შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მრუდე ბილიკები ( თავი 1)


23-11-2023, 18:33
ავტორი თუკა
ნანახია 6 225

"ღვთიურ არს სიყორულ. ხორციელ იგემებ - მოჰკლავ მას. იწვოდ მხოლოდ!“
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნერვიულობდა და ამ შეხვედრისათვის მთელი კვირა ემზადებოდა, ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა ვიდრე თავად წარმოედგინა. ორ საათიანი შეხვედრის და საუბრის მერე ამაყად გამოვიდა კაბინეტიდან და გვერდით მომავალ მეგობარს თამამად გაუღიმა..
გონებაში ვერც კი უშვებდა ,რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. ამხელა კომპანია მისით იყო დაინტერესებული , ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებდა რომ სხვა უამრავი შემოთავაზება ექნებოდათ კიდევ .. სახეზე ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა . სამი თვე შეალია ამ პროექტს , სამი თვე წესიერად არ სძინებია. ღამეს და დღეს ასწორებდა მუშაობაში და მაინც წარმოუდგენად მიაჩნდა რომ გაუმართლა.. არადა სულ ეგონა, რომ ახლადელ დროში ყველაფერი მხოლოდ მაგარი მამიკოს ფულებით ან ნაცნობობის ხარჯზე ხდებოდა, თურმე ცდებოდა და ამას მხოლოდ ახლა ხვდებოდა..
დერეფნის ბოლოში მდგარი , ლოდინისაგან გადაღლილი გოგონასაკენ გასწია და მეგობარიც თან გაიყოლა..
- წარმოიდგინე და არც კი მჯერა რომ ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა- ჯერ კიდევ ბურუსში მყოფმა გახედა ძმაკაცს და თვალი ჩაუკრა..
- წარმოუდგენელი არაფერია, ეს ის საქმეა რაც შენ კარგად იცი. ამისათვის მთელი ენერგია დახარჯე- ამაყად გაეპასუხა გიორგი და ძმაკაცს ხელი შემოხვია.
- ეს ჩვენ ერთად გავაკეთეთ , მარტო ვერაფერს გავხდებოდი ხო იცი გიო...
- რა მნიშვნელობა აქვს , მთავარია გამოგვივიდა, ეს საქმე ასე არ უნდა ჩავფარცხოთ ძმაო, ჩავუსხდეთ წამო..
- არ გამოვა. მაშინვე წარბები შეყარა გიგამ და მისკენ მიმავალ გოგონას ხელი გაუწოდა.. ჩემებთან ავდივარ, ხევისბერს დაბადების დღე აქვს. რომ არ ავიდე ისე დამაკლავს როგორც ყაზბეგის ონისეს..
- პაპაშენზე ამბობ? - წვრილი ხმით შეეკითხა და ხელოვნურად გაზრდილი წამწამები ააფახუნა.. მეგონა ამ დღეს ერთად გავატარებდით გიგა..
- ვწუხვარ მაგრამ ასეა მაიკო. უნდა ავიდე. არ გამოვა. ამის გამო ვერ ვაწყენინებ . თანაც ჩემები უკვე ყველანი წავიდნენ მხოლოდ მე მელოდებიან და ვიცი ალბათ გზას გადმოყურებს ახლა პაპაჩემი. თანაც შორი გზაა. სახლში წავალ და გავემზადები .სხვა დროს იყოს.
- კარგი, სხვა რა გზაა. მაგრამ სულ ასეა იცი? სულ გარბიხარ და მე ეს ძალიან მწყინს- წყენა არ დამალა და მხარზე მიეხუტა.
- მაპატიე, რა ვქნა. ამჯერად მართლა ვერ გამოდის სხვანაირად. სახლამდე მიგიყვან და მერე გაგავლ .
- არა იყოს, გოგოებს ვნახავ აქედანვე შევხვდები არაა პრობლემა. შენ წადი არ დაიგვიანო, არ მიყვარს ღამით რომ დადიხარ ვნერვიულობ ხო იცი- ხელოვნურად გამოხატული ღელვა აისახა სახეზე და გაუღიმა.
- კარგი, რომ მივალ დაგირეკავ. შენც მალე მიდი დღეს სახლში . გაბერილ ტუჩებზე ნაზად აკოცა გოგონას და კარებისკენ გაუძღვა.. - მისმინე, არ გინდა წამოხვიდე? გაგაცნობ პაპაჩემს, გაუხარდება შენი მისვლა- თვალს მოეფარა თუ არა მაიკო მაშინვე ჰკითხა ძმაკაცს გიგამ.
- კაი ღადაობ? ისედაც იმდენნი იქნებით იქ, მე გაკლივართ სულ-ღიმილით უთხრა ძმაკაცს და მანქანისაკენ გაიწია..
- შენ ხო არ გაუბერე, უცხო ხომ არ ხარ?! - ხმაში სიმკაცრე გაერია გიგას და ხელი მკლავში წაატანა მაშინვე. ჩემი ძმა ხარ. ერთ საათში შეგხვდები, გამოგივლი და ავიდეთ. კაი ხინკალს გაჭმევ, უფრო მაგარ ლუდს დაგალევინებ, მერე კარგად დაგასვენებ.დამიჯერე წამოსვლა აღარ მოგინდება..
- უხერხულია გიგა.. - თავისას არ იშლიდა გიორგი.
- ნუ ახურებ, ჩემი ძაკაცების ადგილი სულ არის ჩემს სახლში. დამიჯერე იმხელა სახლია მთელი შენი საგვარეულო მოდგმა დაეტევა იქ.. ასე რომ..
- მაინც დამითანხმე რა - მხიარულად მიაძახა და მანქანის კარები მაგრად მიხურა..
**
მწვანეში დედოფალივით იყო გაბატონებული და ჩაფლული მუცოს ხეობა. მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე გადაჭიმული სოფელი ამაყად იწონებდა თავს და სოფლის შესასვლელში მდგარი უკვე ჩამოშლილი ციხე ჯიქურ გადმოყურებდა მიმსვლელ სტუმრებს.
ამ დროს უზადოდ ლამაზი იყო სოფელი.
გული პატარა ბავშვივით შეუკრთა გიგას და საჭეს მაგრად შემოხვია ორივე ხელი, მერე ამაყად გახედა სილამაზისაგან გაშტერებულ მეგობარს და გაეცინა..
რამდენი თვე იყო გასული, რაც არ ყოფილიყო მუცოში, სათითაო კენჭი მონატრებოდა. გველივით დაკლაკნილ გზას ფრთხილად მიუყვებოდა და რადიოში ამღერებულ „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს“- ომახიანად ჰყვებოდა..
მანქანა ჭიშკართან გააჩერა. უზარმაზარი ყუთი ძლივს გადაათრიეს და ეზოში სწრაფი ნაბიჯით შევიდნენ.. რამოდენიმეჯერ დაყეფა კავკასიური ნაგაზის ჯერ კიდევ პატარა ლეკვმა და საყვარელი პატრონის სუნის აღებისთანავე ფეხებთან გაუგორდა.
- ალმასხან, როგორ ხარ ბიჭო?- მოგორავე ძაღლს დასძახა ზემოდან და ფეხი ფრთხილად გაუსვა ზურგზე. მოიცა, მოიცა, შენთვისაც მოვიცლი, მოიცა შევიტანო ეს და მოვალ.. - ბედნიერი ელაპარაკებოდა გიგა კავკასიური ნაგაზის ლეკვს და სახლისაკენ მიიჩქაროდა..
- ჩემი სიამაყე, ჩემი ვაჟაი მოსულა- ბედნიერად წამოემართა ფეხზე ბაღათელა და შვილიშვილი გულზე მიიკრა.- რად არ მოხვედი აქამდე ვაჟაუ- ომახიანი ხმით შემოუძახა გიგას და მხარზე ხელი დაჰკრა..
- ხევისბერო, შემაგვიანდა. ძალიან ხომ არ დაგღალე ლოდინით პაპავ- ისევ ისე დაუძახა გიგამ როგორც ბავშობაში ეძახდა ხოლმე , და თვალზე ცრემლმომდგარ პაპას მაგრად აკოცა ლოყაზე.
- კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო- უკვე დანაოჭებული, მაგრამ ძლიერი ხელი გაუწოდა გიორგის და სკამი შესთავაზა..
- ჩემი მგობარია ხევისბერო, ერთად ვმუშაობთ საქმეზე..
- დაბადების დღეს გილოცავთ ბაღათერა პაპა- მოწიწებით შეჰკადრა გიორგიმ და მოხუცს გაუღიმა..
- გაიხარე შვილო. რად შეწუხებულხართ ასე ვაჟებო, განა რა ამის გარეშე არ მიგიღებდათ პაპათქვენი?- დაეჭვებულმა დაუტია ბიჭებს და ყუთზე ანიშნა..
- ტელევიზორია ხევისბერო, იმაზე კარგი თაიამ რომ გატეხა, ახლა უკეთესად უყურებ საღამოობით რომ მოხვალ ხოლმე სახლში.
- ყალთაბანდი ხარ გიგიავ, დანაშაულს ისყიდი ახლა რომ არ მოხველ უკვე ამდენი თვეა- უხეში მზერით შეავლო თვალი ბაღათელამ თავდახრილ გიგიას და ხის კუშეტკაზე ჩამოჯდა. განა გეკადრება ვაჟაუ ასე დაივიწყო შენი მიწა-წყალი? განა დაგავიწყდა ვისი გორისა ხარ? - თავი ნერვიულად გაიქნია მოხუცმა და ქვემოდან ამოხედა გამომცდელად გიგიას.
- მაპატიე ხევისბერო, გპირდები ასე მეტად აღარ გაგაჯავრებ- თანაც დღეს შენი დღეა, მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ.
- არა სთქვა, რომა არ იცი დამნაშავე ხარ ...- გაცხარებით ფრუტუნებდა და ნერვიულად აკაკუნებდა ჯოხს აქამდე ხელში რომ ჰქონდა მაგრად მოქცეული
- მაპატიე პაპა- გპირდები ეს ბოლო იქნება. მის წინ ცალ მუხლზე დადგა და მოხუც მუხლებზე ხელები დაადო. ხო იცი ქვეყანას მირჩევნიხარ , ხომ იცი რომ შენი სიტყვა ჩემთვის კანონია. თუ მეტყვი მოვკვდიო მოვკვდები, მეტყვი იცოცხლეო ასე იქნება, ოღონდაც ეს სევდა არ დამანახო ხევისბერო შენს თვალებში.
- რას ამბობ ბალღო !- შეშფოთებულმა შესძახა მოხუცმა და გიგიას თავი ააწევინა. ბეჩავ ხარ !- უფალი დიდია გიგიავ, ნუ ამბობ მის საწყენს.- ჩემი სისხლით ხარ სავსე. შენ ჩემი გაგრძელება ხარ. მოვრჩეთ ამაზე საუბარს. ტანისამოსს გამოვიცვლი და გამოვალ მეც ეზოში. ყველანი იქ არიან სუფრას ამზადებენ . მიდით ცოტა პურს წააატეხეთ დიდი გზა გამოგივლიათ ბალღებო დაიღლებოდით - წამის წინ მოელვარე თვალები დასხცრომოდა ხევისბერს, ფეხზე წამოიმართა და ოთახში გავიდა..
სახლის უკანა მხარე ისე გაიარეს ხმა არც ერთს არ ამოუღია.. მხოლოდ ოჯახის წევრებს მოეყარათ თავი.. ქალები სწრაფი ნაბიჯით მოძრაობდნენ და სუფრის გარშემო წრეზე დარბოდნენ..
- დედააა, გიგა მოვიდა - ხმამაღლა გასძახა ჟღალთმიანმა გოგონამ და ძმისკენ წამოვიდა.. კეთილი იყოს შენი მოსვლა. სად ხარ აქამდე დავილიეთ შენს ლოდინში.
- ამდენ წვიტინს ჯერ ჯობია ძმას აკოცო და მერე მომილოცო, ახალი პროექტი ჩვენია- თმა მოუჩეჩა დას და გაუღიმა.
- რა მაგარი ხარ - ვაიმეეე გიგა, მართლა გამიხარდა.. - კისერზე ჩამოეკიდა ძმას და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
- გიორგის არ იცნობ მგონი, ჩემი მეგობარია ერთად ვმუშაობთ . ძლივს დავითანხმე რომ წამოსულიყო..
- ძალიან კარგი, მაშინ ვეცდებით რომ კარგი მასპინძლები ვიყოთ და არაფერი მოვაკლოთ სტუმარს..
- ესეც საკმარისია რაც ვნახე, ასეთი სილამაზე არასოდეს მინახავს- ჯერ კიდევ გაბრუებული გაეპასუხა გოგონას და გაუღიმა..
- ბიჭები სად არიან თაია?- გაოგნებულმა იკითხა გიგამ და დას ხელი შემოხვია. არ თქვა რომ არ მოსულან.
- ნუ სულელობ. შენზე ადრე მოვიდნენ საკლავზე გავიდნენ.აგერ მოვიდნენ კიდევაც- ბედნიერად შესძახა გოგონამ და ლოყები ვარდისფრად აეფაკლა.
- ეს ვინ მოსულა, ჩვენი ძმა- როგორ მოხდა რომ დროულად მოხვედი გიგია- სიცილით გაემართა , ჯერ ხელი ჩამოართვა მერე კი მაგრად გადაეხვია ძმაკაცს.
- ეეეე, ნუ აჩმახებ. ორი დღით ადრე ამოხვედი და თავი ამირანი ხომ არ გგონია ბიჭო - მაშინვე მუჯლუგუნი გაჰკრა და უფრო მაღალს გახედა..- რას იტყვი მინდია რა უნდა ამას, ბავშობა გავახსენოთ და გავულურჯოთ სიფათი?
- თქვენ არასოდეს გაიზრდებით , თავი გაიქნია და დინჯი სახით გააპარა მალული მზერა გოგონასაკენ. - აქ რატო დგახარ?- საქმე გამოგელია? - ეცადა სირბილე შეერია ხმაში და ისე ეკითხა..
- არა მე უბრალოდ...გიგას ველაპარაკებოდი. წავალ დედას მივეხმარები ცოტა დარჩა და დაგიძახებთ - დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა გოგომ და სირბილით წავიდა ქალებისაკენ..
- რას ებლატავები შენ ჩემს დას?! - მოხდა რამე და არ ვიცი მინდია?- მაშინვე იყნოსა ძმამ და ჯერ კიდევ ლოყებაწითლებულ დას გახედა.
- არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს. კარგი ქენი გიორგიც რომ წამოიყვანე - ვაჩვენოთ როგორი მოლხენა ვიცით ხევსურებმა - ეცადა სიტუაცია განემუხტა მაგრამ კარგად იცოდა გიგას ვერაფერს გამოაპარებდა..
- სიტყვას ბანზე მიგდებ და მაგრად არ მსიამოვნებს, მითხარი რა ხდება -თქო, როდიდან ელაპარაკები შენ ასე თაიას.- შენ თქვი ჯარჯი რა ხდება , გვერდით მდგარ ოდნავ დაბალს მიუბრუნდა და თვალებში ჩააშტერდა.
- მისმინე, გეტყვი ოღონდ არ იშიშვლო ხმალი და ერთიანად არ გააღვიძო ახლა შენში ხევსური კაცი , გუშინ წყაროზე გოჩას მოეწონა შენი და, ხო იცი გოჩა ცოტა ...
- გასაგებია. მაგრამ შეგეძლო გეთქვა მინდი - ჩემი და შენი დაა ხო იცი..
- შენი და ჩემი და არააა !- კბილებში გამოსცრა და ჭიშკრისაკენ წავიდა..
კარგა ხანს იდგა ერთ ადგილას მიყინული გიგია და ვერ აანალიზებდა ძმაკაცის სიტყვებს. ვერ ხვდებოდა ამითი რისი თქმა უნდოდა, თაია მისი და არ იყო, მართალი იყო მინდია, მაგრამ ჯარჯი მას სულ დად მიიჩნევდა, ახლა რაღაც ისე არ იყო. ან უბრალოდ გაბრაზებულ გულზე წამოსროლილი სიტყვები იყო. სჩვეოდა მინდიას, მარტო მინდიას არა გულის სიფიცხე სჩვეოდათ ხევსურ კაცებს, სისხლი უდუღდათ . უჩქეფდათ როგორც კლდიდან კალაპოტისკენ დავარდნილი არაგვი.
ექვსი ხდებოდა სუფრას რომ შემოუსხდნენ. თავდახრილი იჯდა გიგას გვერდით მინდია და ხმას არ იღებდა. გულზე ლოდივით ეწვა წეღან ნათქვამი სიტყვები. ისიც იცოდა რომ ამ სიტყვების მნიშვნელობის 90% ზუსტად ქონდა გაშიფრული და გააზრებული ძმაკაცს. თვალებში შეხედვისა რცხვენოდა.
ოცდაექვსი წელიწადი სამივე ერთად იზრდებოდა. ნახევარზე მეტ დროს ხევსურეთში ატარებდნენ, ყინვასა თუ სიცხეში ერთად დარბოდნენ და თამაშობდნენ. ეს ერთი გოგო ყავდათ სამივე ოჯახს , ერთი ანგელოზი, თვალის ჩინივით რომ უფრთხილდებოდნენ.
მერე რა მოხდა, როგორ შეიცვალა მინდიაში რაღაც, რა თვალით შეხედა გოგოს რომელიც მუდამ ბავშვად მიაჩნდა, ვერ იაზრებდა.
ნერვიულად მოისრისა შუბლი მინდიამ და მალულად გახედა ცერად მჯდარ თაიას. ჩამავალი მზის ფონზე მისი თმა კიდევ უფრო აღვადღვადებულიყო და თვალები კიდევ უფრო მეტად ლურჯი უჩანდა. იგრძნო როგორ წამოახურა, სხეულში ეკლებივით დაუარა ცხელმა ჰაერმა და გულზე მაგრად შემოუჭირა ხელები..
მაშინვე მიუხდვა ძმაკაცი ტკივილს. ჯიქურ შეხედა მინდიას და მუხლზე ხელი მაგრად მოუჭირა, თვალით ანიშინა ამდგარიყო , წინ გაუძღვა როგორც ოჯახის მასპინძელი და გალავანთან მდგარ კუნძზე დაეშვა.
- არაფერს იტყვი? - დიდხანს იქნები ასე მინდია?- როგორც ბავშობაში სჩვეოდა ახლაც პირდაპირ მიახალა ძმაკაცს და ამღვრეული თვალებით ახედა..
- არასოდეს შეიცვლები! - მოჭრით უთხრა და გვერდით მიუჯდა. მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ და ვიცი რომ ასეთი ხარ, მაინც გამკრა გულზე შენმა პირდაპირობამ.
- იცი რომ ასეთ ვარ. სულ ასეთი ვიყავი და ასეთი ვიქნები, მაგრამ აქ ახლა შენზე ვლაპარაკობთ . ვხვდები რომ გაწუხებს, იმასაც ვხვდები რომ შენი წუხილის მიზეზი თაიაა, ვიცი რომ გიყვარს და უფრთხილდები მაგრამ ასე ნუ დაიძაბები ძმაო, მარტო ხომ არაა მე ვყავარ, ჯარჯი ყავს. მამაჩემი აგერ მთასავით უდგას და ხევისბერი ხო იცი არავის მისცემს უფლებას მისი გოგო ვინმემ დაჩაგროს. ბოლო-ბოლო გავათხოვებთ და გოჩაც დამშვიდდება- სიცილით უთხრა და თვალი ჩაუკრა ძმაკაცს.
- გიგა მისმინე, ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი ძმურად, ვერ ვარ კარგად. წეღან ისედაც ..
- ვიცი, შენი ხასიათი ისევე როგორც შენ იცი ჩემი . გაბრაზდი, გაცეცხლდი და თქვი. არაფერია.
- ძმა ხარ - მაგრად მიყვარხარ რა - ხელი მოუჭირა მხარზე და ფეხზე წამოიმართა. წამო ტეხავს , გიორგი მარტოა, ჯარჯიც შორს ზის - მაშინვე თავის დაღწევას შეეცადა და სუფრისაკენ წავიდა.
- ყეყეჩია ამხელა კაცი, ვერ უთქვამს რომ ჩემი და უყვარს - სიცილით გაიქნია თავი გიგამ და მეგობარს უკან გაჰყვა..
რამოდენიმე წუთი კიდევ იბორიალა ეზოში სანამ მაიკოს ელაპარაკებოდა, სანამ არწმუნებდა რომ აუცილებლად დაელაპარაკებოდა ოჯახს და მის შესახებ ეტყოდა ყველას. იბორიალა მანამდე სანამ არ დაამშვიდა გოგონა და მხოლოდ მერე დაუბრუნდა კუთვნილ ადგილს..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, ზურგზე ხელი დაადო ძმაკაცს და დასაჯდომად გადაიხარა რომ შედგა, ელდა ეცა. ერთიანად გააცია ტანში. მის წინ მჯდარ გოგონას გაშტერებული უყურებდა და მზერას ვერ აშორებდა. თანდათან იძირებოდა მისი შავი თვალების სიღრმეში და ვერაფრით ამოდიოდა.. გონს ძლიერმა ხელმა გამოიყვანა, მთელი ძალით გაკრა ხელი მინდიამ ფერდში ძმაკაცს და ისიც უმალ დაეშვა სკამზე.
- რამ დაგასირა ბიჭო - კბილებში გამოსცრა და ყურთან გაუღრჭიალა ..
- მგონი ლუდი მომეკიდა..
- მართლა ხო არ დაქლიავდი შენ, წვეთი არ დაგვილევია- გაოგნებულმა დაუბრუნა პასუხი და მათ წინ მჯდარ გოგონას გახედა. მერე სახეზე ღიმილი გადაეფინა და ტუჩის კუთხე ირონიულად აუთამაშდა..
- გიგია გახსოვს ქალაუ?- ბალღი კი იყავ მაგრამ ..- თბილი ხმით დაეკითხა გოგოს ხევისბერი და ცოლს გახედა.
- მოეშვი გოგოს, ხევისბერო. ამის დრო ისედაც გვექნება, აცადე ბალღებს გართობა. - უმალ დაუტია და ღიმილით მოუსვა ხელი შავთვალება გოგოს.
- არც შენ გახსოვს გიგიავ ქეთო? ბალღობაში ერთად თამაშობდით ხოლმე ყველანი - თავისას არ იშლიდა ხევისბერი და ნერვიულობისაგან სკამზე აცმუკებულ შვილიშვილს გახედა..
- არ მახსოვს ხევისბერო, ძალიან ადრე იყო. ვერც ვიცანი - დარცხვენილმა ძლივს ჩაილაპარაკა და გოგონას გახედა..
შავი თვალები გამჭოლად უმზერდა გიგიას, უფსკრულის პირას მიჰყავდა და გონებას უბინდავდა, თითქოს თავად უნდოდა ვაჟს მთის წვერიდან ძირს გადაშვება.
აქამდე არასოდეს ენახა ასეთი მშვენება. შავი კუნაპეტივით თმა წელამდე დაშვებოდა. თეთრად გადაპენტილ სახეზე გაბერილი ტუჩები უმალ მოგხვდებოდათ თვალში. ნუშისფორმის თვალები გიგიას ყურებას არ წყვეტდა. უხერხულად იყო ბიჭი, ვერაფრით ხვდებოდა რად უყურებდა გოგო ასე..
ლუდის სმამ რამოდენიმე საათს გასტანა. სასმელმოკიდებული გიგია, ჯმუხი წარბების ქვემოდან ვნებამორეული შეყურებდა ქეთოს. საჩვენები და ცერა თითებით თვალები მოისრისა და მამამის გახედა, რომელიც რაღაცას ეკამათებოდა ხევისბერს.
- მადლობის მეტი რა მეთქმის, რომ დამაფასეთ და მოხვედით ჩემსას - ფეხზე წამომდგარმა წარმოსთქვა ხევისბერმა და გვერდით მჯდარ მეგობარს გახედა.. მე და ბერდია ბალღობიდან ერთად ვართ. ჩვენ იმ ორი დიდი გვარის შთამომავლები ვართ , რომელიც არ უნდა გადაშენდეს და უნდა გამრავლეს. შათეკაურები და დაიაურები ოდითგანვე ერთად იდგნენ, ჭირში თუ ლხინში ერთმანეთი გაქონდათ. მე და ბერდიამ დიდი ხნის წინათ მივეცი ერთმანეთს პირობა რომ განუყრელი ძმები ვიქნებოდით , როცა ბიჭები გვეყოლა ისინიც ასე გავზარდეთ ...
- მამა იქნება ახლა არ ღირდეს ამაზე საუბარი . - მშვიდად ეცადა საუბრის თემის შეცვლას ნიკოლოზი და ცოლს გახედა.. მოდი ამაზე სახლში ვისაუბროთ , მე შენ და გიგიამ . დამიჯერე მამა..
- რად გინდა რომ მაჩუმებ ბალღო? !- ბრაზი შეეპარა ხმაში ბაღათელას და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა..
- ნიკოლოზი მართალია ბაღათერა - ისევ ბერდია შეეცადა სიტუაციის დალაგებას და დარცხვენილ შვილიშვილს გახედა. ცოდოა ჩემი გოგო, სირცხვილია. გიგიამაც არაფერი იცის, მარტოს ელაპარაკე, ხვალ საღამოს ისევე მოვალთ - გვიანია ახლა მაინც. დაღლილები ვართ ყველანი . - თბილად მოუქცია და ფეხზე წამოდგაა..
- რადგან არ იშლით , ასე იყოს. !- თუმცა ნურც ეცდებით რომ რაისმეს გადავიფიქრებ - ამაყად მოავლო თვალი სუფრას და ძმადნაფიცთან ერთად ეზოსაკენ წავიდა..
რიჟრაჟი იყო, ეზოში იჯდა უკვე საღად მოაზროვნე გიგა და ალმასხანას ეფერებოდა. დაბუნდრული ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ბედნიერი თვალებით შეყურებდა და ცდილობდა გაერკვია რის თქმას აპირებდა ხევისბერი, ან ქეთო რატომ იყო ასე აჭრილი. რისგან გადაარჩნა მამამისმა. ნერვიულად ჭმუხნიდა შუბლს და ვერაფერს აკავშირებდა ერთმანეთთან..
ფეხის ხმაზე სწრაფად მიტრიალდა და მის წიმ მდგარ ხევისბერს გაუღიმა.
- არ გეძინება გიგიავ და არავის აძინებ? - სიცილით უთხრა შვილიშვილს და მათკენ მიმავალ , ბიჭებსა და მამამისზე ანიშნა.
- ვერ დავიძინე პაპა. ალმასხანაც მომნატრებია, აგერ ვთამაშობდით . კარგია რომ მოხვედი, ლაპარაკი მინდოდა თქვენთან ისედაც.
- ჩვენც მაგ საქმეზე ვართ შეწუხებულნი -კილოთი მოუქცია, თქმა დაასწრო მინდიამ ხევისბერს და თვალი ჩაუკრა...
- მაშინ თქვენ დაიწყეთ მე მოგისმენთ - სიყვარულით სავსემ გახედა პაპას და თავი დახარა..
- გიგიავ, ხო იცი ჩემთვინ ყველაფერი ხარ. შენა ხარ ჩემი არსებობის მიზეზი . ჩემი სიამაყე და ჩემი ახდენილი ოცნებაც შენ ხარ ბალღო. დიდი ხნის წინათ , მაშინ ხუთი წლისა იქნებოდი, როცა მე და ბერდიას აზრი მოგვივიდა ჩვენი გვარების დაკავშირებისა.
- რას ამბობ პაპა? - შეშფოთება ვერ დამალა გიგიამ და ფეხზე წამოდგა. თაიას უპირებ გათხოვებას? ის ჯერ სულ პატარაა..
- დადექ ვაჟაუ, რაის არ იცი მოსმენა - მკლავში ხელი მოკიდა გიგიას და გვერდით დაისვა. ჯერ შენი ჯერია შვილო, შენი გვარი გააგრძელო, მერე ვიფიქროთ თაიაზე.
- ჩემი ჯერია? მოიცა, მოიცაააა- ხევისბერო საით მივექანებით , მე მიპირებ დაქორწილებას? - სიცილით წარმოსთქვა გიგამ და ძმაკაცებს გახედა..
- სასაცილოდ რად იღებ ჩემს სიტყვებს გიგიავ, ბერდიას შვილიშვილზე ხარ დანიშნული, ჯერ კიდევ სულ პატარა. ნიშანი ნიშნად რჩება , მაგრამ დროა უკვე.
- რას ამბობ პაპა, რა დანიშნული, რომელი საუკუნეა, წავიდა ის დრო აკვანშივე რომ ინიშნებოდნენ ..
- როგორც ხედავ არ წასულა - ნიშნისმოგებით უთხრა ნიკოლოზმა და შვილს გვერდით მიუჯდა, შენ იმ გვარის წარმომადგენელი ხარ რომელსაც შათეკაური ეწოდება შვილო. პაპაშენი ხევისბერია, მისი სიტყვა მარტო ჩვენს სოფელსა და ხეობაში კი არა ჭრის , სხვანიც პატივს სცემენ, რას იტყვიან , საკუთარი შვილიშვილი ვერ დაითანხმა , და სხვას ჭკუას როგორ არიგებსო?!
- ჭკუიდან არ გადამიყვანოთ ახლა, არ მინდა არავის ცოლად მოყვანა. და მითუმეტეს ბერდიას შვილიშვილის, სულაც არ ვიცი ვინაა. და რას წარმოადგენს..
- იცი ! - შენს წინ რომ გოგო იჯდა ეგაა...- ანაერვიულებულმა უთხრა ჯარჯიმ და მინდიას გადახედა..
- შავი თვალებით ?!- კარგით რაააა. არ მინდა ქეთოს ქმრობა. ხევისბერო მისმინე, შენ ხომ იცი რომ შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ, ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ ნუ მაიძულებ ქეთოს ცოლად მოყვანას, სხვა მიყვარს - პაპა ..- მუდარით ჩააჩერდა გაყინულ თვალებში.
- შენ ჩემს გამო სიცოცხლეს როგორ დათმობ როცა ჩემი შერცხვენა გადაგიწყვეტია შვილო - გულიდან წამოსულ სიტყვებს დარდი ამოაყოლა ხევისბერმა, ჯოხს დაეყრდნო და სახლში შევიდა.
ეზოში სამნი ისხდნენ..
გაშტერებული დაყურებდა საკუთარ ფეხებს გიგია და ხმას ვერ იღებდა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა და რა უნდა გაეკეთებინა. გული ერთს ეუბნებოდა, გონება მეორეს. პირველად იყო მთელი თავისი ოცდაშვილი წლის მანძილზე გამოუვარ მდგომარეობაში. არ იცოდა რომელი იყო სწორი გზა. გზაჯვარედინზე იდგა და ფიქრებს ვერ ალაგებდა.
სულ სხვა გეგმები ქონდა, სულ სხვანაირად აწყობდა ყველაფერს. ეგონა მისი ოჯახი ყველაფერს გაიგებდა, მხარში ამოუდგენოდნენ . ახლა კი თავზე ექცეოდა ყველაფერი. აუტანელი იყო მისი ყოფის ტკივილი.
- რას ფიქრობ გიგა? - ძალა მოიკრიბა მინდიამ და ფიქრისაგან ამოღამებული თვალები შეანათა ძმაკაცს.
- აზრზე არა ვარ რა გავაკეთო მინდია. აქეთ ხევისბერი, იქეთ მაიკო, კიდევ ეს გოგო, რომელსაც არც კი ვიცნობ და არც კი ვიცი რას ფიქრობს და რა აზრისაა.
- მისმინე, იქნება ამდენ ფიქრს ჯობია ჯერ გოგოს დაელაპარაკო, იქნება იმასაც არ უნდა შენსავით ოჯახი, ან სხვა უყვარს. გამოსული გოგოა გიგა, აქ კი არ ცხოვრობს. ამათი წესებისაგან ისიც განზე იდგება.
- სხვა გზა არაა, უნდა დაველაპარაკო. უნდა ვუთხრა რომ ცოლად ვერ მოვიყვან. მაიკოს როგორ ვუთხრა , რანაირად გავაგებინო ეს რომ პაპაჩემი ისევ იმ დროშია გაყინული და ლამის აკვანშივე დამნიშნა-თქო- ამას ვერ ვეტყვი , ასე ძალიან ვერ ვატკენ ..
- აი მე კიდევ, შენს ადგილას ქეთოს ავირჩევდი - გააზრებულად უთხრა მინდიამ და ბიჭებს მზერა მოავლო. იცოდე ეგ გოგო სხვებს არ ჰგავს. გაიცნობ და თავადვე დარწმუნდები ამაში. მაიკო ცუდი გოგო არაა, მაგრამ მასეთი როგორიც ისაა ყოველი მეორე ქალია, აი ეს კიდევ სულ სხვააა.
- ნუ ახურებ რა !- გამწარებულმა მიახალა ძმაკაცს და ფეხზე წამოდგა.
- მე კი არა შენ ახურებ ძმაო, განა შენ არ იყავი სულ რამოდენიმე საათის წინათ რომ დაგაშტერა მისმა სილამაზემ, მისმა ქალურობამ და სიბავშვემ? შენ არ იდექი გახევებული ერთ ადგილას სანამ ძალით არ მოგიყვანე გონს? - სიცილით გაახსენა მინდიამ ძმაკაცს და მხარზე ხელი დაადო. სანამ რაიმეს ეტყოდე მაგ გოგო ჯერ გაიცანი და დაფიქრდი , მე ჩემი მითქვამს ახლა შენ იცი რას როგორ გააკეთებ ძმაო- დაბალ ხმაზე გადაულაპარაკა გიგიას და ისიც ხევისბერის გზას დაადგა სახლისაკენ მიმავალს..
ოთახში იყო გამოკეტილი გიგა და არაფრის ხალისი არ ჰქონდა. კარზე კაკუნმა შეაკრთო და შემოდითო ხმადაბლა გაეპასუხა.
ჩაის ფინჯანით ხელში შევიდა თაია და მწოლიარე ძმას გვერდით მიუჯდა.. ცხელი სითხე გაუწოდა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
რამოდენიმე ყლუპი მოსვა და ფეხები იატაკზე გადმოაწყო. ამღვრეულმა გახედა დას და ჟღალ თმაზე ხელი ნაზად გადაუსვა..
- დაიაურების მთელი ოჯახი მოვიდა გიგა, გელოდებიან სირცხვილია. პაპა თუ არა ის გოგო მაინც დაინდე, ისეთი დამფრთხალია, ნერვიულობისაგან ტუჩებს იჭამს. ჩაიცვი და ჩამოდი. ასე უღირსად ვერ მოიქცევი..
- შენს იმათ მხარეს ხარ თაიაა? გულდაწყვეტილმა უთხრა დას და ფეხზე წამოდგა.
- არა, მე იმის მხარეს ვარ რაც სიმართლეა გიგა. შენ ეს გინდა თუ არ გინდა ასე იქნება. ჩვენ ამ მთების შვილები ვართ. ხევისბერმა მთელი თავისი ახალგაზრდობა ჩვენი მშობლების წინსვლას და ჩვენს ბედნიერ ბავშობას შეალია.
- მარტივად ლაპარაკობ სხვის ჭირზე არა?!- ახლა რომ გითხრას ხევისბერმა გოჩას უნდა გაყვეო გაყვები? - მიუხედავად იმისა რომ არ გიყვარს?!- ისევ სიფიცხემ სძლია და აცრემლებულ დას გახედა..
- მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარს, მაინც გავყვებოდი გოჩას, ჩემთვის სულ ერთა, ის ვინც მე მინდა მაინც არასოდეს იქნება ჩემი!- გამწარებულმა უთხრა და ოთახის კარები მთელი ძალით გაიჯახუნა..
ნერვიულობის ნიადაგზე შეცდომას შეცდომაზე უშვებდა გიგა. ვერ ხვდებოდა რაზე უფრო იყო გაბრაზებული, იმაზე რომ მთელმა ოჯახმა მოატყუა, დაუმალა სიმართლე რომელიც ამდენ წელიწადს იცოდნენ თუ იმაზე რომ ძალით აქორწილებდნენ გოგოზე რომელიც მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი...
ტანზე გამოიცვალა, ჯინსის შარვალზე უბრალო თეთრი ფერის მაისური გადაიცვა და კიბეებზე დაეშვა..
- საღამო მშვიდობისა - ხმამაღლა მიესალმა სტუმრებს და შავი თვალების დანახვაზე ისევ დაებინდა გონება.
- მშვიდობა მოგცა უფალმა, შვილო- ღიმილით გაეპასუხა ბერდია ვაჟს და ხევისბერის გვერდით ადგილი მოუცალა..
- რადგან ყველანი აქ ვართ , ახლა მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს - ამჯერად უფრო ფრთხილად დაიწყო ბაღათერამ და ნიკოლოზს გახედა.. - ჩვენ ვილაპარაკეთ , გავერკვიეთ . ცოტა ვინერვიულეთ კიდევაც მაშ როგორ სხვანაირად , ჩვენია ბრალი რომ აქამომდე არ იცოდნენ ბალღებმა ამ ნიშნობის შესახებ. მაგრამ დროა საქმე ბოლომდის მივიყვანოთ - გაბრაზებისაგან შეჭმუხნული წარბების ქვემოდან გახედა შვილიშვილს ხევისბერმა და ოთახში მსხდომთ მოავლო თვალი. - გონსა ხარ ბიჭაუ თუ არა?!- გაცხარებით გადაულაპარაკა გიგიას და ბერდიას თავით ანიშნა ყველაფერი კარგადააო.
- შემიძლია ქეთოს მარტო დაველაპარაკო? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ყველა ერთიანად გააჩუმა და ქეთოს კიდევ ერთხელ აეფაკლა ლოყები წითლად.
- შეგიძლია შვილო, რატომაც არა , ღიმილით უპასუხა დავითმა და ქეთოს უთხრა ბიჭს გაყოლოდა..
ნელა მიუყვებოდნენ ეზოს , ხმას არც ერთი არ იღებდა. არ იცოდა გოგომ რა უნდა ეთქვა ბიჭისათვის რომელსაც სულ მეორედ ხედავდა. ვერც გიგა უყრიდა სათქმელს თავს..
ეზოს ბოლოში მდგარი სკამისაკენ გაიწია და გოგონაც უხმოდ გაჰყვა. უყურებდა მის განიერ მხრებს, შავ თმას და იცოდა რომ ყველაფერი ეს კარგს არაფერს მოასწავებდა..
მისი დუმილის უკან დიდი ტკივილი და განცდა იმალებოდა. მაგრამ დუმდა, ხმას არ იღებდა ..
სკამის კიდეზე ჩამოჯდა გიგა და ქეთოს ხელით ანიშნა რომ დამჯდარიყო. ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოშლილი შავი თმა და მისი ქათქათა კანის შეხებაზე ტანში ერთიანად დაუარა ცხელმა ტალღამ.
- ვიცი გაინტერესებს რატომ მინდოდა შენთან ლაპარაკი. ქეთო , მე და შენ ხო ერთმანეთს არ ვიცნობთ . ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ არ მესმის როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად. ეს ხო სულელობაა, ეს ბავშობაში გაკეთებული ნიშნობა- ეს ყველაფერი ხო ხევისბერს და პაპაშენს უნდა და ჩვენ არა.
- სხვა გიყვარს? - პირველად დაელაპარაკა გოგონა და მისი წკრიალა ხმა მთებს მოედო და მათაც ბედნიერების ბანი მისცემს მაშინვე. - გეტყობა რომ სხვა გიყვარს თორემ ასე არ იქნებოდი.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს ქეთო, მე ვინ მიყვარს, მე არ გიცნობ. არც შენ მიცნობ. ის რომ ერთად ვთამაშობდით და ერთად რაღაც დროს ვატარებდით ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო, მას მერე ოცდაორი წელიწადი გავიდა. წარმოიდგინე ახლა სულ სხვა აზრები გვაქვს ორივეს ცხოვრებაზე..
- მოდი ცხოვრებას ნუ დავაბრალებთ რომ ახლა მე და შენ აქ ვდგავართ . ცხოვრებამ ბევრი რაღაც შეიძლება გააკეთოს გიგა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი. იქნება და ესეც კარგი გადაწყვეტილება იყო რომ ჩვენი ბედი ბავშობაში დააკავშირეს, იქნება ყველაზე ცუდია რაც კი ოდესმე ჩემს ოჯახს გაუკეთებია ჩემთვის, მაგრამ შენ როგორც გინდა ისე იყოს. შენ თუ არ ხარ მზად,შენ თუ სურვილი არ გაგაჩნია და მითუმეტეს თუ სხვა ქალი არსებობს შენს გულში, მაშინ არც ამ ლაპარაკს , არც ამ შეხვედრას არანაირი აზრი არ აქვს.
გულმომკლულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე სწრაფად წამოდგა. ტანზე შემომდგარი კაბა ნაზად ჩამოისწორა და სახლში შევიდა. გული ტირილისაგან დაცლას ითხოვდა. გულს უნდოდა ბოლო ხმაზე ეღრიალა იმ ტკივილისაგან რაც ჭამდა . უნდოდა რომ ამ მთებს, მისი შვილობის სახელს გაქცეოდა და სადმე სხვაგან გადახვეწილიყო. მაგრამ არ შეეძლო. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ოთახში შევიდა. კარების ჩარჩოს მხრით მიეყრდნო და ხევისბერს აცრემლებული მზერით გახედა.
ზანტად წამოდგა ფეხზე ხევისბერი და გოგოსკენ გაიწია. ფრთხილად დაადო ხელი მხარზე და გულზე მიიკრა. მიხვდა რაც ხდებოდა. იქ უკვე აზრი არ ქონდა სიტყვის თქმას. აზრი არ ქონდა ლაპარაკს და რაიმეს ახსნას.
- რას აკეთებ გიგა? - დედის ხმამ თავი ააწევინა და რეალობაში დააბრუნა. რას აკეთებ შვილო. ის მაინც თუ იცი რომ მთელს სოფელში მოგვეჭრება თავი. გინდა რომ ხევისბერი აბუჩად აიგდონ? გინდა რომ ჩვენი ოჯახი თითით საჩვენებელი გახადო ?
- რაზე მელაპრაკები დედა. ოცდამეერთე საუკუნეში ვართ . წავიდა ის დრო. როცა ისე პატარას მნიშნავდით იმ გოგოზე ვინმემ იფიქრეთ მერე რა იქნებოდა? იქნება დებილი ვყოფილიყავი. ან ნარკომანი, იქნება ქეთო ყოფილიყო უარგისი, მაინც იძალადებდით ამ ქორწილზე? არ მესმის რა გინდა,იქნებ სხვა მიყვარს , სხვა გოგო მიყვარს დედა, რომელიც იქნებ ახლა ზის და იქ მელოდება.?!
- შენ არავინ გიყვარს !- არავინ გიგა!- დაიაურების ოჯახს ფეხქვეშ მიწა გამოაცალე, მათი გოგო ისე დაიწუნე როგორც დასაკლავად ასარჩევი ბატკანი. მაგრამ ყველაზე ცუდი ისა რომ პაპაშენს მოუღე ბოლო. უხუცესების შეხვედრას გამართავს ხატობა როგორც კი ჩაივლის და სახელს იხსნის..
- რა? მოიცა , მოიცა, ეს როგორ?!- რას ქვია ხევისბერი სახელს იხსნის დედა- მხოლოდ იმიტომ რომ მე ქორწილზე უარს ვამბობ?
- არა, იმიტომ რომ ხალხის ზურგს უკან საუბარს ვერ აიტანს. ვერ გადაიტას ამ ასაკში ვინმემ უთხრას რომ მას ძალა არ შერჩა საკუთარი ოჯახი ემართა გიგა. გაიზრდები და მიხვდები თავად. მიხვდები რასაც ვამბობდი და ვინ იცის ეგება მაშინ მაინც ინანო შვილო. - ლოყაზე ნაზად მოუსვა ხელი შვილს და წყაროსაკენ წავიდა თაიასთან ერთად, გრილი წყლის მოსატანად..
უკვე ყველა წასულიყო... სახლში ადამიანის ჭაჭანება არ იყო... დაფიქრებული იჯდა ტახტზე გიგა და არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. ერთ ზუსტად იცოდა რომ ვერ გადაიტანდა , ხევისბერის ამ საქციელს ვერ გაუძებდა.
კარზე სამჯერ მიაკაკუნა და ფრთხილად შევიდა ოთახში.
- გძინავს პაპა? - დარცხვენილმა დაუძახა და საწოლთან დასჯილი ბავშვივით გაჩერდა.
- რაი გინდა გიგიავ? - ხმადაბლა ჩაილაპარაკა მოხუცმა და საწოლში წამოჯდა.
- მაპატიე დღევანდელი პაპა. გპირდები რომ გამოვასწორებ .
- უკვე გვიანია გიგიავ, წადი დაწექი დაიძინე ბალღო. ხვალ თბილისს წადი. აქ აღარაფერი გესაქმება ჩემსა.
- ხევისბერო მაგდებ? - გულიდან ამოღერღა გიგამ სიტყვები და ფეხებთან ჩამოუჯდა პაპას.
- რაი გინდა აქ გიგიავ? - აღარაფერი გაყოვნებს აქ.
- ასე არააა. ვიცი რომ დავაშავე. შენ ხო უფროსი ხარ, მეტი იცი. ვიცი რომ გაწყენინე პაპავ, გული გატკინე , მაგრამ მაპატიე.
- თავი მომჭერი დაიაურების ოჯახის წინაშე ბალღო. აქამომდე ისე მოვედი ერთ სირცხვილი არ მიჭამია, რაის ვიფიქრებდი ამხელა კაცს თუ მომიწევდა თაგვივით დამალვა..
- ასე არაა. ამას არ დავუშვებ. თანახმა ვარ. შენ როგორც გინდა ისე იყოს. თანახმა ვარ ამ ქორწილზე პაპა. ხვალვე უთხარი ბერდიას.
- მართალს ამბობ ვაჟაუ? - სიხარულით შემოუძახა მოხუცმა და გულზე მიიკრა ვაჟიი.
- მართალს ვამბობ პაპა. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება. ახლა თბილისში წავალ, ხვალ საღამოს ისევ აქ ვიქნები.
- წადი გიგიავ. ღმერთი იყოს შენი მფარველი. ნელა იარე. რომ ჩახვალ დარეკე ჩვენსა. - მხარზე თბილად დაუსვა ხელი მოხუცმა და ძილს მიეცა..
**
საბუთებს ჩაჰყურებდა გიგა და აზრებს თავს ვერ უყრიდა. მის წინ მაგიდასთან მჯდარი გიორგი ინტერესით უყურებდა ძმაკაცს და ვერაფრით ბედავდა რაიმეს კითხვას. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა მის წინ სავარძელში ჩაჯდა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა..
- რას აპირებ? მართლა აპირებ რომ ის გოგო ცოლად მოიყავნო და მაიკოს დაშორდე?
- არ ვიცი, უკვე გონება არ მიმუშავებს. შუაზე ვარ გახლეჩილი გიო. ცალ მხარეს ჩემები მეორე მხარეს მაიკო.
- მისმინე, მაიკო თუ გიყვარს ასეთ გადაწყვეტილებას როგორ იღებ? და თუ ასე მარტივად თმობ რა გამოდის არ გყვარებია? - დაეჭვებულმა კითხვა მეგობარს და ყავა მოსვა..გიგა ჩვენ ხომ ორივემ ვიცით რომ მაიკო არც არასოდეს გიყვარდა. ამაზე რამდენჯერ გვისაუბრია. მოსი სიმართლე ვთქვათ არც მაიკო იჭრის შენზე ვენებს. უბრალოდ ერთად კარგად ხართ და სულ ესაა ძმაო.
- სხვანაირად ვერ ვიქცევი გიო. რაც არ უნდა ავიჩემო რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვარ, ვერაფერს ვცვლი. მე მხოლოდ ერთი ვარ და ჩემი ოჯახი და გვარი დიდია. რა გავაკეთო?. ეს ალბათ ვინმეს რომ მოეყოლა სიცილით ავიკლებდი მაგრამ , ხომ ხედავ თავად ვარ შუაში..
- იცის მაიკომ?
- ახლა უნდა ვუთხრა. სხვანაირად არაფერი გამოვა. მერე უკან ვბრუნდები ხატობაა და დახმარება უნდათ .
- და ალბათ ქორწილის დღესაც დანიშნავს ხევისბერი.
- ალბათ . მაგრამ რამენაირად უნდა გავწელო ეს ქორწილი. მანამდე იქნება რაიმე შეიცვალოს. იქნებ რაიმე გამოვასწორო გიორგი. წარმოდგენაც არ მინდა როგორ უნდა ვიცხოვრო ქალთან რომელიც ოდნავაც არ მიყვარს..
- არ ვიცი ძმაო. მეც ძალიან მიკვირს მაგრამ ასეა.. მხრები აიჩეჩა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა..
**
მისაღებში იჯდა გიგა, ვისკის ჭიქა მაგიდაზე დაედო და ყინულებს გაშტერებული დაჰყურებდა. ხელები პატარა მაგიდაზე შემოეწყო და იმ ტკივილისათის ვერ მოეყარა თავი რომელიც ასე აგლეჯდა შიგნეულს..არ იყო მარტივი სიმართლის თქმა.
გასაღების გადატრიალების ხმაზე ზანტად წამოდგა და შემოსასვლელში დახვდა სახეგანათებულ გოგოს. ჩანთა იატაკზე დააგდო და ხელები მაგრად შემოხვია კისერზე.
- უშენოდ წამით ვერ ვძლებ - ვნებამორეულმა დაუჩურჩულა და პერანგის ღილებს წაეპოტინა.
- არა, მაიკო. ახლა არა მისმიმე - ამღვრეულმა გააჩერა ქალი , მკლავში ხელი მოკიდა და დივნისაკენ ფრთხილად წაიყვანა.
- რამე მოხდა? მშვიდობაა თუ რა სახე გაქვს? - მაშინებ , ძალა მოიკრიბა და საყვარელ კაცს თვალებში ჩააშტერდა..
- ისიც არ ვიცი როგორ გითხრა, და საიდან დავიწყო. მაგრამ უნდა იცოდე- მის წინ მუხლებზე გაჩერდა და ნერვიულად მოისრისა შუბლი- უნდა დავშორდეთ- მეტი არაფერი მკითხო ახლა, ისედაც სიგიჟის ზღვარზე ვარ . უნდა დამივიწყო მაიკო..
- რა? გიჟივით წამოხტა ფეხზე და შუა ოთახში გაოცებული სახით გაჩერდა. რას ქვია უნდა დავშორდეთ გიგა, ეს როგორ, რას ამბობ? - ამიხსენი ,მიზეზის თქმა არ გინდა? უმიზეზოდ ხომ არ დამშორდები - გაოცებული ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს და ხელებს ნერვიულად იქნევდა..
- უბრალოდ არ მინდა გეტკინოს მაიკო. ახსნას რა აზრი აქვს. ჩემი გზა სხვა მხრით წავიდა,, შენი კიდევ სხვა მხარეს მიდის.
- რას ბოდავ ადამიანო. სხვა გიყვარს?!- მოულოდნელად იკითხა და ცრემლები ლოყებზე ჩამოედინა.
- არა, არავინ მიყვარს, მაგრამ....
- მაგრამ რაააა?- გამწარებულმა უყვირა და ორივე ხელი დაარტყა მხრებში.
- ცოლი მომყავს- გადაჭრით თქვა და სასოწარკვეთისაგან იატაკზე მუხლებზე დავარდნილ გოგოს ზედ მივარდა.
- გამიმეორე - ძლივს ამოიკნავლა და მხრებში ხელები მაგრად ჩაავლო.
- მეც ძალიან მიჭირს, მაიკო. მაგრამ ცოლი მომყავს. ეს დიდი და რთული ამბავია. კარგად იცი ჩემი ოჯახის და ჩემი წარმომავლობის გამო...
- გაშლილი ხელი გაარტყა სახეში და ლოყებზე დადენილი ცრემლები მოიშორა - გასაგებია, ესეიგი ოჯახზე გამცვალე..
- არავისზე გამიცვლიხარ, უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს, ოჯახის ღირსება უნდა დავიცვა. და ჩემი საკუთარი სურვილების გამო მათ ვერ გავწირავ..
- მაგრამ მე მწირავ გიგა, შენს სიყვარულს ჩვენს ბედნიერებას წირავ... - მითხარი გიყვარს ის გოგო? - მითხარი, როდის გაიცანი , სად ნახე, მითხარი გიგა ნუ ხარ ჩუმად- ტკივილით გულდაფლეთლი კიოდა და მუშტებს მკერდზე ურტყავდა..
- არ მიყვარს არა, სულ ორჯერ ვნახე, მაგრამ...
- რა დაგაკელი ამიხსენი. ხუთი თვეა ერთად ვართ და შენი ყველა სურვილის მონად ვიქეცი, რა არ გავაკეთე ისე რომ შენი ცოლის სახელის ტარების ღირსად არ ჩამთვალეთ. მე ხომ ამასაც არ ვითხოვდი ადამიანო- სლუკუნით ამბობდა და გაშტერებული დაყურებდა საკუთარ აცახცახებულ ხელებს.
- შენ არაფერ შუაში არ ხარ, მაპატიე მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცევი. ჩემს უკან მთელი ჩემი ოჯახი დგას. მათ ღირსებას ასე ვერ გადავთელავ მაიკო, ვიცი რომ არ გესმის ვიცი, მაგრამ არც სხვას გადავათელინებ მათ ღირსებას გამიგე.. - ჯობია ახლა დავასრულოთ ყველაფერი. ჩავთვალე რომ რაც მალე გეცოდინებოდა მით უფრო კარგიი... - ძლივს მოახერხა სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა და ფეხზე წამოდგა..
- როდის გაქვთ ქორწილი?- ძლივს იკითხა და მაგიდის კიდეს ხელით დაეყრდნო.
- ჯერ არ ვიცი, არაფერი ვიცი ..
- გასაგებია. ნამდვილად რომ ყველაფერი გასაგებია. ერთ ჩვეულებრივი სოფლის ბიჭი ყოფილხარ, დედიკოზე და იმ ვიღაც გადაღრძუებულ ბებერ ბერიკაცზე დამოკიდებული. მისი მონა ხარ! გამოშტერებულმა ბებერმა აგირია ტვინი! როგორ მინდა რომ მოკვდეს და დავისვენო !- ზიზღით გამოსცა კბილებში და თვალებში ჩააშტერდა გიგას.
- არ გაბედო, გესმის?!- გაავებული ეტაკა ზედ და მთელი ძალით დაანჯღრია გოგო. არ გაბედო პაპაჩემზე ასე ლაპარაკი, თორემ არასოდეს გაპატიებ, დავივიწყებ რომ ქალი ხარ და ძალიან გატკენ - ბოლო ხმაზე უღრიალა და ხელები უშვა. თვალებში ცეცხლის ნაპერწკლები ჩასდგომოდა გიგას. სიავისაგან არ იცოდა რა გაეკეთებინა..- წადი და აღარასოდეს გადმოკვეთო ჩემკენ სავალი გზა. მეც დაგივიწყებ როგორც წამიერ ოცნებას. რაღაც ფანტაზიის ნაყოფს. რომელიც თითქოს იყო და თან არც იყო.. არავის გესმის? ამ დედამიწის ზუგზე არავის ვაპატიებ ხევისბერის შეურაწყობას- არ მოგცემ უფლებას ამ სიტყვებით მოიხსენიო კაცი რომელიც ჩემთვის ყველაფერია..
- თუ გგონია ეს ხუთი თვე ასე შეგრჩება ძალიან ცდები. გამომიყენე და მიმაგდე. შხამად ამოგადენ ამ დღეებს გიგა. ცხოვრებას გაგიმწარებ. ყოველი შენი დილა ჯოჯოხეთში მოხვედრის ტოლფასი იქნება.. გპირდები - გამწარებულმა უყვირა, ჩანთას ხელი დაავლო და კარები მთელი ძალით გაიჯახუნა..
ჯერ კიდევ ზრიალებდნენ ფანჯრები...
დივნის წინ ხალიჩაზე მოიკეცა და სახე ხელებში ჩამალა..იცოდა, რომ მაიკო მართალი იყო. ისიც იცოდა რომ ამ ყველაფერს ასე მარტივად არ დაასრულებდა... მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის თავი არ ჰქონდა. ისედაც გადაღლილი იყო განცდებისაგან .
ფიქრობდა და ვერ ხვდებოდა, რა განცდა იყო ახლა მის სხეულში გაბატონებული. თითქოს მისი გონების და გულის ერთ ნაწილს უხაროდა კიდევაც რომ ყველაფერი დასრულდა, რომ წარსულის ყუთს მიუყარა ყველაფერი და დიდი მძიმე ბოქლომი დაადო. თითქოს მისი გული სულ სხვა განცდას და ემოციას ითხოვდა..
მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს ხელი დაავდლო. მანქანის გასაღები ჯიბეში ჩაიდო და სახლიდან სირბილით გავიდა..
**
როგორც ბავშობაში ახლაც საქანელაში იჯდა ქეთო და ნაზად ირწეოდა. თბილისიდან ჩამოსულ დაქალებს ოცნებაში წასული უყურებდა და ხმას არ იღებდა.. ვერასოდეს გაამხელდა ტკივილს, რომელის ასე კლავდა , სისხლს უშრობდა და სიცოცხლის სურვილს უკარგავდა .უნებურად გამოპარული ცრემლი სწრაფად მოიცილა ლოყიდან და საქანელა გააჩერა..
- გიგამ უარი თქვა - გარკვევით და ხმამაღლა უთხრა დაქალებს და სიცილი სამივეს სახეზე შეეყინა.- სხვა ჰყვარებია, ან რატომ მიკვირს, აზრზეც არ იყო მე თუ ვარსებობდი საერთოდ. - გუშინ უარი მითხრა, ყველაფერზე- გულდამწვარმა ძლივს მოახერხა სიტყვების ამოთქმა და ტირილი მოაყოლა.
- არ იტირო გეხვეწები. მაშინვე ფეხზე წამოხტა ნუცა და დაქალი გულზე მიიკრა.- აი ნახე, გაგიცნობს და ყველაფერი შეიცვლება ქეთო, რთულია ასე ქორწინებაზე თანხმობა განაცხადო როცა არ იცი საერთოდ მეორე ადამიანი..
- თბილისში დაბრუნდა ნუცა გიგა. ყველა და ყველაფერი დატოვა და წავიდა. თავისებიც კი ფეხებზე დაიკიდა , და მე საკუთარ თავზე რა უნდა ვთქვა..
- კარგი რა, მაგაზე კარგ ბიჭს გაყვები - გაუაზრებლად წამოიძახა ელენემ და ფეხები აიკეცა დივანზე..
- აქ სხვანაირადაა ელენე. თბილისში რომ ვყოფილიყავით მასე არც ვიდარდებდი . მაგრამ აქ ხევია. სადაც ყველამ ყველაფერი იცის . და ყველა ეჭვისთვალით გვიყურებს რას და როგორ ვაკეთებთ..
- წარმოუდგენელია ქეთ. უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ გიგამ არაფრად ჩააგდო ხევისბერი და ასე მიატოვა შუა გზაზე. მე გიგას კარგად ვიცნობ , ის ამას არ გააკეთებდა. ეტყობა სხვა რამეშია საქმე..- მთელი ბავშობა ერთად გავატარეთ და ვიცი როგორ უყვარს ბაღათერა გიგას.- საუბარში მშვიდად ჩაერთო მზეო და კარში შემომავალ თვალებაჟღურტულებულ თამრის გახედა..- ამ შენს დას რა უხარია ასე? - ინტერესით იკითხა და წელში გასწორდა..
- დასხედით ქალებო, ამბავი მაქვს ბომბი, ისე დაგეცემათ როგორც 2011-ში ტყუპებს.
- როგორ გიყვარს დრამატიზირება თამრი , თქვი ახლა რა ამბავია - უღერღილოდ გაეპასუხა დას და საქანელის კიდეს თავი მიადო..
- თაია ვნახე, მითხრა გიგა თბილისში საქმეების მოსაგვარებლა წავიდა და ამაღამ დაბრუნდება ხატობას როგორ მოაკლდებაო. - მაგრამ, მხოლოდ ეს არაა, ბიჭს თანხმობა განუცხადებია ქორწილზე , თანახმაა დაიუარების გოგო შათეკაურის შთამომავალმა ცოლად წაიყვანოს.- სიცილით თქვა და დას თავზე აკოცა..- აქ სხვა ამბავია მენდეთ ,- სიყვარულის სუნი მომდის, ზედ ვნება მოყრილის, ეჭვიანობით დატენილი და ბედნიერების ცრემლებით დანამულის..
- ახ, გამოაცხო გოგომ სიყვარულის ტორტი- ბედნიერად წამოიძახა ნუცამ და დაქალს ლოყაზე აკოცა. -დამშვიდდი ახლა?- შენი ბიჭი, ახლა მართლა შენია ქალაუ - ღიმილით დაუჩურჩლა ყურში და სიყვარულით გადაუსვა თავზე ხელი.



№1 სტუმარი nene

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. იმედია, დიდხანს არ გვალოდინებ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი eni

Male dade ra meore

 


№3 სტუმარი ანსი

კომენტარებს არ ნახულობთ? დადებთ შემდეგ თავს?

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მართლა ძალიან კარგი იყო ისე მომეწონა ეს თავი ძაალიან მეცოტავა????❤️

 


№5 სტუმარი Ana-maria

ისტორიის დასრულებას დაველოდე და ახლა წავიკითხე. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ლოდინად ღირდა...ძალიან კარგია და ძალიან მომეწონა. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent