შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვეძებ...


21-06-2018, 18:54
ავტორი For Love
ნანახია 1 758

ვეძებ ვარსკვლავებს უღრუბლო ცაზე,
მაგრამ არცერთი არ არის ჩემი.
ავსებულია სიცოცხლით ღამე,
მე კი სიცოცხლის ისევ არ მესმის.

დრო გამყავს ისევ ნაბიჯების თვლით
და მოლოდინი დილის არც მახსოვს.
თითქოს მრავალი ჩიტის ხმა ისმის,
მე კი უსმენოდ ვუყურებ აწმყოს.

თავსაც აღარ ვწევ, რომ არ შემხედოს,
ამ მრავლის მეტყველ თვალებში ვინმემ.
ვცდილობ ჰაერსაც აღარ შევეხო,
რომ არ ვისუნთქო ფიქრებით ძმიმედ.

დეპრესიაა მეტყვიან ვიცი,
დეპრესიული ხმის ტემბრის ფონზე,
მაგრამ სიმართლე არავინ იცის,
ალბათ ჯობია რომ არც იცოდნენ...

-------------------
მარადის შენზე სამუდამოდ, სიგიჟემდე შეყვარებული თიკა, რომელიც ვერა და ვერ შეეჩვია უშენობას...



№1  offline მოდერი bla.ell

განსაკუთრებით ბოლო კუპლეტი მომეწონა კარგი ლექსი იყო❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent