შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შენზე


24-11-2023, 22:53
ავტორი JDmini
ნანახია 799

ისტორია, მოგონებები და გრძნობები მე და შენზე "ჩვენზე".

<


მაღალი, სპორტული აღნაგობა, მუქი ფერის კანი, შავი ხშირი თმები, გამოკვეთილი ყვრიმალები, პატარა სწორი ცხვირი, ხასხასა ტუჩები და ბოლოს ყველაზე მეტად რაც მიყვარდა მასში შავი კუპრივით ღრმა და უსასრულო თვალები.

ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას ახალისებდა. როცა ჩემთან იყო მუდამ მქონდა სიმშვიდის და დაცულობის შეგრძნება. მასთან ერთად არაფრის მეშინოდა.

მიყვარდა მისი ყველა ხასიათით, მისი ბუნებრივობით და რაც მთავარია მისი ჩემდამი სიყვარულის გამო. პირველი ადამიანი იყო რომელმაც სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთ გაგება მასწავლა. როგორ უნდა მეჩვენებინა და მეგრძნობინა მისთვის როგორც მეორე ნახევრის.

ის იყო ჩემთვის ყველაფერში პირველი. პირველი ხელის ჩაკიდება, პირველი ჩახუტება, პირველი მასთან გაზიარებული კოცნა, პირველი სიყვარული, მთელი გრძნობით და ყველაზე მთავარი, პირველად გაზიარებული სარეცელი მასთან. პირველი ვნებისგან წარმოქმნილი სიამოვნება. გაზიარებული ვნება რომელსაც არასოდეს ვინანებ.

მისს თვალებს როცა ვუყურებდი ყოველთვის ვამჩნევდი, მისს გრძნობებს ჩემდამი. მიყვარდა მთელი გულით, მთელი არსებითა თუ სულით.

წასვლის შემდეგ ჩემს ანგელოზად გადაიქცა. ყოველთვის ვგრძნობ მის სიახლოვე, თან რომ მოაქვს ჩემთან მისი ასეთად სანატრელი სურნელი. გრილი, ჰაეროვანი და ამასთანავე ისეთი ტკბილი როგორიც მე მიყვარდა.

ბოლოჯერ ვათვალიერებ მთლიანი ოთახის კუთხე კუნჭულებს. რომლებიც ჩვენს არაერთ მოგონებებს ინახავს. ვემშვიდობები ჩვენს ბუდეს, ჩვენს ისტორიას მაგრამ არა სამუდამოდ. იმედი მაქვს ერთ დღესაც შევძლებ და მოგონებებით სავსე ბუდეში კვლავ შევაბიჯო კარების ზღურბლს. მივდივარ იმისთვის რომ დავიწყო ახალი ცხოვრება და შევძლო ისევ აქ მოსვლა. შევძლო მე და შენთვის, "ჩვენთვის".

მივდივარ, ერთ ხელში ვიღებ პასპორტს, თვითმფრინავის ბილეთთან ერთად, მეორეთი ცრემლებს ვიწმენდ და ბარგის ჩემოდანს ვავლებ ხელს რომლის სიმძიმესაც ვერ ვგრძნობ.
ვაბიჯებ კარების ზღურბლს, გარეთ გავდივარ, კარებს ვკეტავ და სახელურს ხელს ვუშვებ. ზურგს ვაქცევ შენობას და სწრაფი ნაბიჯებით ვეცლები იქაურობას.


ნახვამდის... იმედი მაქვს ისევ შევხვდებით ერთმანეთ. იქ ზეცაში ერთად.


მიყვარდა, მიყვარს და მუდამ მეყვარება.



დასასრული


* იმედია მოგეწონებათ და არ ჩათვლით დროის კარგვად.
პირველად დავწერე არ ვიცი რამდენად კარგია ამის გაგებას თქვენ განდობთ მკითხველნო.
რჩევებს დაველოდები რათა უფრო კარგი და შინაარსობრივი ისტორიების დაწერა შევძლო.



№1 სტუმარი სტუმარი Marie

ძალიან პატარა იყო მაგრამ ვფიქრობ შენი მიზანიც ეს იყო ამიტომ ესეც დამაკმაყოფილებელია☺️ პატარაა მაგრამ თითოეული სტროფი რაღაცა განსაკუთრებულსა და ამასთანავე ამოუხსნელ მაგრამ ლამაზ გრძნობას აღვიძებს შენში ❤️ მომეწონა ვისურვებდი უფრო ვრცლად შემოგვთავაზო რამე ისტორია ☺️ მგონია ტომ გამოგივა ამიტომ წარმატებები და ველი შენს შემდეგს JDmini❤️!!

 


№2  offline წევრი JDmini

სტუმარი Marie
ძალიან პატარა იყო მაგრამ ვფიქრობ შენი მიზანიც ეს იყო ამიტომ ესეც დამაკმაყოფილებელია☺️ პატარაა მაგრამ თითოეული სტროფი რაღაცა განსაკუთრებულსა და ამასთანავე ამოუხსნელ მაგრამ ლამაზ გრძნობას აღვიძებს შენში ❤️ მომეწონა ვისურვებდი უფრო ვრცლად შემოგვთავაზო რამე ისტორია ☺️ მგონია ტომ გამოგივა ამიტომ წარმატებები და ველი შენს შემდეგს JDmini❤️!!

მიხარია რომ მოგეწონა <> მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent