May love burn everything ( part 3)
უთქმელობა აივანზე იჯდა ნოემ თავი რომ წამოყო და დაინახა, როგორ შეყურებდა გოგონა მთვარეს და ებურტყუნებოდა. მისკენ გაემართა და კარებზე მიყუდებული უსმენდა, თან უყურებდა როგორ ანათებდა სავსე მთვარე გოგონას ხორბლისფერ კანს, აკვირდებოდა როგორი სისწრაფით აფახულებდა ხშირ შავ წამწამებს და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მაინც როგორი ლამაზი გოგოა. სწორედ ამ ფიქრებში იყო, მისი თვალები გოგონას გაოგნებულ მზერას, რომ წააწყდნენ. სახიდან ღიმილი მოიშორა გოგონამ და კოპები შეუკრა. -მისმენდი? უხერხულად იშმუშნება ბიჭი, მაგრამ არ უარყობს. -ცოტას, მხოლოდ ის გავიგე როგორ წუწუნებდი ასეთი რა შევცოდეო, რატომ გღვიძავს? მოხდა რამე? -არა, არაფერი. ვერ დავიძინე და მთვარესთან საუბარი გადავწყვიტე.- უხერხულად იშმუშნება ბელა, არ უნდოდა მოტყუება, მაგრამ როგორი დასაჯერებელია ვიღაც გოგო გეუბენბა შენ ოთახში შენი ძმა შემოვარდა და გარეთ გამათრია დამემუქრაო. წამითაც არ უფიქრია გოგონას, რომ მას დაუჯერებდა და არა თავის სისხლს. - შენ რატომ გაგეღვიძა? - არ ვიცი, უბრალოდ გამეღვიძა. რატომ მთვარე?- უცბად გადააქ საუბარი, ხვდება ახლა რამე რომ კითხოს იმაზე თუ რაც ძილბურანში მყოფმა დაინახა, შეიძლება გოგონა დააბნიოს ან პირიქით გაბრაზდეს და უსაყვედუროს, რადგან არ დაეხმარა. ბელა ჩაფიქრიანებული უყურებს ნოეს და უღიმის, ფიქრობს რა უნდა უპასუხოს, მთვარე მისის მეგობარია, უხსოვარი დროიდან, ბოლოს დგება აივანს ეყრდნობა და მთვარეს უღიმის, მერე მზერას ისევ ნოესკენ აპარებს და იწყებს. - მთვარე, ჩემი მეგობარია! ყოველთვის ასე იყო, არც მახსოვს როდის დავიწყე მასთან საუბარი, როცა ცუდად ვარ, არ მეძინება ან უბრალოდ ვინმესთვის გულის გადაშლა მინდა ისე რომ არ განმსაჯონ, მთვარეს ველაპარაკები. მამშვიდებს, ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.- ნაზად უღიმის ნოეს, რომელიც ისე უსმენს, თითქობს ცდილობს ყველაფერი კარგად დაიმახსოვროს. - ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორი მისტიური ხარ, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვა?- როგორც კი ეკითხება ხედავს ბელას სახიდან ღიმილი ქრება თაფლისფერთვალებს ჭუტავს და ეჭვის თვალით უყურებს- თუ გენდომება შეგიძლია არ მიპასუხო- ამატებს ნოე, რომ მასთან როგორმე კონტაქტი დაამყაროს, მეტის გაგება ცადოს, თუ ის ყველაფერი რაც მოისმინა სიმართლეა მაშინ მას და ბელას ბევრად მნიშვნელოვანი საქმე აქვთ, რაც მათ გაერთიანებას და გუნდურ მუშაობას მოიცავდა. როდესაც გოგონა თანხმობის ნიშნად თავს უქნევს აღარ ყოყმანობს და ეკითხება- რა დაგიშავა ბაგრატმა? რატომ გადაწყვიტე საჯაროდ მისთვის მსგავსი რამის დაბრალებას? - დაბრალებას?! ეჭვი გეპარება?- ხმა უნაღვლიანდება, რას ელოდა? მას ენდობოდა სრულიად უცხოს და საკუთარ ძმას მაშინვე დაადანაშაულებდა? სახე ეღუშება და დივანში ეშვება ბელა, თვალებში შეყურებს და პასუხებს იქ ეძებს, როგორ დაიწყოს ან ღირს კი მოყოლად? ჩუმდება და ფიქრს იწყებს, მაგრამ სიჩუმეს ისევ ნოე არღვევს. -არა, მთლად მასეც არაა ბელა. უბრალოდ მინდა ყველაფერი მომიყვე, ვფიქრობ იქნებ ერთად შევძლოთ ყველაფრის გარკვევა და ვინ იცის იქნებ სიმართლეც გაირკვეს. - რომელი სიმართლე? რომელი არ გჯერა ნოე? ის რომ შენი ძმა შეილება პრპაგანდას ეწეოდეს? თუ ის რომ ცივსისხლიანი და ბოროტი ადამიანია?- ნერვები ეშლება. სიმართლეო? როგორი მეამიტია, არადა ეგონა დღისით, რომ ილაპარაკეს რწმუნდებოდა ან ეგონა შეიძლებოდა მისი სჯეროდა. ახლა კი ვეღარ გაუგია რას ცდილობს. -ბელა! ბოლოსდაბოლოს ის ჩემი ძმაა, შენ კი არ გიცნობ მინდა მომიყვე ვისგან რა გაიგე, დეტალები მინდა, მერე კი ჩემ გეგმას გაგანდობ! ხომ შეიძლება უბრალოდ დამელაპარაკო და მოყვე ყველაფერი, სხვანაირად როგორ დაგეხმარო ან შენ ან ჩემ ძმას ან თუნდაც ჩემ თავს.- თმას იჩეჩავს ნერვიულად და თვალებს მთვარისკენ აპარებს. -შენ თავს? - უკვირს გოგონას, რადგან ვერ ხვდება რაში შეილება ჭირდებოდეს შველა. - ხო, ჩემ თავს! აბა როგორი დასაჯერებელია ერთ დღეში ამდენი საშინელების მოსმენა, ჩემ ძმაზე, ადამიანზე, რომელიც მზრდიდა მას შემდეგ რაც....- ხმა უწყდება, დგება აივანს ეყრდნობ, ხმამაღლა ოხრავს, თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს- დაივიწყე, მემგონი მზად არ ვართ ჯერ ამ საუბრისთვის. წამოდი დავიძინოთ და ხვალ დასვენებულზე ვილაპარაკოთ. არაფერს ამბობს ბელა, ეთანხმება თავის დაქნევით. დგება და საწოლში წვება. იმ ღამეს ორივეს მკვდარივით დაეძინა, ფიქრიც ვერ მოასწრეს ძილის წინ, იმდენად გადაღლილები იყვნენ ამ გიჟური დღით.... ***** დილით პირველმა ნოემ გაიღვიძა, საათს დახედა 11:00 დიდხანს უძინია, გოგონას გადახედა რომელსაც მშვიდად ეძინა. მძინარეც როგორი ლამაზი და მშვიდია. ეღიმება. დგება, შხაპს იღებს და ქვემოთ ჩადის. ახალი დღე დაიწყო, ახალი გეგმების დროა. ლალის ლოყაზე კოცნის და მაგიდასთან ჯდება, ბაგრატი უემოციოდ კითხულობს გაზეთს და ყავას სვამს. ვერც შენიშნა ნოე როდის შევიდა. -ბაგრატ, როგორ გეძინა?- ეჭვით აკვირდდება, როგორ დებს გაზეთს მაგიდაზე და ღიმილით ესალმება უფროსი ბაგრატიონი უმცროს. - არც ისე მშვიდად ნოე, არც ისე მშვიდად. იმ გოგოს აქ ყოფნამ სიმშვიდე და იდილია დამირღია. -მოგიწევს შეეგუო, ის ჩემთან იცხოვრებს და მინდა რომ მისგან თავი შორს დაიჭირო. მესმის ცუდი და არასამართლიანი სტატია გაავრცელა, რომელმაც ცუდად იმოქმედა ჩვენს კომპანიაზე, მაგრამ არ იდარდო მას დავანახებთ, რამდენად სწორად და სამართლიანად ვმართავთ ბიზნეს. - ფრთხილად საუბრობს და აკვირდება ბაგრატის ემოციებს, რომელიც საერთოდ არ ჩანს ბედნიერი ამ გადაწყვეტილებებით. - ბაგრატ, გადავწყვიტე კომპანიას დავუბრუნდე, მომბეზრდა მოგზაურობა, ბელას აქ მარტო დატოვებაც არ მიმაჩნია სწორად, მის დაკარგვას აღარ ვაპირებ. შესაბამისად კომპანიაში დავბრუნდები და იქიდან გავუძღვები სქმეეებს. - და მანქანებს ვინ ნახავს ადგილზე? მე? - მაგისთვის ვინმე სანდო დავიქირაოთ, აუცილებელი არაა შენ წახვიდე, ჩემი გადაწყვეტილება კი საბოლოო. აღარ ვაპირებ სირბილს, ძალიან დავიღალე, მეც ისეთივე წვლილი მაქვს შეტანილი მაგ კომპანიაში, როგორც შენ, ამიტომ ვფიქრობ სამართლიანი იქნება თუ ჩემ გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგები და მხარს დამიჭერ.- ბაგრატს ხელს მხარზე უსვამს, ორ ფინჯან ყავას იღებს და სამზარეულოდან, საძინებელში მიდის. ოთახის კარს ფრთხილად აღებს და ხედავს გოგონა საწოლში არაა. ფინჯნები აივანზე გააქვს და იქვე კალათდება, სიგარეტს იღებს და მშვიდად აბოლებს. სველი თმით ბუნდება ბელა ოთახში, ტანზე სპორტულ შარვალსა და ტოპს იცვამს. აივნისკენ აპარებს თვალს, სადაც ნოე ზის და მისკენ მიემართება. უსიტყვოდ აწვდის ყავას გოგონას და ანიშნებს დივანზე დაჯდეს. - ბელა, დღეს კომპანიაში მივდივარ, რამდენიმე საათით მარტო მოგიწევს ყოფნა. ბაგრატიც არ იქნება სახლში, შესაბამისად შეგიძლია სამზარეულოში ჩხვიდე და იქ მშვიდად ისაუზმო. ლალი არაჩვეულებრივ საუზმეს ამზადებს. -მარტო მტოვებ?- უკმაყოფილოდ სვამს ყავას და ნოეს უყურებს. -კი, სხვანაირად არ გამოვა, კომპანიაშიც საქმეები მაქვს. ნუ გეშინია ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. წამლები თავისდროზე მიიღე ისაუზმე და ოთახში დაბრუნდი დაისვენე, ტელევიზორიც გაქვს, შეგიძლია ჩართო. გოგონას უცებ თვალები უნათდება და ნოეს მუდარით უყურებს. -ტელეფონი, ჩემი ტელეფონი ბაგრატს აქვს, შეგიძლია დამიბრუნო და ჩემებს შევეხმიანო?- ფრთხილად ეკითხება და თავის ანთებულ თვალებს ვერაფერს უშვრება ისე უყურებს ნოეს. - მაპატიე, მაგრამ მაგის გაკეთება არ შემიძლია. უნდა გესმოდეს რომ ამით მათაც საფრთხეს შეუქმნი და შენ თავსაც. მეც...- თვალები უნაღვლიანდება ბელას, ნოე ხელს ხელზე ადებს და უღიმის, შემდეგ დგება და უკან მოუხედავად ეუბნება- დროებით ასე ჯობია ბელა, ცოტაც და გვეშველება. არაფერს ეუბნება ბელა, ჩუმად ჯდება ფეხებს იკეცავს და ყავის დალევას აგრძელებს. აივნიდან უყურებს, როგორ ტოვებენ სახლს ბაგრატი და ნოე. მარტო დარჩა. ყავის ფინჯნები აიღო და სამზარეულოში ჩუმად შევიდა, შუა ხნის ქალბატონი დახვდა იქ, ისე ფუსფუსებდა, ძალიან მოუნდა ჩახუტებოდა. გაახხსენდა დედამისიც ასე რომ დაფუსფუსებდა და დანაღვლიანდა, როგორ ენატრებოდა დედა, მისი საჭმელები, მისი სურნელი და საყვედურები თუ როგორი თავქარიანი იყო. ისეთი გემრიელი სუნები იდგა სამზარეულოში, ჩუმად შევიდა დაჯდა სკამზე და ქალს გაუღიმა, რომელიც გაოგნებული უყურებდა. -შენ? აქ? როგორ? მიხვდა ბელა, რომ ამ ქალმა არაფერი იცოდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა. უბრალოდ უხერხულად გაუღიმა და დაამატა. -შემთხვევით აღმოვჩნდი აქ, ნოეს მანქანა დამეჯახა გუშინ და მან გადაწყვიტა აქ მოვეყვანე. -სად დაგეჯახა? ან თავს როგორ გრძნობ, ოხ საყვარელო წარბიც გახეთქილი გქონია, სერიოზული ხომ არ დაგემართა რამე? ბელას ქალის ამ რეაქციაზე, ეღიმება თან სევდა აწვება, წარმოიდგენს ლალის ადგილას დედამის, რომელიც გიჟდება და ნოეს ბოლო სიტყვებით ლანძღავს. -ყველაფერი რიგზეა, ტყეში ვსეირნობდი, ძაღლი გამომეკიდა მას გავურბოდი და ისე რომ ვერც მივხვდი სამანქანე გზაზე აღმოვჩნდი, მათ კი ვერ მოასწრეს დამუხრუჭება და დამეჯახნენ. იდეაში ჩემი ბრალი იყო ეს ავარია.- უღიმის ლალის, დგება გაზქურასთან მიდის, რომ უკეთ შეიგძნოს საუცხოო კერძების სუნი- სასწაული არომატი დგას სამზარეულოში. -ნამდვილად, დაჯექი მიდი ვისაუზმოთ. ბელა თავს უქნევს და მაგიდასთან ადგილს იკავებს, ლალი სუფრას შლის და ჩუმად საუზმობენ. შემდეგ ჩაის სთავაზობს გოგონას, რაზეც უარს ამბობს. ლალის სუფრის ალაგებაში ეხმარება და ოთახში ბრუნდება. მართალია არ უნდა ოთახში გამოკეტილი ჯდომა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, არ იცის ვინ როდის დაბრუნდება, ამიტომ გარისკვად არ ღირს. მთელი დღე აივანზე გაატარა, უაზროდ გაყავდა დრო. ვერც კი მიხვდა როგორ ჩაეძინა აივანზე. საშინელი სიზმარი ნახა, ბებია ნახა. უღიმოდა და თავზე ხელს უსვამდა ნუ ნერვიულობ შვილო არ მოკვდებაო ამშვიდებდა. ისეთი შეშინებული წამოხტა, თითქოს მდუღარე გადაასხესო. როგორც წესი ბებიას სიზმარში ნახვა კარგს არაფერს ნიშნავდა. სამზარეულოში ჩავიდა ყავა გაიკეთა და უკან დაბრუნდა. აივანზე იდგა ყავას სვამდა და ფიქრებში იყო დაკარგული, მაქანის საბურავების ღრჭიალის ხმა რომ მოესმა. ისეთი სისწრაფით დაამუხრუჭა მძღოლმა წამში აამტვერა იქაურობა. მანქანიდან დიმა გადმოვიდა, რომელიც საკმაოდ ანერვიულებული ეჩვენა, ამიტომ ფინჯანი სწრაფად დადგა მაგიდაზე და ქვემოთ ჩაირბინა. ზღურბლზე გაშეშდა როდესაც დიმას ნოე მოყავდა, რომელიც მძღოლს და მეგობარს ეყრდნობოდა ცალი ხელით, მეორით კი ჭრილობაზე იჭერდა ხელს. საშინლად შეეშინდა ბელას ამ სურათის დანახვაზე. უცებ ამოუდგა მეორე მხრიდან ნოეს და საძინებელში აიყვანეს, ფრთხილად დააწვინეს საწოლზე. ბელა სააბაზანოში შევარდა იქიდან პირველადი დახმარების ყუთით, თბილი წყლით და პირსახოცით დაბრუნდა. -დიმა ექიმთან დარეკე.- მკაცრი ტონით უთხრა და ბიჭის მაისურს წაეპოტინა, უცბად გახადა და ჭრრილობის გაწმენდა დაიწყო. -არ დარეკო დიმა, არაფერია კარგად ვიქნები. -ნოე მაპატიე, მაგრამ კარგად საერთოდ არ გამოიყურები.- ბელამ ჯერ ერთს გახედა მერე მეორეს. -თქვენ ნორმალურები თუ ხართ?! რას ნიშნავს არ დარეკოს, რა გეტყობა კარგად ყოფნის ნოე? -ბელა, არაფერია მართლა, ჭრილობა ღრმაც კი არაა. მიხვდები რომ ასეა, როგორც კი გაწმინდავ! გთხოვ ნუ გავართულებთ. -ნოე! -ბელა, რასაც გეუბნები გააკეთე! დიმა შენ კი დაეხმარე, თუ ეჭვს შეიტანთ მერე დარეკეთ ექიმთან. დიმამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, ბელა არცერთს აღარ აქცევდა ყურადღებას სწრაფად გაწმინდა თბილი წყლით ჭრილობა, დაათვალიერა, დანით მიყენებული ჭრილობა იყო არც ისე ღრმა, რომ გაკერვა დაჭირვებოდა, ამიტომ ჭრილობის გარშემო ბეტადინი მოატარა დეზინფექციისთვის და მალამოიანი საფენები დაადო. -წესით ეს დენას შეაჩერებს, მაგრამ წყნარად მაინც ვერვიქნები ნოე! გთხოვ დავრეკოთ ექიმთან.- ახლა უკვე მუდარაზე გადავიდა ბელა, იქნებ დაეყოლიებინა, მართალია ეჭვი არ ეპარებოდა რომ ჭრილობა სათანადოდ დაუმუშავა, ამაში ხელი ისე ჰქონდა გაწაფული, როგორც კარგ ქირურგს, მაგრამ მაინც უნდოდა პროფესიონალის აზრი უფრო მშვიდად რომ ყოფილიყო. - დილამდე დავიცაოთ, თუ სიტუაცია გართულდა მაშინ დავრეკავთ.-მშვიდად პასუხობს, შეკამათების ძალა არ აქ. დიმასკენ ტრიალდება და თვალებით ანიშნებს მიშველეო, მაგრამ ბიჭი თავს აქნევს უარის ნიშნად. - კარგი იყოს ეგრე, მაშინ დიმა გთხოვ ანტიბიოტიკები მომიტანე, ყოველი შემთხვევისთვის სხვა ყველაფერი მაქვს. -კარგი, სხვა არაფერი? - არა, არაფერი.- უჩუმრისპირად მიდის დიმა, ბელა ყველაფერ სასუფთავებს, სავარძელს საწოლთან აჩოჩებს და ნოეს აკვირდება. ბიჭი გრძნობს, მის დაჟინებულ მზერას და იშმუშნება. - მასე ნუ მიყურებ, კარგად ვარ. - რა დაგემართა მომიყვები? -არაფერი, სამსახურში მივედი, კაბინეტში ვიყავი, როდესაც ვიღაც შემოვარდა და ჩხუბი დაიწყო, თუ როგორ არ უბრუნებდა ბაგრატი თანხას, რომ ვიკითხე რა თანხაზე იყო საუბარი არ მიპასუხა, მითხრა ან ფული ან საქონელი მომეცითო. ზრდილობიანა ვცადე მისი დამშვიდება და საქმეში გარკვევა, მაგრამ გაბრაზდა დებილი გგონივარო, დანა იმარჯვა, შევკამათდით და აი ფაქტიც სახეზეა. არ იდარდო ვალში არ დავრჩენილვარ. - ბაგრატი? ის რას ამბობს? - გამწარებული გავარდა მასთან, ყველაფერს მოვაგვარებო. ბელა ძალიან მშია, რამე მომიტანე გთხოვ. თავს უქნევს და სამზარეულოში ჩადის, ნაღვლიანია რადგან იცის ეს იმ საქონლის გამო ხდება რომელიც მოიპარა და დამალა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა ბაგრატი. ჯანდაბა ეს ბიჭო ბელას გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში. ლალის მიერ მომზადებულ წვნიანს აცხელებს, ყავას წყაალს ლანგარზე ალაგებს და საძინებელში ბრუნდება. ნოეს წამოჯდომაში ეხმარება და საჭმელს კალთაში უდებს. აივანზე დატოვებულ ნახევრად ცივ ყავას ბოლომდე სვამს და ოთახში ბრუნდება. საწოლის გვერდით სავარძელში კალათდება და ნოეს მშვიდად უყურებს. ყოყმანობს უთხრას თუ არა. - მოხდა რამე ბელა? ისეთი სახით მიყურებ თითქოს რაღაცის თქმა გინდა. - არ ვიცი რამდენად მინდა რამის თქმა, თავს როგორ გრძნობ? ხომ არ გტკივა რამე? -არა, კარგად ვარ შენი წყალობით.- უღიმის გოგონას, რომელსაც ამ სიტყვებზე სახე ეღუშება. - თუმცა ამ მდგომარეობაშიც ჩემ გამო ხარ.- ამბობს ნაღვლიანი და ნოეს გაკვირვებულ სახეს თვალს არიდებს. - ბელა, ამდენი უთქმელობით უკვე დავიღალე, ბაგრატი არაფერს მიხსნის ისე გარბის, ახლა შენ იდანაშაულებ თავს ჩემ დაჭრაში. გთხოვ, ამიხსენი რა ხდება. -მორჩი ჭამას? თავს უქნევს ნოე, ბელა ყველაფერს კრეფს და იქვე მაგიდაზე ალაგებს. ღრმად და ხარბად ისუნთქავს ჰაერს, რომ უთხრას ის რაც აწუხებს. თითქოს ხელები ეყინება, ნერვიუობს. ამიტომ გადაწყვიტა ლანგარი სამზარეულოში ჩაეტანა. ამასობაში კი დიმა ასულიყო ოთახში, წამლები მიეტანა და ნოესთან ჩუმად საუბრობდა. ბელამ, კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო. ბიჭებმა სწრაფად შეწყვიტეს საუბარი. - მოდი ბელა, დიმა უკვე მიდის.- დიმა ოთახს ტოვებს და სანამ ბელას ჯერ კიდევ შერჩნია სიმამაცე სწრაფად ეუბნება. - ბაგრატს მოვპარე საქონელი, რომელსაც შენ გთხოვდა დღეს უცხო, უფრო სწოეად ასე ვფიქრობ იმ საქონელს , რომელსაც მე ვმალავ სამხილის სახად.- ნერვიულად და სწრაფად ამბობს, თან ბოლთას სცემს და ბოლოს ღრმად სუნთქავს, ჩერდება, ელოდება როდის ამოღებს ხმას ნოე. მაგრამ იმდენხანს არის ჩუმად, ბელა მოთმინებას კარგავს.- ალო?! არაფერს იტყვი? -ვერ მივხვდი, რა საქონელია კონკრეტულად? - დიდი რაოდენობიტ კოკაინი, ასევე მეტანფეტამინი. -და ამის გამო მომადგნენ მე? შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს ბაგრატს ეკუთვნის? ან სად მალავ? -კი დარწმუნებული ვარ, რომ ბაგრატს ეკუთვნის! ვერ ასეთ მდგომარეობაში სად წაგიყვანო და თანაც ახლა რომ იქ მივიდეთ ჩათალე ბაგრატის დასაჭერად სამხილები აღარ მექნება.- ჩაიბურტყუნა დასჯილი ბავშვივით და ნოეს გახედა, რომელიც ფიქრებში გართულიყო. დრო მისცა, რომ ეფიქრა. ბელა აივანზე გავიდა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, შემდეგ აბაზანას მიაშურა ცხელი შხაპი ესაჭიროებოდა. ნოე კი ფიქრობდა, არ იცოდა რა უნდა ექნა, როგორ დაეჯერებინა ეს ყოველივე. მის ძმას ნაკოდილერობა ბრალდებოდა, აბსურდათ მიაჩნდა, მაგრამ ღმერთო ბელა ისეთი დარწმუნებული იყო თავის ნათქვამში. ყველაფერი უნდა გაერკვია, ამიტომ გადაწყვიტა ბელასთვის ეთხოვა იმ სამხილების ჩვენება. სააბაზანოდან გამოსულ ბელას თვალი შევალო, რომელსაც სველი ხვეულები მაღლა აეწია და ისევაც ნოეს მაისურში გამოწყობილა. ჩაეღიმა, გოგონამ კი თითქოს იგრძნოვო ნოეს მზერა, მისკენ შებრუნდა და დაინახა როგორ უღიმოდა. - საკმაოდ კომფორტული მაისურია, თანაც კაბასავით მაქვს, იმედია ამაზე პრობლემა არ გაქვს.- უღიმის გოგონა და საწოლზე ნოეს გევრდით კალათდება ფეხებ მოკეცილი. - ვერ შეგედავები, მართლაც ძალიან გიხდება. - თავს როგორ გრძნობ? რამე ხომ არ გინდა? - არაფერი, მხოლოდ ერთი რამ მინდა- შეაპარა მზერა ბელას, რომელიც თითქოს მიუხვდა სათქმელს, ამოიოხრა და საწოლზე გაწვა. თვალი კი ჭერს გაუშტერა. -ნოე, ის რაც გინდა რომ გავაკეთო, ვშიშობ უსაფრთხო არაა... არ მინდა უარეს მდგომარეობაში ჩაგაგდო, ისედაც ვალში ვარ შენთან.- აქ ჩერდება ჯდება და თვალებში აშტერდება ბიჭს, უღიმის და თმას უსწორებს.- არ მინდა ჩემ გამო რამე შარში გაყო თავი. - არ ინერვიულო ჩემზე, მე ისედაც შარში ვარ, ამიტომ გთხოვ ბელა მინდა რომ გავრისკოთ. მინდა ყველაფერი ვიცოდე, გთხოვ ბელა დავეხმაროთ ერთმანეთს. ამოიხორა ბელამ და აღარაფერი უთხრა მხოლოდ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად. ჩუმად იწვნენ, არაფერს ამბობდნენ. ორივე ფიქრობდა. ბელა იმაზე, რა მოხდებოდა თუ ნოე სიმართლეს გაიგებდა და რას იზამდა. ნოე, კი იმაზე თი რას იზამდა როდესაც ფაქტის წინაშე დადგებოდა და გაიგებდა რომ ძმა ატყუებდა. ამასობაში ნოეს ჩაეძინა, ბელა მისკენ გადმოტრიალდა და მიაშტერდა. უყურებდა, როგორ მშვიდად ეძინა ნოეს. ხელი მისი ხვეული თმისკენ წაიღო, უნდოდა თმაზე მოფეებოდა, მაგრამ ჰაერში გააჩერა საკუთარ საქციელზე გაეცინა რა სისულელეს ვაკეთებო და საწოლიდან წამოდგა. აივანზე გავიდა და ცას მიაშტერდა, ისე უცებ მოიღრუბლა, ისეთი უკუნუთი სიბნელე ჩამოწვა ცა აფრთხილებდა თითქოს, რომ რაღაც მოხდებოდა. უეცრად დაუშვა წვიმამ, ბელა სავარძელში მოკალათდა და ფიქრი დაიწყო. ნოეზე ფიქრობდა, იქით ცალკე ბაგრატი იყო პრობლემა. როგორ უნდა მიეყვანა სამალავში ნოე ისე რომ არც საკუთარი თავი გაეცა და არც მისიანები დაეზარალებინა. ან ბაგრატს როგორ დაუძვრებოდნენ. ორი აზრი არ არსებობდა იმაზე, რომ თუ სახლიდან გავიდოდნენ ბაგრატი აუცილებლად აედევნებოდა. დღეს ჯერ არ გამოჩენილა უფროსი ბაგრატიონი, ალბათ ისევ გამწარებული ეძებდა სად დამალა ბელამ საქონელი და იმ მამაკაცთან თავს იმართლებდა, ვინც მისი ძმა დაჭრა. ფიქრები გაფანტა და ოთახში შებრუნდა. ნოეს დახედა, ოფლში ცურავდა, შუბლზე ხელი მიადო ცხელი იყო. ცოტა ანერვიულდა, სასწრაფოდ მოიძია მედიკამენტების ჩანთა, თერმომეტრი იპოვა და სიცხე გაუზომა, მაღალი სიცხე ჰქონდა, ოდნავ შეაფხიზლა დამწევი დაალევინა, შემდეგ ჭრილობა შეათვალიერა, სუფთად გამოიყურებოდა. -ბელა, მცივა.- ტუჩების თრთოლვი თ უთხრა. -ახლავე დაგაფარებ პლედს.- უცებ მოიძია პლედი და დააფარა. სამზარეულოში ჩასვლა გადაწყვიტა, წვნიანს მოუმზადებდა და აჭმევდა ახლა ენერგია ჭირდებოდა. ოთახიდან გასვლა რომ დააპირა, მოესმა ნოეს მისუსტებული ხმა. -არ წახვიდე...ჩემთან დარჩი- გაშეშდა ბელა, ზედმეტი აღარც უფიქრია მასთან მივიდა, საწოლში შეწვა და ნოემაც აღარ დააყოვნა ისე მიეხუტა გოგონას თითქოს მთელი ცხოვრება მასთან გაატარა. ბელმა თმაზე ეფერებოდა და ხარბად ისუნთქავდა მის სურნელს. შემდეგ ნოეს ტელეფონი მოიძია და საყვარელი სიმღერაც ჩაურთო WICKED GAME BY CHRIS ISAAK. -მიყვარს ეგ სიმღერა.- დაიჩურჩულა ნოემ. ბელას კი გაეღიმა, თურმე არ სძინავს. -მეც, ჩემი საყვარელი სიმღერაა. -ბელა...- თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა წინადადების დასრულება, თავი გოგონას მკერდზე მოათავსა და გაჭირვებით მაგრამ მაინც მისკენ მიბრუნდა, მისი სურნელი შეიგრძნო და სიზმრების სამყაროშიც გადაეშვა. გოგონაზე მიკრუს ეძინა, მასზე ფიქრები არ შორდებოდა, თითქოს იცნობდა მას, მაგრამ არ იცნობდა. უბრალოდ, გრძნობდა რომ ეს გოგო მის ცხოვრებას შეცვლიდა, მასში რაღაც ძალიან ნაცნობს ხედავდა, მის თვალებში თავისუფლებას ხედავდა... ***** დილით ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაეღვიძათ, ალბათ უხერხულობა უნდა ეგრძნოთ, მაგრამ ამის ნაცვლად ორივე ფიქრობდა რომ მათი დილა შესანიშნავად დაიწყო. უფრო სწორად დაიწყებოდა მათი ოთახის კარზე ვიღაცას ბრახუნი რომ არ დაეწყო. -გეხვეწები გააღე, თორე ჩამოიღეს კარები.- გაეცინა ნოეს, თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, გოგონა გაანთავისუფლა თავისი მკლავებიდა და წამოჯდა. ბელამ კარი გააღო და მაშინვე ბაგრატი შემოვარდა ექიმთან ერთად. ნოემ ამოიოხრა და ბელას ანიშნა ჩემ გვერდით მოდიო. გვერდიდან არ სორდებოდა ბიჭს და აკვირდებოდა ექიმს, რომელიც სინჯავდა ნოეს, დაუთვალიერა ჭრილობაც. ამ სანახაობას კუთხიდან აკვირდებოდა ბაგრატიც, რომელიც ბელას თვალებით ბურღავდა, გრძნობდა ბელა როგორ უყურებდა, მაგრამ ცოცხალითავით მისკენ არ ბრუნდებოდა. ექიმმა წყვილს გადახედა და გაუღიმა. -მინდა გითხრათ, რომ მშვენივრად დაგიმუშავებიათ ჭრილობა, საბედნიეროდ ღრმა არაა, დენაც არსაიდან ჩანს, მოკლედ რამდენიმე დღეში ყველაფერი შეხორცდება. წამლებს დაგიწერთ რომელიც უნდა მიიღოს საჭიროების შემთხვევაში. - ბელა გამომყევი, ექიმი გავაცილოთ.- კი არ სთხოვა უბრძანა ბაგრატმა. ნოეს გადახედა შეშინებულმა, არ უნდოდა ბაგრატთან ერთი ერთზე დარჩენა. ნოეც წამოდგა საწოლიდან, სწრაფად ადგომის გამო უცებ თავბრუ დაეხვა და ბელამაც არ დააყივნა მაშინვე დაიჭირა. გოგონას გაუღიმა და ყურში უჩურჩულა ნუ გეშინიაო. -ერთად გაგაცილებთ, ვფიქრობ სიარული ჩემთვის კარგი იქნება, არ მეთანხმებით ექიმო?- ბაგრატს უკმაყოფილება დაეტყო ამ სიტყვებზე აშკარა იყო მისი განზრახვა სულ სხვა იყო, რასაც ახლა ვეღარ შეასრულებდა. ექიმმა კი გაუღიმა და თავი დაუქნია. - მაგრამ ევრსაც ნუ იმოძრავებთ, ცოტა დაისვენეთ ხოლმე, ჯერ ჯერობით მანქანით სიარულისგანაც შეიკავეთ თავი. სრული გამოჯანმრთელების შემდეგ ისერინეთ თქვენს მეუღლესთან ერთად.- უფრო ფართოდ გაუღიმა ექიმმა, ნოემ და ბელამ კი გაოგნებით გადახედეს ჯერ ერთმანეთს, მერე ექიმს. - მეუღლე?- თითქოს მორცხვად იკითხა ბელამ. - არაჩვეულებრივი წყვილი ხართ.- გაუღიმა ექიმმა, პასუხს აღარ დალოდებია და ოთახიდან გავიდნენ. გაცილეს ექიმი და თვითონ სამზარეულოში შევიდნენ, საიდანაც ლალის მიერ მომზადებული სადილის საუცხოო სურნელი მოდიოდა. - ლალი სასწაული სუნია, წვნიანს მიკეთებ? - გაუღიმა ლალის ნოემ და სკამზე დაჯდომაში ბელა დაიხმარა. - აბა რა, შენ ახლა კარგად უნდა იკვებო ჩემო ბიჭო. ბელა საყვარელო შეგიძლია ჩაიდანს შეუნთო? ყავა დავლიოთ. - კი, ახლავე. ბელა და ლალი ერთად ფუსფუსებდნენ სამზარეულოში, ნოე ვერ წყვეტდა თვალს ვერც ერთს, ხანდახან აპარებდა თვალს ბაგრატისკენ, რომელსაც ბრაზისგან ძარღვები დაბერვოდა. ისეთი ბრაზით უყურებდა ბელას, ნოეს ეგონა მარტონი რომ იყვნენ ალბათ მიახრჩობდა უკვეო. უნდოდა გასცინებოდა, მაგრამ იცოდა რომ შეიძლება მის ძმას ეს მართლა გაეკეთებინა და ამის გამო ისეთი ნაღველი შემოაწვა აღწერაც კი შეუძლებელია. ბელამ ყავები დაასხა, ლალის სუფრის გაშლაში მიეხმარა და ყველამ ერთად ისაუზმა. ბაგრატიც კი რომელიც ბრააზით იყო სავსე თითქოს დამშვიდდაო, ჩუმად მიირთემვდა. აშკარა იყო, რაღაცას ფიქრობდა, არ იცოდა რა უნდა ექნა ბელას და ნოეს ურთიერთობაზე. არც ის იცოდა როგორ უნდა მოეგვარებინა არსებული პრობლემა, რომელიც ჩოხელმა გამოიწვია, იმის გამო რომ საქონელი ვერ მიიღო უფროსი ბაგრატიონისგან. ბელა კი, ღმერთო ისეთი დაძაბული საუზმობდა, ლუკმას ძლივს ყლაპავდა, თანაც ატყობდა ნოეს ხასიათის შეცვლას, ერთი სული ჰქონდა საძინებელში როდის შეიკეტებოდნენ, რომ ჩახუტებოდა და დაემშვიდებინა, ეცადა მაინც ენუგეშებინა. მან ხომ ზუსტად იცოდა რატომ მოიღუშა ნოე. საუზმე დასრულდა, ბელა და ნოე საძინებელში დაბუნდნენ, ბაგრატიც უკან გაყვა და მათთან შევიდა. - ბელა შეგვიძლია ვისაუბროთ?- თითქოს ემუდარებოდა, აშკარა იყო უფროსი ბაგრატიონი ჩიხში იყო და შველა ჭირდებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა ბელას თავი დაუქნია და ბაგრატს კაბინეტში გაყვა. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს არ სურდა ბელასწასვლა, ვერ შეეწინააღმდეგა, ახლა კი ისე ნერვიულობდა ადგილზე ვერ ჩერდებოდა და ნელ-ნელა გადი გამოდიოდა ოთახში. ბელა კაბინეტში შევიდა, უთქმელად მოკალათდა სავარძელში და დაელოდა ბაგრატი როდის ალაპარაკდებოდა ისევ იმ წყეულ საქონელზე.... დაგიბრუნდით ახალი თავით, იმედია მოგეწონებად. ველი თქვენ შეფასებებს სულ მოუთმენლად. მადლობა ყველას, რომ დროს უთმობთ ჩემს ისტორიას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.