შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 1)


24-09-2023, 11:32
ავტორი ერკე
ნანახია 1 845

სიტყვები ქარში წამიერად იფანტება და ზურგს უკან მონასროლი ტყვიასავით ქრება. მას შემდეგ რაც სულში ჩააფურთხეს და გოლიათის ცხოვრება ფსკერზე ეშვება თავს ვერაფრით უმხელს სიმართლეს.
მის ცხოვრებას აზრი მაშინ უქრება, როდესაც საქართველოს მტრად, ერის შემარცხვენლად აღიარებენ და ჭაში ულმობლად ჩააგდებენ, მაშინ ქრება სიცოცხლის ხალისი, როდესაც თვალებში ნაცარს შეაყრიან და დააბრმავებენ.
დაბრმავებული, დაბეჩავებული, სულით დაცემული, მტვრად ქცეული გოლიათი სიკვდილს ებრძვის ჭის ფსკერზე და ისეთი შეგრძნება ეუფლება თითქოს მის სხეულს პირანიები მიირთმევენ.
-ცხოვრება წამართვეს, იმიტომ რომ დიადი ტანის ვარ? - ჩაიბურტყუნა და თავში იტაცა ხელი. - უფალო, ეს არის შენი სამართალი? შენი მიმტევებლობა და შენი სიყვარული? დაე, იყოს ნება შენი, და მიიღე ჩემი სული უკვდავი შენს ძღვენად.
თავი ხელებში ჩარგო და სუნთქვა შეწყვიტა.

* * *

თავი 1



„დღეები მიქრიან, წლები გარბიან და სულისკვეთება ადამიანისა, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს, არ იცვლება.“

-როგორ ვამარცხებთ დემონებს ჩვენსას?
-რაო იკა? - ლიკამ გაურკვევლად შეუქიცინა წარბები.
-არაფერი. - დაუბღვირა ირაკლიმ, რომელსაც სულ არ სიამოვნებს იკას რომ ეძახიან.
-დემონები ჩვენში არ სახლობენ ვაჟკაცო. - თვალი ჩაუკრა გოგონამ და თავი მუხლებში ჩაუდო.
-დემონები სწორედაც რომ ჩვენს სულს ეპატრონებიან და გვილპობენ მას. – არ დანებდა ირაკლი, ამასობაში ლიკუნას თმებით თამაშობდა და ცხოვრების სიმწარეებს იხსენებდა, ცდილობდა გაეხსენებინა საკუთარი შრამები წარსულში, რაც ცხოვრებამ მთელი მონდომებით მიაყენა და გონებიდან ვერ შლიდა.
-წარსულის ბილიკებს მხოლოდ აწმყო თუ წაშლის. - თითქოს მის ფიქრებს კითხულობსო ლიკამ ისე წამოიძახა გაუცნობიერებლად და ირაკლის ქვევიდან ნიშნისმოგებით ახედა.
-კაი, ადე ფეხზე, სამსახურში მაგვიანდება, სასწრაფო საქმე მაქვს.
-სამსახურში თუ ნაშებში ძვირფასო?
-სიტყვა ნაშას ნუ ამბობ რამდენჯერ გაგიმეორო? ყველა ქალს საკუთარი თავის თამადობით პატივი ეცი და ნაშა არ დაუძახო. სიამოვნების გამო ადამიანი რას ჩაიდენს სხვისი გასაკითხი და მითუმეტეს იარლიყ-მისაკრობი არ არის. თავის ცხოვრებას ვისაც როგორ სურს ისე განკარგავს და არავის მოეკითხება.
-რატომ გაბრაზდი ცუგრუ? მოდი დედიკოსთან... - მიმზიდველად მოილოკა ტუჩები და შემდეგ ვნებიანად იკბინა რათა საკუთარი მეუღლე გაეგიჟებინა, მაგრამ ამ ჯერად არ გამოუვიდა. ირაკლი გაცხარებულ დისკუსიაში იყო და როგორც ნამდვილი გამომძიებელი ვერაფერი დაახევინებდა უკან.
-კაპიტანი მიხმობს, წავედი. - არად ჩააგდო ლიკას მოღუშული, განერვიულებული თუ განრისხებული მზერა და კარი მიიჯახუნა.
განყოფილებაში გამოცხადებისთანავე შეატყობინეს რომ დავიდოვიჩი ელოდებოდა და პირდაპირ მის კაბინეტის კართან წამიერად შეყოვნდა. სანამ დააკაკუნებდა გუშინდელ ღამეზე დაფიქრდა იმ ალქაჯთან, რომელსაც მეუღლე ერქვა, ვნებიან ღამის შემდეგ მისმა რეპლიკებმა იმდენად გააღიზიანეს, რომ გაცოფებული ლამის უფროსს შეუვარდა კაბინეტში. ცდილობდა ნორმაში მოეყვანა საკუთარი თავი, დაემშვიდებინა ნერვები და ღრმად ჩაისუნთქა.
„დემონები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ და ადამიანების გარკვეული კატეგორიაც შედის მათში.“ - გონებაში გაუელვა. დილიდან ამ დემონებზე ფიქრით დაღალა გონება, თუმცა ვერ ხვდებოდა რატომ. რად შეუჩნდა ეს აზრები, რატომ ვერ იგდებდა გონებიდან. შესაძლოა მისი პროფესიიდან გამომდინარეც გაუჩნდა მისთვის დამღუპველი ფიქრი, გონება ეთამაშებოდა, დასცინოდა და მთლიანად ლამობდა მისი დადებითი გამოვლინების ჩაყლაპვას, რომელიც დაებადებოდა მასში.
-გაუმარჯოს დავიდოვიჩ, გავიგე მეძებდი, გისმენ. - ნელი ნაბიჯით შეაბიჯა კარში და მის პირდაპირ, ზურგით მოქცეულ, დიად ბორბლებიან, მოჩუქურთმებულ და ლამაზად მოქარგულ სავარძელში მჯდომ მამაკაცს მიმართა.
-ხომ იცი ირაკლი ქებურია, რომ ადამიანის სისასტიკეს საზღვარი არ გააჩნია?
-პროფესია დღითიდღე მარწმუნებს ამაში დიახ, რატომ მეკითხები? - რიტორიკული შეკითხვის შემდეგ კვლავ განაგრძო საუბარი, ისე რომ დავიდოვიჩს პასუხის გაცემა არ აცადა. - თუნდაც ბოლო საქმე ავიღოთ. ყოველდღე ჩემს თავს ვეკითხები, ამაზე საზარელი დანაშაული რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, მაგრამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.
-კი ნამდვილად... - ბოლო სიტყვა გაწელა დავიდოვიჩმა. - მეც არ მესმის, როგორ უნდა მოაჭამო ყური ადამიანს, შემდეგ თითები დააჭრა, შეიწვა ჭამო და ამის შემდეგ დაასაჭურისო, როგორ უნდა მიგიყვანოს კაცმა ამ დონემდე, რომ ამ ყველაფრის ჩადენა გაიძულოს. საოცარნი ვართ ადამიანთა მოდგმა.
-უნდა გაითვალისწინო ის ფაქტიც, რომ მამაკაცმა მთელი ცხოვრების განმავლობაში სული ამოხადა ქალს, რომელიც ყოველღამ მასთან ერთად წოლას კი არა სამყაროდან გაქცევას ლამობდა. მე შევისწავლე მათი ყოველდღიურობა, ცოლს ცხოვრებას უმწარებდა ყოველდღიურ სახეს მიცემული ქმრის გალეშილ მდგომარეობაში შინ დაბრუნება. ამას მოჰყვებოდა ხოლმე გაუთავებელი კამათი ჩხუბში გადაზრდილი, ჩხუბი კი ხშირ შემთხვევაში ქალის დასახიჩრებით მთავრდებოდა, ისე გამეტებით ურტყამდა მუშტებს ის ახვარი კაცი, თითქოს უცხო ეცემოს, ფოტო კი ნანახი გექნებათ რაც საქმეს დავურთეთ. მართალია ამას არ უნდა ვამბობდე და სასამართლო არ დამეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ დამსახურებულად მიეზღო და ასეთ ადამიანებს სამაგიეროს ყოველთვის ბუნება უზღავს სხვის ხელით.
-შენგან ასეთ მსჯელობას მოკლებული ვარ ჩემო ირაკლი.
-რას ვიზამთ, პროფესიულმა გამოცდილებამ მოიტანა. - თითქოს რაღაცამ შეუღიტინა ირაკლის, ყური მოიქავა, ბრძნული გამოხედვა მიიღო, აქაოდა ყველაზე მეტი მე ვიციო და პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გამომცდელად შეხედა. - ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რომ ჩადიოდე უმსგავსო, ამორალურ საქციელს და განცდა არ გქონდეს იმისა, რომ უკან მოგიბრუნდება საკუთარი ქმედების ანარეკლი.
-სამყაროა ესეთი არა?
-კი, როგორც ამას მუდამ ვამტკიცებ.
-შენი სამყარო არ ვიცი როგორია, მაგრამ საქმეზე გადავიდეთ, ჭორაობას შევყევით. - ლევან ბურდულს გაეცინა, მაგრამ მალევე დამალა. იგი იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელნიც ფიქრობენ რომ თუ თანამდებობა გიკავია და შენს თანამშრომლებს სისუსტე, ღიმილი ან მეგობრული განწყობა აჩვენე მაშინვე დაკარგავ მათ პატივისცემას და საქმისადმი დამოკიდებულება უთუოდ შეეცვლებათ. ამიტომ ლევანი ყოველთვის დისტანციის დაჭერას ამჯობინებდა ყველასთან, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს, თუმცა გაურკვეველი ფაქტორის გამო ირაკლისთან ძალიან უჭირდა და ყოველგვარ ხერხს მიმართავდა რათა ეს დაემალა.
-გულისყურით გისმენთ. - თავი მსახიობივით დაუკრა და კბილებში რაღაც გამოსცრა, რაც თავადვე არ გაუგია.
-ერთ მიყრუებულ სოფელში, რომლის სახელიც პირველად გავიგე მკვლელობა მოხდა.
-მკვლელობა? სოფელში?
-ხო, რა გიკვირს?
-არა, არაფერი... განაგრძეთ.
-სოფელი ოფიციალურად არც არსებობს, ერთი პატარა დაჯგუფება უფროა, რომელსაც მიკვირს რომ სახელმწიფო არსებობის უფლებას აძლევს. მას ტომის „ბელადი“ - გაეცინა და ორივე ხელით საჩვენებელი და შუა თითები მოხარა. - სიცილიას ეძახის და არსებობს ჩვენებები იუსტიციიდან, რომ რამდენჯერმე მოუთხოვიათ ამ ადგილის რუკაზე შეტანა. სიცილია... - ჩაიხითხითა ლევანმა. - თავი მარიო პიუზოს რომანში მგონია.
-რატომ ასე დაძაბულად? - გააწყვეტინა იკამ. - იქნებ სულაც არ იგულისხმება ის სიცილია ჩვენ რომ ვიცით... და იმაზე სურთ ხაზგასმა, რომ სოფელში სულ ქეიფი და სიცილია? - სცადა გახუმრება, მაგრამ ლევანის მძიმე სახის დანახვისას თავადაც დასერიოზულდა.
-სადაც სულ სიცილია, იქ მკვლელობაც სიცილის ფონზე ხდება ხო? თან სიცილისთვის დამახასიათებელი მკვლელობა, ბუმბერაზი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეკორდების წიგნში უსათუოდ შესატანი იქნებოდა ყველაზე ღრმა ჭის ფსკერზე დატოვეს უპატრონოდ, მაცხოვრებლები იქ ყოველდღე დადიოდნენ, მახლობელ ჭიდან, რომელიც ამ უკანასკნელიდან ორმოცდაათი მეტრითაა დაშორებული, წყალს ეზიდებოდნენ და არავის მოსვლია აზრად თავიანთ ოქროს ტვინებში, რომ მას დახმარება სჭირდებოდა.
-პუტინი...
-რა?
-ჩავფიქრდი და მისთვის ბელადი კი არა, პირდაპირ პუტინი უნდა გეწოდებინათ.
-შესაძლოა მართალი ხარ, თუმცა ამ კაბინეტიდან ეს არ უნდა გავიდეს.
-სამარე ვარ, გპირდებით.
-ცინიკოსობას, როდის შეეშვები? მოკლედ ამ საქმეზე უნდა გაგგზავნო. მე მაქვს მათ მიერ დახაზული არაოფიციალური რუკა, თუ სადაც მდებარეობს ეს სოფელი, იუსტიციამ დღეს დილით მომაწოდა. საქმის არსის და მისი სიმძიმის გათვალისწინებით ჩემი საუკეთესო დეტექტივი გამოვიძახე და მინდა რომ დღეს საღამოსვე შეუდგე საქმეს.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ... დრო საკმარისად გაქვს, ბარგის ჩალაგებას მოასწრებ, ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა და ეს საზარელი ამბავი გვამცნო ის კაცი თანახმაა, რომ ოჯახში მიგიღოს და დაგაბინავოს. ღმერთმა იცის, ეს კაცი რომ არა... - თავი ჩაქინდრა ლევანმა და მთელი სხეული აუკანკალდა. - კიდევ კარგა ხანს ვერ გავიგებდით ამ ამბავს, სანამ ვინმე არქეოლოგიური გათხრებისას მის ძვლებს არ აღმოაჩენდა, სრულიად შემთხვევით. - ხელები კისერზე დაიბჯინა. მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო. - ვინ იცის... კიდევ რამდენი დანაშაული ხდებოდა სიცილიაში და ჩვენამდე არც მოუღწევია...


პ.ს.
დიდი ძალისხმევის შედეგად ჩემს ყოველდღიურობაში მცირე სინათლის შემოტანა მაინც შევძელი.
ყოველდღიური დატვირთული სამუშაოს მიხედავად. ვიმედოვნებ მოგეწონებათ და დაძაბულ დღეებს გამიხალისებთ.. <3



№1  offline წევრი EllaTriss

სხვანაირად ღრმა ონტოლოგიურ პრობლემებთან რომაა საქმე, ჯერ კიდევ როდის აღვნიშნე.
არ მგონია სასაცილოდ იყოს საქმე, თუმცა საიდან და ვისი მხრიდან შევხედავთ ეგეც არის, თავისთავად. ისე კი, აზრი კარგია. შენი ირაკლისგან არც მიკვირს. თავიდან ბოლომდე საინტერესო ტიპაჟია. სწორ ხაზს რომ არ მიჰყვება, ჯერ მარტო იმიტომ.
ისე კი, ბუმბერაზი ადამიანების ბედი უმეტესად ეგაა ბოლოს.
პუტინზე კომენტარს არ გავაკეთებ.
დანარჩენი
იცი.

 


№2 სტუმარი სტუმარი დეა

საინტერესოაა, ელას რეკომენდაცია ცუდი ვერც იქნებოდა. :დ
დეტექტივებს დიდად არ ვკითხულობ, თუმცა ეს მართლა მომეწონა. ირაკლი თავისი აზრებით უკვე ძაან კაი ტიპია ,ბოლომდე თუ გაჰყვა ეგაა თორემ ახლა მომწონსს.
უფროსი ტიპური უფროსი :დ
სიცილიაში მოგზაურობის ამბავი მაინტერესებსს, წარმატებები და დაგელოდები შემდეგზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent