ყველა ქალში ,, წყეულ დედაჩემს ვხედავ"( II ნაწილი) 18+
ჩემ სახლთან ახლოს პატარა სკვერია, საიდანაც ჩემი სადარბაზოს შესასვლელი კარგად სჩანს. აქედან უნდა მეთვალთვალა დამლაგებლისთვის და როგორც კი გამოჩნდებოდა ავდევნებოდი. იქნებ , სულაც არ ცხოვრობს რძალთან? გამკენწლა უსიამოვნო აზრმა. ,,ცდა ბედის მონახევრეა’’, მოსინჯვად ნამდვილად ღირს.დავაიმედე ჩემი შინაგანი ხმა და სკვერში შევაბიჯე. -ძია ლევანი მოსულა! აუ, გვეთამაშე რა,ძია, შემომეხვივნენ ფეხებზე თამთა და ანა. ეს ორი ჭრიჭინა ჩემს მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს ,ბაღშიც ერთად დადიან და ეზოშიც სულ ერთად თამაშობენ. -კი მაგრამ , თქვენ რომ არაფერს თამაშობთ?-გავიკვირვე. - აი, საქანელაზე არ გვსვამენ დიდი ბიჭები, იქნებ მოგვიგვაროთ? -მაშ, მოგიგვაროთ არა? ვინ გასწავლათ თქვენ ასეთი,, მამაკაცური“ საუბრები, თქვე ეშმაკუნები, თქვენ?მოგიგვაროთ კი არა , იქნებ დაგვეხმაროთო, - ასე უნდა გეთქვათ და დაგეხმარებოდით-გავებუტე მოჩვენებით და ზურგი ვაქციე. იცით, ძია ლევან , მამა სულ ასე საუბრობს მეგობრებთან , მე კი მამას გოგო ვარ!--გაკვირვებულ სახეს პაჭუა ხელები ისე საყვარლად ააყოლა ანამ , მერე მხრები აიჩეჩა დიდი ადამიანივით. ვუცქერდი და ღიმილს ვერ ვიკავებდი. აშკარად, მამა მისი იდეალი იყო, მისი გმირი და მსგავსი ,,მანერებით“ ცდილობდა ამის გამოხატვას. ვფიქრობ ყველა გოგოს იდეალი მაინც მამაა, ამიტომ მამა უპირობო სიყვარულის გამტარებელი და საუკეთესო მცველიც უნდა იყოს. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, ხომ შეიძლებოდა მეც მყოლოდა ბედნიერი ოჯახი, ასეთი ლამაზთვალება გოგონა, რომელიც ანას მსგავსად ,, მამას გოგო იქნებოდა?!“ გავირინდე, ჩავფიქრდი, დავნაღვლიანდი, სინანული, ტკივილი, ბოღმა ერთად მომაწვა ,ისევ ლინდას აჩრდილი გადაეკრა ბინდად თვალებს.ფიქრებიდან ისევ გოგონებმა გამომარკვიეს, გეხვეწებით ძია ლევან, დაგვეხმარეთ რა!-მუდარა სჩანდა მათ სუფთა თვალებში.ორთავეს ხელი დავავლე, აქეთ იქით იღლიებში გამოვიბნიე და ისე დავაბზრიალე, მათმა ჟივილ-ხივილმა მხიარული ფერებით აავსო,, პარკი’’. ასე გოგონებაკიდებული მივედი საქანელასთან: -აბა ამ ლამაზ გოგონებს საქანელაზე ადგილს რომელი ვაჟკაცი დაუთმობს? ორივე ბიჭი კისრისტეხვით გადმოცვივდა საქანელებიდან და გოგონები დასვეს. -ჩვენი გმირი ხარ ძია ლევან, ჩვენი გმირი! - აჟღურტულდნენ. ასე უბრძოლველად გავხდი დღის გმირი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იკმარეს; აბა ვის უფრო დიდზე გაგვაქანავებ, მე თუ ანას? ქანაობით რომ გული იჯერეს,შემდეგ ,, აიწონა-დაიწონაზე ორი-ერთზე გავნაწილდით და სანამ ერთმანეთი დაქანცვამდე არ ,,ვწონეთ“ არ მომასვენეს... მოკლეთ, ისე გავერთე ბავშვებთან თამაშით, ლაურაც დამავიწყდა და ჩემი გეგმაც. მომნატრებია ბავშვობა, რომ მეგონა, ბავშვობამ ჩემში ბავშვი მოკლა, ამ ახტაჯანა გოგონებმა თითქოს ჯადოსნური კვერთხი დაადეს და წამებში გააცოხლეს, მერე ნაყინებიც ვჭამეთ, ის ორი ბიჭიც დავპატიჟეთ , რომელთა დახმარებითაც ,,დღის გმირი“გავხდი. ბავშვების მადლიანი და ბედნიერი თვალების ყურებას არაფერი შეედრებოდა იმ წუთს. დავიმუხტე ... მათი ენერგიით ავივსე პირამდე... უცებ თვალი შევავლე როგორ გამოვიდა სადარბაზოდან ლაურა , ტაქსი გააჩერა, სანამ გავიაზრე ტაქსიში ჩაჯდა და თვალს მიეფარა. სასწრაფოდ დავემშვიდობე ბავშვებს , დავედევნე, მაგრამ უშედეგოდ. ისევ ლოდინი. ისევ თეთრი ღამეები... ისევ ოცნება , აუხდენელი. ისევ სიმარტოვე... ახლა ერთი კვირა ისევ ლაურას ლოდინი მომიწევს, საჭეს გამწარებით ვურტყავ ხელებს და სასოწარკვეთილი შინ ვბრუნდები. გაუხდელად ვწვები საწოლზე, ფიქრებში ვიძირები: არ მიყვარს ლოდინი, ლოდინს ყოველთვის ტკივილი მოაქვს , მაგრამ ახლანდელი ჩემი მოლოდინი იმედითაა სავსე და ეს იმედი მაძლებინებს. მაძლიერებს. ოცნებებში ვიძინებ. დილის რვის წუთები იყო ლუკას ზარმა გამომაღვიძა: -გისმენ ლუკა. -ლევან შენი დახმარება მჭირდება, ერთი კლიენტია, ვალი აქვს დიდი ხანია, სულ მატყუებს, შეგიძლია გამყვე რომ დაელაპარაკო? -რა პრობლემაა , ძმაო, ,, მეგობრობა გზად და ხიდად“, ნახევარ საათში მანდ ვარ. ლუკას მივაკითხე და აღნიშნული მისამართი მოვძებნეთ GPS ნავიგაციაზე, დაახლოებით 800 მეტრი გვექნებოდა გავლილი, რომ ვერც კი შევნიშნეთ საიდან გაჩნდა, უცნობი ქალი, რომელიც პირდაპირ ჩემი ავტომობილის წინა პანელს შეასკდა. დავამუხრუჭე , კიდევ კარგი უკან მომავალი მანქანა შორს იყო და გვერდის ავლა მოახერხა დროულად, ...მანქანიდან ელვის უსწრაფესად გადმოვცვივდით ორთავე. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, მოვკალი?- ვეკითხები სასოწარკვეთი მეგობარს და პანიკაში ვვარდები. დამშვიდდი ლევან , სუნთქავს, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანოთ- არ დაიბნა ლუკა, ქალის უსიცოცხლო სხეული ხელში აჰყავს, მანქანის უკანა სავარძელზე აწვენს, გვერდით უჯდება და ადგილს წამებში ვტოვებთ . -საიდან გაჩდა ასე უცებ ტო!-ვეკითხებით ერთმნეთს გაოგნებულები და პასუხი არცერთს გვაქვს. ვფიქრობ განგებ შემოგვივარდა, ქალი ან ფსიქიკურად ვერ არის ან სიკვდილს აპირებს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ , დასკვნას აკეთებს ლუკა, მეც რა თქმა უნდა ვეთანხმები მის მოსაზრებას. -ის , ის იყო სამასებზე შევუხვიეთ,რომ ჩვენს დაძაბულ ყურთასმენას ქალის მისუსტებული, სასოწარკვეთილი ხმა მოსწვდა:- არ მინდა სიცოცხლე! არ მინდა სიცოცხლე! არ მინდა სიცოცხლე! დავიძაბეთ...ერთმანეთს წინა ხედვის სარკეში გავხედეთ და ერთდროულად აღმოგვხდა: - გადავრჩით! გონს მოვიდა! - იქნებ ჩემთან წავიყვანოთ, ხომ იცი, ჩემი ცოლი ფარმაცევტია. მიხედავს.თან დღეს არ მუშაობს, იცი, არ მგონია რამე ჰქონდეს დაზიანებული, სწრაფად არ მიდიოდი, დამუხრუჭებაც დროულად მოასწარი, საავადმყოფოში ათასი კითხვები და გამოძიება წავა. შარს არ გადაგვკიდონ- საუბრობს და აღარ ჩუმდება ლუკა,თავისსავე ვარაუდებს თვითონვე პასუხობს, მგონი ახლა ლუკაა პანიკაში სიხარულით. რას ფიქრობ შენ? -არც აზროვნების თავი მაქვს, არც გადაწყვეტილების მიღების, გემორჩილები. რომ ვიაზრებ ერთ წუთში შეიძლებოდა ქალის მკვლელი გავმხდარიყავი, შენ აზრზე ხარ, ეს ხომ ჩემი ისედაც დამპალი ცხოვრების დასასრული იქნებოდა?! -ვეუბნები ლუკას და ავტომობილს მიმართულებას ვუცვლი . ამასობაში ლუკამ შინ დარეკა, მეუღლეს, ნანას არსებული ვითარება აუხსნა , ნანამ ,, ღმერთს მადლობა შესწირა “, რომ დაგვიფარე განსაცდელისგანო. მალე მივედით. -მე გადმოვიყვან შენ შედი , მიეხმარე ნანას-ვუთხარი მეგობარს . და ქალის მიმართულებით წავედი. ლუკა შინ შევიდა. ახლაღა გავბედე, ქალისთვის დამეხედა. გავქვავდი .ნუთუ ეს შესაძლებელია ღმერთო!:~ ის იყო, ნამდვილად ის იყო. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე სადაც ლუკას მიერ გადაღებულ ფოტოებს ვინახავდი. არ ვცდებოდი. მიუხედავად გატანჯული, ჭუჭყიანი სახისა და ძაძისა, რომელშიც მისი უნაკლო სხეული იყო გახვეული, ვიცანი. როგორ, საიდან, დამცინი ღმერთო?! აშკარა იყო, რომ ქალი გონს მოსულიყო , რასაც თვალის კიდეებიდან მომდინარე ცრემლის ნაკადი ამხელდა, თუმცა თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა. დავიხარე, ნაცნობი სურნელი ღარბად შევისუნთქე -ჩემო , ჩემო, ჩემო, ვლუღლუღებდი და როგორც სანუკვარი განძი, გულზე მიხუტებული მიმყავდა. მადლობა ღმერთო ამ საჩუქრისთვის. არასდროს დაგივიწყებ!- აღმომხდა ბედნიერს ... ღმერთო, როგორი უსუსური , როგორი მიუსაფარი, როგორი მსუბუქი იყო და მაინც ყველაზე სასურველი ქალი იყო მთელს პლანეტაზე. იმ წამს მივხვდი რომ მისი კარგად ყოფნისთვის მთებს გადავდგავდი . -აბა სად ვაწყვენთ?- ვეკითხები ნანას. -შენს საძინებელში, სხვაგან სად?- თვალს მიკრავს ლუკას მეუღლე. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რადგანაც, ნახევარჯერ ლუკასთან ვათენ- ვაღამებ, ერთი საძინებელი მე მომაკუთვნეს. სწორედ ამ საძინებელში შევიყვანე , ფრთხილად დავაწვინე . ნანამ თვალით გვანიშნა მარტო დაგვეტოვებინა . სანამ ნანა ქალს პირველად დახმარებას უწევდა მე და ლუკამ ათასნაირი სავარაუდო აზრი და ფიქრები დავატრიალეთ გაფუჭებული ფირივით, დღეს გადამხდარ უცნაურ ამბავთან დაკავშირებით. -აშკარაა ლუკამ ვერ იცნო. ძალიან კარგი არც მე ვეტყვი. ჯერ -ჯერობით ასე დავტოვებ ამ ამბავს-ვფიქრობ ჩემთვის -ნუთუ მართლა ვერ იცნო? როგორ დავიჯერო, ქალს ამდენხანს ეძებდა და რომ იპოვა ვეღარ იცნო, ისე, გამართელებაც ამას ჰქვია-ფიქრობდა ლუკა და ისიც დუმდა. ფიქრებიდან ნანას გამოჩენამ გამოგვარკვია. გვითხრა რომ დამამშვიდებელი მისცა და ჩაეძინა. იქნებ რომ გაიღვიძებს გვიამბოს რა დაემართა, რატომ გადაწყვიტა ?! კაცო, მოეკლა თავი, ვინ უშლიდა მაგრამ ჩვენ რას გვაბოროტებდა, სხვა გზა ვერ ნახა?- ავწუწუნდი მოჩვენებითი გულგრილობით. -კარგი, კარგი, თქვენ სამსახურში წადით, რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ რამე სიახლე იქნება დაგირეკავთ, - რომ გაიღვიძებს, შეეცადე გული გადაგიშალოს , იქნებ დახმარება შევძლოთ-ვუთხარი და სახლი დავტოვე. სამსახურში ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერც ლექციები ჩავუტარე სტუდენტებს, ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე, რამდენჯერმე დავრეკე ამბის გასაგებად, მაგრამ სძინავსო ნანამ. ვერ მოვისვენე რატომღაც და მალევე დავბრუნდი შინ. სახლში ფეხაკრეფით შევედი, ნანა არსად სჩანდა და გეზი პირდაპირ ჩემი საძინებლისკენ ავიღე, საძინებლის კარი ღია დამხვდა. გულმა რეჩხი მიყო. ნუთუ გაიქცა? სასწრაფოდ ავკრიფე ნანას ნომერი, არ მიპაუხა, კიდევ დავრეკე, გვიან აიღო ყურმილი -სად ხარ ?- ვკითხე სასოწარკვეთილმა, რა,ხდება ლევან, სენი ხმა არ მომწონს, ბავშვებთან გამოვიქეცი სკოლაში, მოვალ თხუთმეტ წუთში, რა ხდება? სახლი ცარიელია ნანა. -არ არსებობს! რომ გამოვდიოდი დავხედე, ეძინა.წერილი დავუტოვე, რომ მალე დავბრუნდებოდი. გაპარულა - აღმომხდა სასოწარკვეთილს და საწოლზე ჩამოჯექი სადაც რამდენიმე საათის უკან ჩემი ოცნების ქალი იწვა. იქვე ნანას წერილს მოვკარი თვალი , რომლის ქვეშ დიდი ასოებით ეწერა: ,, მომიტევეთ, მადლობა ყველაფრისთვის. გთხოვთ, თუ ჩემი გადარჩენა გსურთ ჩემი ამბავი საიდუმლოდ შეინახეთ“. არავისთან მოყვეთ. მით უმეტეს არც პოლიციასთან. თქვენს ჩუსტებს წავიღებ, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებთ . ლიკა. ლიკა ჰქვია! ლიკა, ლიკა-ვიმეორებდი და საოცარი სითბოთი მევსებოდა სული ლიკა იმ საღამოს , როცა ლაურა ჯიქიების ბინიდან დაბრუნდა, მახარა, ნახე , ლიკა, შვილო, ჩემი ნაჩუქარი შარფი, შენ რომ დაკარგული გეგონა, იქ დაგრჩენია, თეკლას უჯრაში ჩავდებ. ახლა კი ძალიან გთხოვ რამე მაჭამე, მგელივით მშია და უნდა გავიქცე, დღეს მორიგე ვარ საავადმყოფოში. იმ საღამოს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. მზიანი ორშაბათი გათენდა ახალი იმედით და ახალი ოცნებებით სავსე. დედამ დარეკა სოფლიდან, ნამტირალევი იყო: თეკლა შვილო, მამას მდგომარეობა დამძიმდა, იქნებ ერთხელ მაინც ჩამოხვიდე სიკვდილამდე ინახულო, გკითხულობს სულ. ცრემლები ყელში მომებჯინა, როგორ ავუხსნა დედას რომ სანამ მეუღლე კარგად არ გახდება და სიარულს ვერ შეძლებს მარტოს არ მიშვებს. კი დედი, აუცილებლად, მივეცი ყალბი დაპირება,უკვე მერამდენედ, ვინ იცის?! ცრემლები წამსკდა. -რა ზლუქუნებ, მამაშენს მშვენიერი მომვლელები ჰყავს, მიხედავენ შენს გარეშეც, აბა მე რა ვქნა, ეტლით რომ გამასეირნო იმის თავიც არ გაქვს , ხოდა, როცა დავდგები ფეხზე და მაშინ ვინახულებთ! -ღმერთო, რა უგულო ეგოისტია, ვეღარ ვუძლებ, სიმსივნიან კაცს როგორ ედრება! კიდევ ერთხელ მახრჩობს უსუსურობის განცდა. უყურებ და მიკვირს, ნუთუ ოდესმე მართლა მიყვარდა ეს კაცი? დე, სკოლაში არ დაგვავიანდეს, მე წიგნებს ჩავილაგებ და გავიდეთ, მაფრთხილებს თეკლე. კი შვილო კაბას გადავიცვამ და გავიდეთ. კარადიდან განწყობის შესაფერისი შავი, უღიმღამო გრძელი კაბა გამოვიღე, გადავიცვი, და ის იყო გასვლას ვაპირებდით, თეკლამ გამომძახა: დე , ჩემს უჯრაში, რომ შენი ცისფერი შარფია, შეიძლება დღეს მე გავიკეთო? -კი შვილო. ოღონდ არ დამიკარგო, ლაურა ბებიამ მაჩუქა. დე, მამაკაცის სუნამოს სუნი რატომ აქვს? ფუფ, არ მომწონს, მოვიხსნი. ქმარმა ყურები ცქვიტა. რაო, მამა,რა თქვი? მოიტანე აბა ვნახოთ? თეკლამ შარფი დემეტრეს მიურბენინა, მეც მათთთან მივედი გაკვირვებული, ვერ მივხდი შარფს რატომ უნდა ჰქონოდა მამაკაცის სუნამოს სუნი, დაყნოსა , მერე მე შემომხედა, თვალები ავის მომასწავლებლად ჩაუსისხლიანდა, გადმოკარკლა, წამოიწია და მთელი ძალით სილა გამაწნა. -შე კახპა, შე ბ**ო! ამას გვიმალავდი არა? -გავშრი, ლოყაზე ხელი ვიტაცე, თეკლას გავხედე, ბავშვის თვალებში საშინელი შიში იდგა. სანამ მე გაოგნებული ვიდექი მეორე სილაც დამაწია. მა, რატომ ცემ დედას, აკივლდა , გადალურჯდა ბავშვი და შემომეხვია. ბ**ია ა დედაშენი შვილო, ბ**ზი, ღრიალებდა ბოლო ხმაზე მამაკაცი, რომელთა თანაცხოვრება გაუსაძლის 10 წელს ითვლიდა, მეტი არაფერი გამიგონია, გამოვიქეცი,გავრბოდი ფეხშიშველი ოღონდ არ ვიცი სად, დაიღვარა ჩემი იმედის ბოლო წვეთი, დავკარგე სიცოცხლის აზრი, მხოლოდ სიკვდილი მინდოდა. როცა სიკვდილის გადაწყვეტილებას იღებ თავისუფლდები ყველა ტკივილისგან, უკვე აღრაფრის გეშინია, მეც ასე უშიშრად გავრბოდი თვალებზე ლიბრგადაკრული. უცებ მანქანის დამუხრუჭების ხმა მისწვდა ჩემს გონებას , მეტი აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, მანქანის უკანა სავარძელზე ვიწექი და გვერდით უცხო მამაკაცი მეჯდა. იმის გააზრებამ , რომ ისევ ცოცხალი ვიყავი ცრემლებით ამავსო. მინდოდა გამეგო სად ვიყავი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ. ბოლოს გაჩერდნენ. ჩემს გვერდით მჯდომი გადავიდა . მძღოლმა გადმოსძახა შენ წადი, მე შემოვიყვანო .თვალებს ვერ ვახელდი, მტკიოდა , ყველა უჯრედი მტკიოდა გაუსაძლისად. მომიახლოვდა. ვგრძნობ მაკვირდება, მერე დაიხარა, ფრთხილად ამიყვანა, მიმიხუტა , შემისუნთა და ჩამჩურჩულა: ჩემო, ჩემო, ჩემო, და ღმერთს მადლობა შესწირა . ვერაფერს მივხვდი , მანამ სანამ ოჯახის დიასახლისმა სახელით არ მიმართა: ლევან? უკვე მეორედ იკვეთებოდა ეს სახელი ჩემს ცხოვრებაში. ნუთუ დამთხვევაა?- თვალი შევავლე ზურგიდან, როცა კარში გადიოდა, ის იყო. მამაკაცი, ავტობუსიდან. რატომ ღმერთო?განა ჩემი უბადრუკი ცხოვრება არ მეყოფოდა , ეს ფსიქოპატი რაღას გადამკიდე? რატომ მსჯი ღმერთო? რატომ? სულ შენი მცნებებით ვცხოვრობდი, სად შევცდი უფალო? ვიმეორებდი ოთახში მარტოდ დარჩენილი და ამ სახლიდან გაპარვის იდეა ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა როგორ უმადურადაც არ უნდა ჩავეთვალე ოჯახს. მიუხედავად იმისა რომ ჩემში არსებულ ქალს სიგიჟემდე სურდა ეს შეშლილი მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაბედა, ის რაც გაბედა და დარწმუნებული ვარ არც პირველი ვიქნებოდი მისთვის და არც უკანასკნელი, ვაცნობიერებდი რომ მას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდა . ოცდამეერთე საუკუნეში, ზედმეტი დაკვირვებაც კი სექსუალურ შევიწროებად ითვლება, მან კი გაბედა წარმოუდგენელი რამ . მას ფსიქოსექსუალური აშლილობა სჭირდა სავარაუდოდ. მიუხედავად იმისა რომ მე პროფესიით ფსიოლოგი ვარ და ყველაზე კარგად მესმოდს მისი პრობლემა, რაც ავტობუსში გადავეყარე, ჯერ საკუთარი თავი მყავდა დასახმარებელი , ამიტომ როგორმე თავი უნდა დამეღწია აქაურობისთვის . არავითარი ლევანი არ მჭირდებოდა ახლა. ჩემს ცივ, გონებაში უბრალოდ არ იყო მამაკაცის ადგილი. წამალი, რომელიც დამამშვიდებლის სახით მომაწოდა დიასახლისმა რა თქმა უნდა არ დავლიე, ძილის დრო არ მქონდა, რაც შეიძლება შორს უნდა წავსულიყავი , სანამ ოჯახის წევრები ძებნას დამიწყებდნენ. უცებ კარი გაიღო დიასახლისი შემოვიდა, ფურცელზე რაღაც დაწერა და სკამზე დადო. როდესაც კარი მიხურა და ფეხის ხმა მიწყდა თვალი გავახილე, წერილი ავიღე, სადაც ეწერა რომ შვილების გამოსაყვანად მიდიდოდა სკოლაში და ნახევარ საათში დაბრუნდებოდა. -ან ახლა ან არასოდეს!-ძლივს წამოვწიე დაჟეჟილი სხეული საწოლიდან , ძალა მოვიკრიბე, აკანკალებული ხელით საპასუხო წერილი დავუტოვე, დიასახლისის ჩუსტები ჩავიცვი და სახლი დავტოვე. *************** ამ ისტორიას მესამე ნაწილით დავასრულებ ძალიან მალე. მანამდე კი თქვენს შეფასებებს მოვისმენ. ვწუხვარ , ისტორია მძიმეა, ნამდვილ ფაქტებზეა აგებული და ვისა პროტესტი გიჩნდებათ ან ფიქრობთ რომ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, იცხოვრეთ ილუზიაში, ღმერთმა დაგიფაროთ,მსგავსი სინამდვილისგან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.