შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ოთახი (სრულად)


1-10-2023, 23:59
ავტორი Gossipy girl
ნანახია 25 858

ისტორიაში მოთხრობილი დეტალები არის გამოგონილი.
წოდებები (ლეიტენანტი, გენერალი, პრემიერი ...) არ შეეფერება რეალობას.





20.. წლის 14 ივნისი
თბილისი

-მამა, ჩვენ მზად ვართ ... მზად ვარ პარტიას შევუერთდე და ...
-შენ, ამ ახირებულ ლაპარაკს ან თავს დაანებებ ან ...
-არა, ზურა, მომისმინე, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, მე დაგიდგები გვერდით, როცა ...
-შენ, ჯერ უდა ისწავლო!-შეუვალი იყო საქართველოს პრემიერ მინისტი ზურაბ ჯანდიერი.-ამ თემაზე მეორედ ლაპარაკი აღარ მინდა, გასაგებია?! უნდა ისწავლო. მჭირდება, რომ დასაყრდენი გახდე შენი თავის. უზრუნველყო საკუთარი ოჯახი მაშინ, როცა ამის დრო დადგება, არ არი ასე, უცებ მოგინდეს სამყაროს გადაბრუნება, ადგე, აიღო მთა და ზურგზემოკიდებულმა ადგილი შეუცვალო, ყველაფერს სჭირდება მომზადება, ხვდები, მამა?!
-მზად ვარ, მამა. -აჟიტირებულმა ახალგაზრდამ დამაჯერებლობისთვის თავიც დაუქნია მამამისს და ჟინით შეპყრობილმა წინ გადაიხარა მისი სიტყვები უფრო მკაფიო აღსაქმელი რომ ყოფილიყო.- შენ, შეიძლება ვერ ხდვები, მაგრამ მოწოდებით ... არა, მესმის, რომ ცოტა გიჟურად ჟღერს ...
-რა, რომ მოწოდებით ერეკლე მეორე ხარ?!-სიცილი ძლივს შეიკავა კაცმა.
-რა არი მანდ სასაცილო?!-შეშფოთდა ბიჭი.-ზურა, გეუბნები მზად ვარ პარტიაში გავწევრიანდე და ყველა შავი სამუშაო გავაკეთო, მერე ერეკლეს დროც მოვა და „გეორგიევსკის“ ...
-არ თქვა, თუ ძმა ხარ - თავიდან გაფორმებისო!-ხარხარებდა უფროსი ჯანდიერი.
-არასერიოზულად მიყურებ და ეს ფაქტი მაცოფებს!-სკამის საზურგეს მიეყრდნო გაბრიელი და გამვლელებს მოავლო მზერა.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა.
მათი საუბრები, ხმები ესმოდა და ცდილობდა ყურადღება მამამისზე გადაეტანა.
არ გამოსდიოდა.
ახლა რომ დაფიქრდა, მიხვდა სწორი ადგილი ვერ შეარჩია სალაპარაკოდ.
-მამა ...
„კიდევ ერთი ნამცხვარი მოგვიტანეთ ...“-შეკვეთას აძლევდა ახალგაზრდა მამაკაცი.
„რამდენი წვენი მოგართვათ?!“-იღიმოდა მიმტანი გოგო მეორე მაგიდასთან.
„რისი ნამცხვარი გნებავთ?!“-ისევ პირველი მაგიდიდან ისმოდა მიმტანის ხმა.
„მამას დავურეკოთ, ეგ და ირაკლი ერთად იყვნენ“
„ალუბლის.“-პასუხი დაუბრუნა მამაკაცმა მიმტანს.
„დადაშვილი ვნახე გუშინ, ბაჩოს ურეკავდა საქმე მაქვს და გამომყევიო, ბაჩო უნივერსიტეტიდან წაუყვანიათ საავადმყოფოში, რაღაც ლაბორატორიულ კვლევებზე, მოკლედ რაში გვაინტერესებს, დადაშვილი ჩამოსასვლელი იყო და არ ჩამოვიდა, ნუ ხო ხვდები, რა თემაცაა?!“-ახალი კლიენტი შემოვიდა კაფეში.
„ოთხი წვენი, შენ რისი გინდა?!.“
„მალე, მოვლენ, შტაბში იყო გამოძახებული და გზად ირაკლიც წაუყვანია..“
„ეგ ბაჩო ვინ არი იცი?! აი, არშბას თამაშზე რომ დაგანახე შორიდან, ორი წლის და რომ ჰყავდა წამოყვანილი ბიჭებთან ერთად.“
„ახლავე მოგართმევთ, ოთხი წვენი ... ბოდიში რისი წვენიო?!“
„ინებეთ თქვენი ალუბლის ნამცვხარი.“
„გუშინ ბაბუს ველაპარაკე, სოფელში მინდა წასვლა და დღეს რომ წავიდე არ იქნება?!“
„ეე, ბიჭო ბაჩო როგორ არ გახსოვს, აუ გვარი დამავიწყდა გრძელი გვარი აქ რაღაც, მამასისი ცოტა მაღლაა!.“
„აი, ირა და მამაც მოვიდნენ, ვკითხოთ თუ მოიცალეს დღესვე გაგიშვებთ ბებოსთან და ბაბუსთან.“
-გაბრიელ, მისმენ?!- და ყველა ხმა მიწყდა თითქოს.
-ჰო, მამა ...
-აქ დავასრულოთ და მეორედ ამ თემას.
-მინდა, რომ ერეკლე ვიყო მეორე!-თქვა ცოტა ხმამაღლა და მიხვდა ყველას ყურადღება მიიქცია.-ან შენთან ერთად ვიბრძოლებ ან შენ გარეშე. ან ჩემთან ხარ ან ჩემ გარეშე.
-გაბრიელ, დაჯექი ...-მორიდებით გადმოხედა ხალხს ზურაბმა და თავი დახარა შერცხვენილმა.-რას აკეთებ, ბიჭო სულ გაგიჟდი?!
-აი, ხომ არ მიგყავარ პარტიაში?! მე ჩამოვაყალიბებ ახალ პარტიას.
-მოგაჭრი თავს!
-ვერაფერსაც ვერ მიზამ.
-აბა შენ იცი ძმობილო, „მეზარბაზნეები არა ჰყავსო ვინც შენზე თქვას, იმას არ ენახოს თვალით წაგებული „კრწანისი“.-გაეცინა იმ ბიჭს ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა და გაკვირვებულ გაბრიელს ხელი აუწია ძველი ნაცნობივით.
-მადლობა!-თავი დაუკრა და ამაყად გადმოხედა მამამისს.-ხედავ?!
-რას რომ დაგცინიან?!-ამოიბურტყუნა ზურაბმა და თავი უფრო დაბლა დახარა.-დაჯექი, სანამ აქვე გცემე ამ ხალხის წინ.
-კრწანისი მაქვს მოსაგები!-თქვა და იქიდან ისე აორთქლდა ზურაბმა თვალი ვერ გააყოლა.
კარი დაიხურა თუ არა მაშინვე გაიღო და ისევ გაგრძელდა ხმაური.
ადამიანები ისევ ერთმანეთში ირეოდნენ.
არაფერი იცვლებოდა მხოლოდ ფრაზები ერთმანეთში გაცვლილ ემოციებთან ერთად.
„მამიკო, დღეს სოფელში გამიშვით, რა?!“-წუწუნებდა პატარა გოგონა.
„ნახე რა გემრიელი ნამცხვარია, მოიწი გაჭმევ.“
„ბიჭო, რა გაშტერდები ხოლმე?! გითხარი გვარი დამავიწყდა-მეთქი, ლევანი გახსოვს?! აი ... ფორთოხალი არა ... მანდარინი ... მანდარია, ლევანი გახსოვს?! ჰო, აი მაგას რომ დაჰყვება,რა?! ზარდასტანიშვილი, ხო ... თუ იცოდი რაღას მაწვალე, ვერ მითხარი?! მოკლედ ეგ არი ... მაგის გარეშე არ წამოვიდნენ, შეეშინდათ, რა.“
„გემრიელია.“
„ეს კაცი პრემიერ მინსიტრია, იცანი?!“
„ცოტა შვილი ყავს გიჟი, ისე კარგი კაცი ჩანს ...“


ახლანდელი დრო
25 მარტი
ბათუმი, სარფის სასაზღვრო ზოლი.
02:34

შავი ზღვის ტალღებში ქალის მსუბუქი სხეული გაყინულ ტუჩებს ერთმანეთს უშედეგოდ აწებებდა ლოცვის წარმოთქმის სურვილით გაშმაგებული.
სიკვდილის საცეცები ღამის სიცივეს ნელ-ნელა ხდიდა ვენებში უკანასკნელად გადინებული სისხლივით თბილს.
ლურჯ თვალებში შიშთან ერთად ცის კაბადონზე მოკაშკაშე ვარსკვლავები იმედის წვეთებივით ანათებდნენ.
გაყინულ კიდურებს უსასრულობაში წასული შიში ნელ-ნელა მიათრევდა ფსკერისკენ, სადაც შიშისგან დამხრჩვალი ადამიანებიც, ამ უკანასკნელივით ცდილობდნენ გაყინული ტუჩებით უკანასკნელი ლოცვის წარმოთქმას.
ფსკერს, სადაც იმედის ვარსკვლავთა კიაფი ვეღარ აღწევდა „შიშების სასაფლაო“ ერქვა.
დაუძლეველი, გადაულახავი შიშების.
ვერ გახელილი თვალების, ვერ თქმული სიტყვების, არ განცდილი გრძნობების, ვერ ნაცხოვრები სიცოცხლის სასაფლაო, სადაც ადამიანები იმედებს კართან ტოვებენ.
გათიშულ გონებას ალიგიერის ჯოჯოხეთის ნაცვლად ბიბლიური სამოთხე უფრო ეფიცებოდა. ბოლო სიტყვები, ლოცვად ქცეული, მოსწრებულ დაკაკუნებას წააგავდა „სამოთხის კარზე“ და იმ ვარსკვლავებივით კიაფობდა, ერთი შეხედვით ძალიან პატარანი რომ ჩანან მათი ნამდვილი ზომა კი პლანეტის ცოდვებზე დიდია ხშირად.

20.. წელი 6 აგვისტო
ავღანეთი

-უფროსო ლეიტენანტო, ყავა მოგიტანეთ.-ავღანეთის ცაზე ვარკსვლავებს ითვლიდა გაბრიელ ჯანდიერი ზურგს უკან ნაცნობი ხმა რომ გაიგო. ასაკით უმცროს ბიჭს, რომელიც ზარდასტანიშვილის ქვედანაყოფში იყო ისე უყურებდა, როგორც ნაოცნებარ პატარა ძმას.
-რატო არ გძინავს, ბიჭიკო?!-გაეცინა ჯანდიერს.
-ზარდასტანიშვილი ბიჭებს ავარჯიშებს, მე ვერ ვჩერდებოდი და თქვენთან გამომიშვა.
-ეგ საცოდავი, ეგ ავადმყოფი პათოლოგი, ღამის სამ საათზე რა წვრთნები აუტყდა?!-გაეცინა გაბრიელს.- გამოგიშვა თუ გამოგაგდო?!
-გამომაბუნძულა უფრო სწორი იქნებოდა.-გაეცინა გიორგის.
-აქ როგორ მოხვდი, გიორგი?!
-17 ივნისის ტრაგედიიდან აღარავინ დამრჩა ... ბაბუაჩემთან უნდა წავსულიყავი სოფელში. მე კი აქ ვარ, ცოცხლების სასაფლაოზე.
-სულ აღარავინ?!
-იმ დაწყევლილ დღეს სახლში ვიყავი და ვწუწუნებდი, სოფელში რომ ვერ წავედი და ქალაქში მომიწია დარჩენა გამოყოლილი საშემოდგომოს გამო. იცოდნენ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი იქ ჩასვლა იყო და ასე დამსაჯეს ... მამაჩემი ზარდასტანიშვილის შტაბის წევრი იყო, დევნა რომ დაიწყო ისიც ბატონ გიორგისთან ერთად დახვრიტეს.-ხმა აუკანკალდა მაისურაძეს და მაღალა აიხედა გაღიმებულმა.-არ ვარ ბუნებით მეომარი, ვუყურებდი როგორ ესროდნენ და რაც შევძელი ლოცვა იყო.-ტანში გასცრა ჯანდიერს. -დედაჩემი იმ დღის მერე თვალით აღარ მინახავს, ბიძაშენმა აქ წამომიყვანა ... როგორც მერე ბიჭები ამბობდნენ, ოჯახები ამოუწყვიტეს ყველა ძველი მთავრობის წევრს, ვინმე რომ არ დარჩენოდათ შურისმაძიებლად და სისხლის ამღებად. ხანდახან მგონია რომ იქ სიკვდილი ჯობია აქ სიცოცხლეს, მაგრამ მერე მახსენდება, ყველას სიცოცხლეს თავისი მიზანი და დანიშნულება რომ აქვს ამ სამყაროში. მერე ვწვები, დედაჩემის ნასწავლი ლოცვით, მამაჩემი რომ გავაცილე ყველა ღამის დარდს ვაცილებ და ვიძინებ.
-მაისურაძე!-ყვიროდა შორიდან ნაცნობი ხმა.-მოეთრიე აქ, სანამ მზარეულად განგამწესე ორი კვირით!
-უნდა წავიდე ...-გაეცინა ნაღვლიანი თვალებით ირაკლის.-ამ ისტორიასაც აქვს დადებითი მხარეები, ზარდასტანიშვილი ხანდახან იცინის. მე რა უფლებით ვთქვა უბედური ვარ-მეთქი?!
-მაისურაძე!-ყვიროდა ლუკა შორიდან.
-იმედია კარგ სუპს აკეთებ, თორემ წინაზე მუხუდოს ჭამისგან ლამის მივეწიე თორნიკე თავდადებულს!-სიმწრით გაეცინა ჯანდიერს.
-უფროსო ლეიტენანტო, თქვენს თავს მეფეებს ნუ ადარებთ!-გაეცინა ირაკლის და სირბილით გაუყვა ზარდასტანიშვილისკენ მიმავალ გზას.


ახლანდელი დრო
25 მარტი, თბილისი
02:45

„-რიგითი ზარდასტანიშვილი! დაუმიზნე და ესროლე!“
„-ჩვენებიდან დანაკარგი 24 ბიჭია ...“
„-გახსენით ცეცხლი!
-ბავშვებიც არიან ...
-ზარდასტანიშვილი, ცეცხლი-მეთქი!“
„დაუმიზნე და ესროლე.“
„მოკალი.“
„ჩვენებიდან დანაკარგი 18 ბიჭია ...“
„-ორი სკოლა ააფეთქეს ..“
„-უფროსო ჩავწყდებით,წავიდეთი ამათი ... მოგვკლავენ, უფროსო ...
-იმოძრავე,მაისურაძე!“
„დაუმიზნე და ესროლე.“
„მოკალი.“
„დახმარება მოვა, გაუძელით!“
„ბიჭებო, ცოტაც ... ცოტაც.“
„-მაისურაძე, სიმღერა იცი?!
-ბაბუაჩემს უყვარდა მე რომ ვმღეროდი,უფროსო.
-აბა დაიწყე.
-„ჩემი ხატია სამშობლო სახატე მთელი ქვეყანა ...“
-მაისურაძე, ბაბუაშენს ესმოდა შენი სიმღერა?!
-არა, უფროსო ყრუ იყო.“
„გახსენით ცეცხლი.“
„ვის გამო ვიხოცებით,მე ამათი ...
-ნუ ბილწსიტყვაობ, მაისურაძე!
-მაპატიეთ უფროსო, რომ დავწყევლო?!
-ეგეც ბაბუაშენმა გასწავლა?!
-არა, ბაბუაჩემი მუნჯი იყო, უფროსო.
-მაგარი კაცი ყოფილა ბაბუაშენი.
-ბაბუაჩემმა, დურგლობა და ჰიმნი მასწავლა უფროსო.
-დურგალი, ხარ ბიჭო?
-დურგალი ვარ.
-კარგი დურგალი შვიდ ცუდ ექიმს ჯობია, ბიჭიკო!
-ჯანდიერი, მოეშვი მაგას და მოდი აქეთ!“
„დაუმიზნე, ესროლე.“
„გახსენით ცეცხლი.“
„დანაკარგი ... ჩვენი ბიჭებიდან ... ერთია მხოლოდ.“
„ცოტაც გაუძელით.“
„-მაისურაძე,იმღერე!
-მაისურაძე დავკარგეთ,უფროსო ..“

უსაშველოდ გაყინულ ოთახის კედლებში მკრთლად ისმოდა ძილში სიკვდილისთვის თვალებგასწორებული კაცის ოხვრა.
გაზაფხულის თბილი სიოსთვის ყველა ღრიჭო დაკეტილი იყო ოთახში.
და ციოდა, როგორც ცივათ გარდაცვლილებს, იმიერის გზაზე მდგართ, შიშების წ....ბში უძლურად მოტივტივეებს, ტალღებთან ბრძოლაში დაღლილებსა და დაქანცულებს.

-გაბრიელ ...- ოფლით დაცვარულ შუბლზე დამჭკნარი კანის ფრთხილად შეხებამ დაუსრულებელი კოშმარიდან, კიდევ ერთხელ გამოაფხიზლა გაბრიელ ჯანდიერი.
-ბებო ...
-ჩვენთან სახლში კაცები არიან ...-ამოილუღლუღა ერთი შეხედვით ცივი შესახედაობის ქალმა.
-ვინ ... რა ხდება, ნაირა ?!-სასწრაფოდ გამოფხიზლდა ქვეყნის პირველი პირი.
-ყველანი შენ გიცდიან, სწრაფად ჩამოდი. - უხმო ნაბიჯებით დატოვა გაყინული კედლები და თითქოს მოეშვა კიდეცო, ერთიანად ამოისუნთქა მოხუცმა ქალმა.
ისე ჩანდა თითქოს, ბებიასაც ემძიმა შვილიშვილის დარდები.
კიბე ელვის სისწრაფით ჩაირბინა შავ სპორტულებში გამოწყობილმა ჯანდიერმა და შემოსასვლელში მდგარ ნაცნობ სახეებს გაოცებულმა გადახედა.
-ლუკა სად არის?!- იკითხა ყოველგვარი მისალმების და მდგომარეობის შესახებ კითხვების გარეშე.
-აქ ვარ!- ხალხის ბრბო თითქოს ყველაზე სანდოს ხმამ გაარღვია და ერთიანად მოდუნდა ჯანდიერი.
-რა ხდება?!- წარბები უკმაყოფილოდ აზიდა მაღლა და ყველას შეშინებული მზერა გმირულად დააიგნორა. ამ დროს ყოველთვის იცი, კარგი არაფერი ხდება, მაგრამ სადღაც ძლივს შეჩურთულ ძალას, იკითხო სად ირღვევა შენი შექმნილი სიმშვიდე მაინც პოულობ ხოლმე.
-ბატონო პრემიერო, ვერ გადადგებით ...-ამოიხრიალა ლუკამ და თავი უღონოდ დახარა. - თურქეთში, საქართველოს საელჩოსთან შეირაღებული ძალები იწყებენ მობილიზებას. ჩაკეტილია სარფის საზღვარი და ... ევროკავშირის წარმომადგენლები ინტერპოლთან ერთად ორ საათში ბათუმის აეროპორტში დაეშვებიან.
-რა ჯანდაბა ხდება?!- ნერვებმა უმტყუნა ჯანდიერს.
-შარში ვართ, გაბრიელ. თურქეთის რესპუბლიკაში, სახელმწიფო მტრად ქართველის დადანაშაულების უკან ... კვალი ჩვენზე მოდის.
-ჩემზე და ნაირაზე?!- თვალებში კაპილარები სისხლისფრად შეეღება ჯანდიერს.
-მთელ მთავრობაზე.
-ვინმე ამიხსნის რა ჯანდაბა ხდება?!- ჩურჩული დასცდა პრემიერის გაყინულ ტუჩებს.
-სწრაფად მოწესრიგდით, ბათუმში მივდივართ, სარფის საზღვართან უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა სხეული იპოვეს, სავარაუდოდ ჩვენი ინტერესის ობიექტია.- ხმა გაუმკაცრდა განათლების მინისტრს, თინა ამაშუკელს.
-აჭარის პროკურატურაში ველაპარაკე ნაცნობს, გონს მოვიდა და კონკრეტულად თქვენ ორთან ითხოვს შეხვედრას, დასაკარგი დრო არ არის, სამხედრო თვითმრფინავს გამოვიყენებთ და ბათუმში ჩავალთ. საქმეზე კონტროლს ხელში ავიღებთ. რადგანაც თქვენს სახელებს იმეორებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ კი არა ვისაც მთელი თურქეთი ეძებს ჩვენთან თავისი ფეხით მოვიდა.- ჰალსტუხი შეისწორა თემურ ხიზანიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
-გასაგებია ... მალხაზ,-მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს.- მჭირდება რომ სასწრაფოდ წახვიდე თურქეთში, ელჩთან და მეთორმეტე კაბინეტის დიპლომატებთან ერთად. სიტუაცია მაქსიმალურად დაათბე და გარკვევით აუხსენი, რომ მთავრობა ამასთან არანაირ კავშირში არ არი, რომ პირადად ვიზრუნებ ქვეყნებს შორის ისევ მშვიდობიანი და სანდო ურთიერთობის აღდგენაზე და დამნაშავეს ჩემი ხელით ჩავაბარებ სასამართლოს.- გაბრიელის მშვიდ ტონს ამაყად უსმენდა მისი ოჯახი. - თვითმფრინავი მოამზადეთ, ლუკა გავდივართ.
-როცა საქმე სამშობლოს ეხება, ცივსისხლიანი, უნერვო არსება ხდება ... ხანდახან მგონია რომ აისბერგივითაა, როგორი ტიტანიკიც არ უნდა დაეჯახოს, თუ საქმე საქართველოს ეხება, შუაზე გახლეჩს დაუფიქრებლად ...-გადაულაპარაკა ეკონომიკის მინისტრმა, ვარლამ ახვლედიანმა თავდაცვის მინისტრს, თემურ ხიზანიშვილს.
-ასე გაზარდეს, ცივსისხლიანი ტიპი - ხელში იარაღით, ვისაც კაცი ტყვიის გარეშე მოუკლავს, მხოლოდ იმის გამო რომ ქვეყანა არ ყვარებია ...
-კაცი მოუკლავს?!
-ეგ ჯანდიერის და ღმერთის გარდა არავინ იცის, სხვის ომში მეომარს კაცის კვლა მკლველად ხდის თუ ჯარისკაცად. ფაქტი ერთია, სისხლს რომ ღვრი, მერე ვეღარაფერი იქნება ამქვეყნად სუფთა, ისე რომ მშვიდად ძილი შეძლო. ხელს რომ დაისვრი, მერე დიდხანს უნდა ეწვალო პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდე. მერე ალბათ ძალიან უნდა უყვარდე ვინმეს, გაგიჟებისთვის არ გაგწიროს.
-ცოცხლობენ ომიდან უკან დაბრუნებულებიც, ნუ აჭარბებ, თემურ!
-შენ, თუ სუნთქვას სიცოცხლეს ეძახი, მაშინ კი ბატონო. მე კი ამათ „სუნთქვას“ მკვდარი გლეხის მიწა მირჩევნია.
-გლეხის მიწა?!-თვალებში გაურკვევლობა გამოესახა ეკონომიკის მინისტრს.
-გლეხის მიწას სისხლი არ რწყავს, ამის სუნთქვა კი დიდი ხანია სისხლის სუნის გარდა სხვა ვერაფერს აღიქვამს. იმ კაცს რომ მოკლავ, ვისი სიცოცხლეც შენს ქვეყანას კი არა სხვისას ემუქრება, ის კაცი გამოდიხარ, სხვის სახლში თავისი ხმლით რომ იბრძვის. აქ დარჩენილებმა, რა ნაკლებად ვისწავლეთ ქვეყნის სიყვარული?!
-ომის ზიზღი არ გისწავლიათ ზედმეტად.-ჩაისისინა ქალის ცივმა ხმამ, ტანში გასცრათ მამაკაცებს.-კარგის სიყვარული ცუდის სიძულვილის პირდაპირ პროპორციული როდიდან გახდა?! სისხლის სუნი ოდესმე გიგრძვნიათ ბატონებო?!- ცალყბად გაეცინა თინა ამაშუკელს.- ეგ სუნი აიტანო, თან საკუთარ თავზე აიტანო ... ისეთი ძალა უნდა გლეხის მიწა ვერ დაიტევს. გლეხს რომ მშვიდი სახლი და უსისხლო საფლავი ჰქონოდა იმიტომ იბრძოდა ის კაცი სხვის ომში. ხმალი იქ უნდა მოიქნიო, სადაც საჭიროა. სხვისი და შენი რამ გაყო?! ცუდი შენთვის თუ ცუდია, ჩემთვის კარგი იქნება?! მტერი დღეს შენთან თუ მოვა ხვალ მე დამინდობს?! თქვენ რომ ღამით მშვიდად გეძინათ ამ დრომდე, იმის დამსახურება იყო, რომ ვიღაცებმა ღამეები ათენეს იმის სწავლაში, ტყვია თქვენი შუბლიდან როგორ აერიდებინათ. ისტორიას ისინი წერენ, ვინც კარგს ბოლომდე იყვარებს და ცუდს ბოლომდე იძულებს. საშუალო ტიპები ისტორიის ფურცლებს ან არ ახსოვთ ან ჯობდა არ დამახსოვრებოდათ. და სანამ თქვენ აქ სხვების სისხლის წვეთებს ითვლით, თქვენი ქვეყანა ტყვიის გავარდნის შიშს თვალებში ისე უყურებს, რომ გლეხებმა არ იციან, შეიძლება უდროოდ მიაკითხონ თავიანთ საფლავებს.
-ყველა კაცის უკან დგას ქალი, რომელიც არც ხმალს დაინანებს და არც სისხლს, ხომ ასეა?!- გაეცინა თემურს და უჩვეულო მზერა მოავლო თინას.
-ყველა კაცის უკან დგას ქალი, რომელმაც იცის, რომ ყველა კაცი, კაცი არ არი.
მომღიმარი კაცები უკან მოიტოვა და სახლი თანამშრომლებთან ერთად დატოვა.

***
ბათუმის აეროპორტი
03:20 წუთი

-შენობაში მხოლოდ ძირითადი პერსონალი დარჩეს, ყველა არასაჭირო პირი გაიყვანეთ პერიმეტრიდან. საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი და ყველას გაგყრით სამსახურიდან!
-ისეთი ფერი ადევს გეგონება ჯანდიერი კი არა, ჯალალედინი მოდის ჩვენს ასაოხრებლად, სულ გაგიჟდა?!- გადაულაპარაკა ოფიცერმა, ინა კასრაძემ ლეიტენანტ მამუკა დაუშვილს.
-ვერ არი კარგი ამბები ალბათ ... მთელი კონტრ დაზვერვა ფეხზე დგას, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი თვის წინ დაგეგმილი ვიზიტი გვინეა ბისაუში გაფრენამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაშალეს ... პრესას არიდებენ აქაურობას და ალბათ ამიტომ ცლიან პერიმეტრს ...-სიგარეტს მოუკიდა განყოფილების თანამშრომელმა, ლადო დოლაბერიძემ და ჩუმი მზერა მოავლო მასზე შედარებით ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც იმ თბილი ღამის დაძაბულობას შიშველი ხელებით ებრძოდნენ.
-კი მაგრამ რა უნდა მომხდარიყო?! თანაც ბათუმში ... მთელ საქართველოში არც ერთი კუთხე ისე დაცული არ არი როგორც აჭარა.-მხრები აიჩეჩა ინამ და მის წინ მდგარ განყოფილების უფროს მოჰკრა თუ არა თვალი სწრაფად დაუბრუნდა თავის მდუმარე პოზიციას.
-თხუთმეტ წუთში მთავრობის თვიმთფირნავი დაეშვება, ყველას გაფრთხილებთ, სახლში კატებს, ძაღლებს და თუთიყუშებსაც კი არ ელაპარაკოთ იმის შესახებ რომ მთავრობის ყველა წევრი დღეს ბათუმში იმყოფება, გასაგებია?!
-არც თევზებს?!-ამოიჩურჩულა ინამ და სიცილი ძლივს შეიკავა უფროსის დაძაბულ სახეზე.
-კასრაძე, მონად გაგყიდი თურქეთის ბაზარში ..!-თვალები დააბრიალა ცოტნე თაბაგარმა. - თუ მთელი საქართველო არ გაგვყიდეს თურქებმა ამ უახლოეს ორ დღეში ... -ამოილუღლუღა და აეროპორტის თანამშრომლის ნიშანზე, თვითმფრინავის ჩამოფრენის შესახებ, ტანში ავად გასცრა. -ღმერთო, შენ დაგვიფარე ...- და აჩქარებული ნაბიჯებით გაუყვა გზას.
-მოკლედ, ვერ არი-მეთქი, კარგი ამბავი ...-თავი გადააქნია ლადომ და ასფალტზე დაგდებული სიგარეტის ნარჩენს ფეხი ძლიერად დააჭირა.

წინ მიმავალ პრემიერ მინისტრს გვერდით მხოლოდ მისი ერთადერთი მეგობარი, ყოფილი მინისტრი, გენერალი ლუკა ზარდასტანიშვილი მიჰყვებოდა, მათ უკან მომავალი ხალხის სტატუსებმა თითქოს ერთბაშად დაკარგეს წონა და მნიშვნელობა.
-ვეჭვობ, შენი მოკვდავური ცხოვრების პერსპექტივამ კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადაინაცვლა, პრემიერ მინისტრო. -ღიმილიანი მზერით გადმოხედა ლუკამ მეგობარს და მხარზე ხელი ძლიერად მოხვია.
-განყოფილების უფროსი, ცოტნე თაბაგარი!-ათრთოლებული ხელი მისალმების ნიშნად გაუწოდა პრემიერ მინისტრს მამაკაცმა.
-გაბრიელ ჯანდიერი.-მოწმენდილი ცის მსგავსად მშვიდი იყო ჯანდიერის სახე.
-პრემიერო, ოცი წუთია აცხადებს, რომ არავის დაელაპარაკება თქვენს გარდა ... ბოდიშს გიხდით, როგორ არ ვეცადეთ, მაგრამ პროტოკოლის მიხედვით, ხომ გესმით ... მასზე ძალის გამოყონებით ჩვენების მიღება ისედაც უკანონოდ ჩაითვლებოდა, ასე რომ ...
-ვიცი, ეგ პროტოკოლი ჩვენი შედგენილია.-გაეღიმა ლუკას და ცოტნეს გადმოხედა,- სად იმყოფება ამჟამად?!
-ჩემს კაბინეტში, ჩავკეტე, ბატონო გენერალო და ათი დაცვის ბიჭი მივუჩინე ზედამხედველად.
-არ იყო საჭირო, ერთი ქალისთვის ამდენი მამაკაცის გარემოცვაში დატოვება.-წარბები უკმაყოფილოდ აზიდა ზარდასტანიშვილმა.
-მედიასთან დაკავშირებით ...
-ყველაფერი მზად არი, ბატონო პრემიერო.
-გასაგებია, წავედით.
გზა მოზომილად მშვიდი ნაბიჯებით გაიარა ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა და ფიქრებში გართულმა ქვეყნის მთავარსარდალმა.
უჩვეულოდ მშვიდი იყო იმ ღამით ქალაქის თავზე ჯავშანივით გადაფარებული ცის კაბადონი.
ობლად დახეტიალობდა ერთი მუჭა ღრუბელი წერტილივით, უზარმაზარ ვარსკვლავებთან და ვინ იცის ვის, რას უქადდა.

-აქ ვიღაცას მართლა დაუფრთხობენ ძილის ანგელოზებს ...-ჩაილაპარაკა მამუკა დაუშვილმა და თანამშრომლებთან ერთად ისევ გმირულად განაგრძო სუსხიან ღამეს ნერვების ომში ყოფნა, მშვიდად მყოფმა.

ცივი დერეფნის ბოლოს კაბინეტის კართან ხუთი დაცვის ბიჭი, მთელი სხუელით დაჭიმულები ერთგულად იდგნენ თავიანთი პოსტის სადარაჯოზე.
ყველა ხვდებოდა, რომ ირგვლივ გამეფებულ სიმშვიდეში დაძაბულობის სურნელი ნელ-ნელა მძაფრდებოდა.
ვერავინ ბედავდა კითხვას, მდგომარეობის შესახებ. პასუხის მოსმენით შეშინებულებს, ერჩივნათ ხავსიან იმედებს წაპოტინებოდნენ ვიდრე იმ რეალობის წინაშე დამდგარიყვნენ, რომელიც ყველას სიმშვიდის დარღვევით ემუქრებოდა.
გაზაფხულის იმ საღამოს, როცა ყველას სახლში მშვიდად ეძინა, ადამიანები თავიანთ საომარ პოზიციებს იკავებდნენ მეზობელ რესპუბლიკაში.
გაზაფხულის იმ საღამოს, როცა ყველანი სადღეგრძელოთი გულდაჯერებულ-პატივმიგებულ „მშვიდობას“ ჭიქებს ამაყად უვსებდნენ, ძილი ხდებოდა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საშიში რამ, რასაც წინ სიტყვა „მშვიდი“ აღარ ხვდებოდა.

მძიმედ გაიღო კაბინეტის კარი და უთქმელად დატოვეს იქაურობა თავდახრილმა დაცვის ბიჭებმა.
მკრთალი შუქი ანათებდა ოთახში მჯდარ ნაომარ ქალს, რომელსაც ტალღებთან ომი სახეზე ასახვოდა.
მშვიდად იჯდა სავარძელში და ფანჯრის ხედს ისე გასცქეროდა, როგორც მომაკვდავი უკანასკნელ მზის ჩასვლას.
-ერეკლე მეფე ვერ გამოხვედი ...-ქალის ხმას სინაზე წლებთა სიავეში ჰქონდა დაკარგული და ჩანდა კიდეც ეს მისი თვალებიდან. -ერეკლეზე უფრო ცუდი და ალბათ ყველაზე უფრო ცუდი, ვინც კი შეგეძლო, რომ აგერჩია მოტივატორად.
-ვინ ხარ?!-სხვა კითხვის იდეით შეპყრობილს სულს სხვა დასცდა გაყინული ბაგეებიდან.
-არ უნდა გვყავდეს ადამიანებს ისეთი ადამიანები, მათი ისტორიები ჩვენად გვინდოდეს და მათ გვირგვინებს ოცნებებში ვიდგამდეთ თავზე. დედამ ბავშვობაში მასწავლა ვისთვისაც უნდა მიმებაძა ორი ათასი წლის წინ გააკრეს ჯვარზე და ახლა ვფიქრობ, ნეტა ამ სამყაროს შემხედვარე, უღირდა ამად?!
-ვინ ხარ-მეთქი?!-გაბრიელის ცივ მზერას ერთი წამითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მასზე.
შეუპოვრად ჩააჩერდა ცივ თვალებში პრემიერს და ნათლად აუხსნა, რომ საქმე იმაზე უფრო ცუდად ჰქონდა, ვიდრე ამას დასაწყისში წარმოიდგენდა.
-დიდხანს ვისხდეთ გარიგებული წყვილივით, ქორწილში პირველად რომ გაიცნეს ერთმანეთი თუ დავიწყებთ საუბარს, რატომ მოვაწყვეთ პატარა „დიდგორი“ ოცდამეერთე საუკუნეში?!
-ა „დაჟე“ აღმაშენებელი?!-სიცილი აუვარდა ქალს.
-გეცინება?!-სიმწრისგან თავადაც ვერ შეიკავა ღიმილი პრემიერმა.-სასაცილოდ გაქვს საქმე?!
-თუ პირადად მე მგულისხმობ, დამიჯერე სხვა საქმე მართლა არ მაქვს. თუ ჩემში ქართველ ერს გულისხმობ, მაშინ ... არა.
ერთხანს უყურა.
უჩვეულო ემოციით გაეღიმა და მშვიდად დაიწყო ...
-ზოგადად, გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მიყვარს ხარისხიანი იუმორი, საშუალოდ გულკეთილი ვარ და დოზირებულად მიმტევებელი. მიუხედავად ამ ღირსშესანიშნავი თვისებებისა და კიდევ მრავალისა რომელიც გამაჩნია, ჩემი უარყოფითები მეც მაქვს, მაგალითად ... არის რაღაც კონკრეტული საკითხები, სადაც ჩემი არც სიმშვიდე მიმყვება, მითუმეტეს არც იუმორი, რომ არაფერი ვთქვათ სიკეთეზე და მიტევებაზე ...-მაჯის საათი თლილი თითების მარტივი მოძრაობით შეიხსნა და წამის იმ მომენტში რისი აღქმაც ქალმა მოასწრო ჰაერში მოფარფატე მაგიდა იყო, რომელიც მთელი ინერციით შეასკდა კედელს. - სამშობლო არ არი, საკითხი რომელზეც ამ დამოკიდებულებით უნდა მელაპარაკო, გასაგებია?!-მუხლებზე ხელებდაყრდნობილმა, უსაშველოდ ცივი მზერით ჩააშტერდა მის წინ მჯდარ ქალს და თვალებში შიშის ძიებით შეპრყობილს, მთელი სხეული დაეჭიმა, რომ მიხვდა ქალის გამორეცხილ თვალებს მისი კიარ ეშინოდათ, პირიქით ... მას დასცინოდნენ. - ყველაფერ იმას შეეხე რისთვისაც ხელის ხლება არ შეიძლება. შენმა ქმედებამ მშვიდ ძილს მომწყვიტა, მაიძულა ოჯახი დამეტოვებინა და ნერვიულობა დამეწყო ყველა დანარჩენი ქართველის ოჯახზე, რომლებსაც ახლა სახლებში მშვიდად სძინავთ. შენ, აქ ზიხარ და იცინი?! იცი რა შემიძლია გაგიკეთო?! ცოცხლად დაგმარხავ მიწაში, ჩემი ხელით ... -თვალებში სისხლისფერი კაპილარები დაუწითლდა ჯანდიერს.-მე შენი დაცვა მასწავლეს, შენნაირების დაცვა. შვილების, შვილიშვილების, დედების, ბებიების. შენ, რას აკეთებ?! ხვალ რომ ხუთი წლის პატარა გოგონა ბაღში ვეღარ წავა იმიტომ რომ შენნაირი დამპალი სულის პატრონმა ქვეყანა გაყიდა და ამაზე ლაღად იცინის, რა ვქნათ, მოგიხსენიოთ ქართველობაში თუ დაგდოთ პატივი და წაგართვათ ეროვნება?!
-დაასრულე?!-ამოიხვნეშა ქალმა და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო.- სანამ შენი პატრიოტიზმის აქეთ-იქით ფრიალს მორჩები, ქაან ბეილიჯე იმ ზარბაზანს დაგიმიზნებს შენი წინამორბედი რომ დაღუპა. მესმის, რომ ისტორიისგან ის ისწავლე, რომ არც არაფერი გისწავლია, რომ იმბეცილი ხარ და ქვეყნის პრემიერობა მარტო სამშობლოს სიყვარულით „გაგიპრავა“ შენნაირი იმბეცილებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, კარგმა ოჯახისშვილობამ და უფრო კარგმა რეპუტაციამ, მაგრამ ... იქნებ გადახვიდე საქმეზე და ჩემი ცოცხლად დამარხვის საქმე ცოტა შორეულ მომავალში გადასწიო?!
-საქმეც გვაქვს მე და შენ?!-გაეცინა ჯანდიერს და ცხოველური სისწრაფით ქალის სავარძელი მისკენ მიიზიდა. ქალის სახეზე აღბეჭდილმა გაოცებამ ვერ გადაფარა იმედგაცრუება, რომ შიში ისევ არსად ჩანდა. - გისმენ, დაიწყე „საქმეზე“ ლაპარაკი.
-კითხვები დამისვი, რა. ძალიან მეზარებოდა გაკვეთილების მოყოლა და სულ ...
არსაიდან გაჩნდა იარაღი ქალის შუბლთან.
თვალის დახამხამებას ვერ ბედავდა ვერც ერთი.
-ცხოვრებაში უკანასკნელ გაკვეთილს ყვები და ეცადე კლასში არ ჩაგტოვონ.-ამოიხრიალა განადგურებულმა და საკუთარი ქმედებით შეურაცხყოფილმა მთელი ძალით მიაბჯინა იარაღი ქალს.
-ამას თუ არ დაწევ უკანასკნელი სიტყვები იქნება რასაც ჩემგან გაიგებ ...
-წაგერთვა დამაჯერებლობით სავსე ტონი, რას მივაწეროთ?! სიკვდილი არ გინდა?!
-წლებია მკვდარი ვარ.
-ვისთან მუშაობ.
-თუ გგონია ...
-მიპასუხე!-გაბრიელის ღრიალმა ჰაერი უმალვე გაჭრა და კაბინეტის კარზე კაკუნი ატყდა.
-გაბრიელ!-კარი სასწრაფოდ გააღო ლუკამ და ნანახით შოკირებულმა ძლივს მოასწრო ზურგს უკან კარის დახურვა. -რა ჯანდაბა ...
-რა გვიშლის ხელს, ტყვია დახლილი ამის თავი რომ გავუგზავნოთ ბეილიჯეს და ისე ...
-ბეილიჯეს შვილი სავარაუდოდ მკვდარია, ახლა უკანასკნელი რაც საქმეს უშველის მისთვის შუბლში ტყვიის დახლაა, დამიჯერე!
-მოვრჩით ომობანას?!-ამოიფრუტუნა ქალმა და რის ვაი ვაგლახით დასწია უკან სავარძელი.
-რა მოთხოვნები გაქვს?!-საქმეზე გადავიდა ზარდასტანიშვილი და ეჭვნარევი მზერით შეათვალიერა მეგობარი, რომელიც თვალს ვერ აცილებდა ქალს.
-ხინკალი მენატრება ძალიან!
კედლად აღიმართა ზარდასტანიშვილი გავეშებეული პრემიერის წინ.
-გამიშვი, რა!-ღრიალებდა დაძარღვული.
-მოდი მშვიდად მოვაგვაროთ სიტუაცია ... შენ, გვითხარი ვისთან მუშაობ, ჩვენ სასჯელს ...
-თქვენთან.
-არა, უნდა გვითხრა ვისთან მუშაობ და მერე თხოვნები ჩვენთან.-ძლივს აკავებდა ლუკა, გაბრიელს.
-თქვენთან.
-არა, ვერ გაგვიგე ...
-თქვენთვის ვმუშაობ.-ამოილაპარა უდარდელად ქალმა და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
ორი წამით სიმშვიდე რომ ჩამოწვა ოთახში ღიმილი ვერაფრით შეიკავა კმაყოფილმა.
-რაო, რა თქვა?!-ნაომარ სახეზე ემოციებს ვეღარ ალაგებდა ჯანდიერი.
-რას ნიშნავს ჩვენთან მუშაობ ...?!-სიმშვიდეს ძლივს იმორჩილებდა ლუკაც.
-თქვენ დამიქირავეთ.
-ანუ ...?!-კითხვის ნიშნებად გადაიქცნენ ბიჭები.
-კიდევ კარგი მეც ავღანეთში რომ არ გამამწესეს ...-გაეცინა ქალს- მანდ აშკარად ტყვიების და სროლების გარდა სხვა განათლება არ მიგიღიათ, ხო?!
-მოდი, გეყო რა!-შესძახა ზარდასტანიშვილმა.
-კი ბატონო.-მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ამას არ ჯობდა ტყვია დამეხალა?!-ნერვებმოშლილმა გაბრიელმა ახლა ლუკას მიაკითხა.
-რას ნიშნავს ჩვენთვის მუშაობ ... ვინ დაგიქირავა ან ვინ დაგავალა თურქეთში ...
-თქვენ.
-რას ნიშნავს, თქვენ!-იყვირა ჯანდიერმა.-თვალით არ მყავხარ ნანახი არასდროს!
-მე მყავხარ ნანახი.-გაეღიმა მოურიდებლად, ანცად, ბავშვურად.-მაშინ ცოტა უფრო ახალგაზრდა იყავი და კრწანისის მოგებას აპირებდი მეზარბაზნეების გარეშე.
-არ მესმის რაზე ლაპარაკობს.-სახე მოერყა ჯანდიერს.
-რომ გაგეგო, გამიკვირდებოდა.-გაეცინა ქალს.-ხომ გითხარი, ჩაგიწყვეს, თორე ჩემი ნება რომ ყოფილიყო მაგ სცენარში ზარბაზნის როლზე არ დაგამტკიცებდი, ერეკლე რას მიქვია?!
-ვესვრი. გამიშვი, რა!
-მოდი პატარა ლექციას ჩაგიტარებთ სიტუაციაში კარგად რომ გაერკვათ, ხო?! ჯაშუშის ხელოვნება ეს ერთგვარი ... მოკლედ რაც არი.-ხელი აიქნია გაწბილებულმა.- არ ჩანს დამკვეთი, ჩანს მისი ვინაობა. არ არი საქმე, სადაც მოდიან და პირდაპირ გეუბნებიან, გამარჯობა ... მე ზურაბ ვაშალომიძე ვარ და მინდა რომ მერიზე ინფორმაცია გამიგოთ. ასე არ ხდება.
-შენ გინდა თქვა, რომ ჩვენი სახელით ვიღაცამ დავალება მოგცა თურქეთთან ომის დაწყების თაობაზე?!-თვალები დაექაჩა ლუკას.
-მე მინდა გითხრათ, რომ თქვენგან დავალება მივიღე, წავსულიყავი თურქეთში, ანკარის მერიის რიგითი თანამშრომლის პოზიციაზე ... გეყოთ, იცით ეს ყველაფერი უკვე!-გაბრაზება დაეტყო ხმაში ქალს.
-ბიჭო, მიმიშვი-მეთქი!-აყვირდა ჯანდიერი.
-ერთი, წამი ... სახელი ... როგორ მოგმართოთ?!
-ალექსანდრა.
-ალექსანდრა, მოდი გავაანალიზოთ, რომ არანაირი დავალება არ გაგვიცია მითუმეტეს საიდუმლოთ და მითუმეტეს შენთან. ახლა მშვიდად და თანმიმდევრულად მოყევი ვინ დაგიკავშირდა, რა ორგანიზაციაში მუშაობ და რა სახის დაველება მიიღე.
-რომელი საათია?!
-რაო?!-გამწვანდა ჯანდიერი.
ქალი წინ გადაიხარა და ჯანდიერის აწ უკვე მაჯაზე მორგებულ საათს მშვიდად დახედა ისე რომ ჯანდიერის მტევნისთვის თავისი ხელი არ მოუშორებია მშვიდად განაგრძო ...
-ზუსტად ორ საათში თქვენი ელჩი დაგიკავშირდებათ და გეტყვით, რომ ომისთვის მზადებას იწყებენ, რომ თავის ელჩს საქართველოდან გაიწვევენ და რომ ... დევნა წავა მოსახლეობაზე რომელიც იქ ცხოვრობს და რომლებიც ეროვნებით ქართველები არიან ... ახლა ყველაზე ძალიან რაც არ გაინტერესებთ ჩემი წარმომავლობაა ... მე დავალება მივიღე ჩავსულიყავი თურქეთში, ანკარაში და იქ მერიის რიგითი თანამშრომლის პოზიცია მომერგო, საამისოდ სამი თვე ვსწავლობდი თურქულს, ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა საბუთების მოსაწესრიგებლად და თბილისში დაბრუნებული მალევე გავემგზავრე ანკარაში.
-რა სახის დავალება გქონდა?!
-საქმეც ამაშია. არანაირი. მხოლოდ იქ უნდა ვყოფილიყავი და ორი ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკოსისთვის თვალი მედევნებია. პერიოდულად წავსულიყავი წვეულებებზე, რომლებიც ხშირად იმართებოდა სტამბულში, სადაც იკრიბებოდა სამთავრობო ელიტა და რიგითი თანამშრომლებიდან წარჩინებულები ლატარიის ბილეთით ხვდებოდნენ იქ.
-რა სახის ინფორმაციას აწვიდი და ვის?!-იქვე სკამზე დაჯდა გაბრიელი.
-ვინმე ლავრენტი ხოფერიას ... გეუბნებათ რამეს სახელი და გვარი?!-გაეცინა ქალს.- თქვენი აზრით დამკვეთის რეალური მონაცემები მართლა მეცოდინება?! ჩემი ინფორმაციით კონკრეტული პიროვნება პერიოდულად თქვენ გაწვდიდათ მასალებს რომლებსაც ჩემგან იღებდა ...
-რა სახის მასალებს აწვიდიდი ...
-ძირითადად საბიუჯეტოს.
-მერიის თანამშრომელს საიდან ჰქონდა წვდომა საბიუჯეტო მასალებთან?!
-მერიის თანამშრომლად წავედი, ხომ არ მითქვამს ხუთი წელი ამ პოზიციაზე ვიყავითქო!?
-მოგილოცოთ დაწინაურება?!-ავად გამოსცრა ჯანდიერს.
-მალევე გადამიყვანეს ბეილიჯეს სამდივნოში ... სადაც გავიცანი მისი შვილი, მეჰმეთი.
-და?!
-იძულებული გავხდი არა მხოლოდ საბიუჯეტო არამედ პირადი ინფორმაციები მიმეწოდებია პერიოდულად ბატონი ლავრენტისთვის.
-რა სახის პირადი ინფორმაცია ...-სახე წაეშალა გაბრიელს.
-ძირითადად მათი ვიზიტების შესახებ ამბები ... ისეთი არაფერი რაც მე დამაეჭვებდა, რომ ცუდ საქმეს ჩავდიოდი ...
-არ მინდა სათუთი გული გატკინო, მაგრამ ჯაშუშობა მთლად კარგი პროფესია ვერ არი სუფთა სინდისს რომ უხდებოდეს.-ჩაილაპარაკა ირონიულად ჯანდიერმა.
-ავღანეთში ადამიანების დაღვრილი სისხლი თქვენ სუფთა სინდისს ამშვიდებს ხოლმე, ბატონო პრემიერო?!-ამავე ტონით უპასუხა ქალმა გაბრიელს და არაფრით შეიმჩნია რომ ის სხივი გაკრთა მამაკაცის თვალებში, რომლისიც ალბათ უნდა შეშინებოდა.
-საკითხს დავუბრუნდეთ!-ჩაერია ლუკა.
-ისე მოხდა რომ პრეზიდენტის შვილს შევუყვარდი ...
-აი, სად დავიღუპეთ!-ამოიგმინა ჯანდიერმა.
-და?!-გაბრიელის გვერდით ჩამოჯდა ანერვიულებული ლუკა.
-ინფორმაციის მიწოდება შევწყვიტე.
-რა მიზეზით ...
-ისეთი რამ დამავალეთ რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
-ჯერ ერთი, ჩვენ არაფერი დაგვივალებია!-მკაცრად აღნიშნა ლუკამ.
-რატომ, მეჰმეთთან ერთი ღამის გატარება ასეთი მძიმე იყო, როცა მასზე ინფორმაციებს უცხო ხალხს აწვიდიდი და სინდისი არ გაწუხებდა?!-ჩაეცინა ჯანდიერს და ვერ გაანალიზა როგორ მოხვდა ქალის მოქნეული საფერფლის ტარი წარბთან.
განცვიფრებულ ზარდასტანიშვილს სახე მოერყა გაბრიელის გახეთქილი წარბიდან ნაკადულებად წამოსული სისხლი რომ დაინახა.
-მე შეიძლება შენს თვალში პატივისცემას არ ვიმსახურებ როგორც სამშობლოს მოღალატე, მაგრამ ვალდებული ხარ პატივი მცე როგორც ქალს!-აკანკალებულ სხეულს ძლივს იმორჩილებდა უცნობი.- შენ, დასაკარგი ბევრი გაქვს მე - არაფერი. და მიუხედავად იმისა რომ წამითაც არ მანაღვლებს შენი ცეცხლში დასაწვავი ქვეყანა აქ ვზივარ და გიყვები ამბავს, რომლის წყალობითაც შეგიძლია საქმე გააკეთო! შენ რა, ყველაფრით ამაყი ხარ შენ გავლილ გზაზე უკან ყურებისას?!
-რა მაძლევს იმის მიზეზს რომ აქვე არ მოგკლა?!-მსუბუქ თავბრუსხვევას აიგნორებდა ჯანდიერი და მშვიდი, ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა ქალს.
-მკვლელი არ ხარ. ალბათ აი ეს.
-თავად აღნიშნე რომ ავღანეთში ...
-სამივემ ვიცით ავღანეთში არავინ მოგიკლავს ...
-არ მინდა შეგახსენოთ, რომ ომში გასასროლი პირველი ტყვიის წინ ვდგავართ, იქნებ როგორმე დავასრულოთ ლაპარაკი?!-შესძახა ლუკამ და ორივეს ანიშნა ეს საუბარი დროეიბით სხვა დროისთვის გადაეტანათ.
-მას შემდეგ მოხდა ეს ... წინა ღამით ჩემგან იცოდნენ სად ჰქონდა შეხვედრა მეჰმეთს და ვისთან. სამსახურში მისულს, თანამშრომელმა მომილოცა ...
-რა მოგილოცა!?-ჩაეკითხა ლუკა და იქვე მდგარ გაბრიელს გადახედა, რომელიც ეჭვისთვალით უყურებდა ქალს.
-მეჰმეთთან ერთად საქართველოში წასვლის ამბავი ... მივხვდი, რომ იქ კიდევ ვიღაც იყო.
-ვიღაც ვინ ..?!
-ვინც მე მითვალთვალებდა.-ამოილაპარაკა და ისევ სავარძელში ჩაჯდა. -მე საეჭვო პიროვნებად მაქციეს ყველაზე დაბალი ფენისთვის ... თანამშრომლებში გაჩენილმა ეჭვმა, რომ ჩემსა და მეთჰმეთს შორის მართლა იყო მსგავსი ურთიერთობა ... ყველაფერი ცხადი გახადა ჩემთვის.
-მაინც რა?!-თვალები დააწრვილა ჯანდიერმა.
-დამიქირავეს არა იმისთვის რომ ჯაშუში ვყოფილიყავი არამედ ...
-სატყუარა.-ამოილაპარაკა ლუკამ.
-სახლში მისულმა ჩემს ბინასთან ორი შავი მანქანა რომ დავლანდე, ყველაფერი დავტოვე და წამოვედი.
-შენი აზრით ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?!
-თუ თქვენ არაფერ შუაში ხართ, გაიხსენეთ ვის ეზიზღებით ყველაზე ძალიან, ვინც ცოცხალი გადაურჩა ამ ყველაფერს?!
-მამარდაშვილი ...-ამოიხრიალა ლუკამ და სახეზე ხელები აიფარა თავის ტკივილით გაგიჟებულმა.
-გათენდა.-გაეღიმა ქალს.
-ვინ ხარ ...?!-ორი ნაბიჯი გადადგა მისაახლოვებლად და მიხვდა რომ შეცდა.
-ალექსანდრა ჰუფეიკერი.
-როგორ?!
-ამერიკის მოქალაქე, ენდრიუ და ანა ჰუფეიკერების ერთადერთი ქალიშვილი.
-არ ხარ!-შეშფოთდა გაბრიელი.-როგორ ... აბა ქართული და შენი სიტყვა ანტიპატრიოტულ საწყისებზე?!
-გაგაშვილეს.-მშვიდად ამოილაპარაკა ლუკამ.
-უკანასკნელია რაზეც ახლა უნდა ფიქრობდეთ.
-რა გვაძლევს იმის მიზეზს, რომ ქაანს შენი თავი არ გავუგზავნოთ და სიტუაცია ოდნავ მაინც არ ჩავაწყნაროთ?!-დაეჭვებული მზერა შევალო ჯანდიერმა ქალს.
-ნდობა.
-ვისი?!
-ჩემი.
-საერთოდ არ გენდობი!-გაეცინა ჯანდიერს.
-ზუსტად ეგ.
-ქაანთან ჩასული, კაცმა იცის რა ტყუილს მოიგონებს თავის გადასარჩენად.-ჩაილაპარაკა ზარდასტანიშვილმა.
-ჰო, შენგან განსხვავებით ეს აშაკარად აზროვნებს, შენ ძალიან ფსკერი ხარ.
-გამიშვი, რა!-აყვირდა გაბრიელი და წინ გადადგმულ ლუკას მტრული მზერა ესროლა.
-შენი სანდოობა როგორ უნდა დავამტკიცოთ?!
-აი, დაელოდეთ ქაანს, დაიწყებს ომს და მერე როგორმე შეიძლება განათდეს თქვენს გონებაშიც ერთი ორი „ლამპოჩკა.“
-ნათურა!-სახე დაებრიცა ჯანდიერს.
-შენ ბარბარიზმების ქართული შესატყვისებიც იცი?! რას ამბობ?! ყოჩაღ, აი ქართველი, აი პატრ ...
-მორჩი, თუ არ გინდა მართლა გესროლოს.-ჩაერია ლუკა.
-რამის თავი რომ ჰქონოდა დღეს ვირთხის დღეში ჩამხტარი არ უყურებდა როგორ ანგრევს მისი მტერი მის საცოდავად ნაწებებ სიმშვიდეს. თქვენგან რომელიმეს რამის თავი რომ გქონოდათ მამარდაშვილი ასე ვერ აგამპამპულავებდათ, თქვენი სახელით ამერიკაში მე ვერ მომძებნიდა და ზარბაზანსაც ვერავინ დაგიმიზნებდათ. შეეშალეთ, თქვენს პატრონებს, ძალიან შეეშალეთ. ადამიანის სიყვარული საერთოდ არ არი საკმარისი საიმისოდ ძლიერი მართველი იყო. ომში წასულებს ომის სიძულვილი რომ ისწავლეთ ეს კარგია, მაგრამ წიგნი რომ უნდა გადაგეშალათ თქვენ ჩინ-მედლები დაირჭეთ გულებზე და ამაყად გამოცხადდით სამხედრო ფორმებით კამერებთან. წიგნი საჭირო რომ არ ყოფილიყო ჭყონდილდელიც არავის დასჭირდებოდა. ხმლის ქნევა ყველა გაჭირვებულმა კაცმა იცის ვისაც გაჭირვებას დაანახებ, ინსტიქტია. მაგის გარდა რა იცით?! კანონი?! რომელი კანონითაც დღეს მამარდაშვილი თავისუფლად დადის ქვეყნიდან ქვეყანაში და პრეზიდენტის შვილს სასიკვდილოთ მხოლოდ იმიტომ იმეტებს შენი გასაცოდავებული ქვეყნის „ვერ გაბრწყინებული“ იბერია თავზე დაგამხოს?! და შენ მაგის მერე რამეზე პრეტენზია გაგაჩნია?! უნიათო ხარ. შეუმდგარი კაცი პირველ რიგში და მართველზე სიტყვაც არ ახსენო, წინ როგორი ზედსართავიც არ უნდა მიუწერო ვერ აღგწერს, იმდენად დიდი იდიოტი ხარ. მომინდომა „კრწანისი“. ომებს ხმლები კიარა ტვინები იგებენ.
-გეუბნები მიმიშვი-მეთქი!-შესძახა გაცოფებულმა ჯანდიერმა და უეცრად კარზე კაკუნიც ატყდა.
-გისმენთ!-ლუკას ხმაზე კარი გაიღო და კაბინეტში ცოტნე თაბაგარი შემოვიდა.
-ბოდიშით პრემიერო, ელჩია ხაზზე.
-ბუმ!-ჩაილაპარაკა ქალმა და გაღიმებულმა ფანჯარას გახედა.
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო.

-თამაზ, რა მდგომარეობაა?!-ხმას ძლივს იმორჩილებდა პრემიერი.
-საბრძოლო რეჟიმზე გადასვლის ჯერ არაფერი ეტყობათ, ბატონო პრემიერო, თუმცა დაძაბულობა აშკარად შეიმჩნევა. ყველა ისეთი მობილიზებულია, მგონია რომ კარის კაციც მზად არი ტყვია დაგვიმიზნოს მთელ ერს, გეგონებათ პრეზიდენტის კიარა ამათი შვილები დახოცეს.
-გასაგებია.-სახე წაუხდა ზარდასტანიშვილს.
-რამდენიმე თანამშრომელი დავინახე ბიუროებიდან, ცხადია ნაბიჯის გადადგმა არ სურთ საერთაშორისო სამსახურების ჩარევის გარეშე.
-ომზე რაიმეს ამბობენ?!-დაიძაბა გაბრიელი და ლუკა.
-მხოლოდ ქალზე ლაპარაკობენ და მამაკაცზე. ქალს ალბათ მასალი ჰქვია, კაცს ჯერ ვერ დავადგინეთ ...
ორივეს მზერა ოთახში მდგარ ქალზე გადავიდა, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა და სადღაც შორს, თითქოს ვიღაცას საიდუმლოთ უღიმოდა.
-მასალი წარმოშვებით ქართველი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჭორების თანახმად შეყვარებული მეჰმეთი საქართველოში სწორედ ამ ქალის გამო უნდა წასულიყო. თუმცა უცნაურია ფაქტი, რომ არავინ ადასტურებს მათ ერთად ყოფნას რაიმე სახის პირად ურთიერთობებში.
-ანუ?!
-როგორც შიდა წყაროებისგან გავიგეთ, ქალი თავს არიდებდა მეჰმეთთან კონტაქტს სამუშაო საათების გარდა. სწორედ ამიტომ გაუკვირდათ, როცა გაიგეს რომ მასალი მეჰმეთთან ერთად საქართველოში წასვლას აპირებდა. ეს იმაზე მიგავნიშნებს, რომ ქალის დისტანცია ყველასთვის აშკარა უნდა ყოფიყილო, საბოლოოდ მათი გაკვირვება რომ გამოეწვია მეჰმეთის გაქრობას ამ მიზეზით, ხომ გესმით?!
-გასაგებია.-გაბრიელმა მალული მზერა შეავლო ქალს და ისევ ყურმილს მიუბრუნდა.-და კაცი?!
-როგორც ირკვევა ან მძღოლი იყო ჯაშუში ან დაცვის უფროსი, იმიტომ რომ არც ერთი ჩანს და არც მეორე.
-მძღოლი, ტრაპზონიდან იყო, ბავშვობიდან იქ გაიზარდა. თავის ქვეყანას მამარდაშვილთან არ უღალატებდა.
-რატომ ხარ დარწმუნებული?!-ალექსანდრას სიტყვებს ელვის სისწრაფით ჩაეჭიდა გაბრიელი.
-ალბათ იმიტომ რომ დაცვის უფროსს არასდროს შევხვედრივარ, ასლანთან კი რამდენჯერმე ყავა მაქვს დალეული შესვენების დროს.
-თამაზ, გაარკვიე ყველა დეტალი და იზრუნე, რომ საქართველოს როგორც ქვეყნის და მთავრობის როლი ამ ყველაფერში მკაფიოდ გამოჩნდეს, რამდნად უმნიშვნელოა და არაფრით უკავშირდება თურქეთის რესპუბლიკას, გასაგებია?! მინდა ყველა დეტალი ვიცოდე, არ დაგავიწყდეს, მანდაც კი არ ხარ მარტო, არ შეგეშინდეს.
-ვიცი, ბატონო გაბრიელ, როგორც ადრე უკვე მითხარით, ჩვენ ადამიანები, მარტო არასდროს არ ვართ!
-ზუსტად.
ტელეფონი გათიშეს თუ არა ალექსანდრას განვიცფრებულ თვალებს გადააწყდნენ.
-რამე მოხდა?!-ფრთხილად იკითხა ლუკამ და ქალის სახეზე ათამაშებულ მზის სხივებში თითქოს ნაცნობი წარსული დაინახა.
ისე შეკრთა ყველა ფიქრი აეშალა გონებაში.
-არაფერი ... ეს სიტყვები ადრეც მომისმენია. არამგონია მართალი ყოფილიყო ...
-რა სიტყვები?!-დაინტერესდა ლუკა.
-რა მნიშვნელობა აქვს.-ქალმა უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისევ ფანჯარაში დაიწყო ცქერა.
-წავედით.!
-ამას რა ვუყოთ?!-ლუკამ თავით ანიშნა ალექსანდრაზე გაბრიელს.
-მივხედავ.
კაბინეტი დატოვეს და გავიდნენ.
იდგა წარსულის მოგონებებთან მდგარი და უშედეგოდ ებრძოდა იმედს, რომ იქნებ, სადღაც, ვიღაც მართლა იყო მის გვერდით. როგორც ამას დედამისი ასწავლიდა პატარაობისას.
იდგა აწმყოს ფანჯრის წინ და მომავლის ხედს თვალდახუჭული გაჰყურებდა.
ეშინოდა ისე როგორც ეშინიათ ბნელში მდგარ ადამიანებს ფანჯრიდან შემოსული მომავლის მზის სხივების.

-მინდა რომ ის ორი დიპლომი სახეზე ავაფარო, რატო არ მაცადე?!
-მთელი ცხოვრებაა იმ ხალხს ვებრძვით, რომლებიც თავიანთი დიპლომებით ცდილობენ ადამიანების ნდობის მოპოვებას და ბოლოს დიპლომებს და ადამიანებს ერთი რამისთვის ყიდიან - ფულისთვის. არ იფიქრო, ისიც სხვა რამეს ელოდება ჩვენგან. საუკეთესო გამოსავალი არასწორი შეხედულების დასამსხვრევად -
-სწორი საქმის კეთებაა.-ამოიფრუტუნა ჯანდიერმა.
-აკეთე შენი საქმე და მორჩი მტკიცებას რომ კარგი მმართველი ხარ. გაბრიელი რომ ხარ ჯანდიერი, ამას ხომ არ ამტკიცებ ხოლმე?!
სულ ორი წამი დასჭირდა ყველაფრის დასალაგებლად.
თვალდახუჭულმა ორი ნაბიჯი უკან გადადგა და მერე ისევ წინ.
შეჩერდა, თვალი ანთებულ ნათურას გაუსწორა და მშვიდად დაიწყო.
-თბილისში ჩადი, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადე მამარდაშვილზე, ყველა მასთან დაახლოვებული პირი დაიბარე პროკურატურაში და მანამდე არ გაუშვა, სანამ რაიმე ხელჩასაჭიდს არ გვეტყვიან. გადაამოწმე მთავრობის ყველა წევრი, არც ერთი არ გამოტოვო, მინდა ვიცოდე ვის ეკონტაქტებიან, სად დადიან, რას ფიქრობენ ... მხოლოდ ერთი დღეც საკმარისი იქნება, რომ თუ რაიმე საეჭვო არი, ზედაპირზე ამოტივტივდეს. ყველა სამინისტრო მინდა რომ ფეხზე იდგეს, ყველამ უნდა დაინახოს, რომ ტყავიდან ამოვძვრებით და ჩვენ გასაკეთელს ამ საქმეში ბოლომდე გავაკეთებთ.
-გასაგებია.
-გადაამოწმე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთიდან შემოფრენილი ჩიტიც კი რა ტრაექტორიით გაფრინდა, ბუდე სად დაიდო და კვერცხი სად გამოჩეკა.
-ეგეც გასაგებია.
-და კიდევ ... ლუკა, იზრუნე, რომ ალექსანდრას კავშირი ამ საქმესთან გაწყდეს.
-რაო?!-თვალები გაუფართოვდა ლუკას.
-მინდა, რომ ალექსანდრას როგორც ჯაშუშის სახელი ამ საქმეში არ ფიგურირებდეს.
-ხელს აფარებ?!
-რაღაც მკარნახობს, რომ მასთან საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. თუ მის სახელს გავამხელთ, ხვალ მოგვიწევს მოჭრილი თავიც გავუგზავნოთ ქაან ბეილიჯეს თურქეთში. მჭირდება, რომ მეტი გავიგო ... ის რაც ჩანს აისბერგის წვერია, მე კი სიღრმეში მანამ ჩავყვები, სანამ არ გავიგებ, რატომ მგონია, თითქოს უკვე ნანახი მყავს ადრე ...
ბოლო სიტყვებმა ისე შეზარა ზარდასტანიშვილი უეცრად მზერა გაექცა დახურული კარისკენ.
-როგორც იტყვი.
-მამაჩემს და ბიძაჩემს დაურეკე, დროა დაბრუნდენ „მივლინებიდან.“

ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ბოლო სართული ბოლომდე დახურეს და პერსონალსაც კი აეკრძალა ზემოთ ასვლა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო.
-ბატონო, გაბრიელ დარწმუნებული ხართ?!-ნერვიულობას ვერ მალავდა ცოტნე თაბაგარი.
-ჩემი ოთახის გვერდით დაამონტაჟეთ მოსასმენი აპარატურა და კამერები, ისე შეიყვანეთ იქ საცხოვრებლად, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდეს, ხომ გასაგებია?!
-დიახ, ბატონო გაბრიელ.
-დაცვის ბიჭები სასტუმროს ორივე გასასვლელთან, ლიფტთან, დარბაზთან და მის ოთახებთან უნდა იდგნენ და მორიგეობის ცვლაში წუთზე მეტს არ უნდა ხარჯავდნენ, ეგეც ხო გასაგებია?!
-დიახ, ბატონო გაბრიელ.
-მადლობა, ცოტნე.
-დიახ, ბატონო ... რას ამბობთ!-იუხერხულა კაცმა და წინ მდგარ დაცვის ბიჭებს ქოქოლა დააყარა.-რას უდგეხართ?! დროზე! ფეხი გაადგით, ისე გადაიყვანეთ მანქანაში ადამიანი რომ ზის ვერავინ უნდა იეჭვოს.
-ქალია, ბატონო ცოტნე როგორ დავმალოთ?!
-ორი კვირის წინ აბაშიძის საქმეზე ნარკოტიკის ტომრები რომ ამოვიღეთ, თუ გინდათ მაგაში გაფუთეთ და ისე გადმოიყვანეთ, მე რა ვიცი, რას მეკითხებით, იმბეცილებო! ხეიბრებო! თავხედებო!
-დიახ, ბატონო ცოტნე.

ნომერში შესულმა აზუზუნებულ მობილურს დახედა.
-ბებო, მშვიდობაა?!- ნაცნობი ხმის გაგონებისას ერთიანად მოდუნდა ჯანდიერი, გაღიმებულმა პიჯაკი დივანზე მოისროლა და საწოლზე მშვიდად დაჯდა.
-მშვიდობაა,ნაირა.-ამოილაპარაკა დაღლილი ხმით.
-ვის ატყუებ, შე ცრუპენტელა?!
-იმ ფაქტს, რომ საკმაოდ ზრდასრული ვარ ცრუპენტელობისთვის, ისიც ემატება რომ მინსიტრი ვარ და არ მიხდება ...
-მე ვიცი შენ რაც მოგიხდება!-გაავებული იყო ნაირა.
-წკნელიო არ თქვა თორე მოსდეს მთელ ქვეყნის მთავარსარდალს შაბათ-კვირას ბებიაჩემი რომ მცემს ხოლმე. -გაეღიმა გაბრიელს- მალე დალაგდება ყველაფერი და ჩამოვალ.
-ისევ ეკონომიკის მინისტრმა აურია ხარჯთაღრიცვხა?! ხომ გითხარი ისეთი ადამიანი მოძებნე მინისტრის პოზიციაზე მათემატიკა რომ ესმოდეს-მეთქი?! ასე, არაფერს არ მიჯერებ, ბებო და მერე სულ ნანობ!
-გითხარი, ემზადება მეთქი მათემატიკის მასწავლებელთან, მეტი რა ქნას იმ კაცმა?!
-იქნებ ვინმე ლამაზი გოგონა გაგაცნოს, ცოტა ნაკითხი და ცოტა დიასახლისიც. არა, რას ვითხოვ ასეთს?!
-შეუძლებელს ითხოვ ჩემგან, ამას ჯობდა გეთხოვა შენ ასწავლე მათემატიკა ეკონომიკის მინისტრსო ან გააბრწყინე ეს გასაბრწყინებელი იბერიაო, ან არ ვიცი თამარ მეფის საფლავი ...
-სულ ტყუილად იცინი, ან ცოლს მოიყვან ან დავლევ ხუთ აბ კორსიზს და სულს გავლევ! მორჩა, საკითხი აღარ განიხილება.
-ხუთი აბი კორსიზი კლავს? ბებო რამდენ ხანში?! ომის დაწყების ყურებას მოვასწრებ თუ მალევე ...
-გაბი, რა ხდება, ბებო?-სერიოზული გაუხდა ნაირას ხმა.
-არაფერი, ბებო. შენი წნევის წამლები დალიე, მე ყველაფერს მოვაგვარებ.
-ასე რომ მარიგებ ჭკუას, შენი თავი ვინ გგონია?! -შესძახა ქალმა ორ წამიანი დუმილის შემდეგ.- აქ ბებია მე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში მალე დაბრუნდი და ...
-ნაირა, არ მესმის ... ხმა წყდება, ვთიშავ, ბებო, კარგად, გკოცნი, წამლები არ დაგავიწყდეს ...- და ტელეფონის ღილაკზე წითელ ნიშანს სწრაფად დააჭირა ცერა თითი.
„არაფერიც არ წყდება, გაბრიელ სახლში მალე დაბრუნდი და ცოლი მოიყვანე! ხუთ აბ კორსიზს დავლევ, არ ვხუმრობ, მიდი მერე და ეძებე თამარის საფლავი, ბაბუაშენთან იცი რომ ნაჩხუბარი ვარ, მაგის გვერდით არ დამკრძალო!“- ხმოვან შეტყობინებაზე, რომელიც მალევე მიუვიდა, ისეთ ხმაზე იცინოდა გარეთ მდგარმა მცველებმა ერთმანეთს გადახედეს.


***

იღვიძებდა ქალაქი და ზღვის ტალღების ომში გახვეულ აქაფებულ წყალს თან მიჰქონდა მთვარის ნაღველი.
ნაზი სიო დაჰქროდა ისე როგორც დაჰქრიან ფიქრები წარსულზე, აწმყოში -მომავლის შიშით.
აივანზე მდგარი უყურებდა ზღვას და გონების იმ დახურულ კარიბჭეს ხსნიდა ბოქლომებს, წლების წინ საგულდაგულოდ რომ ჩამოჰკიდა იმის შიშით იქ დამწყვდეული მოგონებები არსად გადაჰყროდნენ სევდის ქუჩებში, ტკივილიანი ამინდისას, ნაღვლიანად მოსეირნეს.

„-სკოლაში თუ კიდევ შეგხვდება ეგ ბიჭი უთხარი ჩემი ძმა უნდა მოვიდეს შენ სანახავად და დაელოდეთქო.-ამაყად მიაბიჯებდნენ ქუჩაში და-ძმა მაისურაძეები.
-მართლა ცემ?!-თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-გინდა რომ ვცემო?!-შეფარვით მომღიმარმა გადმოხედა ორი წლით უმცროს დას ირაკლიმ.
-მინდა, რომ თმებს აღარ მაწიწნკიდეს.
-ზუსტად იმას გავაკეთებ რაც შენ გინდა.
-თმებს აღარ დამაწიწკნის?!
-ვეღარ დაგაწიწკნის.
-შენ რომ არ იქნები, მაშინ რომ დამაწიწკნოს? აი, მარტო რომ ვიქნები.
-მარტო არასდროს იქნები, სანდრა. ადამიანები მარტო არასდროს ვართ ხოლმე, არ გახსოვს დედამ გვითხრა. თან მე დაგიცავ. აბა რისთვის ვარ? სადაც ვიქნები, ყველგან დაგიცავ.
-შენ რომ ჩვენზე ძალიან უფროსი არ ხარ?!
-დედამ ნამცხვარი რომ გამოაცხო და ჩემი ნაწილი შენ მოგეცი, მაშინ ხო ვიყავი საკმარისად დიდი?
-ეგ ნამცხვარი იყო, მაგას რა დიდობა უნდოდა?!
-შენ კლასელ ნუკრიზე უფრო რთული იმ ნამცხვრის დათმობა იყო. ნელა ...-გზაზე გადასვლისას ინსტიქტურად ჩაავლო ხელი ჩანთაში და ორი ნაბიჯით წინ გასწრებული ალექსანდრა უკან დასწია.
-ირა.
-ჰო.
-შენ თუ ეგრე ძალიან გიყვარს ნამცხვრები მე გადავიყვარებ, გინდა?!
-რატო?
-შენ რო უფრო მეტი შეგხვდეს.
-რომ გიყვარს როგორ გადაიყვარებ?!
-აი, როგორც შენ გადაიყვარე და შენი ნაწილი მე მომეცი.
-ეგ იმიტომ რომ უფროსი ვარ და მეტი მომეთხოვება.
-რატო მოგეთხოვება?
-იმიტომ რომ უფროსი ვარ.
-არ ხარ ბევრით უფროსი.
-მამა დედაზე უფროსი რომ არი მაგიტო გადაიყვარა, რაღაცები დედას რომ უფრო მეტი შეხვდეს.
-მამამაც ნამცხვარი გადაიყვარა?!
-არა, ის საფულე, ყიდვა რომ უნდოდა და იმ საფულის ფულით დედას ამოუტანა ნამცხვრისთვის პროდუქტები.
-შენ რა იცი?!
-ვიცი, ბრმა კიარ ვარ, თან უფროსი ვარ.-უფრო ამაყად გაიჭიმა ირაკლი.
-ანუ ცუდია უფროსი რომ ხარ?
-ხან კი ხან არა.
-კარგი როდისაა?!
-აი ახლა შენ კლასელ ნუკრის რომ დაველაპარაკები, მიხვდები კარგი როდისაა, უფროსი რომ ხარ.
-მაინც არ ხარ შენ ძალიან უფროსი.
-სანდრა, კაბა უკუღმა გაცვია, შემოაბრუნე.
-უიჰ!-შუბლზე იტკიცა პატარა ხელები და კაბა სასწრაფოდ შემოაბრუნა.
-აი, ნუკრი!-სახე გაებადრა ირაკლის და რამდენიმე ნაბიჯით დაწინაურდა.“

ცრემლები ისე იბრძოდნენ, როგორც უარაფროდ დარჩენილი ჯარისკაცები, წაგებისთვის განწირულები, უიმედონი და მუხლებმოკვეთილები.
ბოლო ამოსუნთქვამდე.
და ბრძოლაში დამარცხებულნი ისევ იქ ბრუნდებოდნენ, საიდანაც სხვათათვის უხილავ ვეებერთელა გორგალს ქმნიდნენ კისერში გადაგორებულს.
ფიქრებით, ტკივილით, დარდითა და წუხილით გატენილ მძიმე გორგალს.
უნდოდა ისე როგორც არასდროს, უნდოდა მთელი ძალით ეტირა, მისი ცრემლები კი ბრძოლას აგებდნენ.

მეზობლის აივანზე ნაცნობი სხეული რომ დალანდა, თითქოს ფერი ეცვალა.
სულ ერთბაშად გარდაიქმნა სხვა ადამიანად.
ხელებში მოქცეულ ცხელი სითხით სავსე ჭიქას დააჩერდა და გაუგებარი მუსიკის ღიღინი დაიწყო.
იცოდა უსმენდნენ.
-შენ ..!-გაბრიელის ხმაში მრისხანება დაბმული ძაღლივით ყეფდა.
-ბატონო პრემიერო, გაიღვიძეთ?! როგორ გეძინათ?!-მომღიმარი შებრუნდა მამაკაცისკენ და უჩვეულო ეშმაკობით გაუღიმა.
-შენ ...!-თვალებდაქაჩულმა საჩვენებლი თითი ქალისკენ მიმართა და ისეთი სისწრაფით შებრუნდა ოთახში ალექსანდრამ თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო.
-უხეში, უზრდელი.
მეორე ნომრის კარზე, სადაც ქალი იყო დაბინავებული ისეთი ბრახუნი ატეხა აივანზე მდგარ ალექსანდრას ყავის ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა.
-თანამდებობისთვის შეუფერებელი ... -თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და მჭიდროდ გაეხვია ხალათში ადგილზე შემდგარი.
-გააღე, კარი!-თითქოს სიმფონიის ამაღლებულ ნაწილს უსმენსო, ისეთი სიამოვნებით გაებადრა სახე ქალს.
ადგილიდან არ იძვროდა აივანზე მდგარი, მომღიმარი უყურებდა კარებს, საიდანაც სულ მალე ქვეყნის პრემიერი შემოვიდოდა.
-ბატონო პრემიერო, იქნებ დაველოდოთ და ...-დასრულებული არ ჰქონდა დაცვის უფროსს, ბატონ გიორგის სიტყვა, რომ კარის შემტვრევის ხმამ უეცრად გაჭრა ჰაერი.
-მოკლავს ...-გადაუჩურჩულა ერთმა მეორეს და შეშინებულმა გადახედა კარს, რომელიც უმალ დაიხურა.
-ასეც ვიცოდი, ტიპური ცხოველური ქცევები გაქვს, საერთოდ ... -და ის იყო კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ელვის სისწრაფით რომ წაეტანა ჯანდიერის მტევანი მის პატარა კოხტა სახეს და ხელში მოიქცია.
-შენ, რატომღაც გგონია, რომ მარტივად გამოძვრები, ხო?!-გავეშებულ მზერას მთელ სახეზე გრძნობდა ქალი.-შენ, გგონია რომ თამაშია ეს ყველაფერი, ხო?! გგონია, რომ გაერთობი, შენ მისიას შეასრულებ და აქედან გაქრები, ხო?! გგონია, ჩემი სიტყვის ამსრულებელი არ ვარ, როცა ვამბობ, რომ თუ შენ გამო ჩემ ხალხს საფრთხე დაემუქრება, ცოცხლად დაგმარხავ ... გგონია, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია, ხო?!
-მგონია, რომ ახლა თუ არ დამშვიდდები მაჯას მოგტეხავ.-მშვიდად ამოილაპარაკა ქალმა და ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-რას იზამ ?!-უღრიალა გამწარებულმა და გაანალიზებაც კი ვერ მოასწრო, ისე გატკაცუნდა ძვალი თავის მარცხენა ხელზე. მზერა ჯერ ხელზე გადაიტანა, შემდეგ ქალზე და გაოგნებულმა ორ წამში ისეთი ტკივილი იგრძნო სახე ძლივს შეინარჩუნა. -შენ ...-ტკივილის ძლიერმა ტალღამ თითქოს ორად გადატეხაო შუბლით დაეყრდნო მის წინ მდგარ ქალს მხარზე. -ხომ იცი რომ ...
-ექიმი გჭირდება, გაკვეთილი სადაც მასწავლეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ დროს, კარგად არ მომისმენია, მასწავლებელი არ მომწონდა.
-შენ ...-ამოიხრიალა ჯანდიერმა და უეცრად გამოცლილი საყრდენისგან მუხლები მოეკეცა.
-გაუძელი, ქვეყნის მთავარსარდალი, არ ხარ?!-თვალი ჩაუკრა და ნომრის კარისკენ აიღო გეზი.
-მოეთრიე აქ!-ძალიან ეცადა ყვირილს, მაგრამ ხმა აშკარად წართმეული ჰქონდა ყვირილისგან.
-ბიჭებო, ბოდიში რომ გაწუხებთ, იქნებ ექიმი გამოიძახოთ, თქვენს უფროსს დახმარება სჭირდება, მეზარბაზნეები აღარ ჰყავდა და თვითონ გაიჭრა სამშობლოს დასაცავად!-სერიოზული სახით სიცილს ძლივს იკავებდა ქალი.
-ბატონო, გაბრიელ!-სასწრაფოდ შევიდნენ ოთახში დაცვის ბიჭები.- ახლავე ექიმს დავურეკავთ ...
-თაბაგარს დაურეკეთ, სასტუმროში კიარა კარცერში უნდა წამეთრია!-ხრიალებდა სახეზე ოფლით დაცვარული პრემიერი.
-ერთი კონსტანტინე არსაკიძე ვიცი უმარჯვენო და ახლა შენ იქნები გმირულად გმირი, მარცხენა ხელის გარეშე, რა გინდა ცუდი საქმე გიყავი?!-მდივანზე დამჯდარი დიდი ინტერესით უყურებდა ტელევიზორში, პატარებისთვის განკუთვნულ ანიმაციას, „მაშა და დათვს“.
-ავადმყოფია! მე კი არა შენ ხარ საექიმო!-ხელით ანიშნა დაცვის წევრს თავადაც წამოვდგებიო და წელში ძლივსძლიობით წამოდგა.
-მოდი უყურე, აქ რომ ციყვია შენ გგავს, ხომ გავს?-ბავშვური სიანცით ახედა დაცვის უფროსს, ბატონ გიორგის, რომელსაც გაოგნებისგან თვალები გაფართოვებოდა.
-უფროსო, პრეს სამსახურის უფროსი გირეკავთ ...-ამოილუღლუღა კაცმა და ტელეფონი ჯანდიერს მიაწოდა, რომელსაც ჰაერში გახევებული მარცხენა ხელი სრულებით დაავიწყდა და მარტივი მოძრაობისას ისე დაებრიცა სახე, უნებურად ატკივდა ოთახში მყოფთ გაბრიელის მოტეხილი ხელი.
-გისმენთ!-სიმწრისგან კბილი ტუჩს მთელი ძალით ჩააჭირა და აივანზე გავიდა.
-ბატონი გაბრიელი კარგი ადამიანია, გირჩევნიათ მას უკეთ მოექცეთ ...-ჩუმად გადაუჩურჩულა გიორგიმ მულტფილმზე გართულ ქალს სიტყვები.
-ისეთი კარგი ადამიანია, გაცნობის წამიდან ცოცხლად დამარხვით მემუქრება.-თავი გადააქნია მომღიმარმა და ფარულად შეავლო მზერა აივანზე მდგარ პრემიერს.
-ის რომ არა, ახლა კარცერცში იქნებოდით ...
-ის რომ არა, ახლა აქ საერთოდ არ ვიქნებოდი.
-სიკვდილს გადაგარჩინათ? ადრეც იცნობდით?-თვალები დაუმრგვალდა მეორეს.
-არა ... ან შეიძლება ეგრეც ითქვას.-ორი წამით ის დღე გაახსენდა სულ პირველად რომ დაინახა გაბრიელ ჯანდიერი მამამისთან, იმ დროის პრემიერ მინისტრთან, ზურაბ ჯანდიერთან ერთად და გაეღიმა.-მაშინაც ერეკლე მეფობა უნდოდა, მაშინაც დიდი ამბიციები ქონდა ... მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ოდესმე კიდევ ვნახავდი ... თქვენ, აქ ფულს ჩემს დასაცავად გიხდიან თუ ჩემთან საჭორაოდ?!
-წესით, თქვენს სათვალთვალოდ, მაგრამ ეგ არაფერი ... განაგრძეთ, მერე?!
-სწორი იყო, თინა ბებო, კაცები ქალებზე უფრო ჭორიკნები ხართ! მოუყვანეთ ექიმი სანამ მართლა კონსტანტინე გაგვიხდა არსაკიძე, ხელს ვინ დაეძებს, შორენა არ მოგვიყვანოს რძლად მამარდაშვილის შვილი ან მანდარიასი, თუ მაგას გოგო არ ჰყავდა ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს?! მიხედეთ, ააშენა კაცმა მეორე სვეტიცხოველი!
-ასეთი დონის ქართული ლიტერატურის და ხელოვნების ძეგლზე ასე აგდებით საუბარი...
-წარსულის სიყვარულმა დაღუპა საქართველო, მიდი დროზე, დაგრჩა უხელო პრემიერი! მე რა მენაღვლება, ომი რომ დაიწყოს მარცხენა ხელში ფარს ვერ დაიჭერს და ის ტყვია მე კარცერში ნამდვილად არ მომხვდება ... აბა გამოიცანი ვის მოხვდება, კი ბატონო, შენ მოგხვდება!
-ბოროტი.
-დაცვა და ასეთი სენსიტიური ...-ჩაიფრუტუნა ქალმა- რას არ ნახავს ადამიანი.

ინფორმაციამ ისეთი სისწრაფით დაიწყო გავრცელება წინასწარ მომზადებული მთავრობაც კი ვერ მოერია აზვირთებულ ტალღებს, რომლებიც ყველა მხრიდან ესხმოდნენ თავს.
ტელეფონები აღარ ჩერდებოდა.
ხალხში პანიკა იწყებოდა გაურკვეველი ვითარების გამო.
არ ჩანდა არც ერთი პოლიტიკოსი ვინც საკუთარ თავზე აიღებდა ბრიფინგის ჩატარებას.
დიდი თუ პატარა, ყველა უკლებლივ ელოდა მას, ვინც მთელი ცხოვრება თითქოს სწორედ ამ მომენტისთვის ცხოვრობდა, რაღაც ამაღლებულისთვის.
მოზომილად დიდი მოვლენისთვის, რომლისთვისაც იზრდებიან ადამიანები.
ასე გააზრებული და ნაფიქრი სიტყვების დაკარგვისას, როცა უნებურად ავიწყდებათ ყველაფერი, რაც აქამდე უსწავლიათ, რაც აქამდე გაუვლიათ და ელოდებიან სასწაულს ... როცა მათი ხმა მათდა გაუაზრებლად მისწვდება ადამიანთა გულებს და ეტყვის რომ ...
არავინ იცის რას ეტყვის, იმიტომ რომ ალბათ ასეთ მომენტებში, გააზრებულიც აღარაფერი გვრჩება სათქმელად მომზადებულ ტექსტებში.
სადღაც იკარგებიან დალაგებული სიტყვები და ინგრევა ნაწებები წინადადებები, მშვიდობაზე და კარგად ყოფნაზე.
და სწორედ ამ ამაღლებულ მომენტებში თუ შენ დგახარ სწორ ადგილას, იბრძვი სწორ მხარეს, შეგიძლია დამშვიდდე ... მართალ ადამიანებს ყოველთვის უგზავნიან სასწაულებს, უმართლო ადამიანებს შანსებს, რომ ეს სასწაულები დაინახონ.

იჯდა თვითმფრინავში და ვინ იცის მერამდენედ დაწყებულ ტექსტს აკლებდა და ამატებდა ახალ სიტყვებს.
ეზედმეტებოდა, შლიდა.
სიყალბეს შეამჩნევდა თუ არა, შლიდა.
მაღალფარდოვნულ იერს ისე ებრძოდა, როგორც შეიარაღებულ მტერს.
ტერმინებს ნაწილებად ანგრევდა თითქოს ცუდად ნაშენებ კედლებს მისდგომოდა მუშის ფორმაში გამოწყობილი.
აგურ-აგურ ალაგებდა და კიდევ უფრო უღრმავდებოდა სიტყვებს მიღმა დამალულ ყველა აზრს, ყველა ფიქრს.
სიგიჟემდე უნდოდა მართალი ყოფილიყო ამ სიტყვების წარმოთქმისას.
ის რასაც აქამდე ხმალამოღებული ებრძოდა, არ უნდოდა ლაქად დამჩნეოდა თავისსავე ბიოგრაფიაში და იბრძოდა კალმით შეიარაღებული, ფურცლის წინაშე, სადაც საიმედო მხოლოდ ერთხელ ნახსენები ღმერთი იყო.
ათასი მშვიდობის მომტანი და ათას ბრძოლაში გამარჯვებული, უიარაღოდ.

-დაალაგე?!-აქამდე ჩუმად მჯდარ ალექსანდრას გაუაზრებლად დასცდა სიტყვა ბაგიდან და უნებურად მიამატა კითხვის ნიშანი.
-ვერა.
-გინდა წამიკითხო?!-თავად არ სჯეროდა თავისივე სიტყვების, მაგრამ გულის სიღრმეში შემალულ იმ ინტერესს ვერაფერს უშვრებოდა წლები რომ არ აძლევდა მოსვენებას, „აჯობა, ერეკლეს სინამდვილეში?!“
-ვის, შენ?!-ზიზღი გაერია მამაკაცს ხმაში და თვალებში გაყინული სისხლის კაპილარებით გადმოხედა მის წინ მჯდარ ალექსანდრას.
-ჰო.
-მირჩევნია ვინმე ისეთს წავაკითხო, ვისაც ადამიანი უყვარს.
-ვიცნობდი ვიღაც ასეთს.-გაეღიმა ალექსანდრას.
-ცუდია თუ აღარ იცნობ, უფრო ცუდია რომ მისგან ვერაფერი ისწავლე.
-შენ, რა ისწავლე?!
-სამწუხაროდ არ ვიცი ვიზე მელაპარაკები, და არც დრო მაქვს საამისოდ.
-როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
ღრუბლებიდან მოჩანდა თბილისი, სადაც მალევე დაეშვებოდა თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერი გამონაკლისის სახით მგზავრობდა, მხოლოდ იმიტომ რომ ახლა დასაკარგი საათი კიარა წამი აღარ ეგულებოდა არავის.

აეროპორტთან უკლებლივ ყველა ტელეკომპანიის ჟურნალისტს მოეყარა თავი.
უამრავი კამერა იღებდა თვითფმრინავიდან გადმოსული გაბრიელ ჯანდიერის და უცნობი ქალის კადრებს.
-ბატონო გაბრიელ!-გამაყრუებელ ხმაში ისე ჩანდა თითქოს პრემიერს ცივი ოფლი ასხამდა თითოეულის გაგონებისას.
სულ ორი წამით თავბრუ რომ დაეხვა, სულ ორი წამით ნაცნობი სახე დაინახა ბრბროში და აცრემლებული თვალები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს.
-ბატონო გაბრიელ.-ესმოდა ირაკლის ხმა შორიდან და ვერაფრით ახერხებდა გონს მოსვლას. არ უნდოდა ეს მომომენტი კიდევ ერთი წამით მაინც გაგრძელებულიყო.
ყველა ძალას იკრებდა ორგანიზმში რაც დაეხმარებოდა თვალების გახელაში და ისევ იქ ისევ ამ ადამიანების დანახვაში.
ესმოდა ხმები, რომლებსაც გონება აღქმის საშუალებას არ აძლევდა.
გამაყრუებელი ხმები, ძალიან ხმამაღალი და გასარჩევად რთული ბგერები თავს ისე ატკიებდა ეგონა ცოტაც და თავი გაუსკდებოდა.
ზურგში წვა იგრძნო.
კანზე თითქოს ცეცხლი მოედო და ერთიანად აალდა გაყინული სხეული.
ნეკნებთან შეხება იგრძნო უცხო სხეულის და ...
-გაბრიელ.
ტკივილისგან დახუჭული თვალები წამის მეასედში გაახილა.
უკან მოიხედა და მისივე სხეულიდან ჩამოვარდნილი ქალის მტევანს მზერა ისე გააყოლა თითქოს ეს იყო, ის რასაც შეეძლო ახლა ყველა ხმა გადაეფარა.
-გაბრიელ.
-ბატონო გაბრიელ, რას განცხადებას გააკეთებთ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით!?
-ბატონო, გაბრიელ ხალხში პანიკა იზრდება, თქვენს კომენტარს ახლა მთელი საქართველო ელოდება.
-ბატონო გაბრიელ, ომის საშიშროება რამდენად რეალურია?!
-ბატონო გაბრიელ …
-გაბრიელ.-და ათას სხვაში გარკვევით ესმოდა ნაცნობი ხმა უცნობი ადამიანისგან.
-ბატონო გაბრიელ მართალია რომ ომის საშიშროების წინ მდგარი ... თქვენ უცხო ქალთან ერთად გაატარეთ ღამე სასტ ...
-სულ ცოტაოდენი პატივისცემა, მეგობრებო!-შესძახა აპილპილებულმა გიორგი ბაღათურიამ, გაბრიელის დაცვის უფროსმა და ჟურნალისტ გოგონას ლამის მიკროფონი გამოსტაცა ხელიდან.
-ბატონო გაბრიელ, ვინ არის ...
-ჩემი ცოლია!-მეხივით გავარდა მისი სიტყვები და ზურგს უკან უცნობი სხეული ისე დაიჭიმა, როგორც ზამბარა ჩამოკიდებული სიმძიმით. - მესმის თქვენი პროფესიონალიზმი ცას ცდება და საზღვრებს ისე ანგრევს, მაგრამ ძალიან გთხოვთ სულ ცოტაც მოითმინეთ.
-ტყვიები იცდის, ბატონო პრემიერო?!-გაისმა არსაიდან ჟურნალისტის ხმა და ადგილზე გახევდა ჯანდიერი.
-თქვენ, რომელიმე მოგხვდათ?!-შუშის გაუხდა ჭაობისფერი თვალები.
-მაინცდამაინც უნდა მომხვდეს, თქვენ რომ აღიაროთ, მაშინ როცა ქვეყანას სჭირდებოდით, ცოლთან ერთად ბათუმში ...
-მე მომხვედრია, პირობას გაძლევთ როგორი ამორალურიც არ უნდა იყოთ თქვენ ჩემთვის, ყველაფერს ვიზამ და ეგ ტყვია თქვენ არ მოგხვდებათ.
-თქვენ ახლა ...
-მე ახლა ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და თქვენი შუბლი ტყვიისგან გადავარჩინო, ბოდიში. აქ თქვენთან სალაპარაკოდ არ მცალია.
გაუაზრებლად დასწია ხელი უკან და ალექსანდრას მტევანს წაეტანა.
მანქანის კარი გიორგიმ გააღო და იქაურობას გაეცალნენ.
უხერხულ სიჩუმეს ვერ არღვევდა ვერც ერთი.
გიორგი სარკიდან ხან ერთს უყურებდა ხანაც მეორეს, რომელსაც კეპი
ჩამოეფხატა სახეზე და არ ირხეოდა.
გაბრიელმა რაღაცის თქმა დააპირა მისი ტელეფონი რომ ახმაურდა.
-შენ ხო არ გააფრინე?!-ყვიროდა ტელეფონში ლუკა ზარდასტანიშვილი.-ნაირამ მაშინვე მე დამირეკა და იმ ტყვიით დამემუქრა ჟურნალისტის შუბლიდან პირდაპირ მე რომ დამიმიზნე, გაგიჟდი?! ვინ ცოლი, რა ცოლი, გუშინ ცოცხლად მარხავდი, ძლივს გამოგტაცე ხელიდან.
-სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია.-ჩაილაპარაკა ჯანდიერმა და სახე აარიდა ქალის გაოცებულ მზერას.
-რას აპირებ?!
-ცოლად მოვიყვან და გადავიხდი დიდ კრწანისს, არ დახატავდა?!
-მეზარბაზნეები და თამადა არ გყავს, ბოდიში ცუდი ინფორმაციისთვის, დიდო მეფეო.
-მოურავი მყავს სუპერსთარი.
-მომისმინე, ყველას რომ გადაურჩე ბებიაშენი მოგკლავს.
-რა მექნა, მომეჭრა თავი და ბეილიჯეს კარზე გამეგზავნა?!-შესძახა ნერვებმოშლილმა და თაბაშირიან ხელზე დაიხედა.
-შენ მოგჭრიან თავს, სამაგიეროდ.
-თამაზმა დარეკა?!
-არაფერი ისმის.
-ბრიფინგი როდის ჩანიშნე?!
-ორმოც წუთში, ყველა აქ იქნება ...
-მთავრობაში რა ხდება?!
-ეკონომიკამ ლამის მათემატიკა ისწავლა ისეთ დღეშია.
-თინა გაუშვით მოლაპარაკებებზე საფრანგეთში ... ახლა ძირითადი მანდ გადაწყდება.
-მარტო თინა?!
-ეყოფა.
-მეთორმეტე კაბინეტის დიპლომატები გელოდებიან.
-შიგნით რა ხდება?!(იგულისხმა -შინაგან საქმეთა სამინისტრო.)
-ეძებენ, კონტროლისთვის ერთი დეპატრამენტი გამოვყავი, რომ თვითონ თანამშრომლებიც კონტროლზე გვყავდეს ... ყველა დეტალი უნდა გავითვალისწინოთ.
-კარგად მოგიფიქრებია.
-სასაზღვრო პოლიცია მზადყოფნაშია, მაგრამ არაფერი ისმის ... ან უკვე გაქცეულია ან კარგად იმალება.
-არც ერთი „ან“ აღარ უშველის ...-ზიზღით გამოსცრა კბილებში ჯანდიერს.
-გამოძიება დაიწყება და გვჭირდება რომ ყველა კვალი მასზე გავიდეს, ისე რომ ალექსანდრა აღარ გავრიოთ.
-ინფორმატორზე გავალთ და მისი ჩვენებით ყველაფერს ფარდას ავხდით.
-დამკვეთზე რამე ათქმევინე, რაიმე ხელჩასაჭიდი ... რაიმე რაც ნოდარის სახელს დამაწერინებს ჩვენებაში, ხვდები?!
-სახლში მოვედი, ათ წუთში მანდ ვიქნები.
-აუ, შე საცოდავო, წარმატებები.-გაეცინა ლუკას ნაირას სახის წარმოდგენაზე და ტელეოფნი გათიშა.
მოკრძალებული სახლის კართან იდგნენ, რომელიც მოშორებით იდგა ქალაქის ხმაურიანი ქუჩებისგან.
დიდი გალავანი იცავდა და დაცვის რამდენიმე ბიჭი იდგა ჭიშკართან.
დაინახეს თუ არა გაბრიელი ყველას დაეტყო სახეზე სიხარული, რაც არ გამორჩენია ალექსანდრას.
-ბატონო გაბრიელ!-დაწინაურდა ერთ-ერთი.
-როგორ ხართ, ბიჭებო?!
-კარგად, უფროსო, თავად?!!-ერთ ხმაში რომ წამოიძახა ყველამ ღიმილი ვერც გაბრიელმა შეიკავა.
-ძალიან გაგაწვალათ?!
-რამდენჯერმე სცადა ბათუმში წამოსვლა, მხოლოდ ...-უდარდელად აიჩეჩა მხრები პირველმა.
-კარგად გაუძლია.-გაეღიმა და კარისკენ დაიძრა, შუა გზაში რომ გაახსენდა დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ და უკან მოიხედა.- რატომ დგეხარ?! წამოდი.
-ამაზე არ ... მე, არ მინდა, სადმე ...
-გინდა რომ მოკვდე?!
-ნუ გააჩნია.
-მე არ მინდა, ამიტომ ფეხი გამოადგი.
-როდის მოასწარი ჩემი შეყვარება, მას შემდეგ რაც ცოცხლად დამარხვის ...
-შენ და ზარდასტანიშვილი სხვა სიტუაციაში რომ შეხვედროდით ერთმანეთს შეიძლება გემეგობრათ კიდეც.
-მე და ლუკა სხვა სიტუაციაშიც შევხვედრილვართ ერთმანეთს.
-ჰო?! სად ...
-გაბრიელ!-კარი გაიღო თუ არა შუახანს გადაცილებული ქალბატონი გამოჩდა შავებში შემოსილი.
-ნაირა!-სახე წაუხდა გაბრიელს.- დადე რა ეგ ჯოხი, თუ გიყვარვარ ...
-შემოდი სახლში!
-ვერაფრით!-თავი რამდენჯერმე გააქნია უარის ნიშნად ჯანდიერმა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა.- ეს ჩაიბარე და კარგად მიხედე. -გოგონას ხელი მსუბუქად უბიძგა ქალისკენ და თავად სასწრაფოდ დატოვა ეზო.
-გაბრიელ ჯანდიერო!-ყვიროდა ნიარა გამწარებული.
-მივეწიო ბაბუს, ჩვენ გაგიმწარეთ ახალგაზრდობა და სიბერე ... დაგმარხავთ თამარ მეფის გვერდით, იმიტომ რომ ბაბუა შენ გვერდით ყოფნას საფლავზეც არ იმსახურებს, ამოწყდეს როგორც არი ამოწყვეტილი და ... კი ნაირა, ჩვენ ჯანდიერებს მაინც გვიყვარხარ!
-შემოდი, ბებო, შემოდი ... ამას ვინც ქვეყანა ანდო, იმ ხალხს თავში ჭკუა რომ ჰქონოდათ მართლა წამოაყენებდნენ ერეკლეს.-ალექსანდრა სახლში შეიყვანა და დიდი რკინის მასიური კარიც დაიხურა.



იდგა პრესკონფერენციის დარბაზის წინ და ფეხებს ადგილზე აბაკუნებდა.
ქაღალდზე დაწერილი სიტყვები ერთმანეთში ირეოდნენ და ასოები ადგილს უცვლიდნენ ერთმანეთს.
ვერც ერთი წინადადება ვერ ჩაამთავრა ბოლომდე.
მიხვდა აზრი არ ჰქონდა და მომუშტულ ხელებში დაკუჭულ ქაღალდს ზიზღით დახედა.
.
.
.
-მათ არ დაანახო, რომ ნერვიულობ.-გაისმა თინა ამაშუკელის ხმა.
-მეგონა უკვე წახვედი.
-შენი სიტყვით გამოსვლის მერე წავალ.
-მინდა რომ ახლავე წახვიდე, თინა!
-მინდა რომ აქ ვიყო და მოგისმინო ...
-და რა გინდა რომ გაიგო?!
-მინდა დავინახო, რომ შენში არ შევმცდარვარ ...-ხმაში თრთოლვა გაერია ქალს.
-იქნებ შეცდი?! იქნებ მეც ...
-ამ პათოსით ომებს ვერ იგებენ, ბატონო პრემიერო.-გაეღიმა თინას და ორი ნაბიჯით დაწინაურდა.- ამ ჟინით არ გიბრძოლია უცხო მიწაზე, არც ამ თვალებით იდექი ჩვენს წინ გაბრწყინებულ იბერიაზე ლაპარაკისას ...
-ხომ ხედავ რომ ვერ გავაბრწყინე ეგ ...
-და გგონია, ვინმეს სერიოზულად ეგონა საზღვრებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადასწევდი და ახალ ჯვაროსნულ ომებს წამოიწყებდი?!-ხმით გაეცინა ქალს და გაბრიელისკენ ოდნავ გადახრილმა მზერა გაუსწორა. -იცი რატომ აგირჩიე როგორც მოქალაქემ და არა როგორც პოლიტიკოსმა?!
-არა.
-სუფთა თვალები გაქვს.
-ბატონო?!-სიცილი ვერ შეიკავა ჯანდიერმა.
-სინამდვილეში ცუდი პოლიტიკოსი ხარ, სიბინძურე არ გიყვარს, ამიტომაც ხარ ახლა ამ დღეში. ბუნებრივი პროცესია, როცა რაღაცას სუფთად აკეთებ ყოველთვის მოდის ფიქრები, რომ რთულია. მამარდაშვილისთვის ტყვია რომ დაგეხალა დღეს მშვიდად ვიცხოვრებდით ყველა ჩვენს სახლებში ... არც მე მომიწევდა უცხოელებთან ხვეწნა-მუდარა და არც შენ მოგიწევდა ახლა აქ პატარა ბიჭივით შეშინებული დგომა. იცი, როგორ უნდა მიხვდე რომ სწორ გზაზე დგხარ?! ბევრჯერ უნდა გაიმარჯვო საკუთარ თავში დანებების სურვილზე. თვალებში გეტყობოდა ცუდი პოლიტიკოსი იქნებოდი ... არავის გვიფიქრია იბერიას მართლა გააბრწყინებდი, ყველამ ვიცოდით, რომ ხალხს ეყვარებოდი. ახლა აქ იმიტომ დგხარ, რომ სუფთა გაქვს თვალები, გაბრიელ. უსაშველოდ მძიმეა შენთვის ეს წუთები, იცოდე ეს რომ არ ყოფილიყო, ეს რომ არ გაგევლო, ვერ დაინახავდი ... ავღანეთში ომის სიძულვილი კიარა ადამიანის სიყვარული გასწავლა ღმერთმა.
-თინა.
-ეს არ გჭირდება.-დაკუჭული ფურცელი მომუშტული ხელებიდან ფრთხილად გამოართვა ქალმა.-გადი და თქვი ის რის გამოც აგირჩიეს.
-საზღვრებს რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გავზრდი?!-გაეცინა ნერვიულად ჯანდიერს.
-გადი და თქვი რომ ამ პოსტზე შვილების დასაცავად მოხვედი და არა მოსაკლავად. შენ რომ სიკვდილი გდომოდა ვინმესი, მოსაკლავის მეტი რა გყავდა?! შენ, რა გაქვს სანერვიულო, გაბრიელ?!
-თინა ..
-შენ სიტყვით გამოსვლას მოვისმენ და წავალ, ამდენი დრო არ მაქვს, რთულია როცა სწორ მხარეს იბრძვი, რთულია მაგრამ უნორმოდ სასიამოვნო.
-ამას მართლა ...
-ბედნიერი ვარ რომ შენი გუნდის წევრი ვარ. მინდოდა გცოდნოდა.
-გავალ.
-მიდი და უჩვენე, რომ წასაგები კრწანისი აღარ გვაქ ქართველებს, არც ერთ ალტერნატივაში.-გაეცინა თინას და ცრემლიანი თვალებით გააცილა პრემიერი, რომლის გამოჩენისას კამერებიც ჩხაკუნის ხმამ და ჟურნალისტების ხმაურმა ერთიანად დაუხშო სმენა.


„გამარჯობა, მოგმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრი - გაბრიელ ჯანდიერი...“


მალხაზის ვიზიტი იმდენჯერ გააუქმეს პრეზიდენტის სამდივნოში, რომ ბოლოს მოსაცდელში ჩაეძინა ელჩზე მიყრდნობილ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
-თქვენი წასვლის დროა, ბატონო. დღევანდელი შეხვედრები უკვე ...
-რომელი საათია?!-თვალები მოისრისა მალხაზმა და უკვე გამქრალ ელჩს დაუწყო ძებნა.
-ცხრის ნახევარია, თქვენს გვერდით მჯდარი ბატონი საპირფარეშოში გავიდა ორი წუთის წინ. ხვალ სცადეთ ...
-რამდენი წლის ხართ, გოგონა?!-გაეღიმა მალხაზს და სკამზე შესწორდა შუახნის მამაკაცი.
-ოცდარვის.-დაიბნა გოგონა.
-თქვენზე ხუთი წლით უმცროსი გოგონა სახლში მიცდის, ვერაფით დავაჯერე რომ ომი არ იქნება ..-გაღიმებულმა ტელეფონში დაიწყო რაღაცის ძებნა.
-მდგომარეობა რთულია ... თქვენც ხედავთ.
-ხუთჯერ შევიდა ამ კაბინეტში თქვენი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით, ექვსჯერ ეწვია სამი გენერალი დღის სხვადასხვა მონაკვეთებში და შვიდჯერ დალია დაცვის ბიჭმა ყავა დილის რვიდან საღამოს ცხრამდე, უთხარით რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია ამდენი კოფეინი ...
-თქვენ...
-თუ საჭიროა იმასაც დავითვლი რამდენჯერ იტყვიან კაბინეტში „გურჯ“-ს.-გაღიმებულმა ამოხედა და ტელეფონის განათებულ ეკრანზე საკუთარი შვილის ფოტო აჩვენა გოგონას.-არ მაქვს უფლება, ჩავიდე და ვუთხრა, რომ კაბინეტთან დალოდება მხოლოდ იმიტომ შევწყვიტე, რომ მიღების საათები ამოეწურა. მას ახლა არ ადარდებს ჩემი შვილი, მაგრამ დამიჯერეთ მე მადარდებს მისი.
-ეს ყველასი, ჩვენი ტკივილია.-გოგონას ამ ტონზე უფრო გაეღიმა კაცს.
-კარგი ადამიანია მეჰმეთი როგორც ჩანს.
-აქ ამბობენ რომ გარდაიცვალა ... მასალს ვიცნობდი, არ ჩანდა ასეთი გოგო.
-მასალს არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ქართველებმაც ასე ვიცით ჩვენი შვილების სიყვარული, როგორც თქვენ - თურქებმა. დამიჯერეთ, მეც რომ ჩემი შვილი მომტაცონ არ მომინდება სხვის შვილზე ფიქრი, მაგრამ ... სხვისმა შვილმაც რა დააშავა?!
-არ ვიცი, ალბათ ის რომ შვილები აგებენ პასუხებს მშობლების არასწორ გადაწყვეტილებებზე.
-ეს კი, აუცილებლად, მაგრამ შენი მეზობლის მამის შეცდომის გამო, შენ რომ დაგემუქროს საფრთხე, მამაშენი თავს როგორ იგრძნობს?!
-მამა არ მყავს.-გაეღიმა გოგონას.-იმ ბიჭის მამა, ვინც წაიყვანეთ და მოკალით ამ ქყვენის პრეზიდენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მთელი ქვეყანა ისე გრძნობს თავს თითქოს მათ შვილს დაემუქრა საფრთხე და არა მხოლოდ ერთი კაცისას. ეს ხომ არ არის სწორი საქციელი ...?!
-ზუსტად ამიტომ მჭირდება მას შევხვდე და ვუთხრა რომ მე არ ვარ ქვეყნიდან, სადაც შვილებს კლავენ ...
-რთულია ეს იმ კაცს დაუმტკიცოთ, რომლის შვილიც ...
-თქვენ რა, მეჰმეთის სხეული მკვდარი ნახეთ!?-გაეღიმა მალხაზს.-ჩვენ გვინახავს უამრავი ქართველის სხეული უთავოდ. უამრავ მეფეს გამოუგზავნეს მკვდარი შვილების მოჭრილი თავები ამ ქვეყნის მმართველებმა. სანაცვლოდ რა გავაკეთეთ?! მეგობრობის ხელი გამოვუწოდეთ ... ყოველგვარ ლოგიკას არი მოკლებული ფაქტი, რომ ერთმა ბეწო საქართველომ უზარმაზარ თურქეთს ...
-ვალი გადაუხადა?!-გაეღიმა გოგონას.-მეეჭვება პრეზიდენტს თქვენთან შეხვედრის დრო ჰქონდეს, სჯობს შვილთან დაბრუნდეთ და უთხრათ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობაში შეცდნენ ... არასწორი ხის ტოტი მოჭრეს. ნახვამდის, ბატონო!

გახევებულ მალხაზს ღიმილი სახიდან ჩამოერეცხა.
ვერაფრით მიხვდა, როგორ იფიქრეს აქედან სადმე წამსვლელი იყო საქართველოდან წამოსული, საქართველოს უდანაშაულობით გაგიჟებული, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქართველი, რომლის ქვეყანასაც უდანაშაულო სისხლს სწამებდნენ ცილად.
ვერაფრით გაიგო, რა მიზეზით უნდა მოეკლა საქართველოს მთავრობას მეჰმეთი და ამით მშვიდობიანი ურთიერთობის ხიდზე დინამიტი აეფეთქებინა.
უკეთ მოკალათდა და საპირფარეშოდან გამოსულ თამაზს ხელით ანიშნა მოსულიყო.
-რა მოხდა?!-შეხედა თუ არა გაფითრებულ მალხაზს ელჩმა, მაშინვე დაინტერესდა ამბით.
-იცი მდივანმა გოგონამ რა მითხრა?!
-რაო?!
-აქ ჰგონიათ, რომ საქართველოს მთავრობამ იმის(იგულისხმა მეჰმეთი და სახელი განზრახ არ ახსენა) მოკვლა იმიტომ დაავალა ჯაშუშს, საქართველოს უნდოდა თურქეთისთვის ისტორიული ვალი გადაეხადაო ...
სულ ორი წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-თაზო, არ გაბედო ...-ჩურჩულებდა თამაზ მაკალათია, საქართველოს ელჩი და ლოყებზე ძლიერად იჭერდა ხელს.-თაზო, გემუდარები საკუთარი თავი ხელში ...
-ვზივარ და ვერ ავიყვანე!-მუხლებში თავჩარგულმა მალხაზმა ხარხარი რომ ატეხა ვერც თამაზმა შეიკავა თავი.
-საიდან, როგორ მიხვედით დიალოგის ამ დასასრულთან?!
-მე რა ვიცი?! დალაგებული ჩანდა!
-ჯანდიერის გამოსვლას ვუყურე.
-სად ტუალეტში?!
-ყველაზე უსაფრთხო ადგილი ეგ იყო.-მხრები აიჩეჩა თამაზმა.
-რაო?!-აჟიტირდა მალხაზი პატარა ბავშვივით.
-ჯერ უყურებ და მერე შევუმტვრიოთ ის კაბინეტის კარი თუ მენდობი სიტყვაზე?!
-ადექი, წელი გამიკავდა აქ ჯდომით!
-ისტორიული ვალი მართლა ახსენა?!
-გეფიცები აღა-მაჰმად-ხანის წკაპუტებს.
-გადატრიალდა საფლავში პატარა კახი, არა მართალია, რა?! ჩვენ რომ მოღალატეები სახლში არ გვყოლოდა, სად იყო ამათი მოსაგები, კრწანისი?!



დარბაზიდან გასულს ჟურნალისტი აედევნა.
-ბატონო გაბრიელ, რამდენად დიდია შანსი იმისა რომ ომი დაიწყოს?!
-იმდენად მცირეა, თქვენი ხმა არ მესმის.
-ბატონო გაბრიელ, რამდენად ...-ხმას აუწია გოგონამ.
-ეგ არ უგულისხმია ...-ჩაილაპარაკა ოპერატორმა და კამერა გამორთო გაღიმებულმა.


***
20.. წელი
ავღანეთი 30 ივნისი
(მეცამეტე დღე 17 ივნისის ტრაგედიიდან)



-გამარჯობა, ნიკო!-წითურმა მამაკაცმა, ღიმილით შეეგება დიდი ხნის უნახავ მეგობარს.
-როგორ ხარ, ენდრიუ?!
-აი, ასე ... ჩვენი გოგონას დაკარგვის ამბის შემდეგ, მდინარის დინებას მივყვებით, მეც და ანაც ...
-გავიგე, მინდოდა დარეკვა, მაგრამ ვიცოდი არ გესიამოვნებოდა.
-ცუდია, როცა იმ ტკივილს გითანაგრძნობენ, რომელიც გამოცდილი არ აქვთ.-გაეღიმა ენდრიუს.-მხოლოდ ერთი ზარს ვუპასუხე, თავადაც მიხვდები ...
-პოლკოვნიკი, მაკადამსისას.-თავი ჩახარა ნიკოლოზ ჯანდიერმა.
-მან იცის, როგორია შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, ხომ გესმის.
-მესმის.
-აქ რისთვის ჩამომიყვანე.
-ოთახში გოგონას სძინავს, 13 – 14 წლის იქნება.
-ნიკო!-შეჰყვირა თვალებდაქაჩულმა კაცმა და ორი ნაბიჯი უკან გადადგა.
-მომისმინე, მხოლოდ მომისმინე ...-სახე შეეცვალა ნიკოლოზს.-ჩემს ქვეყანაში ახლა რევოლუციის მძიმე შედეგებს 13 წლის ბავშვები იმკიან. მისი მამა დახვრიტეს, დედას კი სასამართლო დარბაზში გული გაუსკდა. ამ პატარა გოგონამ, ყველაფერს მისი თვალით უყურა. მამამისს შუბლში ტყვია მის თვალწინ დაახალეს და დედამისის გაჩერებულ პულსს პირველი მისი ორი პატარა თითი შეეხო მაჯასთან, გესმის, ენდრიუ!?
-ნიკო ...-სკამზე ჩამოჯდა მოსმენილით დაზაფრული კაცი.
-მისი თექვსმეტი წლის ძმა გვერდით ბაზაზეა ... სულ სამი წლით არი ჩემს ძმიშვილზე უმცროსი და უკვე იარაღი უნდა აიღოს ხელში ... ახლა მათი თავების გადარჩენას მხოლოდ აქ თუ შევძლებ, მაგრამ ... ალექსანდრა, ის გოგოა და თანაც ძალიან პატარა გოგო.
-ბიჭებს აქ რა უნდა გააკეთებინო?!
-ბრძოლა უნდა ვასწავლოთ, პარარელურად განათლებაც მივაღებინოთ და საჭირო დროს უკან, ჩემს სამშობლოში უნდა წავყვეთ.
-წაჰყვეთ?!
-მათი მამები დახოცეს, ქვეყანა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს, ახლა მათ გარდა ვერავინ მოიგებს ჯერ არ დაწყებულ ახალ ბრძოლას. ჩვენ საკმარისი ძალები აღარ გვაქვს მათ გავუმკლავდეთ ... ახალი თაობის იმედად ვართ.
-ახალი სისხლის!
-სხვა გამოსავალი არ იყო. ქვეყანაში რომ დაგვეტოვებინა, უძლურებისგან დაიხოცებოდნენ, მამების მტრები დღეზე მეტს არ აცოცხლებდნენ არც ერთს, აქ იმას ისწავლიან, რაც თავიანთ ქვეყანაში მშვიდობის დამყარების ძალებს შესძენთ.
-ომს.
-ომს.
-სწავლა?!
-პრაღის უნივერსიტეტთან ძველ კავშირებს გამოვიყენებ და ...
-პოლკოვნიკი მაკადამსი!-გაეღიმა ენდრიუს.
-ხომ გახსოვს მის ცოლს მნიშვნელოვანი თანამდებობა უჭირავს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. დახმარებას შეგვპირდა ...
-ეგ ხომ არალეგალურია?!
-არალეგალურად არა, სანამ საუნივერსიტეტო ასაკამდე მივლენ მანამდე ინგლისურს ისწავლიან და მერე გამოცდებს გასაიდუმლოებულ სივრცეში ჩააბარებენ. აი, ისე ბევრი აჟიოტაჟი რომ არ გამოიწვიოს ან სადმე არ გახმაურდეს, ჯარისკაცები დისტანციურად რომ შეძლებენ განათელბის მიღებას ცხელი ომიდან პირდაპირ პრაღაში.
-ყველაფერი ასე როგორ გათვალე?!
-ბევრი ლაფსუსი გამეპარა და ერთ-ერთს ახლა საწოლში სძინავს. იცი, რომ ამას არ გთხოვდი, ენდრიუ ... ახლა შენ ცხოვრების ახალი მიზანი გჭირდება, მას კი დედ-მამა.
-ანას უნდა დაველაპარაკო.
-რა თქმა უნდა, ქალაქში გასვლა არ ღირს, არავინ იცის ბრმა ტყვია საიდან მოგხვდება, სასტუმროს ოთახში დარჩი.
-კარგი.
-ენდრიუ, მადლობა.
-რისთვის?!
-უბრალოდ, ჩემი თხოვნით შენი თბილი სახლიდან ამ აურზაურში რომ ჩამოხვედი. მადლობა, მეგობარო.
-მხოლოდ, იმიტომ რომ არ დაგირეკავს.-გაეღიმა ენდრიუს.-მე მართლაც, არ მინდოდა რომ დაგერეკა.
-ვიცოდი.
-ამიტომაც ვარ ახლა აქ.
პასუხი აღარ დაუბრუნებია, ოთახი დატოვა გაღიმებულმა.
„ესეც კიდევ ერთი, დაკარგული, მაგრამ მშვიდობით დაბინავებული საქართველოს ქალიშვილი.“-ფიქრობდა გაღიმებული ნიკოლოზი და გზას მიიკვლევდა უცხო მიწაზე.

***
აწმყო
თბილისი
22:45

სახლში რომ მივიდა ეგონა მთელი საქართველოს ტკივილი გულზე ლოდებად დაულაგეს და უსაშველოდ ემძიმებოდა საზიდი ტვირთი.
მექანიკურად დგამდა ნაბიჯებს.
ემოციებისგან გაწურულს, ფიქრებისგან დაღლილს მისი გაყინული ოთახი სამოთხედ ელანდებოდა.
ეზოში მჯდარი ბებიამისი რომ დაინახა უნებურად გაეღიმა.
-მოდი ბებო.-მშვიდი იყო ნაირა.
-გთხოვ მე ვარ ახლა დაღლილი და ...
-მოდი ...-უჩვეულო სინაზით უპასუხა და გაშვერილი ხელით ანიშნა შეეძლო მის გვერდით დამჯდარიყო.-მომიყევი ... რა გაწუხებს ახლა ყველაზე უფრო!?
-რამდენი მოგიყვე?!
-რამდენიც ყველაზე მეტად გებევრება სიმარტოვისთვის.
-გახსოვს ერთ ბიჭზე რომ გიყვებოდი!?
-რომელზე.
-ყველაზე პატარა იყო, ზარდასტანიშვილი და მე დიდი კაცები რომ ვეგონეთ.-გაეცინა ხმით მოგონებებით ბედნიერს.
-ირაკლი მაისურაძე?!-ღიმილით უპასუხა ქალმა.-როდის უნდა მოინელო, შვილო?!
-მთელი ცხოვრება არ მეყოფა არც ეგ და არც ...
-მახსოვს.-სიტყვის გაწყვეტით ტანჯვა შეუმსუბუქა ბებიამ შვილიშვილს.
-დღეს თვითმფრინავიდან ჩამოსულს, სულ პირველად ... იმდენი წლის შემდეგ, სულ პირველად მომელანდა.
-სტრესის ბრალია.
-ვიცი, რომ სტრესის ბრალია, მაგრამ ისეთი ნამდვილი იყო. ვიფიქრე, გაგიჟებული ყოფნა მერჩივნა სადმე ფსიქიატრიულში, მის მოჩვენებასთან ერთად მჯდარს და ღმერთზე, ხალხზე, საჭმელზე, ლუკაზე მოლაპარაკეს ვიდრე აქ ფხიზელი ყოფნა-მეთქი, გჯერა?!
-მჯერა.
-რატომ არ მეუბნები რომ არ შეიძლება ასე ლაპარაკი?!-გაეღიმა გაბრიელს ბებიამისის სიჩუმეში მოსვენებულს.
-იმიტომ რომ ახლა ამისგან დაცლა უფრო გჭირდება ვიდრე ამასთან ბრძოლა. მერე, ბებო!?
-ორი წამით ვიფიქრე, რომ მართლა ის იყო, მერე მზერა გამეწმინდა და მივხვდი რომ მომეჩვენა, ჟურნალისტები რაღაც კითხვებს მისმევდნენ, არც ერთი გამიგონია. არც ერთი.
-მერე?!-იცოდა ეს არ იყო ამბის კულმინაცია.
-იმ გოგომ, სახლში რომ მოვიყვანე ...-და მძიმედ ამოისუნთქა ემოციებით დაღლილმა.-ზურგზე ხელით ინსტიქტურად შემეხო, არც ერთის ხმა არ მესმოდა, დამიძახა. მოვბრუნდი და ...
-და?!
-ბებო, იცი ირაკლის როგორ გავდა?!
-ვინ, ეს გოგო?!
-ჰო, ეს გოგო.
-და მერე ბებო?!
-რაღა მერე, ნაირა?!
-რატო თქვი, ცოლია ჩემიო?!
-სხვა რა უნდა მეთქვა?!
-და გეთქვა სიმართლე.
-და სასიკვდილოდ გამეწირა?!
-ამას გეკითხები, რატომ ვერ გაწირეთქო?!
-ვინ გავწირე, ეგ რომ გამეწირა?!
-მხოლოდ ეგ?!
-სხვა, რა?!
-არ ვიცი.
-კაი, რა ნაირა.
-გაბრიელ, შედი და დაიძინე ... კარგი?!
-შევალ და დავიძინებ.
-შენს ოთახში არ შეხვიდე, ალექსანდრას ძინავს.
-მოიცა ... მოიცა, როგორ?!-უკან მობრუნებულმა გაოცება ვერ დამალა.
-როგორც გაიგე.
სახლში შეასწრო მოხუცმა შვილიშვილს და უკვალოდ გაუჩინარდა უმალვე.


კიბეები თვლით აიარა.
ახლა ყველაფერზე სურდა ეფიქრა, ოღონდ იმაზე არა რაც მის ირგვლივ ხდებოდა.
თავისი ოთახის კართან გაჩერდა.
თავი ფრთხილად მიადო ხის მასას.
ისე ტკიოდა ყველა უჯრედი ტირილი მოუნდა.
გაუაზრებლად ჩამოსწია სახელური და დახუჭული თვალებით შევიდა ოთახში.
რაღაც ისე ვეღარ იყო, უცნაურმა გრძნობამ გააგიჟა.
დაწმენდილ მზერაში მკრთლად იკვეთებოდა მძინარე ქალის სხეული საწოლში.
იდგა მოშორებით და უყურებდა გზააბნეული, დაღლილი თვალებით, აჯანყებული სინდისით და ბრძოლაწაგებული ფიქრებით მყოფი.
-შეგიძლია თქვა რომ ამერიკის მოქალაქე ვარ და ეს საქმე იმ ქვეყანას გადააბარო, რომელიც ...
-მეჩვენება თუ ჩემზე ზრუნავ?!-გაეღიმა ქალის სიტყვებზე, რომელსაც თურმე ძილშიც არ გამოჰპარვია უცნობის მზერა.
-ბებიაშენზე.
-კარგად მიგიღო!?
-ვინანე რომ ვთქვი, რაც გაბრიელმა ტელევიზორში თქვა ტყუილი იყო-მეთქი.-თქვა და საწოლში შესწორდა ალექსანდრა.
-კარგი ვერც შვილიშვილი გამოვდექი.
-თავზე ხელი გადაგისვა და განუგეშო, ცუდიც არ ხართქო?!-გაეღიმა ალექსანდრას.
-შენგან მიღებული ნუგეშიც საშიში იქნება, არ მინდა, მადლობა.
-გაუგონრად საზიზღარი ვინმე ხარ.-ახლა უკვე გულიანად იცინოდა საწოლზე მჯდარი.-აუტანელი. ერთუჯრედიანი დეგენერატი.
-იავნანად ჩამესმის.-გაეღიმა ჯანდიერს და სავარძელში მოკალთდა-მაგრამ მაინც მოვისმენ ამ ქება-დიდების მიზეზებს.
-ისეთი იმბეცილი ხარ, სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრე, ცოლად არ წარგედგინე სამი მილიონი ადამიანის წინაშე, გააფრინე?! რას იფიქრებს ბეილიჯე, მე შვილი მომიკლეს ეს ცოლთან ერთად ბათუმში ისვენებდაო?! იცი რომ ამით შენი თავი გაანადგურე?!
-არ მითხრა, მადარდებს შენი ბედიო, თორე დაგცინებ.-გულიანად იცინოდა ჯანდიერი.
-და ვინ ხარ, რომ მადარდებდე?! არა, თავი ვინ გგონია?!-საწოლიდან წამოდგა და ხალათში გახვეული პატარა მაგიდისკენ დაიძრა, სადაც დოქით წყალი იდო. -გამაგებინე, ცხოვრებაში რა დავაშავე შენ რომ გადაგეყარე?!
-ხო, ეგ კითხვა ორივეს საერთო პრობლემა და აამოუხსნელი ამოცანაა!
-აჰ, შენ ... მე ვარ შენი პრობლემა?!
-არ ვიცი, შეამჩნიე თუ არა, მაგრამ მთელი საქართველოს პრობლემა ხარ.
-ჭირსაც წაუღიხართ შენც და შენი საქართველოც.
-გაგიგიჟდა ძარღვებში ქართული გენები.-იცინოდა გაბრიელი.
-ხმა მაინც ჩაიგდე!-ნერვები ეშლებოდა ქალს.
-არა, მაინც რატომ შეგვიძულე ასე, ყველა ... კარგიც და ცუდიც?!
-ამ დავალებაზე წასასვლელად სიცოცხლე გავრისკე, ჩემი მშობელი დავტოვე და აქ წამოვედი, ვიფიქრე, რომ ასე იყო საჭირო, შენ მიძახებდი და არა შენი სამეფო კარიდან გამოქცეული რიგითი მოღალატე, რომელიც სწორად ვერ შეაფასე!-ხმის ტემბრს ნელ-ნელა უმატებდა და ხელში დაჭერილ ჭიქას მთელი ძალით უჭერდა ხელებს.-ცხოვრება ერთხელ უკვე დამინგრიეს და შენ, შენი შეუმდგარი მართველობით იმდენი ვერ მოახერხე დამნაშავე ციხეში მჯდარიყო და არა ჩემთან მოლაპარაკებაზე! ამერიკიდან აქ ჩამომიყვანე და მშვიდ ცხოვრებაზე უარი მათქმევინე, იცი ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ამერიკაში რა იყო?! წყალი!-იკივლა მთელი ძალით და წყლიანი ჭიქა გაბრიელს ესროლა მთელი ძალით.-წყალი, გესმის შენ!?-მთელი სხეულით ცახცახებდა და ვერ იმორჩილებდა ემოციებს.-იქაური წყალი კანს მიშრობდა და მთელი ჩემი პრობლემა იქ ცხოვრების აი ეს იყო. მეზიზღები, გაბრიელ ... მეზიზღები, იმიტომ რომ მე შენ გენდე და ყველაფერი ... ყველაფერი რაც ცამეტი წლის მერე ცხოვრებაში ღმერთმა მაჩუქა ისე გავაქრე, ისე უარვყავი ... საკუთარი მშობლის ზარს ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ზღვაში უნდა გადავმხტარიყავი და ცურვით შენამდე მომეღწია!-მუხლებზე დაცემული კიოდა მთელი ძალით და როგორც შეეძლო ისე უტყამდა მომუშტულ მტევნებს იატაკს.-მეზიზღები, იმიტომ რომ შენ გამო ჩავხედე სიკვდილს თვალებში მეორედ, შენ გამო ის ოცნებებიც გამიქარწყლდა, რომლებმაც შენამდე ჩამომიყვანეს, მეზიზღები, იმიტომ რომ ის ვინც ჩემი მშობლები მოკლა შენ ჩემამდე ისე მოუშვი არ დაფიქრებულხარ, რომ იმ პატარა გოგოს, კაფეში რომ იჯდა დედამისთან ერთად და შენს მონოლოგს უსმენდა მეფე ერეკლეზე, შენი ჯეროდა! ამდენჯერ არ უნდა გაგეცრუებია იმედები ...-ამოჩურჩულა კედელს მიყრდნობილმა და დადენილი ცრემლები დაწითლებული ხელისგულებით შეიმშრალა.- ამდენჯერ არა ... მე შენი მჯეროდა, ამდენჯერ არ უნდა გაგემეტებინე.
მამაკაცმა უსიტყვოდ აათრია დამძიმებული სხეული და ოთახიდან როგორც ლანდი ისე გაიძურწა.
კართან მდგარ ნაირას გვერდი თავდახრილმა ჩაუარა და სტუმრების ოთახში გაუჩინარდა.

-ბებო, კარგად ხარ?!-კარში მოხუცი ქალის დანახვაზე შეკრთა ალექსანდრა და წამოდგომა სცადა.
-მე ... ბოდიშს გიხდით, ჩემი ნერვები ახლა არც ისე კარგ მდგომარეობაშია ...
-ბებო, თუ არ გეძინება, წამოდი ... ვილაპარაკოთ.
-თქვენ ...
-კარგა ხანია აღარ მძინავს ხოლმე, წამოდი.
ხალათი მჭიდროდ მოიხვია და მოხუცს გაჰყვა.
კიბეზე უჩუმრად ჩავიდნენ და სამზარეულოს მაგიდასთან დაიკავეს ადგილები.
-ჩაი მოვამზადე, გაბრიელს უყვარს ... უგემოვნობაში ბაბუამისს დაემგვანა, როგორ შეიძლება კაცს ასკილის ჩაი უყვარდეს?!
-ბაბუაჩემსაც უყვარდა.-გაეღიმა ალექსანდრას.
-ჩემი ქმარი ... არ ცხონდეს მისი სული,-მშვიდად ჩაილაპარაკა ქალმა და ძლივს შეიკავა სიცილი ალექსანდრას გაფართოვებულ თვალებზე.- გაბრიელს სულ არ ჰგავდა. სიცილი არ უყვარდა. გავგიჟდი ქალი, ამას ასე დილით რომ მიესალმო, გამარჯობა გაბრიელ, როგორ ხარო, „გაგიმარჯოს“ მაგივრად ანეგდოტს მოგიყვება. ცოტა ვერ არი. რომ გავიგე პრემიერად აირჩიესო, მე წავედი და საარჩევნო უბანზე სხვა კანდიდატს მივეცი ხმა. მერე ინტერვიუს ასაღებად მოვიდნენ, მკითხეს ხმა ვის მიეციო, მეც ვუპასუხე ... თამამად და გულწრფელად. არ დამიჯერეს, მერე გაბრიელმა ის ინტერვიუ არ დააბეჭდინა, არადა გეფიცები იმ ჩემ დასამიწებელ ქმარს, მართალს ვამბობდი. -ალექსანდრა უკვე ხმით იცინოდა.-ვემუდარები ცოლი მოიყვანე-მეთქი, არა, ვერ შევასმინე. სადღაც რომ დავფიქრდე, ვინ გინდა გამოიმეტო ამ გადარეულისთვის?!
-კი, ცოტა გადარეული ბავშვობიდან იყო.
-როგორ, იცნობდი?!-სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ნაირა.
-ერთხელ მყავს ნანახი. მამამისს ეჩხუბებოდა მეფე ერეკლე მინდა გამოვიდე და ხელს რატო მიშლიო.
-კი. გაბრიელი იქნებოდა.-გაეღიმა ქალს და უღონოდ დახარა თავი.-ბაღში მისი კლასელი მარტო იმიტომ სცემა საქართველოს ჰიმნში სტრიქონი რომ შეეშალა. მოიყვანა სახლში ბაბუამისმა და დიდი ფიქრის შემდეგ გვითხრა - ეს ან აგვაშენებს ან დაგვაქცევსო. კიდევ კარგი დაქცევას ვერ მოესწრო.
-მაინც ვერ გავიგე ნაწყენი ხართ თქვენს ქმარზე თუ ...
-ხასიათს გააჩნია. თუ კარგ ხასიათზე ვარ მაშინ ბრძანდებოდეს სადაც არი, თუ ცუდ ხასიათზე ვარ ძალიან გულის სიღრმეში მენატრება კიდეც. გაბრიელი რომ არ გაეტანჯა ასე ძალიან ... შეიძლება კარგ ხასიათზე მყოფსაც მომნატრებოდა.
-რას გულისხმობთ ...
-ზურას მეუღლე, სალომე ... ანუ გაბრიელის დედა, სულ თავიდან ბუდუს მოეწონა რძლად. სოფელში გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით და ბავშვობიდან აკვირდებოდა ხოლმე. ზურამ რომ გვითხრა ცოლად მინდა მოვიყვანოო, იმ დღეს პირველად ვნახე მისი შვილით გაამაყებულს სიანცე როგორ შეპარვოდა თვალებში. ხომ გითხარი, სიცილი არ უყვარდა ... იმ დღეს გაუჩერებლად ყველაფერზე იცინოდა, უზომოდ ბედნიერი იყო. გამორჩეულად განიცდიდა მისი შვილების გადაწყვეტილებებს მომავალში რა შედეგები მოჰყვებოდათ და თითქოს ამ ამბავში წინასწარ დარწმუნებული რომ, ზურამ ცხოვრების სწორ გზაზე სიარული აირჩია დიდი სიხარულით შეხვდა დასაწყისშივე. შემდეგ ზურას და სალომეს რთული ცხოვრება შევხდათ ... სალომეს ბავშვი არ ჰყვებოდა. ყველაფერი რომ სცადეს და დაიღალნენ ექიმებთან სირბილით, დანებდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ზუსტად მაშინ დაფეხმძიმდა სალომეც. რთული ორსულობა ჰქონდა, ყველანი მობილიზებული ვიყავით, მისი ყველა სურვილი შეგვესრულებინა ... -თავი დახარა და თვალებიდან დადენილი ცრემლები დანაოჭებული თითებით შეიმშრალა.-ვერ ვუშველეთ. სალომე მშობიარობას გადაჰყვა და ასე დაგვრჩა განადგურებული შვილი, ობლად დარჩენილ შვილიშვილთან ერთად მარტო.-მოსმენილისგან დაზაფრულმა ალექსანდრამ ძლიერად შემოჰხვია ხელები ჭიქას და უფრო გაირინდა ამბის ინტერესში შესული.-ვერავინ პატიობდა გაბრიელს სალომეს სიკვდილს. ზურა ყოველ ღამით მხარზე გადაკიდებული მოჰყავდა ნიკოლოზს, ჩემ მეორე შვილს სახლში, უგონოდ მთვრალი. ბუდუს ნერვიულობაზე ავადმყოფობა და წნევები დასჩემდა. დავრჩით მე და გაბრიელი. იზრდებოდა ის და ვბერდებოდი მე. მერე ყველამ აუწყო ფეხი ცხოვრებას. ბუდუც ცოტა მოკეთდა, ეგუებოდა გაბრიელის არსებობას, მერე მთლიანად მასზე გადაერთო და ასე გაგვქონდა თავი. ზურამ პოლიტიკაში დიდ წარმატებებს მიაღწია, გაბრიელიც გაიზარდა და ის დრო რომ იყო, ცხოვრებაში ბედნიერება უნდა გვესწავლა, ბუდუს ჯანმრთელობა გაუარესდა. სკოლიდან სახლში მოსულ გაბრიელს ყველაფერზე ეჩხუბებოდა, სალომეს სიკვდილს აბრალებდა და ბავშვს ცხოვრებას უწამებდა. თავი ისე მომაბეზრა ბოლოს ვუთხარი, რომ მკვდარი სალომეც არ აპატიებდა მის ამ ქმედებებს. არაფრის აღარ ესმოდა. გაბრიელის უნივერსიტეტში ჩაბარების წელს ბუდუც გარდაიცვალა და დაისვენა. არც მას ჰქონია ბედნიერი ცხოვრება დამიჯერე ... ამ ხელებით ...-და საკუთარ მტევნებზე დაიხედა აცრემლებულმა ქალმა.- იცი რამდენჯერ წამომიყენებია დედის საფლავზე დაცემული?!
-არ ვიცოდი.-ამოიჩურჩულა ალექსანდრამ და თვალებზე მომდგარი ცრემლები ჩუმად შეიმშრალა.
-მე არ გთხოვ შენი ტკივილი აპატიო მას, თუ კი ეს მისი ბრალია. მე გთხოვ, ნუ იფიქრებ მას შენზე არ უფიქრია. ბავშვობიდან ამ მოტივებით გავზარდეთ, მეც, ბიძამისმაც, ბაბუამისმაც სანამ შეეძლო ... შენნაირები უნდა ჰყვარებოდა, შენნაირებს უნდა გადაჰფარებოდა, ეს იყო კაცობა და ეს იყო პატრიოტიზმი. შეიძლება ერეკლე ვერ გამოვიდა ...-გაეღიმა ატირებულს.-მაგრამ დამიჯერე, მე მეამაყება ის რომ ჩემი შვილიშვილია, იმიტომ რომ მხოლოდ მე ვიცი, რამდენჯერ გაუთენებია ღამე ტყვიების და ემოციების ომში შენნაირებს მშვიდად რომ სძინებოდათ. არ გავამართლებ, თუ პირადად შენთან სადმე შეცდება ან უკვე შეცდა, კუბოს ფიცრამდე ანანე, თუ ეს გიშველის, მაგრამ ცუდი არ არის. ოდესმე შენც დაინახავ, რომ ცუდი მართლა არ არის.
-ვწუხვარ.
-გათენდა.-გაეღიმა ქალს.- ეს ჭიქაც დალიე და დაისვენე, მშვიდად დაძინებაში დაგეხმარება. დამიჯერე, მსუბუქი გული უფრო მარტივი საზიდია ძილში, ვიდრე ტკივილით და უპატიებლობით დამძიმებული.
-მადლობა.
-მადლობა შენ, რომ მომისმინე ... შენი პრობლემაც გყოფნის ჩვენიც არ დაიმატო, მაგრამ სასიამოვნოა, როცა გისმენენ.
-რას ამბობთ.
-ვისურვებდი აქ როგორც მისი ცოლი მართლა ასე მოეყვანე.-გაეცინა ქალს.-ძალიან ჰგავხარ დედამისს.
ენა ჩავარდნილმა, თვალებდაქაჩულმა და გულამოვარდნილმა ვერ მიხვდა რა უნდა ეპასუხა ქალის ამ სიტყვებზე.
-დედამისს?!
-ჰო, სალომესაც ასეთი სუფთა თვალები ჰქონდა. მშვიდი ძილი, ჩემო გოგო.



დილით ლუკამ მოაკითხა და სწრაფად წავიდნენ.
უზარმაზარ დარბაზში უამრავ ადამიანს მოეყარა თავი.
მინისტრები, მთავრობის წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამხედრო პირები ისხდნენ და ელოდნენ ზარს, რომელიც ახლა მათ და ქვეყნის ბედს წყვეტდა.
მოქუფრულ ცას ღრუბლებში მიმალული მზის სხივები ლანდათ მიჰყვებოდა.
მშვიდობის სინათლეს ეძებდნენ ისე როგორც ბნელში დაკარგულები სანთელს.
და არ ჩანდა არც უკუნი და არც ნათელი, ნაცრისფერ ნისლს მოეცვა არემარე.
იჯდა და ნერვიულად ათამაშებდა ხელში თავისსავე ჰალსტუხს.
ფიქრობდა გაცრუებულ იმედებზე.
ვერ შესრულებულ სიტყვებზე და გეგმებზე, რომლებიც უსაშველოდ ლამაზი ჩანდა იმ ბავშვის პრიზმიდან, რომელსაც მთელი გულით ეწადა, თავისი ქვეყანაც ენახა ისეთივე ლამაზი და განათებული, როგორც უცხო, თბილი ქვეყნები იყვნენ.
ეგონა საკმარისი იყო ის რაც გაიარა, საიმისოდ ამ ოცნებას ხელით შეხებოდა, ადამიანთა თვალებში იმედგაცრუების წასაშლელად.
ესმოდა ტყვიების ზუზუნი და აფეთქებულ ნაღმებში ადამიანთა განწირული კივილი.
უყურებდა ცეცხლში აალებულ სკოლებს, სადაც ცოცხლად იწვებოდნენ ბავშვები და კრთოდა, ისე როგორც კრთებიან ადამიანები ბოროტებასთან ბრძოლაში მარცხის წინ.
იხევდა ფრთხილი ნაბიჯებით უკან და კითხვის ნიშანს უსვამდა ყველა მის ქმედებას. პრობლემა იქაც უნდა მოეძებნა, სადაც იცოდა პრობლემა არ შეიძლება ყოფილიყო, ვინაიდან დარწმუნებულს მშვიდად განეგრძო სვლა უკან, უფრო ღრმა წარსულში, იქამდე სანამ არ იპოვნიდა წითელ ძახილის ნიშანს.
საკვანძო სიტყვას, რომელიც არ უნდა ეთქვა, ქმედებას, რომელიც პასუხი იქნებოდა მოუნანიებელ ცოდვაზე ბუმერანგად დაბრუნებული რეალობის.
იხევდა ფრთხილი ნაბიჯებით უკან და იქ ბრუნდებოდა, სადაც არასდროს იმ დღის მერე აღარ დაბრუნებულა.

20.. წლის
14 ივნისი.
კაფეში მასთან ერთად სხვებიც ისხდნენ.
„შენ, შეიძლება ვერ ხდვები, მაგრამ მოწოდებით ... არა, მესმის რომ ცოტა გიჟურად ჟღერს...“
მოწოდებით ერეკლე მეფობა მოუნდა.
ღრმა წარსულში წასულს გაგიჟებით მოუნდა, ისევ ის ბავშვური ჟინი დაბრუნებოდა, რომელიც აძლევდა ძალას გიჟი ყოფილიყო საკუთარი მამის თვალში.
პირველ მაგიდაზე წყვილი იჯდა.
ნამცხვარი შეუკვეთეს.
მეორე მაგიდაზე ოთხი მეგობარი იჯდა.
წვენები შეუკვეთეს.
კაფეში კარი გაიღო და ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა.
ახსენებდა ვინმე დადაშვილს და ბაჩოს, რომელმაც მისი ორი წლის და დინამოს თამაშზე წაიყვანა.
არაფერი შეუკვეთავს.
„კიდევ ... კიდევ, გაბრიელ?!“ -თვალები დაეხუჭა თავის ტკივილისგან.
გრძნობდა ვიღაცას ვერ იხსენებდა.

-ბატონო გაბრიელ!-ლუკას გვერდით მჯდარი ხანშიშესული გენერლის ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული და სწრაფად გაახილა თვალები.
-დიახ ...
-უპასუხეთ!
დიდ დარბაზში ტელეფონის გამაყრუებელი ხმა ისმოდა ჩამოწოლილ სიმშვიდეში ჭექა-ქუხილივით.
-გისმენთ!-სწრაფად უპასუხა გაბრიელმა.
-ბატონო პრემიერო, პრეზიდენტი ...
-თარჯიმანი!-ფეხზე წამოდგა გაბრიელი და მასთან ერთად რამდენიმე პიროვნება.
-დიახ.-გაისმა ტელეფონში ცივი, გატეხილი ხმა.
-ბატონო ქაან, მადლობა რომ ...
-მოკლედ!-მამაკაცის ერთი სიტყვა გაჭირვებით თარგმნა თარჯიმანმა.
-მინდა იცოდეთ, რომ ამ საქმესთან არც ერთი ჩემი ქვეშემრდომი არ არის დაკავშირებული. რამდენადაც თქვენთვის ეს უმნიშვნელოა და ახლა მხოლოდ თქვენი შვილის ბედი გაღელვებთ, პირობას გაძლევთ მას უვნებელს ჩაგაბარებთ თუ ის ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება ამ დრომდე ცოცხალი.
-შემიძლია შენი ქვეყანა ერთ დღეში გადავწვა, იცი!?- დარბაზის წევრებს სხეულები დაეჭიმათ თარჯიმნის სიტყვებისას.- რატომ უნდა დაგიჯერო, რომ ეს შენი გეგმის ნაწილი არ იყო?!
-რაიმე ლოგიკური გეგმის იდეა რომ მქონოდა, რატომაც უნდა გამეტაცებინა თქვენი შვილი და შემდეგ მეგობარ ქვეყანასთან ომი გამეჩაღებინა, მაშინ მომზადებული წარვსგდებოდი თქვენს წინაშე, როგორც მშვიდობისთვის საჭირო ლამაზი ტყუილებით, ისე ომისთვის საჭირო ტექნიკით, ხომ ასეა?!-მშვიდი იყო ჯანდიერი.-წლებია ეს ორი სახელმწიფო ჩემამდე და თქვენამდე მშვიდობის ხიდს აგებს სისხლიანი ისტორიის ფონზე და ერთი მიზეზი რომ დამისახელოს ვინმემ რის გამოც რეალურად შეიძლება მდომოდა ამ მშვიდობის დარღვევა და თქვენთან ომის წამოწყება ვიტყვი რომ იდიოტი ვარ, თუ თქვენთან ომი მომინდებოდა თქვენი შვილის ნაცვლად ჩემ ტერიტორიას წავიღებდი, რომელიც ისტორიულად საქართველოს საკუთრება იყო, განა ვტყუი?!
-ახლაც ირიბად იმას მეუბნები, რომ ტერიტორიებს ითხოვ არა?!
-ახლა პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ სკამზე მემკვიდრეული წესით არ დავმჯდარვარ, გონებაშეზღუდული ჩემ ქვეყანას წინ გავძღოლოდი. მე მინახავს როგორ კლავენ სხვის შვილებს, ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის შვილების სიკვდილი თავიდან ამეცილებინა, ასე არ არი?!
-რას გულისხმობ!
-თქვენი შვილის სიცოცხლე ჩემთვის უმნიშვნელო იყო ამ დღემდე, იმიტომ რომ მას არ ვიცნობდი პირადად და თუ მასზე ცუდს გავიგებდი, მეწყინებოდა ისე როგორც, მწყინს ადამიანთა სიკვდილი განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და სქესისა, ხომ გესმით?! საკითხი იცვლება და იცვლება ტკივილის ზომაც, იმიტომ რომ საქმე მხოლოდ თქვენს შვილს აღარ ეხება, აქ ჩემი ქვეყნის ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე ... ჩემი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთოხებაზე დგება საკითხი. გთხოვთ დაფიქრდით, რა მოტივით უნდა მდომოდა თქვენი შვილის გატაცება და მოკვლა თუ მეცოდინებოდა, რომ ამით ჩემი ქვეყანა რუკიდან გაქრებოდა.
-ამ საქმეში ქართველის ხელი ურევია!-იყვირა მამამ.
-პირობას გაძლევთ ბატონო ქაან, იმ ქართველს ვიპოვი და ჩაგაბარებთ. სახელმწიფო უარს იტყვის მის გასამართლებაზე და თქვენ გადმოგცემთ თქვენ კი რასაც სწორად ჩათვლით ის მიუზღეთ სასჯელად. მე მხოლოდ ერთ ბეწო ნდობას ვითხოვ.
-ერთი კითხვა მაქვს და საუბარს ვწყვეტ.
დაიძაბა.
მიხვდა ვისზეც დასვამდნენ შეკითხვას და კანი აეწვა ისე მოუნდა მიწა გახეთქვოდა და შიგ ჩაეტანა.
-გისმენთ.-თქვა და მზერა ფრთხილად გააპარა მაგიდაზე თავდადებული მეგობრისკენ.
-მისი სახელია მასალი ... ქვეყნიდან გაიქცა, ჩემი შვილი მის ცოლად მოყვანას აპირებდა, გავრცელებული ინფორმაციით ქართველთან, რომელმაც ის გაიტაცა სწორედ მასალი იყო შეკრული ... თუ გინდათ დაამტკიცოთ თქვენი სანდოობა, მასალი გადმომეცით.
-კითხვა რაში მდგომარეობს?!-სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი გაბრიელმა.
-მასალი თქვენთან არის თუ არა?!
-მე რომ გითხრათ არა-მეთქი, ვეჭვობ არ დამიჯერებთ.
-ხელს აფარებთ, მას ვინც თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა?!-ხმა გაუმკაცრდა კაცს.
-მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ უნდა დამიჯეროთ, ეს საქმე მე მომანდოთ და ..
-მასალი მინდა!-იღრიალა კაცმა.
-მასალი მე არ მყავს.-ყველას მზერა გმირულად დააიგნორა და მშვიდად განაგრძო.-არავის ვიცნობ სახელად მასალს. მე ვიცნობ ადამიანს, რომელმაც თქვენი შვილი მოიტაცა, კიდევ ერთხელ გეკითხებით გინდათ მას შეხვდეთ თუ მშვიდად დაიცდით, როგორ მოგიკლავენ შვილს და უსაფუძვლო ომის პირობაზე უდანაშაულო სისხლში გაისვრით ხელებს?!-გაბრიელის ხმამაღალ ტონზე ტანში უსიამოვნოთ გასცრათ მაგიდასთან მსხდომთ.
-მხოლოდ ხუთი დღე გაქვთ. ხუთ დღეში ჩემი შვილის მკვლელი ჩემ წინ მუხლებზე დაჩოქილი არ მეყოლება და მე გაძლევ გარანტიას რომ შენ ქვეყანას დავაჩოქებ ჩემს წინაშე, ხომ კარგად გაიგე?! მასალი (ზღაპარი) კოშმარად გადაგექცევა.
გაბმული ზარის ხმას ერწყმოდა გაბრიელის გულისცემაც.
-ბატონო პრემიერო ვინ არის მასალი?!-ჰაერი გაჭრა, თავდაცვის მინისტრის, თემურ ხიზანიშვილის კითხვამ და ყველას გამჭოლმა მზერამ ერთბაშად გაიარა გაბრიელის სხეულში.
-მე საიდან უნდა ვიცოდე, თუ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმაც კი არ იცის, ვინ არის მასალი?!-გაეცინა გაბრიელს და გამგირავი მზერა ესროლა თემურს.
-სარფის საზღვარზე აღმოჩენილი ადამიანი, რომლის გამოც ბათუმში გადაფრენა მოგიწიათ ...
-ჩემი ცოლი ალექსანდრა ჯანდიერი იყო.
-როგორც ვიცი თქვენ ...
-თქვენ ზუსტად იცით რომ ახლა ამაზე საჭორაოდ გცალიათ მე ცოლი როდის მოვიყავნე და რა უნდოდა ჩემს ცოლს ღამით შუა ზღვაში?!
-თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ცოლი ალექსანდრა ჯანდიერი კი არა, ვინმე მასალია, მაშინ ...
-რა, მაშინ?!-ფეხზე წამომდგარმა გაბრიელმა მთელი ძალით მოიქნია სკამი, რომელიც კედელს შეასკდა.-რა მაშინ, ბატონო თემურ?!
-მე მხოლოდ საქართველოს ...
-წადი და მიწიდან ამოთხარე მამარდაშვილი, მასალის ალექსანდრას თუ ბებიაჩემი ნაირას ბიოგრაფიის არქეოლოგიურ გათხრას, გირჩევნია ის იპოვნო ვინც შენი ქვეყნის სიმშვიდეს არღვევს, გასაგებია?!
-თუ მასალი გვეყოლებოდა ... ამით შევძლებდით საერთოდ...
-თქვენ რა დაყრუვდით?!-მაგიდაზე დასცხო ხელი ლუკა ზარდასტანიშვილმა.-რატომ მგონია, რომ ვერ ცნობთ თქვენს წინაშე ვინ დგას?!
იცოდა გაბრიელის აფეთქებას ისევ თავად დაწინაურებულიყო ის ჯობდა და თავის თავზე აიღო საბოლოო აკორდის აღებაც.
როგორც ყოფილ მინისტრს და მისი ასაკისთვის საოცარი სამხედრო მოღვაწეობის ფონზე აღებული წოდებების მქონე ადამიანს, ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდა დარბაზში არსებულ ყველა თანამდებობის პირზე.
თავად გასცა განკარგულებები და მალევე გაისტუმრა ყველა დარბაზიდან.

-სახლში წავედით.-უთხა მუხლებზე იდაყვებით დაყრდნობილ ჯანდიერს და საბუთების ალაგება დაიწყო მაგიდიდან.
-ტყუილი მეზიზღება.
-ყველას გვეზიზღება ტყუილი.
-ჩემ ადგილას რას იზამდი?!
-შენ ადგილას ყოფნა არ მინდა.
-არც მე მინდა ჩემ ადგილას ყოფნა, ამიტომაც მინდა შენგან მოვისმინო ... სხვა ალტერნატივა.
-რას ფიქრობ, ალექსანდრა დამნაშავეა?!
-არა.
-ყველაფერს არ გვეუბენბა?!
-რაც იცოდა ყველაფერი თქვა.
-ენდობი?!
-არ მინდა, რომ ვენდობოდე.
-მაგრამ ენდობი.
-არ მაქვს ამის მიზეზი.
-მაგრამ უმიზეზოდ ენდობი.
-მაგრამ ... ხო.
-არც ჩემთან გქონდა მიზეზი ნდობის, გახსოვს ის ღამე?!
-შენ სხვა ხარ.
-წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ალბათ ისიც „სხვაა.“
-რა გაგებით ...
-თუ ამბობს რომ ამ საქმეს ჩვენ გამო მოკიდა ხელი და არი ამ ყველაფერში ლოგიკა, მაშინ უნდა დავიცვათ ისე როგორც ჩვენი ოჯახის წევრი.
-არ გვაქვს ამის მიზეზი, თუ მის თავს გადავცემ, ყველაფერი დამთავრდება ხელებს დავიბან და მშვიდად დავიძინებ ...
-მშვიდად ათი წელია აღარ გძინავს, გაბრიელ.
-საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის საშიშროება მაინც არ მიფრთხოდა ძილს.
-თუ შენ ერთ უდანაშაულო ქართველს გაწირავ სხვა სამი მილიონისთვის, შენ კარგი მმართველი გამოხვალ?!
-სამ მილიონს მშვიდად დაეძინება.
-სამ მილიონს მაშინაც მშვიდად ეძინა მაისურაძე ხელებში რომ გაკვდებოდა.
-ლუკა, რა გინდა?!-ნერვები მოეშალა გაბრიელს.
-თუ გული გაიძულებს იფიქრო, რომ დამნაშავე არ არი. თუ ეს ისე გწამს რომ გაუაზრებლად ცოლიც დაარქვი, რა მნიშვნელობა აქვს ფაქტებს, შენი ცოლი არი თუ არა ... მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომ შენი პასუხისმგებლობის ქვეშ შეიყვანე და ახლა ამაზე სინანული დროის ფუჭი კარგვაა, სხვა არაფერი.
-ხოდა ... აჰა! ვარ.
-სამყაროში არაფერი ხდება მიზეზის გარეშე, არც ინსტიქტებამდე დაყვანილი წამოცდენილი სიტყვები უნდა გახადო სინანულის მიზეზი, თუ ეს სიტყვები შენ მორალს არ ეწინააღმდეგება და ვინმეს ზიანს არ აყენებს.
-რას მეუბნები, შემთხვევით ჯაშუშად გახვეულ მასალში, ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე?! ძალიან გთხოვ ნაირასთან ჩაიზე სეანსებს შეეშვი.
-მე მხოლოდ იმას გეუბნები, მე რომ მართა დავინახე უკვე ვიცოდი, ჩემი ცოლი იქნებოდა, მაგრამ სიტყვაც არ მითქვამს. შენ ის დაინახე და ... მოკლედ, იცი რა?! შეგეშვები. შენთვითონ მოიძურწები და მეტყვი რომ მართალი ვიყავი.
-რაში, ლუკა?!-შესძახა აპილპილებულმა ჯანდიერმა.
-აი, იმაში რომ ყველა გამვლელი როგორი პატრიოტიც არ უნდა იყო „შენ ცოლად“ არ გემეტება. რავიცი, შეიძლება მოწონდა ერეკლეს ინგილო ქალი, მაგრამ ცოლად არ მოუყვანია.
-მაღიზიანებ.
-სააკაძეც არ ეხატებოდა გულზე ლუარსაბს, მოდი ჩამოყალიბდი რომლის ტრაქტატი გირჩევნია, კაი?!
-ტრაქტატი ერთმა ...
-ცოტა სიღრმისეულად, გაბი.
-მა-ღი-ზი-ა-ნებ!
-მაგარი მოურავი ვიქნებოდი.
-გადი, რა.!
-გავდივარ.

კარში გასული არ იყო შეტყობინება რომ მისწერა გაბრიელს.
„ცოლი ხო, მაგრამ ოცდაოთხ შვილზე ცოტა დაფიქრდი, კამერების წინ მაგის ყვირილი არ გვარგებს.“.
„თუ არ გრცხვენია?!“
„არა, რას ამბობ. ვხალისობ.“
„კარი მაინც მოგეხურა, სიცილის ხმა არ გამეგონა?!“
„მაგ მიზეზით დავტოვე ღია, შენ მემგონი მართლა ჩაგიწყვეს პრემიერობა.“
„გაიგნორებ.“
„ერეკლე კიარა ლუდოვიკო ხარ მეთოთხმეტე.“
„ეგეთ წმინდასაც არ უნდა შეხებოდი.“
„იღლიასთან შეიმოწმე ჯაჭვის პერანგი, რა იცი, ეშმაკს არ ძინავს.“
„მძიმეების დაწერა არ გეზარება?“
„არა, შენნაირი გაუნათლებელი კიარ ვარ, ფჰ.“
„გაიგნორებ.“


სახლის კართან ატუზული წინასწარ ფიქრობდა როგორ შეპარულიყო სახლში ისე, რომ ბებიამისისთვის გვერდი აევლო.
-გაბრიელ, გიყურებ ...-ნაირას ხმაზე ტანში ავად გასცრა და სახელური დაღლილმა ჩამოსწია.
-ბებო ...
-მობრძანდი, აქ!
-აგიხსნი ...
-გაბრიელ, მოდი აქ!
-ბებო, კაი რა ...
ნაირამ თვალები რომ აატრიალა მიხვდა საქმეს უფრო ირთულებდა და სასწრაფო ნაბიჯებით დაიძრა ქალისკენ.
სამზარეულოში ბევრი კომში იყო მოფენილი მაგიდაზე და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
გამჭვირვალე ჭურჭელს, სადაც ალექსანდრა დიდი რუდუნებით ჰყრიდა შაქარს თავზე წამოსდგომოდა ნაირა და შეწუხებული თვალებით უყურებდა.
-რა ხდება?!-ძლივს ამოილაპარაკა ორი სიტყვა და გაკვირვებულმა მოავლო სამზარეულოს თვალი.
-ბებო, კომშის კამპოტებს გიკეთებთ.
-ბებო გიკეთებს, მე ვეხმარები.-დააკონკრეტა ალექსანდრამ.
-აააჰ ...-სასაცილოდ დაებრიცა სახე გაბრიელს.-ამიტომ უყურებ დაზაფრული, სადმე შაქრის მაგივრად თაგვის წამალი რომ არ გაურიოს?! არაუშავს, ბებო ... მთლად მკვლელიც არ არი.
-ნაირა ბებო, თქვენ ქმარსაც ასეთი მდარე იუმორი ჰქონდა?!
-კი, ბაბუამისის გენებზეა მანდაც წასული.
-რა მეშველება ...-თავზე ხელები შემოიწყო გაბრიელმა.
-მოდი, ქილებს თავი მოუჭირე კარგად ...
-ნაირა, იცი რამდენი საქმე ... მოვდივარ, ბებო.
-ასე ჯობია.-კმაყოფილმა თავი დაუქნია შვილიშვილს და ბონუსად ღიმილიც აჩუქა.
-ქვეყანაში ომი იწყება მე კომშის კომპოტებს ვხუფავ.
-რა ცოდო ხარ, საწყალი.-ბუტბუტებდა ალექსანდრა.
-შენგან განსხვავებით თურქეთის პრეზიდენტი მაინც არ მეძებს თავის მოსაკვეთად.
-რას ამბობ, შვილო?!-შეშფოთდა ნაირა.
-უკვე დაელაპარაკე?!-მშვიდი იყო გოგონა.
-კი, გადმომეციო შენზე მითხრა, მოგვენატრა, აქ სულ ჩვენიანები იქნებიანო.
-მერე, როდის მივდივარ?!
-აი, ხვალ, გამოგივლის ზარდასტანიშვილი და სარფის საზღვართან გაგიყვანენ, არ დაგამადლიან ქართველები.
-მანდ რა მინდა?!
-როგორც მოცურე, ისე გაცურე.
-შენ, ახლა იხუმრე?!
-მე ახლა ხუმრობის დრო მაქვს?!-თეატრალურად გაიოცა ჯანდიერმა.
-არ ვიცი, ამ უნიჭო ლაპარაკში ხუმრობის ტონს ვერ ვარჩევ სერიოზულობისგან.
-აღქმის და განათლების პრობლემები, შენ გქონია ჩემო კარგო, რომ დაგვახურე ოქსოფორდის დიპლომები.
-მოეშვი, ხომ ხედავ რომ არ გამოგდის, აწამებ.
-რას.
-იუმორს.
გაჩერდა, აკაპიწებული ხელები დაბლა ჩამოუშვა და ალექსანდრას გადმოხედა.
-შენ, ახლა იხუმრე?!
-მე ახლა ხუმრობის დრო მაქვს?!-იგივე ტონალობაში უპასუხა გოგონამ და ნაირას სიცილზე ღიმილი ვერ შეიკავა.
-რა გაცინებს, ბებო?!-შეშფოთდა ჯანდიერი.
-არაფერი, ბებო ... გააგრძელეთ, მე წამალი უნდა დავლიო ოთახში ავალ.
-სად მიდიხარ ნაირა, მერე კომში?!-მოუბრუნდა ბებიამისს გაბრიელი.
-რადროს კომშია, შვილო რა სულ მთლად ბაბუაშენს დაემგვანე, არ ცხონდეს მაგის სული.
-შენ, ისე ხშირად ახსენებ ბუდუს, მოგენატრა ალბათ, ცხონებული.
-ამით რამეს მიმანიშნებ, ბატონო გაბრიელ?!-ისმოდა შორიდან ნაირას ხმა.
-არა, როგორ გეკადრება, მაგრამ რაღაც მაგის ვერ ნაცხონები სულის ამბავი საეჭვოა.
-რომ გაბედო მაგის გვერდით დამკრძალო ხმას არ გაგცემ!
-ბებო, კაი რა, მერე მტერს გაეცი ხმა.
-დეგენერატო!-იცინოდა ალექსანდრა და შაქრის კოვზით ხელში სხეულს მონოტორულად ამოძრავებდა სიცილისგან ოდნავ შექანებული.
ლამაზი სანახაობა იყო.
იატაკზე მჯდარი გოგონა შაქრით, ქილებით და კომშებით გარშემორტყმული.
ჰაერში მონარნარე და მოცინარი, უჩვეულო იყო მისი ასეთ ფორმაში ხილვა.
თითქოს მათ ირგვლივ სხვა არაფერი აღარ იყო, უწონადობაში წასული წვამ გამოაფხიზლა.
ფეხი ეწვოდა საშინლად.
ალექსანდრა იატაკზე აღარ იჯდა, მაგრამ ირგვლივ ისევ კომშის სურნელი ტრიალებდა და ისევ ისე იყო ყველაფერი, როგორც აქამდე არასდროს.
მოულოდნელად და მსუბუქად.
-გაბრიელ, დაიწვი?!-გონს გოგონას ხმამ მოიყვანა და მიხვდა, რომ ცხელი წყალი გადაივლო მუხლებზე. ეწვოდა, მაგრამ არა გაუსაძლისად. ვერ ხვდებოდა ახლა დაფეთებული სასწრაფოში რა ძალით არ რეკავდა. მიხვდა, რომ არაუშავდა, ახლა მომენტის უჩვეულობა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე დამწვარი ფეხი.
-ჯერ ხელი მომტეხე, ახლა ფეხებიც დავიწვი, მეტი როგორ მანიშნოს სამყარომ რომ უნდა მოგერიდო.-ეცინებოდა და ქილის ნამსხვრევების ასაკრეფად დახრილ ალექსანდრას უნდა მიშველებოდა ახლა ალექსანდრას კივილი მისწვდა სმენად.
-ხელები!-გაჰკიოდა მთელი ძალით და ფეხებს ისე აბაკუნებდა გაბრიელმა სიცილი ვერაფრით შეიკავა.
-გულატკიებული მამულიშვილი და გვირგვინოსანი დესპანი, სისხლის დანახვაზე ტირილს იწყებს! ნელა, მომე ხელი ...
-მტკივა ხელი!-კიოდა ალექსანდრა.
-ნუ, კივი მე ყურები მტკივა!
-ჩემი ხელები უფრო მნიშვნელოვანია!-ოდნავადაც არ უწევდა ხმას.
-და რა ვქნა აგაფრინო!? მომეცი ხელი, ნელა თორე ფეხსაც გაიჭრი ...
-აჰა!-სასწრაფოდ გაუშვირა ხელი წამოსაყენებლად.
-თუ არ მომეხმარები მომიწევს ხელში აგიყ ...
-არა, „ჩემთვითონ“!-გაჭრილი ხელი ინსტიქტურად დააჭირა იტაკს, სადაც ნამსხვრევები ეყარა და კივილის მეორე სერიაც წარმატებით ჩაეშვა წარმოებაში.
-ჩშშ ... მოიცა, ნელა ... დაბდურა, ხარ გოგო?!
-დებილო, მომკიდე ხელი!
-რა გატირებს, გოგო ხო არ ხარ.
-შენ გააფრინე?!
-მოდი ...-ფრთხილად აიყვანა ხელში და ჰაერში მოფართხალე ნაზად დასვა სკამზე.-მოკვდი?!
-მომაცილე შენი სისხლიანი ხელები!
-სისხლიანი ხელები შენ გაქ!
-არა, პოლიტიკოსებზე ხო ასე იძახიან ხოლმე?!-უდარდელად ჩაიფრუტუნა და დაბრეცილი სახით დახედა თავის ხელებს.-მიშველეეთ!
-ნუ კივი, ნუუ კივი!-აყვირდა გაბრიელიც.-ნაირა, სად ხარ?! ამ ქალს ჩემი ჩურჩული ესმის ოთახში და ამის კივილს ასე გმირულად როგორ აიგნორებს,-ბუტბუტებდა ჩუმად და კარადაში ეძებდა საჭირო ნივთებს.- ბებო!
-დაურეკე სასწრაფოს!
-როგორც შენ მიბრძანებ, დიდო კეისარო.
-კეისრის ცოლებს რა ქვიოდა?!
-შენ, ნორმალური არ ხარ, ხო?!
-ხო, არა ... შენთვის ერეკლე ბევრია, კეისრობაზე არ გაიქაჩო ... მომხედე, დროულად დავიცალე სისხლისგან!
-არ ჩუმდები არასდროს?!
-გაჩუმდეს ჩვენი დამაწყევარი, რა ლაპარაკია?!
-ერთი დღე დაგტოვე ნაირასთან, აითვისე ქართული ზეპირსიტყვიერება?!
-შენი სასაცილო ისტორიები უფრო საინტერესო იყო, ეს უნებურად ამეთვისა.
-ვაიმე რა საყვარელი ხარ, შენ ვისი ხარ, პატარა გოგო?!-ნერვები ეშლებოდა გაბრიელს და ამაზე გახალისებული ალექსანდრა უფროდაუფრო ამყარებდა თავის პოზიციებს გაბრიელის ნერვებთან მიმართებით.
-მე?! უნიჭო პრემიერის მეუღლე გახლავართ, აი ის, კამერების წინ რომ გამომჭიმა ნანატრი სიყვარულის ბრჭყალებში!
-ვიღაც დარჩება გასისხლული ხელებით და დიდი ნაწიბურებით!
-კარგი ბოდიში. გაბრიელ, ეგ რა არი?!
-წყალი.
-რა წყალი, სპირტია.-თვალები დაექაჩა ალექსანდრას.
-ადგილობრივი ანესთეზია გირჩევნიათ თუ ტკივილს გაუძლებთ, ქალბატონო ჟანა?!
-ვინ ჟანა?!
-დარკი.
-რეებს ბოდიალობ? რატო მოხსენი ამ სპირტს თავი?!
-უნდა დავლიო ჩვენი ქორწინების ორი დღის თავის აღსანიშნავად.
-რა სამედიცინო სპირტი?!
-შამპანიურისთვის დაგვიანებულია.
-რატო .. არა! არა! არა!-სასწრაფოდ აიტაცა ხელები ჰაერში და თვალებდაქაჩულმა გადმოხედა გაბრიელს.-ამეწვება, არა!
-კაი, არ გინდა სპირტი ნუ გინდა ... მომე შეგიხვევ.
-მართლა?!-დაუმრგვალდა თვალები ალექსანდრას.
-ჰო, აბა ტყუილად?!
-კაი. არ დამადო იცოდე ეგ სპირტი.
-არა.
-გენდობი.
-მენდე, რომ არ გატკენ.
-არ მატკინო.
-ალექსან ... რამხელა სახელი გაქ არ იღლები?!
-თქვა გა-ბრი-ელ-მა.-გააჯავრა სასაცილოდ მის წინ მჯდარი მომღიმარი გაბრიელი, რომელსაც სპირტიანი ბამბა ეჭირა ხელში და ფრთხილად ასუფთავებდა ჭრილობას.
-მე სულ მრავალფეროვან სახელებს მეძახდნენ ხოლმე, შენ ?!
-ჩემი ძმა მეძახდა სანდრას.
-ეგეც დიდია, რამე მოკლე?!
-რას ერჩი ალექსანდრას?!
-მოვკვდი სანამ დაგიძახე, რამხელაა, გოგო?!
-ნუ მეძახი, ხოდა!
-და, ნუ მჭირდება თორე არ ვარ აღფრთოვანებული მეც!
-ნუ გჭირდება მაშინ.
-სანი?!
-ეგ ბიჭის სახელია.
-მერე შენ გოგო ხარ?!
-აბა ვინ, ვარ იმბეცილო!
-ჯაშუში.
-ქალი ჯაშუში არ არსებობს?!
-არა, ქალი ქალია, შენ როგორი ქალი ხარ, ტყე-ტყე და ტალღა-ტალღა დადიოდი, ჩემამდე რომ მოსულიყავი.-იცინოდა გაბრიელი.
-რაშვრები, მაღიზიანებ?!
-ვცდილობ ბეჯითად.
-დაამთავრე და გამეცალე აქედან.
-შენ, მოუჭერ თავსახურებს იმ ქილებს?!
-შენ, ხო სულ ყველას მოუჭირე სათითაოდ.
-ასეც ნუ იტყვი, მე ვცდილობ შრომა შეგიმსუბუქო.
-მე ნაირა ბებოს ვეხმარები, შენი კომშის კომპოტები სულაც არ მაინტერესებს.
-მაშინ შენ არ დაგალევინებ.
-მაგ დროს აქ აღარ ვიქნები.
-დროს რა მნიშვნელობა აქვს, მალე აღარ იქნები საერთოდ.
-რაო?!-თვალები დაექაჩა გოგონას.
-შენ რა გეგონა ვიხუმრე პრეზიდენტზე?!
-და აქ ასე მშვიდად ხარ?!
-ხო, მართლა ჩემი ცოლი ხო არ ხარ გაგატირო?!
-არ მჯერა.
-კი ბატონო ...-სპირტიანი ბამბები გადადო და ლუკასთან დარეკა.
სულ ორი წამი, მაგიდაზე დადო ტელეფონი, რომელიც ხმამაღალ რეჟიმზე იყო, მალამოს კოლოფს თავი ფრთხილად მოხადა და ნაზად გადაუსვა გოგონას გაჭრილ ხელისგულზე.
-რაო, უკვე ...-მიხვდა არ იყო ის დრო ლუკასთვის ლაპარაკის დაწყების უფლება მიეცა და უცებ შეაწყვეტინა საუაბრი.
-დღეს ქაანს ველაპარაკეთ?!
-რაო?!
-ალექსანდრა გისმენს და არ ჯერა, რომ დღეს ქაანს მართლა ველაპარაკეთ.
-კი ველაპარაკეთ.
-რაო, რა თქვა მასალზე?!
-გამომიგზავნეთო.
-ახლა გჯერა?!-მომღიმარმა ახედა ალექსანდრას.
-მერე ..?!-ამოილუღლუღა გოგონამ.
-მერე ხვალ ჩაგსვამ ყუთში, დავაკრავ დიდ წითელ ბანტს და გაგგზავნი თურქეთში.
-მოიცა, მა ... ნათლიაშენი მაგარ ზღაპარს ყვება რა დროს ნაცარქექიაა.-ისმოდა ლუკას ხმა ტელეფონში, რომელსაც მალევე გაუთიშა გაბრიელმა.
-დაასრულე?!-იკითხა ორი წუთის შემდეგ.
-შეგიხვევ და მოვრჩი.
-შეგიძლია ტელეფონი მათხოვო?!
-ნაირას რატომ არ თხოვე?!
-საქმის დეტალები არ იცის, არ მინდა ვინმეს საფრთხე შევუქმნა, დედაჩემთან მინდა დარეკვა ...
-ვერ დაურეკავ.
-შენი ტელეფონიც ისმინება?!
-დამიჯერე, ჩემი პირველ რიგში.
-წერილს დავუწერ, შეგიძლია იმ მისამართზე გააგზავნო რომელზეც გეტყვი?!
-კი არ არი პრობლემა.-მშვიდი იყო გაბრიელი.
-სპირტით მაინც გაწმინდე ხო?!
-ხო არ გტკენია?!
-არა.
-პირობაც შეგისრულე.
-ჰო.
-კაი ნუ მოიწყინე, ვინ არ მომკვდარა.-თავზე ხელი უდარდელად გადაუსვა.
-დეგენერატო!-აკივლდა ალექსანდრა.
-შემეშინდა, გოგო გააფრინე?!
-ფუ, როგორ მეზიზღები.
-არც მე ვარ აღფრთოვანებული შენი არსებობით.
-რაო?!
-რომელიღაც სერიალში გავიგონე და სულ მინდოდა ვინმესთვის მეთქვა.
-„კრიმინალურ აზროვნებაში.“.
-ხო, შენ სულ კრიმინალებზე და აზროვნებებზე იფიქრე.
-ორუჯრედიანო, სერიალს ქვია ასე.
-გაიწი მანდ ნამსხვრევებია. ქაანს დაჩეხილი რაღად უნდევხარ.
-ოჰ, სულ ჩემ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
-არა, მაგრამ რომ დაჭირდეს ადამიანს, მასაც ხო უნდა ჰქონდეს საშუალება მისი წილი გაწამოს. ეგ ხო იცი როგორაა, ჯერ ხელებს აჭრიან, მერე ...
-გაბრიელ!-კიოდა გამწარებული და ცოცხით მისდევდა ახარხარებულ ჯანდიერს უკან.
-დადე ეგ ცოცხი ისედაც კუდიანის ვიდზე ხარ.
-მოდი აქ!
-ხელები მაინც არ გტკივა, გოგო?!
-არა მე ხო ჯაშუში ვარ და არ მტკივა!
-აბა წეღან რა დრამა დადგი, მაინდამაინც ჩემი შეხვეული ხელები გინდოდა?!
-არა, ჩვენი ქორწინების ორი დღის თავზე შენი დალეული სამედიცინო სპირტი!
-ფუ ნუ ახსენებ, მაჟრიალებს.
-რავიცი წეღან კარგად სვამდი, მოდი მეთქი აქ!-მეორე წრეს ურტყამდნენ სახლს.
-სპირტზე კიარა ჩვენ ქორწინებაზე ვთქვი, კაი სანი დავიღალე დადე რა ეგ ცოცხი.
-მოეთრიე!-კიოდა გამწარებული.
-ალქაჯი, კუდიანი, დედაკაცობისთვის შეუფერებელი არსება.-ხარხარებდა ჯანდიერი და ეზოში გავარდნილი ისე დარბოდა დაცვის ბიჭების გაოგნებულ სახეებს არ აღიქვამდა.
-გაბრიელ, დაბრუნდი, კაი არ გცემ, მოდი ...
-სად მეპატიჟები?!-შეანელა სვლა და უკან მოიხედა.
-ჭირსა და ლხინში, გაჭირვებასა და კარგად ყოფნაში ... მუდამ შენ გვერდით უნდა ვიყო და ...
-ფუ, კაი რეებს იძახი გოგო, გითხარი მაჟრიალებსთქო.
-აგაჟრიალებ ახლავე, დამელოდე!
-სირცხვილია ხალხი რას იფიქრებს!-წამოწეულ ალექსანდრას დაბრეცილი სახით მოხედა უკან და სასაცილოდ გააჯავრა.-ხალხი ახლა უნდა გვიყურებდეს როგორც მოსიყვარულე ცოლ-ქმარს, რა დღეში ხარ?!
-რომელ ცოლ-ქმარს შენი ხელით მიშვებ ხვალ გელიოტინაზე.
-აუ, არ გამოიტირა ერთი თავის მოკვეთა?! შენ იცი სააკაძის შვილს თავი რამდენჯერ მოჭრეს?! რა არი, სულ ეგ ხარ გოგო?!
-შენ ვერ ხარ, ხო?!
-ნუ კაი, გიორგისთან სირცხვილი იყო, მაპატიე დიდო მოურავო.-ხელები ერთმანეთს მიაკრა და ცაში გიორგი სააკაძის ხსოვნას პატიება რომ თხოვა ალექსანდრას თვალები დაექაჩა ნერვებისგან.
-მოეთრიე, აქ!-აკივლდა საბოლოოდ და ფეხდაფეხ აედევნა გაქცეულ გაბრიელს.



ყველა სამინისტრო საომარ ბანაკად გადაიქცა სადაც ისახებოდა უამრავი სტრატეგია იმ პატარ-პატარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთ დიდ ომს მოაგებინებდა მათ სამშობლოს.
ისმოდა ქართველთა ხმები ისე თითქოს ჯალათთან მიმავალ გზაზე უკანასკნელ ლოცვებს კითხულობდნენ სასიკვდილოდ განწირულნი.
ერთი კაცის გაუჩინარებამ და ქვეყნის ომის ზღვარზე დაყენებამ ძალა მისცა ოპოზიციას ხმამაღლა ეყვირათ იმ ადამიანების სახელები, რომლებთან ერთადაც წარსულში ხელჩაკიდებულნი ერთ მაგიდაზე მსხდომნი ამაყად ყვებოდნენ ქვეყნის სიყვარულით დაწერილ პატრიოტულ ლექსებს და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ ტკიოდათ ამ ქვეყნის ბედი.
ხმა აღიმაღლეს მათ ვინც 20.. წლის 17 ივნისის რევოლუციის დროს უფროსი ჯანდიერის მთავრობის დამხობას მიემხრნენ და მანდარია-მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ქვეყანა უცებ გადაიქცა საცხოვრებელ ადგილად, საიდანაც გარბოდნენ მდგუმრები და რჩებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ერქვათ „სახლი.“
იბრძოდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ და როგორც შეეძლოთ.
ნარჩევი ადამიანები, სათითაოდ დათვლილები, ღირსეულები, სუფთა სინდისით.
ქაანის კარს ვერ აცილებდნენ ელჩებად მივლენილ დიპლომატებს, სულ მთავარის, მალხაზის მეთაურობით.
ყველგან ისროდნენ დამბაჩებს, ყველგან ტყვია-წამლის სურნელი ზავდებოდა რწემნით წარმოთქმულ ლოცვებში, ძილის წინ.
და მაინც კიაფობდა იმედის ვარსკვლავი, მაღლა ცაში და დაბლა, ადამიანთა გულებში, რომ ის რასაც ხედავდნენ იყო დროებითი, ის ვისიც სწამდათ - მარადიული.
ღამის სამ საათზე როცა საქმეში თავჩარგული ტელეფონის ზარმა რეალობაში დააბრუნა მიხვდა, რომ დრო ისევ გაეპარა, ისევ უშედეგოდ.
-ვიპოვეთ!-ძლივს იცნო უცხო ჟღერადობაში ნაცნობი ხმის ბგერები ჯანდიერმა.
-სად?!-საწოლიდან წამოფრენილმა ვერც იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში.
-მისი შვილის ძიძა ავიყვანეთ ...
-გთხოვ მითხარი, რომ ...
-ბავშვთან ერთად.
-სად გყავთ?!
-პროკურატურაში.
-რამდენი ხართ?!
-ჩვენები, ყველა.
-მოვდივარ, დაცვა გაასმაგე, სასაცილო ალბათობაც გამორიცხე, რომ ვინმე მაგათ გაყვანას შეძლებს, ხო გაიგე?!
-თავსაც შევაკლავთ!-გულიანად გაეცინა ლუკას.-მორჩა, გაბრიელ, მორჩა ...-მშვიდად სუნთქავდა და ბედნიერების ჟრუანტელს სხეულში ისე ეჭიდებოდა, როგორც მაშველ რგოლს.
-მე ომს ახლა ვიწყებ.-გაღიმებულმა ტელეფონი გათიშა და შავი ქურთუკით შეიარაღებულმა ელვის სისწრაფით გაიარა დერეფანი.
მისი ოთახის კართან შეყოვნდა და ვინ იცის რა ძალამ აიძულა ფრთხილად, რომ შეაღო დახურული კარი.
სანახაობამ აშკრად გააკვირვა.
საწოლზე იჯდა თმაგაშლილი ქალი და ფანჯრიდან შემომავალ მთვარის შუქს გაჰყურებდა.
მისი ოთახი ეუცნაურა, უკვე მეორედ, რაღაც ისე ვეღარ იყო, როგორც აქამდე და რა საკვირველია, იმ წუთას ვერ ხვდებოდა მარტივ ჭეშმარიტებას, რომ აღარაფერი იქნებოდა ამ ოთახში მცხოვრებთათვის ისე როგორც აქამდე.
-ახლაც მეჩვენები.-ქალის ხმამ ადგილს შეაყინა გაოგნებული ჯანდიერი. - არც ახლა ხარ იქ სადაც უნდა იყო. არც ახლა უნდა მქონდეს შენი ...
-შენ გინდა რომ ჩემი იმედი გქონდეს?!-საკუთარი ხმა ვერ იცნო გაბრიელმა.
-იმ ცოცხალ ადამიანებს შორის, რომლებიც ირგვლივ დარჩნენ, ახლა ერთადერთი ხარ, ვისი იმედიც მინდა რომ მქონდეს.
-გთხოვ მითხარი, აქამდე სად ...
-შენ იმ დილით მამაშენის წინ კი არა, მთელი საქართველოს წინ იდექი და ხმამაღლა გვპირდებოდი, რომ არსებობდა სამყაროში ის, ვისაც წრფელი ბავშვური სიყვარულით უყვარდა თავისი პატარა ქვეყანა.
-და შენ რამდენად პატარა იყავი ეგ სიწრფელე დაგენახა ჩემში?!-გაეცინა და ზურგს უკან თავისი ოთახის კარი მოკეტა, ახლა უფრო ახლოს იდგა მის წინაშე.
-ჩვიდმეტი ივნისი იყო, მე იმ დღის მერე აღარ ვყოფილვარ „პატარა.“ -შეზარა ქალის ხმაში გაჟღერებულმა „პატარა გოგონას“ ხმამ.- ბავშვურად ამოვიკვიატე „სამშობლო“, „საქართველო“, „ქვეყანა“, „გმირი“, „გმირის - შვილი“, „გმირის - და“, „მე ვარ ქართველი ...“ და დავიფიცე, რომ ამას არ დავივიწყებდი.
-მაშინ რატომ დაივიწყე?! -თავისსავე ფიქრებში იხლართებოდა სკამზე უძლურებისგან ჩამომჯდარი ჯანდიერი.
-აღარავინ მყავდა დარჩენილი, ვინც ამ ყველაფერთან დამაკავშირებდა, მხოლოდ მოგონება ბავშვობის წლებიდან, ბიჭი, რომელსაც უნდოდა ყოფილიყო - ერეკლე.-ლოყებზე მოფენილ ღიმილში მდინარეებად დაღვრილი ცრემლები თლილი თითებით შეიმშრალა და მზერა მოშორებით მჯდარ გაბრიელს გაუსწორა. - ყველა მოკვდა, ახლო თუ შორი, ყველა, ვისთანაც მიმესვლებოდა. მხოლოდ შენ დამრჩი „საქართველოდან“ იქ შტატებამდე მანძილში. შენ ...
-მე ხომ წარმოდგენა არ მქონია, რომ სადღაც შტატებში ...
-უნდა გქონოდა.
-კი მაგრამ საიდან, სანი?!-სიმწრის სიცილი ვერ შეიკავა წინ გადმოხრილმა.-როგორ, უნდა მცოდნოდა, რომ სადღაც არსებობდა პატარა ბავშვი, ვისაც ...
-უნდა გცოდნოდა, რომ დამინახე, მაშინაც უნდა გცოდნოდა. სანამ დამინახავდი, მაშინაც.
-როგორ!-შესძახა ნერვებმოშლილმა და ფეხზე წამომდგარმა მაღლიდან დააჩერდა მომღიმარ ქალს.
-კიდევ ერთხელ გეტყვი, მე შტატებში დედა დავტოვე იმიტომ რომ მეგონა აქ შენი დავალებით „სამშობლოს“ ვჭირდებოდი, მიდი რა, გაბრიელ.-მუდარანარევ ხმაზე სხეული დაეჭიმა ჯანდიერს.-მიდი, გთხოვ დაფიქრდი ... დაფიქრდი!
-ვერ ვფიქრობ, სანი ... დამელაპარაკე, მომიყევი გთხოვ ...-და რამდენიმე უკიდეგანოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს ჯანდიერი.
-შენ, ის უკანასკნელი იყავი ვისაც ვენდობოდი, შენ და ლუკა.
-ლუკა ... აჰ, ახლა ლუკაც!-შუბლზე ძლიერად მიიჭირა ხელისგულები თვალდახუჭულმა.
-ლუკას იმედი ვერ მექნებოდა, არასდროს მყავდა ნანახი, ერეკლედ აღკვეცის მომენტში.-გაეცინა უფრო სხვათაშორის.-მხოლოდ სკოლასთან დავინახე რამდენჯერმე ... ვინ იცის მერამდენე კლასში ვიქნებოდი, ალბათ უფრო პატარა, ვიდრე მაშინ ...
-რა შუაში ვართ მე და ...
-მეძინება, მშვიდი ძილი.
-ასე ვერ დამტოვებ, ასე არ შეგიძლია ...
-შენ, ხომ შეძელი?!
-არ შემიძლია, რაც გამოჩნდი იმის მერე საერთოდ ძილიც არ შემიძლია არც მე და არც ნახევარ საქარ ...
-მანამდე გეძინა, გაბრიელ?!-მშვიდი იყო ქალი.- შენ, რა?! ამ ოთახში მანამდე გეძინა?!
-რა იცი ...
-აქ ზუსტად ისე ყინავს, როგორც ბრძოლის ველზე, იმ ცოცხლად დარჩენილისთვის ვისაც მკვდრების გვერდით სძინავს. მშვიდი ძილი.- საწოლში შესწორდა, საბანი აიკეცა და გადაბრუნდა.
ოთახიდან თავბრუდახვეული გამოვიდა.
ახლა სხეული ისე ეწვოდა ეგონა ცეცხლი ეკიდა.
კიბეები ჩაირბინა და მანქანა ეზოდან დიდი სისწრაფით გაიყვანა.

პროკურატურის შენობის წინ უამრავი ხალხი ფუსფუსებდა.
ყველამ თავის მსუბუქი დაკვრით მიესალმა დროულად გამოჩენილ პრემიერს და იმ კაბინეტამდე მიაცილეს, სადაც ზარდასტანიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად უცდიდა.
-სად არიან?!
-ოთახი გამოვუყავით, დაცვის წევრები შიგნითაც დგანან და გარეთაც, კამერით ვაკვირდებით. ბავშვს სძინავს და ძიძა დაძაბული ელოდება ჩვენ გამოჩენას ... შენ რა გჭირს, რა მკვდრის ფერი გადევს?!
-არავის არ დაურეკავს?!-კითხვა დააიგნორა ჯანდიერმა.
-ჯერ არ იციან.
-რა ვითარებაში აიყვანეთ?!
-ერთი დაცვის წევრი მანქანაში ბავშვით უცდიდა ძიძას სახლთან. მოწოდებული გვქონდა ინფორმაცია მეზობლებისგან, რომ ეს ქალი აგერ უკვე მერვე წელია ზრდის ამ ბავშვს. როგორც ჩანს, გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ძიძა გაანთავისფულეს რამდენიმე საათით ნივთები რომ ჩაელაგებინა, დაცვის წევრი გამოუშვეს და სავარაუდოდ ბავშვიც აედევნა ... რა პირობებში არ ვიცი, მაგრამ ბიჭები ამბობენ ბავშვი ჩუმად უნდა ყოფილიყო შეპარული მანქანაში, დაცვის ბიჭი რომ გადმოვიყვანეთ, გაოცებული იყო იქ ბავშვის გამოჩენითო.
-ლოგიკური ვარაუდია. ჩუმად ჩაუჯდებოდა მანქანაში, არ მგონია სენტიმენტების გამო ასე გაერისკა მამარდაშვილს და შვილი ერთი უბრალო დაცვის წევრისთვის ენდო.
-დაცვის ბიჭი დაკითხვის ოთახშია ... რა ვქნათ?!
-ტელეფონი ამოიატანეთ?!
-კი, აქ გვაქვს.
-ბავშვს ჰქონდა ტელეფონი?!
-არა, ძიძას.
-ქალის ტელეფონი მომეცი.
-რას აპირებ?!-ტელეფონი მიაწოდა გაბრიელს ლუკამ.
-დავუფრთხოთ ძილი ამილახვარს.-ცალყბად გაეცინა ჯანდიერს და ლუკას ღიმილმოგვრილ სახეზე მომენტალურად გადაავიწყდა ყველაფერი უარყოფითი. ზარის გასვლას დაელოდა და გაირინდა.
ხმამაღალ რეჟიმზე ჩართულ ტელეფონს ოთახში მყოფნი სუნთქვაშეკრულნი უცქერდნენ.
-ნატალია, რატომ ...-გაისმა ქალის ხმა ტელეფონში.
-გამარჯობა, ქალბატონო მელანო!-სერიოზული ხმით მიმართა ნოდარის მეუღლეს გაბრიელმა, რადგან დედა იყო ვერ გაიმეტა ვერც ერთი წვეთი ირონიისთვის.-მე საქართველოს პრემიერ მინისტრი, გაბრიელ ჯანდიერი ვარ და თქვენს ქმართან მინდა დაკავშირება ...
ტელეფონზე გაბმულ ზარის ხმაზე სიცილი ვერ შეიკავა ვერც ერთმა.
-ბიჭო, დედაა!-ხმამაღალი ტონით გადმოხედა კაბინეტის წევრებს ზარდასტანიშვილმა და გაბრიელს მიმართა.-დაველოდოთ, შეამოწმონ ბავშვის ოთახი.
-მანამდე, ყავა შემომიტანონ, რა. არც მე მიწერია ამ ღამით ძილი.-აღმოხდა დაღლილს და სავარძელში ჩამჯდარმა ბიძამისს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა.
„დამირეკე, როცა გაიღვიძებ.“
ტელეფონის ხმაზე ყველამ მზერა გაბრიელზე გადაიტანა, რომელიც ტელეფონში მუსიკებს ეძებდა და ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდა რამდენიმეს.
-კაი, ნუ აწვალებ!-ვერც ლუკა ვეღარ იკავებდა ღიმილს.
-მე ოთხი ღამეა არ მძინავს, მაგათმაც იწვალონ ცოტა, სად არი სამართალი?!
-მორჩი მაიმუნობას.
-მისი შვილი მყავს სრულ კომფორტში, კიდე მე ვმაიმუნ ... აი, ახლა აშკარად მისმენთ, ქალბატონო მელანო.-ლუკას დროულად დაჭერილ ღილაკზე, რომ მიხვდა მოსაუბრე ხაზზე იყო სწრაფდ შეწყვიტა საუბარი და ქალს მშვიდი ტონალობით უპასუხა.
-სად არის ჩემი შვილი!-ქალის ხმაზე მიხვდა, იქვე იდგა სადღაც ახლოს მისი ქმარიც.
-იქ, სადაც თქვენი ქმრის მიერ მოტაცებული სხვა დედის შვილს სძინავს და არ იცის ხვალინდელი დღე გაუთენდება თუ არა.
-წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობთ და ...
-პირობას გაძლევთ, ან სწორ წარმოდგენას შეიქმნით საკითხზე, ან თქვენ შვილს ვეღარასდროს იხილავთ.
-მე ჩემი ქმრის საქმეებთან არაფერი ...
-არც ქალბატონ ესმას აკავშირებს არაფერი მისი ქმრის საქმეებთან, მაგრამ მისი შვილი ახლა თქვენი ქმრის საქმის მთავარი მონაწილე ხდება, და მე რატომ მაინტერესებს თქვენი შვილების ამბები?!-თეატრალურად გაიოცა და ხმაგაყინული, შემზარავი ხმით განაგრძო საუბარი.-ჩემი ქვეყნის შვილებს ემუქრებით, ქალბატონო მელანო!
-არ ვიცი სად არის ...
-მაშინ უნდა დაგემშვიდობოთ, ვინ იცის, იქნებ მამამაც გაიგოს მისი შვილი ვის ჰყავს მძევლად და გაახსენდეს, რამდენზეა ეგ კაცი წამსვლელი თუ ვინმე მისი ქვეყნის უსაფრთხოებას სხვისი შვილის საფრთხით ემუქრება. ხაზსს ნუ დააკავებთ, თქვენი ქმარი იქნებ მამა მაინც აღმოჩნდეს კარგი.
-თუ გეტყვით სად არის ... მაშინ ...
-აი, ახლა უკვე მე და თქვენ ვლაპარაკობთ! თუ მეტყვით სად არის არა ... თქვენ უნდა მითხრათ სად არის ქაან ბეილიჯეს შვილი.
-წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით, დედა ვარ რომელიც ....
-ამაზე ვისაუბრე და აღარ განვმეორდები, გავთიშავ თუ სათქმელი სხვა არაფერი ...
-შე ნაძირალა!-აღრიალდა ტელეფონში ნაცნობი ხმა და გაბრიელის აღმატებული სიამოვნებით განცდილ სახეზე სასწრაფოდ გამოისახა მრისხანებაშერეული ღიმილი.
-ქვეყნის მოღალატეს, ჩვენგან სალამი.
-შვილით მემუქრები?!
-შენთვის უცნობი ხერხი არ უნდა იყოს, ხო?!
-რაც უნდა იყოს, შენ ცოცხალი ბავშვი გყავს, მე მკვდარი. გაგიცვალო?! მოდი, წაიღე.
სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა გაბრიელს.
-მე ჩემ ცოცხალ ბავშვს, იმ კაცს „წავუღებ“, ვისი მკვდარი შვილიც შენ გყავს, მოსულა?!
-მასალი სად გყავს?!-კაცის სიტყვებზე მდუმარე სიკვდილით მოკვდა ჯანდიერი. -დიდი ხანია მის მკვდარ ძმას მიაწიე?! კარგად გამოგდის მაისურაძეების სისხლში შენი ხელების გასვრა, პრემიერო.
მოწყდა.
ფრაგმენტებად დაინახა, როგორ აიღო ზარდასტანიშვილმა ტელეფონის ყურმილი და როგორ ღრიალებდა მისთვის შეუფერებელ სიტყვებს მთელი არსებით აალებული გენერალი, მკვდარი გენერლის შვილი, ცოცხლად დამწვარი ძმის - ძმა, ქმარი, მამა, მეგობარი და გარდაცვლილი ჯარისკაცის მეთაური.
თვალები მშვიდად დახუჭა და მაგიდაზე შუბლით დაყრდნობილმა ვერ მიხვდა როგორ მოუნდა ღებინება ნერვებში ატანილი კანკალით ღონემიხდილს.
ცრემლები დააწვნენ ისე, როგორც აუწონავი ლოდები შიშველ მხრებს.

„მე მინდა გითხრათ, რომ თქვენგან დავალება მივიღე, წავსულიყავი თურქეთში, ანკარის მერიის რიგითი თანამშრომლის პოზიციაზე ... გეყოთ, იცით ეს ყველაფერი უკვე!“-გონების იმ მიყრუებულ ადგილებს დაჩოქილი მიუახლოვდა პრემიერი.

„თქვენი აზრით დამკვეთის რეალური მონაცემები მართლა მეცოდინება?! ჩემი ინფორმაციით კონკრეტული პიროვნება პერიოდულად თქვენ გაწვდიდათ მასალებს რომლებსაც ჩემგან იღებდა“-დაჭრილი კინოფირის კადრებივით მოსჩანდა უცხოს თვალებში დანახული ნაცნობი სხივები.

„-ძირითადად მათი ვიზიტების შესახებ ამბები ... ისეთი არაფერი რაც მე დამაეჭვებდა, რომ ცუდ საქმეს ჩავდიოდი ...“-და უფრო და უფრო ტკიოდა ყველა ვერ გაგონილი სიტყვა.

„-ავღანეთში ადამიანების დაღვრილი სისხლი თქვენ სუფთა სინდისს ამშვიდებს ხოლმე, ბატონო პრემიერო?!“-და თურმე იქ, სადაც უსაფუძვლო ირონიას ეძებდა პრემიერი, ინახებოდა ღრმად ჩამარხული ტკივილი, ოჯახის დაკარგვისა.

„შენ დასაკარგი ბევრი გაქვს მე - არაფერი.“-სიცარიელეში დარჩენილი პატარა გოგონა, გაუაზრებელი პასუხისმგებლობა გახდა ცოცხლად დარჩენილი ჯარისკაცის.

„შენ რა, ყველაფრით ამაყი ხარ შენ გავლილ გზაზე უკან ყურებისას?!“-და ის ერთი ბეწო კმაყოფილებაც გაუქრა, გადარჩენილ ბავშვებს რომ მოჰქონდათ ხოლმე ღამის ბნელ ფიქრებში დამწყვდეული გაბრიელისთვის.

„-სამივემ ვიცით ავღანეთში არავინ მოგიკლავს ...“-და თითქოს მოიგონაო ნათქვამი სიტყვები, ისე იბრძოდნენ მასში ფიქრები, რომ დაკარგული არ იყო ჯერაც უფლება მისი თვალებში ჩახედვის.

„-დამიქირავეს არა იმისთვის რომ ჯაშუში ვყოფილიყავი არამედ ...“-ირღვეოდა მორალი, რომლითაც აპირებდა მინიჭებული უფლებით გაესამართლებინა მტერი, რომელმაც ლამის მეორედ მოუკლა თავისი ყველაზე ღირებული პასუხისმგებლობა.

„-ალექსანდრა ჰუფეიკერი.“ - და თურმე ალექსანდრა მაისურაძე და გაუსაძლისი გახდა ტკივილი სულის, ტკივილი იმედების, ტკივილი სურვილის რომ ესუნთქა.

„-ცხოვრება ერთხელ უკვე დამინგრიეს და შენ, შენი შეუმდგარი მართველობით იმდენი ვერ მოახერხე დამნაშავე ციხეში მჯდარიყო და არა ჩემთან მოლაპარაკებაზე!“-და იგრძნო, მზად იყო შიშველი ხელებით მოეხრჩო ყველა, ვინც „მის“ წინ დაჯდებოდა და „მის“ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა.

„... მეზიზღები, იმიტომ რომ მე შენ გენდე და ყველაფერი ... ყველაფერი რაც ცამეტი წლის მერე ცხოვრებაში ღმერთმა მაჩუქა ისე გავაქრე, ისე უარვყავი ... საკუთარი მშობლის ზარს ვერ ვუპასუხე, იმიტომ რომ ზღვაში უნდა გადავმხტარიყავი და ცურვით შენამდე მომეღწია!“-ამოისუნთქა, თითქოს მოასწრო, საკუთარ თავს შეჰპირებოდა, დარჩენილ სიცოცხლეს ისე გალევდა, მის შორიახლოს მდგარი, მის ღიმილში დარწმუნებული.

„-არავის ვიცნობ სახელად მასალს.“-ამოისუნთქა, რომ მიხვდა ალექსანდრასთვის ვინმეს მასალი რომ დაეძახებინა, ახლა თვითონ წამოიწყებდა ახალ ომს, ზუსტად ისე როგორც იქცეოდნენ კარგი მართველები, როცა ერთ მოქალაქეს იცავდნენ ისე, როგორც ქვეყანას.

„-ჩემი ცოლი ალექსანდრა ჯანდიერი.“- ალექსანდრა ჯანდიერი ...

„-თუ ამბობს რომ ამ საქმეს ჩვენ გამო მოკიდა ხელი და არი ამ ყველაფერში ლოგიკა, მაშინ უნდა დავიცვათ ისე როგორც ჩვენი ოჯახის წევრი.“-ოჯახი.

„-მშვიდად ათი წელია აღარ გძინავს, გაბრიელ.“-მშვიდი ძილი.

„-ჩემი ძმა მეძახდა სანდრას.“-ალექსანდრა, სანდრა, სანი.

„-ყველა მოკვდა, ახლო თუ შორი, ყველა, ვისთანაც მიმესვლებოდა. მხოლოდ შენ დამრჩი „საქართველოდან“ იქ შტატებამდე მანძილში. შენ ...“- „მხოლოდ მე დავრჩი.“- გააკანკალა.

„-უნდა გცოდნოდა, რომ დამინახე, მაშინაც უნდა გცოდნოდა. სანამ დამინახავდი, მაშინაც.“ - „შენ იქნები ის ვისიც იქნება ჩემი ცნობიერი. ღმერთის ნაჩუქარი ახალი ცხოვრება. მე დავიწყებ ლოცვას, ისე როგორც შენი ძმა მასწავლიდა ომში.“
ფიქრობდა და ნელ-ნელა მისი გულის პულსი ხდებოდა თვლადი.

„მიდი, გთხოვ დაფიქრდი ... დაფიქრდი!“-და ფეთქავდა მშვიდად.

„შენ, რა?! ამ ოთახში მანამდე გეძინა?!“-ათი წლის ნანატრი ძილით მხოლოდ ამ ღამით დაიძინებდა.

„აქ ზუსტად ისე ყინავს, როგორც ბრძოლის ველზე, ცოცხლად დარჩენილისთვის ვისაც მკვდრების გვერდით სძინავს.“- „ჩემ ოთახშიც მოვიდა გაზაფხული.“-გაფიქირა და სულიდან გამოპარულ ღიმილს ღიმილით შეეგება.

„მამას დავურეკოთ, ეგ და ირაკლი ერთად იყვნენ“-პატარა გოგონა მათი მაგიდის გასწვრივ დედასთან ერთად იჯდა და განცვიფრებული შეჰყურებდა ფეხზე მდგარს.

„მალე, მოვლენ, შტაბში იყო გამოძახებული და გზად ირაკლიც წაუყვანია..“-როგორ გამორჩა, როგორ ვერ გაიხსენა, როგორ ატკინა.

„აი, ირა და მამაც მოვიდნენ, ვკითხოთ თუ მოიცალეს დღესვე გაგიშვებთ ბებოსთან და ბაბუსთან.“-და გაახსენდა რომ სწორედ მაშინ, მან კაფის კარი გაიჯახუნა და გავიდა.

ლუკას ტელეფონი ხელის მარტივი მოძრაობით აართვა და თვალებში ჩამდგარი სიმშვიდით გადმოხედა მეგობარს.
-მე შენ მოგკლავ, ნოდარ. შენ, მეორედ შეეხები ჩემ მასალს და მე შევეხები შენ ზღაპარს, და განანებ, ცხოვრებაში ყველა ჯერზე გაფიქრებულ „გავიმარჯვე“-ს.
-დაგამშვიდა ზარდასტანიშვილმა?!-იცინოდა ნოდარი.-ვისში გერევი, უტვინო მანდარიაში?!
-მანდარია მკვდარია, შენ ცოცხალი. მანდარია მორჩა, შენ აწი „იწყები“. მანდარიას წინ ლევანი და დათა ჰყავდა, ვერ გადავახტით, შენ არავინ გყავს. ის ვის დასაც თვალი დაადგი, მკვდარია.-და ხელით რაღაც ანიშნა ბიჭებს.-მისი და დღეს ჩემი ცოლია. ჩემი ოჯახის კაცები, ცოლებს ისე ვუფრთხილდებით ...
-მარტო შვილებს აძლევთ მათი სიკვდილის უფლებას, არა?!
იგრძნო როგორ აევსო ბლანტი სითხით პირი და იგრძნო როგორ გადაყლაპა მძიმე მასა გამწარებულმა.
-დედაჩემი არ დაბადებული შვილისთვის იბრძოდა, ქალბატონო მელანო თქვენ გაზრდილ შვილს თქვენი ქმარი სასიკვდილოთ უშვებს, ახლა სხვაობას ხედავ მამაჩემს და შენ თავს შორის, არაკაცო?!
-ვერ მოკლავ, შენ მკვლელი არ ხარ, გაბრიელ.
-მე არა, შვილმკვდარი მამა კი. მე კი პირობას გაძლევ, ნოდარ. ვუზრუნველყოფ შენი შვილის მგზავრობას იმ კაცის სახლის კარამდე, ვისი სახლიდანაც ერთადერთი შვილი მოიტაცე, იმის იმედით საქართველოს მიწასთან გაასწორებდნენ. საცოდავო. შენი ცოლიც დედაჩემისნაირი დედაა, არ იცი რა შეუძლია გამწარებულ დედას, არ გეშინია ერთ დღესაც, რომ ვეღარ გაიღვიძო საკუთარ საწოლში სისხლში მოცურავემ?!
-ხმა ჩაიწყვიტე.
-ვის ოჯახს ეხები?!-იღრიალა ტელეფონში და მთელი ძალით მოუქნია სკამს ფეხი.-მამაჩემის გაზრდილ შვილს ოჯახით ემუქრები?! სიკვდილს სანატრელს გაგიხდი. საკუთარი ჩრდილი შენი პირველი მტერი გახდება, დაღამების შეგეშინდება. მე გაძლევ მაგის პირობას.
-და ვინ ხარ შენ, ბატონო პრემიერო?!
-შენი დაუძინებელი მტერი, რომელიც სწორად ვერ შეაფასე. გილოცავ, გინდოდა ზღაპარში გეცხოვრა და შენ აშკარად კოშმარში გაიღვიძე. ან მკვდარ მეჰმეთს ცოცხალს მომიყვან და გაცვლას გავაკეთებთ, ან ხვალვე გავგზავნი შენ ქალიშვილს სპეცრეისით ანკარაში. დღეს დილის ექვს საათამდე გაქვს დრო, მერე რომ მევედრო დაჩოქილმა, აღარც დაგინახავ.
ტელეფონი დაახეთქა მაგიდაზე და ბიჭებს ინტერესით სავსე მზერით გადმოხედა.
-ორბეთშია ბატონო პრემიერო.-კომპიუტერებთან მჯდარმა ორმა პოლიციელმა გაფართოებული თვალებით დააჩერდნენ პრემიერს.
-დაურეკეთ მალხაზს და თამაზს, გააღვიძონ პრეზიდენტის ცოლი.
-ბატონო?!-გაკვირვებულმა გადმოხედა მალხაზის თანაშემწემ გაბრიელს.
-ზუსტად ასე უთხარით, მიხვდება რასაც ვგულისხმობ.
-და უთხრას რომ ის ვინც მისი შვილი გაიტაცა ვიპოვნეთ. თინასთან დარეკეთ საფრანგეთში, ის დელეგაცია გააღვიძოს, იდეაში აქ ჩვენზე დასაკვირვებლად რომ გამოგზავნეს. გააღვიძეთ ყველა, ვისაც ახლა უნდა ეღვიძოს თქვენი თავების ჩათვლით.
-ბაოტნო პრემიერო, და მასალი ...-თემურ ხიზანიშვილმა თვალის დახამხამება ვერ მოასწრო ორ ნაბიჯში რომ აღმოჩნდა გავეშებული ჯანდიერი მის წინ. მარჯვენა მტევანში მოიქცია კაცის გაფითრებული სახე და ზედ მის სახესთან ამოილაპარაკა.
-რა „მასალი“?!-შეურაცხადს ჰგავდა, წამის მეასედში გაჩნდა მის გვერდით დაფეთებული ზარდასტანისვილი.
-პრესა ამაზე ...
-პრესამდე მასალის სახელი რომ მივიდეს, პირობას გაძლევ, მე გავუხდები თითოეულს დაუძინებელ მტრად.
-თქვენ ...
-მითხარი ბატონო მინისტრო, თქვენ ცოლს ჯაშუშობას რომ აბრალებდნენ, თქვენ რას იზამდით?!
-თქვენ ...
-ჩემ ცოლს ალექსანდრა ჰქვია, მისი ქალიშვილობის გვარია მაისურაძე, ქორწინების - ჯანდიერი. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის და და დახვრეტილი პოლკოვნიკის ქალიშვილია. თუ მეორედ მის სახელს ჩემი თანდასწრებით ვინმე კითხვის ნიშანს მიუწერს, დავრწმუნდები რომ ხელი აღარ შერჩეს სხეულზე.
-გასაგებია, ბატონო პრემიერო.
-ძალიან კარგი.-ხელი შეუშვა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა.


სახლის გზაზე მდგარი ბიძამისის ნომერზე გაუჩერებლად რეკავდა და გაფითრებული ლუკას ფიქრებს თავისაზე უფრო უსმენდა.
-გააჩერე ხელი, ძმობას გაფიცებ!-ტუჩებ გალურჯებულმა ნერვიულად ამოილაპარაკა და გაბრიელს ტელეფონი ხელიდან აართვა.
-რამე რომ მისი ბრალი აღმოჩნდეს ... შეიძლება ჩემი ხელით დავიხალო ...
-ეგ უფრო კაცურია?!-გამწარებულმა გადმოხედა მეგობარს.-არ ცოდნა არ ...
-ეგ რო არაკაცურია, ზუსტად ვიცი!-გაზის პედალს დაუნდლობლად აწვებოდა.
-ცას და დედამიწას ამოვაყირავებდით, რომ გვცოდნოდა ოჯახის რომელიმე წევრი ცოცხალი ყავდა.
-რომ არ ვიცოდით, უკვე დანაშაულია.
-ჩვენთან არი, მთავარი ესაა, რომ ...
-სულელი, ჩერჩეტი!-იღრიალა გავეშებულმა და მთელი ძალით დასცხო საჭეს ხელები.-როგორ გაბედა ამერიკიდან ჩამოსვლა და ჯაშუშად თურქეთში წასვლა, მარტო იმიტომ რომ ჩემი სახელი უხსენეს, გამაგებინე სად ჰქონდა ტვინი?!
-სახლში გყავს, მიდი და კითხე.
-დავიღუპე, ლუკა!-მანქანა გადააყენა და გაყინული თითები თავზე შემოიწყო.
-ნუ ... ხო.
-გოგო აქ იმ იდეით ჩამოვიდა, რომ მისი ძმის მეგობრები ... ვაიმე, ძმობა აქეთ უნდა გაგვეწია და მე საერთოდ, ცოლად ისე მოვიყვანე არც მიკითხავს ...
-სერიოზულად?!-თვალები დაექაჩა ლუკას.-ეგ ახლა სერიოზულად ...
-ორი წამი წარმოიდგინე, გვანცა მის ადგილას და მიხვდები რამდენად სერიოზული ვარ!
-ნუ მათქმევინებ ორი შვილის დედაზე ნეტა შენ შეყვარებოდითქო, ნუ მომაძულებინებ ისედაც ძლივს მიღებულ სიძეს, ძალიან გთხოვ!
-ვაიმე, ვაიმე ... ვაიმეე!
-აი, რას ვუშველით ...
-მოსაკლავი კიარ ვარ, ცოცხლად დასამარხი ვარ.
-ნუ ... ხო.
-შენ, მაგის გარდა ნუგეში გამოგელია?!
-რა ვქნა, მეც მინდა ნუგეში და პასუხად შენ ტირილს ვიღებ. მეც სტრესში ვარ.
-დაფიქრდი, ირაკლი რომ ცოცხალი იყოს რა ენდომებოდა ...
-მისი დისთვის ძმობა ... კაი, მოვრჩეთ. მისი და დაგვეცვა ისე როგორც ოჯახის წევრი!-გაბრიელის თვალებზე ინსტიქტურად წაიღო ხელი მანქანის კარისკენ.-მომისმინე, ცოლიც ოჯახის წევრია!
-მეღადავება ახლა მე?!
-არა, ხო გითხარი მოვა დღე და მობუნძულდები ჩემამდეთქო?! მოხვედი?! დაგჭირდი ?!
-ლუკა ... საერთოდ არ არი შენი შეუფერებელი იუმორის დრო აქ და ამ წამს!
-ჯვარი უნდა დაიწეროთ და ალექსანდრას გვარი შევუცვალოთ, ისე რომ დოკუმენტებში ყალბი თარიღები შევიდეს.
-ვაიმე ... ვააიმე!-რამდენჯერმე დასცხო თავი საჭეს.
-ახლა იფიქრე, როგორ უნდა უთხრა ალექსანდრას, რომ ფიქტიურად კი არა ... ცოლად მართლა უნდა მოიყვანო თუ უნდა რომ ცოცხალი თავი შერჩეს მხარზე.
-ეგ ამბავი რომ გასკდეს ... ხო იცი ცოცხალს არავის დაგვტოვებენ?!
-ვიცი.
-აქაც ვერ გავაჩერებ, ამერიკაში უნდა დავაბრუნო, რაც შეიძლება მალე.
-ჯერ ვერ გააქრობ, ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება და მერე მართლა მოგვიწევს ცეცხლის გახსნა პირველებს.
-რა დავაშავე ...
-მაგ დანაშაულის სიმძაფრეს მაშინ გაიგებ ოთახის კარს რომ შეაღებ და მოგიწევს ...
-ეგ შენც მოგიწევს!
-არა, გაბრიელ, მე ცოლიანი, შვილიანი და ცოტა არ იყოს შენზე უფრო მართალი კაცი ვარ მაგ გოგოსთან.
-ვითომ რატომ?!
-ყველაზე მინიმუმ იარაღი არ მიმიშვერია.
-ჩემი სინდისის ასაოხრებლად უკეთესი დრო ვერ შეარჩიე, მურმან?!
-ყრუ თუ გინდა დამიძახო, ეგ მურვანი იყო ... შენ მემგონი მართლა ...
-ლუკა!
-კაი, მოვრჩი.
ახმაურებულ ტელეფონზე ჩანდა რომ ნიკოლოზ ჯანდიერი ხაზზე იყო.
სწრაფად დაავლო მობილურს ხელი ჯანდიერმა და ყოველგვარი შესავლების გარეშე დაიწყო.
-ალექსანდრა ჰუფეიკერი ...
-ჯანდაბა.
-აი, ზუსტად მანდ ვარ თავით გაჩრილი, ჯანდაბაში!-ჩაჰყვირა ტელეფონს და შუბლზე ძლიერად მიიჭირა მტევანი.-ვინ არი და ჩვენთან რამდენად დიდ კავშირშია?!
-არანაირში.
-უფრო კონკრეტული იყავი ნიკოლოზ, ძალიან გთხოვ!
-მაისურაძეების გოგოა, სასამართლო პროცესიდან წამოვიყავნეთ ...
-და?!-თვალებში ცეცხლის ალები უღვიოდა ჯანდიერს.
-ჩემს მეგობრებს, ენდრიუს და ანას მივაშვილე ... რამდენიმე გავლენიანი მეგობრის წყალობით საბუთების პრობლემა მოვაგვარეთ და შვილმკვდარ მშობლებს ბავშვი გავატანეთ.
-იცოდი, რომ ირაკლის და იყო!?-ხელები უკანკალებდა გაბრიელს.
-ბევრნი იყავით, თავიდან მახსოვდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ...
-ირაკლი რომ მოკვდა, თბილისში რომ ჩამოვედით წლების შემდეგ, გახსოვს, მოვედი და გკითხე ... ვინმე ნათესავი ხომ არ დარჩა-მეთქი.
-ენდრიუს თხოვნა და პირობა იყო, რომ თუ ბავშვს იშვილებდა, მისი არსებობა უნდა დამევიწყებინა. არ სურდა ვინმე გამოცხადებოდა წარსულიდან და ბავშვისთვის ...
-ეგ ბავშვი გაიზარდა, ჯაშუში გახდა და ერთი კვირის წინ პოტენციური ომის საფრთხედ გადაცმული, სარფის ტალღებიდან პირდაპირ ჩემ კაბინეტში მოხვდა, ხვდები რომ უნდა მითხრა ყველაფერი მაშინ როცა ამ თანამდებობაზე ქვეყნის ბედს მანდობდით?!-ღრიალებდა თვალებამოწითლებული და მანქანიდან გადმოსული ღრმად სუნთქავდა სუფთა ჰაერს.
-გაბრიელ, დამშვიდდი ...
-საკუთარი ძმაკაცის დაზე ვთქვი რომ ჩემი ცოლი იყო, გოგო, რომლის მშვიდობიან ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა მაშინ უნდა ამეღო, მისმა ძმამ სული ჩემ ხელებში რომ დალია ... მე ძლივს გამოვტაცე თურქეთის პრეზიდენტს ხელიდან და ეს საკითხი მოგვარებულიც კი არ არი ჯერ!
-რა ჯანდაბა ...
-კაია კუბაზე დასვენება?! როგორი ამინდია მაქეთ?! რავი, აქ ცოტა ხნის წინ ზარბაზანს გვიშვერდნენ, ამიტომ აიღე ტელეფონი, როცა გირეკავ!
-გაბრიელ, დამშვიდდი!
-როგორ დავმშვიდდე, როცა სახლში შეშინებული გოგო მელოდება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რამდენი ადამიანი ნადირობს მის სიცოცხლეზე!
-შენ, ხო იცავ მის სიცოცხლეს დღეს?!-ხმას აუწია უფროსმა ჯანდიერმაც.
-აქამდეც უნდა დამეცვა, რომ ვერ ვიცავდი ეგ შენი ...
-დღევანდელზე გელაპარაკები!
-დღეს დავაგვიანე, ცოლად გავასაღე, რომელთანაც ხელი მოწერილი კი არა, საერთოდ ... ჯანდაბა, ვინმემ რომ იცნოს იცი რომ აღარავინ დაიჯერებს ქვეყნის უდანაშაულობას ამ საქმეში?!
-ისე გააკეთე, რომ დაიჯერონ?!
-მადლობა, როგორ დამეხმარე?! ყოჩაღ!
-რისთვისაც დამირეკე ეგ ინფორმაცია მიიღე, სანამ ჩემთან წუწუნებ, როგორ მოაგვარო უკვე აღებული პასუხისმგებლობის საქმე, ზარბაზანი შეიძლება შენ დაგიმიზნონ, ტვინი გაანძრიე, ამისთვის არ მოსულხარ ქვეყნის სათავეში, ერთმა ტყვიამ შეგაშინოს.
-ხვდები მაინც სად ვარ?!
-ჯანდაბაშიო, ხომ მითხარი?! რაღა მიხვედრა უნდა.
-ის ხალხი ისევ არიან თანამდებობებზე, ვინც სანის მოწმობები გააყალბა?!
-ვისი?!
-ალექსანდრასი!-შესძახა უფრო ხმამაღლა.
-არიან, მერე?!
-არაფერი, შენის ნებართვით, იქნებ ქორწინების მოწმობაზეც სთხოვო დახმარება?!
-არარი პრობლემა, რამდენ წლიანი ქმრობის სტაჟი გინდა?!
-დღეს ყველა რატო ხართ იუმორის განწყობაზე ჩემ გარდა?!-ღრიალებდა ხმაჩაწყვეტილი.
-ნუ, შენ ცალსახად იდიოტი ხარ უკვე მოგვარებულ საქმეზე ამდენს რომ ტირი, მაგრამ არაუშავს. მომწერე დეტალურად ყველაფერი, მასზეც და შენზეც.
-ჩაიწერე, სახელი გაბრიელი, გვარი ჯანდიერი, დავიბადე იუნისეფის ელჩის სახლში, რომელიც კრებდა ბავშვებს და აბარებდა პრიუტში!
-შენ მართლა პრიუტში უნდა ჩაგვებარებინე!-სიცილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა.
-არც უკეთეს ადგილას ჩაგიბარებივარ!
-მოკითხე მზრუნველ მამას, იდეა მისი იყო.
ტელეფონი გაუთიშა და ლუკას გადმოხედა.
-მეჯვარე არ მყავს.
ლუკას ხარხაზე სიცილი ვერც მან შეიკავა და მგზავრის სავარძელი დაიკავა.
სახლამდე მშვიდად იმგზავრეს.
თითქოს რაღაცები უფრო ნათელი ხდებოდა.
უკვე იცოდა შემდეგი ნაბიჯი, იცოდა რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა გარკვეულ სიტუაციებში და გადაუჭრელი მხოლოდ თურქეთის საკითხი რჩებოდა.
ვერაფრით ალაგებდა გონებაში ფიქრებს, როგორ იყო შესაძლებელი, რომ ალექსანდრა პრეზიდენტის ხალხიდან ვინმეს არ ამოეცნო.
პლასტიკურ ქირურგიამდე რომ მივიდა, მიხვდა ამდენი ფიქრისგან გადაიწვებოდა და უბრალოდ შეეშვა.


ჭიშკართან მისულებს ბავშვის ხმა რომ მოესმათ, მიხვდნენ მართა და პატარა ბაჩოც აქ ინებოდნენ და ორივეს უნებურად გაეღიმათ.
ნელა შეიყვანა ეზოში მანქანა ლუკამ და გაბრიელს გადმოხედა.
-კარგად ვართ?!
-მშვიდად.
-დედა აცხობს დიდ ხაჭაპურებს, შენ აცხობ?!-მართას და ნაირას შუაში ჩამჯდარ გოგონას თმებზე ეთამაშებოდა პატარა ბიჭი.
-მე არა.-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა ალექსანდრამ და მოსულ ბიჭებს ირიბად შეავლო მზერა. ვერც ერთი იყურებოდა მაღლა, ორივე უკვე გასწორებულ ტანსაცმელებს ისწორებდნენ და ერთნაირი, სინქრონული მოძრაობით მოემართებოდნენ მათკენ, გაეღიმა.
-ხაჭაპურები არა, იარაღები იცის ტყვიას ტყვიაში აჯენს.-ამოიბურტყუნა გაბრიელმა.-წოდებაში მაჯობე, მაჯობე. ახლა ცოლის კულინარიულ უნარჩვევებზეც მეტაკები?!-ლუკას გასაგონად ბუტბუტი გააგრძელა და ისე მიუახლოვდა ქალებს.
-კი, იდეალური მიზანი მაქვს!-ამაყი მზერით გადმოხედა უფრო თავდახრილ ჯანდიერს.
-კომპოტებს აკეთებს გადასარევად!-ჩაერია ნაირა.-მართა, შენ იცი ჩემმა გოგომ კომპოტები რომ გააკეთა?!
-როდის მოასწარით?!-გაეცინა მართას.
-ამან რა პრინციპით გააკეთა გამაგებინე, მე მომახუფინეთ ყველა ქილა!
-ამხელა კაცი, ამხელა თანამდებობის მქონე, სულ, სულ, სულ ბავშვის ჭკუა როგორ უნდა გქონდეს, შვილო?!
-როდის მოხვედით, თქვენ?!-გრძელი სკამის უკან, მართას ჩამოყრილი თმებს ინსტქიტურად წნიდა ლუკა და დაქაჩული თვალებით გაბრიელს რაღაცას ანიშნებდა.
-ორი საათის წინ, ბაჩოს გავაცანით ალექსანდრა.-მშვიდად დასძინა მართამ.
-კი, ნათლიამისის ცოლს უნდა იცნობდეს, ბავშვი აუცილებლად, მა როგორი გოგოა ალექსანდრა?!-არაფრით იმჩნევდა გაბრიელის გადაქნეულ თავს და დაჭიმულ სხეულს და ასე, მშვიდად იღიმოდა.
-კარგია, მაგრამ ხაჭაპურის ცხობა რატო არ იცის?!-მართას კალთიდან ჩამოცოცდა და გაბრიელისკენ დაიძრა, ხელები მაღლა ასწია, ხელში აყვანის თხოვნის ნიშნად.
-მერე ვასწავლოთ, ხაჭაპურების გამოცხობას რა უნდა?! -სიცილი ვერ შეიკავა ბაჩოს სასაცილო გამომეტყველებაზე და ხელში აიყვანა პატარა ნათლული.
-მე მითხრა, მალე წავალო და თუ შენი ცოლია სად უშვებ?!
-სად მივდივარო არ უთქვამს?!-ეცინებოდა და ნელი, ფრთხილი მოძრაობით იცვლიდა ადგილს მათგან ზურგშექცევით მდგარი.
-თბილ ქვეყნებშიო.
-ვერსად ვერ მიდიხართქო, ასე უთხარი.-ჩუმად ელაპარაკებოდა და მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა სახლისკენ.
-ნათლია არ გიშვებსთქო?!-თვალები აღტაცებისგან გაუფართოვდა ბავშვს.
-ხო, გიტოვებსთქო.
-ხო აბა, დედიკო და მამიკო ერთად ცხოვრობენ, თქვენ ცალკე რატო უნდა იცხოვროთ?!
-არ ვარ მზად ამ დიალოგისთვის ...-ამოიბურტყუნა უფრო თავისთვის და ნაბიჯების ხმაზე მიხვდა უკან ალექსანდრა მოჰყვებოდა.
-გაბი, ისე ... ისე ჩემნაირი როდის გეყოლებათ?!
-ამისთვის მითუმეტეს.
-აუ, გოგო არ გინდათ რა, ბიჭი იყოს და ვეთამაშები.
-მამაშენმა თუ დაგარიგა, იცოდე აღარ ...
-აუ, კაი რა ჩემი ბრალია, ასე მითხრა უთხარიო ... თორე, მე სულ არ მინდა შვილი რომ გყავდეს, თან ამასთან.
-მიზეზი?!-სიცილს ვერ იკავებდა და უფრო ანელებდა ნაბიჯებს.
-რაღაცას გკითხავ და ხო არ გაბრაზდები?!
-ვეცდები.
-ძაან მოგწონს?! -სახე დაებრიცა სასაცილოდ ბაჩოს.-ძაან თუ არ მოგწონს, გაშორდი რა, მე მოვიყვან ცოლად.
-ლუკა, შენი შვილი ცოლში მეცილება!-გასძახა ზარდასტანიშვილს და წინ წასულ ალექსანდრას გააყოლა მზერა.

ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და ვერც ერთი იწყებდა ლაპარაკს.
მდუმარება ისე ჩამოწოლილიყო ირგვლივ ჰაერს ახშობდა თითქოს და სუნთქვა უჭირდათ იქ მყოფთ.
-ანუ რას ამბობთ ... ალექსანდრა იმ ბიჭის და არი, თქვენ რომ მიყვებოდით?!-ხმა აუკანკალდა ნაირას და გვერდით მჯდარ მართას ხელი ძლიერად ჩასჭიდა.-ბებო, შენ იცოდი ვინ იყვნენ ესენი?!-ახლა გოგონას მიუბრუნდა ქალი.
-ვიცოდი, რომ მათთან ერთად წაიყვანეს, ბრძოლაში დაიღუპა და მის გვერდით ქართველი გენერლის და ყოფილი პრემიერის შვილი იბრძოდნენ. პერიოდულად თვალს ვადევნებდი ქართულ არხებს, წლების განმავლობაში არაფერი არ ისმოდა. მამა რომ მოვიდა სახლში უცხო კაცთან ერთად, მაშინვე ვიცანი რომ სწორედ ის ადამიანი იყო, ვინც ავღანეთში ჩამიყვანა და მითხრა, რომ გამაშვილეს ... რომ ჩემთვის საქართველოში დაბრუნება აღარ შეიძლებოდა, რომ აქ აღარავინ მელოდა.
-ცამეტი წლის ბავშვისთვის ეს ძალიან რთული გადასატანი უნდა ყოფილიყო.-ამოიხრა მართამ.
-არის.-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ალექსანდრამ.-დღემდე არის და არ ნელდება. გრძნობა რომ აღარ გაქვს სახლი და აღარ გყავს ოჯახი.
-ჯაშუშობა როდის გადაწყვიტე?!-მშვიდი იყო ლუკა.
-მამა რომ გარდაიცვალა მაშინ ... ანუ ჩემი მეორე მამა. ენდრიუ.
-რამდენი წლის იყავი?!-განაგრძნობდა ლუკა.
-ცხრამეტის,ზუსტად იმ წელს ჩავაბარე პრაღაში და საცხოვრებლად ჩეხეთში წასულმა დედაც თან წავიყვანე.
-ჩემი შვილი მეტად აღარ გინახავს?!-ნიკოლოზზე ვერ წყვეტდა ფიქრს ნაირა.
-მხოლოდ იმ ღამით სახლში რომ მოვიდნენ და მე ვიცანი, მამაც მიხვდა აზრი არ ჰქონდა დამალვას, მხოლოდ ის მითხრეს რომ ირაკლი აღარ იყო.
-მერე?!-დაინტერესდა ლუკა.
-არაფერი. თითქოს ქართველობის ვალდებულებისგან განვთავისუფლდი და მშვიდად დავიწყე შეგუება ფაქტზე რომ ცარიელს შემეძლო იმ ქვეყნისთვის და ოჯახისთვის გამეშვირა ხელი დახმარების სათხოვნელად, რომლებმაც ქართველებისგან ტყვიას და ღალატს გადამარჩინეს. იქ გავაცნობიერე, რომ აბსურდული იყო თავდადება, რომელსაც ჩემი ოჯახი იჩენდა ქვეყნის მიმართ, რომელმაც მერე მოღალატის სტატუსით მიაბარა მიწას ამ ოჯახის ყველა წევრი. უბრალოდ დავიძინე და დავასრულე.
-წლები გადის და საქართველოში მოდიხარ უცნობი ადამიანისგან მიღებული დავალებით, რომლებიც იდეურად მაინც უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ქართველების ინტერესებთან, სად არი ლოგიკა?!-თვალებს არ აშორებდა ლუკა ალექსანდრას.
-ასე არ ხდება. ჯაშუშად არ იზრდები, შენ უბრალოდ კონკრეტული კაბინეტის კარს აღებ და იქ მყოფთაგან იღებ შეთავაზებას, რომელიც ან მოგწონს და რჩები ან არ მოგწონს და იქაურობას ტოვებ.
-შენ კაბინეტში ისეთი რა გითხრეს მამის შუბლზე დახლილი მოღალატის ტყვია რომ გადაგიწონა და ისევ აქეთ, საქართველოსგენ მოგაბრუნა?!-ხმა არ ეცვლებოდა ლუკას, პასუხის მოლოდინში გაირინდა ყველა.
-ეს.-ჯიბიდან ოთხად დაკეცილი პატარა ფოტო ამოიღო, სადაც სამი ბიჭი ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელებით იდგნენ უდაბნოში და იცინოდნენ. სამხედრო ფორმებში გამოწყობილებს თავზე ქუდები მოერგოთ და კბილებამდე შეიარაღებულები მაინც ბავშვებივით იცინოდნენ სურათიდან. ლაღი და გულწრფელი ემოციით.
-ეს ფოტო ...-ჩაახველა ჯანდიერმა და აწყლიანებული მზერა სასწრაოფდ მოარიდა ყველას.
-საიდან გაქვს შენ ეს ფოტო ..?!-ხმა ჩაუწყდა ლუკას.
-ჩემი ძმის სხვა ნივთებთან ერთად გამომიგზავნეს.-გაეღიმა ალექსანდრას.
-რა ... კიდევ რა ნივთები იყო?!-თვალებზე ძლიერად იჭერდა ხელს გაბრიელი.
-წერილი, ორი ხელი მაისური და ეს ფოტო. წერილში თქვენზე მიყვებოდა. მისი ოცეულის უფროსზე ლუკა ზარდასტანიშვილზე და მის მეგობარზე გაბრიელ ჯანდიერზე. როგორც ჩანს მანაც გვიან გაიგო მე რომ ცოცხალი ვიყავი და მწერდა აჩქარებით, თითქოს უნდოდა მოესწრო სიცოცხლე მანამ სანამ წერილი ჩემამდე მოვიდოდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე დაუწერია, ანუ მე რომ წავიკითხე „ჩამოგაკითხავთ და საქართველოში ჩემთან ერთად დაბრუნდები“ - უკვე ძალიან გვიანი იყო. მის კუბოს ალბათ ორივე ერთად მიათრევდით ქშვიშის საფლავისკენ.-ჩამოგორებული ცრემლები შეიწმინდა.-მწერდა, რომ ქართველი ქართველს არსად დატოვებს და რომ არც თქვენ დაგიტოვებიათ იქ, იმ უდაბნოში მარტო „ჩემი ქართველი,“ რომ ძმობა გაგიწევიათ ერთმანეთისთვის და ... -თხრობა შეწყვიტა და მართას მიწოდებული ხელსახოცით შეიმშრალა ცრემლები.
ხედავდა დასაბმელად იყვნენ ბიჭები სკამებზე დამწყვდეულები, რომ ორივეს ებრძოდა წარსულ მოგონებათა ფიქრები ტკივილებში შერეულ გაგიჟებულ გრძნობით.
-და ?!-ამოიხრიალა გაბრიელმა.
-საქართველოში ჩამოსულს შემეძლო თქვენი იმედი მქონოდა იმ შემთხვევაში თუ ის ...
-მაგრად გავუმართლეთ იმედები.-ცინიკური მზერით გადმოხედა ჯანდიერმა თავდახრილ ლუკას და სიცილი აუვარდა. იცინოდა ისტერიული, შემაშფოთებელი სიცილით. ახმაურებულ ტელეფონზე თითქოს განგების უსამართლობით გამოისახა უფროსი ჯანდიერის ნომერი. ლუკას გაწეულ ხელს გაბრიელმა გავეშებული მზერა დაახვედრა და ტელეფონს დასწვდა.
-გაბრიელ, საბუთები. ...
-ასეთ კაცად რომ გამზარდე აღარ ვიცი მეზიზღებოდე თუ გემადლიერებოდე.
-მამა ...-გაისმა ტელეფონში ზურას ხმა.
-ჩემ მკვდარ მეგობარს ჩემი იმედი ქონდა და ის იმედი ისე წამართვით არც შემეკითხეთ იქნებ მიღირდა ჩემი უმიზნო ცხოვრების მიზნად გამეხადა. მეზიზღებით თქვენი ამ დამპალი პრინციპებით, მორალით და გაურკვეველი შინაარსის ისტორიებით დედასამშობლოს სიყვარულზე. მივაფურთხე თქვენ ქვეყანას ასე ნაგლად თუ წირავდით თქვენ შვილებს მარტო იმის გამო მერე კუბაზე გესეირნათ და მე დამრჩენოდა ხელში უმამოდ დარჩენილი შვილები, ჩემი ქვეყნის სისხლით გაღებილები. აღარ დამირეკო ტელეფონზე, მანამ სანამ აქ არ იქნები და ჩემთან ერთად არ იბრძოლებ. ვერ გავხდებოდი ერეკლე, მაგას კარგი თეიმურაზი (ერეკლეს მამა) უნდოდა!
ტელეფონი გათიშა და ის იყო უკან უნდა მიბრუნებულიყო კვლავ ზარის ხმა რომ გაისმა.
სამინისტროდან რეკავნდნენ.
უპასუხა თუ არა წამის მეასედში ჩაექცა სისხლის მდინარეები თვალებში.
-გაკავშირებთ ბატონო პრემიერო ...-გაისმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა.
-გიორგი ...-ეგონა თავის თანამშრომელს ელაპარაკებოდა უცებ ხმა რომ გაიგო.
-გამარჯობა, გაბრიელ.
-აბა რას ვშვრებით?!-წინანდელი მღელვარება ჩაახშო და ის იყო სამზარეულო უნდა დაეტოვებინა ფეხზე წამომდგარ ლუკასთან ერთად მამაკაცის სიტყვებმა ადგილზე რომ გაახევა.
-მასალი დაალაპარაკე ...
-რა?!
-მეჰთმეთი აქ არის, მასალთან უნდა ლაპარაკი. ტელეფონი მიაწოდე, ვიცი რომ ცოლებს გვერდიდან არ იშორებენ შენნაირი მშიშარა კაცები.
-არ ვიცნობ არავის სახელად მასალს.-ოთახში მყოფნი ისე დაიძაბნენ ძარღვებში სისხლი გაეყინათ.
-ირაკლის ხომ იცნობდი მაისურაძეს?!
-ხსენებას როგორ ბედავ ...
-აი, ასე ... მინდა და ვბედავ. მაგის და, სახლში რომ დაიჯინე ცოლად ... მანამდე კარგად რომ გამოიყენე ბინძური საქმე გააკეთებინე და ...
-შენს მაგ სიტყვებს ასო-ასო გაჭმევ, ნოდარ.-გაეცინა სიმწრისგან გაბრიელს.-მე შენ გაგაფრთხილე!
-რას იზამ, ბავშვს მოკლავ?!
-ეგეც გაგაფრთხილე რას ვიზამ.
-თურქები რომ აქ ჩამოვიდნენ და ...
-იმედს ვიტოვებ იმისთვის მირეკავ ბოდიში მომიხადო და გაცვლაზე შემითანხმდე, სხვა შემთხვევაში თუ ვინმეს გაწირვა მომიწევს ხელი არ ამიკანკალდება იმას დავუმიზნო იარაღი ვინც შენ ასე ძალიან აგეწვება.
-შენნაირი კაცები ასე არ იბრძვიან.
-ჩემნაირი კაცები არ უნდა გაამწარო.
-დაალაპარაკე მასალი!-ხმა გაუმკცარდა ნოდარს.
-არ ვიცნობ-მეთქი არავის, სახელად მასალს!-დაიგრგვინა განრისხებულმა და წინ ასევეტებულ გოგონას დაბინდული მზერა შეავლო.-ჩემ ცოლს ალექსანდრა ჰქვია და არაფერი აკავშირებს მეჰმეთთან.
-არ გიფიქრია, რომ შარში აღმოჩნდები ერთხელაც ამ მეჰმეთმა ეგ შენი ალექსანდრა სადმე რომ დალანადოს ... მაგალითად შენს გვერდით, რომელიმე შეხვედრაზე?! მერე ვის დააჯერებ რომ ჩემი დასხმული ლაფი, შენიც არ იყო?!
-სანამ შენ ამდენს ფიქრობ ჩემ კეთილდღეობაზე, მე შენ შვილს ჩარტერული რეისით ვუშვებ ანკარაში. მეგონა ჭკვიანი კაცი იყავი, იდიოტი ყოფილხარ. მანამ სანამ ომს იწყებ, მტერი კარგად უნდა შეაფასო, შენ კი აშკარად ვიღაცაში აგერიე.
-ბავშვს ხელი არ დააკარო!
-გაცვლის ადგილი გითხარი და შენ ცოლ-შვილზე პირადად ვიზრუნებ ან შენ ხალხს მივანდობ ამ საქმეს, როგორც გადაწყვეტ. შენ კი იცოდე, რომ სიკვდილი კართან დგას და გელოდება, ტყუილად აჭიანურებ.
-თუ მაგ კართან შენ დადგები და ჩემ სიცოცხლეს უზრუნველყოფ გისოსებს გარეთ, ბიჭს დავაბრუნებ და აქედან ...
-რომც შეგპირდე მაგ ოცნებას აგისრულებთქო, არ მგონიხარ ეგეთი იდიოტი დამიჯერო. დღეს საღამოს საქართველოში მეჰმეთის დედა ჩამოდის. თუ გინდა რომ გაცვლა მოხდეს შენი ცოლი და მეჰმეთი მითითებულ მისამართზე მოიყვანე. მხოლოდ დედები - არავინ სხვა.
-კარგი.
-იქ ჩემი ხალხი იქნება ... საერთაშორისო დელეგაციებიც თვალს გადევნებენ ... თუ რამე სისულელეს გააკეთებ, შენ შვილს ტყვიას ქართველი არა, მაგრამ თურქი ისე დაახლის თვალს არ დაახამხამებს. ოცი სნაიპერი დგას. არც ერთი ქართველი. სანამ ბავშვს საფრთხე ემუქრება, ქართველი ქართველზე ხელს არ აწევს. ამის პირობას მე გაძლევ, მაგრამ გაფრთხილებ ... უკან გამწარებული მშობლები დგანან.
-მგონია რომ ზრუნავ ჩემზე.-ირონიულად ჩაეცინა კაცს.
-შენი შვილიც ქართველია, აი ვიზე ვზრუნავ.
-ამიტომ იცავ ასე კარგად?! გამწარებული თურქების გარემოცვაში?!
-რა ვუყო, იმ თურქებს ბრძანება აქვთ თავისი თურქი დაიცვან. ჩემი და ჩემი ბიჭების ბრალი არ არი ჩვენ პატარა ქართველს მამა არაკაცი რომ ჰყავს. ეცადე შენი შვილი დღეს შენ ცოლთან ერთად მშვიდად მივიდეს სახლში.
ტელეფონი გაუთიშეს.
იდგა ალექსანდრას წინ და უყურებდა აკანაკლებულს.
-ყველაფერი ჩემ გამო ხდება.-ამოიტირა ქალმა.
-მე ...-ჩამოვარდნილი ხელები უღონობით დაუმძიმდა ჯანდიერს.-მაპატიე.-ამოიხრიალა უფრო თავისთვის, უჩუმრად, ძლივს გასაგონად და იქაურობას ისე გაეცალა თავი მაღლა არ აუწევია.
უკან ლუკა უნდა გაჰყოლოდა ნაირამ რომ გააჩერა.
-ალექსანდრა, ბებო ... მე ვფიქრობ თქვენ სალაპარაკო გაქვთ, იმაზე რაც ამის შემდეგ იქნება.
-მეც ასე ვფიქრობ.-ჩაერია აქამდე ჩუმად მჯდარი მართაც.
დაპროგრამებულივით გადადგა ნაბიჯები და კიბის იმ საფეხურებს აუყვა, ორი წამის წინ ჯანდიერმა რომ დაამძიმა თავისი ტკივილებით.
ოთახის კარიდან ისეთი გამყინავი სიცივე გამოდიოდა, ძვალსადარბილში ატანდა.

საწოლზე ჩამომჯდარს დარდები დაჰფენოდა მხრებზე თითქოს.
იჯდა თავდახრილი და თვალდახუჭული გაჰყურებდა ფიქრთა ჰორიზონტს.
-შენ ... ვერ გეცოდინებოდა. მანაც ახსენა იმ წერილში რომ ...
-ის წერილი აქ გაქვს?!-ამოიხრიალა ძლივსძლიობით.
-იმ ზურგჩანთანში მქონდა ... პატარა კონტეინერში ჩავდე ფოტოსთან ერთად, წყალს რომ არ გაეფუჭებინა ... ნივთები რომ დამიბრუნეს, მაშინ აღმოვაჩინე, რომ გადღაბნილი იყო მელანი, როგორც ჩანს მაინც ...
-ფოტოსაც ეტყობა, ჩვენსავით ნაომარია.
საწოლს მიუახლოვდა ალექსანდრა და ფრთხილად ჩამოჯდა.
-ყველაფერი გაივლის გაბრიელ ... მე აქედან წავალ, დრო გავა ... ცოლს მართლა მოიყვან და ... იქნებ ერეკლეც გახდე ოდესმე.-გაღიმა ძალისძალით გოგონას.-სამყაროში ის ბალანსი უნდა აღდგეს, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა. შენთვისაც, ჩემთვისაც ... ირაკლისთვისაც.
-მყავს უკვე ცოლი.-ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა გაბრიელმა და თავი კიდევ უფრო დახარა.
-რა?!-დაიბნა ალექსანდრა.
-მე უკვე მყავს ცოლი.
-რას გულისხმობ?-შეკრთა ქალი.
-კითხვის ნიშანი დამავიწყდა, ბოდიში.-ჩაეცინა არაფრისთმქმელი ღიმილით.
-ანუ?!
-უნდა მეკითხა, „იქნები ჩემი ცოლი ალექსანდრა?“ - მაგრამ კითხვის ნიშანმა იმ გზაზე დააგვიანა, რომელი გზითაც შენ ჩემამდე მოცურე.
-მე შენამდე ოჯახის მოტივით არ მომიცურავს, უკანასკნელი იყავი ვისაც ამ ამბავში ...
-მოტივს რა მნიშვნელობა აქვს, როცა შედეგი დგახარ ჩემ წინ.
-რა შედეგი, რაზე ვლაპარაკობთ ...-სიბრაზე ცეცხლის ალად მოედო გოგონას.
-გვინდა თუ არა, დროის გარკვეული მონაკვეთი ამ სტატუსით ისარგებლებ. მე არც ცოლობას გთხოვ და მითუმეტეს ვერც ქმრობას გაგიწევ, მაგრამ ვერც აქედან გაგიშვებ, ალექსანდრა.
-რას ნიშნავს ეს ...
-გეძებენ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად შენი სახელის ხსენების რიცხვი ნელ-ნელა იკლებს, მაინც საეჭვო პიროვნება ხარ თურქეთის დაზვერვისთვის. ცას და დედამიწას ამოატრიალებენ და მაინც გიპოვნიან, თუ ახლა როგორც ჩემი ცოლი აქედან გაქრები ... გიპოვნიან ხვალ და ომს დაიწყებენ ზეგ. რატომ?! იმიტომ, რომ საეჭვო გახდება ჩვენი ქორწინების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, სულ რომ პაპი აწერდეს ხელს და მელანია ტრამპი იბრალებდეს შენ მეჯვარეობას.-გაეცინა უგულოდ.- უფრო საეჭვო ფიგურა გახდები პოლიტიკოსებისთვის. მე რომ შენ ახლა გაგიშვა ან შენთან დაკავშირებით რაიმე სტატუსზე უკან დავიხიო, ხვალ შეიძლება შენც ... -ხმა გაუწყდა.-ვერ დაგკარგავ, არ შემიძლია. უკანასკნელი ღირსება ხარ რომელიც დამრჩა. უკანასკნელი, ადამიანი ვის გვერდითაც ...
-არ დაასრულო!-შესძახა ქალმა.
-ამ ოთახში აღარ ყინავს.
-არა!
-ალექსანდრა, მე ... ვერ და არ ... არ დაგაძალებ ჩემ გვერდით ცხოვრებას ან რა უფლება მაქვს, მე თავად გული მერევა ყველაფერზე, რაზეც ორის თანხმობა არ მოდის, მაგრამ ... ახლა სხვა გზა არ მაქვს.
-ამერიკაში თუ წავალ ვერ ...
-ამ სიტყვების შენ თავადაც არ გჯერა და ეს ორივემ კარგად ვიცით. ვერ გაგრისკავ. ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით. შენი ძმისგან ერთადერთი რამ დამრჩა და ეს შენ ხარ.
-მაშინ მეც შენი ...
-ოღონდ ეგ არ თქვა, რა ...-სიტყვა გააწყვეტინა გაბრიელმა გოგონას.-ოღონდ არ მითხრა, რომ დასავით უნდა მყავდე.
-თუ ჩემი ძმა არი მიზეზი რის გამოც ასე განაღვლებს ჩემი ბედი, მაშინ სწორიც ეს არი. მაშინ შენ უნდა გამიწიო მისი ...
-გთხოვ!-შესძახა აკანკალებულმა.-არა, ვერ გაგიწევ ძმობას.
-მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ გმირული პათოსით ... ჯანდაბა!
-ჰო.-თავი დააქნია უღონოდ გაბრიელმა.
-იმ დღეს ვწყევლი შენ რომ გადაგეყარე გზად!-თვალები დაექაჩა ნერვიულობისგან გოგონას.-არა რა დავაშავე შენი ფასი?!
-რაც გეზარებოდეს ეგ გეძალებოდესო, შენზე უთქვამთ ძველებს.-გაეცინა და მოხრილი მხრებით გადაწვა საწოლზე.-დამიჯერე, მე რომ მეზიზღება ჩემი გაჩენის დღეც და მიზეზიც ჩემზე ძალიან ვერ შეეჯიბრები მაგ სიძულვილს.-სხეულში ავად გასცრა ალექსანდრას.-მთელი ცხოვრებაა უკმარისობა დამაქვს მხრებით. არასრულფასოვნება, დანაშაული ჩემი დაბადებით. ჩემი დაბადებით ერთს სიცოცხლე მოვუსწრაფე მეორე გავაუბედურე და მესამე ხმამაღლა წყევლის ჩემი გაცნობის დღეს. თუ ვინმეს რამე აქვს დაშვებული და არ იცის, შენ არა, სანი ... მე ვარ.
-ეს არ მიგულისხმია.-გული ჩაწყდა მამაკაცის ხმაზე ქალს.-მეორე ... ვინ არი?!
-ჩემზე შეყვარებული პატარა გოგო იყო,-გაეღიმა შუბლზე ხელგადადებულს, თვალებდახუჭულს.-ჩემ კლასელ ლევან მანდარიას უყვარდა მთელი ბავშვობა, იმას მე ვუყვარდი. მამამისი და ამირან მანდარია მეგობრობდნენ. ბავშვები ისე დანიშნეს იმ ყრუობაში და იმ სიბნელეში, არც ერთისთვის უკითხავთ აზრი. იმ დღეს შენ რომ მნახე სიტყვით გამოსვლის დროს კაფეში ... კაფიდან უნივერსიტეტში წასულს, ეზოში ტასო დამიხვდა ატირებული. მათხოვებენ და მიშველეო. -ქალმა მონუსხულმა დააჩერდა მამაკაცის ემოციაამღვრეულ სახეს.-მე ისე ვიყავი ამ ქვეყნის გადარჩენის მოტივით აჟიტირებული, სერიოზულადაც კი ვერ აღვიქვი რას მეუბნებოდა. არა, ტასო, არ მიყვარხარ-მეთქი, ვუპასუხე და ჩვენი ახალგაზრდული პარტიის ბიჭებს გავყევი რუსთაველზე.-შეზარა ალექსანდრას გაბრიელის სახეზე ჩამოგორებულმა ცრემლმა.-რა მოხდებოდა ცოლად რომ მომეყვანა?! ნეტა როგორი კაცი ვიქნებოდი ამ ქვეყნის გარეშე?!
-რა დაემართა?!
-მისი გაბრიელი გადაარჩინა, თვითონ იქ წავიდა სადაც დედები მიდიან გმირულად ბრძოლის შემდეგ დაცემულები. რა ხატოვნადაც არ უნდა აღწერო მშობიარობაში დამარცხებული ქალის სიკვდილი, სულ ერთია, გარდაცვალებას ვერ დაუძახებ. ვერც ჩამოაკლებ და ვერც მიამატებ ტკივილის ვერც ერთ წვეთს ამხელა უნაპირო ზღვას.
-ისიც ... -თვალები დაექაჩა მოსმენილისგან ალექსანდრას და თავთან ჩამოუჯდა ჯანდიერს.
-ისიც.-გაეღიმა და მეორე ცრემლიც მიაყოლა პირველს.-წყევლასავით ვარ. ხო?!
-ნუ ამბობ, ასე.
-ახლა ვფიქრობ და მეშინია, ჩემთან უფრო უსაფრთხოდ იქნები თუ ჩემ გარეშე?!
-გაბრიელ!
-იქნებ მართლა უნდა გადაგაბარო ამერიკას, ვიზრუნო რომ თავშესაფარი გქონდეს და რომ ...
-ყველაფერი მოგვარდება.
-უჩემოდ?!-გაახილა თვალები თუ არა ქალისას გადააწყდა გრძნობამორეულს.
-შენთანაც და ჩემთანაც.
-და ჩვენთან?!
-რა გინდა, გაბრიელ?!
-ძილი.
-მერე რატომ არ იძინებ?!
-აქ მინდა ძილი.
-მაშინ მე გავალ.
-ძილი მინდა.
-დაიძინე და ...
-ძილი მინდა.
-ჰოდა, გავიგე, გავდ ..
-ძილი, სანი, ძილი მინდა!
კართან მისულს ჰაერში გადასადგმელად აწეული ფეხი გაეყინა.
მიხვდა რასაც გულისხმობდა.
-რამდენი საათი გაქვს?!-ამოიჩურჩულა ინსტიქტურად და საწოლის გასწვრივ სავარძელს მოავლო მზერა.
-არ მაქვს საათი. ორმოცდაშვიდი წუთი მაქვს ზუსტად.-გაღიმებულმა დახედა საათს.
-დაიძინე, ორმოცდაშვიდ წუთში გაგაღვიძებ.
-მადლობა.-თქვა და თავი უღონოდ დააგდო საწოლზე.-რომ ხარ.-ამოიბუტბუტა უჩუმრად და თვალებმიბნედილი გადაეშვა ძილის სამყაროში, იქ სადაც ვინ იცის რამდენი ხანი აღარ დაედგა ფეხი.
ღია კარში მდგარი ლუკა უყურებდა მეგობრის ნაომარ სახეს და სავარძელში მჯდარ ქალს, რომელიც ტიროდა გულამოსკვნილი.
ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა, ოთახი გაიარა და აივანზე გასულმა ალექსანდრაც თან გაიყოლა.
-ნუ ტირი.-ამოაყოლა ნერვებს ზარდასტანიშვილმა და ფრთხილად მოხვია მხრებზე ხელი გოგონას.-შენზე ცოტა პატარა და მყავს, ორი შვილის დედა არი და ისიც ასე მოთქმით ტირის ხოლმე დათა სახლში მისვლას რომ აგვიანებს.
-დათა ვინ არი?!-ძლივს გადააბა სიტყვები ალექსანდრამ.
-დათა არი გვანცას ქმარი და შვილების მამა.
-მაშინ მე სხვანაირად ვტირი, ასე გამოდის.-მოაჯირს დაეყრდნო იდაყვებით ქალი.
-შენც ზუსტად ასე ტირი, თითქოს ვიღაცას ელოდი, მას აგვიანდებოდა, ახლა კი სახლში გყავს და ტირი იმ შესაძლო ალბათობით „ვაი, და რომ არ მოსულიყო.“
-ვტირი იმიტომ რომ პირველად მინდა ცხოვრებაში მარტო ვიყო, ახლა იმას ვგრძნობ რაც ცამეტი წლისამ დავკარგე.
-ოჯახურ პასუხისმგებლობას.-გაეღიმა ლუკას.-მეც ამას ვგულისხმობდი. ადამიანებთან ხანდახან ისე ვაკავშირებთ ცხოვრებას ძალიან რომ გვინდოდეს ვერ ვიაზრებთ კავშირის შეკვრის მომენტს. იმ წამს, როცა ჩვენში რაღაც ან ვიღაც იფიცებდა, რომ აღარ გაუშვებდა მისი გულიდან მას, რომელსაც ჩვენი თვალები ცნობენ მხოლოდ და მარტო.
-ამით რის თქმას ცდილობ?!
-გაბრიელს რომ ვკითხე შენს ორმაგ აგენტობაზე რამე ეჭვი ხომ არ ჰქონდა, ის გენდობოდა ისე, როგორც მე მენდო, მაშინ ... ორმოც კაცში ჩემთან რომ მოინდომა მეგობრობა. ბიჭთან, რომელმაც ორჯერ ცემა არაფრის გამო.-გაეცინა.-ვის და რას ... მაგრამ ადამიანებს ის ყველაზე კარგად ცნობს, ხოლმე. გენდო ისე, რომ მიზეზი ვერ დაარქვა შენდამი კავშირს, ისე რომ არც კი იცოდა, მისი და ჩემი გაწერილი პასუხისმგებლობა იყავი, იმიტომ რომ ჩვენ ასე გვესმის მეგობრობა.
-ცოტა ზედმეტად აღმატებულად არა?!
-ცოტა განსხვავებულად, უფრო. სამყაროში ღმერთი ოჯახს რომ გჩუქნის არჩევანს არ გიტოვებს. შენია. ცუდიც და კარგიც შენი მხრებით გყავს საზიდი. მეგობართან ასე არ ხდება. გადააწყდები იმ ერთს, ორს შეიძლება სამსაც ... ვისთანაც ამ ოჯახურ სიახლოვეს ისე იგრძნობ, თითქოს ისიც შენს ოჯახისწევრად მოიაზრეს მაღლა ცაში, ოღონდ ნათესავური კავშირი არ გაუბიათ. მერე ასეთი ადამიანები თავად ამტკიცებენ, მათში შეცდი თუ არა.
-ან რჩებიან ან მიდიან.
-ზუსტად. ადამიანია. შეუცვლელი არ არი. არავინ იფიქროს, ვინმესთვის შეუცვლელი იყოს. დედაც ინახავს შესაცვლელ შვილს მეორეში. და სულ უშვილოდაც დარჩენილი აგრძელებს ცხოვრებას. შეუცვლელი ფასეულობა მხოლოდ ღმერთშია და ამას შენი ძმა გვასწავლიდა ჩვენ.
-ჰო. კარგად გამოსდიოდა ღმერთზე ლაპარაკი.
-მე ვიტყოდი, კარგად ხედავდა ღმერთს, ჩვენგან განსხვავებით.
-ჰო, დედამ ასწავლა.
-გაბრიელის ერთადერთი ხელშესახები ოცნება ხარ, რომ ოდესმე მართლა შეძლოს მშვიდად ძილი.
-ნუ მეუბნები, ლუკა.
-მე შენ არ გიცნობ, მე შენ ძმას ვიცნობდი. ის აქ აღარ არის. ის რომ აქ იყოს, მას ..-და ხელით მძინარე ჯანდიერზე მიუთითა გოგონას.-უძილობა არ შეაწუხებდა. მაშინ შიში და უიმედობა ასე არ შეგვიპყრობდა და სინანულით თავს არ დავიტანჯავდით.
-რას ნანობთ ასე გამეტებით?! ომი იყო, კაცურად დამარცხდა. ასეთ სიკვდილზე ოცნებობენ თქვენნაირი კაცები ...
-სანდრა, კაცები მხოლოდ ერთ სიკვდილზე ოცნებობენ ...-გაეღიმა ლუკას.-მეუღლის გვერდით მშვიდად ძილზე. როგორი თავდადებულიც არ უნდა იყოს ჯარისკაცი, მისი ოცნება სახლში, კარს იქით მომლოდინე ოჯახია. არ არი ეს ყველაფერი ასეთი აღმატებული და მაღალფარდოვნული სიტყვასავით მძიმე, როგორც წიგნებში წერია და როგორც წინაპრები უყვებოდნენ შვილებს ბრძოლის ველზე დაცემული ბაბუების ისტორიებს. ირაკლის ოცნებაც ეგ იყო, ის რაც ჩემი, გაბრიელის, დანარჩენების.
-ფაქტს, რომ აღარ არი რამე შეგვიცვლის?!
-არავინ. ამას ვგულისხმობდი რომ ვამბობდი ეგუება მეთქი, შვილმკვდარი დედა შვილის კუბოზე დაყრილ მიწას. მუჭა-მუჭა, დაყრილს. ნაფერებს. ჩვენც შევეგუეთ.
-აბა რატომ ...
-ღამით გრძნობას რომ რაღაცას არ აკეთებ ... არ გაუგიჟებიხარ?! აი, რაღაც ისეთს, რასაც უნდა აკეთებდე და არ აკეთებ. რაც უნდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე. ამ ორიდან ყველაზე უფრო რთული მეორეა. პირველის გაკეთების პროცესში ხარ, მტკივნეულია, ეძებ მიმართულებას სიბნელეში, მაგრამ ეძებ ... უმოქმედოდ არ ზიხარ. აი, მეორე ... აუტანლად მძიმეა, იმის გაანალიზება, რომ რაღაც გამოტოვე. უბრალოდ ადექი და ისე გაიარე შენი ცხოვრების რაღაც ნაწილი, რომ გაკვეთილი ვერ ისწავლე და ვერც დაესწარი. თითქოს სკოლაში არ მისულხარ იმ დღეს.
-არ მესმის.
-დაუსრულებელი საქმე.
-და მე რაშუაში ვარ ამ ყველაფერთან?!-ნიკაპი აუკანკალდა ალექსანდრას.
-არაფერ შუაში არ ხარ.-გაეღიმა ლუკას.-შენ ვერავის პასუხისმგებლობა ვერ გახდები, თუ შენ არ გექნება ამის სურვილი. მოკლედ რომ გითხრა და უფრო გასაგებად. ვერავინ იმეგობრებს შენთან თუ შენ მის გამოწვდილ ხელს გვერდს აუვლი.
-შენ როგორ ფიქრობ, რა უნდა ვქნა ... ანუ, ახლა აქ რომ გვანცა იყოს. ...
-არ გინდა,-გაეცინა ლუკას.-ის პასუხისმგებლობა რაც მე გვანცასთან მაქვს, გვანცას სურვილი არ ყოფილა, არც ჩემი.
-ის ოჯახია.-ცრემლებმა დაუნამა სახე ალექსანდრას.
-ასეთი ოჯახი ხარ შენც ჩემი. არ არი შენი სურვილი, არც ჩემი. შენ გინდა თუ არა, ჩემთვის გვანცას გვერდით დადექი და ამის ნებართვა არ მითხოვია.
-მაშინ მას ...
-მასთან სხვა ამბავი გაქვს, ჯერ უბრალოდ არ იცი.
-ამას გეკითხები, ახლა რა უნდა ვიცოდე ისეთი, რასაც უფროსი ძმები ეუბნებიან დებს ასეთ სიტუაციაში?!
-შენი ძმა რომ აქ იყოს არ ვიცი რას გეტყოდა.
-შენ ხომ აიღე ჩემზე პასუხისმგებლობა?!-გაეცინა უმწეოდ და ცრემლები შეიწმინდა.
-ორი ნაბიჯით უკან დაიხიე და ისე დააკვირდი.-იდაყვით ისიც მოაჯირს მიეყრდნო და გაბრიელისკენ მიმართა მზერა.-არა, ისე როგორც შენი ძმის მეგობარს ... არამედ ჩვეულებრივ ადამიანს, ყოველგვარი სტატუსის გარეშე. დააკვირდი. იქნებ რა დაინახო?!
-და თუ ვერაფერს დავინახავ?!
-ეს ყველაფერი რომ მორჩება, უსაფრთხოდ რომ დაგიგულებ, მე აგიღებ ბილეთებს და გაგიშვებ იქ სადაც მეტყვი, რომ წასვლა გინდა.
-მპირდები?!
-უსიტყვოდ!
-მაგრამ თუ ...
-აი, თუ მაგ „თუ“-ში აღმოჩნდები ...-გაეცინა ლუკას.
-ორმოცდაშვიდი წუთი გავიდა, უნდა გავაღვიძო.
-შენ უკვე მანდ ხარ.-ლაღად გადაიხარხარა და თბილად მოეხვია გოგონას.-ნუ გეშინია, მოეშვი. იქ ხარ, სადაც არავინ გავნებს, სახლში.
-მე სახლი აღარ მაქვს, ლუკა.
-მე დამწვარი სახლი ავაშენე თავიდან, შენ სახლს ამ ხელებით აგიშენებ, შენ უბრალოდ დაინახე რომ აქ არი შენი ადგილი, ჩვენთან.
-თუ უკვე მანდ ვარ ... მაშინ წასასვლელიც არსად მქონია.
-შორს ხარ მაგის დანახვისგან, შენც და ესეც ... თქვენ ჯერ არ გყავრებიათ, ასე რომ ვერ დაინახავთ ასე შორეულ თქვენ თავებს მომავლის დროში.
-შენ გვხედავ?!-გაეცინა ალექსანდრას.
-უმარტივესად.
-მართაც ასე დაინახე?!
-კი, რომ დავინახე ვიცოდი, ის იყო.
-ის, ვინ?!-ეშხში შევიდა გოგონა.
-ჩემი სახლი.
-სახლი.-ამოილაპარაკა მონუსხულმა.
-და სად არი შენი სახლი, სანდრა?!
-ასე, ირაკლი მეძახდა.
-მაშინ მქონია უფლება, ხო?!
-ხო.
-მშვიდად ხარ?!
-თავისუფლად.
ლუკა გავიდა თუ არა გაბრიელთან დახრილმა ფრთხილად შეეხო მხრებზე.
-ხუთი წუთიც.-აღმოხდა ნეტარებაში წასულ ჯანდიერს.
-არ გვაქვს ხუთი წუთი, გაიღვიძე.
მის სახესთან დახრილი, უშინაარსოდ იღიმოდა გოგონა.
“ლამაზი ხარ “
ძილთან მოწყვეტილს ფიცივით დასცდა სიტყვები და თვალდახუჭული მეორე მხარეს გადაბრუნდა.
სულ ორი წამი.
ალექსანდრა კვლავაც აპირებდა დაძახებას, უეცრად რომ წამოდგა ჯანდიერი და აბურდული თმები თლილი თითებით შეისწორა სარკეში.
-გინდა გავიდე?!-იფიქრა რომ მოსაწესრიგებლად ამჯერად თავად უნდა დაეთმო გაბრიელისთვის ოთახი.
-მე გავალ.
-გინდა ვილაპარაკოთ?!
-დრო არ მაქვს.
-ცუდ ხასიათზე გაიღვიძე?!
-ეჭვი მაქვს არ ხარ დაინტერესებული.
-რომ არ ვიყო არ გკითხავდი.
-მაშინ, არა. -ღიმილს სიტყვებში ნიღბავდა ჯანდიერი.
-აბა რა გჭირს?!
-არაფერი!
კარი გაიხურა და წავიდა.
იდგა კართან და უყურებდა ეზოში მიმავალს უკან როგორ ადევნებოდნენ დაცვის ბიჭები.
-შენი სახლი სად არი, გაბრიელ?!-დაიჩურჩულა უფრო თავისთვის, ზღურბლს ორი ნაბიჯით მოშორდა და მასიური რკინის კარი იმის იმედით დახურა, რომ მას მალევე გააღებდნენ უკან დაბრუნებულნი.

სუნთქვა შეკრულნი იდგნენ პოზიციებზე ქართველები.
რვა წლის გოგონა შეშინებული თვალებით აჰყურებდა პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ჯანდიერს და მის უკან მდგარ სპეცრაზმელებს.
-დედა მალე მოვა?!-ხელზე ფრთხილად დაქაჩა გაბრიელს ბავშვმა.
-იმედია.-ჩაილაპარაკა გულდამძიმებულმა და ბავშვს მზერა მოარიდა.
-მომკლავენ?!-იკითხა პატარამ.
ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და მზერა ბავშვს გაუსწორა.
-არა.
-რომ მომკლან?!-არ ჩერდებოდა გოგონა.
-არ მოგკლავენ.
-შენ და მამას ერთმანეთი არ მოგწონთ, მე მოგწონვარ?!
-შენ საყვარელი ხარ.
-შენ ლამაზი.-თვალები ააფახურა ბავშვმა და გაბრიელის უკან მდგარმა ბიჭებმა სიცილი რომ ვერ შეიკავეს ერთმანეთის ზურგს ამოეფარნენ.
-თქვენ, არავის მოსწონებიხართ, ბიჭო?!-უკან მიბრუნდა მომღიმარი ჯანდიერიც.
-შეყვარებული გყავს?!-გაჩუმებას არ აპირებდა პატარა.
-ეს ცოტა რთული შემთხვევაა.
-კი თუ არა?!
-მე მყავს იმას არ ვყავარ.
-შენ მოგწონს იმას არ მოწონხარ.
-ჰო.
-როგორც მე და შენ?!
-ვაიმე, არა.-სიცილი ვერ შეიკავა ჯანდიერმა.
-იმას თუ არ მოწონხარ, მაშინ ასე გამოდის.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-უფროსო, გამოჩდნენ!-აყვირდა ვიღაც წინა რიგებიდან.-პოზიციებზე!
ჯანდიერმა ბავშვი ხელში აიყვანა და კეფაზე ვეებერთელა ხელის გული ააფარა, თავი კომფორტულად რომ დაედო მის მხარზე.
გოგონამ ხელები ფრთხილად შემოხვია და თვალები დახუჭა.
-მომკლავენ?!-ამოილაპარაკა აკანკალებული ხმით და ფეხები წელზე მოუჭირა პრემიერს.
-არა-თქო, არ მიჯერებ?!-მონოტორულად გადაუსვა თავზე ხელი და მანქანისკენ დაიძრა.-თურქებს თვალი ადევნეთ.
-მანქანაში ზის უფროსო!-აყვირდნენ დანაყოფის ჯგუფებიდან.
-გთხოვ, რაიმე სისულელე არ გააკეთო ...-ამოიჩურჩულა და დაძაბულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
შავი მანქანის კარი გაიღო და ახალგაზრდა მამაკაცი ორმა ახმახმა გაკოჭილი გადმოიყვანა ავტომობილიდან.
ქალის კივილზე, უკან მოიხედა ჯანდიერმა და თურქეთის პირველი ლედის სახე დალანდა თუ არა ბავშვს მთელი ძალით შემოაჭდო ხელები.
მეორე მხარეს ქანდაკებასავით მდგარი ქალბატონი მელანო იდგა.
ხელები წინ ჰქონდა გამოშვერილი და პრემიერს გახევებული მზერით შესცქეროდა.
-მე ახლა დედასთან ...
-გაბრიელ!-უკან მოესმა ზარდასტანიშვილის ძახილი.
-რა ხდება?!
-ბრძანებაა ...-თავით რაღაც ანიშნა და ჯანდიერის გაბრაზებული მზერა გმირულად აიტანა.
-არა.
-მორჩი, არ არი სენტიმენტების დრო. გვიყურებენ.
-ეგ არ არი კაცური, ლუკა, მე ასე არ მისწავლია ...
-ბრძანებაა, გაბრიელ!
-ჩემ ქვეყანაში, ბრძანებას გავცემ მე. მათ ქვეყანაში ბრძანება გასცენ თვითონ. შეთანხმება იყო ასე, თუ ვინმეს ექნება პრეტენზია, კაბინეტის კარი შენ მოასწავლე!
ნაბიჯები წინ გადადგა და მელანოსთან მიახლოებულს გზაში დაწეული სიტყვები: „შეჩერდით ბატონო პრემიერო“ - ისე გააქრო, ვითომ არც გაუგია.
გაფითრებულ დედას გულზე მიხუტებული ბავშვი უჩუმრად გადაულოცა და თავით ანიშნა რომ შეეძლო მშვიდობით წაეყვანა ბავშვი.
ქალი მანქანაში ჩაჯდა და ის იყო უნდა ატირებული მიღებული სტრესისგან ბავშვმა ხელებში დაკუჭული პატარა ქაღალდი რომ გადასცა.
მელანო მიხვდა რაც ეწერა ქაღალდში და ისე რომ მძღოლს არ დაენახა ბავშვს ამოფარებული წერილი ფრთხილად გახსნა.
ჯანდიერმა ხელი მაღლა ასწია, მუშტი ძლიერად შეკრა და ბიჭებს რაღაც ანიშნა.
ვერაფერს მიხვდნენ თურქები.
-რა გააკეთე?!-ხმა ჩაუწყდა ზარდასტანიშვილს.
-ნოდარ მამარდაშვილი ავიყვანე.-მხრები აიჩეჩა, სათვალე მოირგო და მანქანაში ჩაჯდა.

ღამის საათებში, როცა გაბრიელის ოთახში შეკრებილი სამართალდამცავები ქაღალდებსა და კომპიუტერებში თავით ჩამძვრალები რაღაცებს ადგენდნენ ლუკამ ახმაურებული ტელეფონი გადააწოდა ფანჯარასთან მდგარ გაბრიელს.
-ვინ არი!?
-მეუღლე შენი უნეტარესი.-წარბები სასაცილოდ აათამაშა.
-ვერ ხარ ხო, შენ!?-უაზრო გამომეტყველებით გამოართვა ტელეფონი და ისევ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.
-მე შენ გირეკავდი და შენ ტელეფონს არ იღებდი!-გაისმა ქალის აღელვებული ხმა.
-მახარებს ფაქტი, რომ ჩემი ნომერი იცი.
-ისეთი უდარდელი ხმა გაქვს, გეგონება მეჰმეთი კი არა მეზობლის კატა აიყვანე და სახლში მოგყავს!
-მიყურე ტელევიზორში?! ხო სიმპათიური ვარ?!
-ძალიან, საერთოდ არ გიხდება პოლიციის ეგ რაღაც ტყვიაგაუმტარი ჟილეტი!
-ტყვიას უნდა გაევლო ჩემ გულში, ეგ მომიხდებოდა?!-იცინოდა გაბრიელი.
-არა, არ ჰქონდა უბრალოდ ერეკლეს ამხელა აღჭურვილობა და მაინც ...
-შენ ჯაჭვის პერანგი რა გგონია, ახალგაზრდავ!?
-ეგრე ძალიან თუ გწყდებოდა გული გეთქვა და მოგიქსოვდი.
-რას, წინდებს?!
-არა, ჯაჭვის პერანგს.
-როგორ შემოგკადრებდი.
-რატო არ იღებდი, რომ გირეკავდი!? ამას წესით გოგოები ვაკეთებთ!
-სანი, თავს კიარ ვიფასებდი, უბრალოდ ქვეყნის გადარჩენით ვიყავი დაკავებული, ხომ იცი რომ არ ვარ ასე უბრალო მოკვდავი, მთელი იბერია მხრებზე მაწევს.
-და იბერიის ნაცვლად შენ გაბრწყინდები სახლში მოსულს ბებიაშენს რომ გადაეყრები.
-კაი. შენ მირეკავდი თუ ეგ?!-სახე შეეცვალა პრემიერს.
-მიყვარს, რა სახეც გაქვს ნაირას რომ უყურებ ჯოხით ხელში!-გადაიკისკისა გოგონამ.
-მიყვარს ფაქტი, რომ რაღაც მაინც გიყვარს ჩემი.
-ისე ნუ ამბობ, ვითომ სულ ჩემი სიყვარულის ცეცხლში იწვოდე.
-არ ვიწვი, გულით დამაქვს.
-თავხედი ხარ!
-ოღონდ აღიარე რომ ძალიან მიხდებოდა ის თანამედროვე ჯაჭვის პერანგი.
-ამპარტავანიც.
-კარგი ათ ბალიანი სისტემით, რა ზომის შარში ვარ?!
-თერთმეტის, სახლში მალე მოდი, არ ვიძინებ!
-არ დამელოდო, დღეს შეიძლება ...
ტელეფონი გაუთიშეს.

სახლში იმ ღამით ვეღარ დაბრუნდა.
ორი ქვეყნის უშიშროება იძიებდა ამ ამბავს.
უამრავი ადამიანი შედიოდა და გამოდიოდა გაბრიელის კაბინეტში.
რომ დარეკეს და გაარკვიეს თურქეთის პრეზიდენტი მზად იყო შესახვედრად თითქოს ერთიანად დაიძაბა ყველა თანამშრომელი.
ყველას მზერა იმ ერთი კაცისკენ იყო მიმართული რომელსაც ახლა თავად უნდა აეღო ყველა სადავე ხელში და გაძღოლოდა საკუთარ ქვეყანას იქ სადაც არავინ იცოდა როგორ დასრულდებოდა მშვიდობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი.
მიუხედავად იმისა რომ ნოდარის საქმე უკვე დასასრულს უახლოვდებოდა მაინც უამრავი კითხვა რჩებოდა და ამ ფაქტს ვერავინ გაექცეოდა, მათ შორის ვერც პრემიერი.
გრძელ დერეფანს მშვიდი, მოზომილი ნაბიჯებით მიუყვებოდა.
ხელში საქაღალდე ეჭირა და რაღაცას ბუტბუტებდა.
-არ გამაგიჟო, უკვე შენთავს ელაპარაკები?! არა, კი რთულია ეგ სიყვარული, ისიც ცალმხრივი და ისიც ვერ მიხვედრილი, მაგრამ ... ვითომ ... ასე უცებ უნდა გაგიჟებულიყავი?!
-არ მიყვარს-მეთქი, ბიჭო, ნუ იგონებ რაღაცებს!
-ხო, ნუ კაი, არ გიყავრს ნუ გიყვარს! აგერ, ჩვენ მეჰმეთ აბის უყვარს იმას გავატანოთ და დაისვამს ტახტის გვერდით, გადასარევი სულთნის პოზიციაზე, რას იტყვი?! რას გავიჭიმებით აღმოსავლეთში?! დიდებული სანათესაო გვექნება. ეგრე რომ ჰყოლოდა ერეკლეს ოსმალეთის შაჰზე გასათხოვარი და, რას ამბობ შენ?!
-შენ, ვერ ხარ, ხო?!-შეშფოთდა გაბრიელი.
-კიდე მე ვერ ვარ, კაცო?!
-რა გინდა, ლუკა?!-ერთ ადგილას შედგა და მკაცრი მზერით გადმოხედა მეგობარს.
-აი, რატო არ აღიარებ, რომ ...
-ხო, მომწონს!-შესძახა ნერვებმოშლილმა და საქაღალდე მთელი ძალით შეანარცხა კედელს.-ძალიან მომწონს, აქვს რაღაც ბუნებრივად ისეთი, არ ვიცი ... რაღაცნაირი, მოკლედ, რომ ... აქვს ხოლმე ადამიანს ასეთი, შინაგანი ....
-სიმშვიდე?!-სიტყვა მიაშველა ლუკამ გაბრიელს.
-ჰო, სიმშვიდე. საერთოდაც მაგაზე ძალიან ეგ სიმშვიდის განცდა მომწონს. სხვა არაფერი.
-დარწმუნებული ხარ?!-თვალები სასაცილოდ დააწვრილა ლუკამ.
-როგორ უნდა ვიყო დარწმუნებული, ამ ამბავში საერთოდ რამეზე?!
-არ ვიცი. მე რომ მართას შევხედე ვიცოდი ჩემი ცოლი გახდებოდა.
-ხოდა მე არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა, დახრილმა საქაღალდე ხელში აიღო და გზა გააგრძელა.
-მაინც რაში გეპარება ეჭვი?!
-ჩემში.
-მოიცა, ალექსანდრაში დარწმუნებული ხარ?!-გაეცინა ლუკას.
-შენ, რა ... სერიოზულად გგონია რომ გოგოს, რომლის ცხოვრებაშიც სხვა კაცი არ არსებობს ვერ შეძლებ და თავს ვერ შეაყვარებ!?
-უი, ისეთი დარწმუნებული ტონი გაქვს, საცემად რომ არ მიდიოდე, მე გცემდი.-გულიანად გადაიხარხარა ლუკამ.
-იმ მეჰმეთმა რომ თქვას ... ეს არი მასალიო, მერე რა ვქნა?!-მხრები ჩამოუცვივდა, ადგილზე შედგა და თვალდახუჭული დაელოდა მეგობრის სიტყვებს.
-ის რასაც ორი წუთის წინ შვრებოდი.-გაეცინა ლუკას.
-ღმერთი ზის და ფიქრობს, ახლა გაგახსენდი, რომ გაგიჭირდაო?!-გზა გააგრძელა დაღლილმა.
-იცი შენ ძალიან კარგად, არ ფიქრობს მაგას ღმერთი.
-მე ასე ვიფიქრებდი, მაგალითად.
-ეგ შენ იფიქრებდი ეგრე, იმიტომ რომ შენ ხარ. ღმერთმა ისე რატომ უნდა იფიქროს როგორც შენ ფიქრობ?!
-რავიცი, როგორც ვიფიქრე ასე გამოვიდა.
-ამიტომ ისე უნდა დაიწყო ფიქრი როგორც ღმერთი ფიქრობს ხოლმე.
-ეგ სწორია საერთოდ?!-უკან მობრუნდა გაბრიელი.
-მე ვიტყოდი ეგ არი ჭეშმარიტება. ამ სამყაროს ისე რომ შეხედავ როგორც ის უყურებს, მერე ხდები თავისუფალი.
-რისგან.
-ყველა ტვირთისგან, გაბრიელ. ორი წამით დაფიქრდი, რამდენ რამეს შეცვლიდა შენ ცხოვრებაში ფაქტი, რომ მარტო არ ხარ.
-მარტო არ ვარ, თქვენ ხო ...
-არა, არა.-თავი გადააქნია ლუკამ.-მორჩი ხავსზე მოჭიდებას. ჩვენ რა ... რომელი ვათევთ ღამეებს შენთან ერთად და რომელი ვებრძვით ვერ ნათქვამ ტკივილებს შენს მაგივრად?! მე გეკითხები, ცოდნა რომ მარტო არ ხარ ...
-ხომ უნდა მიმესვლებოდეს?-გაეცინა გაბრიელს.
-ვინ გითხრა ბიჭო, რომ არ მიგესვლება?-გაეცინა ლუკას.-შენ მიხვედი და კარი არ გაგიღეს?! ერთხელ რომ უარს მიიღებ თხოვნაზე მეორედ მისვლაში კიარ უნდა შეგიშალოს ამან ხელი, უნდა დაჯდე და დაფიქრდე ... უარი რატომ გითხრეს?!
-რას გულისხმობ.
-ზოგჯერ ჩვენს თხოვნებზე უარის მიღება ის არი რასაც ჩვენი გონება იმ მომენტში ვერ წვდება. მე რომ ვიცი ჩემი პატარა შვილი ჩემს მანქანას ვერ გაატარებს მის თხოვნაზე დავსვა საჭესთან ვპასუხობ - არა. მე რომ მასზე დიდი ვარ და მასზე უფრო ბევრი ვიცი რაღაც ისეთზე რაც მას ძალიან უნდა მაგრამ მისთვის საზიანოა არ ვაძლევ და მორჩა. ტირის. უნდა იტიროს. ასეა მოწყობილი მისი ბუნება. ტირილს რომ მორჩება თხუთმეტი ოცი წუთი ჰყოფნის საიმისოდ რომ შემირიგდეს. შენ როდის შეურიგდი?!
-არ შევრიგებივარ.
-როდის გაებუტე?!-გაეღიმა ლუკას.
-ირაკლი რომ ...-ტუჩზე მწარედ იკბინა გაბრიელმა.-მე მაინც ვერ ვხვდები რატომ მოხდა ეს ამბავი ... ხომ შეეძლო ...
-მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე, რა. ადამიანების სიკვდილი არასდროს ყოფილა ღმერთის ნება. ჩვენი პირველყოფილი არჩევანი იყო და მივიღეთ კიდეც. ღმერთმა რომ სამყარო შექმნა იქ სიკვდილი არ არსებობდა. ამიტომ მას ნუ დააბრალებ თუ ვინმე ამ სამყაროდან უდროო დროს წავიდა, იმიტომ რომ სადღაც წავიკითხე, სიკვდილი ყოველთვის უდროოა. რვა წლის ასაკშიც და ოთხმოცი წლის ასაკშიც. იმიტომ რომ ოთხმოცი წლისას უფრო უნდა ის სიცოცხლე რომელიც ელევა ვიდრე რვა წლისას, რომლესაც ჯერ არ უგემია არაფერი ამ ქვეყნად. არც ტკბილი და არც მწარე. ასე მოხდა და ამას ვერ შევცვლით. გაიარე. ხელი ჩაკიდე და მასთან ერთად გაიარე. მაისურაძეს რა უჭირს?! მთელი მისი ცხოვრება ისე არ დაუძინია კაცს ძილის წინ არ ელოცა და ტყვიების ომშიც ჩვილი ბავშვის ძილით სიზმრებში ვინ იცის რას ნახულობდა ისეთს რომ ბომბების ირგვლივ ღიმილს მაინც ინარჩუნებდა. მორჩი. იქ მაღლა კიარა მანდ გულში დაუწყე ძებნა და დაგანახებს ისეთ გამორჩეულ და განსაკუთრებულ სასწაულებს, რომლებიც შენამდე არავის უნახავს. ისუნთქე. დამიჯერე, შეუძლია ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომები ჩვენს ყველაზე დიდ სასწაულებად გადააქციოს. ოღონდ მიდი.
უცნაური მზერა შეავლო მეგობარს გაბრიელმა.
თითქოს ეს ის იყო რასაც ამდენი ხანი ელოდა, გრძნობა რომ ირაკლის ელაპარაკებოდა.
ლუკას თვალებში ის სხივი დალანდა, რომელიც ავღანეთში, უდაბნოს მტვერში კრთოდა ირაკლის თვალებში.
რომ დაფიქრდა, ახლა სწორედ ასეთ რამეს ეტყოდა ირაკლიც.
მისი, მშვიდ ძილზე უზომოდ შეყვარებული მეგობარი.
შენობიდან ისე გავიდა სიტყვა არ უთქვამს არავისთვის.
დაჯავშნულ სასტუმრომდე მდუმარედ იარა.
ფიქრი ვერ გაუბედა ამ ემოციას, რომელიც მის გულში ღვივდებოდა.
ოცი წუთის სავალი გზა მალევე დაფარა და შენობის წინ გაჩერებული მანქანიდან სასწრაფოდ გადმოვიდა.
დილის ხუთი საათი სრულდებოდა.
და თითქოს შესანიშნავი დრო იპოვა უთქმელი სიტყვებისთვის.
ფეხით აიარა კიბეები და თვალდახუჭულმა ძლივს გაიხსენა ის ლოცვა, მაისურაძე რომ ამბობდა ძილის წინ.
ერთადერთი და საზეპირო.
კარზე რომ დააკაკუნა იგრძნო - მარტო მართლა არ იყო.
დიდხანს ალოდინეს.
ლოდინით აღარ დაღლილა, ალბათ იმიტომ რომ სანერვიულოც აღარ ჰქონდა რამე.
მეორე ოთახიდან ვიღაც კაცი გამოვიდა.
მერე რომ იცნო პრეზიდენტის დაცვის უფროსი იყო.
დამტვრეული ინგლისურით გააგებინა რომ შეხვედრა გადაიდო და სახლში უნდა წასულიყო.
გაღიმებული გამობრუნდა უკან და კიბის საფეხურები ისევ თვლით ჩაიარა.
და ის იყო სახლის გზაზე უნდა დამდგარიყო ტელეფონი რომ ახმაურდა.
-მამარდაშვილის მისამართი დავადგინეთ უფროსო!-გაისმა მისი თანამშრომლის ხმა.
-უჩემოდ არსად წახვიდეთ, ზარდასტანიშვილს გააგებინეთ და მიმდებარედ ყველა გზაზე კონტროლი გააძლიერეთ.
-არის, უფროსო!
კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა და პრეზიდენტის კარზე, რომელსაც უამრავი დაცვის წევრი იცავდა ისეთი ბრახუნი ატეხა ზორბა კაცებმა ძლივს შეძლეს მისი დაჭერა.
-ქაან ბეი!-ყვიროდა მთელი ძალით, ხმის ჩახლეჩვამდე, უჩვეულო განცდით და დაჭიმული სხეულით.
სასტუმროს პერსონალმა სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება და უმალ გაჩნდა რამდენიმე თანამშრომელი მის ირგვლივ.
-ბატონო, ჩვენ ...
-ხელი გაწიე!-ქანდაკებასავით გაუხდა მზერა.-გააღვიძეთ!-დაჭექა მისი ბოხი ბარიტონით და გაფითრებულ დაცვის უფროს მტრული მზერა შეავლო.-მთელი ქვეყანა ავაოხრე მისი შვილის მოსაძებნად, კეთილი ინებოს და იმ კაცს პასუხი თავად მოსთხოვოს!
კარი სასწრაფოდ გაიღო და გავეშებული შუახნის მამაკაცი გამოჩნდა ზღურბლზე.
თავად ქაანი გაეღვიძებინა პრემიერის ღრიალს.
-რა ხდება?!-ჰკითხა თავის დაცვის უფროსს პრეზიდენტმა.
-თქვენი შვილის გამტაცებელი უნდა ავიყვანო, ჩემთან ერთად წამოხვალთ თუ მშვიდ ძილს მიეცემით?!-თვალები დაექაჩა ნერვებისგან გაბრიელს.
-როგორ ბედავ ყვირილს?!-აღშფოთდა დაცვის უფროსი.
-მე ჩემი ქვეყნის მოღალატეზეც არ ავწევ ხელს, ამის უფლებას ვერც სხვას მივცემ ჩემს ქვეყანაში. საქართველოში ბოროტი ქართველიც ვერ მოკვდება მანამ სანამ მე ვარ ქვეყნის სათავეში. სულ ხუთი წუთი გაქვთ ... ან წავალ და ჩემი ხელით დავაკავებ, მივუსჯი სამუდამოს და ამოვხდი სულს ღირსეულად ციხეში.
-ან?!-გაისმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელიც ქაანის შვილი, მეჰმეთი გახლდათ. ძილბურანიდან ახლად გამოსულს სულ შეშუპებოდა უძინარი თვალები.
-ან თქვენ აიყვანეთ დელეგაციის მიერ გაწერილი ყველა წესის დაცვით.
-ვერ გავიგე, წირავთ მაგ თქვენ ქართველს თუ არა?!-ძლივს დაასრულა წინადადება ქაანმა, მას შემდეგ რაც სიტყვა-სიტყვით უთარგმნა სასტუმროს თარჯიმანმა პრემიერის სიტყვები.
-მე არავის არ ვწირავ. მხოლოდ კანონის მიხედვით მოქმედების ორ გზას გთავაზობთ. ან კანონიერად მივხედავ მე ან კანონის ძალით ჩაიბარებთ თქვენ და თქვენი კანონით გაასამართლებთ, როგორც თქვენი ქვეყნის მტერს.
-ამ დროს საქართველო რას იზამს?! თუ მას ისე გავასამართლებ როგორც ჩემი ქვეყნის მტერს, დამიჯერე სიკვდილს სანატრელს გავუხდი, თქვენი მონოლოგი პატრიოტობაზე და ქართველურ სისხლზე?!
-ჯერ ადამიანი ხარ და მერე ქართველი. თუ თქვენს ხალხს ჩემი ხალხი დაასწრებს, გპირდებით მისთვისაც ისე ვიბრძოლებ, როგორც ნებისმიერი სხვისთვის.
-მაბნევ, ბატონო პრემიერო!-წარბები შეკრა ქაანმა.
-აქ სალაპარაკოდ მომიხმეთ, მერე კარი არ გამიღეთ, მე მოტაცებული შვილი უვნებელი ჩაგაბარეთ. არ მაქვს საფუძველი მშვიდად ვიჯდე, როცა ჩემს ქვეყანაში უცხო ქვეყნის ხალხი მაძლევს ბრძანებას რა გავაკეთო სპეც.ოპერაციის დროს. ან გააკეთეთ თქვენი საქმე და მშვიდობიან საზღვრებს დავუბრუნდეთ, ან მადროვეთ მე გავაკეთო ჩემი საქმე.
-კოორდინატები მომეცი!-ქაანის თვალებში უცნაური სხივი კრთოდა.


სახელმწიფოს მხრიდან გაცემული დოკუმენტის წყალობით ქვეყნის ტერიტორიაზე აყვანილი ნოდარ მამარდაშვილი მთავრობის მეთაურის ნებართვით გადაიყვანეს თურქეთში, რათა სასამართლო პროცესზე წარმდგარს თავი ემართლებინა თურქეთის რესპუბლიკის წინაშე.
პოლიციის მანქანასთან მდგარ ჯანდიერს ცხვირწინ ჩამოუტარეს დამნაშავე.
მამაკაცი შედგა, ირონიულმა ღიმილმა გაუპო მზერა და პრემიერს მიაძახა.
„ჯერ ნუ იზეიმებ, ადრეა ცოლთან ერთად თაფლობის თვეზე ფიქრი.“
იცოდა რასაც ნიშნავდა.
სხეულში უსიამოვნოდ გასცრა, რომ წარმოიდგინა რა შეიძლება მომხდარიყო ყველაზე უარეს შემთხვევაში თუ ძებნა გამოცხადდებოდა გოგონაზე, სახელად - მასალი.



სახლში მისულს შორიდან ესმოდა ქალების ხმა.
-ყველაზე კარგ ხინკალს უნდა ჰქონდეს ოდაოთხი ნაოჭი.
-ნაოჭი რას ნიშნავს, მოხუცია ხინკალი?!
-არა, ასე ამბობენ აი ამ ზოლებზე.-გულიანად იცინოდა მოხუცი.
-ცომს კიდე უნდა გაბრტყელება?!-კაცის ხმაზე ნაბიჯებს აუჩქარა გაკვირვებულმა ჯანდიერმა.
-მაგრად ნიკოლოზ, რა დაგემართა?! სულ ეს არი შენი ძალა?!
-აუ, დედა არ იცოდე მაინც რა ფაქიზოა!-მამამისის სიცილმა მიახვედრა რაც ხდებოდა, სამზარეულოს კარი ძლიერად შეაღო და ოჯახური სურათის დანახვისას თავი ძლივს შეიკავა რომ არ გაღიმებოდა.
-გაბრიელ, მოხვედი?!-მაგიდის ბოლოდან უღიმოდა ქალი.-მოდი, ხახვი დამიჭერი, წვრილად.
-ბებო, კაი რაა!-წინასწარ ატირდა უმცროსი ჯანდიერი.
-არავითარი „კაი, რა!“-შეუვალი იყო ნაირა.-მიდი, ხელები დაიბანე და სწრაფად დამიჭერი, მეჩქარება.
-გამარჯობა მაინც თქვი, შვილო, სად გაიზარდე?!-მონატრება და წყენა ვერ დამალა ზურაბმა.
-გამარჯობა, მამა.
-ქორწინების მოწმობა მოვაგვარეთ.-უჩუმრად დასძინა ნიკოლოზმა.
თითქოს უფროსები ხვდებოდნენ თავიანთ დანაშაულს, უმცროსების წინაშე.
-აბა, აბა!-ალექსანდრას დაძაბულ სახეზე სასწრაფოდ ჩაერია ნაირა.-ჩემს სამზარეულოში, თქვენი არეული ამბების დრო არ არის. ხინკალს ჭირდება ხასიათი, განწყობა! ოჯახური სითბო. მიხედეთ საქმეს!-ხმა გაიმკაცრა ნაირამ.
-ბებო, მაინცდამაინც ხახვი, მე რომ შემხვდა, კენჭისყრა მაინც გვეცადა?! იქნებ ბიძაჩემს ხვდება? ან უკეთესი და მამაჩემს?-მარცხენა ხელზე პერანგის ორი ღილი შეიხსნა და დიდი რუდუნებით აიკეცა იდაყვამდე.
-არა, მაგათ აქვთ უკვე თავიანთი საქმე.-დათმობას არ აპირებდა ნაირა.
-სამყარო მე უნდა გადავარჩინო განადგურებისგან და პლუს, ხახვიც მე უნდა დავჭრა?!-მარჯვენა მკლავს ეპოტინებოდა, უეცრად რომ გაეყინა სისხლი ძარღვებში.
ხომ გქონიათ წამი, როცა ვერ აანალიზებთ, ამ წამს მომხდარი მოვლენა თქვენი წარმოსახვის ნაყოფია თუ რეალობა?!
ალექსანდრას თლილი თითები ისე მსუბუქად ეხებოდა მისი პერანგის ზედაპირს, შეგრძნება უჭირდა დანარჩენი სამყაროსი.
საჩვენებელ თითსა და ცერა თითს შორის მოქცეული გადაკეცილი პერანგის ბოლოს კიდევ ერთხელ შეუსწორა ნაკეცები და ორი ნაბიჯით უკან დახეულმა კვლავ თავისი საქმე განაგრძო.
ისე თითქოს, არაფერი, სრულიად არაფერი არ მომხდარა.
-ოცდაოთხი ნაოჭი, მე ვფიქრობ ძალიან ბევრია.
-მოდი ჯერ თვრამეტით დაიწყე.-ეცინებოდა ნაირას და თვალებში აფეთქებული ფეიერვერკებით ჯერ ალექსანდრას უყურებდა მერე გაბრიელს, რომელიც ხახვს ისე რუდუნებით ჭრიდა ვინმე იფიქრებდა ცხოვრების უკანასკნელ მისიას ასრულებსო.
-ხახვი ხომ უკვე გვაქვს, რატო ვატირებთ?!-უჩურჩულა გოგონამ მოხუცს.
-არაუშავს, ბებო. ხანდახან ცოტა უნდა იმაიმუნო. აბა ეგრე სად არი?!
-როდემდე ნაირა?-ცრემლების ზღვაში ნელ-ნელა იძირებოდა ჯანდიერი.
-კიდევ ცოტაც, გაბრიელ.-სიცილს ვერ იკავებდა ოთახში ვერც ერთი.
-მაშინებ, ბოლოს ეგ სიტყვები რომ თქვეს, ის ბიჭი კედელში ჩააშენეს უმოწყალოდ. რა გინდა გამაგებინე, ხახვის ყანაში ჩამრგო?!
-ხო, იქ რომ ცერეცოდ ამოხვიდე.
-რატო, ბებო? რა დაგაკელი?-უკვე შემაშფოთებლად ტიროდა გაბრიელი.
-რა არი, მამა ქალუსია ხოარ ხარ, რა გატირებს ... დედა, დაჭრა სამი კილო ხახვი, მოხედე!
-ვაიმე, მოგიკვდეს ნაირა!
იქაურობას სიცილის ტალღამ გადაუარა.
ვერავინ ბედავდა გარე სამყაროს საკითხების ამ ოთახში შემოტანას.
თითქოს ყველასგან და ყველაფრისგან დაცული კედლები იყო.
ახალი შტრიხებით გაფერადებული და უფრო გალამაზებული თითოეული ძველი წევრისთვის, რომელთა გულებშიც ნელ-ნელა შედიოდა ახალი ადამიანი.
-კარგი, მოდი შევთანხმდეთ, რომ პირველად გავაკეთე!-ნერვიულობისგან ცივმა ოფლმა დაასხა გოგონას.
-არ არი ეგ გასასამართლებელი მიზეზი. გემრიელი ხელი ან გაქვს ან არა.-მხრები უდარდელად აიჩეჩა გაბრიელმა და პირველმა გამოსტაცა ნაირას თეფში ხელიდან.
-ხოდა არ ჭამო, შენ!-ნერვები მოეშალა ალექსანდრას.
-რას ამბობ, მერე ვინ დაგცინოს?-თეატრალურად შეიცხადა გაბრიელმა.
-შენ, რა გინდა, რომ გცემო?!-ორი ნაბიჯით დაწინაურდა წარბებშეკრული გოგონა.
-მეცნობა ეს სიტყვები, ნეტა საიდან!?-აღიღინდა ზურაბი და ძმას გადმოხედა.
-ყოჩაღ, დედა. გადაგირევია ბავშვი!-ჩაერია ნიკოლოზიც.
-აბა, რა ჩემო გოგო. მაგრად დაუდექი! არ მოეწონება? მეორედაც უნდა გააკეთო. ოღონდ უკეთესი, კიარა. უარესი. რამდენჯერაც გეტყვის არ მომწონს, შენ იმდენჯერ უარესი და უარესი გააკეთე. მერე ვეღარ მოისმენ უარყოფითს ვერაფერს.-ჭკუას არიგებდა ნაირა ალექსანდრას, რომელიც განგმირავი მზერით დასცქეროდა გაბრიელს.
იჯდა და ჭამდა.
აი, ასე.
უბრალოდ და თავისუფლად.
ყოველგვარი მოკრძალების გარეშე.
ზუსტად ისე როგორც ხინკალს და მის ტრადიციას შეეფერება.
არც ერთი წვეთი წვენი არ დაუღვრია.
ხუთი ცალი ძალიან მშვიდად რომ შეჭამა და მეექვსეს გადასწვდა ალექსანდრასაც უმტყუნა ნერვებმა.
-ამოთქვი, ბოლოსდაბოლოს!
-ნუ, აი, იცი რა?!-გაჩერდა. მეექვსე ხინკალი ისევ საწყის პოზიციაში დააბრუნდა და ტუჩები სასაცილოდ გამობურცა.-როგორ გითხრა.
-თქვი.
-აი, ოცდაოთხი ნაოჭით რომ გააკეთებ, მერე შეიძლება ვაღიარო, რომ ცუდი არ არი.
-ა, ანუ ცუდი არარი?!-წარბები მაღლა აზიდა ალექსანდრამ.
-ჰო. ნუ, არაუშავს.
-ა, ანუ არაუშავს?-ფეხზე წამოდგა მაისურაძე.
-ჰო. არი, რა.
-გასაგებია.
ორ წამიან დუმილს ნიკოლოზის და ზურაბის ჩუმი სიცილი რომ მოჰყვა ვერც ერთმა ვეღარ შეიკავა ხარხარი ალექსანდრას სახეზე.
-ცუდია?! მართლა ცუდად გავაკეთე?! როგორც მითხარი, ისე რომ მოვახვიე?! ვითომ ოცდაოთხი ნაოჭის ბრალია? ხვალაც რომ გავაკეთოთ?-ვერ გაიაზრა როგორ შემოეხვია მოხუცი ქალის დანაოჭებული ხელები, როგორ გაათბო უცხო ხალხის მზერამ და როგორ იფეთქა მასში რაღაცამ რასაც ჩვენ ადამიანები ვეძახით „სახლს.“


საღამო იყო.
უჩვეულოდ მშვიდი და თბილი.
ლუკასთან დარეკვა სცადა, მაგრამ ნომერი დაკავებული იყო.
კიბეები აიარა და საკუთარი ოთახის ნაცნობ სტუმართან დააპირა შესვლა, მაგრამ ადგილზე შედგა, როცა გაიგო, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონზე.
-გეფიცები, იჯდა ჭამდა და ხმასაც არ იღებდა. როგორ შეიძლება ადამიანმა თხუთმეტი ცალი ხინკალი ჭამო და თქვა, რომ „არაუშავს.“-ეზიზღებოდა სხვისი საუბრის მოსმენა, მაგრამ მიხვდა აშკრად მასზე საუბრობდნენ, ღიმილი ვერ შეიკავა და კართან ახლოს მდგარი გაირინდა.
-არა, იჯდა ასე უძრავად. ხო იცი, თუ არ უნდა მაგას ემოცია არ ეტყობა. ხოდა გადავწყვიტე, რომ აღარასდროს გავაკეთებ ხინკალს. თუ რას ფიქრობ, იმდენად ცუდი იყო, რომ ყოველ დღე ეგ გავაკეთო?!
პირზე ხელი აიფარა ხმამაღლა რომ არ გადაეხარხარა.
-ჰო, გეფიცები თხუთმეტი ცალი. ჰო, არა, ეგ მეც გამიკვირდა. იცი რა ვიფიქრე?! ის ღვეზელი ხომ არ გამოვაცხოთ ... მაშინ რომ ამბობდი ლუკას ძალიან უყვარსო, მეც მაინტერესებს, როგორია. ჰო?! გაბრიელსაც უყვარს?!-ხმაზე ეტყობოდა, ზუსტად იცოდა რომ ღვეზელი ლუკაზე ძალიან გაბრიელს უყვარდა და სიცილის შეკავება კიდევ უფრო უჭირდა კართან მდგარ გაბრიელს.-არ ვიცი ... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზუსტად ეს მომწონს. თითქოს პროფესია ვიპოვე. არა, გაბრიელის საყვარელ კერძებს კიარ ვგულისხმობ ...-თვითონაც გაეცინა ალექსანდრას.-საჭმელების კეთებას. ნაირასთან ერთად მომწონს, ვმშვიდდები. მგონია, რომ აღარაფერი მაწუხებს და მოსაკლავად არავინ მეძებს.
გული ჩაწყდა რომ გაახსენდა ამ კედელებს მიღმა რა საფრთხე ემუქრებოდა ალექსანდრას.
-ჰო, მაგრამ ნაირა ისე აბალანსებს ყველაფერს, მგონია რომ აღარაფერი გამიჭირდება. ანას ველაპარაკები ყოველ დღე. აფრიკაში მიდის წითელი ჯვრის ორგანიზაციის საქველქმოქმედო პროექტში. ამიტომ მასზე არ ვნერვიულობ და ყველაფერი ისეთი კარგია ... თითქოს ჩემი ერთადერთი დარდი გემრიელი საჭმელებია.
ვეღარ მოითმინდა.
კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო.
საწოლზე წამოწოლილმა უცნაურ პოზაში აღმოაჩინა, რომ ოთახში მარტო არ იყო.
-ასე თავი გეტკინება.-გაეცინა გაბრიელს და უმალ ჩამოსწია ფეხები კედლიდან ალექსანდრამ.
-არ უნდა იკითხო ჩემ ოთახში რომ შემოდიხარ ჩემი თხუთმეტი ხინკლით?!
-ოთახიც და ხინკალიც ოფიციალურად ჩემ მფლობელობაში არიან, ასე რომ რა კეთილსინდისიერი ვარ, მაინც რომ დავაკაკუნე.
-მართუშ, დაგირეკავ საღამოს. მოვიდა ამრევი.
-ა, მე ვარ ამრევი?!-საჩვენებელი თითი გულზე მიიბჯინა ჯანდიერმა და სასაცილოდ აათამაშა წარბები.
-დიახ.
-ჩაიცვი, გავისეირნოთ.
-სად?!-საწოლიდან წამოფრინდა ალექსანდრა.
-სად გინდა?-თავისი გარდერობიდან მაისური გადმოიღო გაბრიელმა.
-სოფელში.
-არ მაქვს სოფელი.
-მე მაქვს.
-მისამართი ზუსტად გახსოვს?
-მახსოვს. წამიყვან?
-ჩაიცვი.
-მართლა წამიყვან?
-მალე თუ ჩაიცმევ, კი.
-მზად ვარ მაშინ.
-მოიხურე რამე, სიცივეა ღამით.
-ნაირასაც ვეტყვით?
-ნაირასაც უნდა ვუთხრათ?-ეღიმებოდა ჯანდიერს.
-ხო, აბა მე და შენ მარტო ხოარ წავალთ?
-რომ წავიდეთ?
-არა.
-რატო ასე მკაცრად?-გაეცინა გაბრიელს უხერხულად.
-სოფელი არი ოჯახური გარემო და მაგიტო. იქ უნდა წახვიდეთ ბევრნი, რომ კარგად გაერთოთ.
-ოჯახური გარემო გინდა?
-ჰო.
-კაი, მიდი მოემზადე და დაგტოვებთ იქ რამდენიმე ...
-არა.
-რა, არა?!-უკან მობრუნდა ცოტა დაბნეული, არეული ემოციებით სავსე.
-„დავრჩეთ.“
-რა?!
-უნდა გეთქვა, „დავრჩეთ იქ რამდენიმე დღე.“
-მე ვერ დავრჩები, თან ოჯახური გარემოა და მე ...
-მერე შენ არ ხარ ოჯახი?
-არ ვიცი, ვარ?!-გაეღიმა და კომოდს მიეყრდნო გახევებული.
-არ ვიცი, მე მასწავლეს რომ ცოლები და ქმრები არიან ოჯახი ერთმანეთის. შენ, სხვანაირად გასწავლეს?!-მხრები აიჩეჩა ისე ბავშვურად და ისე გულწრფელად ორი წამით გაბრიელს სიტყვა გამოეცალა.
-მერე მე რომ შენი „მართალი“ ქმარი არ ვარ?-გაეცინა მკრთალად.
-რამდენს ლაპარაკობ, დავიღალე. მე მზად ვარ, ბებოსაც ვეტყვი. ლუკასაც დავურეკოთ.
-დავურეკოთ.
ოთახში მარტო დარჩენილი იღიმოდა.
ოთახში რაღაც ისე აღარ იყო, როგორც აქამდე.
ოთახში მეტად აღარ ციოდა.

20 აგვისტო
ავღანეთი

„-მამამისის შვილს ვინ გააწვალებდა წოდებაზე და სტატუსზე?!-სამზარეულოს მაგიდას აწყობდა ფორმიანი ბიჭი კართან მდგარმა ჯანდიერმა გუმანით რომ იგრძნო სწორედ მასზე საუბრობდა ქართველი.
-შენ, საქმეს მიხედე და იქნებ ჯანდიერსაც აჯობო წოდებით!-ამ ლაღ ხმას მილიონში გამოარჩევდა. ისეთი მშვიდი იყო საყვედურსაც სხვა მუხტით ამბობდა ირაკლი მაისურაძე.
-შენ, დაიცავი, არ გაგეპაროს მაგათი ძვირი.
-მე მეგობრობა ეგრე მასწავლეს, ჯანდიერმა შენზე რომ თქვას ცუდი ბიჭია ზურგს უკან მლანძღავსო მასაც იგივე ვუთხრა, რასაც შენ გეუბნები!-ხმის ტონი არ ეცვლებოდა ირაკლის.
-ხო, აბა რა. ჯანდიერის და ზარდასტანიშვილის იქით, ჩვენ რა „მაგარი საძმაკაცო“ ხალხი ვართ?!-ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა.
-შენ, იცინი, დიტო და ლუკას და გაბრიელს შენთან მეგობრობა უნდოდა და ვერაფერი რომ ვერ მოახერხეს მე მითხრეს, იქნებ გამაცნოო.-გაბრიელმა სიცილი ვერ შეიკავა ირაკლის მტკნარ სიცრუეზე.
-ვინ გაბრიელმა და ლუკამ?!-სუფრას თავი მიანება გახევებულმა დიტომ და უკან მდგარ ირაკლის მოხედა, რომელიც დიდი რუდუნებით ასხამდა თეფშებზე საჭმელს.
-მეთაურებმა.
-შენ, ახლა ხუმრობ, ხო?!
-რა მეტყობა ხუმრობის?-მხრები უდარდელად აიჩეჩა და კართან მდგარ გაბრიელის ლანდს ღიმილიანი მზერა შეავლო.
-ხუმრობ აბა რა ჭირად ვუნდივარ მე ან ერთს და ან მეორეს მეგობრად?
-ორივემ იცის რომ ხალხი ომში უნდა დაიმეგობრო, მშვიდობის დროს რომ ზუსტად იცოდე კარგი მეგობრები გყავს გვერდით და არ მიგატოვებენ.
-მოიცა,რა.-ორი წამით შეყოვნდა, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ირაკლის უჩურჩულა.-მართლა?!
-მართლა.
-მერე, როგორ უნდა დავუმეგობრდე?!-ხელები სასწრაფოდ შეიმშრალა ნაჭერზე და თითქოს შეფარული პატივისცემის ნიშნად ქუდი შეისწორა.-ოღონდ ისე რომ ვერ მიხვდნენ მეც მინდოდა მაგათთან მეგობრობა.
-ეგ საქმე მე მომანდე და მოდი დამეხმარე რომ პურები ვარსკვლავების ფორმებით ამოვჭრათ.
-აი, რა ჯანდაბად უნდა დაღლილ ჯარისკაც ვარსკვლავების ფორმიანი პურები, გამაგებინე ან ეს რა არი ... რა გიქნია ამ წიწიბურასთვის?! საიდან მოიტანე გულის ფორმები?!
-ხო მაგარია?!-სიცილი აუვარდა ირაკლის.
-შენ ვერ ხარ, აი ჩამოყალიბებულად გაკლია.
-ღმერთო რა მაგარი ხარ.-ბედნეირი დაჰყურებდა საკუთარ ნამუშევარს და სასადილო ოთახში შემოსულ ჯარისკაცებს სათითაოდ ესალმებოდა.“


ყველაფერი ისე გააფერადა თავადაც ვერ მიხვდა, ღმერთმა პალიტრაზე ფერები და ფუნჯი სწორედ მას რომ მისცა და უთხრა „დაიწყე სწავლა - იყო ბედნიერი.“
საღამო ხანს სახლში სასიამოვნო ფუსფუსს დაედო ბინა.
-ზურაბ, შენი მოსაცმელი მე მინდა, შენ ჩემი ჩაიცვი.-კიბიდან სირბილით მოდიოდა ნიკოლოზი.
-არა.
-რატო, მაგალითად?!
-არ მინდა, კაი რომ იყოს მაგას მომცემდი?! ჩემ მოსაცმელს მე ჩავიცვამ შენს მოსაცმელს შენ.
-ფუ, რა ღორი ხარ!
-დედა, უთხარი შენ შვილს ნუ მაყენებს დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას.
-გაბრიელ, ამ კალათაში პროდუქტები მიდევს, ყველაფერი რაც სახლში მომეპოვებოდა ჩავაწყვე. ნელა, ფრთხილად გაიტანე და მანქანაში მოათავსე.
-მე არ მცალია ლუკასთან უნდა გავიდე და ...-ლუკამ მანქანა ეზოში რომ შემოაყვანა სახე მოეღრიცა უმცროს ჯანდიერს.-ეს ხო კაცს არ გამოადგება!
-მოკიდე მეთქი ამ კალათას ხელი და ლუკა გამოუშვი მეორე კალათას გამოვატნევ.-დაუცაცხანა ბებიამ შვილიშვილს.
სახლში შემოსულ ლუკას ხელში კალათი რომ მიაჩეჩა გაბრიელმა ძალიან საქმიანი იერით მიხვდა ზარდასტანიშვილი ვერ იყო საქმე კარგად.
-რატო გაქ სახეზე დაღი დასმული?-სიცილი ვერ შეიკავა მეგობრის გამომეტყველებაზე.
-სოფელში წასვლა ვთქი ესენი ომში მიდიან.
-რაო ნაირა ბებო, რატო წუწუნებს თქვენი შვილიშვილი?!
-კალათმა მოწყვიტა იბერიის გაბრწყინებით დაკავებული ხელები.-სასაცილოდ დაბრიცა ქალმა სახე.
-მესმის!-შესძახა ჯანდიერმა.
-დედა, უნდა გესმოდეს, ბებო, ჯერ ადრეა შენთვის სიყრუვე. ეგ მერე, ბაბუაშენის ასაკში რომ შეხვალ.
-აი, რა დავაშავე?!
-გაბრიელ, ორი წამით ამოხვალ!?-მეორე სართულიდან გაიგონა თუ არა ხმა მაშინვე ლუკას მზაკვრული მზერა მოხვდა თვალში.
-რა გაცინებს? მეძახის ადამიანი, რა მოხდა?
-მე ვთქვი რომ რამე მოხდა?!-ახარხარდა ლუკა.
-არ იქნება ლუკა ეგ სულ ეგრე!-საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუქნია და სახლში შემოვარდნილ პატარა ბაჩოსთან ერთად აიარა მეორე სართულის კიბე.
კისერზე შემოჯენილი პატარა ზარდასტანიშვილი ცხოვრებას უმარტივებდა ყველას თავისი მხიარული თვალებით.
-სანი აქ არი?!-ცქმუტავდა პატარა.
-აქ არი.-ღიმილს ვერ იკავებდა გაბრიელი.
-მაინც არ გაუშვი?!
-ხო, გითხარი არ გავუშვებთქო?
-მაგარია, ცოლად უნდა მოვიყვანო!
-რიგი დაიკავე ახალგაზრდავ.-სიცილს ვერ იკავებდა თავისი ოთახიდან გამოსული ზურაბ ჯანდიერი.
-ეგ რას ნიშნავს?-მაღლიდან დახედა მომღიმარ ნათლიას.
-ჯერ ჩემი ცოლია და მერე ვნახოთ - მაგას ნიშნავს.-იცინოდა გაბრიელი და კართან მდგარ გახევებულ ალექსანდრას შორიდან უყურებდა, ისე თითქოს ვერ ხვდებოდა შეცდა ამ წინადადებით თუ ...
-სანი!-აყვირდა პატარა.
-როგორ ხარ, პატარა მაიმუნო?!-გონს მოეგო გოგონა.
-კარგად, მომენატრე, ცოლად როდის უნდა გამომყვე!?
-დიდი კონკურენციაა!-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა ნიკოლოზმა და ძმის გზას გაუყვა პირველი სართულისკენ.
-მზად ხარ?-არაფრით შეიმჩნია სიტუაცია გაბრიელმა.
-მართამ რაღაც ტანსაცმელები მაჩუქა, მე ვერ გადავწყვიტე რომელი წამოვიღო სოფელში ... შენი აზრით სიცივე იქნება?!
-ტანსაცმელები ... ეგ უნდა გეთქვა, აუ ... აუ, საერთოდ ამომივარდა გონებიდან რომ ტანსაცმელები გჭირდებოდა.-თავზე შემოიწყო ხელები გაბრიელმა და კართან მდგარ ალექსანდრას შეწუხებული მზერა მოავლო.-ახლა რომ წავიდეთ?!
-არა, რაც მაქვს იმას ჩავიცვამ უბრალოდ მითხარი რა ამინდის პროგნოზი მე ...
-ტელეფონიც არ გაქვს!-მეორედ შეწუხდა ჯანდიერი.
-არ მითქვამს ამიტომ ...-თავი უხერხულად იგრძნო ალექსანდრამ.
-წამო ჩემთან ...-ბავშვი ალექსანდრას გადაულოცა და თავისი ოთახის კარი შეაღო.
გარდირობის წინ მდგარი ალაგ-ალაგ ყრიდა ტანსაცმელებს საწოლზე.
-რას აკეთებ?!-ბავშვით ხელში გაკვირვებული უყურებდა სანახაობას ალექსანდრა.
-ესენი ჩაიცვი. ყველა ახალია არ მოგერიდოს და არ ... მოკლედ, ჯერ სითბოა მაგრამ სოფელში ღამით სავარაუდოდ აცივდება. ასე რომ თბილი პიჟამოებიც გინდა.-ალექსანდრას გვერდი აუარა და კიბიდან დაუძახა ბებიამისს.
-ბებო, თეთრეული ხომ მოგაქ?!
-მომაქ ბებო, ალექსანდრას თბილი პიჟამოებიც ჩავაწყვე.
-საიდან?
-რა შენი საქმეა საიდან?! ბავშვს ორი ხელი ტანსაცმელი ათხოვე და ჩამოდით უკვე!
-ხო ნუ მაგას უშენოდაც, ნაირა!-ცხვირი სასაცილოდ აიბზუა და ისევ ოთახში შებრუნდა.-ეს ჟაკეტი ხელში გეჭიროს, სანამ იქამდე ჩავალთ აცივდება და არ შეგცივდეს. დანარჩენები ჩაალაგე ამ ჩანთაში.
-მადლობა.
-მზად თუ ხარ წამო და მე ჩამოვიტან ამ ჩანთას.
-არა, ჩემი ცოლი უნდა გახდეს, მე ჩამოვიტან ჩანთას.-ატიტინდა ბაჩო.
-ბაჩო, შენმა ბაღელმა იცის აქ სხვა გოგოებს რომ ეფლირტავები?!-სერიოზული გამომეტყველებით დააჩერდა ალექსანდრას ხელებში განაბულ პატარა ბიჭს გაბრიელი.
-არა.
-ხოდა მე ვეტყვი.
-რატო, ეგ ხო არ არი კაცური საქციელი!-წარბები შეკრა ბიჭმა.
-კაცური არ არი ძმაკაცის ცოლის ხელებში ძალიან ამაყი სახით სიარული, გაიგე შენ?!
-როგორ?!-ვერ გაიგო ბავშვმა.
-მოდი ჩემთან!-ბავშვი გამოართვა მომღიმარ ალექსანდრას და კიბეზე ჩასვლისას იმდენი კოცნა შეწუხებულმა ბაჩომ მამამისს მიმართა დასახმარებლად.
-გააჩინე შენი და მოგუდე ფერებაში, ჩემსას თავი დაანებე!-იცინოდა ლუკა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ, მართა მოხედე შენ ქმარს.
მანქანებში გადანაწილდნენ.
ნაირას დაჟინებული მოთხოვნით მის შვილებთან განმარტოებით არჩია მგზავრობა და გაბრიელი და ალექსანდრა მარტო დატოვა.
სახლის გასაღები დაცვის ბიჭებს ჩააბარეს და გაუყვნენ გზას ალექსანდრას სოფლისკენ.
ბინდდებოდა და მიხვეულ-მოხვეული გზები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა ამ დაუგეგმავ მოგზაურობას.
-რამე მომიყევი.-მგზავრობით დაღლილმა ფეხები წინა სავარძელზე აკეცა გოგონამ და გაბრიელს ირიბი მზერა შეავლო.
-ბავშვობაში მინდოდა დედაჩემის სოფელში წასვლა.ზოგადად მინდოდა, რომ სოფელი მქონოდა.
-რატომ არ მიდიოდი?!
-დედაჩემი ცოცხალი არ არი, მის ოჯახს კი არ უყვარს როცა მისი სიკვდილის მიზეზს ასე ნათლად უყურებენ თვალებში.-გაეღიმა თვალებამღვრეულს.
-რომ დამჭირდეს მეც იგივეს გავაკეთებ. ყველა ქალი ასეა მოწყობილი. დამიჯერე, ეს არ არი ის რასაც ნანობ, თითქოს, ეს არი ის, რისთვისაც ცხოვრობ, გაბრიელ.
-სიკვდილისთვის?-ხმა ჩაუწყდა მამაკაცს.
-არასწორი მხრიდან უყურებ. შენ, რომ შენს შვილს გიკლავდნენ რას იზამდი?!
-ეგ მესმის, ბევრი ფიქრი არ ჭირდება ბუნებრივი კოდით გადმოსულ გმირობას, მაგრამ მაინც ძალიან გაუგებარი და რთულია.
-გიცდია მათთან ურთიერთობა?!
-არა.
-რატო?!
-მამაჩემმა თხოვა ავადმყოფ ქმართან ერთად ნაირას ძალიან უჭირს მისი მოვლა და იქნებ დაგვეხმაროთო ... -ეტყობოდა როგორ უჭირდა ლაპარაკი.-უარიც კი არ უთხრეს.
-ეგ როგორ?!
-აი, ასე. პასუხი არ დაუბრუნეს. ტელეფონი გაუთიშეს და დაამთავრეს.
-შენ, მაინც უნდა აპატიო, ხო?!
-ჰო.
-დედაშენის ხათრით.
-ჰო.-თავი დააქნია და წამით თვალები დაეხუჭა ტკივილისგან.-მამაჩემმა მითხრა ძალიან ლამაზი ყოფილა ფეხმძიმე.
-ჰო, მგონია რომ ყველა ქალს უხდება ორსულობა.-გაეცინა ალექსანდრას.-პატარა რომ ვიყავი ვთამაშობდი ხოლმე ვითომ ორსული ვიყავი და სასაცილოდ გამოვბურცავდი ამ მუცელს.-უკვე ხმამაღლა იცინოდა და გაბრიელის ღიმილზე გრძნობდა რომ ეს უფრო სასიამოვნოს ხდიდა ბავშვობის მოგონებებს.-ირაკლი სულ დამცინოდა. შენ ვინ უნდა გაზარდო ქათამი ჩაგაბარეს და ისიც მოგუდეო.
-რა ქენი?!-სხვა ტალღაზე დადგა ორივე.
-ვეფერებოდი და შემომაკვდა.-უდარდელად აიქნია ალექსანდრამ ხელი.-მე რა ვიცოდი თუ ვერ სუნთქავდა ხო უნდა ეგრძნობინებია?!
-თუ მოგუდე როგორ გაგრძნობინებდა?!-ხარხარებდა ჯანდიერი.
-ხო, რავიცი კი გაფართხალდა ერთი ორჯერ, მაგრამ ვიფიქრე ერიდებათქო.
-რას ქათამსო?!-სიცილს ვერ წყვეტდა ჯანდიერი.
-კაი, რა. იცი რა პატარა ვიყავი?!-თავი იმართლა გოგონამ.
-რამდენად პატარა.
-აი, ათ წლამდე რა.
-ხო, ძალიან პატარა ყოფილხარ.-იცინოდა გულიანად.
-მერე ეს ჩემი ქათმის სიკვდილი და ჩემ გამობურცულ მუცელზე ან მაისურში დამალულ პატარა ბალიშებზე სიცილი დაახლოებით ერთი ცნება, რომ გახდა ბატონი ირაკლისთვის მეც მივხვდი, რომ სხვა რამეზე უნდა მეთამაშა და დავნებდი.
-ალბათ როგორი ლამაზი იქნები დიდი მუცლით.-უნებურად გაეღიმა ემოციებით აღტაცებულ ჯანდიერს ორსული ალექსანდრას წარმოდგენისას.
-ალბათ ხო.-აჟიტირდა გოგონა.
ორ წამიანი დუმილი ისე ინსტიქტურად დაარღვია გვიან გაიაზრა რომ საუბარი ისევ მან გააგრძელა.
-შენც კარგი მამა იქნები. მომწონს როგორც თამაშობ ბაჩოსთან. როგორ არასდროს აგრძნობინებ რომ ის პატარაა და შენ დიდი.
-განსაკუთრებით მაშინ ცოლში რომ მეცილება, ხო?!-გაეცინა გაბრიელს და შიგნით რაღაც უცნაურმა დაიწყო სვლა.
-განსაკუთრებით მაშინ, რაღაც ძალიან სასაცილოს სერიოზულად რომ უხსნი და ისიც გისმენს ხოლმე.-იღიმოდა ალექსანდრა.
-აი, სანამ ერეკლე მეფობას გადავწყვეტდი ... მინდოდა ვყოფილიყავი მამა.-დიდი ხნის ნაფიქრი საიდუმლო გათქვა ჯანდიერმა.
-თუ ამასაც ისე მოინდომებ, როგორც ერეკლე მეფობა მოინდომე, შენ იქნები კაცი, ვისაც ყველა ქალი ისურვებდა თავისი შვილის მამად.
-ნუთუ!-შესძახა ჯანდიერმა და აღტაცებულმა გადმოხედა ალექსანდრას.-მე რომ კარგი მმართველი ვერ ვარ და შეუმდგარი პიროვნების ყველა ნობელი მოვიგე?!
-გავიგე, რაც უთხარი ქაანს ნოდარზე. მინდა იცოდე, რომ ასე მხოლოდ ღირსეული მართველები იქცევიან. ერთია, როცა უდანაშაულოს იცავ, მეორეა, როცა დამნაშავესაც ისე იცავ როგორც უდანაშაულოს.
-მიუხედავად იმისა, რომ უპრეცედენტო შემთხვევა დავუშვი და ჩემი მოქალაქე სხვას გავატანე გასასამართლებლად?!
-ეგ სხვა საქმეა. შენი დამნაშავე მოქალაქის გამო თუ უდანაშაულოს შეექმნება საფრთხე ისე უნდა მოიქცე, როგორც მოითხოვს საჭიროება.
-ანუ ხვალ ქაანმა შენი თავი რომ მომთხოვოს ...
-უნდა გადამცე.-გაეღიმა გოგონას.
-კარგი გადაგცემ.-გაფიქრებაზეც შეზარა ჯანდიერს, მაგრამ ვერაფრით გაუშვებდა ალექსანდრას გაბრაზების შანსს ხელიდან.
-ნეტავ აქამდე გამეცანი ...-ამოილაპარაკა უფრო თავისთვის და ფანჯარას თავი ისე მიადო გაბრიელს პულსი შეუნელდა ემოციისგან.
-რა ... ადრე რომ გამეცანი?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა პრემიერმა.
-არაფერი, უბრალოდ ვისურვებდი ჩვენი ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო.
-მაინც როგორ?!-არ ეშვებოდა ჯანდიერი ალექსანდრას.
-სადმე ... ლუკას ან უფროსი ბაჩოს დაბადების დღეზე გაეცანი ჩემ ძმას ჩემთვის. ისე როგორც ხდება ხოლმე ლაღ, სასიამოვნოდ მოსასმენ თბილისურ ამბებში. მე აუცილებლად ვიცეკვებდი და შენ აუცილებლად დამინახავდი. მერე ალბათ გაგიღიმებდი და შენ მიხვდებოდი რომ „შეიძლება.“ მოხვიდოდი და შენი ცუდი იუმორის რომელიმე შედევრს შემომთავაზებდი. მე გავიცინებდი ისე, როგორც იცინიან ამ დროს გოგოები.
-არა.-თავი გადააქნია და უცნაური გრძნობით აჟიტირებულმა სკამზე შესწორდა.-შენ აუცილებლად მეტყოდი. შეუმდგარი ადამიანი ხარ ცუდი იუმორით. ან რამე უფრო მწარეს.
-არა. მე აუცილებლად გავიცინებდი ისე და იმდენად რომ ორი წამით იფიქრებდი კიდეც რომ კარგად იხუმრე.-სიცილი აუვარდა ალექსანდრას.
-მერე აუცილებლად გთხოვდი რომ ჩემთან გეცეკვა.
-და მე აუცილებლად დაგთანხმდებოდი.-უკვე ხმით იცინოდნენ.
-ყველაზე თბილისურ ვარიაციაში გამოჩნდებოდა ბიჭი, რომელიც დაიწყებდა ჩხუბს, ანუ ვიღაც მესამე.-უკვე ეშხში იყვნენ შესულები.
-და მე სასწრაფოდ წამიყვანდა ირაკლი იქედან.
-ა, არ უნდა მიყურო შენი გულისთვის გმირობებს რომ ჩავიდენ?!-ეწყინა გაბრიელს.
-არა, მერე გოგოებმა უნდა მომიყვნენ, „ იცი შენ გამო ვის ეჩხუბა?!“ და მე სავალდებულო გაურკვევლობით უნდა ვიკითხო „ვის?!“ და მერე უნდა დაიწყოს ამბავი, როგორ დაამარცხე ბრძოლაში ვიღაც ცხრათავიანი დევი თბილისელი ბიჭის პირობაზე.
-და მერე საღამოს უნდა დაგირეკო და გთხოვო რომ დაბლა ჩამოხვიდე, იმიტომ რომ შენ სახლთან ვდგავარ.
-და მე უნდა ვიწუწუნო რომ არ ვარ მზად შენთან შესახვედრად.
-და მე უნდა გითხრა, რომ შევაწუხებ სამეზობლოს თუ არ ჩამოხვალ.
-და მე ვითომ უნდა შემეშინდეს ამის, ჩავიცვა ძალიან „სახლურად“ და ჩამოვირბინო კიბეები გულგახეთქილმა.
-მე მანქანას უნდა მივეყრდნო და დაგელოდო როდის მოაბამ თავს „გამარჯობას“ თქმას?!
-არა, შენ ბიჭი ხარ და პირველი, შენ უნდა მომესალმო.
-ჩვეულებრივად თუ რამე უფრო ორიგინალურად?!
-თუ თბილისური ვარიაციაა, მაშინ რამე უფრო თბილისურად.
-მაინც როგორ?!-ხმით იცინოდა გაბრიელი.
-„შენ გამო კაცი ვცემე და შენ ჩემ სანახავადაც არ მოდიხარ?!“ ან რამე უფრო მძიმე და გულშიჩამწვდომი.
-ეგ არ იყო არც მძიმე და არც გულში ჩამწვდომი.-სიცილისგან ვერ სუნთქავდა გაბრიელი.
-ამწამს მომაფიქრდა.-თავი იმართლა ალექსანდრამ და ისე ბუნებრვად უჩქმიტა გაბრიელს მხარზე.
-და შენ უნდა მიხვდე, რომ ამიერიდან ყველა ჩემ დარეკილს უნდა უპასუხო და მეზობლები არაფერ შუაში არიან, ყველა მიზეზგარეშე უნდა შემხვდე, ხოლმე?
-არა. ეგ თრილერში გადადის ჩვენ გვინდა რომანტიკა.
-ა, რომანტიკაც არი მანდ?
-რას ამბობ, ბიჭი რომ შენ გამო ცხრათავიან დევს ცემს, მე სხვა რომანტიკა არც ვიცი რა არი.
-არც ცნობ?!
-არც ვაღიარებ.
-და სინამდვილეში რა არი რომანტიკა?!-სიცილი დაცხრა და ჩაანაცვლა ემოცია ღიმილმა.
-ბუნებრივი ნდობა და სიმშვიდე ადამიანთან. მგონია რომ ამაზე დიდი რომანტიკა არ არსებობს. მერე ყველაფერი ლამაზი და რომანტიული ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტი კარს იქით რჩება და იმ წერტილში ჩერდები, სადაც უბრალოდ კარგად ხარ.
-ოდესმე განგიცდია?!
-მეკითხები ოდესმე მყოლია თუ არა შეყვარებული?-გაეცინა გოგონას.
-თუნდაც.
-არა.
-საერთოდ?
-არავისთან მქონია ეგ განცდა. მე არ ვენდობი პეპლებს და ემოციებს. ძალიან წარმავალია და არამყარი. რამე უფრო ძლიერი მჭირდება საიმისოდ რომ რომანტიკა ვიგრძნო. არ მომწონს ის ამბები, სადაც შენ, ჩემ გამო ვინმე უნდა ცემო, საიმისოდ, რომ მე შენ სერიოზულად აღგიქვა ან ამბავი, სადაც ღამე უნდა მომაკითხო და სამეზობლოს შეწუხებით დამემუქრო მე რომ გნახო. მე მომწონს ამბები სადაც ჩემ გამო დილით გაიღვიძებ და სადმე გამაცილებ. ამბავი სადაც ყველაფერი ლაღია მაგრამ ძლიერი.
-უფრო ზუსტად?
-გარეთ რომ ძალიან გაერთობი და ბოლოს სახლში მიდიხარ ეგ განცდა დაჭერილი გაქვს?! ან ათ დღიანი დასვენებიდან რომ ბრუნდები სახლში და პირველი ემოცია გეპარება, რომ აი ყველას სახლი კარგია, ყველა სასტუმრო მოგწონს, მაგრამ „სახლი მაინც შენია“ და სხვანაირად ხარ.
-კომფორტულად.
-ჰო. ოვერსაიზის მაისურს წააგავს ჩემი რომანტიკა. თავისუფლად ხარ. კომფორტულად. სახლში ხარ. ყველა ლამაზი კაბა კარგია, მაგრამ ის განცდა სახლში მისული შენი მაისურით რომ მოკალათდები - მგონია ცხოვრების ყველაზე დიდი კომფორტი.
-თუ სახლში ისე არ ხარ რომ ეგ დეტალები იგრძნო?! თუ სახლში ომიდან ბრუნდები?
-მაშინ ჯერ შენ შიგნით უნდა დაალაგო სახლი.-გაეღიმა ალექსანდრას.-თუ შენი შიდა სახლი, სადაც მხოლოდ შენ და ღმერთი ცხოვრობთ დალაგებულია, დამიჯერე გარეთ სამყარო რომ ჩამოიქცეს, შენ კარგად ხარ. მორჩა.
-რა მარტივად ლაპარაკობ.
-ძალიან მარტივია.
-განგიცდია ეგ სახლი?
-კი.
-სად?
-შენ ოთახში.-ამოიჩურჩულა და გაბრიელის მზერა დააიგნორა.
-აღარ ცივა.
-რაო?!
-ჩემ ოთახში, რაც შენ იპოვე შენი სახლი მას შემდეგ აღარ ცივა.-ხმა ჰქონდა საოცრად თბილი და ასეთი - თავისუფალი.
-ხო?-ხელები აუკანკალდა გოგონას.
-ხო.
და მერე იყო წამი როცა გაბრიელის მტევანში მოქცეული ალექსანდრას მომცრო თითები დამშვიდდნენ, ისე როგორც სახლში მოსული ჯარისკაცის დარდები.
თითქოს იპოვესო თავიანთი ნავსაყუდელი.

მანქანები გზაზე გააჩერეს და იქიდან გადმოსულებმა, ნაფერები ღიმილები ვერ შეიკავა, ოჯახის ვერც ერთმა წევრმა.
შებინდებულ საქართველოს მზის სხივები ემშვიდობებოდნენ და ცა ემგვანებოდა არეული ემოციების მქონე მხატვრის ვერ დასრულებულ ნამუშევარს.
-აქედან შორია?!-ბაჩოს თამაშით დაღლილი მართა მოუბრუნდა ალექსანდრას.
-კიდევ ერთი საათიც და ჩავალთ.-გაეღიმა გოგონას.
-სანისთან ჩავჯდები,რა.-აწუწუნდა პატარა ბიჭი.
-კაი, რა. გეძინება, დე უკვე და ტყუილად უნდა ...
-მერე ჩემთან დაიძინოს, გამოუშვი.-ხელები გაიშვირა ალექსანდრამ და ბაჩომაც მოხერხებული მოძრაობით დაიძვრინა თავი დედის ხელებიდან.
-სახლს ვინმე უვლიდა?-დაინტერესდა ლუკა.
-ყოველ სამ თვეში ერთხელ ვგზავნიდით ხალხს და აწესრიგებდნენ.-საქმიანი იერით ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და ყველას გაოცებული მზერა დააიგნორა.-ჩვენ ვერ შევძელით თქვენი ყველა უბედურებისგან დაცვა, მაგრამ ვეცადეთ ის რაც აქ დაგრჩათ მათთვის მოგვევლო და ხელუხლებელი ჩაგვებარებინა.
-საფლავები?-ენაზე იკბინა ხელებაკანკალებულმა ალექსანდრამ.
-ამასაც მოვაგვარებთ.-თავი დახარა ნიკოლოზმა.
-როდის უნდა ...-და თითქოს ხმა ჩაუწყდა გაბრიელის დაჭიმულ სხეულზე ალექსანდრას.-გავაგრძელოთ გზა, თორემ ძალიან დაგვაღამდება.
-ჰო.-უმალ დაეთანხმა ლუკა და გაბრიელს მხარზე ხელის შეხებით აგრძნობინა რომ უსიამოვნო საუბარი დასრულებული იყო.
მანქანაში ჩასხდნენ თუ არა მაშინვე მოკალათდა ალექსანდრა და ბავშვის მომცრო მსუბუქი სხეული გულში ჩაიკრა.
-კომფორტულად ხარ?-დაიწყო მოგუდული ხმით ჯანდიერმა.-ხო არ გცივა?
-არა, კარგად ვარ.-ძლივს გაუღიმა გოგონამ.-გინდა მულტფილმს ვუყუროთ?
-გინდა რომ მელაპარაკო?-ვერ ისვენებდა გაბრიელი.
-მაინც რაზე?-ბავშვის უარზე ეყურებინათ მულტფილმისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ბაჩომ ალექსანდრას კალთაში კომოფორტულად მოთავსდა და თამაში გადაწყვიტა.
-აი იმ ტკივილზე რაც ჯანდიერების ოჯახთან გაქ.
-არ მინდა ამაზე შენთან ლაპარაკი.
-რატო, იმიტო რო მეც ჯანდიერი ვარ?-გაეღიმა გაბრიელს.
-შეიძლება.
-შენი ნებაა, სანი. უბრალოდ იცოდე, რომ შენი ტკივილი ჩემი ნაწილიც არი.-და მერე თითქოს, სადღაც ბეჭდური ხარვეზივით გაეპარა.-ყველა გაგებით.
-მქონდა უფლება მცოდნოდა ბაბუაჩემის და ბებიაჩემის სიკვდილის ამბავი მე ესეც კი დამიმალეს.
-მამაშენზე ინფორმაცია მოვიძიე ... ლუკას მამის, გიორგის შტაბში ერთ-ერთი მოწინავე თანამდებობა ეჭირა. ხვდები რომ შენი საქართველოში ჩვენ მოსვლამდე დაბრუნება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული?
-ვხვდები.-ამოიტირა ალექსანდრამ და გაბრიელის დაჟინებული მზერა დააიგნორა.-უბრალოდ ის მოცემულობა რაშიც გავიზარდე არ მაძლევს საშუალებას ლოგიკურად ვიფიქრო რაღაცებზე, ხვდები?
-ვხვდები.-გაეღიმა გაბრიელს.-როცა მზად იქნები, მაშინ ვილაპარაკოთ ამაზე. უბრალოდ გთხოვ, გულში რამე არ დაიტოვო. მე შენთან ლაპარაკი მინდა, მაშინაც კი თუ მე იმ მხარეს ვარ, სადაც დამნაშავეები დგებიან, ხოლმე.
-შენ, არ ხარ დამნაშავე არაფერში.
-როგორ არ ვარ, აბა შეუმდგარი მართველობა?! ვერ გაბრწყინებული იბერია? -ეღიმებოდა ჯანდიერს.
-არ ხარ შეუმდგარი მმართველი.-ამოუბურტყუნა სასაცილოდ.
-არც შენ უბედურებაში არ მაქვს წვლილი? ჩემ გამო რომ აღმოჩნდი ამ შარში? ეგეც რომ არ გაკმარე და ცოლიათქო, ჩემი რომ მოვიტყუე?-არ ჩერდებობდა გაბრიელი.
-გინდა რომ გითხრა - ბედნიერი ვარ-მეთქი?!-გაკაპასდა გოგონა.
-ნუ მეჩხუბები.-სიცილი აუვარდა გაბრიელს.
-მინდა და გეჩხუბები. მაქ მე მაგის უფლება.
-ყველაფრის უფლებას გაძლევ, საერთოდ.-ხმაში სითბო ჩაეღვარა გაბრიელს.
-დიახაც უნდა მომცე.
-ჰოდა გაძლევ.-უკვე ხმით იცინოდა ჯანდიერი.
-წასვლის უფლებასაც?-შეპარვით იკითხა ალექსანდრამ.
-გინდა?-გული ჩაწყდა გაბრიელს.
-თუ მომინდება გამიშვებ?
-და დაგელოდები კიდეც.
-რომ აღარ დავბრუნდე?
-არ შეგაწუხებ ჩემი ლოდინით.
-ოდესმე დაიღლები და იპოვი ვინმეს.
-ჰო ალბათ.
-ახლა უნდა გეთქვა, არა. მთელი ცხოვრება შენ დაგელოდები და სხვა არ მინდაო.-ისევ წამოაყვირა გოგონას სიბრაზისგან.
-შენ, თუ გამწირავ უშენობისთვის ანუ ღირსიც ვყოფილვარ სხვის გვერდით ვიცხოვრო და დავიტანჯო.-გაეცინა გაბრიელს.
-მეხუმრები, ახლა შენ?
-აბა რას ვშვრები?-მამაკაცის სიცილი მთელ სალონში იღვრებოდა.
-გაბრიელ, გინდა რომ შენი ცოლი ვიყო და აქ დავრჩე?-ხმა ჩაუვარდა გოგონას.
-ჰო.-იყო პასუხი მშვიდი და ყოვლის მომცველი.
პასუხი აღარ დაუბრუნებია.
თბილი გრძნობით გამღვალმა დაიწყო დნობა, როგორც ყინულმა მზის სხივებზე მოელვარემ.
და სადღაც ვიღაც იწყებდა ფიქრს, რომ კარგი იყო ადამიანს ჰყოლოდა გვერდით მეორე ადამიანი და ორივე მათგანის გულს ჰქონოდათ ერთი გზა, სიყვარულის დაუღალავი ნაბიჯებით გასავლელი, გრძელი, თავისი ლხინ-ვარამით მოხატული, გზა რომლის ბოლოც მათ სახლთან სრულდებოდა.
და სადღაც ვიღაც რწმუნდებოდა იმაში, რომ ქვეყნად ყველას ჰყავს თავისი მეორე ნახევარი, რომლის გარეშეც იცხოვრებს ადამიანი სავსე ცხოვრებით, რომლის გარეშეც არ იქნება ადამიანი მარტო, რადგან ღმერთია ამ სამყაროში მის გვერდით, მაგრამ უკეთესია თუ იპოვნიდა იმას, ვისთან ერთადაც ბევრს იცინებდა, ბევრს იტირებდა, ბევრჯერ ეტკინებოდა და ამ ტკივილს სიყვარული დაუამებდა, ვისთან ერთადაც დაიჯერებდა რომ ამ ზღაპრის ბოლო აუცილებლად იქნებოდა - კეთილი.
და სამნი ამ ქვეყანაზე ივლიდნენ გზაზე დაუღალავად, მოზომილი ნაბიჯებით, ნაფიქრი და ვერ ნაფიქრი ოცნებებით, მოულოდნელი სასწაულებით და განცდით, რომ - „კარგია ჩვენ შორის რომ დადის უფალი.“

ძველებური სახლს წლებთა ვაება აქა-იქ შელახულ კედლებზე დამჩნეოდა.
ეზოში ძველებურად აღარ ყვაოდნენ ბებოს დარგული ჭრელ-ჭრელი ყვავილები.
ჭიშკრის ღრჭიალის ხმას მივიწყებული ბავშვობის მოგონებები გასდევდნენ ფონად.
ეტირებოდა იმის წარმოდგენისას, აღარავინ დახვდებობდა იმ სახლის კართან.
აღარავინ გაშლიდა ფართოდ ხელებს მის ჩასახუტებლად.
აღარავინ გაატირებდა შვილიშვილის მონატრებულ სხეულს, და იმის თვალებში დანახულ საკუთარი შვილის ბავშვობას ცხარე ცრემლებით.
სხეულში ცეცხლად დავლილ სისხლს ვერ იოკებდა ალექსანდრაში გაღვიძებული პატარა გოგონა, რომელიც თვალებით, ყურებით, გონებით, გულით , მთელი ორგანიზმით ეძებდა ოჯახს.
და უცებ, სადღაც, არსაიდან გაისმა ხმა ...
-ბებო, ეს მოიფარე, არ გამიცივდე.
და ხმა გახდა მისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე უფრო ტკბილი და საჭირო.
დანაოჭებული თითებით გოგონას მოშიშვლებულ მხრებზე ნაირა თბილ პლედს ანაწილებდა სანის სხეულზე.
-მოგშივდათ, ბებო? აი, კიდევ კარგი გუშინ დამცხვარი ხაჭაპურები რომ წამოგიღეთ. სახლში ხომ არი ფეჩი, ბებო? გაგიცხელებთ და ...-უკვე ძლიერად ეკვროდა ქალის სხეულს ალექსანდრა, თავისი გულზე მიხუტებული მძინარე ბაჩოს სხეულთან ერთად.
-მოგიკვდეს ჩემი თავი, მოგენატრა აქაურობა, არა?!
-ჰო.
-იქამდე ვიყოთ, სანამ გულს არ იჯერებ!-გაუღიმა თვალცრემლიანმა ქალმა.
-ჰო.
-ბავშვს გამოგართმევ.-ეღიმებოდა ჯანდიერს.
-ფრთხილად, ჩემი ჟაკეტი აცვია და კარგად დაიჭირე, არ შეცივდეს.
-მოდი ... აუ, ბაჩო შენ გაიღვიძებ და ვილაპარაკებთ სერიოზულად. გითხარი ჩემი ცოლია-მეთქი!-სასაცილოდ ბურტყუნებდა გაბრიელი და პატარა ბიჭს ძლივს ართმევდა პატარა ხელებში ჩაბღაუღებულ სანის მაისურს.

სახლში შესულები სათითაოდ ინაწილებდნენ ოთახებს.
ალექსანდრას პატარა ბავშვივით უხაროდა ყველა დეტალი.
მართას და ნაირას ყველაფერს ათვალიერებინებდა და ლუკას და გაბრიელის კინკლაობას ყურს შორიდან უგდებდა.
-შენ, ვინ გეკითხება მე ვიძინებ-მეთქი აქ.
-სახლი არი ჩემი, შენ სადაც გეტყვი იქ დაიძინებ.
-ეგრე შენ ფარდულში გამიშვებ დასაძინებლად, მკითხე ახლა თუ მაწყობს შენი ამ სახლში სიძედ მოვლინება.
-ხუთი საბუთი მაქ დასამტკიცებელი რომ საფუძვლიანი სიძე ვარ ამ სახლის.-სასაცილოდ იჭიმებოდა გაბრიელი.
-ხუთივე არი ყალბი.-მტკიცე იყო ლუკა.
-აუჰ!
-შენ, და ... იცი რომ აქ რა რიგით და წესითაც არ უნდა გადავნაწილდეთ შენ და ალექსანდრას ერთად გიწევთ ძილი?!
-არ გვიწევს.-წარბები შეკრა ჯანდიერმა.
-ვა, აივანზე იძინებ, ვარდენ?!-სიცილი აუვარდა ლუკას.
-აი, შენ მაკლიხარ სრული ...
-გაბრიელ, ლუკა, მოდით ირაკლის ბავშვობის ფოტოები ვიპოვე!-ყვიროდა დაბლიდან ალექსანდრა.
სახლი უმალ მოიყვანეს მწყობრში.
სამზარეულოში ნაირა და მართა განამწესეს.
ბიჭებმა ელექტროენერგიის შეკეთება აიღეს თავიანთ თავზე.
ძმებმა ჯანდიერებმა კი სველ წერტილებს მიხედეს.
ალექსანდრამ ყველას საძინებელი დაალაგა.
სახლში სიძველის სურნელი იდგა, გარკვეულწილად სასიამოვნო და ნოსტალგიური.
თითქოს ბაბუის ძველი წიგნი გადაშალა შვილიშვილმაო, სწორედ ასეთი ემოცია იღვრებოდა ირგვლივ.
შეშის ფეჩზე ნაირას ხაჭაპურები ნელ-ნელა ფიცხდებოდა.
კიტრის და პომიდვრის სალათა, შოთის პურებთან და იმერულ ყველთან ერთად იწონებდა თავს.
გვარიანად იყო შეღამებული, ყველას სუფრასთან მოეყარა თავი და ალექსანდრას მოყოლილ ამბებს უსმენდნენ გაღიმებული სახეებით.

-ძილის დროა.-მანიშნებელი თვალებით გადმოხედა ნაირამ ყველას.
-მე სამსახურის საქმეზე უნდა დავრეკო და დაგტოვებთ.-უხერხულად ჩაახველა ნიკოლოზმა და იქაურობას გაეცალა.
-ბაჩოს დავაწვენთ, ცოდოა.-გაუღიმა ალექსანდრას მართამ და ქმარი სკამიდან წამოაგდო.
-მეც წავალ, დავიღალე გზაში.-წყვილს დაემშვიდობა ზურაც და ორივე მარტო დატოვეს ეზოში.
-ნაირას ოინებია, არავის არ ეჩქარებოდა.-გაეღიმა გაბრიელს.-წადი, შენც დაიძინე, ცოდო ხარ.
-რამე მომიყევი.-სკამზე მოკალათდა უფრო მოხერხებულად ალექსანდრა.
-ჰო?!-სასიამოვნო გაკვირვება ვერ დამალა ჯანდიერმა.-რა გაინტერესებს?!
-ნებისმიერი რამ. არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ამბებს საინტერესოდ ყვები ხოლმე.
-მე?!-სიცილი ვერ შეიკავა გაბრიელმა.
-ჰო, შენ.-გაეღიმა ალექსანდრასაც.
-რა მოგიყვე?-საოცრად თბილი გაუხდა მამაკაცს ხმა.
-რამე, რაც შენ გინდა.-გაეღიმა გოგონას.
-რამე რაც მთელი ღამე გაგაჩერებს აქ.-ღიმილში აჰყვა გაბრიელიც.
-არ გეშინია?
-რისი?
-ჩვენი.
-რას ამბობ, ძალიან.-გაეცინა ხმით და ფეხი ფეხზე გადაიდო უფრო კომოფრტულად რომ მოკალათებულიყო.
-მოგწონვარ?!
-ასე პირდაპირ?-სიცილი ვერ შეიკავა ჯანდიერმა.
-ჰო.
-არ ვიცი, მომწონს შენი ყოფნა. ეს იმას ნიშნავს რომ შენც მომწონხარ?
-არ ვიცი. აქამდე არავის უთქვამს ასეთი რამ, ასე რომ წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს მოგწონდეს ჩემი ყოფნა.
-ვეცდები აგიხსნა ...-თქვა და სკამში შესწორდა კიდევ ერთხელ.-სანამ მოხვიდოდი ციოდა ჩემ ოთახში, ახლა თბილა.
-ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, შენც ხო იცი?
-რა არი შენი „საკმარისი?!“
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.-უბრალოდ ვიცი, რომ ეგ „საკმარისი“ არაა, საიმისოდ რომ აქ დავრჩე ... თუნდაც მხოლოდ ღამით.
-ღამეს მანდობ?!-გაეღიმა გაბრიელს.
-ერთხელ უკვე განდე, ასე რომ ჰო, განდობ.
-მე რომ ბევრჯერ გატკინე, სანი?!
-ეგრე მე ხელი მოგტეხე.-გაეცინა ალექსანდრას.
-შენ, მენდობი?!
-რაში ... რომ .. რა?!-კანი აეწვა ალექსადრას.
-რომ აღარ გატკენ არც ერთი წამით.
-სულ ეგ თუ არი, მაშინ გენდობი.-მხრები ჩამოუცვივდა გოგონას.
-დარჩები ჩემთან?-ხმა დაუბოხდა მამაკაცს.
-ეგ აღარ არი საჭირო, შენი ნდობა ასეც მაქვს და ისეც. სხვა თუ არაფერია, მაშინ ვერ ვხვდები რატომ უნდა ...
-შენ რომ ხარ არ ცივა-მეთქი, ალექსანდრა. სხვანაირად როგორ გითხრა, მჭირდები ამ ცხოვრებაში საიმისოდ რომ ჩემ ოთახში შემესვლებოდეს.
-გაბრიელ ...
-მანდობ შენ თავს?!
-მე ...
-იმიტომ რომ მე მომწონს როცა შენ გხედავ ჩემ ოთახში, შენ ალექსანდრა?! მოგწონს ჩემი სახლი?!
-მომწონს.
-ოჯახს არ გეკითხები, მე რომ მოვდივარ იმ სახლში, ის მომენტი შენთვის რამეს ნიშნავს?!
-არ ვიცი რას უნდა ნიშნავდეს.-ენა დაება გოგონას.
-აი, რომ გაიგებ, მერე გადავწყვიტოთ რჩები ჩემთან თუ არა.
-შენ ზუსტად იცი რომ ... ჩემი დარჩენა გინდა?!-ძლივს მოაბა სათქმელს თავი და წასასვლელად გამზადებული გაბრიელი ადგილს მიაჯაჭვა.
-ვიცი.
-საიდან?-მიაგება მეორე კითხვა მაშინვე.
უკან ნელი ნაბიჯით შემობრუნდა, გოგონას გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.
-უბრალოდ ვიცი.
-ეგ არ მყოფნის, გაბრიელ!-ამოიწუწუნა გოგონამ.
-რისთვის?-ეცინებოდა უფრო თავისთვის.
-ოო, შენ ვერ გაიგებ.
-ეცადე შენ მაინც, არა მე, კი ტყუილად მომცეს ის დიპლომი და ჩინ-მედლები, მაგრამ იქნებ გამეხსნას გონებაში რამე და გაგიგო.
-მაგას ვერ აგიხსნი.-ამოუბუზღუნა შეწუხებულმა.
ორი ნაბიჯით მიუახლოვდა და იქვე, გოგონას წინ ჩამუხლულმა ფრთხილად ჩამოადო სკამის მოაჯირებს თავისი მტევნები.
-გელოდები.
-ეს თითქოს ... ვიცი, რომ შენ ხარ, მაგრამ მაინც არ ვიცი.-ზუზუნებდა ალექსანდრა.
-უფრო, ზუსტად?!
-ვაიდა არ იყო?!
-აბა ვინ უნდა იყოს?-წარბები შეყარა მამაკაცმა.
-რავიცი მე, იქნებ სხვა არი, მეჰმეთი მაგალითად. მე კიდე ამაში ვერ ვრწმუნდები. მოკლედ ვერ გიხსნი რა, ქალი უნდა იყო ეგ რომ გაიგო.
-ვინ არი გოგო, მეჰმეთი?!
-მუსტაფა.
-შენ გააფრინე?!
-რა გაყვირებს?!-შეჰკივლა ალექსანდრამ.
-აბა რა აბდულ-შაჰილი და ქემალ ფაშა მოგინდა ამ ღამის ორ საათზე?!
-ვაიმე, ამიხსენიო და გიხსნი!-გაკაპასდა გოგონა.
-კიარ მიხსნი ნერვებს მიშლი!
-ნერვოზიანი.
-არაფერი არ გამოდის შენთან კარგი და რომანტიული, წავედი მე.
-მიბრძანდი!
სწრაფი ნაბიჯებით რომ გაეცალა იქაურობას და მარტო დარჩენილმა ალექსანდრამ უეცარი სიცივე იგრძნო, მიხვდა რაღაც ისე ვერ თქვა.
არსაიდან ღიღინი რომ მოესმა თვალები დაექაჩა.
აივანზე ნიკოლოზ ჯანდიერი იდგა და შორს სივრცეში იღიმოდა.
-ჰკითხე როგორ გადაწყვიტა ყოფილიყო ერეკლე მეფე და როგორ დაუმეგობრდა ლუკას.-თითქოს ალექსანდრას კიარ მიმართავდა, არამედ თავისთვის ფიქრობდა ხმამაღლა.
-მაინც როგორ?!-ასძახა დაბლიდან გოგონამ.
-უბრალოდ.
-როგორ?!-თვალები დაექაჩა ალექსანდრას.
მამაკაცმა კიდევ ერთხელ გაიცინა, თავი გადააქნია და სახლში შევიდა.
უჩვეულო ღამე იყო, ვარსკვლავები ახდენილი ოცნებებივით ცვიოდნენ თითქოს ციდან.

დილით ბაჩოს სირბილმა გააღვიძა საწოლში მწოლიარე.
-ბებომ ხაჭაპურები გამოაცხო, ჩამო, გელოდებითო, ასე ვუთხრა?-ტიტინებდა ოთახის შუაგულში და ღია კარში მდგარ ჯანდიერს უყურებდა გაფართოებული თვალებით.
-ჰო.
-სანიკო, ადექი, ბებომ ხაჭაპურები გამოაცხო, ჩამო, გელოდებითო გაბრიკოსმა.
-ნუ იმეორებ მეთქი!-ზუზუნედა კარიდან გაბრიელი.-ეგრე გასწავლე?!
-სანიკო, ადექი, რა.-ამოიწუწუნა ბაჩომ.
-მოდი ჯერ ჩამეხუტე.
-მე მითხრა შენ კიარა!-სასაცილოდ დაბრიცა ბაჩომ სახე და კარში მდგარს გაუცინა.
-დაბლა ვიქნები და ჩამოდით.-თქვა გაბრიელმა ცოტათი ხმამაღლა და ის იყო უნდა ჩაერბინა კიბე, ლუკას სიტყვებმა რომ შეაყინა ღიმილი სახეზე.
-სამინისტროდან რეკავენ, ანკარაში დაგვიბარეს! ტელეფონი გათიშული რატო გაქ!
-ჯანდაბა ...!-ლუკას გაწვდილ ტელეფონს დასწვდა სახეწაშლილი ჯანდიერი.-ჯანდიერი ვარ, რა ვითარებაა?!
-პრეზიდენტის სამდივნოდან არიან ... გასაიდუმლოებული შეხვედრაა, გირჩევნიათ არც თქვენ გაასაჯაროვოთო.-სიტყვებს ძლივს აბამდა გაბრიელის მდივანი.
-რასთან დაკავშირებითო არ უთქვამს?!-ხმაურზე უკან მოიხედა და კარში გახიდული ალექსანდრა დაინახა, თეთრი გრძელი სარაფანი ეცვა, შავი თმები აბურდვოდა და გაფართოებული, შიშჩამდგარი თვალებით შესცქეროდა მამაკაცს. ღიმილი ვერ შეიკავა სურათით მოხიბლულმა.
-მასალს ახსენებდნენ ბატონო პრემიერო!
-მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა, ბაჩო მამამის მიუყვანა, ხელის მარტივი მოძრაობით ალექსანდრა ოთახში შეიყვანა და კარი შიგნიდან ჩაკეტა.
-ახლა კარგად უნდა მომისმინო ....
-არ წახვიდე!-ხელები აუკანკალდა გაფითრებულ ალექსანდრას.-რამეს დაგიშავებენ, მე აღარ მინდა ... ვეღარ გავუძლებ ... ოჯახს მეორედ ვერ დავკარგავ, გესმის?!-მხრებზე ჩაფრენილ პატარა მტევნებს გაცხარებით უჭერდა მამაკაცს.
-უნდა წავიდე, ჩვენ ხომ ვიცით, აქ გყავს შენ შენი ოჯახი. იქიდან რომ ვერ დავბრუნდე არც ეგ იქნება პრობლემა, ლუკა აქ არი.
-ლუკა ... ლუკა არი, ნუ მაგიჟებ, გაბრიელ!
-თავი ხელში აიყვანე, შენ ძლიერი გოგო ხარ, ყველაფერს გაუძელი და ვერაფერი შეგაშინებს.
-არ მინდა, ოჯახის დაკარგვა, გესმის, შენ?! არ მინდა. ძლივს ბედნიერი ვარ, ამდენი წლის შემდეგ ისევ ვგრძობ სახლს, არ მინდა, გაბრიელ, რა მოხდება რომ არ წახვიდე!-ადგილზე ხტოდა ნერვებისგან აკანკალებული სხეულით.
-არავის არ კარგავ, მომხედე ...-გრძელი თითებით შეუწმინდა ცრემლებით დასველებული წითელი ლოყები გოგონას.-შენ აქ გყავს ნაირაც, ლუკაც, მართაც ... ყველა აქ არიან, მე წავალ და მალე ჩამოვალ.
-რომ არ ჩამოხვიდე, მე ... ჩემი ... ჩემი ოჯახი ...-სიტყვებს ვერ უყრიდა თავს გონდაკარგული.
-აქ გყავს მეთქი შენ შენი ოჯახი, დამშვიდდი.-თითქოს განზრახ აჭიანურებდაო ამ წუთებს ჯანდიერი, თითქოს სხეულში, რაღაც ეგოისტურად იკვებებოდა ქალის ამ რეაქციით.
-თუ შენ წახვალ მე ოჯახი აღარ მეყოლება. გემუდარები, ნუ მიმეტებ ამისთვის. არ გეყო, რომ ვერ მიპოვნე?! არ გეყო, რაც შენამდე მოსასვლელად გავიარე?! გეკითხები, არ გეყო მთელი ეგ შენი დამპალი საქართველო საიმისოდ, რომ მე გყოფნიდე?!
-სანი ...-მოსმენილისგან დამბლა დაეცაო თითქოს ხელები ძლიერად მოხვია ქალს.-ჩამოვალ. გეფიცები, მართლა ჩამოვალ.
-წავიდეთ, გავიქცეთ. სადმე სადაც ვერ გიპოვნიან. ერთად გავიქცეთ, ოღონდ იქ არ წახვიდე. მოგკლავენ, გაბრიელ. არავინ გაპატიებს ამხელა ქვეყნის მოტყუებას. გთხოვ, წავიდეთ. არ მეშინია, შენთან ერთად არ მეშინია. წავიდეთ. მე ახლავე ... ახლავე მზად ვიქნები და სადაც შენ მეტყვი იქ ....
-აქ დარჩი, ჩემ ოჯახში, ჩემ სახლში დარჩი. გთხოვ, სანი, ხომ იცი იქ უნდა წავიდე.-ძლიერად უჭერდა ხელებს ერთიანად აკანკალებულ სხეულს.-მე ჩამოვალ, თანამდებობას დავტოვებ და ...
-ეგ შენი წყეული თანამდებობა!-აყვირდა და მისი მკლავების მოშორება სცადა ჯანდიერი რომ გაუძალიანდა.
-ყველა ბრძოლა ღირდა ამად, თუ შენ უნდა გამეცანი ამ ამბის ბოლოს. გთხოვ. მყოფნი. მარტო შენ მყოფნი, ოღონდ შენ დარჩი. ოღონდ შენ დარდს ნუ გამაყოლებ.
-არ ჩამოხვალ, იქიდან არავი გამოგიშვებს.-ატირდა ალექსანდრა და სუსტი მკლავები მოხვია კისერზე მამაკაცს.-მე მხოლოდ ახლა ვიგრძენი სითბო. მხოლოდ ახლა გავბედე მეოცნება. არ შეიძლება ასე წამართვა ყველაფერი ამ ქვეყნის გამო, ხვდები?! არ შეიძლება სულ შენ სამშობლოს მიჰყავდეს ყველა ვინც მიყვარს და მე ვრჩებოდე ცარიელი. აღარ მინდა ისევ იქ დავბრუნდე, სადაც სიცარიელეს დამაჯერეს.
-ახლა მითხარი რომ გიყვარვარ?-გაეცინა გაბრიელს და მტევნებში მოქცეულ გოგონას სახეს დააჩერდა ამღვრეული თვალებით.-მე იქიდან ჩამოვალ, შენ სახლში დამხვდები და კარს გამიღებ.-დაიხარა და ძლიერად აკოცა ლოყაზე.
-არ დავრჩები.-ამოიტირა გოგონამ და მამაკაცის უკან დახეულ სხეულს თავისი სხეულის სითბო გააყოლა.
-არ მიკითხავს.-გაღიმებულმა ორი ნაბიჯი უკან გადადგა, თვალი ჩაუკრა, კარი გააღო და გარეთ გავიდა.
-ბებო, რა ხდება გამაგებინე?!-ნერვიულობა ეტყობოდა ხმაში ნაირას.
-არაფერი, ბებო ცოლი მოვიყვანე.-გაეცინა სრული სილაღით და კარში გასულმა კიდევ ერთხელ მოხედა ტირილით თვალებ ჩაწითლებულ ალექსანდრას.- იცი რა ლამაზია?!

ჭიშკართან მოსულ ავტომობილში ჩაჯდა და უკან აღარ მოუხედავს ისე წავიდა იქ სადაც, არავინ იცოდა ცხოვრება რას უმზადებდა.

მალხაზ ჯანაშია და თამაზ მაკალათია კაბინეტის კართან ელოდნენ თავდახრილ პრემიერს.
ხმის ამოღებას ვერ ბედავდა ვერც ერთი.
შენობაში თითქოს ჰაერი გაყინულიყო.
-როდის გავდივართ?-შეკრებილ საზოგადოებას მოავლო თვალი გაბრიელმა.
-ბატონო პრემიერო, ჯერ უნდა ვიმსჯელოთ რამდენად რელევანტურია ...-საუბრის წამოწყება სცადა თამაზმა.-ახლა იქ გაუგებარი ვითარების გამო ...
-თაზო, მე ვიკითხე, როდის გავდივართ-მეთქი.-კბილებში გამოსცრა ჯანდიერმა.
-ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხართ, ასე არ ხდება, ბაღი ხომ არ არი, სადაც დაგვიბარებენ ჩვენც ავდგეთ და მივიდეთ?!-ჩაერია ხმაგაბზარული მალხაზი.
-რას მიზამენ, ტყვიას შუბლში დამახლიან და გულის შეტევად გაასაღებენ?!-სიცილი აუვარდა გაბრიელს.-თურქეთის პრეზიდენტია, ბაღის ბავშვი ხო არა?!
-თურქეთის პრეზიდენტია, რომელმაც ახლახანს აღმოაჩინა რომ მოატყუეს!-თინა ამაშუკელის ხმამ ოთახში ზარივით გაიჟღერა.-ცხოვრებაში პირველად მესმის თქვენგან ტყუილი და ამ ტყუილის გამო მიწევს თავი დავხარო ყველა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც დაიჯერა, მათ პრემიერს გულწრფელად ქვეყანა ერჩივნა ყველა სხვა დანარჩენს!-ქალს თვალებში ცეცხლი უელავდა.
-თინა, არ ვაპირებ ჯერაც გაუგებარი თემის ...
-ვინ არის მასალი!-ქალის ხმაზე გაოცება ვერ დამალა გაბრიელმა, სკამი უკან ხმაურით დასწია და ქალისკენ დაიძრა დინჯი ნაბიჯებით.
-როგორ?!-ლუკას ავად ენიშნა გაბრიელის ეს რეაქცია, მაგრამ არ გარხეულა.
-ვინ არის მასალი!-არ შემდრკალა ქალი.-ვიმსახურებთ აგვიხსნათ ვის გამო ჩავვარდით საფრთხეში, ვის გამო შეავიწროვეს ქართველები თურქეთში და ვის გამო გავათენე ერთი კვირა ევროპის დიპლომატების კარზე აყუდებულმა, ხვეწნა-მუდარაში, როგორმე თქვენი სიმართლე დაეჯერებინათ, თუ თქვენ ტყუოდით ამ ამბავში!
-თინა, თქვენი ხმა შეუსაბამოდ მაღალია თქვენი პრემიერის წინაშე!-სიცივე ჩაუდგა თვალებში ჯანდიერს.
-ჩემი პრემიერი მე ავირჩიე ქვეყნის მთავარსარდლათ, თუ ჩემ ქვეყანას ვიღაც ...-სახე დაებრიცა ზიზღისგან.-ქალის გამო ომის წინაშე აყენებ, მიმიფურთხებია შენი პატრიოტიზმისთვის!
-ეგ ქალი ჩემი ცოლია, თინა.-კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა და ქალთან ზომაზე ახლოს მდგარმა უფრო ხმადაბლა განაგრძო.-ჩემი ოჯახია. ეგ ქალი გარდაცვლილი ჯარისკაცის დაა. გარდაცვლილი ლეიტენანტის ქალიშვილი. გარდაცვლილი მოხუცის შვილიშვილი, რომელმაც ქვეყანას მთელი ოჯახი შესწირა. ვის უნდა ვაპატიო ჩემ ქალზე ხმის ამოღება, როცა ვიცი ამ ოთახში ჩემი ჩათვლით ყველას ღვაწლი რომ ავწონო ალექსანდრას ცხოვრების ერთ დანაკარგს უდრის მთლიანად.-ღრმად შეისუნთქა და ორი ნაბიჯით უკან დახეულმა, თვალდახუჭულმა ხმის ჩაწყვეტამდე იღრიალა.-იცი, რამდენი დაკარგა შენი მშვიდი ძილის გამო?!
-გაბრიელ ...-ნაბიჯი გადადგა ლუკამ და გაბრიელის აღმართულ ხელზე ადგილს მიეყინა.
-ამ ხალხს არ ესმის და უნდა ავუხსნათ, ის რაც ჩვენ ვნახეთ ზღვაში წვეთია იმასთან, რაც სხვებმა ჩვენ გამო გამოიარეს. მამაჩემი მთელი ცხოვრება ჩემ ქვეყანას ემსახურა, ბიძაჩემმაც და მეც. იცი შენს და ჩემ შორის რა სხვაობაა?! არაფერი. მამებით არ იზომება ჩვენი ღვაწლი ქვეყნის წინაშე, თორემ ასე თამარის შიშველი ტერფები ეყოფოდა რუსუდანის დასვრილ ნამუსს. იცი რა სხვაობაა შენს და იმ ქალს შორის?! შენ შენი ქვეყნის გამო დიპლომატებს სიმართლის დაჯერებას ევედრებოდი, ის საკუთარ თავს თავისი ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ შენი ქვეყნის დაცვას ევედრებოდა. თავის მშვიდ და უშფოთველ ცხოვრებას გვერდით დებდა და მიდიოდა იქ, სადაც არ ევალებოდა წასვლა, რატო?! მარტივად. ცამეტი წლიდან ომშია. ტყვიების არა, ემოციების ომში. არ გაბედო და მეორედ ალექსანდრაზე სიტყვა არ დაგცდეს შემაღლებული ტონით ნათქვამი, თორე გეფიცები არ დავჯდები და მშვიდად არ მოგისმენ.
-ეს არ ცვლის ფაქტს რომ შენ მოიტყუე. ლამის ომში გაგვიშვი.
-სად მოვიტყუე?! მე არ ვიცნობ არავის სახელად მასალს. მე ვიცნობ ალექსანდრას გვარად მაისურაძეს და მას არანაირი კავშირი არ აქვს მასალთან. ჩემია. ჩემი ცოლია.
-და სად იყო აქამდე?! თუ შენი ცოლი იყო რატომ არ არი ეს არსად ...
-აი, ამ ახსნა განმარტებას პრემიერები არ აკეთებენ.
-პრემიერები ქალების გამო ომებს არ იწყებენ!
-პრემიერებიც არიან კაცები, მე კი მასწავლეს რომ კაცმა თავისი ცოლის გამო ომი კიდეც უნდა მოიგოს და ვაი მას, ვინც ამ გზაზე გადამეღობება!
-ვერ წახვალ იქ ... არავინ გამოგიშვებს, არავინ გაპატიებს ამ შენ პათოსს და ... ვერც პასუხს მოთხოვს ვერავინ. ვერ მოგძებნით ხვდები, შენ?!
-სიკვდილს არ ვაპირებ,
-ჯანდაბა, რა ჯიუტი ხარ! ლუკა, უთხარი რამე!
-შენი პათოსი ცდება უკვე მინისტრის ტონს.-უჩურჩულა თინას იქვე მდგარმა ლუკამ და ქალმაც ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
-ვინმეს კითხვები აქვს?!-გაბრიელის გავეშებულ სახეზე ყველამ თვალები დახარა ინსტიქტურად.-თუ იქ ზომაზე დიდხანს გავჩერდი, გამოაცხადეთ რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თუ ამ ზომასაც გადავაჭარბე, პროტოკოლი დაიცავით და მიჰყევით მითითებებს, აირჩიეთ ახალი პრემიერი და ქვეყნის მართვა ჩვეულ რითმში გააგრძელეთ. ჩემი არც ქვეყნიდან გასვლა უნდა გაიგოს ვინმემ და არც გაუჩინარება, ხომ გასაგებია?! ამ საქმეს ლუკა მიხედავს.
-შენ, გააფრინე?! შენთან ერთად მოვდივარ!-წარბები ავად შეკრა ზარდასტანიშვილმა.
-თუ ძმა ხარ თავიდან ნუ დამაწყებინებ. თავისუფალი ხართ, მალხაზ, თამაზ, ნახევარ საათში გავდივართ?!
-დიახ, ბატონო პრემიერო.-ამოილუღლუღა თამაზმა და მალხაზის გაჭირვებით გადაყლაპულ ნერწყვზე ნერვები კიდევ უფრო დაეძაბა.
-გაგვაფრთხილეს რომ არ უნდა დაფიქსირდეს ... მათი მხრიდან საბაჟო საქმის კურსშია.
-ცოტნე თაბაგარს დაუკავშირდით და სარფი აკონტროლოს, ტანსაცმელი მზად არი?!
-დიახ, ბატონო პრემიერო.
-მაშინ, ორი წუთით ლუკასთან დამტოვეთ.
ორივემ მოკრძალების ნიშნათ თავი დაუკრეს და ოთახიდან გავიდნენ.
-შენ გააფრინე?! მარტო აპირებ ქაანთან დაჯდომას და მასალზე ჭორაობას?! არ იცი რომ ვგიჟდები ბოევიკებზე, დრამაზე და ისტორიულზე?! მითუმეტეს სამი ერთში თუა?!
-მომისმინე, აქ მჭირდები. მე თუ იქიდან ვერ ჩამოვედი, შენ უნდა მიხედო ჩემ ოჯახს.
-არ მინდა რა ეს ყივჩაღების მეთაურის სფიჩები, აღმაშენებლის ჩახერგილი გზების მოტივებით, ძალიან გთხოვ!
-სერიოზულად, შენ უკვე ჩემზე კარგად ხუმრობ, დაგხვეწე ხედავ?!
-გაბრიელ, არსად არ ...!
-ნაირას,ნიკოლოზს, ზურას, დედაჩემის საფლავს და სანის შენ უნდა მიხედო. შენ ხო იცი, ჩემთვის მაგათზე დიდი არც ომი არსებობს და არც მშვიდობა. ძმურად. ვიღაც უნდა მეიმედებოდეს სახლში.
-სახლშია ნიკოც და ზურაც, ორივე საიმედოა, მე შენთან ...
-ლუკა!-შეჰყვირა გაბრიელმა.-გთხოვ, ოჯახთან დამირჩი. თუ აქ რამე აირევა, ყველას ხელი დაავლე და აქედან წაიყვანე, უკან დაბრუნდი და სამშობლოს მიხედე. ჯერ ოჯახი, მერე ქვეყანა. არ დაგავიწყდეს!
-ეგ არარი სწორი პატრიოტიზმი, ბიჭო.-სიმწრით ჩაეცინა ლუკას.
-ჯერ ოჯახი-მეთქი, მერე ქვეყანა. პირველი სისხლი ოჯახს ბოლო სამშობლოს. ჩემი საქართველო თქვენ ხართ და მე სხვა საქართველო არ ვიცი!
-ისე ნუ ამბობ ვითომ ბოლოჯერ გხედავდე!
-იმ შემთხვევაში, თუ ბოლოჯერ გხედავ, თუ რამ კარგი გამიკეთებია, შენთან ერთად ომში ყოფნა იყო.
-გაბრიელ ...
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვები აღარ ეყო.
მზერით გააცილა კარში გასული მეგობარი და უმალ გულში მძიმე ჩხვლეტა იგრძნო.
მისი პირველად დანახვის წამიდან ამ წამამდე ყველა მოგონებამ თვალწინ გაურბინა.
თითქოს სხეულის მეორედი ჩამოათალეს, მეორედ აეწვა მოშორებული ძმა.
ოთახს თვალი მოავლოდა გაიაზრა რომ ვეღარ ხედავდა.
ფანჯარას მივარდა და ეზოში გასულ გაბრიელს დაუყვირა:
-სახლში გელოდებით, ბიჭო!
პასუხად მისი გულწრფელი ღიმილი და შორიდან დაქნეული ხელი მიიღო.
იქვე ჩაჯდა და თვალები ძლიერად დახუჭა.
ჩხვლეტდა გული ყველა შესაძლო ალბათობას, სადაც უმეგობროდ რჩებოდა მეომარი.
მზე ჩადიოდა თითქოს სიცილის ფარდაგებზე, სადაც მეგობრები ისხდნენ ფეხმორთხმით და აგროვებდნენ ერთმანეთის თვალებში ნაპოვნ ღიმილების ვარსკვლავებს.

„შენთან ერთად მიომია, შენთან ერთად მიცინია ... სად მიდიხარ და სად მტოვებ?“

ფიქრობდა და მოწოლილ ცრემლებს ისე მალავდა, როგორც პატარა ბიჭი განცდას, რომ საყავრელი სტუმრები შინ ბრუნდებოდნენ, თავად კი მარტო რჩებოდა ცარიელ კედლებში.


გაიღო თუ არა პრემიერის წინ თურქეთის პრეზიდენტის კარი, ყველა სხვა, შინ დასაბრუნებელი დაიკეტა მძიმე ღრჭიალით.

.
.
.
-როგორ, ასე არაფერი გითხრეს და გამოგიშვეს?!-ღრიალებდა ტელეფონთან მდგარი ლუკა ზარდასტანაშვილი და თამაზის ყველა სიტყვაში ხავსს ეძებდა რომ ჩაჭიდებოდა.
-გამოგვყარეს იქედან, ბატონო ლუკა.
-მე მაგათ ვაჩვენებ როგორ უნდა ...
-ვერ გავამხელთ.-ჩაილაპარაკა თინამ და საბჭოს სხვა წევრებს მოავლო ცრემლიანი თვალები.-იქ რომ ვუშვებდით ვიცოდით, სიკვდილზე მიდიოდა. ვერ გავამხელთ, სხვაგვარად მოგვიწევს იმ ქალის ამბავი გავასაჯაროოთ, რაც ევროპის ყურადღებას მიიქცევს.
-რას მეუბნებით, გულხელდაკრეფილი შევეგუო ფაქტს, რომ დაიტოვეს?!
-სხვა გზა არ გვაქვს, ბატონო ლუკა.-ამოიხრიალა თამაზმა და თვალდახუჭული შეეგება ზარდასტანიშვილის არანორმალურ ემოციათა გამოვლინებას.
ვერავინ ეკარებოდა კაცს, რომელიც მესამედ კარგავდა ძმას, ომში, რომელსაც ერქვა „სამშობლო.“



„მოგესალმებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს გენერალი ლუკა ზარდასტანიშვილი, პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა გავაშუქებთ ამ კადრებს ... -ისმოდა ჟურნალისტის ხმა.

-მოგესალმებით, გაცნობებთ სამწუხარო ინფორმაციას ჩვენი პრემიერის, გაბრიელ ჯანდიერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ... იგი ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში და უტარდება სხვადასხვა სამედიცინო კვლევები, დროებით მის მოვალეობებს შეასრულებს ... ვიცე პრემიერი, ქალბატონი თინათინ ამაშუკელი. სხვა ცნობებს დროთა განმავლობაში მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.“- მიკროფონი გვერდით გასწია, ჩაწითლებული თვალები მორცხვად დახარა და იქაურობას გაეცალა.

ნაირას შემზარავი კივილი საფლავში მწოლიარე დედას ესმოდა, ნანობდა თავის შვილს, გაწამებულს და ვერ გახარებულს.
ვერ იძვროდა ვერავინ, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო.
დღეები ქროდნენ, როგორც ქარის მოტანილი ამბები, წვიმას გაყოლილ ცრემლებთან ერთად.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდებოდა და უარესდებოდა.“

***

სამი წლის შემდეგ
.
.
.
-ბე, კომში ვიყიდეთ კომპოტებისთვის.-შემოსასვლელიდან ყვიროდა ალექსანდრა.-დღეს დავიწყოთ მომზადება და ხვალ ჩავაწყოთ ქილებში.
-კარგად მოგიფიქრებია, ამ ზაფხულში პომიდვრის შენახვაც მინდა ზამთრისთვის. კარგია, საჭმელებისთვის იმ ქიმიებს ეს ჯობია.
-რა ენერგია გაქვს ადამიანო, რატო არ იღლები?!-სიცილს ვერ იკავებდა ზურა.
-არ მინდა და არ ვიღლები.-იუკადრისა ქალმა და ფუსფუსი განაგრძო სამზარეულოში.-სანიკო, მოდი დამეხმარე.
-ხელებს დავიბან და მოვალ!-გასძახა მოხუცს კიბეზე ასულმა და მეორე სართულზე გაუჩინარდა.

შტაბში შეკრებილ სამხედრო პირებს ლუკა ზარდასტანიშვილი თათბირს უტარებდა მოულოდნელად რომ შეაწყვეტინა თავისმა მდივანმა კარზე დაკაკუნებით.
-რა ხდება, ოთო?!
-ბატონო ლუკა, ზარია ისლამაბადიდან.
-ამაზე მნიშვნელოვანი?!-ხელით ანიშნა შეკრებილ საზოგადოებაზე ლუკამ.
-დიახ, ბატონო ლუკა.-ამოილუღლუღა ბიჭმა და შეშინებული მზერა მოავლო წარბაწეულ სამხედროებს.
-დამელოდე,-მიმართა ბიჭს და მაგიდასთან მსხდომთ მოუბრუნდა.-ძირითადი დავალებები მოცემულია, მჭირდება დეტალურად გაეცნოთ ამ საბუთებს და თქვენი შენიშვნები წერილობით გამომიგზავნოთ, თუ კითხვები არ გაქვთ, დაგტოვებთ.
-ნახვამდის, ბატონო ლუკა.-ერთხმად წარმოთქვეს და ცივი მზერით გააცილეს ზარდასტანიშვილი ოთახიდან.
-რა მოხდა, კი მაგრამ?!-კართან ატუზულ ოთოს დაუბრიალა თვალები ზარდასტანიშვილმა.
-თქვენი სიძე რეკავს.
-საიდან პაკისტანიდან?!-თვალები დაექაჩა ლუკას.-გუშინ წინ ველაპარაკე და ლონდონში იყო.
-ბატონო, ლუკა ნუ მიყვირით ვიბნევი.
-შენ, საერთოდ როგორ მოხვდი ამ შენობაში?-უკმაყოფილოდ გადმოხედა ბიჭს და კაბინეტის კარი შეაღო.-ერთი წამი, დათა თუ მირეკავს აქ რატო რეკავს და არა ჩემ მობილურზე?!
-იქნებ თავად კითხოთ, დამასხა ცივმა ოფლმა.
-წადი წყალი შეისხი და მოსულიერდი, რას გევხარ, ბიჭო ეგრე ცოლს ვინ მოგაყვანინებს?!
-არ იცის ბატონო ლუკა ჯერ მამამისმა ნუ მძაბავთ, რა.
-შენ, მე თუ გძაბავ მამამისი აღგგავს პირისგან მიწისა.
-რას მიზამს?!-თვალები დაექაჩა ოთოს.
-კარგს არაფერს მოკლედ.-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა და ტელეფონი აიღო,-უდღეურო, ბოლოს რომ გნახე ვინდოუსს აყენებდი კომპიუტერებზე, რა გინდა მანდ?!
-ჯერ ერთი აიტის წამყვანი სპეციალისტი ვიყავი საქართველოში, მაგრამ არ არი ახლა ამის დრო.
-ა, ლაპარაკობ კიდეც?! მოიცა, ენა არ ამოუჭრიათ?! არც ფეხის ათი თითიდან პირველი სამი?! აბა როგორ ისლამაბადში ხარ?!-არასდროს უშვებდა დათას დაცინვის შესაძლებლობას ხელიდან.
-ჩემმა კომპანიის უფროსმა ხელშეკრულება გააფორმა პაკისტანის მთავრობასთან და რამდენიმე ტიპი წაგვიყვანეს აქ საქმეების მოსაგვარებლად.
-ვა, პირდაპირ გადატრიალებას აწყობ?! გაგატარებდი კურსებს მერე საქართველოში შადიმან ბარათაშვილთან, უმაგისოდ როგორ წახვედი?-სიცილს აღარ იკავებდა ლუკა.
-ბიჭო, მათქმევინე, ვააჰ!-აყვირდა დათა.
-შესდექ, ბიჭიკო, რამე არ შეგეშალოს, მე ისევ გენერალი ვარ და ტყვიას ისევ ტყვიაში ვაჯენ.
-აქ ერთი კაცი გავიცანი ... ყურადღებით მომისმინე, ბევრი დრო არ მაქვს.
-რა ხდება?!-ხმა დაუსერიოზულდა ლუკას.
-კაცი გავიცანი ბარში, რომელიც ისტორიას ყვებოდა ქართველზე ... რომელიც აქ იყო საიდუმლო მივლინებით.
-მერე?!-თვალებში ცეცხლი ჩაუდგა ზარდასტანიშვილს.
-ზუსტად ვიცით, რომ გაბრიელი ციხეში მოკლეს?!
-რა გაარკვიე, დათა?
-ეს ქართველი ტიპი, აქ რამდენიმე თურქთან ერთად იყო ჩამოსული, ის კაცი ვინც გავიცანი ყვება, რომ საჭმელს მას აკეთებინებდნენ და ... გამოიცანი თეფშებზე რა ხვდებოდათ ყოველ დილით ...
-გულის ფორმებში გამოყვანილი საჭმელი.-უსაშველო მონატრება ამოაყოლა სიტყვებს გენერალმა.-შენ, რა იცი მაისურაძეზე?!
-ჩემთან ერთად ლონდონში ქართველი ბიჭი რომ გამოგზავნე, გახსოვს?!
-დიტო ხამაშურიძე?!-თვალები დაექაჩა ლუკას.
-ჰო, ის მიყვებოდა თქვენზე ამბებს. მივხვდი, რა. შანსი არაა, სხვა ვერ იქნება.
-კოორდინატები ჩამიგდე სასწრაფოდ.
-მოგწერ, ლაპარაკის დრო აღარ მაქვს, გვანცას დაურეკე და უთხარი რომ კარგად ვარ. წავედი.
-დათა!
-ჰო, მალე მითხარი.
-ეგ თუ გაბრიელია, იცოდე რომ ბაჩო გამიცოცხლე.
-გამისწორდება.-ჩაეცინა დათას.
-ძმა ხარ. ჩამიგდე კოორდინატები!-თქვა, გაუთიშა და სასწრაფოდ გადარეკა ნიკოლოზ ჯანდიერთან.
-ჰო, ლუკა.-გაისმა მამაკაცის ხმა ტელეფონში.
-მოხსენი „კონტროლის თვალი“ თურქეთის ციხეებზე, პაკისტანში მივდივართ.
-რა?!-ხმა ჩაუვარდა უფროს ჯანდიერს.
-სახლში არაფერი თქვა, მგონი გაბრიელის კვალზე გავედით.-თავის სიტყვებს თავადვე ვერ უჯერებდა.-არ შეიძლება სხვა იყოს.
-რა მოხდა?!
-ტელეფონით ვერ გეტყვი, ჩემთან ამოდი და ვილაპარაკოთ.
-ახლავე გამოვდივარ.
-კარგი.
ტელეფონი გათიშა და ორი წამით თვალდახუჭულმა ვერ გაანალიზა როგორ დაეშვა მუხლებზე და როგორ მიაბჯინა ხელისგულები იატაკს.

„მე შენ მადლობას გიხდი, იმისთვის ვისაც ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი რომ დამიბრუნე, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი ხარ, შეუძლებლების შემძლე.“

კარზე კაკუნი გაისმა და ფეხზე ძლივს წამომდგარმა ღიმილი ვერ შეიკავა უეცარი სიმშვიდით შემსუბუქებულმა.
-ბატონო ლუკა, გელოდებათ მძღოლი.
-მოვდივარ.-ტელეფონი აიღო და დერეფანში გავიდა.-ვინ მოგყვება ხელის სათხოვნელად?!
-დედაჩემი საბერძნეთშია, მამაჩემმა ექვსი წლის რომ ვიყავი მაშინ მიგვატოვა. ჩემით ავალ, მარტო. რაც იქნება ეგ იქნება.
-როდის აპირებ?!-წარბები არ გაუხსნია ზარდასტანიშვილს.
-დღეს საღამოს.
-მერე აქ რას აკეთებ?! პიჯაკი იყიდე?! ფეხსაცმელები?
-დედაჩემმა გამომიგზავნა საბერძნეთიდან.-ბურტყუნებდა ბიჭი.
-კაი, რომელ საათზე ავდივართ?!
-შვიდის ნახ ... ბატონო?!-ყბა ჩამოუვარდა გაოცებისგან ოთოს.
-მე გამოგივლი, ბინასთან დამხვდი ზუსტად თხუთმეტ წუთზე.
-რას ამბობთ, ბატონო ლუკა!
-ნუ გაგიჟდი ახლა, მიდი დროულად.-თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩამჯდარმა ჩამოწეული ფანჯრიდან ამოხედა ბიჭს.-შენ და, ვარდენმა თუ არაო, შენი ტურფა აივანზე დაიძინებს?!
-მომატაცებინებთ?!-გაოცებისგან შეძახილები აღმოხდა ოთოს.
-არა, ბიჭო სახელმწიფო მოხელე ვარ, რას ქვია მოტაცება და კრიმინალი!-წარბები აწკიპა ლუკამ.
-აბა?!
-თოფს გათხოვებ მაგარს, ტყვიებს არ მოგცემ, ვიზუალური ეფექტისთვის იერი შექმენი ვითომ მაგარი ბიჭიც ხარ და მაგარი ქუდიც გხურავს, ხო გაიგე?!
-ქუდი ანუ თქვენ ქუდი?!-სახე გაებადრა ვახოს.
-ხო, ხო, მე - ქუდი.
-ა, მაშინ ძმა ... კიარადა, ყველაზე მაგარი გენერალი ხართ ბატონო ლუკა!
-ძმა ვარ ხო, ძმა!-გაეცინა, მძღოლს მხარზე ხელი დაკრა და იქაურობას გაშორდა.


ოთახში შეკეტილ ზარდასტანიშვილს და ჯანდიერს დიდი რუკა გაეშალათ მაგიდაზე და რუდუნებით დასცქეროდნენ.
-ეს არი პაკისტანი ... ეს თურქეთი, ეს ჩვენ.
-ორი წლის წინ, გამოგვიგზავნეს წერილი რომ გაბრიელი დაჭერილი იყო და ციხეში გარდაიცვალა, არ მესმის. არაფერი არ მესმის. ვიცოდით რომ ბრალს ვერ წაუყენებდნენ ცხადად, მაგრამ ისიც ვიცოდით არ გვქონდა ხმის ამოღების უფლება, რომ ვუშვებდით ამ ალბათობაზეც ვფიქრობდით, რა გამოდის რომ ...
-თუ ეს გაბრიელია, მაშინ სამი წლით ერეკლეს ჯაჭვის პერანგის ნაცვლად გორგასლის მუზარადი დაუხურავს, არ ვიცი, ნიკოლოზ ტვინში სისხლი ჩამექცევა. კოორდინატებს დღეს გადმომიგზვანის დათა, მერე რას ვშვრებით?! ჩავალთ და პაკისტანის მაშტაბით ძებნას დავიწყებთ?!
-მყავს ხალხი, ვინც ამას მოაგვარებს ... საქმე ისაა, რომ ახლა გაბრიელ ჯანდიერი არ არსებობს, ვინაობასაც და გარეგნობასაც თავისი დაღი დაესმებოდა თურქებისგან!-სიმწრით გამოსცრა სიტყვები ნიკოლოზმა.
-აი, განცდა რომ ცოცხალია ყველა პრობლემას აუფერულებს, ხვდები?! მთებს გადავდგამ, შევჭამ ცოცხლად ვინც უნდა იყოს, მაგათ ვანახებ როგორ უნდა ცოცხალი კაცის მკვდრათ გასაღება.
-რა გეგმა გაქვს?!
-თუ ასე ცუდად მოგვიდგნენ, ცოცხალი და საღ-სალამათი ბიჭის უკან დაბრუნების „სამადლობლად“ ჩვენი წაიყვანეს და მკვდრათ გაგვისაღეს, მაშინ ჩვენც ისე უნდა დავიწყოთ თამაში, როგორც მათ მოსწონთ.
-ანუ?!
-ვიზიტები უნდა გავასაჯაროოთ.-ჩაეცინა ლუკას და რუკას მოავლო თვალი.-აღარ ვართ ხმლის და ფარის ეპოქაში, დღეს ომებს ჭკვიანები იგებენ. სადღაც უნდა ვაჯობოთ, რისკის, სიმამაცის და პატრიოტობის ამბავს დამატებული ერთი გრამი ჭკუით, ხვდები?!
-თუ ვიზიტებს გაასაჯაროებ მაშინ მოგიწევს ახსნა რა გინდოდა თურქეთში.
-ჯერ უნდა გახმაურდეს, ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის კარსმიღმა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ვის ყურადღებას მიიპყრობს?!
-ევროპის, მაგრამ რომ არ არი ასეთი მოლაპარაკება?!
-ჩვენ შევქმნით ილუზიას, რომ არის. სამი წელი ტყუილად ხომ არ ვმჯდარვარ კაბინეტში?!
-რა გააკეთე, ლუკა?!-ღიმილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა.
-აი, ეს ...-გასაღებით დაკეტილი უჯრიდან ძველებური მოდელის ტელეფონი აიღო და ერთგან გადარეკა.-„კრწანისი“ დაიწყეთ!-ტელეფონი გათიშა, ნაწილებად დაშალა და ნაგვის ყუთში ჩააგდო.-აი, ახლა დაველოდოთ!
-რა კრწანისი?!
-ოპერაციას დავარქვი ასე.
-შენ, არ ხარ ხო ნორმალური?!
-ვინ, ბიჭო?! ჩემ გაბრიელს თურქის ტყვიას ვინ გაუბედავდა, მოაჭრიდა თავს. ეგ არ იცი რა შიზოიდი გვყვავს. ერთ ქართველზე ათი თურქი მოდიოდაო, მაგაზე დაწერეს. ჩემი კაცი! ვიცოდი რომ მალე გამოჩნდებოდა.
-ამდენი ხანი რას ველოდებოდით, აბა!-შესძახა ნიკოლოზმა.
-ნიშანს.-გაეღიმა ზარდასტანიშვილს.
-რა ნიშანს, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან!
-ასე გვქონდა ნათქვამი, თუ რაღაც ისე ვერ წავიდოდა, სადმე ნიშნას დამიტოვებდა. მე იქ უნდა მომეძებნა.
-ეს როდის მოასწარით?!
-ავღანეთში, მე, მაისურაძემ და გაბრიელმა თამაში მოვიგონეთ, „კრწანისობანა.“ სამივეს რაღაც ნიშანი გვქონდა, რითაც უნდა გვეცნობინებია ერთმანეთისთვის, სად ვიყავით. დანაყოფიდან რამდენჯერმე გიორგი დაგვეკარგა, ხან ვისი დის შვილი გადაარჩინა და ხან ვის ბიძაშვილს შეუკეთა მილები დანგრეულ სახლში. მოკლედ სულ თავისტკივილი იყო, ეს ამბავი რომ გაგვეხალისებინა, მოვიფიქრეთ რომ ტექნოლოგიებზე უარი გვეთქვა და ერთმანეთი „ნიშნით“ გვეცნო.
-მერე?!
-გიორგი ბევრჯერ ვიპოვეთ ასე, მე და გაბრიელს არასდროს დაგვჭირვებია.
-რა იყო გაბრიელის ნიშანი?!-კანში ვეღარ ეტეოდა ბიძა.
-გაბრიელს გიორგის ნიშანი შეხვდა, სადაც აღმოჩნდებოდა, უნდა მოემზადებინა საჭმელი სასაცილო ფორმებით თეფშზე უნდა გადმოეტანა და ისე უნდა მოეხერხებინა, რომ ეს ჩვენ ყურამდე მოსულიყო.
-და?!-სახე აეჭრა კაცს.
-დღეს დათამ დამირეკა ჩემმა სიძემ, პაკისტანში, ისლამაბადში, ვიღაც ქართველი რამდენიმე თურქს საჭმელს უმზადებდა ხოლმე და თეფშებზე სასაცილო ფორმით ალაგებდა.
-რაუნდა შენ სიძეს პაკისტანში?! რის იმედზე ჩაიგდეთ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და დაგვყარეთ აქ ხალხი ნერვიულობით?!
-ნიკოლოზ, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. შეიძლებოდა ეს ნიშანი აქამდეც მოეცა თუ ეს ახლა გააკეთა ანუ ახლა იყო საჭირო. რაღაცები თუ უნდა მოხდეს, კიდეც მოხდება. ამ სამყაროში ადამიანი მარტო ხომ არ არი ბედის ანაბარად დარჩენილი?!
-ახლა სად დარეკე?!
-ჩიტებთან.-გაეცინა ლუკას და ოთახში დაკიდებული პლაზმური ტელევიზორი ჩართო.
„მოგესალმებით საგანგებო მიმართვით ... გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებიც უკვე იქცევს ევროპელ პოლიტიკოსთა ყურადღებას ... ამის შესახებ რამდენიმე ცნობილი ტელევიზია აქვეყნებს პოსტს ტვიტერზე ... ვრცლად გიამბობთ ...“
-ანუ ეს ... ეს შენ გააკეთე?!
-ერთი გრამი ჭკუით მეტი და შენ იგებ ომს!-სავარძელში გადაწოლილმა კარგა ხანს ალოდინა ის ვინც გაცხარებული ცდილობდა ლუკასთან დაკავშირებას - ქვეყნის პრემიერი, თინა ამაშუკელი.
-რას ელოდები?!-ინტერესმა შეიპყრო ნიკოლოზი.
-ორი კვირის წინ სხდომაზე მიყვირა, გაბრიელი მოკვდა და გლოვას მოეშვიო. უნდა გავახსენო ვინ დასვა სკამზე რომელზეც ზის და მერე რომელ ტოტს დაარტყა ნაჯახი მოსაჭრელად.
-გაგიჟდება.-სიცილი აუვარდა ნიკოლოზს.-ამის მონდურება არ გვარგებს, ბევრ კარს დაგვიხურავს.
-ჩვენ ტყუილს არ ვიტყვით, ცხადყოფილ სიმართლეს იმ დოზით გავამხელთ, რა დოზითაც შეიძლება რომ ჭიანჭველა სპილოდ გამოჩნდეს. თინამ არასწორი პოზიცია აირჩია. ფაქტი რომ გაბრიელს ცოლი ჰყავდა არ უნდა გამხდარიყო პირადი შურისძიების მიზეზი, თუ ამას მიხვდება უკან დაბრუნება არასდროს იქნება გვიანი.
-ამით პრობლემები მასაც შეექმნება?!
-მაქსიმუმ ანერვიულდეს.
-ისევ რეკავს.
-ქალბატონო თინა, გამარჯობა.
მზაკვრულმა ღიმილმა მოიცვა ლუკა, ყურმილი სახეს მოარიდა და ნიკოლოზს უჩურჩულა.
„რაღაცები გაბრიელმა მასწავლა, მაგალითად სულ სერიოზული არ უნდა იყო, ნაოჭები იცის.“
-დიახ, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, ალბათ ინფორმაციამ გაჟონა ...-მიუბრუნდა თინას და ახარხარებულ ნიკოლოზს ხელით ანიშნა ძალიანაც ხმამაღლა ნუ იცინიო.

***
-სულ მინდოდა შენთვის მეკითხა,-აივანზე მგდარ ალექსანდრას თავზე წამოადგა ზურა.-რთული არ არი?!
-რას გულისხმობ?!-გაეღიმა გოგონას.
-თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მოკლეს.-ამოიხრიალა კაცმა და გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი.-თავქარიანი იყო ბავშვობიდან, იქ ერთ სიტყვას ვერ მოუთმენდა ვინმეს და „უყველაფრო“ კაცის კვალობაზე არც არავის დაენანებოდა მისთვის ტყვია. შენ, როგორ ხარ მუდმივად ლოდინის რეჟიმში?!
-მარტივია, მთელი ცხოვრება ვიღაცას ველი, ველი და არავინ აპირებს უკან დაბრუნებას. ეს გზა კი საკმარისია საიმისოდ ვისწავლო, ლოდინის ფასი.-თავი დახარა ალექსანდრამ.-ცოდნას რომ მკვდარია, მირჩენია ვიფიქრო რომ ოდესმე მოვა.
-ხავსს ეჭიდები, შვილო. შენი ცხოვრება გადის და ეს დრო უკან აღარ დაგიბრუნდება. გაიცანი ვინმე, ვინც შეძლებს და გაგაბედნიერებს. ცოდო ხარ, არ კმარა რაც ეწამე?!
-დრო გადის და ვხვდები რომ არავინ მინდა მის გარდა.
-სანიკო, არ იცნობ გაბრიელს წესიერად, ასე როგორ შეიძლება?!-ღიმილი ვერ დამალა მოსმენილით კმაყოფილმა ზურამ.
-პირობებს არ აღვევს ხოლმე, ამის ცოდნა საკმარისია საიმისოდ რომ ვიცოდე, დაბრუნდება. ცხოვრებაში ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს თუ მის თავს წავართმევ და მასზე უკეთესით ჩავუნაცვლებ. ამაზე იოლი არაფერია, უბრალოდ სურვილი უნდა მაგ ამბავს. ჩემი სურვილი მხოლოდ სიმშვიდეა. მე ეგ სიმშვიდე ზუსტად მის გვერდით ვნახე, სხვა არ მჭირდება.
-მეგონა მეტყოდი რომ თავს დამნაშვედ იგრძნობდი თუ აქედან წახვიდოდი, რომ მან ეს შენ გამო გააკეთა და წინასწარ ვამზადებდი თავს ამ სიმძიმისთვის, რასაც „მსხვერპლშეწირვა“ ჰქვია, შენ კი ... შენ მას უცდი, ისე როგორც ...
-ჰო.-თავი დახარა ალექსანდრამ და მოაჯირს დაყრდნობილმა ჩუმად ჩაილაპარა.-როგორც ოჯახი.
-არ ცდება ხოლმე ...
-ბატონო?!-ვერ გაიგო ალექსანდრამ.
-რაღაცები რაც ძალიან უყვარს სულ სპონტანურად აქვს ხოლმე არჩეული ცხოვრებაში. მეფე ერეკლეც, ლუკა ზარდასტანიშვილიც და კომშის კომპოტიც მისი „უბრალო“ გადაწყვეტილება იყო. ბავშვობიდან ასეთია. არასდროს გიფიქრია, რატომ ერეკლე და არა აღმაშენებელი?!-იცინოდა მამაკაცი ლაღად.
-არასდროს მიკითხავს ეს მისთვის, თქვენ მითხარით, რატომ ?!-დაინტერესედა ალექსანდრაც.
-არავინ არ იცის, ისტორიის საჯარო ლექციაზე წავიყვანე ბავშვობაში. მამაჩემი ავად იყო და არ ვუტოვებდით პატარაობისას, ჩემი ცოლი იცი რომ გარდაცვლილია ... დედა სახლში არიყო და ნიკო ქვეყანაში. მოვკიდე ხელი და წავიყვანე. დაახლოებით შვიდი წლის იქნებოდა, პროფესორმა ლექცია წაიკითხა გიორგი ბრწყინვალეზე, გორგასალზე და აღმაშენებელზე. დასასრულს რომ მეგონა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემი შვიდი წლის ბიჭი წამოდგა და ამ პროფესორს ეკითხება, „კი მაგრამ ერეკლე?!“ პროფესორმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა, გაეცინა და ჩაეძია, რატომ გაახსენდა მაინცდამაინც ერეკლე. გაბრიელმა ძალიან დინჯათ ჩაიარა კიბე, აუდიტორიას თვალი მოავლო და პროფესორს ჩუმად ეუბნება, „ბოდიში, მაგრამ ჩამონათვალში საუკეთესო გამოგრჩათ, მე რომ თქვენი მასწავლებლის ადგილას ვიყო, გაკვეთილს არ ჩაგატარებინებდით“- გავმწვანდი სირცხვილისგან.-ალექსანდრა უკვე ხმით იცინოდა და ამის შემყურე ზურაც ვერ იკავებდა ღიმილს.-გზაში ვეჩხუბები, რამ გაგახსენა ეს ერეკლე, რომელი ისტორიკოსი შენ იყავი იმხელა კაცს ეს როგორ აკადრეთქო, ხმა არ ამოუღია, მომყვებოდა თავდახრილი. გვიან ნაირა აძინებდა, შესვლას ვაპირებდი მისი ლაპარაკი მომესმა - ბებო, ერეკლე ხომ უფრო მაგარი მეფე იყო, იმას არ ყავდა ძიძა და ყივჩაღები, მაგრამ კრწანისს იგებდა მეზარბაზნეების გარეშეო. სიცილი ვერ შევიკავე, ოთახში შევედი და მგონი პირველად მოვეფერე მთელი გულით. შვიდი წლის ასაკში შეეძლო ისეთი რაღაცების დანახვა, რაც წესით მისთვის შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო, მერე აღმოჩნდა რომ ნიჭი ჰქონია უბრალოდ ასეთი.
-და კომში?!
-ოჯახში კომში არავის არ უყვარს, მეზობლის ქალი აკეთებდა სულ. კომში მაშინ ძალიან იაფი იყო, არავის უჭირდა მისი ყიდვა და ზამთრისთვის შენახვა. მამაჩემი სულ იძახდა, საწყალი თამილა, მარტო კომშზე გადაატარებს ბავშვებს მთელი ზამთარიო. იმ წელს კატეგორიული სიტყვით გამოვიდა. არც ფეიხო უნდოდა, არც საზამთრო, არც ატამი, არაფერი საერთოდ, უნდოდა მხოლოდ „საწყალი თამილას კომში.“ წლების მერე გაირკვა რომ კომში შეიცავდა ფლავონოიდებს და თავის მხრივ როგორღაც ხელს უწყობდა რომ გაბრიელის ორგანიზმში სისხლძარღვების პრობლემის პრევენცია მოეხდინა.
-თავად არ იცოდა?!-თვალები დაექაჩა ალექსანდრას.
-ფლავონოიდებს ფლამინგოებს ეძახის და სიცილით იგუდება კომშის ამბავი რომ ახსენდება. ექიმთან რომ არ წაეყვანა ნაირას გამოკვლევებზე, ვერც გაიგებდნენ რომ რეალურად სისხლძარღვების პრობლემა იმ მსუბუქი გამოვლინებითაც კი აღარ ჰქონდა, როგორც ეს ადრე იყო. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადაწყვიტა, კომშის კომპოტი უნდოდა მხოლოდ.
-და ლუკა?!
-მაგას ოდესმე ლუკა მოგიყვება.-სიცილი აუვარდა ზურას.-რომ იცოდე, ლუკამ ხელი მოტეხა გაბრიელს ურთიერთობის საწყის ეტაპზე და ხელმოტეხილმა გაბრიელმა გადაწყვიტა რომ ას კაციან ჯგუფში მარტო ლუკა იყო მისი მეგობარი.
-არ მჯერა.-ღიმილს ვერ იკავებდა ალექსანდრა.
-თუ დაგინახა და თქვა ის ხარ ვინც უნდა რომ გვერდით ჰყავდეს, დამიჯერე, ანუ არ ცდება.-თავზე ხელი მზრუნველად გადაუსვა და მორიდებით ჩაილაპარაკა.-ხანდახან ძალიან ჰგავხარ გარდაცვლილ დედამის.
-ეს ნაირამაც მითხრა, ფიზიკურად გულისხმობ?!-გაუკვირდა გოგონას.
-არა, მასსავით სიმშვიდე დაგაქვს თვალებით.-სახეზე ემოციებმა გადაურბინეს მამაკაცს.-ჩემი წასვლის დროა, ნაირამ დამიბარა მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო, უეჭველად წელს მე ვხუფავ კომპოტებს.
-უეჭველად.-გაეცინა ალექსანდრასაც და მზერა გააყოლა დერეფანში გაუჩინარებულ კაცს.

„ნეტავ ისევ დამესიზმრებოდე, მხოლოდ ერთხელ, მეყოფოდა.“

ატკივებული ფიქრები შავი ღრუბელივით ფარავდა ალექსანდრას ოცნებების ცას.

**

თვითმფრინავი ისლამაბადში დაეშვა თუ არა სასწრაფოდ გააჟღერეს ქართულმა ტელევიზიებმა.
„საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ლუკა ზარდასტანიშვილი საიდუმლო მისიით პაკისტანში ჩავიდა.“
„რა კავშირი აქვს თურქებს და ქართველებს პაკისტანის მთავრობასთან?!“
„მართალია რომ ყოფილი პრემიერი გაბრიელ ჯანდიერი სინამდვილეში ავად სულაც არ არის??’
ლუკას ტელეფონზე შესულმა შეტყობინებამ ღიმილი მოჰგვარა მამაკაცს.
„ვიცი რომ ამ ყველაფრის უკან შენ დგახარ, არ მესმის ეს რატომ გააკეთე!“-ნომერი თინა ამაშუკელს ეკუთვნოდა.
„სკამიდან ადექი, თინათინ.“
„ეს რას ნიშნავს?!“
„რუბიკონი გადალახულია და წილი ნაყარია თუ ახლა ვყაროთ?!“
„ანუ?!“
„თუ გადაწყვეტ რომ გაიხსენო, ვის დაკარგვას გამოუძებნე ნათელი მხარეები, შემეხმიანე, ჩავთვლი რომ მტერი არ ხარ. ახლა საიქიოში ვარ, მიცვალებული უნდა დავაბრუნო. ცოცხლებმა ძალიან გაუტიეს უმაგისოდ.“
ტელეფონი გათიშა და წინ მჯდარ ნიკოლოზს გადმოხედა.
-ვენი, ვიდი, ვიცი?!-იკითხა ჯანდიერმა და სახე სასაცილოდ დაბრიცა.
-არა, „გონს მოსული შენდობის ღირსია“-ს და პირველ ჩვენებას მივაწვეთ ბოლომდე.-სიცილი აუვარდა ლუკას.-შურისძიება რა ჩვენი საქმეა, უბრალოდ იცოდნენ არ მოუციათ ჩვენთვის წოდება და სკამები მემკვიდრეობითი წესით. იცოდნენ რომ იმ ხალხს არ უნდა დაეჯახონ, რომლებმაც მაგათ გამო ტყვიას წინ დავუდექით. მე და ალექსანდრას ოჯახები იმის გამო არ დაგვიკარგავს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს და ჩვენ დაგვჭირდეს ჩვენი ქვეყანა ჩვენ დასაცავად ფეხზე არ ადგეს, ხვდები?! ჩვენ ამ მოტივით ტყვიების ომში ვიბრძოლეთ. ალექსანდრა ირაკლის დანატოვარია. ირაკლი მამამისის დანატოვარი იყო. არ ქონდა თინას უფლება ეს დაევიწყებინა, მითუმეტეს გაბრიელის სიტყვების მერე. თუ მიხვდება რა დააშავა და სწორ გზაზე ჩვენთან ერთად დადგება, იჯდეს იმ სკამზე, ეგ ადგილი ჩვენთვის ტვირთი უფრო იყო ვიდრე გვირგვინი. გაბრიელის სიკვდილზე ამბავი რომ ჩამოგვივიდა, კარგი მხოლოდ ის გააკეთა რომ ეს საჯაროდ არ განაცხადა. მხოლოდ ამაში გვცა პატივი. პოსტი დაიკავა და ცხოვრება ისე გააგრძელა, ვითომ ტყუილი ის იყო, რომ ვამბობდით მძიმედ არი ავადთქო და არა ის რომ რეალურად ცოცხალი ადამიანის ძებნა შეწყვიტა.
-თვითონაც ახალგაზრდაა და უბრალოდ ვერ განსაზღვრა.
-აქ იმისთვის ვარ ეს კაცი მიწიდან ამოვთხარო, სახლში დავაბრუნო და მერე ...
-მერე?!-გაღიმებულ ლუკაზე თავად ნიკოლოზსაც გაეღიმა.
-იბერია გავაბრწყინოთ ერთად.

თვითმფრინავი დაეშვა და თუ არა მაშინვე იგრძნო რაღაც უცნაური, რაღაც ისეთი რამაც უნებური ღიმილი მოჰგვარა.
ნიკოლოზს არ დაანახა მისი ეს განცდა. თავდახრილი ჩავიდა თვითმფრინავიდან.
მიუახლოვდნენ თუ არა დათას მიერ გადმოგზავნილ ლოკაციას ორივე ერთბაშად მოიცვა ეიფორიამ.
დათა არაბული ჩაიხანის წინ იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და შორიდან მომავალთ უყურებდა მომღიმარი.
-სალამ ალეიქუმ, თბილისიდან ასე უცებ აქ როგორ მოხვდი?!-გადაეხვია დიდი ხნის უნახავ ცოლის ძმას დათა და მორიდებით გაუღიმა უკან მდგარ ჯანდიერს.
-შვილო, შენ იცი მე ვინ ვარ?!-სიცილი აუვარდა ლუკას.-უფრო ჩქარაც შეიძლებოდა, უბრალოდ ერთ საქმეს ვერ გადავდებდი.
-რა საქმე?! მშვიდობაა?!
-მშვიდობაა, მშვიდობა. აქ არის?!-თავით ჩაიხანის შენობაზე ანიშნა ლუკამ დათას.
-აქ არის.
-მაშინ შევიდეთ.
არაბული წარწერები მთელ კედლებს ამშვენებდა, ირგვლივ ხალხის ხმადაბალი დიალოგები და სასიამოვნო არომატები ერთმანეთში ირეოდა.
მრგვალი ხის მაგიდებს შემომსხდარი არაბი კაცები ჯერ ინტერესიანი, ეჭვნარევი მზერით შეეგებნენ უცხოელებს, მერე ისევ თავის საქმეს მიუბრუნდნენ და ორ წამიანი სიჩუმე, რომელიც ქართველთა შესვლამ გამოიწვია, მალევე ჩაანაცვლა პირველყოფილმა დიალოგებმა.
-მე ლუკა ვარ, მითხრეს რომ პრობლემა გაქვს.-უაქცენტო რუსულით ალაპარაკდა გენერალი და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, მაგიდას მიუჯდა და მამაკაცს დაჟინებული მზერით დააჩერდა.
-მე მითხრეს რომ ჩემზე უფრო დიდი პრობლემა თქვენ გაქვთ.-გაეცინა მამაკაცს და დათას გადმოხედა.-ქართველს ეძებთ, ხო ასეა?!
-შენ, კი ისლამაბადიდან პირდაპირ ნიუ-იორკში გინდა, ხო ასეა?!
-ამას მოაგვარებთ?! აქედან მართლა გამიყვანთ?! საერთოდ აქ ასე მარტივად როგორ ჩამოხვედით?! ვინ ხართ?!
-შენი „უან ვეი თიქეთი“(ბილეთი ერთი მიმართულებით), გავარკვიეთ ვის უფრო დიდი პრობლემა აქვს?!
-ჩათვალეთ რომ ორმოცდაათი-ორმოცდაათზე ვართ. ზუსტად იმ წუმპეში ხართ, სადაც მე და აქედან ან ერთად გავალთ ან ... ერთად დავიძირებით.
-რა იცი ქართველზე?!-ხმა გაუმკაცრდა ზარდასტანიშვილს.
-ფრთხილად ქართველო ...!-ჩაეცინა მამაკაცს.-შენი ქართველი თურქების კაცია. აქ ეგ თურქები მაგის გარეშე ფეხს არ დგამენ. ჩათვალე რომ ცუდად კი არა ძალიან კარგადაა!
-სად არიან?!
-ნასირაბადში. კაცმა არ იცის თურქებს რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ რაც უნდა იყოს იმ კაცის გარეშე ვერ შეასრულებდნენ. სავარაუდოდ იარაღის საქმეა. დიდი რაოდენობით კონტრაბანდა უნდა შევიდეს სტამბულში და მიმწოდებლები აქაურები იქნებიან. ამ ამბავს თქვენი ქართველი თაოსნობს.
-ეს ინფორმაცია შენთან როგორ მოხვდა?!-ჩაერია ნიკოლოზი.
-აი, ეგ არ არი საინტერესო. თქვენ გაინტერესებთ ქართველი, მე ამერიკა. მე ნასირაბადში წაგიყვანთ, ქართველს მოგცემთ და თქვენ დანაპირებს შეასრულებთ.
-რა ვიცით,რომ ჩვენი ქართველია?!-ეჭვნარევი მზერით აათვარიელა ლუკამ მამაკაცი.
-არ ვიცით.-გაეცინა უცხოს.-ან გაგიმართლებთ ან არა, ხომ გითხარით, აქ ყველაფერი ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა.
-როდის მივდივართ ნასირაბადში?!
-ახლავე.
-მანქანა თქვენ გყავთ?!
-მყავს, მაგრამ ამით წასვლა არ ივარგებს, მიცნობენ და საქმე გაფუჭდება. აქვე სალონია, სადაც მანქანებს აქირავებენ. იქ უნდა იშოვნოთ ერთი მანქანა.
-შორია აქედან?!
-რვა საათის გზაა.
-ანუ გამთენიისას იქ ვიქნებით?!
-თუ ახლავე გავალთ.
-მაშინ წავედით.
-დათა, შენ აქ დარჩი.-თქვა ლუკამ და სკამიდან წამოდგა.
-არა, მეც წამოვალ.
-არა, არ წამოხვალ. შეიძლება აქაურებს გადავურჩე, შენ ცოლს ვერ გადავურჩები. აქ დარჩი და ტელეფონთან ყურადღებით იყავი, ნებისმიერ წამს შეიძლება აქ უფრო დამჭირდე. ხო გაიგე?!
-გავიგე, ხო გავიგე.



მთელი რვა საათი ხმა არავის ამოუღია, დიდი და დამღლელი იყო გზა ისლამაბადიდან ნასირაბადამდე.
მილიონი ფიქრი უტრიალებდათ თავში მგზავრებს და მილიონიდან თითოეული მხოლოდ იმ ერთს ეხებოდა, ვის გამოც ორივე დაუფიქრებლად გაწირავდა სიცოცხლეს.
შეუსვენებლად იარეს ერთმანეთის მონაცვლეობით საჭესთან მსხდარებმა.
ნასირაბადში ჩასულები იმ კაცს დაუკავშირდნენ, რომელმაც თურქების ადგილსამყოფელი იცოდა.
-ბეწვზე ჩამოუსწარით, ხვალ უკან ბრუნდებიან. კოორდინატებს მიჰყევით და მათ სასტუმრომდეც მიხვალთ. ეცადეთ თურქებმა არ დაგინახონ, თუ ქართველთან გინდათ შეხვედრა, საკმარისი იქნება თუ სასტუმროს სამზარეულომდე შეაღწევთ, მაინც სულ იქ არი.
-რამდენი გინდა?-საქმიანი იერით ახედა უცხომ უცხოს.
-ასი დოლარი. გაქვთ?!
-აჰა, შენ ას ორმოცდაათი და არ თქვა რომ გვნახე.-მრავლისმთქმელი მზერით ახედა ლუკამ მამაკაცს.
-დაუჯერე, სერიოზული კაცია!-თავის ენაზე მიუგო უცხომ უცხოს.
-სულ კარგად იყავით!-დაემშვიდობა უცხოელებს და თავის გზას გაუდგა ბედნიერი.
ნაცნობი სასტუმრო სულ ორიოდ კილომეტრში იყო. მანქანიდან გადმოვიდნენ თუ არა მაშინვე მოირგეს კეპები ლუკამ და ნიკოლოზმა, უცხო კი საჭესთან დატოვეს იმის იმედით, იცოდნენ ამერიკაც და ბილეთიც ლუკას ჯიბეში ჰქონდა და უცნობი გაქცევას არაფრის დიდებით მოინდომებდა თუ მართლა სურდა აქედან თავის დაღწევა.
-აქ რომ არ იყოს?!-ნერვიულობამ სძლია ბიძას.
-სხვა გზა არ აქვს. აქ უნდა იყოს.-მტკიცედ ჩალაპარაკა ზარდასტანიშვილმა და სასტუმროს კარი შეაღო.
ორ ვარსკვლავიან სასტუმროში პერსონალი არც ისე გულუხვად უღიმოდა სტუმრებს.
წუწუნის დაწყებას აპირებდნენ, ლუკამ მაშინვე რომ აჩვენა, არ იყო ხელცარიელი მოსული მხოლოდ თხოვნის ამარა, მწვანე კუპიურების მათაც როგორც იქნა გაიღიმეს და სამზარეულოს კარი ფართოდ გაუღეს ახალმოსულთ.


კიბეზე ჩარბოდა თურქ ბიჭთან ერთად მომღიმარი გაბრიელ ჯანდიერი და რაღაცაზე გაცხარებით მოლაპარაკე ბიჭს შიგადაშიგ დაეთანხმებოდა თავის მსუბუქი დაკვრით.
-ბატონო, სამზარეულოში უცხოელები არიან, თუ გნებავთ იქ ნუ შეხვალთ, ვიღაცას ეძებენ.-დამტვრეული რუსულით გააგებინა სასტუმროს მენეჯერმა კიბის ბოლო საფეხურზე მდგარ ჯანდიერს ახალი ინფორმაცია და მასაც ღიმილი წამით ჩამოერეცხა სახიდან.
-ვინ არი?!-იკითხა უკან მდგარმა თურქმა ბიჭმა.
-არ ვიცით, გვთხოვეს სამზარეულოში შეგვიშვითო, შეიძლება ინსპექციიდან იყვნენ მაგრამ არ ჰგვანან აქაურებს, კავკასიური აღნაგობის ხალხია.
-მე მათ შევათვალიერებ შენ ზემოთ ადი და ბიჭები გააფრთხილე ოთახიდან ცხვირი არ გამოჰყონ, ხო გაიგე?!-მიუბრუნდა ჯანდიერი ბიჭს, მანაც უმალ შეასრულა ზემდგომის ბრძანება და უკან, მესამე სართულისკენ გაიქცა.
-იქნებ თქვენც ...
-აქედან ჩემით გავაგრძელებ.-თქვა და იგრძნო როგორ გაუჭირდა აკანკალებული მუხლების დამორჩილება. გზა ისე გაეწელა ეგონა საუკუნე დასჭირდაო, სამზარეულოს კარამდე მისვლას.
ფანჯრიან კარში კარგად მოჩნდა ზურგით მდგარი ნიკოლოზ ჯანდიერი როგორ უმტკიცებდა რაღაცას ჩაფიქრებულ ლუკა ზარდასტანიშვილს.
ერთიანმა თრთოლვამ გააგიჟა, რაღაც უხილავმა ძალამ დაქაჩა ხელში და კარი ინსტიქტურად გააღო.
-გეუბნები, ასე აშკარად ვინ გამოგზავნიდა?! კიდევ კარგი ნაირამ რომ არ გაიგო გული გაუსკდებოდა, იქ რომ სხვა ჩამეყვანა გაბრიელის ნაცვლად. არ ღირდა ამხელა გზაზე წამოსვლა. იმედის ისევ გაცრუებას ვეღარ ვუძლებ, გესმის შენ?!
-შემოდგომა იწურება, რაო ბებომ, გააკეთა კომშის კამპოტები?!-თქვა თუ არა მუხლები მოეკეცა და კართან ჩამუხლულმა ცრემლიანი თვალებით ახედა ბიძამისს და უკან მდგარ ლუკას.
-ბიჭო!-შეჰყვირა ნიკოლოზმა და წამომხტარ ლუკას ორი ნაბიჯით გაასწორ წინ.-ვახ, არ მელანდები, ბიჭო, გაბრიელ!-ყვიროდა და მთელი ძალით ეკვროდა კედელთან ჩამუხლულ ძმისშვილს.-შენ, შემოგევლოს ჩემი თავი. ვახ, ცოცხალი ხარ, ტო!-ტიროდა უფროსი ჯანდიერი და მთლიანად უფარავდა სხეულს უმცროსს.-ჩემი კაცი, ჩემი ძმაკაცი, ჩემი შვილი!-ნიკოლოზის გამოსახულებაში ერთმანეთს ცვლიდა ცრემლებში ღიმილგაპარული დიდი და პატარა გაბრიელი. თვალწინ პატარა ბიჭი ედგა, პირველად რომ გაიგო დედამისის სიკვდილის მიზეზი თავად გამხდარა და ჩუმად მჯდარი სახლის სახურავზე ბიძას გაუმხილა ვერ გაბედული ცრემლები. ირეოდა გამოსახულება წამდაუწუმ და რეალობა ხდებობდა ოცნებასავით ლამაზი, სევდიანი მაგრამ უფრო სანატრელი ვიდრე ოდესმე.
-სიკვდილი რომ გაგებედა, მე ჩამოგაკითხავდი და მეორედ მე მოგკლავდი! სად დამტოვე, ბიჭო, ვისთან დამტოვე?! -აღმოხდა ღონემიხდილ ლუკას და ობოლ ცრემლს სასწრაფოდ შეაშველა ხელი.
-ტირიხარ, მოურავო?!-სიცილი ვერ შეიკავა თავისი მეგობრის დანახვაზე გაბრიელმა და ნიკოლოზის ჩახუტებით გული რომ იჯერა, ფეხზე წამომდგარმა ლუკას დაუწყო შორიდან თვალიერება.-ბიჭო, მოტყდი უჩემოდ?! რა არი, როგორ დაბერებულხარ?!
-მეორედ არ გაბედო წინ არ გამასწრო, ხო გაიგე?!-ყვიროდა ლუკა და საჩვენებელ თითს ჰაერში გამაფრთხილებლად იქნევდა.-ჩემზე ადრე სიკვდილი მეორედ აღარ გამიბედო, ხო გესმის?!
ძლიერად ჩაიკრა გულში გულის ძმობილი, ომის მეგობარი და სიცილების მეინახე.
-სახლის სუნი გაქ.-ამოიხრიალა ემოციებისგან დაცლილმა ჯანდიერმა და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები ლუკას მონატრეულ სხეულს.
-სახლში დაბრუნების დროა. გელოდებიან. მორჩა სხვების ბრძოლებში ბრძოლა, გულს ვერ ათბობს ქვეყნის ნათელი მომავალი, როცა სახლიდან მპარავენ ძმებს.
-ჯერ უნდა დავასრულო, ლუკა. ამის გარეშე არ გამოვა.
-მაგათ ვაჩვენებ მე რის გარეშე რა არ გამოვა, შენ გიპოვე, შენ ცოცხალი გვერდით მყავხარ, ცოტა ფრთხილად იყვნენ ტაო-კლარჯეთზე არ გავიწე, ბიჭო. ადრენალინი მაქ იცი როგორი?! გიჟური! ვისი დავალებით ხარ გასული შვებულებაში მიმიყვანე იმ კაცთან.
-ქაანის. გარიგება დავდეთ. ის დაივიწყებდა ალექსანდრას მე ხუთი წლის განმავლობაში მათ საიდუმლო დავალებების შესრულებაში დავეხმარებოდი.
-რის გამო, რომ შვილი უსაფრთხოდ ჩავაბარეთ?!-ნერვები ვერ მოთოკა ნიკოლოზმა.
-იმის გამო რომ მის შვილს საფრთხე ჩემი ... დაუფიქრებლობის გამო შეემთხვა.
-შენი დაუფიქრებლობა სახლში ზის და გელოდება!-ჩაეცინა ლუკას.
-ვიცი. ვნახე.-ჩაილაპარაკა გაუბედავად ჯანდიერმა და მორცხვად დახარა თავი.
-ბატონო?!-შესძახეს ხმაში ნიკოლოზმა და ლუკამ.
-თბილისში გავლით ვიყავით, ნახევარი საათი მქონდა, სახლში მოვედი, დაგხედეთ და წავედი.
-ნაგლი, ნახე რა!-ხელი აიქნია ლუკამ.-მე აქ დარდებს ვეჭმიანები ეს მოდის, გვიყურებს და წავა, კაი, ჯიგარო! დავწყდით ჩვენ.
-როდის იყო ეგ?!-წარბები შეკრა ნიკოლოზმა.
-ორი წლის წინ ... მაშინ ახალი ამბავი იყო, ვერ მოვიდოდი, უკან ხუთი კაცი დამყვება, რომელიც ყოველ ღამე პატაკს წერს და პირდაპირ პრეზიდენტს უგზავნის, მე კიდე შეთანხმებული ვარ, რომ მის ტყუილს თითქოს მოვკვდი, მხარი უნდა ავუბა და თქვენ არ უნდა შეგატყობინოთ რომ ცოცხალი ვარ.
-ეგ შეთანხმება დაარღვიე, როგორც ჩანს!-წარბი ასწია ნიკოლოზმა და ლუკას გადმოხედა.
-არაფერი დამირღვევია, საერთოდ როგორ გაიგეთ რომ აქ ვარ?!
-მოიცა, ნიშანი არ გამოგიყენებია?!-დაიბნა ლუკაც.
-რა ნიშანი!?
-ეე, გიოს ნიშანი, თეფშებზე საჭმლის გულების ფორმებით დალაგება.
-რისი იმედით უნდა გამომეყენებია ეგ ნიშნად, როცა პაკისტანში ვარ, ლუკა.
-ეე, მთელი ბოევიკი ავაგე და სამჯერ ვუყურე „გაქცევას,“ რა გამოდის, გაგვიმართლა?!-გული ეტკინა ლუკას და დაღონებული დაჯდა სკამზე.
-გამოდის რომ დრო იყო.-ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და ჯერ ერთს გადმოხედა მერე მეორეს.-აქედან უნდა წაგიყვანო სახლში, სხვა გზა არ არსებობს. მე დედაჩემს მეორედ მკვდარს ვეღარ დავინახავ, გესმის?!
-ნიკო, არ შეიძლება. კომპრომატები აქვთ. მთელი ცხოვრება ეჭვის თვალით რომ უნდა შეხედონ საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობას, აი ეგეთი ფაქტები აქვთ ჩვენ წინააღმდეგ. გაირკვა რომ მასალი ალექსანდრაა და ნაგლად მოვატყუე ორი ქვეყანა. ვერ ავუხსენი რომ შემიყვარდა, რომ ჩემი ძმაკაცის ერთადერთი და და ჩემი პირველი პასუხისმგებლობა იყო, გესმით თქვენ?! იმ კაცისთვის დამნაშავე იყო, რომელიც ჯაშუშად შეაგზავნეს თურქეთის მთავრობაში. ორი კვირა იმ ... იმ ... იმ კაცთან ერთად ჩამაყუდეს ციხეში, მერე არ ვიცი როგორ მოხდა, პირდაპირ ქაანი მოვიდა ღამით ჩემ სანახავად. შეთანხმება დამიდო, ფაქტები შეინახა და წავიდა. მითხარი, როგორ გავრისკო ჩემი ქვეყანა მხოლოდ ორი წლისთვის?!
-თვალებში ჩამხედე!-ისეთ ხმაზე შესძახა ნიკოლოზმა ბიჭები ადგილზე შეკრთნენ.-მთელ ქვეყანას გადავწვავ, თუ შენ ვინმეს თვალებში ჩასახედი პრობლემა გაქვს და მაგ პრობლემას გაბედავენ და სამშობლოს დაარქმევენ, ხო გაიგე?! კისერი უტეხია ყველა ქართველს, თუ ჩემი შვილის ქართველობა არაფრად უღირთ, ეგეც ხო გაიგე?!-ხმას უმატებდა ნიკოლოზი.-მიმიყვანე მეთქი იმ კაცთან მე ჩამხედოს თვალებში და მითხრას, რა პრობლემა აქვს!
-ნიკო, კაცური სიტყვა მივეცი.-ამოილაპარაკა გაბრიელმა და მორიდებით შეავლო სიამაყით სავსე მზერა ნიკოლოზს.
-ნივთები ჩაალაგე. თუ არ წამომყვები, მამაშენს დავურეკავ, მეტიც, ბებიაშენს დავურეკავ!
-აუჰ!-სახე დაებრიცა გაბრიელს.
-ეგ შანტაჟია, ნიკოლოზ!-სიცილი აუვარდა ლუკას.
-გასასვლელში გიცდი.
-იმ ბიჭებს ვერ მივატოვებ.
-ოჯახი ხო მიატოვე!-იყვირა ნიკოლოზმა და გაავებული მზერით დატუქსა ძმისშვილი.-ჩამოიყვანე და ჩვენთან ერთად წამოვიდნენ!
-არ გამომყვებიან.
-მაშინ წავედით, დასაკარგი დრო არ მაქვს!-სიტყვის გაგონება აღარ უნდოდა, იქაურობას გაეცალა.
-იქ თუ ახვალ უფრო გაგიჭირდება.-დაამატა ლუკამ.-ყველა შენ გელოდებით, ორი წელი ბევრი დროა, კაცმა არ იცის ნაირა ამდენს გაუძლებს თუ არა. ეს ხალხი იმის ღირსი მაინც გახადე, რომ ცოცხალი გნახონ. შენ გამო პოლიტიკური დონის სკანდალი ავაგორეთ. არ მითხრა რომ თურქების გამო ქართველებს გვწირავ.
-არ არი ეგ სწორი და კაცური, შენც ხო იცი, ვინ ტოვებს ჯარისკაცს ომში?!
-შენ, შენი ქვეყნის ომში ხარ, გაბრიელ?! შენ, სწორ ომში იბრძვი?!
-ჩემი ცოლის ოში ვარ. ჩემი პასუხისმგებლობების ომში. ჩემი ოჯახის ომია. სხვანაირად არ შემიძლია, ლუკა. ვიღაცის იმედი ვარ, არ მაქ უფლება არ გავუმართლო.
-გავათხოვებ!
-ეგ სიტყვა ერთხელ უკვე გაქვს ნათქვამი.-ჩაეცინა სიმწრისგან ჯანდიერს.-დათასთან ინანე გახსოვს?!
-მახსოვს, მაგრამ მაინც გავათხოვებ!-წარბი არ შეუხრია ზარდასტანიშვილს.-იცოდე ნეტა ვის მოსწონს!
-ვის?!-თვალები გაუფართოვდა გაბრიელს.
-მართას ბიძაშვილს.
-აუ, გიორგი შვილო, თავს ნუ გამამეტებინებ, შენი ჭირიმე, რა!-ხელი აიქნია გაბრიელმა.-რაო, მერე?!
-არაფერი. აქამდე ვიძახდი თავს მოგაჭრითქო, ახლა ვეტყვი ქვრივია და თუ დაგთანხმდა წაიყვანეთქო.
-შენ, ბიჭო!-აყვირდა გაბრიელი.
-სახლში გელოდება ცოლი! დამანახე რომ ეს გესმის! ახლა წავედი, ამაშუკელი ისე შევაშინე ისტერიულ აქტიურობაში გადაუდის ჩემთან ვიდექოოლით ლაპარაკი. წამოსვლას და ომობანას თუ არ აპირებდი, ეს ევროკავშირი მაინც რატო გადავრიე?!
-ევროკავშირს და სკანდალს მამადლი?!
-გამადლი აბა რას ვშვრები?!-ხარხარი აუვარდათ ორივეს.
ძალიან უცაბედი და ცრემლიანი მომენტი იყო.
ინსტიქტურად მოხვია ლუკამ ხელი და მთელი ძალით ჩაიკრა გულში მონატრებული მეგობარი.
-სიცილი მომენატრა, ბიჭო. თურქებისთვის მეორე დიდგორს ნუ მომაწყობინებ, სახლში დაბრუნდი.
-მალე მოვალ, დამელოდეთ.
-იმას რამე გადავცე?!
-არა.
-კაი.
-ანდაც ...-ენის წვერზე იკბინა ჯანდიერმა.-უთხარი, რა რომ დამელოდოს.
-არ ვეტყვი მაგას.
-ფუ, რანაირი ძმაკაცი ხარ.
-ძაან მაგარი, აი ისეთი მაგარი, ევროკავშირი და სკანდალი რომ არ მენანება.
-ყველაზე მოურავო!
-შენ, იბერიას ნათურა გადაეწვა და რას იზამ, მორჩები ჯანდიერიდან უნდილაძეზე მობილობას, თუ ავირჩიოთ ახალი ერეკლე?!
-გიჟივით მიყვარხარ!-ხარხარებდა ჯანდიერი და ცრემლიანი აცილებდა წინ წასულ ლუკას, რომელიც აწეული ხელით ემშვიდობებოდა მეგობარს, იმის იმედით რომ იცოდა, უკან დაბრუნებულს მალე ჩაკიდებდა ძლიერად ხელს და აღარ გაუშვებდა არსად.


სევდიანი ამბავი იყო.
უცხოელი ამერიკაში გაუშვეს, თავად სახლში დაბრუნდნენ და თავიანთი გაბრიელი ისევ თურქებს მიაბარეს.
ნიკოლოზი ტელეფონს ხელიდან არ უშვებდა.
ძლივს დამალა შინაგანი კმაყოფილება, როცა ლუკამ ბოლომდე მოუყვა გაბრიელის სიტყვები.
თინა ამაშუკელი ისევ ისე განუწყვეტლივ რეკავდა ზარდასტანიშვილის ტელეფონზე.
ბოლოს ლუკამ შეხვედრა დაუთქვა და მანაც მოისვენა.
სახლში დაბრუნებულთ, ხმა არ ამოუღიათ არაფერზე.

იმ ღამით ალექსანდრას ტელეფონმა დარეკა.
შუაღამის ოთხი საათი იყო, დილის ნათება ჯერაც ვერ ერეოდა ღამის აჩრდილებს.
-გისმენთ.-გოგონას ნამძინარევმა ხმამ ადგილზე გააქვავა მეორე მხარეს მყოფი ჯანიდერი.
მამაკაცის ოხვრის ხმამ უმალ გამოაფხიზლა ალექსანდრა ძილბურანიდან.
-რომელი ხარ?!-ხმაში გაპარულ ნოტებს შეწყვეტილი სუნთქვით შეეგება შორიდან ჯანდიერი.
-თუ შენ ხარ ... იცოდე რომ ვთხოვდები!-ხმა აუკანკალდა ქალს და საწოლზე წამომჯდარმა მომზადებული ცრემლებით შეეგება მამაკაცის მსუბუქ გაღიმებას, რომელიც არავინ იცის როგორ, მაგრამ იგრძო.
-მითხარი, რომ შენ ხარ და მითხარი რომ ...
-ვის მიჰყვება ცოლად, ჩემი ცოლი?!-უჩვეულოდ ხრინწიანი ჰქონდა ხმა დიდი ხნის მონატრებულ ქმარს.
-ცოცხალი ხარ!-შეჰკივლა ქალმა და საწოლიდან წამომდგარი სასწრაფოდ აივნის კარს ეცა, ცივი ჰაერი რომ ჩაესუნთქა.-რატომ არ დამირეკე, ერთხელ როგორ არ დარეკე! იცი როგორ ვინერვიულეთ?! იცი რამდენი ...
-მეფე ერეკლე მიყვარდა ძალიან, მაგრამ არა ისე როგორც მამა.გახსოვს, გითხარი ... ჩემი ოცნება არ ყოფილა მეფედ გახდომა, მამა მინდოდა ვყოფილიყავი.-უსაშველო სევდა იღვრებოდა მის ხმაში და ალექსანდრა კარგავდა ძალას ფეხზე დგომისას.
-გაბრიელ.
-მე კაცობა ერეკლესგან არ მისწავლია, მამამ მასწავლა. შენი შვილისთვის მინდა რომ კაცი ვიყო, ღირსეული მამა, ისეთი როგორიც მამაჩემია. გთხოვ, მადროვე ჩემი ოცნება, იყო ჩემი შვილის დედა ვაქციო ჩვენს რეალობად, კარგი?!
-კარგი.
-გიყვარვარ, ალექსანდრა?!
-არ გეტყვი.-ამოიტირა ქალმა.
-აბა, რატომ ტირი?!
-კომშის კომპოტები გაგიკეთე.
-მეც მიყვარხარ, ჩემო სანიკო.
ორ წამიანი დუმილი ისევ ჯანდიერმა დაარღვია.
-შორს ვარ და ვხედავ, როგორ სუნთქავენ ჩემი ოთახის კედლები შენ არსებობას და მეც თითქოს მანდ ვარ. სახლში.
პასუხს აღარ დალოდებია ტელეფონი გათიშა და თვალდახუჭულს, რაღაც მძიმედ დააწვა გულზე.
როგორ არ უტრიალა ფიქრებს ვერაფერს მიუხვდა სევდას.
კედლისკენ გადაბრუნებულს ძილი რომ სანატრელი გაუხდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო, გაზეპირებული ლოცვა ჩაიკითხა და წამით ისევ საკუთარ ფიქრებს მიაყურადა.
აღარ ფორიაქობდნენ.
უსაშველოდ ლაღი ღიმილით შეცურდა სიმშვიდის ზღაში და ზუსტად ისე ჩაეძინა, როგორც მის მეგობარს ... ბევრი წლის წინ, ტყვიების ზუზუნში ღიმილით რომ იპარებოდა ანგელოზთა სამყაროში, იქ სადაც სიზმრებიც კეთილი იყო და შემოქმედიც.

***
-რის მიღწევას ცდილობ?!-თინა ამაშუკელი სიბრაზეს ძლივს აკონტროლებდა მომღიმარი ლუკას დანახვაზე.
-გაბრიელი ცოცხალია.
-ნუ დაგიჩემებია!
-მე გეუბნები რის მიღწევას ვცდილობ, შენ, ან ჩემთან ხარ ან ჩვენ გარეშე, როგორ გაწყობს?!
-სერიოზულად მეუბნები?!
-არასერიოზულობის დრო მაქვს?!
-ლუკა, პირდაპირ თქვი!
-ქაან ბეილიჯესთან საქმიანი ვიზიტი უნდა დაგეგმო, ჩახვიდე და შემახვედრო.
-ტერაქტიც ხო არ მოგაწყობინო?! ტაო-კლარჯეთი ხოარ გესიამოვნებოდათ?! იქნებ დიდგორის რიმეიქი გვინდა რომ გადავიღოთ და არ ვიცი, საერთოდ ვინ გგონიათ თავი, გამაგებინეთ?! თურქეთია! იცი რას გიზამს?! დაგახევს თავზე იმ შენ მედლებს და წოდებებს! არც მამაშენს გაითვალისწინებს და არც მამაჩემს! ჩვენზე ძლიერია და როგორც უნდა ისე იქნება, მორჩა!
-მამაჩემს ხსენებას რომ დაუპირებ, არ დაგავიწყდეს მისი შვილი რომ ვარ, მამაშენის პატივისცემის მიუხედავად, აშკარად მამაჩემის შვილმა აჯობა მამაშენის შვილს პატრიოტობაში. რატო?! ერთი ქართველი მიღირს სამ მილიონად. შენ ის ერთი ქართველი გაწირე, ვის სკამზეც ზიხარ. ეს გასწავლა მამამ?!
-დიპლომატიამ მასწავლა სამი მილიონის მშვიდი ცხოვრება მენაცვალებინა ერთის არასწორ არჩევანს.
-რას ვერ ინელებ გაბრიელს როგორც ცოლი რომ ვერ უცდი თუ იმას რომ შეცდომა დაუშვა?!-ნერვი არ შეტოკებია ლუკას.-ვის სკამზე ზიხარ?! ვის ცხოვრებას იშნობ?! ვისი ნასწავლი დიპლომატიით მაკვირვებ?!
-ყველამ ჩვენი წილი ვიომეთ და შენ კარგად იცი არც პირადი გრძნობები და არც პირადი დამსახურებები არ წყვეტს ჩვენ შორის ურთიერთობის იმ ზღვარს, რომელსაც თუ გადახვალ, ჩავთვლი რომ პირდაპირ შეურაცხყოფას მაყენებ!-თვალებში ცეცხლი ჩაუდგა თინას.-ამას არავის ვაპატიებ, არც შენ, არც მამაშენის შვილს, არც გენერალს, არც ყოფილ მინისტრს და არც სხვა ვინმე დანარჩეს, ხო გასაგებია?!
-ზუსტად! თუ ამხელა თავმოყავრეობა შეგრჩა შეხედე საკითხს არა როგორც ჩვეულებრივმა ქალმა, არამედ როგორც პოლიტიკოსმა და ადამიანმა, რომელსაც მისი წარსული ახსოვს! თინა, ხო არ დაგავიწყდა პარტიაში საიდან დაიწყე?!
-მახსოვს, გაბრიელის მდივნის, მდივანი ვიყავი. ამის გამო შენ ხმაში დამცირების ტონი უნდა ვიგრძნო!? მე ვამაყობ ამ გზით, ლუკა.
-გოგო, კიარ გამცირებ ვცდილობ მიგახვედრო, რომ არ ღირს თანამდებობის დაკარგვის შიშს მისცე უფლება უდანაშაულო ადამიანის გაწირვის, გესმის შენ?! თინა, გაბრიელი შენ გამო ომში წავიდოდა. მეტს არაფერს გეტყვი.
-არ წავიდოდა.
-წავიდოდა და იცი ეს კარგად! ალექსანდრას ადგილას შენ რომ ყოფილიყავი, შენს გამოც ზუსტად ამას გააკეთებდა, იმიტომ რომ ამ პატრიოტულ დამოკიდებულებას უნივერსიტეტებში ვერ გვასწავლიან. დიპლომატია არც ჩვენ გვეშლება, როგორმე! ბოდიში, თუ სადმე გაფიქრებინე რომ შენზე მეტი მგონია თავი. ვცდილობ მიგახვედრო, იქ სადაც მე და შენ ვდგავართ, ადამიანები ასე არ აზროვნებენ.
-ასე როგორ?!
-ვიწროდ. შეშინებული ადამიანების პოზიციებიდან. რისი გეშინია, ქაანის?! რას გიზამს?! ტანკებს შემოგიყვანს?! რის გამო?! ერთ წუთში ავწევთ საინფორმაციო ომს. ერთ წუთში. ერთი პოსტი ტვიტერზე და მორჩა. მართლები ვართ.
-მოვატყუეთ, ლუკა.-ამოიოხრა თინამ.-გაბრიელის ტყუილით გამოდის რომ მთელმა მთავრობამ ვიცრუეთ, გესმის რატომ ვარ გაბრაზებული?!
-თუნდაც მართალი იყო, გახსოვდეს რომ ის გოგოც ქართველია, იმ გოგოს ძმაც და იმ გოგოს მამაც ქართველები იყვნენ. ორივენი იმას შეეწირნენ, შენ რომ კარგად ყოფილიყავი!
-ჯანდაბა, არც მე ვმჯდარვარ უსაქმოდ!-შესძახა აღელვებულმა.
-შენ ოჯახი სახლში გყავს, იმას სასაფლაოზე. შენ განსაზღვრე. მე წავედი.

მამამისის საფლავზე იჯდა.
და დიდხანს ფიქრობდა თავის სიტყვებზე.
რაღაც მაინც არ მოეწონა.
თითქოს სიამაყის მცდარი გავლენა იგრძნო თავის თავზე.
-მამა, ცოტა უფრო თავმდაბალი უნდა გაგეზარდე, ცოტა უფრო ნაკლებად კარგი კაცი უნდა ყოფილიყავი, შენით ასე ძალიან რომ არ მეამაყა.
თავისსავე ხმამაღალ ფიქრებზე გაეცინა და ის იყო უნდა წასულიყო თინამ რომ დაურეკა.
-სახლში თევზები გყავს?!
-ბატონო?!
-გეკითხები.
-მყავს.
-მარტო იმათთან გაქვს ლაპარაკის უფლება.
-რა ხდება!?
-ერთ საათში ბათუმში იქნები?!
-რანაირად?!
-რომ გკითხოთ შვარცნეგერები ხართ, არადა საქმე საქმეზე რომ მიდგება, თქვენი მდივნის მდივნის გადასარჩენი ხართ ხოლმე, ხო გაიგე?! არ დაგავიწყდეთ ეგეც.
-თინათინ, იმეტყველე უფრო ვრცლად და ნაკლები ამპარტავნებით.
-ხუთ წუთში დამხვდი სამინისტროსთან, ანკარაში მივდივართ, თავები უნდა მოგვკვეთონ.

ამ ამბავს ისტორიის მატიანე რომ ჰყოლოდა, ალბათ ისტორიის ამ ნაწილს ლიტერატურული ხელოვნებით გააფორმებდა, გადაჭარბების იმ დიდებულ ხერხს მიმართავდა, რომელიც ასე უყვართ მის მკითხველს და დაწერდნენ ...

„ფეხით შეუმტვრიაო, ქართველმა გენერალმა თურქ მთავარსარდალს კაბინეტის კარი, არ გატოკებულაო თურქი თავისი წარსულის მცოდნე, იმ ქართველის დანახვისას, რომლის ვენებშიც იმ ხალხის სისხლი ჩქეფდა, თურქი სარდლების ათი კაცი, რომ მიდიოდა ქართველი გლეხის აღმართულ ხმალზე.“

„თურქს სახეზე გაოცება აღბეჭდვოდაო, რომ ხედავდა ცეცხლის მოელვარე ენებს, აცეკვებულს ქართველის თვალებში. იცოდა, მან ხომ იცოდა, არ თმობენ ქართველები თავიანთ შვილებს, ან კი სადაჰყავთ დასაკარგავი?!“

„... და იყივლაო ქართველში ქართველის სისხლმა, როცა შიშის დამთრგუნველმა პატრიოტიზმა, დაჯაბნა რეალობის მახრჩობელა საცეცები. მახვილივით ბასრმა სიტყვებმა იწვიმესო იმ ქალის ბაგედან, რომელიც იბრძოდა ერთისთვის ისე, როგორც იბრძვიანო ხოლმე - ყველასთვის.“

-არ მესმის რაზე ლაპარაკობთ!-არაფრით შეიმჩნია აღელვება ქაანმა.-გაბრიელი ციხეში მოკლეს, მისმა მტრებმა!
-გაბრიელი ცოცხალია და თუ არ გინდა ეს ამბავი გაფორმებით თუ გაფორმების გარეშე მთელ მსოფლიოს მოვუყვეთ დაასრულე ეს წყეული ხელშეკრულება.-თვალები აუკიაფდა ზარდასტანიშვილს.
-ბატონო ქაან, მასალი ...-ჩაახველა თინამ და განაგრძო.-ქართველი ლეიტენანტის, შვილი და ქართველი მებრძოლის და გახლავთ. იგი. მოტყუებით ჩამოიყვანეს თურქეთში და იმდენად უმნიშვნელო ინფორმაციის მოწოდება დაავალეს, რამდენადაც თქვენნაირ მახვილგონიერ ადამიანს აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლება სამდივნოში მოღალატე გყოლოდათ!
-ეს უკვე მოსმენილი მაქვს!-ჩაეცინა ირონიულად მამაკაცს.-შვილი გყავთ ხომ ასეა, ბატონო ლუკა?! მისი სიცოცხლე ვინმემ საფრთხეში რომ ჩაგიგდოთ, რას იზამთ, აპატიებთ?!
-თუ ეგ უკანასკნელი სახლში უვნებელს დამიბრუნებს ჩემ შვილს, კაცურ მოვალეობად ჩავთვლი, მადლობაც გადავუხადო!
-ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ საიმისოდ, მეჰმეთი სახლში საღ-სალამათი დაგბრუნებოდათ. მასალს ვერ გავწირავდით, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ბრალი ამ ყველაფერში მინიმუმია. რომ არა ის, ვერასდროს გაიგებდით თქვენი ვაჟის ადგილსამყოფელს, ხვდებით?!-უყვავებდა თინა.
-ასეც რომ იყოს, ერთი მასალის გამო მთელი ქვეყანა გადააყოლა ჩვენთან დაპირისპირებას, თქვენ იცით ვინ ვარ მე?!-შესძახა კაცმა.-ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, გაბრიელი მკვდარია და ...
-ცოცხალია!-შესძახა ლუკამ და თინას დაქაჩული თვალები დააიგნორა.-ნუ მატყუებთ, მისი ოჯახი ეძებს. მასაც ჰყავს მამა, ისე როგორც მეჰმეთს! თქვენ რა ადამიანი ხართ, როცა სხვის მამას იმ ტკივილისთვის იმეტებთ, რომელიც თქვენვე გამოიარეთ და ტყვეობაში ამყოფებთ მას, ვინც შვილი უკან დაგიბრუნათ?!
-შეთანხმებაზე როგორ გაიგეთ?!-დაიბნა მამაკაცი.
-ჩემმა სიძემ აღმოაჩინა ისლამაბადში კაცი, რომელიც ქართველს შეხვდა. როგორ და რანაირად მიხვდა რომ ეგ კაცი გაბრიელი იყო თქვენთვის საინეტერესო არ არი. აი, ყველა სხვა დანარჩენს დააინტერესებს, რატომ ყიდულობს არალეგალური წესით თურქეთი იარაღს პაკისტანიდან. თქვენ რას იტყვით, ქალბატონო თინა?! თქვენი აზრით რას იტყვის ევროკავშირი, „ნატოზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ და როგორ გამოადგება თქვენს დაძაბულ პოლიტიკას რუსეთთან, ეს ამბავი?!
-ეს შანტაჟია და არ მოგცემ უფლებას თურქეთის პრეზიდენტს დამემუქრო!
-ეს შანსია და გაძლევთ შანსს ღირსეულად გამოიყენოთ. გაბრიელთან ყველა სახის ურთიერთობა გაწყვიტეთ და მასალი დაივიწყეთ. ჩვენგან ინფორმაცია, რა გვინდოდა ისლამაბადში, არ გაჟონავს!
-როგორ გენდოთ?!
-ჩემ შვილს ვერ გამოგიგზავნით სამეფო კარზე, ნდობის დასადასტურებლად. მხოლოდ ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას დავდებთ სასწორზე.
-მე ვიქნები გარანტორი.-თქვა თინამ.-ჩემი ქართველები ხელშეუხებლები რჩებიან როგორც თურქეთში ისე მის გარეთ, ჩვენ ქართველები თვალს დავხუჭავთ მეზობელი ქვეყნის საიდუმლო შეიარაღების ამბავზე, რომელიც არც ჩვენთვისაა მოსაწონი, მისი არალეგალურობის გამო, ხომ გესმით?!-ფოლადივით გაუხდა ხმა.
-მაინც როგორ დაადასტურებთ ამ ყველაფერს?!
-კაცი გვყავს ამერიკაში, რომელსაც ისტორიის სანდო წყაროს მითითებაც შეუძლია სტატიის ბოლოს, ასე მაგალითად, „ნიუიორკ თაიმსში“, ან „დეილი მეილში.“ აქედან სულ რომ ტაო-კლარჯეთში წაგვიყვანოთ და დაგვმარხოთ, თუ დღეს საღამოს ცხრაზე ჯანდიერი სახლში არ მოვა, დამელოდე, ნახავ რა შეუძლია ქართველს, ქართველისთვის!
-აქედან დამეკარგეთ!-ფეხზე წამოხტა აჭარხალებული ბეილიჯე.
-ან ერთი გაბრიელი დაბრუნდება სახლში, ან პირობას გაძლევ ... ვერც ერთი ლეგალური თუ არალეგალური იარაღი ვერ უშველის იმ საინფორმაციო სკანდალს, რომელშიც გაეხვევი. მიმოიხედე, აღარ არი დრო, სადაც შეგიძლია ზარბაზნით ან მეზარბაზნის არ ქონით შემაშინო. არ მითხრა, რომ ერთი გაბრიელი შენთვის იმდენად ბევრს ნიშნავს, გინდა შენს უკან მდგარი ხელისუფლება გადააყოლო?!
-დამეკარგეთ-მეთქი!-აყვირდა კაცი.
-დღეს ცხრა საათზე, ჩვენ ისევ მეგობრები გავხდებით. მადლობა დიპლომატიის მამებს, მადლობა პოლიტიკას და სახელმწიფოებრივ უპირატესობებს, რომ ჩვენ სოციუმში არ არსებობს მუდმივი მტრები და ყოფილი მეგობრები, ხომ ასეა?! სამშობლო უპირველეს ყოვლისა. მე შენი ერთი თურქის გამო ქვეყანა ამიოხრა კაცმა, რომელსაც სახლში არ მატნევ. დაფიქრდი. სხვა თუ არაფერი ამ სამყაროში მხოლოდ მე და შენ ხომ არ ვართ?! ან რა, ჩვენი სკამები სამარეში ჩაგვყვება?! რაღაც ხომ გაშინებს, ისეთი რაც გეუბნება, რომ არ ხარ მართალი?!
-ბირსენ, გაიყვანე ეს ხალხი აქედან!
-მეჰმეთმა რაო?! ეს ის ამბავია რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს ამაყად მოუყვებით, ბატონო პრეზიდენტო?!-ხმას არ აჩუმებდა ქალი.-საზღვარს ცხრა საათამდე არ გადავკვეთთ! აქ ვიქნები! კბილებით დავიცავ ჩემსას ყველაფერს და სისხლის ბოლო წვეთამდე არ ხელვყოფ იმას რაც თქვენია! „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში!“(თურქეთის სახელმწიფო დევიზი)- არ გამოვა „ერთობის ძალის“ გარეშე. ( „ძალა ერთობაშია - საქართველოს სახელმწიფო დევიზი). და თქვენ რას იტყვით?! სახელმწიფო თუ პირადი ინტერესები?!
-თავიდან მომწყდით!
ძალის გამოყენებით გასულ ქართველებს სიცილი აუვარდათ, რომ დაიგულეს შენობა უკვე შორს იყო და არავინ გაიგებდა მათ ხმას.
-გოგო, ხო შეგძლებია?!
-ხო, რაღაცნაირად, მომაწვა.-სალფეთქით შეიწმინდა ცივი ოფლი თინამ.-და ამ ამბავს არ გადავწყვეტდი, რაღაც რომ არ გამეგო.
-მაინც რა?!-გაუკვირდა ლუკას.
-როგორ წაჰყევი შენს მდივანს ხელის სათხოვნელად და როგორ გადაარჩინე გალახვას სასიმამროსგან.-იღიმოდა თინა და ქუჩაში მოძრავ ხალხს თვალს აყოლებდა.
-ეგ საიდან გაიგე?!
-ჩემი მდივნის ხელი ითხოვეთ.
-და ამ ამბავთან რა შუაში იყო?!-დაიბნა ლუკა.
-გამახსენდა, რომ იყო პრემიერი არ ნიშნავს მხოლოდ საქართველოზე ფიქრს.
-კიდევ რას?!
-იცი რა სხვაობა იყო დედოფალ მარია სტიუარტსა და ელისაბედ პირველს შორის?!
-ერთი რომ შოტლანდიელი და სუფთა სისხლის მემკვდირე იყო და მეორე ინგლისელი, მაგრამ მამამისის შვილებიდან ყველაზე დაუფასებელი?!
-აუჰ, არა.
-აბა ერთს რომ შვილი ჰყავდა და მეორეს არა?!
-არც ეგ.
-აბა?!
-ერთი შოტლანდიის დედოფალი იყო, მეორე ინგლისელი ხალხის.
ორ წამიანი პაუზა ისევ ლუკამ დაარღვია.
-გაბრიელიც ქართველია და ალექსანდრაც.
-მე კი ვალდებული ვარ ჩემ ქართველებზე ვიზრუნო მეტ ნაკლებობის გარეშე. იქ რომ ჩვენი ოთო ყოფილიყო, მისთვისაც იგივეს გავაკეთებდი.
-ამის მოსმენად ღირდა ეს ამბავი.-კმაყოფილებისგან გაეღიმა ლუკას.
-როგორ იძახი ხოლმე?!-სიცილში აჰყვა თინაც.-გონს მოსული ...
-შენდობის ღირსია.
-ბოდიში, რომ დავაგვიანე. ხანდახან რაღაცებზე ნაკლებად უნდა ინერვიულო, თორემ ნაოჭებს გაგიჩენს.
-ეგ გაბრიელმა გასწავლა?!
-ჰო.
მათი სიცილი ისმოდა ირგვლივ, ქუჩებში ადამიანები მოძრაობდნენ, სულ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა მიზნებით და ოცნებებით.
უცნაურად მშვიდი იყო იმ დღეს ანკარა.

***
ახალი წლის დილა თენდებოდა.
ნიკოლოზმა ძალის ძალით წამოაგდო საწოლიდან ზურა და საყიდლებზე წაიყვანა ნაირასთან ერთად.
შუადღემდე ეძინებოდა ალექსანდრას, ტელეფონის ზარს რომ არ გაეღვიძებინა.
-სანიკო, გაიღვიძე!-ტელეფონში ყვიროდა მართა.
-მართუშ, შენთვის ზედმეტად აჟიტირებული ტონია, მშვიდობა გვაქ?!
-ანალიზებზე გამყევი კლინიკაში, თუ გცალია.
-მშვიდობაა?!-წამოჯდა საწოლზე თვალებდასიებული.
-კი, სისხლის ანალიზის ჩაბარება მინდა.
-მოიცა, რატო?!
-აი, რომ გამოხვალ გეტყვი.
-კაი, ჩავიცმევ და გამოგივლი. მზად ხარ?!
-მზად ვარ. ბაჩო გავაყოლე მამამისს, დღეს დიდი სამზადისისთვის უნდა დამეწყო მზადება, მაგრამ ლუკამ დაიჩემა ჯანდიერებში ვხვდებითო და მოვეშვი. ნაირას იმედზე ვართ მთელი სანათესაო. გვანცა და დათა ჩამოდიან ბავშვებით.
-დილიდან სამზადისში არიან. ახლაც ბაზარში წავიდნენ. ასე რომ მშვიდად წავიდეთ და გაესინჯე. მერე გვანცას ვუყიდოთ რამე.
-კაი, მიდი გიცდი.
მალევე მოწესრიგდა.
ძლივს მალავდა ფიქრებში გათენებულ თვალებზე მუქ წრეებს.
ვერაფრით უტყდებოდა თავის თავს რომ სულის წასვლამდე უნდოდა ენახა გაბრიელი.
უფრო მეტად ის აღელვებდა, თუ რას იგრძნობდა მისი შეხედვისას.
ყველა ემოცია ჰაერში იღვრებოდა და ერთმანეთს ერეოდა.
მართას ორსულობის ამბავი რომ გაიგო ისე გაუხარდა, რომ იგრძნო როგორ აეწვა მუცელი.
საავადმყოფოს ეზოში დაჯდა და ბედნიერ მართას, რომელიც ექიმს ელაპარაკებოდა ცრემლებით სავსე თვალებით დააჩერდა.
გაუაზრებლად წარმოიდგინა საკუთარი თავი მართას ადგილას და იგრძნო როგორ ჩაწყდა შიგნით რაღაც, რაც ვერ გაიაზრა, სახელი ვერ დაარქვა, ატკივდა.
ახმაურებულ ტელეფონს დახედა და ამოუცნობ ნომერს იმხელა იმედით დააჩერდა, მოცემულობამ შეაშინა.
-გისმენთ!-სასწრაფოდ უპასუხა ტელეფონს.
-სამშობიაროსთან რომ დგახარ, მგონია რომ შვილებზე ინსტიქტურად გეფიქრება. ვცდები?!-გაბრიელის ხმაზე თრთოლვამ აიტანა ალექსანდრა.-ლამაზი დედა იქნებოდი. თან წარმოიდგინე, ჯაშუში დედა.
-ვერაფრით მაპატიე შენზე უკეთ, რომ ვცურავ?-სიცილი ვერ შეიკავა და აცრემლებული თვალებით მოათვალიერა არემარე.
-გაიგე, რომ ცურვა არ ვიცი?!-სიცილი აუვარდა ჯანდიერს.
-შენზე იმდენი რამ გავიგე, მგონია რომ მენატრები.
-აა, გგონია?!-მისი ხმა ბედნიერების ციცინათელებივით უნათებდნენ ბნელი დღეებს, ალექსანდრას.
-რატო მაწვალებ?! გამოჩნდი. ჩემთან თუ ასე ახლოს ხარ, რა დაგიშავე რომ არ მენახვები?!
-გადაწყვიტე?!
-რას გულისხმობ?
-ჩემთან ჩვენი სახლი, გადაწყვიტე?!
-შენი აზრით ეს წლები ამერიკაში გასაფრენი მიზეზი ვერ ვიპოვე?!
-არ მინდა ირიბი სიტყვები, სანი, მითხარი, გამაგონე.
-დამენახე.
-ჯერ ...
-პირობებს აქ შენ ვერ დამიყენებ, ხვდები!? არ ხარ მომგებიან პოზიციაში, არ ხარ მართალი ჩემთან, ხვდები?!
-სხვანაირად არ შეიძლებოდა, სანი.
-მაინცდამაინც მე უნდა გაგეწირე?!
-შენ რომ მყოლოდი?! კი, უნდა გამეწირე.
-ვერაფერს ვიგებ, რატომ არ ...
-მითხარი, რა. გთხოვ, მინდა ვიცოდე, რომ სახლში მოსულს, მეკუთვნის შენი დახვედრა.
-სამი წლის მიტოვებული ცოლის?!
-ყველა ის კაცი შევარცხვინე სამი წუთიც რომ მიატოვებს თავის ცოლს.
-და შენ ...
-მე არ მიმიტოვებიხარ. შენ რომ ჩემი მართალი ცოლი არ ხარ?!-ალექსანდრას სიტყვები გაიმეორა და ღიმილი ვერაფრით შეიკავა გოგონას გაცხარებულ სახეზე.
-ხოდა მართალ ცოლს დაურეკე!
-აღიარება ასე ძნელია?!
-რისი, რისი, რისი აღიარება?!-შეჰკივლა გოგონამ.
-რომ შეგიყვარდა ის ვისაც არ ელოდი რომ ...
-წყეულიც, იყავით შენც და შენი ერეკლე მეფეც! ბავშვობიდან შენზე ვფიქრობ, შენ გელოდები, შენი მჯერა! ბავშვობიდან შენ ხარ ჩემი ქვეყანა. აღარ დარწმუნდი ამაში, რომ გელოდები?! რომ ყველაზე მართალი ცოლი მინდა ვიყო, უბრალოდ უნდა მადროვო რომ ქმრად დაგინახო და არა გმირად?! უბრალოდ ხანდახან შენნაირი კაცების ცოლებსაც უნდათ, ის ორი ბეწო რომანტიკა რომლის არ ქონაც გვტკივა, ხოლმე?! არ გასახსენებელი მომენტებისთვის გამიმეტე და წახვედი. კიდე მე ვარ ის ვისშიც ეჭვი უნდა შეიტანო?! ვინც არასაკმარის აღიარებას აკეთებს?! მე შენ ცხოვრებაში შემოსვლის წამიდან შენ გაღიარე მხოლოდ.
-სანი ...-ხმა ჩაუწყდა ბუმბულის წონის ჯანდიერს.
-შენ სახლში ბევრი სხვა ოთახია, მოსვლის წამიდან მე მხოლოდ შენსაში მძინავს. სახლში მალე დაბრუნდი, გელოდები. შენი მართალი ცოლი. -ტელეფონი გათიშა და შორიახლოს უხერხულად მდგარ მართას გაუღიმა ცრემლიანმა.-მაღაზიებში წავიდეთ?!
-წავიდეთ.-ამოილუღლუღა გაფითრებულმა ქალმა.
-გვანცას ვუყიდოთ საჩუქარი და გაბრიელისთვის მინდა მაისურების ყიდვა.
-ჰო?!-ყურებს ვერ უჯერებდა მართა.-რად უნდა, ხომ აქვს?!-თქვა ისე თითქოს იმ კაცზე არ ლაპარაკობდნენ, რომელსაც სამი წელი თავისი არაფერი სცმია.
-მისი მაისურები მე მომწონს, რაიმე ისეთს ავურჩევ, მე რომ არ მომეწონოს.
-ჩაიცვამს და მაინც მოგეწონება, მაინც წაართმევ.-სიცილი აუვარდა მართას და ღვედი შეიკრა.-მგონია რომ არაფერი ხდება შემთხვევით და წელს ყველაზე ლამაზი ახალი წელი გვექნება.
-მგონია, რომ ... ხო, მეც ეგრე მგონია.-გაეცინა, მართას მუცელზე მიეფერა და იქაურობას გაეცალა.

**
თინას უზარმაზარ კაბინეტში რამდენიმე მამაკაცს მოეყარა თავი.
ქალი საბუთებში თავჩარგული თითქოს საერთოდ არ აქცევდა მათ საუბარს ყურადღებას.
-არ იქნება რელევანტური თუ ...-აგრძელებდა ლაპარაკს ეკონომიკის მინისტრი.
-თუ?!-თავი მაღლა ასწია თინამ და სათვალეები მოიხსნა წარბშეკრულმა.-თუ რა, ბატონო ვარლამ?!
-თუ თურქეთთან ურთიერთობას გავაფუჭებთ, მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორებს ...
-დიდი ხანია მათემატიკაში მათემატიკა ისწავლეთ, ბატონო ვარლამ?! დიდი ხანია, მასწავლებელთან აღარ დადიხართ?! დიდი ხანია, ეკონომიკის მართვაში ნახევარ სანათესაოს იხმართ ხოლმე და დაცვის თანამშრომლიდან დაწყებული მოადგილით დამთავრებული ყველა თქვენი გარე ბიძაშვილია?! თანამდებობაზე ვინ მოგიყვანათ?
-იმან, ვინც თქვენ, ხალხმა!-ჯიქურ დააჩერდა მამაკაცი ქალს.
-მე ხალხთან ჯანდიერმა გამომაჩინა, თქვენ?!
-მე პარტიული ...
-შენც. იცი რა არ უნდა გააკეთოთ თანამდებობაზე მოხვედრის შემდგომ?! თანამშომრლებისთვის „თქვენ - იდან, შენობითზე არ უნდა გადახვიდეთ“ თუ ამის მიზეზი ჭეშმარიტი მეგობრობა არ არი. თუ „თქვენობითს“ კარგავთ, კარგავთ სტატუსსაც და სკამსაც. იცით გაბრიელს თქვენთან რა შეეშალა?!
-ვერ ვხვდები მე რა ...
-შენობითზე გადავიდა. მხოლოდ იმიტომ რომ იფიქრა, არ დაივიწყებდით, ფაქტს, რომ ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ მოხვედით, რომ თქვენს ქვეშემრდომებს ჰუმანურად უდგებოდით. „მათემატიკას ვასწავლით, ადამიანობას ვერა!“
-მე ...-სახეზე წამოწითლდა მამაკაცი.-მე არც კი მიფიქრია ... გაბრიელთან მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რაც მისი გარდაცვალების ... იცით, მე მხოლოდ უამრავ უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე ...
-არ მესმის რას ლაპარაკობთ, მაგრამ თუ დანაშაულის სიმძაფრეს მიხვდით, დამავალებთ თუ ერთ საქმეში დამეხმარებით.
-გისმენთ. რაშიც შემიძლია.-ადამიანური გამომეტყველება დაუბრუნდა ბატონ ვარლამს.
-ის რაც ახლა მოისმინეთ კოლეგებში გაავრცელეთ. იცოდნენ სხვა მინისტრებმაც, რომ პრემიერი ამ აზრზეა ... რომ ყველა გონს მოსული შენდობის ღირსია, რომ გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და რომ ვიცოდეთ, სკამი მიწაში არავის წაუღია.
-გასაგებია. კონკრეტულად რომელი სამინისტრო გჭირდებათ?!
-მჭირდება ყალბი ანგარიშის შექმნა, კონკრეტული საავადმყოფოდან, რომელზეც ვთქვით, რომ ჯანდიერი იწვა, მინდა რომ შექმნათ იმიტაცია, თითქოს ოჯახი უხდიდა ამ საავადმყოფოს გაბრიელის მკურნალობის თანხებს.
-კი მაგრამ ... გაბრიელი ხომ ...
-კოლეგებო, ხომ ყველაფერი გავიგეთ?!-უკან მდგარ გახევებულ მამაკაცებს გადმოხედა თინამ.
-დიახ, ქალბატონო თინათინ.-სინქრონულ პასუხზე ღიმილი ძლივს შეიკავა პრემიერმა.
-რომ გახვალთ ჩემს მდივანს უთხარით შემოვიდეს. მადლობა წინასწარ.
მამაკაებმა ოთახი დატოვეს თუ არა მაშინვე შევიდა ახალგაზრდა ქალი მოკრძალებული ღიმილით კაბინეტში.
-გისმენთ, ქალბატონო თინათინ.
-ლანუკა, როგორ ხარ?-საბუთებში ჩანაწერებს აკეთებდა თინა.
-მადლობა, თავად როგორ ხართ?!
-დილიდან ამ საოცრებებს რომ შეხედავ, ვარ, ასე საოცრებათა ჩადენის ხასიათზე. რაო, მამამ?!
-ვინ მამამ?!-თვალები დაექაჩა ლანუკას.
-მამაშენმა, რაო?!
-აა, მამაჩემმა?! ქორწილის თარიღზე ჯავრით აღარ არი. ორი კვირა ეცოტავება ერთი თვე ებევრება.
-ზარდასტანიშვილს მძიმე სკოლა აქვს, მაგრამ ხარისხიანი.-ჩაეცინა ქალს.-რა უთხრა ასეთი ?!
-ჩემი ქალიშვილისთვის ზუსტად ასეთ სასიძოს ვისურვებდი, ქართველის სიტყვას გაძლევთო.-გაინაბა გოგონა.
-არ ყავს ქალიშვილი.-ჩაილაპარაკა გაღიმებულმა თინამ.-შეხვედრაზე ჩაწერილები არიან?!
-არიან, ქალბატონო თინა.
-ვინ არის?!
-სარფის სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ცოტნე თაბაგარი.
-შემოუშვი, ჩქარა, ჩქარა!-თვალები დაექაჩა და სასწრაფოდ დაუწყო ძებნა უჯრაში რაღაცას.
-კარგით.
-არა, ორ წუთში შემოუშვი.
-კარგით.-გაეღიმა ლანას, რომ დაინახა პატარა სარკე და წითელი პომადა პრემიერის ხელებში მოქცეული.
ოთახში შემოსულ ცოტნეს მზად დაუხვდა ქალბატონი თინა.
იჯდა სკამში და ძლივს ინარჩუნებდა სიმშვიდის იერს.
-გისმენთ, ბატონო ცოტნე.
-გამარჯობა.-გაეღიმა კაცს.-ქალბატონო, თინათინ დამიბარეთ და ...
-აჰ, ხო ... მე დაგიბარე.-ჩაილაპარა და სკამიდან წამოდგა.-რაც გთხოვე ის საქმე მოაგვარე?
-კი. არსად ფიქსირდება, გაბრიელის არც გასვლა და არც შემოსვლა ქვეყნის საზღვრებიდან.
-ძალიან კარგი. ხომ დარწმუნდი რომ თურქეთშიც ასეა?!
-კი, სარფის საბაჟოზეც ასეა.
-ძალიან კარგი. სულ ეს იყო ... მადლობა.
-მადლობა, თქვენ.
-დიახ. რისთვის?!-ვერ მოითმინა ეკითხა.
-რაღაც მკარნახობს, ყოფილი პრემიერის ადგილას რომ სხვა, უბრალო ადამიანი ყოფილიყო მისთვისაც ამას გააკეთებდით.
-მე არაფერი გამიკეთებია, ცოტნე.
-სარფის საზღვარზე, თურქი მებაჟეები, „მადამ მაფიას“ გეძახიან, იცოდით?!
-არა!-შესძახა თვალებდაქაჩულმა.-კი, მაგრამ, რატომ!?
-ზუსტად არ ვიცი, ამბობენ თურქეთის პრესა აქტიურად აშუქებს ქაან ბეილიჯეს სამდივნოში გაჟონილ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტისთვის თავისი ადგილი მიგიჩენიათ.
-ხო?!-გაფითრდა სახეზე.-არ ვიცი, ალბათ რამე ჭორს უგორებენ.
-ჰო, ალბათ რამე ჭორია.-გაეღიმა ცოტნეს.-ნახვამდის, ქალბატონო პრემიერო.
-ნახვამდის.-ამოილუღლუღა და ოთახში მარტო დარჩენილმა სასწრაფოდ აკრიფა ლუკას ნომერი.
-უკვე უჩემოდ ვერ ძლებ, ხვდები?!
-არ გინდა რომ ხელის სათხოვნელად წამომყვე და ბიჭის დედას უთხრა, ბიჭი რომ მყოლოდა ასეთი რძალი მენდომებოდაო?!
-არა.
-რატო?!
-ბიჭი მყავს და არ მინდა.
-ლუ-კა!-აკივლებულ თინას თავადაც გაეცინა ლუკას სიცილზე რომელსაც უკან ფონად გაბრიელის ერთვოდა.
**
იდგნენ ირაკლი მაისურაძის საფლავთან და მომღიმარი დასჩერებოდნენ მუშებს, რომლების დიდი რუდუნებით დგამდნენ საფლავის ქვებს ერთმანეთის მიყოლებით.
-როგორ მოახერხე?!-გადმოხედა გაბრიელმა ბიძამისს.
-ძველი სკოლაა.-თვალი ჩაუკრა ძმისშვილს ნიკოლოზმა.
-ხომ ყველაფერი კარგად არი, ნიკო?!
-როგორ გამოგიშვეს?!
-გავიგე ამერიკაში გაგიგზავნიათ, კაცი რომელმაც საიდუმლო ინფორმაცია იცოდა, გააფრინეთ?! ამერიკა და საიდუმლო შეიძლებოდა? ღუპავდით ქვეყანას?-გაეცინა გაბრიელს.
-სახლში წასვლის დროა.
-ამის მადლობას ვერასდროს ...
-შენ მე მადლობას ვერასდროს გადამიხდი, იმიტომ რომ მე შენგან არასდროს დამჭირდება ეგ. წავედით, მოკვდა მამაშენი ბოღმით.
-აუ, კიდე?!
-ხო იცი ვერ გავუშვებდი შესაძლებლობას ხელიდან.-სიცილი აუვარდა ნიკოლოზს.-ბოლომდე ვაწამე, ვუთხარი პირველი მე დამირეკა, იმიტომ რომ შენ არ უყვარხართქო, შეიძლება არც ჩაგეხუტოს, საერთოდ.
-აუ, აუ, ზურას ვინ დაეძებს, გამლახავს ნაირა.
-წამო.
**
ამბავი იყო რაღაცნაირი.
ყველა რომ ახალი წლის ღამეს ელოდა, ის მოვიდა ახალი წლის დილას.
იყო ალბათ დილის რვა, შეიძლება იყო ცხრაც.
საათის ისრებს არ უყურებდა, ალბათ არავინ.
ალექსანდრას ტელეფონი მღეროდა გაუჩერებლად.
-გი ... სმენთ.-ამოილაპარაკა ემოციებით დაღლილმა, ნახევრად ძილბურანში მყოფმა ალექსანდრამ.
-ჩამო, გამიღე კარი.
-რა?!-წამოხტა საწოლიდან ელვის სისწრაფით.
-მიდი, საჩუქარი მოგიტანე და სიცივეა გარეთ, რა არი, სანიკო, ვის გაუგია ქალს ქმარი სახლში არ ყავდეს და იმ ქალს ეძინოს?!
-სად ... რანაირად ...
-ჩამოხვალ, უკვე?!-აღმოხდა შეციებულს.
-დამელოდე.
-დამეკიდა ლოლოები, ჩქარა.
-ნუ აჭარბებ, მინუს სამი გრადუსია.
-სულ რაღაც!
კიბე ჩაირბინა და მისაღებში შევარდნილმა მთელი ძალით გამოაღო რკინის მასიური კარი.
-გავიყინე.-თქვა და აწითლებული ცხვირით სასაცილოდ დაეჯღანა გოგონას.-ის სიმღერა იცი?!
-რომელი?-ამოიტირა გოგონამ.
-ჯინგლ ბელს! აღარ მახსოვს, როგორ არი, დაახლოებით რომ წამიმღერო?!
-რად გინდა?
-ლამაზად მოგილოცავდი ახალ წელს. მერაია ქერის შევეჭიდებოდი, უხერხულია უბრალოდ ... სძინავს ხალხს.
-გილოცავ, სახლში დაბრუნებას.-ამოილაპარაკა ალექსანდრამ და ქურთუკი შეუხსნა გაბრიელს.-ეს იყოს შენი უკანასკნელი წასვლა ჩემგან.
-სანი, მე ...
-საცივი გაგიკეთე, იცი?!
-მე გამიკეთე?!
-ჰო. წინა წელსაც გაგიკეთე. იმის წინაც.
-მერე რა რომ ნიგოზზე ალერგია მაქვს?!
-ჰო. ახლა გაჭმევ.
-ასეც ნუ გიყვარვარ, სანი.-გადაიხარხარა გულიანად.
-სძინავთ, ჩუ!
-ცოლად უნდა მომეყვანე და დამავიწყე, საცივიო ეგრევე, აუ, გაგაფუჭა ნაირამ, რა.
-ცოლიან კაცზე ვერ გავთხოვდები, უხერხულია, რას იტყვის ჩემი ქმარი.
-მაშინ ეს ... მინდა რომ ეს ატარო, კაი?!
-რა ..
ოქროს მრგვალი ბეჭედი სწრაფად და მოხერხებულად გაუკეთა თითზე და მთელი ძალით ჩაიკრა გულში მონატრებული სხეული.
-შენი გაკეთებული საცივი მირჩევნია ამ წამიდან მთელ დედამიწას.
-ნიგოზზე რომ ალერგია გაქვს, მაინც?!-ტიროდა ალექსანდრა და კისერზე უჭერდა სუსტ მკლავებს.
-ზუსტად მაგიტომ, რომ ნიგოზზე მაქვს ალერგია.
-მე ... მე. ... მე მადლობა, გაბრიელ.
-რა მადლობა?!-დაიბნა ჯანდიერი.
-მადლობა, რომ ჩემთვის დაიბადე. შენ გამო ღირდა. შენ გამო ყველაფერი ღირდა. ჩემთვისაც და მისთვისაც. ვიცი. ამას ვგრძნობ.
-ნუ ამბობ, მაგას.-ამოილაპარაკა და ხელების შეშვება გადაწყვიტა სანდრამ რომ არ დაანება.
-მოიცა, იყავი. მოიცა. როგორი ყოფილა ...-დაიჩურჩულა ალექსანდრამ.
-რაზე ამბობ?!-ჩურჩულითვე უპასუხა ჯანდიერმა.
-შენი ქმარი რომ სახლშია - ამას.-ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად შეატოვა მსუბუქი კოცნა ლოყაზე გაღიმებულ მამაკაცს და სამზარეულოში გაიქცა.-წამო, გაჭმევ!

ჟრიამულმა მოიცვა ყველა.
ნაირას ვერ აკავებდნენ.
-ბებო, რად გინდა ... დადე, აუ, აუ, მამა უთხარი რამე!
-შენ ვის გაუბედე დაუკითხავად წასვლა, შენ ვინ მოგცა ამის უფლება, მოდი მეთქი, ნუ მარბენინებ!
-დადე ეგ ჭინჭარი და მოვალ, აუ, აუ, კაი, ბავშვი ხო არ ვარ, ცოლიანი კაცი ვარ.
-მოდი მეთქი ჩემამდე!
-სირცვხილია, რას იტყვის ალექსანდრა, ბებო გაჩერდი, ბებო მწარეა, აუ, აუ, აუ მამააა!
ლუკას ხარხრას უერთდებოდნენ დანარჩენებიც და ხმაურობდა ჯანდიერთა სახლი, ისე როგორც ალბათ არასდროს.
ისე თითქოს მართლდებოდა სიტყვები, „ყველა ქუჩას თავისი გაზაფხული აქვს.“
მათი გაზაფხული კი ზამთარში უთბობდა გაყინულ გულებს ადამიანებს.

უზარმაზარ სუფრასთან ყველას ერთდროულად მოეყარა თავი ოთოს და ლანუკას ქორწილში.
-გამაგებინე, თინა ასე უცნაურად რატო იქცევა?!
-ენა ჩაიგდე, ყველა შენსავით ორიგინალურად ვერ ხსნის სიყვარულს, გენიოსო.
-აუ, აუ, თეიმურაზი მოსწონს?!
-ვინ თეიმურაზი, შენ ცუდად ხოარ ხარ?
-აბა?!
-ვის ვანდეთ ქვეყანა?!-ხარხარი აუვარდა ლუკას.
-შენ, ძალიან აცქმუტდი მეთქი მითქვამს.
-ორი შვილის მამა ვარ, ცოტა რიდით მელაპარაკე.
-რას მახარბებ, ვერ გავიგე?!
-ხო, კაი ნუ იბოღმები, გუშინ ახლდა მართა ალექსანდრას ექიმთან, ოღონდ არ ავარდე ახლა და ... აუ, აუ რა შეუგნებელია, აუ რა ცუდი მესაიდუმლეა! სად მიდიხარ!
ორი წუთი არ იყო გასული მართა რომ დაჯდა ლუკას გვერდით.
-საიდუმლოს ვერ ინახავ, ლუკა?! გოგო ორი კვირის ფეხმძიმეა, იქნებ არ უნდოდა ჯერ სცოდნოდა გაბრიელს?!
-რამექნა, მარტო სიხარული ბანძია და ვეღარ მოვითმინე.
-ოხ! აღარაფერს აღარ გეტყვი.
-ანუ, მორჩა ჩვენი ჭორაობის საათები?!
-დიახაც.
-ჩვენი ჩაის საღამოებიც?
-ბაჩოს სკოლის მშობლების ამბებსაც აღარ მოგიყვები.
-მუქარაა, ეგ უკვე.
-ხმას ნუ იღებ.
-არც ჩვენი მეზობელი მზევინარისას?!
-ვაიმე, არც დოდოსას!
-კაი, რაიყო, რა დავაშვე მაგის ფასი.-წუწუნებდა ლუკა.
-შეხედავ კაცი გენერალია.-სიცილი აუვარდა თინას.
-შეგხედავს ხალხი პრემიერი ხარ, რა არი რა მკაფიოდ აცხადებ რომ გიყვარს და თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე, იყო მისი ათი შვილის დედა?!
-იცი რომ ტაიკვანდუზე დავდიოდი და შემიძლია დაგაგდო?-გამომეტყველება შეეცვალა თინას.
-იცი რომ ერაყში დავდიოდი და შემიძლია აგაფეთქო?!
-ცუდი იუმორი იყო.-სიცილი აუვარდა თინას.
-გეთანხმები.-გაეღიმა ზარდასტანიშვილსაც.

ირეოდა ხმები ერთმანეთში.
ადამიანები აგრძელებდნენ მხიარულებას.
ლამაზი იყო ბედნიერება ადამიანთა თვალებში ვარსკვლავებად აკიაფებული.
ტალღები ცდიდნენ მათ მოთმინებას, წყლის სიღრმე აღვიძებდა მათ შიშებს, ღმერთი კი სასწაულებისთვის რწმენას ითხოვდა მხოლოდ.
ირეოდა ხმები ერთმანეთში, მზერებს ცვლიდნენ და სიყვარული არ ენანებოდათ.
ისე როგორც ავდრიანი ამინდების შემდეგ, მზის სხივების სითბო ათბობდა დედამიწას მათი ყოველდღიური დიალოგები, სიკეთეები, ადამიანურობები.

იმ ღამით ჩვილი მიიყვანეს სახლში, ოთახში ჰაერი შეცვალა პატარა სალომეს ტირილმა.
-დღეს ვარ მამა, ყველანაირი ერეკლეს და იბერიის გარეშე. მომწონს. ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, მხოლოდ ამას.
-რას?!-დაიჩურჩულა ალექსანდრამ და გაბრიელის გულზე დაწოლილ პატარა სალომეს საწოვარა შეუსწორა.
-უფრო ადრე უნდა მეპოვნე. უფრო ადრე უნდა მრქმეოდა, შენი შვილის მამა. უფრო ადრე უნდა მიმეღწია ამდენს.
-ლოდინად ღირდა.
-ჰო. ყველაფრად ღირდა.
.
.
.
-აუ, სანი, სანი, რას შვრება?!
-მოძრაობს, გაბრიელ.
უყურებდნენ პატარა სალომეს, რომელსა განაბულს ეძინა მომღიმარი სახით.
თითქოს ღმერთმა თავისი სასაწაულის ყველაზე ლამაზი აკორდი დასვა.



№1  offline წევრი დარინა

ღმერთოოოო აი ემოციების აფეთქებააააა გეფიცები დავმუნჯდიი, ისეთი და იმდენი ემოციებისგან ვარ გაბერილი მინდა რომ ძალიან ბევრი რამე გითხრა მაგრამ თითები არ მემორჩილება სიტყვების დასაწერად, ემოციებისგან გავიბერე და იმდენხანს გამყვება სულ მემახსოვრება თუ როგორი სიამოვნება მომანიჭე შენი ამ გასაგიჟებელი ამბავით, ზუსტად ისეთი ისტორიაა აი გიჟ და გადარეულ გაბრიელს რომ სჭირდებოდა და შეეფერებოდა, თავიდან შენი ალექსანდრას გაგორება მეც მომინდა გაბრიელივით ???????? ნერვებიც კი მო
ედალა ჩემს გაბრიელი რომ გააბრაზა და გააგიჟა, მერე მეც გაბრიელივით თანდათან მოვლბი მაგრამ ბოლომდე მაინც არ მოვიწონე აბა ის როგორი იყო სამი წელი რომ დაკარგა ჩემმა ბიჭმა ხომ იცი ქალებს რომ ვერჩი არც ალექსანდრე მომხვდა თვალში დიდად ???????????? გადავწყვიტე შენთან ყველაზე მეტაფ გაბრიელი მიყვარს ❤️❤️ აი კიდევ უფრო მომეწონა ლუკა ამ ნაწილში აი გაბრიელის და ლუკას მეგობრობა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანე და ალბათ მსგავსი მეგობრობა არც არსებობს, მინდა ბევრი რამე გითხრა მაგრამ ვერ ვწერ ალბათ დილით უფრო დავმშვიდდები და ბევრ რამეს გეტყვი, საოცარი ხარ და მიხარია რომ არსებობ შენი კითხვია უფლება მაქვს და ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ მიყვარხარ ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი მაია კევლიშვილი

მართლა გავათენე და მაინც არ მინდოდა დამთავრებულიყო????????♥️

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დარინა
ღმერთოოოო აი ემოციების აფეთქებააააა გეფიცები დავმუნჯდიი, ისეთი და იმდენი ემოციებისგან ვარ გაბერილი მინდა რომ ძალიან ბევრი რამე გითხრა მაგრამ თითები არ მემორჩილება სიტყვების დასაწერად, ემოციებისგან გავიბერე და იმდენხანს გამყვება სულ მემახსოვრება თუ როგორი სიამოვნება მომანიჭე შენი ამ გასაგიჟებელი ამბავით, ზუსტად ისეთი ისტორიაა აი გიჟ და გადარეულ გაბრიელს რომ სჭირდებოდა და შეეფერებოდა, თავიდან შენი ალექსანდრას გაგორება მეც მომინდა გაბრიელივით ???????? ნერვებიც კი მო
ედალა ჩემს გაბრიელი რომ გააბრაზა და გააგიჟა, მერე მეც გაბრიელივით თანდათან მოვლბი მაგრამ ბოლომდე მაინც არ მოვიწონე აბა ის როგორი იყო სამი წელი რომ დაკარგა ჩემმა ბიჭმა ხომ იცი ქალებს რომ ვერჩი არც ალექსანდრე მომხვდა თვალში დიდად ???????????? გადავწყვიტე შენთან ყველაზე მეტაფ გაბრიელი მიყვარს ❤️❤️ აი კიდევ უფრო მომეწონა ლუკა ამ ნაწილში აი გაბრიელის და ლუკას მეგობრობა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანე და ალბათ მსგავსი მეგობრობა არც არსებობს, მინდა ბევრი რამე გითხრა მაგრამ ვერ ვწერ ალბათ დილით უფრო დავმშვიდდები და ბევრ რამეს გეტყვი, საოცარი ხარ და მიხარია რომ არსებობ შენი კითხვია უფლება მაქვს და ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ მიყვარხარ ❤️❤️❤️

აი ეს ემოცია მომენატრა! სულ სხვა არი როცა ახლობლისგან გესმის ❤️ მადლობა რომ არ გეზარება და ბოლომდე იცლები❤️❤️❤️ მადლობა რომ გიყვარვარ და მიყვარხარ!!❤️❤️❤️❤️ ოფიციალურად მიჩუქნია შენთვის გაბრიელი ????
მაია კევლიშვილი
მართლა გავათენე და მაინც არ მინდოდა დამთავრებულიყო????????♥️

უზომოდ სასიამოვნოა მაგის მოსმენა❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ლუსი

სასწაულიააა...

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

არაჩვეულებრივად წერთ ავტორო, სიუჟეტიც მშვენიერია. მაგრამ იმდენად გაწელილი და დამღლელია, ბოლოს მხოლოდ გადავხედე. მაპატიეთ გულახდილობისთვის

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ლუსი
სასწაულიააა...

მადლობა❤️❤️❤️❤️
სტუმარი ქეთა
არაჩვეულებრივად წერთ ავტორო, სიუჟეტიც მშვენიერია. მაგრამ იმდენად გაწელილი და დამღლელია, ბოლოს მხოლოდ გადავხედე. მაპატიეთ გულახდილობისთვის

პირიქით, მადლობა გულახდილობისთვის❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

უფრო ადრე უნდა დაბადებულიყავი,უფრო მეტი რომ დაგეწერა კანდელაკო ???? მე ანდრეზე ვარ შეყვარებული მაგრამ გაბრიელიც მესიმპატიურა ???????? ასე ერთმანეთში შეხმატკბილებული დრამა და კომედია შენთანაა მხოლოდ ლიზი???? წარმატებები.მე ზოგადად რომ მომწონს ისტორია,ბევრჯერ მივუბრუნდები ხოლმე და სანამ.დავიზეპირებ,მანამ ახალიც მოგვართვი ცხლად,გავუძლებთ ღამის ტეხვას ????

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი სტუმარი ელისო
უფრო ადრე უნდა დაბადებულიყავი,უფრო მეტი რომ დაგეწერა კანდელაკო ???? მე ანდრეზე ვარ შეყვარებული მაგრამ გაბრიელიც მესიმპატიურა ???????? ასე ერთმანეთში შეხმატკბილებული დრამა და კომედია შენთანაა მხოლოდ ლიზი???? წარმატებები.მე ზოგადად რომ მომწონს ისტორია,ბევრჯერ მივუბრუნდები ხოლმე და სანამ.დავიზეპირებ,მანამ ახალიც მოგვართვი ცხლად,გავუძლებთ ღამის ტეხვას ????

უდიდესი მადლობა❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაა კანდელაკო ისეთი ქარიშხალი დაატრიალე ,უსიტყვოდ დამტოვე, დამათენდა კითხვაში ,ემოციები იმდენად ხშირად იცვლებოდა, ახლაც ვფიქრობ ისტორიის შინაარსზე,რომელმაც დიდი ემოციური შოკი გამოიწვია, და ვფიქრობ იმ სიტყვებზე რაც ამ შესანიშნავ ისტორიას მოუხდებოდა..არ ვიცი იმდენად დიდი დოზით იყო ყველა გრძნობა ,იმდენად დიდი იყო პატრიოტიზმი ,სამშობლოს სიყვარული,
ღირსეულ ქართველთა ქართველობა,საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ,სულისკვეთება ,მეგობრობა,სიყვარული,ერთგულება და თავგანწირვა...და ეს ყველაფერი ერთი ქართველის ქართველობა იყო , იშვიათი პერსონაჟი გაბრიელი....რომელმაც ყველაფერი დაიტია . ალბათ ასეთიც უნდა იყოს ღირსეული პრემიერი, ქართველი და რაც მთავარია ადამიანი, ღირსეული წინაპრების ნაკვალევზე იმდენად დიდია ჯანდიერი მთელი მისი გარემოცვით იმდენდ ყველა ფერის იყო გაოცებული და აღფრთოვანებული ვკითხულობდი , საუკეთესო საინტერესო და შესანიშნავი ისტორია იყო ,ისტორია რომელმაც ბევრი რამ დაგვანახა მატირა კიდეც იმდენად ემოციური იყო გაბრიელის მსხვერპლშეწირვა და ლუკასთან პაკისტანში შეხვედრა გულგრილად ვერ წავიკითხავთ .ხო რაც შეეხება ლუკას ...მეგობარს ,ძმას ,ადამიანს რომელიც იშვიათი მეგობრობის მაგალითი იყოო..და ამავე დროს ისტორიის ფურცლები ისე გადაგვიშალე ჯანდიერის იუმორით ,რომელიც ისტორიას თან სდევდა მიუხედავად ისტორიის სიმძაფრისა ,რო ცრემლებს ღიმილი ანაცვლებდა...ალბათ ცხოვრების არსიც ეს არის... მადლობა ამ შესანიშნავი და სსოცარი ისტორიისთვისს..რომელსა ალბათ მრავალჯერ წავიკითხავ...

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Daldoni Daldoni
უჰაა კანდელაკო ისეთი ქარიშხალი დაატრიალე ,უსიტყვოდ დამტოვე, დამათენდა კითხვაში ,ემოციები იმდენად ხშირად იცვლებოდა, ახლაც ვფიქრობ ისტორიის შინაარსზე,რომელმაც დიდი ემოციური შოკი გამოიწვია, და ვფიქრობ იმ სიტყვებზე რაც ამ შესანიშნავ ისტორიას მოუხდებოდა..არ ვიცი იმდენად დიდი დოზით იყო ყველა გრძნობა ,იმდენად დიდი იყო პატრიოტიზმი ,სამშობლოს სიყვარული,
ღირსეულ ქართველთა ქართველობა,საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ,სულისკვეთება ,მეგობრობა,სიყვარული,ერთგულება და თავგანწირვა...და ეს ყველაფერი ერთი ქართველის ქართველობა იყო , იშვიათი პერსონაჟი გაბრიელი....რომელმაც ყველაფერი დაიტია . ალბათ ასეთიც უნდა იყოს ღირსეული პრემიერი, ქართველი და რაც მთავარია ადამიანი, ღირსეული წინაპრების ნაკვალევზე იმდენად დიდია ჯანდიერი მთელი მისი გარემოცვით იმდენდ ყველა ფერის იყო გაოცებული და აღფრთოვანებული ვკითხულობდი , საუკეთესო საინტერესო და შესანიშნავი ისტორია იყო ,ისტორია რომელმაც ბევრი რამ დაგვანახა მატირა კიდეც იმდენად ემოციური იყო გაბრიელის მსხვერპლშეწირვა და ლუკასთან პაკისტანში შეხვედრა გულგრილად ვერ წავიკითხავთ .ხო რაც შეეხება ლუკას ...მეგობარს ,ძმას ,ადამიანს რომელიც იშვიათი მეგობრობის მაგალითი იყოო..და ამავე დროს ისტორიის ფურცლები ისე გადაგვიშალე ჯანდიერის იუმორით ,რომელიც ისტორიას თან სდევდა მიუხედავად ისტორიის სიმძაფრისა ,რო ცრემლებს ღიმილი ანაცვლებდა...ალბათ ცხოვრების არსიც ეს არის... მადლობა ამ შესანიშნავი და სსოცარი ისტორიისთვისს..რომელსა ალბათ მრავალჯერ წავიკითხავ...

უდიდესი მადლობა, ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამის წაკითხვა ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი კატერინა

ანუ ლიზააა?!!??!!!! ვხარხარებ და ვტირივარრრ ამ ორი გადარეულის კითხვისასსსს!!!!! ანუუ ესენი მართლაა ცირკიდან ავღანეთში წასულებიიი ვგიჟდებიიი გაბრიელისს ერეკლეობაზეც და საქართველოს სიყვარულზეც და ლუკაზეეე სიამაყით ვივსები ჩემიიი პატრიოტიი კაცები სულის და გულის ამომტრიალებლებიიი!!! დააა ამათი სულის შთამბერავი რო შენ ხარ ანუუუუ?!?! გოგოოონაა შენ ისტორიებზე რომ იცოდეე რამდენ რეკომენდაციას გავცემ და როგორ სიამაყით ვყვები ხოლმე შენი ახალი ისტორიებს შინაარსს გეგონებაა ჩემი დაწერილია და საკუთარვით იყოსს!!!! ანუუ ძაან მიყვარხარრრ შენი საქართველოს პატრიოტობიდან დაწყებული ყველა ისტორიაში სამაგალითო მეგობრობის მაგალითებით დასრულებულიიი!!!!!! ისტორიაა ხოააა აღმაფრენა და ავტორიიი კუბშიიიი!!!! ნაირა მიყვარსს უძალიანესმაგრესადდ!!! და ლუკა ირაკლისთან და გაბრიელთან ერთად სულ სხვა განზომილება და ირმის ნახტომი არიანნ!!!???????????? ძააან ვგიჟდები ამდენი ემოციის გამოწვევა და იმ კეთილი და კაი აზრის მიტანა რომ შეგიძლია ხალხთან სწორად!!! ულევიი წარმატებები უთვალავად გაგვაოცეე სულლლ!!!!!❤️❤️❤️????????????

 


№12 სტუმარი One

Saocaro da goniero gogona❤️
Yovel jerze rogor unda gagvaoco?))
Iseti umagresi iyoo, ver gadmovcem chems emociebs ))
Wignebad visurvebdi yvela shens shemoqmedebas liza, unichieresi khar❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი კატერინა
ანუ ლიზააა?!!??!!!! ვხარხარებ და ვტირივარრრ ამ ორი გადარეულის კითხვისასსსს!!!!! ანუუ ესენი მართლაა ცირკიდან ავღანეთში წასულებიიი ვგიჟდებიიი გაბრიელისს ერეკლეობაზეც და საქართველოს სიყვარულზეც და ლუკაზეეე სიამაყით ვივსები ჩემიიი პატრიოტიი კაცები სულის და გულის ამომტრიალებლებიიი!!! დააა ამათი სულის შთამბერავი რო შენ ხარ ანუუუუ?!?! გოგოოონაა შენ ისტორიებზე რომ იცოდეე რამდენ რეკომენდაციას გავცემ და როგორ სიამაყით ვყვები ხოლმე შენი ახალი ისტორიებს შინაარსს გეგონებაა ჩემი დაწერილია და საკუთარვით იყოსს!!!! ანუუ ძაან მიყვარხარრრ შენი საქართველოს პატრიოტობიდან დაწყებული ყველა ისტორიაში სამაგალითო მეგობრობის მაგალითებით დასრულებულიიი!!!!!! ისტორიაა ხოააა აღმაფრენა და ავტორიიი კუბშიიიი!!!! ნაირა მიყვარსს უძალიანესმაგრესადდ!!! და ლუკა ირაკლისთან და გაბრიელთან ერთად სულ სხვა განზომილება და ირმის ნახტომი არიანნ!!!???????????? ძააან ვგიჟდები ამდენი ემოციის გამოწვევა და იმ კეთილი და კაი აზრის მიტანა რომ შეგიძლია ხალხთან სწორად!!! ულევიი წარმატებები უთვალავად გაგვაოცეე სულლლ!!!!!❤️❤️❤️????????????

უნორმოდ ბედნიერი ვარ, მადლობა შენ ამისთვის!!!
One
Saocaro da goniero gogona❤️
Yovel jerze rogor unda gagvaoco?))
Iseti umagresi iyoo, ver gadmovcem chems emociebs ))
Wignebad visurvebdi yvela shens shemoqmedebas liza, unichieresi khar❤️

უდიდესი მადლობა heart_eyes

 


№14 სტუმარი ნი-კე

აი რომ მგონია ეს ყველაზე უკეთესითქო,ზუსტად მაშინ მოგვიტან ისეთ ისტორიას რომ ენა აღარ მიბრუნდება იმ ერთზე,...ბოლოს კი ვფიქრობ,რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესია და მართლა მინდა თქვენი ისტორიები წიგნად ვიხილო..საოცარია წერდე და ერთად უყრიდე თავს ყველაფერს:პატრიოტიზმს,გმირობას,სიყვარულს,ოჯახს,უფრო საოცარია ომი და იუმორი ალბათ..უფრო სწორედ ყველაფერი საოცრად ლამაზად გაქვთ გადმიცემული..სიტყვები არასდროს მეყოფა ყველა გრძნობა და ემოცია გადმივცე რასაც წაკითხვისას განვიცდი....წარმატებები ყოველთვის♥️♥️♥️♥️

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ნი-კე
აი რომ მგონია ეს ყველაზე უკეთესითქო,ზუსტად მაშინ მოგვიტან ისეთ ისტორიას რომ ენა აღარ მიბრუნდება იმ ერთზე,...ბოლოს კი ვფიქრობ,რომ ყველა ერთმანეთზე უკეთესია და მართლა მინდა თქვენი ისტორიები წიგნად ვიხილო..საოცარია წერდე და ერთად უყრიდე თავს ყველაფერს:პატრიოტიზმს,გმირობას,სიყვარულს,ოჯახს,უფრო საოცარია ომი და იუმორი ალბათ..უფრო სწორედ ყველაფერი საოცრად ლამაზად გაქვთ გადმიცემული..სიტყვები არასდროს მეყოფა ყველა გრძნობა და ემოცია გადმივცე რასაც წაკითხვისას განვიცდი....წარმატებები ყოველთვის♥️♥️♥️♥️

მადლობა, რომ უზომოდ დიდ მოტივაციას მაძლევთ <3

 


№16 სტუმარი სტუმარი ნატალია

ღმერთოოო სასწაული იყო, მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთი ტკივილით და იუმორით წერა.
ყველა ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის.
საოცარი დიალოგები აქვთ.
სულ სულ სულ უნდა წერდე და გვანებივრებდე ❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ნატალია
ღმერთოოო სასწაული იყო, მხოლოდ შენ შეგიძლია ასეთი ტკივილით და იუმორით წერა.
ყველა ერთმანეთზე უკეთესი გამოგდის.
საოცარი დიალოგები აქვთ.
სულ სულ სულ უნდა წერდე და გვანებივრებდე ❤️

მე მაბედნიერებთ თქვენ ❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი Anna nia

როგორ გამახარე…ვგიჟდები ამ ისტორიის პირველ ნაწილზე და ყოველთვის მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა ლუკას,მართას და გაბრიელის ცხოვრებაში.ყველაზე ემოციური იყო ეს ისტორია ჩემთვის,თავიდან ამ ისტორიის პირველი ნაწილით აღმოგაჩინე შემთხვევით.რა თქმა უნდა ყველაზე მეტად გაბრიელის და ლუკას მეგობრობა მიყვარს,მათი შეხედულებები,აზრები და მათი პატრიოტიზმი სულიდან გულამდე,გაბრიელის ერეკლე მეფე და კრწანისი,ლუკა და გაბრიელი მეგობრების და ძმობის მაგალითები,უბრალოდ როგორ კარგად გადმოცემ ყველაფერს,სამშობლო არ არსებობს ოჯახის გარეშე და ის სამშობლო არ არის თუ იქ თავს არ გრძნობ,როგორც საკუთარ სახლში მშვიდად.ალექსანდრას პერსონაჟზე არ ვიცი რა გითხრა,საუკეთესო იყო,თავიდანვე მომეწონა,როგორ უყვარდა ჩვენი გაბრიელი,მართლაც,იმსახურებდა დიდ სიყვარულს ჩვენი მებრძოლი “მეფე ერეკლე”,ბოლოს სიმშვიდე და შენებური სიყვარულით დაასრულე,როგორ მიყვარს ეს ისტორია,ტირილს რომ მოვრჩები.დამშვიდებულზე კიდევ უნდა წავიკითხო,ყოველთვის როცა შენს ისტორიებს ვასრულებ და ბოლო წინადადებას ჩავამთავრებ,სულ ვფიქრობ ნეტავ კიდევ თავიდან ვკითხულობდე და მქონდეს “პირველი წაკითხვის” შანსი,ამიტომაც ყოველთვის დროს ვწელავ,რომ რაც შეიძლება ნელა და გვიან მოვრჩე შენი ისტორიების კითხვას.აუცილებლად უნდა ვიხილოთ შენი წიგნი,რაც შეიძლებაა მალე…წარმატებებს გისურვებ,ყოველთვის დაველოდები შენს ახალ ისტორიებს.

 


№19  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Anna nia
როგორ გამახარე…ვგიჟდები ამ ისტორიის პირველ ნაწილზე და ყოველთვის მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა ლუკას,მართას და გაბრიელის ცხოვრებაში.ყველაზე ემოციური იყო ეს ისტორია ჩემთვის,თავიდან ამ ისტორიის პირველი ნაწილით აღმოგაჩინე შემთხვევით.რა თქმა უნდა ყველაზე მეტად გაბრიელის და ლუკას მეგობრობა მიყვარს,მათი შეხედულებები,აზრები და მათი პატრიოტიზმი სულიდან გულამდე,გაბრიელის ერეკლე მეფე და კრწანისი,ლუკა და გაბრიელი მეგობრების და ძმობის მაგალითები,უბრალოდ როგორ კარგად გადმოცემ ყველაფერს,სამშობლო არ არსებობს ოჯახის გარეშე და ის სამშობლო არ არის თუ იქ თავს არ გრძნობ,როგორც საკუთარ სახლში მშვიდად.ალექსანდრას პერსონაჟზე არ ვიცი რა გითხრა,საუკეთესო იყო,თავიდანვე მომეწონა,როგორ უყვარდა ჩვენი გაბრიელი,მართლაც,იმსახურებდა დიდ სიყვარულს ჩვენი მებრძოლი “მეფე ერეკლე”,ბოლოს სიმშვიდე და შენებური სიყვარულით დაასრულე,როგორ მიყვარს ეს ისტორია,ტირილს რომ მოვრჩები.დამშვიდებულზე კიდევ უნდა წავიკითხო,ყოველთვის როცა შენს ისტორიებს ვასრულებ და ბოლო წინადადებას ჩავამთავრებ,სულ ვფიქრობ ნეტავ კიდევ თავიდან ვკითხულობდე და მქონდეს “პირველი წაკითხვის” შანსი,ამიტომაც ყოველთვის დროს ვწელავ,რომ რაც შეიძლება ნელა და გვიან მოვრჩე შენი ისტორიების კითხვას.აუცილებლად უნდა ვიხილოთ შენი წიგნი,რაც შეიძლებაა მალე…წარმატებებს გისურვებ,ყოველთვის დაველოდები შენს ახალ ისტორიებს.

უდიდესი მადლობა!!! ძალიან გამახარეთ <3

 


№20 სტუმარი

დღეს სამსახურში ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ მოვალთ მთავრობაში და ავაშენბთ ქვეყანას “გავაბრწყინებთ იბერიას” და ჩვენ ჩვენ ოცნებსს გულში ვინახავდით შენ ეს ოცნებები გააღვიძე ოცნება იმისა რომ ქართველი ქართველს არასოდეს უღალატებს და დაგება დრო როცა იბრძოლებენ ქვეყნისთვის ხალხისთვის და არა სკამისთვი. მადლობაა დიდი ამისთვის

 


№21  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დღეს სამსახურში ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ მოვალთ მთავრობაში და ავაშენბთ ქვეყანას “გავაბრწყინებთ იბერიას” და ჩვენ ჩვენ ოცნებსს გულში ვინახავდით შენ ეს ოცნებები გააღვიძე ოცნება იმისა რომ ქართველი ქართველს არასოდეს უღალატებს და დაგება დრო როცა იბრძოლებენ ქვეყნისთვის ხალხისთვის და არა სკამისთვი. მადლობაა დიდი ამისთვის

დიდ იმედს ვიტოვებ ასეთი საქართველოს ნახვისას ❤️ მადლობა თქვენ ❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი თამო

ლიზა როგორ მიხარია რომ გიპოვნე და აღმოგაჩინე როგორც მწერალი. ყოველთვის შენს ისტორიებს ველოდები ხოლმე.ეს ახალიც არ იყო გამონაკლისი ძალიან კარგად წერ მიყვარს მე შენებური ისტორიები შენი რომ არის და რომ ეტყობა ვინ დაწერა.ისტორიას რაც შეეხება საოცარი იყო მეგობრობით სიყვარულით ყველაფრით საერთოდ.

 


№23 სტუმარი kati

არც კი ვიცი რა დავწერო.ჯერ კიდევ წაკითხულის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.საუკეთესო ისტორიაა.წარმატებები...

 


№24 სტუმარი სტუმარი ხათო

როგორ მაგარი იქნებოდა,ეს სიმართლე იყოს,ყველაფერი ერათადაა თავმოყრილი ამ ისტორიაში,თუ კი რამ კარგი არსებობს ამ ქვეყნად და სიყვარული ჰქვია❤️❤️აი ისე წერ მეორედ და მესამედ, რომ მოგინდება წაკითხვა. საოცარი გოგო ხარ❤️❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
ლიზა როგორ მიხარია რომ გიპოვნე და აღმოგაჩინე როგორც მწერალი. ყოველთვის შენს ისტორიებს ველოდები ხოლმე.ეს ახალიც არ იყო გამონაკლისი ძალიან კარგად წერ მიყვარს მე შენებური ისტორიები შენი რომ არის და რომ ეტყობა ვინ დაწერა.ისტორიას რაც შეეხება საოცარი იყო მეგობრობით სიყვარულით ყველაფრით საერთოდ.

უდიდესი მადლობა!
kati
არც კი ვიცი რა დავწერო.ჯერ კიდევ წაკითხულის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.საუკეთესო ისტორიაა.წარმატებები...

მადლობა!
სტუმარი ხათო
როგორ მაგარი იქნებოდა,ეს სიმართლე იყოს,ყველაფერი ერათადაა თავმოყრილი ამ ისტორიაში,თუ კი რამ კარგი არსებობს ამ ქვეყნად და სიყვარული ჰქვია❤️❤️აი ისე წერ მეორედ და მესამედ, რომ მოგინდება წაკითხვა. საოცარი გოგო ხარ❤️❤️

მიხარია, მადლობა!

 


№26  offline წევრი მარიამ. ნ

ერთ ისტორიაში როგორ მოახერხე რომ ერთად ყველა ემოცია ჩადე არვიცი მაგრამ საოცრება იყო ყველა ემოციის მატარებელი ხან ვტიროდი ხან ვიცინოდი ♥️მინდა გადმოვცე ის ემოციები რაც კითხვისგან განვიცადე მაგრამ ალბად ყველაფერი რომ დავწერო ძალიან ბევრი გამოვა , სასწაული იყო ♥️ გაბრიელს რომ ჩააკითხეს ნიკოლოზმა და ლუკამ ამ მომენტმა საერთოდ ემოციების აფეთქება გამოიწვია ♥️ არ დაგვეკარგო რა მალე დაგვიბრუნდი ♥️

 


№27 სტუმარი სტუმარი გურანდა

ვერაფერსაც ვერ ვწერ, ვზივარ და თვალები ცრემლით მაქვს სავსე, შენი ყველა ისტორია მიყვარს და მართლა უამრავჯერ წამიკითხავს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო ემოციების აფეთქება. შინაარსი, ამბავი, არაფერს ვიტყვი ისედაც ყველა ვხვდებით როგორია, მაგრამ როგორ წერ ან რა სიტყვათა მარაგით, ან რა სიტყვათა წყობით, ნეტავ თუ ხვდები როგორ დაიხვეწე, როგირ გაიზარდე, თუმცა ის რაც ყოველთვის აქვს შენს ისტორიებს არასდროს იცვლება და არც შეცვალო გთხოვ, ხალასი იუმორი, ბევრი ცრემლი, ბევრი სიყვარული, მიყვარხარ ♥️♥️

 


№28  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მარიამ. ნ
ერთ ისტორიაში როგორ მოახერხე რომ ერთად ყველა ემოცია ჩადე არვიცი მაგრამ საოცრება იყო ყველა ემოციის მატარებელი ხან ვტიროდი ხან ვიცინოდი ♥️მინდა გადმოვცე ის ემოციები რაც კითხვისგან განვიცადე მაგრამ ალბად ყველაფერი რომ დავწერო ძალიან ბევრი გამოვა , სასწაული იყო ♥️ გაბრიელს რომ ჩააკითხეს ნიკოლოზმა და ლუკამ ამ მომენტმა საერთოდ ემოციების აფეთქება გამოიწვია ♥️ არ დაგვეკარგო რა მალე დაგვიბრუნდი ♥️

ვეცდები ბოლომდე, მადლობა შეფასებისთვის <3
სტუმარი გურანდა
ვერაფერსაც ვერ ვწერ, ვზივარ და თვალები ცრემლით მაქვს სავსე, შენი ყველა ისტორია მიყვარს და მართლა უამრავჯერ წამიკითხავს, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო ემოციების აფეთქება. შინაარსი, ამბავი, არაფერს ვიტყვი ისედაც ყველა ვხვდებით როგორია, მაგრამ როგორ წერ ან რა სიტყვათა მარაგით, ან რა სიტყვათა წყობით, ნეტავ თუ ხვდები როგორ დაიხვეწე, როგირ გაიზარდე, თუმცა ის რაც ყოველთვის აქვს შენს ისტორიებს არასდროს იცვლება და არც შეცვალო გთხოვ, ხალასი იუმორი, ბევრი ცრემლი, ბევრი სიყვარული, მიყვარხარ ♥️♥️

უდიდესი მადლობა! <3

 


№29 სტუმარი ნეს

სამჯერ დავიწყე ამ კომენტარის წერა და სამივეჯერ გამიჭირდა ბოლომდე მიყვანა. ცდა მეოთხე, ღმერთი ჩემსკენ.... მე დავიწყებდი ალბათ იმით, რომ გაბრიელი ყველაზე კარგი და მართალი კაცია ყველაზე კარგ და მართალ კაცებს შორის. რაღაცით მე მგავს ძალიან, მაგალითად იდაყვებით და მარიანის ღრმულის ფსკერზე დაშვებულიც რომ არ კარგავს იუმორის გრძნობას,იმითაც ))) აღარ მახსოვს ეხლა სად და როგორ, მაგრამ რომელიღაც პოსტის კომენტარებში გკითხე დიდი ხნის წინ, გაბრიელი რატომ დამიტოვე ასე მინდვრი თაგვივით მარტოთქო და მაგაზე ადვილი რაარი, ვუშოვოთ გოგოო... ჰმ, ესაა ადვილი? მე შენ გეკითხები, ეს ადვილია? გათელე კაცი დიდოლელი გლეხის ნაბადივითა, ათრიე და აფორთხიალე ეგოთი ეკალ ბარდებში, დააგლიჯე ყველა ნერვის დენდრიტი და აქსონი, ოთხჯერ ჩამარხე და 6ჯერ ამოთხარე, მარიოს ყველა ტურში გაიყვანე 1 სიცოცხლით.... მაგრამ მაგიტომაცაა კაცების კაცი, რომ აქაც კი არაფერი შეშლია და არც ერთ დინეზე დაუკარგავს წკვარამი იუმორის გრძნობა.. ალექსანდრა, ვიქნები გულწრფელი, ან რა მაქვს შენთან დასამალი კაცო, არ მომეწონა თავიდან (( ვაკვირდები ჯერ, თუმცა ვფიქრობ რომ უფრო მოწონებისკენ ვიხრები, არ მიყვარს ტკბილი და შაქარი ქალები და მაგიტო..

ლუკა რომ არ ავღნიშნო, არ შემიძლია. მემგონი, აქ იფრო მეტი ტექსტი ქონდა ვიდრე იქ, სადაც თვითონ იყო წამოჭიმული მთავარ როლში.
რა იკაცააა?! ვინ არის პატარა გენერალიოოო, ვინო, ვინოოოო? აქეთ თურქები აწიოკა, იქით მეორე ბავშვი გააკეთა, მერე თინა მოიყვანა საჩვენოს.. ბოლოს ამ გაბრიელსაც მოკიდა ქეჩოში ხელი და ამოაწიწკნა ოკეანის ფსკერის შლამიდან, რა ქნას მეტი?! რა ქნას მე ტიიი?! იუმორიც დახვეწა, 12 ქულა 10 ბალიანი სიტემით.

ნაირა რომ ქმართანაა ნაჩხუბარი და მის გვერდით არ უნდა დაასაფლაონ.... ჰააა, ამოვწყდი.. მიყვარს )))

დიდი ხანია გაბრიელის ოუნ სთორის ველოდებოდი, მაგრამ, როგორც შენ იტყოდი, ყველაფერს აქვს თავისი დრო... ასე ობლის კვერივით დიდხანს და კარგად გამოცხვა მისი ისტორიაც... მადლობა ????

 


№30 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული იყო ,დასრულება რომ არ მინდოდა ,თქვენი თითოეული ისტორია მიყვარს ❤️❤️❤️უბრალოდ სხვანაირი,ვერც წარმომედგინა,ემოციების ზღვა ,ურთიერთობები საოცარი უბრალოდ მიყვარს ლიზასეული ისტორიები❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent