შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორგაზმი ავტობუსში( I ნაწილი) 18+


4-09-2023, 22:30
ნანახია 3 081

შუა ღამე კარგა ხნის გადასული იყო , როცა ტელეფონის ზარმა ჩემი მოდუნებულ-გადაღლილი ყურადღება თვლემის რეჟიმიდან გამოახედა.
დედამთილი რეკავდა ფშავიდან:
-ლიკა შვილო სათხოვარი მაქვს შენთან: ძალიან კი მეუხერხულება , მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს:
- ხვალ 10 საათზე ჯიქიაზე უნდა ვიყო, სახლია დასალაგებელი და ვერანაირად ვერ ვასწრებ აქედან დაბრუნებას, ისეთი თავსხმა, სეტყვა და გრიგალია მილეწ-მოლეწა ყველაფერი ირგვლივ, ჩაიხერგა მოძრობა. პაციენტის ოჯახი არ მიშვებს. გთხოვ, ეს ერთი დღე რამენაირად გაიჭირვე და წადი, მისამართს გამოგიგზავნი. სახლის გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ დაგხვდება. ძალიან კარგად იხდიან, ვერ დავკარგავ მაგ კლიენტს. სამძიმო არაფერია, წინა კვირას დავალაგე ძირფესვიანად. მხოლოდ მტვრები გადაწმინდე და აბაზანას მიხედე, 2 საძინებელია, თეთრეული იქნება გამოსაცვლელი, 3 -4 საათში მორჩები. ანაზღაურება ტელევიზორთან იქნება დატოვებული, აიღე და მოიხმარე.
ჰო, ჩემი დედამთილი ლაურა ჯიქური , მართლაც რომ ჯიქივით ქალია, უდრეკი, მშრომელი, უღალატო და ღვთისნიერი, ამასთანავე დიდი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ექთანია,ამიტომ, ხან თუშეთშია გამოძახებით, ხან სვანეთში, ხან თბილისთან ახლოს გარეუბნებში, მოკლედ მისი მუხლის ჩახრაა არაა, შიგადაშიგ კი ,,დალაგებებზე“ მუშაობს.
-ვინ დარეკა , ამ შუა ღამეს? უძილო თვალები გაუფართოვდა ქმარს, თუმცა, ისედაც კარგად გაიგო ვის ვესაუბრებოდი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაეწყო დაკითხვა , რომ სრულყოფილი დიალოგის შინაარსი გაეგო?!
-დედა იყო, მთხოვა ხვალ ჯიქიაზე სახლი დავალაგო მის ნაცვლად.
რაო? ეგ როგორ გავიგო? მე ვინ მომხედავს? ბავშვს ვინ წაიყვანს სკოლაში? ვინ გამოიყვანს? აყვირდა და აზანზარდა მისი ბოხი ხმა ღამის კედლებში. როცა სიტუაცია სრულად ავუხსენი ცოტა დაწყნარდა , მაგრამ ჩემი სახლიდან გაშვების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა. თუმცა დაინახა რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან 30 წელს იყო გადაცილებული, 10 წელს ითვლიდა ჩვენი ქორწინება და ისევ დედის კმაყოფაზე აცხოვრებდა ცოლ - შვილს და ეს სულაც არ ადარდებდა. დედის ნებიერა იყო, 15 წლის თავზე გაცენილი ერთადერთი გვარის გამგრძელებელი იყო, მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა ოჯახს. დროსტარებას, მეგობრებსა და ქალებს გადაყოლილი შინ ნახევარჯერ არ იყო, თუმცა მე და ჩემი გოგონა -თეკლე ,მის გარეშე უფრო მშვიდად ვიყავით ხოლმე , რადგან ,სახლში სულ უხასითოდ ბრუნდებოდა,ნასვამი, მერე უყვარდა უმიზეზო კამათი , შეურაწყოფა, დამცირება. მისმა ასეთმა საქციელმა თვითშეფასება გამინულა.ამქვეყნად ყველაზე უშნო, უგერგილო და გამოუსადეგარი მეგონა ჩემი თავი.
წელს , ზამთრის მიწურულს ისე ლამაზად მოათოვა თბილისს,ის იყო შვილთან ერთად ეზოში გასვლა დავაპირე რომ ტელეფონმა დარეკა:
-დემეტრეს მეუღლე ბრძანდებით?
-დიახ, ვუპასუხე.
მე საავადმყოფოდან გიკავშირდებით,მორიგე ექიმი ვარ, თქვენი მეუღლე, ხერხემლის და ფეხის დაზიანებით შემოიყვანეს. ოპერაციისთვის ვამზადებთ.
თურმე ნასვამს, სახლისკენ მომავალს კიბეზე ფეხი დაცურებია , გამვლელს სასწრაფო გამოუძახებია და საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
დიდი ამბით და წივილ -კივილით შევცვივდით საავადმყოფოში მე და ლაურა, მაგრამ ექიმმა დაგვამშვიდა უკვე ოპერაცია უკეთდება , საიმედო ხელშიაო.
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ხანგრძივ რეაბილიტაციას საჭიროებსო-გვაუწყა ექიმმა. სწორედ , ამის გამო მეხუთე თვეა წევს, მოსწყდა დროსტარებას , სამაგიეროდ მე დამაწყვიტა ისედაც ძაფზე დაკიდული ნერვები. ყველაფერზე გაღიზიანებულია , ღამით ხან ტკივილები არ აძინებს, ხან დეპრესია , მე კი ვალდებულად მთვლის ღამე ვუთიო.
უძილობა შევიჩვიე სხივჩამქრალ თვალებში.
დედამთილთან საუბრის შემდეგ აღარ დამძინებია, ფიქრებმა გამიყოლია, მომატარა ბედნიერი წარსული: სად გაქრა ჩემი სიამაყე, ჩემი ქალური ღირსება, სიკეკლუცე, სითამამე, თავდაჯერებულობა, ვუღრმავდებოდი ჩემს თავს და ვეღარაფერს ვპოულობდი ისეთს, რაც სკუთარი თავის მიმართ პატივისცემის სურვილს დამიბრუნებდა, 29 წლის ქალი სულიერად 80 წლისას არაფრით ჩამოუვარდები , გულგატეხილი, სხივჩმქრალი, მოუვლლელი, დემოტივირებული.. .
ინგლისური ფილოლოგიურის ბოლო კურსს ვამთავრებდი უნივერსიტეტში, რომ გავთხოვდი, დიპლომი დღემდე არ გამომატანინა , იმ მიზეზით, რომ შენ თუ დიპლომი გექნება ამაყად ყურებას დამიწყებ, მერე სამსახურს მომთხოვო! მე კი არ ვაპირებ ჩემმა ცოლმა იმუშაოს და სხვამ უყუროს მის სავსე მკერდსო.
ღმერთო, რა ავხორცი აზრები აქვს, როგორიც თავადაა ასეთი ჰგონია სხვაც, ყველა ისე მსჯელობს როგორიც თავადაა!
ალბათ აღარ გაგიკვირდებათ ჩემი უსუსურობა, თუ გეტყვით , რომ არც დამიძალებია, არც მომითხოვია, ან და რად მინდოდა დიპლომი, სახლის იქით ჩემი გზა არც არსად იწყებოდა არც არსად გრძელდებოდა. აღარაფერი მაინტერესებდა იმ წუთიდან რაც გათხოვილი ქალი დამერქვა და მეუღლე ჩემს სხეულს დაეუფლა. პირველ ღამეს არაფერი მიგრძვნია ზიზღის მეტი მისი სხეულის მიმართ და ეს ზიზღი მახრჩობს, მანადგურებს, უკვე წლებია, ეს არის ქორწინებას ამოფარებული ძალადობა. მძულს ჩემი თავი ყველაზე მეტად სექსის მომენტში, ორმაგად მძულს ჩემი მოძალადე ქმარი, რომელსაც არც ერთხელ გასჩენია კითხვა განვიცდი თუ არა მასთან სექსით სიამოვნებას.
-რატომ არასდროს გსურს ჩემთან სექსი? მეკითხება ერთხელ გაღიზიანებული.
დავიღალე ძალიან, დღეს ბევრი საქმე მქონდა, თეკლასაც მთელი დღეა სიცხე აქვს -ვპასუხობ და თვალს ვერ ვუსწორებ.
სხვა გყავს?-თვალები ბრაზით უწითლდება.
-კი, სამზარეულოს კარადაში ვმალავ! ვეუბნები ირონიულად და ცრემლები მომდის.
შენ ავადმყოფ თავში თუ დაიბადება მხოლოდ მსგავსი სისულელე, სახლის გარდა არსად გავდივარ როგორ შეიძლება ვინმე მყავდეს?- ავადმყოფი ხარ .
ყუჩდება, მშვიდდება მისი ეგო. ღმერთო რა საძაგელი, რა მაზოხისტი უნდა იყო მამაკაცი ქალის ტირილი გსიამოვნებდეს და გაწყნარებდეს. გული მერევა ...
ჩემი ცოლი ხარ და ვადებული ხარ ცოლობა გამიწიო, როცა მომინდება მაშინ. უფლება არ გაქვს უარი მითხრა, გინდა თუ არა ეს?
ფუ, უთავმოყვარეო ავადმყოფი, როგორ შეიძლება ქალს არ უნდოდე და ძალით იძალადო? მერე კი ეს სიყვარულით გაამართლო!- ცრემლისგან ვიცლები...
ხანდახან ისე ვბრაზობ, ვფიქრობ, რომ გაჩნდეს შანსი ხომ არის ღირსი მართლაც გავიჩინო საყვარელი მამაკაცი, იქნებ ასე ძალიან აღარ მეტკინოს, აღარ მეწყინოს ეს შეურაწყოფა და უნდობლობა?იქნებ გამიადვილდეს ცხოვრება. მერე ფიქრისაც შემეშინდება, ვფიზლდები...
-ღმერთო დამიფარე!-ვამბობ გულში, პირჯვარს ვიწერ და ბრაზიან ფიქრებს გულიდან ვიყრი .

***
შემოდგომის არეული ამინდი იყო, ხან ციოდა, ხან ისეთ პაპანაქებას დაიჭედრა სიშიშვლეს განატრებინებდა.
დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. . უშაქრო ყავა დავლიე, ცოტა მოვიფხიზლე თავი, საჭმელი გავამზადე, საოჯახო საქმეები მოვაწესრიგე . ყველაფერი საწოლთან მივუმზადე მეუღლეს რომ უჩემობის 5 საათი არ ეგრძნო . დრო უცებ შემომეფცქვნა ხელში, ამასობაში თეკლემ გაიღვიძა, გავამზადე, მეც უცებ რაც ხელში მომხვდა , თეთრი მაისური გადავიცვი, რომელიც თურმე მკერდს ისე მადიანად კვეთდა არც შემიმჩნევია. სანამ დემეტრეს აგრესიული ხმა არ მოსწვდა ყურთასმენას:
-ეგ გამომწვები მაისური გაიხადე სანამ შემოაგახიე ტანზე, ნახევარი მკერდი გიჩანს.
მერეღა ჩავიხედე სარკეში, მართალი იყო.ისე გამომწვევად იმზირებოდა თეთრ მაისურში მზემიუკარებ სხეულზე ქათქათა მკერდი , გულგრილს არავის დასტოვებდა .
მაინც პიჯაკი უნდა ჩავიცვა და შარფი გავიკეთო. იქ კი სამუშაო ტანსაცმელი მიმაქვს გამოსაცვლელად, ვუთხარი წყნარად , ჩავიცი და სკოლისაკენ გავწიეთ. სკოლასთან როგორც ყოველთვის მშობლები იყვნენ შეკრებილნი, ათას რამეს განიხილავდნენ, ზოგი მასწავლებელს ჭორავდა, ზოგი მშობელს, ზოგი ვის და ზოგი ვის?
-მე კი, ჩუმად ვაკვირდები მათ ქცევას, ჩაცმულობას და ვატყობ თვალებში სიბრალული მეტად მიჩანს, ვიდრე მათი საუბარში აყოლის სურვილი. რომ არ შეემჩნიათ სათვალე მოვირგე, მზე მოვიმიზეზე. მშობლების უმეტესობა ისეთი ჩაცმულ-გაპრანჭულ- ჩამაკიაჟებული დადის სკოლაში, იფიქრებ საღამოს წვეულებაზე მიდიან.
მიკვირს, როგორ ასწრებენ ასე ადრე მაკიაჟის გაკეთებას?
თითქოს ჩემს ფიქრს ჩასწვდაო ერთი მშობელი ზუსტად მსგავს შეკითხვას უსვამს ჩემს გვერდით მდგარ ნათიას:
-გაფიცებ , როგორ ასწრებ ისეთ ფორმაში გამოცხადდე სკოლაში, თითქოს წვეულებაზე მიდიხარ?
ნათია გულუბრყვილოდ იცინის და ყველას სათქმელს ამბობს მხიარულად, თან იმერულად უქცევს :
-რა ვქნა გენაცვალე, სხვაგან მე არსად დავდივარ და ქალად როდის ვიგრძნო თავი სულ წინსაფარი და ცოცხლი მიკავია ხელში. ესაა ჩემი რესტორანიც და წვეულების ადგილიც! მის სიცილს დაარჩენი მშობლებიც უერთდებიან და საკუთარ თავზე ახალ- ახალ ღადაობებს ყვებიან.
თეკლა დამრიგებელს ჩავაბარე , თან დავუბარე რომ მოვაკითხავდი , მშობლებს დროებით გამოვემშვიდობე და ავტობუსის გაჩერებაზე მივედი თუ არა ავტობუსიც მოვიდა. ფაქტობრივად ცარიელი იყო. ქალაქის თავიდან მივყვებოდი , ქალაქის ბოლომდე. ამიტომ ბოლოში ფანჯრის მხარეს მოვძებნე ადგილი და დავჯექი. ვიფიქრე , გამოძინებასაც მოვასწრებ სანამ ბოლო გაჩერებაზე მივა, თავი ფანჯარას მივადე მეტი კომფორტისთვის, სათვალე შევისწორე და თვალები დავხუჭე.
არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვიყავი მთვლემარე მდგომარეობაში, უცებ ჩემს მხარზე შეხება ვიგრძენი, ამას მოჰყვა სიგარეტნარევი ალკოჰოლის სუნი, რომელმაც ისე სასიამოვნოდ შემიღიტინა ცხვირში და გამაბრუა თვალის გახელას მერჩია მეფიქრა რომ სიზმარში ვიყავი.
ცოტა დავიძაბე, თვალები ოდნავ შევაფხიზლე და ბუნდოვნად ვხედავ შავ , გრუზა თმას, რომელიც ჩემი მხრიდან პირდაპირ ჩემს მკერდში ესობა ცხვირით.ღმერთო, სიზმარში ვარ თუ სამოთხეში? ორივე მაწყობს!ეს შავი თმა ისეთ ცხელ სუნთვას დაატარებს ჩემს მკერდში ,ჩემს ძუძუებს ოხშივარი ასდით, ვგრძნობ როგორ გამიმაგრდა ძუძუს თავები, მთელს ტანში ჟრუანტელად დამიდის. ისევ დავხუჭე თვალები და თავი დავაჯერე რომ სიზმარში ვარ და სრულ ნეტარებას მივეცი.
ალბათ არ დაიჯერებთ თუ ვიტყვი რომ მსგავსი სიმხურვალე , მსგავსი სასიამოვნო სურნელი, მსგავსი ლტოლვა მამაკაცის სხეულის მიმართ არასდროს მქონია , როგორიც ახლა ამ წუთში ამ უცხო მამაკაცის მიმართ გამიჩნდა, რომლის მხოლოდ შავ ტალღოვან თმას ვხედავ, ბუნდოვნად , . ცოტაც და ორგაზმს მივაღწევ, ღმერთო არ მჯერა, 10 წელია გათხოვილი ვარ და არც ვიცი ეს რა შეგრძნებაა? ახლა კი.... უცებ მკერდის შუაღარზე ცხელი ენის წვერის შეხებას ვგრძნობ , გულს ვეღარ ვიმორჩილებ, ვგრძნობ როგორ გამიცხელდა ჯერ ქვედა მუცელი, შემდეგ ფეხებს შორის სიმხურვალემ პიკს მიაღწია და ...
-ლევან ჩავდივართ , შეიღვიძე რა, ვიღაც ხელს ჰკიდებს და მკერდიდან ისე სწრაფად მაცლის ჩემს ერთადერთ სასურველ მამაკაცს , რომელსაც ალბათ რომ მოენდომებინა ყველას თვალწინ ავტობუსში დავნებდებოდი, მერე კი თუნდაც ლინჩის წესით გავესამართლებინე ჩემს ქმარს, დედამთილს , ჩემს და მის ნათესავებს ერთად.
პირველად მიხარია რომ ჩემი ქმრის სათვალე წამოვიღე, შავი მინებით. ამან საშუალება მომცა ჩემი უცნობი ზურგიდან მაინც შემეთვალიერებინა.
ალბათ ელოდებით რომ გეტყვით ის იყო ნავარჯიშები, ზღვისფერი თვალებით, საოცარი აღნაგობის ,დაკუნთული... ათლეტური... არა, არა, მე ხომ ზღაპარს არ გიყვებით, არც გამოგონილ ამბავს. ეს მოხდა და ეს არის ჩემი ცხოვრების შეულამაზებელი ისტორია.
როგორი იყო ლევანი?
ძალიან ჩვეულებრივი, კეფაზე ოდნავ ჭაღარა შეპარული, შავი გრუზა თმით, საშუალო სიმაღლის, რუჯს იხდენდა მისი პროფილი. კეხიანი ცხვირი მტკიცე იერს აძლევდა. 35-38 წელს მისცემდა ჩემი დაბნეული ხედვა. მეტი ვერაფერი შევნიშნე.
ის ჩავიდა. არა, ჩაიტანეს! და ჩემი სული , გული, ოცნებებიც, მთელი დაგროვილი ვნება თან გაიყოლეს და მე დავცარიელდი... სიმძიმე მომეხსნა , ორ გაჩერებაში ჩავედი და ისე მსუბუქად ავუყევი სადარბაზოს კიბეებს თავი ყველაზე ლამაზი, მსუბუქი და ბედნიერი მეგონა ამ ქვეყნად.
მე ქალი ვარ!
მე ქალი ვარ!
მე ცოცხალი ვარ!



№1 სტუმარი ლაზარე ლაზი

გააგრძელეთ. დავინტრერესდი

მეცნო სკოლის ამბავი. ვიცინე ბევრი

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

მგონი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ასეა. ქალები

 


№3 სტუმარი ია

საინტერესო დასკვნაა

 


№4 სტუმარი სტუმარი Mao

არანაირი არაფერი.
უფრო სიზმარს გავდა, ვიდრე ავტობუსში მომხდარ ამბავს.
ვერ დამაინტერესა, დაჟე პროტესტის გრძნობაც კი გამიჩნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent