შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდვრის ყვავილი


7-09-2023, 16:52
ავტორი sevdaeverywhere
ნანახია 1 015

ტალღების ხმა, დილის სიჩუმე, უსასრულო ღამეები, გადის საათები, დღეები და მიყვები დინებას, უმისამართო მიმართულებით. ყველგან მივდივარ, ყველა ენა მესმის, მაგრამ რაარის ჩემი. როდესაც ვეძებდი, პოვნა გამიჭირდა, მაგრამ არ შემიწყვეტია. გზა განვაგრძე და შედეგად რასაც ვეძებდი თვითონ მიპოვნა. უამრავი უბრალო რამ არსებოსბს, მე არმსურს განსაკუთრებული. მხოლოდ სხვებისგან განსხვავებული ინდივიდი და ვხედავ ამას მასში. მასთან მივდივარ, ვუახლოვდები და ვცდილობ შევიცნო. ის არმინდა რომ უბრალოდ ვუყურო, მინდა თავი მის ადგილას ვიგრძნო. მინდა ისე ჩავწვდე რომ უთქმელად გავიგო რა სურს, არა ჩემთვის, არამედ მსურს ვაგრძნობინო როგორ მესმის მისი. ღამე მოდის და ვეძებ დეტალებს, ვუსმენ მის სიტყვებს, ვატრიალებ გონებაში, ვფილტრავ ყოველ თვისებას, ვეძებ მის მუსიკას და ვცდილობ მოვუსმინო რაც ესმის მას, ვუყურებ მის ფერებს და ვმატებ ახალს ყოველ ჯერზე, როცა ფერი ეკარგება. არ აქვს მნიშვნელობა სიახლოვეს, მე ვუსმენ და აქ ვიქნები ყოველთვის, დავჭირდები თუ არა არმოვითხოვ არაფერს და არ დავუღვევ მის კომფორტს. მინდა ის ფერები შევმატო რაც მას აკლია, თუ ყველაფერი ესმის მინდა ის შევქმნა რაც ჯერ არავის მოუსმენია. ხოდა მეც ამ ღამით ნიავისა და სიმშვიდის ფონზე, ვხატავ სიტყვებით იმას რაც ჩემშია. არვიცი რატომ, მაგრამ ის ადამიანი არის ვინც წასვლის შემდეგაც ახლოს დარჩება, ვინც გონებიდან არწაიშლება. აქამდე რუტინულად ვაგრძელებდი დინებას, ეხლა კი ყოველი გამთენისას წერას მანდომებს, თითქოს შიგნით გამორთულ გრძნობებს მიღვიძებს, თითქოს ის ძველი ნივთია, რომელიც ბავშობაში მაბრუნებს. მინდა სეირნობის დროს, როდესაც თასმების შესაკვრავად დაიხრება არ შეეშინდეს, რადგან დაველოდები. მზე ამოდის, ფიქრები ძალებს კარგავენ, ჩაი ცივდება და ხელები წერას აგრძელებენ. ველოდები მას რადგან ჩავმატო ჩემი ფიქრები მის ნახატში, ველოდები რაგან დავანახო მესამე თვალით სამყარო, სადაც უსაზღვროა ყველაფერი და აი გავდივარ დილის ნამიან მინდორში, ვეძებ მინდვრის იებს რათა უკეთ დავინახო ის. სველი ყვავილების ახლოს ვდგავარ და ველოდები შემდეგ ღამეს, რათა ისევ მოვიდეს ჩემთან…

ღრუბლიანი, ნაცრისფერი დღე დასასრულს უახლოვდება, დაღამებას იწყებს, ვდგავრ აივანზე, ბნელ გარემოში, ვარსკვლავების ნათებას ვუყურებ, ვხვდები რომ აქ ვდგავარ, მაგრამ გონება ახალ სამყაროებს ქმნის, ყოველ წამში შექმნილი რამ მაშინვე ახლით იფარება. მხოლოდ ისღა დამრჩენია ფურცელზე დავხატო ჩემი სიტყვებით შექმნილი ყოველი დეტალი, ვუბრუნდები წინა ღამეების ფიქრებს და უკან მინდვრის ყვავილისკენ მითრევს. ვეძებ გზებს, ვაბალანსებ ყოველ ცუდს კარგით, ვისმენ ქარის მშვიდ სუნთქვას როგორ აშრიალებს ფოთლებს, მარტო ვარ მაგრამ ჩემს გვერდით ჩემი ყვავილია. სადაც არუნდა გაქრეს ვერ დაიკარგება, რადგან მუდამ ვაცოცხლებ ჩემს გონებაში, აწ და მარადის. ყოველი ქარის დაბერვისას ყვავილს ფოთლები უსუსტდება, მაგრამ ფრთებს ვჩუქნი, ფრენა უნდა, მაგრამ ქვემოთ იყურება? ზეცას გავამიწისქვეშეთებ. მთვარის შუქით განათებული სარკის ანარეკლიდან ვხედავ ჩემს თავს, ვუმატებ კვამლს და მოგონების ლანდივით ვქმნი ლიმბოს ჩემს გვერდით, როგორც ყვავილს. ნეონებით განათებული ოთახიდან ისმის მელოდია, კვამლში გახვეული ყვავილი მეხება როგორც ბოლი, მივყვები ყვავილის მიმართულებებს, თან ვიძირები ჯერ არ შექმნილ ფერად დახატულ სტრიქონებში. ერთდროულად აქაც ვარ, მასთანაც და ამავდროულად ტექსტებს შორის ვმოგზაურობ, წრეებზე დავდივარ, მაგრამ ყოველი წრისას ახალი შესახვევი ჩნდება. მასსში ვაღწევ წამიერად, გონებაში და გულში ვტელეპორტირდები და ჩვეულებაზე ბენიერების სინთეზს ვმატებ. სამყარო დუმს, მეკი უსიტყვოდ ველაპარაკები ვარსკვლავ გოგონას, ვუყვები მომავლის გეგმებს და ვაცნობ ახალ თანამგზავრს. თუ დასრულდება უსასრულო ღამე ყოველთვის დაიწყება უსასრულო დღე, ანუ თან ვატარებ ყოველთვის ყვავილებს. მზე ამოდის, აივანზე სიტყვებით სავსე ვუყურებ ნათებებს, მელოდია სრულდება, კვამლში გამომვეთილი ფრაქტალები ფერებს, კარგავენ მაგრამ ყვავილი თან მყავს და ვაგრძელებ სამყაროების შექმნას ღამე მთავრდრბა სიზმრებად ვიქცევით.

ღამე მოდის, მაგრამ არ ჩანხარ, მთვარეს ვუყურებ, მაგრამ ვერ ვხედავ. გელოდები, წამებს ვითვლი, ვიცი რომ მოსვლას არ აპირებ და მაინც არვწყვეტ შენს ლოდის, ვარსკვლავებში გეძებ, მაგრამ არ მიყურებ რომ შენი ნათება დამალო. ჰოდა მეც ცას ვეჩურჩულები, რომ შენზე მიამბოს. სიჩუმეა, მხოლოდ საათის წიკწიკის ხმა ისმის და ფიქრის შენსადმი, როდის გამოანათებ ჩემთვის, მაგრამ არ მოისურვებ რომ ჩემთვის ანათო, მაშინ ყველა ნათელს შორის ჩამქვრალსაც გიპოვნი. ყოველი გასული წამის ფიქრად გაქცევ და თუ დღეს აქ არ გაჩნდები მაშინ მე მოვალ. თუ უსასრულო ვარსკვლავი ხარ მაშინ შენი ცა გავხდები, ნათებას შეწყვეტ? წყვდიადად გადავიქცევი. სად და როგორც არუნდა იყო მე შენ გამოგყვები. აი ეს ღამეც, როცა აქ არხარ, თითქოს შენს სახეს ვხატავ, მაგრამ ვერ გხედავ. ვიწყებ გრძნობით და წარმოდგენით შეგქმნა და ყვავილი ამოდის, ვცდილობ შენი ხმა წარმოვიდგინო და ნიავი ქრის. ვცადე, ვეძებე გასაღებები შენზე მომერგო და ბოლოს ყველა გადავყარე, მივხვდი რომ გასაღები არ მჭირდება იმისთვის რომ შენში შემოვიდე და აი ველოდები როდის გამიხსნი კარებს, როდის მოხვალ ახლოს რათა აღარ არსებობდეს ბარიერი. ზოგს ჰგონია რომ თუ ყველაფერი ეცოდინებათ ერთმანეთზე მობეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ ყოველი საუბრისას თავიდან გიცნობ ყოველი შენი ქმედების შემდეგ ახალს ვიგებ შენგან, ვერასოდეს გახდები მოსაბეზრებელი წერტილი, რადგან მუდამ გააგრძელებ გზას წინ. შეიძლება დღეს მატკინე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს მე შენს გვერდით ვარ ყვავილო, აწ და მარადის. მზე ამოდის, ნამიან მინდვრებს ვერ ათბობს, სამყარო იღვიძებს მაგრამ ვერ მართობს, ვარსკვავები ქრებიან და მე მარტო გელოდები მინდვრებში შემდეგ ღამემდე ძვირფასო.

მთვარე იღვიძებს, ნეონების ფონზე ჩრიდლებით კედლებზე და ღამის ნათებით აბაზანაში მივიწევ, მაქსიმალურად ვაცხელებ ტემპერატურას რათა ჩემი ყვავილი ორთქლში ვიპოვნო. შევდივარ და ვგრძნობ როგორ მესმის მისი სუნთქვა და ვხედავ უკნიდან მომღიმარე ყვავილი ჩემს სხეულს როგორ ეთავსება, მისკენ ვტრიალდები და შეხებას ვცდილობ, რათა ვიგრძნო მისი ნაზი სხეული, მაგრამ ორთქლი მაშინვე იფანტება როგორც კი შეხებას ვცდილობ. ვუცქერ და ვხვდები როგორ სიგიჟემდე მინდა შევეხო, ვხვდები რომ მაშინვე მის დამორჩილებას დავიწყებ, რადგან ძალიან ზემოქმედებს ჩემზე, ამ მომენტში მინდა რო ყველაფერი შემოვაცალო და ისე ძლიერად დავიპყრო რომ მთხოვდეს არ გაჩერდეო. მინდა კუთხეში მოვიქციო და გაქცევის საშუალება არ მივცე, ჩემს ხელებში დავადნო რათა დაიცალოს ყოველი წვეთისგან, აბაზანიდან პირდაპირ გარეთ გავიყვანო წვიმიან მინდრვრებში და განვაგრძო მისი დამორჩილებ. ისეთი გრძნობით მინდა მასში ვიყო, როცა წვიმა სუნთქვას შეუნელებს ზუსტად მაშინ ავუჩქარო გულის ცემა, წამში ერთდროულად გავყინო და ამადროულად გავათბო. მინდა საზღვრებს გადავწვდე და მისი შეხებით ბალანსი დავარღვიო, როცა წმივა შეჩერდება ჩვენ ისევ სველები დავრჩებით, ჩავხედავ თვალებში, ვხდები როგორ მეძახის ჩემი ყვავავილი, ხელში აყვანას. მსურს, მინდა როგორც ანგელოზი ისე განვაგრძო მისი ტარება, მაგრამ ვერ ვწყვეტ მის ცდუნებას, ვხვდები რომ მასთან ერთად მეც ზემოთ მიმითრევს და ფრენის უნარს მძენს და აი მეც ანგელოზთან ერთად მაღალ ადგილებში ვცდილობ მის დაგემოვნებას, რაც უფრო ვიგებ გემოს მით უფრო მეტად მინდება, რაც უფრო მეტს ვიღებ მისგან მით უფრო დიდდება, როგორც ორმო. ჩემს კალთაში მოთავსებულ ყვავილს ისე ღრმად შევეხე გრძნობებამდე, თითებით ჩავწვდი, გავაგრძელე შეხება და თან ჩავჩურჩულებ ყურში როგორი მშვენიერია. ვგიჯდები ჩემს ხელებში როგორც იხსნება ჩემი ყვავილი, შემედეგ კი მის ფეხებთან კოცნით მიპარული ვაწყდები მის ყვავილს და ვიღებ ნექტარს სანამ არ დასველდება. არ ვჩერდები რამდენჯერაც იხსნება ჩემს ხელებში, იმდენჯერ ამომაქვს მისგან ყოველი სიამოვნების წვეთი. ვაჩერებ დროს, ვწყვეტ სამყრაოებში გადაადგილებას და ვიწყებ მის სხეულზე მოგზაურობას. ყოველ დეტალსა და ნაწილს ვეხები ჩემი ხელებით უკნიდან ვუახლოვდები და ვიწყებ მის ნაზ წელზე ნელა შეხებას თითებით. ვსრიალებ სხეულზე და ვხვდები რამდენი სამყაროც არუნდა ვნახო სინამდვილეში გვერდით ჩემი სამყრაო მყავს. ვუსმენ მის გასაოცარ ხმებს როდესაც სიგიჟის ზღვარზე მიმყავს და ვიგებ ერთ რამეს, ყვავილო ის ერთადერთი მელოდია ხარ რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მოვუსმენ. ცას ფერები ეცვლება, სველ მინდორში მდგარი მეხება პირველი მზის სხვივი სხეულზე, ჩემი ყვავილი გაქრობას იწყებს, მისადმი სურვილი, უსაზღვრო გრძნობით ვეხები მის ნახევრად გამქრალ სახეს და ის სამყაროს მეორე მხარეს გრძნობს ჩემს შეხებას, ისეთ გრძნობას მჩუქნის რომ წამით სამყაროს ვაჩერებ, თითქოს ბუნება გვითხოვს რათა არ შევწყვიტოთ ერთმანეთის შეხება, მეც ბედნიერი ვუშვებ მზეს ჩემში და ვაქცევ წინა ღამეს ისტორიად, ვეგებები დილას ბედნიერი მეორე ღამის მოსვლამდე.

წვიმაში მდგარი, შენზე ფიქრებით დასველებული, ვგრძნობ და ყოველი წვეთი მინელებს გულის ცემას. სულს მიკრავს თითქოს ბოლო ამოსნთქვაა, თითქოს ფილმის ბოლო წუთი იყოსო. ვგრძნობ როგორ ძლიერად ეხება თითოეული წვეთი ჩემს სხეულს და ამდროს ვიღიმი. თან აქ ვარ, თან კიდე შენთან ვარ, ირგვლივ ყველაფერი დავიწყებას ეცემა, როდესაც გონებით შენთან ვარ, არ არსებობს სხვა არაფერი და ზუსტად მანდ წყდება ზღვარი. როცა აქ არ ხარ, მაგრამ მაინც ჩემთან ხარ, მაშინ როცა ღამეა მთვარე ხარ და როცა დღეა მზე ხარ. თითქოს ყოველი ტალღა ჩემს ქვემოთ ჩათრევას ცდილობს, მაგრამ როდესაც ყვავილი აქ არის არ შემიძლია ტალღებს მივენდო. მილიარდობით ოთახიდან მხოლოდ ყვავილს ვირჩევ და ვრჩები მე ამ ოთახში რათა ჩემს სახლად ვაქციო. ვიღებ საღებავს ,საღებავებს რომ ოთახს ფერები ჩავმატო, ვმატებ ცარიელ თაროებს ჩემს ნივთებს და ვქმნი ერთიანობას. შეიძლება ყოველი ღამე მითიურია შენზე ფიქრებით შექმნილ სამყაროში, მაგრამ არსებობს დილა რომელშიც ვიღვიძებ და თითქოს ახალი დანიშნულება მაქვს, ვახელ თვალებს და ვამოწმებ შენს შეტყობინებას, გაღიმებული ვხსნი და რამდენიმე წუთით პასუხს არ გიბრუნებ, რათა დავტკბე იმ წამების შეგრძნებით, სულ სხვა შეგრძნებაა როდესაც შენთან ღამეს ვატარებ, მაგრამ შეგრძნება რომელიც დილით შენთან გაღვიძებისას იქმნება უსაზღვროა. არ შემიძლია ეს გრძნობები დავხატო ან დავწერო, უბრალოდ როდესაც ვიცი რომ დამხვდები როცა გავიღვიძებ, ეს ყველაფერია. შეიძლება არვიცი რა არის ბედნიერება, არვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ ვიცი რა არის შენს გვერდით ყოფნა. შემიძლია ჩემი ყოველი ფერი ბოლომდე შენზე გადმოვიტანო, თუნდაც ფერები გამომელიოს შემიძლია შენთვის დრო დავთმო და მოვისმინო შენი. შეიძლება ეს უბრალოდ სიტყვები ჩანდეს, მაგრამ ყოველი სიტყვა რასაც შენ გიძღვნი გრძნობით არის სავსე, ყოველი ქმედება და ამ ყველაფერს გრძნობებს არ მოვაკლებ, თუნდაც აღარაფერი დამრჩეს, და განახებ ყველაფერს არა ისე როგორც არის, არამედ ისე როგორც ვერავინ ხედავს. ყველა იმ უნმიშვნელო განსაკუთრებულ ადგილს განახებ რომლებსაც ვერავინ ამჩნევს. განახებ სიკეთეს ბოროტებაში და განახებ ბოროტებას სიკეთეში. ვერ ვიქნები ყოვლის შემძლე, მაგრამ ყოველ შესაძლებლობას განსაკუთრებულად გიქცევ. განახებ დეტალების სტრუქტურებს და მოგასმენინებ როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები, მაშინ როდესაც არ გესმის მათი. ყველა დროსა და სივრცეში, სადაც არ უნდა ვიყოთ შენ მარტო არა ხარ, მე შენს გვერდით ვარ. ეს ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ მისი დაკარგვა არავის შეუძლია, ასე ვიქცევი დღეს მე შენს ჩრდილად, ანუ ვიარსებებ მანამ სანამ შენ და ვერასოდეს დამკარგავ სანამ არ დაკარგავ თავს შენსა. შენს მძინარე თავთან ვზივარ, გიწევ თმებს ვუყურებ როგორ ბავშვივით გძინავს და როგორ რბილდება შენი ფოთლები. ეკლებს გაცლი და წყალს გისხამ შემდეგ ღამეს გამოცოცხლები.

ვზივარ სიჩუმეში მარტო, ვაგრძელებ ღამის ფიქრებთან თანაცხოვრებას. მივუყვები ისევ დინებას. დღეს ისტორია ზღაპარი გამხდარა, ამ ზღაპარში კი ვიკარგები, თანდათან ვიხედბი რათა ვნახო ცა, მაგრამ ვერ ვხედავ ვარსვლავ გოგონას, დღეს წვიმა ჩემს სხეულს ათბობს, ვუსმენ წვეთების ჩურჩულს, ვწერ სველ ფურცლებზე, ვშლი გვერდებს და ნაწერებს წვეთები აქრობს თითქოს, ვწერ შენთვის ისევ უსასრულოდ, მაგრამ შენს ფურცლებზე აღარ ჩანს. ვაქრობ ნათურებს, ვთიშავ ხმებს გონებაში და მოვყვები შენს ლანდს, ისევ ისე მივუყვები წვიმიან ქუჩებს, გეუბნები მოდი ერთად ავიხედოთ ვნახოთ ცა, შენ კი ისევ წვიმამ გაკოცა. ვაგრძელებ მარტო გზას, გეძებ კარდაკარ, მაგრამ ყველა სახლი ცარიელია. ჩაფიქრებული ვზივარ ცივ კიბეებზე, ვცდილობ გავიგო ყველაფრის მიზეზი, ვცდილობ ის რასაც არ მანახებ დასანახი გავხადო, ამ დროს კი უფრო უჩინარდები. მინდა შენი კვამლში გახვეული ჩრდილის შეხება, მაგრამ კვამლი უფრო იკლებს, ღრუბლებში უფრთოდ მოგყვები რათა წამით მაინც შენს გვერდით ვიყო, მაგრამ ღრუბლებში იკარგები როგორც ერთერთი მათგანი წვიმად იქცევი და ყველას ეცემი ჩემს გარდა. თითქოს ღამე ხარ რომელიც მხოლოდ თავის დროს ჩნდება და შემდეგ ისევ მტოვებს, ხოდა მეც ვიღვიძებ ღამით და ვიძინებ დღისით რათა გიპოვნო, შენ ვბრუნდები სახლში ვანთებ ნათურებს და ვხედავ რომ ყოველი ნეონის გაელვება ხარ, ვუკიდებ ღერს წამში კვამლის გამოჩენა ხარ, ვფიქრობ ამ დროს შენთვის სადა ვარ, ქრება ღერი და შენც აღარ ხარ. ვიხსენებ ყოველ წამს, ყოველ მოგონებას და გრძნობებ ღრმად მითრევს. ვიძირები ფიქრების მორევში, იმდენად მეტი ხარ ჩემში თითქოს ბავშობის სასიამოვნო მოგონება ხარ, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ, როცა გაიფიქრებ და გული ისევ 10 წლის ბავშვივით პატარავდება, თითქოს სარკის წინ ვდგავარ და ჩამესმის მელოდია და მიბყრობს ბოლომდე ყოველი გრძნობა. გეძახი, მაგრამ ხმას ვერ გაგონებ, ყველაფერი ცდილობს ჩემი ხმის დაფარვას რათა გაგონო ჩემი სიტყვები, მაგრამ შენ მაინც გესმის ჩურჩული ხეების, როგორ ცდილობენ გითხრან რომ მიყვარხარ. ფოთლები შრიალს წყვეტენ, ქარი ხმას კარგავს და ზუსტად მაშინ ვჩნდები შენს გვერდით, რათა ჩაგჩურჩულო ჯადოსნური სიტყვები. იღვიძებს ბუნება, ჩვენი ხმა კი უჩინარდება, როგორც მტვერი ქარის დაბერვისას ჩანაწერები კი რჩება შენს ხელებში, როგორც არ უნდა გაქრე, როგორც არუნდა გესმოდეს ჩემი მე ვაგრძელებ წერას და როცა ვეღარ დაინახავ ჩემს ფურცლებს შენს მაგიდაზე, გახსოვდეს უსასრულოდ, თუ დღეს ზღაპარი ხარ, ვტოვებ სამყაროს და შენი ნაწილი ვხდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent