შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან(თავი 4)


21-11-2023, 14:11
ნანახია 1 403

მთელი კვირა ტკივილი და გოდება ტრიალებდა ბაგრატიონების ოჯახში.
დაკრძალვის დღე:
-ერეკლე მეღადავები? - ხმას ვერ აკონტროლებდა ანუკი
-ანუკი ნერვებს ნუ მომიშ₾ი გთხოვ, შენი გამოხტომების თავი არ მაქვს, დაკრძალვაზე მივდივარ - გაბრაზებით უთხრა შეყვარებულს და პიჯაკი ჩაიცვა
-იმ გოგოს კიდევ ერთხელ თუ მიუახლოვდები გეფიცები განანებ - ბოლო ხმაზე იყვირა
-რა თქვი?! - ანთებული თვალებით მიუახლოვდა გოგოს,ანუკიმ შიშისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია ,მაგრამ ტონის შენარჩუნება მაინც შეძ₾ო
-თუ კიდევ მიუახლოვდები განანებ ერეკლე კაჭარავა !
-ანუკი გააფრინე? იმ გოგომ მამა დაკარგა და შენ ეჭვიანობის სცენებს უმართავ? - კბილებში გამოსცრა მართამ
-მართა გაჩუმდი ! - შეეცადა წყნარად ეტქვა დისთვის - ე.ი მანანებ ? - ანუკიმ თავი შესამჩნევად დაუქნია და თავი მაღლა ასწია -კარგი ანი!კარი იცი საითაც არის ,გემშვიდობები!
-რა? ანუ მშორდები? იმ ლაწირაის გამო მე მშორდები ერეკლე ? -სახეზე ფერები გადაუვიდა გოგოს
-სხვა გზა არ დამიტოვე,საკმარისია .მეტი აღარ შემიძ₾ია შენი კაპრიზების ატანა !- გასაღებს ხელი დაავლო და სახლიდან გაუჩინარდა. პირდაპირ ბაგრატიონების სახლში წავიდა.
....
-დე თავს როგორ გრძNობ ? - ნელა მიუახლოვდა ელისაბედი ნათიას და მხარზე ხელი დაადო
-ცარიელი ვარ დედი,მამაშენის გარეშე დავცარიელდი -ცრემლები წამოუვიდა და გაყინულ ცხედარს სახეზე ხელი ჩამოუსვა
-ძლიერები უნდა ვიყოთ ,მამას ეს არ მოეწონებოდა ხომ იცი,დაგვცოფაბდა - შვილის სიტყვებზე ჩაეღიმა ქალს
-შენ მაინც მყავხარ ჩემო სიცოცხლე, შენ მაინ!- ღრმად ჩაისუნთქა და შვილს ხელის გულზე ეამბორა.
-ელის .. - მათი სიჩუმე ერეკლეს ჩახლეჩილმა ბარიტონმა გაარღვია
-ეკე - წყნარად წარმოთქვა გოგონამ და მამაკაცს მკრთალად გაუღიმა
-ერეკლე შვილო, დროა? - აცრემლებულმა წარმოტქვა ნათიამ
-სამწუხაროდ -თვალებიც ვერ გაუსწორა ქალს და თავი დაუქნია .
-დედა - ხელები წელზე მოჰხვია ქალს და წამოაყენა - უფრო გაგვიჭირდება ხომ იცი,დროა გავუშვათ - ძლივს წარმოთქვა და ყელში გაჩხერილი ბურთი გადააგორა
-ვიცი დედი - აქვითინდა ქალი და გარეთ გაიქცა
-თუ გინდა შენც გადი ,ჩვენ ავწევთ კუბოს - ლოყაზე მიეფერე ქალს
-ჩემს გარეშე არა ეკე
-ელის ხომ იცი რომ მამაკცები სწე..
-არა მეთქი, უკანასკნელ გზაზე მამაჩემს საკუთარი ხელით გავაცილებ და ამაში ვერ შემიშლით ხელს - ბრაზი შეეპარა ხმაში
-კარგი ,როგორც გინდა - დანებების ნიშნად თავი დახარა. რამდენიმე ოჯახის ნათესავი შემოვიდა ოთახში ,კუბუ რაღაც შეკრულ რკინებზე დაასვენეს ოთხი კაცი მარჯვნივ დადგა,სამი მარცხნივ . წინ ერეკლე დაუდგა და ახალგაზრდა ბიჭს ანიშნა
-ლაშა ,ელისაბედი დაიკავებს მაგ ადგილს
-რა?- ბიჭს თვალები გაუფართოვდა - ელო გაგიჟდი,ხომ იცი ტრადიციები,მამაკაცები ვაცილებთ კუბოს
-ლაშა შენი ლექციების თავი არ მაქვს,მამაჩემს თავად გავაცილებ ბოლო გზაზე - უხეშად გასწია ბიძაშვილი და რკინას დაავლო ხელი
-სამ თვლაზე ერთად ავწიოთ - თქვა ერეკლემ - 1..2..3.. ასწიეთ -შვიდმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა მხები შეუშვირეს კუბოს და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
ერეკლე ელისაბედისკენ აპარებდა თვალს,გოგონას ფერი არ ედო სახეზე ,ტუჩებზე თითქოს სილურჯე შეჰპარვოდა,ტირილისგან ლოყები ოდნავ შესამცნევად აქერცვლოდა,მწვანე თვალები ჩასისხლიანებოდა. მამის ცხედრის მატარებელი გოგოს დანახვაზე ზოგს შეშფოთება ,ზოგს კი ტკივილი აღმოხდა.ნათია ცხარე ცრემლით ტიროდა .მისი დის სხეულს ჩაბღაუჭებოდა და თავსაფარი ხელებში ძლიერად ჰქონდა მოქცეული .
მახათას სასაფლაოზე დაასვენეს ბატონი გოგი ბაგრატიონი,საკუთარი ხელით დააყარა მიწა მამის ცხედარს . ყველა დაიშალა,ნათია ძლივს გააცალეს იქაურობას,მისი კივილის ხმა ცას წვდებოდა. ელისაბედი იდგა საფლავის წინ გაუნძრევლად ,არც ყვირილი,არც კივილი,არანაირი ტირილი ,არანაირი ცრემლი,სახე თითქოს წაშლოდა,მაგრამმაინც ყველა ტკივილი ეკითხებოდა . მხოლოდ ის დარჩა მამის საფლავზე და შორიდან მომზირალი ერეკლე .დიდხანს იდგა ასე გაშეშებული და საფლავის ქვაზე ამოკვეთილ მამის მომღიმარ სახეს მიშტერებოდა,ცდილობდა დაემახსოვრებინა ან აღედგინა გონებაში მამის მომღიმარი სახეები. ერეკლეს გული ვეღარ ითმენდა მის შორიდან ყურებას ,მიუახლოვდა და მხარზე ნაზად შეეხო,გოგონას წარბიც არ შეურხევია
-ყველა წავიდა მა,მე როგორ შევძ₾ო წასვლა და შენი მარტო დატოვება - ხმაჩაწყვეტილმა ძ₾ივს წარმოთქვა - აქ მარტო როგორ უნდა გაძლო - აქეტ-იქით მიმოიხედა და ახლა უკვე აწყლიანებული თვალები მიაპყრო ერეკლეს - მარტო როგორ უნდა გაძლოს,აქ ცივა ეკე, გაიყინება,ხმის გამცემი არავინ ეყოლება
-დამშვიდდი - უნებურად ზურგიდან მოეხვია გოგოს და ტავზე ეამბორა - მამაშენს უყვარდა ხალხთან ურთიერთობა ელის ,მერწმუნე მარტო არ იქნება,მარტო არც არის
-მაგრამ შესცივდება - პატარა ბავშვივით დაიკრუსუნა და ცრემლებს მისცა გასაქანი
-არ შესცივდება ჩემო პატარა , იქ სიხარულის მეტს ვერაფერს გრძნობენ - ყურში უჩურჩულა
-მართლა? - ისევ ბავშვურად წარმოთქვა და ცრემლიანი სახე გაუსწორა
-კი,ხომ გჯერა ჩემი? -თავი დაუქნია,ახლა ისეთი ბავშური იყო,როგორც არასდროს,მის ნებისმიერ სიტყვას დაიჯერებდა,საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა მამაკაცს,მთელი კვირა გვერდიდან არ მოშორებია,მასთან ერთად უთენებდა ბნელ ღამეებს ბატონ გოგის. გარშემო ყველა და ყველაფერი დაივიწყა, დაიკ*და. მხოლოდ გოგი და ელისაბედი იყვნენ, კაცი რომელსაც მამასავით აფასებდა და მისი ქალიშილი,რომელიც ამ მამას გლოვობდა. შებინდებამდე სასაფლაოზე იყვნენ, უხმოდ ეხუტებოდა ქალის მამაკაცის ძ₾იერს სხეულს და ერთ წერტილში აშტერდებოდა მამის საფლავს.
-ელის - ჩუმად წარმოთქვა ბიჭმა
-გისმენ - ტავის აუღებლად გაეპასუხა
-დროა სახლში დავბრუნდეთ, დედაშენს სჭირდები - დედის გახსენებაზე უცბად წამოყო თავი ელისაბედმა
-დედაჩემი ,ღმერთო სულ დამავიწყდა,მე რანაირი შვილი ვარ - სახეზე ხელები მოისვა
-დამშვიდდი , წამოდექი და წავიდეთ - გოგონა წამოაყენა , მამის საფლავს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი,ცივ ქვას იუახლოვდა და მომღიმარი მამის ქვას ლოყის ნაწილთან ეამბორა
-არ მოიწყინო მა, ხშირად გნახავ ხოლმე - წაიჩურჩულა და ერეკლეს უკან მიჰყვა
................................................................
კვირები კვირებს მისდევდა,ელისაბედი იძულებული გახდა კომპანიას ჩადგომოდა სათავეში, ყოველ საღამოს კი მამამისთან ადიოდა და დღის სრულ გეგმებს უყვებოდა.. მისგან უპასუხოდ დარჩენილი უკან ცარიელ ბინაში ბრუნდებოდა.დედამისი თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად,ის სახლი ბევრ მოგონებას უღვიძებდა. კვირაშ ორჯერ ან სამჯერ მაინც ნახულობდა დედამისს,დანარჩენი დრო ძრითადად კომპანიაშ იყო. ერეკლემ თავისი კუთვნილი სამსახური დაიბრუნა თუმცა ახლა ელისაბედის მძღოლი და დაცვა იყო,ანუკის ისევ შეურიგდა,ჩხუბობდნენ,კინკლაობდნენ,მაგრამგოგო იმდენად ისტერიკებში ვარდებოდა რომ სიყვარულის კი არა შიშის გამო ჩერდებოდა ერეკლე მასთან,შიშის რომ თავისთვის რამე არ ევნო.
@
-გისმენ ეკე- დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ
-ელ ხო არ გაცდენ?
-არა ,მითხარი აბა რა ხდება?
-დღეს რომ ტაქსით გახვიდე სახლში ძაან მიწყენ?
-რა შუაშია ? არააპრობლემა
-აუ ძმა ხარ -სიხარული აღმოხდაბიჭს
-აშკარად- გაეღიმა ქალს,თუმცა უსიამოვნოდ,ეს ძმა უშნოდ მოხვდა გულზე
-კაი მიდი ელ,გკოცნი.ხვალამდე
-ასევე- ნაზადმიუგო და ყურმილი დაკიდა.გული უცნაურად აუძგერდა,რამდენიმე თვე იყო გასული რაც ამ ბიჭს ისე დაუახლოვდა ,როგორც არასდროს არავის და მაინც ვერ ხვდებოდა რა დამოკიდებულება ჰქონდამასთან. საღამომდე კომპანიის საქმეებს აგვარებდა,მერემამის საფლავზე ავიდა,როგორც სჩვეოდა.მასთან ბოლომდე დაიცალა და თითქოს დამშიდებული წავიდასახლში.
ივახშმა ,წყალი გადაივლო და პირსახოცისამარა გავიდა მისაღებში,როცა კარზე ზარის ხმა გაისმა,საათი 00:00-ს აჩვენებდა,
-ნეტა ამ დროს ვის გავახსენდი?-ჩაილაპარაკა და კართან მივიდა,სულ არ გახსენებია რა ფორმაში იმყოფებოდა.კარი ჭუჭრუტანაში გახედვის გარეშე გამოაღო
-ეკე?-გაკვირვება გამოესახა
-ცუდ დროს მოვედი? - სასმლისგან ამღვრეული თვალები შეანათა
-არა ,შემოდი.კარგად ხარ ? - გაიწია და გზა დაუთმო,ბიჭი ბარბაცით შევიდა სახლშ და პირველივე სავარძელში ჩაეშვა
-ანუკის ვეჩხუბე, ამ გოგოს გაგება უკვე ძალიან მიჭირს
-ანუკი ? - წარბი უნებურად ასწია
-ჩემი შეყვარებული - ისე ჩაილაპარაკა თითქოს ვინმე უცხოზე საუბრობდა,ელისაბედს უცნაურმა ტალღამ დაუარა შეყვარებულის ხსენებაზე,ერთიანად აწითლდა -კარგად ხარ ფისო ? - ერეკლეს ხმამ მოაბრუნა ამ სამყაროში
-კი კარგად ვარ,მისმინე ჩავიცვამ და გამოვალ,სულ ორი წუთი
-კაი მიდი - ახლაღა შეამჩნია რომ ქალი პირსახოცის ამარა იდგა მის წინ, თავის აუღებლად გააყოლა მის გრძელ ფეხებს თვალი და წამშივე იტაცა სახზე ხელი - რას აკეთებ ერეკლე,ის შენ არ შემოგხედავს სერიოზულად,დაივიწყე - ჩუმად ჩაილაპარაკა და ელისაბედიც მალევე გამოვიდა ოთახიდან
-აბა ახლა მოყევი,რა დააშავე ? - ეცადა შინაგანი აფორიაქება ჩაეხშო და მხიარულად მიმართა ბიჭს
-კაი რა,შენი აზრით მე რამეს დავაშავებდი ? - ჩვეული ქარიზმით ახედა ქალს
-არ მინდა ახლა ეს თავის მართლებები ,ძმები თუ ვართ ,ძმები ვიყოთ. - ომახიანად წარმოთქვა და ეცადა მამაკაცის სახეზე ემოცია ამოეკითხა ,სულ წამიერად შეკრა წარბები ბიჭმა და მერე ისევ ღიმილმა გაუპო სახე
-კაროჩე , პრეტენზიულობის დედოფალია,თავიდან რო გავიცანი თითქოს მარტივად იყო ყველაფერი ,მაგრამ განსხვავებული სამყაროებიდან ვართ ხო ხვდები, მე მძღოლი, ის ბიძნესმენის შვილი
-ოპა! - საუბარი არ დაამთავრებინა - ანუ მე და შენს შორის მეგობრობაც ტყუილია და ასე შემდეგ ? მე იმ გოგოს არ ვიცნობ დ ავერ დაგიდებ დასკვნას ,მაგრამ შენ ცუდად ფიქრობ კაჭო , არავინ არავისზე მეტები და ნაკლებები არ ვართ ამ სამყაროში,თუ 10 ლარით მეტს ვშოულობ იმას არ ნიშნავს რომ ზემოდან გიყურებ,თუ ჩემი „მძღოლის „სტატუსით მუშაობ ,არც ეგ ნიშნავს იმას რომ მე შენ როგორც ჩემს თანასწორს ისე არ აღგიქვამ.
-ასეთი კარგი როგორ ხარ ? - ისე წარმოთქვა,თითქოს არც უსმენდა ელისაბედს და მხოლოდ მის შინაგან მეზე იყო ჩაშტერებული
-პირველი _ კარგის მნიშვნელობა ცოტა სხვაგვარად არის ჩემთან ჩემო კაჭო ,მეორე_ მიხარია რომ ჩემთან მაინც აგრძელებ ურთიერთობას და არ ფიქრობ რომ შენზე მაღლა მიჭირავს თავი
-ნუ შტერობ რა, ხოიცი ეს რამდენიმე თვე საკმარისი აღმოჩნდა ,რომ სრულიად შემესწავლა შენი შინაგანი ელისაბედ ბაგრატიოონი , სულ არ ყოფილხარ გათამამებული და ქარაფშუტა მდიდარი გოგო.
-უკაცრავად? - გაოცება ვერ დამალა ელისაბედმა - და ეგ ვინ თქვა ,ანუ ვინ გითხრა რომ ეგეთი ვიყავი? - ბიჭს სახეზე დაბნეულობა გამოესახა,აშკარად იმაზე მეტი თქვა ვიდრე აპირებდა
-...
-ერეკლე?! - უფრო გაიმკაცრა ხმა
-კაი ჰო,მე ვფიქრობდი ასე, გამომდინარე შენი და მამაშენის ურთიერთობიდან, როცა ჩვენთან ვახშმობას გთხოვდა ყოველთვის მიზეზებს იგონებდი,კომპანიაში მოსვლას არ კადრულობდი - თვალს ძ₾ივს უსწორებდა ქალს
-აა ანუ ასე? ეე.ი ქარაფშუტა და გათამამებული ? - ხელები გადაიჯვარედინა
-კაი რა გჭირს ,ახლა უნდა გამებუტო ? ხო გითხარი სანამ გაგიცნობდი მაშინ ვფიქრობდი მეთქი
-ახლა ეგ ქარაფშუტა ადგება და აი ამ ბალიშით მიგგუდავს მაგ სავარძელზე - დივნიდან ბალი წამოიტაცა და ერეკლესკენ დაიძრა
-მოიცა რა მიმგუდავ, ბავშვები ხო არ ვართ - გულიანად გაეცინა ერეკლეს
-აჰა ე.ი ბავშიც ვარ -შეუტია ელისაბედმა
-აი რაც გინდა მარტო ის გესმის რა , გითხარი ხო არ ვართ ბავშვები თქო - თავი იმართლა ბიჭმა
-მე შენ განახებ - მეორე ბალიშც წამოიტაცა და ორივე მთელი ძალით დაუშინა მთვრალ მამაკაცს,ერეკლეს არ ეგონა ამხელა ძალა თუ ექნებოდა , ძლივს იგერიებდა მოქნეულ ბალიშებს ,ბოლოს ძლივს წამოვარდა სავარძლიდან, მკლავზე დაქაჩა გოგოს და ორივენი დივანზე აღმოჩნდნენ, ერეკლე მის ზემოდან მოექცა და მკლავები გაუკავა
-ბოდიში მომიხადე - ღიმილიანი დააშტერდა თმააჩეჩილ ქალს
-შანსი არ არი, არ გაღირსებ - კისკისებდა გოგო
-ბოდიში მომიხადე მეთქი ბაგრატიონო - უფრო გულიანად გაიცინა ბიჭმა
-ბოდიშს არ ვიცი ,მაგრამ აი ამას კი - მოულოდნელად გამოიძვრინა თავი და მამაკაცს ზემოდან თავად მოექცა, აი რაში გამოადგა კარატე
-ეს როგორ ქენი გოგო?- გაკვირვება ვერ დამალა ბიჭმა
-რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას ვფლობ პატივცემულო
-აუ ჩემი შენ რა გიჟი ხარ - გადაიხარხარა ბიჭმა - სექ*ის დროს ასეთი რაღაცები არ ჩაატარო,კაცი ხელებში ჩაგაკვდება - ბოლო ხმაზე ხარხარებდა
-ვაი შე უბედურო - ბალიში უთავაზა სახეში და წამოდგა ,ბიჭ ხარხარს არ წყვეტდა -ერეკლე აეწყე ახლა მაგ დივნიდან !
-დღეს დავრჩები რა შენთან ? - მოულოდნელად საწყალი თვალებით უთხრა ქალს
-რა საცოდავი სახე გაქვს ღმერთო- ახლა ელისაბედი ახარხარდა- დარჩი შვილო, კი არ გაგდებ
-აბბა მე სად ვწვები ? - მიმოიხედა სახლშ
-დივანზე სიყვარულო - ღიმილით მიუგო
-გამორიცხულია,წელი მეტკინება და მერე სამსახურში დამაგვიანდება,ისეთი უჟმური უფროსი მყავს რა აიტანს ჩემი.. - ერთი ამოსუნთქვით ჩამოაყალიბა
-უჟმურიც ? დაჟე?
-მერე გაგაცნობ - გაუღიმა ბიჭმა - წავედი მე ვიძნებ - წამოდგა და ელისაბედის ოთახისკენ გასწია ,შესული ტანსაცმლიანად დაენარცხა საწოლზე , ისეთი ხმა იყო გეგონებოდა მიწისძვრააო,ელისაბედი გაგიჟებული შევარდა ოთახში,იფიქრა ძირს ხო არ დაეცაო
-რას აკეთებ ადამიანო ? მეგონა ძირს დაეხეთქე
-.... - თავი ბალიშშ ჰქონდა ჩარგული და გაუგებარი სიტყვები ესმოდა ელისაბედ
-ადექი,ტანსაცმელი მანც გაიხადე
-აუ მაგის ტრ*კი არ მაქ ფისო, ასე რო დავწვე ძაან მოვკვდები ? - გადმობრუნება ინება და დონჯშემორტყმულ გოგოს ახედა
-ადექი მე გაგხდი - ხელი დაავლო და წამებში წამოაყენა, ქურთუკი შემოაძარცვა და სკამზე გადაკიდა, ბიჭი ერთადგილა სიდგა და ხესავით ირყეოდა,თვალებიც კი დახუჭული ჰქონდა,როგორც ჩანს იმაზე მეტად ეძინებოდდა ვიდრე შესაძლებელია. მაისური გადააძრო და წამით მის ნავარჯიშევ სხეულზე გაუშტერდა თვალი , სანამ რამე სისულელე სიტუაციაში აღმოჩნდებოდა გონს მოეგო და შარვლის ღილი შეუხსნა, ოდნავ ჩამოსწია შარვალი და ბიჭს ნაზად მიკრა ხელი, როგორც ყოველთვის ერეკლე საწოლზე სრული მნიშვნელობით დაეხეთქა
-ღმერთო რა მძიმე უნდა იყო,ასეთ ხმას რო გამოსცემდე დაწოლისას - აღმოხდა ელისაბედს, ფეხსაცმელი და შარვალიც წამში გააძრო
-90 კილოგრამი ,185 სანტიმეტრი - წარმოთქვა ნახევრად მძინარემ , ელისაბედ ჩაეღიმა , ხელი ლოყებზე ნაზად მოუწირა და შეანჯღრია
-გასწორდი და შიგნით შეწექი ,საბანში - ბიჭი უსიტყვოდ დაემორჩილა,მარჯვენა კუთხიდან შეწვა საწოლში და მარცხენა კუთხეს საბანი გადააძრო, ხელი საწოლზე რამდენჯერმე დაარტყა,მანიშნებლად იმისა რომ ელისაბედიც უნდა მოთავსებულიყო. გოგოს ცხელმა ტალღამ დაურა, ანუ რა გამოდიოდა? იმ ადამიანთან ერთად უწევდა ძილი ვის მიმართაც მეგობრობაზე მეტს გრძნობდა.მხოლოდ სპორტულის შარვალი გაიხადა და თიტქმის მუხლამდე მაისურით შეწვა ლოგინში. ბიჭს ზურგი აქცია,არ შეეძლო მისი ყურება და ყველაზე მეტად არ შეეძლო გაძლება,როცა მისი ცხელი სუნტქვა სახეზე ეფრქვეოდა,ამ ფიქრებში გართულმა წელზე ძ₾იერი შეხება იგრძNო , მამაკაცმა სხეულზე აიკრა ქალი და ის თმებში ჩარგო თავი
-ტკბილიძლი ფისო - ეს თქვა და მორფეოსის სამყაროში გადაინაცვლა. რასაც ელისაბედზე ვერ ვიტყვით,მთელი ღამე სხეული ეწვოდა მამაკაცის სიახლოვისგან, გვიან ,ისიც ძლივს ჩაეძნა.



№1 სტუმარი ანოუკ

ძალიან საინტერესოდ ვითარდება, ველი გაგრძელებას heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინი

მაღირსეეეეე ♥️ ვისიამოვნე ... მალე დადე რა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

მალე დადეთ გაგრძელება. დაგვაინტრიგეთ

 


ხვალ ავტვირთავ გაგრძელებას მეგობრებო<3 heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი მანჩო

აი გული ხომ ასჯერ შემიქანა,ცრემლი მაყრევინა და ძლივს წავიკითხე წინა ეპიზოდი(მამა ორი წლის უკან გარდამეცვალა და ხომ ხვდებით...),მაგრამ ძალიან ლამაზი ისტორიაა ???? ველოდები ხვალინდელ სიახლეს ????

 


№6 სტუმარი სტუმარი მაო

უუჰ, კარგია ძალიან.. ეს ბოლოს "მორფეოსის სამყარო " რომ არ გეხსნებინა ????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent