დარჩი ჩემთან
მე მიკა ვარ, +30 წლის. საქართველოს მასშტაბით, ხშირად ვმოგზაურობ ხოლმე. დამოუკიდებელი და ძლიერი გოგო ვარ. ხან ჯგუფებთან ერთად დავდივარ საქართველოს კუთხეების სანახავად, ხან კი მარტოდმარტო. ერთ დღესაც ჩემს საყვარელ რაჭაში გადავწყვიტე წასვლა. ავტოსადგურს მივაშურე და სარეისოს მოლოდინში მყოფს ერთი მაღალი, წითური ბიჭი მომიახლოვდა (მერე მითხრა რომ კანადელი იყო) და ინგლისურად მკითხა, რაჭისკენ მიმავალ ავტობუსს ველოდებოდი თუ არა მეც. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და საუბარი გავაბით. რამდენიმე წუთში მეორე ბიჭიც გამოჩნდა, ერთმანეთს მიესალმნენ. როგორც ჩანს, მეგობრები არიან-გავიფიქრე ჩემთვის. მაღალი წითური ბიჭი კენის სახელით გამეცნო. მეორე კი შავგრემანი და შოკოლადისფერთვალებიანი, საშუალო სიმაღლის, შავთმიანი საყვარელ არსებას რუდი ერქვა. ის ჯერ კენს ესაუბრებოდა და მერე მითხრა რომ არგენტინიდან იყო. საუბრობდა, თან დახრილ მდგომარეობაში ზურგჩანთაში რაღაცას ეძებდა, მერე ქვემოდან ამომხედა და მისმა უცნაურმა მზერამ კანი ამიწვა... ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი და უჩვეულოდ ბევრს ვსაუბრობდი ორივე მათგანთან. ინგლისურ ენაზე ვუყვებოდი მათ ჩემს ქვეყანაზე და კუთხეებზე. კითხვები მათაც ბევრი ჰქონდათ და უცებ დავმეგობრდით. ჩემი უზარმაზარი ზურგჩანთა და კარავი რომ შენიშნეს, მკითხეს ჩემი გეგმების შესახებ. მეც ვუპასუხე რომ კარავში ვგეგმავდი ღამეების გათენებას შოვში ჩასვლის შემდეგ. როგორც იქნა, ავტობუსი მოვიდა. ჩანთები დავაბინავეთ და ავედით. ბიჭებისგან მოშორებით დავიწყე ადგილის ძებნა ავტობუსში. თან მხიარულად ვუთხარი რომ კარგი ადგილის მოძებნა მინდოდა დასაძინებლად. სულ უკან სკამზე დავჯექი. საბოლოოდ, ორივე მათგანი, ჩემს წინ დაჯდა. გზაშიც ბევრს ვსაუბრობდით, ვეცნობიდით ერთმანეთს. რუდიმ მითხრა რომ იტალიელი ვეგონე, ქართველს არ გავხარო. ეს ყველაფერი, მეგობრულ ჟესტად აღვიქვი და მხიარულ ნოტაზე განვაგრძე მათთან კომუნიკაცია. თან, პერიოდულად სამივეს გვეძინებოდა ხოლმე გრძელი გზის გამოისობით. გზაში, კიდევ ერთი მგზავრი ამოვიდა, ხანშიშესული მამაკაცი და უკან დაჯდა, ჩემთან ახლოს. წინ მჯდომი გოგონაც უკან გადმოჯდა და რადგანაც თავისუფლად ვეღარ ვკონტაქტობდით, რუდიმ მის გვერდით გადაჯდომა შემომთავაზა. იმ წამსვე მივხვდი, რომ რაღაც თავგადასავალი მელოდა წინ, მაგრამ ვერაფრით ვიტყოდი უარს, ამ ყველაფერზე. გადავჯექი… მე და რუდიმ საუბრები განვაგრძეთ, ყურადღება მოკლებული კენი კი დრო და დრო თვლემდა ან მუსიკებს უსმენდა. პერიოდულად, ისევ გვეძინა ხოლმე და რუდის ისეთ გამოხედვას ვიჭერდი ხანდახან, ცეცხლივით მედებოდა კანზე მისი მზერა. გზაში, თვალდახუჭული როცა ვიყავი, ვგრძნობდი რომ რუდის ხელები ჩემს მუხლებთან ძალიან ახლოს იყო და ხელის ჩაჭიდება უნდოდა. ვითომ ვერ ვამჩნევდი მისი თითების სიცელქეს…სოციალური ქსელის მისამართები მალევე გავცვალეთ… ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, თუ მართლა გამოაცოცებდა ხელს ჩემკენ...სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ თავ-პირს დავალეწავდი, თუმცა მისი შეხება არ მაღიზიანებდა და რამდენიმე საათის გაცნობილი ადამიანის კვალობაზე, ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის... მორიგი თვლემის შემდეგ, თვალი გავახილე თუ არა, რუდის ხელი ჩემს მუხლთან აღმოჩნდა. მომერიდა, ვინმეს არ დაენახა და მის ხელს ხელი ჩავკიდე და მისი თითები ჩემს თითებს შორის მოვათავსე, თუმცა სანამ ამას გავაკეთებდი, მივხვდი რომ თუ მას ხელს ჩავკიდებდი, მერე გაშვება გამიჭირდებოდა... ხელი მაგრად ჩამკიდა და მეფერებოდა თითებზე… უამრავი წელი იყო მას შემდეგ გასული, რაც ვინმესთან ერთად ხელ-ჩაკიდებული დავდიოდი. ის ვინმე კი ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, რომელმაც მრავალი წლის წინ მიღალატა და ცოლად სხვა მოიყვანა. მერე კი, ერთხელაც, ვინც მეგობარი მეგონა, მასთან და სხვა მეგობართან ერთად რესტორანში წავედი. იმ ღამით, როგორც ჩანს, სასმელში რაღაც ჩამიყარა და რომ მეგონა, სახლში უსაფრთხოდ მიმიყვანდა, სხვაგან გადაუხვია და ჩემზე იძალადა. ყველაფერს ვგრძნობდი, რასაც მიკეთებდა, თუმცა განძრევა არ შემეძლო...ეს ამბავი ვერავის გავუმხილე ორი მეგობრის გარდა. ამ ქვეყანაში ხომ დამნაშავე, ძალადობის შემდეგაც კი ქალია…გვერდში დგომის ნაცვლად, მეგობარმა ის მკითხა, იმ ღამეს მოკლე კაბა ხომ არ მეცვა… ამ ამბის შემდეგ, ვეღარავის ვენდობოდი. არავისთან შეხვედრა არ მსურდა…მერე ცოტა დრო რომ გავიდა, ერთი ბიჭი მომეწონა, როცა მეგონა რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე გადადიოდა, მას ვუთხარი ჩემს წარსულზე. როგორც კი გაიგო რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი, მომენტალურად შეიცვალა. თითქოს შევძულდი…საბოლოოდ, ჩვენი გზები გაიყო…უამრავი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს პაემანზე ვიყავი, რაც ბოლოს მაკოცეს და მეც ვაკოცე…ყოველთვის ვამბობდი ხოლმე რომ მარტოც მშვენივრად ვგრძნობდი თავს…მარტივად ვიგერიებდი ძლიერი სქესის ჩემს მიმართ გამოჩენილ ინტერესებს და ვბლოკავდი მათ თითოეულ ნაბიჯს, რომელსაც ჩემსკენ დგამდნენ. და აჰა, წარსულს თვალი გადავავლე და რუდის თითებში ახლართულ ჩემს თითებს გავხედე… "როგორ უხდებიან ეს თითები ერთმანეთს", გავიფიქრე ჩემთვის…რუდი კი თითებიდან, პერიოდულად მკლავებისკენ მიიწევდა და ნაზად მეხებოდა კანზე…მერიდებოდა მგზავრების, მაგრამ ისეთი არაფერი ხდებოდა ჩვენს შორის, რომ ვინმეს შეურაცხყოფად მიეღო. მისმა ფეხმა, ჩემი ფეხის მჭიდრო სიახლოვეს დაიდო ბინა…ეს ისეთი სასიამოვნო იყო… ცოტა ხანში, რუდიმ თავისი მობილურის ეკრანზე ტექსტი აკრიფა და წასაკითხად გამომიწოდა: "შეიძლება ამაღამ შენს კარავში დავრჩე"? მოულოდნელი იყო ეს შეთავაზება…ათასნაირმა ფერმა გადამიარა სახეზე… მე, ცნობილ უკარებას რას მეუბნებიან? ვფიქრობდი ჩემთვის, თუმცა ისიც გავაანალიზე, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი და ვეღარც ვიმორჩილებდი მას…კითხვის ნიშნით სავსე თვალებით მიყურებს, რას ვუპასუხებ… "ეს სიგიჟეა" ჩავჩურჩულე ყურში… ტექსტი აკრიფა ისევ ეკრანზე და გამომიწოდა. "სიგიჟეა, თუმცა სასიამოვნო შეიძლება იყოს ორივესთვის"... ცოტა ხანში ისევ ჩავჩურჩულე: "არ მაქვს ორი ადამიანისთვის საჭირო აღჭურვილობა"... მანაც ჩამჩურჩულა: " ახლა ზაფხულია, არ შეგვცივდება, არა უშავს, გავთბებით"... ავტობუსი რამდენიმე წუთით გაჩერდა. რომ ჩამოვედით, საპირფარეშოსკენ გავემართე, რომ არეული ჰორმონები დამეოკებინა ცივი წყლის სახეზე შესხმით… უკან დაბრუნებულს, რუდი დამხვდა წინ. მოვიდა და მომეხვია, ჯერ შუბლზე მაკოცა, მერე ლოყაზე და ბოლოს ტუჩებში…მეუცხოვა ეს ყველაფერი და ალბათ რამდენმა დაგვინახა უკვე, გავიფიქრე შეშფოთებულმა. სიტყვის უთქმელად ავტობუსისკენ გავვარდი. არ ვიცი რა იფიქრა ,მაგრამ მალევე უკან გამომყვა… როგორც კი ახლოს მოვიდა, ვუთხარი: "ქართველები ტრადიციების მოყვარე ხალხი არიან და ქორწინებამდე ურთიერთობა მათთვის მოუღებელია. თუ დაინახავენ რომ მაკოცე, ისინი მეძავს დამიძახებენ"... "ტრადიციების მოყვარული ადამიანები" ჩაილაპარაკა…კარგი, არ გაკოცებ მეტს მათ დასანახად…ვიფიქრე რომ მოვრიგდით და ვუთხარი, რომ მისი თვალები შოკოლადს ჰგავდნენ… შენი თვალები კი თაფლს ჰგავს, მომიგო მხიარულად. თვალი შევავლე მის მზემოკიდებულ სახეს და დავჯექი ჩემს კუთვნილ ადგილას. გვერდით მომიჯდა…მიმიხუტა. მსუბუქად მაკოცა ტუჩებზე და ჩემმა მზერამ ჩვენი ტრადიციები შეახსენა…" კარგი, აღარანაირი კოცნა"!-გამომიცხადა მხიარულად…თითოეული მისი გამოხედვა მაბნევდა და ნაწილებად მშლიდა…საბოლოო თანხმობა არ მქონდა ნათქვამი მისთვის, კარავში დარჩენასთან დაკავშირებით, თუმცა მიხვდა რომ ეგ საკითხი მოგვარებული იყო …კენზე ვკითხე, რას აპირებდა მასთან დაკავშირებით. მიხედავსო საკუთარ თავს, უბრალოდ ვეტყვი რომ შენთან ერთად მოვდივარო… მგზავრობისთვის განკუთვნილი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემი თითები მისი თითების ტყვეობაში იყო…მხოლოდ ჩემი თითები აღარ იყო მის ტყვეობაში, მე, მთლიანად, მისი მზერის ტყვე ვიყავი, უკვე… ყველაფერი გამომკითხა გზაში ჩემს შესახებ. ასაკით ჩემზე უმცროსი იყო რამდენიმე წლით, თუმცა მაგას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა… რაჭაში ჩასულები გავიყავით. კენი იქვე კოტეჯში დარჩა, ჩვენ კარვით გავემართეთ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. აღმართების ავლა გვიწევდა, მე კი იმდენი რამ მქონდა ჩანთაში ჩაყრილი, უსაშველოდ მძიმე იყო და მიჭირდა ტარება. საბოლოოდ, რამდენიმე ნივთი შემხსნა და თვითონ აიკიდა … გზაში, შესვენების დროს გულზე მიმიხუტა და ტუჩებში მაკოცა…ცივი ტუჩები ჰქონდა…უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა… "იქნებ ვუთხრა, რომ კენთან დაბრუნდეს"?- გავიფიქრე თავბრუდახვეულმა…თუმცაღა, ხმამაღლა არ გამიჟღერებია ეს ფრაზა. საბოლოოდ, საკარვე ადგილას მივედით, კარავის გაშლაში დამეხმარა, მერე ვახშმობა გადავწყვიტეთ, თუმცა ვერაფერს დავაკარე პირი, ვაშლის გარდა…ვნერვიულობდი საკუთარი გადაწყვეტილების გამო და არ მშიოდა…არც მწყუროდა…თითქოს, საკუთარ სხეულს ზემოდან დავყურებდი… აცივდა, შეღამდა კიდეც…ყორნისფერი გადაიკრა ცამ… კარავში შევედი, მოვაწყვე იქაურობა, ფანარი ჩავრთე და გარეთ მყოფ რუდის გავძახე რომ შემოსულიყო…შემოვიდა…გული ისე ამიხმაურდა, ალბათ ქარაფებსაც ესმოდათ. შემოსვლისთანავე განათება გამორთო და ჩემს გვერდით წამოწვა. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემსკენ გადმოიწია და მაკოცა. ამჯერად, მისი კოცნა უფრო მეტად მომთხოვნი იყო. ტანსაცმლის შიგნით რომ ააფათურა თავისი თლილი თითები, ჩემი ტვინი განგაშის სიგნალმა მოიცვა… "იქნებ ვუთხრა, რომ გავჩერდეთ, იქნებ ვუთხრა რომ შევწყვიტოთ" ვფიქრობდი, თან მის ტუჩებს ვერ ვწყდებოდი…ტანსაცმელი რომ შემოვიძარცვეთ ორთავემ, ვუთხარი რომ იქნებ გავჩერებულიყავით… "No"... მიპასუხა…თითოეული მისი თითების შეხება ჩემს კანზე ჯადოსნობის ალში მხვევდა…მივხვდი რომ ვერ შევძლებდი მასზე უარის თქმას და სანამ ჩემში დაიდებდა ბინას, ვუთხარი რომ გამოცდილება არ მქონდა ამ საქმეში…როცა ყველაფერი მორჩა, უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მე-მე აღარ ვიყავი და სულ სხვა ადამიანად ვიქეცი…საძილე ტომარა, ქურთუკი და პლედი თანაბრად გავინაწილეთ. თითქმის მთელი ღამე ერთმანეთზე მიხუტებულებს გვეძინა. პერიოდულად მჭიდროდ მიკრავდა გულში, თითქოს ეშინოდა, არსად გავმქრალიყავი… გავხედავდი სიბნელეში მის ყორნისფერ თმას და თლილ სახის კონტურებს, ოდნავ წამოზრდილ წვერს და არ მჯეროდა იმის, რაც გავაკეთე, თუმცა ჩემთვისაც კი უჩვეულო იყო ის ფაქტი რომ არაფერს ვნანობდი…დილით გაცნობილი ადამიანი, უახლოესი გამხდარიყო ჩემთვის. ღამით, პერიოდულად, ერთმანეთს ვუსწორებდით გადასაფარებლებს რადგან გარეთ საკმაოდ ციოდა. არასდროს მქონდა წარმოდგენილი, რომ ვინმესთან ძილი ასეთი სასიამოვნო იქნებოდა, თანაც კარავში…გამთენიისას, კიდევ ერთხელ რომ მივეხუტე, ისევ განვიძარცვეთ ტანისამოსისგან ვნების ალში გახვეულები და აღმოხდა: "მომწონს შენი ტუჩები"...ორივემ ვიცოდით, რომ დილით ჩვენი გზები უნდა გაყრილიყო…მანამდე ჩემი ტრაგიკული ისტორია ვუამბე…რამდენი ბიჭი გყავდა?- მკითხა… ერთი, ვინაც იძალადა და მერე შენ, ვუპასუხე… ხომ გამიხსენებ ხოლმე? მეკითხება… არასდროს დაგივიწყებ, ვპასუხობ მორცხვად…მერე ფოტოები გადაიღო ჩემთან მოხუტებულმა, რამდენჯერმა ჩამიკრა გულში და მითხრა, რომ ისევ გვენახა ერთმანეთი იქნებ, სადმე, მომავალში... შესალოა, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, მივუგე პასუხად… ულამაზესი იყო ის დილა. მზემ რომ კარავი გააშრო, ჩავბარგდით და დავბრუნდით დასახლებული პუნქტისკენ და უკვე ზედმეტად ქცეული ცივილიზაციისკენ . თუმცა, მერე გეგმები შევცვალეთ და კიდევ ერთი ლოკაციის სანახავად გავემართეთ ერთად. რამდენიმე საათში, იქედან დაბრუნებულები კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ის სხვა გზით უნდა წასულიყო, მე კი რადგანაც უფრო ცოტა დრო მქონდა დარჩენილი დედაქალაქში დაბრუნებამდე-სხვა გზით წასვლა ვარჩიე.წასვლის წინ ჩავეხუტეთ ერთმანეთს…წასვლის წინ ყურში ჩამჩურჩულა: "იმიტომ არ მკოცნი, რომ აქ ბევრი ხალხია"? კი, მაპატიე, ვუპასუხე მე…თან ცრემლები ყელში მებჯინებოდა… "წადი, უკვე დროა"-ვუთხარი… წავიდა. მივიხედე…მალე თვალს მიეფარა. საშინლად და მიტოვებულად ვიგრძენი თავი და ცრემლები მომერია… "მას ვეღარასდროს ნახავ", ათასგზის მაინც გამიელვა გონებაში ამ აზრმა. წავედი იქვე, ახლო-მახლო გავშალე კარავი. თან ცრემლები მისველებდა სახეს…ეს რა გავაკეთე, ვფიქრობდი. ახლა რა იქნება? კარავში მოვეწყვე და მისთვის ფოტოების გაგზავნა დავაპირე სოციალურ ქსელში. უცებ, მის მეგობრებში ჩემი ნაცნობი გოგო დავინახე და ეჭვმა დამრია ხელი…ფოტოები გავუგზავნე და თან ვკითხე იმ გოგონას შესახებ: " ის შენი მეგობარი გოგოა"? პასუხის მოლოდინში შეუჩერებლად ვტიროდი…უკვე წარმოვიდგინე, თუ როგორ იყვნენ ერთად და ეჭვიანობამ ისე მაგრად მომიჭირა გულზე ხელი, სუნთქვა შემეკრა… "რა გეგონა, რაზე ფიქრობდი"? ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს…როცა ის ორნი, ერთად წარმოვიდგინე, ამაზე მტკივნეული რამ თუ არსებობდა, ვერც ვიფიქრე. პასუხი რამდენიმე საათის შემდეგ მომივიდა: "მადლობა ფოტოებისთვის. არა, მეგობარია, მხოლოდ მეგობარი. რა პატარაა ეს სამყარო"… მისმა მოწერილმა ვერ დამამშვიდა. არც ჭამა მსურდა, არც მწყუროდა, ტკივილი სულში ტალღებად მივლიდა. გაუსაძლისად მენატრებოდა. მკლავდა იმის წარმოდგენა რომ ვეღარასროს ვნახავდი…კიდევ რამდენიმე ფრაზა გავცვალეთ სოციალურ ქსელში. ის ფეხით წასულიყო მისთვის სასურველი ლოკაციისკენ. არ მეძინა იმ ღამით. სუნთქვა მიჭირდა, ცრემლით იყო სველი საძილე ტომარა. "რატომ, რატომ"? - ვეჩხუბებოდი ჩემს მეორე მეს და ვნატრობდი, ისევ მენახა, თუნდაც ერთხელ. რა მეშველება მის გარეშე? დავუსვი კითხვა საკუთარ თავს, თანაც კიდევ ერთხელ გავაანალიზე რომ წყვილიც კი არ ვიყავით, არაფერს შემპირებია და ვერც ვერაფერზე მოვთხოვდი პასუხს… მეორე დილით თბილისში დაბრუნებას ვგეგმავდი. თუმცა აღმოჩნდა, რომ უკან ბრუნდებოდა დასახლებულ პუნქტთან და რადგან მეც შევცვალე გეგმები, შესაძლებელი იყო ისევ მენახა. ისევ რომ დავინახე, მინდოდა ჩავხუტებოდი მაგრამ რადგან გარშემო ხალხი იყო, ერთმანეთს შორიდან მივესალმეთ. მოგვიანებით, როცა ისევ მოვიდა ჩემამდე, მითხრა რომ ხვალ მეც წამოვალ თბილისში, დღეს კი შეგვიძლია ერთ სასტუმროში დავრჩეთო. "არ ვიცი, ალბათ სჯობს, ცალ-ცალკე ვიქირავოთ ოთახები"- ვუთხარი. არა, ერთად დავრჩეთ… თავი უხმოდ დავუქნიე. შეღამებულზე სასტუმროსკენ ერთად გავეშურეთ. ლოკაციას გუგლით მივყვებოდით. გადავწვიტე, არ გამემჟღავნებინა, რომ ქართველი ვიყავი. სასტუმროს მეპატრონეებს ინგლისურად ვესაუბრეთ და საოჯახო სასტუმროს კუთვნილ ნომერში ავედით. "შხაპს მიიღებ"? მკითხა. "შენს შემდეგ", ვუპასუხე… აბაზანიდან გამოვიდა, მისი ყორნისფერი, ხვეული სველი თმა ბრწყინავდა შუქზე…რა სიმპათიურია, გავიფიქრე და აბაზანისკენ გავემართე. მეც გამოვედი აბაზანიდან, საცვლებში გამოწყობილი, საწოლზე წამოწოლილი დამხვდა, მელოდებოდა გამეცინა, თვალი ავარიდე და მის გვერდით გავიშოტე. ჭერს ავხედე. ხუთი წამიც არ იყო გასული, ჩემს ტუჩებს დაწვდა. რამდენი ტანსაცმელია, ჩაიბუტბუტა და ჩემი ტანისამოსის ჩემგანვე განთავისუფლებას შეუდგა. იქნებ, შუქი გამოგვერთო? წავჩურჩულე. შუქი ჩააქრო და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით…თითქოს სამყაროს ვემალებოდით სიბნელეში და აკრძალულ ხილს უკვე მერამდენედ ვაგემოვნებდი იმ ადამიანთან ერთად-ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებაზეც კი თანახმა ვიყავი… თითოეული შენი შეხება, ჯადოსნურია, ვუთხარი ყურში. პასუხად მაკოცა და მითხრა:" მე შენ მიყვარხარ და ესენიც"-მზერით ჩემს მკერდზე მიმანიშნა და დაწვდა მათ. რომ წახვალ, გამიხსენებ? ვეკითხები, თან ვკოცნი. იქნებ, მომავალში დადგეს ის დღე, როცა ვეღარ გამიხსენებ… "შესაძლოა"-მპასუხობს და კოცნას არ წყვეტს… ბოლოს მივეხუტე. ცოტა ხანში გარეთ გავიდა. აივანზე დაჯდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო. გავაკითხე. კარგად ხარ?-ვკითხე. მეგონა გეძინა, ვეწევი და მერე შემოვალ-მიპასუხა… დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა ოთახში. შემოწვა საწოლში. გადაბრუნდა და დაიძინა. არ მაძინებდა იმაზე ფიქრი, რომ დილით ნამდვილად ყველაფერი დასრულდებოდა. უხმოდ ვტიროდი. ვტიროდი, რადგან უკვე გავაანალიზე რომ ძალიან ძვირფასი გამხდარიყო ჩემთვის რუდი… ვტიროდი, იმიტომ რომ უკვე მენატრებოდა…ვტიროდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ვეღარ ვნახავდი…ვტიროდი, რადგანაც მიხვდი რომ მომავალში დავიტანჯებოდი იმაზე მეტად, ვიდრე იმ წამს… მას ეძინა...ისევ და ისევ ეძინა... "მას ვეღარასროს ვნახავ და ეს ჩემი ცოდვების საფასური იქნება"-ვფიქრობდი სასოწარკვეთილი. არაფერი გაუგია.არც ჩემი ცრემლები დაუნახავს და არც ჩემი ტკივილი უგრძვნია, მშვიდად ეძინა. მისკენ შევტრიალდი და თმაზე ვეფერებოდი, ხან ზურგზე და ხან სახეზე. ერთხელაც, შემოტრიალდა, ჩამეხუტა და ძილი განაგრძო. მე კი ძილი არ მეკარებოდა. ორი-სამი საათის შემდეგ გაიღვიძა და მითხრა რომ უნდა გავწეულიყავი. ცოტათი ჩავიწიე და ხელით გამწია უფრო შორს, ასე უკეთესიაო. ისევ დაიძინა. ნუთუ, უკვე შემიძულა? ვფიქრობდი და საქოლის კიდისკენ გავიწიე. თან ცრემლი ღაპა-ღუპით მდიოდა. ცოტა ხნით ჩამთვლიმა, მაშინაც დამესიზმრა რომ ვიღაც ჩემს მოკვლას ცდილობდა და მალევე გამეღვიძა. შუაღამით, სულის გაუსაძლისმა ტკივილმა იმდენად შემაწუხა, ავდექი, ჩავიცვი და აბაზანაში ჩავედი შხაპის მისაღებად. იქ განვაგრძე საკუთარი თავის დატირება… უკან ვბრუნდები ოთახში. ჩემი ნაბიჯების ხმაზე იშმუშნება რუდი და მერე ისევ ძილს აგრძელებს. მე კი მის გვერდით ვწვები და ძილგატეხილი საათებს ვითვლი დილამდე, გათენებამდე. დრო კი დაუნდობლად იცრიცებოდა, მასთან ახლოს ყოფნის წამები სულს ღაფავდა. ცა რომ შემტრედისფერდა, მისმა მაღვიძარამ დარეკა…გაიღვიძა, ადგა და სააბაზანოსკენ გაემართა. იქ დიდხანს შეყოვნდა. მე კი მანამდე ჩემი ჩანთა ჩავალაგე. უცებ, წამით მის საწოლს გავხედე. სისხლით იყო ზეწარი მოსვრილი. ნუთუ, შესაძლებელია, რომ მასთან დამეკარგა ქალიშვილობა? გავიფიქრე თავზარდაცემულმა… მერე კი ეს ფაქტი იშვიათ შესაძლებლოვად აღვიქვი. ერთი ნაცნობი ქალი გამახსენდა, რომელსაც საქალწულე აპკი მშობიარობისას გაერღვა საბოლოოდ… რა გავაკეთო? გავიფიქრე სასოწარკვეთილმა…საწოლს თეთრეული სასწრაფოდ გადავაცალე და კუთხეში დავდე დაკეცილი, რომ არ დაენახა სისხლის კვალი… სასტუმროდან გასვლის წინ ოდნავ მიმიკრა გულზე და წავედით. "უკანასკნელი ღამე და უკანასკნელი დილა" ჩავილაპარაკე ნაღვლიანად. "უკანასკნელი ღამე და უკანასკნელი დილა"- გაიმეორა თვითონაც… ავტობუსში ჩავჯექით. მშია და რამეს ვიყიდი, სანამ გავალთო, მითხრა. კროასანის ჭამით დაბრუნდა. მისი მოკბეჩილი ლუკმა ჩამიდო პირში და მაჭამა…გადავყლაპე ნაძალადევად…ისევ არ მშიოდა…არაფერი მინდოდა. როცა ლოყაზე კოცნა ვცადე, ხელზე მომეფერა და დავიძინებო, თავი ამარიდა. გული მეტკინა. ცრემლების დასამალად სათვალე გავიკეთე. მთელი გზა ეძინა ან თავს მარიდებდა. ბოლოს მეც ჩამთვლიმა ცოტა ხნით. რომ გავახილე თვალი, ზემოდან დამყურებდა უცნაური მზერით. შესასვენებლად რომ გააჩერა ავტობუსმა, ვიღაც ნაცნობი გოგო დაინახა და გამოელაპარაკა. ჩემსკენ აღარ მოუხედავს. ტკივილმა გულზე ისე მომიჭირა ხელი, სუნთქვა შემეკრა და უკანმოუხედავად, მეორე მხარეს წავედი. უფრო მეტი დისტანცია დაიჭირა ჩემგან. თითქმის მთელი გზა ხმა აღარ გაუცია… პერიოდულად, მალულ და მოღალატე ცრემლს ვაქრობდი ერთი ხელის მოსმით. სანამ თბილისში შევიდოდით, ჩავჩურჩულე რომ ქალაქში ჩასვლისას ცოტა დრო დაეთმო სასაუბროდ. "ახლა მითხარი, არ მიყვარს დამშვიდობება"- მითხრა პასუხად. ვცდი, ვუთხარი და ფანჯრისკენ გავიხედე რომ აზრები დამელაგებინა. ყველაფერი რომ პირადად მეთქვა, ვიცოდი რომ ცრემლებს ვეღარაფრით დავმალავდი და ტელეფონის ეკრანზე დაწერა და მერე წამეკითხებინა ტექსტი მისთვის-ეგ გადავწყვიტე…თითქოს სიმბოლური იქნებოდა, მან ხომ დაწერილი წამაკითხა 3 დღის წინ: "შეიძლება, შენს კარავში დავრჩე ამ ღამით"?... ტკივილი, სისხლთან ერთად მოძრაობდა ჩემს ვენებში, თუმცა ვარჩიე მეთქვა რისი თქმაც მსურდა და ეკრანზე დავუწერე… "ეს სამი დღე, ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული იყო ჩემთვის. მადლობა ამისთვის. არასოდეს დაგივიწყებ. შენს მიმართ რაღაც გრძნობები მაქვს და მომენატრები. ყველა გოგონაზე ვიეჭვიანებ, ვისაც მომავალში შეხვდები. წარმატებებს გისურვებ და ბედნიერი იყავი" საპასუხოდ დამიწერა: "არავისზე იეჭვიანო, მეც მემახსოვრები და ბედნიერი იყავი". ისევ დავუწერე: "თბილისში რომ ჩავალთ, შეიძლება რომ ჩაგეხუტო წასვლის წინ"? მიპასუხა: "მხოლოდ მცირე ჩახუტება"... ვიყურებოდი ფანჯარაში…დრო დაუნდობლად ანადგურებდა მასთან ყოფნის დარჩენილ წამებს… მე კი არ მინდოდა მეტირა მის დასანახად… ჩავედით…სადგურში მივედით და დამშვიდობებისას ჩამეხუტა მაგრად. ყელთან ვაკოცე, ოდნავ ამოსულ წვერზე, მისი არომატი უკანასკნელად შევისუნთქე და უკანმოუხედავად წამოვედი. გაიყო ჩვენი გზები სამუდამოდ. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, მომავალში როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე და პასუხს ვერ ვპოულობდი. მეორე დილით დარჩენილი ფოტოები გავუგზავნე, საპასუხოდ კი 1 კვირის შემდეგ მომწერა მადლობა ფოტოებისთვის და შემპირდა რომ თვითონაც გამომიგზავნიდა ჩვენს სურათებს… დრო გადის, ტკივილს კი ვერაფერი შველის. იმდენად ცოტა ხანი ვიყავით ერთმანეთის გვერდით, იმ ყოვლისმომცველ გრძნობას, რაც ჩემში დარჩა, მეშინია სიყვარული დავარქვა, მგონია რომ თუ სახელს დავარქმევ გრძნობებს, უფრო მეტად გამიჭირდება იმ დღეების ფერფლად ქცევა… ბოლო დროს უცნაური შეგრძნებები დამჩემდა, თავბრუ მეხვევა, გულის რევის შეგრძნებები მაქვს და ყნოსვა გამიმძაფრდა…თვალები ამომიღამდა დარდისგან. სარკეში ვიხედები და საკუთარ გამოსახულებას ვეღარ ვცნობ. ის კი აღარსად ჩანს. არსადაა მისი კვალი. არ მიმჩნევს. არ ვენატრები…არ მკითხულობს, არ მწერს…ისე დაცარიელდა სამყარო მის გარეშე… ვიცი, რომ აღარასდროს შემოვუშვებ ვინმე სხვას ჩემს ცხოვრებაში, რადგან მხოლოდ ის მჭირდება, მაგრამ მას ვჭირდები კი??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.