შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ნაშუაღამევს"


7-09-2023, 01:58
ავტორი მარი ამიი
ნანახია 600

ნაშუაღამევს,დაფერფლილი იმედის ბილიკს მივუყვებოდი.
ოკეანესავით ლურჯი და იდუმალი ცა,უამრქვი ვარსკვლავით იყო სადღესასწაულოდ მორთული.ჩემს წინ,დასაწვავ ბილიკზე კი სინათლის ნასახი არ იყო,მივუყვებოდი უსასრულოდ და არადა არ სრულდრბა წყეული წყვდიადი.ალბათ იცოდა როგორ პატარა ბავშვივით მეშინია სიბნელის...
ფეხშიშველი,გრძელ,სიფრიფანა თეთრ კაბაში გამოწყობილი,კიდევ უფრო ვუმატებდი ნაბიჯს.მივრბოდი,ვტიროდი მაგრამ არსად ჩანდა სინათლის სანატრელი სხივები.
ქვითინისგან ღონე გამოცლილი ძირს უიმედოდ დავენარცხე.ვერაფერს ვგრძნობდი გარდა შიშისა.მინდოდა ვინმეს შევემჩნჯე და ეშველა.გავეყვანე იმ უსაშველო წყვდიადიდან...
ისევ მოვიკრიბე მთელ ძალები და ისევ აქვითინებული გავიქეცი წინ.ისევ ნამწყვდადევს ვყავდი მოცული მაგრამ არ მაძლევდა სული დანებების უფლებას.მგონი შედეგს იღებს ბედთან ომიც და მეგონა რომ ჩემს წინ უეცრად გამოჩენილი ყმაწვილი მიხსნიდა უსაშველო,ცივი და შიშით მოცული წყვდიადიდან...
-ჰეიი (ბედნიერი და აღელვებული ვეძახი ჩემს წინ მდგარ ყმაწვილს)
ის შეცბუნებული ტრიალდება ჩემსკენ და ცდილობს გაიგოს რა დაჰკარგვია ამ ცივ,ბნელ ადგილას თითქმის მკვდრისფერ ახალგაზრდა გოგონას სულ მარტოს.
-ამ ნაშუაღამევს,ყინვაში აქ რასაკეთებთ მარტოდმარტო?(მეკითხება შეცბუნებული)
როგორცკი მის ფირუზისფერ თვალებში ჩავიხედე(რომელიც ერთადერთი იყო საიდანაც სინათლე იფრქვეოდა)მაშინვე უჩვეულო სიმშვიდემ დაისადგურა გაყინულ,შიშით დაბერებულ ახალგაზრდა გულში.
უცნობმა ყმაწვილმა ჩემი ისტორიის მოსმენის შემდეგ რომელიც ჩემთვისაც ბუნდოვანი იყო,დახმარება შემომთავაზა.პირველ რიგში გამარიდა იმ უკუნითი სიბნელით მოცულ წყვდიადს.რომლისაც ასე უსაშველოდ მეშინოდა.
ჩემს გადამრჩენელ ყმაწვილს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი,თითქოს მისით ტკბობა მინდოდა იქამდე სანამ გაქრებოდა ჩემი სამყაროდან.
მას ქარვისფერი თმა,ფირუზისფერი თვალები და ხორბლისფერი კანი ჰქონდა.
მე ღონე გამოცლილი მის კვალდაკვალ მივაბიჯებდი მხოლოდ იმ ყმაწვილის იმედად დარჩენილი.ერთადერთი გამოსავალიც სწორედ ის იყო რომ მივნდობოდი.განა როგორ შემეძლო მისი თვალების ცდუნების გაძლება.პირველივე წამიდან მივენდე და გავყევი სინათლის სხივების გამოჩენის ამარა....
უხმოდ გავიარეთ გრძელი გზა და უზარმაზარ გაბრწყინებულ ოკენანეს მივადექით,ცასავით ლურჯს და იდუმალს...
იქვე ცეცხლი დაანთო უცნობი,გაყინული გოგონას გათბობის იმედით.მაგრამ რად მჭირდებოდა ცეცხლი,მისი თვალები მეც მათბობდა და ჩემს გულსაც...


ვისხედით ერთმანეთის თვალდათვალ და სიტყვების გარეშე ვუზიარებდით განვლილ ტკივილს რაც ნაწყვდიადევს გადავიტანეთ...
ასეთივე დუმილითვე ვაშუშებდით ერთმანეთის მოუშუშებელ იარებს...
გადიოდა უსასრულოდ დრო და მხოლოდ ჩვენი თვალები საუბრობდნენ,ტიროდნენ და იცინოდნენ...ნაშუაღამევის მიწურულს კი სანატრელი,მომენტიც დადგა... ჩვენი ტუჩები წყურვილის და უფრო მეტად ტკვილის მოსაკლავად ერთმანეთს დაეწაფა და მთელი დუმილის სათქმელი ერთბაშად უამბეს ერთმანეთს...
ცივი მაგრამ ყველაფრის მთქმელი იყო მისი თვალები და ცრემლისგან სველი მისი ტუჩები...
ვგრძნობდით რომ ნაწყვდიადევისგან შორს ვიყავით მაგრამ უსაშველოდ გვეშინოდა მაინც რაღაცის...
ალბათ ერთმანეთის დაკარგვის...
სრულიად დუმილით მაგრამ საშინელი გრძნობების ხმაურით,უსიტყვოდ ავირჩიეთ ერთად სამარადისო არსებობა. ჩვენ სამუდამოდ დავაკავშირეთ ჩვენი გრძნობები,გულები,თვალები და ტუჩები...
ისევ დუმილით და უსაშველო ხმაურით,გაყინული ხელები მჭიდროდ ჩავკიდეთ ერთმანეთს და გადავიკარგეთ ოკეანის შუა გულში.რაც მთავარია ერთად,სამარადისოდ,ნამწყვდიადევიდან შორს.

უცბად გამეღვიძა და ყველაფერი ისევ ამოტივტივდა გონებაში.უსაშველო ტკივილს ვგრძნობდი გულში,თითქოს ახლახან დამინაკუწეს.სრულიად წარმოუდგენელი იყო ეს ტკივილი,და უფრო აუტანელი ხდებოდა დრო და დრო,გენატრრბოდა და გიყვარდა ის ვინც არც კი არსებობს,შეგიყვარდა სიზმარში და გამოღვიძებისთანავე გაქრა ის "ადამიანი" თუმცა მისი სიყვარული 30 წელზე მეტია არსად ქრება,არ იკარგება წყეულ ოკეანეში როგორც პირველი სიყვარული.30 წელია უსაშველო ტკივილს ვგრძნობ გულში ისეთს როგორც იმ ბნელ და ცივ წყვდიადში.
მან დამიხსნა ნამწყვდიადევიდან და მანვე გამიმიმეტა უარესი უფსკრულისთვის
ნაშუაღამევს აღარასდროს გამოჩენილან ოკეანისფერ ცაზე ვარსკვლავები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent