შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური და პოლიციელი 7


27-11-2023, 14:27
ავტორი amanim
ნანახია 1 103

თეკლა დადიანი

დილით ყიფიანის მკლავებში გახვეულს გაეღვიძა, სიამოვნებისგან გააჟრიალა კიდეც. განა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე კარგი? მასთან თავს დაცულად გრძნობდა და არა მარტო, ეს ადამიანი აბედნიერებდა კიდეც. იმ დღიდან როცა გაიცნო, მიხვდა რომ მასში სულ სხვა ემოციებს იწვევდა და აი ამ ემოციებმა სადამდე მოიყვანა. მისკენ გადაბრუნდა და ცხვირი ცხვირზე მიადო.
- ყველა დილა ასე უნდა იწყებოდეს!- ამოილუღლუღა ბოხი ხმით, რომელიც კიდევ უფრო დაბოხებოდა დემეტრეს. გოგონამ ნაზად აკოცა და წამოჯდომა სცადა.- არ ადგე ცოტახანიც ვიყოთ ასე.
- ყველა დილა დავიწყოთ ასე მაშინ! ავდგეთ, დააგვიანებ სამსახურში.- საწოლიდან ადგა თეკლა და სულ ძალით წამოაგდო დემეტრეც. სამზარეულოში გაცუნცულდა და საუზმე მოამზადა. მაგიდას აწყობდა, როდესაც შეამჩნია როგორ უყურებდა კედელს მიყრდნობილი დემეტრე. მის სახეზე ალბათ ყველაზე ნათელი ღიმილი იყო გამოსახული, რაც კი ოდესმე თეკლას უნახავს.
- ოხ წითურო, ეს რა მიქენი? ხვდები ხო ახლა ჩემი რომ ხარ?
-მე? მე არაფერი გამიკეთებია, დიახ ვხვდები და არც ვნანობ! შენ მინდოდი!
- გინდოდი? ახლა აღარ გინდივარ?- უფრო ვნებიანი გაუხდა ხმა ყიფიანს და გოგოსკენ დაიწყო სვლა, თეკლა კი იდგა და ეღიმებოდა როგორ ვერ ისვენებდა დემეტრე.
- ახლაც მინდიხარ, სულ მენდომები!- არც თეკლამ დააკლო ვნება, შიშველ მხრებზე ხელებს უმისამართოდ დაასრიალებდა გოგონა და ხვდებოდა ახლა თუ არ გაჩერდებოდა, დემეტრე თავს ვერ შეიკავებდა! ამიტომ ნაზად აკოცა და შემდეგ ყავა მიაწოდა. გაკვირვებული ყიფიანის სახე რომ დაინახა სიცილი ძლივს შეიკავა, მან კი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა, თეკლა მისკენ შეატრიალა და მთელი სხეულით მიიზიდა.
- ანუ? ამ წუთას შენ მე გამაგიჟე და ასე მარტივად გინდა გამოძვრე?
- საღამომდე კი, სამსახურში დააგვიანებ.
- ისედაც ვაგვაინებ.- ხმის ამოღების საშუალება აღარ მისცა გოგონას, მის მარწყვის ტუჩებს წვდა. თეკლამაც თმაში შეუცურა ხელი და ქვედა ტუჩზე ნაზად უკბინა.- ასე რომ აკეთბ, სულ მთლად მაკარგვინებ ჭკვას.- ამოიგმინა დემეტრემ..... იმ დილით დემეტრემ სამსახურში დააგვიანა და საყვედურსაც ბეწვზე გადაურჩა. სახლში დარჩენილი თეკლა კი ფორტეპიანოს მოხატვას ასრულებდა, თან ფიქრობდა ყველაფერზე ერთად. უყვარდა, მართლა უყვარდა და სულაც არ ნანობდა იმ ნაბიჯს რაც გადადგა, პირიქით უნდოდა მისი ზურგი გამხდარიყო, უნდოდა დახმარებოდა მის საყვარელ მამაკაცს ეპოვნა მშობლები. ფიქრებში იყო გართული, როცა ტელეფონმა დარეკა. მანჩო იყო.
- როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
- კარგად, მანანა. თავად?- აკისკიდა თეკლა რომ წარმოიდგინა რა სახეს მიიღებდა მანჩო ამ სახელის გაგონებაზე.
- თეკლა! რა ხდება? რას შვრები?
- არაფერს, სახლში ვარ შეგიძლია გამოხვიდე და ვისაუბროთ.
- სად სახლში?
- ჩემ სახლში, დემეტრე წეღან წავიდა.
- ოჰოო, აი მესმის რარაცეები გამომიტოვებია. მოვდივარ.
აღარც დააცადა თეკლას რამის თქმა ტელეფონი გაუთიშა. დადიანმაც მოაწესრიგა სახლი ამასობაში და ჩაიდანიც შემოდგა ქურაზე. მალე მოვიდა კიდეც და ასეთი გაბადრული სახხით რომ ნახა თეკლა სიხარულისგან რამის ცრემლებიც კი წამოუვიდა, გაუხარდა ისევ ცოცხალი გამომეტყველება რომ ჰქონდა გოგონას.
- როგორ მიხარია! რაო დემეტრემ? კატუშა? ის როგორაა?
- დაჯექი მოდი, ყავას დავასხავ და მოგიყვები.- გაეცინა გოგონას მოუსვენრობაზე და ყავები უცბად დაასხა, მაგიდასთან გემრიელად მოკალათდა და საუბარიც დაიწყო.- მოკლედ ხო იცი ჩემი წამოვლების შესახებ? ხოდა წუხელაც მასე მოხდა, დემეტრესთან ხო დავრჩი დავადე თავი და წამოვედდი სახლში, ფორტეპიანო მოვხატე.- მაშინვე წამოხტა მანჩო და მისაღებში მდგარ ფორტეპიანოს გახედა, რომელსაც აღფრთოვანებული უყურებდა, ყველა ის დეტალი ისე ჰქონდა აღბეჭდილი თეკლას ემოციებსაც ვეღარ გამოხატავდა, იმდენად მოსწონდა დაქალის შემოქმედება.- მოდი დაჯექი, მოკლედ გვიან გაგიჟებულმა დამირეკა, სად ხარო და მომადგა, ნუ ისე მოხდა რომ სიყვარულში გამომიტყდა და მეც გამოვუტყდი, მერე კი მასთან ვიწექი.
-რაა?- გაოგნებას ვერ მალავდა მანჩო.- ანუ, განა რამე უბრალოდ დარწმუნებული ხარ? არ ინანებ მერე?
- ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ, ხოდა გადაწყვეტილებაც მივიღე და მინდა მშობლების პოვნაში დავეხმარო! მინდა ამ თემაზე იფიქროს, ხომ იცი რომ ობოლია? მინდა მას მაინც ყავდეს მშობლები, კი ორნი კარგად ვართ, მაგრამ მინდა იგრძნოს როგორია მშობლების ყოლა.
- ვააა, აი მესმის სიახლეები. მთავარია შენ იყო დარწმუნებული შენს ნაბიჯში და მე შენს გვერდით ვარ! რაც შეეხება მშობლებს ჯობს მასთან განიხილო, იქნებ არ უნდა?
- ხო, არ უნდა ვცადე საუბარი და არ გამომივიდა, თუმცა ვფიქრობ დაფიქრდება და მაინც მოინდომებს, კარგი გვეყო ჩემზე შნ როგორ ხარ?
- რა გვეყო შე ქალო, ცოცხალს გხედავ და ამაღამ სად წახვალ? ან მაგაზე ილაპარაკეტ საერთოდ? ან საერთოდ რა ეტაპზე ხართ?
- არ გვილაპარაკია, მაგრამ ვიცი რომ აქ მოვა და სახლში წავალთ.- ჩაფიქრებულმა , მაგრამ თავდაჯერებულმა უთხრა.
- დარწმუნებული ხარ?
- ასი პროცენტით.- თვდაჯერებული იყო, იცოდა არ დატოვებდა, არავითარშემთხვევაში ახლა ისინი იყვნენ ერთნი და ეს ორივემ ძალიან კარგად იცოდა. კიდევ დიდხანს ისაუბრეს, აქა იქ დავაითსაც ახსენებდა თეკლა, უნდოდა ეცადად მაინც მაჭანკლობა. მალევე წავიდა მანჩო და დარჩა თეკლა მარტო ფიქრებთან. თორბიკესაც ელაპარკა, კატუშას მდგომარებოაც გაიგო, მკურნალობა საკმაოდ ნელა მიდიოდა, კატერინას დეპრესიის გამო. დაზე ძალიან ნერვიულობდა, იმედი ჰქონდა რომ ყველა წინაღობას გადალახავდა და თავის კატუშას, მხიარულს და ენაკვიმატს დაიბრუნებდა. ამასობაში დემეტრემაც დაურეკა.
- წითურო, როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- შენზე ფიქრებში ვარ გართული, ამ საღამოს გამოგივლი და წავიდეთ სახლში. დავითი მარტოა ჩემთან.
- ისევ შენთანაა?
- კი, ხშირად რჩება ჩემთან.
- ძალიან კარგი, წავიდეთ კი, რაღაცეები ჩავილაგო ანუ ხო?
- აბა რა უნდა ქნა. წავედი ახლა მიყვარხარ.
- მიდი, მეც მიყვარხარ.
არ შემცდარა, ხომ იცოდა რომ ასე იქნებოდა. გრძნობდა, რომ ასე იქნებოდა. დემეტრეს თვალებს რომ უყურებდა ხვდებოდა და მასში კარგად ხედავდა როგორ უყურებდა, რამხელა გრძნობით. აქამდე თითქოს ცარიელი და სევდიანი თვალები ჰქონდა ახლა გაბრწყინებული. თვითონაც ასე იყო. ფიქრები მოიშორა და გადაწყვიტა მზადება დაეწყო წასასვლელად.


დემეტრე ყიფიანი


მთელი დღე თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ არ იყო ასე. გული აჩქარებული ჰქონდა, უფრო ბედნიეირ იყო და ახლა გრძნობდა რომ მარტო არ იყო. იცოდა რომ ახლა თეკლა მისი იყო და მის გარდა არავინ უნდოდა. ყიფიანი უკვე მარტო აღარ იყო, ბედნიერი იყო, რადგან ახლა უკვე სწავლობდა და გრძნობდა რას ნიშნავს გიყვარდეს, უყვარდე და ზრუნავდნენ. ახალ საქმეზე მუშაობისთვის მთელი გონების მოკრება სცადა და მუშაობასაც შეუდგა. მანამდე თეკლასაც დაურეკა დაგეგმეს, რომ საღამოს გაუვლიდა და სწორედ მაშინ როცა უთხრა გოგონამ მიყვვარხარო, მიხვდა რომ გული კიდევ უფრო აუჩქარდა და გაბედნიერდა. ეცადა კვლავ მოეკრიბა კონცენტრაცია და საქმეზე მუშაობა დაიწყო. დაკითხვები რომ დაასრულა ყავით ხელში კაბინეტში დაბრუნდა, საკმაოდ დაღლილი, იქ კი ბატონი ერეკლე დახვდა, ეს ის კაცი იყო რომელიც მას დაეხმარა თანამდებობაზე დანიშნულიყო. მისმა დანახვამ შეაკრთო, თუმცა, ეცადა არ შეემჩნია და სავარძელში მშვიდად ჩაეშვა.
- ბატონო ერეკლე? ხომ მშვიდობაა? თქვენ რომ მობრძანდით?
- კი, დემეტრე ყველაფერი კარგდაა,როგორ მიდის გამოძიება?- სწორედ აქ მიხვდა, ახლა რაზეც მივიდა პირადად.
- ჩიხში შევედით, ვნახოთ გამოძიება მიმდინარეობს და იმედიც არსებობს თავისთავად რომ ვიპოვით, მართალია ხელ მოსაჭიდი არაფერი გვაქვს ამ ეტაპზე, მაგრამ ვერსად გამექცევა.
- ძალიან კარგი, მინდა გითხრა რომ ერთი სული მაქ როდის დაიჭერ, პასუხი პირადად მინდა მოვთხოვო!
- რაო?
- ხო, მან გარისკა და ჩემ ბიჭს დაემუქრა, გუშინ საღამოს ვიღაც ნიღბაინი ტიპი დაესხა თავს და დაჭრილი წევს ახლა ჩემი შვილი!
- რატომ აქამდე არ გამაგებინეთ? ან განაცხადი რატომ არ შემოიტანეთ?
- დემეტრე, ხომ იცი რომ ჩვენთან ეს საქმეები ასე არ გვარდება, შესაბამისად ახლა მოვედი რომ დაიჭერ იცი რაც უნდა ქნა.
- კარგით, ყველაფერს გავაკეთებ რომ დავიჭიროთ და დაბსაჯოთ!
- მაშ რახან შევთანხმდით მე წავალ, აღარ მოგაცდენ. დროებით.
დემეტრეს ხელი ჩამოართვა და კაბინეტი დატოვა. დემეტრეს კი ახლა ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ცოტა დაიძაბა კიდეც და მოიღუშა. სამუშაო განაგრძო და ლამის დროც გაეპარა. მალე ეცადა საქმეების მოშორებას და მაშინვე თეკლასკენ გასწია. მივიდა თუ არა, სწრაფად გაუღო გოგონამ კარები და გემრიელადაც ჩაეხუტა, წითურის ჩახუტებამ კი გუნება წამში გამოუსწორა. მასზე აშკარაგ კარგად მოქმედებდა.
- წავიდეთ?- მზრუნველი ხმით ჰკითხა თეკლას, რომელიც ისევ ისე ეხუტებოდა თითქოს მთელი საუკუნე არ ენახა.
- წავიდეთ, ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. მოვიფიქროთ რა მოვამზადოთ რომ ერთად ვივახშმოთ.
- კარგი.- როგორ ჟღერდა ერთად ვახშმობა, ბედნიერი იყო დემეტრე და ვერც კი წარმოიდგენდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დიდი ბედნიერება. შინ წავიდნენ და დავითიც იქ დახვდათ, ბედნიერი გადაეხვია ორივეს და თან დატუქსა მარტო რომ დატოვეს. თეკლა მაშინვე სამზარეულოში შევიდა და მოიძია რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. დემეტრე და დავითი კი დღევანდელზე საუბრობდნენ, რა თქმა უნდა ამ ინციდენტით უკმაყოფილო იყო დემეტრეც და დავითიც. მაგრამ ახლა იმის დრო არ ჰქონდა რომ შეწინააღმდეგებოდა, იცოდა რასაც გააკეთებდა, აქამდე ფიქრობდა რომ უკვე დრო იყო დაეწყო საკუთარ გზაზე სვლა. აღარ უნდოდა ამ ადამიანს დახმარებოდა და ფიქრობდა როგორ ჩამოეშორებინა და მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნდა დაეწყო მასზე ინფორმაციის შეგროვება, ყველა სამხილის და დაეკავებინა. თვითონ კი გადავიდოდა საზღვარგარეთ და იქ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ ახლა როდესაც თეკლა ჰყავდა უკვე ვეღარ რისკავდა ასე. იცოდა რომ თეკლას საფრთხეს შეუქმნიდა, მას კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა გოგონას რამე დამართნოდა და ამიტომ უკვე უკან იხევდა. ახლა უკვე სხვა საფიქრალი და სხვა საზრუნავი ჰყავდა თეკლას სახით, ის ფაქტიც რომ გოგონა მშობლებზე ცდილობდა დალაპარაკებას პლუს. აღარ იცოდა რა უნდა ექნა. მალე თეკლამ უხმო ბიჭებს სავახშმოდ და კვლავ იდელიაში ივახშმეს. თითო ბოკალი ღვნიოც ჩამოისხეს და მისაღებში გადაინაცვლეს.
- არა და მაინც როგორ მიხარიხართ.
- ხო არა? რას იტყვი დავით მიღირს?- აკისკისდა თეკლა, როდესაც დემეტრეს ლეკვის თვალებს გადააწყდა.
- კი, ნამდვილად გიღირს, ნახე გოგო რა ბიჭია, რა ტან-ფეხი რა თვალ-წარბი იფ იფ...- იტალიელივით იკოცნიდა თითებს თან.
- რავიცი თვიტონ კი ბუზღუნებს, არ ვარ ისეთი როგორიც ვჩანვარო, ამ დროს იმაზე თბილია ვიდრე ჩანს.
- მეც აქ ვზივარ ისე, რომ იცოდეთ! გამჭორეს.- დაიწუწუნა ყიფიანმა.
- კარგი კარგი, იფიქრე იმაზე რაც გითხარი?- მიუხვდა ყიფიანი რაც აინტერესებდა თეკლას და უარის ნიშნად თავი გააქნია.
- ხომ გითხარი, არ მინდა მირჩევნია ასე ვიყო, ვიდრე გამოვარკვიო ყველაფერი და მერე იმედები გამიცრუვდეს.
- და იქნებ არ გიცრუვდება? ხომ იცი რომ ასე არ ხდება, არ გაინტერესებს?
-არა თეკლა და ძალიან გთხოვ ამ თემაზე ნუღარ ვისაუბრებთ.- გაუმკაცრდა ტონი დემეტრეს, რაზეც თეკლა მოიღუშა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და ბოკალი ბოლომდე გამოცალა. დავითი მიხვდა რაზეც იყო საუბარი, რახან დემეტრემ წამში შეიცვალა ხმის ტონი, ამიტომ არც უკითხავს რამე. წყვილს დაემშვიდობა და დასაძინებლად წავიდა. დემეტრე კი უყურებდა თეკლას, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და ეყუდებოდა დემეტრეს, მიხვდა ყიფიანი რომ უხეშად გამოუვიდა და ეცადა განემუხტა სიტუაცია.
- თეკლა, მე ბავშვთა სახლში გავიზარდე, მართალია მშობლების სიყვარული არასდროს მიგვრძნია, სამაგიეროდ ვიცი როგორ მიმატოვეს მშობლებმა როცა პატარა ვიყავი. არ მიდა კვლავ იგივე განვიცადო, მეორედ. მიფიქრია მათ პოვნაზე, მაგრამ ვერ გავბედე.- დანაღვლიანდა ყიფიანი, თეკლა კი მისკენ შეტრიალდა სახეში ჩააშტერდა.
- ნუ გეშინია, თუ შენ არ გინდა მაშინ არც დავიწყებ მაგაზე ფიქრს, მესმის და მაპატიე ზედმეტად ავჩქარდი, როცა შენ მზად იქნები და გადაწყვეტ რომ გინდა გაიგო სიმართლე, ერთად ყველაფერს შევძლებთ და გავუმკლავდებით ყველაფერს.- ისეთი მზრუნველი ხმა ჰქონდა თეკლას რომ დემეტრე კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში თუ რამდენად სწორი ადამიანი იყო ეს ქალი მის ცხოვრებაში. მშვიდად ჩაამთავრეს საღამო, მშობლებზე თეკლას ხმა აღარ ამოუღია.
- თეკლა.- სიჩუმე დაარღვია დემეტრემ.
- გისმენ.
- როგორ ფიქრობ ძალიან ვიჩქარებ თუ გეტყვი რომ მინდა ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად?
- ესე უბრალოდ?
- ხო, ესე უბრალოდ. არ მიყვარს ფორმალობები და ზედმეტი უწუპუწუ, პატარა ბიჭიც აღარ ვარ.- გაეცინა დემეტრეს ნერვიულად. არც დაფიქრებულა ისე კითხა, იქნებ მას არ სურდა და რატომ იფიქრა რომ ენდომებოდა?
- ვიცხოვროთ ერთდ, მინდა.
- ანუ თანახმა ხარ?
- თანახმა ვარ.
ვერ იჯერებდა დემეტრე, გაოგნებული უყურებდა საყვარელ ქალს. ბედნიერი იყო, ახლა ნამდვილად არასდროს იქნებოდა მისი სახლი ცივი და უსიყვარულო.
- დემეტრე...- ისეთი თვალებით ახედა თეკლამ მიხვდა ყიფიანი რაც უნდოდა რომ ეთქვა.
- ახლა შენ ხარ ჩემი საცოლე და წამოდი დავწვეთ, გვიანია.
- ვინ? ხომ არ ჩქარობ?
-ნუ ნერვიულობ, ბეჭედი ხომ არ მიყიდია ჯერ, მიყვარხარ გესმის? მე მომავალი უშენოდ არ მინდა და არც იქნება! ყველაფერს თავის დროზე გავაკეთებთ. თორნიკე ჩამოვიდეს და მერე დავილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე, რას იტყვი?
- ხო, ჯერ არც კი მითქვამს ჩვენზე, ისიც არ ვიცი როგორ მიიღებს...- ჩაიდუდღუნა უემოციოდ და დასაძინებლად გაყვა დემეტრეს...

ვერ იძინებდა, დიდხანს იწრიალა დემეტრემ და ბოლოს ადგა. აივანზე გავიდა სიგარეტს გაუკიდა და ჩაფიქრდა. ერეკლე აფიქრებდა, როდემდდე უნდა ყოფილიყო მისი "ფინია" უკვე არ იცოდა და აღარ უნოდა, ასე კანონის გვერდის აქცევით საქმეების ხლართვა, მართალია საკმაოდ დიდი ხანია არ მისულა მასთან თხოვნაზე, მაგრამ მაინც აწუხებდა სინდისი. მშვიდად აბოლებდა სიგარეტს, უცებ უკნიდან ხელები რომ იგრძნო, მიტრიალდა და თეკლა დახვდა, პატარა ბავშვივით იფშვნეტდა თვალებს.
-რატომ გღვიძავს, მოხდა რამე?
- ვფიქრობდი, რამდენად კარგი ადამიანი ვარ?
- იმდენად რამდენადაც საჭიროა. რატო საუბრობ ასე?
-გახსოვს გეუბნებოდი, როცა გაიგებ რამდენად ცუდი ვარ კიდე გეყვარებითქო?
- მერე?- ინეტერესით დაცქვიტა ყურები დადიანმა.
-ხოდა, მგონი დროა ვისაუბროთ ამაზე, რას იტყვი?
- შენ თუ მზად ხარ მიამბო, ვისაუბროთ, ოღონდ პლედს გამოვიტან და აქ დავსხდეთ.- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დემეტრემ და გოგონაც გაუჩინარდა ოთახში, უცებ მოიტანა პლედი სავარძელში მოკალათებულ დემეტრეს მოახვია, თვითონაც მის კალთაში მოკალათდა და ყურადღებით დაიწყო მოსმენა, ეტყობოდა ნერვიულობდა, დემეტრე ხელებზე შეეხო და საუბარიც დაიწყო.
- მაშინ, როდესაც ჩავირიცხე უნივერსიტეტში და მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა, მაშინ უკვე გადაწყვეტილი მქონდა პოლიციელობა, მინდოდა ოჯახი მეპოვა და ამიტომ დეტექტივობა მოვიწადინე. პირველი წელი იყო, პოლიციაში და საგზაო პატრულში ვიყავი თავიდან, მაშინ კლუბში მოხდა ჩხუბი და იმ პერმეტრზე მე ვმუშაობდი, ხოდა ერთი გავლენიანი მოსამართლის ბიჭს დავეხმარე მოკლედ, მამამისის გამო ემუქრებოდნენ და დავიხსენი, მას მერე ის კაცი ერეკლე ჰქვია ჩემი მფარველი გახდა. ყველაფერში მეხმარებოდა, სანაცვლოდ კი მათ პრობლემებს მე ვაგვარებდი, კერძოდ კანონთან.- მშვიდად უსმენდა თეკლა და ხმას არ იღებდა, დემეტრე კი ნერვიულობდა თანაც ძალიან.
- ვსო? მორჩი?- თანხმობის ნისნად თავს უქნევს.- უჰ, ამოვისუნთქე მეთქი რამე ისეთს მეტყოდა.მომისმინე ეგ შენი საქმეა, შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა ქნა, მე მაგაში ვერ ჩავერევი, კი ნამდვილად არაა სასურველი მსგავსი საქმეების ხლართვა, არც მოსაწონია, მაგრამ მე ვერაფერს შევძლებ. შენ უნდა ჩამოშორდე და შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, მე კი ყველაფერში ვეცდები შენ გვერდით ვიყო, მთავარია კაცი არ მოგიკლავს და ერთი ორი კანონის გვერდის ავლას გაპატიებს კაცი.- აკისკისდა თეკლა, დემეტრე კი გაოგნებული უყურებდა ნუთუ გაუგო.
-მე მეგონა ვერ გამიგებდი, უბრალოდ...-არ აცადა გოგონამ წინადადების დასრულება.
- უბრალოდ, გეგონა ოჯახი იქნებოდა ის კაცი შენთვის და ცდილობდი ყველანაირად გესიამოვნებინა არა?-თავს უქნევს ბიჭი, მიუხვდა უსიტვოდ სათქმელს.- მერე? გახდა ოჯახი? ან შენი ნამდვილი ოჯახი მაშინ მოძებნე?
- ჩემი ოჯახი ვერ გახდა, მაგრამ გაბრაზებული მასზე არ ვარ, უბრალოდ ახლა როცა შენ მყავხარ ჩემი ცხოვრებით მინდა ვიცხოვორ. რამდენიმე წყვილი ვიპოვე იმ წელს რომ ბავშვები დატოვეს კლინიკაში, მაგრამ მაგის იქით ძებნა აღარ დამიწყია. შემეშინდა და ახლაც ჯერ არ ვარ მზად.
- გასაგებია, როცა დრო მოცა და მზად იქნები მე შენთან ვიქნები, წამოდი ახლა დავიძინოთ ცივა.
მშვიდად ადგნენ და დასაძინებლად წავიდნენ. იმ ღამეს დემეტრეს იმედი გაუჩნდა, რომ ამიერიდან მართლა ეყოლებოდა ოჯახი, პატარა ორი კაცისგან შემდგარი, თვითონ და თეკლა, ამაზე მეტი არც არაფერი უნდოდა....


მოგესალმებით, მაპატიეთ რომ დავაგვიანე, იმედია მოგეწონებათ ეს პატარა თავი... ველოდები თქვენს შეფასებებს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent