლა? ეხლა რა უნდა ვქნა? (მე)
ვჩურჩულებდი და თან აქეთ-იქით დავდიოდი
-სა არის??? (მე)
-აკაკუნებდა (ლალი)
-არ გაუღო !!!! (მე)
საჩვენებელი თითი დავუქნიე ცხვირ წინ
-მგონი წავიდა (ლალი)
ცოტა ხანი გავისუსეთ, მაგრამ რამოდენიმე წუთში მაინც გაგრძელდა კაკუნი.
-ეხლავე გავაღებ! (ლალი)
უცებ დაიძახა ხმამაღლა
-რააა??? (ვჩურჩულებდი მაგრამ აშკარა იყო რომ ჩურჩულით ვკიოდი ბოლო ხმაზე)
-ხომ გითხარი არ გასცე ხმათქო (მე)
-დამაცადე! (ლალი)
სხეული სულ ამიცახცახდა, მისი დანახვა არ მინდოდა თუმცა გული მაინც თავისას გაიძახოდა.






როგორ ხართ? მიხარია თუ კითხულობთ და მოგწონთ, კარგი იქნება თუ დაწერთ თქვენს აზრს, მეკი ყველანაირად ვეცდები თქვენი აზრები გავითვალისწინო.



№1 სტუმარი Ana

Vkitxulob, gelodebi da dzalianac momcons, gtxov entrants ar daashoro

 


№2  offline წევრი chupika

Dzalian kargia me momwons

 


№3 სტუმარი mariami

rogorgamixarda rom agrdzelebb

 


№4  offline წევრი Peke--

მეკი როგორ გამიხარდა რომ კითხულობთ და მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent