ჩვენ (თავი მეორე)
მოგესალმებით მეგობრებო,მკითხველები გამოჩნდით რამდენს მოგწონთ? კომენტარებში თუ გამოხატავთ თქვენს რჩევებს,აქტივობებს გამახარებთ,გასაგრძელებლად ღირს თუ არა?! ******************************* გავუდექი სახლის გზას , თამთას დავურეკე და ვთხოვე ბარში გამოსულიყო,ძალიან ანერვიულებული ვიყავი და მასთან ლაპარაკი თუ დამამშვიდებდა.. მზე ღრუბლებს შეეფარა,გრუხუნის ხმამ ტანში გამცრა და საშინელმა წვიმამ დასცხო,წამებში დავსველდი.. წვიმის წვეთები ეცემოდა ნამიან ბალახს და შემოდგომის ნაცნობმა სუნმა სიამოვნება მომგვარა.. ძალიან მიყვარს წვიმა,ჩემი ამინდი სწორედ ასეთია, წვიმის დროს არასდროს არ ვარ უბედური, ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს ნაზი სისველე,წვიმა ჩემია, ამ დროს მიყვარს ხატვა , სწორ ემოციებს ვასხივებ ამ დროს.. გადავიფიქრე ბარში წასვლა,ჩემს სახელოსნოში გავიკვლიე გზა,ისე მომინდა ხატვა,რა მიკვირს ასეთი ცვალებადი ხასიათები,ჰოროსკოპით ტყუპები ვარ,დილით სხვა ადამიანი ვარ საღამოს სხვა.. ღრმა ფიქრებიდან ძლიერმა წყლის შესხმამ გამომაფხიზლა, მთელი ტანსაცმელი მხოლოდ წვიმისგან სველი კი არა უკვე ტალახში ამოსვრილი ვიყავი.. მანქანა გაჩერდა ჩემ გასწვრივ და ფანჯარა ჩამოწია შავგვრემანმა დიდთვალებმა მამაკაცმა,გამოაჩინა თეთრი კბილები და იკრიჭება - შენ ნორმალური ხარ? გავბრაზდი და დავუბღვირე. რა გაცინებთ? ბოდიში მაინც მოიხადე - კაი ბოდიში ვერ დაგინახე - ხელი გადაისვა თმაზე და არ წყვეტდა სიცილს - თქვენ ხალხს თუ ვერ ამჩნევთ გზაზე საჭესთან რა გინდათ? - დაჯექი გაგიყვან ძალიან სველი და ამაყოლა თვალები მთელ ტანზე და დააყოლა - ჭუჭყიანიც - შუა თითი ვანახე და გზა განვაგრძე - უკან გამომედევნა და სიგნალს არ წყვეტდა - გავჩერდი ქვა ავიღე და დავემუქრე - ეეეი,რას აკეთებ არანორმალური ხარ? გაცხარებული მწვდა - მოუშორებელი ჭირი ხარ? წადი გაიკვალე გზა რა გინდა,არ ჩავჯდები შენნაირ მანიაკთან ერთ მანქანაში - ვალში დარჩენა არ მიყვარს ბევრს ნუ ლაპარაკობ და დაჯექი,სადაც გინდა იქ მიგიყვან. - მივხვდი რომ ამისგან თავს დავიღწევდი იმ შემთხვევაში თუ მივაყვანინებდი თავს. ვერაფერს გავხდი,ფეხით წამოსვლა და გასეირნება ვცადე და თავსხმა წვიმა არ ამცდა , ამიტომ ნაწილობრივ გამეხარდა მანქანის გამოჩენა,გულში ვფიქრობდი მანიაკი არ ყოფილიყო. გამოვაღე უკანა კარები რომ დამეკავა ჩემი ადგილი - რას აკეთებ? ტაქსი კი არ ვარ წინ დაჯექი - გაოცებული გამომხედა - და ვინ ხარ წინ რო დაგიჯდე უკაცრავად? - დაჯექი წინ - ცალყბად გამომხედა და შემაშინებელი მზერა დამიტოვა,გადავედი წინა სავარძელზე და მივასწავლე ჩემი სახელოსნოს ადგილი , დუმილი თვითონ დაარღვია - რა გქვია? - ისე მკითხა გზისთვის თვალი არ მოუშორებია - უცხო ადამიანს ვერ ვანდობ ჩემ მონაცემებს - უაზრობა წამოვროშე და ვინანე - შენი ადგილმდებარეობა მანდე და სახელს ვერ მანდობ? - გაეცინა - ანი, ანი მქვია - სასიამოვნოა მე ირაკლი რა სასიამოვნოა ირონიულად ჩავილაპარაკე ჩემთვის და თავი გავწიე ფანჯრისკენ. - გავიგე - გაეღიმა - კარგია თუ გაიგე - არ დავაკელი - რა უხეში გოგო ხარ ტო - ამ ჟარგონებს ვერ ვიტან “ტო” გავაჯავრე - აჰა დაამტკიცე რო უხეში ხარ - გაეცინა - ტალახით ამომსვარე და თბილი ვიქნები? - კაი რა ბოდიში მოგიხადე , ვერ დაგინახე - აქ გამიჩერე - საჩვენებელი თითით ადგილზე მივუთითე - ნომერს არ დამიტოვებ? თვალი ჩამიკრა - ნაბი*ვარო - გავძახე და მანქანიდან კარების გაღება ვცადე , მაგრამ ამაოდ, ხელი ჩამავლო მაჯაში და მომიჭირა - ბოდიში მოიხადე - გამოსცრა კბილებში - შენ გაქვს მოსახდელი ბოდიში უზრდელი და თავხედი ხარ, ასეთ მდიდრულ მანქანაში ზიხარ და თავი ვინმე გგონია? შენნაირები ყრია ბლომად - ბოდიში მოიახადე გოგო - ხელზე ვუკბინე და მანქანიდან გადავხტი სირბილით შევედი ჩემ სახელოსნოში და კარები ჩავკეტე. თამთას 7 გამოტოვებული ზარი დამხვდა , გადავურეკე და მხოლოდ მისი წივილი მესმოდა - სად ხარ გოგოოო? - აუუუ თამთ არ მცემო ბარში გადავიფიქრე მოსვლა და დრო არ მქონდა დამერეკა მოგიყვები მოდი გთხოვ სახელოსნოში ვარ - სწრაფად გავუთიშე რომ არ მომესმინა მისი ლანძღვა და წყალი მოვსვი,გული აჩქარებული მქონდა შიშისგან. სანამ თამთა მოვიდოდა ფუნჯი მოვიმარჯვე და ხატვას შევუდექი,ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,დავხედე თემური იყო,ცერა თითი ავუსვი სენსორს და ვუპასუხე,ყურზე მივიდე ტელეფონი და მკლავით მეჭირა,ხატვას ვაგრძელებდი - ხო თემურ - ანუშკი,ხვალ 12 ზე აკადემიაში იყავი , ჩემი ბიჭი ჩამოვიდა და გაგაცნობთ,მას გადავაბარებ საქმეებს და მოვგვარდეთ - კარგი - სევდიანმა ვუპასუხე და გავუთიშე. კარგად მოვთავსდი და არხეინად მოვიმარჯვე ფუნჯი ხელში,ნაზად ავუსვი ტილოს ფუნჯი და ფიქრებში გაფანტულს ხატვა დავიწყე. ბევრი მეკითხება როგორ გავხდი მხატვარი ან რატო გავხდი,პასუხი ყოველთვის ერთია მხატვარი ვერ გახდები,მხატვარი ან ხარ ან არა, მუსიკაშიც იგივენაირადაა,ნოტები შეგიძლია ისწავლო მაგრამ არა მუსიკოსი გახდე..ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ძალიან ხშირად ვხატავდი რვეულებში, კედლებზე... სერიოზულად კი მხატვრობა 18 წლის ასაკში დავიწყე, როცა მივხვდი, რომ სხვა რამეს უბრალოდ ვერ გავაკეთებდი. ჩემში ძალიან ძლიერად იყო გამჯდარი ხატვისა და ხელოვნების სიყვარული. აქამდე მოსასვლელად დიდი დრო და ენერგია დამჭირდა. ძალიან მცირე პერიოდის განმავლობაში ვსწავლობდი ხატვას, დანარჩენი ჩემით ვისწავლე, უფრო თვითნასწავლი ვარ. შემიძლია მალე ავითვისო, ის, რასაც ვხედავ და ეს დამეხმარა აქამდე მოსვლაში. დიდ დროს ვატარებდი მამაჩემთან,თემურთან ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ და მერე ვცდილობდი მეც ისე დამეხატა. ამით დავაგროვე ეს ცოდნა. ძირითადად მომწონს პორტრეტების,პეიზაჟების , რაც ყველაზე მეტად მიყვარს და ახლოს არის ჩემს სულთან ეს არის გალაქტიკა,მთვარე,ვარსკვლავები,ზღვა, ყველა ჩემი ჟანრია, რომლის მუშაობის დროსაც სიამოვნებას ვიღებ. ხატვის დროს ვცდილობ და ვფიქრობ იმაზე, რაც შეიძლება ზუსტად დავხატო გონებაში უკვე დახატული საგანი, პეიზაჟი ან პორტრეტი. მხოლოდ ავტოპორტრეტები შემიძლია გამოვარჩიო, იმ მხრივ, რომ სულ სხვა განცდა მეუფლება ხატვისას, ვხედავ ნაცნობ, დაზეპირებულ ნაკვთებს და ამის მიღმა ვეძებ ჯერ კიდევ უცხო ადამიანს. ამით ვცდილობ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, სხვა თვალით დანახვას. მოკლედ რომ ვთქვა ხატვით ვვარსებობ,მის გარეშე არავინ და არაფერი ვარ. ჩემი ნახატებით ვცდილობ დავანახო სხვას ისეთი სამყარო, როგორსაც მე ვხედავ. ვცდილობ ის განცდები გადავცე სხვას, რასაც მე განვიცდი, ნახატი ხომ პორტრეტია რომელსაც მხატვარს სამყაროში შეყავხარ. ამ ცხოვრებაში ერთს მივხვდი, რომ მთავარია, არ დანებდე იცოდე რა გინდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთო. ბევრი ნამუშევარი მაქვს გაყიდული,თუმცა სად არის ახლა ეს ნახატები არ ვიცი.. - კარზე ბრახუნმა გამომიყვანა ფიქრებიდან - ტილო გადავაფარე ნახატს და კარისკენ წავედი - რა ხდება გოგო მომიყევი მალე - თმის გაწურვა დაიწყო თამთამ,ვუყვები თამთას თანმიმდევრობით ყველაფერს და მისი გაოცებული სახე სიცილის იწვევდა ჩემში. - აუ კაი ტიპი იყო? - ამდენი რაღაც მოგიყევი და შენ გაინტერესებს კაი ტიპი იყო თუ არა? აფრენ თამთა შენ - შინაბერა დარჩები აგერ ნახე - სიცილით ჩამიარა გვერდი და თმა ამიჩეჩა - შენ რა ქენი გიგასთან ? გაეშვი? - რა უნდა გავეშვა გოგო ძაან მომწონს - არხეინად გადაიწია თმა უკან - და სხვებიც რო ყავს არაუშავს? - გაკვირვებულმა წარბები ავქაჩე - რა სხვები კაი რა - ხელი აიქნია და ზურგი მაქცია. სახლში დავბრუნდით,შხაპი მივიღე და ლოგინში ჩავწექი,როცა დიტომ დამირეკა და ბარში გასვლა გვთხოვა,ჩავიცვით და ბარისკენ ავიღეთ გეზი,ნაცნობი სახეებისკენ გავსწიეთ. - სად დაიკარგეთ მთელი დღე არ ჩანდით? - ალმაცერად გამოგვხედა გიომ - საქმეები რა - ხელი ავიქნიე და ლუდი მოვსვი - თამთას საქმე გიგა იქნებოდა - ცინიკური ლაპარაკი არ დააკლო გიომ - ვისთან ხარ ვაფშე? რამე პრობლემა გაქვს? ჯერ ისიც არ მომინელებია გუშინ რაც ქენი - დაუბღვირა თამთამ - აუ ნუ ჭამთ ერთმანეთს რა - ევემ მობეზრებულად გადაიჯვარედინა ხელები - აქ აღარ შემოუშვებენ ძმაკაც თვალი ჩაუკრა დიტომ - იასნია - გასწორებულმა მოითქვა გიომ - ყოჩაღ დიტო , გიო შენი ძმაკაცია და ჩვენ ვინ ვართ? ჩემს გამო მაინც არ გექნა ეგ - განაწყენებულმა გახედა თამთამ - კაი რა თამთუს - კბილები დაკრიჭა - შენ გოგო ვერ ისწავლე ჭკუა ხო? - აუ გიო შემეშვი რა - ფეხი ფეხზე გადაიდო თამთამ და ლუდი დაცალა - ინსტაგრამს ვსქროლავდი და გიგას სთორი ამომიგდო ვიღაც გოგოსთან ერთად - თამთა ნახე - ტელეფონი მივუშვირე - თამთას ენა ჩაუვარდა მუცელში , გიორგი კი კმაყოფილი შესციცინებდა თვალებში - წავედი მე - ჩანთას მოკიდა ხელი და გასასვლელისკენ გავიდა - აუ თამთაა მოიცა რა - სიტყვა გავაყოლე მაგრამ ამაოდ , გიო ელვის სისწრაფით გაყვა თამთას , მაჯაზე ხელი მოკიდა და შემოაბრუნა მისკენ - რა გინდა ცხოველო? - ხელი ააშვებინა და მტკიცე ხასიათი არ დააკლო - კიდე მე რა მინდა გოგო? თავს იმცირებ მაგ ყ*ესთან ვერ ხვდები? როდის უნდა შეიგნო და თავი არ დაიჩაგრო ჰა? - შენ რა აი შენ რაა? ღრიალებდა თამთა მთელ ვერაზე - გაჩუმდი და ნორმალურად ილაპარაკე შენს წინ ვიღაც სი*ი არ დგას!! - ხოდა გამეშვი ჩვენ მეგობრობის მეტი არაფერი გვექნება საერთო მეგობრები რო არა არც შემოგხდავდი. ხელი მოუჭირა და მანქანაში ძალით ჩასვა,ადგილიდან გაქრა. - მიშველეთ,ყვიროდა გამეტებით თამთა მაგრამ მისი დაბურული შუშებიდან არანაირი ხმა ვერ გადიოდა , ფეხებს ურტყავდა მანქანის კარებს მაგრამ ამაოდ.. - სანამ არ გაჩუმდები იქამდე იჯდები აქ - სიგარეტს მოუკიდა ავალიანმა. - მეზიზღები გესმის? არასდროს არ გაპატიებ - ტონს დაუწიე გოგო- წარბები შეკრა - სახლში წამიყვანე - მაგას ვაპირებ დუმილი არცერთს აღარ დაურღვევია,ჩხუბით დატოვა ადგილი თამთამ და სადარბაზოში გაუჩინარდა. მეც მალევე მივედი სახლში,არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში დაქალი. საძინებლის კართან ვიდექი და მესმოდა მისი ქვითინი,დავაკაკუნე და შევედი მასთან - მარტო მინდა ყოფნა - სლოკინით გადააბა ორი სიტყვა თვალებაწითლებულმა - ვის გამო ხარ ასე თუ ვხვდებოდე - ვერც გაიგებ,არ ერკვევი გრძნობებში,არ იცი რა არის მოწონება,შემეშვი ანი - რამეში მადანაშაულებ? ნაწყენმა გავხედე - არაფერი გესმის - მე არ მესმის? შენ ხარ დაბრმავებული თამთა , შენ , ვინც გაფასებს იმას არ ინარჩუნებ და ვისაც არ აინტერესებ და არ გაფასებს იმათკენ გარბიხარ - გააადი გთხოვ - კარისკენ გამიშვირა საჩვენებელი თითი და პირუჩუმრად გავედი მისაღებში. არ მიყვარდა ასეთ მდგომარეობაში მისი დატოვება , მაგრამ რაც ვნახე იმას ვერ დავუმალავდი,მტერი კი არ ვარ მისი,ძალიან დავიგრუზე და მაცივრიდან ლუდი გადმოვიღე. როდის ჩამეძინა აღარ მახსოვს 12 საათზე გემრიელმა სუნმა გამომაღვიძა,თვალები გავახილე და მეგონა დედაჩემი ჩამოვიდა , იმ გემრიელი კრუასანის სუნი იდგა წარსულს და ბავშვობას რომ მახსენებდა.. ავდექი ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი,თამთას დანახვაზე ჩემმა სახემ გაკვირვება ვერ დამალა და წარბებაწეული თამთასკენ გავიხედე,თეფშით ჩემსკენ წამოვიდა და ლოყაზე მაკოცა - მაპატიე გუშინდელისთვის რა - თვალებამღვრეული გამომხედა - მიყვარხარ ხო იცი - ჩავეხუტე და კრუასანს დავავლე ხელი რა თქმა უნდა დავაგვიანე ისევ , აკადემიის კარი გამოვაღე და თემური შემეგება,გადავეხვიე და ვაკოცე - როგორ განწყობაზე ხარ ანუშკი? - სევდანარევი გამომხედა თემომ - ვნერვიულობ - ხელები ავხლართე ერთმანეთში - არაფერია სანერვიულო - ხელით მკლავზე მომეფერა და შვილისკენ შეტრიალდა - გაიცანი - ანი ბაგრატიონი - ანი გაიცანი ჩემი შვილი ირაკლი დადიანი. ემოცია,ღიმილი,ყველაფერი გამეყინა მისი დანახვისას და გუშინდელი დღე დამიტრიალდა თვალწინ.. ეს რაღაც თამაშია? გავიფიქრე და სიტყვებსაც ვერ მოვუყარე თავი.. ***************** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.