შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(4 თავი)


7-09-2023, 01:47
ავტორი ავრორა
ნანახია 747

***
საღამოს საათებში ქობულეთის სანაპიროზე გაისეირნა ,მალევე მიხვდა რომ ზღვის ხმაურმა შედარებით დაამშვიდა , უკვე მეხუთე დღე იყო რაც ქობულეთში ჩამოვიდა ,თუმცა მესამე დღე რაც მარტო იყო ,პირველ ორი დღე ვივისთან ერთად გაატარა.
სახლში დაბრუნებული ჩვეული სენდვიჩის კეთებით იყო გართული ,ზარის ხმა რომ გაიგო და გასაღებად გაემართა, კართან ის იდგა ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა ან იმ პიროვნებების სამეულიდან ერთ-ერთი ვისაც ყველაზე ნაკლებად ელოდა,
- აქ რა გინდა?-მიმართა კართან მდგომს.
-როგორ ისვენებ ტაისა ? -კითხვაზე კითხვითვე უპასუხა დემემ.
-მშვენივრად . თავად დასასვენებლად ჩამოხვედი?-უარის ნიშნად თავი გააქნია დემეტრემ.
- გასაგებია რომ ნაქირავები ბინაა მაგრამ იქნებ მაინც შემომიშვა?ბოლოს და ბოლოს 5 საათი ვმგზავრობდი.
- თუ დასასვენებლად ჩამოხვედი წესით ბინაც უნდა აგეღო არა დემეტრე...ვივი გასულია მაღაზიაში და მალე ამოვა.
-ხოო? მე რატო მაქვს ინფორმაცია რო ვივიანა უკვე თბილისშია მეორე დღეა?-ცალყბად გაუღიმა და სახლში შევიდა.
-ვინ გითხრა?
-ანუ ადასტურებ?ვაა სენდვიჩებს აკეთებ? მეც მინდა...ხო რა იყო ,მასე რატო მიყურებ ,
-გაგიკეთებ ერთ ცალს.-უთხრა და სამზარეულოში დალაგებული პროდუქტებისკენ მიბრუნდა ,
-ისე , ტასო დაჩის როდის უნდა უთხრა?
-რა უნდა ვუთხრა?-დანა ისევ დაფაზე დააბრუნა და თვალებში შიშით შეხედა ბიჭს.
-იცი რაც...
- შენ საიდან გაიგე?
-ნუ გეშინია არავისთვის მითქვამს.მაგრამ რაც მალე მით უკეთესი ხო იცი.
-რჩევები არ მჭირდება.მეთვითონ მივხედავ ჩემს შვილს - და საუბრისას პირველად ახსენა თუ რაზე იყო ამდენი ხანი განხილვა .
-ანუ აჩენ?
-ვერ გავიგე?! მემგონი ზედმეტი მოგდის.
-მე არაფერი მითქვამს ,უბრალოდ კითხვა დაგისვი ,შენი გადასაწყვეტია მაგრამ იცოდე თუ გააჩენ უნდა ვიცოდეთ როგორ ვუთხრათ დაჩის.
-ეგ თ ები მგონი ზედმეტია იცი? და მე როგორ ვეტყვი შენი საქმე არაა...
-მოიცა მამა ანუ ბავშვის მამა კი არადა ვგულისხმობ...ნუ ხო ვინცაა გიყვარს?
-რას ქვია მიყვარს?!
- ტასო მოდი რაა ,ჰაერზე რო ორსულდებიან, მაგ ასაკიდან დიდი ხანია გამოვედით.ამ ბავშვს მამა ხო ჰყავს.
-რა თქმა უნდა ჰყავს.მაგრამ შენთან ამ დეტალების გავლას არ ვაპირებ.
- და ანუ ერთად აპირეთ რამეს?ვგულისხმობ შენ აჩენ და გასაგებია მაგრამ ვინც ბავშვის მამა ის თუ
-შენ ბიჭო მგზავრობისას რამეს თავი ხო არ მიარტყი ? რა შენი საქმეა დემე ?გეკითხები რა შენი საქმეა?
- მართალია ,ჩემი საქმე არ არის და არც იქნება იმიტომ რო
-ხოო იმიტო რო ეს ბავშვი შენი არაა და არც იქნება.
- და ვისიცაა თუ
-რა გაინტერესებს?თუ იმის მოსმენა გინდა რო ხო ვისიცაა ის პასუხისმგებლობას არ აიღებს იმიტო რო არ არის მზად ,რომ არასოდეს არ უფიქრია ბავშვებზე და ყველაზე უარესი რომ თურმე უნდა აბორტი გავიკეთო კიი მასეა.მაგრამ მე არ მინდა , უფროსწერედ არ ვარ მზად იმისთვის რო ჩემში არსებული უცოდველი არსება გავანადგურო , რომელსაც არაფერი დამუშავებია.
ბოლოს ვისაუბრეთ და პირობა ჩამომართვა რო თურმე ბავშვთან და ჩემთან არაფერი არ ესაქმება. კმაყოფილი ხარ დემე?-უკვე ყვიროდა ტასო და ცრემლები ჩამოსდიოდა სახეზე.
-არა არ ვარ .... ტასო ,მართლა არ ვარ ,გეფიცები-ისეთი ცისფერი თვალებით შეხედა დემეტრემ რომ ტასომ იფიქრა ამდენი სულაც არ უნდა ევლო ქობულეთში ზღვის სანახავად , თითქოს დემეს ლურჯი თვალებიც ზღვას წააგავდა მისთვის.-
ნუ ტირიხარ ,ტასუნა რა ,არ შეიძლება ნერვიულობა
ხომ იცი.
-არ ვტირივარ ,მორჩა , ინსტიქტურად წამომივიდა ცრემლები.
-ანუ დაჩის ...
-უკვე დამღალე , გასაგებია რო დაჩის რეაქცია გადარდებს მაგრამ ნუ ღელავ შენს ძმადნაფიცს არ დაარტყამს გული ,როგორმე გადაიტანს . ეხლა შეგიძლია დამტოვო.მაგრამ თუ სხვების რეაქციაც გადარდებს ...რავიცი ... მამაჩემის მაგარი არ მაინტერესებს,
ისედაც არ არსებობს ჩემთვის, არ მინდა რო ჩემი შვილისთვისაც ასე იყოს მაგრამ ალბათ მემკვიდრეობით გადავიდა ... დედა , დედა იმდენი წელია დეპრესიას ფსიქოტროპული წამლებით ებრძვის ამასაც როგორმე გადახარშავს ,მგონი ამოიწურა შენი შეკითხვები, ეხლა შეგიძლია წახვიდე...-თან ხელით კარისკენ ანიშნა.
- შემიძლია წავიდე?შემეძლო საერთოდ არ ჩამოვსულიყავი ტასო.მაგრამ ჩამოვედი და შენც ძალიან კარგად იცი რო აქ დაჩის გამო არ ჩამოვსულვარ , დაჩის რეაქციებზე კითხვაც ფარსია იმისთვის რომ კითხვებზე მიპასუხო და უნდა იცოდე შენ ეს.
- ხოდა გიპასუხე კიდეც დემე.
-როდის ჩამოდიხარ თბილისში ?
- არ ვიცი ალბათ ამ კვირის ბოლოს.
-და
-და ხო დაჩისაც მაგ დროს ვეტყვი .
კართან მისული დემეტრე გააცილა და სამზარეულოში შებრუნდა როცა კარის ხმაზე ,ოღონდ ამჯერად კაკუნის ხმაზე უკან დაბრუნდა და ისევ ხელში კიბეებიდან მობრუნებული დემეტრე დახვდა
-ტასო ,თუ შენთვის ესე უფრო ადვილი იქნება შეგიძლია, თუ ეს დაგეხმარება შენ , მაშინ თქვი რო ბავშვი ჩემგან არის.
-რაა??? დემეტრე სიგიჟეა და შენც იცი ...ასე არ გამოგვივა და ეს ორივემ ვიცით ,კიდე ის ვიცით რო ბავშვი შენი არ არის და ამის თქმა უბრალოდ
-რატო?ახლა პირიქით შენ უნდა იდგე და მთხოვდე რო ეს გავაკეთო და მერე მე თუ დაგთანხმდები მაგარი ტიპი ვარ? და რადგან ეხლა შენ არ მთხოვ და მე სერიოზულად შენი და ბავშვის გამო გთავაზობთ შტერი და გამოთ**ვანებული ტიპი ვარ ?
-მაგარ ტიპობაზე და ჯელტმენობაზე არ არი დემეტრე , ბავშვის მამა გიგია და ...-ამან მართლაც გაკვირვება და პაუზა გამოიწვია დემეტრეს სახეზე.
-ვინ გიგი გოგო?დაჩის და მე რო დასანახად გვეზიზღება ეგ ჩვენი კლასელი გიგი? ვინ გიგი დაჩიმ და მე რო სამჯერ ვცემეთ თავისი საქციელების გამო ის გიგი?თუ მეთორმეტე კლასამდე ქალს რომ მხოლოდ ნივთად აღიქვამდა ის გიგი?მაგის მერე არ ვიცი რა შეიცვალა მაგრამ ისე როგორ შეიცვლებოდა ეგ ტიპი შენ რო შენს ღირსად ჩათვალე ტასო?
- ვიცი რო შევცდი, მორალს ნუ წამიკითხავ რაა ,ეგ რეაქციები დაჩისგან და სხვებისგანაც მეყოფა ,გასაგებია რო არათუ მისაბაძი მომავალი მამა საერთოდ მამობა არ უნდა და
- და აი ესე მაგ ნაბ*ზარმა გიგიმ ადგა
და ჩემი შვილი არ არიო?ფუ მე მაგის ...მაშინ ხო იყო როცა ...
-კაიი ეხლა გეხვეწებიიი , ვიცი გესმის ვიაზრებ, და ყველაზე საზიზღარი დედა ვარ რადგან ესეთი მამა ეყოლება უფროსწორედ რადგან ჩემ გამო მამა არ ეყოლება მაგრამ რა გავაკეთო დემე? ორი ვარიანტია, მე ამ ორი ვარიანტიდან ავარჩიე რომ გავაჩინო , მაგრამ იმისგან რომ მამიკოს პრინცესა ან ჯელტმენი იყოს ვერ დავიცავ.
-და შენ გიყვარს გიგი გოგო?ან როდის მოასწარი მაგის შეყვარება , მე მთელი ცხოვრება შენს თვალწინ ვტრიალებ და მაგან რა გააკეთა მასეთი ,უნამუსო ვიყო , ჩემ ბედს შევ*ცი მაინცდამაინც ეგ უნდა ყოფილიყო შენი შვილის მამა ??
-აი ხო ხედავ , მეც ამას გიხსნი ამდენი ხანია რო არ გამოვა ,
-გიყვარს თქო?
-ნუ მიყვირიხარ ...და არა არ მიყვარს ერთი ღამის შეცდომა იყო , მთვრალი ვიყავი.
-ტაისა-და თითქოს რაღაც გაახსენდაო - ხო შენი ნებით იყო?გახსოვს?
- უკვე რომელი ჯობია არ ვიცი ,მაგრამ კი სამწუხაროდ მახსოვს.
-დარწმუნებული ხარ რო გინდა ...
-დარწმუნებული ვარ დემე , ვალდებულიც კი ვარ რო გავაჩინო ,რადგან ჩემი ნაწილია უკვე.
კარისკენ მიტრიალდა დემეტრე თუმცა მალევე მობრუნდა
- ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია,იმისთვის რომ არ მევასებოდეს გიგი პლუს ორი მიზეზი მაქვს უკვე ,მომწერე თუ დაჩისთან შესახვედრად მზადება მომიწევს.
-არ მოგიწევს...შენ არაფერ შუაში არ ხარ ,რეალურად რასაც მთავაზობ , ალბათ შეუდარებელია მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება წინ გაქვს და ეს ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნება
-ვიცი , ტასო უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს: ვისთვის აირჩიე გიგი?ჩემთვის თუ დაჩისთვის. შენც კარგად იცოდი რო უთანხმოებები გვქონდა,მის გამო სკოლიდან გვრიცხავდნენ მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო .სკოლის ასაკიდან კო გამოვედით ,მაგრამ რაღაცეები უცვლელია და მაინც რომლის გამო?
-არცერთისთვის , მართლა გაუაზრებლად მოხდა.
-დარწმუნებული ხარ რო საერთოდ წავიდა გიგი შენი ცხოვრებიდან?
- რა თქმა უნდა ,მაგას ისე არ უნდა ბავშვი რომ შეიძლება მთელი ქვეყნიდან წავიდეს ოღონდ რაიმე პასუხისმგებლობა არ დაეკისროს,
ჩვენს გარშემო უამრავია ასეთი რა არა?გიგიც ერთ-ერთი მათგანია .-მხრები აიჩეჩა და თან დემეს შეხედა.-მე უბრალოდ არ შემიძლია შენც ჩაგრთო და მერე თითქოს შენი შვილია და ვალდებული ხარ რამე გააკეთო სხვებისთვის თვალის ასახვევად .
- კარგი სიმართლე რომ ვთქვათ ტასო არც შენ და არც მე არ ვართ მზად ამისთვის, მე ეს ვიცი , სისულელე იქნება რო არ ვიცოდე ,ის ფაქტიც მაგარი მეზიზღება რო ბავშვის მამა ვიღაც გიგია ,და არც ის მიხარია ამ გიგიმ რო ბავშვთან ერთად დაგტოვა ისე თითქოს ....არ ვიცი ,ვიღაც სხვა იყო ვიდრე ხარ...
და მაინც შენ არ იცი ...მე მინდა დაჩისგანაც კი დაგიცვა
-დაჩი არაფერს არ დამიშავებს ,ეს ხომ იცი , არ გაუხარდება,შეიძლება გაუტყდეს,გაბრაზდეს მაგრამ არაფერს დამიშავებს .
-ვიცი.
- თან დაჩი შენზე უფრო გაგიჟდება .
-გადავიტანთ.-კიბეებს გაუყვა და ისე დაშორდა ტაისას .მის სურნელს,მზერას,თვალებს და ყველაფერს რაც ასე ძალიან უყვარდა და იმ პატარა არსებასაც ჯერ რომ არავისთვის არაფერი დაუშავებია და არც ის იცოდა რატო უყვარდა ან ეზიზღებოდა უკვე ვიღაცეებს ის უკვე.
კვირის ბოლოს დაჩისთვის ამ თემაზე დალაპარაკება დემეს გატეხილ ტუჩად , ცხვირიდან სისხლდენად და ჩალირჯებულ თვალად ნამდვილად დაუჯდა და ეს ყველაფერი მხოლოდ 2 დარტყმაში მოახერხა , დაჩის იმ მზიანი დღეს ორი ინფორმაცია უნდა გადაეხარშა:
1.მის ბავშვობის ძმაკაცს , მას ვისაც საერთოდ ყველაფერს უყვებოდა თურმე ამდენი ხანი(რამდენი არც იცოდა)მისი დ უყვარდა.
2.ამ ამბავს ისე მალავდნენ რო უკვე ორსულადაც იყო ძმის გული.
-შენ ბიჭო საერთოდ იაზრებ რას მელაპარაკები?ჩემ დაზე , ჩემ ტასოზე ვსაუბრობთ ძმაო? მე შენ რო გენდობოდი,მე რო შენ ესე გენდობოდი შენ კიდე თურმე ზურგს უკან იდეებს აწყობდი ჩემი დის დაკერვის?იცი რამდენი წლისაა ჩემი ტასუნა? 19 ის , შენ როდის მოასწარი მისი სხვანაირად შეხედვა,როდის აღარ იყო შენი და?
-ჩემი და არ არასდროს ყოფილა ,ვიცი რამდენი წლისაც არის დაჩი, ვიცი მაგრამ შემიყვარდა ,ვერ შევხედე , მე ვცდილობდი მართლა ვცდილობდი , იცი რამდენი ღამე არ მიძინია ,მხოლოდ იმისთვის რომ რაიმე გზა გრძნობების გაქრობის აღმომეჩინა?მაგრამ მეორე დღიდით მოვიდოდი აქ და ტაისა რაღაცას მეტყოდა ,ან თავისი თაფლისფერი თვალებით შემომხედავდა და ჩემთვის იმ თავზე გათენებულ ღამეებსაც აზრი ეკარგებოდა.
-რას მეუბნები ბიჭო რო ეხლა მე რო ავდგე და შენ დასთან დავიწყო ურთიერთობა მართალი ვიქნები?
-დაჩი დემეს და არც ჰყავს .- ამ საუბარში უფრო ჩხუბში და დაჩის რეაქციების გამოხატვაში პირველად ჩაერთო ტასო.
- რა მნიშვნელობა აქვს ,აქ მთავარი ეგ არ არის.
- ნუ გააზვიადებ.
-საერთოდ გაჩერდი შენ ტასო რაა , თქვენ ვერ ხვდებით , ვერ იაზრებთ რო კი არ ვაზვიადებ მე დემეტრეს ვენდობოდი, როგროც ყველაფერში ისე ჩემ დასთან მიმართებაში,არაფერი არ შემიმჩნევია იმიტო რო ეჭვი არც მქონია ,შენ გიყვარს ტაისა?- დაჩიმ მაინც დასვა ის შეკითხვა რომელმაც ოთახში დუმილი მოაყოლა და დემეტრეს გახეთქილი ტუჩიდან
სისხლის მოწმენდვა შეაწყვეტინა.
-ტასო გიყვარს თქო?-კვლავ გაიმეორა კითხვა დადვანმა.
- ხო ხედავ დაჩი რო ვერ გეუბნება. მიყვარს თქო მე გითხარი
-შენ რო გიყვარს გავიგე მაგრამ ტაისა
- ანუ ერთმანეთი გვიყვარს თქო ვთქვი.
-მე მინდა რო ტაისამ მითხრას , მონსტრი ხო არ ვარ არაა? არც მამა არ ვარ ტაისა, მითხარი...უბრალოდ არ ველოდი და ჯერ არც დამთავრებულა აქ დემე -თითქოს ტონი აშკარად შეარბილა დასთან საუბრისას.
-კიდე რა გაინტერესებს?თუ მკითხავ როდის შეგიყვარდაო ,გეტყვი რო არ ვიცი დაჩი, იმიტომ რო რაც გავიცანი მას მერე სულ ეს გრძნობა მაქვს ,
- ეე შენ რა დღეში ხარ , როდის იყო გრძნობებზე გესაუბრა ...
-ხოდა ეხლა ვსაუბრობ.
- გავიგე ,მაგრამ ემ ტასოსთან უნდა ვუსაუბრო,რა მოხდა ჩვენ შორის ისეთი რო ვერ ადგა და ვერ მოვიდა და ვერ მითხრა ,მანამ სანამ ორსულად იქნებოდა,
-დაჩი მერე ვისაუბროთ ხო ხედავ რო დემეს სისხლი სდის ისე დაარტყი ?!
-ეს პასუხი არ იყო.
-ვუყვარვარ დაჩი ,უბრალოდ ვე გეუბნები და საერთოდ რა გჭირს შენ?
-კიდე მე რა მჭირს ბიჭო?მე რა მჭირს?ჩემ დასთან თურმე შენ...უჰ ვერც ვამბობ მაგ სიტყვას და მე რა მჭირს?ბოდიში რო ვერ გადავხარშე უცებ ყველაფერი რაა , შემინდეთ , შენკიდე მითხარი პასუხი ,
-უთხარი ტასო ,უთხარი და რო რამე ისევ მე დამარტყამს,როგორ ჩემ დას უყვარხარო...
- აუ ეს ნახე რაა აღადავდა ისევ უცბად ,
-რა ეხლა მიზეზს რა ეძებ რო კიდე დამარტყა თუ რა ?
-რატო უფრო კარგად არ დაგარტყი რო ფეხზე ვერ დამდგარიყავი.
-ნუ დააობლებ ეხლა შენს დიშვილს.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

დემეტრეს ტყუილად მოხვდა დაჩისგან და რატომ ტაისიამ მიიღო დაჩის შემოთავაზება

 


№2 სტუმარი Nnmm

სტუმარი ნესტანი
დემეტრეს ტყუილად მოხვდა დაჩისგან და რატომ ტაისიამ მიიღო დაჩის შემოთავაზება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent