შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი 4)


7-11-2023, 17:19
ნანახია 2 429

- ხმა აიმაღლა გოგონამ , შეყვარებულის ხსენებაზე ლოყები აებრაწა , არადა ეგონა რომ სიმართლეს ეუბნებოდა , როცა თავი ძ₾ივს მოაბა სიტყვებს შეყვარებული არ მყავსო, მარა 27 წლის ბიჭი 20 წლის ლაწირაკს ხო არ დაელოდებოდა ,რომელიც ერთ თვეშ ხდება 21-ის .. ესეც გაახსენდა და უარესად გაღიზიანდა- ოე გამეცი ხმა, რას ჩაკვდი ?! - ყირილი მოესმ ატელეფონიდან
-კორექტულად ქალბატონო ! მისი მეგობარი ვარ , მას და ბიჭებს სძინავთ , ნასმები იყვნენ ასე რომ დამშვიდდით, თქვენი შეყვარებული ჯანმრთელადაა, არაფერი ემუქრება - მოიტყუა ,რომ ამ ქალის წიქვინი აეცილებინა თავიდან
-ანუ მისი ნაშა არ ხარ ? - რადიკალურად დაუსაწყლდა ტონი
-რა ნაშა ქალბატონო, მეგობარი ვარ თქო, სახელსა და გვარსაც გეტყვით თუ გინდათ, რომ დამშვიდდეთ - უკვე ნერვები აწყდებოდა
-კი მითხარი , დღეს ჩამოვედი საქართველოშ და შენ მაინც გნახავ რომ მაგ იდიოტამდე მივაღწიო - ახლა ამმის დევნაღა აკლდა , გულშ გაიფიქრა ,მაგრამ მაინც უთხრა
-ტაისია დევდარიანი
-უიჰ მე მარიამ ქიმაძე ვარ , ეგ ვაჟბატონი რომ გაიღვიძებს გადაეცი რომ შენი გოგო ჩამოვიდა და ხვალ დაბადებისდღისთვის სიურპრიზს გიწყობსო - დაბადების დღე ? გაიფიქრა გულში
-კარგი გადავცემ მარიამ , ღამემშვიდობის
-მოიცა არ გათიშო - მოულოდნელად განუცხადა გოგონამ - რა ვაჩუქო ხვალ 27 წლის ყოველდღე ხომ არ ხდება? - ტაისია ზედმეტად გულდაწყვეტილი იყო, ეგონა რომ ანდრონიკესაც უჩნდებოდა მის მიმართ გრძნობები , თუმცა მას შეყვარებული უკვე ჰყოლია.. ერთ წამს იფიქრა რაში მაინტერესებს რას აჩუქებსო, მაგრამ გაახსენდა ანდრონიკეს პორტრეტი რომ დახატა , იმ ადამიანის პორტრეტი ნამდვილად არ სჭირდებოდა , ვინც სხვა ქალს ეკუთვნოდა. გული ეთანაღრებოდა მაგრამ რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ
-ჩემს ახლობელს ვთხოვ რომ არღვლიანის პორტრეტი დაგიხატოთ, მაქსიმუმ 8 საათი დასჭირდება - რა ტქმა უნდა იცრუა, მისი პორტრეტის ხატვას 3 თვე მოანდომა , ისმდენი ემოცია და გრძნობა ჩააქსოვა თითოეულ ფერში, შეუმჩნევლად ცრემლი ჩამოუგორდა. თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ცრემლი მოიწმინდა
-აუ რა გოგო ხარ ტაისუ , თან ანდრონიკეს უყვარს ნახატები , მაშინ ჩემი ბიჭის საჩუქარს შენ განდობ , შენი ნომერი მომწერე რა დაკუუუ.. დაგირეკავ დილით - იცოდა რომ ამ ნაბიჯს უეჭველი ინანებდა ,მაგრამ მაინც მიწერა
-ღამემშვიდობის მარიამ - ყურმილი დაკიდა და სავარძლის საზურგეს ძლიერად მიეყრდნო
ტაისია :
ღმერთო რა სიდებილე ჩავიდინე, რამდენი ხანი ვხატავდი და ახლა რას ვაკეთებ.. სულ დამადებილა ამ ბიჭმა, მე რა გულუპრყვილოსავიტ ვიქცევი , ვგიჟდები რა, ყოველი სიტყვის რატო მჯერა . დებილი რომ იქნები ადამიანი, აი ღმერთს ვფიცავ უკვე მეც ვიჯერე რომ ერთმანეთს არ შევეფერებით არანაირად რა..
მთელი ღამე წინ და უკან დავდიოდი ოტახში, თვალი არ მომიხუჭავს, უკვე მეორე ღამეს ვათენებდი ამ კაცის გადამკიდე, და რისთვის ?მის შეყვარებულს რომ ჩავუხუტო მკლავებში. ჯანდაბა ტაისია შენს დებილ და გულუბრყვილო თავს, ჯანდაბა .. დილის 7:00 საათს აჩვენებდა მობილური, სააბაზანოში შევიკეტე, ტანსაცმელი ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე , თმა კოსად ავიკარი და სააბაზანოდან გამოსულს ბრახუნის ხმა მომესმა
-იმედია საწოლიდან არ გადმოვარდი არღვლიანო - ხმამაღლა წარმოვთქვი და საძინებლისკენ ავიღე გეზი.. საძინებელში შესულს არღვლიანი საწოლიდან ნახევრად გადმოსული ,იატაკზე ხელებით დაყრდნობილი დამხვდა - რას აკეთებ ? - გაოგნებულმა ვკითხე
-ტაი? - გაკვირვებულმა შემომხედა ,აშკარად არ მელოდა - სანათი ჩამომივარდა ,ტელეფონს ვეძებდი , ხხო არ გინახავს /
-კი, მისაღებშია - თითით ვანიშნე
-გუშინ მაგრად გაგიფუჭე ხო საღამო ? - მოულოდნელად მკითხა, ამაზე ირონიით ჩამეცინა
-ხო მხოლოდ საღამო - ჩუმად ჩავილაპარაკე
-რაო ? ცოტა ხმამაღლა . ყურები გაგუდული მაქ შენ ტავს გეფიცები - რას იფიცება ჩემს თავს ნეტა, რომელი ამისი დედა ან მამა-მარჩენალი მე ვარ , უცბად წამიხდა ხასიათი
-ადექი მოწესრიგდი , შენმა შეყვარებულმა დარეკა და ჰო 27 წლის იუბილეს გილოცავ არღვლიანო , დიდი ბიჭი გაიზარდე - ნაღვლიან სახეზე ღიმილი ავიკარი და მივულოცე იუბილე . მის პასუხს არც დაველოდე ისე გავედი მისაღებში . ტელეფონი დამტენიდან მოვხსენი და ჯიბეში ჩავიდე .. - ანდრონიკე მე გავდივარ , საღამოს სიურპრიზი მაქვსო შენმა ტურფამ და გააფრთხილეო , რომ ჩამოვედიო .. გოდა გაფრთხილებ.. კიდე გილოცავ , წავედი - მივახალე ამოუსუნთქავად და საძინებლიდან პირსახოცის ამარა გამოსულს გავხედე
-რა შეყვარებული ? ან როდის ჩამოვიდა ? - თვალებს იფშვნეტდა და მისაღებში შემოდიოდა
-არ ვიცი ცუნცულ , შენი შეყვარებულია ჩემი ხო არა.. და კიდევ . ვუთხარი რომ შენ და ბიჭებმა დალიეთ და ჩაგეძინათ , სხვა გზა არ მქონდა თორე იფიქრა რომ შენთან ვწევარ და რაღაცა ეგეთები რა..
-რას ამბობ ვერაფერი გავიგე ? - თმაარეული და უაზრო გამომეტყველებით მიმზერდა
-თუ გინდა კიდე გამოიძინე რო აზრზემოხვიდე .. წავედი - უკანმოუხედავად დავტოვე სახლი და გაღიზიანებული გავემართე სახლისკენ, გზაშ მმაჩემმა მომწერა.. ბიჭებთან ერთად ვარ სახინკლეშიო .. დავმშვიდდი , ის ყოველთვის ამჩნევდა ჩემს შინაგან ემოციურობას და ნამდვილად არ მინდოდა ყველაფრის მოყოლა .. გზაში ისევ პორტრეტზე ვფიქრობდი .. კატოს დავურეკე , ყველაფერი მოვუყევი სანამ სახლში მივიდოდი, მაგრად გამომლანძღა, ხმას არ გაგცემ ეგ ნამუშევარი იმ უნიათო გოგოს რომ მისცეო და გამითიშა. სხვა გზა არ მრჩებოდა .. სამხატვრო მაღაზიაში შევიარე, საშუალო ზომის ტილო შევარჩიე, რამდენიმე საღებავი ვიყიდე და სახლში წავედი, გადავწყვიტე ანდრონიკეს პორტრეტი დამეხატა, რამე უბრალო , 2-3 საატში რომ ჩავტეულიყავი .. ჩემტვის საყვარელი მამაკაცის პორტრეტი უბრალო როგორ უნდა გამომსვლოდა არ ვიცოდი ,მაგრამ სხვა გზა არ იყო, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი იმ პორტრეტის დათმობას .. ტაქსმა კორპუსთან გამიჩერა, სახლში ავედი ტანსაცმელი გამოვიცვალე , ტილო გავამზადე და ხატვა დავიწყე , იმდენად უსუსლგულოდ ვიყავი რომ, მისი ინსტაგრამ პროფილიდან ერთ-ერთი ფოტო ავარჩიე და მისი ხელოვნური გამოხედვის ხატვა დავიწყე..
დაახლოებით 10 იყო საათი რომ ძირითად კონტურებს ვაშრობი , ტელეფონის წკრიალმა მიიქცია ჩემი ყურადღება.. უცნობი ნომერი იყო
@
-ბატონო
-ტაისუ, მარიამი ვარ , აბა რა ქენი მომიგვარე საჩუქრის საქმე? - ჯანდაბა შენს თავს მარია
-კი , საღამოს მზად იქნებაო მითხრა
-აუ მხეცი ხარ რა ,კაი დაკუუუ გკოცნი , თუ დამჭირდება შენი დახმარება დაგირეკავ .. კიდევ გაკოცე - ყურმილი დამიკიდა
-მაკოცე რო შენც დასავიტ მყავხარ რა - ჩავიდუდღუნე და ნახატს მივუბრუნდი..
13:34 -ს აჩვენებდა საათი რომ ხატვას მოვრჩი , საშრობი მივუშვირე რომ სარებავები ხელოვნურად გამეშრო სანამ ლაკს დავადებდი.. კიდევ ერთხელ შევავლე უემოციოდ მომზირალ არღვლიანს თვალი და გული უფრო დამწყდა.. სადამდე მიხვედი დევდარიაო, იმ კაცის გამო იტანჯავ ტავს ვინც არ ინტერესდება შენით ქალურ დონეზეც კი.. ფიქრებიდან კატოს ყივილმა გამომიყვანა
-სად აგდიხარ გოგო! - ბოლო ხმაზე ყვიროდა
-აქ ვარ რა გჭირს
-ეს რა არი ? ვაუ ანდრონიკე ნახე რა , ამ უჟმური როჟითაც რა სიმპოა - უცბად დაცხრა ,როცა ნახატს შეავლო თვალი
-კატო რა გაღრიალებდა
-რა მაღრიალებდა და იმ ნახატს არ მისცემ იმ კრეტინკა გოგოს , არც იცნობ შვილო!
-იმ ნახატს არ ვაძლევ კატო, ყოველშემთხვევაში აღარ! - თავი ვიმართლე - ეს ახალი დავხატე სადღაც - 5-6 საათში , შეშრება და მერე გავლაკავ ..
-მერე შენი ინიციალები რომ აქვს ვერ მიხვდება რომ შენ დახატე?
-კაი გაჩერდი რას მიხვდება, მე ძლივს ვარჩევ ისე გაფორმებულად ვწერ სახელის და გვარის პირველ ასოებს .. არ ვეტყვი რომ მე დავხატე და ეგაა.. რამე სხვა საჩუქარს მოვიფიქრებ , ისიც თუ წამოვალ დაბადების დღეზე არ ვიცი
-და ის შენი ნაწვალები ნახატი რომ აჩუქო ? იცი როგორ გაუხარდება ?
-კაი ხო არ ღადაობ ? იმანაც ნახატი აჩუქოს და მეც ? თან ორივე ჩემი შესრულებული ? ist ausgeschlossen (გამორიცხულია )
- ვერ გავიგე რა თქვი მაგრამ კარგი, ნუ აჩუქებ შორიდან ქრაშე
-კატო მაღიზიანებ უკვე , გითხარი რომ შეყვარებული ყავს მეტქი
-იქნებ არ ყავს და ის გოგო იბრალებს ტაის
-რას იბრალებს ? რომ ვუთხარი შეყვარებულმა დაგირეკა მეთქი , რეაქცია ნული, რამეს მაინც მეტყოდა, არა რა შეყვარებული, არ მყავს შეყვარბული ან რავი რამეს . მარა რას მეტყოდა რატო უნდა ემართლებინა თავი ჩემთან რა.. აუ კატო დავიღალე რა გადამეწვა ტვინი .. აეგდე და რამე მომაფიქრებინე რომ ვაჩუქო
-შენ ცოტახანში გაააფრენ და სურამში გაგიშვებ
-მანდ საგიჟეთი კაი ხანია დაიკეტა დაო - ორივეს გულით გაგვეცინა..- ადექი მართლა სანამ ეს შეშრეს და გავლაკო რამე ამარჩევინე მიტყდება ხელცარიელი მისვლა
-ხელცარიელი რატო? შენი ნახატი ხო უნდა აჩუქოს მისმა ტურფიტომ
-გააფსიიი - სიტყვა გავწელე და ბალიში ვესროლე, რა თქმა უნდა აიცილა და ზარის წკრიალზე კარების გასაღებად გაიქცა .. თითით მოვსინჯე რამდენად მშრალი იყო , ალბათ 1 საათი მაინც დასჭირდებოდა კარგად ამოშრობას .. ნახატი ფანჯრის მიმართულებიტ შევატრიალე და ის იყო წინსაფარს ვიხსნიდი ანდრონიკე რომ დამადგა
-რას შვები ცუნცულ - კარზე მიყრდნობილმა , ცალი წარბით გამომხედა
-რას უნდა ვშვრებოდე, რა კითხვაა - დაბნეულობისგან აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი.. ნახატს ისე გადავეფარე თიტქოს ვინმე მართმევდა
-მანდ რას მალავ დევდარიანო ? - ნელ-ნელა ჩემკენ მოიწევდა , მე დაფეთებული მივეჭერი და მხრებში ჩავაფრინდი
-პირადი სივრცე ცუნცუუუუ - ძლიერ მხრებში ვუბიძგე და მისაღებში გავიტანე
-კაი ასეთს რას ხატავდი , რამე +18 სცენააა და ჩემთვის არ შეიძლება ? - აროხროხდა და სავარძელში ჩაეშვა, ნერვებმა თავისი ქნეს და ენა ამოვიდგი
-არა პაწ! ერთ ძაან სწერვა როჟას ვხატავდი,მაგისმა ტურფამ მთხოვა იქნებ ეს კრეტინი ნახატში მაინც დაამსგავსო ადამიანსო - ნაგლურად გავუღიმე და აბაზანაში შევედი ხელების დასაბანად
-საწყალი ბიჭი რა დღეში აგდებს წარმომიდგენია - ვითომ დაანანებით წარმოთქვა ,
-ხო საწყალი - კატომ გამოაჯავრა , მის როჟებზე კი უსასტიკესი სიცილი ამიტყდა
-რა გაცინებს ნეტა ვიცოდე - სერიოზული სახით გამომხედა არღვლიანმა
-ეგ რომ იცოდე აქ კი არ იჯდებოდი - ენა გამოუყო კატომ
-რას მკბენთ ეს სადაქალო ვერ გავიგე ? იუბილარი ვარ და დრო მატარებინეთ რა - დაიბუზღუნა
-საღამოს ატარებ შენ დროს რა გენაღლება - ისევ კატო ადუდღუნდა, უკვე ძაან სააშკარაოზე გამომიტანდა და მოვაკეტინე
-გეყოფათ , ორივემ ისაუზმეთ დილით და ეს ხოცვა-ჟლეტვა გაგასუქებთ - გავუღიმე და სავარძელში ჩავეშვი
-ცუნცულ მე როდის მხატავ? - მუხლი მუხლზე მომარტყა და სასაცილოდ ამითამაშა წარბები
-არასდროს - მკაცრად განვუცხადე - სრული იდიოტი ტილოზე როგორ გადავიტანო ჯერ არ მისწავლია - უცბად წამოვვარდი და საძინებელში შევედი..
ავტორი :
-კატო ეს ქალბატონი დილიდან სხვა ტალღაზეა და რა ხდება ?- ტაისიას საქციელით გაოგნებულმა ანდრონიკემ ჰკითხა კატოს
-გეკითხა მერე ? მე რავიცი
-გოგო, შეც ძაან მენაგლები და რამე დავაშავე ?
-ვაიმე ანდრო.. რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვს? ამდენი ხანია აქ ხარ და ჯერ მიზეზიც არ გითქვამს
-სახლიდან მაგდებ? თუ რა პონტია - გაბრაზება დაეტყო ანდრონიკეს
-ოო ბოდიალობ და გიხარია რა
-კაი აარაფერი არ მინდა, აზრზე რომ მოხვალთ სადაქალო მერე ალბათ გეტყვით ჩემს სატქმელს
-მარიამთან ერთად ალბათ ხო ? ნიშნობას ხო არ გეგმავთ - კატოს სიტყვებმა ანდრონიკეს ძარღვები დაუჭიმა, სისხლი გაეყინა
-რა მარიამი შენ ცუდად ხო არ ხარ ! - კბილებში გამოსცრა ანდრონიკემ
-რავი აბა -მხრები აიჩეჩა კატომ
-ე.ი ეს შენი დაქალი ასე აფთარივით იმიტო მექცევა ?
-მერავიცი , მე გითხარი უკვე
-რა ნამიოკებს მირტყავ კატო? მარიამი რაში მაინტერესსებს ან რა შუაშია, მთელი ცხოვრებაა გადაკიდებული მყავს ეგ გოგო და ვერ ვიშორებ, ეგიმას კი არ ნიშნავს რომ ცოლად მომყავს .. თქვენ მე გამაფრენინებთ რა. წავედი - გიჟივით გავარდა სახლიდან..
საღამოს 5 იყო საათი რომ მარიმმა დაურეკა ტაისიას
@
-ტაისუ , ჩემი სიურპრიზი დიდად არ ეპიტნავა ჩემს ბ იჭს და ვაფშე სხვა რესტორანში მოინდომა გადახდა, მე არ მეუბნება და შენ უეჭველი გეცოდინება ხო ?
-კი , მოგწერ მისამართს - არაპირებდა მასთან კინკლაობას და პირდაპირ მისამართი გაუგზავნა
-ნახატიც გამომიგზავნე რა ტაქსით მისამართს ჩაგიგდებ
-კარგი მარიამ
-გაკოცე გოგონი - მხიარულად დაკიდა ყურმილი გოგონამ, ტაისიას ხასიათი საშინლად წაუხდა, კატოსთან ერთად იჯდა და უაზროდ სქროლავდა ინსტაგრამს როცა კატომ დაარღვია სიჩუმე
-რამე უყიდე?
- კი ფორსინგის ორიგინალი საათი ჩამოვიტანე გერმანიიდან, გამჭვირვალე ციფერბლატით,მექანიკურია ,თავისი საბუთები და ყველაფერი მოყვება იმას ვაჩუქებ
-მე რომ არ მინახავს? რათ გინდოდა ვაფშე რო იყიდე
-რავიცი კატ, მომწონს ეს განსხვავბული საათები და თან ცოტა მამაკაცური. მომეწონა და ვიყიდე..მეთქი ვინმე ახლობელს ვაჩუქებ თქო.. ხოდა ავდგები და არღვლიანს ვაჩუქებ
-კაი რა ეგრე უაზროდ ნუ ხარ, აეგდე რამე ლამაზი ჩავიცვათ და გავიდეთ დროა უკვე, სანდროც დაპატიჟბულია მახარა დილით, მოგვაკითხავს და გაგვიყვანს
-კაი წამო
ნახევარ საათში მზად იყვნენ. კატოს ტანზე მომდგარი გრძელი წითელი კაბა ეცვა, დეკოლტეთი და ამოღებული ზურგით , შავი ქუსლიანები და თმა ცხენის კუდად შეკრული. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,ტაისიამ შავი მუხლს ოდნავ ჩაცდენილი კაბა აირჩია, თითქმის ბოლომდე ჩახსნილი ბარძაყზე,წელზე კორსეტი მოირგო, ამაც მისი მკერდი უფრო სავსე და მშვენიერი გამოაჩინა, ფეხზე ქუსლიანები მოირგო, თმა ჩამოისწორა , სადა შავი ლაინერი და თვალის კონტურები , ამას პლუს სისხლისფრად წითელი ტუჩსაცხი და ვუალა. კაცი ნერწყვის ყლაპვისგან მაინც მოკვდებოდა ცქერით თუ არა . სანდრო კორპუსთან ელოდებოდა . წინ კატო გაუშვა და მობეზრებული ნაბიჯებით გაჰყვა დაქალს უკან
-ნერწყვი გადაყლაპე თორემ დაგახრჩობს - წაკბინა კატომ და უკანა სავარძელში მოთავსდა, ესენი კიდევ კინკლაობდნენ და საშველი არ დაადგათ
-ენა ! - დაუბღვირა სანდრომ - რა მშვენება და უშმური ხარ გოგო
-დღეს არ მაქ შენი ხუმრობების მოსმენის ენერგია ნანდუ - ბიძაშვილს ლოყაზე აოცა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა, ანდრონიკეთვის განკუთვნილი საათი მუხლებზე დაიდო და საზურგეს მობეზრებული მიეყრდნო
-ეს სულ მკბენს გავიგე მარა შენ რა გჭირს ე?
-შეეშვი რა ალექსანდრე, ვერ აის ხასიათძე,თავის დროზე გაიგებ ყველაფერს - გაბრაზებით უთხრა კატომ და ფანჯრისკენ გაატრიალა თავი
-მე თქვენ გამაგიჟებთ - ტქვა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა, ცოტახანში რესტორანში მივიდნენ. კატო ძალით დაითრია სანდრომ და დარბაზში მასთან ერთად შევიდა. ტაისია მობეზრებული მიაბიჯებდა, ათასი გარეგნობისა და ხასიათის ხალხი ირეოდა, მემგონი ასეთი ახალგაზრდები მხოლოდ ეს სამნი იყვნენ-კატო,ტაისია და ნატალია .
ანდრონიკემ პირველმა შეამჩნია არც ისე აღფრთოვანებული სახით მოსიარულე ტაისია, ისე ესექსუალურა შავ პიჯაკსადა ამ ლუქში გამოწყობილი გოგგო, ძარღვებში სიხლი აუდუღდა.. მის სახეზე ასეთი მკვეთრი მაკიაჟი არასდროს ენახა, უფრო მატებდა ასაკს მაკიაჟი და უზომოდ მიმზიდველ ქალს აჩენდა, ვერ ხვდებოდა კაცი როგორ შეიძლებოდა ეს გოგო 21 წლის ყოფილიყო, ისეთი სიარულის მანერა, მიმიკები, საუბარი . ნებისმიერს გაუწყვეტდა შუბლზე ძარღვს. ტაისიამაც შეამჩნია მისი საყვარელი გამოხედვა, სერიოზული,მკაცრი და თითქოს თბილი, მხოლოდ ერთხელ დაუარა ჟრუანტელის ცივმა ტალღამ,თავი დაიმორჩილა და მისკენ გაემართა ,იქვე იყვნენ დანარჩენებიც
-კიდევ ერთხელ გილოცავ არღვლიანო - ნაძალადევი ღიმილით უთხრა და საჩუქარი გაუწოდა
-რამხელა ყუთია ე , ნეტა რა არი გახსენი ანდრო თორე მაგას მე ვიზამ - გამოენთო დაინტრიგებული გიორგი
-მაცდით?!- მკაცრად წარმოთქვა ანდრონიკემ - მადლობა ტაისია - ტაისიამ მხოლოდ გაუღიმა და გვერდით ამოუდგა ნატალიას, აკვირდებოდა როგორ ხსნიდა საჩუქარს არღვლიანი და ცდილობდა მის სახეზე ემოცია დაეჭირა
-შეგ*ცი! - დაიგრგვინა გიორგიმ -ორიგინალი ფორსინგია ბიჭო - აღფრთოვანებას ვერ მალავდა
-მიდი გაიკეთე რა ანდრიკო.. - აცქმუტდა ნატალია
-მართლაც იდეალურია , მადლობა დევდარიანების ასულს - გამომწვევად შეხედა ქალს და სათი მაჯაზე მოირგო
-გიხდება - ზრდილობიანად უთხრა ტაისიამ მიმტანს შამპანურის ერთი ჭიქა ააცალა
-აი საღოლ რა ლილიტ , ორიგინალურობის მეფე ხარ - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა სანდრომ ტაისიას
-აი ჩვენი საჩუქრებიც აქ ..
-ანდრიკო - წინადადეის დამთავრება ვერ მოასწრო სანდრომ , როცა მარიამი მიუახლოვდა მაგიდას
-ამას აქ რა უნდა - გამოსცრა ანდრონიკემ
-მერავიცი, მისამართი ვინ უტხრა - გაბრაზება ვერ დამალა ნიკუშამ
-დაბადების დღეს გილოცავ დათუნია , ნახე შენთვის რა დავახატინე - წინ ნახატი აუთამაშა და ტეთრი ქარალდი შემოაძარცვა - ერთი ძაან კარგი მხატვარი ვიცი და იმან შეასრულა ჩემთვის , მოიცა განახო - ამაზე ტაისიას ჩაეცინა და ფხუკუნის ხმაზე ყველამ მას შეხედა, ნახატის გახსნაში გართული მარიამის გარდა .კატომ იდაყვი მიარტყა დაქალს
-ჩუ! - მკაცრად ჩასჩურჩულა, რაც ანდრონიკეს არ გამოპარვია და დაეჭვდა კიდეც
-შეხედე დათუნია , რა სიმპო ხარ. ეს შენ ჩემგან -ნახატი წინ აუფრიალა
-რა დათუნია და რა სიმპო გოგო, არ ამაფეთქო , რას ნიშნავს ეს შენი მანიაკური ხოდები, ვის რას აცნობ ჩემს შეყვარებულად ტავს, შენ ხო არ მიგირტყამს ტავი სადმე
-კაი რა არ ვართ მაგრამ, ხომ ვიქნებით,ამ ნახატის ხათრით ? - ტუჩები საწყლად დაბრიცა მარიამმა
-მარიამ,მა-რი-ამ ! - ამის მოსმენაზე ტაისიას სურვილი გაუჩნდა მარიამის გაგლეჯვის, აკი შეყვარებულიო ასე უთრა , გულში ტავბედს იწყევლიდა, ილანძღებოდა რომ ადამიანების ნდობა და გულუპრყვილობა უნდა დაემორჩილებინა, ანდრონიკეს თვალებშიც კი ვერ უყურებდა
-ანდრო დაწყნარდი, ხალხია გაეშვი . ილაპარაკოს რაც უნდა
-ოო რა უჟმური ხარ გიო რა. სულ არ მოგეწონა ნახატი ?
-ეე ტაის - ხმა უცბად ნატალიამ ამოიღო
-ბატონო ? - უცბად გამოერკვა ტაისია
-შენი ნახატი საიდან ამ გოგოს - ამის გაგონებაზე , მიწა უნდოდა რომ გამსკდარიყო და შიგ ჩაეტანა, ნატალიას პირში ენა არასდროს ჩერდებოდა, ამიტომ არ უთხრეს კატომ და ტაისიამ არაფერი ,მაგრამ დავიწყდათ რომ ინიციალებზე იცნობდა
-რა მისი ნახატი ნატა - კატომ დაქალის გონზე მოყვანა სცადა
-რა და შეხედე - გამოართვა ნახატი მარიამს და თითით ინიციალები მოხაზა - ტ.დ , ტაისია დევდარიანი,ყველა ნახატზე ერთი და იგივე ინიციალებს აკეთებს , მისი უამრავი ნამუშევარი ამშვენებს ჩემს ბინას , ამიტომ რთული არ არის ამოვიცნო - ანდრონიკე გაოგნებული უსმენდა ნატალიას და ტაისიას ფერების გადასვლა სახეზე სულ რ შეუმჩნევია
-მოიცა ეს შენ დახატე დაკუ - გაიტყლარწა მარიამი- საღოლ რა,მხეცი ხარ - ტაში შემოჰკრა . ტაისიას ნერვებმა უმტყუნა და სცადა მაგიდას გასცლოდა
-აპაპაპაა, ჩვენ რატო არ ვიცოდით რომ შენ დაუხატე ? - სანდრომ მკლავში ჩაავლო ტაისიას და ადგილზე დააბრუნა
-ღმერთო ჩემო, რა საპრობლემო გახდა, ადამიანმა მთხოვა შეყვაებულისთვის მისივე პორტრეტი დამეხატა , საჩუქრად. დავუხატე , აჩუქა,ყველა კმაყოფილია მოვრჩით. რა პანიკები აწიეთ - მობეზრებულად მოიშორა სანდროს ხელი და საპირფარეშოსკენ წავიდა, ტავი ყველაზე უაზროდ ,მაგრამ დამაჯერებლად იმართლა,
ანდრონიკე გაოგნებული იდგა, თურმე მის პორტრეტს ხატავდა ქალბატონი, შუადღით რომ გამოაძევა ოთახიდან, ახლა ნათლი გახდა მისთვის ასე უცნაურად რატომაც ექცეოდა ტაისია, ნათლად დარწმუნდა იმაში რომ გოგონაც არ იყო მის მიმართ გულგრილი..თითქმის 20 წუთი გავიდა და ტაისია არ ჩანდა, ანდრონიკემ მოსვენება დაკარგა , ერთი ცალი ლიქიორიანი შოკოლადი გადაუშვა ყელში და გარეთ გავიდა ტაისიას მოსაძებნად. გოგონა ვერანდაზე იყო, ფეხი ფეხზე გადადებუი იჯდა სავარძელში, თავი მოაჯირზე ჰქონდა ჩაოდებული და ქალქს წარბშეკრული გაჰყურებდა
-ასე უნდა იუბილარის მარტო დატოვება ? - ირონიულად გაისმა არღვლიანის ბოხი ბარიტონი , რათქმა უნდა ტაისიამ ეს ვერ გაიგო, ჩაფიქრებული იყო და ვერ მიხვდა ბიჭმა რა უთხრა, მხოლოდ ხმამ გამოაფხიზლა
-ბოდიში ვერ გავიგე ?
-მარტო უნდა დაგეტოვებინე თქო ?
-სერიოზულად? ფუტკრებივით გახვევია ხალხი
-მაგრამ დედა ფუტკარი , ვერანდაზე ზის მარტო - ტაისიას ამაზე ჩაეღიმა
-დედა ფუტკარი , მამრს გამოიყენებს და მერე კლავს , ამიტომ ცუდი შედარებაა პაწ!-ანდრონიკე გიჟდებოდა ,როცა მეტსახელებიტ მიმართავდა საყვარელი ქალი, რადგან აქამდე არ შეუმჩნევია რომ მისი და სანდროს გარდა ვინმესთვ ის ასე მოფერებით მიემართოს
-მარტო რატო ზიხარ , ვერ დამიძახე ? გველაპარაკა ჩემს უჟმურ ნაკვთებზე , რომელიც ნახატში გადმოეცი - წაკბინა და მის წინ სავარძელში ჩაეშვა , ისე რომ ტაისიას ფეხები ფაქტობრივად თავისაში მოიქცია
-უკეთესიც შევძელი - ეს ტქვა და ისევ ჰორიზონტს გახედა
-ანუ უფრო ბუნებრივიც დამხატე ? - მომთხოვნი მზერა ესროლა ქალს
-შეიძლება ასეც ვუწოდოთ
-და მე რომ არ მინახავს ?
-სავალდებულო არაა ყველაფერს ხედავდე არღვლიანო
-მართალი ხარ, სადაც შენ ხარ სულ არაა საჭირო სხვა რამესაც ვხედავდე -ეს ტქვა და საზურგეს მიეყრდნო, ტაისიას ესიამოვნა მისი ეს სიტყვები,მაგრამ არ უნდოდა რამე გაეფუჭებინა, წამოდგა და წასვლა დააპირა როცა ანდრონიკემ წელზე ხელი შეუცურა ,გულმკერზე ძლიერად მიიკრო და მის ბაგეებს მოწყურებული დაეწაფა , ტაისიამ ვერც კი გაიაზრა სიტუაცია, ვერც აჰყვა კოცნაში და ვერც უმოქმედოდ იიდგა.. ბოლოს სიამაყე გვერდიტ მოისროლა და მამაკაც ხელები კისერზე შემოჰხვია, ანდრონიკემ უფრო ძლიერად მიიკრო ქალი სხეულზე, თითქოს ვინმე წაართმევდა და გამხეცებულმა დაუკოცნა ბაგეები
-მოიცადე - ძლივს წარმოთქვა ტაისიამ ერთი სიტყვა
-ჭკუიდან ნუ გადამიყვან ტაი, არც იფიქრო გაქცევა - ღრმად სუნთქავდა მამაკაცი მის სახესთან და სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა
-არსად გავრბივარ იდიოტო, ამომასუნთქე - ეს თქვა და ორივეს გულიანი ხარხარი მოჰყვა მის სიტყვებს , სიცილით გული რომ იჯერეს ტაისიამ ამოიღო ისევ ხმა - ჩემი ტუჩსაცხი ამშვენებს შენს ტუჩებს ცუნცულ - გვერდითა მაგიდიდან ხელსახოცი აიღო და ბიჭს ტუჩებთან მუტანა
-ნწუ, არა - ხელი გააწევინა და კიდევ ერთხელ დაეწაფა მის ბაგეებს
-შე კ*ხპა! - ვნებაში არეულები გოგონას ხმაზე გამოერკვნენ



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა ძაან მაგრა იხალისე მადლობა წარმატებები ♥️

 


№2 სტუმარი მია 15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს.კარგი თავი იყო და ველოდები შემდეგს.წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

მართლა რო კითხვით სიამოვნებას იღებ ისეთი ნაწერი გაქვს ! გთხოვ მალე გააგრძელე რა

 


სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა ძაან მაგრა იხალისე მადლობა წარმატებები ♥️

მადლობა თქვენ <3

მია 15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს.კარგი თავი იყო და ველოდები შემდეგს.წარმატებები

უკვე აავტვირთე, ალბათ მალე დაიდება<3

სტუმარი ანი
მართლა რო კითხვით სიამოვნებას იღებ ისეთი ნაწერი გაქვს ! გთხოვ მალე გააგრძელე რა

უკვე დავდე მეხუთე თავი,ადმინისტრაცია ამოწმებს <3

 


№5  offline წევრი Scarlett

მომწონს და ველიიიი. ❤️❤️

 


№6  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორ ვიხალისე,მადლობაა.
კარგად წერთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent