შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები (თავი 15)


25-11-2023, 19:09
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 247

- აუ ნატა არ მინდა რაღაც წამოსვლა, ათასი საქმეა ჯერ წესიარად არც მივლაგებულვართ.
- არ მოგენატრა აქაურობა? გავისეირნოთ ცოტა ჯერ და მერე წავიდეთ ბარში.
- ტყუპების დატოვების აზრიც არ მხიბლავს ხომ იცი?
- ლილისთან იქნებიან ნინა.დიანას მშობლები, პლიუს ძიძაც.
- მაინც.
- მოდი აქ ავარჩიოთ რას ჩავიცვამთ.
- ოხ შენ ხო კაცი ვერ გადაგარწმუნებს.
ნატამ ლამის მთელი გარდერობი გადაქექა.ბოლოს არჩევანი მოკლე შავ მუხლებამდე კაბასა და აბრეშუმის მუქ ლურჯ ზედაზე შეარჩია, ფეხზე შავი მაღლები ამოიცვა, პლიუს მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად იყო.ულამაზესი იყო ნატა, როგორც ყოველთვის.საკუთარი თავით კმაყოფილმა დაქალის ოთახს მიაშურა.
- შენ რა კიდევ არ ხარ მზად?
- არ ვიცი რა ჩავიცვა .
- მოიცა, მე ვიცი სამაგიეროთ.და იცოდე პროტესტი არ მიიღება.
ნატამ კარადიდან შავი მაღალ წელიანი კლასიკური შარვალი, თეთრი ტოპი და შავი მოსაცმელი გადმოიღო.ნინამაც პროტესტის გარეშე მოირგო
- აუ ნატ ცოტა მეზედმეტება ეს ზედა
- გაგიჟდი .ნეტა შენნაირი მკერდი მქონდეს და სულ არაფერს ჩავიცვამ
- რა გიჟი ხარ.
- მოდი თმები მაღლა აიწიე .მსუბუქი მაკიაჟი და ეგაა.
- პროსტა რა ვიდზე ვართ რა. კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ნატამ და მეგობარს ხმაურით აკოცა ლოყაზე.
დიანასთან დატოვეს ტყუპები. ბავშვებიც სიხარულით დათახმდნენ ლილისთან დარჩენაზე.
-ნინა ხავიერიც მოდის დღეს . იცოდე არ გაბრაზდე.
- რატომ უნდა გავბრაზდე ?
- ძალიან კარგი იქნებ თვალიდან ბინდი გადაუვიდეს ჩემს დაქალს და გაეხსნას გონება.
- ნატა მორჩი ეხლა .
გოგოები ბარის შესასვლელთან იყვნენ, როდესაც ხავიერი გადმოვიდა მანქანიდან..
- საღამომშვიდობის ლამაზებო და მშვენიერებო
- საღამომშვიდობისა ხავიერ მიესალმნენ გოგოებიც.
- წავედით შევიდეთ თვალი ჩაუკრა ნატამ დიანას.
- როგორხ ყოველთვის ულამაზესი ხარ.
- მადლობა ხავიერ . არ შევიდეთ?
- კი კი. ნუ ხარ დაძაბული ნინა უბრალოდ შენთან დაახლოება მინდა . არც ის მინდა დისკომფორტი შეგიქმნა.
- ხავიერ ხომ ვილაპარაკეთ არა?
- მახსოვს ნინა, მაგრამ ბოლომდე ნუ მომისპობ შენთან მოსასვლელ გზას.
-წამოდი ჩვენს მაგიდასთან მივიდეთ გველოდებიან.
ბევრი ილაპარაკეს, იცინეს . ხავიერი თვალს არ აშორებდა ნინას . გაგიჟებული იყო ამ ქალზე, 5 წელია სიგიჟემდე უყვარს, ინგლისში მხოლოდ მის სანახავად ჩადიოდა. ნინასთან კი საქმეს იმიზეზებდა სულ.ნინამაც თავისმხრივ იცოდა მისი ვიზიტების ნამდვილი მიზეზი. ბევრჯერ უთხრა პირდაპირ, რომ ვერ შეიყვარებდა,მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა. ეხლაც ნინას გვერდით ზის და შეჰყურებს ერთადერთ ქალს, რომელიც მთელი 35 წლის მანძილზე შეიყვარა.
- გავალ და მოვალ .თავი ამტკივდა მანქანაში წამალი მაქვს.
- გამოგყვები ნინ
- იყავი ნატ მოვალ ეხლავე არ დავიკარგები მიუგო ღიმილით.

-მგონი ვგიჟდები
- რა მოხდა სანდრო
- ბექუშ გეფიცები ნინა ვნახე ეხლა.
- მოჩვენებები გეწყება მგონი.
- მოვალ ელხავე .
- გაგიჟდა ვერ ხედავ ყველგან ნინა ელანდება.
- ნეტავ ტასო რატომ არ მოდის?
- მაცა კიდევ მე . დავურეკო
- ძმა ხარ.
-ტასიკო სად ხარ ? არ მოდიხარ?
- ზუსტად ეხლა ვაპირებდი დარეკვას, არ გეწყინოთ რა. ლაშას რაღაც ქონია დაგეგმილი და სავახოდ გავდივართ. არ ვიცოდი, თორემ..
- კარგი ტას . დროებით ..ჭკვიანად , დამატა გაფრთხილებით.
- რაო?
- არ მოდის ლაშასთან ერთად ვახშმობს და ეხლა არ გადაფსიხდე თუ კაცი ხარ.
- ამის დედაც..
- რაც დაიმსახურე იმას იმკი. გოგოს 5 წელი უყვარდი ლამის და შენ დაიკიდე.
- დავლიოთ რა თორე ფხიზელი გავაფრენ.

ნინა ბარში აპირებდა შებრუნებას როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა .
- ნინა
სანდრო უყურებდა საყვარელ ქალს, საოცნებოს, სანატრელს, რამდენჯერ წარმოედგინა მასთან შეხვედრა. ეხლა ამდენი წლის მერე მის წინ დგას. თვალებს ვერ უჯერებს, ნუთუ ეს სიზმარია?. მისი ნინა აქ იყო მისგან რამოდენიმე მეტრის მოშორებით. ასე ახლოს და ასე ძალიან შორს. ისეთივე ლამაზი, როგორც ადრე , იმაზე მეტად სასურველი ვიდრე მანამდე.
ნინა გაქვავდა , ადგილოდან ნაბიჯი ვერ გადადგა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
- რა უნდა ეთქვა ?
- როგორ მოქცეულიყო?როგორ უნდოდა ჩახუტებოდა საყვარელ კაცს ,მაგრამ არ შეეძლო.
- თავში ათასი ფიქრი უტრილებდა, როდესაც სანდრომ მათ შორის არსებული მანძილი დაფარა და გაოგნებული გოგონა, გულში მთელი ძალით ჩაიხუტა. მისმა სურნელმა თავბრუ დაახვია. როგორ მონატრებია! როგორ სდომებია!
რამდენიმე წამი მთელი ძალით ეხუტებოდა გოგოს. სანამ ნინა არ მოვიდა გონს.
- სანდრო გამიშვი თუ შეიძლება.
- არა, არა ამას ნუ მთხოვ. არ იცი როგორ მენატრებოდი, როგორ მაკლდი. თავი სიზმარში მგონია. ნუთუ ეს შენ ხარ?
საყვარელი ქალის სახე ხელებში მოიქცია , შეჰყურებდა თვალებში, როგორც ადრე ეხლაც შეეძლო ამ მწვანეებში ჩაკარგულიყო.
- გეყოფა , ხელი გამიშვი
- არ შემიძლია გთხოვ.
სად იყავი ნინა? ამდენი ხანი სად იყავი? მითხარი გთხოვ. ჩვენ რამდენი დრო დავკარგეთ.
- საკმარისა სანდრო ხელი გამიშვი. სიტყვა ჩვენ არ არსებობს.ჩემთვის დიდი ხანია აღარ არსებობ.
- შეუძლებელია ასე ვერ ამომშლიდი გულიდან. არაუშავს ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძველი წყენა დაგავიწყო.
- წყენა? ისტერიული სიცილი აუტყდა ნინას.წყენისა და დამცირების, შეურაცყოფის მნიშვნელობები გერევა ერთმანეთში.
- ნინა მაპატიე გთხოვ. მუდარა შეეტყო სანდროს სიტყვებს.
- გაპატიე მაგრამ არ დავივიწყებია. ჩემთვის იმ დღეს მოკვდი სამუდამოდ როდესაც სახლში მოგაკითხე. დეტალებს ვერ გავიხსენებ ისედაც დიდი ხანი ვცდილობდი დამევიწყებინა.
- მეგონა იმ კაცთან იყავი. სისხლი გამეყინა როცა შეგეხო.
- მე კი გული გამეყინა შენი ქნედებების შემდეგ . ხო მართლა დედაშენი მომიკითხე .გადაეცი, ფული რომელიც მომცა კარგად გამოვიყენე.
- რა ? რას ამბობ? რა დედაჩემი? რა ფული? დაბნევა დაეტყო სანდროს.
- თვითონ გაარკვიე. ხო მართლა საქმე მაქვს შენთან 5 წლის წინ უნდა მეთქვა მაგრამ არ მომისმინე.ხვალ მოგაკითხავ სამსახურში უნდა ვილაპარაკოთ
- რა უგრძნობივით ლაპარაკობ. ასე ვერ წახვალ .
- გითხარი ხვალ გნახავ .ეხლა კი გამიშვი მეგობრები მელოდებიან.
ხელი გამოგლიჯა სანდროს და მეგობრებთან შებრუნდა. ეცადა აღელვება დაეფარა.
- ნინა სად იყავი ამდენ ხანს? ჰკითხა ნატამ
- სანდრო ვნახე შემთხვევით. აუღელვებლად დაუბრუნა პასუხი.
ხავიერს ღიმილი შეეყინა სახეზე , ისევ ის კაცი, ისევ ის.არა ეხლა არ მისცემს უფლებას ნინა წაართვას.
- მოიცა ასე მშვიდად როგორ ხარ? (დიანა)
- ხო მეც იმავე კითხვა მაქვს (ნატა)
- აბა რა ვქნა ისტერიკები გავმართო? ისედაც ვაპირებდი მის ნახვას. ხვალ უნდა დაველაპარაკო. მინდა თუ არა ჩემი შვილების მამაა და მომიწევს მასთან კონტაქტი.
არ გვინა ამაზე ლაპარაკი .
- კარგი მაგრამ...
- გთხოვ! მუდარა გაისმა ნინას ხმაში.

სანდრო სახე წაშლილი იდგა გარეთ და ვერ აანალიზებდა რა მოხდა.ნუთუ ნინასთან მისასვლელი გზა სამუდამოდ დაკარგა.!? არა ჩემი ნინა ასეთი არ იყო. ასეთი ცივი, უგრძნობი. არა ამას ვერ დაიჯერებს.ერთ წერტილს უყურებდა და გონზე ვერ მოსულიყო. მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როდესაც ბექას ხმა გაიგონა.
- ეიი სანდრიკო სად დაფრინავ?
- ის იყო ბექა, ნინა იყო.აქაა, გესმის? აქ არის და ეხლა აქ სადაც შენ დგახარ იქ იდგა.
- რა ? ხო არ ღადაობ?
- ისე მიყურებდა, თითქოს ვიღაც გამვლელი ვყოფილიყავი. ისეთი ცივი,და სასტიკი ხმა ქონდა .
- ეხლა სადაა?
- შიგნითაა.
- მერე რას დგახარ აქ ?დროზე წამოეთრიე
ბექას ნერვიულობა და აღელვება დაეტყო. თუ ნინა აქაა შეიძლება ნატაც აქ ყოფილიყო. არა სასწრაფოდ უნდა ენახა.
ბიჭებმა შორიდანვე შეამჩნიეს მათი მაგიდა. სანდრო უმალვე მათკენ გაემართა.ხავიერის იქ დანახვაზე სისხლი აუდუღდა. ნუთუ ერთად არიან? ფიქრები წამში უკუაგდო და გაბრაზებული მიიჭრა მათ მაგიდასთან.
- ნინა გავიდეთ უნდა ვილაპარაკოთ.
- მე გითხარი ხვალ ვილაპარაკებთქო ეხლა კეთილი ინებე და დაგვტოვე.
- მგონი გასაგებად გითხრეს, რომ დაგვტოვო.
- შენ ვინ ხარ საერთოდ? რატომ ერევი იქ სადაც არაფერი გესაქმება? თუ მაინცდამიანც სიფათი დაგინგრიო.
- ძალადობით მარტო შენნაირები თუ აგვარებენ საქმეს. გაბრაზებულმა შეხედა ხავიერმა.
- მოდი აქ ...
- ის იყო დარტყმას აპირებდა, როდესაც ბექამ გააჩერა.
- დაწყნარი ძმაო, არ გინდა. ვერ ხედავ რამდენი ხალხია.
- გამიშვი ბექა .
საკმარისია სანდრო., რა არ გასვენებს რა? რა აყალმაყალს აწყობ აქ? იქ ნუ ერევი სადაც არაფერი გესაქმება. დაგვტოვე. ხვალ მე თვითონ მოვალ შენთან.
- ჯანდაბა ამის დ....აც .
- წავედით დიანა გთხოვ.
ნინამ და დიანამ ბარი ხავიერთან ერთად დატოვეს, რაზეც სანდრო საერთოდ გაგიჟდა. გიორგიმ ზუსტად იცოდა რაღაც სისულელეს ჩაიდენდა და ძალით გაიყვანა იქიდან სანდრო.
- დაწყნარდი ძმაო ბევრი დრო გექნებათ სალაპარაკოდ
- ვერ ხედავ იმ სი...ს გაყვა .
- დამშვიდდი,ეხლა სახლში წაგიყვან და საღ აზრზე რომ მოხვალ მერე გადაწყვიტე რას იზამ.


სანამ გავიდოდა ნინა ბექას მიესალმა და ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა.
-იცოდე ნატას გაუფრთხილდი თორემ საქმე ჩემთან გექნება.
- ბექას ჩეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

რა ხდებოდა ამ დროს ნატასთან?
გული სიხარულით აევსო ბექას დანახვაზე. თითქოს მისი ნახვა აკლდა, მხოლოდ ბედნიერებისთვის, რომ გეკითხათ გიყვარს თუ არაო? გიპასუხებდათ რომ არა, ნატა ასეთი იყო გრძნობების საჯაროდ გამოტანა არასდროს უყვარდა. თითქოს თავისუფალი ნატა, სინამდვილეშიც შებიჭილი იყო. მხოლოდ ნინამ იცოდა რა ხდებოდა მის გულში ამ წლების განმავლობაში, მაგრამ , ,ეხლა მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ბექა მხოლოდ მისი ყოფილიყო. ბექას გონზე მოსვლაც არ აცალა ისე მიეჭრა და აკოცა, ამ კოცნაში თითქოს ყველა ის გრძნობა ჩააქსოვა რაც ჰქონდა
ბექას მიმართ.ბიჭი გაოგნებული იყო, უხაროდა მის გულს, რომ ქალი, რომელსაც ამდენი ხანი გულში მალავდა მასთან იყო და არასდროს გაუშვებდა.
- იცოდე მაგრა გამიტყდება ეხლა , შეყვარებული თუ გყავს, ან საცოლე, ან უარეს შემთხვევაში ცოლი. რადგან მე ვაპირებ ვიყო შენი შეყვარებული, საცოლე, და ბოლოს ცოლი
- მგონი არაა ცუდი ვარიანტი ხომ იცი შენ.ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბექას.
- ჯერ ერთი მე ყველაზე კარგი, ზედმეტადაც კარგი ვატიანტი ვარ შენთვის ძვირფასო.ჩემგან ვერასდროს დააღწევ თავს დღეიდან იცოდე.
- რანაირი ხარ გეფიცები ვერ ამოვხსენი. საკოცნელად მომვარდი, სიყვარული ამიხსენი და პლიუს ჩემს ცოლობასაც კი გეგმავ.
- ბევრს ნუ ლაპარაკობ მაკოცე.
- მიყვარხარ ნატა ხომ იცი არაა?
- ვიცი, მეც მიყვარხარ.
დიდ ხანს ილაპარაკეს ნატამ და ბექამ. ოროვემ ზუსტად იცოდა ამ.დღის მერე სამუდამოდ აპირებდნენ ერთმანეთის ატანას.
- ისე ქალბატონო რაო როდის აპირებ ჩემს ცოლბას მაინც ვიცოდე.
- რა მოსაწყენი კაცი ხარ . რაიყო რა გეჩქარება? მაცალე ჯერ დავტკბე თავისუფლებით. მერეც მეყოფი ასატანად.
- ჰმ ფრთხილად ჩემი თავი ვინმე მაღალმა, გრძელფეხება ქერამ არ აგწაპნოს.
- შენ მაგაზე იფიქრე , ვინმე მაღალმა ცისფერთვალება ,.სიმპატიურამა კაცმა არ აგწაპნოს ჩემი თავი.
- მოდი აქ ჩემო გიჟო დავტკბე შენით.და მონატრებულ ქალს ტუჩებზე დაეწაფა.
რატომ არაფერს მეკითხები? საუბარი წამოიწყო ნატამ
- სადმე მშვიდ ადგილზე წავიდეთ და შენ ყველაფერს მომიყვები.
- ჩემი ბინა არაა დასრულებული დროებით ნატასთან ვცხოვრობ ამიტომ ჯობია შენთან წავიდეთ.
- ქალების ქალი ხარ რაა. აქით მთხოვ რომ ჩემთან ავიდეთ?
- რატომაც არა? თან ჩემი მომავალი სახლი ხომ უნდა ვნახო.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან დაიძაბა , უფრო საინტეტესო გახდა გთხოვთ მალე დადეთ გავრძელება

უმავრესია.ველით გაგრძელებას

 


№2 სტუმარი Gvanca

Dzalian kargi iyo magram cota gaadide ra ar myofnis da droze dade ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი ნია

მალე დადეთ რაა გელოდებით

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

Klargia magram patarra da didxans gvalodinebt male dade ra gelit

 


№5 სტუმარი სტუმარი მაიკო

როდის იქნება ახალი დავიტანჯე ??ძალიან მაინტერესებს...

 


№6  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი მაიკო
როდის იქნება ახალი დავიტანჯე ??ძალიან მაინტერესებს...

დღეს დაიდება . მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent