შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი


27-03-2017, 22:28
ავტორი L LI
ნანახია 3 223

ვის არ უყვარს მზის ჩასვლა, სხივები რომ იდღაბნება ნაირფრად ცაზე. ამ დროს მზე ცდილობს წავიდეს, ლამაზად დამემშვიდობოს და თავის სევდას მიტოვებს ნარინჯისფრად. არ იცოდით? სევდისფერია ნარინჯისფერი. მზე ტირის, ტირის როდესაც ყვითელ, მოვარვარე ბურთთან იისფერი ქმნის კონტრასტს. ცრემლის ფერია იისფერი... ცრემლებით მიდის ჩემგან მზე და ისადგურებს სრული წყვდიადი. მაგრამ არა,შავი არ არის წყვდიადის ფერი. პატარა მოციმციმე ვარსკვლავია ის წყვდიადი, იმედივით რომ ბჟუტავს ცაზე, მაგრამ გათენებისას ქრება. არ მიყვარს მე ვარსკვლავები. მათ რომ ვუყურებ კიდევ ერთხელ ვხვდები: რაც წავიდა, აღარ დაბრუნდება. შორეულად ქცეული, ბოლომდე მიუწვდომლად დარჩება.
ლამაზია რომანტიკოსების იდეალად ქცეული ღამე. მშვენიერია ლამპიონებით განათებულ ქუჩაში სიარული. წვიმიან ასფალტზე ეფინებიან სინათლის ნაწილაკები, სევდიან ვალსს ცეკვავენ თითქოს. და მე არ მიყვარს ღამე, რადგან ესაა უკანასკნელი ცეკვა, ყველაფრის დასასრული.
ამბობენ, რომ ყველა დასასრულს აქვს დასაწყისი. იქნებ ეს წყვდიადის გრდემლით ნაჭედი ღამეც დასრულდეს, როდესაც მზე ამოვა. ყოველთვის მეგონა, რომ განთიადისას მზე წითლად იცინის. მაგრამ იცით? არასოდეს მინახავს. თქვენ თუ გინახავთ, იქნებ მითხრათ, რა ფერია მზე განთიადისას?
მე მხოლოდ მისი სევდა ვნახე, ნარინჯისფერი...
მე მხოლოდ მისი ცრემლი ვნახე, იისფერი, ყვითელთან რომ ქმნიდა კონტრატს...
მე მხოლოდ დაისი ვნახე, ვარსკვლავების წყვდიადი, ვალსის მელოდიაზე აცეკვებული დამპიონები...

მინდა განთიადიც ვნახო, ახლა თუ არა, ოდესმე მაინც. და იცით? მე მიანც მჯერა, რომ მაშინ, როდესაც მზე ამოვა, მე ვიხილავ ახლის დასაწყისს.
ჯერ ისევ ჩადის მზე. ისევ იდღაბნება მისი სხივები ნაირფრად. მხატვარი რომ ვიყო, ალბათ დაისს დავხატავდი. მოვიპარავდი, ციდან მოვწყვეტდი მზეს, ტილოზე გადმოვიტანდი, სევდისფერი საღებავებით. ეს იქნებოდა ყვითელ ბურთი, იისფერი ცრემლებით. ვარსკვლავებსაც მოვიპარავდი, ლამპიონებს... თავად ვიცეკვებდი ნელა ვალსის მელოდიაზე და ასე დაველოდებოდი ახალ მზეს, იმედის ფერს. წითლად რომ იცინის. იცით? იმედის ფერია წითელი.
ახლა სევდის მზე ჩადის. მალე ახალი მზე ამოვა, იმედისფერი...

და თქვენ გინახავთ მზის ამოსვლა? წითლად იცინის?
მითხარით, რა ფერია მზე განთიადისას...



№1  offline წევრი dikunia

მალე ახალი მზე ამოვა, იმედისფერი .... მომეწონა heart_eyes

 


№2  offline წევრი L LI

dikunia
მალე ახალი მზე ამოვა, იმედისფერი .... მომეწონა heart_eyes

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი bla.ell

სტაფილოსფერი...სტაფილო მიყვარს და მაგიტომbowtieმომეწონა ძალიან...სასწაული გოგო ხარ მოკლედ კარგად წერ ძალიანheart_eyesმე ღამე მიყვარს და არა იმიტომ რომ რომანტიკოსი ვარ,უბრალოდ იმიტომ მიყვარს რომ,ეს უკანასკნელი ცეკვაა მაგრამ ისეთია რა,სიყვარულს რომ გავს და არ გავიწყდება,მე რომ გარდავიცვლები ღამე იქნება,03:00...უკანასკნელი ცეკვის აღსასრული...მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

 


№4  offline წევრი L LI

bla.ell
სტაფილოსფერი...სტაფილო მიყვარს და მაგიტომbowtieმომეწონა ძალიან...სასწაული გოგო ხარ მოკლედ კარგად წერ ძალიანheart_eyesმე ღამე მიყვარს და არა იმიტომ რომ რომანტიკოსი ვარ,უბრალოდ იმიტომ მიყვარს რომ,ეს უკანასკნელი ცეკვაა მაგრამ ისეთია რა,სიყვარულს რომ გავს და არ გავიწყდება,მე რომ გარდავიცვლები ღამე იქნება,03:00...უკანასკნელი ცეკვის აღსასრული...მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

ჰაჰა მეც მიყვარს სტაფილო bowtie მადლობა ასეთი სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent