შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი ( სრულად )


29-09-2023, 00:05
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 11 448

- მაკიაჟის დაწყების დროა თორემ ვეღარ მოვასწრებთ, -ნანუკა ჩვეულებისამებრ ქარიშხალივით შემოიჭრა ოთახში, და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით სავსე ჩანთა საწოლზე დაახეთქა, მერე კი მე მომვარდა, სავარძლიდან წამომაყენა და ერთ ადგილზე დამატრიალა.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები თუმცა ეს კაბა გრძელი რომ ყოფილიყო აჯობებდა, ვის გაუგია მოკლე საქორწილო კაბა, თმაც ისე უბრალოდ გაქვს დავარცხნილი...
უზარმაზარ სარკეში არეკლილ საკუთარ ანარეკლს შევავლე თვალი, მოკლემკლავიანი, ნაზი სიფრიფანა თეთრი კაბა მუხლამდე მწვდებოდა, ოდნავ დატალღული გაშლილი შავი თმა წელამდე მქონდა ჩამოშლილი, ციმციმებდა თმაში აქა-იქ გაბნეული რძისფერი მარგალიტები...
- მარტო დამტოვე, -ისეთი ხმით ამოვიხრიალე თვითონაც კი მეხამუშა, შეცბა ნანუკა, ხელი გამიშვა, უკან დაიხია ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
- რა ჭირს, რაღაც ხასიათზე ვერ ხარ, რა ფერი გადევს?
- გადი და მარტო დამტოვე.
- მესმის რომ ღელავ, ბოლოს და ბოლოს ყოველ დღე ხომ არ ქორწინდები, მოდი ახლა დავიწყოთ მაკიაჟის გაკეთება თორემ დაგვაგვიანდება და გიორგის ხომ იცი როგორ არ უყვარს როცა აგვიანებ ხოლმე, ისე არ ქნა მაგისთანა ბიჭმა საკურთხეველთან მიგატოვოს, -თავისი ჭკუით იხუმრა და გულიანი კისკისიც მოაყოლა ამ ვაი ხუმრობას.
- გადი, -ვიკივლე გამწარებულმა და მასაც მეტი აღარაფერი უთქვამს ფარცხა-ფურცხით გავარდა საძინებლიდან და კარი გაიჯახუნა, იქვე მიგდებული ტელეფონი ავიღე და კიდევ ერთხელ ჩავრთე გუშინდელი ვიდეო რომელსაც დღეს უკვე მეათედ მაინც ვუყურებდი, კადრში მთელი თავისი დიდებულებით ჩანდა ჩემი მომავალი მეუღლე ბატონი გიორგი და მისი საყვარელი ნათია, მთვრალები ეხვეოდნენ ერთმანეთს მაგრამ ყველაზე მეტად ამაზრზენი მაინც გიორგის სიტყვები იყო რომელიც იმ კახპას უმტკიცებდა რომ ქორწინების შემდეგაც ხშირად ნახავდა და ასიამოვნებდა ხოლმე…
ჯერ კიდევ ქორწინებამდე მღალატობდა ქორწინების შემდეგ ღალატის პერსპექტივით, თანაც ვისთან, ერთხელ სრულიად შემთხვევით მოვისმინე მთვრალი ბიჭების, გიორგის, ჩემი ძმის და მათი სხვა მეგობრების საუბარი, სამეგობროს ქალი უწოდა მაშინ ჩემმა ძმამ ნათიას და გიორგიც ურცხვად ხარხარებდა მის სიტყვებზე, თურმე წლების წინ ჩემს ძმასთან ჰქონია ურთიერთობა ქალბატონს, მერე ვასკასთან, მერე ნუგოსთან...
ბეჭედი მოვიხსენი რომელსაც უზარმაზარი ბრილიანტის თვალი ამშვენებდა და ფრთხილად დავდე კომოდზე, დანანებით გადავხედე თეთრ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რომელიც მამიდაჩემმა ჩამომიტანა პარიზიდან და ერთი სული მქონდა როდის ჩავიცვამდი, ახლა ეს ფეხსაცმელი ნამდვილად არ გამომადგებოდა, წითელი დაბალძირიანი კედები ამოვიცვი და ფანჯარასთან მივედი, კიდევ კარგი პირველ სართულზე ვიყავი, ახლა კისრის მოტეხვა ნამდვილად არ მინდოდა, კარიდან ვერ გავიპარებოდი ვინმე შემამჩნევდა ასე რომ ისევ ფანჯრიდან უნდა მეცადა...
სახლიდან საკმაოდ მოშორებით მყოფი მოვეგე გონს და დავფიქრდი, რიომ გეკითხათ ვერ გიპასუხებდით რატომ გადავწყვიტე გამოპარვა, რა მქონდა გასაპარი და დასამალი, ეს ის უნამუსო უნდა გაქცეულიყო ჩემი ცხოვრებიდან, ალბათ უფრო მისი გამწარება მინდოდა, ერთგვარი შურისძიება იმით რომ ქორწილის დღეს მივატოვე, ნეტავ თუ ვუყვარვარ ან ოდესმე თუ ვუყვარდი...
- შენ? შენ თუ გიყვარს? -ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს და გვერდით გამვლელი ფუშფუშა ქალბატონის უცნაური მზერა არაფრად ჩავაგდე, მიყვარდა? ალბათ მიყვარდა კიდეც ოღონდ ადრე რამდენიმე წლის წინ, მერე კი ჩვენი ურთიერთობა გაუფერულდა, გაუბრალოვდა, უბრალო ვალდებულებას და მოვალეობას დაემსგავსა, ერთმანეთს შევეჩვიეთ, თუმცა ერთხელაც კი არ გამივლია გულში მისი ღალატი, ირიბადაც კი არ შემიხედია არავისთვის.
ალბათ ერთი საათი მაინც მივდიოდი ფეხით უმისამართოდ, უკვე ბნელდებოდა, ჩამოღამებულ ზეცას ავხედე, გიორგის იდეა იყო რომ ხელის მოწერის ცერემონია მზის ჩასვლისას გვქონოდა, ულამაზესი ადგილი შევარჩიეთ, ღია ცის ქვეშ, ტბის პირას, ჩამავალი მზის ფონზე უნდა შეგვეფიცა ერთმანეთისთვის სამუდამო სიყვარული და ერთგულება...
ირგვლივ მიმოვიხედე, ხალხმრავალ ქუჩაზე ვიყავი სადაც უამრავი ბარი და კაფე იყო, უეცრად საშინლად მომინდა დალევა, წელზე დამაგრებულ პატარა ჩანთაში ჩავიჭყიტე, მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კუპიურა მქონდა თან, არა ტელეფონი, არა საბუთები...
პირველივე ბარში შევედი რომელიც შემხვდა, მაგიდას მივუჯექი და ბარმენს სასმელი შევუკვეთე, არ გამკვირვებია როცა უცნაური მზერა შემავლო, აშკარად არ გამოვიყურებოდი აქაურობისთვის შესაფერისად, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ცოტა ხანში საერთოდ აღარ მახსოვდა გიორგი და ჩემი ჩაშლილი ქორწილი, წესით დალევის შემდეგ დეპრესიაში უნდა ჩავვარდნილიყავი, ბარმენისთვის ჩემი ისტორია დეტალებში უნდა მომეთხრო და მერე გულამოსკვნით მეტირა თუმცა ამდაგვარი არაფერი გამიკეთებია, თავს მშვენივრად ვგრძნობდი და სულაც არ მაწუხებდა ის რომ ჩემს გარშემო ნელ-ნელა ყველაფერი ტრიალს იწყებდა.
- ლამაზი თმა გაქვს, -მომესმა ზურგს უკნიდან და მერე ახლოდან, ძალიან ახლოდან ისეთი სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი თვალები თავისთავად მიმენაბა, შევბრუნდი, ჩემს წინ იდგა, ხელში ჩემი თმის კულულები ეკავა და მათში ჩაწნულ - ჩამაგრებულ მარგალიტებს დაჰყურებდა.
- საქორწინო ვარცხნილობაა, -ვუთხარი და ჩემი აზრით მომხიბვლელად გავუღიმე თუმცა სასმლით გაბრუებულს რამდენად გამომივიდა არ ვიცი.
მზერა გამისწორა, თვითონაც გამიღიმა და ქათქათა კბილები გამოაჩინა, დიდი შავი თვალები ჰქონდა, ოდნავ გრძელი დატალღული თმა, სწორი ცხვირი და ისეთი მიმზიდველი ტუჩები...
- აქ რას აკეთებ? -ღმერთო ხმაც როგორი სულშიწამდვდომი ჰქონია, შემაჟრჟოლა და ტანზე ბუსუსებმა დამაყარა, ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა.
- რას უნდა ვაკეთებდე, ვსვამ, -საცოდავად ამოვიკნავლე და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე, დავინახე როგორ ანიშნა ბარმენს რომ აღარ დაესხა თუმცა არ შევწინააღმდეგებივარ, ჩემს წინ დაჯდა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა მომაპყრო, იდაყვზე ჩამოვაყრდნე ნიკაპი და სახე მივუახლოვე, გაეღიმა.
- მიღალატა, თუმცა არ მწყენია, სიმართლე რომ გითხრა არც კი ვიცი რატომ გამოვიქეცი საკუთარი ქორწილიდან, მან მიღალატა მე ხომ არ მიღალატია მისთვის, -ახლაღა მომივიდა ჩემს თავზე ბრაზი, მოვიღუშე, მე სადღაც ბარში ვიჯექი და ვსვამდი მას კი ალბათ ნათია ამშვიდებდა.
- არ გყვარებია, -დაასკვნა უცნობმა და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ დავინახე როგორ აენთო თვალებში მხიარული ნაპერწკლები.
- საიდან მოიტანე რომ არ მიყვარს, -თავგამოდებით გავაპროტესტე.
- რომ გყვარებოდა ახლა დიდი ალბათობით ჩემს მხარზე იტირებდი და მთხოვდი რომ მასთან წამეყვანე, შენ უბრალოდ თამოყვარეობა შეგელახა ეს არის და ეს.
- ასე ფიქრობ? -თვალები მოვჭუტე ად მისი ჭიქისკენ გავაცოცე თითები, ჭიქა უკან დაწია და ხელი ჩამჭიდა.
- ახლა რას აპირებ, გინდა სახლში წაგიყვანო?
- სახლში წასვლა არ მინდა, უნდა ვიცეკვო, -გამოვაცხადე და სკამიდან ჩამოვხტი, მისი სწრაფი რეაქცია რომ არა ალბათ წარმატებით გავიშხლართებოდი იატაკზე, მკლავში ჩამჭიდა ხელი და სწორად დადგომაში დამეხმარა, გრძელი თითები ჰქონდა და ძლიერი მკლავები, ფართო მხრები, ზეციდან დედამიწაზე სპეციალურად ჩემთვის ჩამოსულ აპოლონს ჰგავდა.
- საერთოდ არ მომწონხარ, -მივახალე მხიარულად მომღიმარს, მერე შევბრუნდი და მოცეკვავე წყვილებს შევერიე, მუსიკას ავაყოლე სხეული, არ მიუცხოვებია როცა უკვე ნაცნობი თითები მომეხვია წელზე...
გაჭირვებით გავახილე თვალი, ცუდად ვიყავი, თავი მისკდებოდა და მთელი სხეული საშინლად მტკიოდა, უზარმაზარ საწოლში ვიწექი, მამაკაცის ბოქსერი ტრუსი და გრძელი ფართხუნა მაისური მეცვა, თავს ძალა დავატანე რომ გამეხსენებინა რა მოხდა, ჩემი ქორწილის დღე იყო, კაბა ჩავიცვი, ნათია მარგალიტებს მიწნავდა თმაში, მეტი აღარაფერი მახსოვდა საერთოდ აღარაფერი...
თმაზე ჩამოვისვი ხელი, საგულდაგულოდ მქონდა დავარცხნილი, იქვე ტუმბოზე დალაგებულმა მარგალიტებმა მომტაცა თვალი წამოვდექი და ღია ფანჯარასთან მივედი, ფანჯრიდან გადაშლილმა ხედმა და მწვანე ეზომ დამარწმუნა რომ ჯერ ისევ საქართველოში ვიყავი არადა ქორწილის შემდეგ დილით ადრევე ვაპირებდით ჰავაიზე გაფრენას, ნეტავ რა მოხდა? რა ჯანდაბა მჭირს? ასე როგორ დამავიწყდა ყველაფერი, დავიჯერო გავთხოვდი, უკვე პირველი ღამეც მქონდა და არაფერი არ მახსოვს...

-
საძინებლიდან ფეხაკრეფით გამოვედი და დერეფანს გავუყევი, გიორგის ვეძებდი, წესით აქვე უნდა ყოფილიყო სადმე, ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, მადისაღმძვრელი სურნელი რომ ვიგრძენი და ჭურჭლის ხმაურიც მომესმა გამეღიმა, წამიერად დამავიწყდა ის აბსურდული სიტუაცია რომელშიც ვიმყოფებოდი.
- ალბათ საუზმეს მიმზადებს, -ჩავილაპარაკე გამხიარულებულმა, ვარაუდით შევაღე კარი და ღიმილი სახეზე შემეყინა, ქურასთან მოკლე შორტში გამოწყობილი წელს ზემოთ შიშველი ღვთაება იდგა და ოსტატურად ატრიალებდა ხელში ტაფას.
- ომლეტს შეჭამ? -შემობრუნდა თეფშებზე გაანაწილა თავისი ნახელავი და თან ისე გამიღიმა ლამის იქვე ავალდი და დავიფერფლე.
- ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? უფრო სწორად მე რას ვაკეთებ აქ, რა ჯანდაბა ხდება? -ნელ-ნელა დავიწყე გონს მოსვლა და ხმასაც ავუწიე, აპოლონი გაოგნებული და ენაჩავარდნილი მიყურებდა.
- როგორ? შენ რა არაფერი გახსოვს? -გულწრფელი გაოცება ისმოდა მის ხმაში, არ ვიცნობდი მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი არაფერს დამიშავებდა ამიტომაც დამშვიდება ვარჩიე.
- აქ რა ხდება მითხარი, -ამოვიტირე და მაგიდას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი, თავს მართლა არ ვგრძნობდი კარგად, მომიახლოვდა, მკლავში ნაზად მომკიდა ხელი, მისაღებში გამიყვანა და სავარძელში ჩამსვა.
- კარგი სუნი გაქვს, -უნებურად დამცდა და ტუჩებზე ავიფარე ხელი დარცხვენილმა.
- ეგ გუშინაც ბევრჯერ მითხარი, -ეშმაკურად გაეღიმა უკვე ჩემს მოპირდაპირედ მოკალათებულს, -მართლა არ გახსოვს არაფერი თუ მეთამაშები.
- მართლა არ მახსოვს და თუ გიცნობ წამოდგენაც კი არ მაქვს როგორ შევძელი შენი დავიწყება, -ისევ წინ გამისწრო ენამ და ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ახლა ალბათ ბროწეულივით ვიყავი აღაჟღაჟებული, ის კი მხოლოდ იღიმოდა...
- ბარში შევხვდით ერთმანეთს, თეთრი კაბა გეცვა...
- ღმერთო ჩემო, -დაფეთებული წამოვხტი ფეხზე, -გუშინ ქორწილი უნდა მქონოდა, ერთადერთი რაც მახსოვს ისაა რომ კაბა ჩავიცვი და ნანუკა თმებს მიკეთებდა, მერე ვეღარ ვიხსენებ, იქ რა მინდოდა? ბარში როგორ აღმოვჩნდი?
- არ გახსოვს რატომ გამოიქეცი ქორწილიდან? -მის ხმაში პირველად გაკრთა რაღაც ეჭვის მაგვარი.
- გამოვიქეცი?
- თუ არ გამოქცეულხარ მარტოდმარტო ბარში რას აკეთებდი?
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, -სასოწარკვეთილმა ფართოდ გავშალე ხელები, -შენთვის არაფერი მითქვამს?
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, წარბები შეჭმუხნა, ერთხანს დუმდა და მერე უარის ნიშნად გააქნია თავი, თუმცა რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაცას მიმალავდა.
- ალბათ ახლა მეძებენ, ალბათ გიორგი როგორ ნერვიულობს, -ხელებში ჩავრგე სახე და თავი ჩავღუნე, გამახსენე ღმერთო, გამახსენე რატომ გავაკეთე ასეთი რამ, რამ მაიძულა საკუთარი ქორწილიდან გამოპარვა, ალბათ რა დღეში არიან მე კი უცხო სახლში, უცხო მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი...
- შენი ტანსაცმელი მაცვია? რატომ? რა გავაკეთე? ჩვენს შორის რა მოხდა? -ერთბაშად მივაყარე კითხვები, წამოდგა და მთელი თავისი დიდებულებით ამესვეტა წინ, ფრთხილად ასწია ხელი და ლოყაზე შემეხო, არ შევწინააღმდეგებივარ როცა თმაში შემიცურა თითები, თვალები მივლულე და ამოვიოხრე, უცნაური, გამომცდელი მზერით დამყურებდა ზემოდან, თითქოს ყოყმანობდა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა, მე კი ამ ყველაფრის მიუხედავად რატომღაც მხოლოდ ერთი სურვილი მაწვალებდა, მის ტუჩებს შევხებოდი და მათი გემო გამეგო.
- ძალიან მთვრალი იყავი, იქ ასე ვერ დაგტოვებდი, ჩემთან წამოგიყვანე, მერე კი ცუდად გახდი და იძულებული ვიყავი შენთვის გამომეცვალა, ეს იყო და ეს, ნუ ნერვიულობ, სხვა არაფერი მომხდარა, მთელი ღამე მშვიდად გეძინა.
მივხვდი რასაც გულისხმობდა ცუდად გახდომაში, ისე შემრცხვა ახლა მის წინ დგომას მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე, ნაზად მომკიდა ნიკაპზე ხელი, თავი ამაწევინა და შუბლზე მომაკრო მხურვალე ტუჩები...
თვითონ მიმყვანა სახლამდე, იმ ნახევარი საათის განმავლობაში რაც გზის გასავლელად დაგვჭირდა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში გუშინდელი დღის ფრაგმენტები, ქორწილის სამზადისი, შეტყობინება, გაქცევა, ბარი, მასთან შეხვედრა, ცეკვა, მისი თითები წელზე და ტუჩები... ეს მგრძნობიარე და მხურვალე ტუჩები...
- არ წახვიდე, არ დაბრუნდე, -ჩემი სახლიდან ოდნავ მოშორებით შეაჩერა ავტომობილი, ღვედი შეიხსნა და მობრუნდა, მუდარით ჰქონდა სავსე თვალები, ჟინით და იმ ცეცხლით გუშინ ასე რომ დამაკარგვინა თავგზა, როგორ მინდოდა მეთქვა რომ არსად არ ვაპირებდი წასვლას, ამის მაგივრად კარი გამოვაღე და გადავედი, გადმომყვა.
- ვიცი რომ ყველაფერი გაგახსენდა, -მომაძახა და მაიძულა შევჩერებულიყავი, მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა, -გაკვირდებოდი და ვიცი რომ გახსოვს, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ აპირებ მასთან დაბრუნებას.
- ვინ გითხრა რომ მასთან დაბრუნებას ვაპირებ?
- არა? მართლა არ დაბრუნდები მასთან?
- დრო მჭირდება იმისთვის რომ ყველაფერი დავალაგო, სულ ცოტა დრო, -მის მკლავებში შევტრიალდი თითის წვერებზე ავიწიე, მთელი გრძნობით ვაკოცე მერე კი ჩემი გამბედაობით გულამოვარდნილი და აღფრთოვანებული სირბილით გავიქეცი სახლისკენ, ჭიშკართან რომ მივედი და უკან მოვიხედე ისევ იქ იდგა იმავე პოზაში და სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
- იმედია დღეს მაინც არ შემარცხვენ და ქვეყნის სასაცილოს არ გამხდი, -გიორგი ისე მიჭერდა მკლავზე ხელს დიდი ალბათობით გვარიანად ჩამილურჯდებოდა, ჩემი გაქცევიდან ერთი კვირის შემდეგ ( რაც ნერვიულობას და ქორწილისწინა სტრესს მივაწერე ) მეორედ ვქორწინდებოდით, გიორგი მთელი კვირა ყოველ დღე იმას ჩამჩიჩინებდა თუ რაოდენ იღბლიანი ვიყავი რომ მაპატია და არ მიმატოვა.
- გესმის რას გეუბნები? -შემანჯღრია და კარი გამოაღო, -გამოფხიზლდი, მოვედით.
- ხელის მოწერის ცერემონია ღია ცის ქვეშ გვქონდა, სწორედ ისე როგორც მას უნდოდა, უამრავი სტუმრის თანდასწრებით.
- ამას აქ რა უნდა, -ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა როცა შემაღლებული ადგილის გვერდით, გამოსაჩენ საპატიო ადგილზე მჯდომ ნათიას მოკრა თვალი.
- მე დავპატიჟე ძვირფასო, -გადავულაპარაკე და ნათიას გაღიმებულმა დავუქნიე ხელი, არ გამომპარვია თუ როგორ დაიძაბა გიორგი.
- რა გაქვს ჩაფიქრებული?
- არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე რომ მისი ნახვა გაგეხარდებოდა, უხეშად ვუპასუხე და ტაშისა და ოვაციების ფონზე დავიკავე ჩემი ადგილი ყვავილებით მორთული თაღის ქვეშ.
ცერემონიის დაწყებამდე მიკროფონი რომ მოვითხოვე მაშინ უკვე აშკარად შესამჩნევად დასცხა გიორგის და როცა ნათიას დავუძახე და გვერდით ამოვიყენე მაშინ საბოლოოდ გალურჯდა და ხელების კანკალით მოიხსნა ჰალსტუხი რომ არ გაგუდულიყო.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? -ამოიხავლა მომაკვდავივით, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
- ძვირფასო სტუმრებო, -ომახიანად დავიწყე მიმართვა, -სასიხარულო ამბავი უნდა გაცნობოთ, მალე პატარა გვეყოლება, ჩემი საქმრო და მისი საყვარელი ბავშვს ელოდებიან, -ნათიას თვალი ჩავუკარი, მანაც შეთანხმებისამებრ ჩემი სიტყვები შეიფერა და ბედნიერი სახით მოეფერა მუცელს, პირდაღებულები შემომყურებდნენ სტუმრები, ჩემი და გიორგის ნათესავები და მშობლები...
- გილოცავ საყვარელო, -გაფითრებულ-გალურჯებულ გიორგის მხარზე ბავშვობის ძმაკაცივით დავუტყაპუნე ხელი, -ბარემ ყველაფერი მზად გვაქვს და მოაწერეთ ხელი ბავშვი უმამოდ არ უნდა გაიზარდოს, შენებიც და ჩემებიც შვილიშვილ ნატრობდნენ და ა ბატონო შვილიშვილი, იმედია უკუნითი უკუნისამდე ბედნიერები იქნებით.
დავიხარე, საცოდავად მობუზულ და დაპატარავებულ გიორგის ლოყაზე ვაკოცე, მიკროფონი იქვე მივაგდე და თავაწეულმა დავტოვე გაოგნებული აუდიტორია.
- კიდევ ერთი? -ბარმენმა ღიმილით შემივსო ჭიქა, -არ მეტყვი რა შეგემთხვა?
- გრძელი ამბავია, -ხელი ჩავიქნიე და ერთ ყლუპად გამოვცალე ცეცხლოვანი სითხე.
- ლამაზი ვარცხნილობაა, -ნაცნობი ხმა რომ მომესმა და უკვე მონატრებული სურნელი რომ ვიგრძენი გამეღიმა და გული სითბოთი ამევსო, ერთბაშად მომაწვა მონატრება, თურმე როგორ მაკლდა...
- პირდაპირ ქორწილიდან მოვდივარ, -ვუპასუხე უკვე ჩემს მოპირდაპირედ მდგარს და ფაშფაშა თეთრ კაბაზე ვანიშნე, ისეთი მზერით ამათვალიერა ლამის იქვე დავდნი.
- წამოხვალ? -ხელი გამომიწოდა, თითები შევაგებე, თავი დავუქნიე და სკამიდან ჩამოვხტი.
- არ მკითხავ სად?
- არა, უბრალოდ შენთან ერთად წამოვალ.
- ხომ იცი რომ ამჯერად აღარ გაგიშვებ, -ხმა ჩაეხრინწა და თვალები აუელვარდა, ახლოს სულ ახლოს მომიტანა სახე, მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა ტუჩებზე.
- და წასვლას ვინ აპირებს? -მხიარულად ჩავუკარი თვალი და ტანის რხევით წავედი გასასვლელისკენ.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Lilagogo❤️
Rogor mogvanatre tavi))
Dzalian sasiamovno da pozitiuri iyo es siyvaruloba))
Ar daikargo ra))

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Lilagogo❤️
Rogor mogvanatre tavi))
Dzalian sasiamovno da pozitiuri iyo es siyvaruloba))
Ar daikargo ra))


მეც მომენატრა აქაურობა blush მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ვეღარ ვიცლი ხოლმე, დღეს დაუსრულებელ ისტორიასაც ავტვირთავ სრულად ''წარსულის კვალდაკვალ''

 


№3 სტუმარი სტუმარი Marie

ძალიან საყვარელი ისტორია იყო (*^‿^*)აი ყავაზე მისაყოლებელი☺️ კარგი იქნება თუ ასეთ ისტორიებს ატვირთავთ ხოლმე განსატვირთად იდეალურია ასეთი ისტორია❤️ წარმატებები!!

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი Marie
ძალიან საყვარელი ისტორია იყო (*^‿^*)აი ყავაზე მისაყოლებელი☺️ კარგი იქნება თუ ასეთ ისტორიებს ატვირთავთ ხოლმე განსატვირთად იდეალურია ასეთი ისტორია❤️ წარმატებები!!



კიი ასეა, ზუსტად განსატვირთად ვწერ ხოლმე ასეთ პაწაწუნა მსუბუქ ისტორიებს heart_eyes

 


№5 სტუმარი ნესტან

ძალიან კარგი იყო მომეწონა პატარა სახალისო ნაწარმოები იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

ვაუუ ისეთი კარგი იყოო,დადებითი მუხტით სავსე ,პარადოქსული და საინტერესოო..

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

პატარა და ნაუცბათევად დაწერილი იყო

 


№8  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნანა
პატარა და ნაუცბათევად დაწერილი იყო


ასეც იყო ჩაფიქრებული blush
მადლობა რომ წაიკითხეთ

 


№9  offline წევრი TamoTi

საყვალობა იყო ძალიან♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent