დანაკარგი (სრულად)
დანაკარგი 1 იმ დღეს ლიმა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა წვეულებაზე. იმდენად შემთხვევით, რომ ვერც კი გაიაზრა, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა იქ. წვეულებას კი მართლაც არაუშავდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ლიმა საერთოდ არ იყო ასეთი თავისუფალი გართობის მოყვარე. ამიტომ მალევე მობეზრდა გადამთვრალი სიმპატიური კაცების ხორხოცი და მათ მუხლებზე მოცეკვავე, ფულს დახარბებული, ახლად სრულწლოვან გოგონათა ამაზრზენი ხვანცალი. და რადგანაც სახლი, სადაც წვეულება იმართებოდა ქალაქიდან შორს იყო და გათენებამდე ვერაფრით მოახერხებდა იქაურობის დატოვებას, თანაც სპეციალურად, თუ ბედის ირონიით არც სატელეფონო კავშირი მუშაობდა გამართულად, გადაწყვიტა თავი სრულებით სხვა რამით შეექცია. ამიტომ ლამის მუზეუმივით ათასი საინტერესო თუ უინტერესო, ძვირფასი და ალბათ საკმაოდ ძველი ხარახურით გატენილი სახლის დეტალურ დათვალიერებას შეუდგა. სათითაოდ ჩამოუარა ყველა ნებადართულ ოთახს და ინტერესით დაათვალიერა ხელოვნების ისეთი ნიმუშები, როგორიც იყო ცნობილი მხატვრების გაუგებარი ნახატები და ყოვლად გამოუსადეგარი, უფუნქციო, ფაიფურის ნაკეთობები, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ აქვთ ამხელა ფასი, რომ მათზე კონკრეტულმა ადამიანმა ინება საკუთარი სახელის წაჩხაპვნა. ირონიულად აკვირდებოდა იმ საღებავშემხმარ გახუნებულ ტილოებს, რომლებიც ახლა და ამ წამს ასობით ადამიანის სიცოცხლედ ღირდა, მათ შორის მისი პატარა ცხრა წლის დისაც, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თირკმლის დონაცია. მაგრამ რაც არ ჰქონდა ლიმას ოჯახს, ეს სწორედ ის ჯადოსნური ქაღალდი იყო,, ფული რომ ჰქვია სახელად. ლიმამ ამოიოხრა და ზიზღით ახედა პიკასოს რომელიღაცა გაუგებარი და გამოურკვეველი ხაზების არეულ წყებას. ნეტავ რაზე ფიქრობდა პაბლო, როცა ამას ხატავდა? გაიფიქრა გოგონამ, ან ფიქრობდა კი რამეს?! არადა რა იქნებოდა ახლა ეს უაზრო ფერების აჯაფსანდალი მისი საკუთრება ყოფილიყო, ხომ უეჭველად გადაარჩენდა ნადის. ბოლოს ასე უთავბოლო ხეტიალიც მობეზრდა ლიმას. ორიოდე ჭიქა მარტინით აწრიალებულმა მუცელმაც შეახსენა თავი და სამზარეულოს დაუწყო ძებნა. იმ სასაცილო პატარა ჯოხებზე წამოგებული ფერადი ლუკმების ნამცეცების ნაცვლად, ლიმას სურდა ისე, როგორც ბავშვობაში, ახლად გამომცხვარ ფუნთუშა პურზე სქლად გადაესვა ქარვისფერი კარაქი. რომელიმე გემრიელი, არაძუნწად დაჭრილი ყველის და შებოლილი ძეხვის ნაჭერი ჩაეჩურთა შიგ და ჭიქა მარწყვის წვენთან ერთად ტელევიზორის წინ მუხლაკეცილი ჩამომჯადარიყო. ტომის და ჯერის ყურებაში ელუკმა ეს მისთვის გემრიელი ნუგბარი და არაფერი ჰქონოდა სადარდებელი ყოველ ლუკმასთან ერთად დაპატარავებული ბუტერბროდის გარდა. ისე მოუნდა ამ მომენტის განცდა , როგორც ცხრა თვის ორსულ ქალს შეუძლება მოუნდეს შუა ზამთარში ალუბალი. ლამის ცრემლებიც მოადგა თვალზე. ბოლოს, როგორც იქნა, სამზარეულოსაც მიაგნო. მხოლოდ ეს ოთახი იყო მისი ღარიბული სახლის ხელა, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, მხოლოდ მაცივარი იყო მისი საძინებლის ზომის. ან იმ მაცივარში ნაპოვნი ყველი იყო თავად მისი მაცივრის ხელა. ან არ ვიცი, გათენებამდე შემიძლია მოვიყვანო ეს კონტრასტული უცნაური შედარებები. სადღაც შორიდან მოისმოდა ხორხოცა ხმები და ამოუცნობი მუსიკა, რომელიც ალბათ რომელიღაც დრაგზე შემჯდარ მასპინძელს აგრერიგად აღაგზნებდა. ზიზღით გააჟრჟოლა ლიმას. რა საძაგელი სამყარო იყო. აქ სიცოცხლის ნაცვლად ქაღალდი ფასობდა, სიყვარულის ნაცვლად ხორცი, სინაზის ნაცვლად ტყავის მათრახი. უსიამო ფიქრები თავის გაქნევით მოიშორა და მაცივარი მოათვალიერა. _ მგონი ბედმა გამიღიმა!_ გაეცინა გოგონას. შავი მოკლედ შეჭრილი აჩეჩილი თმები უკან გადაიყარა. დამოკლებული მაისური ძირს ჩამოქაჩა და მაცივარში თავით შეძვრა. ყველაფერი გამოალაგა, რასაც წამის წინ აგრერიგად ნატრობდა და სასურველი ბუტერბროდი წამში ააწყო. შემდეგ წვენიც ჩამოისხა მოზრდილ ჭიქაში და მაგიდასთან სკამზე სწორედ მუხლაკეცილი მოთავსდა, როგორც ბავშვობაში უყვარდა ისე. იქვე მოზრდილი ტელევიზორის პულტიც მიაგნო. ჩართო, სასურველი მულტფილმი მონახა და კმაყოფილმა ის იყო პირისკენ წაიღო საჭმელი, რომ ჩახველების ხმა მოესმა. შემკრთალი შებრუნდა უკან და ის დაინახა. ასეთი კაცი არასდროს ენახა ლიმას. მაღალი, ძლიერი, ხორბლისფერი, ვნებიანი ტუჩებით,ლამაზად დაყენებული წვერით და მოგრძო თმაში ჩაკარგული შავი ღვინისფერი თვალების გამომწვევი მზერით. ლამის იყო ბუტერბროდის ნაცვლად ეს კაცი ინატრა. მაგრამ სულ წამით აიტაცა ამ უცნაურმა ვნებამ . სულ წამით მოსწყვიტა საკუთარი მიზიდულობის პოლუსს. თავი ხელში აიყვანა ლიმამ. სახეზე ისევ ის ინდიფერენტული, ოდნავ ირონიული ღიმილი მოირგო და ისე ჩაკბიჩა პური, რომ თამამად მომზირალი კაცისთვის არანაკლებ თამამი მზერა წამით არ მოუცილებია. _ ვინ ხარ?_ ჰკითხა ბოხი მამაკაცური ხმით და ამ ხმაზეც სხეულში მოულოდნელმა ჟრუანტელმა დაუარა ქალს, მაგრამ "რა აზრი აქვს იმით აღტაცებას, რასაც ვერასდოს შესწვდებიო?" გაიფიქრა ლიმამ. სკამიდან ჩამოხტა და ამ სახიფათო კაცისგან გაცლა დააპირა, მაგრამ მან გზა გადაუჭრა. _ ვინ ხარ? დანარჩენ სტუმრებს არ ჰგავხარ!_ამ კაცის ხმაც და გარეგნობაც მეტისმეტი საცთური იყო თითქმის გამოუცდელი გოგოსთვის. _ მეც სტუმარი ვარ._ უპასუხა აგდებულად. საჭმელი ისევ მაგიდაზე დადო, თითქოს მადაც დაეკარგა და გვერდი აუქცია. _ ამაღამ შენთან მინდა ვიყო!_ ადგილზე გააშეშა კაცის სიტყვებმა. ისე უბრალოდ თქვა, ალბათ ხშირად ხდებოდა ასე. თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ქალმა. ზიზღით გახედა და ოთახი დატოვა. კაცს გაეცინა. ლიმას ადგილი დაიკავა, მისი გაკეთებული ბუტერბროდი აიღო, დახედა და ზიზღის გარეშე მადიანად მოკბიჩა. თან გულიანად გადაიხარხარა, როცა ჯერიმ ტომის საკუთარივე კუდი ჩაუდო პურში და ზედ აკბენინა. _ რა გინდა სიდ, საიდან მოიგონე ახლა ეგ? გოგოების მეტი რა არის, ფერის და ფორმის მიხედვით აირჩიე, გინდაც რამდენიმე ერთად. _ მე ის მინდა, გესმის რას გეუბნები? ის შავთმიანი აქ უნდა დარჩეს!_ ჯიუტად გაიმეორა სიდმა და ჰამაკში ჩაძინებულ გოგონას გადახდა აივნიდან. ეს ქალი მოეწონა, უცნაურად ველური მზერით და აშკარად ჯერ კიდევ შეუცნობელი ვნებიანი სხეულით. უცხო ხილს ჰგავდა ლიმა, მადისაღმძვრელს და სიურპრიზებით სავსეს. _ ყველა გაუშვი მის გარდა და მერე შენც წადი!_ ახირებული კაცი იყო სიდი. მიჩვეული, რომ სასურველს ყოველთვის იღებდა. გულწრფელად სჯეროდა, რომ ამ ქვეყნად ყველაფერს საკუთარი ფასი აქვს. ყველაფერი იყიდება და რისი ყიდვაც შეეძლო, მალევე უფასური ხდებოდა მის თვალში. ლეომ ხელი ჩაიქნია. იცოდა ვერ გადააფიქრებინებდა და ისიც იცოდა, რომ არასდროს იძალადებდა ამ გოგოზე მისი უფროსი. უბრალოდ, როგორც ყველაფრის, ასევე მისი სულის თუ არა, სხეულის ყიდვას მაინც მოახერხებდა. სტუმრებთან დაბრუნდა ლეო და ახირებული პატრონის სურვილის მიხედვით ყველა მალევე გაისტუმრა. თავადაც ახალთახალ ვერცხლისფერ მანქანაში ჩაჯდა და სინანულის გარეშე გააქროლა. ჰამაკს მიუახლოვდა სიდი. ლიმას ისევ ეძინა. ღაწვები ვარდისფრად შეფაკვლოდა ალბათ იმ ორიოდე ჭიქა სასმელის გამო, რაც წვეულების დასაწყისშივე დალია. მოსვლის წამიდან თვალს არ აცილებდა სიდი ლიმას. მაშინვე შეამჩნია. თუმცა ლიმას არ შეუმჩნევია არავინ. დაინახა, როგორ გაინაპირა ქალმა თავი მომაბეზრებელი ხმაურისგან და როგორ დაუყვა სახლის ოთახებს. თავიდან იფიქრა, რამის მოპარვას აპირებდა და ინტერესით აედევნა უკან. დაინახა, როგორი ათვალიერებდა ქალი მის კოლექციას, მაგრამ მოწონებას ან აღფრთოვანებას სულაც არ გამოხატავდა. ირონიით და ერთგვარი ზიზღითაც კი შეჰყურებდა ადამიანური ემოციების ამ ძვირადღირებულ გამოფენას. გაუკვირდა სიდს მისი უცნაური ემოცია. _ ალბათ უგულო და ცივი ვინმეაო!_ გაუფიქრა გულში. ახლა სამზარეულოს მიაშურა ქალმა. მაცივარში ისე შეძვრა, როგორც მსუნაგი ბავშვი და მართლაც ყველაზე ბავშვური რამ გაიმზადა. მარწყვის წვენი დაისხა. მარწყვის და არა ანანასის ან მანგოსი, როგორც ალბათ უმეტესობა იზამდა. აი მერე კი აუციმციმდა მომწვანო_ ნაცრისფერი თვალები. შემდეგ კიდევ უფრო უცნაურ რამ გააკეთა უცნობმა. ადგა და მულტფილმი ჩაირთო. გაეცინა სიდს. აი ასეთ ქალს ეძებდა მთელი ცხოვრება: საინტერესოს, იდუმალს, ბავშვურს და ამავდროულად და ძალიან ვნებიანს. სურვილით დაჰყურებდა სიდი მძინარე ქალს. მოკლე კაბიდან გამომწვევად მოუჩანდა თეთრი ფეხები. გაეღიმა სიდს. საერთოდ არ ჰქონდა გოგონას რუჯი. არადა რა მონდომებით იფერებოდნენ ქალები სოლარიუმებში, რომ კანის ეს საოცარი, გამომწვევი სითეთრე, რაც ასე აგიჟებდათ კაცებს, როგორმე ჩაექროთ. ვერ მოითმინა და ხელი ნელა აუსვა წვივზე. თითებით ნაზად მოეფერა გლუვ კანს. ესიამოვნა მისი სიგრილე. მოუნდა იქვე ჰამაკში მოფერებოდა მას. მაგრამ არა ისე, ვულგარულად, როგორც საერთოდ სჩვეოდა, არამედ ისე, როგორც პირველ სიყვარულს ეფერებიან ხოლმე. მოუნდა, რომ მის კოცნაში გაეთენებინა დარჩენილი ღამე. მის ვარდისფერ ტუჩებს გაუბედავად შეხებოდა და თითებით მაისურის ქვეშ მისი ჯერ კიდევ შეუცნობელი სხეული შეესწავლა. რა იქნებოდა ახლა ამაზე წმინდა და ამაზე სუფთა? "რა სამწუხაროა, რომ ალერსთან ერთად სიყვარულის ყიდვაც არ შეიძლება." გაიფიქრა სიდმა. ამიტომ ახლა იმას უნდა დასჯერებოდა, რაც იმ წამს ჰქონდა. ეს გაიფიქრა და სახიდან აწაწილი თმა გადაუწია. ნელა დაიხარა და ტუჩებში აკოცა. შეკრთა ლიმა. ჯერ კიდევ ნახევრად მძინარი მის კოცნას ინსტიქტურად აჰყვა. ქალის საპასუხო ალერსმა გაახელა სიდი. ორივე ხელით კისერი დაუჭირა, თავი უკან გადააწევინა და ენით ტუჩები გაუხსნა. ახლა კი მთლად გამოფხიზლდა ქალი. გაცლა სცადა, მაგრამ კაცს ცალი ხელი წელზე ძლიერად მოეჭდო , მეორე ხელის თითები კი მის თმაში აეხლართა. ასე კოცნით წამოიწია სიდი და ინსტიქტურად აჰყვა ლიმაც. ეტკინა და დაიკვნესა უნებურად. გაიბრძოლა, თითქოს შეეშინდა კიდეც. სიდმა ალერსი შეწყვიტა. დახუჭული თვალები გაახილა და მკერდზე აკრული, ფეხისწვერებზე მდგარი, სიცივისგან თუ შიშისგან აკანკალებული ქალი მთვარის შუქზე შეათვალიერა. ხანგრძლივი, ძლიერი კოცნისგან ტუჩები სულ ოდნავ შესიებოდა ქალს. მძიმედ სუნთქავდა. ნაზი ხელებით მის მოშორებას ცდილობდა. თვალები კი თანდათან ბრაზით ევსებოდა. მისი სიბრაზეც ესიამოვნა. _ დარჩი ამაღამ ჩემთან და რაც გინდა მთხოვე! ყველაფერს მოგცემ!_ გაუმეორა თხოვნა. _ხელი გამიშვი!_ავად დაიჩურჩულა ქალმა. _ თუ არ გაგიშვებ!_ ისევ გაეღიმა მის უმწეო სიბრაზეზე სიდს. ესეც კი მოსწონდა. "რა უცნაურია!" გაიფიქრა კაცმა. "ამ ქალში თითქმის ყველაფერი მიზიდავს." ხელი გაუშვა თუ არა რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ქალი. ეზო მოათვალიერა. ეხამუშა სიჩუმე და სიმყუდროვე. _სად არიან სტუმრები?_ შეანათა მწვანე უცნაურად ხისტი, სადაფისფერი თვალები. არადა სიდს ახსოვდა, რომ მას უფრო ნაცრისფერი თავალისფერი ჰქონდა და გაუკვირდა. _ მე სიდი ვარ, _ ქალს არაფერი უთქვამს. მხოლოდ გამალებით ფიქრობდა რაღაცას. ალბათ აქედან გასაქცევ გზებს აწყობდა გონებაში. გაეღიმა სიდს._ შენ რა გქვია? _ ლიმა,_ უპასუხა ქალმა ინსტიქტურად. _ რა უცნაური სახელია! _ სახელიც მოეწონა სიდს. განსხვავებული, სხვანაირი, უცხო. _ ჩემთან დარჩი და ..._ სიტყვა არ დაასრულებინა ქალმა, ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა. სიდი უკან გაჰყვა. უცდიდა, როდის მიხვდებოდა ლიმა, რომ მარტო იყვნენ. როდის გაიაზრებდა, რომ თუ სიდი მოინდომებდა მისგან ვერაფერი გადაარჩენდა. მოუნდა კიდეც უფრო მომთხოვნი ყოფილიყო. თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოდ მიეღო ეს ქალი. პირველ ჯერზე ალბათ იტირებდა, მერე კი დანებდებოდა. ამ ფიქრისგან მოგვრილმა სიამოვნებამაც გააოცა სიდი. მთელი სახლი მოიარა ლიმამ. ვერავინ იპოვნა. მობილურიც გადაამოწმა. კავშირი ისევ არ იყო. _ დარეკვა მინდა!_ თამამად დაუდგა წინ სიდს. _ აქ მიღება არ არის._ გაუღიმა კაცმა. _ რატომ ვარ აქ? რატომ მაინც და მაინც მე?_ ჰკითხა ქალმა ინტერესით. _ იმიტომ რომ უარი მითხარი!_ გულწრფელი იყო სიდი. _ არ მოგეწონე?_ჰკითხა სიდმა. ლიმამ კიდევ ერთხელ შეათვალიერა მის უზადო სხეული. ნერწყვი გადაყლაპა. _ მომწონხარ!_ გაუღიმა და კაცმა მის ღიმილში სიმორცხვე დაიჭირა. _ და მაშინ რატომ უარმყოფ?_ მართლა ვერ მიხვდა, რა იყო ქალის უარის მიზეზი. ალბათ თავს იფასებს სხვებივით, იმედგაცრუება შეუძვრა გულში. თამასას მაღლა სწევს?! _ იმიტომ რომ ჩემი ყიდვა გინდა!_ მოესმა ჩაფიქრებულს ქალის პასუხი. _ ანუ არ იყიდები!_ ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია. _ ფული არ გჭირდება, დავიჯერო? სისულელეა ფული ყველას სჭირდება, თუ ფული არა, სხვა რამე მაინც! _ რა შეიძლება ნდომებოდა ამ უცნაურ ქალს? _ მართალი ხარ! ყველა იყიდება და ფულიც ყველას სჭირდება!_ თავი დახარა ლიმამ და ტკივილებისგან გატანჯული ნადის სახე წარმოიდგინა. სხვას ვის სჭირდებოდა ფული, თუ არა ნადის და აქედან გამომდინარე ლიმასაც. რა დროს უაზრო სიამაყე იყო. ახლა საკუთარი თავის დავიწყება სჯობდა ყველაფერს.რა ახლოს იყო მარტივ გამოსავალთან. რას დაკარგავდა ლიმა? სიდი საოცარი კაცი იყო და ალბათ სიყვარულიც საოცარი იცოდა. ლიმას კი არ ჰგავდა, საერთოდ რომ არ ჰქონდა გამოცდილება. კოცნის იქით რომ არასდროს წასულა. თანაც თავადაც არასდროს არავინ სურვებია ასე. ახლა კი უყურებდა სიდს და ხვდებოდა, თუ ვინმესთან ღირდა პირველი ღამის გატარება, ეს უეჭველად ის იყო. მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანი რამ შეიძლებოდა დის სიცოცხლეში გადაეცვალა. გაეყიდა საკუთარი სიცოცხლის რამდენიმე საათი, არცთუ ისე ძვირფასი რამდენმე წუთი. ახლა მისი სხეულის რაღაც ნაგლეჯი, სწორედ ისე ფასობდა, როგორც თეთრ ტილოზე პიკასოს უაზრო ნაჯღაბნი. დაფიქრდა. ნადის სჭირდებოდა, ნადის უნდოდა, ნადის ეკუთვნოდა. ჰაერი მძიმედ ჩაისუნთქა. _რას ფიქრობ ლიმა?_ მიუახლოვდა სიდი და მოშიშვლებულ მხარზე ნაზად დაუსვა ხელი. _ რა აზრები გიტრიალებს მაგ ლამაზ თავში? საოცარი სურნელი ჰქონდა კაცს. გამაბრუებელი თაფლის და რომელიღაც უცნობი ყვავილის. თვალები დახუჭა და ჰაერი ჩაისუნთქა ლიმამ. რა იქნებოდა ერთმანეთს სხვაგან შეხვედროდნენ?! იქ, სადაც თანაბარნი იქნებოდნენ. იქ, სადაც მათ შორის ფულის საჭიროება არ იდგებოდა. სადაც მისი დის სიცოცხლის გასაღები ასე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საკუთარ ხელებში არ ექნებოდა. ახლა რომ უარი ეთქვა, წასულიყო და მერე ნადის რომ რამე მოსვლოდა? არა ადრე თუ გვიან ხომ მაინც დადგებოდა ეს საშინელი წამი. ვისი ბრალი იქნებოდა? ხომ მთელი სიცოცხლე ინანებდა ამ უაზრო, არაფრისმომცემ პრინციპულობას. არადა ოდესმე, ალბათ სადმე მიყრუებულში, მანქანის უკანა სავარძელზე, ვიღაც სრულიად შეუფერებელს აჩუქებდა იმას, რასაც ახლა და ამ წამს მისი დის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. მხარზე აკოცა სიდმა და ჟრუანტელმა დაუარა ლიმას. მუხლებიც მოეკვეთა. მუცელში პეპლებიც აუფრთხიალდნენ. მაგიდას დაეყრდნო ხელებით ძალაგამოცლილი. "_ოღონდ ისევ მთხოვოს!"_ გაიფიქრა ქალმა. რადგან თხოვნის გარეშეც სიდს ეკუთვნოდა უკვე. ისევ აკოცა სიდმა მხარზე. მაისურის წვრილი სალტე გადაუწია და ისე შეახო რბილი ტუჩები. ზურგიდან აეკრა ქალს. აღარ გაქცეულა ლიმა. ვეღარ გაიქცა. _ დარჩი ამაღამ ჩემთან და მთხოვე რაც გინდა. _პირდაპირ პიკასოს უყურებდა ქალი. _ ის მინდა!_ ანიშნა თავის გაქნევით. _ შენია!_ უჩურჩულა სიდმა და თავისკენ შემოაბრუნა ქალის სხეული. ტუჩებზე დაეწაფა, როგორც მწყურვალი გრილ წყაროს, მაგრამ აღარ ეყო ქალის ტუჩები. ყელზე დააკრო მხურვალე კოცნა და აღარ ეყო ყელი. მაისური ერთი ხელის აქნევით გადააძრო ტანიდან. ჯერ დახედა, თითქოს დაიმახსოვრა მისი სხეულის ლაბირინთები და შემდეგ კოცნით გაიკვლია გზა. მაგიდაზე შემოსვა ქალი და მისი ფეხები წელზე შემოიჭდო. აქვე სურდა, ახლავე. _ გთხოვ!_ დაიკვნესა ქალმა. თვალებში ჩახედა სიდმა. უნდოდა, სურდა ეს ქალი და თუ ახლა უარს ეტყოდა, ვერაფერს შეცვლიდა ეს უარი. სიდს გაჩერება აღარ შეეძლო. _ შენ პირველი ხარ!_ თვალდახუჭულმა უთხრა ლინამ. გაოცდა სიდი, ამის თქმაც კი რცხვენოდა ქალს. " პირველი!" გაიმეორა გონებაში. "პირველი!" წამით მოშორდა. საკუთარ თავს გააზრების საშუალება მისცა. "ეს ქალი ახლა ჩემი გახდება! მხოლოდ ჩემი!" და მიხვდა სიდი, რომ მხოლოდ ქალის სხეულში აღარ იყო საქმე. რადგან ახლაც სურდა ლიმა, ხვალაც, ზეგაც და ყოველ დღე მოუნდებოდა. წმინდა იყო ეს ქალი. მართლა არაფრით ჰგავდა სხვებს. ფულიც კი ვერ აკადრა საკუათარ თავს და სურათი სთხოვა, ისეთივე ხელოვნების ნიმუში, როგორიც თავად იყო. ეს ქალი ყველაფერს იმსახურებდა, და ყველაფერი მასვე ეკუთვნოდა. ოღონდ თავად უნდა ყოფილიყო მხოლოდ სიდის. ხელში აიყვანა და ნელა აუყვა საძინებლისკენ მიმავალ კიბეებს. აღარ ჩქარობდა სიდი. წინ ხომ მთელი ღამე ჰქონდა, მთელი ცხოვრება, მთელი მარადისობა. რა საოცარი გრძნობაა, როცა ტკივილი სიამოვნებად იქცევა, როცა ყოველი შერწყმა პირველია. თავისთავად პირველი, მეორედ პირველი, მესამედაც პირველი და ასე შემდეგ. ტკივილმა დაკარგა იმ ღამეს თავისი მნიშვნელობა და ლიმას მეხსიერებას მხოლოდ შეუცნობელ სიამოვნებად შემორჩა. სიდს კი სურვილს უძლიერებდა მისი გამოუცდელობა, მისი მორცხვობა, მისი მოუქნელიბა, მისგან სახის არიდება. სიამოვნებდა მისი სხეულის ყოველი შეკრთობა ყველა ახალი შეგრძნების შემდეგ. აგიჟებდა მისი ნამდვილი გულწრფელი ოხვრა და არა ის ბინძური სიამოვნების თამაში, რაც მის გასახარად სჩვეოდათ ქალებს. სულ ბოლოს ალერსით დაღლილმა გულში ჩაიკრა ძლივს ნაპოვნი, საკუთარი ქალი, რომ აღარასდროს გაეშვა. მაგრამ როცა გათენდა საწოლი ჩვეულად ცარიელი დახვდა, ისევე როგორც პიკასოს ადგილი კედელზე. გაგიჟდა სიდი. დიდმა დანაკარგმა ყელში წაუჭირა მარწუხები. ახლა უკვე სიგიჟის მიღმაც სურდა ლიმა. ყველგან ეძება. დიდხანს ეძება , მაგრამ ვერსად იპოვნა, რადგან ამდენად უმნიშვნელო იყო ეს ქალი ამ უზარმაზარ სამყაროში და ისე გაუჩინარდა, როგორც ქვიშის ნამცეცი უდაბნოს ცხელ დიუნებში. რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ ჰკითხა ლეომ: _ რატომ ეძებ მას ასეთი გააფთრებით?!_ დაფიქრდა სიდი და ახლაღა გაიაზრა, რომ ეს გააფთრება, ბრაზი, ეჭვიანობა, ტკივილი და გაუნელებელი სურვილი სხვა არაფერი იყო, თუ არა სიყვრული. _ მიყვარს!_ერთდროულად საკუთარ თავთანაც აღიარა სიდმა და სამყაროს წინაშეც. ...... 2 როდესაც სიდი დატოვა შედეგებზე არ უფიქრია ლიმას. არც იმ მონატრებაზე გაუვლია გულში ეჭვი, წასვლის შემდეგ რომ დაეუფლა მის სხეულს. გულზე ადრე სხეულმა იგრძნო, რომ სიდი აკლდა. მეორე ღამესვე, როცა ლიმა საკუთარ ბავშვობის დროინდელ საწოლში იწვა და თვალდახუჭული იხსენებდა იმ დაუვიწყარ ღამეს. აქამდე არავინ ჰყოლია ლიმას, არავინ ჰყვარებია, არავინ სურვებია. ახლა კი ყველა გრძნობამ ერთბაშად შეუტია. სიდის გარეშე თითქოს დაცარიელდა მისი სხეული. თითქოს ლიმა ლიმასგანვე დაიცალა. ეწვოდა ყოველი მისგან ნაკოცნი ადგილი. უხურდა ყელი, ტუჩები, მხრები. სიცარიელეს ეფერებოდა მის ნაცვლად და სიბრაზე იტანდა. უკვირდა, როგორ მოხდა, რომ სხეულმა გაიმარჯვა გონებაზე. მძაფრი მოგონებებისგან ლამის მთელი სიცხადით განიცდიდა წინა ღამინდელ ვნებიან თავგადასავალს და იცოდა, ამ ყველაფერს დავიწყება აღარ ეწერა. არც იმაზე უფიქრია ლიმას, რომ გაუჭირდებოდა პიკასოს გაყიდვა. პიკასო იყო ბოლო_ბოლო და არა ვიღაც რიგითი თანამედროვე მხატვარი. ნახატი დიდი არ იყო. არც ისე ცნობილი, როგორც ზოგიერთი მისი სხვა ტილო, მაგრამ მაინც პიკასო იყო და ნახატზე დატოვებული ავტოგრაფი თავის სათქმელს ამბობდა. მაგრამ ის ასიმეტრიული სახე და დაქაჩული თვალები რას ამბობდნენ, რაც მხატვარს გამოესახა ტილოზე, ეს კი აღარ იცოდა ლიმამ. არც ბევრი დრო ჰქონდა ფიქრისთვის. დეიდაშვილს, მატიასს მიაკითხა, ყრუდ იცოდა, რომ არალეგალურ საქმეებში ერთგვარი გამოცდილების პატრონი იყო. _ რა მოიტანე ლიმ?_ ჰკითხა მატიასმა და ქაღალდი შემოხსნა ტილოს. დააკვირდა და ხმადაბლა ჩაუსტვინა. _ დამცინი? ეს შენ საიდან?_ დაეჭვებით გამოხედა. _საკუთარი ნივთის გასაღება ერთია, რასაც არავინ ეძებს, მაგრამ პირდაპირ პაბლო? ეს ასე ადვილი არ იქნება!_ ლიმამ ამოიოხრა. _ მატი, ფული მჭირდება ხომ იცი, თანაც სასწრაფოდ. ნადის ბევრი დრო არ აქვს!_ მატიასი ისევ ნახატს დააჩერდა. _ გავყიდით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმ ფასად, რაც მართლა ფასობს. გაწყობს ასე? თუ საკმარისი არ იქნება, მეც დაგეხმარები!_ ლიმამ სევდიანად გაიღიმა. " ამდენ წვალებას, ჯობდა პირდაპირ ფული მომეთხოვაო!"_ გაიფიქრა და წამით ისევ გაახსენდა სიდის ტუჩები საკუთარ ყელზე. ხელი გადაისვა კოცნის ნაკვალევზე. _ მეჩქარება მატი! შენს იმედზე ვარ. ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლი!_ მატიასმა თავი დაუქნია და ტილოს ისევ ნაჭერი ჩამოაფარა. ერთი კვირის თავზე თვითმფრინავში ავიდნენ ლიმა, ნადი და დედამისი. და ხსნის საძებნელად ოკეანის გადაღმა გადაფრინდნენ. პიკასომ კი მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი, სანამ ლეომ არ დაურეკა სიდს და გახარებულმა არ აცნობა, რომ სურათის კვალზე გავიდა. საბოლოოდ პაბლო ისევ სიდთან დაბრუნდა, კედელზე ისევ საკუთარი ადგილი დაიკავა და მოწყენილ პატრონს გაოცებულმა ჩამოხედა. აქაოდა დავბრუნდი და შენ რაღას მოგიწყენიაო?! _ სიდ რა ხანია წვეულება არ მოგვიწყვია, მოდი ამაღამ ავიწყვიტოთ ჰა?_ შეაპარა ლეომ. მიუხდავად იმისა, რომ თავადვე ეძებდა ლიმას, მაინც აკვიატება ეგონა, დღეს ან ხვალ გადაუვლისო. ალბათ სწორედ იმიტომ აიჩემა, რომ გაექცაო. რაღაც ასეთებს ფიქრობდა გულში ლეო. _ სურათის კვალს გაჰყევით, ადრე თუ გვიან ეს კვალი უეჭველად გაგვიყვანს მასზე!_ მკაცრი მითითება მისცა სიდმა. კიდევ ერთხელ ახედა სურათს და გაეცალა. ყველა ახალი წვეულება მიზნად, რა თქმა უნდა, გართობას ისახავდა და ამას გარდა ერთობ ხელსაყრელი იყო ბიზნესზე სასაუბროდ. ნასიამოვნები პარტნიორები ბევრად დამთმობები ხდებოდნენ, როცა კალთაში ლამაზმანები ეჯდათ. იცოდა სიდმა ეს და ხშირად სათავისოდაც იყენებდა ამ მარტივ ჭეშმარიტებას. მრგვალ დივანზე ისხდნენ გამომწვევად ჩაცმული გოგონები და ყველა მომსვლელს თანაბარი გულღია ღიმილით აჯილდოვებდნენ. ღიმილს მიღმა კი მობეზრებას და ზოგჯერ ზიზღსაც ოსტატურად მალავდნენ. _ანიტა სად არის? მოუვიდა გულისსწორი?_ ჩეცინა შავგვრემან, გრძელფეხება მარტას. _ გულისსწორი?! მაგან უნდა თქვას გამიმართლაო. შეიძლება ლამაზი არაა დეივი, მაგრამ ნახე როგორი მანქანით მოსისინდა ქალბატონი?_ ქერა თმა მხარსუკან გადაიყარა მიამ. _ აი მე კი ჯერ სიდი ვერ მომინელებია. იმ წვეულების შემდეგ არ მინახავს! არც დაურეკავს, არც ლეო გამოჩენილა!_ ხმაში სევდა შეეპარა. მია თუნდაც ესკორტგოგონა ყოფილიყო და კარგად სცოდნოდა, რომ მის საქმიანობასთან სიყვარულს საერთო არაფერი ჰქონდა, მაინც ხომ ქალი იყო და მაინც იზიდავდა სიდი, და არა მარტო ქონების გამო, არამედ იმიტომაც რომ ის ასეთი მამაკაცური იყო. გულში კონკიას ზღაპრის სჯეროდა მიას. ვის არ სჯერა რომ?! ვინ იცის, ვინ იცის?! სიდს მოკრა თვალი და თეძოების რხევით გაემართა მისკენ. ადრე ადვილად აბამდა საკუთარი სექსუალობის ანკესზე ამ სიმპატიურ, ტემპერამენტიან მამაკაცს. სარგებელსაც ნახულობდა, მაგრამ ახლა არაფერი არ სურდა სანაცვლოდ მიას. მხოლოდ სიდი ენატრებოდა და იმითაც კმაყოფილი იქნებოდა, თუ ამ ღამესას მასთან გაატარებდა. სხეულის წყურვილს დაიცხრობდა. ხელკავი გამოსდო და ყელში უფრო, ვიდრე ყურში, უჩურჩულა დანაზებული ხმით. _ მომენატრე სიდ!_ კაცმა ისე შეხედა, როგორც ნებისმიერ ლამაზ ქალს ათვალიერებდა ხოლმე ამ გამომწვევ წვეულებებზე. _ გინდა ავიდეთ მაღლა?_ პირველმა თავად მიამ შესთავაზა. სიდს უარი არ უთქვამს.ნაცნობ კიბეებს აუყვა ქალი და კაციც თან გაიყოლა. შურიანი მზერა გააყოლეს გოგონებმა. _ სიდი ზედმეტად კარგია!_ ჩაილაპარაკა სევდიანად მარტამ და მისკენ მომავალ სრულებით უცნობ კაცს შეაგება გამომწვევი ღიმილი. _ არ მომეფერები სიდ?_ საწოლზე უაზროდ მჯდარი კაცის წინ იდგა მია. ხვდებოდა, რაღაც უცნაური სჭირდა კაცს. ვეღარ გრძნობდა მის მუდმივ შიმშილს და დაუცხრომელ სურვილს ქალი. _ გინდა ვიცეკვო?_ საწოლის წინ სპეციალურად ამისთვის დამაგრებულ ვერცხლისფერ ბოძს აეკრა ქალი. უსიტყვოდ უყურებდა სიდი, უყურებდა და მასში მხოლოდ გარყვნილ წადილს ხედავდა. ათასჯერ ათასი კაცისგან გადათელილ ღირსებას. ლამის ნაძალადევ სიამოვნებას და იგრძნო, როგორ შეზიზღდა მია. არა კონკრეტულად მია კი არა, ზოგადად მსგავსი სიტუაცია შეზიზღდა. გაახსენდა, როგორი ინტერესით გახედა ლიმამ მაშინ სწორედ ამ ბოძს და მერე როგორ აარიდა მზერა. თითქოს ამ ბოძის დანიშნულებაც კი შეურაცხყოფდა მას. _ გადი!_ მარტო ეს უთხრა ქალს ჩახლეჩილი ხმით. საკუთარ თავზე გაბრაზდა, როგორ ვერ მიხვდა, რომ ლიმა გაიპარებოდა. მაგრამ მაშინ დარწმუნებული იყო, რომ ისიც კმაყოფილი იყო მასთან ყოფნით. იფიქრა, რომ მასაც დარჩენა სურდა. როგორ დაიჯერა! ნებისმიერი მათგანი სიხარულით დარჩებოდა , სიდს რომ არ გაეშვა ხოლმე დილით. აი მიასაც ერთი სული ჰქონდა დარჩენილიყო და რატომ გაიქცა ის? ვერაფრით იგებდა სიდი. ან რატომ მოვიდა, ან რისთვის წავიდა?! ლიმაზე არა საკუთარ თავზე ბრაზობდა. ასე რომ არ მინდობოდა ქალს, დღესაც გვერდით ეყოლებოდა. ყველაზე უფრო ის აცოფებდა, რომ მისი პოვნა ვერაფრით შეძლო. _სიდ!_ოთახში ჯერ ისევ უხერხულად მომლოდინე მიას გახედა. _ კარგად ხარ? მგონი რაღაც გაწუბს?_ ჰკითხა ქალმა. _ არაფერის მია, მადლობა ყველაფრისთვის, ახლა კი უნდა წავიდე._ ვერ მიაყენა შეურაცხოფა და ვერ გააგდო, მაგრამ ადგა და თავად დატოვა სახლიც და მობეზრებული სტუმრებიც. ლეოს რამდენიმე კვირაც არ დასჭირვებია მატიასზე გასასვლელად. ეს უკვე რთული აღარ იყო, მაგრამ მატეომ ცოცხალი თავით არ აღიარა, საიდან ჩაუვარდა ხელში პიკასოს ორიგინალი. _არ მახსოვსო!_გაჯიუტდა ბიჭი. თანაც მიხვდა, კანონით არავინ უპირებდა პასუხის მოთხოვნას, და ამიტომაც იყო თამამად. ლიმას დაურეკა, როგორც კი მარტო დაიგულა თავი. _ როგორ ხარ ლიმა? ნადი ხომ უკეთაა?_ სიხარული ადვილად შეამჩნია გოგონას. _ ყველაფერი მორჩა მატი, ყველაფერი დასრულდა! გადავრჩით!_ სიხარულით ლამის იყო ეცეკვა ლიმას. _ ლიმა გეძებდნენ იცი?_ შეაპარა მატეომ. _ ვინ მეძებდა?_ დაიბნა ქალი. _ არ ვიცი, პიკასოს ამბავთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ასე ადვილად თავს არ დაგანებებენ! იქნებ ჯობდეს, აქ აღარ დაბრუნდე!_ მატეოს რატომღაც ეგონა, რომ სასოწარკვეთილმა ქალმა სურათი დის გადასარჩენად ვიღაცას მოიპარა. ვერ დაიჯერა, რომ ვინმე მის დეიდაშვილს ასე უბრალოდ აჩუქებდა პიკასოს. როცა საუბარი დაასრულეს ლიმა ჩაფიქრდა. გამოდის სიდი ეძებდა, მაგრამ მას ეძებდა, თუ იმ ოხერ ნახატს! ვაითუ მაშინდელი პირობა ტყუილი იყო?? ვაითუ მხოლოდ საწადელის ასრულება ეწადა სიდს და სურათის რეალურად მიცემა აზრადაც არ ჰქონია. ანუ გამოდის მოიპარა ? ქურდია? დაიბნა და შეშინდა. სულ რაღაც ოცდაექვსი წლისაა, ცხოვრებას ახლა იწყებს და ნუთუ ციხეში მოხვდება? ყველაზე უარესი წარმოიდგინა. ციხის ნესტიანი საკანი, უპატრონოდ მიტოვებული დედა და ძლივს გადარჩენილი და. იქნებ მართალი იყო მატეო? იქნებ აქ დარჩენა ჯობდა?! მაგრამ სიდზე ფიქრისას ვერაფრით იგდებდა იმ ღამეს თავიდან. ისედაც იმ ღამის გარდა არც არაფერი აკავშირებდა მასთან. დას გახედა. არა დის სიცოცხლითაც იყო მისგან დავალებული. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ის ღამე. საკუთარ თავზე პირველად გაბრაზდა, რატომ გამოიპარა ისე, თითქოს რაღაც დანაშაული ჩაიდინა?! რატომ და ვერაფრით აპატია საკუათარ თავს, რომ საკუთარი ღირსება გაყიდა. გაყიდა აბა რა ქნა? სიდისთვის ისიც ჩვეულებრივი სხეულით მოვაჭრე ქალი იყო ალბათ. ქალი, რომელმაც გაქურდა კიდეც. არადა ყველაფერს გაიღებდა მისი ნახვის შანსი რომ მისცემოდა. თუნდაც მხოლოდ ერთი შეხვედრის, მხოლოდ ერთხელ სურდა ისევ განეცადა მისი სიყვარული, მისთვის სიყვარული იყო, აი სიდისთვის კი ვინ იცის? ეძებდა? რა თქმა უნდა, სიყვარულისთვის არ მოძებნიდა, ალბათ უფრო სასჯელისთვის. თავადაც ხვდებოდა, რომ არც ამდენი ღირდა მისი უბიწობა. ან ხვდებოდა კი?! მთელი თანხა მკურნალობაში გაიხარჯა. თუმცა არ უნანია ლიმას. უნანია კი არადა, მადლობას უხდიდა ღმერთს, რომ კიდევ არაფერი აირია და გართულდა. რამდენიმე თვის წინ მხოლოდ ოცნება შეეძლო ამ ყველაფერზე, ახლა კი ნადი სიცოცხლეს აგრძელებდა და ეს სრულებით კმაროდა. რამდენიმე თვეში ისეთივე დაბრუნდა ლიმას ოჯახი სამშობლოში, როგორიც წავიდა. არც მასე ადვილი ყოფილა ახალ ქვეყანაში თავის დამკვიდრება, როცა ბევრი არაფერი იცი, ენაც კი. თუმცა სიხარულით დაბრუნდნენ. რადგან წასვლის მიზანი გაუმართლდათ. ძველ სამსახურს მიაკითხა ლიმამ, მაგრამ როგორც ელოდა მისი ადგილი დაკავებული დახვდა. საყვედური არ გამოუთქვამს. რას იზამ, ცხოვრება უბრალოდ გრძელდება, ვერავინ მოგიცდის. ვერავის ვერაფერს მოსთხოვ ისეთი დროა. მეგობრებს მიაკითხა. თავისი ამბავი ახლოდან მოუყვა და ყველა გააფრთხილა. თუ რამეა აუცილებლად შემეხმიანეთო. მერე მატიასს დაურეკა, მაგრამ მან მკაცრად გააფრთხილა, ვფიქრობ მითვალთვალებენ და აქ გამოჩენა არაფრით გაბედოო! ამ ქუჩას ახლოსაც არ გაეკაროო! კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ მისი დაუფიქრებელი საქციელი ჯერ ისევ ელოდა საკუთარ შედეგს. რამდენიმე დღეში მეგობარი შეეხმიანა, სწორედ ის, ვისი მეშვეობითაც მაშინ სიდის წვეულებაზე მოხვდა. _ როგორ ხარ ლიმა?_ მხიარულად ჟღურტულებდა ანიტა. ეტყობოდა კარგ ხასიათზე იყო. გარეგნობაშიც აშკარად ემჩნეოდა სიკეთე. _ ანათებ ანიტა!_ გაუხარდა მისი კარგად ყოფნა ლიმას. _ ახალი რა ხდება შენს თავს?_ მართლა გულწრფელად აინტერესებდა. ძველი კლასელის ამბავი. _ კარგად ვარ იცი? მართლა კარგად ვარ! ჩემი შეყვარებული არაფერს მაკლებს! ძლივს ამოვისუნთქე ლიმა! _ სწავლა? სწავლას შეეშვი?_ლიმას კითხვაზე. ხელი ჩაიქნია ანიტამ. _ რა გიკვირს, შენც ხომ ასე ხარ?_ გაეღიმა სევდიანად. _მე მხოლოდ ჩემი დის გამო ანიტა, როცა არჩევანს დის სიცოცხლესა და სწავლას შორის აკეთებ, არჩევანის გაკეთება არც ისე რთულია!_ ჭიქაში ჩარჩენილ ყავის ნალექს ჩააშტერდა ლიმა. თვალები აუწვა უშანსობის და უიმედობის ცრემლებმა. _ არა!_ ამოიწმინდა მუჭით თვალები._ არ ვიტირებ. სატირალი რა მაქვს? ნადი კარგადაა! მთავარი ხომ ესაა არა?!_ გაუღიმა მგობარს. ანიტამ ხელზე ხელი მაგრად ჩასჭიდა. _ მართლა რისთვის დაგირეკე, დროებითი სამუშაოა წვეულებაზე მიმტანი უნდათ, ლამაზი და ღიმილიანი, კარგად იხდიან. ვიფიქრე დაინტერესდებოდი!_ უთხრა ანიტამ. _ დარწმუნებული ხარ, რომ მიმტანი უნდათ და წინა ჯერზე როგორც მოგვატყუეს, ისე არ მოგვატყუებენ ახლაც?_ გამოცდილება ალაპარაკებდა ლიმას. არადა მაშინაც მიმტანი უნდა ყოფილიყო წესით. _ არა, მართლა, თუმცა ვინც შენზე გაბედულია, ალბათ გარისკავს რამეს!_ გაეღიმა ანიტას. თვალები გადაატრიალა ლიმამ. _ ისევ შარში არ გამხვიო!_ უთხრა მეგობარს დაბნეულმა. _შარში? ისე მაშინ ისე დაიკარგე, ვიფიქრე რომ შენც გაბედე რაღაც! კარგი, აი კონტაქტი და თუ მოისურვებ წადი! ახლა მეც მეჩქარება, ნახე მოვიდა ჩემი "ბიჭი"!_ ბიჭი ისე ირონიულად, უცნაურად თქვა ანიტამ, მაშინვე მიიქცია ლიმას ყურადღება. ნაჩვენები მიმართულებით გაიხედა და სადღაც მამის ასაკის, მოპუტკუნებულ კაცს მოჰკრა თვალი. ძვირფასი მანქანიდან ინტერესით რომ ათვალიერებდა გოგონებს. და კაცმა რომ თქვას, არც ლიმაზე იტყოდა უარს ისე თავხედურად უღიმოდა. მხიარული ღიმილით მიუახლოვდა ანიტა მანქანას. გადმოსვლა და კარის გაღება ხომ არც უფიქრია ანიტას "შეყვარებულს". წესიერად ჩაჯდომაც არ აცალა ისე გააქროლა მანქანა. ამოიოხრა ლიმამ. სინამდვილეში არაფერს წარმოადგენდნენ მისი და ანიტას მსგავსი გოგონები ამ ფულის ტომრებისთვის. რა მნიშვნელობა ჰქონდა ეს კაცები გარეგნულად ლამაზები იყვნენ თუ არა?! მხოლოდ დროებით იყენებდნენ მათნაირებს. უბრალოებს, ღარიბებს, და რაც ყველაზე საშინელება იყო ლიმასავით ყველა თავად აძლევდა მათ გამოყენების უფლებას. ახლა მართლა ვეღარ შეიკავა ცრემლები გოგონამ. არავინ ფიქრობდა, რომ მისი სილამაზის მიღმა ლამაზი სულიერი სამყაროც არსებობდა, არავის აინტერესებდა ეს. ვის რაში ანაღვლებდა ლამაზი თოჯინის სულიერება, თოჯინა ხომ მხოლოდ თამაშისთვის არსებობდა. თითქოს გული გაუტყდა ლიმას. ადგა და სახლში წავიდა. გზად მარწყვის ნაყინი შეიძინა. ნოსტალგიას იწვევდა მასში მარწყვი, მამას ახსენებდა და იმ დროს, როცა მათი ოჯახი ჯერ კიდევ ბედნიერად ცხოვრობდა. დარდი არ ჰქონდა და სევდა არ იცოდა. მისგან მხოლოდ კარგ სწავლას მოითხოვდნენ და კარგი ნიშნებისთვის მარწყვის წვენით და მარწყვის ნაყინით აჯილდოვებნენ. ეჰ! სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ გადასახადების გადახდა დაჰგვიანენოდათ და დენი ჩაეჭრათ მათთვის. სიბნელეში იჯდა ნადი და დედამისის მოყოლილ ამბავს უსმენდა. ცოტა ხანს უყურა ლიმამ ოჯახს და ტელეფონზე ანიტას მოცემული ნომერი აკრიფა. გადასახადები , წამლები და პროდუქტიც საყიდელი ჰქონდა. არ იყო წუწუნის დრო. მეორე დღეს დათქმულ ადგილას მივიდა. უზარმაზარი სახლი იყო, ლამის სასახლე და მაშინ როცა ლიმას სახლში ერთი ნათურაც სანატრელი ჰქონდათ. აქ სინათლე ჩანჩქერივით იღვრებოდა უზარმაზარი პანორამული ფანჯრებიდან. დანარჩნებთან ერთად გამოიცვალა, შავ_თეთრი ფორმა მოირგო და ლანგარზე დაწყობილი ვარდისფერი შამპანურით ხელში ასეთივე ძვირფასი სტუმრების ბრბოს შეერია ყალბი ღიმილით. _სიდ მომენატრე!_ სოფია ყოველთვის თვლიდა, რომ სიდი ის კაცი იყო, ვისზეც გათხოვება სურდა. არა სიდის ერთგული არასდროს ყოფილა, და არც მისგან ითხოვდა ერთგულებას, მაგრამ საზოგადოებაში ერთად გამოჩენა ძალიან მოსწონდა. ქალების შურისგან ანთებული თვალები სიამოვნებდა ქალბატონ სოფის. მამამისიც კი მიუგზავნა ბიზნესის გაფართოების მიზეზით ხელსაყრელი ქორწინების შესათავაზებლად, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა სიდი. ახლაც ხალხის დასანახად ხელკავით დასდევდა მისგან თავმობეზრებულ კაცს. _ შამპანურს დავლევ, თუ შეიძლება!_ ოდნავ ქედმაღალი ხმით მოიხმო მიმტანი სოფიმ. ლამაზი თითებით ასევე ლამაზად ააცალა მოწვდილი ლანგრიდან გრძელფეხა ბოკალი. სანამ სიდი თავის ძველ ნაცნობს ართმევდა ხელს. _ სიდ, მოდი როგორმე ერთად ვივახშმოთ! _ შეჰღიმა სოფიმ კაცს, მაგრამ სიდს მისი აღარ ესმოდა. იდგა გაოგნებული და ხალხში მიმავალი ლიმას ზურგს თვალს ვერ აშორებდა. რამდენი ეძება, სად აღარ ეძება და აჰა, თითქოს ციდან ჩამოვარდა, სწორედ მის წინ დგას. _ ძვირფასო არ მისმენ?_ ენას არ აჩერებდა სოფი. უცებ აუტანლად ეჩვენა მისი ხმა სიდს. რადგან ეს ხმა აიძულებდა სასურველი ქალისთვის მოეწყვიტა მზერა და მის ნაცვლად მისი არაფრისმთქმელი თავლებისთვის შეეხედა. _ ერთი წუთით!_ გამოდებული ხელი უხეშად გააშვებინა და ლიმას კვალს აედევნა. იეჭვა სიფიმ, რაღაც რომ მოხდა. მაგრამ რა ვეღარ გაიაზრა. დაბნეული ღიმილით მოათვალიერა ხალხი. თითქოს შეურაცხყოფილადაც იგრძნო თავი. _ საზიზღარი!_ ჩაისისინა ცივი ღიმილით სიდის მიმართ. ლიმა სამზარეულოში შევიდა. ლანგარი დახლზე დადგა. დაღლილი და გაბუჟებული მკლავი ძირს დაუშვა და გაამოძრავა. იტყოდა ადამიანი, რა არის რთული ლანგრის აქეთ_ იქით ტარებაშიო, მაგრამ აბა თქვენ დაიკავეთ სავსე ჭიქებიანი ლანგარი და მაღლა აღმართული ატარეთ. მაღლა აკოსილი თმაც თავს სტკენდა. ხალხის რუზრუზუც, ამდენად აუცილებელი რომ არ ყოფილიყო მისთვის ხელფასი წამითაც აღარ გაჩერდებოდა აქ. თმის რეზინა მოიხსნა და თავი გააქნია. შემდეგ ისევ ერთად მოაგროვა შავი ლამაზი თმები და მაღლა აიკოსა. მოულოდნელად ვიღაც ძლიერად დასწვდა მაჯაში და ყრუ და ბნელი დერეფნის გავლით ღვინის ჩაბნელებული სარდაფისკენ გააქროლა. გაოგნებულმა ქალმა აზრზე მოსვლაც ვერ მოახერხა, ისე მოეხვია ძლიერი მკლავები და ტუჩებზეც ისე დააცხრა კაცი. მხოლოდ მოკლე შეკივლება მოსწრო ლიმამ. ნაცნობი სურნელი ჰქონდა უცნობს. ნაცნობი და სასიამოვნო და მიუხედავად სიბნელისა, მაინც იცნო ლიმას სხეულმა ნაცნობი მკლავები, ნაცნობი თითები, ნაცნობი ტუჩები. თითქოს სხეული აუჯანყდა ლიმას, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა, რომ მისთვის ხელი ეკრა. _ გამიშვი! გამიშვი ხელი!_ თავი დააღწია სიდის ტუჩებს. _ სად იყავი? სად იყავი?_ მხოლოდ ამას ეკითხებოდა გაგიჟებული კაცი. სიდისთვის სამყარო გაჩერდა. არაფერი არ აინტერესებდა ამ ქალის გარდა. ხელს კი ვერცერთი წამით ვერ გაუშვებდა, ერთხელ უკვე იწვნია შეცდომა. მეორედ აღარ შეეშლებოდა. _ გამიშვი!_ ხმას აუწია ლიმამ. _ ოღონდ დამპირდი, რომ ისევ არ გაქრები!_ ისე უჭერდა თითებს, ალბათ სილურჯეს დაამჩნევდა გამხდარ მაჯაზე. _ მითხარი სად იყავი?!_ თვალებში ჩახედა და თვალი მის ტუჩებზე გაუშტერდა. _ სხვა დროს ვისაუბროთ! ახლა არ მცალია! მე ვმუშაობ აქ!_ ცივი ხმა ჰქონდა ქალს. სწორედ ისეთი, როგორი ხმითაც წამის წინ სიდი ესაუბრებოდა სოფის. ამითაც განსხვავდებოდა ლიმა სხვა ქალებისგან. ისეთი შორეული იყო. _ გეძებდი!_ ტუჩები თავისით მიიწევდნენ ქალის საალერსოდ. _ შეწყვიტე, გაჩერდი!_ თანდათან ბრაზობდა ქალი. რაც უფრო მჭიდროდ იქცევდა სიდი მკლავებში, მით უფრო ჭირვეულობდა. და ამით კიდევ უფრო აგიჟებდა ისედაც გონარეულ კაცს. _ რა გინდა ჩემგან! რატომ მეძებ!_ ეს ჰკითხა და თან გული მოეწურა. ვაითუ ახლა პიკასო მოეთხოვა კაცს. რა უნდა ექნა მერე? _ შენ! შენ მინდიხარ!_ ხმითაც კი ეალერსებოდა სიდი. _ მისმინე! შენ ხომ დამპირდი, რომ მომცემდი იმ ნახატს! ახლა ვერაფერს მომთხოვ!_ თავისი ალაპარაკებდა ლიმას. _ ნახატს?_ უცნაურად ჩაეცინა სიდს. უცებ იაზრა რაშიც იყო საქმე. ეშმაკურად გაეცინა. _ შენ მე გამქურდე! _ ტყუილია!_ შეჰყვირა ლიმამ. _ შენ ჩემი საკუთრება დაუკითხავად წაიღე! ახლა კი ან უნდა დამიბრუნო, ან პასუხი უნდა აგო! _ ჩვეული ცივი მეტყველება დაიბრუნა სიდმა. _ მე უკვე გავყიდე ნახატი! ფულის დაბრუნება კი არ შემიძლია!_ გულწრფელობა სცადა ლიმამ. _ და ვინ გითხრა, რომ ფული მინდა შენგან. _მხარზე დაუსვა თითები სიდმა. _მე შენი სათამაშო არ ვარ! ერთხელ რომ შევცდი, ისიც მეყოფა!_ ისევ უარყო ქალმა. _ შეცდი?_ ავად გაეცინა კაცს._ რაღაც შეცდომას არ გავდა შენი ალერსი! _ არაფერს მეტყვი?!_ ველური მხეცივით უელავდა ლიმას მწვანე თვალები. მიხვდა სიდი, რაც უფრო ბრაზობდა ქალი, მით მეტი ზურმუხტი ელავდა მის თვალებში. "შენ ჩემი ხარ!" გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა არ უთქვამს. მიხვდა, სულ გააცოფებდა ქალს ეს მტაცებლური დასაკუთრება. ლიმა ის ქალი არ იყო, ძალადობით ვისაც მოდრიკავ. ის თავისი ნებით უნდა მისულიყო სიდთან. ამიტომ მისი გულის მოგება უნდა ეცადა კაცს. მაგრამ ახლა მთავარი იყო, რომ იპოვნა! როგორც იქნა იპოვნა! ბედნიერებისგან გაეღიმა სიდს. ორივე ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა გამეხებული ქალი. გრძნობდა, რომ მასაც სიამოვნებდა შეხება. გრძნობდა მისი სხეულის მზაობას. მაგრამ მხოლოდ სხეული აღარ ეყოფოდა სიდს. რადგან სხეულით ისედაც მას ეკუთვნოდა ეს ქალი. _ ოჰოო! აქ რა ხდება?_ სინათლის ანთებას სოფის ავი ზიზღნარები ხმაც მოჰყვა. _ ეს რა ჩიტი გამოგიჭერია ძვირფასო? არ იშლი არა შენსას? სოფიმ კარგად იცოდა მიას შესახებ. და დიდად არ აღელვებდა, ისიც კი იცოდა, რომ ბოლო დროს მიასაც აღარ იკარებდა სიდი. და აი მიზეზიც, ახალი სათამაშო ჰყოლია თურმე! _ რა ფეტიში გაქვს ამ საწყალ ჩიტებზე ძვირფასო?!_ აშკარად დასცინოდა ქალი ლიმას. ისე უყურებდა, როგორც მორიგ მეძავს. _ სოფი!_ გამაფრთხილებლად გაიჟღერა სიდის ხმამ. წამით ხელი უშვა ლიმას და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ის გაქცეულიყო. _ მომერიდე სოფი! მომერიდე, თორემ ნახავ, როგორი გაბრაზება ვიცი!_ სხვა დროს არასდროს დაემუქრებოდა ქალს, მაგრამ ახლა თავის კონტროლი უჭირდა. უკან გამოყვა ლიმას. მაგრამ ვეღარ იპოვნა. ლეოს დაურეკა. _ გაარკვიე დღევანდელი მომსახურე პერსონალის სია და სასწრაფოდ მომიტანე!_ კი არ უთხრა, მთელი ხმით უღრიალა წყობიდან გამოსულმა. ახლა კი აღარ გასჭირვებია გოგონას პოვნა. დამშვიდებულ გულზე უკეთაც გაიაზრა, რა უნდა ექნა. და შემდეგ დღეს ქუჩის ბოლოში დახვდა ქალს. ასე არასდროს მომზადებულა ქალთან შესახვედრად. საკუათარ თავზე ეცინებოდა. უზარმაზარი თაიგული გადმოიღო მანქანიდან, მომავალი გოგონა რომ დაინახა. ადგილზე გაჩერდა ლიმა. მერე უკან დაიხია და ზურგი აქცია სიდს. _ ჯანდაბა!_ გაეცინა კაცს._ რა ჯიუტია! მაგრამ არც თავად იყო ნაკლები. ლიმას აჩედილად იქცა. ყველგან ის იყო, სადაც ლიმამ გაიარა. ბოლოს ისე მიაჩვია ქალი საკუთარ არსებობას, რომ თუ ვერ ხედავდა, სულ თვალებით ეძებდა გოგონა. პარალელურად მასზე ყველაფერი გაიგო. _ მისი დის განკურნებას დაახარჯა პიკასოში აღებული ფული, და ვერც იმდენად შესძლეს გაყიდვა შავ ბაზარზე, როგორც გვეგონა. ღირებულების ათი პროცენტიც კი არ აუღია!_ ანგარიშს აბარებდა ლეო სიდს. _ მამა დაღუპული ჰყავს, დედაც ვერ არის კარგად. მაგრამ მათი მთავარი საზრუნავი ნადია, მისი პატარა და, როგორც სჩანს მისთვის არაფერს იშურებს. ლეოს მონაყოლი უკეთ აცნობდა სიდს სასურველ ქალს. უბრალოდ აღფრთოვანებული იყო მისი გამბედაობით, სიმამაცით თავგანწირულობით. არავინ არასდროს შეხვედრია ასეთი ძლიერი. ასეთი წმინდა. ისიც კარგად იცოდა, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ თითი არავის დაუკარებია ლიმასთვის და იმიტომ არა, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩიოდა ქალი. _ გამარჯობა!_ ჩვეულად გვერდში ამოუდგა სეირნობით მიმავალს სიდი. _ გამარჯობა!_ გაუღიმა ლიმამ. ლამაზი ღიმილი ჰქონდა ქალს. ბედნიერებისთვის სრულებით სამყოფი. _ რატომ მაწამებ ლიმა?_ ისე მოულოდნელად ჰკითხა სიდმა. გოგო გაჩერდა და თანაგრძნობით ამოხედა. _ რატომ მიყურებ გაოცებული? ისევ არ გჯერა ჩემი არა?_ ლოყაზე მოეფერა თითებით და ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა. ბოლო დროს მის კოცნას აღარ არიდებდა სახეს ლიმა. _ ჩვენი ამბავი ზღაპარს ჰგავს სიდ. ზღაპრების კი დიდი ხანია აღარ მჯერა._ სევდიანი ხმა ჰქონდა ლიმას. _ ზღაპრების არც უნდა გჯეროდეს, მაგრამ მე უნდა დამიჯერო!_ ფრთხილად მოხვია წელზე ხელი. ლიმას უნდოდა ეთქვა: " ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებითო", მაგრამ ვერ გაბედა. _ ყველამ იცის, რომ შენ სოფიას საქმრო ხარ! _ მზერა აარიდა. ეგონა გაბრაზდებოდა სიდი, მაგრამ შეცდა. მას მხოლოდ გაეღიმა. _ წამოდი, შენთვის საჩუქარი მაქვს!_ხელი მაჯაში ჩაავლო და სირბილით მიიყვანა მანქანამდე. კარი გაუხსნა და ჩასვა. შემდეგ მხიარული ღიმილით მოურბინა და საჭეს მიუჯდა. _ არ მენდობი არა, ჯიუტო ქალო?_ ჰკითხა და მანქანა დაქოქა. _ ხოდა ძალიანაც კარგი! არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი ვალი გაქვს! კი არ მიპატიებია, ჩემი პიკასო რომ გაყიდე!_ხმა გაიმკაცრა სიდმა. _ ხომ გავარკვიეთ, რომ შენ ის მე მაჩუქე!_ გულხელი დაიკრიფა სოფიმ. _ არა, არ მიჩუქებია! შენ ჩემი წუთიერი სისუსტით ისარგებლე და ასეთი ძვირადღირებული ნივთი უბრალო კოცნაში დამსტყუე!_ გზას გახედა ღიმილით სიდმა. _ შენი სისუსტით ვისარგებლე?_გულიანად გაეცინა ლიმას. _არაუშავს, სამაგიეროს გადაგიხდი ოდესმე!_ "იმედია ამაღამო!" დაამატა საკუათარ ფიქრებში სიდმა. იმ ნაცნობი სახლის ეზოში შეაყენა მანქანა. _ მოდი!_ გაუწოდა ხელი გაუბედავად მომზირალ ქალს. _ შენი საჩუქარი სახლშია!_ სახლისკენ წაიყვანა. _ თვალები დახუჭე!_ სთხოვა კარებშივე. ლიმამ თვალები დახუჭა და მაშინვე ტუჩებზე დაეწაფა სიდი. მოუთმენლად, ვნებიანად, მომთხოვნად. ძნელი იყო ლიმას სიახლოვის მოთმენა. სანამ ქალის კვნესა არ გაიგონა ხელი არ გაუშვია. შემდეგ ისევ დაახუჭინა თვალები და სახლში ხელჩაკიდებული შეიყვანა. _ აი ახლა გაახილე!_ყელში კოცნებს შორის უთხრა ჩურჩულით. ლიმამ თვალი გაახილა და მის წინ კედელზე ის უცნაური სურათი ეკიდა, ასიმეტრიული სახე, გაოცებული თვალებით. _ რას ნიშნავს ეს?_ ისე ჰკითხა, არ მოუხედავს. _ ჩემი დანაკარგი საბოლოოდ დავიბრუნე!_ სურათს არა ლიმას დასცქეროდა სიდი. ქალს, რომელსაც წვეულებაზე მეტად მულტფილმები უყვარდ. შამპანიურს მარწყვის კამპოტი ერჩია. ძვირადღირებულ მაგიდას უბრალო ბუტერბროტს ამჯობინებდა და საკუთარ ღირსებას პატარა დის გადასარჩენად თვალდახუჭული თმობდა. ამ ქალს შეეძლო ბედნიერების მოტანა და მამაკაცისთვის ვერასდროს ვერაფერი იქნებოდა ამ ქალის დაკარგვაზე დიდი დანაკარგი. _ მობრუნდი ჩემკენ!_მომთხოვნი ხმა ჰქონდა სიდს და კიდევ უფრო მომთხოვნი ალერსი შეახვედრა მისკენ მობრუნებულ ქალს. _ მინდა, რომ სამუდამოდ ჩემთან დარჩე, სანაცვლოდ კი მთხოვე რაც გინდა!_ არასდროს მოესმინა ლინას ასეთი უცნაური სასიყვარულო წინადადება. _ სანაცვლოდ? შენ მინდიხარ, მხოლოდ შენ!_ უპასუხა ლიმამ. _ სამუდამოდ? _ სამუდამოდ! დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.