შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფასი პირადში


7-09-2023, 19:19
ავტორი ვე რა
ნანახია 2 347

ფასი პირადში

_ გოგოო დღეს ნატოს დაბადების დღეა ხომ გახსოვს არა?_ დილაუთენია მწერს ხატია, შვიდი არაა ჯერ.

_ დილა მშვიდობისა შეენც!_ ვპასუხობ და მესიჯში გაპარულ შეცდომებზე თვალს ვხუჭავ. ძაან დილაა!!!

_ გოგოო ტორტი ვიყიდოთ და დავეცეთ!_ აშკარად მაგარი აჟიტირებულია.

_ შენ დაგეცა მეხი ამ დილაუთენია , დამაცადე ჯერ გამოვფხიზლდე!_ ჩვეულად ვჯუჯღუნებ მე.

_ ნათია სად არის ნეტა?_ ახლა ნათიას ბედით ინტერესდება ეს დამთხვეული. ნათიას მოძრავი სამსახური აქვს და მუდმივად არ სცალია.

_ მოვა გვიან, ხომ იცი მაგის ამბავი?!_ თვალებს ვიფშვნიტავ, სულ ერთია ეს მაინც აღარ დამაძინებს.

_ მიდი რა, მეც გავდივარ სამსახურში და ტორტი შენ შეუკვეთე, მე ღვინოს გამოვიყოლებ! ის მოვა გამზადებულზე, როგორც იცის!_ დაგეგმა დღე, ვერაფერს იტყვი.

_ კაი ჰოოო!_ ვთანხმდები მე, როგორც უმუშევარი და ყველაზე მოცლილი და ტელეფონს გვერდზე ვისვრი. ვფიქრობ, დილის შეტევა მოვიგერიე, მაგრამ თურმე ვცდები. ისევ წრიპინებს.

_ ოოოჰ!_ ბუზღუნით მივხოხავ მობილურისკენ.

_ იცოდე, ალუბლები, მადაგონი, ბელუჩი, ლამზირა (და კიდევ რამდენიმე) არ დამანახო!_ ისე მითვლის რუსთავში ყველაზე ცნობილ საკონდიტროებს, ერთს არ მიტოვებს იმედად.

_ აუ რამე შინაურული რააა! კაი კრემით, კაი ხილით, აუუ ბანანის თუ იქნება სუპერ, თან ლამაზიც!_ ტუჩები სატირლად მებრიცება.

_ გაუჩენარს გაგიჩენ!_ ვწერ ორაზროვნად.

_ რას?_ ვერ ხვდება.

_ ჭირს!_ ვუკონკრეტებ. ის კი გაღრეჭილ სმაილს მიგზავნის, მერე მფეთქავ გულს, მერე კოტრიალა ძაღლს და სათვალიანი პანდით აგვირგვინებს.

_ ყავა ადუღდი!_ ვიძახი ყასიდად გაბრაზებული და ყავის მოსახარშად სამზარეულოში გავდივარ.
ცოტა ხანში მობილურით ხელში ფეხაკეცილი ვზივარ. წინ ყავის ფინჯანი მისგას და ტელეფონს ვსქროლავ.
"ტორტები რუსთავში"
"რუსთავის ტორტები"
"კაი ტორტები რუსთავში"
"რუსთაველი მეტორტეები" ვწერ საძიებელში, მაგრამ ნოუ!

ერთი სიტყვით, ვერაფერს ვპოულობ. ყველაგან ზემოთ ჩამოთვლილი საკონდიტროები მხვდებიან.
ცოტა ხნის ფიქრის შემდგ, რუსთავის ჯგუფში ვწერ, ნახევარი რუსთავი აქაა და იქნებ მაპოვნინონ, რასაც ვეძებ.

" ხალხოო, ვეძებ კარგ გემრიელ ტორტს, ნატურალურს, სახლურს, (და ზემოთ ჩამოთვლილი საკონტიტროებს ვუთითებ) ამათ გარდა! ისეთ ფასში, რომ ორივე თირკმელი პატრონსვე დამრჩეს!"

ტელეფონს ვთიშავ და აბანოში მივკუსკუსებ, (აქ ენას ვუყოფ ერთ ავტორს, რომელსაც ეს სიტყვა არ უყვარს????)
ჯერ ყავა, მერე ბანა!
ასეთია ჩემი დილის რუტინა!
დაახლოებით ნახევარ საათში სამზარეულოში ვბრუნდები თავზე ფადიშახის ჩალმასავით დაგრაგნილი პირსახოცით. და ფადიშახის გახსენებაზე სადამა, ბაია და დანარჩენი პერსონაჟები მახსენდებიან. ანუ დღესაც ვერაფერს დავწერ?! არადა მალე_ მალეებს დავპირდი! მეც მინდა ვალმოხდილთა აივანზე გამოჭიმვა! ( ვინც არ იცით, რა არის ვალმოხდილთა აივანი, ეწვიეთ ჩვენს ლიტ. ჯგუფს მეოცნებეთა ლიგა????????????)

ხოდა ვიღებ ტელეფონს, ალბათ უკვე დაგროვდა ტორტის კომენტარები.
" ბელუჩი საუკეთესოა რას ერჩით?" ოოო, ეს ძაან ფანია ეტყობა.
ვაიგნორებ.

" წლებია ლამზირასთან ვყიდულობ და კმაყოფილი ვარ!"
ეს კი აშკარად ვერშემდგარი რეცენზისტია. ვაიგნორებ.

" აქ ვარ, ნატურალური, ბანანის ტორტი, უზარმაზარი, საუკეთესო ფასად. ერთ ნაჭრად შეჭამ და დამატებასაც მთხოვ კიდევ!" თვალის ჩაკვრის სმაილით. აჰაა! რა უნდა ახლა ამას? ნატურალი ბანანი ერთ ნაჭრადო?!

_ ოეე!_ საკუთარ თავს ვაფხიზლებ. _ნუ გაუტიე!
კომენტარის ავტორის სახელს ვაკვირდები.
" ივა ნე!"
სათვალის ჩამოწევის იმიტაციას ვაკეთებ.

_ ვერაა ვიღაცაა!_
და ისევ კომენტარებს ვუბრუნდები.
იმის ტორტები, ამის ტორტები. მგონია კონდიტერების ნათესავები ან მათი მეგობრები მწერენ.
და ბოლოს ერთი კომენტარი ანთია წითელი ღამის ფანარივით.

" ტკბილი ივა, სცადეთ არ ინანებთ!" ანუ ტკბილი ივა და ივა ნე ერთი და იგივეა? აუ რა იციან ეს უსახელო აქაუნთები, კაცია ქალია, ტორტია თუ ჯანდაბაა, არაფერს გარკვევით რომ არ აწერენ! ფასზე ხომ ნუ იტყვით! ისე ასაიდუმლოებენ, თითქოს სახელმწიფო საიდუმლო მასალებია.
დააწერე რა, ეს ღირს ეს! არაა!
_ფასი პირადში! კარგი ერთი!

ზემოთ კომენტარს ვუბრუნდები. იქნებ, და მართლა საკონდიტროა და ჩემმა გარყვნილმა ბუნებამ აღიქვა ისე, როგორც აღიქვა?!
ისევ ყურადღებით ვკითხულობ და ასაშარებელს ვეღარაფერს ვხედავ.

_ კაააი!_ ვამბობ ჩემთვის დაეჭვებული. და ამ ტკბილი ივას, თუ რაცაა, გვერდზე გადავდივარ. წინასწარ დაზვერვას ვატარებ.

წამლად რომ გინდოდეს ერთი პაწაწა ტორტის სურათიც კი არ უდევს, მაგრამ დაჰიპნოზებულივით მივუყვები მის გვერდს.
ეს კონდიტერია თუ ფიტნეს ტრენერი?! მიელავს ფიქრი თავში.
ტორტი არ ვიცი, მაგრამ ბიცეპსი, ტრიცეპსი და საჯდომის კუნთი კი აქვს სასწაულად მიმზიდველი. მეტი კუნთების სახელები მე არ ვიცი, თორემ , ალბათ ....

_ რა დოზანააა!_ უცბად ვფხიზლები დაელმებულ თვალებს ვასწორებ და ცხვირთან მოზუმებულ ფოტოს თავის ადგილზე ვაბრუნებ.
ცოტა ხანს ვცმუკავ და წერაატანილივით ისევ მის გვერდზე მივძვრები.
მესინჯერს ვხსნი და პირველ მესიჯზე ვფიქრობ.

_ გამარჯობა, თქვენთან ცხვება ტორტები?_ ვწერ ასეთ სულელურ ტექსტს.
თითქოს ზუსტად ჩემს მესიჯს ელოდაო.
მაშინვე მპასუხობს.

_ გამარჯობა, ტორტები? კი ჩვენთან ცხვება და სმაილი.
_ შეკვეთა მინდა და იქნებ მაჩვენოთ ნიმუში?

_ რისი ნიმუში?

_ მაგალითად ბანანის ტორტის!

_ აა ბანანის?!_ და ისევ სმაილი.

_ და სასაცილოს რას ხედავთ?_ უკვე ვნანობ, რომ მივწერე.

_ არაფერს! ისე კეთილგანწყობის ნიშნად.
ნიმუშებს ვერ გაჩვენებთ რადგან სახლში არ ვარ და სურათები ტელეფონში არ მაქვს.

ესეც მაეჭვებს, ადამიანს ნამცხვრების ბიზნესი გქონდეს და ნიმუშების სურათებს მობილურში არ ინახავდე?!
სულ ცოტა უცნაურია.

_ ისე თუ მოხვალთ ადგილზე , იქვე ნახავდით და აარჩევდით!_ მწერს ცოტა ხნის შემდეგ, როცა მე პასუხს ვუგვიანებ.

_ კარგი, მისამართი მითხარით!_ და პასუხზე გაოცებული ვაფახულებ თვალებს.

_ ლამის მეზობლები ვყოფილვართ!

_ მართლაა, მაგარია!_ მპასუხობს სწრაფადვე.
საათს ვუყურებ,

_ ასე ერთ სათში გამოვალ! გეცლებათ?

_ რა თქმა უნდა!_ მწერს და მემშვიდობება.

მანქანაც კი არ მიმყავს იმდენად ახლოა. თან მიკვირს ასეთი ბიჭი ცხოვრობდა რამდენიმე კორპუსის ქვემოთ და ერთხელაც არ დამინახავს?
არაა, რაღაცას მაიმუნობს, ასეთი ტიპი და კონდიტერი?
თან ვცდილობ წარმოვიდგინო თეთრ ხალათში თავზე კონდიტერის ქუდით.

_ ჰოოო!_ მცდება მოწონების ბგერები

_ გოგოოო!_გამაფრთხილებლად ვუღერენ ისევ საკუთარ თავს.
სადარბაზოს წინ ვჩერდები და ფანჯრებს ავყურებ თვალმოჭუტული.

_ ვაიიი! ერთი ის არ იყო, ვინადაც თავს ასაღებ შე საცოდავო!_ მუჭს ვუღერებ და კიბეებზე ავდივარ. შავ რკინის კარზე გაბმით ვრეკავ ზარს.

_ შემოდი, ღიააა!_ მესმის ბოხი სასიამოვნო ხმა.
გაუბედავად ვხსნი კარს და სურნელს მივყვები.
საოცარი სუნია ვანილის, კარამელის, კრემის. მარწყვის და ბანანის.
მაშინვე ვმშვიდდები.
ის ეგრეთწოდებული მეტორტე სამზარეულოში დგას. ჩემზე ლამის ჩემივე სიმაღლით მაღალი. ხელში ხელის სათქვეფით და კრემით სავსე ჯამით.

_ გამარჯობა!_ მიღიმის, აშკარად უკვირს ჩემი დანახვა და ვგრძნობ, მეც გაშტერებული ვუყურებ, მაგრამ განძრევას ვერ ვახერხებ.

_ რა მალე მოხვედი, ასე მალე არ გელოდი.
ისევ გაოგნებული ვაფახულებ თვალებს.

მერე თავს ოდნავ ვაქნევ, თითქოს ამ ჯადოსნური გაბრუებისგან გამოფხიზლებას ვცდილობ.

_ ხო, მე ტორტი მინდა, საღამომდე!_ დაბნეული ვარ.

_ რომელი, რანაირი?_ მიღიმის ოდნავ დამცინავად. აშკარად ხვდება, რომ ტორტების გამო არ ვარ ასე გაწყვეტილი მძივივით დაბნეული.

_ აი ის!_ თითით მოყვითალო ტორტზე ვანიშნებ.

_ რა ღირს?

_ არ გასინჯავ?_ სიტყვას ბანზე მიგდებს. მიახლოვდება და სათქვეფს მაღლა სწევს. უბრალოდ იდეალურია, იმდენად, რომ მხატვარი რომ ვიყო დავხატავდი.

_ არა!_ უკან ვიხევ_ არაა საჭირო!

_ უფასოა!_ ვერ ვხვდები ტორტზე ამბობს თუ კრემის გასინჯვაზე.

_ საღამოს მოვალ!_ ზურგს ვაქცევ და აღელვებული სწრაფად გავდივარ. ზურგს უკან კი მისი სიცილი მესმის.
კიბეებზე ჩავრბივარ და ვიღაც პუსკუნა ქერა ქალი მეჩეხება, ხელში ცელოფნის პარკებით, საიდანაც ბანანები, ფორთოხლები და სხვადასხვა ხილი მოუჩანს.
წამით მაკვირდება, მიღიმის და მერე ისევ გზას აგრძელებს.

საღამომდე არეულ_ დარეული დავდივარ. ოხ ხატია, ერთი შენი თავი გამაწეწინა.
მას კი გამოხტომები არ ელევა. შორიდან მბრძანებლობს, ხან ჰელიუმის ბუშტები უნდა, ხან წვეტიანი ქუდები, ხან რა და ხან რა.
ნატალია ბავშვი ხომ არაა არა?!
ტკბილი ივა, ტკბილი ივა...

_ ჯანდაბა, რას გადამეკიდე!_ ვბრაზობ და რაც უფრო ახლოვდება საღამო ,მით უფრო მიტანს მღელვარება.

მესენჯერში კი
შეტყობინება მომდის.

_ შენი ტორტი მზადაა, წაიღებ თუ მოგიტანო?_ რაო? რა უნდა მომიტანოს ამ არანორმალურმა.
მაგას ჰგონია მისამართს ვეტყვი?
კიი როგორ არა!!!

_ თვითონ მოვალ!_ ვწერ მოკლედ.

დაჯღანულ სმაილს მგზავნის. თავხდი.

მის კართან ისევ ყელში მებჯინება გული. ნუთუ ასე მაღელვებს ეს ერთხელ ნანახი კაცი?
კარს ქალი მიღებს. თითქოს მეცნობა.

_ გისმენთ გოგონა!_ იღიმის.

_ ტკბილი ივა მინდოდა!_ ვერც კი ვხვდები, რა დებლობას ვამბობ. ქალს ეცინება.

_ კი, დედა ვარ მისი!

_ მე ტორტი მქონდა მასთან შეკვეთილი!

_ ივასთან?_ იოცებს ქალი.

_ დედაა, ვინაა?_ მესმის ოთახის სიღრმიდან.

_ მობრძანდით!_ შიგნით მიპატიჟებს. თან ხითხითებს ჩუმად.

_ ტკბილი ივა უნდა!

_ ოჰ, მოხვედი! მოდი , მოდი!_ იმდენად ახლოსაა მუხლები მიკანკალებს მგონი.
"რა ჯანდაბა მჭირს?!" ვეკითხები საკუთარ თავს. თან თვალებდაჭყეტილი ავყურებ ამ თაფლისფერთვალება ჯადოქარს. მშველელად ხატია რეკავს.

_ სად ხარ აქამდე? ყველა შენ გელოდება!

_ ტორტზე ავედი და მოვდივარ უკვე, ნუ ყვირი!

_ მოგეხმარო?_ მეკითხება და ყუთში ჩადებულ ტორტს მიწვდის.

_ არა!_ ვცდილობ სწრაფად დავაღწიო თავი ამ სახლს. რატომღაც ჰენზელის და გრეტელის თაფლაკვერას ქოხი მახსენდება.
სწრაფად ვბრუნდები და კიბეზე ჩავრბივარ.

მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ არაფერი გადამიხდია ტორტში, როცა ხატია მის ფასს მეკითხება.

_ ვაიმე!_ ვხტები ფეხზე._ ვაიმე!

_ რა იყო გოგო?_ მიყურებს შემკრთალი იუბილარი _ მშვიდობაა?

_ ფული არ გადამიხდია!_ ვამბობ საწყლად.

_ ტორტის?_ იცინის ხატია,_ რა დაბდურა ხარ.

_ადექი და ახლა გადაუხადე, რა პრობლემაა?_ მხრებს იჩეჩავს ნათია.

_ არ მინდა ისევ მისი ნახვა!_ ვლუღლუღებ მე

_ რატომ უჟმური ქალია?_ მითანაგრძნობენ გოგონები.

_ ქალი? ჰოო ქალი!_ მეცინება და მის გვერდზე გადავდივარ. მის სურათს ვაჩვენებ მათ და სათითაოდ ვაკვირდები მათ გაოგნებულ სახერბს. იშვიათად, რომ ყველას მოეწონოს ერთი კაცი, იმდენად განსხვავდებიან ხასიათებით.

_ და ამის ნახვა არ გინდა, ისევ?!_ თვალებს აბრიალებს ნათია.

_ მოდი შენ მაგივრად მე ვნახავ რაა!_ მეკრიჭება ხატია.

_ ნწ, ვინც იპოვნა იმისია!_ წერტილს სვამს ნატალია. და მეც შვებით ვსუნთქავ.
მესიჯს ვწერ. "მაპატიე, ცოტა არეული ვარ დღეს და ფულის გადხდა დამავიწყდა. რა ღირდა ტორტი, დაგირიცხავ ახლავე."

" ტორტი საჩუქარია!"

" არა, ძალან გთხოვ! მითხარი და დაგირიცხავ!"

" უფასოა, უბრალოდ დედამ აჩუქრა იუბილარს"

" დედამ?" და უცებ ვხვდები კონდიტერი დედაა და საკონდიტროს შვილის სახელი დაარქვა.
მეცინება საკუთარ თავზე.
ის და კონდიტერი? ამდენად იდეალურიც ხომ ვერ იქნებოდა.

"რა ღირს, ისე უბრალოდ გვაინტერესებს!"

" ფასს, მხოლოდ პირადში გეტყვი, როცა შემხვდები!"

ვფიქრობ, რომ ძალიან პრინციპული გოგო ვარ. და არავის მოვალე არ მსურს ვიყო.
პირადში უნდა და პირადში იყოს.

_ აბა?_ მომჩერებია ნატა და ჩანგალზე ბანანის კრემიან ნაჭერს უჟუჟუნებს თვალებს _ რაო ტკბილმა ივამ?

_ ხვალ შევხვდები და გადავუხდი!_ რაღაც ბედნიერეად ვიღიმი მე.

_ რად უნდა მაგას შეხვედრა და ხვანცალი, თქვენში გადარიცხვა არ იციან?!_ ძალიან პრაქტიკულია ეს ნათია.

_ მოკეტე რა!_ ეშმაკურად იცინის ხატია.

_ დაბადების დღეს გილოცავ ნატულ!_ ვამბობ მე მხიარულად.

დასაწყისის დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მომეწონა

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ რა მაგარია ბრავოოო მომწონს თქვენი სასიამოვნო ისტორიები❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ეთო

საყვარელი, ტკბილი და ვანილიანი ისტორიაა, მიყვარს თქვენი ისტორიები, წარმატებები ❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთო
საყვარელი, ტკბილი და ვანილიანი ისტორიაა, მიყვარს თქვენი ისტორიები, წარმატებები ❤️

მიხარიხართ ))))

სტუმარი მაკა
აუ რა მაგარია ბრავოოო მომწონს თქვენი სასიამოვნო ისტორიები❤️❤️❤️❤️

მიხარიააა)))

სტუმარი ნათია
ძალიან მომეწონა

)))))))))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent