რას ელი ჩემგან ? 1
რა არის ტოქსიკური ურთიერთობა? ყოფილხართ თუ არა მსგავს ურთიერთობაში ? მე პირადად ფსიქიკის შერყევამდე მიმიყვანა ტოქსიკურმა პარტნიორმა, უფრო კონკრეტულად მეუღლემ. თუმცა მინდა იცოდეთ რომ ასეთი ურთიერთობები მხოლოდ ქალ-ვაჟურ სიყვარულს არ ახასიათებს. შეიძლება იყოს დედა-შვილური, და-ძმური, შეიძლება იყოს მეგობრულიც და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემი მეზობლებიც ძალიან ტოქსიკურები არიან. ჩემი ისტორიაც სწორედ ასეთია... როდესაც გავთხოვდი ძალიან პატარა ვიყავი, ჩემზე ასაკით დიდ მამაკაცს, უფრო კონკრეტულად ათი წლით დიდ მამაკაცს გავყევი ცოლად. სოფლიდან ახალი გადმოსული ვიყავი ოჯახთან ერთად. თბილისში პატარა ორ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მე უნივერსიტეტში ჩავირიცხე ბავშვობიდან მასწავლებლობა მსურდა. ოცნებაც ავისრულე და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. გამომდინარე იქიდან რომ ეს ფაკულტეტი უფასო იყო ჩემმა ოჯახმაც თავს უფლება მისცეს ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ და ქალაქში შრომით გაგვეტანა თავი რაც მთავარია ერთად ვყოფილიყავით. ერთადერთი ვიყავი ოჯახში დედა და მამა ყველანაირ ოცნებებს და გეგმებს ჩემზე ამყარებდნენ. სწავლის მეორე წელს გავიცანი დავითი ჩემი აწ უკვე ყოფილი მეუღლე. ერთ-ერთ კაფეში მინტანად ვმუშაობდი. საკმაოდ სიმპატიური და ზედმეტად გაიძვერა მამაკაცი იყო, ცოტაოდენი ყურადღებით, საჩუქრებით და რომანტიული ქცევებით ძალიან მალე მომხიბლა. ყურებამდე ვიყავი შეყვარეული, მისით ვარსებობდი, მასზე დამოკიდებული გავხდი. დედა და მამა უარზე იყვნენ, ყველანაირად ცდილობდნენ ჩამოვშორებოდი დავითს. ბოლოს იმდნი მოახერხა რომ ისინიც დაითანხმა. ყველაფერი ბედნიერად მიმდინარეობდა ჩემს ცხოვრებასი, მყავდა საყვარელი მამაკაცი, უკარგესი ოჯახი და ვსწავლობდი საოცნებო პროფესიას. შეყვარებულობიდან ზუსტად ხუთ თვეში ხელი მოვაწერეთ. გადავედით ერთად საცხოვრებლად. მალევე მთხოვა სამსახურიდან წამოსვლა, რადგან არ მოსწონდა ჩემი იქ მუშაობა "მიმტანობა ტეხავს" თავიდან გავჯიუტდი შენც ხომ იქ გაგიცანი მეთქი მაგრამ მე სხვა კი არ ვარ და შენი ქამრი ვარო. დიდად აღარ მიკამათია "ბავშვია და ჩემს გემოზე გავზრდის" პრინციპად აღვიქვი მისი ეს დამოკიდებულება. ვფიქრობდი ჩემზე ზრუნავს და უნდა სახლში ვიყო და სწავლას დავუთმო ყურადღება მეთქი. სამსახურიდანაც წამოვედი. მალევე დაიწყო მისი ხასიათის ცვლილებები, თუმცა მისი ეს დამოკიდებულება გადამეტებულ სიყვარულს დავაბრალე. ის გამოცდილია დიდია და მეტი იცის. ნელ-ნელა გაქრა ჩემი ტანისამოსიდან მოკლე კაბები, ოდნავ ღია დეკოლტეები, წვრილ ბრეტელიანი მაისურები, შორტები და ჩაანაცვალ გრძელმა, დახურულმა კაბებმა და მაისურებმა. როდესაც დედასთან დავიწუწუნე ამაზე განმიცხადა -გათხოვილი ხარ შვილო, ასეთი მოღეღილი არ შეგეფერება. დაუჯერე ქმარს ხომ ხედავ ხელის გულზე გატარებს.- იმდენად დამაჯერებელი იყო, ჩემი პროტესტის გრძნობა დავაიგნორე და გემოვნებაც კი შევიცვალე. ერთი წლის მერე დაიწყო უშვილობაზე პრობლემები, თუმცა არა გატყუებთ სამი თვის შემდეგ უკვე სრულფასოვნად გამომიკვლია, საგანგაშო არაფერი იყო, უბრალოდ ვერ ხერხდებოდა დაორსულება.ძალიან განვიცდიდი, ვტიროდი, ვლოცულობდი, ვნატრობდი,ყოველ დილას ვცოცხლდებოდი და ყოველ ღამით ვკვდებოდი სიახლის მოლოდინში, ბოდიშს ვიხდიდი დავითთან და მაინც მქონდა იმედი რომ შვილი აუცილებლად გვეყოლებოდა. სრული ერთი წლის შემდეგ მეტად დაიძაბა სიტუაცია. მე ვიყავი დამნაშავე, მე არ შემეძლო ქმირსთვის, ვინც ჩემზე ზრუნავდა შვილი მეჩუქებინა. მახსოვს დილა იყო სამზარეულოში მარტო ვიჯექი, დედამისის საუბარი მოვისმინე, აივნიდან ელაპარაკებოდა მეზობელს -დავითს მხოლოდ შვილი უნდოდა, პატიოსანი გოგოა ჯანმრთელი და რაც მთავარია ქალიშვილი იყო, სხვა კაცის ნაფერებს ისედაც არ მოიყვანდა თუმცა "ბერწი" აღმოჩნდა. დავითის ბაბუა კი შვილთაშვილის გარეშე არ აპირებს მემკვიდრეობის დატოვებას. - რა სამწუხაროა, არ გაუმართლა დავითს. დაშორებას ხო არ ფიქრობს? -არ ვიცი რატომ აჩერებს დღემდე სახლში, მე დღესვე გავუშვებდი.- დედამისის სიტყვები და განსაკუთრებით ბერწი იმდენად ღრმად დაილექა ჩემს გონებაში. თუმცა აქაც ვერ ამოვიღე ხმა რადგან დამნაშავე ვიყავი. კიდევ იყო ეჭვიანობები, დალევა, ყვირილი და მორალური ძალადობიდან ფიზიკურ ძალადობაში გადასვლლები, ყვედრება რომ ჩემ გამო უშვილობასთან ერთად ანდერძიც არ რჩებოდა მას. დავდიოდი ხან ლოყა დალურჯებული, ხან ტუჩ გახეთქილი, ხანაც ნეკნებ დამტვრეული. თუმცა დამნაშავე ვიყავი და ხმას ვერ ვიღებდი. დედასთან ვეღარ ვამბობდი, რადგან დავითი ყოველთვის მართალი იყო და უშვილობით გამოწვეულ ტრამვას ვერ უმკლავდებოდა. და მე ? მე ბერწი ვიყავი. უნაყოფი ხე, და სარეველა ბალხი... ჩვენი ერთად ცხოვრებ ხუთი წელი გაგრძელდა, ერთადერთი რამ რაშიც ხელი არ შეუშლიათ ჩემთის სწავლა იყო. ჩემი ერთადერთი შვებაც უნივერსიტეტში დიდხანს ყოფნა იყო, მაგისტრატურას ვასრულებდი იმ წელს როდესაც მე დავითს გავექეცი. გამოცდებისთვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვრჩებოდი და ვმეცადინეობდი, იმდენად გარდართული ვიყავი დრო როგორ გამეპარა ვერ მივხვდი, მობილური რომ მოვძებნე დავითის გამოტოვებული უამრავი ზარი იყო. სასწრაფოდ გამოვიქეცი, ტაქსი გავაჩერე, ვიცოდი უკვე კარგი დღე არ მელოდა თუმცა სხვა წასასვლლეი არ მქონდა. ნასვამი დამხვდა, გააფთრებული მელოდებოდა, შევედი თუ არა თმაში ჩამაფრინდა ხელით და მთელი ძალით დამახეთქა სავარძელში -სად ეგდე ამდენ ხანს? ვისი ლოგინიდან ვერ გამოძვერი პატარ ძ*უკნა? -ბიბლიოთეკაში ვიყავი დავით,ვმეცადინეობდი ხომ იცი...- არ დამასრულებინა ისე მომიქნია ხელი და მთელი ძალით გამარტყა სახეში. -ვიცი სადაც იყავი, რადგან უნაყოფო ხარ ვისთანც გინდა დაძვრები და რქებს მადგავ ხომ? გონიაა ვერაფერს ვიგებ?- ღრიალებდა და უმოწყალოდ მირტყავდა. არ ვიცი როდის გაჩერდა. გონს რომ მოვედი უკვე დილა იყო, ჩემი სისხლი ზედ მქონდა შემხმარი და კანს მიჭიმავდა. გაჭირვებით წამოვდექი სააბაზანოში შევედი მხოლოდ იმას ვფიქრობდი რომ ბოლო გამოცდაზე არ დამეგიანა. გაჭირვებით მოვიწესრიგე თავი და წავედი. თუმცა შიში იმისა რომ უკან დაბრუნებულს იგივე დამემართებოდა არ მტოვებდა. გამოცდაზე პირბადით შევედი. ტუჩი ორგან მქონდა გახეთქილი და ცხვირი საკმაოდ შესიებული, ალბათ გატეხილი ან გაბზარუი იყო. ზეპირი გამოცდა იყო და ლექტორმა სასტიკი უარი განმიცხადა პირბადით ვერ მოვისმენ და იცოდე არ დაგიშვებ გამოცდაზეო. სხვა გზა არ მქონდა მოვიხსეი და თავი ჩავხარე. დავიწყე მოყოლა -ელენე თავი ასწიე პედაგოგობას ასეთი საუბარით აპირებ?- ყველანაირი სირცხვილის გრძნობის დათრგუნვას შევეცადე და პირდაპირ თვალებში შევხედე, თავიდან გაოცება გამოესახა სახეზე, მერე შიში და სულ ერთი წამით მაგარმ მოვკარი თვალი როგორ მძიმედ გადააგორა ნერწყვი. -ელენეს გამოცდა გადადე, ცოტახანში დავბრუნდები- გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა და ჩემკენ წამოვიდა, მკლავზე ხელი მომჭიდა და დეკანის კაბინეტში შემიყვანა. ცოტახანი მაკვირდებოდა, მრცხვენოდა ყველა ძვალი მეწვოდა სირცხვილით და მხოლოდ ტირილს ვახერხებდი. იმ დღეს მე ჩემმა ლექტორმა გადამარჩინა, მან გამიწია დედობა, მამობა და იმ თანადგომით დამიდგა გვერდში, რასაც მანამდე ყველა აიგნორებდა. მის სახლში წამიყვანა, ამიყვანა ადვოკატი და მისი დახმარებით გაამზადა განქორწინების საბუთები. მთელი ის პერიოდი რაც მე ქალბატონ ლიასთან ვცხოვრობდი და ფიზიკურ ტრამვებს ვიშუშებდი დავითი ყოველ დღე მიდიოდა დედაჩემთან და მამაჩემთან ემუქრებოდა მათ, მემუქრებოდა მეც მისი შერცხვენის გამო, ასევე მემუქრებოდნენ და მაიძულებდნენ უკან დაბრუნებას ჩემებიც. მერე იყო თხოვნები, პატიება, მუდარა, ყალბი "გამოვსწორდები", ბოლოს ისევ მუქარა. მოხდა ისე რომ ჩემი გავიტანე, სწორი გზა ავირჩიე და დავშორდით. სასამართლომ ჩემთან მოკარების უფლება აუკრძალა, ასევე კონტაქტიც და არა მარტო ჩემთან ჩემს მშობლებთანაც. მე სახლში დავბრუნდი ჩემი ცხოვრება გამოსწორების გზს იყო. და იყო ერთი "მაგრამ" მშობლები რომლებმაც ვერ მაპატიეს, ჯერ გათხოვება, მერე უშვილობა და ბოლოს განქორწინება. როგორც ამბობდნენ რცხვენოდათ ჩემი თან ვეღარც გავთხოვდებოდი, რადგან უშვილობის გამო განვქორწინდი და ასეთი არავის ვენდომები. რელური მიზესი თუ რატომ გავქორწინდი არავის ახსოვდა. ქალბატონმა ლიამ მომცა იმდენი ძალა რომ ყველაფრის მიუხედავად დამეცვა თავი და მებრძოლა ჩემი თავისთვის. *** აგვისტოს შუა რიცხვები იყო, ქალბატონმა ლიამ რომ დამიბარა მასთან სახლში. სიხარულით წავედი. მასთან ურთიერთობა მშველოდა. მე ვწერდი ჩემთვის ის კითხულობდა და ვმსჯელობდით შემდეგ ამაზეც. მეხმარებოდა განვითარებაში, შიშების დაძლევაში და იმაში რომ მე სრულფასოვანი ვიყავი. მიუხეავად ჩემი უნაყოფობისა. ბიოლოგიური დედისგან მოყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას ქალბატონი ლია კურნავდა. -სალამი, როგორ ხართ?- მოვეხვიე და ცოტახანს ასე ვიყავი. -კარგად ჩემო კარგო შენ? ხომ მშვიდობაა ეს დღეები არ ჩანდი?- გულს სიხარულით მივსებდა ამ ქალის მზრუნველობა -კი, სამსახურს ვეძებ, ვეღარც ვწერ ამის გადამკიდე. ჩემებიც ხომ იცით -მე კიდევ მეგონა რამეს მომიტანდი.- გამიღიმა და ჩემი საყვარელი ყავა და კრუასანი დამიდო წინ -სამსახურს რაც შეეხება, არის ერთი უბრალოდ ჯერ შენთან მინდოდა საუბარი უშენოდ არ გადავწყვიტე.- ხომ ვამბობდი ის რომ არა რა მეშველებოდა -რას ამბობთ რა სამსახურია?- სიხარულისგან უაზროდ ღიმილი დავიწყე -მოკლედ, შენი სოფელი ხომ კასპის რაიონია? -კი, იქ არის. - განათლების სამინისტროს აქვს ასეთი წამახალისებელი და სოფლის სკოლებისთვის განმავითარებელი პროგრამა, ახალგაზრდა პედაგოგების გადამზადება და მათი სოფელის სკოლებში დასაქმება. რა თქმა უნდა, თუ უარს არ მეტყვი გავესაუბრები შენზეც და შენს სოფელში გაგიშვებ. იქ ბებია გყავს ხომ? -ვაიმე არ მჯერა, ძალიან კარგი სიახლეა. კი ბებია მარტო ცხოვრობს იქ.-წამოვხტი და მოვეხვიე -ანაზღაურებაც შედარებით მეტი იქნება ვიდრე არის, უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. -ვერ ვიჯერებ, აქედან წავალ და ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები. რატომ ახდენთ ჩემს ცხოვრებაში სასწაულებს ქალბატონო ლია? -სასწაული შენ ხარ ჩემო გოგო, მთავარია წერა არ მიატოვო და კიდევ მე არ მიმატოვო -რას ამბობთ, ნამდვილ დედაზე მეტად განიცდით ჩემთვის და ზრუნავთ. კიდევ ვერ ვიჯერებ. სექტემბრის ათ რიცხვამდე გავიარე გადამზადება, სკოლის დირექტორსაც გავესაუბრე, დამამთავრებელ კლასებში მომიწევდა გაკვეთილების ჩატარება. ჩემს სოფელში გადაცხოვებას სიხარული არ გამოუწვევია ჩემებში.თვითონ წამოსვლა არ სურდათ. ქალაქს ძალიან შევეჩვიეთო შენ მაინც ბებიაშენის კუდი იყავი და მიბრძანდი მასთანო. ამ ამბით მხოლოდ სამნი ვიყავით გახარებულები მე, ბებო და ქალბატონი ლია. სოფლის მარშუტკაში ვიჯექი თან ბებოს ვესაუბრეობოდი მალე მოვალ და შენებური ხაჭაპური დამახვედრე მეთქი. მძღოლმა რამდენჯერმე გამომხედა სარკის დახმარებით, საუბარს რომ მოვრჩი მომხედა და მკითხა -მაშ, შენ იქნები ელენე ჩვენი ახალი მასწავლებელი? -კი თაზო ძია, მე ვიქნები დავუბრუნდი ჩემს სოფელს. -ძალიან გაგვიხარდა შვილო. ისედაც მოხუცდნენ ჩვენი მასწავლებლები ახალი სიცოცხლე და ახალი სტიმული უნდათ ბავშვებს. -ვეცდები იმედები ყველას გავუმართლო. -მამა და დედა როდის ბრუნდებიან? -ისინი ქალაქელობას იბრალებენ აწი, აღარ სურთ აქეთ.- ღიმილით ვუთხარი. ამასობაში ჩემს ჭიშკართან შეჩერდა, ბებია გაერთ იდგა და ჯოხზე ჩამოყრდნობილი მელოდა. ერთი შემომძახა შენ გენაცვალოს შენი ბაბოო და ჩემსკენ წამოვიდა. ერთმანეთის სიყვარულით რომ გული ვიჯერეთ, მეზობელი დაპატიჟა. ჩემი თვალის ჩინი ჩამოვიდა და გადმოდი ნახეო. ციალაც მალევე გადმოვიდა, მომეხვია დამკოცნა. ვისაუბრეთ ჩემ წარსულზე, მოძალადე ქმარზე, ჩემს გასაჭირზე და ჩემს წარმატებაზე. მგზავრობამ თავისებურად დამღალა, ჩემი ოთახიდან წიგნი ავიღე აივანზე გაბმულ ჰამაკში გავწექი და კითხვა დავიწყე. არ ვიცი როდის ჩამეძინა, თუმცა კარგად შებინდებული იყო ჭიშკრიდან წამოსულმა ხმამ რომ შემაფხიზლა, ჩემი ბავშვობის მეგობრაი გიგა ეძახდა ბებოს -მზია ბებო, ჩამოვიდა ჩვენი მასწავლებელი.- თან დავინახე როგორ მოიწევდა წინ სახლისკენ -აქეთ ამიხედე და დამინახავ.- მოაჯირზე გადავიწიე და ხელი გავუქნიე -ელენა შე გასაქრობო ჩამოირბინე. მოდი გოგო.- მხოლოდ ის მეძახდა ელენას, რაღაც განსაკუთრებულად ლამაზად და სხვანაირად. კარგი ბიჭი იყო გიგა. ესეც ახალი ისტორია... იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებას. ცოტას მოგიყვებით ამ ისტორიაზე. ელენას ისტორია რომელიც ახლა უნდა დავწერო რელაური ამბავია. შეცვლილი მაქვს პერსონაჟების სახელები და რამდენიმე პატარა დეტალი ჩემებურად გადავაკეთე. ვეცადე ცოტათი მხატვრული იერი მიმეცა. საერთო ჯამში ისტორიის შინაარსი არ შემიცვლია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.