წითური და პოლიციელი 5
დემეტრე ყიფიანი დილით თავი ძლივს აწია საწოლიდან, ოდნავ გამოძრავებაზეც კი საშინელი გრძნობა ეუფლებოდა. როგორღაც ადგა საწოლიდან და სამზარეულოში გაბანცალდა, დავითიც იქ იჯდა და გამწარებული კიტრის წნილის წვენს სვამდა. - ცოტა დამიტოვე. - ნუ ხმაურობ.- შეუღრინა დავითმა, არც ის იყო კარგ დღეში.- სად იყავი წუხელ? - სად ვიყავი? სადმე ვიყავი? - კი, ვიღაცას ელაპარაკებოდი ტელეფონზე და მერე გახვედი. - ააა, თეკლა ვნახე.- უცებ დაფიქრდა.- თეკლა ვნახე? ვაიმე? - აუ ჩემი შენ დაშტერებული კი არა შეყვარებული ხარ, არ გახსოვს რაზე ილაპარაკეთ ან რა გააკეთეთ? - დავით!- შეუღრინა ძმაკაცს და სკამზე დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და წუხანდელზე ჩაფიქრდა. - რა დავით შე ჩემა, სად გავარდი, რა გინდოდა, რატო გარბოდი ან იმ გოგოსგან რა გინდოდა...- ისედაც უჭირდა ფიქრი დემეტრეს ნაბახუსევის გამო და ახლა დავითის ხმა უარესად ატკიებდა ხმას. - გეხვეწები ჩუმად დალიე ეგ წვენი, ამტკივდა თავი, მაცადე გავიხსენო, იმედია არაფერი ისეთი არ ჩამიდენია რომ ვეღარც მივწერო...-კვლავ ჩაფიქრდა, დავითი კი ჩუმად აკვირდებოდა და ეცინებოდა, როგორ დარდობდა. უცებ ტელეფონი ახმაურდა, ისე უპასუხა არც კი დაუხედავს. - ყიფიანი გისმენთ! - ოჰო, როგორი ოფიციალური ხარ? - წითურო? - სახელიც მაქვს სხვათაშორის! როგორ ხარ? - თავი მისკდება.- გაეცინა ნერვიულად, რახან დაურეკა ანუ არაფერი არ ჩაუდენია ისეთი, რომ თეკლასთვის გული ეტკინა. - ძალიან კარგი! აბა რა გეგონა? შუა ღამე რო შემომივარდი სახლში, ძლივს გაგაგდე.ვერ გაჯერებდი, რომ კარგად ვიყავი. გახსოვს საერთოდ რამე?- ცნობისმოყვარეობა გარეოდა თეკლას ხმაში, ამაზე დემეტრე დაიძაბა, ნეტა რა უნდა ეპასუხა? არა, ტყუილს ვერ ეტყოდა, ამიტომ ისევაც სიმართლის თქმა ამჯობინა. - ისე რაა, ის მახსოვს რომ შენთან მოვედი, მერე ბუნდოვანია ყველაფერი...-აღიარა დანაშაული და ნერვები მოეშალა, როგორ შეიძლებოდა არ ხსომებოდა თეკლასთან გატარებული საღამო. - ხოდა იტანჯე, იმტვრიე ტვინი! აი ეგრე გაიხსენე ყველაფერი, რაც მითხარი და გააკეთე, სანამ არ გაგახსენდება არც იფიქრო დარეკვა!- მკაცრად გასცა ბრძანება და ტელეფონი გაუთიშა. გაშტერებული იჯდა დემეტრე, ტელეფონიც ისევ ყურზე ჰქონდა მიდებული. - ამას ჩემი გაგიჟება უნდა მგონი? რა გავიხსენო ახლა მე ან რანაირად.- დაიწყო წუწუნი, დავითი კიდევ უფრო გაკირვებული უყურებდა ძმაკაცს. - არა, ნამდვილად შეყვარებული ხარ! რა გითხრა ასეთი? - კი არ მითხრა მიბრძანა, გაიხსენე ყველაფერი და მერე დამირეკეო, რა გავიხსენო ახლა მე? -მე მეკითხები? - არა, არ ვიცი, შეიძლება...- თავი ჩარგო ისევაც ხელებში- ჯანდაბა, რო მოვედი გაიგე? - კი, ტელეფონზე ელაპარაკებოდი ვიღაცას და ეუბნებოდი როგორც იქნა ჩემი საყვარელი სიცილი გავიგეო, ძილინებისა უსრუვე და სიმღერით წახვედი ოთახისკენ. -რაო? მეკაიფები? მე? -ვერ იჯერებდა. - ხო შენ, რაც ვნახე იმას გეუბნები რას გეკაიფები. - ვაახ, რამდენი დამილევია. - კაი, კაროჩე დღეს საფლავზე მინდა ასვლა და წამოხვალ? - დღეს? კი აბა რას ვიზამ. ჩუმად ისაუზმეს და სამსახურშიც წავიდნენ. აზრებს თაავს ვერ უყრიდა დემეტრე, საქმეზე ვერ კონცენტრირდებოდა თეკლას სიტყვებზე ფიქრობდა, არ იცოდა როგორ მაგრამ აუცილებლად უნდა გაეხსენებინა ყველაფერი... თეკლა დადიანი დილით პირველი რაც გააკეთა დემეტრესთან დარეკვა იყო, უბრალოდ დროებით კიდევ უნდოდა რეალობისგან შორს ყოფნა. დავალებაც მისცა დემეტრეს გაეხსენებინა წინა საღამო და კარგ ხასიათზე მყოფმა დალია ყავა, მოწესრიგდა და კლინიკისკენ წავიდა. ფიქრობდა, ძირითადად დემეტრეზე უნდოდა გაეხსენებინა და დაერეკა, ერთი სული ჰქონდა გაეხსენებინა. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოარკვია, თორნიკე ურეკავდა. - თოკო? როგორ ხართ? - კარგად თეკ, შენ? რას შვრები? -კარგად, რავი დედასთან მივდივარ კლინიკაში, რა იყო რა ხმა გაქ? მოხდა რამე? კაკტუშა კარგადაა? - კი, ნუ ნერვიულობ კარგად ვართ, მისმინე უჩემოდ არ წახვიდეე, მეც წამოვალ. - მივალ და შენც იქ მოდი შესასვლელში დაგელოდები. - თეკლა, კარგი მალე მოვალ. - კარგი.- ეჭვნარევი ხმით უპასუხა და გზა განაგრძო, რაღაც უცნაურად აუჩქარდა გული, აშკარად რაღაც ხდებოდა. კვლავ დამძიმებული გაემართა კლინიკისკენ, არ იცოდა იქ რა დახვდებოდა ან თორნიკემ რატომ დაიჩემა მის გარეშე არ წასულიყო? აშკარად რაღაც მოხდა. უცებ თითქოს თავში დაარტყეს აზრიო, იქნებ ანა უფრო დამძიმდა? ან უარესი.... გული შეეკუმშა, სუნთქვა გაუხშირდა, სიჩქარეს უმატა და კლინიკაშიც უცებ მივიდა. თორნიკეს კი დაპირდა უშენოდ არ შევალო, მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომ უნდა გაეგო რა ხდებოდა. მაშინვე მიმღებში შევარდა, არც მისალმებია გოგონას მაშინვე დედამისი იკითხა რომელ პალატაშიაო. - თეკლა, ქალბატონი ანა ...- უცებ გააწყვეტინეს წინადადება. - თეკლა, მოხვედი? ხო გითხარი დამელოდეთქო?- სწრაფად მივიდა თორნიკე, მიმღების გოგონას თავი დაუკრა და გარეთ გაყვანა სცაადა თეკლასი. - მგონია რომ რაღაცას მიმალავ, ამიტომ ვერ მოვისვენე. თორნიკე რა ხდება? რა სახე გაქ? დედა დამძიმდა? მისმინე ხომ იცი რომ ძლიერია, ამჯერადაც გადავიტანთ, არ...- ხმა გაუწყდა უცებ, რადგან თორნიკეს ცრემლები მოსდიოდა.- რა გატირებს? თორნიკე არა რაა, გემუდარები არ მითხრა რომ... - მაპატიე, ბოდიში თეკლა დედა...ჩვენი ანა... აღარ გვყავს. ვერ მიხვდა რა უთხრა, გაუაზრებლად ამოიღო ჯიბიდან ხელსახოცი და თორნიკეს ცრემლების შემშრალება დაუწყო, ამასობაში კი თვითონ ტიროდა გამწარებული. განა რა შეიძლებოდა მოესმინა ამაზე უარესი? დაობლდა, ახდა ის რისიც ასე ეშინოდა. თორნიკეს ერთი ახედა, გაუღიმა და იქვე ჩაიკეცა. თვალები რომ გაახილა პალატაში იწვა, მარტო იყო. ადგა და გამოვიდა ჰოლში, დედამისის პალატას მიაშურა, მაგრამ უკვე ცარიელი იყო, იქ ვეღარ შევარდებოდა ყვირილით და ბუშტებით, ან ცეკვით და ყვავილებით. აღარ დახვდებოდა იქ ადამიანი რომელიც სამყაროს ერჩივნა, ვეღარ შეხედავდა ვერავინ იმ თვალებით რომლითაც "დედა" უყურებდა, რომლითაც სულით ხორცამდე გრძნობდა თეკლა რომ ცოცხალი იყო და ძლიერი უნდა ყოფილიყო. გული სწრაფად უცემდა, ცრემლები თავისით მოგორავდა. ჰოლში გაბარბაცდა და ფორტეპიანოს მიუჯდა, აქ ბოლოჯერ უნდა დავუკრაო დედასთვის და მისი საყვარელი მთვარის სონატა გააჟღერა კვლავ. მუსიკის ხმაზე თორნიკეც მასთან გაიქცა, უყურებდა დას რომელიც გაზეპირებულ მელოდიას უკრავდა ასმაგად გამძაფრებული გრძნობეით. მთელი სული და გული ამ სიმფონიის დაკვრაში ჩადო. როგორც კი დაასრულა, წამოდგა და ძმას მიეხუტა. - მითხარი რომ სიზმარია, გემუდარები, განა შეიძლებოდა? როგორ შეეძლო ჩვენი დატოვება? დედაჩემი არ დამტოვებდა.... მისი ნახვა მინდა გთხოვ. - თეკლა, არა არ მინდა რომ... - შენ რა გინდა არ ვიცი, მე დედაჩემის ნახვა მინდა! გემუდარები. ვეღარაფერი უთხრა, ექიმთან მივიდნენ და სთხოვეს შეეშვათ მორგში. დიდხანს ეხვეწა თეკლა ექიმს და ბოლოს დაითანხმა კიდეც. გულ აჩქარებული შევიდა მორგში და იმ ცივ ბნელ ოთახში, რომ ნახა დედა გული კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა. - აქ შესცივდება, ოხ დედა დედიკო დე...- ცრემლები მოიწმინდა და ანას უსულო სხეულს მიუახლოვდა, აკანკალებული ხელები მოუსვა სახეზე და უკანასკნელად ჩაეხუტა დედის სხეულს.- ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ, ნეტა გესმოდეს რა მიქენი ახლა, მაპატიე დე, ყველაფერი მაპატიე. მიყვარხარ გესმის? შენ ჩემი სამყარო იყავი დედა და იქნები, ახლა რა მეშველება? დილით დღე ხალისით როგორ დავიწყო? როცა მეცოდინება რომ აქ აღარ მელოდები რა უნდა ვქნა? ობლებად როგორ დაგვტოვე? ჩემო მზეო....იცი როგორ მომენატრები? ხვდები მაინც? შენთვის ვიცოცხლებ, შენთვის ვიქნები ისევ ძლიერი და მათთის, ისინი იქნებიან ახლა ჩემი იმდები, ოხ დედა ეს რა გამიკეთე....- ცივი სახე უკანასკნელად დაუკოცნა, ეხუტებოდა და ეფერებოდა, არ უნდოდა მისგან წამოსვლა, არ უნდოდა იქ დაეტოვებინა. ძალით გამოიყვანეს მორგიდან, იხვეწებოდა ცოტახანიც დამტოვეთ, მოვეფერებიო, მაგრამ მისი მდგომარეობა უკვე უარესდებოდა. თორნიკემ და ოდნავ შეანჯღრია, ცრემლები მოწმინდა. - მისმინე! თეკლა გონს მოდი, ახლა კატუშასთვის ძლიერები უნდა ვიყოთ, გემუდარები თავს ძალა დაატანე და გონს მოდი, მერე კატერინასთან წადი. მე აქ მოვაგვარებ ყველაფერს. - ღმერთო ჩემო კატერინა, როგორ მივიდე? თორნიკე რომ მკითხოს რა უნდა ვუთხრა? რა გავაკეთო? - პანიკამ მოიცვა თეკლა, არ იცოდა როგორ უნდა ყოფილიყო ახლა ძლიერი. დედა უნდოდა, სხვა არაფერზე შეეძლო ფიქრი. მაგრამ ახლა კატერინასაც სჭირდებოდა. - კარგი, ჯერ სახლში წავალ, მოვაწესრიგდებ იქაურობას, მოვამზადებ დედა ხო უნდა მივიყვანოთ, მერე წავალ კატერინასთან. - კარგი ჩემო პატარავ და გახსოვდეს რომ დედას ენდომებოდა ძლიერი ყოფილიყავი.- თავი დაუქნია, არაფერი უთქვამს. შენობიდან ძალა გამოცლილი გამოვიდა, არ იცოდა ახლა სიცოცხლე როგორ უნდა გაეგრძელებინა? ან რა უნდა ექნა? დედის გარეშე როგორ უნდა ესუნთქა? მანქანამდე მივიდა და შინ წავიდა. სახლში რომ შევიდა, მიხვდა ამ სახლში დედამისის სიცილს ვეღარ გაიგებდა, ვეღარ იტრიალებდა ანას მიერ მომზადებული კერძების სასწაული სუნი, ცარიელი და უგულო ადგილი გახდებოდა. ცრემლები მოაწვა, ვეღარ ჩერდებოდა, სუნთქვაც უჭირდა, სწრაფად გააღო ყველა ფანჯარა და სახეში წყალიც შეისხა, თითქოს ცოტა დამშვიდდა. მანჩოს დაურეკა მასთან მისვლა სთხოვა, მანამდე კი იატაკზე ჩამოჯდა ოთხად მოკეცილი, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ან საიდან დაეწყო. მანჩო რომ მივიდა და თეკლა ამ მდგომარეობაში ნახა, მიხვდა უთქმელად მიხვდა. - ჩემო პატარავ. - მანჩო, დედამ დამტოვა მანჩო მე ობოლი ვარ...- ამოიტირა, მანჩო მიუახლოვდა ჩაიმუხლა და ძლიერად მოეხვია. - არ ხარ მარტო, ის აქაა მუდამ შენ გულში იქნება, მე გყავარ, თორნიკე გყავს და კატერინა, აბა რანაირად ხარ მარტო? - დედა აღარ მყავას ობოლი ვარ, განა იმას არ ნიშნავს რომ მარტო დავრჩი? - თეკლა, ყველაფერს გავუძლებთ, მე შენთან ვარ. - მიყვარხარ, ადექი მომეხმარე ახლა უნდა დავალაგოთ. უთქმელად ადგა და დაქალს დაეხმარა, თეკლაც უემოციოდ ალაგებდა, სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა, თითქოს გაცივდაო. დალაგებას რომ მორჩნენ თორნიკეც მივიდა. - მანჩო? როგორ ხარ? - თორნიკე, ვიზიარებ. - მადლობა, თეკლა როგორაა? - რობოტივით დადის ხმაც არ ამოუღია, ჩუმად დაალაგა, იცვამს ახლა. - კარგი, მალე მოასვენებენ და მინდა რომ სახლში არ იყოს, შეგიძლია წაიყვანო კატერინასთან? - კი. თეკლაც მალე გამოვიდა, სრულიად შავებში გამოწყობილი, სახლში რომ დაინახა თორნიკე, ახლოსაც არ მისულა,მიმიკაც კი არ შეტოკებია სახეზე. - თეკლა, კატოსთან წახვალ ხო? - წავალ, მოიყვანეს? - უნდა მოიყვანონ უკვე, არ მინდა რომ ყველაფერს უყურო. - კარგი.- ახლაღა მივიდა ძმასთან აკოცა ლოყაზე და სახლი მანჩოსთან ერთად დატოვა. წავიდა ასმაგად დამძიმებული, უდედო, ობოლი...მიდიოდა კატერინასთან და არ იცოდა რა უნდა ექნა. - წამოდი, მე წაგიყვან. - მანჩო, არ მინდა, მინდა რომ მარტო წავიდე. მარტო მინდა ცოტახანს ყოფნა. - თეკლა... -არანაირი თეკლა, წადი მარტო მინდა ყოფნა, თუ გინდა კლინიკაში მიდი და იქ დამელოდე, უბრალოდ ცოტას გავივლი სუფთა ჰაერზე. - კლინიკაში ვიქნები და ტელეფონი ახლოს გქონდეს, რომ მოგწერ მიპასუხე თუ არ გინდა რომ ერთი ამბავი ავტეხო. - კარგი მანანა.- გაუღიმა და გზას გაუყვა, ცოტა სუფთა ჰაერზე გავლა უნდოდა. არაფერზე ფიქრი არ უნდოდა, არც უფიქრია. ისედაც დაცარიელებული იყო, თითქოს მასში მეორე მე მოკლესო, შიგნიდან აღარ ესმოდა მისი სულის, არ იცოდა იქ იყო თუ არა. არც ის იცოდა ცხოვრებას როგორ გააგრძელებდა, ეშინოდა მარტო რეალობასთან დარჩენის, როგორ სტკიოდა გული რომ უფრო მეტი დრო ვერ გაატარეს ერთდ ანამ და კატერინამ. ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალიაო, ახლა კი ყველაზე დიდ ირონიად ეჩვენებოდა, რატომ უნდა დაეტოვებინა დედას? რატომ არგუნა განგებამ ესეთი ბედი? მაინც ჩაფიქრდა, მაინც ვერ შეძლო ბოლომდე გონების განთავისუფლება. იქვე ახლოს პარკი იყო, საქანელაზე ჩამოჯდა და ცოტა იქნავა, იფიქრა იქნებ ასე მაინც გავატანო ქარს ჩემი აზრებიო. უცებ ტელეფონმა დარეკა, არც დაუხედავს ისე უპასუხა. - მანან, მართლა კარგად ვარ, მოვალ მალე, ასეც ნუ ნერვიულობ. - ვინაა მანანა? ან რატო ნერვიულობს? - რომელი ხარ? - წითურო, რა ხმა გაქ?- მართლაც რა ხმა ჰქონდა, ამდენი ტირილისგან ხმა ჩახლეჩვოდა კი არ საუბრობდა ხაოდა. დემეტრეს ხმა რომ გაიგო ცრემლები კიდევ მოაწვა, თითქოს იგრძნოვო რომ დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ ახლა მარტოობა უნდოდა, ამიტომ ბევრი არც უფიქრია. - არაფერი, რაღაც ფილმს ვუყურეთ მე და მანჩომ, ხოდა ცუდად დასრულდა. - მატყუებ ახლა შენი აზრით? - რატომ მირეკავ? გაიხსენე? - ნაწილობრივ, ბოლომდე გასახსენებლად მომიწევს რომ გინახულო. - დღეს არ გამოვა, კატერინასთან მივდივარ. - ხვალ? - არც ხვალ, არც ზეგ... მომდევნო ხუთი დღე ვერ შევძლებ შენთან ერთად დროის გატარებას, მაპატიე.- სწრაფად გაუთიშა, რომ მისი ტირილი არ გაეგო, იცოდა მაშინვე ჩაეძიებოდა და არ უნდოდა. ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ დემეტრეს ამ მდგომარეობაში ენახა. წამოდგა და კლინიკისკენ წავიდა, ტელეფონზე კიდევ ურეკავდა დემეტრე, არ ჩერდებოდა, ბოლოს მესიჯი მიწერა. " რა მოხდა წითურო, კარგად ხარ? მოვიდე?" არაფერი მიუწერია, კიდევ უფრო ეტკინა გული. დემეტრეს დედაც ეყოლებოდა და მამაც, თვითონ კი არც ერთი ყავდა და უკვე აღარც მეორე. თითქოს შეშურდა კიდეც, გაბრაზდა და არაფერი მიწერა. დემეტრე კი არ ისვენებდა. " მიპასუხე" კვლავ დარეკა, მაგრამ მაინც არ უპასუხა. კლინიკაში ტაქსით წავიდა, ვერ ენდო თავის თავს საჭესთნ რომ დამჯდარიყო. კლინიკაში მისულს მანჩოც იქ დახვდა, ლოყაზე აკოცა და შიგნით შევიდა, ექიმს მიაშურა. - თეკლა, ვიზიარებ. როგორ ხართ? - მადლობთ, კატერინა როგორაა? - შედარებით დაწყნარებულია, დილას შეესწრო ყველაფერს, თორნიკეს რომ დაურეკეს და ისტერიკა მოაწყო, ისედაც ხომ ხვდებით მძიმე მდგომარეობა იყო, ახლა კი მთლად უარესია, სძინავს ახლა. შეგიძლია შეხვიდე. - კარგით, მადლობა. ოთახში რომ შევიდა, კატუშამაც თავი წამოყო. თეკლა რომ დაინახა ატირდა. მაშინვე საწოლში შეუწვა თავის დას და გულში ჩაიხუტა, ერთად ტიროდნენ. -ყველაფერს უნდა გავუძლოთ კატო, ყველაფერს უნდა გავუმკლავეთ, ერთმანეთისთვის და... დედასთის- ამოისლუკუნა თეკლამაც, დიდხანს იწვნენ ასე, ბოლოს კატოს ჩაეძინა. ჩუმად გამოეპარა და სუფთა ჰაერზე დაჯდა. მანჩოც წასულა, მიწერა კიდეც რომ მიდიოდა თორნიკეს დავეხმარებიო. მუხლები გულმკერდზე მიიბჯინა და თავი ჩამოდო, ცრემლები ჩამოსდიოდა და შემოდგომის ცივ ჰაერს ღრმად ისუნთქავდა. უცებ ვიღაც წამოადგა თავზე, მის წინ ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა. - არანორმალურო, რო გირეკავ და გწერ სად გიგდია ტელეფონი? რა მოხდა? კარგად ხარ? რატო ტირი?- დემეტრე იყო, გაოცებული უყურებდა თეკლა აქოშინებულ ყიფიანს, რომელიც თან ცრემლებს უწმენდდა და თან უბრაზდებოდა. - რატო მოხვედი...- ამოილუღლუღა თეკლამ, გაოცებულა გახედდა დემეტრემ, ცივად მოშორდა და წამოდგა. - წავიდე? თუ გინდა წავალ...- უკმაყოფილოდ და ბრაზნარევი ხმით უთხრა დემეტრემ, მიხვდა თეკლა რომ მართლაც არ გამოუვიდა კარგად. ფეხზე წამოდგა, წინ აესვეტა დემეტრეს და ერთი თავით მაღალ მამაკაცს თვალებში ჩახედა. უყურებდა დემეტრეც თეკლას ამოწითლებულ თვალებს, ხმას არც ერთი იღებდა. ვერაფერი უთხრა თეკლამ, ობლად გადმოუგორდა ცრემლი და დემეტრეს მიეხუტა. - მაპატიე უხეშად გამომივიდა, ბოდიში, ახლა საუბარი არ შემიძლია მართლა ძლიან ცუდად ვარ. - ასე აღარ შემაშინო პატარა ქალბატონო, იცი მაინც რა აღარ ვიფიქრე? - ნუ ზრუნავ ჩემზე მივეჩვევი, მერე კიდე უნდა წახიდე და დამტოვო....- ამის მოსმენაზე თითქოს შეკრთა დემეტრე, თეკლამ კი ხელები უფრო ძლიერად მოხვია და თავი მის მკერდში ჩარგო, ყიფიანის ხელიც იგრძნო თავზე რომ გადაუსვა და მერე აკოცა თავზე. - არსად წავალ, სანამ შენ არ გენდომება. აღარაფერი უთქვამთ, ჩუმად იდგნენ ჩახუტებულები. მალე დემეტრეს ტელეფონი აწკრიალდა. - ალო, ხო მოვდივარი. კარგი შეგხვდები მანდ. თეკლამ ხელები გაუშვა და აწითლებული თვალები ჩუმად გააპარა დემეტრესკენ. ვერ ბედავდა ეკითხა, მიდიოდა თუ არა. -ნუ მიყურებ ეგრე თეკლა, უნდა წავიდე. აუცილებელი რომ არ იყოს არ დაგტოვებდი ახლა, მაგრამ ცოტახნით უნდა დაგტოვო. - მიდი, მეც მალე სახლში წავალ. - მაშინ იქ მოგაკითხავ. - არა, არ მოხვიდე. - თეკლა, სახლში მოგაკითხავ. შუბლზე აკოცა გოგონას და გაუჩინარდა. შენობაში შებრუნდა თეკლაც, ექიმს დაელაპარაკა და შინ წავიდა. სახლში მისულს დედა იქ დახვდა, ცივ გაყინულ მაცივარში. გული მოეწურა, უმძიმდა თანაც ძალიან. გარეთ იყო თორნიკეც, პადიეზდში ჩაკეცილი იჯდა, ცდილობდა ცრემლები დაემალა. ძმასთან ჩაიმუხლა, მოეხვია და თავზე აკოცა. თავი ამოყო თორნიკემაც და ჩაწითლებული თვალები მიანათა დას. - როგორაა კატერინა? -არის რა, გაუგია დედაზე შენ რომ დაგირეკეს, ხოდა დამამშვიდებლებით იყო გაჭყეპილი დავაძინე და წამოვედი. - ხო ვიცი, ჰაერში აგვწია. არადა ხუთ დღეში მივდივართ ამერიკაში, ახლა მარტო როგორ დაგტოვო? - მისმინე, მე კარად ვიქნები, მანჩო მყავს და ჩემთან იქნება, ჩემზე არ ინერვიულო, თქვენ მიხედეთ ერთმანეთს. ახლა მთავარია კატერინას ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ აკოცა ძმას და ოთახში შევიდა, ყავა მოიმზადა და თავთან დაუჯდა დედას. ცოტა გვიან ხალხიც მოვიდა, თეკლა იჯდა გაშტერებყული და ღებულობდა სამძიმრებს, მანჩოც იქ იყო. სურათები აარჩიეს და ის მოეტანათ. უყურებდა ფოტოს და ვერ იჯერებდა თავი სიზმარში ეგონა, უცებ დემეტრესგან მიიღო მესიჯი ჩამოდიო. " ვერ ჩამოვალ დემეტრე, მაპატიე" " კარგი, მე ამოვალ" სახე ეცვალა თეკლას, არ იცოდა როგორ უნდა შეხვედროდა... დემეტრე ყიფიანი მთელი დღე სამსახურში იყო, ათასი საბუთი ჰქონდა მოსაწესრიგებელი, მაგრამ მაინც თეკლაზე ფიქრის მეტს ვერაფერს აკეთებდა. შესვენებაზე რომ გავიდა უცებ დაარტყა თავში გაიხსენა რაღაცეები, თეკლას კალთაში რომ ედო თავი და ეუბენბოდა იქნებ ცუდი ვარო. ტელეფონი ამოიღო და დაურეკა, უთხრა ნაწილობრივ გავიხსენეო, თუმცა, თეკლა სულაც არ ჩანდა გახარებული, ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა და უკანკალებდა კიდეც ხმის ტემბრი. უნდოდა ეკითხა რა მოხდაო, მაგრამ რომ მოატყუა მიხვდა აზრი არ ჰქონდა, ეცადა სხვანაირად მისდგომოდა, მაგრამ გაუთიშა ტელეფონი. ძალიან ინერვიულა, ვერ მიხვდა რა მოხდა, ხან ურეკავდა, ხან წერდა, რეაქცია კი ნოლი იყო. გაახსენდა რომ უთხრა კატერინასთან მივდივარო, მაშინვე იქით წავიდა. როგორც კი მივიდა, ეზოში მჯდომი დანიახა, მუხლები გულზე მიებჯინა და თავი ჩერგო, შავები ეცვა. თითქოს მიხვდა რაღაცას, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერა, მასთან მივარდა მაშინვე ჩიმუხლა და ჩაეხუტა. შვება იგრძნო, რომ ნახა არაფერი სჭირდა და საღსალამათი იყო. ცოტახანს ისაუბრეს, უყურებდა როგორი აწითლებული თვალები ჰქონდა, ცხვირიც გაწითლებოდა, შავ თვალებში უზარმაზარ სევდასა და ტკივილს ხედავდა. გული მოეწურა, არ უნდოდა მისი მარტო დატოვება, მაგრამ დავითსაც ხომ დაპირდა წამოვალ სასაფლაზეო, ამიტომ უნდა წასულიყო. დავითსაც ელაპარაკა და შხვედრაზე შეთანხმდნენ, გოგონას შუბლზე აკოცა, აუხსნა ახლა რატომ უნდა წასულიყო და წავიდა. გული კი თეკლასთან დატოვა. უბრალოდ დაპირდა და დაპირებებს ყოველთვის ასრულებდა, ფუჭი ლაპარაკი არ უყვარდა. სასაფლაოზე გაყვა დავითს, დედის საფლავზე, დღეს მისი დაბადების დღე იყო, ამიტომ ლამაზი ყვავილები ეყიდა და მის საფლავზე აიტანეს.ცოტახანს გაჩერდნენ, შენდობა უთხრეს და წამოვიდნენ. დემეტრეს გული ათჯერ დამძიმებოდა, დავითის შემხედვარე. მან იცოდა რას ნიშნავს გყავდეს დედა, ყიფიანმა კი არა. ამიტომ დავითის არ ესმოდა ისე როგორც უნდა გაეგო, უბრალოდ დედობრივი სიყვარული არ იცოდა რას ნიშნავდა, ამიტომ ბოლომდე ვერ იზიარებდა მის ტკივილს, თუმცა, მასაც არ ყავდა დედა და ამიტომ უფრო მეტადაც კი სტკიოდა ალბათ. იმიტომ სტკიოდა უფრო მეტად რომ ყოველთვის ოცნებობდა დედაზე, ბავსვობაში სულ მასზე ფიქრობდა ნეტა როგორია დედაჩემიო ან რატომ დამტოვაო. არ ასვენებდა ეს კითხვა რატომ დატოვეს თავშესაფარში, რა მოხდა ასეთი რომ მისი რჩენა ვერ შეძლეს. დავითმა გამოაფხიზლა აზრებისგან. - ჩემთან წამოხვალ? ცოტა დაგველია. - არა, დღეს ვერა, თეკლა უნდა ვნახო, რაღაც ხდება და არ ვიცი რა. - მიდი მაშინ, ჩემო რომეო თუ ტრისტანი ჯობს? რომეო კვდება, ამიტომ ტრისტანი იყოს. - დავით, ნუ დამცინი. - წადი წადი.- კვლავ დასცინა ძმაკაცს და გაიყარნენ კიდეც, დემეტრე თეკლასკენ გაეშურა, ტელეფონზე მიწერა ჩამოდიო, მაგრამ თეკლამ ვერ ჩამოვალო. ამიტომ დემეტრე ავიდა. ადიოდა კიბეებზე და გზად უამრავ ადამიანს გადაეყარა, ყველა შავებში ჩაცმული და ერთხმად ჩუმად ლაპარაკობდნენ, ან ეგონათ რომ ჩუმად საუბრობდნენ. - საწყალი ბავშვები, დარჩნენ ობლები, აფსუს რა ქალი რა დედა დაკარგეს. - არ თქვა ნუნუ არ თქვა.- მოესმა ქალების საუბარი დემეტრეს და მაშინვე მიხვდა, აქამდე განა როგორ ვერ მიხვდა? გაბრაზდა საკუთარ თავზე, კიბეებზე სწრაფად აირბინა და კარებში მდგარი თორნიკე რომ დაინახა რაღაცნაირადდ გული დასწყდა შეეცოდა, ასეა თუ ისე იცნობდა თორნიკეს მაგრამ არა ასეთ სევდიანს, გულჩათხრობილი იყო მაგრამ არა სევდიანი, ახლა კი თითქოს დაპატარავებული ეჩვენა და უმწეო. ხელი გაუწვდინა და ჩამოართვა. - ვიზიარებ თორნიკე. - მადლობა დემეტრე. - თეკლა? - შიგნითაა. თავი დაუკრა თორნიკეს და შიგნით შევიდა. დიდ ფანჯრებიან ოთახში გაუბედავად შეაბიჯა, არ იცოდა რა დახვდებოდა იქ. თეკლა იქ იჯდა სკამზე, თითქოს აქ იყო, მაგრამ თან არ იყო. სხეული ნამდვიალდ აქ იყო სული და გული კი არა. მასთან მივიდა და მის წინ ჩაიმუხლა, თითქოს ცარიელი თვალები ჰქონდა გოგონას, დემეტრეს შეანათა თავისი თვალები. -მოხვედი...- ჩაიდუდღუნა ხმა ჩახლეჩილმა და ხელები სახეზე მოუსვა ბიჭს, დემეტრემ კი მისი ხელები თავისაში მოიქცია და თავი დაუქნია.- აქ ხარ, ჩემთან მოხვედი.- სკამიდან ჩამოცურდა და მის წინ ჩაჯდა, თავი მხარზე დაადო და ცრემლები წამოუვიდა. - თეკლა, ადექი და სკამზე დავსხდეთ მოდი, შეგიძლია ადგე?- თავი დაუქნია, წამოდგა დემეტრე და თეკლასაც შეეშველა ადგომაში. სკამზე დასვა და გვერდით მიუჯდა.- მაპატიე აქამდე რომ ვერ მოვედი. - არც იყავი ვალდებული, მადლობა რომ მოხვედი. არაფერი უთქვამს ხელებს არ უშვებდა გოგონას, თეკლასაც მხარზე ედო თავი და ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ნელ-ნელა იკლო ხალხის ნაკადმაც და დემეტრემაც გადაწყვიტა თეკლა ოთახში წაეყვანა რომ დაესვენა. - თქვენ მანჩო ხო? - დიახ. - ხომ არ დავაწვინოთ? ძალიან გამოფიტულია, იქნებ დაიძინოს. - ვცადოთ მაინც. -თეკლა, წამოდი დაწექი. (მანჩო) - არ მინდა მანჩ, აქ ვიჯდები, დემეტრეც აქაა და აქ მირჩევნია, აქ მინდა. - თეკლა, წამოდი და დაწექი, სანამ არ დაიძინებ მეც შენთან ვიქნები. უნდა დაისვენო თორემ ცუდად გახდები.- უთხრა მზრუნველი ხმით დემეტრემ, გოგონამ კი ღიმილიანი სახით ახედა, სულ სხვანაირად უღიმოდა. - შენი აზრით ახლა კარგად ვარ? ობოლი დავრჩი, იცი მაინც ეგ რას ნიშნავს? ხვდები? საიდან უნდა იცოდე, არ გეცოდინება! - თეკლა! უნდა დაისვენო, და გყავს და ძმა, რომლებსაც სჭირდები, ახლა ძლიერი უნდა იყო.- მკაცრად უთხრა დემეტრემ, ეწყინა ძალიან ეწყინა თეკლას სიტყვები, მასზე კარგად ვინ იცოდა განა რას ნიშნავს ობლად ყოფნა? არავინ იცოდა, არც თეკლამ იცოდა და გული გაუაზრებლად ატკინა. მაინც ააყენა და საძინებელში შეიყვანა, მანჩოს გადააბარა და წასვლა დააპირა. - არ წახვიდე, დემეტრე....- მუდარით სთხოვა თეკლამ, მაგრამ ახლა რომ არ წასულიყო შეიძლება გოგონასთვის გული ეტკინა გაუაზრებლად. -უნდა წავიდე თეკლა, შენც დაისვენო უნდა! - მანჩო შეგიძლია ცოტახნით დემეტრესთან მარტო დამტოვო?- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ოთახი დატოვა. თეკლა კი წამოდგა და დემეტრეს წინ აესვეტა, უყურებდა გოგონას აცრემლებულ თვალებს და მიუხედავად იმისა რომ მასზე საშინლად ნაწყენი იყო, მაინც მასზე დარდობდა. - ხვალ მოვალ, ახლა დაისვენე.- ოდნავ მოულბა კიდეც დემეტრეს ხმა, თმაზეც ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა. - არ წახვიდე, მაპატიე უხეშად გელაპარაკე. ცოტახნით აქ იყავი. - თეკლა...- ჩაიჩურჩულა, მაგრამ მისი სიტყვები არამგონია გაეგო, ხელები კისერზე შემოეხვია დემეტრესთვის და მთელი ძალით ეხუტებოდა, გრძნობდა ყიფიანი როგორ უსველებდა კისერს გოგონას ცრემლები. ვეღარ შეძლო გაბრძოლება, დანებდა დმეტრე. ხელები მოხვია და თავზე კიდევ ერთელ აკოცა.- აქ ვარ, არ წავალ სანამ არ დაიძინებ, გესმის? შენს გვერდით ვარ, სანამ არ გამაგდებ არ წავალ. თავზე ეფერებოდა, თეკლამაც უკლო თითქოს ტირილს, უცებ მოდუნდა თეკლა, მოეშვა. თავი ამოყო დემეტრეს კისერიდან, ლოყაზე ნაზად აკოცა და საწოლში ტანსაცმლიანად შეწვა. გაშეშებული იდგა დემეტრე, გრძნობდა მთელი არსებით გრძობდა ამ გოგოს. უნდოდა დახმარებოდა, მაგრამ განა რა შეეძლო? ცოტახანს მის საწოლთან იჯდა, თმაზე ეფერებოდა, ბოლოს რომ მიხვდა ღრმად ეძინა, წამოვიდა. კიდევე რთხელ მიუსამძიმრა თორნიკეს, უთხრა თუ რამით შემიძლია დაგეხმარო აქ ვარო და წავიდა. დავითთან მივიდა. -დავლიოთ დავით. - ამ შუა ღამე რამ მოგიყვანა? -არ მიმიღებ? - აბა რას ვიზამ, მოდი დავლიოთ თან მომიყევი რა მოხდა ასეთი, ან რა სახე გაქ. სამზარეულოში დასხდნენ, დავითმა ძმაკაცსს ვისკი დაუსხა და დემეტრემაც ერთ ყლუპად დალია. - თეკლა ვნახე, იცი როგორ ცუდადაა? იცი რა მითხრა? ობოლი დავრჩიო შე რა იცი რას ნიშნავს ან რა გრძნობაა ობლობაო.- მწარედ ჩაეცინა დემეტრეს და ჭიქა გაუწოდა ძმაკაცს კიდე დამისხიო. დავითმაც შეუვსო ჭიქა და კიდევ ბოლომდე გამოცალა. გაბრაზებული კი არა გულანტკენი იყო, ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მისგან ღებულობდა, უცხო გოგონასგან წითურისგან, როგორ ახსენებდა ჭამაზე და დასვენებაზე, გულთან მიჰქონდა მისი სიტყვები მან კი ახლა გაუაზრებლად ატკინა გული. მასზე უკეთ განა იცოდა ვინმემ რას ნიშნავს მშობლების გარეშე გაზრდა? არ იცოდა რასნიშნავს როცა მშობლებს უყვარხარ, არც ის იცოდა როგორია როცა დედა გიბრაზდება ან სიყვარულით გიყურებს იმ უპირობო სიყვარულით, რომლითაც შვილებს უყურებენ ხოლმე. - არ იცოდა რას გეუბნებოდა, ხო იცი მაგ დროს ყველანაირ სისულელეს ამბობენ ადამიანები.- სცადა ძმაკაცის გამხნევება. -ეგრეა კი, ეჰ დავით ნეტა იცოდე, როგორ მინდა ყველაფერი იცოდეს და ჩემთან იყოს. იცი როგორი სათუთია? სხვანაირია, მისი ზრუნვა პირველივე დღიდან ვიგრძენი. მინდა მასზე ვიზრუნო. - ეხ რა ძმა დავკარგე, შეყვარებული ხარ შე ჩემა?- ზურგზე დასცხო ხელი ძმაკაცს და ეცადა გაემხიარულებინა. თენდებოდა უკვე, დალევას რომ მორჩნენ და დასაძინებლად წავიდნენ... თეკლა დადიანი გამთენიისას გაეღვიძა, მარტო იყო ოთახში. არც თორნიკე ჩანდა, არც მანჩო და არც დემეტრე, არადა უთხრა მოვალო. ასეთი რა უთხრა განა რომ ეწყინა? როგორ მოახერხა მისი წყენინება? ვერ ხვდებოდა, ამიტომ უბრალოდ შეწყვიტა ფიქრი, საწოლიდან წამოდგა და ოთახი დატოვა. სამზარეულოში ისხდნენ მანჩო და თორნიკე, რაღაცაზე საუბრობდნენ, თეკლა რომ დაინახეს მაშინვე გაჩუმდნენ. - გააგრძელეთ საუბარი, ყავას დავლევ და გავალ. - შენზე ვლაპარაკობდით სხვათაშორის.(თორნიკე) - ჩემზე?( თეკლა) - დიახ, რა უნდოდა დემეტრეს აქ? ან საიდან გაიგო?(თორნიკე) - არ ვიცი საიდან გაიგო, ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ თორნიკე, მოხდა რამე?(თეკლა) - არაფერი, ჩემო პატარავ უბრალოდ ვნერვიულობ შენზე, დარწმუნებული ხარ რომ ის შეგეფერება?(თორნიკე) - რას გულისხმობ?(თეკლა) - იმას რომ, არ მინდა გული გატკინოს.(თორნიკე) - კარგი რა თორნიკე, უბრალოდ ვმეგობრობთ და როგორ უნდა მატკინოს გული? დავახლოვდით, უკეთ გაცნობა გვინდა ერთმანეთის, ვერ ვხედავ მე პრობლემას.(თეკლა) - კარგი, მოდი ვისაუზმოთ, მერე კატერინას გავუვლი მოვინახულებ.(თორნიკე) - მანჩო დარჩები ჩემთან ხო?(თეკლა) - აბა რას ვიზამ ჩემო ლამაზო.(მანჩო) მშვიდად ივახშმეს, თორნიკე კატერინასთან წავიდა. დარჩნენ სახლში თეკლა, მანჩო და ანა. ქალბატონი ანა, თეკლა იქვე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა, ყველა ბედნიერი მომენტი გაიხსენა, მაგრამ ახლა ყველა წუთი ანასთან გატარებული ბედნიერ მომენტად ეჩვენებოდა, ის მომენტებიც კი როცა ანა უბრაზდებოდა ხოლმე.... თეკლამ ის ხუთი დღე დედის მონატრებაში და მის მოგონებაში გაატარა, ყველაფერს იხსენებდა, ყველა მომენტს. მის საძინებელში ეძინა, მის საყვარელ სიმღერებს უკრავდა, ყოველ საღამო მათი სახლიდან ვიოლინოს ჰანგების ხმა გადიოდა ხანაც ფორტეპიანოსი. გასვენების დღესაც ასე მოიქცა არ აინეტერესებდა არავინ, სანამ პროცესია დაიწყებოდა, ფორტეპიანოზე გაუჩერებლად უკრავდა, ბეთჰოვენის შემოქმედებებს, ყველას რომელიც კი ოდესმე ანას უსწავლებია. მთელი ემოციებით უკრავდა, ენერგიას არ იშურებდა რომ დედისთვის საუკეთესოდ დაეკვრა. რთული იყო ძალიან რთული, ანასთან განშორება. კატუშაც იქ იყო თორნიკეც, მაგრამ მაინც ვერავის ხედავდა მაინც მარტო იყო. დემეტრე არ მისულა, არც მიუწერია, არადა ალბათ ახლა დემეტრეს მეტს ვერავის შეამჩნევდა იქ რომ ყოფილიყო. გული ნაწილებად ეგლიჯებოდა, დედას აცილებდა, დედას უშვებდა, ვეღარ ნახვადა ვერ ჩაეხუტებოდა, მის ხმას ვერ გაიგონებდა. ნეტა მარტო დარჩენილი შეძლებდა კი ამ სახლში ყოფნას? ან საერთოდ შეძლებდა რამეს? გული უკვდებოდა, ახსენდებოდა ანა, მისი სიტყვები, მისი თვალები. ის თვალები რომლებიც სულ უციმციმებდა. უკრავდა გამალებით, არ ჩერდებოდა, არც გაჩერდებოდა თორნიკეს რომ არ გაეჩერებინა, დროაო. არ იცის სად ნახა ძალა, რომ ამდგარიყო და ანას გამომშვიდებოდა, მაგრამ გააკეთა ის რაც უნდა გაეკეთებინა. ბოლომდე ეცადა მყარად მდგარიყო, განა თავისთვის არა, ანასთვის. მშვიდად რომ განესვენა, სცოდნოდა რომ მისი ქალიშვილი არც ისეთი უმწეო და სუსტი არ იყო, როგორიც ჩანდა. ბრაზი ახრჩობდა ობლად დარჩენის ბრაზი, დემეტრე რომ არ გამოჩნდა მასზეც ბრაზობდა. სასაფლაოდან წამოსვლა არ უნდოდა, ენანებოდა იმ ცივ მიწაში ანას დატოვება, ბოლომდე იქ იყო, ყველა რომ წავიდა მაინც იქ იდგა. მაშინღა ატირდა ცხარე ცრემლით. მაშინ დაეცა მიწაზე, მაშინ მოეხვია დედის საფლავს და მოესიყვარულა... მარტო დარჩა, აღარ იყო ის ვინც აქამდე, მისი სულის ნაწილმა დატოვა, ანგელოზად გადაიქცა.... დღეები ერთმანეთს მიყვებოდნენ, მალე თორნიკე და კატუშაც წავიდნენ სამკურნალოდ. მარტო იყო სახლში, მანშო კი გვერდიდან არ შორდებოდა, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობდა თავს განა იცოდა რატომ? არ იცოდა, ურო სწორად იცოდა, მაგრამ არ ამბობდა. მოჩვენებასავით დადიოდა ოთახებში, ნაკლებად ლაპარაკობდა, ცოტას ჭამდა. ფორტეპიანო და ვიოლინო ახსოვდა მხოლოდ და ხატვა, ხატავდა ბევრს, ხან გვიან ღამით ეღვიძებოდა და ხატვას იწყებდა, უცხოს არავის ხატავდა, დედას ხატავდა. ამ ღამესაც ასე მოხდა გაეღვიძა, ხატვას შეუდგა და რომ დაასრულა მერეღა გაიაზრა რომ ისევ დემეტრე დახატა. უცინოდა, უფრო ბედნიერი თვალები ჰქონდა, ვიდრე აქამდე. გაბრაზდა თავის თავზე რატომ დავხატეო, უნდოდა გადაეგდო ნახატი, მაგრამ არა გადაიფიქრა. გადაწყვიტა მისთვის მიეტანა, მისამართი არ იცოდა, სამაგიეროდ იცოდა სად მუშაობდა, იქ მივიდა და დაცვას სთხოვა დაიტოვეთ მოაკითხავს დილით პატრონიო და წავიდა, არც სახელი უთხრა, არც გვარი, არაფერი უბრალოდ დაუტოვა ნახტი და წავიდა.... იმ დღეს ძალიან განერვიულებული იყო, ემოციურად იყო განადგურებული, სუნთქვა უჭირდა, ვერაფერს აკეთებდა. მანჩო ისევ ემუდარებოდა, წესივრად ჭამეო, მაგრამ მასაც იშვიათად უსმენდა, გაჯიუტებული იყო, უფრო მეტად და გაბრაზებული ყველაზე ნაწყენი იყო. ცოტახანს წაუძინა კიდეც, ისეთი კარგი სიზმარი ენახა, მაგრამ არ დაცალდა ტელეფონმა დაურეკა. არ უნახავს ვინ რეკავდა ეგრევე უპასუხა. - გისმენ, რომელი ხარ? - წითურო.- გაისმა დემეტრეს ხმა, რომელიც ისეთი ნაღვლიანი მოეჩვენა თეკლას, გაბრაზება აღარ გახსენებია. დემეტრეს კი გული თითქოს ამოგლიჯესო, თეკლას ხმის გაგონებაზე, მიხვდა რაოდენ ცუდ მდგომარეობაში იყო, მან კი არც დაურეკა. - ვაუ, ვის გავახსენდი. მიიღე ანუ? უკანასკნელია რაც დავხატე, აწი აღარ დავხატავ და არც შენ დაგირეკავ, შენ მე დამტოვე და დამივიწყე. მეც იგივეს გავაკეთბ. - მაპატიე... - მეტი ვერაფერი მოიფიქრე? მხოლოდ მაპატიე? - სად ხარ? - ჯოჯოხეთში. - თეკლა, უნდა ვილაპარაკოთ. - რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რატომ გაქრი მაგაზე? - თუნდაც. - არ მინდა.-ტელეფონი გაუთიშა, იქვე დააგდო და გაბრაზებულმა ვიოლინოს დაავლო ხელი. სად მიდიოდა თვითონაც არ იცოდა, იქ წავიდოდა სადაც გზა მიიყვანდა, ყველაფრის უთქმელად წავიდა, არც მანჩოს დაუბარა რამე, უბრალოდ ადგა და წავიდა. დემეტრე ყიფიანი იმდენად ეწყინა თეკლას სიტყვები, მის მერე მასთან მისვლა ვეღარ შეძლო. უნდოდა მისულიყო, მაგრამ თვალებში ვერ ჩახედავდა, იცოდა რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ მის დანახვაზე გაახსენდებოდა როგორ გაუბრაზდა და უთხრა ვერ გამიგებ, ობოლი ვარო. ამიტომ ადგა და სულ გაუჩინარდა, არ იცოდა ამით რამხელა ზიანს აყენებდა თეკლას, მაგრამ თვითონ რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა ფაქტი იყო, უნდოდა ბოდიში მოეხადა აეხსნა თავისი სულელური საქციელი, მაგრამ მისვლა ვეღარ გაბედა, ისეთ მდგომარეობაში დატოვა მარტო, ვერანაირი ახსნა ვერ დაეხმარებოდა. არადა ხომ მოუხადა თეკლამ ბოდიში? მაგრამ მაინც ვერ აპატია, მაინც ეწყინა და გული ეტკინა. დღეები გადიოდა, თავს უფრო დამნაშავედ გრძნობდა, ბევრს მუშაობდა. ერთ დღეს სამსახურში მისულს, დაცვამ პორტრეტი დაახვედრა. მიხვდა ვინც იქნებოდა და ეს ნიშნად ჩათვალა, დაურეკა სცადა დალაპარაკებოდა, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა თეკლას ვერ გაბედა წესივრად ეთქვა ყველაფერი, ნახვაც უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა. არც აცადა წესივრად საუბარი, გაუთიშა. დარდობდა მასზე, ამიტომ ურეკავდა გაუწყვეტლივ, არავინ პასუხობდა. უკვე იმედი ეწურებოდა უცებ რომ მოესმა ყურმილის მეორე მხრიდან უცხო ქალის ხმა. - გისმენთ? - თეკლა სადაა? - რომელი ხართ? - დემეტრე ვარ, მანჩო თქვენხართ? - ბატონო დემეტრე გამოჩნდით? არაა სახლში. - არ გამითიშო გთხოვ, ვიცი ცუდად მოვიქეცი, მასთან დალაპარაკება მინდა, გთხოვ მიაწოდე ტელეფონი. -ასეთი ბოროტიც არ ვარ, მაგრამ ტელეფონს ვერ მივაწდი არაა სახლში, სადღაც წავიდა. მეც ვნერვიულობ არ ვიცი რა ვქნა, თუ გინდა მე მაინც გაპატიო იპოვე! მეც მოვძებნი. -სად შეიძლება წასულიყო? -არ ვიცი დემეტრე, ვიოლინოს დაავლო ხელი და წავიდა, შეიძლება მუსიკალურში წავიდა, ანდაც ონკოლოგიურში, ბოლო დროს იქ დადის ბავშვებისთვის უკრავს ხოლმე. - იქნებ სასაფლაოზეა? - იქ არ მიდის, არც უხსენებია, მაგრამ შენ მანდ ნახე, მე ონკოლოგიურში წავალ. - კარგი. ტელეფონი გაუთიშა და დავითმაც არ დააყოვნა დარეკა. - ცოცხალი ხარ ? ხო გთხოვე დღეს სასაფლაოზე ამყევითქო? რა დაგემართა? მარტო ვდაგავრ აქ და გიცდი რამდენი ხანია! - დღეს? აუუ, ბოდიში სულ დამავიწყდა. - რა ხმა გაქ? - თეკლა დაიკარგა... რა ხმები ისმის? - არ ვიცი სასაფლაოდან მოდის, დაიკარგა? ახლა გაგახსენდა ეგ გოგო? ალო?- გაუთიშა და იქით გაიქცა, უკვე იცოდა სადაც იპოვიდა. ისე სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, მადლობას უნდა ეუბნებოდეს ღმერთს რომ სადმე არ აილეწა. სასაფლაოზე მისულს, დავითი იქ კოპებშეკრული დაუხვდა. მუსიკის ხმა აღარ ისმოდა, იმედს იტოვებდა რომ მიუხედავად ამისა იქ დახვდებოდა. - ეგრე ნუ მიყურებ, ახლა არა გთხოვ. მერე ვილაპარაკოთ. - იმენა მაგიჟებ, იდიოტივით იქცევი დემეტრე! - ვიცი დავით, მაგრამ თეკლა უნდა ვიპოვო ახლა, მაპატიე კაი? - მაინც მოგვიწევს საუბარი! - ვიცი. შიგნით შევიდა და დაიწყო საფლავებს შორის სიარული, თეკლას ეძებდა, ახალ სასაფლაოს მალე მიაგნო და იქ დახვდა. ღმერთო ისეთი საზარელი სურათი დახვდა, გული უკვდებოდა. იქ იწვა თეკლა, სასაფლაოსთვის შარფი გადაეფარებინა და ცრემლები უსველებდა ლოყებს. თან სასაფლაოს ეფერებოდა. ღმერთმა უწყის რამდენი ხანია ცივ მიწაზე წევს და ტირის. გული ნაფლეთებად ექცა დემეტრეს, უნდოდა რამე მაინც ეთქვა მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, იქვე ჩაიმუხლა. გოგონამ შენიშნა, ოდნავ წამოყო თავი და მისუსტებული ხმით უთხრა. -ზოგჯერ უმჯობესია მოკვდე, ვიდრე ნახო, როგორ დაეცი... დღეს მე საბოლოოდ დავეცი დემეტრე.- თქვა და ტირილს უმატა. ალბათ ცხოვრებაში პირველად დემეტრეს თვალზე ცრემლი მოადგა. - თეკლა, მაპატიე. ცუდად მოგექეცი არ უნდა დამეტოვებინე. უბრალოდ თეკლა მეწყინა, გული მეტკინა გემის?- ოდნავ წამოჯდა და დემეტრეს გახედა. - რა გეტკინა? განა რა გავაკეთე ასეთი? - თეკლა, მე ობოლი ვარ!- ძლივს ამოთვა, მაგრამ გოგონამ გასაგონი გაიგონა და გაახსენდა რაც უთხრა.- ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე თეკლა..- კიდევ უფრო უმატა ტირილს, გოგონამ. აღარ აცადა რამის თქმა, თავი ააწევინა დემეტრეს და მისი ცრემლები რომ დაინახა, მაშინვე ძლიერად მოეხვია. გულში ჩაიკრა და თავზე ეფერებოდა. - უნდა გეთქვა მაშინვე, რატომ არ მითხარი? - როგორ მეთქვა? მეც არ მინდოდა მაგის ხმამაღლა მოსმენა, საკმარისი ვისმინე მთელი ბავშვობა. - დემეტრე.- ყიფიანის სახე მოიქცია ხელებში და შუბლზე შუბლი მიადო. გატრუნული იყო დემეტრე გული გიჟივით უცემდა, თვალები დაეხუჭა და უსმენდა თეკლას სუნთქვას. - უნდა წავიდეთ, სულ გაყინულხარ. ცხელ ჩაის დაგალევინებ წამოდი. - არა, სახლში არ წამოვალ.- გაიბუსხა თეკლა, დემეტრემ კი თავისი ქურთუკი მოასხა და ხელში აიყვანა. - ჩემ სახლში მიმყავხარ!-არაფერი უთქვამს გოგონას არც გაუპროტესტებია.- მანამდე დავითთან მივიდეთ, სასაფლაოზეა ისიც, სხვათაშორის დაბადების დღე აქვს. - მერე აქ რა უნდა?- ინტერესი ვერ დამალა თეკლამ. - მანაც დაკარგა მშობლები და ყოველთვის ასე იქცევა, ჯერ აქ მოდის დაბადების დღეს მათ იგონებს, მერე ჩემთან ვსხდებით და ვსვამთ. - მაშ დავლიოთ დღეს, მეც შენთან მოვდივარ და ვრჩები!- ამ სიტყვებმა წამით გააშეშა დემეტრე, რომ ვეღარ გაეშვა მერე თეკლა? რა უნდა ენქა? - შენი მეგობარი ნერვიულობს შენზე. - მერე რა, დავურეკავ და ვეტყვი დღეს წავიდეს სახლში დაისვენოს, მე შენთან ვიქნები და კარგად ვარ. - რანაირად ხარ კარგად? სუ გაყინული ხარ, არანორმალურო, იმ ცივ მიწაზე როგორ დაწექი? - იმ ცივ მიწაში რომ წევს დედა მაგიტომ დავწექი, ჩემი სიყვარულით მინდოდა გამეთბო.- დაუნაღვლიანდა ხმა დადიანს. დემეტრეს კი მის ბავშურ საქციელზე გაეღიმა, უფრო მიიხუტა გოგონა და შუბლზე აკოცა. დავითთანაც მივიდნენ საფლავზე ამასობაში, მათი შემხედვარე კი მამაკაცს გაეღიმა. -დავითი ხო? მე თეკლა ვარ, სასიამოვნოა და გილოცავ!- მიაყარა უცებ თეკლამ სათქმელი. - დავითი, მადლობა. საიდან იცი? აჰ თუმცა ეს გეტყოდა.- ცხვირ აბზუებულმა გახედა ძმაკაცს, მიახვედრა დემეტრე რომ მასზე ჯერ კიდე გაბრაზებული იყო. - ნუ მებუსხები, ამ საღამოს ყველაფერი ძალაშია, უბრალოდ.... - უბრალოდ?- გააწყვეტინა სიტყვა დავითმა, წიკიანი ქალივით. - მეც თქვენთან ერთად უნდა დავლიო.- არ აცადა დემეტრეს ხმის ამოღება. - ძალიან კარგი, ერთად დავლიოთ მე და შენ თეკლა, ეს სადმე გავუშვათ!- ისევ აიბზუა ცხვირი, ამაზე გოგონა მხიარულად აკისკისდა. - შენც ამის მხარეს ხარ?- გაბრაზებულმა ამოიწუწუნა დემეტრემ. - დიახაც! აბა რა გეგონა რო მიმაგდე?(დავითი) - შენც მიგაგდო?(თეკლა) - კი შენ გამო სხვათაშორის.(დავითი) - რაო?- გაკვირვება ვერ დამალა თეკლამ. - ხო, აესე ადგა და დაავიწყდა დღეს რომ იუბილარი ვარ, მუსიკის ხმა რო გაიგო სასაფლაოზე მაშინვე მოქანდა და არც მომილოცა შიგნით შემოვარდა დამტოვა ეგრე...მოიცაა.- უცებ გაუნათდა დავითს- შენ უკრავდი? - კი, მე ვიყავი. მაპატიე თუ ჩაგიშალე გეგმები, ჩემს გეგმაში სულ არ შედიოდა შენთვის მეგობრის ახევა, მე უბრალოდ ჩემს ემოციებს გადმოვცემდი, დედას ვუყვებოდი. - მუსიკით? - მუსიკით- გაუღიმა დავითს, მიხვდა დემეტრე რომ ეს ორი კარგი მეგობრები გახდებოდნენ. - გეყოფათ აქ ჭორაობა, შენ ქალბატონო გაყინული ხარ, სახლში მივდივართ! დავით შენც მოდიხარ. - კი, ტორტს ვიყიდი და მოვდივარ. დაიშალნენ, დემეტრემ თეკლა მანქანაში ჩასვა და თვითონაც მძღოლის ადგილი დაიკავა. მაშინვე გათბობა ჩართო, რომ როგორმე გაეთბო ქალბატონი თეკლა. გზა ჩუმად გაიარეს, არაფერი უთქვამთ. შინ რომ მივიდნენ, მაშინვე ოთახში შეგადო თეკლა, თბილი სპორტულები მისცა და უბრძანა სწრაფად გამოეცვალა. თვითონ სამზარეულოში შევიდა და ცხელი ჩაი მოუმზადა. - ცოტა უფრო პატარა არაფერია?- დაიწუწუნა თეკლამ, რომელსაც ორი ზომით დიდი სპორტულები ეცვა, ისე საყვარლად გამოიყურებოდა, დემეტრემ ვერ შეიკავა თავი და გულში ჩაიკრა. - გიხდება, სხვათაშორის ეგ ყველაზე პატარა რაც მომეპოვება, არ მახსოვს როდის მეცვა ეგენი. კაი თბილებია გათბები, მოდი ჩაიც დალიე. - გავთბები კი, მაგრამ შიგნით კაი სახლსაც მოვიწყობ, შენც კი ჩაეტევი. ხო მართლა, მანჩოს დავურეკოთ. დემეტრემ უსიტყვოდ მიაწოდა ტელეფონი, გოგონას. ისიც სხვა ოთახში შევიდა დაქალთან სალაპარაკოდ. ამასობაში დავითიც მოვიდა. - რა მოხდა ახლა მოყევი,შეგირიგდა? - მემგონი, ვუთხარი რომ ობოლი ვარ, მგონი მაპატია. დღეს სამსახურში რო მივედდი დაცვამ პორტერტი მომცა, მისი დახატული იყო ვიცოდი სხვა ვერ დამხატავდა, ხოდა დავურეკე. მინდოდა ბოდიში მომეხადა, რავი ვიფიქრე დამელაპარაკეათქო. გამიბრაზდა გამითიშა ტელეფონი. მერე ვურეკე ვურეკე და მისგმა დაქალმა მიპასუხა და ნუ მოკლედ რა, შენ რო დაგირეკე და მუსიკის ხმა გავიგე მივხვდი რომ ეს იყო. - და ესე გასრულდა ამაბავი თქმული დემეტრესი და თეკლასი, აღარ გაქრე ეგრე შეჩმა. - სად წავიდე რო? ვერ ნახე როგორია? მაგას დავტოვებ მე? - არა ნუ მშვენიერი წყვილი კი იქნებოდით. - ვინ იქნებოდა კაი წიყვილი?- შემოფრატუნდა ოთახში თეკლა, მის დანახვაზე დავითს სიცილი აუტყდა. -ძაან გიხდება- უთხრა როგორც კი სული მოითქვა. - ხო ჩემ ტანზეა შეკერილი.- გაეცინა თეკლასაც. - ნუ უსმენ წითურო, მართლა გიხდება.- თავზე გადაუსვა გოგონას ხელი. თეკლა ბარის მეორე მხარეს შევიდა და მაცივარი გამოაღო, ბიჭები კი უყურებდნენ გაოგნებულები. - რა იყოთ, მშიერ კუჭზე აპირებთ დალევას? შენ ჰაერიტ იკვებები? მაცივარი ცარიელი რატოა?- აუწია წარბი დემეტრეს, რომელმაც თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა. - შევუკვეთოთ რამე.(დავითი) - ხო, აბა ახხლა შოპინგისთვის შესაბამისად არ მაცვია, მაგ საქმეს ხვალ მივხედავთ ახალგაზრდავ.- თითის ქნევიტ გააფრთხილა დემეტრე თეკლამ და კვლავ სასიამოვნოდ გააჟრიალა ყიფიანს, ისევ ზრუნავდა გოგონა მასზე. საშინლად ესიამოვნა. საჭმელი გამოიძახეს და მაგიდას მიუსხდნენ. საკმაოდ ბევრი დალიეს, თეკლაც კარგად იყო შეზარხოშებული. კარგ ხასიათზე იყვნენ სიმღერებიც ჩართეს ბევრიც იცეკვეს, იცინეს. მერე თეკლას სთხოვეს რამე დაუკარიო და მანაც თავისი საყვარელი მელოდია დაუკრა. იმ ღამეს არცერთს არ გახსენებია რომ ობლები იყვნენ, იმ ღამეს სამივემ დაივიწყა პრობლემები და იმ საღამოთი დატკბობა გადაწყვიტეს. დემეტრე მართლაც ბედნიერი იყო, მის გვერდით იყო თეკლა, მასზე კვლავ ზრუნავდა და ის წყენაც განელებოდა.... ესეც ახალი თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ველი შეფასებებს, მადლობა რომ კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.