შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 6


17-10-2023, 15:38
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 385

თავი 6

- სანდრო სად მივდივართ ძალიან მაინტერესებს.
- ნუ ხარ სულსწრაფი.
ხელი ჩასჭიდა ნინას და მთელი გზა ასე გაიარეს. სანდრომ კინოთეატრის წინ გააჩერა მანქანა.
- აქ რა გვინდა სანდრო.
- რას ქვია რა გვინდა ფილმს უნდა ვუყუროთ ოღონდ მარტო ჩვენ
- ეგ როგორ?
- მთელი დარბაზი ვიქორავე. ასე რომ ჩვენ გარდა არავინ იქნება.შენ უბრალოდ ფილმი შეარჩიე ..
- გიჟი ხარ იცი?.
- შენი ბრალია მერე.
- მიყვარხარ სანდრო..
- მეც ჩემო პატრა.
უზარმაზარ დარბაზში უზარმაზარ ეკრანთან მარტო იჯდა წყვილი. ერთმანეთზე შეყვარებული და ერგმანეთზე გაგიჟებული.პოპკორნით ხელში .
მთელი ფილმის განვავლობაში ერთმანეთზე იყვნენ აკრული.ნინა ცხოვრებში პირველად გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, დაცულად, იცოდა ზუსტად იცოდა რომ სანდროს უყვარდა .

სანდრო
ნინა ის არის უბრალოდ საოცრება. ის ისეთი უბრალო, გულწრფელი, და სიყვარულით სავსეა. მიყვარს როცა ვუყურებ როგორ უციმციმდება თვალები ჩემი დანახვისას,მისი ყველაფერი მიყვარს.ეხლაც მთელი 2 სათია ჩემზეა ჩახუტებული და ზუსტად ვიცი ეს ყოფნის მას მარტო ბედნიერებისთვის. განახათ როგორ.გაუხარცა როცა ვუთხარი მთელ კინოთეატრში მარტო ჩვენ ვიქნებითქო.? ღმერთო მარტო მას მინდა ვუყურო მთელი ცხოვრება. დილა მისით იწყებოდეს და დღე მისით მთავრდებოდეს.

- სანდრო დამთვარდა ფიილმი .
- ვიცი მაგრამ არ მინდა აქიდან წასვლა ..
- უნდა წავიდეთ სახლში მიმიყვანე
- ჯერ არსად მიდიხარ ქალბატონო ჯერ ვუვახშმოთ და მერე წაგიყვან სახლში.
- ჰმ წინააღმდეგი არ ვარ.
- წავიდეთ
სანდრომ ნინა ერთერთ დიდ რესტორანში მიიყვანა.ხელი მოხვია და ისე შეატარა შიგნით. მაგიდასთან დასხდნენ მალე მინტანი მიუახლოვდა .
- გამრჯობათ ბატონო სანდრო რას მიირთმევთ?
- გაგიმარჯოთ. ქალბატონი შეუკვეთავს
ნიამ ერთი შევლო თვალი გოგონას .და უცებ მიხვდა რომ სანდროს უჟუჟუნებდა თავალებს.
- სანდრო ხინკალი ვჭამოთ .
- როგორი არაორდინალური ბრძანდებით ძვირფასო და რამდენი შევუკვეთოთ.
-ჰმ მგონი 15 გვეყოფა.
- თუ შეიძლება 15 ხინკალი და პიცაც 1 . მანმდე ყავა 2 თუ შეიძლება ქალბატონს უშაქრო.მე 2 კოვზი შაქრით.
- დიახ ეხლავე ბატონო სანდრო.
- დიახ ეხლავე ბატონო სანდრო.. გამოაჯავრა ნინამ..
- ნინა მოიცა ამ გოგოზე ეჭვიაჯობ?
- დავინახე როგორ გიჟუჟუნებდა თვალებს.
- რა საყვარელი ყოფილხარ როცა ეჭვიანობ. ხო იცი ისედაც შენსგარდა ვერავის ვამჩნევ. ისეთი ბიჭი ჩამიგდე ხელში.
- ხუმრობის სახიათზე მოხვედი როგორც ჩანს.
- კარგი რა ნუ ბრაზობ

საღამო კარგად გაატარეს . რესტპრნიდან გამოდიოდნენ როდესაც კატო შეხვდათ .
- სანდრო
-რა დავაშავე ასეთი.
- მოიცა ამ გომბიოს არჩიე ჩემი თავი? (კატო)
- კატო გაეთრიე სანამ დავივიწყებ რო ქალი ხარ.
- არა კი წავალ მაგრამ მანამდე ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა.. ეი შენ მათხოვარო გგონია სანდრო სერიოზულად გიყურებს? გაერთობა და მერე ისევ ჩემთან მოვა..
ნინა უსმენდა უსმენდა თავის შეკავება ძალიან უჭირდა შეურაცყოფას არავის აპატიებდა მითუმეტეს ამ ქალს.
- ეჰჰ კატო კატოო ხომ.. ეხლა კარგად მომისმინე.. შენ გგონია შენო სიტყვების გამო აქვითინებულო გავიქცები. ცდები ძვირფასო . და მეორეც შენ ჩემზე უკეთესი რო ყოფილიყავი ჩემნაირ ,,გომბიოსთნ ,, კი არ იქნებოდა სანდრო. ეხლა აქიდან გამეცალე თორემ წვიმას იწყებს შენც შედი თორე გადაგძვრა 2 ტონა შპაკლი პაკა..
- შენ როგორ ბედავ?
- წავედით სანდრო თორემ დამღალა ამის უსუსურობის ყურბამ
კატო გაგიჟებული უყირებდა ნინას. ეგონა დაამცირებდა მაგრამ თვითონ დარჩა შეურაცყოფილო
- იცოდე განანებ ამას გომბიო (კატო)
სანდროს გულში ეცინებოდა . ფოქრობდა ნინას დაცვა მოუწევდა.
- ეს რა ქენი ნინა?
- თავისი ადგილი მივუჩინე
- გეფიცები სიგიჟე ქალი ხარ..
- ვიცი ძვირფასოო ..

სახლში გვიან დაბრუნდა. ხვალ ისევ სამსახურში უნდა წასულიყო მერე , მერე სანდროს და უნდა გაეცნო. ცოტა ნერვიულობამ შეიპყრო. რაც ნატას არ გამორჩენია
- ვიცი რასაც ფოქრობ . ნერვოულობ სანდროს დის გაცნობაზე..მაგრამ არ გამოიტენო თავი უარყოფითზე ფიქრით . დატკბი უბრალოდ ცხოვრებით
- ყოველთვის იცი რა მაწუხებ და რა მიხარია..
- დავიძინოთ ეხლა ხვალ წვეულებაზე მივდივართ..
- დილით სამსახურში წავიდა ნინა ნატა კი სახლში დარჩა. შუა ზაფხული თბილისში საშინლად დასცხა . ნატა დილიდანვე შეუდგა სამზადისს ათასნაირი ნიღბები გაიკეთა სახეზე . ცალკე ნინასთვისაც გაამზადა.

სანდრო სამსახურში იყო.წვეულებისთვის ყველაფერი მოგვარებული ქონდა .. მარტო ნინასთვის და ნატასთვის ქომდა რაღაც დაგეგმილი.ამ საქმეში კი ბექა სჭირდებოდა
- ბექუშ სად ხარ
- ნაშებში . სად ვიქნები მამაჩემმა ქანცი გამაძრო მუშაობით.
- დროზე აეგდე ეხლა საქმე მაქ დახმარება მჭორდება..
- როგორც იტყვი მბრძანებელო..
- გელოდები

ბექაც მოვიდა და პირდაპირ სანდროსთან შევიდა..
- ჰე და მოყევი რა ხდება რატომ დამიხსენი მამაჩემის კლანჭებიდან?
- ესეინგი მოლში მივდივართ.მე ნიმასთვის შევარჩევს ტანსაცმელს შენ მისი დაქალისთვის.ხო იცნობ დარწმუნებული ვარ ზომები არ შეგეშლება ათასჯერ გაატარებდი რედგენში.
- იასნა აბა რაა.. მიცნობ კარგად ტოო. წავედით.
- ხოდა ბოლოს შენ აუტანე სახლში.. ნინა სამსახურშია ნატა იქნება იქ.
და ზედმეტების გარეშე ..
- ეგრე მიცნობ ტო?
- გიცნობ და მაგიტომაც.
მთელი ორი საათი იარეს მაღაზიებში. სანდრომ ნატასთვის გრძელი ტანზე მოყვანილი წითელი კაბა შეარჩია.. თავისი ფეხსაცმელით ჩანთით . ბექამაც ნატასთვის შესაფერისი ..
- გიორგის დავურეკოთ სად აგდია 2 დღეა არ მინახია.
- კარგი შენ ეს აიტანე ამ მისამართზე მე კი გიოს მივაკითხავ სამსახურში. სალაპარაკო მაქავს. შენ ამიტომ გთხოვ ამის წაღებას.
- ბაზარი არაა

ნატა გაწამაწიაში იყო ხალათით დადიოდა ოთახიდან ოთახში .არჩევდა რა უნდა ჩაეცვა .. დიდი არჩევანი არ ქონდა მართალია, მაგრამ რაც ქონდა მათგან აუკეთესო უნდა შეერჩია. მერე ნინასთვის დაიწყო არჩევა მაგრამ აქაც დიდი ვერაფერი.. ზუსტად იცოდა ნინა არცერთს დაიწუნებდა და ჩაიცვამდა მაგრამ უნდოდა მისი დაქალი საუკეთესო ყოფილოყო.. ნერვები მოეშალა და გაბრაზებული მიაგდო ყველაფერი.
ამდროს კარზე ზარიც დაირეკა.გასაღებად წავიდა და მხოლოდ ეხლა შეამჩნია რომ ხალათით იყო ..ბოლოს იფიქრა ალბათ ჩვენი მეზობელი ლიანა და და ლიფტის ფული უნდაო..
კარი რომ გააღო ხელში სანდროს ძმამაცი შერჩა..
- გაამრჯობა..
- გაგიმარჯოთ..
- მე ბექა ვარ სანდროს ძმაკაცი..
- კი ვიცი მე ნატა ნინას დაქალი.
- ეგ მეც ვიცი .. შემომიშვებ?.
- კი რათქმაუნდა..
- ესეიგი რა ხდება .. დამირეკა სანდრომ დღეს მისია გვაქ და დამეხმარეო..ხოდა როგორც ყველაზრ კეთილმა და ჯიგარმა ადმაინმა ვუჯიგრე. და გავყევი მაღაზიებში.. ეს ნინასთვის შეარჩია სანდრომ .. გამომართვი
- მადლობა გადავცემმ აუცილებლად.
- ხო ჯერ არ დამისრულებია.. ხოდა რა ხდება ეხლა.სანდრო ისე ხო.არ დატოვებდა შეყვარებულის დაქალს ამიტომ მისთვის ,ლუქი ,,მე შევარჩიე.ამ ჯიგარმა პიროვნებამ. ბოლოს კურიერობაც ვიკისრე და აქ ვარ..
- მადლობა მართლა ჯიგარი ხარ. ჩაარტყი ხელი! იმედია გემოოვნებაც ქულლ გაქვს , როგორც გარეგნობა.
- მოიცა ეხლა შენ მითხარი რომ სიმპატიური ვარ?
- ხოო რა მოხდა აბა ხო არ გეტყიდი მახინჯი ხართო ..სიმართლე ავღნიშნე
- მოდი კიდე ჩაარტყი ხელი ..ერთამენთ კარგად გავუგებთ.. ჩემნაირი გადარეული ყოფილხარ..
ისე დაიწყეს ლაპარაკი თითქოს დიდი ხანი იყო ერთამნეთს იცნობდნენ. ყავა გინდა ან ჩაი.. პლიუს ნამცხვარი გავაკეთე დაგაგასინჯებ მადლობა ხო უნდა გადაგიხადო..
- ბაზარი არაა..
დიდხანს ისაუბრეს მერე ბექა დაემშვიდობა და უთხრა რომ საღამოს გამოუვლიდნენ..

ბექა
დღეს სანდრომ დამირეკა დახმარება მჭორდებაო.. გავქანდი ეგრევე მასთან . სიტუაცია ამიხსნა და ეგრევე დამავალა ნატასთვის კაბის და ფესხაცმლის შერჩევა.. მე ხომ გემოვნების ეტალონი ვარ. შვურჩიე კიდეც.. სახლში ავუტანე და ნატამ გამიღო კარი.. არა კი ვიცოდი ლამაზი რომ იყო მაგრამ ეხლა ხალათში გამომეცხადა . ჩემდა გადაკვირად არ დაკომპლექსებულა . და არც ხალათის შესწორებები, შეკვრები არ დაუწყია.. ისეთი ლაღი იყო..დიდი ხანი ვისაუბრეთ ..ბედნიერი დავემშვიდობე საღამომდე.. ერთი სული მაქვს ჩემ მიერ არჩეულ კაბაში ვიხილოო..

სანდრომ გიორგის მიაკითხა სამსახურში .. მდივანიმა მის კაბინეტამდე მიაცილა..
- ვა სანდრო აქ საიდან გაჩნდი
- მე და ბექა რაღაცეებს ვაგვარებდით საღამოსთვის და შემოგიარე.ხო მოდიხარ.
- აბა რას ვიზამ ძმაოო.
- მისნინე თავს თუ უხერხულად იგრძნობ არ მეწყინება თუ არ წამოხვალ
- რა ლაპარაკია.ტასოს 5 წლია ვიცნობ.. შენი დაა ჩემი საუკეთესო მეგობრის.. ამერიკაში მიდის და რატომ არ უნდა მოვიდე.. ტასოს გაუვლის აკვიატებები და მერე გაეცუნება ამ ყველაფერზე.. ვიცი ჯერ ბავშვია და ..
- ვიცი რომ შენ არ მოგწონს არც საბაბი მიგიცია მისთვის ოდესმე შეყვარებოდი მაგრამ ვერ დაგეთახმები იმაში რო აკვიატებული ყავხარ..მას უყვარხარ ვიცი.. ეხლა ბევრ რამეს ვერ აცნობიერებს.. დრო სჭირდება რომ დაგივიწყოს ამაში კი წასვლა დაეხმარება. მე ისიც ვიცოდი როდის შეუყვარდი თავიდან მეგონა მეც აკვიატებული ყავდი.შემდეგ აზრი შემეცვალა.
- არ ვიცი სანდრო რა გითხრა..
- ვერც ვერაფერს მეტყვი გულს ვერ უბრძანებ.. ის ჩემი დაა მაგრამ მოუწევს შენი დავიწყება.. ამაზე სალაპარაკოდ მოვედი .
- გასაგებია გნახავ რესტორანში.
- რესტორანში მოხვალ პირდაპირ თუ გამოგიაროთ.. მოვალ პირდაპირ.რაღაც საქმმები მაქვს დაა.ხო.მართლა ბექა სადაა?
- კურიერად მუშაობის საათები აქვს.
- კარგი წავედუ აბა დროებით.

ნინას ამ დღესაც დიდხანს მოუწია მუშაობა.. ილიამ ათასნაირი საბუთები დაახვედრა სათარგმნიც და შენდეგ დიანასთანე
ერთად წავიდნენ შეხვედრაზე..
- საყვარელო დიდი მადლობა რა .შენ რომ არა ჩემი დანგრერული ესპანურით ვერანირ კონტრაქტს ვერ მივიღებდი.. ის კი არა ვერ ნახე როგორ გიყურებდა ის ესპანელი მაჩო? ხავიერი
- ნუ აჭარბებთ .
- ეს თქვენობით მომართვას გადაეჩვიე..
- ვეცდები.
-ჩვენი ნინა დაკავებულია ასე რომ იმ მაჩოს შანსი 0 ია. (ილია)
- შენ ყველფერს საუკეთესოს იმსახურებ საყვარელო.
- იცი დიანა არ მეგონა ასეთი უფროსები თუ არსებობდნენ.
- იმედია ცუდი არა
- რას ამბობ უფროსივით კი არაა დასავით მექცევი.
- წამო ვივაზშმოთ ერთად ავღნიშნოთ.( ილია)
- იცი ილო დღეს სანდროს დის გასაცნობათ მივდივარ . ასე რომ თქვენ ორნი წადით.. თვალი ეშმაკურად ჩაუკრა დიანას ..
- შე ეშმაკუნა..(დიანა)
- წავედი აბა თქვენ იცით..
დიანა იცი თუ არ გინდა ნუ წამოხვალ . დავიშალოთ ვერაფერს დაგაძალებ..
-მეც არ მინდა არასად გასვლა პირდაპირ სახლში წავალ.
-კარგი მაშინ ღამემშვიდობის.
- ილო შენც წამოდი ჩემთან ანიტას კარგად გაგაცნობ, რომ შეგეჩვიოს და ..
- რაა მართლა? ანუ თანახმა ხარ?
- კი კი კი
- მიყვარხარ ჩემოო ქალბატონო
- მეც მიყვარხარ. აღარ მინდა დავკარგო წამები,წუთები, დღეები, წლები შენს გარეშე..
ბედნიერები გაეშურნენ სახლისკებ სადაც ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდენ.


ნინა სახლში სწრაფად მივიდა. თვი უნდა მოეწესრიგებინა.
- ხო სანდრო კიი სახლში ვარ ეხლა ავდივარ.მოვემზადები სადღაც 1 საათში
- მიდი იჩქარე
ღირინით ავიდა სახლში
- ნატაა მოვედი მოვემზადოთ
- მოდი მოდი საყვარელო ბექა იყო მოსული სანდროს ძმაკაცი ნახე რაეები დატოვა ჩვენთვის..წამოიდგინე ჩემს მომავალ სიძეს ცოლის დაქალიც არ დაავიწყდა.
- რა? სანდრომ ტანსაცმელი იყიდა ჩვენთვის?
- ხო რაიყო რატომ მოიწყინე...მოიცა არაა.შენ ფიქრობ რომ შეეცოდე და მაგიტომ გამოგიგზავნა?
- ნატა უბრალოდ
- საკმარისია ნინა ისწავლე საკუთარი თავის ფასი. ის შენი შეყვარებულია შეიგნე . მას უნდა რომ ბრწყინავდე მის გვერდით . და შენ რასა რომ ფიქრობ.. მორჩი თვითგვემას წადი მოწესრიგდი თვალები დაუბრმავე შენ სანდროკოს.
- ნატა ესენი ხომ ძალინ ძვირი ღირს .ნახე სულ ბრენდებია.
- გეყოფა ნინა .მე რა გითხარი ასე დაკომექსებული თუ განაგრძობ აზროვნებას და ქცევას , ცხოვრება გვერდზე ჩაგივლის..
- მადლობა ნატ ყოველთვის იცი როგორ მანუგეშო
- ნახე ბართიცაა წაიკითზე. მე არ წამიკითხავს, ნუ კინაღამ წამძლია სულმა.
,, ჩემო სიყვარულო ყველაფერი ჩემი გემოვნებით აგირჩიე. იცოდე უნდა ბრწყინავდე დღეს.. მხოლოდ ჩემთვის სამუდამოდ.,,
- ვაიმე სიძე ბატონი რა დღეშია.. სხვათაშორის ჩემი კაბა ბექამ აარჩიაა.კაი ტიპია ძანნ მევასა ..
თუ მექნა შანსი სიამოვნებით ვიგდებ ხელთ .
- რა გიჟი ხარ.. წამო მოვწერიგდეთ.
-



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე აუუ ეხლა შეიძლებოდა მისი შეწყვეტა არ მეყო კიდევ დადე რა

 


№2  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი ნინა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე აუუ ეხლა შეიძლებოდა მისი შეწყვეტა არ მეყო კიდევ დადე რა




მოხარია თუ მოგეწონათ.
ხვალ დაიდება ახალი თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესი ისტორიაა. ველით გაგრძელებას

 


№4  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი ნანა
უმაგრესი ისტორიაა. ველით გაგრძელებას

მადლობა დიდი მიხარია რომ მოგეწონათ. კი აუცილებლად იქნება გაგრძელება

 


№5 სტუმარი ნესტან

კარგი იყო კარგ დროს დაამთავრე მაგარი ინტრიგა ჩაგვიგდე მოუთმელად გელიდებით მადლობა წარმატებები

 


№6  offline წევრი ირინა ირინა

ნესტან
კარგი იყო კარგ დროს დაამთავრე მაგარი ინტრიგა ჩაგვიგდე მოუთმელად გელიდებით მადლობა წარმატებები


დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent